შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა. (თავი 4)


10-11-2019, 20:30
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 438

-მე და შენ ახლა რას ვაკეთებთ აქ? - წინ გადაიხარა ქალი და მაგიდას ცალი იდაყვით დაეყრდნო, მეორე ხელით კი ყავის ჭიქა აიღო და მოსვა.
-ყავას ვსვამთ.-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა, სკამის საზურგეს მიეყუდა და ქალს დააკვირდა. თინანოს გაეცინა და არაფერი უთქვამს. -ძალიან განსხვავებული ხარ. -სიჩუმე ისევ ტიტემ დაარღვია.
-ყველა ადამიანი განსხვავებულია, ტიტე.-საკუთარი სახელის თინანოსგან წარმოთქმისას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და სასიამოვნოდ მოედო სხეულს. ძალიან განსხვავებული შეგრძნება იყო მამაკაცისთვის და ადგილზე შეიშმუშნა. - ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მეორე თინანო ან მეორე ტიტე არ არსებობს.
-მე კიდევ არ გეთანხმები. აი ჩემი და და თავისი დაქალები საერთოდ არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.-სიცილით თქვა მამაკაცმა და თინანოსაც გაეცინა. -ჰო, გეთანხმები ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც, რაც არ გამოარჩევს სხვებისგან. შენ კიდევ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი გაქვს. -ქალმა გაკვირვებისგან თვალები გააფართოვა. ტიტეს გაეცინა.-ნასწავლი ბიჭი ვარ. -თვალები აათამაშა.
-ეჭვიც არ მეპარებოდა.-თინანომაც გაიცინა.
-ბევრი გოგო არ დაჯდებოდა საცოლიან კაცთან ერთად კაფეში.
-როგორც შენ თქვი, ჩვენ მხოლოდ ყავას ვსვამთ. შესაბამისად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რომ ნამუსმა შემაწუხოს. -ნიშნის მოგებით გადახედა კაცს. მამაკაცს გაეცინა. იდაყვს ნიკაბით დაეყრდნო და თინანოს მიაშტერდა. ქალმაც გაუსწორა მზერა. არცერთი ხმას არ იღებდა. თითქოს მზერით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ტიტე რაღაც ამოუხსნელი ემოციით ივსებოდა და ეს იმდენად განსხვავებულო იყო მისთვის სახელს ვერ არქმევდა. თან მოსწონდა თან საკუთარ თავს უბრაზდებოდა. იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია. თინანოს ურეკავდნენ. ორივე გამოერკვია და მამაკაცმა სიგარეტის ღერი ნერვულად ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია. თინანომაც თავი გადააქნია, ისიც ანერვიულებული იყო და დაბნეულმა დაიწყო ტელეფონის ძებნა.
-გისმენ, ნატო.-ანერვიულებულმა უპასუხა.
-სად ხარ, თინანო? ახლა მოვედი შენთან და გელოდები. -მეორე მხრიდან მოესმა მეგობრის ხმა.
-ახლავე მოვდივარ.-უთხრა და გაუთიშა. ანერვიულებულო წამოდგა და მის წინ მჯდარ მამაკაცს გახედა. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ აკვირდებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
-უნდა წავიდე.-აზრზე მოსულმა წამოიძახა ქალმა.
-გასაგებია.-თავი დაუქნია მამაკაცმა და ადგილიდან არ განძრეულა.-იმედია სხვა დროსაც შევხვდებით.
-იმედია. ნახვამდის.-გაუღიმა და ადგილიდან გაუჩინარდა.

____________________________________

-დიდხან უნდა იჯდე ასე დაყ*ევებული? -მოთმინებამ უმტყუნა თედოს.
-შემეშვი.-ხელი აიქნია და კოდევ ერთი ჭიქა ვისკი გადაკრა.
-რა გჭირს შე*ემა?-ეს რამდენიმე დღეა ვეღარ გცნობ.
-რა ჩემი ყ*ე ვქნა აზრზე არ ვარ. პირველად ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი რა ვქნა. ბუბას იმხელა კავშორები აქვს, რომ მოინდომოს ჩემს ბიზნესს, რაზეც ტონა ოფლი ვღვარე სულის შებერვით გააქრობს.
-არეული ხარ ძმაო და მაგიტო. ჩემი აზრით შენს გეგმას უნდა მიყვე და რამე საბუთზე იჩალიჩო, რაც მამაშენის წინააღმდეგ გამოგადგება. პროსტა, ბიჭო მამაა და ეგრე რა პონტში იქცევა არ ვიცი. -გაკვირვებული და ჩაფიქრებული იყო თედო.
-მაგისთვის მთავარი ფულია, სხვა ყველაფერი ფეხზე კიდია. რამეს უეჭველი გამოვუნახავ, თუ არადა რამე სხვას მოვიფიქრებ. ლენკას ცოლად ასი წელი არ მოვიყვან.
-ვიცო ძმაო, ბაზარი არ არის. ვაფშე არ არის შენი შესაფერისი. -გაიცინა და მერე ეშმაკური მზერით გახედა მეგობარს. -ისე შენ ძალიან მოუხშირე იმ გოგოსთან შეხვედრებს და რა ხდება?-თინანოს გახსენებაზე თავისდაუნებურად გაეღიმა ტიტეს და რომ მიხვდა უცბათ დასერიოზულდა, თუმცა თედომ მაინც შეამჩნია და გადაიხარხარა.
-წადი შენი-ამოიკურთხა ტიტემ და მეგობარს მხარი გაკრა.

________________________________________

ძალიან ხშირად ხვდებოდნენ. თითქმის ყოველდღე. უსასრულოდ საუბრობდნენ. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ლაპარაკი და არ წყნდებოდათ. თუმცა თინანო უკვე ხვდებოდა, რომ ამ ყველაფერმა მეგობრილი შეხვედრების სახე დაკარგა. ყოველშემთხვევაში მისთვის, რადგან რაღაც სიმპატიას გრძნობდა ტიტეს მიმართ. სულ სხვანაირი აღმოჩნდა, თავისი წარმოდგენებისგან სრულიან განსხვავებული. გრძნობდა მამაკაცსაც ქონდა მის მიმართ სიმპათია და ეს უფრო გაურკვევლობაში აგდებდა. რამდენიმე დღეში ქორწილი ქონდა ტიტეს. ცოლი მოყავდა და მათი საქციელი არ იყო სწორი. არაფერს აშავებდნენ, მაგრამ თინანომ იცოდა ეს გრძნობა მალე უფრო გაძლიერდებოდა და მერე უფრო გაუჭირდებოდა თავის დაღწევა. ამიტომ უნდა დაემთავრებინა და ასეც მოიქცეოდა.
__________________________________________

-ტიტე, იქნებ მოწყდე საქმეებს და სავადმყოფოში მოხვიდე?-ირონია ნარევი ხმა გაიგო ტელეფონში.
-რა ხდება?-დაიძაბა მამაკაცი.
-როზაა ცუდად.-სხვა არაფერი მოუსმენია. ტვინში სისხლმა აასხა. ბებიამისი მისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი ადამიანი და ნათელი წერტილი იყო. არც კი წარმოედგინა როგორ უნდა გაეგრძელებინა მის გარეშე ცხოვრება. აქამდე არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ რამე შეიძლება დამართნოდა. ახლა კი ფაქტის წინ დადგა და იმდენად უსუსური იყო საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ჩაჯდა მანქანაში და სწრაფად მოწყდა ადგილს. დერეფანში სირბილით შევიდა და ანერვიულებული მივიდა პალატასთან.
-როგორ არის?-ყველაზე საშინელის მოლოდინში გაჩუმდა და დედამისს გახედა.
-ახლა არაუშავს. სტაბილურადაა. -ამ სიტყვებზე ამოისუნთქა და თავით მიეყრდნო კედელს. -ხანდახან მგონია, რომ ბებიაშენი უფრო გიყვარს ვიდრე მე.-ღვარძლით სავსემ ამოილაპარაკა მაკამ და შვილს ახედა.
-ხანდახან მგონია, რომ როზამ უფრო გამიწია დედობა, ვიდრე შენ.-ირონია არ დააკლო ხმას და იმ წამს გამოსულ ექიმს გახედა.
-ყველაფერი კარგადაა ახლა, მაგრამ 1 თვე მაინც უნდა დაისვენოს და იწვეს. ყურადღება და მოვლა ჭირდება. ხმაურიან ადგილებს უნდა მოერიდოს. ახლა შეგიძლიათ ინახულოთ.-თქვა მოხუცმა ექიმმა და ტიტე არავის დალოდებია ისე შეაჭრა როზას პალატაში.
-კარი დაკეტე!-უცბათ ამოთქვა ქალმა და გაკვირვებულ შვილიშვილს სიცილით გახედა. კარი დაკეტა და წარბაწეული მიუახლოვდა საწოლს, სადაც ეშმაკური ღიმილით მომზირალი ქალი იწვა.
-რა ხდება როზა?-ეჭვისთვალით გახედა.
-დროს გაძლევ.-შეთქმულივით ამოილაპარაკა და გაიცინა.
-რა?-ვერ მიხვდა რის თქმას ცდილობდა ქალი.
-ვიცოდი, რომ დრო გჭირდებოდა ლენკასთან ქორწინებისგან თავის დასაღწევად და აი მიზეზიც. -ტოტე გამოშტერდა. ცოტა ხნით ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა და თვალებგაფართოებული დააკვორდა მოხუცს.
-მეღადავები, როზა?-ძლივს ამოთქვა.-იცი რამდენი ვინერვიულე? სანამ აქამდე მოვედი ლამის მოვკვდი. შენ კიდე თურმე ხუმრობ.-ხმა ვერ დაიმორჩილა მამაკაცმა.
-ეგრე ძალიან გიყვარვარ, ბებია?-თვალები აუცრემლიანდა ქალს.
-არა, ამ წამს საერთოდ არ მიყვარხარ.-გაბრაზდა ტიტე.
-ბებო, რომ იცოდე რა ვიჩალიჩე აქ რომ მოვხვედრილიყავი.-ქალის ნათქვამზე გაეცინა და საწოლზე ჩამოჯდა. -ჩემს ძველ მეგობარს დავურეკე და იმდენი ვეხვეწე ტყუილად რომ დავეწვინე აქ, ვერ გეტყვი. -სიცილით უყვებოდა ქალი.-მე ეგ ლენკა არ მომწონს და არ დავუშვებ ეგ გოგო იყოს შენს გვერდით!-კატეგორიული იყო ქალი.
-დამშვიდდი, როზა. ისედაც მქონდა გეგმაში რაღაც, მაგრამ მადლობა, ჯიგარი ხარ.-ტიტესაც გაეცინა და თავი გადააქნია.





პ.ს ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ ხვალაც დავდებ დიდ თავს. ძალიან გადატვირთული კვირა მაქვს და ფიზიკურად ვერ მოვახერხე მეტი. იმედი მაქვს მოგწონთ.



№1  offline წევრი izabella

ყველაზე კარგი ბებო ჰყავს ტიტეს ❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან ძალიან კარგია <3 <3 heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი Maia G.

აი მესმის ბებო,კარგად "გაუჩალიჩა" :D ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent