შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(8)


3-11-2019, 14:39
ავტორი Kathara
ნანახია 1 370

შენ მხოლოდ ჩემი ხარ(8)

აფეთქების ადგილისაკენ მივრბოდი, ფეხები მეკვეთებოდა, არ ვიცოდი რა მაძლევდა ძალას, ალბათ იმის იმედი რომ ლუკას ცოცხალი დამხვდებოდა, უკვე ლენტი გაბმული ქონდათ, მაგრამ ამან ვერ გამაჩერა, პირდაპირ შევაჭერი უკან პოლიცია მომსდევდა მე კი მაინც მივრბოდი და მივრბოდი, მხოლოდ რამდენიმე გადარჩენილი იყო ისიც დაფუფქულები იყვნენ, სამედიცინო დახმარების მანქანებს ჩამოუარე მაგრამ ლუკა მაინც არსად ჩანდა, მხოლოდ იმას ამბობდნენ რომ ყველა ცოცხლად დაიწვა, მხოლოდ კუდისკენ მჯომები გადარჩნენ, მაინც ვერ ვიჯერებდი ლუკას სიკვდილის ის ასე ვერ დამტოვებდა,ის დამპირდა რომ უკან დაბრუნდებოდა, ამაზე ფიქრში პოლოციელებიც დამეწიენ,მაგრამ მაინც არ მივყვებოდი,ლუკას ნახვის გარეშე ვერ წავიდოდი, უნდა მცოდნოდა რომ ცოცხალი იყო, მის სიკვდის ვერ დავიჯერებდი, მალე ჩემი ძმაც მოვიდა ეცადა რომ გავეყვანე მაგრამ მაინც ჯიუტად ვიდექი და არ მივდიოდი.
-ქალბატონო უნდა გახვიდეთ კიდევ შეიძლება რამე მოხდეს.-ყველა ცალ_ცალკე მიმეორებდა.
-არა აქედან არ წავალ, ლუკა უნდა ვნახო, ვიცი რომ ცოცხალია.-მეც ჩემსას ვუმეორებდი.
-კატო გთხოვ დამშვიდი, გავიდეთ აქედან, მეც მჯერა რომ ლუკა ცოცხალია.-თორნიკეს ამ სიტყვებზე ტირილი ამიტყდა, გულში ჩამიკრა, უკვე ფეხზე ვეღარ ვჩერდებოდი, ძირს დავეცი,მთელი ძალა რაც აქამდე გამაჩნდა ერთიანად წამერთვა, მაშინ გავაცნობიერე რომ ლუკა აღარ იყო, ის ჩემ გამო ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში, მე ვაიძულე ასე მოქცეულიყი, უარი ვუთხარი ისეთ დროს როცა ორივეს გვჭირდებოდა ერთმანეთი, ჩემ გამო მოინდომა წასვლა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო,მძულდა ჩემი ამპარტავანი თავი, მინდოდა იმ ცეცხლში შევადნილიყავი და თავი დამეწვა.
-თორნიკე ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემ გამო მოკვდა ლუკა, არ უნდა გამეშვა, მძულს ჩემი თავი რატომ ვარ ასეთი ცუდი ადამიანი, ასე ცხოვრებას ვეღარ შევძლებ, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მთელი ცხოვრება ამ ტვირთით ვერ ვივლი.-ძლივს ვლუღლუღობდი.
-არა კატო შენი ბრალი არაფერი არ არის მოდი ახლა სახლში წავიდეთ მე მჯერა რომ ლუკა ცოცხალია და ეს შენც უნდა გწამდეს.- ფეხზე ძლივს ავდექი, სახლში მისვლამდე გავითიშე, როგორც ჩანს თორნიკემ ამიყვანა ოთახში, მთელი ღამე ისე მეძინა რომ არაფერი არ გამიგია, მხოლოდ ლუკა მესიზმრებოდა, ისეთი ბედნიერი სახე ქონდა, ალბათ მისი სული სასუფეველში იყო, იქიდან მიყურებდა თუ როგორ მშვიდად მეძინა, ხედავდა თუ როგორი ბედნიერები ვიყავით სიზმარში, მაგრამ ეს ხომ ცხადში არასდროს არ მოხდებოდა მან მე მიმატოვა, მარტო დამტოვა ამ ქაოსში, მის გარეშე როგორ უნდა მეცოცხლა, მირჩევნოდა სხვა ქვეყანაში ყოფილიყო, თუნდაც სხვა ქალი ყოლოდა, მაგრამ ბედნიერი ყოფილიყო, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო და ყველაფერს დავთმობდი, ჩემს სიცოცხელასც კი.

დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, ისევ მარის სახლში ვიყავი, თავიდან არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი ამომიტივტივდა თავში, ფეხზე წამოვხტი და მისაღებში გავედი, ყველა იქ შეკრებილიყო და საინფორმაციოს უსმენდნენ, ყველა არხზე გუშინდელი აფეთქება იყო, როცა გავედი კი ყური მოვკარი რომ:
-ცნობილი ბიზმესმენის ლევან ლაგვილავას შვილები ლუკა ლაგვილავა და ევა ლაგვილავა გუშინდელ აფეთქვებაში მოყვნენ,ჯერ-ჯერობით დაუდგენელი იყო გარდაიცვალნენ თუ ცოცხლები იყვნენ.-ამ დროს მარიამა შემამჩნია და ანიშნა სანდროს ტელევიზორი გამოერთო.
-კატო გაიღვიძე? მოდი დაჯექი ხომ არაფერი მოგიტანო.-მარიმ მდივანზე დამსვა,მე ვერ ვაზროვნებდი, ტვინში იმის გადახრაშვას ვცდილობდი რაც ახლა მოვისმინე.
-კატო ხმა ამოიღე, გთხოვ ნუ ხარ ჩუმად ძალიან მაშინებ.-ჩემ წინ ჩაიმუხა თორნიკე, მაგრამ არაფრის თქმა არ მინდოდა.
-არაფრის თქმა არ მინდა, ახლა კი კლინიკაში უნდა წავიდე.-ვერ ვხდებოდი რას ვამბობდი მაგრამ სახლაში გაჩერება აღარ შემეძლო.
-კატო რა კლინიკა სულ გაგიჟდი გოგო შენ? ამ დღეში რა კლინიკა აგიტყდა.-თორნიკე ფეხზე წამოვარდა და ყვირილი დამიწყო, მასაც არ ქონდა ნერვები კარგ დღეში.
-აბა რა ვქნა სახლში ვიჯდე და ვიგლოვო? ლუკა არ მომკვდარა გაიგეთ ხალხნო, ზუსტად ვიცი ცოცხალია, ამას ლუკას სიყვარულით სავსე გული მიგრძნობს, რომ დავბრუნდები კარგ აბავს გავიგებ დარწუმებული ვარ.-ოთახში შევარდი უცებ გამოვიცვალრე, თვალები სულ დასიებული მქონდა მაგრამ მაგრად მეკიდა, სულ არ მაინტერსებდა ხალხის აზრი.
-მე წავედი და შეგეხმიანებით.-სახლში ყველა გაოცებული დავტოვე, ალბათ ფიქრიბდნენ სრულ ჭკუაზე აღარ არისო, მართლებიც იყვნენ, ლუკა ლაგვილავამ გამაგიჟა, მისმა სიყვარულმა შემცვალა, მან გამხადა ასეთი ძლიერი.
თითმის ყოველი დღე ასეთი იყო, ყოველ დღეს ველოდი რამე კარგს, იმედი მაინც მქონდა, დღეები, კვირეები, თვეები ასე გადიოდა, უკვე სამი თვე იყი გასული მაგარმ არაფერი იყო ახალი, მეც უკვე აღარაფრის იმედი მქონდა, კილინაშიც ისე ხშირად აღარ დავდიოდი, თითქმის სახლში ვიყავი.

ორშაბათი(08:45)
-ალო.-თვალების ფშვნეტით გავაგონე ტელეფონს.
-ეკატერინე მომენატრე.-ტელეფონში ნაცნობი ბოხი ხმა გაისმა, ამ სიტყვების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თავიდან სიზმარში მეგონა თავი, მაგრა მალევე მოვედი აზრზე.
-ლუკა.-ფეხზე წამოვხტი, სახეზე ღიმილმა გადამკრა.
-ეკატერინე მომისმინე ახლა კარგად, დღეს ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებ მაგრამ არ დაიჯერო, ვიცი ძალიან შეშინებული ხარ, მალე გნახავ და ყველაფერს აგიხსნი, არავის უთხრა ცოცხალი რომ ვარ, მხოლოდ შენს ძმას, სანდროს და მარიამს უთხარი სხვამ არავინ უნდა გაიგოს, ძალიან მიყვარხარ და ბოდიშს გიხდი ასე რომ განერვიულე, ყველანაირად ვეცდები მალე გნახო.-ყველაფრის გაანალიზება ვერ მოვახერხე, მერე და მერე მახსენდებოდა თუ რა მითხრა.
-ლუკა, მართლა ცოცხალი ხარ, უშენოდ აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე უკვე ძალა აღარ დამრჩა.-ყბა ამიკანკალდა და ცრემლებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს დენა.
-მომისმინე ბევრს ვეღარ გელაპარაკები როცა გნახავ ყველაფერს აგიხსნი ახლა კი ძალები უნდა აღიდგინო გთხოვ დამშვიდი და რაც გითხარი ყველაფერი აწონ-დაწონე ახლა კი უნდა გავთიშო, მიყვარხარ ჩემო გოგო.
-მეც ძალიან მიყვარხარ, გთხოვ მალე მნახე, უკვე აღარ შემიძლია.
-ჩემი ხომ გჯერა ყველაფერი კარგად იქნება ოღონდ ქუჩაში მაინც ფრთხილად იყავი, ჩემი ბიჭები სულ თან დაგყვებიან იცოდე მაგრამ მაინც ეცადე ფრთხილად იყო გვიანაც არ გახვიდე ხოლმე გარეთ ეს ყველაფერი კი შენს ძმასაც ეხება, მიყვარხარ.-ბოლოს ეს მითხრა და გათიშა. ყველაფერი ავწონ-დავწონე და გარეთ გავარდი ყვირილით.
-ბავშვებო მოდით ჩქარა აქ.
-რა მოხდა გოგო ხო მშვიდობაა?-მარიამი დაფეთებული გამოვარდა და სხვებიც თან მოყვნენ.
-ლუკა ცოცხალია, ახლა ველაპარაკე.-ყვეკაფერი დაწვრილებით მოვუყევუ, მართალია თავიდან არ მიჯერებდნენ მაგრამ ბოლოს როგორც იქნა დავაჯერე.
-ეგ ხო არ გვეღადავება?-განცვიფრება ვერ დამალა მარიმ.
-როგორც ჩანს მართლა სერიოზული რამ მოხდა თორემ მასე არ მოიქცეოდა.-სანდრომაც გამოთქვა თავისი მოსაზრება.
-შენ რას იტყვი თორნიკე?-ძმას გავხედე.
-სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ლუკას რომ ვნახავთ კი ყველაფერს გავიგებთ, ამიტომ მოთბინება უნდა გამოვიჩინოთ.-ამ სიტყვების თქმის დროს მე შემომხედა და ყველა მიხვდა რატომაც, მე ხომ ყველაზე მოუთმენელი ადამიანი ვიყავი.
-კარგი ახლა კი ჩვეულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, ყველამ თავ-თავის საქმეს მიხედოს.-ფეხზე წამოვდექი და ოთახში შევდი.
იმ დროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელ სამყაროში, ვიცოდი რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ცოცხალი იყო, ვიცოდი მალე ვნახავდი და გულში ისე ჩავეკრობოდი არასდროს აღარ გავუშვებდი, მათალია საფრთხე მელოდა მაგრამ მაინც არაფრის არ მეშინოდა, ლუკამ ის ძალები უკან დამიბრუნდა რაც ერთ დროს დავკარგე, მინდოდა მეყვირა რომ ლუკა ცოცხალი იყო.



№1 სტუმარი სტუმარი თეკო

როდის დაიდება შემდეგი თავი?

 


№2  offline წევრი Kathara

სტუმარი თეკო
როდის დაიდება შემდეგი თავი?
ვეცდები ამ დღეებში დავდო, საერთოდ არ მეცალა დასაწერად:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent