გიჟის გიჟური სიყვარული - VII +18
-უნდა წავიდე- ვამბობ ჩურჩულით და ნიტას გახევებულ სახეს ვაწყდები -არა- მპასუხობს ცივად და თითებს თმებში იცურებს- საკმარისია, დავიღალე, რატომ არ გესმის ჩემი, ცხენზე შემოჯდები და კილომეტრების მოშორებით წახვალ იქ, სადაც არ იცი რა გელოდება? -არ ვიცი, რა არის, მაგრამ უნდა წავიდე, უბრალოდ საინტერესოც კია- არც კი ვიცი რას ვამბობ ნიტა თავს აქნევს და მანქანაში ჯდება -მე შენ საძებნელად არ წამოვალ იქ. -მიდიხარ?- ვეკითხები გაოცებული -ამ სიცივეში შენი აზრით ცხენზე ამხედრებული სადმე წავალ, მითუმეტეს ხევსურეში, არც კი იცი ეს ცხენი სად მიგიყვანს, საერთოდ ცხენზე მჯადარხარ საერთოდ? -ნიტა- ვაქნევ თავს და ბარგი ამომაქვს და ცხენიც ჩემ გვერდით ინაცვლებს- ეს სისულელეა -არა, ეს საინტერესოა. -კარგი- თვალები ევსება ცრემლით და მანქანას ძრავს- კარგ მოგზაურობას გისურვებ, ძალიან ცხდები. -ასეთი რამ შეიძლება ვეღარც კი ნახო- ვამბობ თუ არა ცხენი ფრუტუნს იწყებს და თავს მხარზე მადებს, მერე ისეთ პოზიციას იჭერს რომ ცხენზე ჯირითი საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ისე მოხერხებულად ვჯდები, ჩემი თავის მე თვითონაც მიკვირს, ნიტა მიდის და ცხენი ნელა მიიწევს ხეებისკენ, მერე სიჩქარეს უმატებს და ცივი ჰაერიც უმოწყალოდ მხვდება სახეში, რას ვაკეთებ, სად მივდივარ არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს ჩემთვის ახალი და საინტერესო თავგადასავალია, სიმშვიდეს ვგრძნობ, თავისუფლებას, მარტოობას და ახლა აღარც ნიტაზე ვარ დამოკიდებული, წინ მთელი სისწრაფით მივდივარ, ერთი საათის შემდეგ, ცხენი აღმართზე ასვლას იწყებს და ვგრძნობ რომ ესეც არარეალურია, საერთოდ არ სეუსვენია, ცა კამკამა და ნათელია, უზარაზარი მთები ერთმანეთს ცვლის, ამ სანახაობით მოხიბლული და მონუსხული რამდენი საათი გადის კიდევ ვერ ვხვდები, ადიდებულ მდინარის საპირისპიროდ მივდივართ, კოშკებს ვხედავ, ვაცნობიერებ რომ შატილში ვარ, ვიცი ეს მხარე როგრიცაა, მაგრამ გარშემო ახალი შენობების ნასახიც კი არ არის, სწრაფად ჩავუქროლეთ კოშკებს და ძაღლების ხმა უკან დამეწია, ხელები გაყინული მაქვს, მაგრამ გული ისე გამალებით მიცემს რომ ჩემ სხეულში მჩქეფარე სისხლი გაყინვის შესაძლებლობას არ მაძლევს. -წინ- რა ჯანდაბამ მათქმევინა არ ვიცი, მაგრამ ცხენიც ისე მიდის წინ რომ არა უნაგირზე ჩაჭიდებული ხელები უცილობლად გადავარდებოდი ცხენიდან, მაგრამ ახლა უზარმაზარი მთები დამყურებს თავზე, ბუების გაბმული ხმები და ფოთლების შრიალი მდინარის ხმას საამოდ ერთვის თან და ცხენიც მდინარეში შედის, მერე უცნაურ ხმას გამოცემს და მდინარეც თითქოს სვლას ანელებს. -შიშდ- მესმის ქალის ხმა და უკან ვიხედები, თუმცა ვერაფერს ვხედავ, უზარმაზარ მთაზე მივიწევთ და პატარა სარკმლიდან გამოსული სინათლე მინდორზე სასიამოვნოდ იღვრება, შემდეგ ისევ ჩნდება სინათლე, იკარგება და ვხვდები რომ კოშკიდან ვიღაც გამოდის, ხელებზე ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ, ხახბოს შავ თვალებს ვაწვდები და ცხენიც მოძრაობას წყვეტს. -მშვიდობით მოხველ- გამიღიმა ბიჭმა- მშვიდობით მოხველ კერასა ჩემსას -გმადლობ- შევეცადე გაოცება დამემალა ცხენიდან მოხერხებულად ჩამოვხტი და ვაჟს ხელი გავუწოდე -კერას შემოდი- ამბობს და თავდახრილი შედის სახლში- პატარა კარ არ გაიკვირვო, მიტომა აქვს კოშკებსა რომა თავდახრილ უნდა შემოსულიყო სტუმარი და თუ საშიშ იყო თავსაც წააჭრიდი ეგრევე- გაიღიმა და ჩემ კისერს შემფასებლურად მოავლო თვალი. ნინი დავინახე და სუნთქვა შემეკრა, ხევსურულ ფორმაში ჩაცმული თეთრი ცისფერთვალებიანი მშვიდი ქალი გამხდარა, თლილი თითები ფქვილიანი ჰქოდა და თავი დამიკრა. -დიაც სტუმარ მოგივიდა- გაუღიმა მას ვაჟმა- უმასპინძლე შენი ხელითა, ჩემ დიაც ხინაკლს მაახვევს, ლუდ გესიამოვნება ნამგზავრზე. -იქნებ ამიხსნათ მანამდე სად ვარ და რატომ არ ვგიჟდები?- ვეკითხები ღიმილით -მაგაზედ ნუ იფიქრებ თორემ იქა შენ თვითონაც გამოგკეტავენ და ნახავ მერე- გადაიხარხარა ბიჭმა და მხარზე ხელი ძლიერად დამარყა. -კარგი, იყოს, ვითომ მეც არ ვარ სრულ ჭკუაზედ- ვაპარებ ნინისკენ თვალს და ხინკალი ქვაბში ეცემა -მაშ მიგირთვია ხინკალ ხევსურის? -არა, არ მიჭამია ხევსურული, მაგრამ დარწმუნებული ვიქნები რომ კარგი გამოვა. -დარჩ სტუმარ ორი დღით დიდ მთებს გატარებ ცხენითა. -ვეცდები, ასე მოვიქცე. -დამბრძანდი- მანიშნებს შუაცეცხლთან დადებულ სკამზე და ჩემ ადგილს ვიკავებ -ჩემ დიაც წინა წელს ჩამოვიდა აქა, ამაზედ გვიან იყო, მერე კიდევ მესტუმრა, მაგრამა საფრთხე იყო ქაჯების და მიტომ გავგზავნე უკან, მას ისე ვყავარ გულშია რომ ხალხ ეგონა ჭკუიდან შეცდაო. -აქ მარტო ხარ?- ვსვამ კითხვას და ხელებს პატარა ბავშვივით ვუსვამ ერთმანეთზე -არა, მარტო რატომა? -აბა?- მართლა ვინტერესდები და თავს ვწევ -ჩემ დიაც კერასა მყავს, უკან აღარა გავუშვებ. -ოჯახი ხომ გყავს ნინი?- ვეკითხები ნინიდ და ხახბო ისეთ სახეს იღებს რომ ვხდები რაღაც ისე არ არის, ნინი თავს ხრის და უჩინარდება. -ქალს სახელ არ მიმართო, ხახბოს ცოლო.- თქვა ვაჟმა და მუხლზე ხელი დაიდო -პატიებას ვითხოვ- ვთქვი და თავი დავხარე -ძმა ხარ, სხვა მხრიდან მოსული, ეს კი შენ გეპატიება. -მიირთვი- ამბობს პაუზის შემდეგ და ცხელ დაკიდებულ ქვაბზე მანიშნებს- პირველი სტუმარსა -როგორ ამოვიღო?- ჩავიცინე დაძაბულობის განსამუხტად, ქალისკენ თვალი გავაპარე და წარმოუდგენლად ლამაზი მეჩვენა -ხელ ჩაჰყავ? -მდუღარე წყალში? -მაშ, ჭრილობა არ მოგიშუშდა? -კი, მაგრამ მგონი დავიწვავ. -ნახე ამა რა უნდა- ხელს ყოფს წყალში და ცხელ ხინკალს ეგრევე კბეჩს, ნინის ამაყადა ეღიმება და უკან მიდის ლუდის მოსატანად -ვნახოთ რა ვაჟკაცი ხარ- წვერს იწმენდს მკლავით და კდევ უფრო ვიძაბები, ამან რომ გაიგოს ხინკალს ჩანგლით ვჭამ ალბათ თავსაც წამაცლის. ხელი ქვაბისკენ მიმაქვს და ორთქლიც კი ხელს მწვავს, წარმოუდგენლად ცხელია, მაგრამ ვიღებ და სულს უბერავ. -ნაზ ხელ გქონია ძმობილო- ეცინება და თავს აქნევს- დიაც, მოდ ჯამზედ დაუდე თავს რამე არ აუტეხოს. ნინი გვიახლოვდება ლუდით სავსე მეტალის ჭუწჭელს წინ გვიდებს და ხინკალს მოხერხებულად იღებს და ჯამზე ყრის, ხახბო კი ქვაბიდან აგრძელებს ჭამას -რა გემოს ატან ასეთ ცივს?- მეკითხება როდესაც ისედაც ცხელ ხინკალს იდიოტივით ვილუკმები და მისი ტემპერატურის გამო გემურ თვისებებზეც კი არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. ლუდს ვსვამ და საშინელი გემო აქვს, არაფერი აქვს კავშირი იმ ლუდთან რაც ყველამ იცის, მაგრამ მაინც უცხოა და ძალიან უხდება ამ გემოებს, ან მე არ მაქვს რეცეპტორები შეჩვეული. სასმელი რომ მეკიდება ძილიც სტუმრად მოდის და თვალები დაღლილობისგან მეხუჭება -დიაცო, სარეცელ გაუშალ, სტუმარს დაღლილი იქნება- ეღიმება ხახბოს და ფეხზე დგება, ნინისთან მიდის და ხელზე კოცნის. ჩემთვის ნინი საწოლს იქვე ამზადებს თავად კი სადღაც უჩინარდება, ბიჭი კი ზემოთ ადის და კოცონის ყურებაში ძილი მერევა და დაღლილს მალევე მეძინება, შუაღამით ძაღლის ყეფა მაღვიძებს, თვალს ვახელ და მბჟუტავი ნაკვერჩხლებისკენ თვალს ვაპარებ, მერე კი სხეულზე შეხებას ვგძნობ და სიბნელეში სახის გარჩევას ვიწყებ. -გაგაღვიძე?- მსემის ნინის ხმა და ტანჟი ჟრუანტელი მივლის -რა ხდება? -მიიწი, სარეცელ გამიყავ. -შენ ასე ლაპარაკობ? -რა?- მესმის ისევ მისი ხმა -აქ რა გინდა? -ვიც, გული გიძგერის, იქ რომ გხედავდი მეც ასე ვიყავ. -რას აკეთებ?- ვდგები საწოლიდან და სიბნელეში მის ფორმებს ვარჩევ -მომწონხარ ჩემო მკურნალო. -შენ ხახბოს ცოლი არა ხარ? -მერე რა, მას ძინავს უკვე. -არა.- ვაქნევ თავს -არასდროს გიფიქრ ჩემზედა? -არა, მე სხმა მიყვარს. -სხელის გაზიარებას სიყვარულ რად უნდა? -შენ ამას არ უნდა აკეთებდე- ვიშორებ მის სხეულს- შენ იმ კაცს ეკუთვნი რომელმაც ძმობა შემფიცა, არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ ვხვხდები რომ ამას არ უნდა აკეთებდე. -ჩემ სხეულს არა ნახავდი? -არა, გთხოვ ამას ნუ იზამ.- ხელებს ზემოთ ვწევ და ვჩურჩულებ რომ ბიჭმა ვერაფერი გაიგოს. -მომენდე- ჩურჩულებს- გამიზიარე შენ გულ ნადები. -ახლავე წადი აქედან, ამას არ უნდა აკეთებდე- ვცრი კბილებიდან -არ გინდივარ? -არა. -არცა გინდოდი? -არა- ვუნქნევ თავს -ძმობა ტყილად არ შემომიფიცია შენთვინა- მესმის ხახბოს ხმა და ახლა სილუეტი ხახბოდ იქცა და მხარზე ისე ძლიერად დამარყა ხელი რომ საწოლში დავეცი- ყოჩახ, აქ ნამდვილ კაცის გული გაქვს- მადებს ხელს და უკან ტრიალდება, კარგად იძინე ძმობილო, მამიტევ რომ გაგაღვიძე, ჩემ დიაც ჩემთვის ძვირფას არ, უნდა ვიცოდე ყველაფერ. გაშტერებული ვუყურებ ნაკვერჩხალს და ძილი არ მერევა, ვერ ვხდები რა მოხდა, მაგრამ არა, ვხვდები, გამომცადა. ძლიერმა ქარმა დაუბერა და კოშკის კედლებს მოაწყდა, შემცივდა და რაღაც ბეწვი სხეულზე ძლიერად შემოვიჭირე, დილამდე შორი იყო, ჩემ ტელეფონს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ, ძაღლი ისევ ხმამაღლა იწყეფს ყეფას და ვიძაბები, საშინელი ხმაურია. -თომა- მეძახის ხახბო ახლა უკვე გარედან, მგონია რომ მომეჩვენა და ყურადღებას არ ვაქცევ -თომა- მეძახის ისევ ხახბო და ახლა უკვე თავს ვწევ და მესამე დაძახებას ველოდები, მაგრამ უკვე სირცხვილია, გარეთ რამე ხომ არ უჭირს, ფეხზე ვდგები და ურდულს კარიდან ვაძრობ, იქნებ ჩამეძინა და მისი გასვლა ვერ გავიგე -რა ხდება?- გავძახე და სიცივე სახლში შემოიჭრა ქალმა გადაიკისკისა და ძაღლმაც მაშინვე დაიწკუმტუნა, კისერზე ცივი ცელის შეხებას ვგრძნობ და ვშეშდები -მაძახურა შენ კარებთან ჩუმ-ჩუმად რომ შემოდის- მესმის ყურთან ჩურჩული- მკურნალ კაცი, ქალს არ აცდის, მომავალი რომ ნახოს, სინათლეს ოთახს უტოვებს, ჩვენ სინათლში ვერ ვნახოთ- სუნთქვა მიჭირს და მინდა შევტრიალდე მაგრამ ვგრძნობ რომ ჰაერს მივაპობ და ძაღლიც ყეფას იწყებს, სახლს ვშორდები -ხახბობ, გაგწირა, ქალში გაგცვალა, აქ მიტომ ჩამოგუყვანა- მესმის ქალის ხმა და მდინარეში ვეცემი, წითელთმიანი სახე შემკენ მოიწევს, თითქოს ნახატი გაცოცხლდაო -ცოლ მაუკალი, გადარჩე, ისე როგორცა წესია, აქედან თავს ვერ დააღწევ. მდინარიდან თავ ვყოდ და ღრმად ვსუნთქვ ნაპირზე ვიღაც მიმათრევს და ისევ ხმა მესმის -ცოლ მაუკალი გადარჩე, ისე როგორცა წესია, აქედან თავს ვერ დააღწევ. -გაგყიდა, ჩვენთან დაგაგდო, ისე როგორცა ჭინჭია, მისთვის ღირებულ არა ხარ, გულში კაცობ არ სდებია, ცოლ მაუკალი გადარჩე, ცისფერ თვალება ქალია. სახლიდან გამოსულ სინათლეს ვხედავ, ვხედავ რომ ხახბო კართან დგას. -აქედან აღარ გაგიშვებს- მესმის ისევ ჩურჩული- აქედან არსად გაგიშვებს, ცოლ მაუკალი წესია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.