შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული


11-11-2019, 21:10
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 430

დამღლელი სამუშაო დღის დასასრულს სახლში დაბრუნების გარდა არაფერი უნდოდა. საცობში გაჭედილი აიგნორებდა სიგნალის, გინებისა და ყვირილის ხმებს.
წარმოიდგენდა როგორ აღებდა ბინის კარს, გაიხდიდა ფეხსაცმელს, მოსაცმელს იქვე
დააგდებდა და რამდენიმე წუთიანი შხაპის შემდეგ მონატრებულ საწოლზე აღმოჩნდებოდა.კოლეგის ჩანაცვლების გამო ღამენათევს მთელი დღის მორიგეობა დაემატა ... ორმოცი წუთის შემდეგ აღმოჩნდა სადარბაზოში , ლიფტის კარიც გაიღო და ბოლო სართულამდეც მიაღწია . ჩვეულებისამებრ სიმშვიდე იყო მთელს სართულზე . სიბნელის გამო ვერაფერს ხედავდა ტელეფონის შუქით იპოვნა გასაღები და კარის საკეტს მოარგო. ის იყო ბინაში შეაბიჯა რკინის კარი ხელით დაიჭირეს , ზურგიდან ვიღაც აეკრო და პირზე ხელი ააფარა. ასე აღმოჩნდა ბინაში, დახურულ კარს მიღმა უცნობთან ერთად
_ჩშშ არაფერს დაგიშავებ ... უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება _ ხრინწიანი, დასუსტებული ხმა ესმოდა . მის უკან მდგომი სუსტად სუნთქავდა და აშკარად რთული იყო უცნობის მდგომარეობა . რატომღაც არ ეშინოდა, არც არასდროს ყოფილა მშიშარა , მაგრამ პროფესიამ კიდევ უფრო მეტი გამბედაობა შესძინა. პოტენციურ პაციენტს მკლავზე ჩაავლო თითები და ტუჩები გაითავისუფლა
_იქნებ მომშორდეთ და ისე მთხოვოთ დახმარება ... შემიძლია მოძრაობა თუ ტყვე ვარ
_შეგიძლია ... ოღონდ გაითვალისწინე რომ კოტეს მეგობარი ვარ_ უკან დაიხია და სანამ
შეხედავდა გადაფითრებულს მანამ გაიგო მეგობრის სახელი . ყოფილი კურსელის რომელიც
ბოლოს წლების წინ კონფერენციაზე ნახა . შუქი აანთო და მაჯაზე მორგებული სამაგრით
შეიკრა თმა
_რა გაწუხებს ? ლომკა ? სახლში არაფერი მაქვს ... შემიძლია სასწრაფო დახმარებას
გამოვუძახო და კლინიკაში გადაგიყვანენ_ წინ მიდიოდა ისე რომ კაცის სახე არც დაუნახავს, რატომღაც ელოდა რომ ისიც უკან გაჰყვებოდა . ის კი კედელს იყო მიყრდნობილი და ნელ-ნელა იკეცებოდა _ კოტე მეგობარო შორიდანაც პრობლემებს მიქმნი ... _ რამდენიმე წამს მშვიდად
დაჰყურებდა თითქმის გათიშულს შემდეგ მის თავთან ჩაიმუხლა და ზემოდან დახედა
_ თუ არ მეტყვი რა ხდება მე დრო დამჭირდება სანამ მიგათრევ დივანთან, დაგაწვენ,
გაგაშიშვლებ და შევისწავლი გარეგან ნიშნებს _ თვალის უპეები ჩამოუწია, აკვირდებოდა და
თან ელაპარაკებოდა. ყინულივით იყო, კანიც დაცვარული ჰქონდს და სულ უფრო
ლურჯდებოდა . მხოლოდ ხელის გამოძრავება შეძლო შავი ქურთუკი გაიხსნა და გამოჩნდა
კიდეც პრობლემის მიზეზი _ამის დედაც ... შარში ვართ მეგობარო
_უნდა დამეხმარო _ თითები მოხვია მაჯაზე და რამდენიმე სიტყვა ძლივს თქვა-ჯერ ვერ მოვკვდები-ჭრილობა ჰქონდა , მინიმუმ ერთი კვირის იქნებოდა ცუდად დამუშავებული ჩანდა,
დაინფიცირებული და საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო. წესით პოლიცია უნდა
გამოეძახებინა, სასწრაფო დახმარება და კიდევ ათასი პროცედურა გაევლო, მაგრამ ამ ყველაფერზე არც უფიქრია. არ იყო ჩვეულებრივი ექიმი და ზუსტად იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა.

ის ღამეც გაათენა, საკუთარ სახლშიც კი მუშაობა მოუხდა და ეს ყველაფერი აგიჟებდა. ისევ
სისხლი, ნემსები, წვეთოვანი, წამლები და სუნი რომელიც მისი ბინის სურნელს შთანთქავდა.
გათენდა, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი სიგარეტს ეწეოდა ყავის ფინჯანიც იქვე იყო და
ზამთრის სუსხი რომელსაც თბილი სახლიდან ადევნებდა თვალს.უცნობი რომელიც გაურკვეველ გრძNობას უჩენდა, არ დაკვირვებია დიდხანს , მაგრამ შინაგანი ფორიაქი სულ უფრო უმძაფრდებოდა. მზერა იგრძნო , იცოდა პაციენტმა გაიღვიძა , მაგრამ მისკენ არ გაუხედავს ისიც დიდხანს არაფერს ამბობდა უბრალოდ უყურებდა გამოუძინებელ, მოუწესრიგებელ, გადაღლილ ქალს რომელიც იმდენად ლამაზი იყო ყველაფერს დაგავიწყებდა, უბრალოდ ლამაზი კი არა უცნაური იყო, სხვანაირი ...
_გადავრჩი თუ
_ჯოჯოხეთში ხარ ჩემთან ერთად პატარავ _ თვალი ჩაუკრა და კვამლი მაღლა გაუშვა .შემდეგ იატაკზე ჩამოხტა, სიგარეტის ნარჩენი მოიშორა, ყავა მოსვა და მისკენ დაიძრა _ როგორ ხარ ?
_არ ვიცი ... ბევრს ვერაფერს ვგრძნობ _ ტუჩები უშრებოდა,.ქალს ადევნებდა თვალს და
ცდილობდა მობილიზება მოეხდინა. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ეს ქალი, მხოლოდ
მისამართი ჰქონდა და შეგრძნება , რომელსაც ვერ ხსნიდა. ნორმალურად ხედვაც უჭირდა, ძალა გამოცლილი ჰქონდა და მხოლოდ ქალის სილუეტს აღიქვამდა
_იგრძნობ , იმას რასაც გრძნობდი ხოლმე _წვეთოვანს რაღაც წამალი დაუმატა
და ცარიელი შპრიცი პარკში ჩააგდო _ ვინ გყავს აქ რომ მოგხედოს? _პირდაპირ საქმეზე
გადავიდა და მის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა
_ როდის შევძლებ წასვლას?
_წასვლას ვერ შეძლებ , უნდა წაგიყვანონ და იზრუნონ შენს ჭრილობაზე
_ეს რომ დამთავრდება წავალ
_მეგობარო გასაგებად ვერ ვსაუბრობ? გეუბნები რომ უნდა მოვიდნენ , წაგიყვანონ. ავუხსნა
რა გჭირდება, როგორ,როდის , რა დოზით , რა ვადით ... მე ძალიან არ მაინტერესებს ვინ
ხარ, ვინ გესროლა ვინ დაგჭრა და საერთოდ აქ ვინ მოგაკითხავს . პაციენტების დაკარგვას
ვერ ვიტან მხოლოდ ... ისე ბრმა ვარ , ყრუც და სკლეროზიც მაქვს გასაგებია თუ ჯერ შენმა
ტვინმა ვერ გაიღვიძა
_შენ ... ვინ ხარ - უცნაური გრძნობდა ჰქონდა, ახლა როცა ასე ახლოს უყურებდა და ტკივილიც არ უბინდავდა გონებას მისი სახე სულ უფრო და უფრო ნაცნობი ხდებოდა
_შენ ვერ ხარ ?
_სერიოზულად !
_შუაღამეს დამადექი და ასე ვარაუდად, ინტუიციით იპოვნე ექიმი? ამ კორპუსს შეხედე იფიქრე აქ უთუოდ იქნება ვინმე ვინც დამეხმარეობაო და მოხვედი ?
_ბევრს ლაპარაკობ !
_შენ კი ყველაფერს არასაჭიროს ... დრო არ მაქვს . ტელეფონს მოგცემ ვინმეს დაურეკე და
წაგიყვანონ რამდენიმე საათში
_კოტეს საიდან იცნობ
_ვინ მეე? _ სიცილი აუტყდა ქალს და სულ გააგიჟა კაცი. _ შენ მგონი მაგრად მომატყუე და
ისე უბრალოდ გამოიყენე მისი სახელი
_უბრალოდ მითხრა რომ აქ მხოლოდ შენ შეგეძლი დახმარება, შენ იყავი სანდო
_ასეც არის ... შენ ვინ ხარ ეს რომ გითხრა ვერ ვხვდები
_კიტა მენაბდე _ ხელი გაუწოდა და მზერაც გაუსწორა
_ჯანდაბა ... შენ კიტა ხარ ?! _ ნერწყვი ძლივს გადააგორა და ბიჭის გამოწვდილ ხელს დახედა _ მე ანო...
_ანო _ გაიცინა და თავი უკან გადასწია _ ანო შენ ...- დაბინდული მზერა მოავლო ქალის სახეს და სუნთქვა შეეკრა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა რომ თევდორაძეს ვერ იცნობდა, ისევ შეხვდებოდა და ვერ იგრძNობდა . წლები , წყეული წლები რომლებიც შეუჩერებლად მიდიან და აქრობენ ყველაფერს რაც კი რამ სუსტი დახვდებათ, ალბათ საკმარისად დიდი არ იყო ანოს ადგილი ან ზედმეტად დიდი დრო იყო გასული
_დაურეკე ვინმეს ვინც შეძლებს ჭრილობის მოვლას და წადი _ ფეხზე წამოდგა . თითქოს
თავისუფლება შეუზღუდეს აღარ იყო ისეთი უდარდელი. კაცს ზურგი აქცია და
სამზარეულოსკენ დაიძრა. ფანჯარა გამოაღო, დილის სუსხმა წამსვე შეაღწია და მთელს
ოთახში გავრცელდა . აკანკალებულ თითებში მოიქცია სიგარეტის წვრილი ღერი და
რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ხელისგული დაარტყა ხის ზედაპირს. ბრაზი ახრჩობდა ,თითქოს საკუთარ თავს უღალატა რომ ვერ იცნო . დაავიწყდა? როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა კაცი რომელსაც ამდენი წელი იცნობდა და რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა
_მე არ მომიკლავს _იქ იყო , მასთან ახლოს იდგა ნახევრად შიშველი, ჭრილობით და
გაფითრებული სახით
_მე მხოლოდ ის ვიცი , რომ მამაჩემი მოგკლავს რომ გაიგებს ციხიდან გამოგიშვეს _არ
უყურებდა სიგარეტის ღერი ისევ ტუჩებსშორის მოიქცია და შემდეგ კვამლს შეურია
სიტყვები _შეცვლილხარ ... სხვანაირი მახსოვდა თინეიჯერობისას ნანახი მკვლელი
რომელმაც მიშო წამართვა _ყელში ბურთი გაეჩხირა, ისე უნდოდა შებრუნებულიყო და
მისთვის ყელი გამოეჭრა , მაგრამ არ შეეძლო ექიმი იყო და ვერ მოკლავდა . ვალდებული იყო
მეორედაც გადაერჩინა, მესამედაც თუ საჭირო გახდებოდა კიდევ ბევრჯერ დახმარებოდა ,
მაგრამ იქ , მის სახლში ყოფნის უფლება არ უნდა მიეცა.
_ციხე ცვლის ... წასვლას არ ვაპირებ ! სიმართლის დადგენას იმედია მოვახერხებ სანამ
გიორგი მომკლავს . შენც სხვანაირი ხარ , ანო _ წამით შეეხო ცხვირის წვერით მხრებზე
ჩამოშლილ თმას , სურნელი დაუკითხავად მოიპარა და უკან მოუხედავად დატოვა ექიმის ბინა.
დიდხანს იდგა ფანჯარასთან, შორიდან ხედავდა კაცის სილუეტს . მის სახეს ვერ არჩევდა ,
მაგრამ ხედავდა როგორ უჭირდა მოძრაობა . მოსაცმელი მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე და
ფეხით გაუყვა პარალელურ ქუჩას . იმდენად მარტო იყო , ისეთი ცარიელი როგორც ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი ,თითქოს ბევრი იყო ირგვლივ მისნაირი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი , მაგრამ მაინც მარტო მიჰყავდა ცხოვრებას გზაზე
.....
ცხოვრება განაგრძო, ფიქრისთვის დრო არც ჰქონდა მხოლოდ რამდენჯერმე გაახსენდა კიტა
და ისიც იმიტომ რომ მასზე სხვები საუბრობდნენ. ერთი თვის შემდეგ მთელმა ქალაქმა
იცოდა კიტა მენაბდეს გათავისუფლების შესახებ ზოგი ბობოქრობდა, ზოგს მისი მოკვლაც
უნდოდა. იმათ ვინც მიშოს ძმაკაცობას იბრალებდა , თევდორაძის მთელი გვარი
იმუქრებოდა, მაგრამ არავინ იყო ისეთი კიტასთან დაპირისპირებას რომ გაბედავდა.
ჭორიკანა ქალები , ტრაბახა კაცები და ბაქია ბიჭები ქმნიდნენ საზოგადოებას რომელიც ანოს
ირგვლივ იყო. ეზიზღებოდა ეს ხალხი, ეზიზღებოდა ყველა და გაურბოდა მათ, მაგრამ
რთული იყო თავის დაღწევა.
_როგორაა შვილო ნათელა რაც გაიგო იმ არგასახარებლის გამოსვლის ამბავი. იმას გაუხმეს
ხელები ვინაც ეგ გაათავისუფლა _ამბობდა ქუჩაში შემხვედრი მეზობელი ციალა და
არარსებულ ცრემლებს იმშრალებდა, თითქოს ძალიან უყვარდა მიშო რომელსაც სულ
ემუქრებოდა დავაჭერინებ შენს თავს ქუჩაში დგომას თუ არ შეეშვებიო.
_ამ ქუჩაზე ვერ გაივლის ეგ ხომ იცი ბიძიკო ... _არც მოხუცი არსენი ჩუმდებოდა.
მუქარები უხვად იყო , მაგრამ ყველაფერი ისევ მათზე მოქმედებდა ვისაც ყველაზე მეტად
ტკიოდა მიშოს არ ყოფნა.
გზა საგრძნობლად გაგრძელდა არასასურველი ნაცნობების გამოჩენის გამო და უკვე სული ეხუთებოდა , წამებს ითვლიდა როდის შევიდოდა მშბლიურ სახლში . დედამ სთხოვა მისვლა თორემ დაღლილს დასვენების გარდა არაფერი უნდოდა. კარი გააღო თუ არა წამსვე შიმშილის გრძნობამ შეახსენა თავი ,როგორც ყოველთვის საჭმლის სუნი ტრიალებდა, ხმაური ისმოდა მისაღებიდან ... სტუმრები ჰყავდა გიორგის. ღრმად ჩაისუნთქა ოთახში შესვლამდე და სტუმრებმაც წამსვე მისკენ მიმართეს მზერა
_აიი ანოც მოვიდა ...
_სადახარ ამდენ ხანს , სად დაიკარგე
_როგორ ბრძანდებით? კარგია თევდორაძეებში ქეიფი ხომ? _გაიცინა და მამას ლოყაზე აკოცა
_ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ... შენ როგორ ხარ. რა ხდება კლინიკაში
_კლინიკაში ყველაფერი ძველებურად...ერი ისევ ავადმყოფობს _თავისუფალ სკამზე დაჯდა და ოთახში შესულ დედას გაუღიმა _დედა
_ანიკო , დეე _ ნინო ყველაზე ნაზი და სათნო ქალი იყო ვინც კი ოდესმე უნახავს , მაგრამ
თავად მისი ხასიათის არცერთი ნაწილი გამოჰყვა , სამაგიეროდ გარეგნულად ჰგავდა ძალიან.
ბევრი რამ მოისმინა, იძულებული იყო და თავი ვერ დააღწია . მიშოს ძმაკაცები რომლებიც
უკვე ორმოცს გადაცილებულები იყვნენ შეუმდგარი, ოჯახზე დამოკიდებული, ღიპიანი
კაცები ისევ დედაზე რომ იგინებონენ, ქუჩაში დომინოს თამაშობდნენ და ყოველ
დღე მთვრალები პატარა ბიჭებივით დაერეოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ასეთები იყვნენ ყველა
ვინც მათ სამეზობლოს შემორჩა, ზოგმა საერთოდ დატოვა ის უბანი , მაგრამ მაინც
ხვდებოდნენ გიორგის. ანოც ყველას იცნობდა, მაგრამ მათი ნახვა არაასდროს სიამოვნებდა .
გიორგი უკვე სამოცის იყო, მაგრამ მათზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. თმა სულ
გაუთეთრდა , მაგრამ უკან არ იხევდა ისევ ებრძოდა უსამართლო ცხოვრებას იმ წესებით
მუდამ რომ ჰქონდა და არასდროს ღალატობდა..
ასეთი იყო სახლში რომლის დატოვებაც გაუძნელდა, დიდი ბრძოლა დასჭირდა
პიროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად . გიორგი დიდხანს არ ელაპარაკებოდა
სიგარეტზე რომ გაიგო, ბინაში გადასვლის შემდეგ საერთოს უკრძალავდა სახლში მისვლას ,
მერე ისევ თავად გატყდა და პირველი ესტუმრა ქალიშვილის ბინას. ძველი ყაიდის კაცი იყო
გიორგი და მისიც ესმოდა ანოს, უყვარდა სიგიჟემდე უყვარდა მიუხედავად ყველაფრისა
დიდ პატივსაც სცემდა და აფასებდა როგორც ღირსეულ კაცს .
_ლამარა სახეს იხოკავს დედი ... ძლივს დავამშვიდეთ. როგორ გაიგო არ ვიცი , ვიღაცას
უთქვამს შენი ბიჭის მკვლელს გარეთ რა უნდაო და მას მერე სასწრაფო სასწრაფოზეა . აღარ
ვიცი რა ვქნა , გული გაუსკდება ქალს ნერვიულობისგან
_და ციხეში რომ იყო მიშოს რა? არ მესმის რატომ არის ცუდად ყველა დანაშაულისთვის
პასუხი აგო დედა , საზოგადოებამ გარიყა და სხვა რა უნდა გავაკეთოთ . რა იცვლება
ლამარასთვის მითხარი
_როგორ იცი ხოლმე ანო ... სადმე რომ შეხვდეს საწყალ ქალს მერე ?
_არ ვიცი დედა, მე მხოლოდ ის ვიცი რომ ეს ხალხი ყველაფერს ამძაფრებს . დარწმუნებული
ვარ ბევრი შეხვდება, კიდეც მიესალმება და შიშისგანაც ჩაისვრის მისი დანახვისას . თქვენ კი
გაგიჟებენ ... ილანძღებიან და იმუქრებიან თითქოს ერთი ადგილის ქექვის გარდა რამე
შეეძლოთ
_რა სიტყვებია დედიკო... როგორ შეიძლება ქალის ასე საუბარი . შენ მე გამაგიჯებ შვილი
ერთ დღეს
_შენ ნუ ნერვიულობ დე რა ... შენ უბრალოდ მშვიდად იყავი და ილოცე მიშოს სულისთვის.
ამას შენ გარდა არავინ აკეთებს, მხოლოდ ცოდვით იმძიმებენ სულს _ ქალს მოეხვია და
დიდხაანს იყო მის მკლავებში პატარა ბავშვივით მომწყვდეული.
დილით წავიდა ბინაში , ფეხით მიუყვებოდა ქუჩას და იხსენებდა 13_14 წლის ასაკში როგორ
სეირნობდა მიშოსთან ერთად. უფროსი ძმის ფუნქციას ირგებდა თითქმის ათი წლით დიდი
ბიჭი და ბევრჯერ კამათობდნენ კიდეც. ანოს არ უყვარდა თავისუფლებას რომ
უზღუდავდნენ, ვერ იტანდა ჩარჩოებში მოქცევას მიშო კი სულ რაღაცის აკრძალვას
ცდილობდა. სხვანაირად უყვარდა, ყველას იშორებდა ჩხხუბის შემდეგ მიშო კი გულში
ჰყავდა, თითქოს ნამვილი ძმა იყო დედისერთობას რომ უნელებდა და მიუხედავად
ფემინისტური გამოსვლებისა მის გვერდით დაცულად გრძნობდა თავს . ისეთი თბილი
ღიმილი ჰქონდა არასდროს დაივიწყებდა , ყველაფერი შეიძლება წაეშალა დროს , მაგრამ
მიშოს ღიმილი არა .
წამით ისე შეეკუმშა გული რომ სუნთქვაც გაუჭირდა. გაყინულ სახეზე ცხელმა წვეთებმა
იწყეს დენა. ნელა მიუყვებოდნენ კანს და ისინიც ცივდებოდნენ. იშვიათად ტიროდა ,
ზოგჯერ საერთოდ ავიწყდებოდა საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე სიკვდილსაც კი
შეეჩვია , მაგრამ ქვის გული ნამდვილად არ ჰქონდა. ადეკვატურად აღიქვამდა ყველა რთულ
სიტუაციას და ყველაფერი იმაზე უკეთ გამოსდიოდა ვიდრე ნებისმიერ სხვას.
დაბნელდა, მხოლოდ ლამპიონები ანათებდა და ქუჩაშიც აღარ იყო იმხენი ხალხი. მანქანები
მოძრაობდნენ , ყველას სადღაც მიეჩქარებოდა . წვიმის პირველი წვეთი რომ დაეცა კანზე
გაეღიმა, ცრემლებს შეერია წვეთები და მათი კვალი გააქრო . წვიმაში სიარულის მოყვარული
არ იყო , მაგრამ გაქცევაზე არც უფიქრია .
წვიმის სურნელი დატრიალდა, ქალაქის მტვერს ებრძოდა და ნელ_ნელა ერეოდა კიდეც.
წვიმა ძლიერდებოდა, წვეთები მსხვილდებოდა და უფრო სწრაფი ხდებოდა . გრძნობდა როგორ დამძიმდა მოსაცმელი და შარვალიც დასველდა , ფეხსაცმელი გუბეებში გავლისას ხმას გამოსცემდა რაზეც ეღიმებოდა. ისე გრძნობდა თავს თითქოს მარტო იყო ამ უზარმაზარ ქალაქში. სახეზე ეცემოდნენ წვეთები და ისიც უცნაურად იღიმოდა , ასეც შეიძლება სული ტიროდეს და იღიმოდე .
არცერთი გამვლელისთვის მიუქცევია ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა თავზე
ქოლგა რომ დააფარეს და წვიმის სურნელს კიდევ შეერია მისთვის უცნობი სუნი. ახლოს იყო,
მხართან იდგა და თითქმის ეხებოდა .
-„ზოგი წვიმას გრძნობს , ვიღაცები კი უბრალოდ სველდებიან“ ... შენ ანო ? - ქვემოდან ახედა და წამით გაშეშდა . იმ წამით, სულ ერთი წამით ისიც ჩვეულებრივი კაცი იყო , ნაცნობი რომელთან საუბარიც შეეძლო_ სახლამდე ჯერ კიდევ შორია ექიმო- თითქოს მიხვდა დიალოგი რომ ვერ შედგებოდა და პასუხის მიღებამდე უთხრა
_შორია ... შენიდან ჩემამდე კიდევ უფრო შორია კიტა ! _ მისი მზერაც კი ცეცხლოვანი იყო იმ
წამს. ნაბიჯი ისე გადადგა რომ ქოლგას მოშორდა . ისევ აწვიმდა და კაცს მზერას არ აშორებდა
_ანოო , გთხოვ სხვებივით ნუ მოიქცევი
_მე სხვებივით ვერ მოვიქცევი , იმიტომ რომ ჩემთვის მიშო სხვა იყო . ჩემი მიშო არავის
ჰგავდა , ჩემთვის რომ იყო ისეთი არავისთვის ყოფილა და არავინ ყოფილა. შენ კი ჩემს
მოთმინებას ეთამაშები ,რომელიც შეიძლება ამომეწუროს და იმაზე მეტად მტკივნეული იყოს შენი სიცოცხლესთან გამომშვიდობება ვიდრე მიშოსთვის იყო ! _თმებიც დაუსველდა, ქუდი
მოშორდა და წვიმის წვეთებიც არ ინდობდნენ. _აღარ გადამეყარო თორემ კიდევ ერთ შანსს
არ მოგცემ
_ეს წაიღე ... შეხვედრაზე სხვა დროს ვისაუბროთ _ მიუახლოვდა თითებზე შეეხო ქოლგა
მიაჩეჩა და თავად აქცია ზურგი. თხელი შავი სპირტული მოსაცმელი ეცვა , თავზე აწვიმდა
და კიდევ უფრო გამხდარი ჩანდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებდა მანამ სანამ
მანქამამდე არ მიაღწია. აშკარა იყო შემთხვევოთ დაინახა ქუჩაში მიმავალი ქალი და წამებში
დაედევნა , დაუგეგმავად , მოულოდნელად , გულის ხმას მიყოლილი.... ორივე სხვადასხვა მხარეს წაავიდა , სხვადასხვა გზით .
.........
კლინიკიდან მეგობარ ბიჭთან ერთად გავიდა . მის სახლში დარჩა იმ ღამით , ორივე
დაღლილი იყო და ერთად გაურბოდნენ უარყოფით ამბებს ,მაგრამ მაინც ანო ჩვეულებრივზე
მეტად სერიოზული და მშვიდი იყო ასე კი იშვიათად ხდებოდა
_ მომიყევი რა დაგემართა _ თმები გადაუწია და ყელში აკოცა _ რაღაც გჭირს , ვიცი
_როგორ გიყვარს ხოლმე ცხვირის ჩაყოფა ყველა საქმეში
_შენ კი არასდროს არაფერს ამბობ
_ვერ ვიტან ყველას რომ ვახვევ თავს ჩემს პრობლემებს და შენ ეს მშვენივრად იცი_ ღვინით
სავსე ჭიქა აიღო და თითქმის ბოლომდე დალია . ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და ტუჩები
დაუკოცნა
_ანიკო როდის მიხვდები რომ საუბარი შველის ... თუ დავიჯერო რომ არ მენდობი
_ძალიან გთხოვ ახლა არ გინდა ჩემს ჩაკეტილობაზე საუბარი... _საწოლიდან წამოდგა,
მაისური გადაიცვა და სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის.
_ერთხელ გამაგიჟებ... როგორ ხარ ასეთი -უყურებდა სუნთქვაშეკრული და არ ჰყოფნიდა. ეს ქალი მის მკლავებში რომ იყო წამის წინ არ ჰყოფნიდა, გიჟდებოდა მასზე. იმდენად რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა შესაჩერებლად
_როგორი ასეთი
_ისეთი ხასიათი გაქვს მე მგონია თავი სუსტი და შეგრძნება მრჩება რომ მჟ.მავ
_შეგრძნება ? _გაიცინა და კვამლი მისკენ გაუშვა _ აქამდე არ იცოდი პატარავ?
_ანაა _ წარბები შეკრა კაცმა და გაბრაზდა კიდეც
_ჭედავ და თან უაზროდ . განტვირთვის საშუალებას არ მაძლევ !_ზურგი აქცია,ფანჯრის წინ სავარძელში ჩაეშვა და ტერფები კედელს მიაბჯინა
_ვიცი რაც გჭირს... მეც გავიგე მიშოს მკვლელი შეიწყალეს . ვწუხვარ_ რამდენიმე წუთიანი
დუმილის შემდეგ უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა _ ალბათ შენები ცუდად არიან
_და შენ კონკრეტულად რის გამო წუხარ _გაიცინა და სიგარეტის ნარჩენი საფერფლეში
ჩაასრისა_ შენ არ იცი მე რას ვგრძნობ , არც ვინმე სხვამ და ვერავის მწუხარება იქნება რაიმეს
მომცემი . ამიტომ კარგი იქნება თუ არავინ დამწუხრდებით
_ნამდვილად არ მესმის ... წარმოდგენა არ მაქვს როგორი გრძნობაა. მადლობა ღმერთს არ
დამიკარგავს საყვარელი ადამიანი . მითუმეტეს ამ გზით , მაგრამ ვხვდები როგორი რთული
იქნება შენი ოჯახისთვის . გიორგი ალბათ გაგიჟებულია და მოსაკლავად დაეძებს
_შენ ისევ მაგრად გეშინია მამაჩემის ხო ? _ ფეხები კედელს მოაშორა და სავარძელზე მოკეცა
_საერთოდ არ არის სასაცილო... მამაშენი საკმაოდ საშიში კაცია . ალბათ შესანიშნავად იცის
როგორ მოიშოროს გვამი
_ღმერთო როგორი მშიშარა ხარ
_მშიშარა არ ვარ ანო და შენ ჩემი გამბედაობის შესახებაც იცი ... ჩემს გეგმებზეც და -ალბათ ისევ შეეხებოდა მათ გაურკვეველ ურთიერთობას , მაგრამ ანომ გააჩერა
_შესანიშნავი ქირურგი ხარ , მაგრამ საოპერაციოს გარეთ ჩვეულებრივი მოკვდავი ხდები _
ხმამაღლა გაიცინა და ბიჭი ისევ გააბრაზა . ხალისობდა მისი რეაქციებით . ზედმეტად
მშვიდი, უწყინარო კაცი იყო ნამდვილი ლიბერალი და მასში ბევრი თვისება უყვარდა ანოს.
მხიარულიც იყო, მშვიდიც, პასუხისმგებლობით სავსეც და ნამდვიმი პროფესიონალიც. არ
იყო ამპარტავანი , არც თავკერძა იდიოტი და მასთან ურთიერთობაც ამიტომ გაუგრძელდა.
ურთიერთობა რომელსაც სახელი არ ჰქონნდა ისიც იმიტომ რომ ანოს არ უნდოდა თორემ
გიგა ალბათ დიდი ხნის წინათ შეირთავდა ცოლად. ანომ იცოდა მისი გრძნობების
შესახებ , ყველაფერი იცოდა , მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს არც ადარდებდა. ანოსთვის
მთავარი კომფორტი და სიმშვიდის შეგრძნება იყო სხვა ყველაფერი კონტროლს
ექვემდებარებოდა . მშვიდად მუშაობდა მასთან ერთად, შეეძლო ღიმილით ენახა როგორ
ეფლირტავებოდა ვიღაც სხვა ქალი და გიგას თავდაჭერილობაზე დიდხანს ესაუბრა . არც
მალულად ხვდებოდნენ და არც აშკარად აცხადებდა ერთად ვართო.
_გიორგი ნამდვილად მოკლავს ... ქალაქიდან თუ არ გადაიკარგება ის ბიჭი მამაშენი
მკვლელი გახდება და ესაა მთავარი პრობლემა
_არ მოკლავს . ან ის არ მოაკვლევინებს თავს
_მამაშენს რომ დაუშაოს რაიმე ?
_გიგა რა ფიქრები გაქვს ... რატომ გგონია რომ კიტა ვიღაც ავადმყოფი მკვლელია რომელსაც
ლომკა აქვს და ვიღაცის მოკვლის სურვილი ჭამს . ისიც ჩვეულებრივი ადამიანია მენტალური
გადახრების გარეშე რომელმაც მიშოს სიცოცხლე მოუსწრაფა და 15 წელი ციხეში გაატარა ... 15
წელი გიგა . ამ დროში ადამიანი გატყდება და მეეჭვება უკან დაბრუნება უნდოდეს. შეიძლება
სიკვდილიც უნდა , მაგრამ მე არ დავუშვებ მამაჩემმა გაისვაროს მის სისხლში ხელები_სავარძლიდან წამოდგა. შარვალი ჩაიცვა , თმა შეიკრა და გიგას ზემოდან დახედა_ ამ
თემაზე აღარ ვისაუბრებთ და შენც ნუ იფიქრებ , თავი აგტკივდება და ცუდად იმოქმედებს
იმათზე გათიშულები რომ წვანან შენი ხელების იმედზე _ გაუღიმა , ტუჩებზე მოწყვეტით
აკოცა და ქურთუკიც აიღო
_მიდიხარ? ჯერ სულ ადრეა ... ანო . ვისაუზმოთ მაინც სად გეჩქარება კარგი რა
_ მეჩქარება... შენი საუზმეები მასუქებს გიგა _იღიმოდა და ისე უყურებდა ბიჭს _ სხვა დროს
ვისაუზმოთ ახლა არ შემიძლია . საქმეები არ იცდიან ხომ იცი არა? თანაც დედაშენი ხომ
უნდა ნახო , დეიდაშენის დაბადებისდღე არ არის ?
_ანო ... ოხ ანიკო შენ მიზეზს სულ პოულობ
დატოვა თუ არა ღიმილიც მოშორდა. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და პირველივე ტაქსი გააჩერა.
მარტო დარჩენილმა თითქოს შვება ჰპოვა. ორი ანო არსებობდა ერთი ხალხთან მყოფი , უკომპლექსო, თავისუფალი, შემტევი და მებრძოლი ანო რომელიც არავის აძევს უფლებას რომ მარწუხებში მოიქციოს და მეორე ანო , მარტო დარჩენილი ქალი რომელთანაც მხოლოდ სიცარიელე იყო , გაუგებარი, ამოუხსნელი სიცარიელე ,რომელიც ხმაურიან მარტოობას გამოხატავდა.
მანქანა გაჩერდა და საფლავის ქვებით სავსე სივრცეც გამოჩნდა. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი იყო , მიწა ვეღარ იტევდა ამდენ უსულო სხეულს იმ ადგილას ყოველთვის რთული იყო გადაადგილება , ყოველი ნაბიჯის გადადგმას მძიმე ტვირთი ახლდა თან.
ძლიერი წვიმის შემდეგ მიწა სრიალებდა და სიარული უჭირდა . შორს იყო მიშოს საფლავი , ან გზა ეჩვენებოდა ყოველთვის გრძლად. თითქმის ყოველთვის ამ დროს მიდიოდა,დილით როდესაც იქ არავინ იყო. უეცრად ,როდესაც მოენატრებოდა ამ დროს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მიშო მარტო დატოვა , მას კი არ უყვარდა მარტოობა
ყინავდა , დილის სუსხი ძვლებამდე აღწევდა , მაგრამ მიშოს საფლავთან მჯდომი ნაცნობი
სილუეტის დანახვისას გაშეშდა, თვალებს ვერ უჯერებდა . წარმოუდგენელი რამ დაემართა ისეთი ჯერ რომ არ განუცდია , სულში ომი დაიყო . ხედავდა მკვლელს მოკლულის საფლავზე და სურვილი ჰქონდა მისი იქვე დამარხვის. ხედავდა კაცს რომელიც იმდენად სუსტი ჩანდა შორიდანაც იგრძნობოდა მისი ტკივილი. მოკეცილი იყო , მაგრამ არა სიცივისგან , არც ფიზიკური ტკივილისგან თითქოს რცხვენოდა და თვალს ვერ უსწორებდა მის ღიმილიან სახეს ცივი ქვიდან რომ უმზერდა . არაფერს ამბობდა, იჯდა წელში მოხრილი, გრძელ თითებში მოქცეული სიგარეტის ღერით და მისი ტკივილი მეფობდა ირგვლივ
_მშვიდ ძილს გირღვევს მისი მოჩვენება და აქ მოხვედი ? გგონია სთხოვ და აღარ მოგეჩვენება? გამიგია მკვლელები მოკლულის თვალებს ხედავენო და შენ 15 წელი როგორ გაუძელი მისი ჭრელი თვალების ცქერას _თავადაც ვერ ხვდებოდა რას ამბობდა ან როგორ ბედავდა ასე მასთან საუბარს.
_ანო _ გაოცებული უყურებდა, დანაშაულზე წასწრებულს ჰგავდა. აშკარად არ სურდა იქ
ვინმეს შეემჩნია . თითქოს სიზმარს ხედავდა. ფეხზე წამოდგა და ქალის წინ დადგა
_აქედან წადი ... აღარასდროს გაბედო და მიეკარო ამ ადგილს. გაფრთხილებ!_ჯიქურ
უცქერდა და მისი მოკვლის სურვილიც უმძაფრდებოდა .
_შენ არაფერი იცი... არავინ იცის სიმართლე. იმათ უშვებთ მიშოს საფლავთან ვინაც აქამდე
მოიყვანა . მე კი ...ჯანდაბა მე არ ვარ მიშოს მკვლელი. ჩემს სინდისზე არ არის მიშოს
სიკვდილი... მე ის ყველაზე მეტად მიყვარდა და მისი სიკვდილია ჩემთვის ციხეში გატარებულ წლებზე უარესი_ არ ჰქონდა მკვლელის თვალები, ცოტა
დამნაშავე ჰყავდა ანოს ნანახო , მაგრამ მაინც იმ წამს ვერ ხედავდა მკვლის მზერას მხოლოდ
გონებაში ჩაბეჭდილი ფაქტი ებრძოდა და დაჯერების უფლებას არ აძლევდა
_შენ ვერ დაამტკიცე საკუთარი უდანაშაულობა . შენი ადვოკატი ძალიან
ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ . მე სასამართლოს გადაწყვეტილების კი არა
მტკიცებულებების მჯერა
_რომელი მტკიცებულების ... დავიჯერო არ გახსოვს რომ მე მიზეზი არ მქონდა? მე არასდროს
მიკამათია მასთან _ჯერ მთელი ემოციით საუბრობდა შემდეგ თითქოს ჩაქრა,.სახეზე
ჩამოისვა გალეული გრძელი თითები და ყინულივით ცივი ჰაერი ჩაუშვა
ფილტვებში_ოდესმე დაუდანაშაულებიხართ? მართალი იყავი მაგრამ არცერთ შენს სიტყვას
ჰქონია ძალა ? ვიცი იქნებოდა ერთი შემთხვევა მაინც როდესაც ბრაზიც და ტკივილიც
ერთდროულად გახრჩობდა , აღარ გინდოდა არცერთი სიტყვის თქმა , მაგრამ ... ჩემი
სიმართლე მხოლოდ მე ვიცი, ღმერთმა და მიშომ . კიდევ მან ვინც მიშო წაგვართვა ყველას ...
მე არსად წავალ , 15 წელი ყველაფრისგან შორს ჯოჯოხეთში გავატარე და ახლა არ ვაპირებ
გაქცევას. სიკვდილამდე რომ დამჭირდეს ბრძოლა მაინც დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს , განა
ყველასთვის ... შენთვის ან შენი ნათესავებისთვის , ან ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ ჩემი და
მიშოს მეგობრობის გამო მისი სული ვერ მოისვენებს საბან სამართლიანობა არ აღდგება
_საუბრობდა , მშვიდად მაგრამ მაინც ღელავდა. ხელები უკანკალებდა და მისი
აჩქარებული გულისცემის ტონებიც კი ესმოდა ანოს. მისი თვალებიც სხვანაირი გახდნენ
თითქოს ცრემლებმა დაფარეს და მალე იტირებდა. გაჩუმდა , უსმენდა, რატომ აკეთებდა ამას
ვერ ხვდებოდა , მაგრამ საშინელი სურვილი უჩნდებოდა მისი მოსმენის_ეს ფოტო ... მე
გადავუღე _ ნაბიჯი გადადგა და შემდეგ შეჩერდა , ისევ შეხედა ქვაზე გამოსახულ სახეს_
ახალი ფოტოაპარატი ჰქონდა და ყველაფერს გადაუღო საკუთარი თავის გარდა . მე კი
დავცინოდი და მერე ისე დავდევდი როგორც თვითონ არ მასვენებდა. ჩემი უკანასკნელი
ფოტოც რომელსაც ნახავენ ცივ ქვაზე მისი გადაღებული იქნება ... რომ იცინოდა მთელი
სამყაროში იფანტებოდა შავი ფერი _ ჩუმად თქვა , იმდენად ჩუმად თითქოს საკუთარ
თავს ესაუბრებოდა . ანოს გვერდით გაიარა და წავიდა ...

მარტო დარჩა , სულ წამით შეხედა მიმავალს და შემდეგ მიშოს ფოტოს მიაპყრო მზერა.
უყურებდა ღიმილს, მის დაწვრილებულ თვალებს და გულწრფელ ღიმილს , რომელიც
მხატვარმა კარგად დახატა , მაგრამ მაინც არ იყო ის რასაც სინამდვილეში ხედავდა .
ფოტოები ინახავენ მოვლენებს , წარმოადგენენ ცზოვრების ვიზუალურ ჩანაწერებს , მაგრამ
ადამიანის სულს ვერ გამოხატავენ .მათ არ აქვთ ძალა გააცოცხლონ წამი ,გრძნობებით სავსე.


არ ვფიქრობდი დაბრუნებაზე , დღეს არა მაგრამ თურმე უკვე 11 ნოემბერია 11.11 დიდად ბედნიერი რიცხვი არ არის ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ 11-ში დავიბადე, მაგრამ მაინც ხომ ჩემი რიცხვია ამიტომ დღეს დვაბრუნდები . ალბათ ხვალ ვერ დავდებ ახალ თავს , ან დავდებ არ ვიცი როგორ იქნება , არც დასასრული ვიცი, არც გაგრძელება გამომივა თუ არა და იმედია მოთმინებით დამხვდებით. მინდა საინტერესო იყოს თითქოსდა ჩვეულებრივი ამბავი , ჩემებური და მაინც ისეთი ჯერ რო არ დამიწერია. მომენატრეთ უსაზღვროს და ველი თქვენს შეფასებებს, ყველა გმირზე, ყველაფერზე საერთოდ ისე მჭირდება ახლა ემოციები როგორც არასდროს



დედა, მეჩვენება ხო? ვაი რა კარგია რომ დაბრუნდი❤

 


№2  offline წევრი Takk.22

რა ბედნიერება სასწაული გოგო რომ დაგვიბრუნდა, სულ სხვა ემოციებს იწვევ ჩემში ყოველთვის საუკეთესო ხარ

 


№3 სტუმარი kati

Isev vimeoreb zvel istoriebs da ai axalic.gelodebi...

 


№4 სტუმარი maco maco

mechvenbiiiiiiii??? meramdened gadaurbine shen istoriebs ro momenatree... exla ra gvelodeba cin

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

არ გეჩვენებათ , მაგრამ ჯერ მეც ვერ ვიაზრებ
ნელ-ნელა მოდის სიხარული :დ
აუ როგორ მომენატრა კომენტარების ლოდინი
და თქვენი აზრის წაკითხბა
heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი Anansio

ოქროსხელება მარიამი დაბრუნდაა!!! საოცარი გოგო ხარ შეენ! დაუშრეტელი ფანტაზიითა და შესაძლებლობებით! ოოო როგორი საინტერესო და ჩამთრევია! ახლაა არ ვიტყვი არაფერს,უბრალოდ მოგყვებიი და თანდათან გაგიზიარებ ემოციებს❤️❤️❤️❤️საოცრება ხარ!!! გყვარობ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio
ოქროსხელება მარიამი დაბრუნდაა!!! საოცარი გოგო ხარ შეენ! დაუშრეტელი ფანტაზიითა და შესაძლებლობებით! ოოო როგორი საინტერესო და ჩამთრევია! ახლაა არ ვიტყვი არაფერს,უბრალოდ მოგყვებიი და თანდათან გაგიზიარებ ემოციებს❤️❤️❤️❤️საოცრება ხარ!!! გყვარობ❤️❤️❤️

ოუუ არადა როგორ მაინტერესებდა ახლაც თქვენი აზრი
იმედია მალე დავდებ და დაგიგროვდება სათქმელი
heart_eyes heart_eyes
მიხარიხარ ისევ ჩემთან რომ ხარ

 


№8 სტუმარი Mako

Rogor gamixarda rom dabrundi,rogorc yoveltvis sauketesoa,moutmenlad veli shemdeg tavs

 


№9  offline წევრი კირა

აუ მარიამ, როგორ ძალიან გამიხარდი, რამდენჯერაც შემოვდიოდი სულ შენი ნიკით დადებულ ისტორიას ვეძებდი და და დამმ , აი ,ისიცცც და დაიწყო მღელვარებების და ბედნიერების მაქსიმუმ ერთი თვეეც:)))))))) ძალიან ბედნიერი მე

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამო

აუ როგორ გამიხარდა❤️❤️

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამო
აუ როგორ გამიხარდა❤️❤️

მეც მიხარიხაართ
heart_eyes heart_eyes

Mako
Rogor gamixarda rom dabrundi,rogorc yoveltvis sauketesoa,moutmenlad veli shemdeg tavs

მეც ძალიან მიხარია და იმედი მაქვს რომ დავასრულებ წარმატებულად ამ ისტორიას heart_eyes

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეეეე აიი ახლა მართლაა გავაფრენ დედამომიკვდეს!!!!
ვაფრენ შენზე აი უბრალოდ ვაფრენ!!!
მაშინ გამოჩნდი როცა მართლა მჭირდებოდა შენი ისტორიები!! აი მალდობა მადლობააააააა
მემილიარდე ცაზე ვარ ასული ბედნიერებისგან ♥️♥️♥️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

კირა
აუ მარიამ, როგორ ძალიან გამიხარდი, რამდენჯერაც შემოვდიოდი სულ შენი ნიკით დადებულ ისტორიას ვეძებდი და და დამმ , აი ,ისიცცც და დაიწყო მღელვარებების და ბედნიერების მაქსიმუმ ერთი თვეეც:)))))))) ძალიან ბედნიერი მე

ვაიმე ისე მინდა რომ გამოვიდეს
ლომკა მქონდა ჩვეულებრივი
მომენატრეთ
და ვიმედოვნებ რომ გამოვა
heart_eyes heart_eyes

ტკბილიწიწაკა
ვაიმეეეე აიი ახლა მართლაა გავაფრენ დედამომიკვდეს!!!!
ვაფრენ შენზე აი უბრალოდ ვაფრენ!!!
მაშინ გამოჩნდი როცა მართლა მჭირდებოდა შენი ისტორიები!! აი მალდობა მადლობააააააა
მემილიარდე ცაზე ვარ ასული ბედნიერებისგან ♥️♥️♥️

მეც ძალიან მჭირდებოდით
და უზომოდ მიხარია რომ გაგახარეთ
heart_eyes

 


№14 სტუმარი ტასი

პირველ რიგში გილოცავ შენს დღეს????????სასწაული გოგო ხარ!აი ისეთი სიტყვით თქმა რო რთულია????ვგიჟდები შენს ისტორიებზე და ამ საიტზეც მგონი მარტო შენი ისტორიებისათვის შემოვდივარ შემიძლია ასჯერ წავიკითხო და არ მომბეზრდეს????????წარმატებები????მიხარია,რომ დაბრუნდი❤

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ტასი
პირველ რიგში გილოცავ შენს დღეს????????სასწაული გოგო ხარ!აი ისეთი სიტყვით თქმა რო რთულია????ვგიჟდები შენს ისტორიებზე და ამ საიტზეც მგონი მარტო შენი ისტორიებისათვის შემოვდივარ შემიძლია ასჯერ წავიკითხო და არ მომბეზრდეს????????წარმატებები????მიხარია,რომ დაბრუნდი❤

მადლობა
მიხარია რომ გიხარიათ
ძალიან მინდა გამომივიდეს ამდენთვიანი პაუზის შემდეგ
heart_eyes heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ნიტა

მგონი სამოთხეში ვარ ყველა ჩემი საყვარელი მწერალი აქ არის გეგი,ენ ბლექი ეხლა შენ heart_eyes heart_eyes

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნიტა
მგონი სამოთხეში ვარ ყველა ჩემი საყვარელი მწერალი აქ არის გეგი,ენ ბლექი ეხლა შენ heart_eyes heart_eyes

smile ხო ასე გამოვიდა

 


№18  offline წევრი elene2619

მარიამ როგორი მაგარი გოგო ხარ რომ დაბრუნდი heart_eyes
ისეთ სიცარიელეს მიტოვ ხოლმე რომ არ ჩანხარ და ასე უცებ რომ გამოჩნდები თითქოს და სასწაულად მავსებ. heart_eyes
მე როგორც მჩვევია წინასწარ გაგანდობ ჩემს შეხედულებებს... წინასწარ გეტყვი რა და როგორ მომეწონა რა ვქნა სულსწრაფი ადამიანი ვარ joy
ყველაფერს იქიდან დავიწყებ რომ ერთი ამოსუნქვით წავიკითხე და გილოცავ ისევ სასწაული დასაწყისი გვაჩუქე შენს მკითხველებს (ჩვეულ ფორმაში ხარ ვაღიაროთ heart_eyes ).
რაც შეეხება პერსონაჟებს დიდად ბევრის ლაპარაკს ვერ მოვახერხებ ამ მოცემულობით მაგრამ მაინც იყო რაღაცეები ისეთი რამაც თითქოს რამოდენიმე წინადადება კი არა ბევრად მეტი სიმძიმე შეიძინა. მაგალითად ანო რომელიც ორი სხვადასხვა ადამიანის ბრძოლაა მარტოდ დარჩენილ ქალსა და ბედნიერ ლააღ ქალს შორის.. ( და ამაზე საშინელი მდგომარეობა კი არ არსებობს უსიცოცხლო ფიტულს რომ ემზგავსები ადამიანი, შენ თავს რომ არ ეკუთვნი და თითქოს არც კი ცოცხლობ მხოლოდ არსებობ.. )
აი კიტა კი უდანაშაულოდ დასჯილ კაცს გავს რომელსაც სული ამოაცალეს... მგონია რომ ყველაზე მძიმე 15 წლის გატარება ციხეში არ ყოფილა მისთვის, ყველაზე მძიმე მეგობრის მკვლელის "იარლიყია" რომელმაც სული დაუცარიელა, ალბათ სიკვდილი უფრო მარტივი გამოსავალი იქნებოდა ვიდრე ასეთი სიცოცხლე...
და მაინც იცი არ ვიცი ჩემი ვარაუდები რამდენად სწორია, ან არასწორია, ერთო კი ვიცი შენი დაბრუნებით მე ძალიან გამახარე heart_eyes
გელოდები მოუთმენლად, შენს მუზებზე ვგჟდები satisfied heart_eyes

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

elene2619
მარიამ როგორი მაგარი გოგო ხარ რომ დაბრუნდი heart_eyes
ისეთ სიცარიელეს მიტოვ ხოლმე რომ არ ჩანხარ და ასე უცებ რომ გამოჩნდები თითქოს და სასწაულად მავსებ. heart_eyes
მე როგორც მჩვევია წინასწარ გაგანდობ ჩემს შეხედულებებს... წინასწარ გეტყვი რა და როგორ მომეწონა რა ვქნა სულსწრაფი ადამიანი ვარ joy
ყველაფერს იქიდან დავიწყებ რომ ერთი ამოსუნქვით წავიკითხე და გილოცავ ისევ სასწაული დასაწყისი გვაჩუქე შენს მკითხველებს (ჩვეულ ფორმაში ხარ ვაღიაროთ heart_eyes ).
რაც შეეხება პერსონაჟებს დიდად ბევრის ლაპარაკს ვერ მოვახერხებ ამ მოცემულობით მაგრამ მაინც იყო რაღაცეები ისეთი რამაც თითქოს რამოდენიმე წინადადება კი არა ბევრად მეტი სიმძიმე შეიძინა. მაგალითად ანო რომელიც ორი სხვადასხვა ადამიანის ბრძოლაა მარტოდ დარჩენილ ქალსა და ბედნიერ ლააღ ქალს შორის.. ( და ამაზე საშინელი მდგომარეობა კი არ არსებობს უსიცოცხლო ფიტულს რომ ემზგავსები ადამიანი, შენ თავს რომ არ ეკუთვნი და თითქოს არც კი ცოცხლობ მხოლოდ არსებობ.. )
აი კიტა კი უდანაშაულოდ დასჯილ კაცს გავს რომელსაც სული ამოაცალეს... მგონია რომ ყველაზე მძიმე 15 წლის გატარება ციხეში არ ყოფილა მისთვის, ყველაზე მძიმე მეგობრის მკვლელის "იარლიყია" რომელმაც სული დაუცარიელა, ალბათ სიკვდილი უფრო მარტივი გამოსავალი იქნებოდა ვიდრე ასეთი სიცოცხლე...
და მაინც იცი არ ვიცი ჩემი ვარაუდები რამდენად სწორია, ან არასწორია, ერთო კი ვიცი შენი დაბრუნებით მე ძალიან გამახარე heart_eyes
გელოდები მოუთმენლად, შენს მუზებზე ვგჟდები satisfied heart_eyes

ძალიან ძალიან მიხარია რომ გამიზიარე აზრი
და თან ზუსტად ისე მოსულა შენამდე როგორც მინდოდა
ეს კი ყველაზე მეტად მაბედნიერებს.
სულ მგონია რომ მე ბევრად მეტს ვგრძობ და ნაკლებს ვწერ და მერე რომ აღმოვაჩენ თქვენამდე მოსულ ემოციებს უგზოუკლოდ ბედნიერი ვხდები
მადლობა დიდზე დიდი
ისევ ჩემთან რომ ხარ და მინდა რო ბოლომდე მოგეწონოს

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინუცა

როგორ მიხარია შენი გამოჩენა ვერ წარმოიდგენ<3 ზუსტად მაშინ გამოჩნდები ხოლმე ძალიან რომ მიჭირს და შენი ისტორიებით მილამაზებ დღეს <3 მიყვარხარ მე შენ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს<3

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინუცა
როგორ მიხარია შენი გამოჩენა ვერ წარმოიდგენ<3 ზუსტად მაშინ გამოჩნდები ხოლმე ძალიან რომ მიჭირს და შენი ისტორიებით მილამაზებ დღეს <3 მიყვარხარ მე შენ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს<3

მეც ძალიან მიჭირს და ძალიან მინდა რომ გამოვიდეს ეს ისტორია და მივიღო უზღვავი ემოციები როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე
მადლობა
heart_eyes

 


№22  offline წევრი whidout name

მგონი ყველაზე განსხვავებული ისტორიაა რაც კი აქამდე დაგიწერიათ.სხვაფერი და სულ სხვანაირი სხვანაირი გმირებით ემოციებით და განსხვავებული ისტორიებით რომლებიც თან ერთმანეთს უკავშირდება და თან ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულია.საინტერესო დასაწყისის ისეთი რო არ გაკმაყოფილებს და მოუთმენლად ელოდები შემდეგ ნაწილს რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს.
ანო, ვფიქრობ ანო არვიცი ძალიან უცნაური ადამიანია რომელიც დიდი ტკივილის მიუხედავად მაინც მყარად დგას ფეხზე და ყველაფეს აკეთებ უმისათვის რომ არ დაეცეს, რომ სხვებს არ დაანახოს მისი ტკივილი და ის უარყოფითი ემოციები რომლებიც მრავლად აქვს.
კიტა სხვა განზომილებაა სხვა ფერია რომელსაც ასე ერთი შეხედვით ძალიან დიდი საიდუმლო და სევდა აქვს. მიუხედავად იმისა რო 15 წელი ციხეში იჯდა მიუხედავად იმისა რიმ საზოგადოებამ გარიყა მიუხედავად იმისა რომ საყვარელი ადამიანის მკვლელობას აბრალებენ ის მაინც ფეხზე დგას და ცდილობს თავისი სიმართლის დამტკიცებას რომელსაც ნამდვილად არ ვიცი მოახერხებს თუ არა.საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ისტორიაა ნუ როგორც ერთი შეხედვით ჩანს????????????????????

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

whidout name
მგონი ყველაზე განსხვავებული ისტორიაა რაც კი აქამდე დაგიწერიათ.სხვაფერი და სულ სხვანაირი სხვანაირი გმირებით ემოციებით და განსხვავებული ისტორიებით რომლებიც თან ერთმანეთს უკავშირდება და თან ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულია.საინტერესო დასაწყისის ისეთი რო არ გაკმაყოფილებს და მოუთმენლად ელოდები შემდეგ ნაწილს რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს.
ანო, ვფიქრობ ანო არვიცი ძალიან უცნაური ადამიანია რომელიც დიდი ტკივილის მიუხედავად მაინც მყარად დგას ფეხზე და ყველაფეს აკეთებ უმისათვის რომ არ დაეცეს, რომ სხვებს არ დაანახოს მისი ტკივილი და ის უარყოფითი ემოციები რომლებიც მრავლად აქვს.
კიტა სხვა განზომილებაა სხვა ფერია რომელსაც ასე ერთი შეხედვით ძალიან დიდი საიდუმლო და სევდა აქვს. მიუხედავად იმისა რო 15 წელი ციხეში იჯდა მიუხედავად იმისა რიმ საზოგადოებამ გარიყა მიუხედავად იმისა რომ საყვარელი ადამიანის მკვლელობას აბრალებენ ის მაინც ფეხზე დგას და ცდილობს თავისი სიმართლის დამტკიცებას რომელსაც ნამდვილად არ ვიცი მოახერხებს თუ არა.საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ისტორიაა ნუ როგორც ერთი შეხედვით ჩანს????????????????????

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის
ყოველთვის ყველაზე მეტად მინდა რომ ემოციები სწორად მოვიდეს თქვენთან , ისე დაინახოთ გმირები როგორც მე ვხედავ და თქვენ ნამდვილად ისე აღიქვით ყველაფერი როგორც მინდოდა
ძალიან მინდა რომ ბოლომდე განსხვავებული გამოვიდეს, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ ზოგადად როგორც მოდის ემოცია,როგორც ვხედავ მოვლენათა განვითარებას ისე ვწერ და ხშირად ერთმანეთსაც ჰგავს ჩემს სტილს მე ვერ ვცდები , მაგრამ მაინც ვიმოდოვნებ ეს ისტორია შედგება და არ ინანებთ რომ კითხვა დაიწყეთ
heart_eyes heart_eyes

 


№24 სტუმარი uhuuu

ძააან მეცინებაა ეხლააა:))))) ჯერ არც წამიკითხაავს
რო შემოვედი საიტზე და დავიწყე დათვალიერება,თან საინტერესო არაფერი მხვდებოდა,გავიფიქრე მეთქიი სად დაიკარგაა ეს მარიამითქო და გაფიქრება და შენი ნიკის წაკითხავ ერთი იყოოოო))))) მოკლედ წავედიი წავიკითხო

 


№25 სტუმარი სტუმარი თამო

აუ როგორ გამახარე მარიამ რომ დაბრუნდი.ძალიან მაკლდა შენი ისტორიები.გულიმიგრძნობს ესეც ძალიან კარგი გამოვა როგორც სხვები.სხბანაირი ისტორია ჩანს და ძალიან მომწონს.ხო კიტა უკვე ძალიან მომწონს მეც მჯერა რომ არ მოუკლავ მიშო ვნახოთ დაველოდები მოვლენების განვითარებას.????

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

uhuuu
ძააან მეცინებაა ეხლააა:))))) ჯერ არც წამიკითხაავს
რო შემოვედი საიტზე და დავიწყე დათვალიერება,თან საინტერესო არაფერი მხვდებოდა,გავიფიქრე მეთქიი სად დაიკარგაა ეს მარიამითქო და გაფიქრება და შენი ნიკის წაკითხავ ერთი იყოოოო))))) მოკლედ წავედიი წავიკითხო

წინასწარმეტყველური ნიჭი თუ გაქვთ შეგეხმიანებით ისეც smile flushed იქნებ საინტერესო გავგო რამე :დ მიხარია ასე თუ გაგიხარდა ჩემი ისტორიის დანახვა და რავიცი იმედია მოგეწონება კიდეც

სტუმარი თამო
აუ როგორ გამახარე მარიამ რომ დაბრუნდი.ძალიან მაკლდა შენი ისტორიები.გულიმიგრძნობს ესეც ძალიან კარგი გამოვა როგორც სხვები.სხბანაირი ისტორია ჩანს და ძალიან მომწონს.ხო კიტა უკვე ძალიან მომწონს მეც მჯერა რომ არ მოუკლავ მიშო ვნახოთ დაველოდები მოვლენების განვითარებას.????

მადლობა თამოო heart_eyes მეც ძალიან მინდა რომ გამოვეს და ვნახოთ რამდენად შევძლებ

 


№27  offline წევრი Sifrifana

როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდიი ???? დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც იქნება შესანიშნავი,შენებური ...ბევრი ემოციით... დროის უქონლობის გამო, ამ დრომდე ვერ წავიკითხე გაივლის დრო,გუშინ გავათენე და მინდა გითხრა დღესაც ემოციებით სავსე ვარ... სუპერ ხელება და სასწაული გოგო ხარ...

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Sifrifana
როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდიი ???? დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც იქნება შესანიშნავი,შენებური ...ბევრი ემოციით... დროის უქონლობის გამო, ამ დრომდე ვერ წავიკითხე გაივლის დრო,გუშინ გავათენე და მინდა გითხრა დღესაც ემოციებით სავსე ვარ... სუპერ ხელება და სასწაული გოგო ხარ...

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა
გაივლის დრო მთლად ისეთი ვერ გამომივიდა ემოცია აღარ მეყო ბოლოს გადავიწვი მგონი,მაგრამ მიხარია რომ მოგეწონათ მაინც
heart_eyes heart_eyes

 


№29 სტუმარი ana.

au rogor miyvarxar shen xom ar ici❤️❤️❤️❤️ rogor gamaxare imaze agarafers vambob. dzalian dzalian nichieri xar da dzalian bevri shegidzlia rom gaaketo. es istoria sasauli iqneba sxvebis msgavsad, gelodebi aba shen ici❤️❤️❤️

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

ana.
au rogor miyvarxar shen xom ar ici❤️❤️❤️❤️ rogor gamaxare imaze agarafers vambob. dzalian dzalian nichieri xar da dzalian bevri shegidzlia rom gaaketo. es istoria sasauli iqneba sxvebis msgavsad, gelodebi aba shen ici❤️❤️❤️

მადლობაა
მეც მინდა რომ გამოვიდეს რაღაც განსხვავებული და ვნახოთ
heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent