შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა. (თავი 3)


4-11-2019, 14:31
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 645

-აქ რას აკეთებ?-ხელები გადააჯვარედინა მამაკაცმა და ქალი აათვალიერა. -აჰ, უკაცრავად თქვენ ხომ უცხოებს არ ესაუბრებით.-ირონია ჩააქსოვა ტიტემ ხმაში და ცალყბად ჩაიცინა. -მოდი თავიდან გკითხავ. რას აკეთებ ჩემს კომპანიაში?
-აქ ვმუშაობ.-წარბაწეულმა გახედა ქალმა. -მეგონა ეს კომპანია ბატონ ბუბას ეკუთვნოდა. -ირონია, არც ქალმა დააკლო და ნიშნისმოგებით გახედა. -თუმცა ალბათ მალე, არც აქ აღარ ვიმუშავებ.-თვალები აატრიალა. ტიტეს ჩაეცინა. მიხვდა ქალმა რაც იგულისხმა.
-თუ შენი საქმე კარგად გააკეთე არავინ არ გაგაგდებს. -გაიცინა და კაბინეტიდან გამოსულ მამას გახედა. წამში დასერიოზულდა და მკაცრი, გამყინავი მზერა სტყორცნა კაცს.
-ტიტე, შემოდი ჩემთან. -მკაცრი იყო ბატონი ბუბას ხმაც. ტიტეს აღარაფერი უთქვამს ისე გაემართა კაბინეტისკენ და კარი დაუკითხავად შეგლიჯა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-შენ ბიჭო ში* ხო არ გაქვს? რას ჩამოიღე კარი? -ცოფებს ყრიდა ბუბა.
-რის მიღწევას ცდილობ, მამიკო?-ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა და ზიზღით წარმოთქვა. -რატომ ცდილობ საქმეში ჩამი*ვა?
-იმიტომ, რომ შენ ცდილობ იგივეს. რამდენი ხანია ლენკაზე ხარ დანიშნული და ქორწილს რომ აჭინაურებ შენი აზრით ვერ ვხვდები? -ყვირილით წამოდგა სავარძლიდან. -კახა ამის გამო იკავებს თავს ინვესტიციის ჩადებისგან და მაგის გამო ტრა*ში რომ ვარ არაუშავს?
-ყ*ეზე . შენი ბიზნესია და შენვე მიხედე. მე რატო მრევ ვერ ვხვდები? მე რა შუაში ვარ ეს დედა ნატირები? კაპიკს მაინც გართმევ ამ კომპანიის შემოსავლიდან? მე რატო უნდა გავიღო მსხვერპლი შენი საქმეების გამო? თუ ასე ძალიან გინდა შენ მოიყვანე ლენკა ცოლად. -ზედმეტად მშვიდი იყო ტიტე და ამაზე უფრო ბრაზდებოდა
ბუბა.
-მომისმინე, რა გინდა რომ შენი და და დედაშენი მშივრები დარჩნენ? გინდა რომ გავკოტრდეთ? რა გგონია შენი ბიზნესმენობა დიდხანს გაქაჩავს და ეს კომპანია აღარ დაგჭირდება? ცდები! დავივიწყებ ჩემი შვილი რომ ხარ და საკუთარი ხელით გაგითხრი სამარეს. არ მაინტერესებს, 1 თვეში ქორწილი იქნება! -კატეგორიული იყო მამაკაცი.
-დედას შევე*ი.-ნერვებმა უმტყუნა ტიტეს, ფეხზე წამოხტა და გაცეცხლებული გავარდა გარეთ. იცოდა მამამისს რამხელა გავლენა ქონდა და ისიც იცოდა თუ მოინდომებდა ტიტეს წლობით ნაწვალებ ბიზნესს წყალს თვალის დახამხამების გარეშე გაატანდა. თუმცა, არც თვითონ აპირებდა დანებებას. არასდროს იყო ისეთი ტიპი რამის რომ შეშინებოდა და მითუმეტეს ბუბა ჩანქსელიანის. არ აპირებდა ლენკას ცოლად მოყვანას. საერთოდ არ ჯდებოდა ეს ქარაფშუტა გოგო მის გემოვნებაში. სულ რომ არაფერი მისი მშობლების ჭკუაზე ნამდვილად არ გაივლიდა. უკანა ეზოში, სადაც მანქანა, ეყენა სულ გინებით გავიდა. ნერვები საშინლად ქონდა აშლილი და საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა. იქვე სკამზე მჯდარი თინანო დაინახა. წამში გაიფიქრა რომ მასთან მისულიყო, მაგრამ მერე თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. მანქანის კარი გამოაღო და ის იყო ჩაჯდომას აპირებდა წამით რომ შეჩერდა, მერე კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და ქალისკენ გაემართა. მძიმედ დაიკავა მის გვერდით ადგილი და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია. თინანომ ჯერ უკმაყოფილოდ გამოხედა, იფიქრა ავდგები და წავალო, მაგრამ კაცის სახეს რომ შეხედა მიხვდა რაღაც უჭირდა და დარჩენა გადაწყვიტა. რამდენიმე წუთით არცერთი ხმას არ იღებდა. ტიტე ეწეოდა და ჰორიზონტს გაყურებდა. თინანო კი მამაკაცს აკვირდებოდა და ელოდებოდა როდის იტყოდა რამეს.
- გქონია მომენტი, როცა გამოსავალს ვერ პოულობ?-სიგარეტის ნამწვი აათამაშა ხელში.
-კი, ბევრჯერ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ყველაფრის გამოსავალი არსებობს და უფრო კარგად ვიწყებ მის ძებნას. -გაეღიმა ქალს.
-იქნებ ჯობს ხანდახან უბრალოდ დინებას მიყვე და იყოს ისე, როგორც არის. -რაღაც ამოუხსნელი მზერით გახედა თინანოს და სახეზე დააკვირდა.
-არასდროს!-კატეგორიული იყო ქალის ხმა. ტიტეს გაეცინა. -მაგ დროს სრულიად უმოქმედო ხდები. თუ დინებას მიყევი ვერასდროს მიხვალ იქამდე, სადამდეც გინდოდა რომ მიგეღწია.
-აქამდე ვფიქრობდი, რომ ტიტე ჩანქსელიანი ძლიერი იყო და წინ ვერავინ და ვერაფერი გადაუდგებოდა, მაგრამ...
-დაიღალეთ-სიტყვა გააწყვეტინა თინანომ. -და ფიქრობთ, რომ სულ სხვა პიროვნება ხართ. ყველაფერს, რაც გაწუხებდათ ან პრობლემა იყო თქვენთვის თვითონ აგვარებდით და საკუთარ თავში იკლავდით, ახლა კი, როცა ამაზე ხმამაღლა საუბრობთ, როცა გამოსავალს ვერ პოულობთ, იმიტომ რომ დაიღალეთ, გგონიათ სუსტი ხართ. ასე არ არის. ადამიანს ყოველთვის ჭირდება მეორე ადამიანი, რომ მოუსმინოს, რაც არ უნდა ვუარყოთ და ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტეს. -გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა. -საერთოდ არ გიცნობთ, არ ვიცი რა გაწუხებთ, მაგრამ დაახლოებით ვხვდები როგორიც ხართ და არა მგონია ასე მალე ნებდებოდეთ. დარწმუნებული ვარ გამოსავალს იპოვით, რომ სიტუაციიდან გამოძვრეთ. უბრალოდ ცოტა დასვენება გჭირდებათ.-ბოლო სიტყვები სიცილით თქვა და ფეხზე წამოდგა.
-არ წახვიდე.-ფეხზე წამოხტა ტიტე და ქალს წინ აესვეტა. თავის საქციელზე თვითონაც გაეცინა და გაოცებულ თინანოს გახედა. -ჩემთან ერთად წამოდი, დასალევად.-თვითონაც არ იცოდა რატომ შესთავაზა ეს ქალს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. დღეს იმდენად არა ადეკვატური იყო საკუთარ თავს ვერ ცნობდა, მაგრამ ქალის სიტყვებმა იმდენად შთააგონა, რომ მიგეშვათ მთელ სამყაროს დაიპყრობდა. საპირველივე დანახვიდან მიიზიდა თინანომ. რაღაც ამოუხსნელი ქონდა ამ ქალს, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. საერთოს არავისთან, არასდროს საუბრობდა ასეთ თემებზე, მხოლოდ მის ბებიასთან, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და როცა შეეძლო ყოველთვის მის სანახავად მიდიოდა. ახლა არ იცოდა რა დაემართა და რატომ ალაპარაკდა ქალთან, მაგრამ იმხელა მოტივაცია მისცა მისმა სიტყვებმა. მართლა საშინლად იყო დაღლილი და გადაწყვიტა მეორე დღეს როზა ენახა.
-შესვენებაზე ვარ გამოსული და სამწუხაროდ არ შემიძლია.-დანანებით ამოილაპარაკა ქალმა. -სხვა დროს იყოს, თუ კიდევ დაგჭირდებათ უცხოსთან ერთად დალევა. -გაუღიმა და შენობისკენ გაემართა.

__________________________________________

-შენ შვილს უნდა, რომ ლენკაზე დავქორწინდე 1 თვეში. -ყავის ჭიქა აიღო და დივანზე გადაწვა.
-რა? იმ გატყლარწულ გოგოზე? სულ გაგიჟდა? ღმერთო ჩემო, არც კი წარმომიდგენია შენს გვერდით.-აღშფოთდა როზა და შვილიშვილს გვერდით მიუჯდა.
-დამშვიდდი როზა, არ ვაპირებ.-სიცილით გააქნია თავი და ყავა მოსვა.
-ისე ტიტე, ჩვენში დარჩეს და -შეფართვით დაიწყო საუბარი და ფრთხილად ამოხედა შვილიშვილს.-30 წლის ხარ უკვე და დროა ცოლზე იფიქრო. შვილთაშვილი მინდა მე. არ გეყო, რაც იგულავე?
-კარგი, როზა რა.-ბებიის ბოლო სიტყვებზე სიცილი ვერ შეიკავა. -რა საჭიროა ოჯახი? ბუბას და მაკას მსგავსად უნდა ვჩხუბობდეთ სულ და უსიყვარულოდ ვიყოთ მთელი ცხოვრება.
-რაღა ცუდისგან იღებ მაგალითს?-გაბრაზდა როზა.-მე და ბაბუაშენს ვერ გვიყურებდი? მზე და მთვარე ამოგვდიოდა ერთმანეთზე. -სიყვარულით აუციმციმდა თვალები და ბუხარზე დადებულ სურათზრ მამაკაცს შეხედა.
-ახლა ყველას ფული აინტერესებს. არავის აინტერესებს როგორი ხარ რეალურად. ვისაც კი ვხვდებოდი ყველას ჩემი გარეგნობა და ფული აინტერესებდა. -მობეზრებით აიქნია ხელი.
-ვაიმე, რას ლაპარაკობ? გინდა რომ გამაგიჟო? ეგ იმიტომ შვილო, რომ ჯერ არ შეგხვედრია შენი შესაფერისი და ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი ადამიანები არ არსებობენ. ჩემი ხელი დაგაკლდაა. რამდენიმე დღე აქ დარჩები. შენი ბიზნესი სულ არ მაინტერესებს მე. -კატეგორიული იყო როზას ხმა.
________________________________

ახალ სამსახურში ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. 1 თვით ვმუშაობდი სულ იქ. რამდენიმე პროდუქტის ლოგო უნდა შეექმნა ჩვენ ჯგუფს და საკმაოზე ბევრად მაღალ ხელფასს ვიღებდი. თანაც იმას ვაკეთებდი, რაც მართლა მსიამოვნებდა. მეორე კვირა იყო დაწყებული, რაც აქ ვმუშაობდი. სიმართლე გითხრათ საშინელი სიტუაცია იყო. ბატონი ბუბა ძალიან მკაცრი იყო და ხშირად უსამართლოდ ლანძღავდა თანამშრომლებს. საშინლად მეშლებოდა ნერვები და ძლივს ვიმორჩილებდი თავს, რომ არ შევწინააღმდეგებოდი. ერთი ამბები ქონდა. თავის შვილის ქორწილს თვითონ და თავისი ცოლი აგვარებდნენ იდეაში, მაგრამ ყველაფერზე სირბილი რიგით თანამშრომლებს უწევდათ. ახლა საშინლად დაღლილი გამოვდიოდი სამსახურიდან. უკვე ეზოში ვიყავი გვალი ტიტეს რომ მოვკარი. ტელეფონზე საუბრობდა და ვერ დამინახა. მეც ყურადღება აღარ მივაქციე და ავტობუსების გაჩერებისკენ ავიღე გეზი, წინ რომ გადამიდგა.
-აბა?-გამომცდელად შემომხედა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-უკაცრავად?-გაკვირვებულმა ავწკიბე ცალი წარბი.
-არ დავლიოთ?
-იცით, საშინლად დაღლილი ვარ და მართლა არ მაქვს არაფრის თავი. -საცოდავად ამოვიკნავლე და სახეზე დავაკვირდი. თითქოს გული დასწყდა ჩემს უარზე, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ. წესიერად არც კი მიცნობდა.
-მოდი ეს თქვენობითი ტონი მოვაშოროთ ჯერ. წამოდი, რა. -თხოვნასავით გაისმა მამაკაცის ხმაში.
-მართლა არ ვარ დალევის ხადიათზე. მთელი დღეა თქვენი ქორწილის დიზაინზე დავრბივარ და თავი ამტკივდა იმდენი რაღაც ვნახე. -საწყლად ავხედე. სახეზე ფერები გადაუვიდა. რაღაცნაირი მზერით გამომხედა და ცალყბად ჩაიცინა.
-ახლა გასაგებია. იმიტომ არ მოდიხარ ჩემთან ერთად,რომ საცოლე მყავს.-გაიცინა კაცმა და ხელები გადაიჯვარედინა.
-არა, ეგ რა შუაშია. -დავიბენი მე.- ერთად დალევით არაფერი დაშავდება, უბრალოდ მართლა არ მინდა დალევა.-ცოტა ხანს ჩავფიქრდი. მივხვდი უბრალოდ რაიმეზე საუბარი უნდოდა.-თუმცა შეგიძლია ყავაზე და ნამცხვარზე დამპატიჟო.


წინა ისტორიას, რაც შეეხება "ჯაშუში" დასრულებულია და უკვე დევს სრული სახით.



№1  offline წევრი Maia G.

გელოდებოდი ❤❤მომწონს ძალიან ❤❤❤

 


№2  offline წევრი izabella

კარგია ძალიან ❤❤❤
პ. ს. ,, ცხელი შოკოლადის" სრული ვერსია წაშლილია და მხოლოდ რამდენიმე თავი დევს, თუ ატვირთავ ცუდი არ იქნება.

 


№3  offline წევრი elka popova

Каргиа далиан --митуметес ковел дге ту дадебт -- царматебеби

 


№4 სტუმარი სტუმარი sofa

აურაკარგიაა რაა ველოდები შემდეგს და მოცულობა ცოტა გაზარდე რა <3

 


№5  offline წევრი BvBArMy

izabella
კარგია ძალიან ❤❤❤
პ. ს. ,, ცხელი შოკოლადის" სრული ვერსია წაშლილია და მხოლოდ რამდენიმე თავი დევს, თუ ატვირთავ ცუდი არ იქნება.

სამწუხაროდ ეგ ისტორია ჩემს ძველ ტელეფონს გაყვა, რომელიც გაფუჭდა და ვეღარაფრით დავიბრუნე. აქ იდო ბოლომდე, მაგრამ წაიშალა. :(
--------------------
I Hate Everything About You

 


№6 სტუმარი სტუმარი Nazi

BvBArMy
ბოლომდე

Eseigi gagrzeleba ar iqneba?

 


№7  offline წევრი BvBArMy

სტუმარი Nazi
BvBArMy
ბოლომდე

Eseigi gagrzeleba ar iqneba?

"ცხელი შოკოლადის" არა.
"შეხვედრა" ხვალ დაიდება.
--------------------
I Hate Everything About You

 


№8 სტუმარი სტუმარი Salome

Auu male dade ra didi taviii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent