შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 წლის შემდეგ! (თავი 6)


14-11-2019, 22:42
ავტორი duchi_duchi
ნანახია 2 795

-ნანუკა რა ვქნათ?
-არაფერი ოთო.- რა უნდა ვქნათ?-დუდაზე ძალიან გაბრაზებული ვარ.-ასე როგორ წავიდა?
-არვიცი ტო!-არაფერი არვიცი.-არადა უყვარს ძალიან..
-თუ უყვარს, ასე უნდა წასულიყო ოთო?
-რომ უყვარს მიტომ წავიდა.-დავიძინოთ კარგი?
-შენ დივანზე დაიძინებ..
-აუ მე შენთან მინდა..
-არავითარ შემთხვევაში..
-როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი..
-მეც მიყვარხარ ძალიან..
ოთოს მაინც დივანზე მოუწია დაძინებამ.ნანუკაც დაწვა..ნუკას კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს..
დილით ოთოს ტელეფონმა დარეკა..
-რაშვები ტო?-რატომ არ დაგვხვდით აეროპორტში?
-აუ თემო შენ ძმობას ვფიცავარ აქ აირია ყველაფერი.-გუშინ ცოტა რთული დღე იყო და ვერ მოვახერხეთ.
-მშვიდობაა?
-ამას თუ მშვიდობა ქვია,- რავი.
-რახდება?
-ნუკასთან ვართ.- მოკიდე თაკოს ხელი და გამოდით აქ..
-რა მოხდა ტო?
-დუდა წავიდა.
-კაი მოვდივარ..
ნახევარ საათში თაკო და თემოც მივიდნენ.
-ვა გვრიტები ჩამოსულან..
-თქვენ როგორ ხართ გვრიტებო?
-ჩვენც ვართ რაა.
-რა მოხდა თქვით ან ნუკა სადაა?
-ბევრი რამე მოხდა.-აი დემეტრე რომ ვნახეთ ბოლოს იმის მერე სიტუაცია აირია.-კონკრეტულად რა მოხდა ნუკას და დუდას შორის არვიცით, მაგრამ ფაქტია განქორწინდნენ..-დუდა ამერიკაში წავიდა.
-და ჩემი დაქალი, თქვენი უტვინო ძმაკაცის გამო,ქალს აღარ გავს.
-კაი ნანუკა დამშვიდდი.
-ვნახავ ნუკას ხო?
-მიდი თაკო ოთახშია..
თაკომ ნუკას კარებზე დააკაკუნა.
-შეიძლება შემოვიდე?
-თაკო?მოდი.
-როგორ ხარ ჩემო პატარავ..
-კარგად თაკო.- თქვენ როგორ ხართ?თემო სადაა?როგორ დაისვენეთ?
-ეგ მერე იყოს..-ვის ატყუებ რომ კარგად ხარ?-ახლა ადგები და ცხოვრებას გააგრძელებ.-დუდა აუცილებლად დაბრუნდება..-ასეთს ვერ შეგეგუებით, ვერც მე ,ვერც ნანუკა და ვერც ბიჭები..
-მართალია თაკო.
ერთხმად დაიძახა სამივემ.-ჩვენ ხომ შენთან ვართ?-არასდროს მიგატოვებთ..
-მიყვარხართ ბავშვებო.
-ჩვენც მაგრად გვიყვარხარ და ადე ახლა ვისაუზმოთ.
-მართალი ხართ.-ცხოვრება გრძელდება..
-ხოდა ეგრე რაა..
ნუკა ფეხზე ადგა, ხასიათზეც მოვიდა,სამზარეულოში გავიდნენ, ისაუბრეს, ბევრი იცინეს და საღამოს დაიშალნენ..
-წავალთ ახლა და ხვალ მოვალთ ისევ.
-ღამემშვიდობის.
ნანუკა ნუკასთან დარჩა.
-ნანუ რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა?
-მგონი ორსულად ვარ.-გადამიცდა
-ჰაა?-არ შემშალო.-ვაიმე რა მაგარია დეიდა გავხდები.
-ნუ კივი.- ჯერ ზუსტად არვიცი,ხვალ ექიმთან წავალ და გავიგებ..
-რომ მართლა იყო?
-მერე მაგას რა ჯობია?-შვილი მეყოლება საყვარელი მამაკაცისგან..
-დუდას არ ეტყვი?
-არა ნანუ არ ვეტყვი.-არ მინდა ბავშვის გამო ჩამოვიდეს, ან ბავშვის გამო იყოს ჩემთან..
-ასე არ შეიძლება.-ბიჭები ეტყვიან..
-საფრანგეთში წავალ მამიდაჩემის დაქალია იქ..-.ბავშვს იქ გავაჩენ. წლების მერე დავბრუნდები და ვეტყვი რომ ჩემი შვილია..
-ასე არ შეიძლება.
-შეიძლება და შენ ხმას არ გაიღებ.
მეორე დღეს ექიმთან წავიდა. ანალიზები აიღო და მისი ეჭვი გამართლდა. ორსულად იყო და მუცელში პატარა ფანგანი ყავდა..უზომოდ ბედნიერი იყო, რადგან ამ ცხოვრებაში მარტო აღარ იქნებოდა. იქნებოდნენ ის და მისი შვილი,მისი სიყვარულის ნაყოფი.ეყოლებოდა ადამიანი, ვის გამოც ყველაფერს გააკეთებდა..ეს იყო მისთვის, შეუფასებელი ბედნიერება..
სახლში რომ მივიდა იბანავა და მუცელს დაუწყო ფერება.
-დე ჩემო წერტილო, აი აქ ხარ ჩემში.-ამ წამიდან ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და მეყვარები.-ღვთის საჩუქარი ხარ და მადლობა უფალს ამხელა ბედნიერებისთვის.საუბარში კარის ზარმა შეუშალა ხელი, ხალათი მოიცვა და კარებთან მივიდა..
ბიჭები იყვნენ..
-კრასოტკა როგორ ხარ?
-გამარჯობა ფერიავ..
-ბიჭებო შემოდით.-გოგოები სად დაკარგეთ?
-თაკო სამსახურშია ნანუკას გამოუვლის და მოვლენ..
-ყავას დალევთ?
-კი დავლევთ.
ნუკამ ყავა მოადუღა და წინ დაუდო ბიჭებს.
-აბა თქვით რა ხდება?
-ჩვენთან არაფერი.-შენთან რა ხდება ეგ თქვი,რაღაც ძაან შეცვლილი ხარ, გუშინ მოღუშული იყავი, დღეს თითქოს ბედნიერი ხარ..
ნუკას სახეზე ფერებმა გადაურაა.
-არაფერი რა უნდა იყოს?როდემდე უნდა ვიყო მოწყენილი.-ცხოვრება გრძელდება..
-მართალი ხარ კრასოტკ.-მჯერა რომ ერთად იქნებით.-აი ნახავ ვერ გაძლებს და ჩამოვა..
-ოთო აღარ მინდა დუდას გახსენება.- გთხოვთ დავხუროთ ეს თემა..
ბიჭები ნუკასგან ამას არ ელოდნენ და გაჩუმდნენ.თემოს ტელეფონმა დაურეკა..
-თეემ მანქანა გამიფუჭდა და გამო გთხოვ რაა..
-კაი მოვდივარ.
-რახდება?
-თაკოს მანქანა გაუფუჭდა და უნდა გავიდე იქნები თუ წამოხვალ?
-წამოვალ ტო..-ნუკ გავალთ და ხვალ მოვალთ ხო?
-კარგი.კარებამდე მიაცილა ბიჭები ორივეს მაგრად ჩაეხუტა..-მიყვარხართ.
-ჩვენც გვიყვარხარ ფერია.
.თემომ ლოყაზე უჩქმიტა გაუღიმა და მიდიოდნენ, ნანუკა რომ შეხვდათ კიბეებზე.
-ე სად მიდიხართ?ახლა მოვედი მე.
-პატარავ თაკოს მანქანა გაუფუჭდა და თემოს უნდა გავყვე ხვალ გნახავ.-კაი?
-კაი მიდით,-მე ნუკასთან დავრჩები..
ნანუკა სახლში ავიდა..
-ნუკა მოვედი.-სად ხარ?
-სამზარეულოში ვარ..
-რას აკეთებ?
-უნდა ვჭამო.-ახლა ორი ვართ დეიდა და ბევრი ჭამა გვინდა, მე და დედიკოსო.
-არარსებობს რა მაგარიაა.
ნანუკამ იკივლა და ნუკას ჩაეხუტა.
-მისმინე!ერთ კვირაში ბარგს ჩავალაგებ და საფრანგეთში წავალ.-არავის არ ეტყვი სად ვარ.-იცოდე დამკარგავ თუ კრინტს დაძრავ..
-მერე მე აქ რა გავაკეთო უშენოდ?
-დაგირეკავ ხოლმე.-არ უნდა გაიგონ ეს ამბავი ნანუკა.
-კარგი სამარე ვარ ხომ იცი.
-კაი. მეძინება,- წავალ ახლა დავიძინებ.
საღამოს 7 საათი იყო რომ გაიღვიძა..
-ნანუკა მოდი რა ბარგი ჩამალაგებინე..
-მოვდივარ ხო..
ბარგი შეკრეს, ცოტა დანაზოგი ქონდა და იმით გაიტანდა თავს,მერე რაღაც იქნებოდა..ერთ კვირაში გაფრინდა საფრანგეთში..იქ მამიდამისის დაქალი დახვდა, სახლიც აქირავებინა და სამსახურიც უშოვა..
ნუკას წასვლიდან რამოდენიმე საათში, ნანუკამ ოთოს დაურეკა.
-ოთო ახლავე ამოდი ნუკასთან..
-რახდება?
-ამოდი რა,ამოდი.
ოთო 40 წუთში ნუკას სახლთან იყო და კარებზე ზარს რეკავდა, ნანუკამ რომ გაუღო თვალცრემლიანმა..
-რა გჭირს ტო?
-წავიდა.
-ვინ წავიდა?დამშვიდდი და ისე მითხარი.
-ნუკა წავიდა ,ჩემი ნუკა.-აი წერილი დატოვა..არ მეძებოთ როცა დრო მოვა თავად დავბრუნდებიო...
ასე იყვნენ მოლაპარაკებული ნანუკა და ნუკა.
-რას ქვია წავიდა?რას ქვია აღარ ვეძებოთ?-დუდა გაგიჟდება.
-ხოდა გაგიჟდეს, ეგ რომ არ წასულიყო ჩემი გოგო აქ იქნებოდა..
-კარგი დამშვიდდი.-დუდას ამას ვერ ვეტყვით.
ბიჭებმა მთელი თბილისი შემოიარეს მაგრამ ვერსად იპოვეს.
-ნანუკა არიცი სად უნდა წასულიყო?
-არვიცი თემო არავინ ყავს.
ნუკა ვერსად იპოვეს და ბედს შეეგუენ.ნუკასთან ერთად დემეტრეც გაქრა ბიჭები კი გაგიჟებულები იყვნენ..
-დუდას ადანაშაულებდი ნანუკა და შენმა დაქალმა უარესი გააკეთა..
-ნანუკას სისხლმა აასხა.-რა გააკეთა ნუკამ?
-დემეტრეც გაქრა..
-თქვენ ფიქრობთ რომ ერთად არიან?
-ასე ჩანს..
-ჩემი დაქალი ასე არასდროს მოიქცევა და მეორედ არ გავიგო რომ რამე თქვათ მასზე. თორემ ოთო ჩემი სახელი აღარ ახსენო..
ასე გადიოდა დრო, ნანუკა და ნუკა ყოველდღე ლაპარაკობდნენ ტელეფონზე, ყოველთვის ნანუკა ურეკავდა ,რადგან ნუკას რომ დაერეკა და ბიჭებთან ერთად ყოფილიყო, თავს ვერ დაიძვრენდა..დუდაც ყოველდღე ელაპარაკებოდა ბიჭებს.ვერ ეუბნებოდენ რომ ნუკა წავიდა..
9 თვის შემდეგ დაიბადა თემოს და თაკოს შვილი სანდრო.
9 თვის შემდეგ დაიბადა ნია ფანგანიც.
ხო სწორად მიხვდი მკითხველო. ნიას პატივსაცემად დაარქვა, რადგან ფიქრობდა ნია რომ არ ყოფილიყო,დუდას ვერასდროს გაიცნობდა..ასე გავიდა 3 წელი.ოთომ და ნანუკამ დაქორწინება გადაწყვიტეს, როდემდე ვიყოთ ასე ცალცალკეო..
-ნუკა როგორ ხართ?ჩემი ნიაკო როგორ არის?
-ნანუკა შენ როგორ ხარ?ნიაკო კარგად არის.-ტიტინებს და არის..
-ვაიმე მეც კარგად ვარ.-ოთომ ხელი მთხოვაა.
-რა მაგარია გილოცავ ჩემო თბილო..
-ხოდა ქორწილი გვაქვს ორ კვირაში.-ეჭვი რომ არ გამოვიწვიოთ მანამდე უნდა ჩამოხვიდე.-არის უკვე დრო მგონი.-იცოდე არ გაპატიებ რომ არ ჩამოხვიდე..
-კარგი დამშვიდდი. ისედაც ვაპირებდი დაბრუნებას.-დროა უკვე.-ხომ იცი შენს გარდა არავინ მყავს.-შენს ქორწილს არ გავმაზავ.
-ბილეთებს ვიყიდი და გამოვფრინდები..
-ვაიმე როგორ მომენატრეე.-შენც და ეგ მეტიჩარაც მანდ რომ გყავს..
-კარგი წავედი.- ბარგს ჩავალაგებ, ჩემს უფროსსაც დაველაპარაკები და ჩამოვალ.
-გელოდები ჩემო პატარავ..
ნუკამ ტელეფონი როგორც კი გათიშა ბარგის ჩალაგება დაიწყო..
-დე ცად მივდივართ?
-საქართველოში დე.
-იქ მამაც ვნაქავ?
-არვიცი პატარავ.-ხომ გითხარი რომ მამა საქართველოში არ ცხოვრობს?
-მინდა მამიტოს გაცნობა,მეც მიდა სხვა ბავსვებივით მკავდეს მამა..
-გეყოლება დედი,აუცილებლად გეყლოება..-იქ რომ ჩავალთ ოთო და თემო ძიას გაიცნობ.-ნანუკა დეიდას უკვე ხომ იცნობ?
-ტი ვიცნობ
-ხოდა ახლა ისე გაიცნობ..-კიდევ გიჟ თაკო დეიდას გაგაცნობ..-მის პატარა სანდროს..
-უპს მიდა საქათველოსი მალე ტავიდეთ ლა დე..
-მალე წავალთ დე მალეე.
ოთომ დუდას დაურეკა.ტელეფონი რომ არ აიღო ცოტა ანერვიულდა.
ცოტახანში კარებზე ზარი გაისმა..რომ გააღო თვალები გაოცებისგან დაქაჩა და სიხარულისგან ყურებამდე გაიღიმა.
-არ მჯერა ტო!-აი არ მჯერა.
-შემატარე და დაგაჯერებ.
-არარსებობს,-ჩემი ძმა ჩამოვიდაა!
ჩაეხუტა და მაგრად ურტყამდა ზურგზე ხელებს.
-კაი ტო ამომასუნთქე.-შენს ქორწილს არ გავმაზავდი და სიურპრიზი მოგიწყე წინა საქორწილოდ..
-საიდან გაიგე ტო..
-საიდან და თემოდან შენ აღარ გეცალა ჩემთვის.
-აუ როგორ გამახარე დუდა შენ ხო აზრზეც არ ხარ.-ძმა ხარ ტო.
დუდა სახლში შევიდა დივანზე დაჯდა..
-რახდება აქეთ?
-რავი არაფერი.- ქორწილის თემებში ვართ რა..
-ეგ ისედაც ვიცი.-იცი რასაც გეკითხები.
-რას მეკითხები?ოთო დაიძაბა ვითომ ვერ მიხვდა..
-რამ გამოგა*ირა ტო?-ცოლის მოყვანამ მასე იცის?-ნუკაზე გეკითხები.
ოთომ სახეზე ხელები ჩამოისვა და ერთი ამოისუნთქა..
-რახდება?
-წავიდა.
-ვინ წავიდა?ან სად წავიდა?დაიბნა დუდა..
-ნუკა წავიდა.
-სად?ძაან მშვიდად კითხა.
-არვიცით.-ვერსად ვიპოვეთ.
-რატომ არ მითხრარით?
-იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვაბარე და ვერ გავუფრთხილდით.-წერილი დატოვა, როცა დრო მოვა თვითონ დავბრუნდები არ მეძებოთო..
-ნანუკამ არაფერი იცის?
-არა არაფერი..-იცი?ნუკა რომ გაქრა მის მერე დემეტრეც არ გამოჩენილა.
-ამის დედაც იღრიალა დუდამ..-დემეტრე! მაინც დემეტრე არა?-3 წელია გულში მყავს და ვერ ამოვძირკვე და რის გამო?-ისევ დემეტრესთან ერთად წავიდა..
-კარგი დამშვიდდი ტო:
-ერთიდაიგივე ომში ორჯერ დავმარცხდი ოთო..ამის დედაც.
დუდას ჩამოსვლიდან სამ დღეში ნუკაც ჩამოვიდა საქართველოში, აეროპორტში ნანუკა დახვდა.
-ვაიმე ჩემი წერტილიი მოდი დეიდასთან..
-ნანუტაა ნიამ დაუძახა და ყელზე მოხვია პაწაწინა ხელები..
-ჩემო ფერიავ..მოეხვია ნუკასაც..
-წავიდეთ სახლში ძალიან დავიღალე..
სახლში რომ მივიდნენ ნუკას ცრემლები გადმოცვივდა.
-როგორ მომენატრა ჩემი სახლი, თბილისი,თქვენ ყველანი..
-ხოდა ჩამოხვედი..
-აწი აღარასდროს წავალ..-რაც იქნება იქნება..
-დე მე?-ნიას ედინება.
-ახლავე დე..
ნუკამ ბავშვი დაბანა და დააძინა, სამზარეულოში გავიდა შემდეგ..ნანუკა მაგიდასთან იჯდა ორი ყავის ფინჯნით..
-დაჯექი.
-რა გჭირს ნანუკა?
-დუდა ჩამოვიდა.- 3 დღის უკან..
-დუდა?ყავა გადაცდა..
-ნელა გოგო არ დაიხრჩო..
-მერე რა რომ ჩამოვიდა?
-შენ რომ წახვედი დემეტრეც გაქრა.-ბიჭებს ეგონათ რომ მასთან ერთად წახვედი..
-არარსებობს.
-არსებობს,არსებობს და ყველაზე უარესი დუდასაც ეგრე გონია..
-ხოდა ძალიან კარგი.- ეგონოს! ქორწილში თავს მაინც არ მომაბეზრებს.
-რას ამბობ ნუკა?-ბავშვი დუდას ასლია..-შენი აზრით ვერ მიხვდება?
-კარგი მაცადე, არ მინდა მაგაზე ფიქრი ახლა..-აუ ახლა ჩამოვედი მე და შენ უკვე უნდა გადახვიდე.-რა ვქნა?-უშენოდ მარტომ როგორ ვიცხოვრო ამ სახლში?
-ხშირად მოვალ..-ქორწილამდე ბიჭებს არ ნახავ?
-ბიჭებს თუ ვნახავ გამოდის რომ დუდასაც ვნახავ..
-ხო იცი რომ მაინც მოგიწევს ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს როდის ნახავ..
-კი მომიწევს..
-აღარ გიყვარს?
-რას ამბობ ნანუკა?-სიცოხლეზე მეტად მიყვარს.
-მერე რატომ იქცევი მასე?
-როგორ ასე ნანუკა?-იქნებ ვინმე ყავს?-არა რა მაცადე.
ნუკას და ნანუკას ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა საუბარი..ოთო იყო.
-ხო სიყვარულო.-რაშვები?
-პატარავ ბარში ვარ და გამოდი.
-გამოვალ ახლავე..
-ოკ.
რა უნდოდა სიძეს?სიცილით უთხრა ნუკამ.
-ბარში ვარ და გამოდიო.-აუ ვეტყვი რა ოთოს გთხოვ და არ იტყვის..
-კაი უთხარი.-ოღონდ დუდასთან არ წამოგცდეს.
-კარგი პატარავ.- წავედი ახლა და ღამე მოვალ..
-კაი მიდი.
ნუკამ ნანუკა გააცილა.აბაზანაში შევიდა და წყალი გადაივლო.
ნანუკა ბარში მივიდა.ოთოს მოეხვია და ისეთი აჟიტირებული იყო საერთოდ ვერ შეამჩნია დუდა ბართან რომ იდგა და სასმელს ელოდებოდა..
-ჩემო ცხოვრება რომ იცოდე რა მოხდაა.
-რამ გაგახარა ასე პატარავ?
-ნუკა ჩამოვიდა დღეს..
-სად არის?!მოესმა დუდას ხმა.
ნანუკა შეცბა და ენაზე იკბინა.ოთო გაოგნებული იყო.
-ნანუკა გეკითხები სად არის ნუკა?
-არვიცი..
-ნანუკა!-თუ იცი რომ ჩამოვიდა, ისიც გეცოდინება სად არის.
-ვერ გეტყვი.-არ შემიძლია..
-კარგი.-თვითონ ვიპოვი.
თქვა და გიჟივით გავარდა ბარიდან..გზაში ფიქრობდა,რომ პირველი ნუკას სახლში მივიდოდა,ასეც მოიქცა..უცებ აირბინა კიბეები, გული ამოვარდნას ქონდა, 3 წელი იყო არ ენახა.ყველაფერი ფეხებზე, თუნდაც დემეტრესთან ყოფილიყო უნდა ენახა, მეტს ვერ მოითბენდა, კარებზე ზარი დარეკა და კაკუნიც გადააბა ზედ..
ნუკამ ზარი და კარზე ბრახუნი რომ გაიგონა ხალათი მოიცვა და კარებთან მივიდა გაბრაზებული.თან ფიქრობდა ვინ უნდა იყოს კარები რომ ჩამომიღოო..კარი ისე გააღო არც გაუხედია.კარებთან დუდა რომ დაინახა ერთი შეაქანა და დუდას ხელები, რომ არა ალბათ ძირს დაეცემოდა..
-ნუკა კარგად ხარ?
-კი კი კარგად ვარ.
სამზარეულოში შეიყვანა, მაგიდასთან დასვა და ჭიქით წყალი მიაწოდა.ნუკამ მთლიანად დაცალა წყალი და ერთი ამოისუნთქა.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ.
-ძალიან კარგი.-როგორ ხარ?
-კარგად დუდა.- თავად როგორ ხარ?
-გეტყობა რომ კარგად ხარ..-მოყევი.
-რა მოვყვე?
-ამის დედაც გოგო სი*ს ვგავარ?-სად იყავი ეს წლები?
-რა უფლებით მეკითხები მაგას?-თავად სად იყავი ეს წლები?
-ამერიკაში.
-მე კი საფრანგეთში..
-ჩემს ნერვებზე მაგრად უკრავ.გამოსცრა კბილებში..
-ვისთან ერთად იყავი?-დემეტრესთან არა?-ასე ძალიან თუ გიყვარდა ის ახ*არი ჩემთან რა გაჩერებდა?-მიპასუხე.
-ნუ ღრიალებ.-მარტო არ ვარ.წამოენთო ნუკა და მერე გააცნობიერა რაც თქვა.
-და ვის მალავ?-დემეტრეს?-სადაა?
ოთახებში დაიწყო სიარული, ნუკა უკან გაეკიდა, მაგრამ მოასწრო ნიას ოთახში შესვლა.დუდამ მძინარე ბავშვი რომ დაინახა გულში რაღაც ჩაწყდა.
-შვილი გყავს ტო?
-კი მყავს.
-ვისია?
ეუბნებოდა და თან ბავშვისკენ მიდიოდა.
-არ შეეხო.
-რატომ?-გგონია რამეს ვატკენ?
-არა!-უბრალოდ არ მინდა შეეხო..
-კარგი.-არ შევეხები.
მუჭები მომუშტა და ისე გავიდა ოთახიდან..
სამზარეულოში შევიდა და ნუკაც შეყვა..
ძაან ახლოს მივიდა ნუკასთან.დუდას სიახლოვისგან ღრმად დაიწყო სუნთქვა,საგრძნობლად აუდ, ჩაუდიოდა მკერდი.პირი გაუშრა,ოდნავ დააღო და ტუჩები დაისველა.
-ხედავ?-ჩემი სიახლოვითაც კი ვაღვიძებ შენს ჰორმონებს..-გიჟდები ჩემზე.
მანაც გაილოკა ტუჩები და გიჟივით დაეტაკა ნუკას ბაგეებს.ნუკამ მსუბუქად ამოიკვნესა.ფანგანი ამან უფრო გაახელა, ხელში აიტაცა და მაგიდაზე შემოსვა. ფეხებშუა მოექცა,კოცნით ჩაუყვა ტუჩებიდან ნიკაპზე,ყელზე და მკერდზე სველ კოცნებს უტოვებდა.ნუკა აზრზე მოვიდა და ხელი კრა..
-გაიწიე.ძირს ჩამოვიდა და ხალათი გაისწორა..
-გინდა რომ გავიწიო?
-კი.
-შენი სხეული მაგას არ ამბობს..-გავიწიე..-მერე?
-ახლა წადი და დაივიწყე რომ ვარსებობ.
--მე არა შენ დაივიწყე რომ ვარსებობ.-მე შენ ყველაზს მეტად მიყვარდი.-დღეს მართლა დამთავრდი ნუკა ჩემს ცხოვრებაში..-დემეტრესგან შვილი გყავს.მეორედ მომიგო ომი.-აი ის ანგელოზი ოთახში რომ წევს რას არ მივცემდი რომ ჩემი შვილი იყოს.-მაგრამ რას იზამ? ასეთია ცხოვრება.ნაბი*ვრებს უფრო უმართლებთ..-3 წელი ვიტანჯებოდი იმ ღამისთვის,ვერ ვაპატიე ჩემს თავს..-ხო შენ მაპატიე,მაგრამ მე ვერ ვაპატიე.-ნერვები იცი რაზე მეშლება?ტყუილად ვიტანჯავდი თავს..-ადექი დემეტრეს გაყევი და შვილი გყავს,შვილი რომელიც წესით მე უფრო მეკუთვნოდა.-იმედები გამიცრუე.-ძალიან შევცდი შენში.
ნუკა უსმენდა და თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად მოდიოდა.
ვერ მოითბინა და უთხრა.
-არ არის ეგრე.
-აბა როგორ არის?-მიდი მითხარი როგორ არის აბა?თვალები დააწვრილა და ისე უთხრა..
-შენ მე არასდროს მენდობოდი დუდა.-ჩვენს შორის სულ იქნება და იქნებოდა დემეტრე,აუხსნელად მწამებდი ცილს და გამოგქონდა დასკვნები-აი ახლაც მაგას აკეთებ.ამიტომ არაფრის ახსნას არ ვაპირებ.-წადი.
-ამის დედაც!
მაგიდას ხელი დაკრა და უკან მოუხედავად წავიდა..
ნუკა მაგიდასთან დაჯდა და ისტერიკული ტირილი აუტყდა.მონატრებია ძალიან, სულის ტკივილამდე მონატრებია..შენი შვილია, ჩაიბუტბუტა თავისვთვის და ნიაკოს მიუწვა გვერდით..
დუდა მიდიოდა და თან სიმწრის სიცილი ქონდა აკრული სახეზე.მერე ბრაზი მოერეოდა და გამალებით დაუშენდა საჭეს ხელებს.
ნიას საფლავზე ავიდა..
-ფერიავ მოვედი.-მაპატიე.-აქეთ არ ვიყავი და ვერ გნახულობდი..-წავაგე ფერიავ!-მეორედ წავაგე.
მერე ტელეფონის ხმა გაისმა და უპასუხა.
-გისმენ თემო.
-ოთოსთან ვართ და ამოდი ახლავე.
-კარგი მოვალ..
სასაფლაოდან პირდაპირ ოთოსთან ავიდა. კარი თაკომ გაუღო..
მისაღებში შევიდა.ნანუკა,ოთო ,თემო,თაკო და პატარა სანდროც იქ იყო..
-ძიას კაციც აქ ყოფილა..
ბავშვი ხელში აიტაცა და ლოყები დაუკოცნა.მერე დანარჩენებს გახედა, ყველა დაგრუზული იყო..
-რახდება ტო?-რა სახეები ჩამოგტირით?-მე გამითხოვდა საყვარელი ქალი თუ თქვენ?
-რეებს ამბობ ტო?
-ხო რა ნანუკას არ უთქვამს?ნანუკას გახედა..
-არა.
-არც ის უთქვამს რომ შვილი ყავს?
-არა ტო რას ამბობ?
-ხო ნიას შვილი ყავს.-აი გათხოვდა თუ ისე ყავს ეგ აღარვიცი.ირონიულად თქვა და გაიცინა..
-და შენ ასე კარგად გრძნობ თავს მაგის მერე?
-მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ჩემი დედაც რა..
ნანუკამ ვეღარ მოითბინა..
-დუდა არ შეგშვენდის ეგეთი ლაპარაკი.
-აბა როგორი შემშვენდის რძალო?
-ინანებ!-თან ძალიან ინანებ შენს თითოეულ სიტყვას.
-რამე იცი და არ მეუბნები?
-მე არაფერი ვიცი.-და თუ რამე იქნება სათქმელი თვითონ გეტყვის ნუკა.
-აღარ მინდა მაგ გოგოს ხსენება.-დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ.-მეყოს 3 წელი.-შენს დაქალს დრო არ დაუკარგავს უკვე შვილი ყავს..-რომ დავფიქრდი უკვე დროა მეც მყავდეს შვილი..
ყველა დამუნჯებული იყო.დუდა დაემშვიდობა და იქედან წავიდა..
ქორწილის სამზადისში იყო ყველა ჩართული.
ქორწილის წინა დღეს დუდამ განაცხადა, რომ თეკლასთვის ცოლობა უნდა ეთხოვა. ვუყვარვარ და ვფიქრობ კარგ ცოლობას გამიწევსო.ბევრი ეჩხუბა ბიჭებმა, მაგრამ არავისი არ მოისმინა..



№1 სტუმარი M

Kai xoar megadavebi sruli tanjvisstviss mimetebb davitanjeee xvalladreedade gtxov vkvdebiiiii ????????

 


№2 სტუმარი nati

ukve uazrod daapronwialeb am wyvils aket ikit... ar aris es zrdasrulebi sakcieli, 14 wlis bavshvic ar miikceva egre da sisulelea es yvelaperi. turkuli serialivit iweleba uazrod da jobia sheargo am xalxs bedniereba.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლოლა

აუუ მაგარა მომწონსსს და გელოდებიიიი

 


№4  offline წევრი gabi du

ინდური უფრო. თვითონ ისტორია ძალიან მომწონს, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია.

 


№5 სტუმარი anna

უბანალურესი გახდა რა. მართლა ინდურს სერიალს დაამსგავსე. პატარა თინეიჯერებიც კი არ იქცევიან ასე, როგორც ამხელა ვითომ ჩამოყალიბებული ადამიანები იქცევიან. ეს ორსულობის დამალვა მოდაშია თუ რა არის, ყველა ისტორიაში ერთი და იგივე სცენარია. თავიდან კარგად დაიწყე, მაგრამ მერე ძაან გააბანალურე, ეს თავი კი პიკი იყო უკვე.

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

წინა თავზე არ დავაკომენტარე შეგნებულად. შენი ისტორიაა და შენ წყვეტ რას როგორ იზამ, მაგრამ...რა ვიცი, მკითხველი თუ გინდა გყავდეს ასე არ უნდა მოიქცე. ბანალურობა ანუ სიმშვიდე/სიყვარული კი გვინდა, მაგრამ ასეთი უკიდეგანო სისულელეების კასკადი ზრდასრული ადამიანებისგენ არა!
ჯერ იყო და იტანჯებოდა, მიყვარს-ვგიჟდებიო და ადგა და სხვა ქალს მიახტა, მერე წახტა სხვა ქვეყანაში. ახლა ჩამოფრინდა და ვაფშე უარეს სისულელეს აკეთებს.
ან ეს გოგო რომ წავიდა სად წავიდა. ვინმე აწუხებდა, მოსდევდა?! ეცადე ზრდასრულ ადამიანებზე წერო და არა ჩამოუყალიბებელ მოზარდებზე.
მოიყვანოს ეს თეკლა კაცო ცოლად, რას იმუქრება, ვინ უშლის ხელს. დიდი ბიჭია საამისოდ, რომ ძმაკაცების შეთანხმების გარეშე გადადგას ნაბიჯი.

 


№7  offline წევრი duchi_duchi

ვაიმე როგორ გამიბრაზდით.მაგრამ მაინც მიყვარხართ.კარგი და ცუდი კომენტარიც მახარებს.აი ეგრე მითხარით რა მოგწონთ და რა არა.
დავდე ახალი თავი,მალე დაადასტურებენ იმედი მაქვს.ჰოდა ისე მალე შევარიგე ეს ორი,მგონი არ გამიწელია.

 


№8  offline წევრი iakokobza

შენი სხვა ისტორია არ ვიცი... და ვერ გეტყვი როგორ წერ კარგად თუ ცუდად... თუმცა ერთს გეტყვი როგორც მკითხველი რო რო ვკითხულობ მგონია რო საშინაო დავალებას ვკითხულობ მოთხრობის მოკლე შინაარსით

 


№9 სტუმარი სტუმარი თეკო

შემდეგი თავი მალე დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent