შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (25 - დასასრული )


11-11-2019, 13:33
ავტორი naattii
ნანახია 2 502

მთელი თვე გმირულად ერეოდა მონატრებას სოფია, ბევრი საქმეც ქონდა, რაც აშკარად ეხმარებოდა. სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდებოდა, მაისში მოსწავლეებს ამთავრებდა, ამიტომ მათთვის სათითაოდ შემაჯამებელი ტესტების გაკეთება უწევდა. ეს საოცრად ბევრ შრომას და დროს მოითხოვდა. თავისუფალ დროს კი მთლიანად ბებოსთან ერთად ატარებდა.
უკვე დრო იყო მე-6 კლასელებს დამშვიდობებოდა, მაისის ბოლო უკვე მოპარულიყო და ამინდებიც საკმაოდ დამთბარიყო.
კარზე ზარმა ამცნო ერთ-ერთის მშობელი რომ მოვიდა. სამივე ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდა და მხოლოდ ერთი აკითხავდათ ხოლმე. ამჯერად კართან მარიამის ბიძა დახვდა, რაზეც უხერხულად შეიშმუშნა სოფია, თუმცა ზრდილობიანად გაღიმება არ დავიწყებია.
-მობრძანდი თეოდორე.
-მადლობა სოფია, არ შეგაწუხებ_ღიმილით დაუკრა ბიჭმა თავი და გოგო შეათვალიერა. -როგორ ხარ?
-მადლობა, არამიშავს, შენ?
-მეც ასევე, ისევ არ დამთანხმდები არა?
-ხომ იცი, რომ არა, ამდენჯერ აღარ უნდა მკითხო_გაეცინა სოფიას.
-იცი, რომ მომწონხარ, შენი უბრალოდ უკეთ გაცნობა მინდა, არამგონია ამის უფლება არ მქონდეს_მოწყენილმა დახარა თავი ბიჭმა.
-მაპატიე, არ გაქვს, ამითი ჩემს საქმროს ვუღალატებ, რასაც არასდროს ვაპირებ.
-საქმროს? საქმრო გყავს?_თვალები გაუდიდდა თეოდორეს.
-ასე გამოდის რადგან გითხარი, ბავშვები მზად არიან, მომავალ სასწავლო წელს შევხვდებით_ზრდილობიანად დაუკრა კაცს თავი და ბავშვებთან დამშვიდობების შემდეგ მოწყენილმა მიხურა კარი. უნდოდა ცოტა დაფიქრებულიყო, უნდოდა ალექსანდრესთან განატარები თითოეული დღე აღედგინა, თუმცა ეს ორმაგად ტკენდა. დროულად გაიგონა ნაზის ფუსფუსი.
-ბებო, რატომ ადექი, მე მოგიმზადებ ვახშამს_ სამზარეულოში მოსიარულე ქალს წამოადგა თავზე.
-ვიცი ბებო, ძალიანაც რომ მინდოდეს ვერაფერს გავაკეთებ_მოწყენილმა გაუღიმა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა. -სოფია_კარებისკენ წასულ გოგოს დაუძახა ჩუმი ხმით.
-გისმენ ბებო.
-ასეთი არ მომწონხარ ბებო, ვერ გეგუები_ცრემლები მოადგა ქალს თვალებზე.
-ამას რატო მეუბნები?
-ხომ თქვი რომ დაბრუნდებოდა? იქნებ დაურეკო და დააჩქარო? ასე ცუდად გახდები შვილო, არ ჭამ, არ სვამ, ღამეები დივანზე მჯდარი ატარებ, შენ გგონია რადგან ბრმა ვარ და ვერ ვხედავ ვერაფერს ვხვდები?
-მალე გაივლის ბებო_ნაღვლიანად საკუთარ თავს უფრო გაუღიმა სოფიამ.
-რატომ წავიდა? შენ ხომ თქვი ყველაფერი კარგად არისო?
-ის, ის ცუდი ადამიანი იყო ბებო, ადრე, და ამას ვერ გაუძლო, ვერ შეძლო, მეც კი ვერ მივეცი იმის ძალა, რომ დაევიწყებინა, შეიძლება ეშინოდა, რომ წარსულში ჩადენილი ცოდვები ბედნირების საშუალებას არ მისცემდა და უფალთან მოსანანიებლად წავიდა. უბრალოდ მე ის მენატრება ბებო, მინდა გავუგო, მესმის კიდეც, მაგრამ არ მაინტერესებდა, მე ვაპატიე და დავივიწყე, მან სამწუხაროდ ვერა. უკვე ისე მჭამს მონატრება უაზრო შიშებიც კი მიპყრობს, იქნებ ღმერთთან იმაზე მშვიდად იგრძნო თავი, ვიდრე ეგონა და დაბრუნება გადაიფიქრა? იქნებ დამივიწყა, იქნებ ...... ღმერთო რა სისულელეებს ვფიქრობ. ხომ ხედავ მის გარეშე გონება როგორ მაქვს არეული? მოსწავლეები დავასრულე, ახლა ივნისში სამაგისტროს დაცვის იმედად ვარ, რომ მასზე საფიქრელად დრო აღარ მექნება, თუმცა ვის ვატყუებ, ყველა წერტილში მხოლოდ ისაა_მოწყენილს ჩაეცინა და სკამზე ჩამოჯდა.
-არაუშავს ბებო, დაელოდები, ამ დროში ისიც გაიაზრებს რომ დაბრუნების დროა, ალბათ სიყვარულის არ სჯეროდა და ახლა ასე ცხოვრების შემობრუნებამ დააბნია. მერე რა წარსულში ვინ და როგორი იყო, მე ვფიქრობ ბებო, ყველა ადამიანი თავიდან იბადება როცა უყვარდება, სრულიად განსხვავებულ, ახალ ცხოვრებას იწყებს. ახლა მხოლოდ შენ კიარა, მეორე ნახევრისთვისაც ცხოვრობ და ეს თავდაყირა აყენებს ყველაფერს_თმაზე მოეფერა შვილიშვილს.
-თურმე როგორ მყვარებია_ამოისრუტუნა სოფია და ბებიას კისერში დამალა სახე.
-აი, ხომ ხედავ ბებო, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, ახლა დარწმუნებული და თავდაჯერებული დახვდები. ნუ ღელავ ჩემო გოგო, უშენოდ დიდხანს ვერ გაძლებს.

ვერ აღმოჩნდა ბოლომდე მართალი ნაზი. გაძლო სანდრომ, კიდევ ერთი თვე ნამდვილად გაძლო. 19 ივნისი ღამდებოდა , დაღლილმა შეაღო სოფიამ სახლის კარი და უღიმღამოდ დადო მაგიდაზე უნივერსიტეტიდან მოტანილი ცნობა. დღეს მაგისტარტურა დაასრულა, ოფიციალურად დაამთავრა სწავლა და მარტო იყო, სრულიად მარტო, არავინ ყავდა ვისთანაც ამ ბედნიერებას გაიზიარებდა. დივანზე ჩამომჯდარმა გადახედა სახლს და მოთმინების ძაფი გაუწყდა. ყველა კუთხე, ყველა ნივთი, მასთან გატარებულ დღეებს და ბედნიერ წამებს ახსენებდა, ვეღარ გაუძლო, იძულებული გახდა გულგრილობის ნიღაბი ხელით ჩამოეგლიჯა და გრძნობები გამოეჩინა. მის ხმამაღალ ტირილზე ნაზი ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან და ხელის ცეცებით მიწვდა შვილიშვილს.
არაფერი უთქვამს. უბრალოდ ეხვეოდა და თავზე ხელს უსვამდა. ადრე დაწვნენ, შინაგან ფორიაქს ვერაფერს უშვებოდა სოფია. გული თითქოს ეწვოდა და ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა. იქნებ ალექსანდრეს უჭირდა რამე?
-გახსოვს ბებო ჩორნამ ლოყა რომ გაგიფუჭა?_ღიმილით გაახსენა ნაზიმ ბავშვობა და კარგა ხანს აღარ გაჩუმებულან. ყველა სახალისო ისტორია გაახსენა გოგოს და შუაღამემდე ისმოდა ოთახიდან მათი კისკისის ხმა, ბოლოს ბებოს ნამღერ იავნანაში ჩაეძინა სოფიას და მშვიდ ძილს მისცა თავი.
უკვე კარგა ხნის გათენებული იქნებოდა სოფია სიცივის შეგრძნებამ რომ გააღვიძა. გაკვირვებულმა გადასწია თავი საათისკენ და გაოცებულმა აწია წარბები მაღლა.
-ნაზიკო, როგორ მოხდა შენმა მაღვიძარამ არ დარეკა და უკვე 11 სრულდება, ჩვენ კი ისევ ლოგინში ვართ_სიცილით აიბურდა თმა სოფიამ და წამოდგომა დააპირა თუმცა, გვერდიდან სიცივე არაფრით ტოვებდა.
-ბებო, გესმის? ადგომის დროაა_კიდევ ერთხელ შესძახა იმედიანად და ნაზად შეარხია ქალი.
-ნაზიკო, ასე ხუმრობა არ შეიძლება, ადგომის დროა_ცოტა უფრო მაგრად დაიწყო ქალის ნჯღრევა.
-ბებო მღუპავ? შენც მარტო მტოვებ? არ გინდა რა, ადექი რა ბე , გეხვეწები, ოღონდ ახლა ადექი და არასდროს გაწყენინებ, არასდროს გაგაბრაზებ, ოღონდ ახლა ადექი ბებიკოოო_მთელი ძალით ანჯღრევდა უკვე კარგა ხნის გაციებულ ქალს და ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა თვალებიდან.
-არ დამტოვო ბეე, გთხოვ, თვალები გაახილე, შენებურად დამელაპარაკე, ოღონდ ახლა ადექი ბე_უკვე ვეღარც ხედავდა ირგვლივ ვერაფერს ისე დაებინდა თვალები ცრემლებით, მხოლოდ ხმაურით მიხვდა როგორ შემოვარდა კივილზე კარის მეზობელი, რომელსაც გასაღები ქონდა და სოფიას არ ყოფნაში ნაზის ნახულობდა, მას მთელი სართულის ქალები შემოყვნენ, მალე გაიგო მთელმა ბინამ ყველაზე თბილი და საყვარელი ქალის დაკარგვა და თითქოს ყველა შეიმოსა შავით, თითქოს ბინაც კი შავებით დადიოდა ისე უღიმღამო გახდა მისი თითოეული კედელი, მუდმივად ახმაურებული ეზოც კი დადუმებულიყო და სიჩუმით გლოვობდა გარდაცვლილ ქალს.
მალე მოვიდა ექიმი და საჭირო დოკუმენტების გაფორმება დაიწყო. სხეულის დათვალიერების შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდა გაშეშებულ სოფიას და მასთან ჩაიმუხლა.
-ჩემი რჩევა იქნება, რომ გაკვეთა არ მოითხოვოთ, არაფერი დამართნია, უკვე სიბერე ჰქონდა შეპარული და ეტყობოდა ღამით,სრულიად მშვიდად ძილში მიიცვალა. ღიმილი ახლაც კი აქვს შემორჩენილი. ნუ გააწვალებთ სხეულის გაჭრით_ხელი თანაგრძნობის ნიშნად დაადო მხარზე და სახლი დატოვა.
ორი დღის განმავლობაში გაშეშებული იჯდა ჭირისუფლის სკამზე სოფია, ვერც დღე აყენებდნენ და ვერც ღამე. თავისებურად გლოვობდა დაკარგულ ბებოს და ცრემლის ერთი პატარა ნამცეციც კი არ გადმოვარდნია. თითქოს საკუთარი თავი ჩკეტა, თავდაცვის მექანიზმი ჩართო და არაფერს აძლევდა უფლებას ამ აღმართულ ბარიერში შეეღწია. ყველას ესმოდა ირგვლივ მეზობელი ქალების ჩურჩული, რომ ასე არ შიძლებოდა, რამე უნდა ეჭამა, თორემ გული წაუვიდოდა. სამწუხაროდ შედეგს ვერავინ ხედავდა.
-სოფია_ტკივილამდე ნაცნობი ხმა ჩაესმა გვერდიდან და გაკვირვებულმა ასწია თავი. გაუცხოებული ჩანდა კაცი იმდენად შეცვლილი ქონდა ნაკვთები, თუმცა თავის ადამიანს რა დაავიწყებდა. წვერი მოეშვა სანდროს, თვალები ჩაცვენოდა, უძილობისგან ჩაშავებოდა და წარბებში ჩამალულიყვნენ. მუშაობისგან დაკოჟრილი ხელები უკანკალებდა და ცისფერ თვალებზე მოწოლილი ცრემლიც კი შეამჩნია სოფიამ.
-ცუდია, რომ ეგოისტურად მიხარია ჩემზე საშინლად რომ გამოიყურები?
-თუ გინდა დამცინე კიდევაც_ვეღარ მოითმინა სანდრომ და გულში ჩაიკრა მონატრებული ქალი. -როგორ მომენატრე.
-უბრალოდ მითხარი, რომ აღარ მიმატოვებ.
-რომც მეხვეწო ვღარ მომიშორებ_თავზე აკოცა ლანდრომ და უფრო მაგრად მოხვია ხელები.
სოფიამაც ახლა იგრძნო რომ სუნთქავდა, რომ უკვე შეეძლო დაუცველი ყოფილიყო, შეეძლო გრძნობები გაეშიშვლებინა, რადგან მისი დამცველი,გრძნობების დარაჯი და სიყვარული დაბრუნებულიყო. თითქოს ამას ელოდაო მთელ ხმაზე დაიკივლა და ამდენი დღის ნაკავებმა ცრემლებმა გადმოლახა საზღვარი, გულამოსკვნილი ტიროდა საყვარელი კაცის მკლავებში და იცოდა, მის გრძნობებს ვეღარავინ დააშავებდა.

მთელი ოჯახი გვერდით ედგა გასვენების დღეს, სანდრო და ლილუ ორივე მხრიდან იჭერდნენ და არასდროს მისცემდნენ წაქცევის საშუალებას. ჩაიკეცა როდესაც უთხრეს, რომ დრო იყო საყვარელი აღმზრდელი იმ ცივ მიწაში დაეტოვებინა და თავად უკან დაბრუნებულიყო. ახლა რა, არხეინად გაეგრძელებინა საკუთარი ცხოვრება? სახლში დაბრუნებული სიცარიელე ვერაფრით ეგუებოდა და შიგნიდან ჭამდა. მხოლოდ რამდენიმე დღე მოახერხა მოთმენა და ბოლოს სადილობის დროს სანდროს გაანდო მიღებული გადაწყვეტილება.
-ბინა მინდა გავყიდო._გაეცინა როგორ გადასცდა სანდროს ლუკმა და ხველების დროს მუჭი მიირტყა გულზე.
-ახლა? ამ წუთას? დავდო კოვზი და ჩავლაგდეთ?
-არაფერი არ დაგასერიოზულებს შენ_თავი გადააქნია გოგომ.
-ნება შენია, ისევე როგორც ბინა, სად გადავიდეთ?_ჭამა გააგრძელა სანდრომ.
-წამომყვები?_იმედიანად ჩაეკითხა სოფია.
-მეგონა სმენის პრობლემა არ გქონდა, ვიკითხე სად გადავიდეთთქო, მეც ეხა ცხრა სამსახური არ მაკავებდეს აქ_ამოიფრუტუნა ბიჭმა
-გუშინ ბებოს სოფლიდან დამირეკეს, გერმანულის ვაკანსია აქვთ სკოლაში და რადგან ქალაქთან ახლოს არის სოფელი მკითხეს თუ მენდომებოდა მისვლა, თანაც საჯარო სკოლაში მაღალი ხელფასებია და ვფიქრობ დავთანხმდე, ხვალამდე მელოდებიან, ვუთხარი ქმარს დავეკითხებითქო_ეშმაკურად გაეცინა სოფიას.
-ქმარი თანახმაა, ოღონდ ჯერ ქმრობაზე. მაღირსებ ცოლად გამომყვე?
-სანდრო 40მდე ერთი კვირა დარჩა. მერე კი აუცილებლად გამოგყვები, შენთან ჯვრისწერის გარეშე და საყვარლად ცხოვრებას არ ვგეგმავ.
-ანუ მეშველება და დივანზე აღარ დავიძინებ?_წარბები აუთამაშა გოგოს.
-მაიმუნო_პირველად გაიცინა გულიანად სოფიამ გასვენების შემდეგ.
-სათესი მიწები გვაქ? ანუ სოფელში_სერიოზულად ჩაფიქრდა სანდრო.
-როგორც ვიცი ბებოს 2 ჰექტარი ქონდა, საბუთებში მოვძებნი, ამ ბინის გაყიდვით კი იქ შევძლებთ სახლი კომფორტული გავხადოთ და შევარემონტებთ.
-ძალიანაც კარგი, შენ სკოლაში იმუშავე, მე მიწას მივხედავ, თუ ნაყოფიერი მიწაა ყველაფრის მოყვანას შევძლებთ, შეგვეძლება გავყიდოთ კიდევაც, მხოლოდ შენ ხომ არ იმუშავებ_ვიღას ახსოვდა საჭმელი, გვიანობამდე მსჯელობდნენ, სხვადასხვა გეგმას სახავდნენ. საბოლოოდ შეჯერდნენ, ბინა გაიყიდებოდა, სოფელში გადავიდოდნენ, ცხოველებიც ეყოლებოდათ, სოფია სკოლაში დაიწყებდა მუშაობას, ალექსანდრე კონსტანტინეს დაიხმარდა და მიწის დამუშავებასა და ცხოველების ფერმის მშენებლობასაც დაიწყებდნენ. ნელნელა გაფართოვდებოდნენ და მეგობარსაც დაეხმარებოდა. უკვე რა ხანია კონსტანტინეს სანდროს დანატოვარი ბანკის კარტა დაემტვრია და ბიჭს ეხვეწებოდა რამე ჩვენი საქმე წამოვიწყოთო. ლილეს გადამკიდე, რომელიც ვერაფრით მოარჯულა, უნდოდა ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა და არა ისეთი როგორიც სხვებს. წინ არაფერი ედგათ, რამდენიმე თვეც და საბოლოოდ დაემშვიდობნენ უკვე ცოლ-ქმარნი ქალაქსა და მის მტვერს.



დილიდანვე ჟრიამულის ხმა გამოდიოდა სოფლის სახლის ეზოდან. გამწარებული დასდევდა კონსტანტინე ორი წლის ბავშვს და მაინც ვერაფრით ეწეოდა.
-ბიჭო, არც დაგთანხმდება ის გოგო ცოლობაზე, ორი წლის ბავშვს ვეღარ დაწევიხარ_ეზოში შემოსული ძველმოდური ჯიპიდან გადმოვიდა სანდრო და გაჭირვებით დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში გაბერილ სოფიას.
-უკვე დამთანხმდა, არიიის_სიცილით ასწია ხელები ჰაერში კონსტანტინემ
-ვაიმეე, ჩვენ პირველ ბავშვს ცოლი მოჰყავს_აცრემლებულმა აიფარა ერთი ხელი სახეზე სოფიამ და მეორე მუცელზე ჩამოისვა.
-ღმერთოჩემო, შეიძლება ადამიანი ყველაფერზე ტიროდეს?_ბურდღუნით ჩაილაპარაკა სანდრომ და თავი გადააქნია.
-მე-9 თვეში ვარ იდიოტო, ჰორმონები სად მაქვს მეც არ ვიცი_მაშინვე დაუცაცხანა ქმარს და ვითომ ჩქარი ნაბიჯებით გასწია სახლისკენ.
-ფრთხილად, მაქ ნერგებია_წამებში წამოექია სანდრო და ხელები მოხვია აბუხღუნებულ ქალს.
-უკვე მოიტანეთ? რა კარგი ბიჭები ხართ_გახარებულმა გადახედა ბიჭებს და დედიკოს ძახილით მოვარდნილი ბავშვი მიიხუტა, -მალე დაიწყებთ?
-დიახ მეუღლევ, ხვალიდან დარგვას დავიწყებთ და რამდენიმე წელიწადში ულამაზესი ხეხილის ბაღები გვექნება_გახარებულმა აკოცა ალექსანდრემ და ფრთხილად მიიყვანა სახლის კარებამდე.
-გახსოვს საიდან დავიწყეთ?_გაღიმებული მიეხუტა საღამოს ბალკომზე მდგარ ქმარს სოფია, რომელიც საკუთარ ნაშრომს კმაყოფილი გადაჰყურებდა.
-არ მავიწყდება პირველად როგორ ეძებდი ახალ დადებულ კვერცხს, ლამის ააწევინა ქათამს თან გეშინოდა_სიცილი აუტყდა სანდროს.
-შენ კი ხარმა კინაღამ დაგასახიჩრა პირველად რომ ხნავდი მიწას_ენა გამოუყო ცოლმა და არ ჩამორჩა.
-ახლა კი ასე თუ ისე ყველაფერი გვაქვს და ვიცით, პატარა დემეტრე გვყავს და ღმერთმა კიდევ მეორე შვილის ყოლის ბედნიერება გვაჩუქა_გაბერილ მუცელზე მოეფერა ქალს და მაშინვე იგრძნო ფეხის მორტყმა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმე სოფიას ანერვიულებულმა ხმამ გაარღვია.
-იცი ალექსანდრე? მემგონი ხეხილის დარგვა გადაიდება_სიმწრით ძლივს წარმოთქვა სიტყვები და ატკივებულ მუცელზე დაისვა ხელი.
-----------------
კიდევ ერთი დასრულებული ისტორია, კიდევ ერთხელ დაწერილი დასასრული, კიდევ ერთხელ მოწყენილი მე და უკვე მკვდარი თქვენი მონატრებით. უღრმესი მადლობა, რომ ჩემთან იყავით, კითხულობდით და მიფასებდით. მიყვარხართ და როგორც კი იდეები შემაწუხებს მაშინვე დავბრუნდები. ამჯერად ეს საბოლოო თავი თქვენ და ხვალ უკვე სრულად ავტვირთავ რომ არ გაწვალოთ მონატრების შემთხვევაში თავების ძებნით. უღრმესი მადლობა <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ყოჩაღ! ისე რეალირად და ხელშესახებად გქონდა სოფოს ემოციები დახატული მეც ავტირდი ნაზის გარდაცვალების ამბავზე. იდეალური დასასრული იყო! ❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

კარგი იყო მაგრამ ჩემი ტყუპები რატო დამიჩაგრე ბოლოში ? :)) მიხარია სოფიას და ალექსანდრეს ბედნიერი დასასრული,სიამოვნებით დაველოდები უკვე შენს ახალ ისტორიას :))

 


№3  offline მოდერი naattii

ablabudaa
ყოჩაღ! ისე რეალირად და ხელშესახებად გქონდა სოფოს ემოციები დახატული მეც ავტირდი ნაზის გარდაცვალების ამბავზე. იდეალური დასასრული იყო! ❤️❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ყველანაირად ვეცადე ❤️

სტუმარი gvantsa
კარგი იყო მაგრამ ჩემი ტყუპები რატო დამიჩაგრე ბოლოში ? :)) მიხარია სოფიას და ალექსანდრეს ბედნიერი დასასრული,სიამოვნებით დაველოდები უკვე შენს ახალ ისტორიას :))

დაჩაგვრად ვერ მივიჩნევ იმიტომ რომ ტყუპები ამოვწურე, ყავთ შვილები, არიან ბედნიერები, იბრძოლეს გადარჩნენ... ეს ალექსანდრეს ისტორია იყო ❤️

 


№4 სტუმარი Mako

Ra kargi iyo,damenana dasasruleblad.gelodebit axali istoriit zalian ar mogvanatro tavi

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

ბოდიში შემთხვევით დამეჭირა სიცილის სმაილზე ხელი. ძალიან საინტერესო ისტორია იყო და ველი უკვე ახალს ????

 


№6  offline წევრი ვიპნი

ლილეს და კონსტანტინეს ველოდებიი :*

 


№7  offline მოდერი naattii

Mako
Ra kargi iyo,damenana dasasruleblad.gelodebit axali istoriit zalian ar mogvanatro tavi

ვეცდები არ მომენაყროთ ისე მალე დავბრუნდე ❤️

სტუმარი ქეთი
ბოდიში შემთხვევით დამეჭირა სიცილის სმაილზე ხელი. ძალიან საინტერესო ისტორია იყო და ველი უკვე ახალს ????

უღრმესი მადლობა ❤️

ვიპნი
ლილეს და კონსტანტინეს ველოდებიი :*

ვნახოთ, ჯერ რაღაც ვერ ვხედავ მაგათ ისტორიას, დასაწყისი აქ მაქვს, უკვე ვიცით რომ ქორწინდებიან და რავი ვნახოთ მუზა როგორ შემაწუხებს :D

 


რა კარგი იყო❤ აი, სანდროს სოფელში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ეს რა დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა წავიდეთო, უფრო ვფიქრობდი რომ ქვეყანას თუ არა ქალაქს მაინც დატოვებენ თქო და ესენი სოფელში გაიქცნენ❤
ნაზი ბებომ და სოფიოს ემოციებმა ლამის ამატირეს კიდეც.
რაც ამათ გზა გავლეს კი ეკუთვნით ბესნიერება❤
ახლა კოსტას ისტორია მინდა. მიხარია სანდროს კოსტას სახით ერთგული მეგობარი რომ ჰყავს❤❤
გელოდები❤❤❤

 


№9  offline წევრი ბაბუნაშვილი

სრულად დადებ??

 


№10  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
რა კარგი იყო❤ აი, სანდროს სოფელში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ეს რა დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა წავიდეთო, უფრო ვფიქრობდი რომ ქვეყანას თუ არა ქალაქს მაინც დატოვებენ თქო და ესენი სოფელში გაიქცნენ❤
ნაზი ბებომ და სოფიოს ემოციებმა ლამის ამატირეს კიდეც.
რაც ამათ გზა გავლეს კი ეკუთვნით ბესნიერება❤
ახლა კოსტას ისტორია მინდა. მიხარია სანდროს კოსტას სახით ერთგული მეგობარი რომ ჰყავს❤❤
გელოდები❤❤❤

რაღაც ლილეს და კოსტას ცალკე ვეღარ ვხედავ, თუმცა ვნახოთ ❤️
ბაბუნაშვილი
სრულად დადებ??

აუცილებლად

 


№11 სტუმარი kati

Zalian kargi iyo da ra male damtavrda.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძაან მაგარი იყო თან საინტერესო დასასრული კარგი კარგად რომ დამთავრდა დიდი მადლობა????????????????♥️????

ისე ლილე და კოსტანტინეზე წავიკითხავდი ისე მომეწონა ეს ნაწარმოები მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent