შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა.(თავი 5)


12-11-2019, 16:39
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 482

ჩანსქსელიანების კომპანიიდან გამოდიოდა. თავისი საქმე დაამთავრა. ახლა ამ კომპანიაში უკვე აღარაფერი ესაქმებოდა. ანაზღაურება მისცეს და ღიმილით გაისტუმრეს მთელი ჯგუფი. ახლას უკვე ეზოში იყო გამოსული, ნაცნობი მანქანა რომ გადაეღობა წინ.
-ჩაჯექი, ყავა დავლიოთ.-ღიმილით გამოხედა მამაკაცმა და მანქანის კარი შიგნიდან გაუღო. ტიტეს დანახვისას გამოწვეული ყველა ემოცია დააიგნორა და მანქანაში ჩაჯდა.
-სალაპარაკო მაქვს.-სერიოზულად გახედა კაცს.
-კარგი, მივიდეთ კაფეში და ვილაპარაკოთ.-დასერიოზულდა მამაკაციც.
-არა, ახლავე უნდა გითხრა. -აცახცახებული ხელები ერთმანეთს მოუჭირა, ნერვიულობა რომ არ დატყობოდა.
-რა ხდება, თინანო?-წარბი აწია მამაკაცმა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
-უნდა მოვრჩეთ. -ძლივს ამოილუღლუღა ქალმა.
-ვერ გავიგე?-თინანოსკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა.
-შენ საცოლე გყავს, რამდენიმე დღეში ცოლადაც მოიყვან და სწორი საქციელი არ არის ჩვენი შეხვედრა.-ძალა მოიკრიბა და თვალი გაუსწორა ტიტეს. მამაკაცს მწარედ ჩაეცინა.
-მეგონა შენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. შენ თვითონ თქვი, რომ ამით არაფერს ვაშავებთ.-ნიშნის მოგებით გაუმეორა თავისი სიტყვები.
-კი, ასე იყო, მანამ სანამ...-გაჩერდა და თავი დახარა. სათქმელი ვეღარ გააგრძელა.
-სანამ რა?- გაბრაზება შეერია კაცის ხმაში.
-ტიტე, მისმინე. შენთვის არა, მაგრამ ჩემთვის ამ შეხვედრებმა უკვე სხვა სახე შეიძინა. არ მინდა ღრმად შევტოპო. ჩემი მხრიდან ეს არ არის სწორი საქციელი. ვხვდები რომ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც თავიდან. რაღაც შეიცვალა ჩემში. დროა გავჩერდე. -ქალის სახეზე უამრავ ემოციას მოეყარა თავი. მამაკაცს თვალებში უყურებდა და ცოტა სევდანარევი სახით საუბრობდა. ტიტეს საშინლად არ ესიამოვნა ქალის ნათქვამი სიტყვები. თან რაღაც ბედნიერმა ემოციამ აავსო. თინანომ,ფაქტობრივად პირდაპირ უთხრა რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო.
-თინანო, ამას არ გააკეთებ.-ბრძანებასავით იყო მისი ნათქვამი. ქალმა წარბი აწია. არ ესიამოვნა ტიტეს ნათქვამი.
-გავაკეთებ.სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა. შენ იმდენად ძლიერი ხარ ტიტე, ვიდრე წარმოგიდგენია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა, რასაც კი მოინდომებ.-მამაკაცისკენ გადაიხარა და ლოყაზე ტუჩები ფრთხილად მიაკრო. ტიტეს მთელ სხეულსი ჟრუანტელმა დაუარა და ელდანაკრავივით შეცბა. -კარგად.-ქალმა გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. მამაკაცი კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე. ლოყაზე მიიდო ხელი. ის ადგილი ეწვოდა, სადაც რამდენიმე ხნის წინ ქალის ტუჩები ეხებოდა.
-დედა მოვტ*ან. -გაბრაზებულმა შეიკურთხა და მანქანის საჭეს ხელი ძლიერად დაარტყა.

_________________________________________

-აუ ტიტ, წავიდეთ რაა, გთხოოოვ.-სიტყვა გაწელა ლენკამ და ტელეფონში ჩამძვრალ კაცს უკნიდან მოეხვია.
-არ მცალია, ლენკა. -ქალი მოიშორა და ფეხზე წამოდგა.
-არსად არ დამყვები, ტიტე. მამაჩემის დაბადების დღეა და ვალდებული ხარ წამოხვიდე. -გაბრაზდა ქალი.
-მოვიფიქრებ.-ხელი აიქნია კაცმა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა.
-2 კვირაში ჩვენი ქორწილია. ძლივს. ერთი სული მაქვს შენი ცოლი როდის გავხდები. -დაბერილი ტუჩები წინ გამობზიკა და კაცს წინ დაუდგა. -ნერვები ამეშალა ისედაც, რომ გადაიდო.
-დამშვიდდი, ლენკა. რაც მთავარია ქორწილი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს როდის.-იქვე დივანზე დაჯდა და მობეზრებულმა გახედა ქალს. ლენკა მივიდა და კაცს კალთაში ჩაუჯდა. გამომწვევად დააჩერდა და ტუჩებზე წაეტანა. მამაკაციც აყვა და ხელები საჯდომზე მოუჭირა. ქალმა სიამოვნებისგან წამოიყვირა და თავი უკან გადააგდო. მამაკაცმა ბიუსჰალტერი შეუხსნა და მკერდზე ხელებით წაეთამაშა.
-ღმერთო ჩემო -თავი ვეღარ გააკონტროლა ლენკამ. ხელები მამაკაცის შარვლისკენ გააცოცა და ელვა შესაკრავი შეუხსნა.


___________________________________________

1 კვირა იყო გასული, რაც მამაკაცი ბოლოჯერ ნახა. ყავის დალევისას სულ ახსენდებოდა, როგორ იჯდნენ კაფეში და უამრავ თემაზე საუბრობდნენ, იცინოდნენ და კამათობდნენ კიდეც. 2 კვირაში ქორწილი ექნებოდა და აღარ იქნებოდა თავისუფალი. ქალს თავის თავზე ეცინებოდა, ვინ მოსწონდა? ადამიანი, ვისთანაც შანსი არ ქონდა. საცოლე რომ არ ყოლოდა, მაინც მასზე ასჯერ და ათასჯერ ლამაზი გოგოები გიჟდებოდნენ ტიტეზე და მამაკაცი სერიოზულად, არც კი შეხედავდა მას. უბრალოდ კაცი თავს კომფორტულად გრძნობდა მასთან საუბრისას და მორჩა. ყველანაირად ცდილობდა არ ეფიქრა. ნატოსთან დროს ისედაც ხშირად ატარებდა და ახლა თითქმის მასთან გადაცხოვრდა. ახლა თავის სახლში იყვნენ და თავიანთ გამომცხვარ ნამცხვარს გემრიელად ჭამდნენ.
-რა გჭირს, თინანო?-ცარიელი თეფში მაგიდაზე დადო და მეგობარს გახედა.
-რა მჭირს?-შეიცხადა ქალმა.
-გამოშტერებული ხარ ეს დღეებია.-გაიცინა და წარბაწეული დააკვირდა.
-დავიღალე, ნატო. ძალიან დატვირთული ვარ ჰო იცი.-სიტუაციიდან გამოძრომა ცადა.
-აუ, ახლა სამსახურში წასასვლელი არ ვიყო განახებდი მე შენ დაღლას. პროსტა დღეს ღამე მიწევს მუშაობა.-ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.-საუბარი არ დაგვისრულებია.-თითის დაქნევით მიაძახა მეგობარს და კარი გაიხურა. ისევ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან. მალე გადაიწვებოდა. არ უნდოდა მასზე ეფიქრა. არასწორი იყო. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე. ცოტა ხანში კარზე გაისმა ხმა. ეგონა ისევ ნატო იყო და რამე დარჩა. უცბათ გამოაღო კარი და არც შეუხედავს ეგრევე იკითხა.
-რა დაგავიწყდა, ნატო?
-აი ეს.-მამაკაცი უცბათ მივარდა და ტუჩებზე დაეწეფა. იგრძნო, რომ ტიტე იყო და მთელ სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა. უნდოდა კაცს მოშორებოდა, მაგრამ არ შეეძლო. გული და გონება სხვადასხვა მხარეს იდგნენ და ვერ გადაეწყვიტა რომლისთვის დაეჯერებინა. ბოლოს დანებდა და მამაკაცს კოცნაში აყვა. მთელი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს და არცერთი ფიქრობდა გაჩერებას. მამაკაცს ორივე ხელით ეჭირა თინანოს სახე და საშუალებას არ აძლევდა გაწეულიყო, თუმცა ქალი ამას არც ცდილობდა. არ შეეძლო ამხელა სიამოვნებას მოწყვეტოდა, მაგრამ ბოლოს თითქოს გონზე მოვიდაო ხელით მიაწვა მამაკაცს და გაიწია.
-რას აკეთებ?-თვალები დაქაჩა და კაცს გახედა.
-იმას, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდა.-ტიტემ მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიო და დივანზე მოკალათდა.
-ტიტე, ეს სწორი არ არის. ცოლი მოგყავს და შენ ჩემთან მოდიხარ და მკოცნი?-სასოწარკვეთილი იყო ქალი და ხელებს უმისამართოდ იქნევდა.-რა საქციელია ეს ამიხსენი.
-დამშვიდდი,თინანო. -ფეხზე წამოდგა და ქალის წინ დადგა. -ეს რომ არ გამეკეთებინა, ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი და ვერც ახლა ვაპატიებ.-კიდევ ერთხელ დასწვდა ქალის ტუჩებს და მთელი გრძნობით დაუწყო კოცნა.




ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვი.ვიცი პატარა თავია, მაგრამ სულ არ დადებას ვიფიქრე ჯობდა, რომ ეს დამედო. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში.



№1 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძაან მაგარიაა , მალ მალე დადე რა გთხოვ????

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან მაგარია ოღონდ ესენი ერთად იყვნენ რაა ^_^ და ცოტა დიდი თავები დადე რა

 


№3 სტუმარი სტუმარი სალომე

უმაგრესი მოთხრობაა. ძალიან ძალიან ძალიან გთხოვ ყოველ დღე ატვირდე დღეში 3 ჯერ ვამოწმებ ხომ არ დაუდიათქო ????

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი ისტორიაა, გემრიელი. ნაწერიც გამართულია შედარებით, უბრალოდ ყურადღება მიაქციე სიტყვების დაბოლოებისას ბევრგან 'დ'-ს ნაცვლად 'თ' გიწერია.
მაგრამ...ისტორიას აფუჭებს იშვიათი და პატარა მოცულობის, ერთმოქმედებიანი თავები. თუ ხშირად ვერ დებ, იქნებ როცა დადებ შედარებით მოზრდილი თავის დადება მოახერხო.

 


№5  offline წევრი BvBArMy

შემდეგი თავი ამ კვირაში არ იქნება.
რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და საერთოდ ვერ ვუგდებ გულს ისტორიას. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა ძალიან ვწუხვარ. :(
შემდეგი თავი აუცილებლად დაიდება ორშაბათს.
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent