შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 წლის შემდეგ! (თავი 4)


12-11-2019, 00:24
ავტორი duchi_duchi
ნანახია 11 163

-რაშვები ტო?-თქვენ რა ასე ჭამთ ერთმანეთს?
-ვართ რა.-გუშინ რომ წამოვედით, ნიაზე ყველაფერი მოვუყევი, წერილი დავუტოვე და ბარში წავედი. იქ ვიღაც ქალი მოვხსენი,მთელი ღამე სახლში არ ვყოფილვარ.დილით დაურეკია და იმ ქალმა უპასუხა, რომ გავიგე ეგრევე სახლში გამოვქანდი.ვიფიქრე ავუხსნითქო,მაგრამ მერე გადავიფიქრე.
-რატო ?
-იმიტომ,რომ დემეტრე უყვარს.- რა აზრი აქვს ახსნას?-დემეტრე მიყვარსო მითხრა,ტიროდა. ისე გავბრაზდი ვაკოცე და აღარასდროს მომეკარო,მითუმეტეს როცა სხვა ქალიდან მოხვალო.-მაგიჟებს ეს გოგო ტო,ჭკუიდან მშლის.
-გაგედო ფანგანო?ახარხარდა ოთო.
-გამედო და თან როგორ გამედო..
-მერე რაშვები?-იმის მაგივრად რო ურთიერთობა მოაგვაროთ, ასე წიწკნით ერთმანეთს?
-აუ არვიცი თემო შენ ძმობას ვფიცავარ.-ისე გაბრაზდა იმ კოცნაზე,მითხრა რომ ვიღაც რიგითი ქალივით ვერ მოვექცევი.მეც დავპირდი რომ აღარასდროს შევეხები.-იყოს ისე როგორც არის..-ისეთი უმწეო და დაუცველია, ხანდახან ყველაფერს მეკითხება, ბიჭო ვგიჟდები მაგრამ არ ვიმჩნევ,ხანდახან ჩემი თავი დესპოტი მგონია.
-გიყვარს .
-არვიცი!-მაგრამ ასე თუ გაგრძელდა,მალე რომ შემიყვარდება ეგ ვიცი.
-მოგვენატრე შეყვარებული ტო.
-არ გამოვა ეგ ამბავი.-დემეტრე უყვარს, მე კი არ ვაპირებ ნუკამ ეს გაიგოს.დავტოვებ ისე როგორც არის და დრო გვიჩვენებს რა..
-კომპანიაში რა ხდება?
-ყველაფერი რიგზეა.-შენ როდის გამოხვალ?
-ხო ართმევთ თავს უჩემოდ?
-კი ძმაო.
-ხოდა ცოტახანს მიხედეთ კიდე.-არვიცი დემეტრე რას გააკეთებს, ამიტომ ნუკა ახლოს უნდა მყავდეს..
-როგორც გადაწყვეტ.
-მოდი ბარში წავიდეთ დღეს.-ნუკაც წავიყვანოთ, ცოდოა გოგო სახლში...
-კაი წავიდეთ.-ნუკას ვეტყვი, მის დაქალსაც წამოიყვანს კაი ტიპია..
-დაქალს?ვინ დაქალს?-ე დამაჯახეთ..
-ოთო სულ როგორ ცანცარებ ბიჭო?
-არა ეგაა კაი,კვდები თაკოს სიყვარულით,გოგოს სულ კბენ იმის მაგივრად,რომ უთხრა მიყვარხარო ამწარებ.
-ხო მართლა სადაა თაკო?
-არვიცი და არც მაინტერესებს.
-კაი ტო ვის ატყუებ?ბავშვობიდან გიყვარს, რა ვეღარ დააყენე საშველი.
-მართალი ხარ დუდა.- სანამ ის გოგო ვინმეს არ გაყვება, მანამდე აზრზე ვერ მოვა ეს და მერე გვიან იქნება ჩიტოო..
-შენ რა რამე იცი?-ოთო მიპასუხე..
-ოფ ანერვიულდა ბიჭი.
-ოთო ნერვებზე ნუ თამაშობ,ამოღერღე თორე გცემ ახლა..
-რომ კითხო არ აინტერესებს.
-აუ დუდა შენც?-აუ თქვით ტო უყვარს ვინმე?
-ბიჭო გუშინწინ კაფეში შევედი რა,ყავა მინდოდა, ხოდა იქ გავჩითე ვიღაც ტიპთან ერთად..
- მერე ახლა უნდა მეუბნებოდე მაგას?
-შენ არ გაინტერესებდა და არ ჩავთვალე საჭიროდ მეთქვა..ოთომ ენა გამოუყო და დაეჭყანა..
-დუდა გამაცალე ახლა ეს თორე შემომაკვდება.
-კაი დაწყნარდით.-დავურეკოთ თაკოს,მეც მომენატრა ეგ გადარეული გოგო.
დუდამ თაკოს დაურეკა..
-თაკო გოგო როგორ ხარ?-ასე უნდა დავიწყება?
-დუდააა შე გაფუჭებულო, ცოლი მოვიყვანეო და მე აღარ გახსოვართ ხო?
-ეგ მეორედ არ თქვა.-რატომ არ გამოხვედი?როდის აქეთ გჭირდება დაპატიჟება?
-აუ რავიცი დუდ.-მაინც ახალი დაქორწინებულები ხართ და მეთქი გვრიტებს ხელი არ შევუშალოთქო..
-მისმინე!დღეს ბარში ვაპირებთ წასვლას და გამო ჩემთან..
-აუ კი გამოვალ..
-შენსკენ რა ხდება?ოთომ თქვა კაფეში ვნახეო..
-რავი ყველაფერი კაი ხდება.-ერთია რაა ვუყვარვარ და მეც მომწონს მასთან ყოფნა.25 წლის ვარ და დროა ვიფიქრო ჩემს თავზე.-როდემდე ვუცადო ხისთავიან თემოს, როდის მიხვდება რო მასზე ვგიჟდები...
დუდას გაეცინა და თემოს გახედა.თემომაც ხელით ანიშნა რახდებაო...დუდამ ხელი აუქნია.
-კარგი მიდი სულელო,გამო გელოდებით..
-კარგი მალე მოვალ..
-რახდება რაო?რათქვა?
-რახდება და ვთხოვდებიო,საკმარისზე მეტად ველოდე თემოსო...
დუდამ უთხრა და ოთოს თვალი ჩაუკრა.
-კაი ნუ გაატრაკე.-მართლა ტო?შეიცხადა ოთომ.
თემო დამუნჯებული იჯდა და ხელებს ნერვულად ისმევდა სახეზე.ოთო და დუდა სიცილს ძლივს იკავებდნენ..თემო ფეხზე წამოხტა.
-მოვიტაცებ.
-რას იზამ?
აქ კი ვერცერთმა შეიკავა თავი და ხარხარი ატეხეს თემოს სახეზე.
-ხო ტო რა გაცინებთ?-მოვიტაცებ!-შანსი არაა ვიღაც სი*ს გავატანო მისი თავი.
-მაინცდამაინც გვერდით ვინმე უნდა ყოლოდა ეგ რომ მოგეფიქრებია?
-ნერვებს მადღლიზავს ტო!-გამაგიჟა ეს სერიოზული კაცი..-ვაწვალებდი რაა..ხოდა დღეს ბარიდან მოვიტაცებ..
-ვახ!-ძმაკაცი გვიბედნიერდება ბიჭო..
წამოიძახა ოთომ და ორივეს მოეხვია..
-კაი და შენ როდის გაბედნიერდები?
-ანგელოზი სანამ არ დამეცემა თავზე,მანამ არაა...
-მიდი კარი გააღე, ნუ ოცნებობ ალბათ თაკო მოვიდა..
ოთო კარის გასაღებად წავიდა, კარი რომ გააღო გამოშტერდა..
-გამარჯობა-.ნუკა და დუდა სახლშია?-უკაცრავად გესმით ჩემი?
დუდამ ნანუკას ხმა რომ გაიგონა და ოთოს შეხედა გამოშტერებული იდგა კართან,იმდენი იცინა სახეზე სულ გალურჯდაა..
-ა ხო,დიახ,მობრძანდით..
-მე ნანუკა ვარ.გაუწოდა ხელი.-ნუკას დაქალი.
-ოთო.-დუდას ძმაკაცი.
-რა დაგემართათ?
-არაფერი.-დილით ასეთი ანგელოზების დანახვას არ ვარ მიჩვეული...
-კარგი გამატარე ოთო.-ვეცდები დილით არ გამოგეცხადო ხოლმე..
ნანუკა სახლში შევიდა ოთო უკან გაყვა დამუნჯებული..
-დუდა როგორ ხარ?
-კარგად ნანუკა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.-ნუკამ დამირეკა სადაა?
-თავის ოთახშია..
-ავალ ხო?
-კაი მიდი..-ხო მართლა, საღამოს ბარში მივდივართ და ხო წამოხვალ?
-კი წამოვალ.
-ნუკასაც უთხარი და საღამოსთვის მოემზადოს..
-კარგი სიძევ..
დუდას ესიამოვნა ნანუკასგან სიძის დაძახება,სახე გაებადრა და ბიჭებს მოუბრუნდა.
-რაო ოთო შენც გაგედო?ხარხარით უთხრა დუდამ.
-აუ ამას თუ ვინმე დაამუნჯებდა რა მეგონა?-შემიყვარდა ნანუკა უკვე..
-ვინ შეგიყვარდა?-არც კი გაბედო!
-კაი ოთო დაწყნარდი.- როგორც ჩემი დაიკო და მომავალი რძალი ისე შემიყვარდა.სიცილით უთხრა თემომ.
-ა ხო ეგრე კი ტო..
ოთო ისეთი დაბნეული იყო,ბიჭებს ასეთი არასდროს ენახათ მუდამ ენა წყლიანი და მასხარა.დუდა და თემო სიცილით იგუდებოდნენ.
-კარგით გეყოთ ტო..-ვსო ეს გოგო ჩემია...
-არ გაგიჟდე ახლა.-არ მითხრა მეც დღეს ვიტაცებო..
-ჰაჰაჰა ავღადავდით თემო?
-შენ თუ ღადაობ მე რა?
-დუდა ვინაა ეს გოგო?-ყველაფერი მაინტერესებს მასზე.-იქნებ შეყვარებული ყავს, ან საქმრო?
-არვიცი ძმაო, გუშინ გავიცანი...-ჯიგარი გოგოა ისე..
-კაი რძალს დაველაპარაკები...
ნანუკა ოთახში ავიდა
-ნუკ მოვედი.
-აბაზანაში ვარ და გამოვალ ახლავე..
-მალე.
-აი გამოვედი..
ნუკა და ნანუკა ერთმანეთს ჩაეხუტნენ..
-გოგო დაჯექი,-მომიყევი გუშინ რა მოხდა?
-არ მკითხო ნანუკა..
-ე გოგო ამოღერღე..
ნუკამ ყველაფერი მოუყვა,ნანუკა გაგიჟებული უსმენდა..
-აი ხომ გითხარი რა არამზადაც იყო ეგ დემეტრე.-მაგრამ გესმოდა ჩემი?
-კარგი ნუ შემჯორავ ახლა..-ყველაზე უარესი.-დუდა წუხელ სახლში არ ყოფილა.დავურეკე და ქალმა მიპასუხა ნანუკა.-ქალის ხმის გაგონებაზე გულში რაღაც ჩამწყდა.
-გიყვარს ჩემო ლამაზო.-ვაიმეეე გიყვარს,გიყვარს.ყვიროდა ნანუკა.
-ჩუ გოგო,არ გაიგონ, რა გაკივლებს..
-მერე რა მოხდა?
-მერე სახლში მოვიდა,ვიჩხუბეთ.მერე მაკოცა და მე ვუთხარი,აღარასოდეს გაბედო სხვა ქალიდან მოსული შემეხოთქო..-იცი რა მიპასუხა?
-რა?
-აღარასოდეს შეგეხებიო..
-კარგი ნუ ნერვიულობ.-კაცს აგიჟებ,იძახი დემეტრე მიყვარსო,მერე ეუბნები აღარ შემეხოო და აბა რა გინდა?-ფეხქვეშ ხო არ გაგეგება?
-არა ეგ არც მე მინდა...-მაგრამ მგონი მიყვარს ნანუკა..-ის კი ყურადღებას აღარ მაქცევს.-მე კი ეს ძალიან მტკენს.
-ხოდა ეგრე რა!-ყველაზე მაგარი სიძე მეყოლება მეე..დამშვიდდი,ყველაფერი მოგვარდება.
-კარგი ჩუ.
-ხო მართლა,დუდამ ბარში მივდივართო და საღამოსთვის მოემზადოსო..-მეც დამპატიჟა..-მართლა ვინაა ის სიმპათიური ბიჭი,ქვემოთ რომ არის დუდასთან?
-რომელი?ოთო თუ თემო?
-აი ოთო..
-ხო არ დაგევასა გოგონი?
-აუ კიი.-რომ დამინახა გამოშტერდაა.
-კაი რაა ოთო გამოშტერდა?შანსი არარის..-ოთო ძალიან მიყვარს კარგი ბიჭია..
-ხოდა აქ ვარ მეც.-მეც ხომ კარგი გოგო ვარ?ნუკას გახედა და თვალი ჩაუკრა.
-ოხ ნანუკა შენ ვინ ხარ..-კი შენ ყველაზე კარგი მყავხარ..-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ..
.გოგონები ძირს ჩავიდნენ..
-ვა კრასოტკა მოსულა..
-ყავას დალევთ ბიჭებო?
-კი დავლევთ.
-კარგი გავაკეთებ..-ნანუკა დაჯექი და ყავას მოვიტან..
ნუკა სამზარეულოში შევიდა, სამზარეულოს თაროს ვერ წვდებოდა.ცდილობდა საშაქრე ჩამოეღო,როცა დუდა მიუახლოვდა.იგრძნო როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ სხეულში..
-რას აკეთებ?
-გეხმარები.
გაიღიმა და ნუკაც შემოტრილადა.ძალიან ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,დუდამ თავი დაწია,ნუკას ეგონა რომ ახლა აკოცებდა, თვალები დახუჭა და აღარც კი სუნთქავდა.დუდამ ტუჩის კუთხე ჩატეხა, სამზარეულოზე დადო საშაქრე და ნუკას ყურში სიცილით ჩაშჩურჩულა.
-ისუნთქე პატარავ!-ისუნთქე თორემ გაიგუდები..
ნუკამ თვალები დაჭყიტა,ფანგანი უკვე სამზარეულოს გასასვლელთან იყო.
-არანორმალური ხარ ფანგანო..
-ვიცი პატარავ.-წყალი ადუღდა და მგონი შენი ჰორმონებიც.
ნუკა სახეზე გაწითლდა.
-თავხედი ხარ.
უთხრა და ყავის მოსამზადებლად შეტრილადა..
დუდა სამზარეულოდან გავიდა და თემოს გვერდით დაჯდა.წინ რომ ოთო და ნანუკა დაინახა,ტუჩის კუთხე ჩატეხაა.
-რა გაცინებს ტო?
-არაფერი.თაკო არ მოსულა?
-თაკო ვინაა?იკითხა ნანუკამ.
-ჩვენი ბავშვობის მეგობარია.
-გასაგებია.
-დავურეკავ.
თქვა ოთომ,ნანუკას სახე მოეღუშა ისეთი გაბადრული სახით რეკავდა ოთო.დუდა ნანუკასთან გადაჯდა..
-რატომ მოიწყინე?
-არა რას ამბობ.
-მე ვიცი რატოც მოიწყინე.
-რატო სიძევ?
-აი სიძეს რომ მეძახი ვჭედავ ტო,ოღონდ კაი პონტში..-რატო და თაკოს და თემოს ერთმანეთი უყვართ.-ასე რომ ცოლის დავ,გზა ხსნილი გაქვს..
-აუ კაი რა დუდა ეგ რა შუაშია?
არადა გული სიხარულისგან გახეთქვაზე ქონდა..
-დავიჯერო ვითომ?ცალი თვალი მოჭუტა და ისე უთხრა..
-არა არ დაიჯერო..
-აი მევასები რა ეგეთი პირდაპირი რო ხარ...
როგორც იქნა თაკომ ოთოს უპასუხა.
-გადარეულო როდის მოხვალ?-გელოდებით.
-მოვდივარ უკვეე!რაიყოთ უჩემოდ ვეღარ ერთობით?
-ვერა და დროზე მოდი თორემ დაგაწიწკნი თმებს..
-ჩემი თემო დამიცავს ნუ მემუქრები..-ისე და შენ ხომ არ დაგავიწყდა ბავშვობაში რომ გერეოდი?
-მაგას რა დამავიწყებს ახარხარდა ოთო..-წავედი და მალე მოდი აღარ დამარეკინო..
დუდა ნანუკა და თემო ლაპარაკობდნენ, ოთომ დრო იხელთა და ნუკას შეუვარდა სამზარეულოში..
-ჩემი კრასოტკა რძალი რას აკეთებს?
-ვაიმე ოთო შემაშინე.
-კრასოტკ! შენთან დიდად დელიკატური საქმე მაქვს..
-ოთო სულ როგორ ცანცარებ?-აბა მითხარი რა გინდა?
-რა არა კრასოტკ ვინ!
-ვიინ?თვალები დაქაჩა ნუკამ..
-ჰო რაა,აი ის მომეწონა რა.ნანუკაზე ანიშნა..
ნუკამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-კარგი რა რძალო შენც დამცინი?-ყავს ვინმე?თუ მაქვს შანსები?
-იცოდე ოთო ჩემს ნანუკას რომ რამე აწყენინო არ დაგინდობ...-არა არავინ ყავს და აბა შენ იცი.
-უფ ამოვისუნთქე.-აუ ჯიგარი ხარ რძალო.-ვიცოდი შენს მოტაცებას რომ არ ვინანებდი...
მივიდა და ლოყაზე მაგრად აკოცა.-შენ ხარ ჩემი ნომერ პირველი რძალი და ვერასდროს ვერავინ შეგცვლის ეს იცოდე..
-ოთო ნუ მეაფირისტები,- მოდი ესენი გამატანინე.
-ე კრასოტკ მაწყენინე.-მე და აფერისტობა?არა ტო ვერ ვეწყობით.
-კარგი ოთო ვიხუმრე რა გჭირს?
მერე ნუკა მივიდა და ლოყაზე აკოცა.-შევრიგდეთ ხო?
-თუ შენს დაქალთან ჩამიწყობ საქმეს შეგირიგდები.
-არის უფროსო..
-კაი გავიდეთ მაშინ..
მისაღებში გავიდნენ ყავის ჭიქებით ხელში..დუდა ისეთი თბილი თვალებით უყურებდა ნუკას სურვილი კლავდა ჩახუტებოდა და მისი თმის სურნელი შეეგრძნო...ნუკამ ჭიქები მაგიდაზე დადგა და კარზე ზარიც გაისმა..მე გავაღებ თქვა ნანუკამ..
-გამარჯობა.
ნანუკამ ღიმილით უთხრა მოსულს.
თაკოს არ ესიამოვნა უცხო გოგოს დანახვა..ეგრევე აიკრა ყალბი ღიმილი,იქნებ ვინ არისო იფიქრა..
-გაგიმარჯოს..
-ვა თაკო მოსულაა, ოთო ჩაეხუტა.
ნანუკამ კი თემოს გვერდით დაიკავა ადგილი..თაკომ ეს რო დაინახა გული მოეწურა..
-რძალო როგორ ხარ?გადაეხვია ნუკას.
-კარგად თაკო შენ როგორ ხარ?
-მე ძაან ბედნიერი ვარ.-ლევანმა ხელი მთხოვა..
თემოს ძარღვები დაეჭიმა..
-მერე?დათანხმდი?ერთხმად კითხა დუდამ და ოთომ..
-აი ბარიდან რომ წამოვალთ,ვნახავ და დავთანხმდები..
ლაპარაკობდა და თან თემოსკენ აპარებდა მზერას.
თემომ ეს რომ გაიგო ფეხზე ადგა.
-კაი მე წავალ,ელენე უნდა ვნახო..
-ბარში არ მოდიხარ?
-კი ვნახავ რა და გამოვალ..
-ელენე ვინაა?იკითხა ნუკამ.
-ჩემი საცოლეა.თქვა და თაკოს წვენი გადასცდა..
-ნელა გიჟო არ დაიხრჩო.
-ვა თემო საცოლე გყავს?
-კი თაკო მყავს.
-მეც მყავს საქმრო და ერთად ხომ არ გადავიხადოთ ქორწილი?
-კი მოგვიწევს..უთხრა ორაზროვნად..
თაკო ვერ მიხვდა და კაიო..
თემო წავიდა..დუდამ ოთახში ავალ გამოვიცვლი და წავიდეთო.კიბეებზე ადიოდა ნუკას რომ დაუძახა..
-ნუკა შენ არ მოდიხარ?
-კი ამოვალ ჩავიცვამ მეც.
ნუკაც უკან გაყვა..
-ოთო ეს შენი ძმაკაცი ვერაა ხო?ვინ ჯანდაბაა ელენე?
-და ლევანი ვინ ჯანდაბაა თაკო?
-აუ რატო მიჭედავთ რაა?-კაი ვსო აღარ მაინტერესებს.-დავიღალე უკვე.გინდ ელენე ყავდეს. გინდ პეტრე და გინდაც პავლე..დღესვე ვნახავ ლევანს და ვეტყვი რომ ცოლად მივყვები.
-სისულელე არ გააკეთო თაკო..
-მაპატიეთ რომ ვერევი. მე კარგად არ გიცნობთ.-ოთოს ვეთანხმები.-თუ თემო გიყვარს ეგ არ გააკეთო..
-მადლობა რჩევისთვის ნანუკა უთხრა და გაუღიმა..-იცი რას მივხვდი ბავშვებო?-სანამ არ დამკარგავს ხმას არ გაიღებს.პრინციპში არც ვუყვარვარ.ხოდა იყოს ისე როგორც არის.თქვა თაკომ და გულიც ამოაყოლა..
ალბათ გაინტერესებთ ზემოთ რა ხდებოდა ოთახში..ნუკამ მოკლე,შავი კაბა ჩაიცვა და თეთრი დეკოლტე ზედა. ფეხზე თეთრი კედები.ქერა თმა გაიშალა,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა..
დუდამ ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და ფეხზე სპორტული ფეხსაცმლები.აბანოდან გამოდიოდა ნუკა რომ დაინახა.
-შენ რა მაგით მოდიხარ?
-ხო რას უწუნებ?
-ძალიან მოკლეა.
-მერე რა?
-რადა არ მინდა ჩემს ცოლს ვიღაც მთვრალი სი*ები უყურებდნენ.გამოსცრა კბილებში.
-დუდა მე შენი ნამდვილი ცოლი არ ვარ ხომ არ დაგავიწყდა?-გაიხსენე რომ დემეტრეს გასამწარებლად გჭირდები.
-ესეიგი ეგრე ქალბატონო ნუკა?--დუდა მე შენი ნამდვილი ცოლი არ ვარ ხომ არ დაგავიწყდა?-გაიხსენე რომ დემეტრეს გასამწარებლად გჭირდები.
-ესეიგი ეგრე ქალბატონო ნუკა?-კარგი მერე არ ინანო ეგ სიტყვები..-მე გაგაფრთხილე..-იცოდე თავად თვქი რომ ჩემი ნამდვილი ცოლი არ ხარ..კარგი მერე არ ინანო ეგ სიტყვები..-მე გაგაფრთხილე..-იცოდე თავად თვქი რომ ჩემი ნამდვილი ცოლი არ ხარ..
-არაფერსაც არ ვინანებ.
-კარგი წავედით ახლა..
დუდამ კარში გაატარა უკან მიყვებოდა და გიჟდებოდა ნუკას სიტყვებზე..გულში ფიქრობდა, ვნახოთ ქალბატონო ნუკა სულ მალე სხვანაირად აჭიკჭიკდები,მე არ ვიყო დუდა ფანგანი თუ შენ თავი არ შეგაყვარო,თან ისე რომ ამისთვის არაფერს გავაკეთებ.
დუდა და ნუკა დუდას მანქანაში ჩასხდნენ.ოთო ,თაკო და ნანუკა ერთა, ოთოს მანქანაში.თაკოს თავის მანქანით უნდოდა წასვლა მაგრამ ბიჭებმა სამი მანქანა არ გვჭირდებდა და დატოვეო..კარგიო,თაკოც დაეთანხმა,რა იცოდა რა ელოდებოდა წინ.
ბარში მივიდნენ,დუდამ ძალიან ბევრი დალია.დუდა ნუკას ყურადღებას არ აქცევდა,არც ნუკა იკლავდა თავს,მანამ,სანამ ვიღაც გოგო არ მიუახლოვდა დუდას..
-დუდიკ როგორ ხარ?
-თეკლა შენ როგორ ხარ?
-აუ დუდიკ მომენატრე ძალიან.
-მეც მომენატრე პატარავ,ფეხზე ადგა მოეხვია და კისერში აკოცა.
პატარავ!გაიფიქრა ნუკამ და სიმწრისგან ჩაეცინა..ცრემლები მოადგა თვალებზე.
ბიჭები უყურებდნენ არ იცოდნენ რა ექნათ.თეკლამ საცეკვაოდ წაიყვანა დუდა.კარგად ხედავდა ნუკა როგორ ეტმასნებოდნენ ერთმანეთს და უფათურებდნენ ხელებს ერთმანეთს დუდა და თეკლა..ბოლოს ტუჩებში რომ აკოცეს ერთმანეთს,ნუკამ ვეღარ მოითბინა ცრემლი გადმოუგორდა.
-მე წავედი.
-გაგაცილებ ნუკა თქვა ოთომ.
-არა ტაქსით წავალ.-შენ ნანუკა გაიყვანე გთხოვ რა.ადგა და წავიდა.კარებში გადიოდა თემო რომ შეხვდა.ატირებული ნუკა რომ დაინახა დაუძახა,მაგრამ არ უპასუხა და შიგნით შევიდა.
-რა ხდება?იკითხა შიგნით შესულმა თემომ.
-თეკლა ხდება!უთხრა ოთომ.
თაკო და ნანუკა გაგიჟებულები იყვნენ.
-ახლა მივალ და თმას გავაცლი იმ ტუტუც გოგოს.
-ეს სულ გამო*ირდა?იკითხა თემომ.
-თემო შენ საქმე გაქვს ძმაო.-დუდას მე მივხედავ.-შენ თაკო წაიყვანე.მანქანა დუდასთან დატოვა,მე დუდას მივხედავ.-მერე კი ნანუკას გავიყვან სახლში..
-თაკო წამოდი..
-კაი მოვდივარ. ისე მალე დათანხმდა თაკო თემოსაც გაუკვირდა.მანქანაში ჩასვა კარებები ჩაკეტა და მანქანა დაძრა ,თაკოს სახლის გზას რომ გადაუხვიეს ,თაკომ თვალები დაქაჩა და კითხრა.
-სად მივდივართ?
-რაჭაში.
-რაჭაში რა გვინდა?
-მოგიტაცე.
-ჰაჰაჰა ავღადავდით თემო?
-საერთოდ არ ვღადაობ.
სერიოზულად უპასუხა თემომ.
-შენ რა მართლა მომიტაცე?
-კი.
-მოაბრუნე მანქანა.
-არაა..
-რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ.
-რა თქვი?გამიმეორე.
-ხო მიყვარხარ.
-თემო,გააჩერე მანქანა.
თემომ მანქანა გააჩერა,თაკოს ხელი მოკიდა და უხეშად დაეძგერა ბაგეებზე..თაკოც აყვა კოცნაში.
-მეც მიყვარხარ თემო ამოიჩურჩულა მის ტუჩებთან..-ისე გეკითხა იქნებ მოგვებოდი.
-რავიცი დღეს ერთი გოგო ვიღაც სი*ს მიყვებოდა.
-ვაიმე ლევანი.
-ხმა აღარ გავიგო.-აი რატომ არ გკითხე.
-და ელენე?
-არავითარი ელენე არ არსებობს ჩემო სულელო..
-მიყვარხარ თემო.
-მეც უზომოდ მიყვარხარ ცოლო.
-ქმარო!
ოთომ თემო და თაკო რომ გაუშვა დუდასთან მივიდა.
-დუდა რას აკეთებ?
-ვერ ხედავ ტო?
-გამო გარეთ საქმე მაქვს.
-თეკლა მოვალ ახლავე და გავაგრძელოთ.
-მიდი დუდიკ გელოდები.უთხრა და ტუჩები გაილოკა.
-შენ ბიჭო სულ გამო*ირდი?
-რატო ტო!
-შეამჩნიე ნუკა რომ აღარ არის აქ?-იცი რა დაემართა თეკლასთან ერთად რომ დაგინახა?
-მართლა?დუდამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.-რა დაემართა?იკითხა ინტერესით.
-იტირა და წავიდა.
-სად წავიდა ტო ახლა მეუბნები ამას?
-სახლში წავიდა.
-უფ სახლში თუ წავიდა არაუშავს.-კარგია მიხვდეს როგორია ასე ყოფნა..მითხრა რომ ჩემი ნამდვილი ცოლი არ არის,ასე რომ უნდა შეეგუოს.
-სი*ი ხარ ფანგანო.-დაკარგავ იმ გოგოს და სდიე მერე კახპა თეკლას..
-მიდი ტო ,ახლა შენ ნანუკა გაიყვანე ,მიხედე ამ გოგოს და მე კიდევ დღეს თეკლას და ხვალ ნუკას მივხედავ..
ოთომ რომ ვერაფერი გააწყო ფანგანთან, ნანუკას ხელი მოკიდა და სახლში წაიყვანა..-აზრი არ ქონდა ფანგანთან ლაპარაკს ,იცნობდა ბავშვობიდან და იცოდა როგორი ჯიუტიც იყო მისი ძმაკაცი..იცოდა შეცდომას არ დაუშვებდა და ადვილად შეეშვა მაგიტომ.
ნუკა როგორ იყო?განადგურებული ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი.გაჩენის დღეს იწყევლიდა.პატარა იყო როცა მშობლები დაკარგა და მამიდამ გაზარდა,მამიდაც 5 წლის წინ გარდაიცვალა და ასე მარტო დარჩა სრულიად ამხელა ქალაქში.მხოლოდ ნანუკა ყავდა და დემეტრე.დემეტრეს გახსენებაზე ზიზღი მოაწვა ყელში..მერე დუდა გამოჩნდა..რა უნდოდა ამ ბიჭს?ვერ ხვდებოდა არც უშვებდა და არც მასთან იყო.დაიღალა ყველაფრით.დუდას სახლში მივიდა ,უყვარდა და კიდევ მასზე ფიქრობდა,არ უნდოდა დემეტრე გაეხარებინა მისი იქედან წასვლით.ზლაზვნით აიარა კიბეები,ცხელი აბაზანა მიიღო,საწოლში დაწვა და ცრემლებს გასაქანი მიცა.რომ ახსენდებოდა თეკლას როგორ კოცნიდა მის თვალწინ,ცრემლებს ვეღარ იკავებდა, გული გასკდომაზე ქონდა.ასე სლუკუნ სლუკუნში ჩაეძინა..
დუდა ბარში შევიდა თეკლას დაემშვიდობა და ოთოს დაურეკა.
-ოთო სად ხარ?
-სახლში ვარ რახდება?
-მარტო ხარ?
-არა ნაშები მყავს.
-ო ნაშები კაია.-კაი ხელს არ შეგიშლი..
-რა ნაშები ტო მე ნანუკას არ ვუღალატებ.სიცილით უთხრა ძმაკაცს.-რახდება თქვი..
-მოვალ შენთან..
-კაი მოდი გელოდები.
დუდა ოთოსთან ავიდა ,ოთომ კარი რომ გაუღო შიგნით შევიდა ,დივანზე დაჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა..
-რახდევა ტო თქვი.
-მიყვარს.
-ვინ გიყვარს?
-ვინ და თეკლა.
-კაი ატრაკებ ტო რა თეკლა?თვალები დაქაჩა ოთომ.
-აუ შე ჯერ ხო ისედაც არეული იყავი,ახლა სულ აგრია და გაქთიშა იმ გოგომ..-რა თეკლა ბიჭო რა თეკლა.-ნუკა მიყვარს.
-აუფ ამოვისუნთქე შენ ძმობას ვფიცავარ.-ვერ იტყვი მერე მასე?
-არვიცი რა ვქნა.-დღეს აქ დავრჩები და ხვალ მოვიფიქრებ..
დილით ნუკამ თვალი რომ გაახილა, საწოლს დახედა და დუდა რომ ვერ დაინახა ფეხზე ადგა და მთელი სახლი მოიარა არსად არიყო.ფანგანი..
სახლში კიდევ არ მოსულა.რას ველოდი ნეტავ?არც კი გაუგია რომ წამოვედი.სამზარეულოში შევარდა ყავის გაკეთება დაიწყო ჭიქას რეცხავდა ხელში რომ შემოეფშვნა სულ დაესერა ხელები.დუდაც იმ დროს მოვიდა.ნუკას სისხლისნი ხელები რომ დაინახა და ცრემლიანი თვალები სულ გაგიჟდა..
-რა გჭირს პატარავ.
-არაფერია და პატარას ნუ მეძახი..
-მოდი შეგიხვიო..-არ იტირო რა გთხოვ.-გტკივა?
-კი ძალიან მტკივა დუდა..
დუდამ ერთი ამოიოხრა,ხელები შეუხვია და სათითაოდ აკოცა ხელის თითებზე..
-წამო დაწექი.
ხელი მოკიდა საძინებელში შეიყვანა ,დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა..
-წუხელ ოთოსთან ვიყავი.
-არ არის ახსნა საჭირო.
-მინდა რომ გითხრა.-მაპატიე გუშინდელი საქციელი.-გპირდები მეორედ ასეთ სისულელეს შენ თვალწინ არ გავაკეთებ.
-კარგი დუდა.
ორივეს დაეძინა..საღამოს 8 საათი იყო ნუკამ თვალები რომ გაახილა ,დუდა რომ ვერ დაინახა,მოიღუშა ზუსტად იმ დროს გაიღო კარები და დუდა შემოვიდა ლანგრით ხელში..
-ფერიას გაუღვიძია.
-ნუკას სახე გაებადრა.
-მითქვამს რომ ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს?
-არა.
-ხოდა ახლა გეუბნები.
ნუკა გაწითლდა,ისე სიამოვნებდა დამთბარი დუდა და თან კომპლიმენტებს რომ ეუბნებოდა..
ასე ზრუნვაში გავიდა ორი კვირა.არავითარი კოცნა და მითუმეტეს არავითარი სხვა რამ არ ყოფილა ამ ორ კვირაში.მხოლოდ ერთად ეძინათ..მიხვდა ორივე ,რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ ხმას არცერთი არ იღებდა ამ თემასთან დაკავშირებით..გარეთ არ გასულან ამ ორი კვირის მანძილზე.სახლში იყვნენ და ბავშვები თუ შემოუვლიდნენ ხანდახან.


-----------------------------------------------------------------------
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.ზოგი რჩევებს მაძლევთ,მისწორებთ,ზოგს მოსწონს,ზოგს არა მაინც ყველას მადლობა..ბოლოს კომენტარით შემიფასეთ ძალიან გთხოვთ...



№1  offline წევრი Kathara

ყოჩაღ!!! ხაან მაგარი იყო, ასეთი შემართებით გააგრძელე, იმედია ახალი თავი მალე დაიდება, ველოდები დიდი ინტერესეთი:)
წარმატებები♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი თეკო

აუ სხვისი არ ვიცი მარა მე ძალიან მომწონს და უცებ მეკითხება ხოლმე

 


№3  offline წევრი Maia G.

მომწონს ძალიან❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

მეც ძალიან მომწონს,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent