Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(9)
შენ მხოლოდ ჩემი ხარ(9) უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც გავიგე რომ ლუკა ცოცხალია, იმედის ნაპერწკალი ისევ ჩამესახა იმ დილით როცა მან დამირეკა, მისი ხმის გაგონებაზე სიტყვებით ვერ აღვწერ რა დამემართა, როცა გონია შენი მეორე ნახევარი მკვადრია მაგრამ, მეორე წუთს მის ხმას გებულობ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როგორც უკვე აღვნიშნე ერთი კვირა გავიდა და ლუკასგან არაფერი არ ისმოდა, სულ მასზე მეფიქრებოდა, ყველანაირად ვცდილობდი მთელი დღის განმავლობაში დავტვურთულიყავი, მასზე რომ არ მეფიქრა, თანაც გარეთ ვფრთხილობდი, ლუკას რჩევას ვითვალისწინებდი, ასეთ ფიქრებში მიდიოდა დღეები. -აუუუ ნეტა ხო არაფერი დაემართა,რატო აღარ გვეკონტაქტება, იქნებ ვინმემ დაუშავა რამე, ყველაფერი ცუდი მომდის თავში აზრად.-ყუყუნით ვცემდი ბოლთას. -კატიუშააა დამშვიდი, რამე რომ მომხადრიყო აუცილებლად გავიგებდით.-სანდრო ცდილობდა ჩემა დაშვიდებას. -კარგი გოგო თავბრუ დამეხვა დაჯექი ახლა.-ტელეფონიდან თავი ამოყო თორნიკემ. -აუ როგორ გაგვაგებინებდა რამე რომ მომხდარიყო?-ყუყუნით დავეშვი მდივანზე და მაგიდაზე შემოვალაგე ფეხები. -ამდენი რამ თუ დაგეგმა მაგის მოფიქრებაც არ გაუჭირდებოდა.-მარიმაც გამოყო თავი. -ხო რავიცი, ვეღარ გავიგე ვერაფერი ყველაფერი ერთმანეთის მიყილებით მოხდა, ძალიან დავიღალე, რა ძალა მქონდა უკვე აღარ მაქვს, ნორმალური ცხოვრება მინდა.-უკვე ცრემლები მერეოდა. -კაი დამშვიდი ჩემო გოგო ყველაფერი მალე დალაგდება.-მარიმ გულში ჩამიკრა და თავზე ხელს მისვამდა პატარა ბავშვივით. -კაით ახლა ნუ დაიგრუზებით, აბა გამოცოცხლდით ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ახლა ცოტა გავხურდეთ.-თორნიკე ფეხზე წამოხტა და კარადიდან იტალიური ვისკი გამოიღო. -ეე ეგ საიდან.-თავი წამოვყავი უცებ. -მე გენაცვალე უბრალო ნაშები კი არ მყავს რო მიწუნებ ხოლმე. -მირჩევნია ვინმე ნორმალური გყავდე და სულ არ დავლევ. -შენ რა გეშველება ჩემო დაიკო.-ჭიქევი მოიტანა და მდვინაზე ჩამოჯდა. -ეს მეხუთე ჭიქა ვისია?-მარის მახვილი თვალი ქონდა. -ოო ეგ საიდუმლოა მაგას მალე გაიგებთ. -ოღონდ მორიგი გოგო არ იყოს და დანარჩენი ვინც გინდა ის მოვიდეს. -მოდი წინასწარ ნუ ვიტყვით რამეს.-ვისკი ჩამოსახა და ამ დრო კარებზეც გაისმა ზარის ხმა. -აი ჩვენი პატივცემული სტუმარიც მოვიდა. -ჯერ ეგ გასარკვევია პატივცემულია თუ არა.-კარებისკენ მიმავალ თორნიკეს მიაძაცა მარიმ. -მოდის მოდის.-ბოლო ხმაზე გავკიოდი, თორემ სანამ ჩემი ძმა იქამდე მივიდა მანადე კი ჩამოიღო კარები ვიღაცა იყო. -ვიღაცას ძალა ერჩის და ჩვენი კარების ჩამიღებას აპირებს მგონი. -თოკო როგორ ხარ?-კარებიდან ნაცნობი და ჩემთვის სასიამოვნო ხმა მომესმა. -კარგად ძმაო შენ?-არ დააყოვნა პასუხი და ერთმანეთს გადაეხვივნენ.-შემოდი, შემოდი მოუთმენლად გელიან. ალბათ გაგიკვირდებათ, როგორც მე გამიკვირდა და მოულოდნელად ლუკა შემოვიდა მისაღებში. -არ არსებობს.-მარის ეს სიტყვები გავიგე და გავშეშდი. -ეკატერინე მასე მოგენატრე, რომ არც მეხუტები.- გაშლილი ხელებით წამოვიდა ჩემსკენ, ჩემა გაშეშებამ უცებ გამიარა და ლუკას მკლავებში აღმოვჩნი, არ ვიცი თუ რამდენ ხანს ვიყავით ასე მაგრამ ჩემთვის ეს იყო იმ წუთების ტოლი რაც უიმისოდ გავიარე, იმ დღეების ტოლფასი რაც მის გლოვაში გავატარე, იმ კვირეებს უდრიდა რაც მის ლოდინში ვიყავი. უკვე ისე ვიყავი რომ ტირილიც არ შემეძლო, იმ წამს შევიგრძენი მისი სურნელი, ისევ ისე უცემფა გული როგორც ყოველთვის, ისევ ისეთი აჩქარებული სუნთქვა ქონდა, როგორც ბოლო ჩახუტების დროს, მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით, ვნატრობდი დრო გაჩერებულიყო, იმ წუთას იმდენ რაღაცს ვგრძნობდი რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. იმ საღამოს ბევრი ვიმხიარულეთ, მინდიდა სულ ასეთები ვყოფილიყავით, სულ ასე მომღიმრები და ბედნიერები,მაგრამ ვიცოდი რომ ასე არ იქნებოდა. -კაით აბა დავიშალოთ უკვე ღამის სამი საათია.-საათს დახედა ლუკამ და ფეხზე წამოდგა. -შენ რა სადმე წასვლას აპირებ?-გაკვირვებით შევხედე. -ასეთი სახის შემდეგ არამგონია სადმე წავიდე.-გვერძე მომიჯდა და ჩამეხუტა. იმ ღამეს ერთად დავიძინეთ, ალბათ იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ყველა გრძნობა ერთმანეთში მერეოდა, ვერ ვხვდებოდი რას ვგრძნობდი. -ეკატეინე ძალიან მომენატრე.-ყურში ჩამჩურჩულა. -მეც, ვერც კი წარმოიდგენ რა გადავიტანე, ყველას დარწმუნება მიწევდა რომ არ მომკვდარახრ, მარამ ბოლოს რომ არ გამოჩნდი უკვე მეც იმედები გადაწურული მქონდა, იმ დილას რომ დამირეკე, არ ვიცი რა დამემართა, ისევ ჩამესახა იმედის ნაპერწკალი, ყოველ დილით შენი ნახვის იმედით ვიღვიძებდი, გთხოვ აღარასდროს მიმატოვო, უშენობას ვეღარ გადავიტან.-უკვე ცრემლებიც აღარ მომდიოდა, ტირილი აღარ შემეძლო. -ეკატერინე სადაც არ უნდა ვიყოთ ყოველთვის ჩემი იქნები, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, შენ გამო სიცოცხლესაც კი დავთმობ.-გულში უფრო ძალიან მიმიკრო. -მაგაში რას გულისხმობ, რას ნიშნავს სადაც არ უნდა იყო? -მაგაზე ხვალ დავილაპარაკოთ, ახლა კი დავიძინოთ. -კაი.-მეც დავემორჩილე და ჩავეხუტე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.