ხევსურეთი VIII
დილით წვიმის ხმამ ოროვე ფეხზე წამოახტუნა.ერთმანეთს ჩაეხუტნენ.ელენემ ძილის შებრუნება სცადა,ნიკოს ჩაეხუტა და თბალები დახიჭა,მაგრამ ნიკოს ფიქრები არ ასვენებდა და ბორგავდა.ელენეს აღარ დასძონებია და ჩვეულებრივად საუბარი წამოწყო. -როგორ გეძინა? - კითხა ელენემ -მშვენივრად,შენ? -მეც -შენც?ღამით რატომ წამოხტი? -ცუდი სიზმარი ვნახე -და რატომ ნახე? -რა კითხვაა?ვნახე და რა ვიცი მე -მე კიდევ მგონია,რომ ჩვენმა ბოლო საიბარმაგამოიწვია შენი კოშმარი -რა საუბარმა? - არ შეიმჩნია ელენემ -რომ გკითხე რაღაც არ გასვენებსმეთწი -არა,რა სისულელეა - ისეთი ხმით უპასუხა ელენემ,რომ აშკარაარა იყო,თვითონაც ეჭვი ეპარებოდა საკუთარ ნათქვამში -მწყინს - მოკლედ და გადაჭრით უთხრა ნიკომ -რა? ნიკო ვერ მიხვდა ეს ,,რა” ინტერესის გამომხატველი რა იყო თუ გაკვირვენის,ამიტომ ორივეს შესაბამისი პასუხი დაუბრუნა -მწყინს,რადგან ამას არ მეუბნევი -ნიკო...- გაგრძელებას აპირებდა ელენე და ნიკომ შეაწყვეტინა -მე შენ შემიყვარდი.შენს ხმას შევეჩვიე,შენს ხმას და იმის მოსმენას რაც შენი სულიდან მოდის.ამ ხმას იმდენად შევეჩვიე,რომ უბრალოდ მისი მოსმენა მწადია.იმასაც არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის,მთავარია მოვისმინო ეს ხმა და პირობას გაძლევ,რომ რაც არ უნდა გაწუხებდეს,ყველაფერს გავიგებ.ვხედავ,რომ რაღაცის გეშინია და მაწუხებს ის,რომ ჩემთანაც ვერ გრძნობ თავს დაცულად -რა სისულელეა,თავი ისე დახულად არასდროს მიგრძვნია,როგორც შენთან.ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.არ მინდა ეს დრო ამაზე საუბრით გავაფუჭო.პირობა მოგეცი,რომ აუცილებლად ყველაფერს გაიგებდი და ასეც იქნება.არ მინდა დამაძალო ამის მოყოლა და ეს უნდა გესმოდეს -რა გაეწყობა - დანებდა ნიკო - მოვითმენ ორივე ადგა და ჩაცმა დაიწყეს. -იცი,ერთი აზრი მომივიდა -გისმენ -რას იტყვი, - უკნიდან მხრებზე ხელები მოხვია ელენემ - ჩემთან რომ წამოხვიდე თბილისში? -ვერ გავიგე? -ერთად ცხოვრებას გთავაზობ -თბილისში? - გაუკვირდა ნიკოს - მემგონი ნაქდრევად მიიღე გადაწყვეტილება.არა,მე კი მინდა შენთან ცხოვრება,მაგრამ კარგად დარწმუნდი გინდა ეს თუ არა -მინდა.რა თქმა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ.ეს რამდენიმე დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ დავრწმუნებულიყავი,დარჩენილი ცხოვრების შენთან ერთად გატარება მინდა.ცხოვრებასი არასდროს არაფერი მქონია ისეთი ძვირფასი,როგორც შენთან გატარებული ეს ხუთი დღე -აქ მარტო ცხოვრებას შევეჩვიე - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ნიკომ - მეეჭვევა ქალაქურ ცხოვრებას შევეჩვიო - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ნიკო - ეს ადგილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს,მაგრამ ეს ინას არ ნიშნავს,რომ შენ ნაკლები ხარ ჩემთვის,პირიქით,შენ ყველაზე ძვირფასი ხარ,მაგრამ რადგან ასე უკეთესი იქნება,ვიცხოვრებ თბილისში.თანახმა ვარ კოჰაბიტაციაზე -უარის თქმა უკვე გეშინია ხო?თუ მსხვერპლი უნდა გაიღო,ეგრე არ მინდა -შენ რომ გადმოხვიდე აქ? -მეც ისევე ვერ ვეგუები მთას,როგორც შენ ქალაქს,გარდა ამისა,იქ კარიერა მაქვს და ყველაფერი წინ მაქვს.კარგი,დავტოვოთ ყველაფერი ისე,როგორც არის -თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ერთმანეთის მონატრებას მოვასწრებთ ხოლმე,ხან შენ ჩამოხვალ,ხან - მე -თბილად უთხრა ნიკომ -ხო,რა თქმა უნდა - ირონიულად უპასუხა ელენემ -კარგი ახლა,ნუ გეწყინება ჩემი ნათქვამი -არააა,არ მწყინს - მხიარულად უპასუხა ელენემ,თუმცა ირონია ამაშიც იგრძნობოდა -რამეს მაჭმევ? - თემა შეცვალა ნიკომ -კი,დაჯექი და გაჭმევ ნიკო მაგიდას მიუკდა.ელენემ სალათები დაალაგა და ჭამას შეუდგენენ.როცა მორჩნენ,ნიკომ ცხენით ჯირითი შესთავაზა და თავის საჯინიბოში წაიყვანა. -არ ვიცოდი ცხენები თუ გყავდა.რა ლამაზები არიან ელენე დიდად აღფრთოვანდა ნიკოს თეთრი და წაბლისფერი ცხენებით -ჯირითი იცი? -არა,არასდროს ვმჯდარვარ ნიკო თეთრ ცხენზე შეხტა და ელენესკენ გაემართა -ამოდი - ხელი გაუწოდა ელენეს -მეშინია -ნუ გეშინია,აქ ვარ ელენე ცხენზე ავიდა და ნიკოს წინ მოექცა.ნიკომ მუცელზე ერთი ხელი შემოხვია,მეორე კი უნაგირს მოკიდა. -ახლა,რამოდენიმე წლით უკან რომ დამაბრუნა,ამ თეთრი ცხენით მოგიტაცებდი - ნაზად ჩასჩურჩულა ნიკომ -მერე ამაზე დაისჯებოდი - გაეცინა ელენეს -არ შემარგო ოცნება.სინამდვილეში კი არ გიტაცებ.ახლა არ შეგეშინდეს,უნდა გავაჭენო ცხენი ადგილიდან დაიძრა და სწრაფად გაიქცა.ელენეს მოკლე,კულულა შავი თმა ჰაერში,უკან რჩებოდა -ხომ არ გეშინია? - დაიყვირა ნიკომ,რომლის ხმაც ჰაერში ძლივს ისმოდა -კი - უპასუხა შეშინებულმა ნიკო მაგრად შემოეკრა და ჩაიხუტა.რამდენიმე წუთიანი ჯირითის შემდეგ თავლაში დაბრუნდნენ და ელენე ცხენზე მარტო დაჯდა,ფეხზე მდგარ ნიკოს კი ლაგამი ეჭირა.მალე მწვანე მინდორზე გავიდნენ.ცხენმა ჭიხვინი დაიწყო. -ნუ გეშინია,დაანახე,რომ მოგწონს - ჩუმად უთხრა ნიკომ,თითქოს ცხენი ამას გაიგებსო და თეთრ ცხენს ზურგზე მოეფერა -შენ ვინ გასწავლა ჯირითი? -მამამ მასწავლა,პატარაობაში -არ ვიცოდი ასეთი კარგი მხედარი თუ იყავი -მართლა?დიდი ხანია ცხენზე აღარ ვმჯდარვარ.მამაჩემს მახსენებს და ცოტა ტკივილსაც მაყენებს -რატომ? -ბავშვობაში დროს სულ მამასთან ერთად ვატარებდი.ძალიან მიყვარდა.იარაღის ხმარებაცა და ცხენზე ჯირითიც მამამ მასწავლა.სულ ვვარდებოდი ხოლმე ცხენიდან და ხან რას ვიტკენდი,ხან რას,მაგრამ სულ მაყენებდა და მამხნევებდა ხოლმე.საოცრად უყვარდა ცხენები - ღიმილით იხსენებდა ნიკო - ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა.ძალიან დამაკლდა.ისე,შენ გიხდება ცხენი - უცებ თემა შეცვალა ნიკომ -მართლა? აღარ მოვიშორებ - გაეცინა ელენეს ცოტა ხნით ცხენებთან დარჩნენ,შემდეგ კი მოსაღამოვდა და ნიკოს დაპირებულ ადგილზე დააპირეს წასვლა.რადგანაც ადგილი ახლოს იყო,ფეხით გადაწყვიტეს წასვლა.ცა უფრო მეტად მოიღრუბლა,წყვილიც ღრუბლებში დადიოდა,რამოდენიმე ვარსკვლავმაც უკვე გამოანათა.გზაში ცხვრის ფარა შემოხვდათ,რომელსაც წინ ახალგაზრდა მწყემსი მოუძღვოდა.ნიკო მწყემსს მიესალმა.ელენემ მწყემსის ადგილას ნიკო წარმოიდგინა,საკუთარი თავი კი ხევსურ გოგოდ დაუდგა თვალწინ,რომელიც დაღლილ მეუღლეს სახლში ელოდება და ხაჭაპურებს უცხობს.ნიკო ვერ ხვდება,რომ ელენემ მასთან უკვე იცხოვრა.რამდენად სასიამოვნოც იყო ეს ფიქრები,იმდენადვე უსიამოვნო და რთულად წარმოსადგენი იყო,რადგან ელენე ვერასოდეს შეეგუებოდა მთას,ისევე,როგორც ნიკო - ქალაქს. დაპირებული ადგილი საუკუნეების წინანდელი მონასტრის ნანგრევები ყოფილა.იქიდან შესანიშნავი ხედი გადაიშალა.გარშემო მთებით იყვნენ გარშემორტყმულნი და ცაზეც ლამაზად კაშკაშებდნენ ვარსკვლავები.ელენემ სრული თავისუფლება და ამავდროულად სამყაროსგან იზოლირება იგრძნო ამ უკაცრიელი ადგილის გამო.იმასაც ხვდებოდა,თუ რამდენად ძვირფასი იყო ნიკოსთვის მთა. -მოგწონს? - ჩურჩულით კითხა ნიკომ და უკნიდან მხრებზე ხელები მოხვია -ძალიან რამოდენიმე ფოტო გადაიღეს,დაღამებამდე დარჩნენ და შემდეგ სახლში წამოვიდნენ.ნიკოს სახლში დარჩენა გადაწყვიტეს.სიარულით დაღლილები მალევე დაწვნენ,ერთმანეთის სხეულებს დაეუფლნენ და მალევე დაიძინეს,თუმცა მხოლოდ ელენემ დაიძინა,ნიკოს ძილი არ ეკარებოდა.ხვალღა იქნებოდნენ ერთად და ზეგ საღამოს უკვე თავის კერას დაუბრუნდებოდა ორივე.მხოლოდ ორი დღეღა რჩებოდა და მერე ელენე წავიდოდა.რა იქნება შემდეგ? ისე უნდა გააგრძელოს ცხოვრება,თითქოს არც არაფერი მომხდარა და არავინ არ ყოფილა მის ცხოვრებაში?ამაზე პასუხი არ ქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.