შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი განთიადი (სრულად)


15-11-2019, 21:12
ნანახია 38 423

სასტუმროს ნომრიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, პერსონალი ოთახის კართან მიახლოებასაც ვერ ბედავდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არავის გაუფრთხილებია, ეს არც დასჭირვებიათ იმის მისახვედრად, რომ ოთახში არ შესულიყვნენ და სტუმრები არ შეეწუხებინათ.
ნომერში ქაოსურად მიმოფანტული ნივთების უმეტესობა ძირს, იატაკზე, ხოლო ნაწილი კი საწოლზე ეყარა. ეტყობოდათ, რომ მათ სისუფთავესა და იმიჯზე ბევრი არავის უფიქრია, განსაკუთრებით კი წყვილს, რომელიც რბილ საწოლზე კომფორტულად იწვა და გაღვიძებას არ ჩქარობდა.
თუმცა, ტელეფონის ზარმა მაინც მოახერხა მამაკაცის გამოღვიძება და უკმაყოფილო სახით წამოიწია საწოლიდან.
-რა ხდება ლევან?-ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა და მთელი კედლის სიგანეზე ჩასმულ ფანჯარას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-გაბრიელ, ის ნაბი***ბი გამოჩნდნენ, ვისაც ვეძებდით-ყურმილში დაძაბული ხმა გაისმა.
-მანამდე რატომ არ გამაგებინე?-დაიღრინა ბრაზიანად და ოთახი მოათვალიერა, რომ უმისამართოდ მიგდებული შარვალი თვალებით ეპოვა.
-ვიცოდი, რომ ტყუილად გავირჯებოდი და ღამე მაინც ვერაფერს გაგაგებინებდი, შენი ღამის პარტნიორებს რა დალევს...
გაბრიელმა ღრმად ამოიოხრა და ძლივს ნაპოვნ შარვალს დასწვდა.
-მომისმინე, სანამ მე მოვალ, სიტუაცია აკონტროლე და მათი არც ერთი მოქმედება არ გამოგეპაროს.
-მესმის. ბიჭები შენს მითითებას ელოდებიან.
გაბრიელმა უპასუხოდ გაუთიშა და ქამარი რამდენიმე წამში შეიკრა.
-უკვე მიდიხარ?-საწოლიდან ქალის ხმა შემოესმა. ქალისკენ თავი მიაბრუნა და კარისაკენ უხმოდ დაიძრა.
-შენს ნომერს არ დამიტოვებ?-გამეორდა უცნობი ღამის პარტნიორის ხმა.
-ამის საჭიროებას ვერ ვხედავ-ხმადაბლა, თუმცა მტკიცედ და გარკვევით უპასუხა და ოთახის კარი გამოიხურა.
*****************
შავი შევროლე პრესტიჟული, მაღალი შენობის წინ გაჩერდა და მანქანიდან შავ, კლასიკურ ტანისამოსში გამოწყობილი გაბრიელი გადმოვიდა. შენობის წინ მდგარმა დაცვამ რამდენიმე ნაბიჯით გააგანიერა შესასვლელი, რომ უფროსი გაეტარებინათ და თავის დაკვრით მიესალმნენ მას.
მას შემდეგ, რაც ლიფტით ბოლო სართულს მიაღწია მამაკაცმა, იქიდან გამოსულმა, ტყავის სავარძელში მჯდარ ლევანს მიმართა:
-რა გაარკვიე იმ ნაბი***ების ხროვაზე?
-კაროჩე-სავარძლიდან მძიმედ წამოდგა ლევანი და ძმაკაცის წინ მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო-ვინც შენი ბიზნესგეგმის ესკიზები მოიპარა, არანაკლებ ცნობილი ბიზნესმენი ნიკოლოზ კოპაძეა. ორიგინალი ესკიზები მისმა დაქაშებმა გაიტანეს კომპანიიდან, რა გზით, ჯერ ჯერობით არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კომპანიაში მისი შემოგზავნილი გვყავს და მალე გავარკვევთ, ვინ არის, სანამ კიდევ რამე გავა აქედან.
ლევანი გაჩუმდა. გაბრიელიმძიმედ სუთქავდა და გამძვინვარებული თვალებით მიშტერებოდა მეგობარს, ბოლოს კი მაგიდაზე მუშტი ძლიერად დაარტყა და კბილებშორის გამოსცრა:
-რამდენიმე წუთში აქ მომუშავე ყველა სულიერი აქ შეკრიბე, არც ერთი აკლდეს, არ აქვს მნიშვნელობა, შესვენებაზეა, შვებულებაში, სიცხიანი წევს თბილ საწოლში თუ ცოლ-შვილი უკვდება. გასაგებია?!
პასუხითვის არ დაუცდია, ისე გაემართა ლიფტისკენ და სახეზე შავი სათვალე მოირგო.
ლევანმა მდივანი თავისთან მოიხმო და გააფრთხილა, რაც შეიძლება სწრაფად შეეკრიბა ყველა თანამშრომელი მეთექვსმეტე სართულზე და გაბრიელის მოსვლამდე არავისთვის მიეცა წასვლის უფლება.
***********************
-რამდენიმე დღის ჩვენი კომპანიიდან ახალი პროექტის ესკიზები მოიპარეს, რომელზეც იარაღის საუკეთესო მოდელების ჩანახატები იყო შენახული. ადვილი გამოსაცნობია,რისთვისაც დასჭირდათ, იარაღების კოლექციის შექმნა და გამოფენა ჩვენზე გაცილებით ადრე მოასწრეს. გაინტერესებთ ვინ გააკეთა ასეთი რამ? თუ ის უფრო გაინტერესებთ, ეს როგორ გაკეთა?-მძვინვარედ გაიჟღერა გაბრიელის ხმამ, თუმცა, იქ შეკრებილ ხალხს შიში არც მანამდე აკლდა.-მოდი გამოვიცნოთ... როცა კომპანიიდან საიდუმლო ინფორმაცია გადის, კონკრეტულად კი იმ მასალის სახით, რაც ჯერ არც კი გამოუქვეყნებია კომპანიას და თანამშრომლების ოთხმოცმა პროცენტმა ესკიზების შესახებ არც კი იცოდა, ვის შეეძლო, ასე გავეყიდეთ? იქნებ დიზაინერს, რომელმაც იარაღების გაფორმებასა და დახვეწაზე იზრუნა? ან იქნებ მან, ვინც ის ააწყო?
ხალხი გასუსული ისმენდა მონოლოგს და თავში არავის მოუვიდოდა აზრად ხმის ამოღებაც კი, რადგან იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაშI, უარეს რისხვას ვერ გადაურჩებოდნენ.
გაბრიელს ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. იქ მყოფ საზოგადოებას თვალი მოავლო და ეჭვნარევი მზერით საუბარი განაგრძო, შედარებით დაბალი ინტონაციით:
-მნიშვნელობა არ აქვს, რა შემოგთავაზეს ამისთვის, რა გააკეთა ნიკოლოზ კოპაძემ იმ ადამიანსსთვის, ვინც ეს კომპანია გაყიდა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, თავბედს იწყევლის, რომ საკუთარი ხელით არ მოიკლა თავი, როცა მე დავადგენ მის ვინაობას. ახლა კი დაიშალეთ და ყველამ თქვენს სამუშაოს მიხედეთ.
თანამშრომლები ქაოსურად გაიფანტნენ და სასწრაფოდ სამუშაო მაგიდებს მიუსხდნენ.
-გაბრიელ, მოიცადე.-უკან მიჰყვა ლევანი მეგობარს და რამდენიმე ნაბიჯში დაეწია კიდეც.-მგონი მოვიფიქრე, როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის შემოგზავნილი.
-თქვი.
-ჩვენი კომპანიის თანამშრომლების ტელეფონის ნომრები და დაფიქსირებული ზარები, ყველა საერთო ბაზაშია შეყვანილი, თუ რომელიმე მათგანი ნიკოლოზის კომპანიას დაუკავშირდა, ამას უცებ გავარკვევთ.
-კარგი, შენ მაგ საქმეს მიხედე, შენს აიტი მენეჯერს კი უთხარი, ნიკოლოზ კოპაძეზე ყველაფერი გამირკვიოს. ნებისმიერი წვრილი ინფორმაცია საჭიროა.
-პრობლემა არ არის.-მხარზე ხელი დაარტყა ლევანმა და უკან გამობრუნდა დავალებული საქმის შესასრულებლად.
********************
-ესე იგი, იარაღების მეწარმე, თანაც მსხვილ ბაზარზე ყიდის… ექსპორტი, იმპორტი… თურმე გერმანიაშიც გააქვს.
-ჰო ძმაო, სერიოზული ბიზნესმენია, ჩვენი ესკიზების მოპარვა რაში დასჭირდა არც კი ვიცი…
-ჰოდა გავარკვევთ-დარწმუნებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა.-ოჯახი არ ჰყოლია, მამა მკვდარი ჰყავს, დედაზე კი ინფორმაცია არ არის.
-მაგრამ საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ბიზნესი მარტომ მართოს.
გაბრიელმა მოჭუტული მზერით ამოხედა ლევანს:
-სუსტი წერტილი ყველას აქვს.
-გაბრიელ, ჯერ ის უნდა გავიგოთ, რატომ დაგვიპირისპირდა, სამაგიეროს გადახდაზე კი, შემდეგ ვისაუბროთ.
-ლევან-მკაცრი ტონით მიმართა ძმაკაცს-როცა სუსტ წერილში წიხლს დავაჭერ, მიზეზს და წინაპირობას თავისით იტყვის.
მამაკაცს პასუხი აღარ დაუბრუნებია, მის სიტყვებზე ჩაფიქრდა.
-ნომრებზე რა გაარკვიე?-სხვა თემაზე წამოჭრა საუბარი გაბრიელმა და მტრის შესახებ ამობეჭდილი ინფორმაციით სავსე ფურცლები მაგიდაზე დაყარა.
-ჯერჯერობით ვერ შენიშნეს სხვა კომპანიასთან განხორციელებული ზარი, რომელიც ყველაზე ახლო დროის მანძილზე დაფიქსირდებოდა, ჯერ კიდევ ამოწმებენ.
-თუ რამეს გაარკვევ, მითხარი.
**************
საღამოს, როდესაც გაბრიელი ბარის დახლთან მაღალ სკამზე მხრებში გამართული იჯდა და ცალ ხელში ვისკით ჩაფიქრებული გაჰყურებდა შინდისფერი აგურებით ნაგებ კედელს, მის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
ბიჭმა ჯიბიდან მობილური ამოაცურა და მაშინვე უპასუხა:
-ხო ლევან, არის რამე სიახლე?
-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს შენთვის, მოხვალ თუ მე მოვიდე?
-სად ხარ, მომწერე.-მოკლედ მოუჭრა და გაუთიშა, მერე კი ჭიქაში დარჩენილი ვისკი გადაჰკრა და სხარტად წამოდგა ფეხზე.
ლევანი, როგორც ჩანს, იარაღების საწყობში ელოდა, სერიოზული გამომეტყველებით.
-რას მიაგენი?-შესვლისთანავე კითხვით მიეგება გაბრიელი და მის წინ აღემართა.
-წინა კვირებიდან არაფერი გარკვეულა, მაგრამ დღეს ერთი საეჭვო ზარი დაფიქსირდა ჩვენი თანამშრომლებისგან.
გაბრიელმა პასუხის მაგივრად, თვალებით ანიშნა განაგრძეო და ლევანმაც არ დააყოვნა სიტყვის გაგრძელება:
-მოკლედ, ჩვენი ერთ-ერთი მომუშავე, უცხო პირს უკავშირდება კომპანიის პირადი ტელეფონით და შეხვედრის ზუსტ ადგილს და მისამართს ეუბნება. დანარჩენი ფირზეა ჩაწერილი და შეგიძლია მოუსმინო-ჯიბიდან მცირე ზომის ფირი ამოაძვრინა ბიჭმა და ხელშ გაუწოდა გაბრიელს მომღიმარი მზერით.-საოცარია, კვალზე რა მალე გავედით ამ მოკლე დროში...
-ჯერ ნუ იჩქარებ ლევან-მოჭუტული მზერით მიუგო მამაკაცმა და თავი გააქნია-ჯერ ყველაფერი წინ არის. ბევრი რამეა, რაც ჯერ არ გარკვეულა და მალე, ყველა საეჭვო საქმეს გამოვარკვევთ.
*************************
როგორც ლევანმა თქვა, ფირზე მოსმენილი მამაკაცების საუბრიდან მისამართი და შეხვედრის ადგილი ირკვეოდა. გაბრიელმაა იცოდა, რომ მხოლოდ ამ ინფორმაციითაც შეეძლო, მოღალატის ვინაობის გაგება და ნიკოლოზ კოპაძის სუფთა კვალზე უსაფრთხოდ გაყოლა.
მეორე საღამოსვე, როგორც მოსმენილ ინფორმაციაში იყო მითითებული, მანქანით დაიძრა დანიშნულების ადგილისკენ.
გზაში ლევანის ზარმა გაუფანტა ყურადღება.
-გისმენ.
-გაბრიელ, რას აპირებ?
-ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ დანაპირებს ნამდვილად ავუსრულებ და თავბედს ვაწყევლინებ იმისთვის, რაც კომპანიას გაუკეთა.
-ფრთხილად იყავი, ნიკოლოზი მას კარგად იცნობს და მისი მოკვლის შემთხვევაში, აუცილებლად ჩაებმება ხელახალ ომში.
-რატომ ხელახალში? ვინ თქვა, რომ ძველი ომი უკვე დასრულდა?
-თავი გააკონტროლე და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც შემდეგ შენ და შენს საქმიანობას ზიანს მოუტანს.
-გავიგე ლევან, გავიგე.-ამოიოხრა გაბრიელმა.-დამშვიდდი და ჩემს ზარს დაელოდე, როცა ყველაფერს მოვაგვარებ, დაგიკავშირდები.
-კარგი ძმაო, ჩემი გაფრთხილება არ დაგავიწყდეს.
გაბრიელი მიხვდა, რომ სისწრაფის ხარჯზე, დათქმულ ადგილას უკვე მისულიყო და გზის ნაპირას მანქანაც შენიშნა.
სწრაფად გადავიდა და იმ მანქანისკენ გაემართა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით რომ იყო გაჩერებული. სავარძლებზე არავინ იჯდა, მანქანაც შიგნიდან ჩაეკეტათ, ამიტომ, ირგვლივ მიმოიხედა და ტყისკენ მიმავალი მაღალი სილუეტი შენიშნა შორიდან.
მამაკაცი ნელა, შეუმჩნევლად და ფეხდაფეხ აედევნა მიმავალს და ცოტა ხანში დაეწია კიდეც. მასთან მიახლოებულმა, საყელოში ხელი ჩაავლო და ერთ ადგილას შეაჩერა კაცი, მერე კი, მოტრიალება აიძულა, მიუხედავად უცნობის წინააღმდეგობისა.
-გამიშვი, შე ნაბი****ო.
-დაწყნარდი და ნუ ფართხალებ შეშინებული კურდღელივით, კაცურად მოიქეცი...-მკაცრად მიუგო გაბრიელა და მისკენ შეატრიალა გაფითრებული სახით მდგარი მამაკაცი.-შენი დედაც, შე ახვ***ო... შეენ? იცი, რომ გამყიდველი ნაბ***ვით მოიქეცი? მე კი ასეთებს არაფერს ვპატიობ, ვინც არ უნდა იყოს.
-ჩემგან რა გინდა?-ამოიკნავლა საწყლად.
-მე მეკითხები?-ცინიკურად გადაიხარხარა გაბრიელმა და ბრაზისაგან ჩაწითლებული თვალები გაუსწორა წინ მდგარს-მე ხომ გითხარი, რომ გაგისწორდებოდი ისე, როგორც დაიმსახურე? აბა, ახლა მითხარი, რა მოგიხერხო...
-ყველაფერს გამოვასწორებ, არ მომკლა.-მუდარით სავსე თვალებით მიაჩერდა კაცი.
გაბრიელი თვალებმოჭუტული უმზერდა კომპანიის გამყიდველს და მოღალატეს და ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რაც მის სიკვდილზე უკეთესი იქნებოდა და თანაც სარფიანიც. ბოლოს კი, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, ცალყბად ჩაიღიმა და კაცს გამაფრთხილებელი ხმით მიმართა:
-არ მოგკკლავ, მაგრამ შენს ჩაჯ***ს შენვე გამოასწორებ. იმ კაცს, ვისაც აქ უნდა შეხვდე, შეხვდები და იმაზე მეტს გაიგებ ნიკოლოზ კოპაძის პირადი ცხოვრების შესახებ, ვიდრე აქამდე ნებისმიერმა სულიერმა იცოდა. გასაგებად ვსაუბრობ?
შეშინებულმა კაცმა თავი მაშინვე დაუქნია, მაგრამ გაბიელს საყელოში ჩაკიდებული ხელი ჯერაც არ გაეშვა მისთვის.
-ახლა, სიტუაცია პირიქით შემობრუნდება, შენ ჩვენ დაგვეხმარები ცნობების მოძიებაში და ინფორმაციას მოგვაწვდი, და თუ გავიგებ, რომ ისევ მათი მოკავშირე ხარ, ტყვიას შიგ შუბლში დაგაჭედებ. იმედია გასაგებია.
გზის პირას მანქანის მუხრუჭის ხმამ მათ ყურადმდეც მიაღწია და გაბრიელი მიხვდა, სტუმარიც სწვეოდათ.
-კარგად მომისმინე, ნიკოლოზის ახლობელ ადამიანებზე ჩამოაგდე სიტყვა და გაიგე, დედა თუ ჰყავს, ან საცოლე. ისე იკითხე, რომ არაფერი შეგატყოს და არ დაეჭვდეს, თორემ ჩემამდე ისინი მოასწრებენ შენს მოკვლას.
-გავიგე, ბატონო გაბრიელ. ყველაფერს გავარკვევ.
გაბრიელმა რამდენიმე წამით თვალი გაუსწორა და შემდეგ ირგვლივ მდგარი ხეებიდან ერთ-ერთს ამოეფარა.
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, გაბრიელმა ის მოისმინა, რაც სურდა. ნიკოლოზის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პერსონა ტყის შაუგულში იდგა იმ მოღალატესთან ერთად, ვინც თავისი კომპანიის საიდუმლო ინფორმაცია გასცა.
გაბრიელი ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს, განსაკუთრებით კი, სმენა მაშინ დაეძაბა, როდესაც მისი მტრის მოკავშირე ნიკოლოზის ოჯახზე ალაპარაკდა. არ ეგონა, ასე ადვილად თუ დაიწყებდა საუბარს ამდენად მნიშვნელოვან თემაზე, თუმცა, როგორც ჩანს უცნობი საკმაოდ ენდობოდა მას, ვინც თავისი კომპანია გაყიდა და ვერც გაიფიქრედა, თუ რა მახეს უგებდა გაბრიელი მას.
-შეიძლება გავიგო, ვისთვის ვმუშაობ?-ჰკითხა ცნობისმოყვარე სახით "მოკავშირეს" გაბრიელის თანამძრახველმა.
-მეგონა უკვე იცოდი ნიკოლოზის შესახებ.
-მაინტერესებს, ეს ყველაფერი მარტომ წამოიწყო თუ ოჯახური ბიზნესია.
-ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მამა ჰყავდა და ისიც რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, ახლა სრულიად მარტოა, ახლობელი ადამიანებიდან კი მხოლოდ შეყვარებული დარჩა.
-ესე იგი, მალე ბოსის ქორწილში აპირებ თამადობას-ჩაიცინა კაცმა.
-ჯერ არა, ვახტანგ, ჯერ ყველა უთანხმოება და დაპირისპირება უნდა მოაგვაროს ნიკოლოზმა-გამოეპასუხა მოსაუბრე.-თანაც, მხოლოდ ორი წელია გასული, რაც ბოსი და ის გოგო ერთმანეთს ხვდებიან.
-ზოგჯერ ეს დროც საკმარისია ადამიანის ახლოს გასაცნობად.
-ზოგჯერ რამდენიმე წამიც საკმარისია მზერით ადამიანის ვინაობის ამოსაკითხად.-ჩაიცინა მამაკაცმა და ვახტანგს ხელი გაუწოდა.-მოხარული ვარ შენი სიმამაცით. ფულს ორ დღეში გადმოგირიცხავ ანგარიშზე, მანამდე კი ფრთხილად იყავი, რამე არ შეგეტყოს და მიგიხვდნენ.
-გმადლობ ძმაო-ხელი ჩამოართვა ყალბი ღიმილით და მზერით გააცილა "მოკავშირე".
კაცის წასვლიდან რამდენიმე წამში, გაბრიელი ვახტანგს მიუახლოვდა და დაკვირვებული მზერით მიაჩერდა.
-საუბარი მოვისმინე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მასთან კავშირს და ურთიერთობას არ გაწყვეტ და რამენაირად ისევ დაუკავშირდები, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საქმიან კონტექსტში თუ "ძმობილობის" ხარჯზე. მთავარია, რამე საეჭვო არ შეგემჩნეს. ახლა თავისუფალი ხარ და დაიმახსოვრე, სანამ ფულის გადმორიცხვას დააპირებს, შეატყობინე, რომ ასე სარისკოა და გინდა, რომ პირადად შეგხვდეს თანხის გადმოსაცემად. მერე კი, უფრო მეტად დაუახლოვდები და უფრო ვცრლად გამირკვევ, რა დამოკიდებულება აქვს ნიკოლოზს იმ გოგოსთან.
-გასაგებია, ბატონო გაბრიელ, არ დაგაღალატებთ.
-ეს ერთხელ უკვე გააკეთე და რამე რომ შეგატყო, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე მოკვდები.
*******************
-კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბინაში.-მომღიმარი სახით შეაბიჯა ლევანმა გაბრიელის ახალ სახლში, რომელიც წინასთან შედარებით, საკმაოდ დიდი და კარგად მოდერნიზებული იყო.
-მოდი, დამეწვიე-სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა გაბრიელმა და თავისთვის კიდევ ჩამოასხა.
-დაგეწვევი, მაგას თქმა რად უნდა. აბა, მითხარი, რა სიახლეებია საქმეზე.
-იმის გარდა, რაც ვახტანგთან დაკავშირებით მოგიყევი, არაფერია ახალი.
-მაგრამ შენ ასე ჯდომას არ აპირებ, ხომ ასეა?-წარბი ასწია ლევანმა და მეგობარს გამომცდელად მიაჩერდა.
-კარგად მიცნობ-ჩაიღიმა გაბრიელმა.-რათქმაუნდა, არ ვაპირებ. სანამ ის იდიოტი დამქაში რამეს გაარკვევს, ამას თავად გავაკეთებ. დამატებითი ინფორმაცია არ მაწყენს.
-იმ გოგოზე ლაპარაკობ?
გაბრიელმა თავი დაუქნია ჩაფიქრებული მზერით და სავარძელში კომფორტულად ჩაესვენა.
-მომისმინე, ხომ არ ჯობია, სიმართლე პირდაპირ ნიკოლოზისგან გავიგოთ?
-გგონია, გვეტყვის?-წარბები მაღლა აქაჩა გაბრიელმა და თავი დარწმუნებით გააქნია.-მისნაირებს მხოლლოდ მუქარით თუ გამოსტყუებ ინფორმაციას.
-შენი აზრით, ის გოგო ამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, რომ საკმარისი ყურადღება მივიქციოთ?
-გავარკვევ. თუ სხვა არავინ ჰყავს ისეთი ახლობელი, როგორიც ოჯახის წევრია, არც შეყვარებულით მანიპულირება იქნება ურიგო. ყოველ შემთხვევაში, ამას თავად დავინახავთ. საკმარისია, მხოლოდ მოვლენების განვითარებას ვადევნოთ თვალი და უმოქმედოდ არც ჩვენ ვისხდეთ.
-მართალია, არ უნდა დავუშვათ, რომ ის ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ იყოს, გეგმებით ჩვენ უნდა ვუსწრებდეთ. იმ გოგოს გატაცება კი, შესაძლოა, ამაში დაგვეხმაროს და ნიკოლოზი აიძულოს, სიმართლე თქვას.
გაბრიელმა ეშმაკურად ჩაიღიმა და გამჭირვალე ჭიქიდან მარტინი მოსვა.
*******************
გაბრიელმა შინდისფერი პორშე ცხრა სართულიანი კორპუსის სადარბაზოსგან ოდნავ მოშორებით გააჩერა და დაკვირვების ობიექტის გამოჩენას დაელოდა. ინტერნეტიდან ამობეჭდილ ცნობებთან ერთად, გოგონას ფოტოები ნანახი ჰქონდა, თუმცა პირადად არასოეს ენახა, ამჯერად კი, მოაკითხა, რადგან თავისი მტრის შეყვარებული ახლოდან გაეცნო. როგორც ტავად ჰქონდა გადაწყვეტილი, ჯერ არაფერს აპირებდა გოგონასთან დაკავშირებით, მხოლოდ პირადად ხილვა სურდა.
თუმცა, თვალთვალის ობიექტი გამოჩენას არ ჩქარობდა. გაბრიელმა მოწყენილობისგან ამოიოხრა და ბრაზიანად, დაბალ ხმაზე ამოილაპარაკა:
-ამის დედაც, უკვე ნახევარი საათი გავიდა, რაც იგვიანებს. რა შარი ავიკიდე მხრებზე საკუთარი ნებით, ამ დედამო****ი ნიკოლოზის წყალობით...
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, სადარბაზოდან არც ისე დიდი ასაკის, გრძელი, დატალღულთმიანი გოგონა რომ გამოვიდა და მხარზე მოკიდებული ზურგჩანთა ხელთათმანებწამოცმული ხელით რომ შეისწორა. როგორც შორიდან შეატყო, ბავშვური სახე და ლამაზად გამოკვეთილი ყვრიმალები ჰქონდა გოგოს, სიმაღლით კი, მასზე ორჯერ დაბალი მაინც იქნებოდა.
-ამ ბავშვს აეკიდე ნიკოლოზ?-ცინიკურად ჩაიცინა გაბრიელმა და უფრო დაკვირვებით დააკვირდა სიცივის გამო სწრაფად მიმავალ გოგონას.-ფუ, შენი პიდარასტი დედაც...
გოგონა მალე ჩამოშორდა მანქანას და მხედველობის არეალიდანაც გაუჩინარდა, ამიტომ გაბრიელმა მანქანა უხმაუროდ დაძრა და ნელა მიჰყვა ტროტუარზე მიმავალს.
-საით გაგიწევია, ჩიტუნავ? ან შეყვარებული სად გყავს, ფრთხები რომ მოგეყინა მარტო ფრენით?-თავისთვის ჩაილაპარაკა გაბრიელმა და შეამჩნია, გაჩერებაზე გაჩერდა გოგო.-აჰა, ესე იგი, შენც საზოგადო ტრანსპორტით სარგებლობ და არანაირ პრივილეგიებს არ ფლობ, მიუხედავად შენი მდიდარი შეყვარებულისა.
გაბრიელი მთელი ის დრო, სანამ ავტობუსი მოვიდოდა, ყურადღებით აკვირდებოდა გოგონას, გონებაში იზეპირებდა მის რეაქციებს და მანერებს. ცდილობდა, გარეგნული ქცევით დაესკვნა, როგორი იყო გოგონა შინაგანად, თუმცა ისე არ გამოსდიოდა, როგორც ამა სხვა ადამიანებზე დაკვირვებით აკეთებდ. რაღაც უშლიდა ხელს, თუმცა, არ იცოდა, რა იყო ეს "რაღაც". შესაძლოა, ის ფაქტი, რომ მტრის საყვარელ ადამიანი ედგა თვალწინ, ხელს უშლიდა წინასწარ დასკვნების გამოტანაშI. თუ, გოგონაში იყო საქმე? ცხვირაწითლებული, თბილ, ნაქსოვ ხელთათმანებში მოქცეული ხელებით იჭერდა ქურთუკის საყელოს, რომ ყელი არ გაჰყინვოდა და ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა, თვალები კი ხან სად გაურბოდა, ხან სად. ხალხს აკვირდებოდა გოგონა, რომლებიც მის გარშემო იდგნენ და ტრანსპორტის მოსვლას ელოდნენ, მასსავით.
გაყინულლმა, შენიშნა, როგორ გადაუფრინა თავზე მერცხალმა და მის წინ, ნამცეცების ასაკენკად დაფრინდა. გოგონა თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა, რაც გაბრიელს არ გამოჰპარვია და თვალებმოჭუტული მიაჩერდა დაკვირვების ობიექტს.
გოგო უმოძრაოდ იდგა და მერცხალს სიყვარულით სავსე მზერით შეჰყურებდა, თითქოს შინაური ცხოველი ყოფილიყო და მას გაეზარდა, სანამ ჩიტი არ აფრინდა.
-ესე იგი, ახლა ბუნების მოყვარულსაც თამაშობ არა?-თავი გააქნია მამაკაცმა და ცალყბად ჩაიცინა.-ასე არ გამოვა პატარავ, თვალთმაქცობა ცუდი საქციელია და ასეთი გოგონები აარავის პატივისცემას არ იმსახურებენ.
გაბრიელის სიტყვებში ირონია იყო გარეული, ფიქრობდა, რომ გოგო მხოლოდ ხალხის დასანახად იქცეოდა ასე, შინაგანად იკი, ისეთივე ბინძური სულის მქონე იყო, როგორც დანარჩენი საზოგადოება, როგორც ის ქალები, ვისთანაც კი ოდნავი, მცირეხნიანი კონტაქტი ჰქონია გაბრიელს, ვისაც მხოლოდ ერთი ღამისთვის იყენებდა და ისინიც თანახმანი იყვნენ, ან ის ქალები, ვინც მდიდარ კაცებს ფულისა და დიდების გამო ეტენებოდნენ, მათზე ათი, ოცი წლით უფროს მამაკაცებთან მხოლოდ ქონების გამო იყვნენ და მლიქვნელურად ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახათ ამით.
გაბრიელი საკუთარ თავში იმდენად მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ვერავინ გადაათქმევინებდა ამ აზრს იმ წუთში. ამასობაში, ავტობუსიც მიუახლოვდა გაჩერებას და იმ ფაქტმა, რომ გოგონაც ჯერ მასზე უფროსები აატარა ავტობუსში, გაბრიელის გონებაში კიდევ მრავალი სარკასტული აზრი გამოიწვია.
-გარეგნულად უფრთო ანგელოზის სახე გაქვს, შინაგანად კი, ნიკოლოზზე უარესი ხარ ალბათ. არაუშავს, ამას შენმა შეყვარებულმა მიხედოს, რომელსაც ჰგონია, რომ გვერდით უცოდველი კრავი ჰყავს შენი სახით.
ავტობუსში ნელა ავიდა გოგონა, ბიჭის ყურადღება კი ქარისაგან აფრიალებულმა, გოგონას გრძელმა, ჟღალმა თმამ მიიქცია, თუმცა საბოოლოოდ, რადგან შემდეგ ავტობუსი დაიძრა, ბიჭი კი უკან აღარ გაჰყოლია.
********************
საღამოს ათ საათზე, ადგილობრივ ბარში ერთ-ერთ მაგიდასთან, ვახტანგი გაბრიელს ელოდა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მამაკაცის დანახვაზე, ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ გაბრიელმა მხოლოდ მოჭუტული მზერა შეაგება მის ხელს და ვახტანგის წინ ჩამოჯდა.
-აბა, გისმენ.-ხელისგულებით ფეხებს დაეყრდნო გაბრიელი და წინ, მოსაუბრისკენ გადაიხარა მთელი ტანითა და ცივი სახის გამომეტყველებით.
-ბევრი ვერაფერი გავიგე იმ გოგოზე.
-რაც გაიგე, ის მომიყევი-მოკლედ და მკაცრად მოუჭრა მამაკაცმა.
-ნიკოლოზის შეყვარებული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, მეორე კურსზეა.
-ეგ უკვე გავარკვიე, თანაც საკმაოდ ადვილად, ამიტომ შენ ის მითხარი, როგორი დამოკიდებულება აქვ მდიდარ შეყვარებულთან, ან მისი მშობლები როგორ ეკიდებიან ამ ამბავს.
-გოგო ბავშვთა სახლში გაიზარდა, როგორც ჩანს, ძალიან ადრე მიატოვეს. როგორც გავიგე, ნიკოლოზი მართლა უყვარს და ფულის გამო არ ჩერდება მასთან. ერთმანეთი უნვერსიტეტის მიერ გამართულ წვეულებაზე გაიცნეს, როცა ნიკოლოზი მიწვეული იყო, როგორც ახალი პროექტების დამფინანსებელი.
-გამოდის, პატარა გოგოს უფროსებთან თამაში ჰყვარებია.
-ასეა.-თავი დაუქნია ვახტანგმა ფარისევლური ღიმილის თანხლებით და მოყოლა განაგრძო-მანამდე ამ გოგოს შეყვარებული არასდროს ჰყოლია, ალბათ ამიტომ გაგრძელდა მათი ურთიერთობა ამდენ ხანს, თანაც, ნიკოლოზს თუ ვინმე სერიოზულად მოეწონა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის მიისაკუთროს.
-უყურე შენ-თავი გააქნია გაბრიელმა, მერე კი, უფრო მეტად თავისთვის ჩაილაპარაკა-ესე იგი, ძნელად გადაიტანს შეყვარებულთან განშორებას და თუ მისი სითბო მოაკლდება, ამას ასე არ დატოვებს.
-რა თქვით ბატონო?
-არაფერი საშენო.-მკაცრად მოუჭრა და წამოდგა.-იმ შენს "მოკავშირესთან" ურთიერთობა ისე გააგრძელე, რომ არაფერი იეჭვოს, ჩემ გარეშე კი, მასთან შეხვედრა აზრადაც კი არ გაივლო.
-კარგი.-თავი დაუქნია ვახტანგმა.
გაბრიელი ბარს სწრაფი, თავდაჯერებული ნაბიჯებით გაეცალა, როგორც მას სჩვეოდა და მანქანაში ჩამჯდარი, უკვე ნაცნობი კორპუსისკენ დაიძრა.
******************
გოგო უნივერსიტეტიდან სახლში, როგორც წესი შუადღით, ან მოსაღამოებულზე ბრუნდებოდა ხოლმე. გაბრიელი, ერთი-ორჯერ დაუდარაჯდა უნივერსიტეტის წინ და დააკვირდა, რით მიმოდიოდა. როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზე მარტივად იყო, ვიდრე ბიჭს ეგონა. გოგო უმეტესად ავტობუსით, ხანდახან კი სამარშუტო ტაქსით ბრუნდებოდა სახლში. ნიიკოლოზის გავლენა არც ტრანსპორტის თემაში ჩანდა.
ერთ საღამოს, როდესაც მანქანით სახლამდე მიჰყვა გაბრიელი, შენიშნა, როგორ საუბრობდა გოგონა ტელეფონზე და მისი მომღიმარი სახის მიხედვით მიხვდა, ვისაც ესაუბრებოდა. სადარბაზოს წინ დაუდარაჯდა ბიჭი და შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე წამში, კორპუსს შავი ჯიპი მიადგა, რომელშიც სავარაუდოდ ნიკოლოზის მძღოლი იჯდა. გოგონა საღამოს კაბით გამოჩნდა კიბეზე. არც იმდენად გამომწვევი იყო მისი კაბა, როგორიც ბიზნესმენის საცოლეს შეეფერებოდა, არც ისეთი მდიდრული, როგორსაც გაბრიელი წარმოიდგენდა, მაგრამ, მაინც არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ასე ნიკოლოზისთვის გამოეწყო გოგო. თავისი გაღიზიანება კი იმ ფაქტს გადააბრალა, რომ ნიკოლოზისთვის სამაგიერო ჯერაც არ გადაეხადა.
როცა გოგონა ჯიპში ჩაჯდა, მაშIნვე გადაწყვიტა, მანქანას უკან მიყოლოდა და ასეც გააკეთა. მთელი გზა, შეუმჩნევლად მიჰყვებოდა ჯიპს, მანამ, სანამ მანქანა ძვირადღირებული რესტონის წინ არ გაჩერდა. ამ დროს, გაბრიელმა კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც რესტორნიდან გამოვიდა და მანქანისკენ დაიძრა. ჯიპის კარი მძღოლმა გამოუღო გოგონას, ის კი გადავიდა თუ არა, წინ მდგარ მამაკაცს მოეხვია ყელზე.
გაბრიელს, რატომღაც ეს სცენა ამაზრზენად მოეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულების მხრიდან ჩვეულებრივ საქციელს ჰგავდა ჩახუტება.
რამდენიმე წუთი მშვიდად აკვირდებოდა წყვილს და შემდეგ დაასკვნა, რომ მართლაც თბილი და ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ამ ორს ერთმანეთთან. გაჩერებული მანქანა მანამ დაძრა, სანამ ვინმე შეამჩნევდა და ადგილს სწრაფად გაეცალა, გონებაში კი, გოგონას გატაცების გეგმა მარტივად დახატა.
მზიანი დღე გათენდა. გაბრიელს ლევანისთვის უკვე დაერეკა და სიახლეები ეცნობებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გატაცება საღამოსთვის იგეგმებოდა, პირველ რიგში, გაბრიელის მიერ, ხოლო უკანა რანგზე მდგომი მონაწილეები გაბრიელი თანმხლები დაცვის წევრები იყვნენ, რომლებსაც, კარგად შეიარაღებულებს უნდა შეეჩერებინათ ნიკოლოზის დამხმარეები.
გაბრიელმა, გვარიანად არეული საწოლიდან თავი წამოსწია და მცხუნვარე მზის სხივებს შეაგება მზერა, მერე კი, კისერი მარჯვნივ მიატრიალა და საწოლში მასთან ერთად მწოლიარე უცნობის სხეულს მიაჩერდა.
დილით, ადრე ადგომას მიჩვეული იყო გაბრიელი, თუმცა, როგორც ჩანს, ღამით გადაჭარბებულმა ალკოჰოლის დოზამ დილით ძილის ხანგრძლივობაც გაზარდა. მამაკაცი აუჩქარებელი მანერებით წამოდგა საწოლიდან და ტრუსი ამოიცვა. ნახევრად შიშველი, ნომრისთვის განკუთვნილი სააბაზანოსკენ დაიძრა და ცივი წყალი მოუშვა.
მას შემდეგ, რაც ცივი შხაპი მიიღო და სხეული უკვე გაანთავისუფლა დაძაბულობისა და უარყოფითი ენერგიისგან, საძინებელში დაბრუნებულმა, საკუთარ ტანსაცმელს დაავლო ხელი და სწრაფად ჩაიცვა, მერე კი სასტუმროს მიმღებში ჩავიდა, ნომრის ანაზღაურება გადაიხადა და მანქანით საკუთარი სახლისკენ დაიძრა.
******************
საღამოს რვა საათი იწყებოდა, გაბრიელი კი თავისი ჩანაფიქრის შესასრულებლად ემზადებოდა. როგორც უკვე გაარკვია, ნიკოლოზის გოგო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, საღამო საათებში კი პრაქტიკებზე გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე შეეძლო პაციენტების მიღება და მათთან გასაუბრება. ეს კარგად იცოდა გაბრიელმა, ამიტომ დასახულ გეგმაში სწორედ ეს იყო ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც პირველად გადადგამდა გოგოსკენ.
მანქანა იმ კლინიკის წინ გაეჩერებინა, სადაც გოგონა გადიოდა პრაქტიკებს. როგორც ჩანს, უკვე მოეგვარებინა ფსიქოლოგამდე მისაღწევად გასავლელი კურსი და პაციენტების სიაში ჩაუწერელად უწევდა რიგის გავლა.
კაბინეტი, რომელშიც გოგონა ელოდა თავის პაციენტებს, დერეფნის ბოლოში აღმოჩნდა. გაბრიელმა ეს მანძილი თავისუფლად გაიარა და კაბინეტის კარზე მსუბუქად დააკაკუნა.
-მობრძანდით-კარს იქიდან გოგონას ბავშვური ხმის ტემბრით ნათქვამი თავაზიანი პასუხი შემოესმა და კარიც უყოყმანოდ შეხსნა.
-გამარჯობათ-თბილად გაუღიმა გოგომ და მოციმციმე, ზურმუხტისფერი თვალები გაბრიელის შავ, წყვდიადივით მუქ თვალებს შეაგება. შემდეგ გოგონამ მის წინ მდგარ სავარძელზე ანიშნა, ჩამომჯდარიყო და თავად მაგიდაზე აკურატულად დალაგებული ფურცლები შეასწორა.
-თქვენი სახელი?
-გაბრიელი-გამჭოლი მზერის თანხლებით უპასუხა ბიჭმა და გამომცდელად მიაჩერდა გოგონას შემდეგი შეკითხვის მოლოდინში.
-მე მარიტა ვარ.
-ვიცი, ვინც ხარ-გააწყვეტინა ბიჭმა.
გოგოს მზერაში შეშფოთება დაეტყო, თუმცა არ გამოუხატავს და გაბრიელის უხეშობა არ შეიმჩნია.
-მომიყევით, რა გაწუხებთ.-დაკვირვებით მიაპყრო თვალები ბიჭს და მისკენ ოდნავ გადაიხარა.
გაბრიელმა ამ ჟესტზე ცალყბად ჩაიღიმა და გამყინავი მზერა ესროლა გოგონას.
-რა თუ ვინ?
მარიტამ წარბები აზიდა და გაბრიელისთვის თვალის მოუშორებლად მოსვა ჭიქიდან წყალი.
-მე ფსიქოლოგი ვარ და მატერიალურ პრობლემებს ვერ მოგიგვარებთ.
-ანუ დახმარებაზე უარს მეუბნებით?-ირონია გაჟღერდა გაბრიელის ხმაში და მზერაშიც შეეტყო ცინიზმი.-მე კი მეგონა, სანდო ფსიქოლოგი იყავით.
გოგონამ რამდენიმე წამით უყურა თვალებში წინ მჯდარ მამაკაცს. ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და არც გაბრიელი იყო ჩვეულებრივი კლიენტი, საფრთხეს, როგორც წესი, წინასწარ გრძნობდა ხოლმე და არც ახლა ყოფილა გამონაკლისი, თავიდანვე იყნოსა საფრთხის სუნი, თუმცა, დასახმარებლად ვერავის დაუძახა.
როდესაც დაძაბულობამ იმატა და მარიტასაც სერიოზულ შიშში გადაეზარდა უბრალო სიფრთხილე, გადაწყვიტა, საკუთარ თავს თავად დახმარებოდა ისე, რომ გაბრიელს ვერც კი გაეგო ეს, ამიტომ არ შეიმჩნია შიში და საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა, თუმცა, როგორც კი ფეხზე წამოდგა, გაბრიელიც მის წინ აღიმართა და მიუახლოვდა.
-ჯობს, ადგილიდან არ დაიძრა.
-რის გაკეთებას აპირებთ?-ჩურჩულით იკითხა გოგომ, რადგან, შიშისაგან ხმა წართმეოდა.
-თავად ნახავ, მანამდე კი, შეიძლება, შენითაც მიხვდე, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, მარიტა-ცბიერი ღიმილით გადაუწია კულული ყურზე და ჟღალი თმა ხელით შეათამაშა.-ბუნებრიობას თამაშობ პატარავ?
-თამაში არ მიყვარს.-წარბშეკრული გამოეპასუხა გოგონა.
-არა? აბა ნიკოლოზს რატომ ეთამაშები მოსიყვარულე ქალის როლს?
გოგოს მზერა გაუშეშდა და სახეზე გაფითრდა.
-რაო, ხომ არ შეგეშინდა?
-ნიკოლოზისგან რა გინდა?-ბრაზიანად შეეკითხა მარიტა და თვალებშI გამომწვევად ჩააშტერდა გაბრიელს. ბიჭს მის სითამამეზე ჩაეღიმა. ლამის დაავიწყდა, როგორი პატარა იყო, იმდენად დიდი სიმტიცე იგრძნო მის ხმაში.
-ცნობისმოყვარეობა ადამიანს რომ ღუპავს, არ გაგიგია?-უფრო მეტად მიუახლოვდა მასზე ორი თავით დაბალ გოგოს და თავი ცერად დახარა-როგორ გირჩევნია, უხმაუროდ და უმტკივნეულოდ დამემორჩილო თუ გატკინო?
გოგოს სსაპასუხოდ ბაგეც არ შეუხსნია, დაჟინებით მისჩერებოდა გაბრიელს თვალებშI და ადგილიდან არ იძვროდა. როგორც ჩანს, სიჯიუტე ეტყობოდა მზერაში და მამაკაცს მასზე უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევდა, ვიდრე აპირებდა.
-ხმა ამოიღე-შეუღრინა ბიჭმა.
-როგორ გგონია, ჩემი ნებით წამოვალ იქ, სადაც შემდეგ მომკლავ და ჩემს გვამს ისე გადამალავ, რომ ვეღარავინ იპოვოს ქვეყნის გულზე?-თავი ცერად გადახარა გგოგონამ და ხელებგადაჯვარედინებულმა გაუსწორა თვალი თვალშI.
-ბევრს ლაპარაკობ, იცი?-კბილებში გამოსცრა გაბრიელმა.
-რამდენიც საჭიროა, იმდენს ვლაპარაკობ.-არანაკლებ ბრაზიანად უპასუხა მარიტამ.
-ანუ არ აპირებ დამორჩილებას და ჩემი კეთილი ნებით სარგებლობას...-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ქამრიდან იარაღი ამოაძვრინა.
მარიტამ პირზე ხელი აიფარა, რომ არ დაეკივლა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია გაუცნობიერებლად.
-ხომ არ შეგეშინდა?-ირონიულად ჩაეკითხა გაბრიელი და ჩაიცინა.
-შეშლილი ხარ?-წამოიკივლა გოგომ და ფანჯრის სახელურს მოეჭიდა, თუმცა, რატომ, თავადაც არ იცოდა, რადგან გამოღების შემთხვევაში, გადახტომას მაინც ვერ შეძლებდა მეოთხე სართულიდან.
-შენს ადგილას ამ აზრს თავიდან ამოვიგდებდი-ფანჯარაზე მიანიშნა გაბრიელმა-თუ სიკვდილი არ გინდა, რათქმაუნდა.
მარიტამ, დასამშვიდებლად ღრმად ამოისუნთქა და სცადა, დამშვიდებულიყო, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ გაბრიელი რამეს დაუუშავებდა, შიშისაგან თავისით წაუვიდოდა გული და მერე ვინ იცის, გადაარჩენდა თუ არა წინ მდგარი შეშლილი უცნობი.
-აბა, რას აპირებ?-ჰკითხა ბიჭმა დაკვირვებული სახით.-წამომყვები?
-შენთან ერთად წამოსვლას სიკვდილი მირჩევნია.
-მართლა?-გაბრიელი, წარბშეკრული მიუახლოვდა და იარაღი ყელზე მიაბჯინა.-თუმცა, ალბათ იმის იმედი გაქვს, ხმაურზე რომ ვინმე შემოვა და გადაგარჩენს. იცი, რომ შემიძლია, უხმაუროდაც გამოგასალმო სიცოცხლეს? მთავარია, რამდენად გიღირს სიცოცხლე...
ბიჭმა იარაღი შეინახა და გოგონას თბილ ყელს ცერა თითი ნაზად დაუსვა, მერე კი, საძილე არტერიასთან შეაჩერა თითები.
-ალბათ, გეცოდინება, რომ სულ ორი წამია საჭირო ამის გასაკეთებლად. დაფიქრდი, შენი სიკვდილი რამდენად გაახარებს ნიკოლოზს?
-არაკაცი ხარ-კბილებს შორის გამოსცრა აცრემლიანებული თვალებით მარიტამ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-არა პატარავ, არაკაცი ასე არ მოგექცეოდა-ცერა თითით ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა და სახე მისკენ დახარა.-შენს მოკვლას არ ვაპირებ, ეს რომ მნდომოდა, მანამდე გავაკეთებდი.
-როგორ დამამშვიდე-ცინიკურად ჩაილაპარაკა გოგომ და მას ახედა.
-კარგი, მოდი, სიტუაციას აზარტულობა შევმატოთ...
გაბრიელი მაგიდაზე მდგარ ყურმილს მიუახლოვდა და მედდას გამოძახების მიზნით, ღილაკს თითი დააჭირა.
-რა ჯანდაბას აპირებ?-ხმაში სასოწარკვეთილება დაეტყო გოგოს და ბიჭს მკლავებში სტაცა ხელები. გაბრიელმა სწრაფად გაუკავა მარიტას ხელები და ახლოს მიიზიდა. თითქმის ბიჭის მკერდზე აკრულმა, თვალები გააპარა გაბრიელისკენ და განსათავისუფლებლად გაიბრძოლა, თუმცა, როგორც ჩანს, ბიჭს ძლიერად ეჭირა.
-მოისვენე-ყურშიი მკაცრად უჩურჩულა ბიჭმა და ამ დროს, კარზე კაკუნიც გაისმა.
-ქალბატონო მარიტა, თქვენ გამომიძახეთ?
გაბრიელმა გოგოს ხელი მაგრად გაუკავა და იარაღი კარს დაუმიზნა. კარი ნელა შეიხსნა და მედდამ თავი შემოყო, თუმცა, იარაღის დანახვაზე, შეშინებულმა შეჰკივლა.
-კარი დახურე და გაშეშდი.-გააფრთხილა გაბრიელმა. ქალი დამორჩილდა და კარზე ზურგით აეკრო.
-რას აკეთებ შე შეშლილო?-უყვირა მარიტამ.
-შენზე მანიპულირების მეტს არაფერს, პატარავ.-ცივად გაუღიმა ბიჭმა და იარაღი გადატენა. მარიტას ეს ხმა მეხის გავარდნასავით ცხადად ჩაესმა ყურში და შემკრთალი მიაჩერდა იარაღს.
-კარგი, კარგი, თანახმა ვარ. არ ესროლო-სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.
-რა უცებ დამთანხმდი.-თავი გააქნია გაბრიელმა.-ამიერიდან მეცოდინება, რომ სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენება შენზე კარგად მოქმედებს.
-მანიაკი ხარ-მიახალა გოგომ და გაბრიელთან ერთად კარისაკენ დაიძრა. ბიჭმა ქალს თვალით ანიშნა, გვერდით გაწეულიყო. დერეფანი ისე გაიარეს, რომ არავის არაფერი უეჭვია, თუმცა, პიირველ სართულზე ჩასულებს, უკვე მისწვდათ დაცვის ძახილი, სავარაუდოდ მედდას ენის წყალობით. გაბრიელმა ნაბიჯს აუჩქარა და გოგოც აიძულა, უფრო სწრაფად ევლო. მარიტა ფეხდაფეხ მიჰყვა და მალე სიარული სირბილშიც გადაეზარდათ. მანქანის წინა სავარძელზე მარიტა ბამბის თოჯინასავით დააგდო გაბრიელმა და საჭეს სწრაფად მიუჯდა.
შავი ფერარი ნაკლებად ცნობილი ქუჩების ტროტუარზე სწრაფად გასრიალდა.
-რას მიპირებ?-წარბგაუხსნელად ჰკითხა გოგონამ.
-განსაკუთრებულს არაფერს-უემოციოდ უპასუხა გაბრიელმა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს გოგოსთვის.
-რისთვის გამიტაცე?
-დღეისათვის ბევრი კითხვაა-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ქუჩის ბოლოს როგორც კი მიუახოვდა, მარჯვნივ შეუხვია და ძლიერად დაამუხრუჭა.
გაბრიელი მანქანიდან გადმოვიდა და შემდეგ გოგონას მხრიდან გამოაღო კარი.
-გადმოდი-თავით ანიშნა, გადასულიყო. მარიტა ნელა გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა, ბიჭა მკლავში ხელი ჩაავლო და აიძულა, ნაბიჯისთვის აეჩქარებინა.
-სად მიმარბენინებ?
ბიჭს პასუხი არ გაუცია, ისე შეხსნა რკინის კარი და სიბნელეში გაიარა ვრცელი დერეფანი, შემდეგ კი, გისოსებით შემოღობილ, განიერ ოთახს მიუახლოვდა.
-აქ გამოკეტვას მიპირებ? შენ რა, სულ გაგიჟდი?-შეშფოთებული თვალებით მიაჩერდა გაბრიელს სახეში, მაგრამ ბიჭს მისთთვის არც კი შეუხედავს, ისე გახსნა რკინის ბოქლომი და გოგო უხეშად შეაგდო საკანში, მერე კი, ისევე დაკეტა და უკან გამობრუნდა. უკნიდან, მარიტას ხმა ჯერ კიდევ სწვდებოდა მის სმენას, თუმცა, ყურადღებას არ აქცევდა, მისი ცივი გული უფლებას არ აძლევდა, თანათგრძნობა გამოეხატა გოგოს მიმართ, ან ოდნავ მაინც შესცოდებოდა და უფლება მიეცა, შედარებით თბილ და ადამიანურ ადგილას გაეთენებინა.
-გამომიშვი, გთხოვ-გოგოს ხმას ტირილის ნოტები შეერია და თანდათან მიჩუმდა. გაბრიელი მიხვდა, რომ მარიტა ტიროდა, თუმცა, ამას დიდად არც განუცვიფრებია ბიჭი, მასზე არც ცრემლები ჭრიდა, რადგან სიბრალულის გრძნობა დიდი ხანია, დაევიწყებინა. შენობის კარი ძლიერად გამოიხურა და მანქანაში ჩაჯდა, შემდეგ კი ლევანს დაურეკა და აცნობა, დაცვის ბიჭები გამოეგზავნა გოგონას სამეთვალყურეოდ.
***************************
-გოგოზე ჯერ არაფერი გაუგიათ, როგორც ველოდი, მაგარი ყ** ეგ შენი ნიკოლოზი...-ამოილაპარაკა გაბრიელმა და მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა ჭიქით ხელში.
-ჩემი რა, მე კი არ მივყვები ცოლად, მე რას მატენი-შეიცხადა ლევანმა და ოთახში გაიარ-გამოიარა-კაროჩე, შენ მოგიწევს გაგებინება, რომ მისი გოგო, რომელიც, როგორც ჩანს მაგრად კიდია, იმიტომ რომ უკვე ორი დღეა არ მოუკითხია, შენ გყავს და სანამ სიმართლეს არ გეტყვის პირადად, მანამ მოუწევს თავისი საბრალო სიყვარულის გლოვა.
გაბრიელი ჩუმად უსმენდა, პასუხად კი არაფერი უთხრა, ჩაფიქრებულმა გახედა ფანჯარას, შემდეგ კი სახე ძმაკაცისკენ მიატრიალა.
-დაცვა რას შვრება, აკონტროლებს ჩვენს თოჯინას?
-ბოლოს რომ მოვინახულე, ისეთი მზერით მიყურებდა, თვალებით მემუქრებოდა მოკვლით.
გაბრიელმა ჩაიცინა და თავი გააქნია.
-დიდ გულზეა, თუმცა არ იცის, რომ ახლა ის მხოლოდ ჩვენი მარიონეტია, განსაკუთრებული არავინ.
-ვფიქრობ, ჭკვიანია. როცა თოფი საფეთქელზე მიაბჯინე, თავისით მიხვდა, რომ შენ მას ვერ ესროდი და სხვა რამისთვის გჭირდებოდა, ამიტომ არ გამოგყვა.
-ჭკვიანი?-წარბი აზიდა გაბრიელმა და ცალყბად ჩაიცინა-მე კი ვფიქრობ, რომ უბრალოდ ცნობისმოყვარე ბავშვია.
ლევანმა იცოდა, მეგობარს ვერ გადაარწმუნებდა, რაკი ასე ჯიუტად იყო დარწმუნებული საკუთარ აზრში, ამიტომ გაჩუმება ამჯობინა.
***********************
საღამოს საათები მოახლოვდა. გაბრიელმა კომპანიაში ყველა საქმე რომ მოათავა, მანქანით გოგოს მოსანახულებლად გასწია და ადგილზე მისულმა, დაცვასაც ჰკითხა, რამე ხომ არ მოიწიაო.
-არა ბატონო, ჩვენგან კი სცადა რაღაცების გაგება, მაგრამ არაფერი გვითქვამს. ახლა შიგნითაა და სძინავს.
გაბრიელმა რკინის კარი ნელა შეხსნა და საკანს მიუახლოვდა. შორიდანვე შენიშნა ძირს დაფენილ ლეიბზე მიწოლოლო გოგონა, სახეზე ჩამოყრილი გრძელი თმით, რომელიც ლეიბზეც ხალიჩასავით ეფინა. რატომღაც, ბიჭს ჩაეღიმა, შესაძლოა ამის მიზეზი გოგოს სახეზე ძილისგან აწითლებული ღაწვები, ან მშვიდი სუნთქვა იყო, ისე, თითქოს მის თავს არაფერი გადახდენია ორი დღის წინ. ისე ეძინა, როგორც ახალშობილ ბავშვს, უდარდელად და უცოდველად.
გაბრიელი მიხვდა, რომ გასაღვიძებლად ეცოდებოდა, თუმცა მისი საქმისადმი მკაცრი დამოკიდებულება და სამაგიეროს გადახდის ძლიერი სურვილი მის გულს მოერია და საკნის კარი ხმაურიანად გამოხსნა.
ხმაურზე მარიტას თავისით გამოეღვიძა და ფეხზე შეშინებული წამოხტა, ხოლო როცა გაბრიელი დაინახა, მას გაბრაზებული სახით დაუდგა წინ და ბრაზიანად მიუგო:
-ეს არის შენი გეგმა? მთელი ცხოვრება ამ საკანში უნდა გამომკეტო, როგორც ცხოველი? ანუ ის არ გეყო, რომ უდანაშაულო ადამიანის მოკვლით დამემუქრე და ახლა აქ, შენს მუნჯ დაცვასთან და გულცივ დამქაშებთან ერთად უნდა დავლიო სული...
-ბევრს ნუ ლაპარაკობ-მკლავში ხელი სტაცა და საკნის კუთხეში მიიმწყვდია გოგო, მერე კი, სახე მისკენ დახარა და თვალი გაუსწორა.-აქ იმისთვის მოვედი, რომ შენს უბადრუკ შეყვარებულს შენი თავი შევახსენო. როგორც ჩანს, არც იმდენად მზრუნველია, როგორიც გგონია.
-გიპოვის ნიკოლოზი და პასუხს გაგებინებს.-კბილებში გამოსცრა გოგონამ.
-არც მუქარის გერიდება ესე იგი-ჩაიცინა გაბრიელმა.-მაგრამ თუ სიმართლე გაინტერესებს, ეგ მუქარა შენნაირ ბავშვებს უთხარი, მე არც ნიკოლოზის მეშინია და არც მისი მთელი რაზმის.
-შეგეშინდება-საკუთარ თავში დარწმუნებული ღიმილით მიუგო გოგომ და მკლავზე მოჭერილ ხელს მკლავი აუქნია.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები პატარავ-ყურში უჩურჩულა გაბრიელმა-თორემ შეიძლება ეგ ოცნების კოშკები წამში დაგენგრეს. ახლა კი, გამიღიმე, მიდი, შენს ბიჭს ძალიან აინტერესებს, როგორ ხარ.
მარიტამ სიძულვილით სავსე მზერით გახედა ბიჭს, თუმცა, ტელეფონის კამერისთვის თვალი არ გაუსწორებია. გაბრიელმა ფოტოები ნიკოლოზის მეილზე გადაგზავნა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
-ვნახოთ ერთი, როგორი მოსიყვარულეა სინამდვილეში...
-მას შენგან განსხვავებით, გული მაინც აქვს და სიყვარული შეუძლია.-ზიზღით ამოილაპარაკა მარიტამ და ცრემლით სავსე თვალები ბიჭს გაუსწორა.
-მართლა?-გაეცინა გაბრიელს გოგოს გულახდილობაზე.
-შენ უგრძნობი ხარ, არც თანათგრძნობის უნარი გაგაჩნია და არც ადამიანური მოპყრობა შეგიძლია.
-როგორ გამაცინე...-მხიარული მიმიკით მიაჩერდა გოგოს.-ეგ როდის დაასკვენი, ახლა?
-დიდი ხანია უკვე, რაც მაგას მივხვდი. თუმცა, შენთვის სულერთია მე რას ვიფიქრებ შენზე.
-ამაში კი მართალი ხარ, ნამდვილად არ მადარდებს.-დაეთანხმა და გოგოს გამომცდელად გახედა.-აი შენ კი ალბათ გადარდებს, არა? გადარდებს, როგორი გამოჩნდები. ამიტომაც თამაშობ თბილი, კეთილი გოგოს როლს, ხალხს კარგად ექცევი, რომ გარეგნული სახე არ დაკარგო, შინაგანად კი ისეთივე ბინძური ხარ, როგორიც ყველა.
-როგორც გინდა, ისე იფიქრე.-თავი გააქნია მარიტამ და სიმწრისაგან გაიღიმა-მე შენნაირი ცხოველის აზრი დიდად არც მადარდებს. შენი აზრით, მაინც ყველა ისეთია, როგორიც შენ ხარ, ანუ ჭუჭყიანი სულის, სიბინძურეში ხელებდასვრილი.
-ისე საუბრობ, თითქოს ჩემს წინ ანგელოზი იდგას, ფრთებმოსხმული. არც შენ ხარ უცოდველი, გესმის? შენც ისეთივე ჩაძირული ხარ ამ ჭაობში, როგორც მე.
-არა, ცდები.-უარყო გოგონამ.-მე შენნაირი არ ვარ და არც გავხდები და თუ ეს მოხდება, საკუთარი ხელით დავასრულებ სიცოცხლეს. მე ნუ მრევ შენს ბინძურ საქმეებში.
-კარგი, ასე იყოს. ითამაშე უცოდველი კრავის როლი, სადამდეც შეგრჩება სახე.
გაბრიელმა საკნის კარი კვლავ ჩაკეტა და როგორც ყოველთვის, დიდი ნაბიჯებით დაიძრა გამოსასვლელი კარისკენ.
*************************
გაბრიელმა მეორე დილით ნახა მეილზე პასუხი, რომელიც ნიკოლოზს ეკუთვნოდა. იცოდა, დიდხაბს არ გაჭიანურებდა თავისი გოგოს დაბრუნების მცდელობას, ამიტომ დამხმარე რაზმი წინასწარ გააფრთხილა, რომ ყურადღევით ყოფილიყვნენ და ლევანსაც დაურეკა.
-მისმინე, ნიკოლოზი სავარაუდოდ მალე გაარკვევს მარიტას ადგილსამყოფელს, ბიჭები უკვე გაფრთხილებული მყავს, შენ მოვლრნებს ადევნე თვალყური, გოგომდე ვერ უნდა მიაღწიოს იმ ნაბი***მა.
-კარგი, გაორმაგებული მექნება ყურადღება. შენ რას იზამ?
-მარიტასთან ერთად დაველოდები, როდის მოაკითხავს მისი პრინცი. ეცადე, გაუმკლავდე მისი დაცვის ბიჭებს.
გაბრიელმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა და მანქანაში ჩაჯდა. იმ შენობისკენ გაემართა, სადაც გოგო ეგულებოდა. რამდენიმე წუთში, მანქანიდან გადმოვიდა და გაორმაგებული დაცვა შენიშნა. შენობაში სწრაფად შევიდა და გოგოსკენ დაიძრა. შორიდან, მარიტას უემოციო მიმიკააკრულ სახეს წარბების ქვემოდან ამოხედა. საკნის კარზე დაკიდული ბოქლომი გახსნა და შიგნით შევიდა.
-რას აკეთებ?-გოგონამ უკან დაიხია, როცა მისკენ დაძრული გაბრიელი შენიშნა. ბიჭმახელი ძლიერად ჩაჰკიდა მაჯაში და თავისკენ მიიზიდა.
-შემეშვი-დაეჯაჯგურა გოგო ხელზე, მაგრამ ძვრაც ვერ უყო ქვასავით მამაკაცს.
-მოისვენე.-ბრაზიანად მიუგო გაბრიელმა და ტელეფონზე გამოსულ ზარს ნომრის დაუხედავად უპასუხა.
-გაბრიელ დადიანი, გაქცევა არ გაბედო, განანებ, რაც გააკეთე.
-ნიკოლოზ, როგორ გიკითხო? სასიამოვნოა შენი მუქარის მოსმენა, როცა ვიცი, რომ ვერაფერს შეძლებ. -გოგოს ხელი არ ახლო, მე კი მალე განახებ, რაც შემიძლია.
-ვნახოთ, ბატონო. ქედმაღლობა მათ არ უხდება, ვისაც ტრ***ის განძრევაც უჭირს.
-განახებ, როგორია სხვისი საკუთრებით მანიპულირება.
-გელოდები-მოკლედ მოუჭრა და გაუთიშა, მერე კი, კმაყოფილმა გახედა მარიტას.
-ხომ გითხარი, რომ პასუხს გაგებინებდა იმისთვის, რაც გამიკეთე.-დარწმუნებით მიუგო გოგომ და თვალი გაუსწორა.-თუმცა შენ იმდენად მშიშარა ხარ, ვერ გაბედავ მასთან იარაღის გარეშე დახვედრას.
-მშიშარა ვინ არის, მალე სამივე ვიხილავთ საკუთარი თვალით, პატარავ-მის კულულს წაეთამაშა და ჩაიღიმა.
-ხელი არ მახლო-თავი გაიქნია წარბშეკრულმა.
-აჰა, ესე იგი, უკარებაც ხარ. ნეტავ, ნიკოლოზთან როგორი გოგოს სახე გაქვს? თბილი და მოსიყვარულე? ქალური და მიმზიდველი თუ ბავშვური და მეამიტი? თუ, ყველა როლს უნაკლოდ ასრულებ, როცა საქმე მის ქონებას ეხება?
-შენ ფიქრობ, რომ მასთან ფულის გამო ვარ?-ზიზღით ამოთქვა მარიტამ და თვალებგაფართოვებული მიაჩერდა მის წინ მდგარ მამაკაცს.-ცდები, მე შენნაირი უსინდისო და უგულო არ ვარ, რომ ადამიანთან ფულის გამო ვიყო და ამდენად ვითვალთმაქცო. მაგრამ შენ რა გაგეგება სიყვარულის, შენთვის ეს უბრალოდ სიტყვაა, არც მისი შინაარსის შეცნობა შეგიძლია და არც რეალურად გაცნობიერება, რომ ეს არც თამაშია და არც ტყუილზე აგებული ურთიერთობა. გაბრიელი ჩუმად, წარბშეუხსნელად უსმენდა მარიტას, თუმცა, პასუხი არ დაუბრუნებია. მათ ყურამდე გარედან შემოსული ხმაურიც მისწვდა და სროლის ხმაც. მარიტამ, შეშინებულმა შეჰკივლა და უკან დაიხია. საკნის კედელს ზურგით აეკრო გოგონა, ისე, რომ კარისათვის თვალი არ მოუშორებია. გაბრიელმა იარაღი ამოიღო და გადატენა. ცალი თვალით შეშინებულ გოგონასაც გადმოხედა.
-ნუ ნერვიულობ, უკვე აქ არის შენი პრინცი, გადასარჩენად მოგაკითხა, თუმცა საინტერესოა, ვინ გადარჩება და ვინ ვის გაისტუმრებს იმ ქვეყნად.
სანამ ნიკოლოზი შენობაში შემოვარდებოდა, გაბრიელმა გონებაში კიდევ ერთი გეგმა დასახა და გოგოსკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა.
-მოდი, ცოტა გავერთოთ. არ გინდა, შენი შეყვარებული ცოტა ვაეჭვიანოთ? სანამ გოგონა გააზრებას მოასწრებდა, გაბრიელმა კეფაში შეუცურა ხელი და ტუჩებზე ძლიერად დაეკონა. მარიტამ ვერც კი გაიაზრა, რა ხდებოდა მის თავს. რკინის კარი ხმაურიანად გაიღო და იქიდან გამძვინვარებული სახით შემოიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი.
-მარიტა?
გაბრიელის ტუჩები მის ტუჩებს მოშორდა და ბიჭმა ეშმაკურად ჩაიღიმა. მარიტამ და გაბრიელმა, რამდენიმე წამიანი მზერა გაცვალეს, მერე კი გოგომ, ცრემლიანი მზერა ნიკოლოზს მიაპყრო, რომელიც გაშტერებული უყურებდა მათ.
-სტუმარიც გვეწვია.-ამოთქვა გაბრიელმა მხიარულად და ხელები გაშალა. მარიტამ, ნიკოლოზისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თუმცა გაბრიელმა ცალი ხელით დაიჭირა და გააკავა. სწორედ ამ დროს, ნიკოლოზმა, მამაკაცისკენ მიმართული იარაღით გაისროლა, თუმცა გაბრიელისთვის განკუთვნილი ტყვია გოგონას ფეხში მოხვდა და ტკივილისგან ამოიყვირა. ვრცელ დერეფანში დაცვის წევრები შემოცვივდნენ და ნიკოლოზი გააკავეს. გაბრიელმა უკმაყოფილო სახით აიტაცა გოგონა ხელში და შენობის მერე გასასვლელისკენ დაიძრა.
-სად მიგყავარ?-ამოიკვნესა ტკივილისგან გაბრუებულმა გოგონამ.
-გაჩუმდი და კარგად მომეჭიდე.-მკაცრად უბრძანა გაბრიელმა. სიბნელეში როგორც იქნა, გზა გაიკვლია და გარეთ გამოაგნო. ჰაერზე გამოსულებმა, ღრმად ამოისუნთქეს.
მარიტა გრძნობდა, როგორ იცლებოდა სისხლისაგან და ტკივილი უკვე ჭკუიდან შლიდა, უნდოდა, მთელ ხმაზე ეკივლა, თუმცა ამის ნაცვლად, მთელი ძალით ეჭიდებოდა გაბრილის ყელს მოხვეული მკლავებით და კბილს კბილზე აჭერდა.
-გტკივა?-თავი დახარა გაბრიელმა გოგოსკენ და მისი სახიდან გამომდინარე, მიხვდა, ჭრილობა აწუხებდა.
გოგომ თავი გააქნია:
-მოვითმენ.
მამაკაცი, ხელში ატაცებულ გოგოსთან ერთად მიუახლოვდა მანქანას და ჯიპის კარი ცალი ხელით გამოხსნა, მერე კი მარიტა წილა სავარძელზე სწაფად შესვლა და მძღოლის ადგილს თვალის დახამხამებაში მიუჯდა. ჯიპი სწრაფად დაიძრა და შემთხვევის ადგილსაც მალე გაშორდა. გზაში, გოგოს წასთვლიმა, თუმცა, გაბრიელმა იცოდა, ეს კარგი არ იყო დაჭრილისთვის, ამიტომ მისი გამოფხიზლება სცადა.
-მარიტა-მშვიდად დაუძახა,-გამოფხიზლდი, თვალები გაახილე.
როცა მისმა მცდელობამ არ გაჭრა, გოგონას მხარს ხელისგულით შეეხო და ოდნავ შეარხია. მარიტამ ნელ-ნელა გაახილა თვალები და მზერა გაბრიელს მიაპყრო შეშფოთებული მიმიკით.
-სად მივდივართ? -აქედან შორს. გოგონამ ამოიოხრა და თავი საზურგეზე გადადო. ამჯერად ერს მიაპყრო დაღლილი მზერა.
-ეს დაიჭირე-გაბრიელმა გზისთვის თვალის მოუშორებლად მიაწოდა მუქი ფერის ნაჭერი-ჭრილობიდან რამდენიმე მტკაველით ზემოთ მოიჭირე, რომ სისხლმა დენა შეწყვიტოს.
მარიტამ ხელიდან გამოართვა ნაჭერი და ისე გააკეთა, როგორც ბიჭმა გააფრთხილა.
-დანარჩენს როცა მივალთ, მერე მივხედავ.-დაასრულა სიტყვა გაბრიელმა და გზიდან გადაუხვია. ამჯერად, ფართო, მანქანით გაკვალულ ბილიკზე განაგრძო მანქანით სიარული, ტყეში მხოლოდ მანქანის ფარებით განათებული გზა მოჩანდა, დანარჩენი სიბნელეში ჩაფლულიყო და მარიტა ძლიერ აშინებდა ეს გაურკვევლობა, რომელსაც გაბრიელის დუმილიც ემატებოდა.
-იმისთვის მიგყავარ რომ ტყეშI მგლებს დაუტოვო ჩემი თავი შესაჭმელად?-ბოლოს, ხმა ამოიღო გოგომ და გაბედულად მიაჩერდა გაბრიელის წარბშეკრულ სახეს.-მითხარი, ასეა?
გაბრიელმა წარბი აზიდა და სკეპტიკურად გადმოხედა გოგოს, მერე კი ჩაიცინა და თავი ისევ წინ მიატრიალა.
-დამცინი არა? მიგყავარ, რომ მგლების ლუკმა გამხადო, სისხლიანი ფეხით კი ამას უკეთ მოვახერხებ და ყველა მტაცებელს წამებში მივიზიდავ.-ამოიტირა გოგომ.
გაბრიელმა თავი გააქნია. ვერ იჯერებდა, როგორ უნდა ყოფიილიყო ამდენად გულუბრყვილო ეს გოგო, მითუმეტეს, ამდენი გამოცდილებისა და სწავლისა. თანდათან, ეჩვეოდა ბიჭი იმ აზრს, რომ მარიტა საოცრად ბავშვური ბუნების, გულწრფელი ადამიანი იყო და ნაფიქრალის პირდაპირ, სიტყვებით გადმოცემა უყვარდა.
-რა სულელი ხარ, ღმერთო...-ამოიოხრა ბიჭმა და გოგოს გადახედა, რომელიც უკვე ფანჯრიდან უყურებდა ტყეში უკუნით სიბნელეს.
-ეს რას ნიშნავს?-წამში მოატრიალა გოგომ და იმედიანი თვალებით მიაჩერდა ბიჭს.
-იმას, რომ სულელი, გულუბრყვილო ბავშვი ხარ და არ შეგიძლია, ზრდასრული ადამიანივით ლოგიკურად იაზროვნო.
-ანუ ამბობ, რომ აქ არ დამტოვებ?
-არა, არ ვაპირებ მგლები შენით დავაპურო. შენი გამხდარი სხეული, საჭმელად მაინც არ ეყოფათ.
მაარიტა მიხვდა, რრომ გაბრიელი დასცინოდა და დაბღვერილმა გაატრიალა თავი წინ. დარჩენილი გზა ჩUმად ისხდნენ და გზას უყურებდნენ, მანამ, სანამ ტყის შუაგულში ხის ორსართულიან სახლთან არ გააჩერა გაბრიელმა მანქანა და მანქანიდან გადასულმა, გოგოს კარი გამოხსნა, რომ გადაეყვანა. უკმაყოფილო, თუმცა, შესამჩნევად ცნობისმოყვარე სახით მჯდარი გოგონა ხელში აიტაცა და მანქანის კარი ფეხით მიხურა. სახლში შესასვლელად რამდენიმე კიბე აიარეს, შემდეგ კი გაბრიელმა მარიტას უთხრა, ძლიერად მომეჭიდეო და ცალი ხელით ჯიბე მოიქექა. ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და სახლის კარიც გახსნა. გოგონა შესვლის მომენტიდან, თვალებგაფართოვებული მიშტერებოდა შოკოლადისფერ ინტერიერში გაწყობილ, კომფორტულ სახლს, რომლის მისაღებიც სწორედ ისე მოეწყოთ, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ეს მისი ბავშვობის ოცნების სახლი იყო, სადაც მთელ ოჯახთან ერთად გაატარებდა ცხოვრებას. გაბრიელმა გოგონა განიერ, რბილ და მყუდრო დივანზე ჩამოსვა და მიუთითა, წამოწოლილიყო.
-მალე დავბრუნდები, შენ იწექი.-გააფრთხილა გოგო და თვითონ პირველადი დახმარების ნივთების მოსატანად ავიდა მეორე სართულზე.
-ღმერთო, ვის ხელში ჩავვარდი.-ამოიკვნესა გოგომ და ფეხის გაუნძრევლად გასწორდა.
ბიჭმა უხმოდ დაალაგა მაგიდაზე სამედიცინო ნივთები და გოგოს ფეხთან ჩაიმუხლა.
-ჭრილობის დამუშავებას შენ აპირებ?-წარბებ აწიპული მიაჩერდა მარიტა.
-სხვა იდეა გაქვს?-ირონიულად მიუგო გაბრიელმა და ნაჭრის შარვალი იმ ადგილში გადახია, სადაც ტყვია მოხვედროდა.
ბიჭი ჭრილობის დამუშავებას შეუდგა და სანამ ტყვიას ამოიღებდა ხელში პინცეტმომარჯვებული, გოგოს ცალი თვალით ახედა.
-ახლა ცოტა გეტკინება, ეცადე სხვა რამეზე იფიქრო.
გოგომ თვალები დახუჭა და კბილები ტუჩს დააჭირა. ტკივილი მართლაც გაუსაძლისი იყო, კივილისაგან თავს ვეღარ იკავებდა მარიტა, თითქოს ცეცლთ უწვავდნენ მთელ სხეულს, შინაგან ორგანოებს ნაკვერჩხალივით შეუჩნდა გაუსაძლისი ტკივილი და გონების გათიშვაც გამოიწვია. საკუთარ თავს ებრძოდა გოგონა, არ უნდოდა, შუა პროცესის დროს გული წასვლოდა და ამას სავალალო შედეგი მოჰყოლოდა, თავადაც კარგად იცოდა, რამდენად საჭირო იყო ამ მომენტში სიფხიზლის შენარჩუნება. ბიჭი ცალი თვალით უყურებდა, როგორ იტანჯებოდა გოგონა და თან ცდილობდა, ჭრილობა მალე დაემუშავებინა, რომ მარიტას ტკივილისთვის დიდხანს არ ეყურებინა. როცა გაკერვის დრო მოახლოვდა, გოგომ თავი ვეღარ შეიკავა და რამდენჯერმე წამოიყვირა. არ ეგონა, ამდენად საშინელება თუ იქნებოდა, თუმცა თავს იმით იმშვიდებდა, რომ ბოლოს, ისევე როგორც სხვა ყველა ჭრილობა, ესეც შეხორცდებოდა და განსაცდელი თავისით ჩაივლიდა. ბოლო მომენტში, გონებაში გოგონას ნიკოლოზის სახე ამოუტივტივდა და თავის შეკავება ვეღარ შეძლო. გაურკვეველი იყო, ფიზიკური ტკივილის გამო ტიროდა, თუ უფრო მეტად სულიერი ტკივილი აწუხებდა.
გაბრიელი ჭრილობის დამუშავებას მორჩა და მაშინვე წამოდგა ყველაფრის მისალაგებლად. გოგოს სახეს თვალი მოჰკრა, თუმცა მხოლოდ ორი წამით და შემდეგ ისევ თვალი აარიდა.
-გშია?-ჰკითხა ისეთივე უემოციო სახით, როგორიც ყოველთვის ჰქონდა.
-კი.-მოკლე პასუხი გასცა გოგონამ ისე,რომ ზედაც არ შეუხედავს. ტუჩები ჯერ კიდევ უკანკალებდა.
-ტუჩი გაიხეთქე?-თვალი მოჰკრა გაბრიელმა მის გახეთქილ ქვედა ტუჩს, რომლიდანაც სისხლი სდიოდა და გოგოს თვალი გაუსწორა.
მარიტამ ტუჩზე ხელი მოისვა და ხელზე სისხლი რომ შეამჩნია, უემოციოდ უპასუხა:
-ჰო, ალბათ. -კარგი, ეს დაიდე-მიაწოდა ხელსახოცი უკან გამობრუნდა.
-პროდუქტების მოსატანად წავალ ადგილობრივ მაღაზიაში, შენ იწექი ზედმეტი მოძრაობების და ხვანცალის გარეშე. იმედია, ასეთ მდგომარეობაში, სისულელეს არ ჩაიდენ და გაქცევას არ ეცდები.
მარიტამ თვალი გაუსწორა ბიჭს, თუმცა მის მზერაში არც თანხმობა იკითხებოდა და არც უარყოფა, უფრო დაუმორჩილებლობა ჩანდა მარიტას თვალებში. გაბრიელმა სახლი დატოვა და მანქანაში ლევანთანაც მოასწრო ტელეფონით გასაუბრება.
-ბიძაშენის ნაკრძალში გყავს?-გააკვირვა ლევანი ამ ინფორმაციამ.-რამდენი დღით აპირებთ მანდ გაჩერებას?
-ზუსტად არ ვიცი, სანამ ნიკოლოზი ჭკუას არ მოუხმობს და ჩემთან ნორმალურად მოპყრობას არ ისწავლის, მარიტაც საფრთხეში იქნება.
-მეჩვენება თუ იმ გოგოზე ზრუნავ?-ტონი შეურბილდა ლევანს.
-მარიტა საქმეს სჭირდება, სხვა შემთხვევაში, ვეღარაფერს გამოვიყენებ ისეთს, რითაც ნიკოლოზს ვაიძულებ სიმართლე აღიაროს.
-თუმცა, გოგოზე აზრი შეიცვალე, ხომ ასეა?
-რას გულისხმობ?-წარბშეხმუხნულს, საჭეზე მოკიდებული ხელები დაეძაბა.
-მასზე მანამდე სხვანაირად საუბრობდი, სხვანაირად მოიხსენიებდი, თუ გახსოვს. ახლა აღარ ფიქრობ, რომ ფულის გამო სახეშეცვლილი მატყუარაა?
გაბრიელმა მძიმედ ამოისუნთქა და გზას გაშტერებული თვალებით მიაჩერდა.
სახლში მჯდარი მარიტა თავიდან ძლიერ წვალობდა ახლადგაკერილი ჭრილობის გამო, თუმცა შემდეგ ტკივილსაც შეეჩვია და ნელა, ფრთხილი და მოზომილი მოძრაობით წამოდგა დივნიდან. საყრდენად ვერაფერი იპოვა, ამიტომ კოჭლობით გაიარა ვრცელი მისაღები ოთახი და სამზარეულოს ინტუიციით ადვილად მიაგნო.
სრიალა, პარკეტდაგებულ იატაკზე წვალებით დგამდა აბიჯებს და ყოველ წამს ეშინოდა დაცემის, თუმმცა თავის გადარჩენი სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას არც დაცემის შიში აბრკოლებდა.
ყოველი უჯრა გამოაღო, რაც კი იქ ეგულებოდა და როგორც იქნა მიაგნო იმას, რასაც ეძებდა. დანებიდან ყველაზე მძრელი და ბასრი ამოიღო და ნაჭერში გაახვია, რომ გაბრიელს იარაღი არ დაენახა. კოჭლობით და წვალებით დაბრუნდა დივნამდე და იისფერ,თხელ ნაჭერში გახვეული დანა დივნის მატრასის ქვეშ დამალა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხი უკვე ხალიჩაზე ედგა, მაინც წაბორძიკდა და მუხის ხის მაგიდის სიდაბლის გამო მისი მოჭიდება ვერ შეძლო. ხელები ჰაერში აიქნია და წონაწორობადარღვეული, ზურგით გადაეშვა იატაკზე.
ტკივილისგან მწარედ ამოიოხრა და ჭრილობა ხელით შეამოწმა, ხომ არ გახსნოდა. მისი დაცემის და წამოყვირების ხმა სახლში ახლად შემოსულმა გაბრიელმაც გაიგო და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა გოგოკსკენ.
მისაღებში გაბრიელი შემოიჭრა და როგორც კი ძირს მწოლიარე მარიტა დაინახა, სახე შეეცვალა და გოგოსთან მიიჭრა.
-ხომ გითხარი, არ განძრეულიყავი?-მკაცრად უსაყვედურა და ხელში აიტაცა, რომ დივანზე დაეწვინა.-საოცრად ჯიუტი და გაუგონარი ხარ.
-ეგ უკვე ვიცი-მიუხედავად გაბრიელის ტონისა, მაინც ამაყად უპასუხა მარიტამ და თავი ბალიშზე დადო.
-რატომ ადექი?-დაეჭვებული მზერით ჩაეკითხა მამაკაცი.
-ტუალეტში მინდოდა-ადვილად იცრუა ისე, რომ დახუჭული თვალები არც გაუხელია.
გაბრიელმა ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა გოგონა და შემდეგ, თავისი მოტანნილი პროდუქტების სამზარეულოში შეზიდვას შეუდგა.
-არ დაიძინო.-გააფრთხილა გოგონა, რომელსაც ნახევრად უკვე ეძინა.-მარიტა, შენ გეუბნები, არ დაიძინო-თქო!
გოგომ ამოიოხრა და თვალები გაჭირვებით გაახილა.-ღმერთო, რა შარში ამოვყავი თავი...
-ჰო, შარში და თუ ჩემს მითითებებს არ შეასრულებ, უარესი გელის.-გამოეპასუხა ოთახში ახლადშემოსული გაბრიელი, რომელსაც ხელში საჭმლით დატვირთული ლანგარი ეჭირა. საჭმელი მაგიდაზე დადო და გოგოს წამოჯდომაში მიეხმარა. როცა მარიტა მოხერხებულად მოთავდა, ბიჭი გაიმართა და მზერა მოარიდა გოგოს.
-ჭამე-ესღა უთხრა და ოთახიდან გავიდა.
მარიტამ თვალი გააყოლა ოთახიდან გასულ გაბრიელს და ჭამას სიამოვნებით შეუდგა მოშიებული.
***********************
-სახლში ვართ და ჯერჯერობით არაფერი ხდება საეჭვო, რამეს თუ გაარკვევ ნიკოლოზზე, გამაგებინე.
-ძმაო, მისმინე.-ფრთხილი ტონით დაიწყო ლევანმა-რატომღაც არ მომწონს იმ გოგოსთან ერთად მარტო რომ ხარ, შეიძლება არც ისე სანდო და უცოდველია, როგორადაც შენ მიიჩნევ.
-არც ვამბობ, რომ უცოდველია-ჩაიცინა გაბრიელმა და თვალები ჰორიზონტს გაუშტერა მეორე ართულის ვერანდაზე მდგარმა.-დღემდე უნაკლოდ მალავს თავის სახეს და მალე თავისით გამოაშკარავდება, როგორია რეალურად.
-კარგი, ფრთხილად იყავი.
-მოაგვარე, რაც კომპანიაში მოსაგვარებელია, მე შეიძლება რამდენიმე დღე ვერ გამოვჩნდე.
-მაგაზე არ იდარდო, ყველაფერს მოვაგვარებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული.
გაბრიელმა ტელეფონი ჯიბეში შეინახა და ოთახში დაბრუნდა. მეორე დღე ღამდებოდა, რაც ამ გოგოსთან ერთად ატარებდა დროს და მასთან მხოლოდ უხეშად, ცივად, ან ირონიით ესაუბრა ჯერ. თუმცა, სხვანაირად მოპყრობის საშუალებას არც აძლევდა მარიტა, გამუდმებით იწვევდა, თითქოს უნდოდა კიდეც, ასე მოქცეოდა გაბრიელი და შემდეგ, თავადაც უხეშად საუბარს იწყებდა. თითქოს, სიმართლეს პირში ახლიდა და ამის გამო ხდებოდა ასე, თუმცა კიდევ იყო რაღაც, რაც ამწარებდა გაბრიელს. ეს რაღაც, გოგოს ხმაში გარეული მუქარის ნოტები და ჯერ კიდევ გაუმქრალი ნიკოლოზისადმი გრძნობა იყო, რომელიც, გულის სიღრმეში აგიჟებდა და აცეცხლებდა მამაკაცს.
ამჯერად, აწ უკვე საძინებელ ოთახში მოთავსებულმა მარიტამ, წამოდგომა და სააბაზანომდე თავისით მისვლა მოინდომა. როგორც კი ფეხი იატაკზე დადგა, ხმადაბლა ამოიკვნესა და სცადა, კარამდე უჩუმრად მისულიყო, რომ გაბრიელს არ გაეგო მისი ნაბიჯების ხმა.
ოთახის ბოლომდე მისვლა ბრწყინვალედ შეძლო, დერეფანში გასული კი, რამდენიმე ნაბიჯში ჩაიკეცა და კედელზე ზურგით მიყრდნობილი ჩასრიალდა იატაკზე. ტკივილისგან თუ უბრალოდ გულჩვილობისგან, მარიტას ლოყებზე რამდენიმე ცინცხალი ცრემლი ჩამოგორდა. გოგო გრძნობდა, საკუთარ ბედზე გულაჩუყებული, ყველაფრის გამო ტიროდა, რაც აქამდე გადახდა და არა მხოლოდ ფეხის ტკივილისგან.
აცრემლებული, ცრემლებისგან დაბინდული მზერა ზემოთ ასწია, როცა მიხვდა, რომ თავზე ვიღაც ედგა და გარიელი რომ შენიშნა, სიმწრისგან ჩაიღიმა:
-ჩემგან რა გინდა? გულიანად ტირილი მაინც დამაცადე-ამოისლუკუნა გოგომ და მაჯით ცრემლიანი ლოყები მოიწმინდა.
გაბრიელი უპასუხოდ, თუმცა, გოგოს ბავშვურობისგან ოდნავ გაოცებული დაიხარა მისკენ და მსუბუქად წამოაყენა.
-საით გაგიწევია პაციენტო?-თავი ცერად გადახარა და თბილი სახით მიაჩერდა სახეაწითლებულ გოგონას.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ გაქცევას არ ვაპირებ-ცივად უპასუხა მარიტამ და სააბაზანომდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სანამ ფეხმა კვლავ თავი არ შეახსენა და ცალი ხელით კედელს მიეყრდნო.
-ჯიუტი თხა ხარ-უკმაყოფილოდ მიუგო გაბრიელმა და წელზე ხელები შემოხვია.-მაგრამ სანამ ჩემთან ერთად ხარ, მოგიწევს ეგ სიჯიუტე თავიდან ამოიგდო და მე დამიჯერო.
-ჰო, თორემ მაწამებ და მომკლავ, არა?-მისკენ შეატრიალა თავი მარიტამ და თვალებში მიაჩერდა. ერთანეთთან საოცრად ახლოს აღმოჩნდნენ მათი სახეები. გოგოს სუნთქვა მის ყელს ეცემოდა, თბილი სურნელი იგრძნო გაბრიელმა, ისეთი, როგორიც ბავშვობის მერე არ უგრძვნია. თითქოს, გგოგოს თმებიდან იგრძნობოდა ეს სურნელი, ტკბილი, სასიამოვნო ყვავილების არომატი, რომელიც ბიჭს სახლში აგრძნობინებდა თავს.
გაბრიელმა ამგვარი ფიქრების გამოსარეცხად თავი გააქნია და გგოგოს თვალი გაუსწორა.
-შენ თუ ასე დაიმსახურებ, იცი, რომ არ გამიჭირდება.-პასუხი გასცა. რამდენიმე წამი უყურებდა გოგო შეუცვლელი მზერით, თითქოს ურჩხული ეედგა წინ, მერე კი, მზერა ძირს დახარა და თავიც წინ შეატრიალა. ყელში მოწოლილი ბურთი გადაყლაპა, რომ საუბარი შესძლებოდა და ჩუმად ამოილაპარაკა.
-სააბაზანოში მივდიოდი, დაბანა მინდა.
გაბრიელმა უხმოდ მიაცილა სააბაზანომდე და გააფრთხილა, როგორც კი დაბანას მორჩებოდა, მისთვის დაეძახა.
-არ გახვალ?-გულუბრყვილოდ მიაჩერდა მარიტა კართან მდგარ გაბრიელს. ბიჭმა ცალყბად ჩაიცინა და ოთახის კარი გაიხურა.
-შეშლილია-ამოილაპარაკა გოგონამ და თავი გააქნია.
*********************
დასაძინებლად დაწოლილ მარიტას თავში ნიკოლოზის სახე უტრიალებდა. ბოლო დღეს ნანახი შეყვარებული მის მეხსიერებაში იმაზე მეტად სანატრელად აღიბეჭდა, ვიდრე ოდესმე. გოგოს ფიქრებიც არ ასვენებდნენ, ნერვიულობდა იმ ფაქტზე, რომ გაბრიელის დაცვამ ნიკოლოზიც დაიჭირა და რაიმე დაუშავა. არ იცოდა, რაზე იყო წამსვლელი რეალურად გაბრიელი, ამიტომ, ვერ ატარებდა ზღვარს იმ დასშვებ და დაუშვებელ ქცევას შორის, რითაც გაბრიელი საზღვრავდა ყველაფერს.
ბოლოს, როდესაც თავიდან ვერ ამოიგდო ფიქრი, საწოლზე გაჭირვებით წამოჯდა და შემდეგ, ნელ-ნელა წამოდგა კიდეც. ოთახიდან გასვლა გადაწყვიტა, თუმცა არ იცოდა, კარგი აზრი იყო ეს თუ ცუდი, რადგან შესაძლოა, გაბრიელს გაეგონა ხმაური და მარტო ყოფნაც არ დასცალდებოდა გოგონას.
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ახლაც გარისკა და კარისკენ დაიძრა. საბედნიეროდ, დერეფანი ისე გაიარა, ოდნავ ხმაურიც კი არ გამოუწვევია. შემდეგ გადაწყვიტა, სამზარეულოში შესულიყო და გვირილის ჩაი მოემზადებინა.
გაზქურასთან ჩაფიქრებული იდგა და კედლის საათს გაშტერებული შეჰყურებდა. თენდებოდა.დილის ექვს საათს ისე მიაღწია, მთელი ღამის ნათენებმა, ეს ვერც გაიაზრა.
ადუღებული წყალი ფართო, მზის ნახატიან ჭიქაში ჩაასხა და ჭიქით ხელში, ვრცელ, საოცრად ლამაზად დეკორირებულ ვერანდაზე გავიდა.
მარიტამ წამში იგრძნო სიგრილე მხრებზე, რომელზეც არაფერი მოეხურა, თხელი, ატლასის პერანგის ამარა გამოსულიყო ცხელი სითხით სავსე ჭიქით ხელში და მხოლოდ ადუღებული წყალი უთბობდა ხელებსა და სხეულს.
ჰორიზონტზე მზე ისე ამოცურდა, თითქოს ხელგაშლილ ცასა და მასზე გაფანტულ მოწითალო შეფერილობის ღრუბლებს ნიავივით ნაზად ეგებებოდა. მარიტას ბუნების სილამაზის დანახვისას თავისთვის ჩაეღიმა და ლოყებზე ნაჩხვლეტებიც დაეტყო. წითური თმის გამო სახეზეც წითელი ჭორფლები ეყარა ალაგ-ალაგ, სწორედ იმ მზის სხივებივით ჟღალი და ნათელი, რომელსაც მშვიდი, ბედნიერი სახით შეჰყურებდა და ტკბებოდა მშვენიერების ცქერით, თავს მხოლოდ ამ დროს გრძნობდა თავისუფლად, როცა ხედავდა, როგორი სასწაულის მომსწრე იყო ადამიანის თვალები ყოველდღიურად.
-რომანტიულ განწყობას იქმნი?-მოესმა უკნიდან დაბალი ბარიტონი და შეშინებული, შესამჩნევად შეხტა. საბედნიეროდ, ჭიქა მოშორებით გასწია და ცხელი სითხე ზედ არ გადასხმია.
-მგონი მართლა მანიაკი ხარ-დაწვრილებული თვალებით გახედა კარში მდგარ, ჯიბეებში ხელებჩაყოფილ გაბრიელს და გულზე ხელი მიიჭირა დასამშვიდებლად.
-ხელის მიჭერით, აჩქარებული გული არ დამშვიდდება-ჩაიცინა მამაკაცმა და გოგოს გვერდით მიუდგა.-რატომ ხარ ამ სიცივეში ასეთი თხელი პერანგით გამოსული?
-და შენ უნდა გკითხო, რა ჩავიცვა და როდის?-ჯიუტად შეუბრუნა პასუხი. გაბრიელმა ჰორიზონტს თვალი მოაშორა და თავი მისკენ მიატრიალა.
-შეგიძლია, სრულიად შიშველმა იარო, ეს ჩემზე არ მოქმედებს.-წარბშეუხრელად უპასუხა.
-რატომ, გოგოები არ გიზიდავს?-დამცინავად ჩაილაპარაკა მარიტამ და გაციებული ჩაი მოსვა საკუთარი თავით კმაყოფილმა.
-ბავშვები არა.-სარკასტულად მიუგო გაბრიელმა და ზურგი აქცია თვალებდაწვრილებულ გოგონას.
-შენი აზრი არ მადარდებს, გაბრიელ-მიაძახა გაღიზიანებულმა, შეცვლიილი ხმით.
-როგორც გინდა-უდარდელად მოუგდო პასუხი, ისე, რომ არც კი მობრუნებულა მისკენ.
მარიტამ ბრაზისაგან ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდება სცადა.
რამდენიმე წუთში გგოგონაც სახლში დაბრუნდა და ოთახამდე კოჭლობით მივიდა. როგორც კი პიჟამა გაიხადა, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა, კარის სახელური გამოძრავდა და სანამ გაბრიელი ოთახში შემოაჭრიდა, თეთრეულის ამარა დარჩენილმა მარიტამ სხეულზე თხელი პლედი აიფარა, რომელიც ღამით ეფარა და მის წინ აღმართულ მამაკაცს შეშფოთებული მზერა მიაპყრო.
-გაგიჟდი? რას აკეთებ?-ამოიყვირა გოგომ და ზედ დაიხედა, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად უფარავდა თუ არა პლედი სხეულს.
-არ მეგონა, თუ... ჯანდაბა...-შეიკურთხა გაბრიელი და საწინააღმდეგო მხარეს მიბრუნდა.
-გაბრიელ, ოთახიდან გადი, ვიცვლი.-გაღიზიანებული ხმით დაუყვირა გოგომ.
-გავიგე, არ გიყურებ-თვითონაც იმავე ტონით მიუგო და თავზე ხელი გადაისვა.
-რას ჰქვია, არ მიყურებ, მე აქ შიშველი ვდგავარ და შენ ზურგშექცეული მიცდი, როდის ჩავიცმევ? მგონი, სულ შეიშალე შენ ჭკუაზე.
-ნორმალურად მელაპარაკე-მისკენ შეტრიალდა გაბრიელი და ცხვირწინ დაუქნია თითი.
-შეტრიალდი-ხმას აუწია მარიტამ.
გაბრიელი შემობრუნდა და მოზრდილი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. მარიტამ შვებისაგან ამოისუნთქა და უიმედოდ ამოილაპარაკა:
-ნამდვილი გიჟია, როგორ უნდა გავძლო ამასთან ერთად თუნდაც რამდენიმე დღე, არ მესმის...
*******************
ოთახიდან თეთრ, ნაქსოვ ზედასა და ტანზე მომდგარ ჯინსში გამოწყობილი გამოვიდა მარიტა. ტანსაცმელი გაბრიელმა მისცა, რომელმაც მხოლოდ სამი სიტყვით უპასუხა კითხვაზე, თუ ვისი იყო ეს ნივთები მანამდე-მნიშვნელობა არ აქვსო.
მისაღებ ოთახში დივანზე ჩამომჯდარი გაბრიელი რომ შენიშნა, რამდენიმე წამით შედგა მისგან უკან მდგომი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც წუთის წინ ორივეს შეემთხვა, გოგონას ერიდებოდა გაბრიელისთვის თვალების შეხედვის, ბრაზი სიმორცხვემ ჩაანაცვლა და ახლა არც კი იცოდა, როგორ უნდა ჩამომჯდარი მის წინ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
-შეგიძლია მოხვიდე და დაჯდე-ხმა ამოიღო გაბრიელმა, როგორც კი გგოგოს სიახლოვე იგრძნო და შემდეგ თავად წამოდგა. მისკენ მოტრიალებულმა საუბარი განაგრძო-თუ ჩემი გრცხვენია, მდგომარეობას შეგიმსუბუქებ და მარტო დაგტოვებ, მაგრამ ჯობია, ჩემთან ყოფნის დროს ეგ ბავშვური სიმორცხვე გვერდით გადადო.
-მე, შენგან განსხვავებით არ შემიძლია ყველაფრის ფეხებზე დაკიდება და ცხოვრების ისე გაგრძელება, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
-ჰო? და რა მოხდა?-მიუახლოვდა ბიჭი მას და წინ დაუდგა. თვალებში მიაჩერდნენ ერთმანეთს, ისეთი მზერით, რომ ვერავინ მიხვდებოდა, რომელი განგმირავდა მზერით წინ მდგომს.გაბრიელმა ცივად ჩაიღიმა და განაგრძო-პატარა გოგოს დიდი რამე ჰგონია სხეულის გამოჩენა? თუ ის უფრო გადარდებს, რომ არ მომეწონები და შენზე უარს ვიტყვი?
მარიტას გაბრიელის სიტყვებმა გულში ბრაზი და წყენა ერთდროულად გაუღვივა. თითქოს, სადაცაა სისხლი ამოხეთქავდა საფეთქლებიდან, ისე მოაწვა სახეზე და გაწითლდა. დამცირებულს, ცრემლი მოადგა თვალზე და თავი ვეღარ შეიკავა იმ კაცის წინაშე, ვინც ამდენად დაამცირა. მითვის არასოდეს, არავის უკადრებია ასეთი რამ, ახლა კი, თავს უკანასკნელ ადამიანად გრძნობდა იმის გამო, რომ ასეთი სიტყვები უთხრეს. ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა. გაუცნობიერებლად, ბრაზმა ისე აუჩქარა გული, რომ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით გაარტყა გაბრიელს.
ბიჭს სახე ოდნავადაც არ გაუტოკებია, მიუხედავად ტკივილისა, მიმიკაც კი არ შესცვლია, გოგოს თვალებში სახე შეუცვლელად მიშტერებოდა და არაფერს ამბობდა.
მარიტა მაშინვე გამობრუნდა და ოთახისკენ, რაც შეეძლო სწრაფად დაიძრა. სიჩქარისაგან, დაჭრილი ფეხი გადაუბრუნდა და ჩაიკეცა. გაბრიელი მისკენ გაიქცა და გოგოს ფეხებში ეცა, რომ ნაკერი შეემოწმებინა, თუმცა, გვიან იყო, რადგან ჯინსზე სისხლის ლაქა შეამჩნია, რომელიც თანდათან უფრო და უფრო იზრდებოდა.
-ხელი მომკიდე, საწოლზე უნდა გადაგიყვანო-გააფრთხილა გაბრიელმა და მარიტაც წამში მიენდო. გაბრიელმა გოგონა საწოლზე წამოაწვინა და შემდეგი მითითება გასცა-შარვალი გაიხადე.
-რა?-თვალები გაუფართოვდა მარიტას. ეგონა, მოესმა.
-გეუბნები, შარვალი გაიხადე-მეთქი, ასე ვერ დავამუშავებ.-ხმაში გაღიზიანება გაერია გაბრიელს.
-არ შემიძლია.-თავი გააქნია მარიტამ უარყოფის ნიშნად.
-კარგი, მაშინ მე გაგხდი-თავი ცერად გადააქნია და ჯინსის შარვალი წამებში გააძრო გოგონას. მარიტამ სახეზე ხელი აიფარა სიწითლის დასაფარად.
გაბრიელი რამდენიმე წუთის განმავლობაში წყნარად ამუშავებდა ჭრილობას და გახსნილ ნაკერებს თავიდან კერავდა. ბოლოს, გოგომ ამოიღო ხმა და ბიჭს მშვიდი ხმით მიმართა:
-ოდესმე, ვინმე სხვისთვის დაგიმუშავებია ჭრილობა?
-ჰო-ხმადაბლა უპასუხა გაბრიელმა, წამიერად გაცვალა გგოგონასთან მზერა და მერე ისევ ფეხს მიუბრუნდა.
-შენ თვითონ დაგიჭრია ვინმე?-მორიგი კითხვით განაგრძნო მასთან საუბარი მარიტამ.
-კი.-კვლავ მოკლე პასუხი გასცა.
-და შენი დაჭრილისთვის თუ მოგივლია?-ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა.
-მარიტა, დავიღალე შეკითხვებით!-მკაცრად მიუგო ბიჭმა და გოგოს სახეს დაბღვერილმა გახედა.
-მხოლოდ ამაზე მიპასუხე და შეგეშვები.-ჯიუტად გაიმეორა მან.
-კი, მომივლია. დაკმაყოფილდი პასუხით?
-ისე რა-ჩაილაპარაკა გოგომ და გონებაში თვე და რიცხვი გადაითვალა.-ხუთ დღეში ჩემი დაბადები დღეა.
ბიჭს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ წამიერად გახედა გოგოს.
-ალბათ, შენ დიდად არც გადარდებს, მაგრამ ნიკოლოზთან ერთად საფრანგეთში ვაპირებდი მოგზაურობას.
გაბრიელი, ნიკოლოზის სახელის გაგონებისას, მთელი სხეულით დაიძაბა და წარბშეკრულმა განაგრძო ნაკერების დადება.
-რა ირონიულია არა? დაბადების დღეზე, გატაცებული, შუაგულ ტყეში უნდა ვიჯდე დაჭრილი ფეხით და ჩემს სიკვდილს წყნარად ველოდო.
მამაკაცი წყნარად უსმენდა მონოლოგს და თავს იკავებდა ჩვეული, მკაცრი ტონისა და სიტყვებისგან. რაც არ უნდა ყოფილიყო, გოგონა ისაუბრებდა, იმას იტყოდა, რაც ნამდვილად აწუხებდა და გაჩუმდებოდა, გულზე მოეშვებოდა და იმდენად აღარ დაიტანჯებოდა, როგორც მანამდე, გაბრიელთან ერთად ჩაკეტილ სახლში ჯდომაში იტანჯებოდა. ბიჭი უთმენდა, ამ ყველაფრის ხარჯზე, ითმენდა მის გულწრფელობით ნათქვამ ყოველ სიტყვას, უხეშობაგარეულ წინადადებებს და შინაარსს, რომელიც მანამდე ძლიერ აღიზიანებდა გაბრიელს.
-დილით ავდგები, პირს დავიბან და ვისაუზმებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიარსებო, თორემ ცხოვრების ხალისი არანაირად არ შემრჩენია, ცივილიზაციისგან მოშორებულს და შენთან გამოკეტილს. იქნებ, უკეთესი იყოს, რომ მომკლა?-თითქოს, რწყინვალე იდეამ გაჰკრა გონებაშI, ისე გახედა გაბრიელს, რამაც ბიჭს უარესად მოუშალა ნერვები.
-თუ დიდხანს გააგრძელებ სისულელეების ბოდიალს, ასეც მოვიქცევი-ცივად მიუგო და შარვალი გაუწოდა-ფეხს გაუფრთხილდი, სათამაშო არ არის შენი სხეულის ორგანოები.
-და ამას ვინ მეუბნება? ადამიანი, რომელიც ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანს ესვრის და ან სიცოცხლეს უსწრაფებს, ან სხეულს უმახინჯებს-გამოაჯავრა მარიტამ, მაგრამ, როგორც კი გაბრიელის გაბრაზებულ სახეს მოჰკრა თვალი, გაჩუმება ამჯობინა.
-ჯობია, საკუთარ სიცოცხლეზე იზრუნო, სანამ შენი ენაგრძელობის ხარჯზე, მასთან დამშვიდობება მოგიწევს.-წარბშეკრულმა გააფრთხილა და კარი ძლიერად გაიხურა.
-მუქარის მეტი არაფერი იცის-ამოიფრუტუნა გოგონამ, რომელიც უკვე შეჩვეოდა ბიჭის ასეთ გამოხტომებს.-აფსუს, რა დიქტატორი დაკარგა მსოფლიომ გაბრიელის სახით! არადა, სტალინს გამოადგებოდა კლონად.
*************************
სამი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ჭრილობა მეორედ გაუკერა მარიტას. დილაობით, მაშინ, როცა გოგოს ჯერ კიდევ ეძინა, გაბრიელი ტყეში გადიოდა და მიზანში სროლით ირთობდა თავს. როგორც ჩანს, თოფის ხმა გოგოს ყურამდე ვერ აღწევდა, ან იმდენად ღრმად ეძინა, რომ ვერაფერს იგებდა.
ერთ-ერთ დილასაც, როცა მარიტამ, სხვა დღეებთან შედარებით ადრე გაიღვიძა, ადგომამდე, კარის ხმა გაიგო და თავი მოიმძინარა. გაბრიელი მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა, გოგოს დახედა და კვლავ გავიდა. მხოლოდ ამ დროს გაახილა გოგონამ თვალი და სწრაფად წამოდგა, რომ გაერკვია, რა ხდებოდა.
რადგან ფეხის ტკივილს საგრძნობლად გაევლო წინა დღეებთან შედარებით, მოკლე პიჟამაზე მუხლებამდე შალის ჟაკეტი სწრაფად შემოიცვა და ბიჭს უკან მიჰყვა.
მოშორებით მიჰყვებოდა მარიტა წინ მიმავალ გაბრიელს, რომ ნაბიჯების ხმა მის ყურამდე არ მისულიყო. ტყეში რამდენიმე წუთი ასე იარეს, შემდეგ კი ბიჭი გაჩერდა და იარაღი ამოიღო.
გგოგო წამიერად შეაშინა იარაღის დანახვამ და შიშისაგან რომ არ ეკივლა, პირზე ხელი აიფარა.
გაბრიელმა იარაღი ხის ტოტებისკენ აღმართა და მოჭიკჭიკე ჩიტებს დაუმიზნა.
-ჩიტებს არ ესროლო-წამოიყვირა მარიტამ და მასთან მიირბინა. გოგონა ბიჭის ხელს დაეჯაჯგურა, რომელშიც იარაღი ეჭირა. გაბრიელმა თვალები აატრიალა და აღელვებულ გოგონას მხარში ხელი სტაცა.
-აქ რა გინდა?-უხეშად ჰკითხა და როგორც ყოველთვის, ცივი, გამყინავი გამომეტყველებით მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-შენ გამოგყევი.-პირდაპირ უპასუხა მარიტამ და მზერა ძირს დახარა დამნაშავის სახით.
-მაგას მეც ვხედავ-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ღრმად ამოისუნთქა.-კუდში რატომ დამყვები?
-მაინტერესებდა, სად მიდიოდი.-თვალი გაუსწორა გოგომ.-არ მაქვს უფლება, მეც ვიცოდე?
-არა, არ გაქვს-მოკლედ და მკაცრად უპასუხა.-სანამ მე თვითონ არ მოვინდომებ ამას.
-ანუ, მთელი დღე ავადმყოფივით უნდა ვიჯდე სახლში და კედლებს ვუყურო?-ხმას აუწია გოგომ.
-მარიტა, შენ ისედაც ავადმყოფი ხარ-ფეხზე მიანიშნა ბიჭმა და მხარზე ძლიერად ჩაჭიდული ხელი შეუშვა.
-მგონი კარგად ვერ გაიგე, რა ვიგულისხმე.-განაგრძო მარიტამ.
-იმაზე კარგად გავიგე, ვიდრე გგონია-მშვიდი ტონით მიუგო გაბრიელმა და მის ხელისგულს დასტაცა ხელი.
-ისევ სახლში ვბრუნდებით?-ამოიოხრა მარიტამ.
-ჰო, ვბრუნდებით და იქიდან მანამ არ გამოადგავ ფეხს, სანამ მე არ გეტყვი ამას.-ბრძანება გასცა მამაკაცმა.
-ისევ დაიწყო ბრძანებების გაცემა-დაღლილი სახით აატრიალა თვალები გოგონამ და მას ფეხდაფეხ მიჰყვა.
****************
მოსაღამოვდა. მარიტას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა შეიძლებოდა ეკეთებინა, ამიტომ მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები აიარა და დერეფანს ცნობისმოყვარე მზერით გაუყვა.
კედლებზე დაკიდულ საგამოფენო ნამუშევრებს ნაკლებად ინტერესით აკვირდებოდა, რადგან ასეთი რამეები დიდად არ აოცებდა ხელოვნებაში საკმაოდ განსწავლულ გოგონას.
ოთახებში არ შეუხედავს, გარდა ერთისა. დერეფნის ბოლოს, ზუსტად მის პირდაპირ მყოფი ოთახის კარმა ძლიერ დააინტერესა მარიტა. ნელა მიუახლოვდა ოთახის კარს და სახელური ფრთხილად ჩამოსწია.
შიგნით სრული სიბნელე დაუხვდა. ხელების ფათურით მოძებნა შუქის ჩამრთველი და როცა იპოვა, შვებისაგან ამოისუნთქა. სინათლეში თვალებით მოათვალიერა ძველი, თუმცა კარგად მოწყობილი საწყობი, ერთმანეთზე აკურატულად დალაგებული წიგნები, ლიტერატურული ნაშრომეები, ძველებური კალმისტარი და მუხის მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში მორყეული, მოქანავე სავარძელიც იდგა. მარიტა ღიმილით მიუახლოვდა წინა საუკუნის ნივთს და მაინც გარისკა მასში ჩაჯდომა. საბედნიეროდ, გოგონას მცირე წონის გამო სავარძელმა გაუძლო და არაფერი მოსვლია. ცოტა ხანში, გოგონა წამოდგა და თაროზე ჩამწკრივებულ წიგნებს მიუახლოვდა. მათგან რამდენიმე ეცნო კიდეც. ბალზაკის "შაგრენის ტყავი", ერიხ მარია რემარკის რამდენიმე რომანი, დოსტოევსკი...
-რა მდიდრული ბიბლიოთეკაა-გაკვირვებულმა ამოთქვა და წიგნებს სიყვარულით სავსე თვალებით მიაჩერდა.
ვერ გადაეწყვიტა, აეღო თუ არა წასაკითხად. გაბრიელის გაბრაზების არ ეშინოდა, უბრალოდ უზრდელობად თვლიდა სხვისი ნივთების დაუკითხავად აღებას. ბოლოს, მაინც გადაწყვიტა, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ აიღებდა, წაიკითხავდა და ისევ თავის ადგილას დააბრუნებდა.
პირველ სართულზე მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტათი" ხელში დაბრუნდა ბედნიერი სახით და დივანზე კომფორტულად მოკალათდა.
კითხვაში გართულმა გოგონამ ვერც კი შენიშნა, როგორ ჩამოჯდა მის გვერდით გაბრიელი, ტელეფონში თავჩარგული. რამდენიმე წუთში, წარბშეჭმუხნულმა გამოხედა გოგონას, როცა მისი კისკისი მოესმა, რომ გაეგო, რა აცინებდა. როცა წიგნით ხელში შენიშნა მარიტა, წარბები აზიდა და გოგოს საინტერესო კითხვა დაუსვა:
-ეგ წიგნი საიდან აიღე?
-მეორე სართულზე, სხვენიდან.-უყოყმანოდ, წიგნიდან თავისაუწევლად უპასუხა გოგონამ.
-ესე იგი, სხვენის დათვალიერებაც მოგისწრია-თავისთვის ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-არაფერი გამიფუჭებია-მხრები აიჩეჩა გოგონამ უდანაშაულო სახით და გაბრიელს წამიერად გადმოხედა.
-ეჭვიც არ მეპარება-ჩაიცინა ბიჭმა და წიგნზე მიანიშნა-რას კითხულობ?
-ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტას".
-მერე, შინაარსის აღსაქმელად ჯერ პატარა არ ხარ?-ჩაეკითხა ღიმილით და გოგოს მწვანე თვალებს მზერა გაუსწორა.
-ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როცა გონება ხელს გიწყობს-მშვიდად უპასუხა მარიტამ და ზედმეტად უცნაური თვალებით კავშირის გამო მზერა აარიდა.
-ანუ ჭკვიანი ხარ?-წარბები ასწია გაბრიელმა.
-მე ეგრე არ მითქვამს, ეგ მხოლოდ შენი სიტყვებია-კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები გოგომ და ბბიჭის ღიმილიც დაიმსახურა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წამის განმავლობაში, ღიმილით მისჩერებოდა ბიჭი, გოგომ თვალები მოაცილა წიგნის გვერდებს და ამოიოხრა, მერე კი გაბრიელს გახედა-ასე უნდა მიყურო მთელი საღამო?
-როგორ ასე?-კითხვა შეუბრუნა გაბრიელმა.
-ისე, თითქოს ახლა გამიცანი და ჩემზე უკვე ყველაფერი იცი.-ამოთქვა ისე, რომ საკუთარი თავი და ფიქრები გამოაააშკარავა.
გაბრიელმა გოგონას გულწრფელობაზე ჩაიცინა და წამოდგა.-ანუ ჩემი მზერა დისკომფორტს გიქმნის?
-როცა ასე მიყურებ, ჰო-ამოხედა გაწითლებული ღაწვებით.
-გიხდება სიწითლე სახეზე-მშვიდად მიუგო გაბრიელმა გაურკვეველი მზერით და ოთახში მარტო დატოვა მისი სიტყვებით დაბნეული გოგონა.
-ჯანდაბა შენ, გაბრიელ! ჯანდაბა, რომ ასე მაბნევ და გონებას მირევ-უკმაყოფილოდ ამოთქვა მარიტამ და თავი გააქნია, რომ ბოლო რამდენიმე წუთში მოწოლილი უცხო გრძნობები და ემოციები გაექრო, მაგრამ არც ასეთი ადვილი აღმოჩნდა.
დასაძინებლად დაწოლილი, თავიდან უშედეგოდ ცდილობდა დაძინებას, თუმცა უცნაური ფიქრები არ ასვენებდნენ, ამიტომ, ნახევარი ღამე თვალგახელილი მიშტერებოდა ჭერს და კითხვებით გამოტენილ თავს ვერაფერს უშვრებოდა.
ამის გამო, გვიან ღამით ძლივს ჩაეძინა და დილის ძილი კი შუადღემდე გაწელა.
**********************
გაბრიელი დილიდანვე შეუდგა კომპანიის საქმეების მოგვარებას. რადგან ამდენი ხანი არ მისულა სამსახურში, უწევდა, შორიდან ეხელმძღვანელა მისთვის. ლევანს, მიუხედავად იმისა, რომ დავალებული ჰქონდა, გაბრიელის მაგიერ მიეხედა საქმეებისთვის, ყველაფრის მოგვარებას არ ავალდებულებდა მამაკაცი, რადგან იცოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი პირი იყო თავად ბიზნესისთვის. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად შეამოწმა მეილი და ახალი წერილიც დაუხვდა ნიკოლოზისგან.
"ამას ასე არ დავტოვებ, გირჩევნია, გოგო დროულად გამოუშვა და უარესად არ გამაღიზიანო"-სწერდა ნიკოლოზი.
გაბრიელმა მისი მეილის წაკითხვის შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.
-გაღიზიანდი, გამოაჩინე შენი სახე, ნიკოლოზ-ჩაილაპარაკა მამაკაცმა-ვინ გიშლის ხელს ამაში? შენი თავის ბატონ-პატრონი თავად ხარ.
მეილზე პასუხი არ დაუბრუნებია, ვერანდაზე გამოსული, სახლში შებრუნდა და მაჯის საათს დახედა. უკვე შუადღის პირველი საათი დაწყებულიყო, მარიტას კი ისევ მშვიდად ეძინა. გაბრიელი, გოგონას ოთახისკენ დაიძრა იმის შესამოწმებლად, გაეღვიძა თუ არა გოგოს, მაგრამ ოთახის კარი როგორც კი შეაღო, თვალი მოჰკრა ბავშვური სიმშვიდით მძინარე მარიტას, რომელსაც თმა შუბლზე ჩამოშლოდა და ძილისაგან ლოყები ასწითლებოდა.
"რა უცოდველი სახე გაქვს ძილში"-გაიფიქრა გაბრიელმა და უკან გამობრუნდა.
მისაღებში ყავით ხელში დაბრუნდა ბიჭი და დივანზე ჩამოჯდა. გული არ ასვენებდა, ჰკარნახობდა, ნიკოლოზისთვის რაიმე გამაღიზიანებელი მიეწერა და ბოლოს, მართლაც ამოიღო ტელეფონი.
მამაკაცმა, მეილის ნაცვლად, პირდაპირ ნომერზე გააგზავნა შეტყობინება:
"შენს ადგილას, მუქარის წერილების გზავნას, უფრო ფრთხილად მოვეპყრობოდი მტერს, რომელსაც ჩემი შეყვარებული ჰყავს თან."
გაბრიელმა წერილი გაგზავნა და კმაყოფილმა მოსვა ყავა. ამასობაში, მარიტასთვისაც გათენდა და ნახევრად დახუჭული თვალებითა და მთქნარებით გამოვიდა მისაღებში, თეთრ პერანგგადაცმული, რომელიც მუხლებამდე უფარავდა სხეულს და მკლავებზე სახელოები საგულდაგულოდ აეკაპიწებინა.
-გათენდა შენთვისაც?-ირონიულად გადმოხედა ბიჭმა სწორედ იმ მომენტში, როცა გოგონა ამთქნარებდა და მარიტამ დაბღვერილი მზერით გახედა მომღიმარ ბიჭს.
-არც მინდა, შენნაირი ტოროლა ვიყო.-ჯიბრიანად უპასუხა მარიტამ და სამზარეულოში გავიდა.
-ესე იგი, ტოროლა...- ჩაილაპარაკა გაბრიელმა და თავისთვის ჩაიცინა, მერე კი გოგოს გასძახა მბრძანებლური ტონით (როგორითაც ყოველთვის საუბრობდა).-დღეს პროდუქტების საყიდლად მივდივარ, შენ კი სახლში იქნები და ფეხს არ მოიცვლი, წინააღმდეგ შემთხვევაში...
-წინააღმდეგ შემთხვევაში, ყელს გამომჭრი და ჩემს თავს ტყეში, ხის მაღალ ტოტზე ჩამოკიდებ სამიზნედ, ვიცი.-დაასრულა წინადადება ყალბი ღიმილით გოგონამ, რომელიც სამზარეულოდან გამოსული, კარის ჩარჩოს მიყუდებოდა ხელებგადაჯვარედინებული.-კიდევ რამე მითითება ხომ არ გაქვს?
გაბრიელი რამდენიმე წამის განმავლობაში წარბაწეული მისჩერებოდა გადიდგულებულ მარიტას, მერე კი თავი გააქნია და წამოდგა.
-არა, ენაჭარტალავ, სხვა მითითებები არ მაქვს.-მას მიუახლოვდა და შუბლზე ჩამოყრილი აჩეჩილი კულულები ერთი ხელის მოსმით გაუსწორა.-შენ მხოლოდ ის გევალება, რომ ჩემს გაფრთხილებას სათანადო სერიოზულობით მიუდგე.
-მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან დამღალა შენმა მბრძანებლურმა ტონმა?-რიტორიკულად ჩაეკითხა გოგონა და მწვანე თვალები თამამად გაუსწორა მის ნახშირისფერ მზერას.
-ჰო, მიუხედავად ამისა.-მიუგო ბიჭმა და საათს დახედა.-ჩაიცვი და ისაუზმე, გუშინ შუადღის მერე არაფერი გიჭამია.
-და შენ ჩემს კვებაზე ზრუნავ?-ირონიულად მიაჩერდა მარიტა.
-მე მხოლოდ შენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ვზრუნავ. თუ არ შეჭამ, მოკვდები. სულ ესაა.-ჯიქურ მიაჩერდა თვალებში და მკაცრად მიუგო კვლავ შეკრული წარბებით.
-რა მარტივია, არა? ადამიანს შიმშილიც კლავს და ტყვიაც.
-ტყვია სწრაფად და უმტკივნეულოდ კლავს-გამოეპასუხა გაბრიელი-შიმშილი კი ნელ-ნელა გასუსტებს და გაუძლურებს, ტკივილის ატანა გიწევს. თუმცა, შენთვის მათ შორის არჩევანის გაკეთების უფლება არავის მოუცია.
-ხო, რათქმაუნდა, მე ხომ აზრს არც არავინ მეკითხება.-გულგრილად აიჩეჩა მხრები ცივი მზერით და სამზარეულოში გატრიალდა.
-სიკვდილი არც თავად გინდა, მარიტა.-უცვლელი მიმიკით მიუგო კაცმა და ოთახში მარტო დატოვა.
-რა იცი, რომ არ მინდა?-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ გაბზარული ხმით.
********************
საღამოს, როგორც გაბრიელმა გააფრთხილა, საკვები პროდუქტების საყიდლად იყო წასული, მარიტა კი, სახლში მარტო დარჩენილი, დივანზე იჯდა და წიგნის კითხვით ირთობდა თავს, როცა გარედან მანქანის ხმა შემოსმა და იფიქრა, გაბრიელი მოვიდაო. ფანჯარასთან მისულს, სულ სხვა სურათი დახვდა. უცხო ჯიპიდან რამდენიმე შეიარაღებული კაცი გადმოვიდა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა. გოგონას გონება დაებინდა და საკუთარ თავს სწრაფი აზროვნებისკენ მოუხმო. თავისდასაცავად იარაღი დასჭირდებოდა, მას კი ხელთ არანაირი იარაღი არ ჰქონდა, გარდა... მარიტამ სწრაფად მიირბინა დაივანთან და მატრასის ქვეშ დამალული დანა გამოაძვრინა, შემდეგ დივანს უკან ამოუდგა და კარისკენ აკანკალებული სხეულით მიტრიალდა. მის სმენას კიდევ ერთი მანქანის ხმა მისწვდა და ამ დროს კარზე ბრახუნიც გაისმა. გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ გაუმკლავდებოდა მარტო ამდენ ადამიანს ,მითუმეტეს პატარა დანით ხელში. კარი შემოიმტვრა და იარაღის ხმაც გაისმა. გოგონა ვერ მიხვდა, რა მოხდა, რადგან მისკენ წამოსული ზორბა ადამიანი უგონოდ დაეცა ძირს, დანარჩენები კი უკან მიტრიალდნენ და იმ მხარეს დაიწყეს სროლა.
-თავი დახარე-მოესმა მარიტას ნაცნობი ხმა და გულში მადლობა უთხრა ღმერთს, რომ გაბრიელმა თავისდროზე მოუსწრო, სანამ უცხო კაცები მის მოკვლას მოასწრებდნენ. გოგონა სწრაფად ჩაიკუზა დივნის უკან და ყურებზე ხელი აიფარა. რამდებიმე წამიანი სროლის შემდეგ, გაბრიელი მას მივარდა და დივნის უკან ჩაიმუხლა. გოგონამ შეშინებული მზერა მიაპყრო ბიჭს, რომელიც იარაღის გადატენვით იყო დაკავებული.
-დამშვიდდი, შენამდე არც ერთს მოვუშვებ-ხმადაბლა მიუგო გაბრიელმა, გოგონას შეშინებული მზერის დანახვისას და მეორე იარაღი გაუწოდა-როცა გეტყვი, მომაწოდე, გაიგე?
მარიტამ თავი დაუქნია და გულში ლოცვა დაიწყო, რომ გაბრიელს არაფერი მოსვლოდა. იმ წამში ვერ იაზრებდა, თუ როგორი სასაცილო იყო ბედი. რამდენიმე დღის წინ, ოცნებობდა, რომ ნიკოლოზთან ერთად გაქცეულიყო გაბრიელისგან, თითქოს ეშმაკის გვერდით უწევდა ცხოვრება, ახლა კი ლოცულობდა, რომ ამ ეშმაკს და ურჩხულს არაფერი მოსვლოდა. საშუალება რომ ჰქონოდა, თავისი ხელებით გადაეფარებოდა გაბრიელს და ტყვიებისგან დაიცავდა, თუმცა იცოდა, ერთი არასწორი ნაბიჯიც და მას მოკლავდნენ.
-იარაღი მომაწოდე.-ხელი გაუწოდა გაბრიელმა და მარიტაც წამში გამოცოცხლდა.-გადატენვა იცი?
-ჰო, შემიძლია.
-მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გადატენე.
გოგომ იარაღი ხელისკანკალით გადატენა და გამხეცებულ მამაკაცს იმედით სავსე მზერით მიაჩერდა. დარწმუნებული იყო, რომ გადაარჩენდა, საფრთხისაგან დაიცავდა, თუნდაც უკანასკნელი ძალითა და ენერგიით.
-როგორ ხარ?-იარაღი ძირს დააგდო გაბრიელმა და გოგოს სახე ხელებში მოიქცია.
-შენ როგორ ხარ? ხომ არ დაშავდი?-აღელვებულმა შეუბრუნა კითხვა და ბიჭს სახე და ყელი მოუსინჯა.-დაჭრილი არ ხარ, ღმერთს მადლობა-შვებით ამოისუნთქა და დივნის საზურგეს თავით მიეყრდნო.
-მორჩა, ყველაფერი დასრულდა, უსაფრთხოდ ხარ.-თავზე ხელი გადაუსვა გაბრიელმა და მის გვერდით, თავადაც მიეყრდნო საზურგეს.
-არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა-შოკისაგან ჩურჩულით ამოილაპარაკა მარიტა. და ბიჭისკენ მიატრიალა თავი.
-მოგიწევს დაიჯერო. ჩემი ცხოვრება მუდმივად ხიფათია, ახლა კი შენიც.
მარიტამ თვალის ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და თავი ნერვიულად გააქნია.
-არ მინდა ასეთი ცხოვრება...
-მოგიწევს.-შედარებით ხმადაბლა ამოილაპარაკა გაბრიელმა და ფეხზე წამოდგა, მერე კი ხელი გოგონას გაუწოდა. მარიტამ ჯერ გამოწვდილ ხელს შეხედა, მერე კი გაბრიელს, სახეში. -ხელი მომეცი, წამოგაყენებ.
გოგომ ხელი ჩასჭიდა და მსუბუქად წამოდგა. სანამ კარისკენ შეტრიალდებოდა, წინასწარ იცოდა, რა სურათიც დახვდებოდა იქ, ამიტომ კარისაგან ზურგით დადგა და გაბრიელს მოსუსტო ხმით მიუგო:
-ჩემს ოთახში ავალ.
-მარიტა-გამოსძახა უკნიდან გაბრიელმა და გოგონაც შედგა.-ტანსაცმელი ჩაალაგე, დღეს აქედან მივდივართ.
მარიტას არ უპასუხია, ისე დაიძრა მეორე სართულზე ასასვლელი კიბისკენ, თუმცა, გულში სიხარულმა კი გაუელვა.
*******************
მანქანაში მოთავსევულები, ნელა მიიკვლევდნენ გზას ქალაქისკენ. მარიტას, დაღლილობის გამო თავი საზურგეზე გადაუვარდა და ისე დაეძინა, ვერც გაიგო. გაბრიელმა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია ეს და გოგოს დაუფიქრებლად მიაფარა თავისი ქურთუკი.
ცოტა ხანში მისი ტელეფონიც აზუზუნდა და ნომრის მაგივრად ლევანის სახელი დაეწერა ეკრანზე.
-ხო ლევან.
-ძმაო, სად ხართ?-ხმაში შფოთვა გარეოდა მამაკაცს.
-ქალაქში ვბრუნდებით.
-შენთვის ახალი ინფორმაცია მაქვს.
-გისმენ.
-იმ ნაძირალა ნიკოლოზმა შენი ნომრიდან მისამართიც გაარკვია და ახლახანს შევიტყე, რომ თავდასხმას აპირებდა. რახან უკვე წამოხვედით მაგ ადგილიდან, მშვიდობით დაბრუნებას გისურვებ.
-ეს ყველაფერი ნიკოლოზის მოწყობილი იყო?-ხმა შეეცვალა გაბრიელს და კბილებში გამოსცრა შემდეგი სიტყვები-ის ნაბი****ი დაგვესხა თავს?
-გაბრიელ, ხომ ორივე კარგად ხართ?
-არაფერი გვიჭირს. მისმინე ლევან, ჩემს სახლთან დაცვა გაამაგრე და არ დაუშვა, რომ კომპანიაში მოახერხოს ვინმემ შეპარვა. როცა დავბრუნდები, მაგრად ვანანებ მაგ ყ**ს ამ ძაღლურ საქციელს.
გაბრიელმა ყურმილი დაკიდა და გზას ნესტოებგაფართოვებული მიაჩერდა. ისეთი გამხეცებული იყო, იმ წუთში ნიკოლოზი რომ მდგარიყო მის წინ, ცემაში ამოხდიდა სულს.
მიუხედავად იმისა, რომ ფიქრის თავი არ ჰქონდა და თავიდან ფეხებამდე ბრაზს ჰყავდა შეპყრობილი, ცხელ გულზე არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო მამაკაცმა.
-გაჩვენებ ნიკოლოზ, როგორია სამაგიეროს გადახდა და ადამიანის ნერვებით თამაში.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და გაზს ბოლომდე მიადგა ფეხი.
-რა ხდება?-თავი წამოყო მარიტამ და ინტერესიანი მზერა მოავლო ჯერ მანქანის სალონს, შემდეგ კი, მათ გარშემო არსებულ გზას.-სად ვართ?
-სახლში ვბრუნდებით-მოკლედ და ცივად უპასუხა კაცმა.
-ჩემს სახლში?-თვალები გაუბრწყინდა გოგოს და გაბრიელს სახეში ბედნიერი გამომეტყველებით მიაჩერდა.
-ჩემს სახლში.-წარბშეკრულმა გადმოხედა.
მარიტას მზერა კვლავ ჩამოეღვრიმა და მკლავებგადაჯვარედინებულმა გახედა ფანჯარაში მორბენალ ხეებს.
-ვერ ვხვდები, ნიკოლოზთან რა გაქვს გასაყოფი...-ხმადაბლა ამოილაპარაკა გოგონამ.
-ვერც მიხვდები-ბრაზიანად მიუგო ბიჭმა და საჭეს ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა.-ამიტომ ჯობია, წყნარად იჯდე შენს ადგილას და ზედმეტად ხმა არ ამოიღო.
-რა გეტაკა ბოლო ნახევარ საათში, ვერ ვხვდები-ჩაიჩურჩულა მარიტამ და კომფორტულად მოთავსდა მანქანის სავარძელზე. მანამ ხატავდა დაორთქლილ მინაზე გაურკვეველ ფიგურებს, სანამ გაბრიელის წარბაწეული მზერა არ იგრძნო და უხერხულობამ აიძულა, ხელები გაეჩერებინა.
გზა შემოკლდა და ქალაქს მიუახლოვდნენ. მარიტამ თავი წამოყო, რომ შორიდან მოციმციმე განათებები დაენახა.
-მოვედით?-თავი ვეღარ შეიკავა, რომ არ ეკითხა და გაბრიელს ცნობისმოყვარედ გახედა.
ბიჭს პასუხი არ დაუბრუნებია, მხოლოდ ერთხელ გამოხედა გოგონას და თავი ისევ უემოციოდ შეატრიალა წინ.
-ასეთი უხეში რატომ ხარ?-ჩაიბუზღუნა მარიტამ და დაბღვერილი მიაჩერდა გზას.
-ასეთი ვარ, მოგიწევს ჩემი ატანა.-ცივად მიუგო გაბრიელმა.
-მძიმე ბედი მერგო-ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონამ და ჩიპზე ჩაწერილ მუსიკა ჩართო მანქანაში.
როცა მის სმენას სერგი გვარჯალაძის "artificial love" მისწვდა, თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა და გაბრიელისკენ ამგვარი გამომეტყველებით გაატრიალა თავი.
-რა მოხდა?-გამოხედა ბიჭმა, რომელიც ვერ მიმხვდარიყო მარიტას მზერის მიზეზს.
-სერგი გვარჯალაძეს შენც უსმენ...-გამომააშკარავებელი სამხილივით წარმოთქვა მარიტამ და ეშმაკურად ჩაიღიმა.
-მერე რა?-თავის დასაძვრენად არ შეიმჩნია, რომ ეს მისი სუსტი წერტილი იყო.
-არაფერი-თავი გააქნია ღიმილით გოგონამ.
როცა ასე იღიმოდა, თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უხტოდნენ. გაბრიელმა, იმ წამს შეამჩნია ეს, როცა გოგოს ღიმილი და გამოხედვა შენიშნა. უეცნაურა ბიჭს, ასეთი რამ რომ შენიშნა, რადგან მანამდე არც ერთი ქალის თვალში არ დაუნახავს მოციმციმე სხივები და საკუთარი თავის ანარეკლი, როგორც ამას მარიტას თვალებში ხედავდა. მახე იყო გოგონა, რომელიც კუთხეში ამწყვდევდა ბიჭს, ასუსტებდა და ამუნჯებდა. მის წინაშე, სიტყვები მნიშვნელობას კარგავდნენ და უფერულდებოდნენ. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა გოგონა გააოცა გაბრიელისა და მისი გემოვნების დამთხვევამ.
-როცა ამ სიმღერას ვუსმენ, თავს ბედნიერად და ნოსტალგიურად ვგრძნობ, შენც ასე გემართება, არა?-თვალებში მიაჩერდა მარიტა ბიჭს. გაბრიელი რამდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ მისჩერებოდა გოგონას თვალებს, ბოლოს კი, ხმადაბლა მიუგო:
-ნუ სულელობ.
მარიტას მისი სიტყვებსთვის ყურადღება არ მიუქცევია, მისამღერს თვალდახუჭულმა ააყოლა ხმა. გაბრიელმა თვალი გააყოლა მოძრავ გოგონას, რომელიც მთელი გულითა და გრძნობით მღეროდა და თავისთვის ჩაეღიმა. სიმღერის დასასრულში, კისკისი აუვარდა მარიტას და მუხლებში ჩარგო თავი. თავდაპირველად, გულიანად იცინოდა და ბიჭს ვერ გაერკვია, რა დაემართა, მერე კი, თავი ამოსწია და სევდიანი ღიმილით დაადო გაბრიელს მხარზე თავი.
-იცი, რა მენატრება ახლა ყველაზე მეტად?-ხმა ამოიღო გოგონამ სევდანარევი ხმით.
-შენი შეყვარებული?-გამომცდელად ჩაეკითხა გაბრიელი და საკუთარ თავში დარწმუნებულმა დახედა მის მხარზე მოთავსევულ გოგოს.
-საზამთროს მურაბა-უეცრად წარმოთქვა მარიტამ და თავი წამოსწია.
გაბრიელი წარბებაზიდული მიაჩერდა ფიქრებში წასულ მარიტას და მიხვდა, რომ ვერ გამოიცნო და ვერც ვერასდროს გამოიცნობდა, რა ტრიალებდა გოგონას თავში.
-აი, ისეთი, ზამთარში, თბილ სახლში რომ ხარ და ბუხრის წინ ტკბილ, ბებიის გაკეთებულ საზამთროს მურაბას რომ ჭამ...-წარმოსახვაში ღრმად ჩაეფლო მარიტა და თვალები ცაში აღაპყრო.
-შენ ხომ ბებია არასდროს გყოლია?
-ჰო, თუმცა ეს ხელს არ მიშლის წარმოდგენაში-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-უცნაური ხარ-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და როგორც იქნა, თავის კერძო სახლს მიუახლოვდა.-გადმოდი, მოვედით.
-ჩაჯექი, გადმოდი, წამოდი, შენს ოთახში ადი...-გამოაჯავრა მარიტამ გაბრიელს, ბრძანებების გაცემაში და სანამ ბიჭი გამოხედავდა, მის ზურგს უკან მდგარმა ენა გამოუყო.
-გირჩევნია, ფეხს აუჩქარო-წარბაწეულმა გადმოხედა ნელა მოსიაეულე გოგონას და ხელი მკლავში სტაცა, რომ უფრო სწრაფად მიდევნებოდა გვერდით.
-რა საჭიროა სიჩქარე, ვერ ვხვდები-ჩაიბუზღუნა დაღლილმა და მთქნარებით გაქმაქნია თავი.
-სანამ ქუჩაში ხარ, უსაფრთხოდ ვერ იქნები.-მიუგო გაბრიელმა კვლავ დაძაბული ხმით და ჭიშკართან დამონტაჟებულ სიგნალიზაციას ბარათი მიადო, სახლში რომ შესულიყო.
-მდიდარი ხარ?-წარბშეჭმუხნული მიაჩერდა მარიტა გაბრიელს.
ბიჭმა პასუხი არ გასცა, ისევ ისე წაათრია სახლამდე როგორც მანამდე მიათრევდა, ხელჩაჭიდული. მარიტას უკვე რეაქცია აღარ ჰქონდა ბიჭის ასეთ ქცევაზე და სიუხეშეზე, რადგან მიეჩვია და იცოდა, რომ ასეთი ადამიანი იყო გაბრიელი. სახლში შესულმა, თვალები გაკვირვებულმა დაახამხამა და ირგვლივ მიმოიხედა უზარმაზარ ჰოლში.
-ჯანდაბა....-ჩაილაპარაკა მარიტამ სახლის მდიდრულობით გაოცებულმა და ცივი სახით მომზირალ გაბრიელს გადახედა-რომ ლაპარაკობ, ექო ისმის ხოლმე?
-თავად შეამოწმე და ნახავ-მიუგო ბიჭმა და ოთახისკენ დაიძრა.-წამოდი, შენს ოთახს განახებ.
გოგონა ფეხდაფეხ მიჰყვა მამაკაცს. როცა გაბრიელმა კარი შეხსნა, მარიტას თვალწინ პირველ რიგში, მთელი კედლის სიგანეზე ჩასმული ფანჯრისა და აივანზე გასასვლელი შუშის კარიდან აღბეჭდილი ქალაქის ხედი გადაეშალა და შემდეგ, ნაცრისფერ ფერში დეკორირებული კედლები, ორადგილიანი საწოლი, დიდი, თეთრი ხის კარადა და მის გვერდით მდგარი, გრძელი, გაფორმებული სარკე.
-იცი რა, რაღაც მაინტერესებს.-მიბრუნდა გაბრიელისკენ.
-გისმენ.-თვალი გაუსწორა მამაკაცმა.
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ ვიქცევი?-სახეუცვლელად შეუბრუნა კითხვა.
-ჯერ მიტაცებ და რომელიღაც ცივ სარდაფში მკეტავ, მერე ტყეში, თბილ და მყუდრო სახლში მიგყავარ, მერე სიკვდილისგან მიხსნი და ახლა საკუთარ სახლშიც მოგყავარ, აქ კი, მდიდრულ ოთახს მითმობ... ამას რატომ აკეთებ?
-გაინტერესებს, კარგად რატომ გექცევი?-ჯიქურ მიაჩერდა სახეში ბიჭი. მარიტამ თავი დაუქნია და პასუხის მოლოდინში გაირინდა. -იმიტომ, რომ ოფიციალურად მალე ჩემი ცოლი გახდები.
გაბრიელის სიტყვები მეხის გავარდნასავით იყო გოგონასთვის, ჯერ თვალებგაფართოვებული, ერთ ადგილზე გაშეშებული შეჰყურებდა ბიჭს, მერე კი, ემოციებმა თავისი ქნეს და გაბრიელს მივარდა. ბიჭს არ გაუკავებია, როცა გოგონა მკერდზე უბრახუნებდა მუშტებს, როცა კივილისა და ყვირილისგან ხმაჩახლეჩილი კედელს მიეყრნდო ზურგით და ქვითინით ჩასრიალდა იატაკზე.
-მძულხარ, გაბრიელ დადიანო, ვერ გიტან-მთელი გრძნობითა და ღვარძლით ამოთქვა ეს სიტყვები და სახეში მიახალა მამაკაცს.-ურჩხული ხარ, ყველაზე საშინელი და მახინჯი სულის ადამიანი, არავის ინდობ, რადგან არავინ გიყვარს. შეუძლებელია, შენს გულში სიყვარული ვერ მოთავსდება, იმიტომ რომ იქ მისი ადგილი არ არის, შენი გული სიბინძურით, ჭუჭყითა და სიცივითაა სავსე...
გაბრიელი უემოციო გამომეტყველებით ისმენდა გოგონას მონოლოგს და ყვირილით წარმოთქმულ სიტყვებს. მან იცოდა, რომ მარიტას ბრაზი ალაპარაკებდა, მაგრამ სიტყვები მაინც ჭეშმარიტებას ღაღადებდნენ და ამის გამო, გულში რაღაც სწყდებოდა.
-შეგიძლია მითხრა, რატომ არ შეგიძლია, ოდნავ კეთილი მაინც იყო?-წამოდგა მარიტა წინ დაუდგა მამაკაცს.-რატომ არ შეგიძლია, სულ მცირე გულისხმიერება გამოიჩინო ადამიანების მიმართ და ყველას ასე ცივად არ მოექცე?
-დაასრულე?-მკაცრად ჩაეკითხა მამაკაცი და სახე მისკენ დახარა.-რასაც ვამბობ, იმას გააკეთებ, ზედმეტი შეკითხვების, გამოხტომების და სიჯიუტის გარეშე. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვთქვი.
შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.
გაბრიელს გოგოს პასუხისთვის აღარ დაუცდია, ცივი, უმეტყველო სახით გამობრუნდა და მარიტა მარტო დატოვა ოთახის კართან.
გოგონამ, ბიჭის წასვლის შემდეგ უფრო უმატა ტირილს და ოთახში შეკეტილი, საწოლზე აკანკალებული მიწვა. ბევრი ტირილისგან დაღლილს, მალევე ჩაეძინა, ცოტა ხანში კი, როცა გაბრიელმა შემოიხედა, მარიტას უკვე ღრმად ეძინა.
********************
დილაადრიან, გაბრიელის ტელეფონიდან ზარი გავიდა ლევანისთან. მამაკაცმა ნახევრად მძინარე სახითა და ხმით უპასუხა ტელეფონს.
-რა იყო, ხაშია?
-ხაში კი არა, მოემზადე.
-რისთვის, რამე სიახლეა?
-მარიტა ცოლად მომყავს.
ლევანი გაჩუმდა და თითქოს წამიც გაიყინა. ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, იფიქრებდით, კაცის სიკვდილის ამბავი გააგებინესო.
-ეს რა ხუმრობაა?-როგორც იქნა, ამოღერღა.
-არ ვხუმრობ, ხელმოწერისთვის ადგილი და მოწმეები მჭირდება, შენ მოაგვარე.
-ძმაო, მგონი სერიოზულად გააზრება გჭირდება, რას აკეთებ.
-ლევან, არ მაქვს უაზრო ლექციების თავი და ახლა შენი გაჭედვები არაფერს შეცვლის. მოკლედ, შენ გაბარებ ჯვრისწერის საქმეებს.
-კარგი, ვიზამ რამეს-ამოიოხრა კაცმა.
გაბრიელმა ყურმილი დაკიდა და მარიტას ოთახისკენ დაიძრა. როცა საწოლზე ორად მოკეცილ, მძინარე, თვალებჩაწითლებულ გოგონას მოჰკრა თვალი, გულში სიბრალულის სხივმა გაჰკრა. თავის გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდა, რადგან იცოდა, ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, თუმცა, ერჩივნა, განზრახვა განეხორციელებინა და ნიკოლოზისთვის ასე გადაეხადა სამაგიერო თავდასხმებისთვის. თუმცა, მას კიდევ ერთი მიზეზი ამოძრავებდა, რის გამოც მარიტა ცოლად მოჰყავდა. ეს მიზეზი, გოგონას შეყვარებულის ზიზღი და მის მიმართ უცნაური სამაგიეროს გადახდიდ წყურვილი იყო. წესით, ასე არ უნდა შესძულებოდა თავისი მტერი, რადგან იცოდა, სიძულვილს რამდენი ადამიანი შეჰყავდა შეცდომაში. მაგრამ, მარიტამ ყველაფერი შეცვალა მის ირგვლივ. გაბრიელი გრძნობდა, რამხელა სივრცეს იკავებდა გოგონა მის ყოველდღიურობასა და გონებაში. ცდილობდა, გულამდე არ ჩაეღწია გრძნობებს და გულში არაფერი შეცვლილიყო, ამიტომ ამისათვის თავის პირვანდელ სახეს იბრუნებდა და როდესაც შეატყობდა, რომ ოდნავ მაინც უჩნდებოდა გოგოს მიმართ რაიმე გრძნობა, მაშინვე მიმართავდა თავის ძლიერ იარაღს-სიმკაცრესა და სიცივეს. ამჯერად, მარიტას ნამტირალევი სახის დანახვისას, გული ოდნავ მოულბა და გადაწყვიტა, თბილად მოპყრობოდა გოგონას, თუმცა ეს რამდენად გამოუვიდოდა, არ იცოდა.
სამზარეულოში გასულმა, მაცივრიდან ბოსტნეული გამოიღო და სალათის დაჭრა დაიწყო. როდესაც საუზმისთვის ყველაფერი მოამზადა, სუფრა გაშალა და გოგოსთვის დასაძახებლად ოთახში შეიხედა. მარიტას უკვე ეღვიძა და ფანჯარაში უემოციო, უსიცოცხლო სახით იყურებოდა.
-გამოდი, ისაუზმე და მერე სადღაც უნდა გამომყვე.
-არ მშია-მოკლედ უპასუხა გოგომ, ისე, რომ თავიც კი არ შემოუტრიალებია მისკენ.
-მარიტა, რაც ვთქვი, იმას გააკეთებ.-ხმა გაუმკაცრდა გაბრიელს.
-და თუ არა?-ჯიბრიანად მიუგო გოგონამ და მისკენ შემოტრიალდა. გაბრიელი გრძნობდა, როგორ იწვევდა გოგონა და როგორ უნდოდა, საკუთარი დაუმორჩილებლობით მამაკაცის მბრძანებლობის უნარიანობა გადაეფარა, თუმცა არც გაბრიელი იყო ადვილად დამთმობი, ამიტომ მას მიუახლოვდა და წინ დამდგარმა, თავი დახარა, გოგოსთვის მზერა რომ გაესწორებინა.
-გაინტერესებს, რა მოხდება, თუ არ დამემორჩილები?-თავი ცერად გადახარა ბიჭმა.-მოგიწევს, საყვარელი ადამიანების სიკვდილის სცენას შენი ორივე თვალით უყურო. როგორ მოგწონს?
მარიტა რამდენიმე წამი უცვლელი სახით უყურებდა, მერე კი, ნელ-ნელა დაუგროვდა თვალებში ზიზღი და ბრაზი მოაწვა.
-არაადამიანი და უგულო ხარ.-ზიზღით მიახალა სიტყვები მარიტამ.
-ჩაიცვი და საჭმელად გამოდი. სულაც არ მინდა, ხელში ჩამაკვდე-ცივად მიუგო გაბრიელმა და ოთახიდან გამობრუნდა.
-რატომ მაინცდამაინც მე, ღმერთო?-სახეზე ხელები აიფარა გოგონამ და ცრემლები ლოყებზე ჩამოუცურდნენ.-რატომ ვარ ამ სადისტის ხელში და რატომ არ შემიძლია, თავისუფლად ვისუნთქო ჰაერი?
მარიტა კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, თუმცა თავში მაშინვე გაბრიელის სიტყვები ამოუტივტივდა. ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და საკუთარ თავს მოუწოდა, სიძლიერე გამოეჩინა, რომ საყვარელი ადამიანები ასე დაეცვა.
ოთახიდან, გულგრილი გამომეტყველებით გამოვიდა და სამზარეულოში, ლამაზად გაშლილ მაგიდას წარბაწეული მიაჩერდა.
ნელა მიუახლოვდა მაგიდას და სკამზე ჩამოჯდა. დიდად არც შიოდა, უბრალოდ არ სურდა, თავისი სიჯიუტის გამო გაბრიელი უფრო მეტად გაეღიზიანებინა, ამიტომ თეფშზე მწიკვი საჭმელი გადმოიღო და უღიმღამოდ შეუდგა ჭამას.
ცოტა ხანში, გაბრიელმაც შეაჭრა სამზარეულოში და ცხელი ყავა ჩამოისხა საყვარელ, ყავისფერ ჭიქაში.
მარიტას თვალი შეავლო მამაკაცმა და სხვა მხარეს მიმართა მზერა, არ უნდოდა, გოგოსთვის ზედმეტი ყურადღება მიეპყრო.
-სად მივდივართ?-მისკენ შეატრიალა თავი მარიტამ.
-საქორწილო კაბის ასარჩევად.
-მე მეგონა, ქორწილი რამდენიმე კვირაში იქნებოდა-ლუკმა ყელში გაეჭედა გოგოს და შეცვლილი გამომეტყველებით მიაჩერდა მამაკაცს.
-ჰოდა, არასწორად გეგონა-მოკლდდ მოუჭრა.-ორ დღეში დავქორწინდებით. სამწუხაროდ, შენი შეყვარებული ვერ მოიცლის ჩვენს ქორწილში მოსასვლელად, ურთიერთობა აქვს გასარკვევი სხვა კომპანიის მმართველთან, მოპარული მოდელების გამო.
მარიტას თვალევი გაუფართოვდა ამ ინფორმაციის გაგონებისას. მანამდე ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე და რის გამო ექიშპებოდნენ ერთმანეთს ნიკოლოზი და გაბრიელი, თანაც ასე სერიოზულად. ამჯერად, გაბრიელმა ისეთი რამ უთხრა, რამაც, გოგოს გონებაში ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და მიზეზი, თუ რის გამო იყვნენ კატა-ძაღლივით მამაკაცები ერთმანეთთან, მაშინვე გამოააშკარავა.
-მაგრამ...-ამოთქვა გოგომ.
-გისმენ პატარა გენიოსო, გამიზიარე შენი ჭკვიანური აზრები-ცინიკურად მიუგო გაბრიელმა და ანიშნა, ესაუბრა.
-მხოლოდ ირონიით ცოცხლობ და სხვისი დამცირებით იკვებები.-თვალებდაწვრილებულმა მიახალა პირში.-იმის თქმას ვცდილობდი, რომ არამგონია, ნიკოლოზს ეს უმიზეზოდ გაეკეთებინა შენთვის, რამე მიზეზი ექნება ,რის გამოც დაგიპირისპირდა და საკუთარი ბიზნესი საფრთხის ქვეშ დააყენა.
-უყურე ერთი, როგორ იცავს გოგო თავის ბიჭს-თავი გააქნია წარბებაწეულმა და ჩაიცინა-ეგ შენს შეყვარებულთან გაარკვიე და მერე მეც მითხარი, ძალიან მაინტერესებს.
რამდენიმე წუთი გაჩუმებულები ისხდნენ და ორივე თავისთვის ფიქრობდა. მარიტას მადა დაჰკარგვოდა და თეფშზე დატოვებულ საჭმელსაც ვეღარ ჭამდა. გაბრიელმა, როცა შენიშნა, რომ გოგო უფუნქციოდ, გაშეშებული იჯდა, მიუგო:
-შეგიძლია, საჭმელი დატოვო და წასასვლელად მოემზადო, მე მანქანაში დაგელოდები.
მარიტა წამოდგა და ოთახში უხმოდ გავიდა. ცოტა ხანში, გაბრიელს, რომელიც უკვე მანქანაში იჯდა და ჩვეული, გულგრილი სახით ელოდა გოგოს, გვერდით მიუჯდა.
*****************
თეთრი კაბებით სავსე სექციებს შორის უხმოდ დააბიჯებდნენ გაბრიელი და მარიტა, წინ მამაკაცი მიდიოდა და თვალით შესაფერის კაბა ეძებდა, უკან კი გოგო მოჰყვებოდა "სულერთიას" სახით.
-კაროჩე, შენ თვითონ აარჩიე, რომელიც მოგწონს.-გადააბარა ბიჭმა მარიტას და თავად განზე გადგა.
-ჩემთვის სულერთია-ცივად მიუგო გოგონამ-სულ მილიონიანი კაბა რომ ჩამაცვა, მაინც არ ვიქნები ბედნიერი. თუმცა, რაც უფრო უბრალო იქნება, მით უკეთესი, თავს არ მოვიტყუებ, რომ მართლა ვთხოვდები.
-კარგი, როგორც გინდა-გამოეპასუხა ბიჭიც ისეთივე გულგრილი ხმით, როგორიც მარიტას ჰქონდა და სექციაში პირველივე კაბა ჩამოხსნა თავისი საკიდიანად.-მიდი, მოიზომე.
-დიდი მექნება.
-ამის პატარა ზომა მოიტანეთ-გასცა ბრძანება და წარბების ქვემოდან გამოხედა გოგოს, რომელსაც იმავე წამს დაამთქნარა.
-აი, ინებეთ-გამოუწოდა კონსულტანტმა კაბა და მარიტაც გამოფხიზლდა.-შეგიძლიათ იქ მოიზომოთ-ხელით გასახდელისკენ ანიშნა.
გოგომ, სანამ გაბრიელს ჩაუვლიდა, კუშტად ახედა თვალებში და ცივი მზერა შეაგება.
გაბრიელი თხუთმეტი წუთი იდგა და ელოდა, როდის გამოვიდოდა გოგონა გასახდელიდან, ამ ხნის განმავლობაში, სამჯერ დაიხედა მაჯის საათზე და სამივეჯერ ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად. თავის თავს მოუწოდა:
-უნდა ვეცადო, რომ მის ასეთ გამოხტომებზე არ გავღიზიანდე, კიდევ დიდი ხანი მომიწევს ამის ატანა.
ბოლოს, როგორ იქნა, გამოაღწია მარიტამ, თუმცა იმავე ტანსაცმლით, რითაც გასახდელში შევიდა.
გაბრიელი წარბაზიდული მიაჩერდა ჩვეული სახით მომავალ გოგოს.
-არ მოგეწონა?
-მომეწონა.-მოკლედ უპასუხა მარიტამ.
-და რატომ არ იცმევ?
-იმიტომ, რომ შენს წინ დატრიალებას არც ისე საჭიროდ მივიჩნევ.-სკეპტიკურად გასცა პასუხი და კაბა გაუწოდა გოგონას.
-კაბას აიღებთ?-ჩაეკითხა თანამშრომელი.
-კი, ვყიდულობთ.-მოკლედ გამოეპასუხა გაბრიელი და ბარათი მიაწოდა.
-იმედი მაქვს, არ დამაძალებ, ბედნიერი პატარძლის როლი მოვირგო-როგორც კი მაღაზიიდან გამოვიდნენ, მაშინვე ამ თემაზე წამოიწყო საუბარი მარიტამ.
-ქორწილში სამგლოვიარო სახით არავინ ზის, პატარძალი მითუმეტეს.-მანქანის კარი გამოხსნა გაბრიელმა, რომ გოგო დამჯდარიყო, მერე კი მოუარა და თავადაც დაიკავა მძღოლის ადგილი.-ამიტომ, გინდა თუ არა, მოგიწევს გონებიდან ყველა უარყოფითი აზრი ამოიგდო და პანაშვიდის სცენა არ გამიმართო.
-რა ადვილია შენთვის, არა?-ჩაიცინა გოგონამ სიმწრით და თითები კარის სახელურზე აათამაშა.
-გადაწყვეტილების მიღება შენ არ გიწევს, ამიტომ მშვიდად უნდა იყო და ზედმეტი ჯიუტობის გარეშე დაემორჩილო ჩემს მითითებებს.
-ჰო, რათქმაუნდა, მბრძანებელი ხომ შენ ხარ-თვალები აატრიალა მარიტამ.
-როცა ჩემი ცოლი გერქმევა, ასეთ საქციელსაც გადაეჩვევი-გამაფრთხილებელი ტონით მიუგო ბიჭმა.
-როგორ საქციელს?-წარბები აზიდა გოგომ.
-თვალების ატრიალებას ვგულისხმობ. არამგონია, ნორმალურად აღზრდილ ქალს ეგეთი საქციელი შეეფერებოდეს.
-ღმერთო-არანორმალურად გადაიხარხარა გოგონამ და ბიჭს შეშლილის თვალებით მიაჩერდა.-შენ რა, სერიოზულად ამბობ?
-თუ რამე არ მოგწონს, შემიძლია, ერთი ხელის მოსმით მოვაგვარო საქმე-ნამიოკი ჩაურტყა გაბრიელმა გოგოს და მარიტაც წამში დასერიოზულდა.
-მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები არ დაშავდნენ, თორემ კარგად იცი...
-რომ ჩემნაირ მონსტრს და ცივსისხლიანს ცოლად არასდროს გაჰყვებოდი-დააბოლოვა გაბრიელმა სკეპტიკური სახით.-ნახე, შენი ფრაზები უკვე დავიზეპირე კიდეც.
-ნამდვილი...
-ურჩხული ვარ. ამას ამბობდი არა?-წარბი ასწია გაბრიელმა და ისე გახედა გოგონას, რომელიც სკამზე ხელებგადაჯვარედინებული და ბრაზისაგან გაწითლებული იჯდა.-მეშინია, სიბრაზისგან არ გასკდე, არადა, უკვე გაიბერე.
მარიტას არ უპასუხია, ფანჯრისკენ გაატრიალა თავი და ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად, გაბრიელმა კი თავისთვის ჩაიცინა და მანქანა მუსიკის თანხლებით დაძრა.
*****************
გაბრიელმა მეორე დილით, კომპანიასთან მიაყენა მანქანა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისკენ. ბოლო სართულზე ასულმა, ლევანი რომ ვერსად მონახა, მის ასისტენს უხმო და ადგილსამყოფელი ჰკითხა.
-ყავის დასალევად სასადილოში ჩავიდა ცოტა ხნის წინ.-მიუგო გოგონამ.-გინდათ, თქვენი მოსვლის შესახებ შევატყობინო?
-არაა საჭირო, თავად ვნახავ.
სასადილოს კარში შესულმა მამაკაცმა, მაშინვე შენიშნა ხელში ჭიქამომარჯვებული ლევანი, რომელიც ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და მას მიუახლოვდა.
-საცოლე უნდა გიშოვო, თორემ ქვეყანაში გოგოს აღარ დატოვებ, რომელთანაც ერთჯერადი ურთიერთობა არ გქონია.-გაბრიელის ხმამ გამოაცოცხლა ტელეფონში თავჩარგული ლევანი და ძმაკაცს გახარებული თვალებით ამოხედა.
-ვახ, რომეო მოსულა-გადაეხვია კაცს.-შენ არ გგავარ, გოგო გაცნობისთანავე რომ მოვიყვანო ცოლად.
-სიტუაცია ასე მოითხოვს-გაუმკაცრდა ხმა გაბრიელს და მის წინ ჩამოჯდა.
-რომელი სიტუაცია, აბა კარგად ამიხსენი?-დაჟინებით მიაჩერდა ლევანი მას.
-რომელიც ნიკოლოზზე გავლენას მოახდენს და აიძულებს, გამოაშკარავდეს.
-ზუსტად არც ერთმა ვიცით, მარიტას ცოლად მოყვანა შეცვლის თუ არა რაიმეს.
-შეცვლის ლევან, შეცვლის.-დარწმუნებით ჩაილაპარაკა გაბრიელმა- ყოველშემთხვევაში, მას გააღიზიანებს და აიძულებს, რამე იღონოს, ხელ-ფეხის განძრევისას კი კარგად ვიცი, როგორც დავიჭერთ.
-იმედი მაქვს შენი გეგმა გაჭრის ძმაო, თორემ ამხელა მსხვერპლზე ტყუილად წასვლა არ ღირს.
შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ, შემდეგ კი გაბრიელი წამოდგა და ღიმილით მიმართა ლევანს:
-წავედი, მარიტა ალბათ ჩემს არყოფნაში გაქცევას ეცდებოდა ან სახლს გადაწვავდა.
-მიდი.-ხელი ჩამოართვა ბიჭმა და ეშმაკური ღიმილით მიაძახა-თავს გაუფრთხილდი, საშიში სარძლო მყავს.
-ჩემზე საშიში არამგონია იყოს.-ჩაიცინა გაბრიელმა და მეგობარი სასადილოში დატოვა, თავად კი მანქანაში ჩაჯდა და სახლის გზაზე გამობრუნდა.
სახლში შესულს, კარის ზღურბლზე ფეხის გადადგმისთანავე ჩაესმა ფრანგული სიმღერის ტექსტი და მელოდია და მის ყნოსვას გამომცხვარი კარტოფილის სუნი ეცა.
-მარიტა, აქ ხარ?-შემოსასვლელიდან გასძახა გოგოს, თუმცა პასუხი რომ არ გაუგონია, სამზარეულოს მიუახლოვდა და შიგნით შეიხედა.
მარიტას, ჯინსის შორტები და თბილი, სპორტული ზედა ეცვა. გაბრიელისგან ზურგით მდგარი, რიტმის მიხედვით არხევდა ტანს და თავისუფალი მოძრაობებით ცეკვავდა, რადიოში ჩართულ სიმღერაზე. გაბრიელი ღიმილით ადევნებდა თვალს გოგონას, რომელმაც ღუმელიდან გამომცხვარი კარტოფილი გამოიღო, პომიდვრის ცხარე სოუზში და ხელთათმანებწამოცმული ხელებით დადგა რკინის შემაღლებულ დასადებზე.
როდესაც ღიღინით მობრუნდა კარისკენ, კარის ჩარჩოს მიყრდნობილი გაბრიელის დანახვაზე, შეშინებული, გვარიანად შეხტა და პირზე ხელი აიფარა, რომ არ დაეკივლა.
-შენ აქ რას აკეთებ?-გაოცებული მიაჩერდა ბიჭს.
-მე რას ვაკეთებ?-წარბი აზიდა გაბრიელმა და ჩაიცინა.-საკუთარ სახლში დავბრუნდი.
-ჯანდაბა-ჩაიჩურჩულა გოგონამ.-რატომ არ მითხარი, როცა მოხვედი?
-გეძახდი, შენ კი ისე იყავი გართული, ვერაფერი გაგაგონე-წინ დაუდგა გაბრიელი და მის თვალებში ათამაშებული ჭინკები კარგად შეამჩნია გოგონამ.-არ ვიცოდი, ასეთი პოზიტიური და ენერგიული საცოლე თუ მყავდა.
-ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან ვარ ასეთი, ვინც ამას იმსახურებს და არა მოძალადეებთან.-მიახალა მარიტამ და ხელებგადაჯვარედინებული მიაჩერდა თვალებში.
-არავინ ძალადობს შენზე, პატარავ. შენ ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებ, დაიმახსოვრე.
-შენნაირ უგრძნობ ადამიანანს ჩემზე მანიპულირების საშუალებას არ მივცემ.-სიტყვები მიუგდო და გვერდის ავლა დააპირა, თუმცა გაბრიელმა სწრაფად სტაცა ხელი მკლავში და შეაჩერა.
-დარწმუნებული ხარ, რომ უკვე არ მომეცი ამის საშუალება?
-შენ მხოლოდ ჩემით მანიპულირებ იმასთან, ვინც ძალიან მიყვარს, ჩემზე კი არანაირი ზეგავლენა არ გაქვს. ჩემი აზრით, ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ არც შენ და არც შენი სასტიკი სამყარო.
-იცი, მალე მიეჩვევი ჩემთან თბილად საუბარს. უფრო სწორად, მოგიწევს რომ მიეჩვიო-ცივი ხმით მიუგო გაბრიელმა.-წინააღმდეგ შემთხვევაში, მანიპულირებაზე უარეს ხერხს მივმართავ და ჩემს სასტიკ სამყაროში, შენი ნიკოლოზი მხოლოდ ერთ-ერთი მსხვერპლი იქნება. როგორ გაწყობს?
-ხელი გამიშვი-ამრეზით გამოჰგლიჯა მკლავი მარიტამ და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.-ღმერთო, ეს რა ჯოჯოხეთია, ნეტავ აქედან თავი მალე დამაღწევინა...
*******************
ქორწილის დღეც გათენდა. მზიანი დილა იყო, მშვიდი ამინდი და მოწმენდილი ცა.
მარიტამ, როგორც კი თვალი გაახილა, მანეკენზე ჩამოცმული თეთრი, სადა და თხელი, შიფონის საქორწილო კაბა შენიშნა.
სანამ გამოფხიზლდებოდა, უკვე ცუდ ხასიათზე დააყენა იმ დღის გეგმების გახსენებამ. მისი ნება რომ ყოფილიყო, საწოლიდან არც წამოდგებოდა, თუმცა, საუბედუროდ მოუწია, დროულად ამდგარიყო და ხალათითურთ, სააბაზანოში გასულიყო მოსაწესრიგებლად.
როგორც ჩანს, წყლის ხმა ვერ გაიგო და თანაც, ნახევრად თვალდახუჭული მიადგა სააბაზანოს. კარი შეხსნა თუ არა, სიტუაცია ეუცნაურა და მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მერე, ძირს მიმოყრილი კაცის ტანსაცმელი რომ შენიშნა, თავი ნელა ასწია ზემოთ და გაბრიელის წარბაზიდულ მზერას შეეჩეხა.
-ჯანდაბა-ამოთქვა სწრაფად და ოთახის კარი სინათლის სისწრაფით გამოიხურა.-რა სულელი ხარ მარიტა, მოუხერხებელი და ბედოვლათი... ახლა როგორ უნდა შეხედო თვალებში იმ კრეტინს? ღმერთო, რა შარიანი რაღაც ვარ!...
კართან მდგარი, თავისთვის ბუტბუტებდა, როცა მის ზურგს უკან სააბაზანოს კარი გაიხსნა და იქიდან პირსახოცშემოხვეული გაბრიელი გამოვიდა.
-იმდენად მოგენატრე, რომ სააბაზანოშიც მაკითხავ?-ეშმაკური ღიმილით მიაჩერდა ბიჭი და ისედაც აჩეჩილი, რიჟა თმა უფრო მეტად აუჩეჩა ცალი ხელით.-რაო, პატარავ, ხმას რატომ არ იღებ, ჩემმა დანახვამ ხომ არ დაგამუნჯა?
-და საიდან დაასკვენი, რომ შენმა დანახვამ დამამუნჯა?-დოინჯშემორტყმული მიაჩერდა გოგონა მის წინ აშოტილი გაბრიელის სახეს.
-რა უცებ ამოიდგი ენა, არადა, საოცრად გიხდებოდა გაჩუმება-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ახალი ამბავი უდარდელი სახით აცნობა- იცი, ვინ გაიგო ჩვენი ქორწილის ამბავი? ნიკოლოზმა. თუმცა, რადგან შენ და მას წარსულში ამდენად ახლო ურთიერთობა გქონდათ, საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ ქორწილში პატარძლის ყოფილი შეყვარებული დამეპატიჟა. ალბათ, ხვდები, რომ ვერ ავიტან, ჩემს ცოლს საყვარლები ჰყავდეს.
მარიტას სიწითლე მოედო მთელ სახეზე. ცოტაც და გამწარებული მივარდებოდა გაბრიელს, ვინ იცის, იქნებ მოზღვავებული ენერგიის გამო დაეხრჩო კიდეც. მხოლოდ მისი ცინიკური სახე და ნიკოლოზის მიმართ უნამუსოდ ნათქვამი სიტყვები იყო. გონებაში ფიქრები არეოდა და საყვარელ კაცზე ფიქრობდა. არჩევანი არ ჰქონდა, რადგან მან უკვე აირჩია, ნიკოლოზისგან მოშორებით ყოფნა მისი გადარჩენის მიზნით, ახლა კი, უბრალოდ უნდა აეტანა ეს სიტუაცია, მდგომარეობა, რომელშიც გაბრიელი აგდებდა და გულგრილობა ბიჭის მზერაში. გაბრიელის ცინიკურად მომზირალ თვალებს ბოლოჯერ გახედა და ოთახამდე თითქმის სირბილით მივიდა. ოთახში შეყუჟულს, ცრემლებმა ამოხეთქა და პირზე ხელაფარებული ჩაიკეცა იატაკზე, რომ მისი ტირილის ხმა არ გასულიყო დერეფანში. გამწარებული, თავს ისე გრძნობდა, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ახლა უბრძოლველად უნდა დალოდებოდა საკუთარ სიკვდილს. ცრემლიანი, დაბურული მზერით მიმოიხედა და როგორც კი საქორწილო კაბა დაინახა, მანეკენიდან ჩამოხსნა.
მარიტას მთელი ბრაზი და სიმწრით მოზღვავებული ენერგია კაბაზე გადაჰქონდა. მისი ბოლოები ხელით შემოაცალა, მკლავები კი გაარღვია და მერე მთლიანად მოახია. მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, როგორი იქნებოდა ხალხის წინაშე, გაბრიელის წინაშე კი, არც არასდროს უფიქრია, რას იფიქრებდა ბიჭი მის ჩაცმულობაზე, ჩაწითლებულ თვალებსა და უჭმელობით გამხდარ სახეზე.
როცა მიხვდა, რომ ბრაზისაგან დაიცალა, იატაკიდან წამოდგა და დახეული კაბისთვის ცალი თვალითაც არ შეუხედავს, ისე დაიძრა სააბაზანოსკენ. ნამდვილად არ იდარდებდა, თუ თავისი შავი ჯინსისა და ორი ზომით დიდი ზედის ჩაცმა თუ მოუწევდა, ამაზე გაბრიელს ედარდა.
აბაზანაში შეიკეტა და იქიდან ორი საათი აღარც გამოსულა. როცა სახე და ჩაწითლებული თვალები მოიწესრიგა, ტანზე კი საყვარელი, სურნელოვანი კრემი წაისვა, ოთახისკენ გამოემართა მშვიდი სახით და იმით კმაყოფილი, რომ დერეფანში კვლავ გაბრიელი არ შეხვედრია, ოთახის კარი შეხსნა. მისი ყურადღება მაშინვე საწოლზე მიმოფენილმა, უზარმაზარმა თეთრმა კაბამ მიიპყრო, რომელიც სულაც არ ჰგავდა წინა, დახეულ, უბრალო კაბას. მარიტა გაშეშებული მიაშტერდა წელსზემოთ მაქმანებითა და თვლებით გაწყობილ, წელსქვემოთ კი გაშლილ, დედოფლის შესაფერის მდიდრულ კაბას. გოგოს სახე შეშლილისას დაემსგავსა. სწრაფად დასტაცა კაბას ხელი და მისაღებში ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
-გაბრიელ-გასძახა დივანზე ჩამომჯდარ ბიჭს და როცა მანაც თავი მოატრიალა, მერე კი გოგოს დანახვაზე ღიმილით წამოდგა, მარიტამ მაღალი ტონით განაგრძო-ეს რა არის?
-დავიჯერო, იმდენად დაგიქვეითდა მხედველობა, რომ მაგასაც ვერ არჩევ?-ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მამაკაცმა თავი ცერად დახარა და ისე მიაჩერდა გაღიზიანებულ გოგოს.
-გეკუთხები, ჩემი უბრალო და სადა კაბა სად არის? ან ეს რა საზეიმო და მდიდრებისთვის განკუთვნილი მეოცე საუკუნის სამეჯლისო კაბა მომიტანე?
-ტონს დაუწიე-ცივად გააფრთხილა გაბრიელმა და მერე მშვიდად მიუგო-შენი საღამოს კაბა ქორწილისთვის აღარ ივარგებს, ეს შენი არჩევანი იყო, თავად მოინდომე მისი შელამაზება, ამიტომ ახლა მოგიწევს, სხვისი გემოვნებით არჩეულს დასჯერდე. თუ საამისოდ ჭკუა არ გეყოფა და ამასაც დაჭრი, მოგიწევს, შიშველი წამოხვიდე ქორწილში.
მარიტამ, მუშტები მაგრად მოკუმა და დამამშვიდებლად ამოისუნთქა.
-ჩაიცვი, გელოდები.-ბრძანება გასცა გაბრიელმა და კვლავ დივანზე ჩამოჯდა უმეტყველო სახით.
მარიტა ფეხების ბაკუნით გავიდა ოთახში და კაბა საწოლზე დაასვენა, თავად კი მის გვერდით ჩამოჯდა და კედლებს მიაშტერდა თავისი უიღბლობის საზიაროდ.
თხუთმეტი წუთი ასე იჯდა, ვერ გაიაზრა, როგორ გავიდა დრო და გაბრიელმაც კარზე მოუკაკუნა.
-მარიტა, რას აკეთებ ამდენ ხანს?
-რა შემაწუხებელი ვიღაცაა-ამოიოხრა გოგომ და წამოდგა, რომ კაბა ჩაეცვა. სანამ ტანსაცმელს გაიხდიდა, ბიჭმა კარი შემოხსნა, რადგან მისი პასუხი ვერ მოისმინა და როცა ჯერ კიდევ ჩაუცმელი გოგონა შენიშნა, უხეშად მიმართა:
-შენ ჯერ კიდევ არ ჩაგიცვამს? ჩემს გასაღიზიანებლად თუ იქცევი ასე, გაფრთხილებ, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
-გადი, უნდა ჩავიცვა-უემოციოდ მიუგო მარიტამ.
გაბრიელმა კიდევ ერთხელ გაუსწორა თვალი და მერე უკან გაბრუნდა.
მარიტამ კაბა რაც შეძლო, სწრაფად ჩაიცვა და აკოსილი თმა მხრებზე ჩამოიშალა. სარკის წინ დადგა და საკუთარ თავს თვალი გაუსწორა. არასდროს ეგონა, თუ ოდესმე ასე ეცმეოდა, თუმცა ყოველთვის წარმოიდგენდა და ოცნებობდა ამ მომენტზე.
ოთახიდან აუჩქარებლად გავიდა, შეფაკლული ღაწვებითა და დახრილი, ოდნავ ნერვიული მზერით. არ ეგონა, თუ ასე ინერვიულებდა, თუმცა არ შეეძლო, ახლაც ისეთი გულგრილი ყოფიყო, როგორადაც ყოველთვის მოჰქონდა თავი, გაბრიელთან ყოფნის დროს.
ბიჭი კართან ელოდებოდა. ოთახიდან გამოსულ გოგონას რომ შეხედა, მზერა საგრძნობლად შეეცვალა და თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა, თუმცა მარიტა, ნერვიულობისგან მის ემოციებს ვერც კი ამჩნევდა.
გაბრიელმა მალე დაიოკა აღფრთოვანებისგან მოწოლილი ემოციები და გოგოს მიმართ გაჩენილი სიმპათია. ახლა ამის დრო არ იყო, ისინი უბრალოდ ხელის მოსაწერად მიდიოდნენ, ფიქტიური ქორწინებისთვის, რომელიც ოფიციალურად გაფორმდებოდა და ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა ორივე მათგანის ცხოვრებაში. არც ერთს უფიქრია იმაზე, რომ ეს ქორწინება შესაძლოა, ბედნიერების მომტანი ყოფილიყო ვინმესთვის, მათ მხოლოდ სხვა მიზნები ამოძრავებდათ-გაბრიელს სამაგიეროს გადახდის ძლიერი სურვილი, მარიტას კი, საყვარელი ადამიანის გადარჩენის მიზანი. მათი ერთად ყოფნის საფუძველი და ერთადერთი მიზანიც ეს ორი რამ იყო.
***************
ქორწინების სახლში, თეთრ კაბაში გამოწყობილმა მარიტამ, რომელიც საუცხოო გარეგნობისა და ჩაცმულობის წყალობით, ნამდვილ დედოფალს გავდა და გაბრიელმა, შავი შარვლითა და პერანგით, ერთდროულად შეაბიჯეს და კარში ერთმანეთს გადახედეს.
-მშვიდად ამიწყე ფეხი-გადასჩურჩულა გაბრიელმა და ხელი გაუწოდა ნერვიულად მომზირალ გოგონას.
მარიტამ გაბრიელის გამოწვდილ ხელს დახედა და გაუბედავად ჩაჰკიდა აკანკალებული, გაყინული ხელის თითები.
-გაბრიელ-აღელვებულმა გახედა ბიჭს, როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს და მაგიდაზე, ხელის მოწერისთვის გამზადებული ფურცლები დახვდათ.
-ნუ ნერვიულობ, მე მიყურე და იგივე გაიმეორე-მიუგო ბიჭმა და გამამხნევებლად გაუღიმა.
-ხომ იცი, რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და გონებაში ათასჯერ წარმოდგენილი სცენაა...
-რამის თქმა გინდა?
-ხელმოწერამდე წარმოსათქმელი ტექსტი და ფიცი შეამოკლებინე, ძალიან გთხოვ.-მუდარით სავსე მზერით გახედა მარიტამ ბიჭს.
გაბრიელი რამდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ მისჩერებოდა მარიტას თვალებს, მერე კი, დანებების ნიშნად ამოიოხრა.
-კარგი, ასე იყოს.
ცერემონია დაიწყო და ოთახში მყოფი ყოველი ადამიანი გაისუსა. მხოლოდ წყვილის წინ მდგომი ქალის მონოლოგის ხმა ისმოდა და მარიტას ამ ტექსტის შინაარსიც არ ესმოდა ნორმალურად. ფიქრები სხვა რამეზე გადაერთო, მის წარსულზე და აწმყოზე ფიქრობდამ არასოდეს უფიქრია, რომ კარგი ბედი ჰქონდა, მანამ, სანამ ნიკოლოზს არ შეხვდებოდა, ამჯერად კი, კვლავ დაეკარგა სადღაც ბედნიერების განცდა და სიცოცხლის სიხარული. აღარ აბედნიერებდა ყოველი გათენებული დღე, აღარ იღიმოდა ამაღლებული განწყობით, არც კითვისა და ადამიანებთან საუბრის ხალისი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული, რაც მეგობრებსა და ნაცნობებს გაესაუბრა.
გაბრიელმა ჩაფიქრებულ გოგონას გახედა, თუმცა, აღარაფერი უთქვამს, არ უნდოდა, კვლავ შეეხსენებინა მომენტი, რომლის გამოც ასე ნერვიულობდა მთელი დღე. როდესაც ადმინისტრატორმა მარიტას სახელი წარმოთქვა, გოგოც გამოფხიზლდა და ყურადღებით მიაჩერდა ქალს, რომელიც ეუბნებოდა, ხელი მოეწერა წინ დადებულ ოფიციალური საბუთებისთვის. გოგონა გაშტერებული მიაჩერდა თავისი სახელისა და გვარის გვერდით გავლებულ ხაზს, სადაც ხელი უნდა მოეწერა, კალამი აიღო და ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო.
-მაპატიე ნიკოლოზ-გაიფიქრა და ყელში მოწოლილი ბურთი გადაყლაპა.
-მარიტა...-გაბრიელის ხმა გაიგონა და ხელი ერთ წამში მოაწერა დოკუმენტს.
-ყოჩაღ-გადაულაპარაკა ბიჭმა.
ხელმოწერის ცერემონიალი მალე დასრულდა, მხოლოდ მარიტასთვის იწელებოდა. შენობიდან გამოსულები, სანამ მანქანისკენ დაიძვრებოდნენ, მარიტა შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა ფილტვებში დაგროვილი ჰაერი. არ იცოდა, დღეიდან რა დაიწყებოდა, თუმცა დანამდვილებით იცოდა, რომ მისი ცხოვრება ერთიანად შეიცვლებოდა, როგორც ეს გატაცების დღეს მოხდა.
-მოდიხარ?-გამოსძახა წინიდან, მანქანის კართან მდგარმა გაბრიელმა.
მარიტა უპასუხოდ დაიძრა მისკენ და მანქანაში მოთავსდა.
-ღვედი შეიკარი-მიუთითა ბიჭმა და მანქანა სწრაფად დაძრა მთავარი ქუჩისკენ.
-ახლა რა იქნება?-თითქმის ჩურჩულით ამოთქვა გოგონამ.
-ის, რაც მანამდე იყო-გამოეპასუხა ბიჭი ჩვეული ხმით-შენ არანაირ სიურპრიზებს აღარ მოაწყობ, ისე იცხოვრებ, როგორც მანამდე ცხოვრებდი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მათ ვეღარ ნახავ ვისაც ადრე ხედავდი.
-გაბრიელ, მე პირადი ცხოვრება და კარიერა მაქვს.-მტკიცედ მიუგო გოგონამ და თვალებში დაჟინებით მიაჩერდა, საკუთარ სიტყვებში არანაკლებ დარწმუნებულ გაბრიელს.
-როცა საჭირო იქნება, უნივერსიტეტში სიარულს მაშინ გააგრძელებ, მაგრამ, როგორც გაგაფრთხილე, არანაირი დამატებითი ფოკუზები და გაქცევა!
დარჩენილი გზა ეკლესიამდე, ჩუმად ისხდნენ, შემდეგ კი, გაბრიელმა მანქანა გააჩერა მოკლე, ტაძრამდე მისასვლელ ბილიკთან და გოგონას მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა.
-ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს-სწრაფად შეაშველა ხელი წაბორძიკებულ გოგოს. მარიტამ უკმაყოფილო სახით ამოიოხრა და გაბრიელის გამოწვდილ ხელს მაგრად ჩაეჭიდა.
-საშინელი გზაა... აქ ხალხი როგორ დადის?
-საკუთარი ფეხებით-გამოეპასუხა გაბრიელი წარბებაწეული სახით-ყველა შენნაირი მოუხერხებელი კი არ არის.
-მე მეძახი მოუხერხებელს?-გაიკვირვა მარიტამ და აღშფოთებული სახით მიაჩერდა ერთი ნაბიჯით წინ მიმავალს.
-პირველად გაიგე შენს თავზე ასეთი დახასიათება?-ჩაიცინა გაბრიელმა და როცა კიდევ ერთხელ წაიბორძიკა მარიტამ, მამაკაცმა თავი გააქნია უკმაყოფილოდ და ცოლი ხელში აიტაცა.
-მოიცადე, დამსვი, ჩემით წამოვალ-შეჰკივლა გოგონამ, თუმცა არანაირი აზრი აღარ ჰქონდა გაბრიელთან საუბარს, რადგან ბიჭი ქვასავით მტკიცე და ჯიუტი იყო.
-ნუ წიკვინებ, ყელზე მომეჭიდე.-გასცა ბრძანება. მარიტამ, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ეხატებოდა გულზე გაბრიელის ყელზე ჩამოკიდება, ხელი მაინც შემოხვია, რადგან სხვა შემთხვევაში, ჩვილი ბავშვივით ირწეოდა მამაკაცის მკლავებში.
-ჯანდაბა შენს თავს გაბრიელ დადიანო-ჩაილაპარაკა მარიტამ ბუზღუნით.
-ჯობია, გაჩუმდე და მშვიდად ამაყვანინო შენი თავი ეკლესიამდე.-ხმადაბლა, თუმცა მკაცრად მიუგო ბიჭმა.
მონასტერში მღვდელი ჯვრისწერისთვის ემზადებოდა. ნეფე-პატარძლის დანახვისას, ხელგაშლილი, ღიმილით მიეგება მათ და ტაძარში უხმო.
ჯვრისწერა წყნარად, ჩვეული ტემპით მიმდინარეობდა. გვირგვინების დადგმის მომენტში, მარიტას თავისით ჩაეღიმა, თუმცა არ იცოდა სევდიანი იყო ეს ღიმილი, თუ ბედნიერება მოჰგვარა იმ განცდამ, რომელიც დაეუფლა იმ მომენტში, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
გაბრიელმა გოგონას ღიმილს მოჰკრა თვალი და დაკვირვებით მიაჩერდა მარიტას.
მის მზერაზე, გოგომაც გამოხედა და ღიმილი გაუქრა, მაგრამ მზერაში მზესავით ნათელი ვარსკვლავები ისევ ჩარჩა და გაბრწყინებული, მწავდე თვალებით მიაჩერდა მღვდელს, რომელიც ლოცვას უკითხავდა წყვილს.
როცა ყველაფერი დასრულდა, გაბრიელმა მარიტას ხელი ჩასჭიდა და ეკლესიიდან თავაწეული გამოვიდა ,გოგო კი პირიქით, ძირს იმზირებოდა, თითქოს იმ წუთში ჩამავალი მზისთვის თვალის გასწორების სრცხვენოდა.
-კარგად ხარ?-მისკენ მიაბრუნა თავი გაბრიელმა.
მარიტამ თავი დაუქნია და ბიჭს ამოხედა:
-ვგრძნობ, როგორ შევიცვალე რამდენიმე წუთის წინ.
-არ შეცვლილხარ-შეეწინააღმდეგა გაბრიელი-ისევ ისეთი ხარ, ბავშვური, ჯიუტი და მეამიტი. ამას ვერაფერი შეცვლის და ნუ იდარდებ იმაზე, რომ ოდესმე სხვა ადამიანი გახდები მიღებული გადაწყვეტილების გამო.
-შენ რა იცი?-ცრემლჩამდგარი თვალებით მიაჩერდა გოგონა გაბრიელის შავ თვალებს.-შენ ხომ არ გამოგიცდია ეს? რატომ საუბრობ ასე დარწმუნებით?
-იმიტომ, რომ ვიცი.
-შენ ყველაფერი იცი-თავი გააქნია გოგომ და მწარედ ჩაიღიმა.-არ არსებობს ისეთი რამე, რაც არ იცი, არა? ალბათ, ისიც იცი, რაზე ვვოცნებობ ყოველ ღამით, როცა შიშისაგან, ან დარდისაგან არ მეძინება. ისიც, რაზე ვფიქრობდი წუთის წინ საკურთხეველთან, რატომ მქონდა წამიერად ბედნიერი სახე, მერე კი, როცა გავიაზრე, რომ ყველაფერი რეალურია და შენ ის არ ხარ, ვისაც ნამდვილად წარმოვიდგენდი ქორწილის დღეს, მამაოს წინ, ჩემ გვერდით მდგარს, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა. გესმის რას ვგრძნობ, როცა გულს მაცლიან და მეუბნებიან, არ ვისუნთქო თავისუფლად?...
მარიტას სიტყვები გაბრიელმა გააწყვეტინა, რომელიც ძლიერად დაეძგერა აკანკალებულ, ცხელ ბაგეზე და გოგოც გააჩუმა.
მარიტა, რატომღაც, აღარც მის კოცნას შეწინააღმდეგებია, რადგან იცოდა, ამაო იყო ყველაფრისთვის ბრძოლა. გაბრიელმა თავისით მოსწყვიტა ტუჩები გოგონას ტუჩებს და მასთან ახლოს ჩაილაპარაკა.
-მესმის...
-არ გესმის...
-მესმის, რომ ძნელია. არ გაიძულებ, ის იყო, ვინც არ ხარ, არც იმას გაიძულებ, საკუთარ თავში ჩაიკეტო და საკუთარ ემოციებს საშუალება მისცე, შენზე ამხელა გავლენა მოახდინონ.
გოგომ თვალები გაახილა და მისი სახისგან სანტიმეტრებით დაშორებულ გაბრიელის თვალებს ჩააშტერდა ამღვრეული მზერით.
-გესმის?-ამოიჩურჩულა.
-ჰო.-ხმადაბლა მიუგო გაბრიელმა და გასწორდა.-წამოდი, მალე დაბნელდება.
მარიტას მხრებზე მოჰხვია ხელი, როცა შეატყო, როგორი მობუზული მისდევდა გოგონა და დაღმართზე სიარულში მიეხმარა.
*******************
მოსაღამოვდა. გაბრიელის სახლის თავზე მთვარე დარაჯივით იდგა და ვერანდაზე მდგარი მამაკაციც ჯიქურ შეჰყურებდა. მას გოგონას სიტყვები უტრიალებდა თავში. არასდროს არავინ ყოფილა მასთან ასეთი გულახდილი. ახლა კი, როდესაც მარიტამ თავისი ტკივილის მიზეზი გაუმხილა, როცა გაანდო, რას ფიქრობდა შიშისაგან და დარდისაგან მოცული, არაფრის გაკეთება შეეძლო. თავადაც იცოდა, რომ გოგოსთვის სასჯელი იყო, შხამი და საწამლავი. გაბრიელი მხოლოდ ტკივილს თუ მოუტანდა მარიტას. საშინელი მომენტი იყო, როცა ეს გაიაზრა და მიხვდა, რომ ერთად ისე ვერასოდეს იქნებოდნენ, ორივე რომ არ გატანჯულიყო.
გამწარებულმა, დამუშტული ხელები რკინის მიაჯირს მიარტყა. არ უგრძვნია ფიზიკური ტკივილი, რადგან ეს არც ადარდებდა. დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა და სახლაი შებრუნდა.
მარიტა, მოსვლისთანავე შეიკეტა ოთახში და საქორწილო კაბა თავისი უბრალო, კომფორტული ტანსაცმლით ჩაანაცვლა. გაშტერებული ჩამოჯდა ლოგინზე და კედლებს მიაპყრო მზერა. აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. იგი უკვე ამ სახლს ეკუთვნოდა, მან ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა, სადაც მხოლოდ ორნი იყვნენ ამ ოჯახის წევრები და ამ ორიდან, არც ერთს ეხატებოდა ერთი-მეორე გულზე.
ფიქრების თავიდან გამოსარეცხად თავი გააქნია და წამოდგა, რომ სამზარეულოში გასულიყო. ფეხებს ძლივს დაათრევდა, ისე ჰქონდა ენერგია გამოცლილი, რადგან მთელი დღე არაფერი ეჭამა. სამზარეულოში გასულმა, მაცივარი გამოაღო და წინა დღის პიცას რომ თვალი მოჰკრა, მაცივრიდან გამოიღო თავისი ყუთით.
მარიტა თეფშის გამოსაღებად მიბრუნდა, გაბრიელი კი ამ დროს შემოვიდა სამზარეულოში და გოგოს მიმართა:
-ეს პიცა არ ჭამო, გუშინდელია. ახალს გამოვიძახებ.
-არაფერი უჭირს-მიუგო გოგომ.
-გითხარი, არ ჭამო-თქო. შენი მოწამლვა სულაც არ მინდა.
მარიტამ თვალები აატრიალა და ამოიოხრა.
-თვალების ატრიალებაზე რა გაგაფრთხილე?-წარბაწეული მიაჩერდა გოგონას.
მარიტამ თვალი გაუსწორა და მხრები აიჩეჩა:
-მე კონკრეტული არაფერი მახსოვს.
-ჰოდა, გაითვალისწინე, რომ ასე აღარ გააკეთო.
-რატომ?-ინტერესით ჩაეკითხა მარიტა.
-უკვე აგიხსენი, რატომაც. მე კი, ერთი და იგივეს ორჯერ გამეორება არ მიყვარს.
მარიტამ კვლავ თვალების ატრიალება დააპირა, თუმცა გაახსენდა, წამის წინ რაზე საუბრობდნენ და ღრმად ამოისუნთქა.
გაბრიელმა პიცა გამოიძახა და გოგო გააფრთხილა, როცა მოიტანდნენ, კარი გაეღო და ფული მიეცა, ფული კი მაგიდაზე დადო და თავის სამუშაო კაბინეტში გავიდა.
მარიტა მაგიდაზე თითების კაკუნით ელოდა, როდის მოიტანდნენ პიცას. გრძნობდა, როგორ ეძინებოდა, თუმცა უნდა დაეცადა, როგორც გაბრიელმა გააფრთხილა. ნახევარ საათში კარზე ზარის ხმა გაისმა და მარიტაც სწრაფად წამოდგა. კარში ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი დაუხვდა ყუთით ხელში. გოგომ ფული გადასცა და პიცა გამოართვა.
ვახშამი დიდხანს არ გაგრძელებულა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შიოდა, დაპატარავებული კუჭის გამო მხოლოდ ორი ნაჭერი ჭამა გოგონამ და ისიც ბოლომდე ვერ დაასრულა, რადგან მოთენთილს, სკამზე მიყრდნობილს ჩაეძინა.
როდესაც გაბრიელი ოთახიდან იმის შესამოწმებლად გამოვიდა, ეძინა თუ არა მარიტას, სამზარეულოდან გამოსულ შუქს მოჰკრა თვალი და მისკენ დაიძრა. კარში შესულმა, მაშინვე შეამჩნია სკამზე ტკბილად მიძინებული გოგონა და თავისთვის ჩაეღიმა. მარიტას, ისე უდარდელად და უშფოთველად ეძინა, გაბრიელმა მისი გაღვიძება ვეღარ გაბედა და ხელში მსუბუქად აიტაცა, ისე ფრთხილად, რომ არ გაღვიძებოდა.
-რა მსუბუქი ხარ-ჩაილაპარაკა ბიჭმა და გოგოს მძინარე სახეს შეხედა. იმ წამს, იმდენად ბავშვური მოეჩვენა, გაოცდა, როგორ შეიძლებოდა, ასეთი პატარა შეხედულება და ნაზი სახე ჰქონოდა ოცი წლის გოგოს. კიბეზე ფრთხილად აიყვანა და მის საწოლზე ნაზად დააწვინა. რამდენიმე წამით საწოლთან შედგა, მარჩიელობდა, დაეფარებინა თუ არა რაიმე, ბოლოს კი, იფიქრა, რომ საბნის გარეშე გაცივდებოდა, ამიტომ კარადიდან თხელი პლედი გამოიღო და გოგოს მიაფარა. მისკენ დახრილმა, მარიტას თბილი, ყვავილების უცხო სურნელი იგრძნო და გაშეშდა. გაბრიელი ცდილობდა, გაერკვია, რა სუნამო ესხა გოგოს, თუმცა ვერ მიხვდა, რადგან ასეთი სურნელი არასოდეს არავისგან უგრძვნია.
მხრებში გასწორდა და ოთახიდან რაც შეეძლო, უხმაუროდ გამოვიდა. დერეფანში შემდგარი, იმ უცნაურ განცდაზე ჩაფიქრდა, რაც ადამიანზე ზრუნვის დროს დაეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს ახსენებდა მარიტა, რა უხეშიც იყო ადამიანების მიმართ, ამჯერად თავი უცნაურად იგრძნო, განსხვავებულად და ამაღლებულად. იქნებ იმიტომ, რომ გულში სითბო ჩაეღვარა, გოგონაზე ზრუნვისაგან...
მსგავსი ფიქრების განსადევნად საკუთარ ტვინს მოუწოდა, სხვა რაიმეზე ეფიქრა და კაბინეტში შევიდა მუშაობის გასაგრძელებლად.
*********************
დილით, შვიდ საათზე წამოდგა მარიტა და პიჟამოებით, რომელზეც ავოკადოები იყო გამოსახული, ყავის დასალევად სამზარეულოში გავიდა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, ოთახში გაბრიელი რომ შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით და ფინჯნით ხელში, ფანჯარასთან მდგარი გოგონა რომ შენიშნა, წარბი აზიდა.
-მეც გამიკეთე.
-შენს ნათქვამს თხოვნის ტონი აკლია.-მიუგო მარიტამ, თუმცა მაინც მიბრუნდა ყავის გასაკეთებლად.-რამდენ კოვზ შაქარს იყრი ხოლმე?
-უშაქროს ვსვამ.
გოგომ ყავის აპარატიდან ჩამოასხა ყავა გაბრიელის ყავისფერ ფინჯანში და გაუწოდა.
-გმადლობ.-გამოართვა ჭიქა ბიჭმა და იგრძნო, როგორი გაყინული ხელები ჰქონდა მარიტას.-თუ გცივა, შეგიძლია უფრო თბილად ჩაიცვა.
-არ მცივა-მხრები აიჩეჩა მან.
-ხელები გაგყინვია, შენ კი ამტკიცებ, რომ არ გცივა.-წარბი აზიდა გაბრიელმა.
-ხელები ყოველთვის გაყინული მაქვს-მიუგო გოგომ ჩვეული ხმით-ალბათ, გენეტიკურია.
გაბრიელმა ყავა მოსვა და ინტერესით ჩაეკითხა მარიტას:
-ასე ადრე რატომ ადექი?
-უძილობა მაქვს.
-ანუ ღამეც არ გძინავს?
-ჰო, ვერ ვიძინებ.-თავის შეუბრუნებლად უპასუხა.
-კარგი, დღეს საღამოს ექიმთან მივდივართ და გამოვიკვლევთ, რა გჭირს.
-ასე უცებ რატომ გახდი მზრუნველი?-თავი მისკენ შეატრიალა მარიტამ და თვალებში გამომცდელად მიაჩერდა წარბშეკრულ ბიჭს.
-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შენზე მხოლოდ იმიტომ ვზრუნავ...
-რომ შენი მტრის წინააღმდეგ იარაღად გამომიყენო.-დააბოლოვა წინადადება მარიტამ უემოციოდ, ცივი ხმითა და სახით.
გაბრიელი უხმოდ მიაჩერდა თმააკოსილ, უპეებჩაშავებულ გოგონას, რომელიც მიუხედავად უძილოს იერისა, მაინც თავისებურად ელამაზებოდა.
-ადვილია შენი სიტყვების დამახსოვრება-განაგრძო მარიტამ და თავი კვლავ ფანჯრისკენ შეატრიალა.გაბრიელს მოეჩვენა, რომ ყავის ჭიქით, რომელიც გოგონას ხელში ეჭირა, ხელებს უფრო ითბობდა, ვიდრე ყავას სვამდა.-ალბათ იმიტომ,, რომ ბევრს არ ლაპარაკობ, ყოველთვის მოკლე და მბრძანებლური ტონით ნათქვამი მითითებები გაქვს. არასოდეს გადაუხვევ შენს ნათქვამს, არასოდეს შეიცვლი პოზიციას, რომც მიხვდე, რომ დამნაშავე ხარ, მაინც არ დათმობ საკუთარ პოზიციას. აი ასეთი ხარ, ჯიუტი, შეუვალი და ხისთავიანი...
-ესე იგი, ჩემი ფსიქოლოგია შეგისწავლია-სკეპტიკურად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და აწეული ტუჩის კუთხით მიმართა-შენ როგორი ხარ, ეგ თუ იცი, ფსიქოლოგო?
-მე?-გაუკვირდა მარიტას, რომ მასზე ჰკითხა.
-ჰო, შენ. შენს თავზე ისაუბრე, თუ ასე ადვილია ადამიანის განსჯა მისი ქცევებისა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულების მიხედვით. რატომ გაჩუმდი? არ იცი, რა მიპასუხო თუ შენც ისეთი ხარ, როგორიც მე და ამას მალავ? იქნებ რაიმე საიდუმლო გაქვს, რომელიც უკეთ გამოგააშკარავებს და დამალული ბრჭყალებით გამოგიჩდება, მერე კი ვეღარ მოაჩვენებ ხალხს თავს ანგელოზად, ისეთად, როგორ ნიღაბსაც ირგებ, რომ შენი სული დაფარო?
მარიტა გაბრიელის მონოლოგს და დამამცირებელ საუბარს დიდხანს ისმენდა, სანამ ყელში არ მოაწვა უსამართლობა და ცრემლიანი თვალებით, სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
პირზე ხელაფარებული შეიკეტა სააბაზანოში და ცრემლები მოერივნენ. უსასრულოდ დაიწყეს დენა ცრემლებმა მარიტას თვალებიდან. გონებაში გაბრიელის უსამართლოდ ნათქვამი სიტყვები უტრიალებდნენ და ვერ გაეგო, როგორ შეეძლო ბიჭს, ასეთი უხეში და ცივი ყოფილიყო.
მანამდე ტიროდა მარიტა, სანამ ემოციებისგან არ გადაიღალა და იატაკზე როგორ აღმოჩნდა ჩაძინებული, თავადაც ვერ გაიაზრა. რამდენიმე წუთის შემდეგ, გაბრიელი მარიტას ოთახისკენ დაიძრა, რომ შეემოწმებინა, გაპარვა ხომ არ დააპირა.
თუმცა, ოთახთან მისულს, მისი სახელის ძახილზე რომ არ გააგონა გოგონამ, კარი შეაღო და იქ არ დაუხვდა. გამწარებით მოიჯახუნა კარი გაბრიელმა და შეიკურთხა. ეგონა, სახლიდან გაიქცა მარიტა. სწრაფად ჩაირბინა კიბე და სახლის კარი შეამოწმა. კარი ჩაკეტილი იყო.
გაბრიელმა წარბები შეიჭმუხნა და უკან გამოტრიალდა. დაფიქრდა, სად შეიძლება ყოფილიყო გოგონა და ტუალეტისკენ გაემართა. ტუალეტი ღია იყო, ამიტომ სააბაზანო შეამოწმა.
როდესაც სააბაზანოს კარი ჩაკეტილი დაუხვდა, ორჯერ მიაბრახუნა ხელი და მარიტას სახელი დაიძახა. შიგნიდან არავინ გამოპასუხებია და გაბრიელმა იფიქრა, გოგოს რაიმე დაემართა. გამწარებული, ნერვიულად დაეჯაჯგურა საკეტს, მაგრამ ამანაც რომ არ გაჭრა, კარი ფეხით შეამტვრია და ცივ იატაკზე მწოლიარე გოგონა შენიშნა.
გაბრიელი, სახეგაშეშებული და სუნთქვაშეკრული დაიხარა მარიტასკენ და ყელზე პულსი შეამოწმა. საბედნიეროდ, გული ჩვეულებრივ უცემდა გოგოს. ღრმად, შვებისაგან ამოისუნთქა გაბრიელმა და გოგოს ცხელ შუბლზე ნაზად გადაუსვა ხელი.
-როგორ მანერვიულე...-ჩაიჩურჩულა თავისთვის, ისე, რომ თავადაც არ გაუაზრებია, რას ლაპარაკობდა და მარიტა ხელში ფრთხილად აიყვანა.
გოგოს, მის მკლავებში რწევისაგან ადვილად გამოეღვიძა და გაბრიელის ყელს მიაჩერდა მიბნედილი თვალები.
-შენ ხარ?-ჩუმად, ჩურჩულით ამოთქვა და თვალები კვლავ დახუჭა.
-ჰო, მე ვარ.-ხმადაბლა მიუგო გაბრიელმაც და დერეფანი სწრაფად გაიარა.
-ხელში რატომ გყავარ აყვანილი?-ინტერესით ჩაეკითხა გოგონა.
-იმიტომ, რომ შენი ბავშვური საქციელით ძალიან მანერვიულე და როცა მეგონა, რომ საკუთარ თავს რამე მოუწიე, სააბაზანოში, იატაკზე მძინარე გიპოვე.-გამკიცხავად მიაჩერდა გაბრიელი გოგონას.
მარიტამ წარბები შეიჭმუხნა და ყველაფრის გახსენებას შეეცადა. უცებ თავში დაჰკრა ბოლო სცენამ, როცა გაბრიელმა მთელი ნოტაცია წაუკითხა მის პიროვნებაზე და გაუნძრევლად ამოილაპარაკა:
-შენ მე უსამართლოდ მომექეცი...
გაბრიელს არ უპასუხია, უხმოდ შეაღო გოგონას ოთახი და ხელში აყვანილი, საწოლზე დააწვინა.
-ასეთი უხეში რატომ ხარ?-სუსტი ხმით შეეკითხა მარიტა და თავზე მდგარ გაბრიელს დაღლილი თვალებით მიაჩერდა.
-ასეთი ვარ.-თვალი არ გაუსწორებია მისთვის, ისე ჩაილაპარაკა გაბრიელმა-უხეში და ცივი, ადამიანებთან თბილი მოპყრობა არ ვიცი. შეგიძლია ამისათვის შემიძულო კიდეც.
გაბრიელი გრძნობდა, როგორ ეღვენთებოდა გული ამის თქმისას, მაგრამ სიმართლე იყო ეს ყველაფერი. ისიც სიმართლე იყო, რაც მარიტამ უთხრა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ამის აღიარება იყო. იმაზე ბევრად ცუდია, თქვა, ცუდი ვარო, ვიდრე ცუდი იყო და ამაზე არასოდეს საუბრობდე.
-მაგრამ, მე არ მინდა, რომ მძულდე.-გამოეპასუხა გოგო მისკენ მშვიდად მომზირალი, მწვანე თვალები, რომლებიც სიმშვიდის ანგელოზივით მისჩერებოდნენ გაბრიელის ღამესავით მუქ თვალებს.
ბიჭმა თვალი გაუსწორა გოგონას მზერას და მზერაში ოდნავი გაურკვევლობა დაეტყო, გაოცებასთან ერთად. ვერ მიმხვდარიყო, რატომ ეუბნებოდა გოგონა ამას. შესაძლოა, მართლაც არ უნდოდა, მის გულში ვინმეს სიძულვილს დაებუდებინა, ან მხოლოდ გაბრიელის შეძულება არ უნდოდა მას. გაბრიელი მიზეზის გამოცნობას ცდილობდა გონებაში, იმ შემთხვევაში, თუ მეორე პასუხი იქნებოდა სწორი, მაგრამ მაინც ვერ გამოიცნო.
-მე გავალ-წარბშეჭმუხნულმა ამოთქვა და გასვლის წინ, კართან შემდგარმა, გოგოს გახედა.-ასე აღარ შემაშინო იცოდე.
როგორც კი გაბრიელმა კარი გაიხურა, მარიტამ ოდნავ ჩაიღიმა, თუმცა არ იცოდა, რისთვის იღიმოდა, მერე კი, გონებისთვის ძალა აღარ დაუტანებია, ისე ჩაეძინა კვლავ.
****************
ნიკოლოზ კოპაძე, მთელი ამ დროის მანძილზე, უშედეგოდ ცდილობდა გაბრიელთან მიახლოებას და მასზე თავდასხმის განხორციელებას. მაგრამ, მიუხედავად ძლიერი დაცვის მიერ უკან გამობრუნებისა, მაინც არ შეუწყვეტია მცდელობა. არამარტო ეს, არამედ მიზანი მარიტას დაბრუნებაც გახლდათ. გოგონას მიმართ სიყვარული აიძულებდა, რაც შეიძლება მალე დაებრუნებინა და ამ ყველაფრისთვის სამაგიერო გადაეხადა გაბრიელ დადიანისთვის. თუმცა, ეს მომენტი ძალიან იწელებოდა.
იმ დღეს, როცა გაბრიელის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებით გაიგო, რომ მარიტას ცოლად ირთავდა, სასწრაფოდ მოსთხოვა მძღოლს მანქანა და მაშინვე გაემართა ჯერ კომპანიისკენ, შემდეგ კი გაბრიელის სახლისკენ. ორივეგან დაცვა დაუხვდა, უკან გამოაბრუნეს, მიუხედავად მისი მცდელობისა და ჯაჯგურისა, რამდენიმე მუშტიც მოხვდა.
სიმწრის სიცილით გამობრუნდა უკან, მიხვდა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და გაბრიელს რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ, მეილი გაუგზავნა სადაც ეწერა, რომ შეხვედრას და ცივილურად დალაპარაკებას ითხოვდა.
გაბრიელს ეს წერილი მაშინვე არ უნახავს, როგორც კი მიუვიდა. ორი დღის შემდეგ ნახა, სწორედ იმ დღის მომდევნო შუადღეს, როცა მარიტა აბაზანაში იპოვა.
მისაღებში, დივანთან მდგარმა მამაკაცმა მეილი გახსნა და როგორც კი წერილის ტექსტი წაიკითხა, მაშინვე შემოიცვა ტყავის ქურთუკი.
-მიდიხარ?-ჩაეკითხა იქვე მჯდომი მარიტა, რომელსაც ხელში შუა გვერდზე გადაშლილი წიგნი ეჭირა.
-ჰო, მივდივარ.
-მალე მოხვალ?-კვლავ ინტერესი გამოიჩინა გოგონამ.
გაბრიელს ეუცნაურა გოგოს დაინტერესება და ეჭვის თვალით მიაჩერდა.
-იმაზე მალე, ვიდრე გაპარვისთვის გეგმების დასახვას მოასწრებ.
-გაპარვას არ ვაპირებ.-ცივად მიუგო მარიტამ და ნაწყენმა ჩარგო თავი წიგნში.
-მალე მოვალ.-ტონი შეარბილა გაბრიელმა-შენს ყოფილ რომეოს ვხვდები, ჩემთან საუბარი უნდა. ხომ არ გადავცე შენგან მოკითხვა?
მარიტამ სასწრაფოდ ამოწია თავი და გაბრიელს გაფართოვებული თვალებით მიაჩერდა. არ იცოდა რა ეთქვა. თან გახარებული იყო იმის გამო, რომ ნიკოლოზი გამოჩნდა და თან წუხდა, რადგან მის დაცვას ვერ შეძლებდა და შესაძლოა, ერთმანეთისთვის რამე დაეშავებინათ.
-რა იყო, გაგაკვირვა ახალმა ამბავმა?-ირონიით ჩაიცინა გაბრიელმა და იარაღი უკანა ჯიბეში მოათავსა.-თუ შეგეშინდა, რომ შენს პრინცს გავალამაზებ?
-არ გინდა...-ჩაიჩურჩულა მარიტამ მუდარით.
-იქნებ მინდა?-მიუახლოვდა გაბრიელი და მისკენ დაიხარა. მაგიდაზე დამუშტული ხელებით დაეყრდნო და გოგოს სახეს გაუსწორდა პირდაპირ.-აბა, ისე როგორ დავტოვო, პასუხი რომ არ ვაგებინო ძველი ცოდვებისთვის?
-შენ ხომ უკვე გადაუხადე ამისთვის სამაგიერო?-აღელვებულმა უყვირა გოგონამ და ფეხზე წამოხტა.
გაბრიელიც წამოიწია და მას გაუსწორდა. წინ მდგარსა და აღელვებულს, სწრაფად მფეთქავ გულზე ხელი დაუსვა და ტუჩის კუთხე ოდნავ შეარხია.
-მშვიდად, ნუ აღელდი. თორემ შენი პულსაციაც სუნთქვასავით აჩქარდა და შესაძლოა, გულის პრობლემები შეგექმნას ადრეულ ასაკში.
-როდიდან ღელავ ჩემს გულზე?-ცივად ჩაეკითხა მარიტა და მის ხელს დახედა, რომელიც ლავიწის ძვალზე ედო გაბრიელს.
-მას შემდეგ, რაც გაჩერებისაგან გადავარჩინე.-მიუგო ბიჭმა მტკიცედ და გოგოს თვალი გაუსწორა.
მარიტას მაშინვე ის დღე წარმოუდგა თვალწინ, როდესაც ნიკოლოზის ნასროლი ტყვია მას მოხვდა ფეხში და დაჭრილზე, გაბრიელმა იზრუნა საკუთარი ხელით. ამ მოგონებას შემდეგი მომენტის გახსენებაც მოჰყვა. იმ მომენტის, როდესაც ტყის სახლში შემოვარდილ თავდამსხმელებს გაბრიელი გაუმკლავდა და მარიტა სიკვდილისგან იხსნა.
გაბრიელს ეგონა, რომ გოგოს თვალებში ირეკლებოდა მთელი ფიქრების კორიანტელი. მართლაც ასე იყო, სარკესავით ნათლად ჩანდა მარიტას ჭაობისფერ მზერაში თავისი უბოროტო ფიქრები და ამის გამო, ყოველთვის, როცა გაბრიელს ესაუბრებოდა, ბიჭი მის ხმაში გულწრფელ ნოტებს გრძნობდა. ალბათ, ეს იწვევდა ბიჭის ნდობას მარიტასადმი. მან იცოდა, რომ გოგონა საყვარელ ადამიანს არ უღალატებდა და ასე ადვილად არ გაიქცეოდა.
ამჯერადაც შეამჩნია გაბრიელმა მის თვალებში ნაფიქრალი და ჩაეღიმა. მარიტასკენ დახრილი, მხრებში გასწორდა და მშვიდად მიუთითა გოგოს:
-შეგიძლია შენი საქმე გააგრძელო. საღამოსთვის დავბრუნდები. თუ რამის გამოძახება მოგინდა, ფული სამზარეულოში, მაგიდაზეა და შეგიძლია იმით გადაიხადო.
მარიტას ხმა არ გაუცია, თავი დაუქნია და დივანზე ისე ჩამოჯდა, ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, როგორ დაიძრა კარისკენ დიდი, მტკიცე ნაბიჯებით და კარიც ჩვეული მანერებით გაიხურა.
მარიტა მაშინვე წამოდგა ფეხზე და თავის ოთახში აირბინა, რომ ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი ჩაეცვა. ტანზეც არაფერი უჭირდა, ჯინსებით და ტოპით გარეთ ჩვეულებრივ გავიდოდა.
როგორც კი ფეხზე ჩაიცვა, სწრაფად დაეშვა კიბეზე და გაბრიელს ჩუმად დაედევნა უკან. მისი მანქანა უკვე დააძრულიყო ადგილიდან, ამიტომ შეუმჩნევლად გაჰყვა უკან და ცენტრალურ გზაზე მიახლოებულმა, პირველივე გამვლელ ტაქსის დაუქნია ხელი. საბედნიეროდ, იმ ფულის წამოღებაც არ დავიწყნოდა, რომელიც გაბრიელმა სამზარეულოსი დაუტოვა, ამიტომ ტაქსის მძღოლს ის მიაჩეჩა ხელში და სთხოვა, შავ აუდს გაჰყოლოდა.
დიდი გზა არ გაუვლიათ, გაბრიელმა თავის კომპანიასთან გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. გოგოც სწრაფად გადმოხტა ტაქსიდან და მას მიჰყვა უკან. კომპანიის შესასვლელში მდგარმა დაცვამ როცა საშვი მოსთხოვა, დაბნეულმა შეხედა ჯერ ერთს, მერე მეორეს, შემდეგ კი, გონებაში დაჰკრა, რით შეიძლებოდა გაეცურებინა დაცვის წევრები.
-ნამდვილად მეკითხებით ამას?-გაიკვირვა გოგომ და მკაცრად მიაჩერდა ორივე მათგანს-ჩემი ქმრის კომპანიაში თავისუფლად ვერ შევსულვარ თურმე, დაცვა მაკონტროლებს და თუ საშვი არ წარვუდგინე...
-ქალბატონი მარიტა ხართ?-მოწიწებით ჩაეკითხა ერთ-ერთი მათგანი და ღიმილით დაუკრა თავი-შეგიძლიათ მიბრძანდეთ, უკაცრავად ქალბატონო.
მარიტამ თავი მოჩვენებითი უკმაყოფილებით გააქნია და კომპანიაში ჯერ მსუბუქი ნაბიჯებით შევიდა, ხოლო როცა თვალს მოეფარა, ნაბიჯს აუჩქარა. რადგან გაბრიელი თვალსაწიერიდან დაკარგა, მიმღებში მომუშავე გოგონასთან მიიჭრა და თავაზიანად შეეკითხა, სად შეიძლებოდა გაბრიელ დადიანის ნახვა.
-მასთან ვიზიტზე ჩაწერილი ხართ?
-გოგონა, მე მისი ცოლი ვარ.
-უკაცრავად...-დაიბნა გოგო და სართული უყოყმანოდ უკარნახა.
მარიტა ლიფტისკენ კმაყოფილი მზერით დაიძრა და ბოლო სართულის ღილაკს მიაჭირა. როდესაც სასურველ სართულს მიაღწია, ლიფტიდან თავის ტრიალითა და გარემოს თვალიერებით გამოვიდა, იქნებ სადმე დაენახა გაბრიელი.
მის ნაცვლად, სხვა მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელიც მაგიდაზე ჩამომჯდარი, საბუთებს ჩაჰკირკიტებდა და მასთან მივიდა ინფორმაციის გასარკვევად.
-გამარჯობა.-მიესალმა მიახლოებისთანავე ღიმილით.
მამაკაცმა საბუთებიდან თავი ამოსწია და მარიტას დანახვაზე, წარბაწეულმა დაუკრა თავი.
-მე მარიტა ვარ-ხელი გაუწოდა გოგონამ.
-ლევანი.-ჩამოსართმევად თავისი ხელი შეაგება ლევანმა და გოგოს გაუღიმა.-აბა, მარიტა, რამ შეგაწუხა ასეთ დროს?
-მე მაინტერესებს, გაბრიელი ხომ არ დაგინახავთ აქ სადმე?
ლევანმა დაეჭვებული მზერით დახედა გოგოს და როცა მაინც ვერ გამოიცნო, რაში იყო საქმე, თავი გააქნია.
-არა, არ დამინახავს, მაგრამ თუ დავინახავ, აუცილებლად ვეტყვი, რომ ეძებდი.
-არა, არ არის საჭირო-სასწრაფოდ უარყო მარიტამ, თანაც შეშფოთებული ტონით და ლევანი მიხვდა, რომ გოგო გაბრიელს უთვალთვალებდა.-თუ ვერ ვნახავ, მერე გადავცემ, რაც საჭიროა.
-კარგი-თავი დაუკრა ლევანმა ღიმილით-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მარიტა.
გოგო ღიმილით დაემშვიდობა და სხვა მხარეს გაემართა.
ლევანმა ტელეფონი ამოიღო და გაბრიელთან შეტყობინება გაგზავნა:
"ჩემს ოფისში გელოდები".
***************
როდესაც გაბრიელმა ტექსტური შეტყობინება წაიკითხა, მაშინვე გაემართა ლევანის ოფისისკენ, რომელიც მასთან ორ ნაბიჯში იყო და მისვლისას, წარბშეჭმუხნული დადგა კაცის წინ:
-მოხდა რამე?
-აქ შენი გოგო იყო, ცოტა ხნის წინ მეც გამომელაპარაკა, შენ გეძებს, მაგრამ რატომ, არ ვიცი. ოღონდ, არ უნდა, რომ შენ ეს გაიგო, შესაძლოა, გითვალთვალებს, სად წახვალ.
გაბრიელმა წარბები აზიდა და დაფიქრდა, რატომ შეიძლებოდა მარიტა გამოყოლოდა.
ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ამის მიზეზი ნიკოლოზი გახლდათ, გოგო მხოლოდ ნიკოლოზზე ნერვიულობდა და არ უნდოდა, გაბრიელს მისთვის რამე დაეშავებინა, სწორედ ეს იყო მიზეზი მისი გამოყოლის.
გაბრიელმა განრისხებული სახით გამოსცრა კბილებში:
-მფარველი ანგელოზის როლის მორგება მოუნდა? ვაჩვენებ, როგორია თავგანწირვა და სხვისი დაცვის მიზნით სახლიდან გამოქცევა.
-გაბრიელ-მკლავში ხელი სტაცა და შეაჩერა ლევანმა-მშვიდად ძმაო, ცხელ გულზე ისეთი არაფერი გააკეთო, რასაც მერე ინანებ.
-დამშვიდდი ლევან, ჩემს თავზე კონტროლს არ დავკარგავ.
გაბრიელმა გზა განაგრძო და გზაში ღრმად ჩაისუნთქა.
-ოხ მარიტა, ვერ ისვენებ, არა? სახლში დაგტოვე, გამომექეცი და იმის ნაცვლად, რომ სადმე სხვაგან წასულიყავი, თუნდაც მეგობრებთან შესახვედრად, ისევ მე ამედევნე უკან. ნეტავ გამაგებინა, რა ხდება მაგ შენს პატარა, ლამაზ თავში...
წინ მიიწევდა გაბრიელი, იცოდა, რომ სადღაც ნამდვილად იქნებოდა მარიტა. ბოლოს კი, შორიდანვე მოჰკრა თვალი.
გოგო გზააბნეული კვიცივით მისეირნობდა დერეფანში, თვალებით ათვალიერებდა გარშემო ხალხს, სავარაუდოდ გაბრიელს ეძებდა.
ბიჭი უკნიდან მიუახლოვდა და მკლავში ხელი სტაცა. მარიტა ინერციით შებრუნდა უკან და გაბრიელს პირდაპირ წინ აესვეტა, თანაც საკმაოდ ახლოს.
-რაო პატარავ, მოგენატრე?-ტუჩის კუთხე ჩატეხა გაბრიელმა და სახე მისკენ დახარა.
გულაჩქარებული მარიტა, სუნთქვის შენელებას ცდილობდა და ვერ იაზრებდა, რა მოხდა.
-გაბრიელ?
-ჰო, რა იყო, მე არ მეძებდი? ჰოდა, მე თვითონ გიპოვე. კარგი სიურპრიზი გამოვიდა, არა?-ირონიულად ჩაეკითხა გაბრიელი და ქვედა ტუჩი გაილოკა.-აბა, ახლა მითხარი, აქ რისთვის გამომყევი?
-მე...-ხმა ჩაუწყდა გოგონას ნერვიულობისგან. დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება აქეთ-იქით, ფიქრობდა, ვინმე დაეხმარებოდა და ამ უხერხული სიტუაციიდან გამოიხსნიდა, თუმცა არავინ აღმოჩნდა ასეთი.
-ტყუილად ცდილობ თავის განთავისუფლებას-მშვიდად მიუგო გაბრიელმა, როცა ფიქრებს მიუხვდა მიმიკის მიხედვით.-კითხვაზე მიპასუხე და ნუ ცმუკავ, გაჩერდი.
-არ შემიძლია.-ამოიკვნესა მარიტამ.
-რა არ შეგიძლია?
-კითხვაზე პასუხის გაცემა-უპასუხა შეწუხებული ხმითა და სახით. ისეთი სახე ჰქონდა, გაფიქრებინებდა, რომ კაცის მოკვლაში მიუძღვოდა ბრალი და ისე ნანობდა, ნებისმიერ მოსამართლეს აფიქრებინებდა, რომ დანაშაული შეენდოთ.
-რატომ?-ჩაეღიმა ბიჭს მისი დამნაშავის თვალების ყურებისას.-გრცხვენია?
მარიტამ თავი დაუქნია და გაყუჩდა. სიჩუმე გოგოსთვის უფრო საშინელება აღმოჩნდა, ამ უხერხული სიტუაციიდან რაც შეიძლება სწრაფად თავის დაძვრენა უნდოდა, მაგრამ გაბრიელის გამო, მიხვდა, რომ ამის იმედი არც კი უნდა ჰქონოდა.
-კარგი, მაშ, თუ გრცხვენია იმის აღიარების, რატომ გამომყევი, ესე იგი, ამ მომენტზე არ გიფიქრია?
მარიტამ თავი გააქნია და მზერა ძირს ჩახარა.
-მე მიყურე-ნიკაპი ხელში მოიქცია გაბრიელმა და თავი ზევით ააწევინა.-იფიქრე, რომ სულელი ვიყავი და ვერ მივხვდებოდი, რომ მე მომყვებოდი?
-მე უბრალოდ არ მინდოდა, ერთმანეთისთვის რამე გევნოთ-აღიარა მარიტამ და ღრმად ამოისუნთქა. სიმართლის თქმის შემდეგ გაცილებით ადვილი აღმოჩნდა გაბრიელისთვის თვალის გასწორება.
-და შენ იზრუნებდი ამაზე?-ირონიულად ჩაიქირქილა ბიჭმა.-შენ? რომელი ჯან-ღონით სავსე მოკრივე შენ ხარ, რომ ვინმეს გაშველებაზე გეზრუნა?
-ფიზიკური ძალა სულაც არ არის საჭიროიმისთვის, რომ ადამიანი დაამშვიდო-მტკიცედ მიუგო გოგონამ და ხელები გადააჯვარედინა.
-რას მელაპარაკები...-თავი გააქნია გაბრიელმა.-კარგი, მორჩი ახლა ფილოსოფოსობას. წამოდი, დროზე იარე, ქვეყნის საქმე მაქვს, შენ გამო კი მიწევს, ამ საქმეებს მოვცდე და შენი უაზრო გამოხტომების გამო კომპანია დავაზარალო.
მარიტას ხმა აღარ ამოუღია, რადგან იცოდა, დამნაშავე იყო, რომ მისი ნებართვის გარეშე გამოვიდა სახლიდან. თანაც, არ უნდოდა, უფრო მეტად გაეღიზიანებინა გაბრიელი, ამიტომ უკან მიჰყვა მამაკაცს და ლიფტშიც თან შეჰყვა.
ლიფტში, ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგენ. მარიტა კედლებს ინტერესით მისჩერებოდა და მასზე გამოსახული სართულების ღილაკებს. გაბრიელმა ცალი თვალით გახედა გოგოს და დაინახა, რომ ლიფტის ინტერიერით დაინტერესდა.
-უკან როგორ გამომყევი?-საუბარი წამოიწყო გაბრიელმა, მკაცრი ხმის ტონით.
გოგომ თავი მისკენ მიაბრუნა და პასუხი პირდაპირ, შეულამაზებლად უთხრა:
-ბოტასები ჩავიცვი და ტაქსი გავაჩერე, რომ გამოგყოლოდა, მძღოლს ის ფული მივეცი, საჭმლოსთვის რომ დამიტოვე.
გაბრიელს გოგოს მოხერხებულობაზე ჩაეღიმა. იმდენად აღარ ბრაზობდა, თუმცა არ უნდოდა, მომლბალი გული დაენახებინა მარიტასთვის, ამიტომ კვლავ მკაცრად ჩაეკითხა:
-სხვის საქმეში რატომ ერევი?
მარიტა ჩაფიქრდა შეკითხვაზე, პასუხი ბოლომდე გააზრებული არც ჰქონდა, თუმცა ფიქრისთვის რამდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა.
-არ მინდოდა, რამე სერიოზული მომხდარიყო და რომელიმე დაშავებულიყავით.
-ჰოდა, იმედია ამიერიდან ჭკუას ისწავლი და სხვის გადარჩენას საკუთარ თავს არ შესწირავ.
მარიტამ გაბუტული თვალებით გახედა ბიჭს და თავი მეორე მხარეს შეაბრუნა.
ლიფტიდან გამოსულმა გაბრიელმა, გოგოს მკლავში ჩასჭიდა ხელი და შენობიდან გავიდნენ. მანქანის კარი გამოხსნა, რომ გოგო ჩაესვა და მიუთითა, დაუჩქარეო.
-სად მივდივართ?-ჩაეკითხა გოგონა, როცა დაიძვრნენ.
-შენი აზრით?-წარბაწეულმა გამოხედა გაბრიელმა.
-მომბეზრდა მთელი დღე სახლში ჯდომა-ამოიწუწუნა მან და ქვედა ტუჩი ისე ამობურცა გაბუტული სახით, გაბრიელმა გაიფიქრა, რომ ახლა უფრო მეტად დაემსგავსა თოჯინას.
-მართლა?-ირონიულად ჩაიცინა.-თაფლობის თვეს ხომ არ ელოდი?
-ჩემი მეგობრების ნახვა მინდა, სწავლის გაგრძელება და უნივერსიტეტში ნორმალური ადამიანივით სიარული.-მტკიცედ მიუგო მარიტამ.
-აჰა...-ჩაილაპარაკა გაბრიელმა. სიჩქარეს უფრო მოუმატა და ცოტა ხანში, სახლის ეზოში იდგა მანქანა. მარიტამ კარის სახელურს ჩააჭდო თითები და გადასვლისთვის მოემზადა. კარი რომ გამოაღო, გაბრიელი მისკენ გადაიხარა და კარი ისევ მოუხურა.
-რას აკეთებ?-გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა გოგო, მის სახესთან საკმაოდ ახლოს დახრილ ბიჭს. გაბრიელს მარიტას რეაქციაზე ჩაეცინა და გოგოს თვალებში ყურადღებით მიაჩერდა.
-მისმინე...-წამოიწყო ბიჭმა-ეს ტელეფონი აიღე-თავისი ტელეფონი გაუწოდა.-საღამოსთვის ახალი გექნება, საკუთარი. შეგიძლია მეგობარი ნახო და გაისეირნოთ, მაგრამ იცოდა, არანაირი გაქცევის მცდელობა.
მარიტა უცნაურად მიაჩერდა ბიჭს, არ ეგონა, თუ ამას მართლა ეუბნებოდა. გაბრიელმა, გოგოს მზერის გამო, წარბი ასწია და ინტერესით ჩაეკითხა:
-ახლა რაღა მოხდა?
გოგომ მხრები აიჩეჩა, თუმცა, მიმიკა არ შესცვლია, ამიტომ ბიჭმა მძიმედ ამოიოხრა.
-აბა ასე რატომ მიყურებ?
მარიტამ სასწრაფოდ მოაცილა თვალი მას და ტელეფონი გამოართვა.
-ჩავფიქრდი უბრალოდ-მხიარული ტონით უპასუხა და მანქანიდან ღიმილით გადავიდა.-ნუ იდარდებ, კარგად ვიქნები.
-ეჭვიც არ მეპარება-ირონიულად ჩაიქირქილა გაბრიელმა და მანქანა დაძრა. იცოდა, როგორი მოუხერხებელი იყო გოგონა, ყოველ ორ ნაბიჯზე რაიმე ახალს მოიწევდა ხოლმე. ამჯერად, მისი თავდაჯერებული განცხადება სასაცილოდაც არ ეყო და მანქანა ისე დაძრა, სახიდან ღიმილი არ მოუშლია.
მარიტაც ამგვარი მომღიმარი სახითა და გაბრწყინებული თვალებით შევიდა სახლში და კარი როგორც კი მოიხურა, ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა ოთახისკენ, რომ ტანსაცმელი შეერჩია.
-არ მჯერა-ჩაიჩურჩულა თავისთვის, როცა საწოლზე კლასიკური, მაღალწელიანი, ფართო შარვალი და ატლასის ბრეტელებიანი ტოპი დააფინა.-ნეტავ რა გადაუტრიალდა იმ უცნაურ თავში? მანამდე ტუალეტშიც თან დამყვებოდა, ახლა კი მეგობრებთან მარტოს მიშვებს. იქნებ უნდა, რომ შეამოწმოს, ხომ არ გავიქცევი?-დაეჭვებული ჩაფიქრდა, მაგრამ ფიქრები ტელეფონზე ზარმა გაუქარწყლა.
-გისმენთ-სწრაფად უპასუხა უცხო ნომერს.
-უცხო ნომერს რომ არ უნდა უპასუხო, მე უნდა გასწავლო?-მოესმა ყურმილში გაბრიელის მკაცრი ხმა და თვალები აატრიალა.
-კი მაგრამ, შენ თვითონ არ დარეკე?
-მაგრამ შენ არ უნდა გეპასუხა-მტკიცედ გაუმეორა გაბრიელმა და მთავარ თემაზე გადავიდა.-ეს ნომერი დაიმახსოვრე ტელეფონში და თუ დაგჭირდები, აქ დამირეკე, გასაგებია?
-ჰო, გავიგე.
ტელეფონში ზუზუნი რომ გაისმა, მარიტა მიხვდა, რომ ბიჭმა უკვე დაკიდა ყურმილი და ტანსაცმლის მორგებას შეუდგა.
******************
მარიტა, თავის საყვარელ კაფეში იჯდა ორ მეგობართან ერთად და უნივერსიტეტში მომხდარ ახალ ამბებზე საუბრობდნენ, რაც მარიტას არ ყოფნის მანძილზე მოხდა. როდესაც მიმტანი მათ მიუახლოვდა, ჩვეული შეკვეთა მისცეს და გოგონებმა სამი ალუბლის კოქტეილი შეუკვეთეს შოკოლადის ნაყინთან ერთად. შუა საუბარში იყვნენ, როცა მიმტანმა შეკვეთა მოიტანა.
გოგონამ ამ დროს დახედა ტელეფონს, რომ შეემოწმებინა, ვინმეს ხომ არ დაერეკა მისთვის, თუმცა შემოსული ზარები რომ ვერ შენიშნა, მშვიდად და ხალისიანად განაგრძო საუბარი მონატრებულ თანაკურსელებთან.
ამ დროს, გაბრიელი კომპანიიდან ახლოს მდებარე ბარში მიდიოდა ნიკოლოზთან შესახვედრად. ახალი ტელეფონით გოგოს კოორდინატები შეამოწმა და როცა კაფეში აღმოაჩინა, ტელეფონით მიმითებული ადგილის მიხედვით, მშვიდად განაგრძო გზა.
ბარში მისულმა, შესვლისთანავე შეამჩნია დახლთან, მაღალ სკამზე ჩამომჯდარი ნიკოლოზი, რომელიც ირვლივ წარბშეკრული სახით იყურებოდა ხალხს შორის გაბრიელის ამოსაცნობად. ბიჭი ღიმილით მიუახლოვდა და წინ ისე ჩამოუჯდა, როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს.
-აბა, ნიკოლოზ,-მიატრიალა სახე მისკენ და ცნობისმოყვარე მიმიკა აიკრა სახეზე.-რამის თქმას ხომ არ აპირებდი ჩემთვის?
-მგონი სიტუაციის შესაფერისი დამოკიდებულება გეშლება-მიუგო ნიკოლოზმა და მისკენ წარბშეუხრელად გადაიხარა, რომ თვალებში უკეთ ჩაეხედა-სიტუაცია უფრო დავძაბეთ, რაშიც, პირველ რიგში, შენ მიგიძღვის წვლილი. მითხარი, რას ითხოვ ჩემგან.
-ესე იგი, პირდაპირ მოთხოვნებზე გადავედით?-წარბები აზიდა გაბრიელმა და ცალყბად ჩაიცინა-არა, ასე არ მაწყობს. მოდი, ჯერ ყველაფერი კარგად გავაანალიზოდ და მერე წამოვუყენოთ ერთმანეთს პირობები.
ნიკოლოზი მხრებში გასწორდა და გაბრიელის შემდეგ მონოლოგს დაელოდა.
-სალაპარაკო გვაქვს, აარა?-გამომცდელად ჩაეკითხა მამაკაცი.
-რაზე გინდა საუბარი?-კითხვა შეუბრუნა ნიკოლოზმა. -იმაზე, რითიც შენ ჩემთან მტრობა წამოიწყე.
ბარში ხმაური ხელს სულაც არ უშლიდათ. რო ერთმანეთთან საკმაოდ ხმამაღლა და გასაგებად ესაუბრათ. ჩხუბს არც ერთი აპირებდა, ალბათ ნიკოლოზი მიმხვდარიყო, რომ მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სიტუაციის მოგვარება სიტყვებით შეეცადა.
-მე არ წამომიწყია შენთან მტრობა, ყველაფერი წლების წინ დაიწყეს ჩვენმა მამებმა.
გაბრიელს სახე შეეცვალა და კუშტად მიაჩერდა ნიკოლოზს, თითქო რაიმე აბსურდი გაეგონა.
-რაზე ლაპარაკობ?
-შენ ჩემს შესახებ არც გცოდნია-ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და ბარმენს ცივი ლუდი შეუკვეთა.
-გეკითხები და პასუხი გამეცი-გაღიზიანებით მიუგო გაბრიელმა.-რატომ დაიწყე ჩვენს მამებზე საუბარი, ან ისინი რა შუაში არიან ამ ყველაფერთან?
-კარგი,-ამოიოხრა ნიკოლოზმა-ყველაფრის მოყოლას თავიდან დავიწყებ. მამაშენი და მამაჩემი ადრე ძმაკაცობდნენ, საკუთარი კომპანია ჰქონდათ, კომპანიის შემოსავალს თანაბრად იყოფდნენ და ფინანსურადაც არაფერი აკლდათ. მერე, ისე მოხდა, რომ ყველაფერი ცუდისკენ წავიდა და სანამ კომპანია ბოლომდე გაკოტრდებოდა, ორივემ გადაწყვიტა, კომპანია თანაბრად გაეყოთ და ცალ-ცალკე ეხელმძღვანელათ, რადგან აე უფრო მომგებიანი იქნებოდა. სანამ ამას გააკეთებდნენ, ერთ-ერთმა ფილიალების გატანა მოახერხა, მეორე კი მშრალზე დატოვა. ამის გამო, დაპირისპირება მოუვიდათ. მათი კომპანია საბოლოოდ განადგურდა, ის თანხაც გაიფლანგა, რაც გამოიტანეს და წლების განმავლობაში, ერთმანეთს მტრობდნენ. შემდეგ, რაღაც მოხდა და ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. მამაშენმა შეაღამისას თავისი დაცვის წევრები გამოაგზავნნა და დილით, როცა სახლში დავბრუნდი, მამაჩემი მკვდარი ვიპოვე, საკუთარი კაბინეტის იატაკზე სისხლით მოსვრილი. ალბათ, ახლა უკეთ მიხვდები, რა წინაპირობა ჰქონდა შენთან ასეთი ურთიერთობის წამოწყებას და სამაგიეროც ამიტომ გადაგიხადე.
ნიკოლოზმა საუბარი დაასრულა და მიმტანის მოტანილი ლუდი მოსვა.
გაბრიელი მოსმენილის გააზრებას ცდილობდა მოკლე ხანი, შემდეგ კი, წარბების ქვეშ გამოხედა მამაკაცს:
-იმედია, რაც მომიყევი ტყუილი არ აღმოჩნდება, თორემ ამის გამო…
-თავად დარწმუნდები, თუ მამაშენს ჰკითხავ-მიუგო ბიჭმა მშვიდად.-ასეთ მდგომარეობაში, შენი მოტყუება არაფერში მჭირდება.
-გავარკვევ ყველაფერს-წამოდგა გაბრიელი და წასვლის წინ მტკიცე, გამაფრთხილებელი მზერა სტყორცნა ნიკოლოზს.
მანქანაში ჩამჯდარი, სანამ დაიძვრებოდა, წუთის წინ გაგონილ სიტყვებზე დაფიქრდა და გაანალიზებას შეეცადა.
-ეს რომ სიმართლე იყოს, გამოდის, რომ მამაჩემმა მოუკლა მამა... რა მძ*** სიტუაციაა, ფუ ამის დედა შე****...
მანქანა დაძრა და გზად ტელეფონში მარიტას კოორდინატები ჩართო. ეკრანზე ასახული მისამართის მიმართულებით გაუყვა გზას და მალე კაფესაც მიადგა მანქანით. მანქანიდან გადმოსულმა გაბრიელმა, შორიდანვე შენიშნა გოგონების მაგიდისკენ დაძრული უცხო მამაკაცი და სწრაფად დაიძრა მათკენ.
-ქალბატონებო, ნება მომეცით, ჩემს მაგიდასთან მიგიწვიოთ.
-გმადლობთ, მაგრამ გვეჩქარება-იუიარა მარიტამ, მაგრამ კაცი მაინც ჩააჟინდა:
-სულ ცოტა ხნით, ძალიან გთხოვთ.
გაბრიელმა შორიდანვე მოჰკრა ყური ამ მცირეხნიან დიალოგს და კაცს მხარზე ხელი დაადო, რომ თავისკენ შეებრუნებინა, შემდეგ კი შუბლი მის თავს დაუმიზნა და ძლიერად მოარტყა.
გოგონებმა დაიკივლეს და მარიტა სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა გასაშველებლად. გაბრიელს წინ დაუდგა გოგონა და შეშფოთებული მზერით მიაჩერდა.
-რას აკეთებ, გაგიჟდი?
-ჰო, გავგიჟდი-წარბშეუხრელად მიუგო მამაკაცმა და გოგოს მკლავში ხელი სტაცა-წამოდი, მივდივართ.
-მოიცადე, ჩანთას და ტელეფონს ავიღებ-მკლავი აუქნია მარიტამ და მაგიდაზე დადებული ნივთები ხელში აიტაცა.-ეს ჩემი ქმარია-მიუთითა გოგოებს გაბრიელზე მოკლევადიანი ღიმილით და ბიჭთან ერთად კარისკენ დაიძრა.-რა საქციელი იყო, ამიხსნი?
-ღირსი იყო. ის მიიღო, რაც დაიმსახურა.
-ანუ, შენ ამბობ, რომ ადამიანის ცემა ნორმალურია?-წარბებაზიდული მიაჩერდა გოგო შეშფოთებული მიმიკით და მანქანაში ამჯერად დაუხმარებლად ჩაჯდა.
-მე არაფერს ვამბობ, უბრალოდ შენ სვამ ზედმეტად ბევრ კითხვას-მოკლედ მოუჭრა გაბრიელმა და საჭესთან დაჯდა.
-მაინც არ მესმის...-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარიტამ და თავი ფანჯრისკენ გაატრიალა.
-რა არ გესმის?-დაღლილი ხმის ტემბრით ჩაეკითხა გაბრიელი და გგოგოს გახედა დაკვირვებით.
-როგორ შეგიძლია, იყო ასეთი...
-როგორი?-აიძულა, გაწყვეტილი წინადადება დაესრულებინა და დაჟინებით ჩააჩერდა გულუბრყვილო, გულწრფელ თვალებში მარიტას.
-ასეთი შეუბრალებელი-მიუგო გოგომ და თვალი გაუსწორა.-არავის პატიობდე სულ მცირე შეცდომებსაც კი და ცდილობდე, სამყარო ისე მოაწყო, თითქოს მხოლოდ იდეალური ადამიანები უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად.
-ჰო, ასეა-არ უარყო მამაკაცმა.-ყველამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ შეცდომებზე.
-მაგრამ იდეალური არავინაა გაბრიელ.-სევდიანად ჩაიღიმა მარიტამ და ფანჯრიდან, ცაზე გამოჩენილ ცისარტყელას მიაპყრო მზერა.-არავინაა უშეცდომო, არავინაა ისეთი ძლიერი, რომ ერთხელაც იყოს დაცემული და წამომდგარი, ერთხელაც არ ჰქონდეს ფეხი აცდენილი გზას. მთავარია, ეს თავად გამოასწოროს და შეცდომების გამოსწორებით, სწორად ცხოვრება ისწავლოს. წმინდა სული არავის აქვს, რადგან ცოდვას ნებისმიერი ჩვენგანი ჩადის, მერე კი ამას ვეჩვევით და ჩვენს ცუდ საქციელს ცოდვებად ვეღარ აღვიქვავთ. საკუთარი პრიორიტეტებითა და მენტალიტეტით ვაფასებთ სხვის ადამიანობასა და სინდისს, არადა ეს უბრალოდ ჩვენი პირადი შეხედულებაა და არა მცნებებში დაწერილი კანონები, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ. არავინ იცის, რა ხდება სხვის გულში...
"ჰო, მართალია, არც მე ვიცი, რა ხდება შენსაში..."-გაიფიქრა გაბრიელმა-"წარმოდგენაც კი რ მაქვს, რა გიტრიალებს თავში და მითუმეტეს-გულში, მაგრამ მე კი, ნამდვილად ვიცი, რომ დარხეული მაქვს, იმიტომ, რომ ვგრძნობ, როგორ მიყვარდები..." ფიქრები გონებაში ისე გაიფანტნენ, როგორც ვარსკვლავების მტვერი.
გაბრიელი ისე მისჩერებოდა მარიტას, გოგომ თავი უხერხულად იგრძნო და მობუზული, ხმადაბლა ჩაეკითხა:
-რა?
-რა მოხდა?-ინტერესით ჩაეკითხა ბიჭი.
-ასე რატომ მიყურებ?-მზერაშეცვლილმა ჰკითხა.
გაბრიელს პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ, ამის ნაცვლად, კითხვა შეუტრიალა:
-როგორ გიყურებ?
მარიტა უცნაურად მიაჩერდა ბიჭს თვალებში, გაფართოვებული გუგებით. ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის თავს, თუმცა გრძნობდა, როგორ იპყრობდა რაღაც გრძნობა და ამის გამო, თავბრუც ეხვეოდა.
-ისე, თითქოს...
-?
გოგო ჩაფიქრდა. პასუხი მაინც არ ჰქონდა, ვერ მიმხდვარიყო, რა იყო გაბრიელის უცნაური მზერის მიზეზი, ამიტომ, ვერც შესადარებლად მოიყვანა მაგალითი.
-კარგი, დაივიწყე-მიუგო გოგონამ.
რამდენიმე წუთში, კვლავ ამოიღო ხმა გაბრიელმა, რადგან გაახსენდა, რომ გოგოსთვის ახალი ტელეფონი ჰქონდა ნაყიდი.
ხელში ის ტელეფონი გაუწოდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ უყიდა და უთხრა:
-საქორწილო საჩუქარი იქნება ჩემგან, როცა სადმე გახვალ, ყოველთვის თან გექნება, რომ დაგიკავშირდე და შენი ადგილმდებარეობა ვიცოდე. ასე, უნივერსიტეტშიც შეძლებ წასვლას.
გოგომ თავისთვის ჩაიღიმა სასიამოვნო სიახლეების გაგებისას და ტელეფონი გამოართვა, ხოლო მეორე, რომელიც გაბრიელმა დროებით მისცა, უკან დაუბრუნა.
სახლთან გააჩერეს მანქანა. მარიტა მხნედ გადმოხტა და კარისაკენ დაიძრა.
-მოიცადე,-დაუძახა მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე ამავალ გოგოს გაბრიელმა-სახლში საჭმელი საერთოდ არ არის, ზღვის პროდუქტებს ჭამ, რომ შევუკვეთო?
მარიტა მოტრიალდა და დარწმუნებით გამოეპასუხა:
-გააჩნია. რვაფეხას და მოლუსკებს არ ვჭამ. კრევეტები, სუში და მიდიები მიყვარს.
გაბრიელმა თავი დაუქნია და გოგომაც გზა განაგრძო თავისი ოთახისკენ. ბიჭმა ყველა ის პროდუქტი შეუკვეთა, რაც მარიტას კვებისს სიაში შედიოდა და შეკვეთის მოტანამდე მისაღებ ოთახში, მაგიდაზე გაშლილი დოკუმენტების შესწორება დაიწყო.
ოთახში ასულმა გოგონამ კლასიკური შარვალი და თხელი ტოპი გამოიცვალა და ფუმფულა, თეთრი გრძელმკლავიანი მაისური გადაიცვა, თეთრ, მაღამწელიან შარვალთან ერთად.
როცა თმის მოწესრიგებით იყო დაკავებული, მისის ძახილი მოესმა და პასუხად გასძახა:
-მოვალ, დამელოდე.
-გელოდები-ჩაილაპარაკა გაბრიელმა თავისთვის და მაგიდა სავახშმოდ გააწყო. არ იცოდა, რატომ, მაგრამ სურდა, გოგონასთვის კომფორტი შეექმნა, ბედნიერება ეგრძნო მარიტას მასთან ცხოვრებისას და მის თვალებში სიხარული ბევრჯერ გამკრთალიყო. ნამდვილად უცნაური იყო გაბრიელი და ეს თავადაც შეატყო საკუთარ თავს.
გოგომ კიბეზე უცებ ჩამოირბინა და სამზარეულოში მოძრავ გაბრიელს მიეხმარა ღვინის ბოკლებისა და წითელი, ხავერდის ხელსახოცების დალაგებაში.
-იცი, რას ვერ ვხვდები?-წამოიწყო გოგონამ, როგორც კი მაგიდასთან, ერთმანეთის გვერდით დასხდნენ.
-გისმენ-ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა, გოგოს ცნობისმოყვარე ტონის გაგონებისას.
-არასოდეს გინდება ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება?-მოულოდნელი და ბიჭისთვის უცხო კითხვა დასვა მარიტამ.
გაბრიელს თვალებში გაკვირვება გამოესახა, მერე კი, ეს გაკვირვება ისევ ჩვეულებრივმა მიმიკამ ჩაანაცვლა.
-მე ისედაც ჩვეულებრივი ადამიანივით ვცხოვრობ, მარიტა.
-არა, შენ ისე ცხოვრობ, თითქოს ესესაა, შენკენ გამოსროლილ რომელიმე ტყვიას ვეღარ გადაურჩები და ისე უბრალოდ წახვალ ამ ქვეყნიდან, თითქოს თვალიც არ დაგიხამხამებია აქ ყოფნის მანძილზე.
-ასეც არის.-მიუგო ბიჭმა კუშტი მზერით-თვალიც არ დამიხამხამებია ჩემი არსებობის მანძილზე.
-ჰო, სწორედ ესაა...-კვლავ ალაპარაკდა გოგო და ხელებიც მოიშველია, რადგან ცდილობდა ბიჭისთვის თავისი სათქმელი ზუსტად აეხსნა.-ამას მხოლოდ არსებობას ეძახი, ცხოვრება კი სხვაა. შენ შეგიძლია, სიცოცხლე შემატო თითოეულ დღეს, შენ კი ერთი და იმავეს კეთებაში ფლანგავ საკუთარ დროს. გიფიქრია, რომ ოდესმე შეიძლება შენი სიცოცხლე ისე უცებ დასრულდეს, რომ ამ ქვეყნად, შენი კვალი ვერსად დატოვო? რათქმაუნდა, იმ გვამებს არ ვგულისხმობ, ვინც შენ მოკალი.
გაბრიელმა ქვემოდან ამოხედა გოგოს. ამაზე არასოდეს ეფიქრა, არც ესაუბრა, არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც მსგავს სიტყვებს ეტყოდა და დააფიქრებდა იმაზე, თუ რისთვის ღირს ცხოვრება.
-მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით.-მოკლედ მიუგო გაბრიელმა და ღვინის ბოთლს საცობი მოხსნა.-არ მინდა და არც ვაპირებ რაიმეს შეცვლას, იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. არ არის აუცილებელი, იცხოვრო ანგელოზივით, ან ისე, რომ ხალხს თავი დაამახსოვრო. ანგელოზები სამოთხეშიც საკმარისად არიან.
-არ არის საჭირო, ეს ყველაფერი სხვისთვის გააკეთო-თავი გააქნია მარიტამ.-მხოლოდ შენი გულისთვის. საკუთარი გულიც კი უკეთ ცემს, როცა სიმშვიდეს მოიპოვებს და ეცდები, რაღაც მაინც შეცვალო უკეთესობისკენ საკუთარ თავში.
გაბრიელი, ცალწარბაწეული მიაჩერდა გოგოს. მისი სიტყვების არსს ხვდებოდა, თუმცა არ უნდოდა, დასთანხმებოდა. ეს ალბათ, მიწაზე დანარცხებას ჰგავდა. სიმართლეს სხვისი პირით იგებ, მაგრამ არ გინდა, აღიარო, რომ ის მართალია, რადგან ამ დროს შენ გამოდიხარ ის, ვინც აქამდე შეცდომას უშვებდა.
ამიტომ, გაბრიელმა, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და გოგოს ჰკითხა:
-ღვინოს დალევ?
-არა, გმადლობ-იუარა სასწრაფოდ.-არ ვსვამ ალკოჰოლს.
-რატომ?-ინტერესიანად ჩაეკითხა ბიჭი.
-უბრალოდ არ მიყვარს.-მხრები აიჩეჩა მარიტამ და ჩხირებით აღებული სუში გემრიელად შეჭამა.
გაბრიელს გაეღიმა, როცა დაინახა, სიამოვნებისგან როგორ დახუჭა გოგომ თვალები.
"ესე იგი, სუში გიყვარს"-გაიფიქრა მან და მომღიმარი სახით მოსვა ღვინო.
**************
*************
შუაღამის ორი საათი დაწყებულიყო, მარიტას მშვიდად ეძინა, მაგრამ, წყურვილმა გამოაღვიძა და იძულებული გახდა, წამომდგარიყო. ფეხზე არაფერი ჩაუცვამს, ფეხშიშველი წამოდგა მოკლე, ფრიალა პიჟამით და პირველ სართულზე უხმოდ ჩაირბინა.
სამზარეულოში შევიდა და ჭიქაში მინერალური წყალი ჩამოისხა. წყალი რომ დალია და წყურვილის გრძნობაც გაუქრა, გარედან ქარის ზუზუნის გარდა სხვა უცნაური ხმაც შემოესმა და დაძაბული გაშეშდა ერთ ადგილზე. სანამ იდგა და ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს შიშისგან, ამასობაში, კართან მძიმე ნაბიჯების ხმაც შემოესმა გოგოს და უცებ მოიფიქრა, რომ რაიმე სერიოზული შემთხვევაში, თავი უნდა დაეზღვია, ამიტომ სწრაფად მოიმარჯვა ცომის გრძელი, ხის გასაბრტყელებელი ხელში და კარისკენ დაიძრა. კართან საბრძოლველად შემზადებული დადგა და თავის გასამხნევებლად ღრმად ჩაისუნთქა. იმდენად დააწვა მხრებზე სახლის ქურდებისგან გადარჩენის ვალდებულება, რომ მღელვარება, ცოტა არ იყოს, ამის გამოც შეემატა.
კარის სახელური ჩამოიწია და კარში მაღალი სილუეტი გამოჩნდა. მარიტამ ცომის საბრტყელებელი მოამზადა და შიშის მიუხედავად "ქურდისაკენ" დაიძრა.
მისკენ გამოქცეულ გოგონას პირველ რიგში ხელები გაუკავა კარში შემოსულა გაბრიელმა და მერე მკლავებში მოიქცია.
როცა მარიტას გაბრიელის მარწუხები შემოახვია და ხელები დაუჭირეს, თავიდან ვერ მიხვდა, ვინ იყო და აფართხალდა:
-გამიშვი,-იკივლა და მხრები ძლიერად გააქნია თავის დასახსნელად-შემეშვი, იცოდე ძალას გამოვიყენებ და ძალიან ინანებ, რომ ხელი შემახე.
გაბრიელის ხარხარი რომ მოესმა გგოგოს, წარბები შეიჭმუხნა და მხოლოდ მაშინ გაიაზრა, ვინ ედგა წინ. ბიჭმა მკლავებში მოქცეული გოგო გაანთავისუფლა და სიცილისგან ატკივებულ მუცელზე ხელი მიიჭირა.
-რა გაცინებს, შეიშალე?-ბრაზით მიახალა გოგომ და შიშისგან გაფითრებულ და ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გაისვა.
-ძალას გამოიყენებ?-როგორც კი სიცილი შეწყვიტა, ეშმკაური ღიმილით გაიმეორა გოგოს სიტყვები და თავი გააქნია-თურმე აქამდე სერიოზულად ვერ აღვიქვამდი ჩემი ცოლის შეუპოვრობასა და ბრძოლისუნარიანობას.
-ამაზეც ხუმრობ?-დაწვრილებული თვალებით გახედა მარიტამ.
-სრული სერიოზულობით ვუყურებ სიტუაციას-მიუგო გბიჭმა დარწმუნებით-ნამდვილად გამაკვირვე. ერთი ციცქნა გოგო აქირებდი ქურდისაგან სახლის დაცვას?
-კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ არც ასაკი და არც ძალა არ განსაზღვრავს ადამიანის შინაგან სიძლიერეს.
-ჰო, როგორც ჩანს, შინაგანმა სიძლიერემ გიშველა და თავიც ამიტომ დაიხსენი ასე ადვილად ჩემი მკლავებიდან-ირონიულად ჩაიქირქილა გაბრიელმა და მისი კულული შეათამაშა. მერე, თავიდან ბოლომდე აათვალიერა გოგო და წარბი ასწია.-ფეხშიშველი რატომ ხარ?
-წყლის დასალევად ჩამოვირბინე-მხრები აიჩეჩა მარიტამ და სამზარეულოსკენ მიბრუნდა შუქის ჩასაქრობად.
-ფეხზე ჩაიცვი, თორემ ადვილად გაცივდები, ისედაც სუსტი იმუნიტეტი გაქვს.
-საიდან მოიტანე?-გაკვირვებული მიაჩერდა მარიტა.
-შენს თავს შეხედე,-წარბშეჭმუხნული სახით მიუთითა გაბრიელმა-ვერ ხედავ როგორი გამხდარი ხარ? სუსტი აღნაგობის ადამიანი უფრო ადვილად ცივდება.
-ღმერთო, საიდან მოაქვს ეს სიბრძნეები-ხელები ჰაერში აღაპყრო და თავისთვის ჩაილაპარაკა.
-თავი დაანებე, მე ჩავაქრობ-მიუთითა შუქზე გაბრიელმა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
მარიტამ ღრმად ამოიოხრა და კიბეზე ფრთხილად აირბინა, ფეხი ეომ არსად დასცდენოდა, მერე კი, თბილ საწოლში კომფორტულად მოთავსდა და ღრმად ჩაეძინა.
**************
მეორე დილით, მარიტამ, გაბრიელის ნაყიდ ჯინსის შარვალსა და მაქმანებიან ზედაში გამოწყობილმა ჩაირბინა კიბეზე და უნივერსიტეტში წასვლის წინ, სასაუზმოდ კვერცხი გამოიღო მაცივრიდან, რომ ომლეტი შეეწვა.
შუა მზარეულობის პროცესში იყო გოგო, ხის დაფაზე დალაგებულ წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას ღიღინით ჭრიდა, სამზარეულოში ჩვეული სიარულის მანერით რომ შემოვიდა გაბრიელი და გოგოს მიმართა:
-კულინარიას მიჰყავი ხელი?
მარიტა მოულოდნელობისაგან შეხტა და იგრძნო, როგორ აეწვა მარცხენა არა თითი. თითზე სინანულით დაიხედა და მერე გაბრიელს გახედა ბრაზით:
-ნორმალური ხარ?
-შეგაშინე პატარავ?-წარბაწეული მიუახლოვდა გაბრიელი და მისი თითი აიღო ხელში.-სერიოზული არაფერია, ორ წუთში დავამუშავებ ამას.
-არ მჭირდება შენი დამუშავება-თითი გამოგლიჯა დაბღვერილმა და შეუბერა, რომ მეტად აღარ აწვოდა.
-ფრთხილად-გამაფრთხილებლად შეხედა ბიჭმა და მისი თითი კვლავ ხელში მოიქცია.-შენს მარცხნივ მეორე უჯრიდან სპირტი და ბამბა ამოიღე და მომაწოდე.
მარიტა უხმოდ დაემორჩილა და როგორც იქნა, უჯრაში შენახულ ნივთებსაც მიაგნო.
გაბრიელმა ბამბა სპირტით დაასველა და გოგოს თითზე დაადო.
მარიტამ ტკივილისგან წამოიყვირა და უკან გახტა.
-მეტკინა.-უყვირა ბიჭს, რომელიც უემოციო თვალებით მისჩერებოდა.
-დამშვიდდი და ბამბა თითზე მიიდე.-გაუმეორა გაბრიელმა მტკიცედ-ბინტს მოვიტან და სანამ არ მოვალ, თითიდან არ მოიცილო.
მარიტამ, კარში გასულ ბიჭს უკმაყოფილოდ გახედა და ლამის ენაც გამოუყო. ცოტაც და, თავის ბავშვურობაზე თვითონ გაეცინებოდა.
სანამ ბიჭი ოთახში დაბრუნდებოდა, მარიტას ტაფაზე ზეთის შუშხუნის ხმა შემოესმა და სწრაფად მიტრიალდა, რომ ომლეტისთვის მიეხედა.
სამზარეულოასი შემოსულმა გაბრიელმა გოგონა ისევ ტაფასთან მდგარი რომ დაინახა ხის კოვზით ხელში, რომელიც ბოსტნეულსა და კვერცხს ტაფაზე ასხამდა, მკაცრად ჩაეკითხა:
-მე რა გაგაფრთხილე? არ გითხარი, თითი არ გაგენძრია?
-აბა, რა მექნა, ტაფა დამეწვა?-გულუბრყვილოდ აიწურა მხრები მარიტამ უდანაშაულო სახით.
-მომეცი, მე გავაკეთებ-ხელიდან გამოართვა კოვზი ბიჭმა უკმაყოფილო სახით და ტაფაზე ომლეტს მოურია, მერე კი, თავსახური დააფარა და გოგოს მიუბრუნდა.-ისევ გეწვის?
მარიტამ თავი გააქნია, ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია და გაბრიელისთვის, გუგებგაფართოვებული თვალები არ მოუცილებია.
-მალე მოგირჩება.-ბინტი გადაახვია გაბრიელმა და სპირტიანი ბამბა ნაგავში გადააგდო.-ახლა ეცადე, მეტი არაფერი მოიწიო.
-ანუ, ჩემი ბრალი იყო, ახლა თითი რომ გავიჭერი?-შეიცხადა მარიტამ გაოგნებული სახით და თითი მკერდზე მიიბჯინა.
-შენნაირი მოუხერხებელი სხვა არავინაა-თვალი ჩაუკრა გაბრიელმა.
-შენ თვითონ შემაშინე-შეშფოთებით მიუგო გოგომ ცილისწამებისგან გაბრაზებულმა.
-ჰო, მე რომ არა, ვერ მოახერხებდი-ირონიულად ჩაიცინა გაბრიელმა და ტაფაზე მიუთითა-აი ახლაც, ცოტაც და საუზმე დაგეწვება.
მარიტამ სწრაფად გაატრიალა თავი ტაფისკენ და გაზქურა წამებში გამორთო.
-საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს-მიუბრუნდა ბიჭს დაწვრილებული თვალებით.
-მე ჩემს თავზე არაფერი მითქვამს-ცალყბად გაიღიმა გაბრიელმა და თავმომწონედ მიაჩერდა მის წინ მედგრად დამდგარ გოგოს.
-მაგრამ ჩემი დამცირებით ცდილობდი საკუთარი გავლენისა და სიძლიერის დამტკიცებას.-მტკიცედ გამოეპასუხა გოგო და ზურგი აქცია.-და ასე რომ არ იყოს, ყურადღებას არ გაამახვილებდი ჩემს...
გოგოშესაფერისი სიტყვის მოსაფიქრებლად რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.
-მოუხერხებლობაზე?-მიეშველა გაბრიელი ეშმაკური ღიმილით და კარადიდან ერთი თეფში გამოიღო.-თუ დაბნეულობაზე?
-ანუ დაბნეულიც ვარ?-წარბები აზიდა მარიტამ.
-არ ხარ?-წარბაწეული ჩააჩერდა მწვანე თვალებში და გოგოსაც მაშინვე შეეცვალა მიმიკა. ტუჩებმოკუმულმა, ბრაზიანად ამოისუნთქა ღრმად და ომლეტი ორად გაყო.
-მე არ მინდა, შენ ისაუზმე-მიუგო გაბრიელმა და კარისკენ დაიძრა.
-დღეს უნივერსიტეტში მიდვივარ-გასძახა გოგომ, სანამ ბიჭი კარიდან გავიდოდა.
-ვიცი-ჩვეული, დარწმუნებული ტონით გამოეპასუხა გაბრიელი.
-ყველაფერი როგორ იცი...-თავი გააქნია მარიტამ თავისთვის და თეფშზე ომლეტის ნახევარი გადმოიღო, დანარჩენი კი, მაინც ტაფაში დატოვა.
*****************
ლექციების ბოლოს, შუადღე რომ მოახლოვდა, მარიტა უნივერსიტეტიდან გამოვიდა და გაჩერებისკენ მარტო გაუყვა გზას. როგორც მოვიდა, ისე აპირებდა წასვლას, ავტობუსით.
ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი, ტელეფონში, ლექციების შეცვლილ ცხრილს ჩაჰყურებდა, როცა ვიღაცამ ფეხებთან მანქანა გაუჩერა და მარიტაც უკან გახტა შეშფოთებული სახით.
ცოტაც და საყვედურიანი ტონით მიმართავდა შეშლილ უცნობს, როცა ამ უცნობის მაგივრად საჭესთან უმეტყველო სახით მჯდარი გაბრიელი შენიშნა და ღრმად ამოიოხრა.
-ღმერთო, ისევ შენ?
-ჰო, რა იყო, პრობლემები გაქვს ჩემს დანახვაზე?-რიტორიკულად ჩაეკითხა გაბრიელი და გოგოს შიგნიდან გამოუღო მანქანის კარი-ჩაჯექი.
-არ შეიძლება, ნორმალური ადამიანივით მეც საზოგადო ტრანსპორტით ვისარგებლო და არა "ქმრის" მანქანით?-ჩაჯდომისთანავე აწუწუნდა მარიტა,, საყვედურიანი ტონით.
-რაც უფრო ბევრს იწუწუნებ, მით უფრო დაგიგრძელდება ენა.-წყნარად მიუგო გაბრიელმა.
მარიტამ, დაბღვერილმა გახედა გვერდით მჯდარს და ფანჯრისაკენ შეაბრუნა თავი.
სახლში მისულებმა, თავიანთ ოთახებს მიაკითხეს, შემდეგ კი, კოპლებიან სარაფანში გამოწყობილი მარიტა სამზარეულოსკენ დაიძრა სასადილოდ.
როდესაც მაცივარში ნორმალური ვერაფერი იპოვა, გაბრიელს გასძახა.
ბიჭი ოთახიდან გამოვიდა და გოგოს გამოეპასუხა:
-რა მოხდა, ისევ რამე მოიწიე?
მარიტამ ბიჭის კითხვის უკმაყოფილო სახით გახედა და მიუგო:
-საჭმელი ვერაფერი ვიპოვე მაცივარში.
-კარგი, ჩაიცვი და წავიდეთ, ვიყიდოთ.
-ისედაც მაცვია-მიუთითა გოგომ წითელ სარაფანზე.
-მაგით არ წამოხვალ, ზედმეტად მოკლეა-მკაცრად გაუმეორა გაბრიელმა და სამზარეულო დატოვა.
-ახლა ასე უნდა მიმითითოს რა გავაკეთო და რა არა?-შეშფოთებული ხმის ტონით ამოთქვა მარიტამ.
-კი და შენ უნდა შეასრულო ის, რასაც გეტყვი-გამოსძახა მისაღებიდან გაბრიელმა.
მარიტამ ბრაზით ამოიოხრა და ოთახისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა.
გაბრიელზე გაბრაზებულმა, მოკლე ტოპი და ჯინსის შორტი ჩაიცვა და მისაღებში ასე ჩავიდა.
გაბრიელმა ცალწარბაწეულმა აათვალიერა გოგო სკეპტიკური სახით და კარისკენ დაიძრა. მარიტაც თან მიჰყვა.
**************
სუპერმარკეტში, კალატაში ყველა საჭმელად სარგისი ნივთი იდო. კალათას გაბრიელი მიაგორებდა, გვერდით კი მარიტა მიჰყვებოდა, წარბებაზიდული სახით.
-რათ გინდა ამდენი საჭმელი, გამაგებინე ადამიანო-ამოიბუზღუნა გოგონამ.
გაბრიელს პასუხი არ გაუცია, ისე დაამატა ბურღულეული და ტკბილი ბურთულების ყუთი კალათაში.
-მგონი არ მისმენ.-ჩაილაპარაკა მარიტამ შედარებით ხმადაბლა, ბედს დაჯერებულმა.
-იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა-მიუბრუნდა გაბრიელი ცივი სახით და მკაცრად მიუგო.-შენ კი უბრალოდ გევალება, რომ ჩუმად იარო და გვერდიდან არ მომცილდე.
-რატომ, ბუები შემჭამენ?-ირონიულად ჩაიბუტბუტა, მაგრამ გაბრიელმა კვლავ გაიგო და წარბაწეულმა გამოხედა:
-მე გავხდები ბუა, თუ ამას მაიძულებ. მარიტა საბოლოოდ გაჩუმდა და გაბუტული სახით აედევნა უკან.
კიდევ რამდენიმე სექციას შორის გაიარეს წყვილმა და კალათა თითქმის ბოლომდე აივსო.
-დავიღალე-ამოიწუწუნა გოგონამ დაღლილი სახით.-უკვე ნახევარი საათია, რაც ამ სექციებს შორის დავდივართ და სტაჟიანი დიასახლისებივით ვარჩევთ პროდუქტებს.
გაბრიელმა თავისთვის ჩაიღიმა გოგოს შედარებაზე და მარჯვნივ გაუხვია:
-წამოდი, ბოსტნეულიც უნდა ვიყიდოთ და წავალთ.
მარიტამ შვებისაგან ამოისუნთქა და გაბრიელს წინ გაასწრო. ბიჭს მის მოუთმენლობაზე გაეცინა და უკნა მიჰყვა. წამოსვლისას, მარიტას ხელში ბუმბულივით მჩატე პარკი ეჭირა, რომელშიც დიროლის კევი და ჩუპა-ჩუპსი იდო. გვერდით, გაბრიელი მოჰყვებოდა ხელებზე ძარღვებდაჭიმული. ათ კილოზე მძიმე პარკები საბარგულში ჩაალაგა და საჭეს მიუჯდა, მერე კი, მანქანაში წამებში შემომხტარ გოგოს გადახედა:
-რა უცებ მოხვედი შენ ენერგიაზე.
-ჰო, შინ მისვლაც კი მიხარია, შენ წარმოიდგინე. სახლში, სადაც იძულებით ვცხოვრობ-ცინიკურად ჩაიღიმა მარიტამ და ჩუპა-ჩუპსის ქაღალს დაეჯაჯგურა.
-მომეცი, გაგიხსნა-ხელიდან გამოართვა გაბრიელმა, გოგოს ცოდვით დამწვარმა და ორ წამში უკან დაუბრუნა ქაღალდშემოცლილი.
-გმადლობ.
სახლში მისულებმა, პროდუქტების ამოლაგება დაიწყეს.
რადგან შუადღე უკვე გასულიყო და სადილიც გამოტოვეს, მარიტამ ვახშმის მომზადება დაიწყო და გაბრიელს, რომელიც სურსათს, ერთმანეთის განურჩევლად აწყობდა მაცივარში, კითხვით მიმართა:
-სავახშმოდ რა მოვამზადო?
-როგორც ქმარს, ისე მეკითხები, თუ რჩევა გჭირდება, რომელი საჭმელია ყველაზე ადვილად გასაკეთებელი?-ღიმილით გამოხედა გაბრიელმა.
-კარგი, შენი იდეები აღარ მაინტერესებს-მიუგო მარიტამ მისი ირონიულობით გაბრაზებულმა და კომბოსტო გამოიღო მაცივრიდან.-კომბოსტოს მოვშუშავ და სალათს დავჭრი.
-მოგეხმარები-მიუახლოვდა გაბრიელიც და გვერდით დაუდგა.
მარიტამ აშოტილ ბიჭს წარბაწეულმა ახედა.
-შენი დახმარება არ არის საჭირო-მიუგო ტუჩაბზუებულმა და ხის დაფა გამოიღო, რომ კომბოსტო დაეჭრა.
-ნუთუ?-ჩაიღიმა გაბრიელმა ცალყბად.
-თავს მარტოც გავართმევ-გაუმეორა მარიტამ.
-შენ არ იყავი, დილით თითი რომ გაიჭერი ჩემი დანახვისას?-ირონიულად ჩაიქირქილა ბიჭმა.
გოგომ ღრმად ამოიოხრა და ბრაზიც ამოაყოლა.
-მისმინე.-მისკენ შეტრიალდა მარიტა და წინ დაუდგა მასზე ბევრად მაღალ ბიჭს.
-გისმენ.-თვალი გაუსწორა გაბრიელმა და ისეთი გამჭოლი მზერა შეაგება, ლამის მაშინვე დააბნია მედგრად მდგარი გოგონა.
-მე კომბოსტოს დამოუკიდებლადაც მშვენიერად დავჭრი-წყნარად გაიმეორა მარიტამ.-შენ თუ დახმარება გინდა, ხილის სალათი დაჭერი.
გაბრიელმა გოგოს გამოსვლაზე ჩაიცინა და მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოალაგა. ერთმანეთის გვერდით მდგარნი, წყნარად აკეთებდნენ საქმეს. გაბრიელი რამდენჯერმე გადახედავდა მარიტას და ეღიმებოდა, როცა ამჩნევდა, როგორ აკურატულად და სიმეტრიულად ჭრიდა ბოსტნეულს.
მარიტამ, საქმიანობის დასრულების შემდეგ, გაცხელებულ ტაფაზე კომბოსტოს ფურცლები დაყარა და კარგად გაანაწილა, რომ თანაბრად მოშუშულიყო. სანამ ვახშამი მომზადდებოდა, მარიტამ მაგიდა გააწყო, გაბრიელმა კი, თაროდან ძველი, საუკეთესო ღვინო ჩამოიღო.
-ღვინოების კოლექცია გაქვს?-ინტერესით ჩაეკითხა მარიტა.
-ჰო, წლებია ვაგროვებ.-მიუგო გაბრიელმა და მის წინ ჩამოჯდა.-რატომ დაინტერესდი?
-ისე-მხრები აიჩეჩა მარიტამ.-როცა ფილმებში ვუყურებდი, როგორ ამოჰქონდათ სარდაფიდან დაძველებული, საუკუნის წინანდელი ღვინო, ყოველთვის რომანტიული განწყობა მექმნებოდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მომენტების შემდეგ, წყვილი მაინც დაშორდებოდა ერთმანეთს.
-ანუ სამუდამო სიყვარულის რეალობაში დაგარწმუნა ღვინის სცენამ?-მკრთალი ღიმილით მიმართა გაბრიელმა.
-არა, მაგას არ დავურწმუნებივარ-მარიტამ მშვიდი სახითა და ხმით მიუგო- სამუდამო სიყვარულის მანამდეც მჯეროდა.
-ახლაც გჯერა?-ხმაში მეტი სერიოზულობა შეეპარა გაბრიელს და მარიტას მწვანე თვალებში გამკრთალ სხივებს მოჰკრა თვალი.
-ჰო.-წყნარად გამოეპასუხა, ფანჯარაში, პეიზაჟის თვალიერებით-მჯერა, მაგრამ არ ვიცი, რა მაიძულებს, რომ ამისი მჯეროდეს.
სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ არა უხერხული. უბრალოდ, სიმშვიდეს გულისხმობდა ეს სიჩუმეც, თითქოს მათ შორის მუდამ დაკეტილი კარი გახსნილიყო და ახლა ერთმანეთის გულებს შეჰყურებდნენ. უფრო მეტად კი, გაბრიელი შეჰყურებდა მარიტას გულს, გოგონა კი, ფანჯარაში, ბუნებაზე თვალგაშტერებული, საკუთარ ოცნებებზე ფიქრობდა. ახლაც ჰქონდა იმავე ოცნებები, რაც ერთი თვის წინ? ახლაც ოცნებობდა ისეთ მომავალზე, რომელიც ბედნიერებას, იღბლიან ქორწინებასა და ლამაზ სიყვარულის ნაყოფს მოუტანდა? თვითონაც ვერ ხვდებოდა, ჰქონდა თუ არა იმედი იმის, რომ რაიმე შეიცვლებოდა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ ძალიან მისჩვეოდა გაბრიელს და მასთან ერთად ცხოვრებას. ახლა ეს ყველაფერი, ჩვეულებრივ ყოველდღიურობად და ოჯახად ეჩვენებოდა.
-კომბოსტო დაგეწვა-ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამოაცოცხლა და მაშინვე წამოხტა, რომ გაზქურა გამოერთო.
-ჯანდაბა.-ამოისუნთქა მარიტამ.-სულ ოდნავ დაიწვა. მანამდე რატომ არ მითხარი?-საყვედურიანი მზერით გახედა გაბრიელს.
-კომბოსტოა, კაცი კი არ მოკალი-ჩაიცინა გაბრიელმა და გოგოს მიუახლოვდა.-მომეცი ტაფა, მე ვიზამ.
მარიტამ ტაფას ხელი გაუშვა და გაბრიელმა მოახერხა ორ თეფშზე განაწილება.
გოგო მაგიდასთან ჩამოჯდა და ბიჭს დაკვირვებით გახედა.
-რამე გაქვს სათქმელი?-თვალი გაუსწორა გაბრიელმა.
-ასე რომ იყოს, აქამდე გეტყოდი-მიუგო მარიტამ.
-აბა, ასე რატომ მიყურებ?-ყურადღებით დააკვირდა ბიჭი წინ მჯდარი გოგონას თვალებს, რომ ამოეცნო, რას ნიშნავდა ეს მზერა.
-უბრალოდ, სიტუაცია მეუცნაურება.-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-რატომ?
-თავიდან ერთმანეთი სხვანაირად გავიცანით.-უპასუხა მან.-ძალადობაში და ქაოსში. ახლა, ერთმანეთის წინ მშვიდად ვზივართ და ვვახშმობთ, თითქოს მშვენიერი წარსული გვაკავშირებს.
-ყველაფერში სილამაზეს ნუ ეძებ-უემოციოდ მიუგო გაბრიელმა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, მშვენიერად გაიაზრა გოგონას სიტყვებში ჩაქსოვილი შინაარსი.-სამყარო ისეთი ლამაზი და უნაკლო არ არის, როგორიც შენ გგონია.
-ჰოდა, საქმეც ესაა.-ტონი აუმაღლდა გოგოს, რადგან გაბრიელისთვის თავისი აზრის ახნას ცდილობდა-მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ამდენად ბინძური და არაადამიანურია, ჩვენ მაინც ვეგუებით ამას და ისე განვაგრძობთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. შენ ვერ გრძნობ ამას?
გაბრიელი მარიტას გაფართოვებულ გუგებს მიაშტერდა გამჭოლი, სერიოზული მზერით. თითქოს, თვალები უფრო ჩამუქებოდა ბიჭს, მის მზერაში ვერავინ ვერაფერს ამოიკითხავდა, რადგან დამაბნევლად შავი იყო, არეკლილი სხივები კი, მხოლოდ სიბნელეს ასხივებდნენ.
-ენაწყლიანობა შენი ჰობია.-როგორც იქნა, რაღაც ამოთქვა გაბრიელმა და თეფშიდან კომბოსტოს დამწვარი ნაწილი აიღო.-ისევე, როგორც კულინარია.
-ჩემს დამცირებას ცდილობ?-უემოციოდ ჩაეკითხა მარიტა და თავადაც გასინჯა კომბოსტო.
-არა, ძალიან მომწონს შენი გაკეთებული სჭმელი-მიუგო გაბრიელმა უცვლელი მიმიკით და კიდევ დააგემოვნა ბოსტნეული.
-გეთანხმები, გემრიელია.-ჯინაზე გამოეპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ დამწვრის გემომ ლამის გული აურია.
გაბრიელმა,ცალი თვალითა მოხედა გოგოს, მერე კი მიუთითა, ხილის ასორტი გაესინჯა. მარიტამ ხის ჩხირზე წამოცმული მარწყვი, ბანანი და ანანასი დააგემოვნა და სიამოვნებისგან ტუჩები გაილოკა.
გაბრიელს ყურადღებიდან არ გამოპარვია ეს მომენტი, მარიტას მარწყვისფერ ტუჩებს მიაჩერდა და როცა გოგომაც იგრძნო გაბრიელის მზერა, ერთმანეთს თვალი გაუსწორეს.
-რა?-გულუბრყვილოდ, უდანაშაულო სახით ამოთქვა გოგონამ და ტუჩზე ხელსახოცი მოისვა.-რამე მაქვს?
-არაფერი-ჩაიღიმა გაბრიელმა.-ხილი გყვარებია...
-გლუკოზას ბრალია.-მიუგო მარიტამ-ტკბილი ყველაფერი მიყვარს, ხილი კი, ბუნებრივი, შაქრისშემცველი "ტკბილეულია".
გაბრიელს, მარიტას დაფიქრებულობაზე გაეცინა და წამოდგა.
-ჭკვიანი ხარ.-წინ დაუდგა ბიჭი, მის თვალებს მიშტერებული.-მაგრამ გულუბრყვილო.
-მე არაფრის დამალვის მეშინია.-მტკიცედ მიუგო მარიტამ წარბშეუხრელად და ისიც წამოდგა. ამ დროს ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა გაბრიელთან და უხერხულად დაიხია უკან. ბიჭს მის რეაქციაზე ჩაეღიმა.
-ჩემთან მოახლოების გარდა.-დაასრულა გაბრიელმა მისი დაწყებული წინადადება.
-შენი არ მეშინია.-გაუმეორა მარიტამ და ჯიქურ მიაჩერდა თვალებში, რომლებიც ამოუცნობი მზერით შესცქეროდნენ.
-მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი და მოძალადე ვარ?-თავი ცერად გადახარა გაბრიელმა და მარიტას სიტყვები გაიმეორა.
გოგომ მისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი და წინ დაუდგა იმის დასამტკიცებლად, რომ მასთან არც სიმართლის საუბარს უფრთხოდა და არც თვითონ გაბრიელის ეშინოდა.
-მე შენ გიცნობ და სინამდვილეში, ასეთი არ ხარ-დარწმუნებით ამოილაპარაკა გოგომ, თვალის მოუშორებლად.
გაბრიელმა ჩალყბად ჩაიცინა და მარიტას ზურგი აქცია.
-შენ არაფერი იცი ჩემზე.-ცივად მიახალა ბიჭმა.
-მე კი არა, შენ თვითონ გეშინია საკუთარი თავის-მიუგო მარიტამ.
გაბრიელმა, სიტყვები როგორც კი მოისმინა, ისე დაიძრა კარისკენ, თითქოს არც გაეგო გოგონას ნათქვამი და სახლიდან გამოსული, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა. მართალია, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს სიმართლეს გაურბოდა, მაგრამ თვითონ ესხმოდა თავს სიმართლე და მთელი ღამე იმაზე ფიქრი აწამებდა, რაც მარიტამ უთხრა.
უკვე რამდენიმე დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც ნიკოლოზი გაბრიელს მამამისზე ესაუბრა და მათ წლების წინანდელ დაპირისპირებაზე.
გაბრიელი, მთელი ამ დროის მანძილზე ფიქრობდა ა ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ არა მამასთან, რომელსაც წლებია არ ელაპარაკებოდა და გაერკვია ის შემთხვევა, რაც ნიკოლოზთან აკავშირებდა.
ბოლოს, მიხვდა, რომ დრო იყო, საკუთარ სიჯიუტეზე წინ, მისთვის მნიშვნელოვანი საქმე და დიდი შრომით ნაშენები კომპანია დაეყენებინა, ამიტომ, ყველაფრის გასარკვევად მშობელთან წავიდა.
მის მდიდრულ, სამსართულიან კერძო სახლთან მისულმა, დაცვა რომ შენიშნა, ცინიკურად ჩაიცინა და მანქანით ჭიშკარს მიუახლოვდა.
-ბატონო გაბრიელ?-იცნო მათგან ყველაზე მოხუცმა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, მერე კი, გაოცება სიხარულმა შეცვალა-მობრძანდით.
მამაკაცს გზა გაუნთავისუფლეს მოხუცი დაცვის წევრის ბრძანებით და მანქანაც ეზოში შეაყენა. სახლის შესასვლელ კართან მისულმა, კარზე დააკაკუნა და მოთმინებით დაელოდა, როდის გააღებდა კარს რომელიმე მოახლე.
მისდა გასაკვირად, არც მოახლეები იყვნენ ახლები, სწორედ ისინი მუშაობდნენ ამ სახლში, ვინც წლების წინ, მამამისთან თბილი ურთიერთობის ქონის დროს მუშაობდნენ და თბილად ეგებებოდნენ, მიუხედავად გაბრიელის ცივი ხასიათისა.
-გაბრიელ-სახე გაბრწყინებული შეეგება შუახხნის შოკოლადისფერ თმიანი ქალი.-შვილო, როგორ შეცვლილხარ.
-ახლა ამის დრო არ არის, ნინო. ერეკლესთან სალაპარაკოდ მოვედი, სახლშია?
-თურქეთშია რაღაც საქმეებზე-დამწუხრებული სახით მიუგო ნინომ.-შემოდი შენ, ყავას დაგალევინებ, შენს საყვარელ ნამცხვრებს გამოგიცხობ. ჩემი გაკეთებული ყავა მაინც არ მოგენატრა?
-არ მცალია,-იუარა გაბრიელმა და კვლავ საქმეს მიუბრუნდა-როდის დაბრუნდება, ხომ არ უთქვამს?
-დაახლოებით ორ კვირაში, მე ასე ვიცი-მხრები აიჩეჩა ქალმა.-რამე ხომ არ მოხდა ცუდი, გაბრიელ?
-არა ნინო, არაფერია.-ტონი შეურბილდა ბიჭს და გამოტრიალდა.
-როცა მოგინდება, შემოგვიარე-გამოსძახა მზრუნველი ხმით ქალმა და გაბრიელმა დამშვიდობებბის მიზნით, ხელი ასწია.
გულის სიღრმეში, მასაც ძლერ უყვარდა ნინო, რადგან ყოველთვის, როცა მამამისთან მიდიოდა, ეს ქალი მზრუნველად, საკუთარი დედასავით ეპყრობოდა და მის პრობლეებსაც უხმოდ იზიარებდა, ისე განიცდიდა, როგორც საკუთარს. მართალია, გაბრიელი გულღია და მგრძნობიარე პიროვნება არ იყო, არც გარეგნულად ჩანდა, თუმცა, მას განსაკუთრებით სიამოვნებდა ადამიანისგან ამგვარი დაფასება და გულწრფელი დამოკიდებულების გამომჟღავნება.
უკან გაობრუნებული, მანქანაში ჩაჯდა და ლევანის სახლისკენ დაიძრა. იცოდა, რომ ამ დღეს, ბიჭი სამსახურისგან ისვენებდა და სავარაუდოდ, საკუთარ კომფორტულ ბინაში, პუფში მჯდარი თამაშობდა ჯოისტიკებით, ჩიფსებთან და ლუდთან ერთად.
ბინის კარზე რომ დააკაკუნა, თმააჩეჩილმა, სპორტულებში გამოწყობილმა ლევანმა ათ წუთში მოახერხა გაღება და ღიმილით გადაეხვია.
-მოგენატრე რომეო?-ეშმაკური ღიმილით მიმართა ლევანმა ძმაკაცს და სახლში შეიპატიჟა.
-შენი მაიმუნობის ზღვარი ყოველდღე იზრდება-თავი გააქნია გაბრიელმა და გახდილი ტყავის ქურთული იქვე, მისაღებში მდგარ დივნის საზურგეზე დააფინა.-მარტო ხარ?
-აბა სხვას ვის ელოდი?-წარბები აზიდა ლევანმა და მაცივრიდან გამოღებული ლუდის ბოთლებიდან ერთ-ერთი გაბრიელს გაუწოდა.
-პირველ რიგში გოგოებს.-ჩაიცინა გაბრიელმა.
-როგორი მცდარი წარმოდგენა გქონია ჩემზე...
-ხო, არა?
ლევანს, საკუთარ ტყუილზე გაეცინა და ბიჭს ახალი ამბების მოყოლა სთხოვა. გაბრიელს ბევრი არ ულაპარაკია, მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოუყვა მეგობარს, ხოლო ის, თუ რა უცნაური ფიქრები და ემოციები გაუჩნდა ბოლო დროს, არ უხსენებია. სამაგიეროდ, ლევანმა თავად წამოიწყო საუბარი ამ თემაზე.
-მარიტასთან რას შვრები?
-რა უნდა ვქნა...-გულგრილად მიუგო გაბრიელმა ჩვეული, უცვლელი სახით, თუმცა, სხეულიის შიგნიდან აშკარად იგრძნო აფორიაქება, გოგოს სახელის გაგონებისას.-ისევ ისე ვცხოვრობთ, როგორც მანამდე. ის ისევ ცდილობს ჩემს ნერვებზე თამაშს და მე ისევ ვცდილობ, რომ მის დაგებულ ანკესზე არ წამოვეგო და ყოველ ნაბიჯზე არ გავღიზიანდე მის უაზრო ამბიციებსა და სიჯიუტეზე.
-ესე იგი, ერთმანეთს ეჯიბრებით სიჯიუტეში.-წარბი აზიდა ლევანმა.
-ბოლო დროს მის პიროვნებაზე დავფიქრდი-წამოიწყო გაბრიელმა, ისე, რომ ბოლომდე არც გაუაზრებია, რას საუბრობდა, მის ყოველ სიტყვას, უბრალოდ გონებაც და გრძნობაც ვეღარ აკავებდა და უნდოდა, ყველაფერი ამოეთქვა, რაც აწვალებდა მთელი ეს დრო.
-მერე? რამე დაასკვენი?
-ისეთი არ არის, როგორიც თავიდან მეგონა. ყოველთვის ვიმეორებდი და მასაც ვეუბნებოდი, რომ შინაგანად ისეთი იყო, როგორიც ყველა სიმდიდრეს დახარბებული გოგო. ახლა ვხვდები, რომ ამ სიტყვების მისთვის თქმის დროს, შეცდომმას ვუშვებდი და ცილისწამებით გულს ვტკენდი. ნამდვილად არ ყოფილა ამის ღირსი, მაგრამ შეცდომები იშვიათად გამოსწორდება ხოლმე და ვერც სიტყვებს ვაბრუნებთ უკან.-ამოიოხხრა გაბრიელმა და ლუდი მოსვა. ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. არამარტო მას, არამედ ლევანსაც, რომელიც მეგობრის მონოლოგზე დიდხანს ფიქრობდა.
-მგონი, მაგ გოგომ შეგცვალა-დაასკვნა მან და გაბრიელს ამოხედა.
-სისულეებს ნუ ლაპარაკობ-გულგრილად ამოილაპარაკა მამაკაცმა.-მსგავსი არაფერი მომხდარა.
-სერიოზულად გეუბნები, ძმაო. ასე არასოდეს ფიქრობდი.-წამოიწყო ლევანმა სერიოზული სახით-რაც არ უნდა შეგშლოდა, არაფრით აღიარებდი, რომ შეგეშალა. კარგად გიცნობ და ვიცი, რა ჯიუტიც ხარ.
გაბრიელი ლევანის სიტყვებზე ჩაფიქრდა. მართლა ასე იყო? ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სიმართლეს საოცრად ჰგავდა.
-კარგი, აღარ გვინდა ამაზე საუბარი-სასწრაფოდ დახურა თემა გაბრიელმა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, თუმცა, მთელი საღამო და ღამეც კი, იმაზე ფიქრობდა, რაც ლევანმა უთხრა და ვერ იაზრებდა, რომ ეს შეიძლებოდა, მართლა სიმართლე ყოფილიყო.
*************
შუაღამით, როდესაც გაბრიელი სახლში დაბრუნდა კლუბიდან, მარიტას უკვე ეძინა. ამის გათვალისწინებით, საოცრად ფრთხილად შევიდა სახლში გაბრიელი და გოგონა რომ არ გაეღვიძებინა, უხმაურო ნაბიჯებით დაიძრა თავისი ოთახისკენ. სანამ ოთახამდე მივიდოდა, ღია კარში, გოგონას წყნარ, მშვიდ სუნთქქვას მოჰკრა ყური და მის ოთახში შეიხედა. რატომღაც მოუნდა, ახლოდან შეეხედა მძინარე გოგოსათვის. საწოლთან მისულმა გაიფიქრა, როგორ უშფოთველად და ანგელოზივით მშვიდი ძილით ეძინა მარიტას და თბილად ჩაეღიმა. ბოლო დროს, ხშირად აიძულებდა გოგონა, თბილი ემოციებით დამუხტულიყო გაბრიელი. ზოგადად კი, სუფთა სულის მქონე ადამიანებთან კონტაქტმა ასე იცის, თავს მასთან ყოფნისას ისე გრძნობ, თითქოს თბილ, მყუდრო სახლში ხარ და იმავე ემოციებს განიცდი, როგორსაც ოჯახთან ყოფნისას გრძნობ. ოჯახი კი, ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ არის.
იქნებ ამმიტომ მიეჩვია გაბრიელი გგოგონას, რომ მასთან ყოფნისას თავს ისე გრძნობდა, თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა და საკუთარი ოჯახი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ისეთი, სადაც ერთმანეთზე ისე უნდა ეზრუნათ, რომ სითბო და გრძნობა არასოდეს გაცივებულიყო, არასოდეს ჩაენაცვლებინა მათ შორის გულწრფელობა და ერთად ყოფნის სიხალისე, ტყუილზე აგებულ ურთიერთობასა და ანგარებიან ქორწინებას.
გაბრიელს, უცებ მოუნდა, გოგონას ყურებაში გაეთენებინა, რადგან უკვე იცოდა, რომ მძინარე გოგონასთვის თვალის მოშორებას ვერ შეძლებდა.
იქვე, ოთახის კუთხეში დადგმული ხის სავარძელი საწოლთან ახლოს მოწია და შიგ ჩაჯდა. გოგოს თეთრ, მთვარესავით მბზინავ და ნაზ სახის კანს მიაჩერდა, მერე კი, მზერა მის სიფრიფანა, თხელ მკლავებს შეავლო. მარიტასაც ეუბნებოდა და თავადაც ფიქრობდა, რომ ძალიან გამხდარი იყო გოგონა და აიძულებდა, უფრო კარგად ეკვება, თუმცა, ასეთი პატარა და ბუმბულივით ჰაეროვანიც ისეთი მშვენიერი ეჩვენებოდა, რომ ზოგჯერ ფიქრობდა, ასე უფრო ბუნებრივი და ლამაზიაო.
გაბრიელს, გოგოზე ფიქრში, გაღიმებულს ჩაეძინა სავარძელში მჯდომს, როდესაც უკვე თენდებოდა და ისიც მარიტასავით ტკბილ ძილს მიეცა.
*********************
გაღვიძებულმა გოგონამ თვალები გაახილა თუ არა, თავი წამოსწია და ოთახში, ღია, ფართო ფანჯრებიდან შემოსულ მზის სხივებს ღიმილიანი სახით შეეგება. მხოლოდ შემდეგ მიატრიალა თავი მარცხნივ და სავარძელში მჯდარი, მძინარე ბიჭი რომ შეამჩნია, შეშIნებულმა, პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეკივლა. შემდეგ მიხვდა, რომ გაბრიელი იყო, თუმცა, ვერ გაიხსენა, ოთახში როგორ და როდის შემოვიდა ბიჭი.
ლოგინიდან ფეხზე სწრაფად წამოფრინდა გოგონა და ბიჭის წინ ჩაიმუხლა. ისე მშვიდად ეძინა გაბრიელს, მარიტას მისი შეშინება არ სურდა და მკლავზე ხელი მოსჭიდა, რომ ფრთხილად შეენჯღრია.
-გაბრიელ, გაიღვიძე-დაბალი ხმით დაუძახა მარიტამ და კიდევ ერთხელ შეარხია მისი მკლავი.-გაბრიელ…
ბიჭმა თვალები გაახილა და მასთან ახლოს ჩამუხლულ გოგონას თვალებს შეაგება მზერა.
-რომელი საათია?-წარბები შეჭმუხნა და მაჯის საათს დაკვირვებით დახედა გაბრიელმა.
-რა დროს საათია-შეიცხადა გოგონამ-აქ რატომ გეძინა, ამიხსნი?
გაბრიელმა ამოიოხრა და სავარძლიდან მძიმედ წამოდგა. წელში გაშლილმა შეატყო, როგორ სტკიოდა სხეული გაშეშებულ მდგომარეობაში ძილისგან.
-წელი გტკივა, არა?-უკმაყოფილო სახით ჩაეკითხა მარიტა, მისი მიმიკა რომ შენიშნა.
გაბრიელს პასუხი არ გაუცია, თუმცა სახეზეც აშკარად ეტყობოდა.
-არ მეტყვი, ჩემს ოთახში რა გინდოდა?-კითხვა გაუმეორა გოგონამ და დაინტერესებული თვალებით მიაჩერდა ბიჭს.
გაბრიელმა კითხვებით შეწუხებული სახით მიატრიალა თავი მისკენ და თმააბურდული გგოგო შეათვალიერა.
-თმა დაივარცხნე, თორემ ადამიანს შეაშინებ.-ესღა უთხრა და ოთახის კარისკენ დაიძრა.
-რა სიუხეშის განსახიერებაა-ამოიოხრა მარიტამ, გაბრიელის საქციელებს უკვე მიჩვეული ხმით და სარკეში საკუთარ თმას მიაჩერდა.-არადა, არც ისეთი საშინელებაა...
მარიტამ, მოწესრიგების და თმის დავარცხნის შემდეგ, სამზარეულოში ჩაირბინა და მაცივარში შეიხედა, რომ პროდუქტებისთვის თვალი შეევლო. როდესაც საჭირო მასალა დაინახა, ნამცხვრის ამოცხობა გადაწყვიტა და მაცივრიდან გამოალაგა ის, რაც სჭირდებოდა.
ფქვილში ამოსვრილი, ცომს აბრტყელებდა, სამზარეულოში გაბრიელმა რომ შემოაბიჯა და საქმეში გართულ მარიტას რომ მოჰკრა თვალი, რატომღაც, მხიარულად ჩაეღიმა.
-რას აკეთებ?-ჩაეკითხა გოგოს-შენი კულინარიული ნიჭის გამოცდას აპირებ, თუ საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ არც ისეთი ცუდი კულინარი ხარ?
-უბრალოდ ნამცხვარს ვაცხობ-კბილებში გამოსცრა ბიჭის რეპლიკებისგან გაღიზიანებულმა გოგონამ და ცომს უფრო ძლიერად დააწვა.
-ძალა საერთოდ არ გაქვს ხელებში.-თავი გააქნია უკმაყოფილოდ გაბრიელმა და ცომის საბრტყელებელი გამოართვა, მერე კი, გოგოს მიუთითა-აი ასე უნდა გააკეთო.
მარიტა წარბაზიდული უყურებდა ბიჭს, როგორ ოსტატურად აბრტყელებდა ცომს თეთრი, თლილი ხელებით და უკვირდა, ასე სად ისწავლა ცომის გაბრტყელება.
-ისე მიყურებ, თითქოს მოჩვენება დაინახე-მიუგო გაბრიელმა , როცა საბრტყელებელი გაუწოდა.
-ნუ, შენს თავს თუ არ ჩავთვლით, უცნაური არაფერი დამინახავს-მხრები აიჩეჩა მარიტამ და თავის ხუმრობაზე თავად ჩაიკისკისა.
გაბრიელი უცნაურად მიაჩერდა გოგონას ლოყებზე გაჩენილ ფოსოებს და თვალი ვერ მოსწყვიტა მის ბუნებრივად გაღიმებულ სახეს, მარიტამ კი, საუბარი განაგრძო.
-ასე გაბრტყელება სად ისწავლე? გაბრიელმა, გოგოს მზერას თვალი აარიდა და წარბშეჭმუხნულმა სხვა მხარეს გაიხედა.
-მნიშვნელობა არ აქვს-მოკლედ მოუჭრა და კარისკენ დაიძრა.
-ესეიგი, თავს მარიდებ...-ჩაილაპარაკა მარიტამ, უფრო ბიჭის გამოსაწვევად და გაბრიელმაც, რათქმაუნდა გაიგონა მისი ბოლო ფრაზა.
-გგონია, შენთან საუბრის მეშინია?-გამჭოლი მზერით გაუსწორა თვალი თვალში და მისკენ მოტრიალდა.
-მგონია კი არა ასეა.-დარწმუნებით მიუგო გოგომ და მანაც არანაკლებ მტკიცე მზერა მიაპყრო ბიჭს.-ყოველ ჯერზე, ნებისმიერ თემას თავს არიდებ, ჩემთან საუბარს გაურბიხარ. აღიარე...
-ცდები.-მიუახლოვდა გაბრიელი და წინ დაუდგა გოგოს.
-დამიმტკიცე.-ჯიუტად მიუგო მარიტამ თვალის მოუშორებლად.
-მისმინე-წამოიწყო გაბრიელმა გაცივებული ხმით.-შენთან საუბრის არ მეშინია და არც თავს ვარიდებ. ის, რასაც შენ მეკითხები წარსულია და წარსულს ჩემთვის მნიშვნელობა დიდი ხანია, აღარ აქვს. გასაგებია?
მარიტას არც უარყვია და არც დასთანხმებია, მხოლოდ მასზე მიშტერებული იდგა და თვალს არ აცილებდა წინ აშოტილ გაბრიელს.
-მეტჯერ, იმედია ჭკუას ისწავლი და ასეთ თემებს აღარ შეეხები, მეტიჩარავ.-მისკენ დაიხარა და ყურთან ახლოს უჩურჩულა მამაკაცმა, მერე კი, გოგოს ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა.-ისე, მაისურში ფქვილი გაქვს ჩაყრილი. უკეთესი იქნებოდა, მზარეულობისას დახურული მაიკა ჩაგეცვა, პატარავ.
გაბრიელი ოთახიდან გავიდა თუ არა, მარიტამ მაიკაში ჩაიხედა და თვალები გაუფართოვდა, როცა მართლა ფქვილი შენიშნა მაისურის შიგნით.
-ჯანდაბა შენს თავს გაბრიელ-გამოსცრა კბილებში და გამოსაცვლელად ოთახში აირბინა გამწარებულმა.
*****************
უნივერსიტეტიდან ახალი მოსული იყო მარიტა, ეზოში გაბრიელის მანქანა რომ შენიშნა, თუმცა სახლში შესულმა, ბიჭს რომ დაუძახა, პასუხი ვერ მიიღო, ამიტომ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ოთახში იყო თუ არა.
მეორე სართულზე ასულმა, გაბრიელის ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა, თუმცა, არავინ გააგონა და უფრო ძლიერად დააკაკუნა. არც ამჯერად გაუგონებია ბიჭს. ოთახის კარი შეაღო და დაინახა, იქ არავინ იყო. მარიტამ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და გამობრუნება დააპირა, თუმცა, იქვე, საწოლზე დყრილ საბუთებს მოჰკრა თვალი და ცნობისმოყვრეობამ აიძულა, ახლოს მისულიყო.
გოგონა, ნელა დაიძრა საწოლისსკენ, საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყო, ასეთი რამ არასოდეს გგაუკეთებია, ამიტომ უფრო მეტად ფრთხილობდა და ცდილობდა, ხმაური არ გამოეწვია. საწოლზე დაყრილი ფურცლებიდან ერთ-ერთი ხელში აიღო და სწრაფად ჩაიკითხა თავიდან ბოლომდე. საინტერესო არაფერი ეწერა ისეი, რაც გოგოს, ან ნიკოლოზს ეხებოდა.
მარიტამ წყნარად დააბრუნა ფურცელი ადგილზე და ოთახის კარისკენ დაიძრა, თუმცა, კარის შემოღება გაბრიელმა მოასწრო და ოთახში შემოსული, პირდაპირ მარიტას აეშოტა ცხვირწინ.
-რაო, ჩიტუნია, რისთვის მოფრინდი?-წარბი აზიდა ბიჭმა და გოგოს გამჭოლი, ჩამწვდომი მზერით მიაჩერდა, მერე კი, შეხურებულ, აშკარად აწითლებულ ლოყებზე ცერა თითი დაუსვა.-რატომ გაწითლდი, რამეს მალავ?
-რათქმაუნდა არა-სწრაფად, ხმადაბლა ამოილაპარაკა მარიტამ და ნერვიულად გადაყლაპა ნერწყვი.
-თვალს ვერ მისწორებ-შენიშნა ბიჭმა და თავისთვის ჩაიღიმა.-აბა, მითხარი, ასეთი მორცხვი როდის მერე გახდი?
-უბრალოდ მაღალ ტემპერატურაზე ალერგიის ბრალია, თვალებს მიცრემლიანებს.-მოიმიზეზა მარიტამ და თავი გააქნია.
-მართლა?-ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა გაბრიელი და თავი ცერად გადახარა.-არ ვიცოდი, ასეთი ალერგიაც თუ არსებობდა.
-როგორც ხედავ არსებობს.-უხეშად მიუგო გოგონამ და კარისკენ თავდახრილი დაიძრა, მაგრამ გაბრიელმა სწრაფად სტაცა ხელი მკლავში და თავისკენ ძლიერად შეაბრუნა გოგონა.
-იცოდე, ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ცუდ შედეგამდე მივყავართ და შესაძლოა, ამის გამო სადმე ფეხი დაგვიცდეს.-წყნარად, საკმაოდ რბილი ტონით გააფრთხილა გაბრიელმა და გოგოს ყურთან მიუტანა ტუჩები.- შენ კი, არც ისე ძლიერი ხარ, რომ საკუთარ თავს თავად უშველო. ამიტომ, ფრთხილად იყავი, თუ ფეხი დაგიცდა, თავის გადარჩენა გაგიჭირდება.
მარიტამ თვალი გაუსწორა გაბრიელის შავ თვალებს თავისი აცრემლიანებული თვალებით და ხელი გამოგლიჯა.
ოთახიდან უხმოდ გამოვიდა, მერე კი, საკუთარ ოთახამდე სანამ მიაღწევდა, ღრმად ამოისუნთქა ფილტვებში დაგროვილი ჰაერი და ღმერთს მადლობა უთხრა, კვლავ რომ რაიმე შარში არ გაეხვა.
საღამო მოახლოვდა, სახლში კი ისევ ისეთი სიმშვიდე სუფევდა, როგორც მთელი დღის მანძილზე.
მარიტა, მისაღებში მდგარ ტახტზე კომფორტულად მჯდარი, დაბეჭდილი ფსიქოლოგიის კონსპექტით ხელში, დაღლილი თვალებით შეჰყურებდა სასწვლ მასალას და თითქმის ბოლომდე ჩასულიყო, მისაღებში, მამაკაცის ჩვეული, გოგოსთვის უკვე კარგად ნაცნობი და შესწავლილი ნაბიჯების ხმა რომ გაისმა.
მარიტას ყურადღება არ მიქცევია ბიჭისთვის, არც მაშინ, როდესაც მის გვერდით დივანი ჩაიზნიქა და მიხვდა, რომ გვერდით დაეკავებინა ადგილი გაბრიელს.
-რას კითხულობ?-ინტერესით შეეკითხა ბიჭი. მარიტამ ნაწერიდან თავი ამოსწია და დაღლილი მზერა გაუსწორა გვერდით მჯდომს.
-პერფექტულ კონსტანტობას.-უემოციოდ მიუგო გოგონამ და მასალას დაუბრუნდა.
-თუ გეძინება, ჯობია დაიძინო.-ურჩია გაბრიელმა.-დილით ადრე გაიღვიძებ და სწავლას გააგრძელებ. დამიჯერე, უკეთ გამოგივა გამოძინებულს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება.
-არ შემიძლია.-ამოიოხრა გოგონამ ნერვიულად და საფეთქლები დაიზილა.-დილით ადრე ვერ ვიღვიძებ, მერე ლექციებზე მძინავს და ასე ვერაფერს ვიგებ, რასაც ლექტორი ლაპარაკობს.
-კარგი, მომეცი-კონსპეტი გამოართვა ხელიდან გაბრიელმა და ჩახედა.-მოგეხმარები და უფრო ადვილად ისწავლი.
-დარწმუნებული ხარ?-დაეჭვებული მზერით ახედა მარიტამ.
-იმაში, რომ ჩემი დახმარებით უკეთ გაიგებ?-წარბები აზიდა გაბრიელმა და თავდაჯერებულმა ჩაიცინა-რათქმაუნდა.
-ვიგულისხმე, დარწმუნებული ხარ თუ არა, რომ ჩემთან ერთად ამის წაკითხვა არ გეზარებათქო- სკეპტიკური მზერით გახედა მარიტამ თავდაჯერებულად განწყობილ ბიჭს.
-რომ მეზარებოდეს, ამას არ გავაკეთებდი-სერიოზული ტონით მიუგო გაბრიელმა და კონსპექტს თვალი შეავლო.-აბა, მზად ხარ?
გოგომ თავი დაუქნია და მთელი ყურადღება ბიჭის ხმაზე გადაიტანა. გაბრიელი, მთელი საღამო ისე გარკვევით და მხატრულად აღწერდა მოცემული ტექსტის შინაარსს, გოგოს ზოგჯერ ეღიმებოდა ხოლმე. უკვირდა, როგორ შეეძლო, ასე საინტერესოდ კითხვა, როცა ისეთი ცივი და ჩაკეტილი ადამიანი იყო, რომ ხალხთან ლაპარაკსაც გაურბოდა.
იმ მომენტში, როცა ბიჭის მელოდიური, დაბალი და ხავერდოვანი ხმის მოსმენისას, ოდნავ ჩაეღიმა თავისთვის, გაბრიელმა შეამჩნია გოგოს ტუჩის კუთხეში ათამაშებული ღიმილი და წარბებშეჭმუხნული მზერით ჩაეკითხა:
-რატომ იღიმი? მარიტამ დაბნეული მზერა გაუსწორა გაბრიელს და ფიქრების განსაქარვებლად თავი გააქნია, მერე კი, პასუხზე ფიქრი დაიწყო.
-ენა გადაყლაპე?-ცალი წარბი ასწია გაბრიელმა და ისე მიაჩერდა გოგოს.
მარიტამ, თვალებმოჭუტულმა მიუგო პასუხი:
-ენის გადაყლაპვა მხოლოდ განსაკუთრებულ, ეპილეფსიის შემთხვაში ხდება, ამიტომ, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ჩემნაირად მშვიდად მჯდარმა ადამიანმა ენა გადაყლაპოს.
-ჰო, ვხედავ კიდეც. ისევ იმ სიგრძე ენა გაქვს, რამხელაც მანამდე გქონდა-ჩაიცინა ბიჭმა.-ჩემი ლაპარაკიდან რამე გაიგე თუ ოცნებებში წასული, მომღიმარიც იმიტომ შემყურებდი, რომ გონება სხვა რამეზე გქონდა გადართული?
-რათქმაუნდა, მე შენ გისმენდი-აბსურდული ხმით შეეპასუხა მარიტა და გაბრიელს, წაყენებული ბრალდების გამო, ტუჩაბზუებულმა გახედა.-მე უბრალოდ...
-?
გაბრიელი მომლოდინედ მისჩერებოდა გოგოს, როდის დაასრულებდა წინადადებას, მაგრამ მარიტამ ღრმად ამოიოხრა და ფეხზე წამოხტა.
-მგონი, უნდა შევისვენოთ.
-წინადადების შუაში გაწყვეტა ცუდი ჟესტი რომაა, იცოდი?-წარბებაზიდული გაბრიელი, მის წიმ მდგარ გოგოს შუშის თვალებით დააჩერდა.
მარიტამ, უხმოდ გახედა გაბრიელს და მერე, ხმადაბლა უპასუხა, თვალის მოუცილებლად:
-მნიშვნელოვანს არაფერს ვამბობდი, დაივიწყე.
შემდეგ, გვერდი აუარა ბიჭს და სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად, იქიდან კი გაბრიელს გამოსძახა:
-ყავას შენც დალევ?
-კი, ჩემთვისაც გააკეთე.
მარიტა, ორი ფინჯნით ხელში დაიძრა მისაღებისკენ და ბიჭს ხელში გაუწოდა ყავა.
-იმედია, საწამლავი არ ჩაყარე, თორემ შენს ბედზე, ძლიერი იმუნიტეტი მაქვს და შეიძლება, გადავრჩე.-სკეპტიკური ტონითა და მიმიკით გააფრთხილა გაბრიელმა გოგო და ყავა მოსვა.-დაგიმახსოვრებია, როგორი მიყვარს.
-ადამიანთან თანაცხოვრება ზოგჯერ ასეთი დეტალების დამახსოვრებასაც გაიძულებს.-მხრები აიჩეჩა მარიტამ.
-მართლა? კიდევ რას გაიძულებს?-დაჟინებული მზერა სტყორცნა გაბრიელმა დივანზე ჩამომჯდარ მარიტას.
-კონკრეტულად შენთან ცხოვრება, ყოველდღე იმ შიშით გაღვიძებას, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ჩემს გამო ჩემი საყვარელი ადამიანი მოკლას, ან თავად მე მომკლან იმის გამო, რომ ვიღაც ჩემს ახლობელ ადამიანს ემტერება.
გაბრიელმა, უპასუხოდ, თუმცა, გოგონასთვის თვალის მოუშორებლად მოსვა ყავა და ფანჯარაში, ჩაბნელებულ ბაღს გახედა.
-იცი მაინც, გულწრფელობას რამდენი ხიფათი მოაქვს ადამიანისთვის?-მარიტას მზერა გაუსწორა. -იმაზე ნაკლები, რაც ტყუილს და თავის მოჩვენებას, თითქოს რეალობა ზღაპარივით მშვენიერია.
-აქაც შენი აზრი გამოთქვი-აღნიშნა გაბრიელმა, მოჭუტული თვალებით.
-სხვისი აზრი არც არასოდეს გამომითქვამს-მტკიცედ მიუგო გოგონამ და ჯიქურ მიაჩერდა ფანჯარასთან მდგარ ბიჭს.
-ასეთი პრინციპული რატომ ხარ?-ინტერესით ჩაეკითხა გაბრიელი.
-უბრალოდ ვარ-კვლავ მხრები აიჩეჩა გოგომ და წამოდგა.-ამას ვერაფერს მოვუხერხებ.
-ჰო, ასეა.-დაეთანხმა ბიჭიც-ისევე, როგორც შენს სიჯიუტეს და გულწრფელობას, ვერც შენს პრინციპულობას მოუხერხებ რამეს. ვამჩნევ, როცა საქმე აზრის გამოთქმას ეხება, არც თავის შეკავება შეგიძლია.
-შემიძლია.-მიუგო მარიტამ ურყევი ტონით.-უბრალოდ, არ მინდა გავჩუმდე. არ მეშინია იმის, რომ ჩემი გამოთქმული აზრის გამო შესაძლოა მომკლან. ამის გამო ადამიანის მოკვლა, უბრალოდ მარაზმია და მხოლოდ მხდალი თუ იზამს ამას.
გაბრიელმა ჩაიცინა და გოგოს მიუახლოვდა. წინ დამდგარმა, კულულა თითზე დაიხვია და გოგოს მომღიმარი მზერით მიუგო:
-ასეთი გულადიც ნუ იქნები, არამგონია, ყველა ჩემნაირი რკინის ნერვებიანი აღმოჩნდეს.
-მე პირიქით მგონია.-უდარდელად ჩაილაპარაკა მარიტამ-ყველას, ვინც ჩემსა და შენს გარშემო ტრიალებს, შენზე ძნელად ღიზიანდება, ნაკლებად ჯიუტია და ხასიათითად უფრო თბილია.
გაბრიელმა, უხმოდ ჩახედა გოგოს თვალებში ათამაშებულ ჭინკებს და ჩაიცინა.
-თამამი, შეუპოვარი, ენამახვილი. არის კიდევ რამე, რა სიტყვაც შეგესაბამება?
-ალბათ, არის, უბრალოდ, შენ კარგად არ მიცნობ.
-აბა, ვინ გიცნობს ამდენად კარგად?-თვალებმოჭუტული ჩაეკითხა.
-არავინ.-მიუგო გოგომ და წიგნი ხელში აიღო.-დასაძინებლად მივდივარ, გმადლობ, რომ დრო დამითმე და დამეხმარე.
ოთახიდან გასულს გოგონას პასუხზე ჩაფიქრდა გაბრიელი. არ ელოდა, რომ ამას უპასუხებდა, ვერ წარმოიდგინდა, რომ შესაძლოა, ბოლომდე მაინც ვერ გაეცნო ეს პატარა, ცნობისმოყვარე და გამოცანებით სავსე გოგონა. ეს უფრო იზიდავდა ბიჭს, უფრო მეტად დაინტერესებული, სხვანაირად ეცდებოსა გოგოს ყველა კუთხით შეცნობას, თუმცა, რამდენად გამოუვიდოდა მარიტას ფერად და უცნაურ სამყაროში შეღწევა და იქაურობის კარგად გამოკვლევა, არ იცოდა.
თავი გააქნია და მომღიმარი სახით დაიძრა თავისი ოთახისკენ, თუმცა მას, ძილის ნაცვლად, მთელი ღამე ფიქრების კორიანტელი უტრიალებდა თავში და ვერ ივიწყებდა მარიტას.
***********************************
ბოლო დღეების განმავლობაში, მარიტაც ხშირად ფიქრობდა გაბრიელთან განცდილი სიახლოვის შეგრძნებაზე და ეს ცოტა აშინებდა კიდეც. ხვდებოდა, რომ რაღაც უცხო დაწყებულიყო მათ შორის და ეშინოდა იმის წარმოდგენის, რომ ეს რაღაც მიჩვევა იყო. არ უნდოდა, მიჩვეოდა ადამიანს, რომელმაც მასთან ურთიერთობა ასე დაიწყო, ძალადობითა და მოკვლის მუქარით. არც იმ ადამიანთან უნდოდა, ეცხოვრა და ეარსება, ვინც საყვარელი ადამიანის მოკვლით ემუქრებოდა, მაგრამ რა ექნა, ამას მხოლოდ ნიკოლოზის დასაცავად აკეთებდა მანამდე...
ახლა? ახლა რა იყო ისეთი, რამაც მისი აღელვება გამოიწვია? გაბრიელი მას ვერ შეცვლიდა, რადგან მარიტა ბიჭზე არანაკლებ ძლიერი იყო. აბა, რატომ იცვლებოდა ყველაფერი მათ გარშემო და რატომ უჩნდებოდათ გრძნობა, თითქოს სამყარო ამოტრიალდა?
ამ ყველაფრის მიზეზი ისეთივე გამოუცნობი იყო, როგორც ორივე გახლდნენ ერთმანეთისთვის, ბოლომდე შეუცნობლები და უამრავი მანამდე დაფარული თვისებით სავსე.
მარიტა ვერ იძინებდა იმაზე ფიქრში, თუ რა მოეხერხებინა ამ უცხო გრძნობებისა და მოუსვენრობისთვის, რომელიც თითქმის ყოველდღე ეუფლებოდა გაბრიელთან საუბრისას, თუნდაც მისი დანახვისას.
საწოლში ტრიალებდა, ცდილობდა, თვალები დაეხუჭა და დაეძინა, მაგრამ არც ამჯერად გამოუვიდა. ბოლოს, ამოიოხრა და უძილობას დანებებული, საწოლიდან წამოდგა. მთვარეულივით ჩუმად, პიჟამათი გამოვიდა ოთახიდან და ისე, რომ მამაკაცი არ გაეღვიძებინა, კიბეზე ჩაირბინა.
მისაღებში, ბუხრის თავზე განლაგებულ თაროებზე, ჯერ კიდევ ამ სახლში მოხვედრის დღეს შენიშნა ძველი რვეულები, ჟურნალები და კულინარიული წიგნები, თუმცა მანამდე მათ დასათვალიერებლად ვერ მოიცალა. ახლა საუკეთესო დრო იყო, რომ ამ სახლისა და ოჯახის წევრების წარსული შეესწავლა, თუმცა მას უბრალოდ სიძველეებისადმი ცნობისმოყვარეობამ და გაღვივებულმა ინტერესმა აიძულა, რვეულები გადმოელაგებინა და მისაღებში მდგარ დივანზე კონფორტულად მოთავდა. ფეხებზე გადაშლილი რვეულები ელაგა და ინტერესით ჩასჩერებოდა ნაწერებს, რომელშიც უცნობი ავტორის მიერ დაწერილი ლექსები იკითხებოდა და უამრავი ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვა შინაარსით იყო დატვირთული.
მარიტა მთელი გულისხმიერებით ჩასჩერებოდა ნაწერს, სანამ მამაკაცის ხმის გაგონებაზე არ შეხტა შეშინებული.
-აქ რას აკეთებ ასეთ დროს?
მარიტა დივანზე მჯდარი ისე შეხტა, გაბრიელმაც შეამჩნია და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა კიდეც გოგოს რეაქციაზე.
-გული გამიხეთქე-უკმაყოფილო მზერით გახედა გოგომ და შეუბღვირა.
-შენ გეკითხები-გაუმეორა და გვერდით მიუჯდა-ღამის ოთხი საათია, რატომ არ გძინავს?
-შენ რატომ არ გძინავს?-კითხვა შეუბრუნა მარიტამ და ჯიქურად ჩააჩერდა შავ, გამოუცნობ თვალებში.
-პასუხის გაცემა რას ნიშნავს, არ იცი?-წარბი ასწია გაბრიელმა.
-უძილობის ბრალია-ამოიოხრა მარიტამ.
-რას კითხულობ?-რვეულებზე მიუთითა გაბრიელმა.-იპოვე გასართობი?
-ვისი ლექსებია?-რვეული მისკენ მიმართა გოგომ და ნაწერები ცხვირთან მიუტანა.
-ასე ვერაფერს დავინახავ-გაეცინა გაბრიელს და რვეულები ისეთ სიმაღლეზე ჩამოწია, რომ ნაწერი გაერჩია.-ბებიას ლექსებს კითხულობ?
-ბებიაშენმა დაწერა?-თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა მარიტას და გაბრიელმა, მის მწვანე თვალებში გამკრთალი უცნაური სხივიც შეამჩნია.
-ჰო, რა იყო?
-არაფერი-მხრები აიჩეჩა გოგონამ.-ძალიან ლამაზია... და თან ისეთი, თითქოს...
-თითქოს?-ჩაეკითხა გაბრიელი, როცა გოგომ წინადადება კვლავ შუაზე გაწყვიტა.
-თითქოს შეყვარებული იყო, თან მთელი გულით.
გაბრიელი გამჭოლი მზერით მიაჩერდა მარიტას თვალებში. გოგომაც თვალი გაუსწორა, თუმცა ვერ მიხვდა, ასე რატომ მისჩერებოდა ბიჭი და უცოდველი სახით აიჩეჩა მხრები.
-რა იყო?
-არაფერი-წამოდგა გაბრიელი-შენი ძილის დროა, ჯობია, დაწვე და დაგეძინება.
მარიტამ ფეხზე წამომდგარ ბიჭს ახედა და რვეულები დახურა.
-გაბრიელ-გასძახა გატრიალებულს და გაბრიელმაც თავი მოატრიალა მისკენ.-წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ წავიკითხო?-რვეულებზე მიუთითა.
ბიჭმა თავი გააქნია და სიარული განაგრძო, მარიტამ კი ერთმანეთზე დალაგებული რვეულები მკლავებში მოიქცია და კიბე ასე აიარა.
*********************
შაბათ საღამოს, როცა მარიტა ლექციიდან დაქანცული გამოვიდა შვიდ საათზე, ტელეფონზე გაბრიელის ზარიც გაისმა და გოგომ დაღლილი ხმით უპასუხა მის ზარს:
-ჰო, გაბრიელ.
-სად ხარ?-მტკიცე და შეუვალი ხმა ჰქონდა ბიჭს.
-უნივერსიტეტიდან ახლა გამოვედი. რა იყო, მოხდა რამე?
-მანდ იყავი, მოგაკითხავ.-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა უცვლელი ხმითა და ბრძანებითი ტონით, მაგრამ სანამ ყურმილს დაკიდავდა, მარიტამ მოასწრო გამოპასუხება:
-ჩემით წამოვალ, არ მინდა.
-გითხარი, მოგაკითხავ-თქო და არსად წახვიდე, სანამ მე არ მოვალ-მკაცრად გაუმეორა გაბრიელმა და გაუთიშა.
გოგომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და მის ბრძანებებს მიჩვეულმა, დანებებული სახე მიიღო.
უნივერსიტეტის წინ, სკვერში, ხის სკამზზე ჩამომჯდარი ელოდა მარიტა გაბრიელს, მანაც არ დააყოვნა და ათ წუთში მანქანა გოგოს ფეხებთან გაჩერდა.
მარიტამ კარი გამოხსნა თუ არა, პრეტენზიით მიმართა ბიჭს:
-რას აკეთებ, გაგიჟდი? პარკში, სადაც უამრავი ხალხი დადის ფეხში, მანქანა შემოგყავს?
-დაჯექი და კარი მოხურე-მოკლედ გამოეპასუხა გაბრიელი უცვლელი სახით და მანქანა მაშინვე დაძრა, როგორც კი მარიტა მანქანაში ჩაჯდა.
-სად მიმაქანებ?-გახედა გოგომ გვერდით მჯდომ ბიჭს.
გაბრიელს პასუხი არ გაუცია, სახე მხოლოდ წამიერად მოაბრუნა გოგოსკენ და მერე კვლავ გზას მიჩერდა კუშტი მზერით.
-პასუხი გამეცი-ჯიუტად გაუმეორა გოგომ-არ გაქვს უფლება რომ ასე უნებართვოდ და უკითხავად წამიყვანო სადღაც.
-ვითომ?-ცალწარბაწეული სახით გამოხედა გაბრიელმა და ცივად ჩაიცინა.
-ბოლო-ბოლო, ის მაინც უნდა მითხრა, სად მიგყავარ, უსამართლობაა როცა არაფერი ვიცი და შენ ამით თითქოს სიამოვნებასაც კი იღებ, როცა ხედავ, როგორ ელის შენგან სულ მცირე ორ სიტყვას ადამიანი, შენ კი უემოციო, გულგრილი სახით ზიხარ და არაფერს ამბობ...
-კარგი, დაწყნარდი და მოისვენე.-ხელის გული ასწია გაბრიელმა გოგოს გაჩუმების მიზნით.-იმიტომ წამოგიყვანე, რომ არ მინდოდა, ასე გვიან მარტოს გევლო ქუჩაში.
-და ახლა სად მივდივართ?
-საქმეზე.-გამოხედა გაბრიელმა ცალი თვალით.
მანქანა მალე მივიდა ბიჭისთვის კარგად ნაცნობ ეზოში და გაბრიელმაც გააჩერა.
-აქ დამელოდე, მალე მოვალ-გააფრთხილა გოგო და მანქანიდან გადავიდა.
-გაბრიელ-დაუძახა მარიტამ, სანამ ბიჭი კარს მოხურავდა.
-ჰო-თავი მოატრიალა ბიჭმა და თვალი გაუსწორა მისკენ მომზირალ გოგონას.
-მალე მოდი.
გაბრიელს ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად ჩაეღიმა და გოგოს თავი დაუქნია, მერე კი, მანქანის კარი მოიხურა და დიდი ნაბიჯებით დაიძრა სახლის ჭიშკრისკენ.
ჭიშკარი დაცვამ გაუღო და შეატარა, კარში კი, მოახლე შეეგება.
-შვილო, მოხვედი?-თბილად გაუღიმა და გადაეხვია.-მოდი, მოდი. სახლშია ბატონი ერეკლეც, თუ მის გამო მოხვედი.
-ჰო, მის გამო ვარ აქ-მიუგო გაბრიელმა ცივი სახით და სახლში შევიდა.-დაუძახე, მე აქ დაველოდები.
-შემოდი, ყავას დაგისხამ და მანამდე ჩამოვა კიდეც.-მიიპატიჟა ქალმა, მაგრამ ბიჭმა თავი მტკიცედ გააქნია.
-აქ დაველოდები.
ნინომ თავი მორჩილად დაუკრა და კიბეზე ავიდა, რომ გაბრიელის მამისთვის შვილის მოსვლა ეცნობებინა.
ბიჭი დიდხანს არ ელოდებოდა, კიბეზე მალე გაისმა ქუსლების კაკუნის ხმა და კაციც გამოჩნდა, ჭაღარაშერეული, თუმცა, საკმაოდ მოვლილი თმითა და წვერით. ბატონ ერეკლე დადიანს, სახეზეც კი ეტყობოდა, როგორი სიმპათიური უნდა ყოფილიყო ახალგაზრდობაში, გაბრიელს კი მისი ნაკვთები ჰქონდა გამოყოლილი. სწორი, ბერძნული ცხვირი და გრძელი, ლამაზი წარბები და წამწამები, მაღალი კისერი და ფიგურა, ტანით კი, მამამისზე ზორბა და ნავარჯიშევი იყო.
ერეკლემ შვილი რომ შენიშნა, თვალები გაუბრწყინდა, თუმცა, დიდად არც შეუმჩნევია, იცოდა გაბრიელის დამოკიდებულება მის მიმართ და ისიც იცოდა, ამდენი წლის მანძილზე გაგრძელებული უთანხმოება ასე უცებ რომ ვერ გაწყდებოდა.
სწორედ ამიტომ, ერეკლემ მხოლოდ ხელი გაუწოდა დიდი ხნის უნახავ შვილს, გაბრიელმა კი, თავისი მტევანი შეაგება მამის ხელს და ჩამოართვა.
-შვილო...
გაბრიელს არაფერი უპასუხია, პირდაპირ წამოიწყო იმაზე საუბარი, რის გამოც იყო მისული.
-მისმინე, შენთან სალაპარაკო მაქვს რაღაც საქმეზე. სად შეგვიძლია, მშვიდად ვისაუბროთ?
-წამომყევი-მიუგო ბიჭს ერეკლემ და კიბეს ორივე აუყვნენ. ერეკლე და გაბრიელი კაბინეტში შევიდნენ სასაუბროდ და კარი მიიხურეს.
-აბა,-წამოიწყო ერეკლემ.-რაზე გინდოდა საუბარი?
-ნიკოლოზ კოპაძეს იცნობ?-პირდაპირი კითხვით მიმართა გაბრიელმა და წარბების ქვემოდან ამოხედა მამას.
ერეკკლე ცოტა ხნით გაჩუმებული მიჩერებოდა შვილს, მერე კი, მიმიკაუცვლელმა უპასუხა:
-კი, ვიცნობ.
-ალბათ, მამამისს უკეთ იცნობდი, არა?
-შენ მასთან რა გაკავშირებს?-კითხვა შეუბრუნა მამაკაცმა.
-შენი დაწყებული და გაფუჭებული საქმის გამო ამ საქმეში მეც გამრიე-მიახალა გაბრიელმა ცივად და ჯიბეში ხელჩაწყობილი ჩამოჯდა სამუშაო მაგიდის ზედაპირზე.-ახლა მე მაინტერესებს, მამამისმა და შენ რა ვერ გაიყავით და ვინ დაიწყო ეს მტრობა?
-არ ვიცი, ჩემი რამდენად გჯერა-წამოიწყო საუბარი ერეკლემ.-მაგრამ, ჩვენი კომპანიონობა და მეგობრობა მან დაანგრია. მე ხელი არაფერში მირევია, ყველაფერი, რაც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს დანაშაული იყო, მან წამოიწყო.
გაბრიელი, წარბებაზიდული უსმენდა მის მონოლოგს და ზუსტად იცოდა, როდის ტყუოდა მამამისი, თვალის ქუთუთოებზე ატყობდა, როგორ უთრთოდა ამ დროს. მოჭუტული მზერით მასზე მიჩერებული ბიჭი რომ დაინახა ერეკლემ, თავის გასამართლებელი მონოლოგის ახალი ნაკადი წამოიწყო.
-შვილო, არაფერს ვამეტებ, იმედია ჩემი გჯერა და არა იმ მატყუარა ნიკოლოზ კოპაძის,რომელიც მამამისის გამო, ყველაფერ ცუდს და არაკაცურს გააკეთებს, თუნდაც მამამისი მკვლელი და ქურდი იყოს.
-აჰა-მხოლოდ ეს ამოთქვა გაბრიელმა და თავისთვის ჩაიცინა.-აბა, ახლა ცოტა ხანი შეისვენე, რომ გონება არ გადაგეღალოს ახალი ტყუილების მოფიქრებით, ან მანამდე დამახსოვრებულის გახსენებით. როცა შეისვენებ, მერე კარგად დაფიქრდი, რომელი გაწყობს, სიმართლე თქვა და საქმე ოდნავ მაინც შემიმსუბბუქო თუ იმ შენი ყოფილი კომპანიონის შვილმა ჯერ შენი შვილს, მერე კი თავად შენ დაგიმიზნოს შუბლში თოფი.
ერეკლე გაჩუმდა. გაოცება სახეზე დაეტყო, ,არ ელოდა, ამის ჩამდენი თუ იქნებოდა ნიკოლოზი.
-შეგეშინდა?-ცინიკური ღიმილით გახედა მამას-ჰო, საშიში ნამდვილად არის ამდენად მოახლოებული სიკვდილი. ჰოდა, კარგად დაფიქრდი და როცა მოიფიქრებ, რომ ამდენი ტყუილისთვის ტვინის ჭ....ტვას ჯობია სიმართლე თქვა, მეილზე დამიკავშირდი, ახლა კი წავედი, მანქანაში ჩემი ცოლი მელოდება, დიდხანს ვერ ვალოდინებ.
-ცოლი მოიყვანე?-გაფართოვებული თვალებით ამოთქვა ერეკლემ, სანამ გაბრიელი ოთახიდან გამოვიდოდა.
-ჰო-წარბშეუხრელად უპასუხა გაბრიელმა.-ვწუხვარ, რომ ქორწილს ვერ დაესწარი, მაგრამ, გარწმუნებ, ნამდვილად შესაფერისი რძალია. ფიზიკურადაც გამორჩეულად ლამაზი და შინაგანად მითუმეტეს.არ იღელვო, ჯერ არ იცის, მამამთილი როგორი ყავს და თუ არც გაიგებს, შენთვის უკეთესია.
გაბრიელმა კარი გამოიხურა და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა. კიბის ბოლოს, ნინო მიეგება ფინჯნით ხელში, მომღიმარი სახით. ბიჭმა ხათრი ვეღარ გაუტეხა და ყავა გამოართვა.
-კარგად, ნინო დეიდა-ფინჯანი დაუბრუნა და დაემშვიდობა.
მანქანის კარი რომ გამოაღო, სავარძელზე ჩაძინებული გოგონა შეამჩნია და გაეღიმა. მარიტას, თავი ფანჯარაზე მიეყრდნო და ისე ეძინა, ნაცრისფერ პალტოში გახვეულს.
-ჩაგძინებია...-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და თავისი ქურთუკიც მიაფარა. გოგომ, სითბოსგან გამოწვეული სიამოვნებისგან ამოიოხრა და ძილში, ოდნავ გაუკრთა ტუჩის კუთხეები.
-კნუტივით ხარ-ჩურჩულით ამოთქვა ბიჭმა.-პატარა კნუტივით ითხოვ სითბოს და ყურადღებას. რა უნდა გიყო ახლა შენ?
გოგო უფრო კარგად გაეხვია ქურთუკში და ამჯერად თავი მეორე მხარეს გადმოხარა. მარიტასგან წამოსული სითბო რომ იგრძნო გაბრიელმა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მანქანა დაძრა. მთელი გზა გაუნძრევლად იჯდა ბიჭი, რომ მის მხარზე დაყრდნობილი მარიტას თავი არ შეერხია და გოგონას არ გაღვიძებოდა.
სახლთან მისულმა, მანქანა გააჩერა თუ არა, გოგოს თავი დაუჭირა და ნელა აიყვანა ხელში, მერე კი მანქანიდან გადმოიყვანა.
-ერთი ბეწო ხარ ამხელა გოგო.-ამოლაპარაკა უკმაყოფილოდ და თავი გააქნია. მარიტა საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ნელა წამოაწვინა, მერე კი, თხელი პლედი მიაფარა და შუბლიდან თმა გაუცნობიერებლად გადაუწია.-რა ჯანდაბას ვაკეთებ-ჩაილაპარაკა, როცა გაიაზრა, რა გააკეთა და შეცბუნებული, სასწრაფოდ გამოვიდა ოთახიდან.
**********************
ორი დღეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მამამისი ნახა გაბრიელმა, რომ მეილზე ერეკლესგან შეტყობინება მოუვიდა, შეხვედრისა და დალაპარაკების ინიციატივით.
საღამოს, როცა უკვე დაჯავშნილი ჰქონდა რესტორანში ადგილი, სადაც შეხვდდებოდნენ და ისაუბრებდნენ, თითქმის ერთნაირი შავი ჯინსებიდან ერთ-ერთი ამოარჩია და ტანზე ოდნავ მომდგარი, შავი გრძელმკლავიანი მაისური გადაიცვა.
მარიტა, ოთახში ეგულებოდა, ამიტომ ოთახის კარზე დააკაკუნა და გოგოს პასუხს დაელოდა, თუმცა იქიდან არანაირი ხმა არ გამოსულა. კარზე კვლავ დააკაკუნა, შემდეგ კი, შეაღო. გოგონა იქ არ იყო. გაბრიელმა კიბე სწრაფად ჩაირბინა და სამზარეულო და მისაღებიც მოათვალიერა. როგორც ჩანს, არც აქ იყო.
-სად გაქრა ეს გოგო-ამოილაპარაკა. ხმაში შეშფოთება გარეოდა.
ბოლოს, როცა ეზოც საფუძვლიანად მოათვალიერა და ვერც იქ იპოვა, სახლში, ხმამაღლა დაიძახა გოგოს სახელი, რამდენჯერმე.
აბაზანის კარი გაიხსნა და მარიტა, ტანზე პირსახოცშემოხვეული, სველი თმითა და შეშინებული სახით გამოვიდა. გაბრიელმა შვებისგან ამოისუნთქა გოგოს დანახვაზე, თუმცა, შემდეგ გაიაზრა, რა ფორმაში იდგა მის წინ და უხერხულად გაატრიალა თავი გვერდზე.
-რა ხდება?-წინ აეშოტა გოგო და მთელი ყყურადღებით მიაჩერდა. მარიტას, პირსახოცი ხელით ეჭირა მკერდთან, რომ არ ჩამოხსნოდა, სველი თმიდან კი, წურწურით ჩამოსდიოდა წყლის წვეთები.
-არაფერი, შეგიძლია დაბრუნდე და წყლის გადავლება დაასრულო.-უხერხულად მიუგო გაბრიელმა, თუმცა, ბრძანაბის ტონი მაინც არ შესცვლია.
-რას ნიშნავს, დავბრუნდე?-წარბები აზიდა გოგომ და თვალებგაფართოვებული მიაჩერდა მის წნ მდგარ ბიჭს.
-სიტყვის მნიშვნელობა არ იცი?-გაღიზიანებით ჩაეკითხა გაბრიელი.
-ისე იყვირე ჩემი სახელი, შემაშინე. მეგონა, რამე მოხდა და ვკვდებით-თქო, მერე კი, მეუბნები, არაფერი, გააგრძელე რასაც აკეთებდიო.
-ჰოდა, რადგან გეუბნები, უნდა გააკეთო კიდეც-თვალი გაუსწორა ბიჭმა და აბაზანისკენ მიუთითა.
-შეშლილი ხარ-თავი გააქნია გოგომ და ზურგი აქცია.-იმედია ახლა მაინც დამაცდი ნორმალურად შხაპის მიღებას.
გაბრიელი, უხმოდ მიაჩერდა გოგონას თეთრ ზურგს და გამოკვეთილ ძვლებს. შემდეგ კი, საკუთარ თავს შემოუძახა, რომ ჯობდა, შეეწყვიტა მიშტერება და თავისი საქმე გაეგრძელებინა.
-მარიტა-მიაძახა, სანამ კვლავ აბაზანაში შევიდოდა.-მე გავდივარ საქმეზე და ჭკვიანად.
-არ ინერვიულო, უცნობებს კარს არ გავუღებ და ვერც ტკბილეულით დამიყოლიებენ.-ცინიკურად მიუგო მარიტამ და აბაზანის კარი მოიხურა.
-მგონი, ნელ-ნელა მემსგავსება ცინიზმში.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და თავის სიტყვებზე თავადვე გაეცინა.
***********************
-ოთარი, ჩემი ყოფილი პარტნიორი, თავიდან კარგი ადამიანი მეგონა და მაგიტომ დავუახხლოვდი, მერე კი, რაც წლები გავიდა და ჩვენ უფრო დავახლოვდით, ერთამენთს უფრო გავუგეთ, საქმე წამოვიწყეთ და ავაწყვეთ. საბოლოოდ, ჩვენი კომპანიის ბედი უკუღმა ერთმა შემთხვევამ დაატრიალა. ჩვენმა აიტი მენეჯერმა, კლიენტებთან შეცდომა დაუშვა, თუმცა შენებულად არა. ცუდი მომსახურებისა და დაკლებული პროცენტების გამო ხალხმაც ცუდად გაგვიცნო და მას შემდეგ შეიცვალა ყველაფერი უარესობისკენ. ბოლოს, როცა მივხვდით, რომ კომპანია შეცვლას საჭიროებდა და ამისთვის რამე ახალი იყო საჭირო, მოვიფიქრეთ, რომ შუაზე გაგვეყო, საკუთარი წილი კი, როგორც გვინდოდა ისე გამოგვეყენებინა. როცა ეს ყველაფერი გავაკეთეთ და წლების განმავლობაშI დაგროვილი თანხაც თანაბრად გავანაწილეთ, ის ნაძირალა ამ ყველაფერს არ დასჯერდა და ისეთი ადამიანი დაიქირავა, ვინც მოახერხებდა ჩემი სეიფიდან ფულის გატანას. მაინც მოახერხა ჩემი გაძარცვა, მე კი, ეს ყველაფერი ასე არ დავტოვე და ერთ კვირაში, როცა მისი დაცვის განიარაღება მოვახერხე, მისივე სახლში დავახალე შუბლში ტყვია. ყველაფერი ასე იყო. არ ვიცი, შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ღალატი ვერ შევარჩინე და ასე რომ არ გამეკეთებინა, მთელი ცხოვრება დამრჩებოდა ისეთი გრძნობა, თითქოს მისი ხელის ფათურს ისევ ვგრძნობდი სულში.
გაბრიელმა, ერეკლეს ბოლო შედარებაზე, ცალყბად ჩაიცინა და სკამის საზურგეზე მიყუდებული, წინ წამოიწია.
-ხელები გექავებოდა არა? შურისძიების წყურვილი გახრჩობდა... ასე იცის მიჩვევამ. როცა სამაგიეროს გადახდას ეჩვევი, როცა ყველას პასუხს უბრუნებ, ბოლოს, ვეღარ ძლებს შენი გონება და სული ისე, რომ საბოლოო სიტყვა შენ არ ამოთქვა. ასეა-მიუგო ერეკლემ დაბალი ხმით-არ გამტყუნებ, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ვიცი როგორიც ხარ. ასეთი რომ არ იყო, ამ ყველაფერს ასე მშვიდად არ მომიყვებოდი. შენც, ისევე როგორც მე, მკვლელი ხარ და ეს იცი.შეგუებბული ხარ ამას, ამიტომ განსაკუთრებულად აღარ გეჩვენება შენი ძმაკაცის მკვლელობაც. დარწმუნებული ვარ, დანაშაულის შეგრძნება არც შეგაწუხებდა, არც უძილობით დაიტანჯებოდი მოკლული ადამიანის გამო. იცი რატომ? ასეთი ხარ, მიჩვეული ხარ ხალხის დახოცვას, შენთვის ეს აღარაფერს წარმოადგენს.
-შვილო...
-კარგი-წამოდგა გაბრიელი.-თავიდანვე ამის მოსმენა მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არც ისე დიდხანს გაწელე ჩემთან აღიარებისთვის შემზადება.
-მიდიხარ?-ფეხზე წამოდგა ერეკლეც და შვილს მიაჩერდა.
-ჰო, რაც მჭირდებოდა, უკვე მოვისმინე.-გაბრიელმა საფულე ამოიღო და მაგიდაზე კუპიურები დატოვა, ვახშმისთვის საფასური.
-გაბრიელ-უკან დაეწია მამის ძახილი, მაგრამ, აღარ მიბრუნებულა, გზა განაგრძო გასასვლელისკენ.
გაბრიელი, ვინაიდან და რადგანაც სახლშI გვიან დაბრუნდა, ელოდებოდა, რომ გოგო ჩაძინებული დახვდებოდა, მაგრამ შორიდანვე, მანქანიდან შეამჩნია სახლში ანთებული შუქები.
კარზე დაუკაკუნებლად შევიდა და მისაღებში, იატაკზე ბუდას ფორმაში მჯდარი მარიტა დაინახა, მედიტაციით დაკავებული.
-იატაკიდან ადექი, გაცივდები.-შესვლისთანავე მიუთითა.
მარიტამ თვალები ნელა გაახილა და უემოციო მზერით მიაჩერდა სახლში ახლადშემოსულ გაბრიელს:
-ჯერ არ მოსულხარ და უკვე მითითებებს იძლევი?
-გითხარი, ძირს ნუ ზიხარ-მეთქი და მითითებებს იმიტომ ვიძლევი, რომ შეასრულო.-შეუვალი ხმით გაუმეორა გაბრიელმა და ტყავის ქურთუკი შემოსასვლელში, ხის საკიდზე დაკიდა.
-აურას ნუ მიფუჭებ-გოგომაც მტკიცედ მიუგო და თვალები კვლავ დახუჭა.
-არ გესმის, რას გელაპარაკები?-მიუახლოვდა გაბრიელი მარიტას და მისკენ დაიხარა.
-ახლა საკუთარ აზრებსაც კი არ ვუსმენ და შენი აზრით, შენ მოგისმენ?-თვალდახუჭული გამოეპასუხა.
გაბრიელმა, ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად და საკუთარ თავს მოუწოდა, მარიტასთვის არაფერი ეტკინა. მკლავში ხელი რაც შეეძლო, რბილად წაავლო და ფეხზე წამოაყენა. მის წინ დამდგარ გოგოს თვალებში ჩააჩერდა გამჭოლი მზერით.
-რას აკეთებ?-წამოიყვირა გოგომ და მკლავზე მოჭერილ გაბრიელის ხელს დახედა.
-გეხმარები, ჩემი მითითება უკეთ შეასრულო.-მიუგო ბიჭმა ისე, რომ მისი თვალი არ მოუშორებია მარიტას თვალის გუგებისთვის, სადაც საკუთარი თავი ირეკლებოდა.
-ეს ძალადობაა.-გულგრილად მიაჩერდა სახეში.
-კარგი ერთი...-გამოაჯავრა ბიჭმა.-ერთხელ ნათქვამს როცა გაიგებ, მერე აღარ დამჭირდება ძალის გამოყენება.
-ხელი მტკივა, იქნებ გამიშვა?-კბილებში გამოსცრა მარიტამ.
გაბიელმა ხელი სწრაფად შეუშვა და ტონშერბილებულმა ჩაილაპარაკა:
-შენი სიჯიუტის ბრალია.
-მე დამაბრალა თავისი სიუხეშე-თავი გააქნია გოგომ და ხელი დაიზილა.
-ასეთ დროს რა მედიტაცია მოგინდა?-წარბი ასწია გაბრიელმა, როცა საათის ისარი ორთან შენიშნა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე როდის მომმინდება მედიტაცია?-ჯიუტად გამოეპასუხა გოგო.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, წადი, დაიძინე.-მკაცრად მიუთითა გაბრიელმა ოთახისკენ.
მარიტამ დივანზე გადაფენილ პლედს ხელი დასტაცა და ოთახისკენ ხმაურიანი ნაბიჯებით დაიძრა.
-ამასთან ერთად ცხოვრებას განსაკუთრებული ენერგია სჭირდება-დაღლილი ხმითა და სახით ამოიოხრა გაბრიელმა და თავადა მიაშურა თავის ოთახს.
***************************
ერთ მშვენიერ დილლასაც, როცა მარიტას უნივერსიტეტში წასვლა არ უწევდა, გაბრიელი კი, მასთან ერთად იყო სახლში და ერთმანეთს მაინც ვერ ხედავდნენ, სხვადასხვა ოთახში ყოფნის გამო, გოგო სამზარეულოში სასაუზმოდ გამოვიდა, როცა შესავლელ კარში გაბრიელი შეეჩეხა და ბიჭმა ჯერ მარიტა შეატარა, მერე კი, თავად მიჰყვა უკან.
-შენც გშია?-ჩაეკითხა მარიტა უმნიშვნელოდ და მაცივრიდან კრაბის სალათი გამოიღო, რომელიც წინა საღამოს გაეკეთებინა.
-არა, არ მშია.- მიუგო და დახლს მიეყრდნო ზურგით.-დღეს ჩემს მეგობართან მივდივართ.
-მრავლობითში რატომ თქვი, შეგეშალა თუ მეც მოვდივარ?-დაკონკრეტებისთვის, დაინტერესებული თვალებით გახედა გოგომ.
-არ შემშლია-მოკლედ მოუჭრა და კვლავ გულგრილი სახით ჩააჩერდა მარიტას თვალებში.-თვალები ჩაწითლებული რატომ გაქვს, იტირე?
-ჰო, ზედმეტად დეპრესიული ადამიანი გავხდი შენს ხელში.-ჩაიცინა მარიტამ და ჩანგლით აღებული კრაბი ჩაკბიჩა.
-შენთან ნორმალურად ლაპარაკს აზრი არ აქვს.-თავი გააქნია გაბრიელმა და ტელეფონში ჩარგო თავი.
-უი, მე პირიქით ვფიქრობდი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.-მეგონა, რომ შენ იყავი პრობლემური ჩვენ ორს შორის.
-პრობლემური არ ვიცი, მაგრამ ენაგრძელი ვინც არის, კარგად ჩანს.-მიუგო ბიჭმა და ლევანის ნომერი აკრიფა.
-გისმენთ გაუცინარო ხელმწიფევ-მოისმა ყურმილის მეორე მხარეს გაჟღერებული ლევანის მხიარული ხმა.
-ნეტავ როდის უნდა დასერიოზულდე...-ჩაილაპარაკა გაბრიელმა, თუმცა თავადაც იცოდა, რომ უშედეგოდ.
-სამარემდე კარგ ხასიათზე მივალ-განაცხადა კაცმა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი-რას შვრები, არ მოდიხარ ჩემთან?
-ჰო, ვაპირებ. გოგოები არ ამოიყვანო.
-როგორ გეკადრება…-შეიცხადა ლევანმა ისე, თითქოს, მანამდე ეს არ გაუკეთებია.-მოდი, მოდი. სანამ მოხვალ, მარგარიტას გავაკეთებ.
გაბრიელმა ტელეფონი გათიშა და ჯიბეში მიუჩინა ადგილი, მერე კი გოგოს გახედა, რომელიც გემრიელად ჭამდა სალათს.
მარიტამ იგრძნო ბიჭის მზერა და დაბნეულმა გახედა.
-ასე რატომ მიყურებ?
-როგორ?-ჩაეკითხა გაბრიელი და თავი ცერად გადახარა მარიტას პასუხის მოლოდინში.
-თითქოს მე დინოზავრი ვიყო, შენ კი-პალეონტოლოგი.-დაუფიქრებლად მიუგო გოგომ და ჭამა განაგრძო.
გაბრიელს გოგოს მოყვანილ შედარებაზე ჩაეცინა და თავი გააქნია:
-არადა, ფიქრის თავი არ უნდა გქონდეს, თვალებზე გეტყობა რომ ღამით ნორმალურად არ გეძინა.
-ფიქრის თავი ყოველთვის მაქვს-წარბშეუხრელად შეეპასუხა მარიტა.
-ლაპარაკისაც-დააბოლოვა გაბრიელმა და კარისკენ დაიძრა.-როცა ისაუზმებ, წასასვლელად მოემზადე. შეგიძლია, საცურაო კოსტუმიც წამოიღო და აუზით ისარგებლო..
-რა პატივია...-ჩაილაპარაკა მარიტამ, მაგრამ გაბრიელს მისი ცინიკური ტონისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია.
****************
ლევანის სახლის წინ გააჩერა მანქანა მამაკაცმა და გოგოს ანიშნა, მასთან ერთად გადასულიყო.
მარიტა უკან მიჰყვა სახლისკენ მიმავალს. სანამ კარში შევიდოდნენ, ლევანი შეეგება ძმაკაცს და გოგო რომ შენიშნა, წარბები აზიდა.
-მარიტა, ეს შენ ხარ?-მომღიმარმა ჰკითხა და მიუახლოვდა.-შემოდი, მანდ ნუ დგახარ.
მარიტა გაბრიელთან ერთად შევიდა სახლში და მხარზე გადაკიდული მოხატული ჩანთა შეისწორა.
-მიდი, დაჯექი სადაც მოგინდება-მიუთითა ლევანმა სავარძლებზე და დივანზე.
საკმაოდ ფართო მისაღები იიყო, მარიტამაც შენიშნა, მთელი კედლის სიგანეზე ჩასმული შუშიდან შემომავალი მზის განათების ფონზე, კარგი დეკორაცია და კაქტუსების მრავალი სახეობა.
-ესენი სეკულენტებია?-გაოცებული მიუახლოვდა მცენარეებს და მათკენ გაბრწყინებული თვალებით დაიხარა.
-ჰო-გამოეპასუხა ლევანი და გაბრიელს ეშმაკურად მომღიმარი სახით გახედა, რომელი მარიტას მიშტერებოდა, როგორ ათვალიერებდა სხვადასხვა სახის კაქტუსს.
-ძალიან ლამაზებია-ამოთქვა გოგომ თვალის მოუშორებლად.-თანაც კარგად მოვლილები.
-რომელიც მოგწონს, შენი იყოს.
მარიტამ, სიხარულისგან გაოცებული თვალებით ამოხედა ლევანს და ბავშვური მეამიტობით ჩაეკითხა:
-მართლა?
ბიჭმა თავი დაუქნია. არც გაბრიელს გამოჰპარვია გოგოს გახარებული სახე და ემოცია.
სანამ მარიტა მცენარეებს ათვალიერებდა, გაბრიელმა გოგო გააფრთხილა, რომ ბაღში იქნებოდა და ლევანთან ერთად, შეზლონგზე წამოწვა აუზთან.
-არა ძმაო, შენს ადგილზე რომ ვიყო, ასე უმოქმედოდ ყოფნას ვერ შევძლებდი.-წამოიწყო ლევანმა.
-რას გულისხმობ?-წარბშეჭმუხნულმა გახედა ძმაკაცს.
-მარიტას.
-რა მარიტას?
-რა გჭირს, გაბრიელ... ვამბობ, იმ გოგოს გვერდით ასე რომ იკავებ თავს და თქვენს შორის არაფერი ხდება, მიკვირს-მეთქი.
გაბრიელმა ლევანის ნათქვამი რომ გაიაზრა წინ წამოიწია და ბიჭს გახედა:
-აუცილებელია, ყველა გოგოსთან რამე მქონდეს, ვისთანაც ურთიერთობა მექნება?
-მარიტა ყველა არ არი-გაახმოვანა ორივეს ფიქრები ლევანმა ღიმილით.-და თავადაც იცი, რომ ისე არ უყურებ, როგორც ყველას.
-ინტიმური კავშირი საჭირო არ არის გოგოს მიმართ გრძნობების დასამტკიცებლად-მტკიცედ წარმოთქვა გაბრიელმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-რა გრძნობების ძმაო, შენ რა, მეკაიფები?-თვალები შუბლზე აუვიდა ლევანს.
-არა ლევან, არ ვხუმრობ.-ამოიოხრა გაბრიელმა.-ნეტავ ვხუმრობდე.
-მგონი სერიოზულად დაგერხა...
გაბრიელი გაჩუმებული იჯდა და ფიქრობდა, ისე, როგორც მთელი განვლილი დღეების განმავლობაში ,გოგოზე და მის მიმართ გაჩენილ გრძნობებზე ფიქრში გაატარა დრო.
-გიყვარს?-უეცრად, ლევანის დასმული კითხვა გაისმა და გაბრიელს ეს სიტყვა, ზარივით ჩაესმა ყურში.
რამდენიმე წამი გაშეშებული იჯდა, მერე კი, გონება დაძაბა და შესაფერისი პასუხი მოიფიქრა. არ შეეძლო, ეცრუა, დაემალა, ვინმესთვის მაინც არ ეთქვა, ამიტომ, დაღლილი და ემოციებისგან გაწვალებული ხმით ამოთქვა.
-ჰო...
ლევანი, მოსმენილისგან შოკში იყო ჩავარდნილი. ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეპასუხა ძმაკაცისთვის და რა ემოცია გამოეხატა, რადგან ამ სიტუაციაში, არ იცოდა, მილოცვა შესაფერისი იყო თუ არა. ამის გარდა, გაბრიელს, ამ სიყვარულში ბევრი დაბრკოლება ეღობებოდა წინ. მიუხხედავად მისი გრძნობებისა, მარიტას გრძნობების შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ გოგონას ის მთელი გულით ეზიზღებოდა, როგორც ეს თავად თქვა. მაგრამ, ამის შემდეგ, დიდი დრო იყო გასული და შესაძლოა, უბრალოდ გაუქრა ეს სიძულვილი ბიჭის მიმართ. გაბრიელი მაინც დარწმუნებული იყო, რომ სიძულვილი სიყვარულად ვერასდროს ვერ გადაიქცეოდა, მიუხედავად გასული დროისა, მიუხედავად კარგად მოპყრობისა ან საკუთარი თავის შეცვლისა. მარიტას ყოველთვის ემახსოვრებოდა ის, რომ გაბრიელი მკვლელი და უგულო ადამიანი იყო, გრძნობების გამოხატვა არ სჩვეოდა და ყველაფერს თავისი მზერით ყინავდა. ყოველ შემთხვევაში, გაბრიელი ასე ფიქრობდა.
ლევანმა, თავის კითხვაზე თანხმობის მოსმენის შემდეგ, თავი ჩახარა და ჩაფიქრდა, მერე კი, საკუთარი აზრი გამოთქვა მეგობრის წინაშე:
-მგონი, ჯობია, ჯერ მარიტას დააკვირდე და არაფერი უთხრა, სანამ მის საქციელში რამე ისეთს არ შეატყობ, რაც მის გრძნობებში დაგარწმუნებს შენს მიმართ.
-ტყუილად ცდილობ ჩემს დაიმედებას. აარასოდეს შემიყვარებს, თუნდაც შევიცვალო.-მოკლედ მოუჭრა გაბრიელმა და თავი დარწმუნებით გააქნია.-არასოდეს შეიყვარებს ჭკვიანი და ლამაზი გოგო ურჩხულს, რომელმაც გაიტაცა და აიძულა, თავისი საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფილიყო.
-ზედმეტად ადრამატულებ-მიუგო ლევანმა.-არც მაგდენად ფსიქოპატი ხარ, როგორც ახლა შენი თავი დაახასიათე.
-მარიტა ასე თვლის.
ლევანმა ამოიოხრა და დანებდა. მანაც იცოდა, რომ გოგონა საკმაოდ ცუდად იყო განწყობილი გაბრიელის მიმართ და საკუთარი პირადული მიზეზებიც ყოფნიდა ამის გასამართლებლად, ამას კი, სავარაუდოდ ვერავინ და ვერაფერი შეცვლიდა გაბრიელის გარდა, რომელიც სულაც არ ცდილობდა ამის გაკეთებას და საკუთარ თავის შეცვლას.
-გაბრიელ-ბიჭებმა მარიტას ძახილი გაიგეს და გაბრიელი შეზლონგიდან წამოდგა, მერე კი, გოგოს გასძახა:
-გარეთ გამოდი, აქ ვარ.
გოგო კარში გამოჩნდა და ზღურბლზე შედგა.
-შეიძლება რაღაც გკითხო?-მწვანე თვალები მიაპყრო გოგომ.
-გისმენ.-თვალი გაუსწორა გაბრიელმა.
-აქ რა უნდა ვაკეთო?-ინტერესით ჰკითხა გოგომ და ცნობისმოყვარე სახით ჩაეკითხა.
ლევანს გაეცინა, მაგრამ, გოგოს წარბაწეული მზერა რომ იგრძნო, სახე დაასერიოზულა.
-რაც გინდა.-მიუგო ბიჭმა.
-მარიტა-ხმა ამოიღო ლევანმაც და მისი ყურადღება მიიპყრო.-შეგიძლია აუზით ისარებლო და გაგრილდე. თუ მოგინდება, სამზარეულოში ხილის კოქტეილებსაც ნახავ.
მარიტამ ამოიოხრა და სახლში შებრუნდა.
-ეს მადლობას ნიშნავდა?-ეშმაკური ღიმილით ჩაეკითხა ლევანი გაბრიელს, გოგოს ჟესტიკულაცია რომ განემარტა.
-არა, ეს ნიშნავდა, რომ ეგ ისედაც იცოდა.-ჩვეული ხმით უპასუხა გაბრიელმა, რომელსაც გოგოს ქცევები და მანერები ზედმეტად კარგად შეეეწავლა ამ დროის მანძილზე და კვლავ შეზლონგზე წამოწვა.
-ახლა ვხვდები, რომ ერთმანეთს შეეფერებით.-კმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხმით ამოილაპარაკა ლევანმა.-ზედმეტადაც კი.
ნახევარ საათში, როცა გოგოსგან არაფერი გაუგიათ, გაბრიელი სახლში შევიდა და სამზარეულო მოათვალიერა, მაგრამ მარიტა იქ ვერ იპოვა. სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ოთახებისკენ და ყველა ოთახი მოათვალიერა. ბოლოს, ერთმა აზრმა გაუელვა თავში და დერეფნის ბოლოს მყოფი ფიტნეს დარბაზისკენ დაიძრა.
ფართო ოთახში შესულმა, სივრცე მოათვალიერა და სავარჯიშო ხალიჩაზე, ბუდას ფორმაში მჯდარი მარიტა შენიშნა.
გაბრიელმა ღრმად ამოისუნთქა და გოგოს მიუახლოვდა.
როცა თავზე დაადგა, გოგომ მისი სიახლოვე იგრძნო და თვალები გაახილა. როცა გაბრიელი შენიშნა, კვლავ თვალები დახუჭა და მედიტაცია განაგრძნო.
-მარიტა-მკაცრი ტონით მიმართა გაბრიელმა. მარიტამ, შეწუხებული სახით გაახილა თვალები და ბიჭს ახედა მობეზრებული მზერით:
-ახლა რაღა იყო?
-მგონი ვერ ხვდები, რომ ჩემს გაუფრთხილებლად ასე გაუჩინარება უკვე ჩვევაში გადაგივიდა.
-ეს გაუჩინარება იყო?-წარბები შეიჭმუხნა მარიტამ-არამგონია.
-მე მგონია.-მკაცრად მიუგო გაბრიელმა და ხელებგადაჯვარედინებული ჩამოჯდა უკან მდგარი ველოსიპედის სკამზე.-ვიცი, რომ გაგება გაგიჭირდება, მაგრამ ასე ნუ იქცევი.
-როგორ ასე?-დაკვირვებით მიაჩერდა გოგო და იოგის მოძრაობების გაკეთება განაგრძო.
-ჯიუტი ბავშვივით.-პირდაპირ უპასუხა ბიჭმა.-თითქოს, ძალით იქცევი ასე და ჩემს გაღიზიანებას ცდილობ.
-შენ ისედაც ყველაფერზე ღიზიანდები-მხრები აიჩეჩა მარიტამ უდანაშაულო და ზედმეტად ჩვეულებრივი სახით.
გაბრიელმა, გოგოს გამაღიზიანებლად ბევრი საუბრის ჩვევით დაღლილმა ამოიოხრა და წამოდგა.
-მოკლედ, იმედი მაქვს, ჩემი საუბარი სწორად გაიაზრე და გაუფრთხილებლად არსად წახვალ.-საუბარი დაასრულა და უკან გატრიალდა, თუმცა, ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, მარიტას პასუხი რომ მოესმა.
-გაბრიელ…
ბიჭი შეტრიალდა და დაღლილი სახით მიაჩერდა:
-ჰო.
-მინდა გაგაფრთხილო, რომ ფიტნეს დარბაზში ვიქნები.-ირონიული ღიმილით მიუგო გოგომ და თვალები დახუჭა.
გაბრიელმა, გოგოს პასუხზე თავისთვის ჩაიცინა, თავი გააქნია და დარბაზიდან ღიმილით გამოვიდა.
************************
უნივერსიტეტში, ლექციას ესწრებოდა გოგონა, როცა ტელეფონზე ზარი გაისმა და რომ დახედ, ეკრანზე რათქმაუნდა გაბრიელის სახელი გამოისახა. უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ლექტორს აუდიტორიის დატოვება სთხოვა რამდენიმე წუთით.
ფოიეში გამოსულმა, ყურმილი აიღო და ჩურჩულით უპასუხა გაბრიელს:
-რატომ მირეკავ? -რატომ ჩურჩულებ? გოგომ ღრმად ამოიოხრა და საუბარი ჩურჩულით განაგრძო:
-შენ გამო რამდენიმე წამის წინ აუდიტორია დავტოვე და ტელეფონზე გიპასუხე, ამიტომ ჯობია, მალე მითხრა, რისი თქმაც გინდა.
-არაუშავს, მოიცდიან ლექტორები-შეუვალი ხმით განაცხადა გაბრიელმა, თითქოს მთელი სამყარო მას ეკუთვნოდა, როგორც ყოველთვის სჩვეოდა.
-გაბრიელ, დრო არ მაქვს-ბრაზიანად გაუმეორა.-პირდაპირ სათქმელზე გადადი.
-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მოსწავლე ასეთი აგრესიული არ უნდა იყოს.-აღნიშნა ბიჭმა და განაგრძო-დღეს რომელზე გიმთავრდება ლექციები?
-არ ვიცი, დაახლოებით ექვსისკენ. რატომ მეკითხები, რამე ხდება?
-როცა დაგიმთავრდება, დამირეკე და ფეხი არსად მოიცვალო, სანამ მე არ მოვალ.
-დაბრუნდა ბრძანებების გაცემის ხანა?-ცინიკურად ჩაიცინა მარიტამ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და რაც გაგაფრთხილე, ის გააკეთე.
-არის სერ-ირონიულად გამოეპასუხა გოგონა და გაუთიშა.-სუფთა ნარცისი იდიოტი.
ლექციაზე შებრუნებული, მთელი შუადღე იმაზე ფიქრობდა, რა საქმე ჰქონდა გაბრიელს და რატომ არ უთხრა. თუმცა, ისიც იფიქრა, რომ ბიჭმა მხოლოდ თავისი ჩვეული საქციელი გამოამჟღავნა და უპასუხოდ მხოლოდ იმიტომ გაუთიშა, რომ მის ბუნებას ეს საქციელი ნამდვილად შეეფერებოდა და არა იმიტომ, რომ რაიმეს უმალავდა გოგოს.
საღამოს, შვიდი საათი დაწყებულიყო, უნივერსიტეტიდან გამოსულმა მარიტამმ გაბრიელის ნომერი რომ აკრიფა და შენობის წინ გაჩერდა.
-განთავისუფლდი?-ყურმილის აღებისთანავე გაისმა გაბრიელის კითხვა.
-ჰო, უკვე მცალია.-უპასუხა მარიტამ დაღლილი ხმით.-ახლაც არ მეტყვი, რატომ გეჩქარებოდა ჩემი წაყვანა?
-არაა საჭირო წინასწარ იცოდე.-მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა გაბრიელმა და სანამ გაუთიშავდა, კიდევ ერთ ფრაზა დაურთო-მანდ იყავი, მალე მოვალ.
-ღმერთო ჩემო, რა აუტანელია-ამოილაპარაკა მარიტამ და თავი გადააქნია.
რამდენიმე წუთში, გაბრიელის მანქანაც გამოჩნდა ჰორიზონტზე და მარიტა მანამ გავიდა ქუჩაში სამანქანო გზაზე, სანამ გაბრიელი მანქანას კვლავ ფეხით მოსიარულეების გზაზე შემოაყენებდა.
-სად გადმოხტი გოგო, გინდა?-ჩაჯდა თუ არა მანქანაში, ბიჭის გაბრაზებული, ხმამაღალი ტონით განთქვამი სიტყვები შეეგება და შავი, ბრაზით ანთებული თვალები, რომელიც მას მისჩერებოდნენ.
-ამდენი ადამიანის სიცოცხლის გარისკვას ერთის გარისკვა ჯობია-მიუგო გოგომ მშვიდად-შენ რომ შემოსულიყავი მანქანით, ვინ იცის, ვის დაეჯახებოდი.
-ენა რომ არ გქონდეს, რა გეშველებოდა?-წარბი აზიდა გაბრიელმა და მანქანა დაძრა.
-ალბათ, ჟესტების ენით აგიხსნიდი, რომ ყოველთვის ყველაფერში მართალი ვერ იქნები. გაბრიელმა, გოგოს პასუხზე ცალყბად ჩაიცინა და წინ გაიხედა გზის გასაკონტროლებლად.
-რატომ არ მეუბნები, სად მიგყავარ?-საუბარი ამჯერად მარიტამ წამოიწყო.
-როცა მივალთ, გაიგებ.-უპასუხა შეუვალი ხმით.-ჯერ სახლში შევივლით, გამოიცვლი და წავალთ.
-ჩემს ტანსაცმელს რას უწუნებ?-წარბშეჭმუხნულმა დაიხედა ცისფერ, თავისუფალი სტილის ზედას და მაღალწელიან ჯინსზე მარიტამ.
-კლასიკურად ჩაიცვი-მოკლედ მიუგო გაბრიელმა უემოციო სახით.
-აჰა, ესე იგი, სადღაც მაღალი ფენის საზოგადოებისთვის განკუთვნილ ადგილას მივდივართ-ჩაიღიმა მარიტამ.
გაბრიელმა, ცალი თვალით გადმოხედა გოგოს და კვლავ წინ გაატრიალა თავი.
სახლში მისულები, ოთახებში ავიდნენ. მარიტამ, კარადიდან ლურჯი, სადა, თუმცა დახვეწილი, გაშლილი შიფონის კაბა ჩაიცვა და ხვეული თმა მაღლა აიკოსა, შუბლზე კი, რამდენიმე კულული დაიტოვა და ხორცისფერი ტუჩსაცხი გადაისვა ტუჩებზე. სანამ ფეხზე ვერცხლისფერ მაღლებს იცმევდა, ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. გოგო, ფეხსაცმლის კაკუნით მიუახლოვდა კარს და გამოაღო.
კართან მდგარი გაბრიელის თვალები ჯერ გოგოს თვალებს მიაჩერდა, მერე კი, ტანზე შეათვალიერა და მისმა გარეგნობამ ოდნავ დააბნია კიდეც.
-რა სახე გაქვს?-უცნაურად მიაჩერდა გოგონა.
-რა?-დაბნეულმა ამოხედა თვალებში და გამოფხიზლდა-რა მკითხე?
-არაფერი-ჩაილაპარაკა გოგომ და ოთახიდან გამოვიდა-არ მივდივართ?
-კი, წავედით.-გაბრიელმა გზა დაუთმო გოგოს და კიბეზე ჩასვლისას, ხელი მოაშველა ჯელტმენური მანერით.
-იცი, რას ვერ ვხვდები?-წამოიწყო მარიტამ, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ.
-აბა?-ღიმილით გახედა გაბრიელმა გოგოს ინტერესით მოციმციმე თვალებს.
-სამი თვეა, რაც ცოლ-ქმარი ვართ, შენ კი, არასდროს არავის არ მაცნობ. მეგობრები არ გყავს?
გაბრიელმა, გოგოს გახედა და მის კითხვაზე ჩაფიქრდა.
-რატომ დაინტერესდი?
-რას ჰქვია, რატომ? მეც ისევე ვიღლები მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრებით, როგორც ნებისმიერ ნორმალური ადამიანს მოსწყინდებოდა მუდამ ერთი და იმავე საზოგადოებაში და წრეში ტრიალი.
-მგონი, აჯობებდა, ამდენი რომ არ გეფიქრა და ცოტა ხანი ტვინი დაგესვენებინა. ასე, ყოველდღიურად გამოსაყენებელი სიტყვების მარაგსაც დაზოგავდი და ენასაც დაასვენებდი, ასევე ჩემთან შესაძლო კამათსაც თავიდან აიცილებდი.-მიუგო გაბრიელმა რბილად და რჩევის ტონით.
-ჩემს ენაზე ზრუნავ?-წარბები აზიდა მარიტამ.
გაბრიელს მის სახეზე ჩაეღიმა და თავი გააქნია უარყოფის ნიშნად:
-როგორც არ უნდა ვეცადო, ამას შენს გარდა სხვა ვერავინ იზამს. მე მხოლოდ, შენს ენერგიას ვუფრთხილდები.
-ადამიანი არაფრის კეთებით უფრო იღლება, ვიდრე საინტერესო თემაზე საუბრით.-მტკიცედ გამოეპასუხა გოგონა და შუა გზაზე მწოლიარე ცხოველი რომ შენიშნა, მთელი ხმით წამოიყვირა-ფრთხილად.
გაბრიელმა, მანქანა ინერციით გააჩერა და გოგომ, წონასწორობის დაუცველობის გამო, შუბლი საქარე მინას მისცხო. უკან გადმოწეულმა, სიმწრით მიიჭირა შუბლზე ხელისგული.
-ფუ ამის...-შეიკურთხა გაბრიელი გაღიზიანებული ხმით-რა მოგივიდა შუბლზე, მიატყი არა?
გოგოს ხელი გააშვებინა და ჭრილობისმაგვარი სიწითლე შენიშნა კანზე.
-რატომ იყვირე?-გაბრაზებბული მიუტრიალდა გოგოს.
-გზაზე ძაღლი იწვა-ტკივილისგან, ხმადაბლა ამოიკვნესა გოგომ და საუბარი მაინც განაგრძო-ხომ არ დაარტყამდი არა?
-ჰოდა, ძაღლის გადარჩენას შენი შუბლი შეეწირა, კმაყოფილი ხარ?
მარიტამ თავი დაუქნია, ტკივილით გატანჯული სახით და ამან გაბრიელი უფრო გააღიზიანა.
-სულელი ადამიანი ხარ-ამოილაპარაკა ბიჭმა და თავი გააქნია უკმაყოფილოდ-მეამიტი და გაუგონარი. როგორ შეიძლება, ამხელა ამბავის ატეხვა ამის გამო?
-რას ამბობ?-გაოცებული თვალებით გახედა გაბრიელს, თითქოს რაიმე მიუღებელი გაიგო.-ანუ ამბობ, რომ ძაღლი უნდა გაგეტანა და ეს იქნებოდა სწორი?
-მე იმას ვამბობ, რომ შენ ხარ გაუგონარი, ჯიუტი და ზედმეტად გულუბრყვილო ადამიანი.-მკაცრად მიუგო გაბრიელმა.-ამხელა გოგომ, საკუთარ თავზე არ უნდა იზრუნო?
-ამხელა კაცმა, საწყალ ცხოველებზე არ უნდა იფიქრო?-გამოაჯავრა მარიტამ ჯიბრიანი ხმით და როცა იგრძნო, რომ თავი გაუბრუვდა, ამოიკვნესა.
-რა იყო, გტკივა?-წამოენთო გაბრიელი და მანქანა დაძრა.-კარგი, მოითმინე, უკვე მალე მვალთ და ყინულებს დაგადებენ შუბლზე.
გოგომ ისეთი თვალებით გახედა, ბიჭმა უფრო მეტად მოუმატა სიჩქარეს, რომ მალე მისულიყო.
რესტორანთან მიულმა, მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და ორ წამში გოგოს კართან იდგა. გაბრიელმა, მანქანის კარი გამოაღო და გოგოს ხელი გაუწოდა გადმოსვლაში დასახმარებლად.
-იყოს, თავად ვიზამ-იუარა მარიტამ და თავისით გადმოსვლა სცადა, თუმცა, მანქანიდან გადმოსული, მაშინვე წაბარბაცდა, როგორც კი ერთი ნაბიჯის გავლა სცადა.
-ნუ ჯიუტობ, ხელი მომეცი. გოგომ ამოიოხრა და გაბრიელს ხელისგული გაუწოდა. ბიჭმა, მჭიდროდ მოიქცია გოგოს ხელი თავისაში და მეორე ხელი წელზე გამოსდო, რომ სიარულში მიშველებოდა.
-ასე მგონია ხეიბარი ხარ.-ამოიწუწუნა მარიტამ.
-ჯობია, მსგავსი ფიქრებისგან თავი შეიკავო და ნაბიჯს აუჩქარო, რომ შუბლი უფრო არ დაგიწითლდეს.-მიუგო გაბრიელმა.
შენობაში შესულებმა, მომსახურე პერსონალს უხმეს და ყინული სთხოვეს, შუბლზე დასადებად.
-რამეს მიარტყით?-ჩაეკითხა მიმტანი, როცა ყინული მიუტანა.
-დიახ-კვნესით ამოთქვა გოგომ და გაბრიელს შუბლი მიუშვირა, რომ ყინული უკეთ დაედო.
-მაშინ, გირჩევთ, ექიმთან წასულიყავით, შესაძლოა ტვინის შერყევის ნიშნებიც გამოვლინდეს.
-თუ შეიძლება, მარტო დაგვტოვეთ-შეუღრინა გაბრიელმა თავზე დამდგარ მიმტანს და ისიც სწრაფად გაეცალა მაგიდას.-ისევ ისე გტკივა თუ ნაკლებად?
-დამიამდა.-უპასუხა მარიტამ.-ნელ-ნელა უფრო გამივლის ტკივილი.
რამდენიმე წუთში, ყინული რომ დადნა, ახლის მოტანა მოითხოვეს და შეკვეთაც მისცეს მიმტანს.
გოგო წყნარად იჯდა და ამჯერად უკვე ხალხს ათვალიერებდა. გაბრიელი, მშვიდად უყურებდა გოგოს, რომელიც ცნობისმოყვარე მზერით იხედებოდა ირგვლივ.
-ამდენი ხალხი რატომ არის აქ?-ინტერესით გამოხედა მარიტამ.
-ცნობილი რესტორანია-მიუგო გაბრიელმა დაბალი ხმის ტონით.-უმეტესად ცნობილი სახეები მოდიან, ოჯახთან ან შეყვარებულებთან ერთად და ძვირადღირებულ კერძებს უკვეთავენ, რომ პრესამ და ჟურნალისტებმა თავიანთ გაზეთში და ტელევიზიაში გამოაქვეყნონ.
-და ჩვენ აქ რატომ ვართ?-წარბები შეიჭმუხნა გოგომ.
-იმიტომ, რომ ჩვენც ერთ-ერთი ცნობილი წყვილი ვართ-გამოეპასუხა ბიჭი, თვალის მოუშორებლად.
გოგო, არც თუ ისე გააკვირვა ამ ამბავმა და აღფრთოვანებულიც არ დარჩენილა. გაბრიელს, უკვე ზეპირად ზეპირად ჰქონდა შესწავლილი მარიტას ფსიქიკა და ხასიათი, ამიტომ, თავიდანვე იცოდა, რომ ამით ვერ გააოცებდა გოგოს.
ამ ადგილას, თავიდანვე სხვა მიზეზით მოიყვანა და ამ მიზნის განხორციელებას რამდენიმე წამში თავადაც იხილავდა. მას არ უნდოდა, გოგოსთვის თვალი აეხვია და სიმართლე, რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო ის, დაემალა.
მიმტანმა კერძები მოიტანა და მაგიდაზე სიმეტრიულად დაალაგა.
-კიდევ რამეს ხომ არ შეუკვეთავთ?-წასვლამდე ჰკითხა კლიენტებს.
-ჯერჯერობით არა.-მოკლედ უპასუხა გაბრიელმა.
-რატომ არ ჭამ?-კითხვით მიმართა მარიტას, რომელიც რამდენიმე წუთი გარინდული იჯდა და რაღაც სხვაზე ფიქრობდა.
-რა?-გამოფხიზლდა გოგონა, როცა კითხვა დაუსვეს და უცებ გააანალიზა-აამ, მადა არ მაქვს.
-მთელი დღეა არაფერი გიჭამია.
-ჯერ კიდევ თავბრუ მეხვევა.-მტკიცედ მიუგო გოგომ.-ახლა, რამე რომ შევჭამო, გული ამერევა.
გაბრიელმა, დაკვირვებული მზერით შეათვალიერა გოგო სახეზე და ღვინო მოსვა.
-რატომ გარისკე საკუთარი თავი ცხოველის გამო?-საიტერესო კითხვა დაუსვა მამაკაცმა და გამჭოლი მზერით აიძულა მარიტას, მისთვის თვალი გაესწორებინა.
-უბრალოდ არ შემეძლო, რომ მშვიდად მეყურებინა, როგორ გაიტანდი საწყალ ძაღლს-მხრები აიჩეჩა გოგომ და ყინული, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში შუბლზე ედო, მაგიდაზე დააბრუნა.
-ხელი დაგეღალა?-ყინულზე მიუთითა გაბრიელმა.
-შუბლი გამეყინა.-ღიმილით უპასუხა გოგომ და ბიჭსაც გაეღიმა მის პასუხზე. სწორედ ამ დროს, როცა ორივე, გაღიმებული სახეებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ფორტეპიანოს პიანისტი მიუჯდა და პრელუდია გააჟღერა კლავიშებზე.
-ღმერთო-სიამოვნებისგან ამოიოხრა მარიტამ და თვალები დახუჭა.-რა სასიამოვნოა ასეთი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, ცხადად და ახლოდან.
გაბრიელმა, გოგოს განცდებზე, შეუმჩნევლად ჩაიცინა და მშვიდად მიუგო მარიტას:
-ცეკვას შემოგთავაზებდი, თავბრუ რომ არ გეხვეოდეს. ასე შესაძლოა, მკლავებში ჩამესვენო.
გოგომ ეშმაკური მზერით გახედა გაბრიელს და ტუჩები ღიმილმა გაუპო. მამაკაცმა არ იცოდა, მისი ეს მზერა და ღიმილი რას ნიშნავდა, ამიტომ, წარბი ასწია და ინტერესით ჩაეკითხა:
-ასე რატომ იღიმი? -ისე-მხრები აიჩეჩა გოგომ, ისე, რომ ღიმილი სახიდან არ წაშლია.
-როგორ ისე?-თავი ცერად დახარა მამაკაცმა.
-ჩვეულებრივ, არაფრის გამო-უპასუხა მარიტამ.-რა, შენ არასდროს გაგღიმებია მიზეზის გარეშე?
-როგორც წესი, უმიზეზოდ არ ვიღიმი ხოლმე-გამოეპასუხა გაბრიელი თვალის მოუცილებლად.
-შენ გულწრფელად ისედაც არასდროს იღიმი-შეეკამათა გოგო და თავმომწონე გამომეტყველება მიიღო.
გაბრიელმა, გოგოს კომენტარზე წარბები აზიდა და გამომცდელად მიაჩერდა მის სახეს. აწითლებული ღაწვები, ოქროსფერ განათებაზეც მშვენიერად ეტყობოდა გოგოს, სავსე ტუჩები კი წითლად ხასხასებდნენ. თითქოს, ძველი ბერძული ქალღმერთი მოაგონდა გაბრიელს, სწორედ მისი გარეგნობის იდენტური. ჟღალი თმა, მასაც მითოლოგიური ქალღმერთივით მაღლა აეკოსა და ბუნებრივი კულულები შუბლზე ჩამოყროდა. სწორედ ისევე მაცდურად იღიმოდა, როგორც ყოვლისმფლობელი და მბრძანებელი, საკუთარ თავში ძლიერ დარწმუნებული პიროვნება იზამდა ამას.
რატომღაც, მარიტას მოეჩვენა, რომ ბიჭს სხვანაირი მზერა ჰქონდა, ერთმანეთს შეადარა ის გამომეტყველება, რომელიც გაბრიელს მასთან პირველი შეხვედრის დღეს ჰქონდა და ის, რომლითან ახლა გოგონას შემოჰყურებდა. მარიტამ შეატყო, რომ მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ეს ორი ადამიანი, არამარტო მზერით, არამედ ბუნებითაც.
თავიდან, გოგოს მოეჩვენა, რომ გაბრიელი ცივსისხლიანი მკვლევი იყო, რომელსაც გული არც კი გაანდა, თუმცა, ამდენხნიანი თანაცხოვრების შემდეგ, მიხვდა, რომ რაღაც შეცვლილიყო მის გრძნობებშიც და შეედულებებშიც, ბიჭის მიმართ სიძულვილს ვეღარ გრძნობდა, არც კიცხავდა ყველაფრის გამო და მომენტებში ისეთი განცდაც ებადებოდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ ის და გაბრიელი. რაღაც აკავშირებდა ორივე მათგანს. შესაძლოა ეს საერთო მახასიათებელი შეუპოვრობა და ხასიათის სიმტკიცე, ან გულახდილობა და ირონია იყო, მაგრამ ამასთანავე, მათ, გულის სიღრმეშიც ჰქონდათ რაღაც საერთო.
როცა გოგონა ჩაფიქრებული შეჰყურებდა მის წინ მჯდარ ბიჭს და გაბრიელისგანაც საპასუხო მზერას გრძნობდა, ნაცნობი ხმა შემოესმა მარჯვნიდან და სასწრაფოდ გაატრიალა თავი. მარიტას მზერა ნიკოლოზის სახეს მისწვდა, რომელიც მისგან მოშორებით, მაგიდასთან მდგარ სკამთან იდგა და მაღალ ტანსრულ ქალბატონს დაჯდომას სთავაზობდა. გოგომ, ისე გადაყლაპა მსხვილი ნერწყვი, გაბრიელმაც აშკარად დაინახა და ისიც შეამჩნია, როგორ მიაშტერდა გოგონა ნიკოლოზის მაგიდას. სწორედ ეს სურდა გაბრიელსაც. უნდოდა, რომ ის, რაც იმ მომენტი რესტორანში მოხდებოდა, მარიტას საკუთარი თვალით დაენახა და რეალობისთვის თვალი გაესწორებინა.
-გაბრიელ, ნიკოლოზი აქ რას აკეთებს?-შეშფოთებული სახით გამოატრიალა თავის მისკენ გოგონამ.-მისთვის რამის დაშავებას თუ აპირებ, არ გაბედო!
-დამშვიდდი-მკაცრად მიმართა გაბრიელმა ცივი გამომეტყველებით-არც მე არ ვიცი, რას აკეთებს შენი მხდალი გმირი აქ.
მარიტა ყურადღებით დააკვირდა ქალს, რომელიც ნიკოლოზის წინ იჯდა მაგიდასთან და რატომღაც, ღიმილით საუბრობდნენ ერთმანეთში. თავიდან, გოგომ იფიქრა, რომ ჩვეულებრივი, საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ, ან კომპანიონები იყვნენ, თუმცა, მათ ქცევაში, რაღაც საეჭვო შეამჩნია მარიტამ.
სანამ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ და მიმიკებზე ეტყობოდათ, რომ საქმეზე სულაც არა, გაბრიელმა ღვინის ბოთლი აიღო და გოგოს კითხვით მიმართა:
-დალევ?
მარიტამ გამოხედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დაძაბული სახით. როგორც კი გაბრიელმა მის ჭიქაში სასმელი ჩამოასხა, გოგომ მაშინვე მოსვა და კვლავ წყვილისკენ შეაბრუნა თავი.
-ასე ჯდომას აპირებ მთელი საღამო?-მარიტას, გაბრიელის კითხვა ჩაესმა ყურში.
-წინააღმდეგი ხარ?-ცინიკური ღიმილით მიატრიალა მისკენ თავი გოგონამ.
-შეგიძლია ვისაც გინდა იმას უყურო-უდარდელად აიჩეჩა გაბრიელმა მხრები-მე მხოლოდ შენს ხასიათზე ვზრუნავ.
-როგორც ჩანს, საკმარისად არა-ნამიოკით მიუგო მარიტამ.
გაბრიელს, გოგოს გონებამახვილობაზე ჩაეცინა და ღვინო კვლავ მოსვა, მერე კი, მიმტანს უხმო და მარგარიტა შეუკვეთა. მიმტანმა მალე მოიტანა შეკვეთა და გაბრიელს წინ დაუდგა, მან კი, გოგონას გაუწოდა ჭიქა:
-შეგიძლია, მოეშვა. გოგომ, დაეჭვებული სახით გამოართვა ჭიქა და სასმელი ისე მოსვა, ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მოგწონს?-დაკვირვებით ჩაეკითხა გაბრიელი.
-მჟავეა.-ცხვირი შეიჭმუხნა მარიტამ, რაზეც გაბრიელს ჩაეღიმა.
წუთიც არ იყო გასული, წყვილს ჯვრისწერის მელოდია რომ ჩაესმათ ყურში და მარიტა მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. სასწრაფოდ მიმოიხედა ირგვლივ და თვალებით წყვილს დაუწყო ძებნა, რომელსაც მთელი საღამო უთვალთვალებდა. ნაცნობ მაგიდას რომ მიაგნო, თვალები შოკისგან გაუფართოვდა და სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. მისგან რამდენიმე მეტრში, უცნობი ქალის წინ, ჩამუხლული ნიკოლოზი იდგა და ხელში სწორედ ის ნივთი ეჭირა, რომელიც მარიტასთვის უნდა გადაეცა რამდენიმე თვის წინ.
მარიტა გაშეშებული, გაშტერებული სახით მისჩერებოდა ბედნიერი სახით მდგარ წყვილს და ვერ იაზრებდა, რა ხდებოდა რეალურად, რადგან მას უკვე დაეკარგა რეალობის აღქმა, შოკისაგან ტრანსში ჩავარდნილი, ვერ ფხიზლდებოდა და ვერ იაზრებდა, რომ ეს ის მომენტი იყო, როცა საყვარელ მამაკაცს კარგავდა. არ შეეძლო, იმ აზრს შეგუებოდა, რომ ნიკოლოზმა თავად თქვა უარი მის დაბრუნებაზე და ყოველი გზა გადაუჭრა გოგონა. მაშინ, როცა მარიტამ ყველაფერი მის დასაცავად გააკეთა, მისი კეთილდღეობისთვის გაყვა ცოლად მკვლელს, მისთვის გადადგა ყოველი ნაბიჯი და უბედურება აირჩია, ბიჭს სხვა მოჰყავდა ცოლად.
ნიკოლოზის წინ მდგარი ქალი სიხარულით დასთანხმდა, თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მარიტასთვის, რადგან ზუსტად იცოდა, რომ მისთვის ნიკოლოზის მიმართ გრძნობები მაშინ დაასამარა, როცა მან საქორწინო ბეჭედი ჯიბიდან ამოიღო. და მაინც, გაშეშებული, თითქოს დენდარტყმულივით იჯდა მარიტა და ვერაფერზე ფიქრობდა.
გაბრიელმა, გოგოს რეაქცია რომ დაინახა გაუკვირდა, რადგან ეგონა, ნიკოლოზთან მივარდებოდა, პანიკას გაუმართავდა და მასზე ამმოანთხევდა მთელ თავის წყენას, გულისდაწყვეტას და იმედგაცრუებას, თუმცა, ასე არ მოხდა. ამჯერადაც გააოცა გაბრიელი გოგონას სიმშვიდემ.
მარიტა, ისეთი ურეაქციო სახით იჯდა, შეეშინდა კიდეც გაბრიელს, რაიმე ხომ არ სჭირდა.
ბიჭმა, მარიტას მხარში ხელი ჩასჭიდა და ოდნავ შეარხია:
-მარიტა…
გოგოს მის ძახილზე რეაქცია არ ჰქონია. თითქოს, მანამდე დედამიწისგან უამრავი კილომეტრით დაშორებული, მიწაზე მოულოდნელად დაენარცხა და მთელი გონება გაეთიშა. სხვა სამყაროში ჩაკარგული, მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ ფიქრისაგან თავი დაეღწია და აღარასდროს მისცემოდა იმის იმედი, რომ ვინმე მის გაბედნიერებას ცდილობდა, რომ ვინმეს საკუთარ მომავალს დაუკავშირებდა და ნებას მისცემდა, მის სულში ხელები ეფათურათ.. ყველაფრის იმედი დაეკარგა მარიტას, საყვარელი ადამიანის მიერ მოყენებული ტკივილისგან, გრძნობები გაეთიშა და ახლა, რაც არ უნდა მოსვლოდა, ვეღარაფერს იგრძნობდა, ამაში მთელი არსებით იყო დარწმუნეული.
გაშტერებული მზერით, გამჭირვალე თვალებით, გაბრიელს ისე გახედა, თითქოს კედელს უყურებდა, რადგან მის თვალებზე ფოკუსირებას ვერ ახდენდა.
-კარგად ხარ?-ხმა შეეცვალა მამაკაცს მისი სახის დანახვისას და შეეშინდა, რაიმე არ მოსვლოდა შოკისგან.
გოგომ თავი დაუქნია და ჭიქაში დარჩენილი სასმელი უემოციო მზერით მოსვა.
-წასვლა ხომ არ გინდა?-კვლავ კითხვით მიმართა გაბრიელმა, ამჯერად უფრო მზრუნველი ხმით.
მარიტამ ნელა ახედა და მზერა გაუსწორა. ისეთი თვალები ჰქონდა, გაბრიელი დაეჭვდა, რაიმე აბსურდს ხომ არ ამბობდა.
-რატომ უნდა მინდოდეს?-გაიკვირვა მარიტამ და თეფშზე სოკოს რავიოლი გადმოიღო.-არ გინდა, რავიოლი გასინჯო?
-მარიტა, დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ?-დაეჭვებული ჩაეკითხა ბიჭი. უფრო და უფრო ემატებოდა იმის შიში, რომ გოგოს ფსიქიკური დარღვევები არ აღმოსჩენოდა.
-მგონი, რაღაც გაწუხებს-მიმართა მარიტამ და დაკვირვებული სახით შეათვალიერა წინ მჯდარი მამაკაცი.-ასეთი ემოციური რატომ ხარ?
გაბრიელი, ჩუმად მიაჩერდა გოგოს. უემოციო სახით მჯდარი მარიტა, ნელა, სრულიად ჩვეულებრივ ჭამდა სოკოს და გვერდით არც კი იხედებოდა, თითქოს გადაავიწყდა წყვილი. არაფერი ეტყობოდა განცდების, მაგრამ გაბრიელი მის შინაგან დარდს და მღელვარებას თავად გრძნობდა. სწორედ ეს აშინებდა ბიჭს, რადგან გამოუხატავი ემოციები შესაძლოა, მომავალში სიგიჟისკენ გადახრილიყო და გოგოს ჯანმრთელობა შეეწირა ტრამვას, რომელიც წამის წინ მიიღო.
როცა გაბრიელი ჩაფიქრებული უყურებდა მარიტას, გოგოს სახე დაემანჭა და პირზე ხელი აიფარა. -რა იყო?-სწრაფად გამოცოცხლდა გაბრიელი და ფეხზე წამოდგა.
-გული მერევა-ამოილაპარაკა გოგოს და ფეხზე ბარბაცით წამოდგა.
-წამოდი-ხელი ჩასჭიდა მკლავში ბიჭმა და საპირფარეშოსკენ სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა.
-აქ შემოსვლა არ შეგიძლია-პირზე ხელაფარებულმა ამოთქვა მარიტამ, მაგრამ გაბრიელმა მის საუბარს ყური არ ათხოვა და გოგოს თან შეჰყვა. უნიტაზთან დახრილს, სველ ხელს უსვამდა შუბლზე ბიჭი და ცდილობდა, გამოეფხიზლებინა.
-რა სულელი ვარ…-ამოიოხრა მარიტამ და წელში გაიმართა.-ყველაზე სულელი ადამიანი ქვეყნის გულზე.
-ყველაზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად ხარ-მიუგო გაბრიელმა დამთბარი ხმით და გოგოს გამოწვდილი ბეჭედი დაიჭირა, რომ არ დასველებულიყო.
მარიტამ სახეზე წყალი შეისხა და გამშრალების შემდეგ, უფრო მეტად აიწითლებული ტუჩებითა და ცხვირით, გაბრიელისკენ შემოტრილდა დაქანცული სახით.
-სახლში წავიდეთ რა. ბიჭმა თავი დაუქნია და მიეშველა, მაგიდასთან მისულიყო, რომ ფული დაეტოვებინა და გოგოს ჩანთა აეღო.
-რა ვჭამე?-წამოიწყო გზაში საუბარი მარიტამ.
-არ გახსოვს?-წარბები აზიდა გაბრიელმა. გოგომ თავი გააქნია და წარბშეჭმუხნული გახსენებას ეცადა.
-მგონი, ტრანსში ვიყავი ჩავარდნილი.-ამოთქვა ბოლოს.
-ესე იგი, შენი რეაქციაც მაგის ბრალი იყო.-ღრმად ამოისუნთქა გაბრიელმა, როცა გაარკვია გოგოს უემოციობის მიზეზი.-სოკოს რავიოლი ჭამე.
-ჯანდაბა-ამოიოხრა მარიტამ უკმაყოფილოდ.-სოკოზე ალერგია მაქვს, მე კი მაშინ ვჭამე, როცა ამასთან ერთად გულიც მერეოდა.
გაბრიელმა, ცალი თვალით გახედა გოგოს და მხოლოდ ის გაიფიქრა, რომ მისი რესტორანში წამოყვანა ცუდი იდეა იყო. რაც არ უნდა მომხდარიყო, ასეთ რეაქციას არ ელოდა.
თუმცა, მარიტა რომ სხვებს არ ჰგავდა და გაბრიელის მოლოდინებიც ვერ გაამართლა, არც ბიჭისთვის ყოფილა სიახლე.ბოლო დროს, ვეღარ ხვდებოდა გაბრიელი, რა მოეხერხებინა გოგოსთვის. ვერაფერს გეგმავდა წინასწარ სწორად, რადგან ყველაფერი უკუღმა ხდებოდა, როცა საქმე მარიტას ეხებოდა. მან ხომ თავიდანვე იცოდა, რომ განსაკუთრებული აზროვნების მქონე ადამიანს, სწორედ ისეთს, როგორიც გვერდით ეჯდა სავარაუდო ტვინის შერყევითა და ახლა უკვე, ფსიქიკური ტრამვით, განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებოდა.
-როგორ მეძინება-დაღლილი სახით ამოიჩურჩულა მარიტამ და თავი ფანჯარაზე მიდო.
-არ დაიძინო, ჯერ სახლში არ მივდივართ-გამოეპასუხა გაბრიელი და მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა, მერე კი, ჯერ მარიტას გაუხსნა ღვედი, მერე კი, თავისი გახსნა.
-აბა სად?-თავი წამოსწია გოგომ და უაზრო მზერით მიაჩერდა ბიჭს.
-არ გადმოხვიდე, მე მოგეხმარები-გააფრთხილა გაბრიელმა და გოგოს კარისკენ დაიძრა.
მარიტა, სანამ გაჯიუტებას მოასწრებდა, სასწრაფოდ აიტაცა ხელში და საავადმყოფოსკენ დაიძრა.
გოგოს, სხვა გზა რომ აღარ დარჩენოდა, ყელზე მოეჭიდა და არმანის სუნამოს მძააფრი, სასიამოვნო სუნი ეცა.
-რა კარგი სუნი გაქვს-ღრმად ჩაისუნთქა მან და ყელზე თავი მიაყრდნო.
გაბრიელს, გოგოს სიტყვებზე და გულწრფელობაზე ჩაეღიმა. საავადმყოფოს ფოიეში შესულმა, ექთანს მიუთითა, რომ ეტლი და ექიმი სჭირდებოდა. მარიტა, ექიმის კაბინეტში, სამედიცინო საწოლზე გაწოლილი, ხან ექიმს უყურებდა, ხან გაბრიელს, ისინი კი ერთმანეთში საუბრობდნენ მის მდგომარეობაზე.
-გაბრიელ-დაუძახა მარიტამ და მანაც თავი მოატრიალა გოგოსკენ.-მეძინება, მალე წავალთ?
-ეცადე, მოითმინო.-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ექიმთან საუბარი განაგრძო. მარიტამ ამოიოხრა და საწოლიდან წამოდგომა დააპირა. გაბრიელმა, ფეხზე მდგარი გოგო რომ დაინახა, მასთან მიიჭრა და კვლავ საწოლზე დააბრუნა წარბშეჭმუხნული სახით.
-ბავშვივით ნუ იქცევი მარიტა. ხელახალი სისულელეების დროა აახლა?
გოგომ, ხელები გადააჯვარედინა და გაბუტული სახით გაიხედა სხვა მხარეს, გაბრიელი კი ექიმთან დაბრუნდა.
საავადმყოფოდან გამოსულები, მანქანაში ჩასხდნენ და სახლისაკენ დაიძვრნენ. გოგომ ეუმოციოდ გახედა საჭესთან მჯდარს და თვალებში შეეტყო, რომ დიდად არც ადარდებდა, ისე ამოილაპარაკა:
-რა გითხრეს, მოვკვდები?
-სისულელეებს ნუ ამბობ-მკაცრად გაუმეორა გაბრიელმა და სერიოზული სახით გადმოხედა გოგოს. მარიტას, სახეზე ასახვოდა ის ემოციები, რასაც განიცდიდა და ბიჭიც მიუხვდა, რომ მისთვის სიცოცხლემ აზრი დაკარგა. იმედგაცრუება ისევე ანადგურებს ადამიანს, როგორც სიკვდილის წინასწარმეტყველება.
-ანუ, კიდევ ვიცოცხლებ რამდენიმე წელი...-ამოილაპარაკა მარიტამ მიმიკა უცვლელად.
-მისმინე-მისკენ შეატრიალა თავი გაბრიელმა და მზერით აიძულა, გოგოსაც გამოეხედა.-შენი აზრით იმ კაცს ვგავარ, ვინც უფლებას მისცემს თავის ცოლს, ვიღა ც ნაბი****ზე ნერვიულობას გადაჰყვეს?
-გაბრიელ-მშვიდად წამოიწყო გოგონამ-ჩემი აზრით, შენ ისევ ისეთი ცივი და უხეში ხარ, ნიკოლოზმა კი, რამდენიმე საათის წინ, ჩემს თვალში სახე ისე უცებ იცვალა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ახლა შეიძლება, მარტომ ვიფიქრო ამაზე და შენ არ დამეხმარო უარესად ნერვიულობაში?
გაბრიელმა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ტროტუარს გახედა.
სახლში მალე მივიდნენ ისე, რომ არც ერთს ხმა არ გაუღია. გადმოსულმა ბიჭმა, მარიტა ოთახამდე აიყვანა და მშვიდად გააფრთხილა:
-მიდი, დაწექი და არ ადგე. თუ რამე დაგჭირდება, დამიძახე.
-ცუდად რომ გავხდე?-ჩაეკითხა გოგო.
-თავს როგორ გრძნობ?
-წარმოდგენაც არ მაქვს-სრულიად გულწრფელად მიუგო.
გაბრიელმა, დასამშვიდებლად ამოისუბთქა და იმავე ტონით ჰკითხა:
-ცუდზე რატომ ფიქრობ?
-კარგი არაფერი მომხდარა, რომ მასზე ვიფიქრო-მხრები აიჩეჩა მარიტამ.-არამგონია, რამე მოულოდნელის შემთხვევაში, ოთახიდან ხმა გაგაგონო.
-კარგი, კარგი.-დანებდა გაბრიელი და სავარძელი საწოლთან ახლოს დადგა.-მე აქ ვიქნები, შენ კი მშვიდად დაიძინე, თუ რამე შეგაწუხებს, დაძახება არ დაგჭირდება.
მარიტამ, ბიჭის მზრუნველობაზე თავისთვის ჩაიღიმა და დაიმედებულმა დახუჭა თვალები.
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა ბიჭი და მძინარე მარიტას მშვიდ სახეს ყურადღებით შეჰყურებდა. იმდენად ლამაზი იყო, როცა ეძინა, თვალს ვერ აშორებდა ბიჭი. ბოლოს მის ყურებაში ჩაეძინა სავარძელში მჯდარს და სიზმარშიც გოგო ნახა, თუმცა იქ ყველაფერი მშვენიერი და უდარდელი იყო, მარიტა გვირილებით გადავსებულ მინდორში ფეხმორთხმით იჯდა და ლურჯ, მოწმენდილ ცას ღიმილით შეჰყურებდა.
******************
დილით, თვალების გახელისთანავე აუტანელი ტკივილი იგრძნო კეფაში და თავი წამოსწია. ოთახში მარტო იყო, წინა ღამიდან კი ის მომენტი კარგად ახსოვდა, როგორ დარჩა გაბრიელი მასთან.
ფეხზე წამოდგა, თავის ტკივილი კი უფრო გაუმძაფრდა. მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, სარკეში რომ ჩაიხედა, თმა გაშლილი და თვალებჩაწითლებული სახე შეამჩნია.
-გაბრიელ-ამოიჩურჩულლა, თუმცა მის ჩურჩულს როგორ გაიგებდა ბიჭი…
ოთახიდან გამოვიდა თუ არა, გეზი ბიჭის ოთახისკენ აიღო, თუმცა, იქ არავნ დაუხვდა.
-სად წავიდა…-ჩაილაპარაკა და კიბეზე ნელა ჩავიდა.-გაბრიელ…
გაბრიელმა მისი ხმა გაიგო და სამზარეულოდან გამოვიდა. კიბეზე ჩამომავალ გოგოს უკმაყოფილო სახით მიაჩერდა.
-რატომ ვერ ისვენებ იქ, სადაც დაგტოვე?-ჩამოსვლაში მიეშველა და მკაცრი სახით უსაყვედურა.
-მთელი დღე საწოლში ხომ არ ვიწვები.-ჯიიუტად შეეპასუხა გოგო და სამზარეულოდან გამოსული გემმრიელი სუნი იგრძნო.-საჭმელს აკეთებ?
-ჰო,-წყნარად უპასუხა ბიჭმა და სკამზე მიუთითა დამჯდარიყო.-ექიმმა თქვა, რომ ტვინის შერყევა გაქვს და წვნიანის ჭამა მოგიწევს.
-მიყვარს წვნიანი-მხრები აიჩეჩა მარიტამ და თმა აიკოსა.
გაბრიელმა, საჭმლით სავსე ღრმა თეფში გაუწოდა და მის წინ ჩამოჯდა.
-ცხელია-ენადამწვარმა ამოილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა.
ბიჭს მის სულსწრაფობაზე ჩაეღიმა და საუბარი კვლავ წამოიწყო:
-უნივერსიტეტში გააფრთხილე, რომ ერთი კვირა ვერ მიხვალ, უნდა იწვე.
-ერთი კვირა?-თვალები გაუფართოვდა გოგოს.-ამდენი ხანი ვერ გავძლებ.
-მშვენიერად გაძლებ-მკაცრად მიუგო გაბრიელმა.-და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი.
-დაიწყე ბრძანებების გაცემა?-წარბაწეული მიაჩერდა წინ მჯდარ მამაკაცს.
გაბრიელმა, უპასუხოდ სტყორცნა მკაცრი მზერა, მაგრამ მარიტა უკვე აღარ ეშინოდა მისი სიმკაცრის.
-რაღაც უნდა გკითხო-უეცრად, თავი ასწია მარიტამ და გაბრიელს გაუსწორა ჩაფიქრებული მზერა.
-მკითხე.
-გუშინ, იცოდი, ნიკოლოზი რასაც აპირებდა, თუ შემთხვევით დაემთხვა ჩვენი იქ ყოფნის დროს მისი მოსვლაც?
გაბრიელი, დაჟინებული მზერით შეჰყურებდა გოგოს სახეს და ფიქრობდა, რა ეპასუხა. ყოველ შემთხვევაში, სიმართლე მაინც არაფერს შეცვლიდა, ტყუილი კი გოგოსთან კარგ დამოკიდებულებას შეუნარჩუნებდა.
სხვა თუ არაფერი, გული მაინც სიმართლის თქმისკენ მიუწევდა მამაკაცს, რადგან არ უყვარდა ტყუილის თქმა, თავს შებოჭილად და უცნაურად იგრძნობდა, ასე რომ გაეკეთებინა. საბოლოოდ, ჩვეული ტონით ამოთქვა:
-ვიცოდი.
-ესე იგი, გამიზნულად წამიყვანე მე იქ, რომ მენახა, როგორ სთხოვდა ცოლობას სხვა ქალს-მზერაუცვლელად ამოილაპარაკა მარიტამ.
გაბრიელმა თავი დაუქნია და გოგოს სახის ცვლილებას დააკვირდა. მარიტას მიმიკა არ შეცვლია, ბოლო ორი დღე იყო, რაც აღარაფერს იმჩნევდა, არაფერს აღიქვამდა ადეკვატურად და ეს, ცოტა არ იყოს, აშინებდა კიდეც გაბრიელს, რადგან მისი საქციელი ეუცნაურებოდა.
-რატომ არ ბრაზობ?-ინტერესით ჩაეკითხა ბბიჭი.
მარიტამ მხრები აიჩეჩა და გულგრილი სახით გამოეპასუხა:
-იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უკვე ესაც სულერთია.
გაბრიელს, მზერა არ მოუშორებია გოგოსთვის, რომელიც ჭამას განაგრძობდა.
-რა არის სულერთი?-ბოლოს, ეს კითხვა დაუსვა.
-კითხვას არასწორად სვამ-თვალი გაუსწორა გოგომ და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.-რა კი არა, ვინ.
-ანუ მე შენთვის სულერთი ვარ?-წარბები აზიდა გაბრიელმა.
მარიტამ, ორწამიანი მზერა შეაგება მის თვალებს გაურკვეველი მიმიკით და უპასუხოდ განაგრძო ჭამა.
ბიჭმა ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა, მერე კი გოგოს მიუგო:
-წამლებს ვიყიდი და დავბრუნდები. არსად წახვიდე იცოდე.
-ჰო, რათქმაუნდა, ციხე კვლავ გაიხსნა ჩემთვის-ჩაილაპარაკა თავისთვის, თუმცა იცოდა, რომ გაბრიელიც გაიგებდა.
ბიჭმა ყური მოჰკრა მის სიტყვებს, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ.
**************************************
ფანჯარასთან მდგარი გოგონა ჩუმად, დაკვირვებით უყურებდა მერცხლებს, როგორ აფრინდებოდნენ ეზოში ყვავილიდან ყვავილს და ხიდან-ხეს. მარიტას ენატრებოდა ის დრო, როცა ამ მერცხლებივით თავისუფალი და ნამდვილი იყო, მაშინ არავინ ეუბნებოდა, რა გაეკეთებინა და არავის ჰქონდა საშუალება, მის სულს ეხებოდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
საყვარელმა ადამიანმა უღალატა, თავად კი, იმის გამო, ვისთვისაც თავი გასწირა, გამოკეტილი იყო სახლში, რომელიც ოფიციალურად მისი ოჯახი იყო, თუმცა, შინაგანად ვერაფერს გრძნობდა, რაც წესით ოჯახში უნდა ეგრძნო. გაჰყურებდა მერცხლებს და ვერ ხვდებოდა, შეცდომა სად დაუშვა. ალბათ, ყველაფერი ბედმა გადაწყვიტა. მერე რა, რომ მარიტა ბედის არ სჯეროდა და არც იღბლის, მან თავიდანვე იცოდა, რომ ადამიანები თავისით აღწევდნენ წარატებებს, რაც ცხოვრებაში ემართებოდათ, კარგი იყო თუ ცუდი, მათი ბრალი იყო ყველაფერი და ამ ყველაფერზე თავად იყვნენ პასუხისმგებლები. მხოლოდ ახლა იაზრებდა, რომ რაც მოხდა, მას ეს არ დაუმსახურებია. არ შეიძლებოდა, ამდენი ტანხვის შემდეგ, კვლავ ასე ეტანჯა, ისევ ეწვალა ბედნიერების მოპოვებისთვის, რომელიც აღარასდროს დაუბნრუნდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მარიტამ უკვე იმედი დაკარგა, იმედი კი ყველაზე ძლიერი რამაა, რაც ოცნებებს გისურვებს.
ვისთან შეეძლო ამ ყველაფერზე ესაუბრა? რომელ მეგობართან, რომელიც ბოლომდე მოუსმენდა და გაუგებდა ისე, როგორც საკუთარ ტკივილს. რომელ ოჯახის წევრთან, რომელიც ჩაეხუტებოდა და გვერდში დაუდგებოდა? მას ოჯახი არასოდეს ჰყოლია, არც მაშინ, როცა ბავშვი იყო და არც ახლა, როცა გაბრიელის ცოლი ერქვა. მას საყვარელი ადამიანი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა და მანაც იმედები გაუცრუა, მომავლის იმედი დაუმსხვრია, ხელი გაუშვა გოგოს და მარიტაც, ინერციით უფსკრულში გადაეშვა. ამას მთელი სიცხადით გრძნობდა და გაჩერება არც შეეძლო, გონებაც და გულიც მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ, რომ ეტირა, რომ ეგლოვა და არასოდეს შეწყვეტილიყო ეს გლოვა, რადგან არც ტკივილი დასრულდებოდა ოდესმე.
ფანჯრის მინაში საკუთარი ანარეკლი დაინახა და მერე, თანდათან დაიბინდა ეს ანარეკლიც. თვალები ცრემლით ისე ამოევსო, ვეღარაფერს ხედავდა. ვერც მას ხედავდა ვინმე, უსაფრთხოდ იყო, ხალხისაგან მოშორებით, შეეძლო, ეტირა და დაცლილიყო. მას ხომ, მხოლოდ ერთი ამოოხვრაღა დარჩენოდა სიცოცხლის დასასრულამდე.
განა, თავისი თავის ბატონი და ერთადერთი უფროსი თავად არ იყო? განა საკუთარ თავს თავად არ შემოუძახებდა ხოლმე, დაცემული რომ წამომდგარიყო და ცრემლმორეულს, კვლავ გაეღიმა? განა, თავად არ ამბობდა, რომ არავის შეეძლო მისთვის გული ეტკინა, რადგან ამის უფლებას არავის მისცემდა?
ახლა კი, პატარა ბავშვივით ჩაცუცქულიყო ოთახის კუთხეში, კედელთან და სახეზე ხელებაფარებული, ხმადაბლა ქვითინებდა მოთქმით. ასეთ მომენტს მარიტა სისუსტს გამოჩენას ეძახდა და როცა მის პაციენტებს მსგავსი რამ ემართებოდათ, იმით ამშვიდებდა, რომ ისინი თავიანთ ტკივილზე ძლიერები იყვნენ. თვითონ არ იყო? და თუ იყო, მაშინ, საკუთარ თავთან რატომ ვეღარ ახერხებდა საუბარს და იმავეს თქმას?
გაბრიელი, სახლში ჩუმად და ფრთხილი ნაბიჯებით შემოვიდა, ეგონა გოგონას ეძინა და არ უნდოდა გაეღვიძებინა. წამლებით ხელში დაიძრა კიბისკენ, თუმცა, სანამ ავიდოდა, მისაღებიდან უცნაური ხმა მოესმა. მერე მიხვდა, რომ შესაძლოა, გოგოს სჭირდა რამე და სწრაფად გავარდა მისაღებში. ოთახი მოათვალიერა და თვალებით იპოვა კუთხეში ჩაკუზული გოგო, რომელიც ისე ტიროდა, გაბრიელის შემოსვლაც ვერ გაეგო.
ბიჭი გოგოსკენ შერბილებული, დამთბარი მზერით დაიძრა და მასთან ჩაიცუცქა.
-მეგონა, ფსიქოლოგები არ ტიროდნენ.
მარიტამ სახე ხელებიდან ამოსწია და ჩაწითლებული, ტირილისგან დასიებული, ჭაობისფერი თვალებით ახედა გაბრიელს:
-ჰოდა მე ვტირი.
-ტირილში ცუდი არაფერია-მშვიდად მიუგო ბიჭმა და გამამხნევებლად გაუღიმა-სისუსტე სულაც არაა.
-ამას მხოლოდ დასამშვიდებლად მეუბნები-ამოისლუკუნა მარიტამ და თავი გააქნია.-ვიცი, რომ ძალიან სუსტი და სულელი ვარ, ადამიანების სწორად შერჩევაც კი არ შემიძლია. წარმოგიდგენია? სხვებს ვაფრთხილებდი, რომ გულთან ახლოს არავინ მიეშვათ და მე თვითონ იგივე შეცდომა დავუშვი…
-დამშვიდდი-ლოყაზე ცერა თითი დაუსვა გაბრიელმა და ცრემლისაგან დასველებული სახე გაუმშრალა.-ეს შენი შეცდომა არ ყოფილა, მისი შეცდომა იყო, ვინც ვერ დაგაფასა.
-ასე ფიქრობ?-გადიდებული გუგებით, ნდობაჩამდგარი თვალებით მიაჩერდა გოგო და გაბრიელმა იგრძო, როგორ შემატა მარიტას იმედი.
ბიჭმა თავი დაუქნია და დარწმუნებით გაუმეორა:
-ჩვენი ბრალი არ არის, თუ არასწორი ადამიანები გვიყვარდება და შემდეგ მათ ვენდობით. თუ ვინმე ჩვენს ნდობას არ გაამართლებს, ის კარგავს სიმდიდრეს, ჩვენ კი არა.
მარიტა, ბიჭის სიტყვებზე ჩაფიქრდა და ჩაეღიმა.
გაბრიელი წამოდგა და გოგოს ხელი გაუწოდა.
მარიტამ ხელს ახედა და მერე, თავისი ხელისგული ჩაუდო ბიჭს მტევანში. წამომდგარი, გაბრიელის წინ შედგა და თვალებში დაკვირვებით მიაჩერდა. იმ ყველაფრის აღმოჩენას ცდილობდა, რისი პოვნაც მანამდე ვერ შეძლო. იქნებ ახლა მაინც დაენახა ის იმედი, რომლითაც გოგო გამოაცოცხლა...
-ასეთი რატომ ხარ?-ჰკითხა მარიტამ ბოლოს.
-როგორი?-ჩაეკითხა გაბრიელი.
-უცნაური.-დაუფიქრებლად მიუგო გოგომ.-ერთ მომენტში ვფიქრობ, რომ კარგად გიცნობ, მეორე მომენტში კი, ისეთ რამეს აკეთებ, რომ წამებში ხდები ჩემთვის ამოუცნობი.
-მეგონა, მარტო მე ვფიქრობდი ასე.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა გოგოსთვის თვალის მოუშორებლად.
მარიტამ, მის სიტყვებზე გადაიკისკისა და გაბრიელს, წუთის წინ, მომტირალი გოგონას სიცილი ისე ელამაზა, როგორც ალისფერი, სწორედ მარიტას თმისფერი განთიადი.
-ავიდეთ ოთახში?-ჰკითხა ბიჭმა. მარიტამ თავი დაუქნია და ხელჩაკიდული გაჰყვა უკან.
მიუხედავად მისი ტვინის შერყევისა, თავბრუსხვევა ნაკლებად აწუხებდა გოგოს. საწოლზე წამოწოლილი, გაბრიელს დააკვირდა დაინტერესებული მზზერით, როგორ ამოალაგა პარკიდან ექიმის გამოწერილი წამლები და წყალთან ერთად გაუწოდა გოგოს.
მარიტამ წამალი და წყალი გამოართვა და მორჩილად დალია, ჭიქა კი, უკან მიაწოდა გაბრიელს.
-ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევი-საუბარი წამოიწყო გოგომ.
-უცნაური როგორია?-ღიმილით გახედა გაბრიელმა.
-ხან თბილი და მზრუნველი ხარ, ხარ ცივი და უხეში. მხოლოდ ოქროს შუალედის დამყარებაა საჭირო. თუმცა მე არაფერს გაიძულებ, იმისთვის, რომ ნამდვილი და გულწრფელი იყო, ისეთი უნდა იყო, როგორიც ხარ.
-შენ გირჩევნია, ნამდვილი ვიყო და უხეში, ვიდრე ძალდატანებით თბილი?-წარბი აზიდა გაბრიელმა და პასუხის მოლოდინში, მთელი ინტერესით მიაჩერდა მარიტას. ისევ გააოცა გოგოს სიტყვებმა და გულიც აუჩქარა.
-ჰო, ასე არც შენ დაიტანჯები-მხრები აიჩეჩა გოგომ.-მე კი უკვე მივეჩვიე შენს სიცივეს.
გაბრიელი, წარბშეჭმუხნული უყურებდა გოგოს უცნაური მზერით, ვერ გაერკვია, ადამიანი იყო თუ ციდან ჩამოფრენილი უცნაური არსება, რომელიც გაურკვეველი მიზნით გამოუგზავნეს. თუმცა, ერთი რამ აშკარა იყო-მარიტა იმდენად ინდივიდუალური და გასაოცრად ნამდვილი იყო, ბიჭის შეცვლას ახერხებდა თავისი მშვენიერი ბუნებით. გაბრიელმა, ისიც კი დაიჯერა, რომ ადამიანის სიკეთეს შეუძლია, გარშემომყოფებსაც სიკეთე ჩაუნერგოს სულში. ისევე, როგორც სურნელოვანი ყვავილი, უსუნო ყვავილთან ერთად. მარიტას სიმშვიდე და მზრუნველობა ისე გადასდებოდა გაბრიელს, თითქოს მშვენიერი არომატი მოაფრქვია უბრალო მცენარეს იასამანმა.
-დაიძინე-ჩაფიქრებულმა, მხოლოდ ესღა ამოთქვა და ოთახში მარტო დატოვა მარიტა, თავად კი, გოგოს კართან შედგა და თვალდახუჭულმა გაიხსენა მისი ღიმილი.
***********************
გათენებისთანავე, გოგონამ თავის ერთადერთ სათამაშოსთან ჩახუტებულმა გაიღვიძა. იფიქრა, გასეირნება არ აწყენდა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ცუდად იყო და მისთვის ბევრი მოძრაობა არ შეიძლებოდა.
საწოლიდან წამომდგარმა, პირველ რიგში, გრძელი, წითური თმა ჩამოივარცხნა, მერე კი, სახეზე მოწესრიგდა და პირველ სართულზე ჩავიდა.
სამზარეულოში შესულმა, ყავა მოადუღა და ფანჯარაში სევდიანად გახედა მწვანე ბაღს.
ყავის სმის დროს, კარში გაბრიელი გამოჩნდა და თავისთვისაც დაისხა ცხელი სითხე.
-რატომ ადექი?
-მომწყინდა წოლა-გამოეპასუხა გოგო და თვალი შეავლო სპორტულებში გამოწყობილ ბიჭს.
-შენთვის რაც უკეთესია, ის უნდა გააკეთო-მიუგო ბიჭმა დაბალი, მშვიდი ტონით და დახლს მიეყრდნო.-შეგიძლია, ბაღშიც გახვიდე, მაგრამ მზეზე არ იჯდე.
მარიტა მიხვდა, რომ გაბრიელმა მისი სურვილი ამოიცნო და ჩაეღიმა, მერე კი, ბიჭისკენ გაატრიალა თავი:
-შეიძლება შენს ყვავილებს მოვუარო?
გაბრიელმა თავი დაუქნია და ისე გაიღიმა, გოგოს რომ არ დაენახა მისი ღიმილი. მერე კი, კარისკენ დაიძრა.
-მიდიხარ?-უკან დაეწია მარიტას კითხვა.
-ჰო, საქმეები მაქვს.-უპასუხა.-თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე.
მარიტამ თვალი გააყოლა სამზარეულოდან გასულ მამაკაცს.
საუზმობის შემდეგ, გოგონა მეორე სართულზე ავიდა და ბიბლიოთეკა შიგნიდან დაათვალიერა. ბევრი წიგნი ჰქონდა გაბრიელს, არამარტო ერთ თემაზე, არამედ ისეთი წიგნები, რომლებიც ყველაფერს მოიცავდა და მარიტას ინტერესებსაც ითვალისწინებდა. გოგონა, ყურადღებით აკვირდებოდა წიგნებს, ბოლოს კი, ყველაზე სქელყდიანი გამოიღო და როცა გადაშალა, წიგნის ნაცვლად ფოტოალბომი აღმოჩნდა. გოგომ, სიხარულით დახედა ალბომს და გადაშალა.
შიგ, უამრავი საინტერესო მოგონებით დატვირთული ფოტო აღმოჩნდა. მარიტა გაახარა იმის გაცნობიერებამ, რომ შესაძლოა ამ ფოტოებით ის სითბო და კომფორტი განეცადა, რასაც ოჯახზე ოცნებით განიცდიდა.
ალბომით ხელში ჩავიდა ბაღში და ბალახზე პლედი დააფინა, რომ ზედ დამჯდარიყო. კომფორტულად მოთავსებულმა, ალბომი ინტერესაღბეჭდილი სახით გადაშალა და სურათებს დააკვირდა. გაბრიელის ბავშვობის ფოტოები რომ შეამჩნია, მხიარულ განწყობაზე დადგა და უფრო მეტი ინტერეით განაგრძო თვალიერება.
-მისი ახლანდელი ხასიათის მიუხედავად, ბავშვობაში ისიც საყვარელი ყოფილა...-ჩაილაპარაკა და გაბრიელის მომცინარ სახეს ღიმილით დააჩერდა. ბიჭს ორი კბილი წამოზრდოდა და თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა კამერას, ხელში კი, სათამაშო ნიჩაბი და თოხი ეჭირა.
-რა უდარდელია ამ ფოტოებში.-ჩაფიქრდა მარიტა.-ნეტავ საერთოდ თუ ახსოვს, რომ ეს ალბომი არსებობს და მისი ბავშვობის ფოტოებს ინახავს?
როგორც წესი, მარიტა გაბრიელს ისე აღიქვამდა, როგორც გარეგნულად უხეშ, თუმცა შინაგანად ყველასავით მზრუნველ და თბილ ადამიანს. მან იცოდა, რომ ბიჭი უბრალოდ სხვა სახეს აჩენდა და არ ამჟღავნებდა, თუ რას გრძნობდა შინაგანად. მას საკუთარი თავის რეალურად წარმოჩენის ეშინოდა, რადგან ამგვარად შესაძლოა, მისი გულიც დაემსხვრიათ. მარიტაც ხომ მთელი ცხოვრება ამ ფიქრში იზრდებოდა, რომ არავისთვის გადაეშალა გული, არავისთვის მიეცა გულის ტკენის საშუალება. გაბრიელი კი, როგორც ჩანს ამას უკეთ ახერხებდა, თუცა არავინ იცოდა, რეალურად რას განიცდიდა გულის სიღრმეში, მარტო ყოფნისას როგორ სტკიოდა წლების განმავლობაში მიყენებული ჭრილობები.
გოგომ კი, ეს ყველაფერი მაშინ გაიაზრა, როცა ფოტოებში, მომღიმარი ბიჭის სახე უყურებდა, რომელიც ახლა უკვე მხოლოდ ირონიულად, ან საერთოდ არ იღიმოდა, რომელსაც ახლა საკუთარი გრძნობები და ემოციები ისე ღრმად ჰქონდა დამალული, რომ თავადაც ვეღარ ამჩნევდა და გამოხატვით კი, ვეღარაფერს გამოხატავდა. მარიტა, დაასევდიანა ამაზე ფიქრმა, რომ შესაძლოა, გაბრიელისთვისაც მიეყენებინა ვინმეს ასეთი ჭრილობა, რაც თავად ნიკოლოზმა მიაყენა. გაბრიელი, გაცილებით მგრძნობიარე იყო, ვიდრე ჩანდა და გოგონამაც კარგად იცოდა ეს.
როცა ამაზე დაფიქრდა, სურვილი გაუჩნდა, ბიჭის სულში შეეღწია და ბიძგი მიეცა, გრძნობები გამოეხატაა, თავისუფალი ემოციები მხოლოდ შიგნით არ დაეტოვებინა და გარეთ გამოეშვა. გოგო იმაზე მეტად შეეცდებოდა ამას, ვიდრე აქამდე ცდილობდა ბიჭისთვის რამის ახსნას.
მარიტა, ფეხზე საკუთარი ზრახვით კმაყოფილი წამოდგა და ალბომი თავის ადგილზე დააბრუნა, თუმცა ერთი ფოტო, რომელშიც პატარა გაბრიელი დიდი, შავი თვალებით იყურებოდა და ბავშვური გულწრფელობით იცინოდა, თავისთვის დაიტოვა.
******************************************
მოსაღამოვდა. გაბრიელი, ჯერ კიდევ ლევანთან ერთად კომპანიაში იჯდა და ჩანახატებს განიხილავდა, მისი ტელეფონი რომ ამღერდა. პასუხს არ აპირებდა, სანამ ეკრანზზე გამოახული მარიტას სახელი არ ამოიკითხა და დაინტერესებულმა უპასუხა:
-მარიტა?
-მალე მოხვალ?-სინათლის სიჩქარით ამოთქვა გოგომ.
გაბრიელს, მისი კითხვის შინაარსიც ეუცნაურა და ხმის ტონიც. როგორც წესი, ასეთ კითხვებს არ უსვამდა ხოლმე გოგონა და არც სამსახურში ურეკავდა.
-რამე გააფუჭე და ჩემს მოსვლამდე გაკეთებას აპირებ?-ჩაეკითხა გაბრიელი წარბაწეული.
-ეგრე რომ ყოფილიყო, არც დაგირეკავდი-უკმაყოფილოდ მიუგო ბიჭის დაუკვირვებლობით შეშფოთებული.
-აბა, რაშია საქმე?
-დაბნელდა…-ჩუმად ამოილაპარაკა მარიტამ, თითქოს თავისი სისუსტის რცხვენოდა, მაგრამ გამომჟღავნება უწევდა, რადგან ასეთ დროს მარტო ყოფნის საოცრად ეშინოდა, გაბრიელს კი, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტად ენდობოდა.
-მერე?-ვერ მიუხვდა ბიჭი და გაუგებარი მიმიკა მიიღო. ლევანმა თვალებით ჰკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ გაბრიელმა ანიშნა, მერე მოგიყვებიო და წამომდგარი, კაბინეტიდან დერეფანში გამოვიდა.
-მერე მე მარტო ვარ-უკმაყოფილო ჩურჩულით მიუგო გოგომ.
-თუ ხალხთან ყოფნის მოთხოვნილება გაქვსს, შეგიძლია, მეგობარს დაურეკო და სახლში მოვიდეს.-კვლავ ვერ მიუხვდა გაბრიელი.
-ღმერთო, როგორ ვერ მიხვდი...-ჩაიბუზღუნა მარიტამ გატანჯული ხმით და პირდაპირ უთხრა, რისი თქმის გამოც ამდენი ხანი წვალობდა-ასეთ დროს, მარტო ყოფნის მეშინია. შეგიძლია მალე მოხვიდე?
გაბრიელმა, როგორც კი მიზეზი გაიგო, თუ რატომ რეკავდა გოგო, თავისთვის ჩაიღიმა და დამთბარი ხმით მიუგო:
-გამოვალ მალე. სანამ მოვალ, მშვიდად იყავი, სახლში მოჩვენებები და მსგავსი არსებები უკვე დიდი ხანია, რაც არ ცხოვრობენ.
-ცინიკოსი ხარ-მიახალა გაბრაზებული ხმით გოგომ, როგორც კი მის ტონში დაცინვა იგრძნო.-ადამიანთან ნორმალური საუბარი არ შეგიძძლია.
-კარგი პატარავ, დამშვიდდი-ჩაიცინა გაბრიელმა.-ხმაში ზედმეტად გემჩნევა მღელვარება.
მარიტამ, გამწარებულმა გაუთიშა ყურმილი და ბრაზისაგან აოიოხრა. რამდენიმე წამი გაშეშებული იჯდა, მერე კი, ბიჭის სიტყვებით შეშინებულმა, ირგვლივ გაფართოვებული გუგებით მიმოიხედა და გულში ბალიში ჩაიკრა, ზურგით კი, დივნის საზურგეს აეკრა და გაბრიელს მალე დაბრუნება სთხოვა გულში.
ბიჭი, თავისი თავით კმაყოფილი, მომღიმარი დაბრუნდა კაბინეტში და ლევანს აცნობა რომ მიდიოდა. კარში გამოსვლამდე, უკნიდან ძმაკაცის კითხვა დაეწია:
-მარიტას რამე ხომ არ ჭირს?
-არა ძმაო-თავი მისკენ მიატრიალა და დაამშვიდა-მარტო ყოფნის ეშინია, სულელი გოგოა, ვინმე რომ მოკვლით ემუქრება, დიდ გულზე დგას, ახლა კი, ნახევარი საათია, რაც დაბნელდა და უკვე შიშისაგან ჩემთან დარეკვაც კი გაბედა.
ლევანსაც გაეცინა მის სიტყვებზე და დასამშვიდობებლად ხელი დაუქნია.
სახლში მჯდარი მარიტა შიშისაგან და მოჩვენებებზე ფიქრისგან აკანკალებული, ფეხზე ნელა წამოდგა და ცალი ხელით, გულში ბალიშჩაკრულმა, მეორე ხელით ბუხრის საჩხრეკი აიღო თავდასაცავად.
გაბრიელმა, მანქანა ეზოში შეაყენა და სახლისკენ დაიძრა. ფეხზე მდგარ გოგონას, ხელში გრძელი, რკინის საგანი ჩაებღაუჭებინა და როცა კარის სახელურის ხმა გაიგო, გამძაფრებული დაძაბულობით კარისკენ შეტრიალდა. კარი გაიღო და რაღაც საშინელის მოლოდინშI მარიტამ გაბრიელი რომ დაინახა, საჩხრეკი და ბალიში ძირს დააგდო და ბიჭისკენ მთელი სისწრაფით გაექანა.
გაბრიელმა გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე ჩაეკრა გულში გოგონა და ხელები ყელზე ემოხვია. მარიტა თავს უკვე ისე მშვიდად გრძნობდა, როგორც არასოდეს უგრძვნია, გაბრიელის გულმკერდზე მიხუტებული, საოცარ სიმყუდროვეს და შვებას განიცდიდა და უხაროდა მისი ახლოს შეგრძნობა. ამ მომენტში მისთვის ამაზე მნიშვნელოვანი აღარაფერი იყო და რომ გეკითხათ, ბედნიერიც კი იყო ბიჭის დანახვით. თითქოს, ამ წამიდან, მხსნელად მოევლინა გაბრიელი და მისი მფარველი ანგელოზი გახდა. მარიტამ აღიარა, რომ მასთან ერთად თავს გაცილებით მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა.
გაბრიელმა, გოგოს გაყინული ხელები რომ იგრძნო კისერზე, თავიდან არ იცოდა, რა გაეკეთებინა, გაკვირვებული, კარში შემდგარი ფიქრობდა, რა მოხდა წამის წინ, მერე კი როცა გაიაზრა, რომ მარიტა კნუტივით ეხუტებოდა, მანაც მოხვია ხელები და თმაზე ხელისგული გადაუსვა.
ბიჭი, მარიტას გულისცემასაც კი გრძნობდა, იმდენად ახლოს ედგა და მჭიდროდ შემოეხვია მისთვის ხელები გოგოს. ბოლოს, მისი სხეული მოშორდა და იმედით სავსე თვალებით მოაჩერდა.
-ამდენი ხანი სად იყავი...-ჩაიჩურჩულა გოგომ.
-ხუთ წუთში მოვედი.-მიუგო ბიჭმა თვალის მოუშორებლად.
-მართლა?-გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა გოგოს-ჩემთვის დრო ნელა გავიდა.
-ალბათ, იმიტომ, რომ მელოდებოდი.-ჩაეღიმა ბიჭს და დივანზე ჩამოჯდა.-როგორ წამოვიდგენდი, ასეთ უშიშარს უბრალო სიმარტოვე თუ შეგაშინებდა.
-როგორც წესი არ მეშინია ხოლმე-მხრები აიჩეჩა მარიტამ და თავი იმართლა.-და საერთოდაც, ყველაფერი შენი ბრალია. შენ რომ არ შეგეშინებინე მოჩვენებებით, მშვენიერად ვიქნებოდი მარტოც.
-აბა გაიხსენე-ეშმაკური ღიმილით წამოიწყო გაბრიელმა-სანამ მე დამირეკავდი, მანამდე უკვე შეშინებული იყავი. ამხელა გოგო მოჩვენებებმა როგორ შეგაშინეს?
-მომატყუე არა?-თვალებდაწვრილებული მიაჩერდა მარიტა და გაბუტული სახე სხვა მხარეს გაატრიალა.
-აბა, ეგ რა დასაჯერებელი იყო გოგო.-გადაიხარხარა ბიჭმა და მხარზე ხელი დაადო-კარგი, ნუ იბუტები. მაპატიე, რომ შეგაშინე.
მარიტამ, ეჭვისთვალით გახედა ბიჭს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ნანობდა თავის საქციელს.
-ასე აღარ შემაშინო.-გააფრთხილა ბოლოს.
-აღარასოდეს-ხელის გულები აღმართა მანაც ღიმილით.
-კარგი, ძილის დროა-წამოდგა მარიტა მაშინვე.-ძილინების.
-ოთახში მარტო დარჩენისაც ხომ არ გეშინია?-მხიარული ტონით ჩაეკითხა ბიჭი და მასთან ერთად წამოდგა. მარიტამ, როგორც კი მის ხმაში დამცინავი ნოტები იგრძნო, სახე ბრაზიანი მიმიკით შეატრიალა.
-უბრალოდ, შევამოწმე.-თავი იმართლა გაბრიელმა და სანამ მარიტა თავის ოთახში შევიდოდა, თბილი ტონით მიაძახა-ტკბილიძილი.
*********************************
რამდენიმე დღე იყო გასული, რაც მარიტა და გაბრიელი ერთმანეთს არც იმდენად უხეშად და ჭირვეულად ესაუბრებოდნენ, როგორც ურთიერთობის დასაწყისში.
დილით, ორივე თითქმის ერთსა და იმავე დროს იღვიძებდა და ერთად საუზმობდნენ შეთანხმებით. თითმის, ჭამის განრიგიც კი შეათანხმეს. როცა გაბრიელი დილის შემდეგ სამსახურში მიდიოდა, მარიტა თავისუფალი დროის მანძილზე ხან წიგნის კითხვით ირთობდა თავს, ხან მებაღეობით და ყვავილებთან საუბრით იყო დაკავებული, ხან კი, ფილმების ყურებას უთმობდა დროს.
საღამოს, როცა ბნელდებოდა, გაბრიელმა უკვე იცოდა, რომ შინ მარიტა ელოდებოდა და სახლში დროულად ბრუნდებოდა.
როცა, გოგოს ტვინის შერყევის გამო წამლების მიღების დროც ამოეწურა და უკვე უნივერსიტეტში წასვლაც შეეძლო, დილით, მისაღებში ჩავიდა თუ არა საგაზაფხულო, ფერად სარაფანში გამოწყობილი, გაბრიელის უცნაური, შემფასებლური მზერა შემოეგება და ბიჭმა ასეთი წინადადებით მიმართა:
-დღეს მე გაგიყვან უნივერსიტეტში.
-კარგი-მხრები აიჩეჩა გოგომ და კარისკენ ენერგიულად მიირბინა.-აბა, წავედით?
-არ მეგონა, ასეთი სწრაფი თუ იქნებოდი-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და გოგოს უკან მიჰყვა.
მანქანაში ჩამსხდრები, ჩუმად უსმენდნენ სალონში გაჟღერებულ ფრანგ კლასიკას, სანამ გაბრიელმა არ დაარღვია სიჩუმე:
-დღეს სახლში მოსვლა დამაგვიანდება.
-კარგი, მაშინ მეც მეგობართან გავჩერდები უნივერსიტეტის მერე.-სწრაფად გადაწყვიტა მარიტამ და გაჩერებული მანქანიდან გადახტა, ბიჭს კი, ხელი დაუქნია.-გმადლობ მოყვანისთვის.
გაბრიელი, სანამ მანქანას კვლავ დაძრავდა, მეგობრებისკენ წასულ გოგოს დააკვირდა და მის მხიარულ მანერებზე ჩაეღიმა. საოცრად დადებითად მუხტავდა მარიტა, მასთან გატარებული ნებისმიერი წამის შემდეგ გაბრიელი ხვდებოდა, რომ კარგ ხასიათზე დგებოდა და მთელი დღე შეეძლო, გაეხსენებინა გოგოს განწყობა, ამგვარად კი, თავადაც პოზიტივით ივსებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ფიქრი გონებას უბნევდა და ვერც მიზეზს არკვევდა ნორმალურად, ეს მაინც არ აწუხებდა, უბრალოდ ტკბებოდა მასთან გატარებული დღეებით და ცდილობდა, მეტად აღარ ეტკინა გული გოგოსთვის.
შორიდან შეამჩნია, როგორ ესაუბრებოდა გოგონებს მარიტა ჟესტების საშუალებით და ღიმილით დაიძრა ადგილიდან.
******************************
თანაკურსელის სახლში, მისაღებ ოთახში, ყავით სავსე ფინჯნით ხელში მჯდარი მარიტა ღიმილითა და ხალისით ესაუბრებოდა მეგობარს. საღამოს რვა საათზე, გაბრიელმა დაურეკა და მანაც, მეგობარს ბოდიში მოუხადა და ტელეფონს უპასუხა:
-გისმენ გაბრიელ.
-სად ხარ?-მშვიდი ტონით შეეკითხა ბიჭი. გოგოს ყურმილში ტრანსპორტის ხმა მოესმა და მიხვდა, რომ მანქანით მოძრაობდა.
-მეგობართან ვარ, მოხდა რამე?
-არაფერი. მისამართი მომწერე, მოვალ და წამოგიყვან.
-იყოს, თავად წამოვალ. ჯერჯერობით არ ვაპირებ.-მარტივად უპასუხა მარიტამ.
-რატომ ჯიუტობ?-უკმაყოფილოდ ამოიოხრა გაბრიელმა. ვერ ხვდებოდა, რატომ იყო გოგო ზოგჯერ ასეთი დაუმორჩილებელი.
-არ ვჯიუტობ გაბრიელ, ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ.-შეუსწორა მშვიდად.-ასე რომ, შეგიძლია ჩემზე არ ინერვიულო, სახლის მისამართი სწორად მახსოვს.
-მარიტა, არ გამაბრაზო.-ტონი გაუმკაცრდა გაბრიელს, მაგრამ ამით უკვე დიდი ხანია ვეღარ აშინებდა გოგოს. მეტიც, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა მარიტას მისი მკაცრი ტონი.
-თუ გინდა, გაბრაზდი,-გულგრილად უპასუხა მარიტამ ისეთი ხმით, რომ ბიჭიც მიხვდა, სულ რომ არ ადარდებდა მისი რეაქცია.-ვახშამი მაცივარშია, თუ წინა დღის საჭმელს არ იკადრებ, შეგიძლია თავად წააყოლო სახლში რამე.
-თავგადაკლული დიასახლისის როლს ირგებ?-ცივად ჩაიცინა ბიჭმა.-კარგად გამოგდის. როდის მოხვალ?
-არ ვიცი, ჯერ არა.-მოკლედ უპასუხა მარიტამ და გათიშვა დააპირა, თუმცა, კვლავ მოესმა გაბრიელის ხმა.
-მისმინე, არ მინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლო.-გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო ახსნა.
-რატომ, ვინმე ფსიქიკურად აშლილი მაინც და მაინც მე ამირჩევს თავის პოტენციურ მსხვერპლად და დანას რომელიმე ნერვში ჩამარტყამს?-სკეპტიკურად ჩაიცინა მარიტამ.
-ნუ სულელობ.-ბრაზიანად გაუმეორა გაბრიელმა.-ადამიანს რატომ არ უსმენ? ან რა საჭიროა, ყველაფერს ასე არასერიოზულად მიუდგე?
-არასერიოზულად და ბავშვივით შენ მექცევი.-მტკიცე ტონით მიუგო გოგომ.-მე აზრს არ შევიცვლი, შეგიძლია შეეგუო ჩემს არჩევანს და სახლში ზედმეტად კონცენტრირებული ნუ იქნები ჩემს მოსვლაზე, ასე უფრო ნელა გავა დრო.
მარიტამ, საუბრის დასრულებისთანავე გაუთიშა და კმაყოფილი დაბრუნდა მაგიდასთან, მეგობართან კი იმავე თემაზე განაგრძო საუბარი, რაზეც შეჩერდნენ.
გაბრიელმა, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და ბრაზის გასაკონტროლებლად ღრმად ჩაისუნთქა და გოგოს ტელეფონით მისი ადგილსმყოფელის დადგენას შეუდგა. მისვლას და წამოყვანას არ აპირებდა, უბრალოდ უნდოდა, თვალყური ედევნებინა, რომ სახლში უსაფრთხოდ მისულიყო, თუნდაც მარტო და საზოგადო ტრანსპორტით.
გაბრიელმა მანქანა კორპუსთან გააჩერა და ლოდინს მოჰყვა. ათი საათი ხდებოდა, მარიტა რომ სადარბაზოდან გაამოვიდა. გაჩერებამდე სწრაფი ნაბიჯით მივიდა, გაბრიელი კი, მანქანით მიჰყვა უკან ავტობუსს, რომელიც მარიტა ავიდა.
გოგოს მეორე ავტობუსში ჩაჯდომა უწევდა, ამიტომ, ჩამოსულმა, ფეხით უფრო შეიმოკლა გზა. ქუჩა ზედმეტად დაცარიელებული იყო, სიცივის გამო ხალხი თითმის სულ არ გამოდიოდა გარეთ.
გოგო მობუზული და ცოტა არ იყოს, ფრთხილად მიუყვებოდა ტროტუარს და დროდადრო უკან იხედებოდა, რომ შეემოწმებინა, ავტობუსი ხომ არ მოდიოდა. გაბრიელი, მანქანით ფრთხილად მიჰყვებოდა უკან და ყოველ უცხო ხმაზე დამფრთხალ მარიტას ყურადღებით აკვირდებოდა.
-ესე იგი, საკუთარი თავის იმედი გაქვს...-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და თავი გააქნია მის გაუგონრობაზე-მე დიდგულად მესაუბრება და ჩიტის აფრენის ხმაზე შიშისაგან ლამის გული წაუვიდეს.
მარიტა შეშფოთებული იხედებოდა აქეთ-იქით და სანდო ადამიანს ეძებდა თვალებით, რომელიც ზუსტ მისამართს ეტყოდა. ჰორიზონტზე მოხუცი ქალი გამოჩნდა და მარიტამ, ასე თუ ისე დაიმედებული მზერით გახედა. ქალს რომ მიუახლოვდა, თბილი ღიმილით მიაჩერდა:
-ქალბატონო, ხომ ვერ მეტყოდით, ახლა რომელ ქუჩაზე ვარ?
-კი შვილო, აქ ვცხოვრობ მეც.-მიუგო ქალმა და საპასუხოდ პირი გააღო, ხმაური რომ შემოესმა მარიტას, მერე კი, გვერდით სწრაფად ჩაუქროლა ვიღაცამ, ისე, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო და როცა გაიაზრა, რა მოხდა, მაშინვე გაეკიდა მოხუცი ქალის ჩანთის გამტაცებელს.
გოგო მთელი სისწრაფით მისდევდა, ისე, რომ წამითაც არ განუცდია შიშის გრძნობა. პირიქით, ადრენალინი და მისი დაჭერის ძლიერი სურვილი აიძულებდა, უფრო სწრაფად ერბინა და კუნთები დაეტვირთა.
ბოლოს, შორიდან შეამჩნია, ორი კაცი როგორ გადახლართულიყო ერთმანეთში და აშკარა იყო, როგორ ურტყამდა მაღალი მამაკაცი იმ ქურდს, ვისაც გაეკიდა. თანდათან მიუახლოვდა მათ და მერე, თანდათან უცნობი მამაკაცის მიმართ შიშის გრძნობა დაეუფლა. მიახლოებას ვერ ბედავდა, თუმცა, შორიდანვე შეამჩნია რაღაც საეჭვო.
უცნობს სწორედ ისეთი შავი პალტო ეცვა, როგორც... როგორც გაბრიელს. გოგომ სწრაფად გაიაზრა, რაც ხდებოდა და შეშფოთებისგან პირზე ხელი აიფარა.
გაბრიელმა დასუსტებულ, დალილავებულ კაცს ჩანთა აართვა ხელიდან და მარიტასკენ დაიძრა. მიახლოებული, გოგონას წინ შედგა და წარბაწეულმა გაუსწორა თვალი მას.
-აქ რას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა მარიტამ.
-გეხმარები-გულგრილად მიუგო გაბრიელმა-თუმცა, ჩემი დახმარება რათ გინდა, ისე მისდევდი ქურდს, ალბათ, რომ დაგეჭირა, საწყალი, შებრალებას გთხოვდა.
გოგონამ, გაბრიელის ცინიკურ კომენტარზე, დაბღვერილი მზერით უპასუხა და ხელებგადაჯვარედინებული მიაჩერდა ბიჭს.
-მე ადამიანის დახმარებას ვცდილობდი და შენ რომ არ ჩარეულიყავი...
-შენ თვითონ დაგჭირდებოდა დახმარება იმ მანიაკის წყალობით-დააბოლოვა გაბრიელმა მკაცრად და მკლავში ხელი გამოსდო გოგონას.
-სად მიმათრევ?-მკლავი გაამოძრავა მარიტამ, რომ გამოეტაცა, მაგრამ უშედეგოდ.
-წამოდი, სახლში მივდივართ. ქალს ჩანთა დაუბრუნეს და უკან, მანქანისკენ გამობრუნდნენ.
გზაში, გოგონა ალაპარაკდა:
-მაინც ვერ ვხვდები...
-რას ვერ ხვდები, რატომ ჩაიგდე თავი საფრთხეში თუ მე რატომ არ დამიჯერე, როცა გეუბნებოდი, მოვალ და წამოგიყვანთქო?-გახედა ბიჭმა.
-ვერ ვხვდები, რატომ გამომყევი იმის მიუხედავად რომ გითხარი, მე თვითონ წამოვიდოდი-გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა.
-იქნებ უკეთ დაფიქრდე და მიხვდე, რომ შენს დასაცავად გამოგყევი უკან-არანაკლებ გაღიზიანებული ხმით მიუგო გაბრიელმა.-ახლა კი, გაჩუმდი და გზაში მაინც დაასვენე ენა.
მარიტამ, ბრაზისაგან ღრმად ამოისუნთქა და მკლავებგადაჯვარედინებულმა შეატრიალა თავი ფანჯრისკენ.
მთელი გზა, გაბუტული სახეებით ისხდნენ და ზედაც არ უყურებდნენ ერთმანეთს. სახლთან მისულები, ორივე სწრაფი ნაბიჯით დაიძრა სახლისკენ და თავიანთ ოთახებს მიაშურეს.
მას შემდეგ, რაც ორი საათი ოთახებში შეკეტილები, საკუთარი აგრესიის და ბრაზის ჩაცხრობაზე მუშაობდნენ, ორივე მიხვდა, რომ მოშიებოდათ და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდნენ, რომ სამზარეულოში ჩასულიყვნენ. ოთახიდან გამოსულებმა, დერეფანში ერთმანეთი რომ შენიშნეს, ტუჩები აიბზუეს.
რამდენიმე წამი ისე იდგნენ, ზედაც არ უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი, მარიტა დანებდა და ჰკითხა:
-შენც მოგშივდა? გაბრიელს გაეღიმა:
-ჰო, მაგრამ როგორც მახსოვს, მხოლოდ წინა დღის საჭმელია დარჩენილი.
-ჰოდა, ჭამა მოგიწევს.-მხრები აიჩეჩა და კიბეზე დაეშვა გოგონა. კაცი უკან დაეწია და მაცივრიდან პროდუქტების გამოლაგებაში მიეხმარა.
-კარგი, შეგიძლია ჭამო-ნება დართო მარიტამ, როგორც იქნა, როცა მაგიდი გაწყობა დაასრულა და ბიჭის მომღიმარ სახეს ყურადღება არ მიაქცია, თავადაც გემრიელად შეუდგა ჭამას.
გაბრიელი, დროის უმეტესი ნაწილი მარიტას ყურებაში ატარებდა, ისე გემრიელად ჭამდა გოგო, შეუძლებელი იყო, მისი ყურება არ მონდომებოდა.
ბოლოს, მარიტამ მისი მოშტერებული თვალები რომ შენიშნა, დანაშაულზე წასწრებულივით გახედა ბიჭს.
-რა მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?-გამოეპასუხა გაბრიელი აბსურდული სახით.
-აბა ასე რატომ მომაჩერდი?-დაბნეული სახით ჰკითხა მარიტამ.
-იქნებ იმიტომ, რომ ლამაზი ხარ.-პირდაპირ მიუგო ბიჭმა და მომღიმარი მზერით გაუსწორა თვალი გოგოს დაბნეულ თვალებს.
-საიდან მოიტანე?-ამომთქვა გოგონამ გაფართოვებული გუგებით და აწითლებული ღაწვებით. გაბრიელს, მის ბავშვურ რეაქციაზე ჩაეღიმა და ჩატეხილი ტუჩის კუთხით გამოეპასუხა:
-იქიდან, რომ ლამაზი ხარ.-გაუმეორა და წამოდგა.
-შენ ხომ გშიოდა...-გასძახა მარიტამ.
-მერე?
-არაფერი გიჭამია.-ხმადაბლა მიუგო გოგომ.
-არაუშავს, გადამშივდა.-გულგრილად უპასუხა გაბრიელმა გასვლამდე.-შენ ჭამე და მერე დაიძინე.
მარიტა მის ზურგს მიაჩერდა კარში. გაბრიელის გასვლის შემდეგ, მადა მასაც დაეკარგა, თავში სულ ის სიტყვები უტრიალებდა, წუთის წინ რომ მოისმინა. გაბრიელს მისთვის გულწრფელი კომპლიმენტი არასდროს უთქვამს, ამჯერად კი მარიტა გააოცა მისმა თბილმა და საკმაოდ გულახდილმა ტონმა და ამავდროულად, დააბნია. გაშტერებული და ჩაფიქრებული წამოდგა, საჭმელი კვლავ მაცივარში შეალაგა და ოთახშიც ამგვარი დაბნეულობით ავიდა.
-რა უცნაური ვინმე ხარ, გაბრიელ-ჩაიდუდღუნა ბოლოს, დასაძინებლად დაწოლილმა და თვალები დახუჭა, რომ როგორმე დასძინებოდა.
****************************
-გააბრიელ-ტელეფონში, ფრთხილი ტონით მიმართა ლევანმა, საბუთებით ხელში, ოფისსში მჯდარმა-უნდა მოხვიდე, რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს შენთან.
-რა მოხდა, მშვიდობაა?-წამოდგა გაბრიელი სავარძლიდან და ტყავის კურტკა მოიცვა.
-კი, კი, მოდი და გეტყვი, რაც ხდება. სანამ გაბრიელი სახლიდან გამოვიდოდა, კიბეზე ჩამომავალმა მარიტამ შეამჩნია და ინტერესით ჰკითხა:
-მიდიხარ? -ჰო, ლევანმა დამირეკა, კომპანიაში უნდა მივიდე. დაიძინე შენ, არ დამელოდო.
-შეიძლება მეც წამოვიდე?-სწრაფად ჩაეკითხა მარიტა და იმედიანი თვალებით მმიაჩერდა.
გაბრიელმა, მისი მზერის დანახვისას, ამოიოხრა და რათქმაუნდა, დასთანხმდა.
-მიდი, ჩაიცვი, შეგცივდება მაგაში.-მიუთითა თხელ სარაფაანზე და მარიტამაც სწრაფად აირბინა კიბეები.
ათ წუთში, უკვე მანქანაში ისხდნენ და მარიტას ჩართულ "ყვითელ ფოთლებს" უსმენდნენ.
-ცუდ ხასიათზე ხარ?-ჰკითხა გოგომ და თვალებში მიაჩერდა ბიჭს.
გაბრიელმა გოგოს გამომცდელად გამოხედა და უარყოფის ნიშნად გააქნია თავი.
-საიდან დაასკვენი?
-შენი გამომეტყველებით-დაუფიქრებლად მიუგო მარიტამ.-უფრო დაძაბულს გავხარ, საჭეზე თითებს ნერვიულად ათამაშებ და ქუთუთოებიც გითრთის.
გაბრიელმა, გოგოს დასკვნის მოსმენისას, ჩაიცინა და წარბაწეული მიაჩერდა მარიტას: -შენ ხომ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს. სხეულის ენა რომელ წელს შეისწავლე?
-მეორე წელს-თავმომწონედ გაიღიმა გოგონამ.-იმ წელს, ყველაზე სახალისო იყო, ქუჩაში ყველა გამვლელზე ვატარებდით ექსპერიმენტს.
ბიჭს გაეცინა და მანქანა კომპანიის წინ გააჩერა, მერე კი გოგო გააფრთხილა:
-ჩემს გვერდით იდექი და არ მომშორდე, თორემ ვიცი, რა დაბნეულიც ხარ და გამორიცხული არაა, რომ დამეკარგო.
მარიტამ მორჩილად დაუქნია თავი და მანქანიდან გადავიდა.
წინ მიმავალ მამაკაცს გვერდით აედევნა მარიტა, თან შენობაში შესვლისთანავე ცნობისმოყვარე მზერით მიმოიხედა გარშემო, თითქოს ყველაფერს თვალებით აფასებდა. ლიფტში შესვლისას, გაბრიელმა ბოლო სართულის ღილაკს მიაჭირა ხელი და მარიტასაც არ გამორჩენია ეს ყურადღების თვალსაწიერიდან.
-მაქსიმალურად მაღალ სართულზე რატომ გაქვს ოფისი?-ჩაეკითხა ცნობისმოყვარედ.
-ეს გაწუხებს?-წარბაწეული მიაჩერდა გაბრიელი მის დაინტერესებულ თვალებს.
-არა, უბრალოდ პროტესტის გრძნობას აღვივებს ადამიანებში, თითქოს, რადგან კომპანიის უფროსი ხარ, უფრო პრივილეგირებული ხარ ამაშიც კი. ხომ უფროსი ხარ?-დასარწმუნებლად ჰკითხა.
გაბრიელს ჩაეცინა და თავი დაუქნია:
-ჰო, ვარ. როგორც ჩანს, შენს უცნაურ გონებაში ის ფაქტიც პროტესტს იწვევს, რომ შესაძლოა, უფროსმა თავი უფროსად იგრძნოს.
-მაგრამ უფროსობა მაქსიმალურ სართულზე მუშაობით არ გამოიხატება-მიუგო მარიტამ მშვიდად.
გაბრიელმა, თავი ცერად გადახარა და ისე მიაჩერდა გოგოს, თითქოს რაიმე ძველბერძულ, უნიკალურად დამზადებულ ანტიკვარს უყურებდა, რომლის მსგავიც დედამიწაზე არსად მოიპოვებოდა.
დროდადრო მარიტა ისე აოცებდა, რომ თითქმის ვერაანაირ მსგავსებას ვეღარ ამჩნევდა გოგონასა და სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, ვისაც ოდესმე შეხვედრია.
-ისე რატომ მიყურებ, თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო?-საინტერესო კითხვა დასვა გოგონამ, ჩვეული მიმიკით.
-იქნებ ხარ კიდეც-ჩაიცინა გაბრიელმა და ლიფტის კარიც გაიხსნა. ხელით ანიშნა გოგოს, რომ გასულიყო.
მარიტა ლიფტიდან გავიდა და პირდაპირ დაიძრა. -საით?-მოესმა უკნიდან გაბრიელის კითხვა.
-შენი ოფისისკენ, მახსოვს, სადაც არის.-გამოეპასუხა გოგო ისე, რომ თავი არ მოუტრიალებია.
ბიჭმა აცადა გზის გაგნება გოგოს, თან ყურადღებით აკვირდებოდა, როგორი ზუსტი მახსოვრობა ჰქონდა და მისი წინა ვიზიტის დროს გავლილი გზისთვის ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, ისეთი ზუსტი კონცენტრაციით მიაგნო ოფისს.
გაბრიელმა, გოგოს ხელით ანიშნა, გაყოლოდა და ლევანისკენ დაიძრა. კაბინეტის კარი რომ შეაღო, ბიჭი სამუშაო მაგიდასთან,, დაძაბული სახით მჯდარი დაუხვდა.
-რა იყო, რა სახე გაქვს, ვინმე მოკალი?-მიუახლოვდა გაბრიელი და მის წინ ჩამოჯდა.
-ძალიან სერიოზული საქმეა-დაბალი ხმით მიუგო ლევანმა და კარში მდგარი მარიტა რომ შეამჩნია, სკამზე მიუთითა, ჩამომჯდარიყო. -გმადლობ-თავაზიანად გამოეპასუხა მარიტა და სკამზე ჩამოჯდა.
-პირდაპირ მითხარი, შესავლების და გაწელვის გარეშე.-მტკიცე ტონით უთხრა გაბრიელმა და თვალი გაუსწორა წინ მჯდარ მამაკაცს.
-მოკლედ, მამაშენზე გავარკვიე. ხომ გახსოვს, მას და ოთარის რომ უთანხმოება ჰქონდათ. ბოლოს, ერეკლემ გითხრა, რომ ფული მისმა პარტნიორმა მოიპარა, სანამ შუაზე გაიყოფდნენ.
-მერე?-წარბშეკრულმა, მოუთმენლად ჰკითხა.
-მოიტყუა. ფული მისი მოპარული იყო, ოთარი კი იმიტომ მოკლა, რომ ეს ინფორმაცია ხალხისთვის არ ეთქვა. თავისი ქურდობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააქრო და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ თემას უკავშირდებოდა, გააყალბა. მერე, ხალხში იმაზე საუბარი დაიწყო, რომ მხოლოდ შურისძიების გამო მოკლა ოთარი. რეალურად, ფულიც მან მიითვისა და პარტნიორიც უმიზეზოდ მოკლა.
-ფუ ამის…-გაღიზიანებული, სწრაფად წამოდგა სკამიდან და ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.-რა ნაბი***ია...
-გაბრიელ-დაბალი ხმის ტონით მიმართა ლევანმა-ემოციები აკონტროლე და თავს უფლება არ მისცე, რომ მის გამო ციხეში ჩაჯდე.
-ხომ იცი, რომ ეს არ მოხდება?-წარბებქვეშ ამოხედა გაბრიელმა.
-შენ გგონია სამართალდამცავები მკვლელობისთვის არ დაგიჭერენ?-რიტორიკულად ჩაეკითხა მარიტა და გაბრიელმა ღრმად ამოიოხრა:
-არა მარიტა, როცა საქმე ასეთ დაპირისპირებას ეხება, პოლიცია არ ერევა-მშვიდი ტონით აუხსნა, თუმცა გოგონამ მაინც შეატყო ხმაში შერჩენილი მღელვარება.
-მე მაინც გირჩევდი, რომ არ მოგეკლა-ხმადაბლა ამოილაპარაკა მარიტამ.
-მომისმინე-წამოიწყო ლევანმა საუბარი-დამშვიდდი და აიძულე, სიმართლე თავისი პირით გითხრას, ასე უფრო ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს და თუ მაინც არ აღიარებს თავის საქციელს, მაშინ სხვა მეთოდებით იმოქმედე. მაგრამ ხომ იცი…
-ვიცი ხო-გააწყვეტინა გაბრიელმა.-ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ პოლიციაში განაცხადოს. ბიჭი მშვიდად მჯდარი მარიტასკენ მიბრუნდა და წყნარად მიუგო:
-წამოდი, მივდივართ. -სახლში?-ფეხზე წამომდგარი უკან გაყვა ბიჭს და გზაში დააწია კითხვა.
-არ ვიცი, შეიძლება გზად სადღაც გავიაროთ-გამოეპასუხა ბიჭი და ლიფტში შეატარა. მანქანა ცენტრალური გზისკენ დაიძრა. მარიტამ გზაში მოასწრო ღვედის გაკეთება და შემდეგ ბიჭს გახედა დაკვირვებბული მზერით:
-ღვედს რატომ არ იკეთებ? გაბრიელმა, ეუმოციო და გულგრილი გამომეტყველებით გადმოხედა და უპასუხოდ შეატრიალა თავი წინ, გზისკენ.
-ავარიის შემთხვევაში, სანამ უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნება, დიდი შანსია იმის, რომ თავი საქარე მინას მიარტყა და შუშაც ჩატეხო,შუშისგან კი სერიოზული ჭრილობები მიიღო.
-ზოგჯერ ნამდვილი ნერვების ჭია ხარ-ამოიოხრა გაბრიელმა და ღვედი გადაიიჭირა.-ახლა მორჩები ჭიკჭიკს?
-არ მომწონს ჭიებს უარყოფით კონტექსტში რომ მოიხსენიებ-მაინც ამოილაპარაკა გოგომ და თავი ფანჯრისკენ შეატრიალა.
გაბრიელმა, ცალყბად ჩაიცინა და სიჩქარეს მოუმატა. გოგოს გასაკვირად, სახლის გზას გადაუხვიეს და მანქანა ფერადი ციმციმებით განათებულ საბილიარდოსთან გაჩერდა.
-აქ რა გვინდა?-გაკვირვებულმა იკითხა მარიტამ.
-ჭკვიანი გოგო ხარ, მიხვდები შენითაც-ირონიულად მიუგო გაბრიელმა და მანქანიდან გადავიდა.-გადმოხვალ თუ გირჩევნია, დასჯილი ბავშვივით მთელი საღამო მანქანის სალონში გაატარო?
მარიტამ, უკმაყოფილო მზერით გამოხსნა კარი და გადმოაბიჯა.
-იმედი მაქვს, სახლში მანამ წამოვალთ, სანამ აქვე დამეძინება.-დაბღვერილი სახით გააფრთხილა მარიტამ და წინ გაასწრო.
-თითქმის დამავიწყდა, აქ ბავშვი რომ მომყავდა.-ჩაილაპარაკა გაბრიელმა და დაცვას პირადობა უჩვენა.
გოგო, გაფართოვებული თვალების ცეცებით შევიდა ჩაბნელებულ დერეფანში, სანამ წელზე გაბრიელის ხელს იგრძნობდა და უფრო გაუფართოვდებოდა თვალები.
-წინ იარე-ანიშნა ბიჭმა და თავად წაიყვანა დარბაზისკენ. ბილიარდის მაგიდასთან მოხვედრილმა მარიტამ, გარშემო მიმოიხედა და მხოლოდ მამაკაცები რომ შენიშნა, გაბრიელს უკმაყოფილო მზერა მიაპყრო:
-უსამართლოდ მექცევი. აქ მხოლოდ კაცები არიან, სადმე ქალს ხედავ?
-ჰოდა, მოიქეცი, როგორც ღირსეული ქალი და ისე მეთამაშე, რომ მაგრძნობინო, ვინ არის აქ უფროსი-გამოიწვია გაბრიელმა თამამი სიტყვებით და შემართების სტიმულიც გააღვივა მარიტაში.
გოგონამ წარბები აზიდა, მისი მონოლოგის მოსმენის შემდეგ და ხელში კია აიღო.
-როგორც წესი, ასეთ მანიპულაციაზე არ ვეგები ხოლმე-მიუგო მარიტამ თავდაჯერებული სახით.-მაგრამ, რადგან დამარცხება გინდა, იმედს ვერ გაგიცრუებ.
გაბრიელმა, მის პასუხზე ჩაიცინა და შემართული კია დახარა.
-აბა, დაიწყებ?-ანიშნა დანომრილ კოჭებზე.
მარიტა კოჭებს ყურადღებით დააკვირდა, მერე კი ნომერი ამოთქვა და მაგიდისკენ დაიხარა.
გაბრიელი, დაკვირვებული მზერით უყურებდა გოგონას, როგორ უმიზნებდა კოჭს და მოეჩვენა, თითქოს განსაკუთრებულად ლამაზი იყო. ნებისმიერ მომენტში, რაც არ უნდა გაეკეთებინა, გაბრიელს ყოველთვის ეჩვენებოდა გოგოში რაღაც უცხო და ამავდროულად, ნაცნობი. ისეთი ნამდვილი იყო მარიტა, ბიჭი, ვერც ფიქრს აკავებდა და ვერც გრძნობებს, რაღაც უცნაური ემართებოდა, თავადაც არ იცოდა, რა იყო ეს. ვერ ხვდებოდა, რადგან მანამდე არასოდეს ჰქონდა გამოცდილი, მანამდე არასოდეს ჰყვარებია...
თამაშში ერთი და იგივე ანგარიშით სარგებლობდნენ, როცა მარიტას რიგი მოვიდა და გოგომ გამომცდელად გახედა გაბრიელს.
-დანებებას აპირებ, პატარავ?-თავმომწონედ ჩაიღიმა გაბრიელმა.
-მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, გამარტივებული გამარჯვება როგორ გაგახარებს, თამაში უნდა განვაგრძო და გაგრძნობინო, რომ ყველაფერში "ბოსი" ვერ იქნები-ბრჭყალებით მოიხსენია გოგონამ სიტყვა და თავდაჯერებული მზერით დაიხარა კოჭებისკენ. გაბრიელმა, მარიტასგან წამოსული სიმხურვალე და გამოწვევა იგრძნო და გვედით, საოცრად ახლოს ამოუდგა გოგოს. მისკენ დახრილმა, ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები და იგრძნო, როგორ გაუხშირდა გოგონას სუნთქვა.
-ხომ არ აღელვდი?
-ფიზიკური სიახლოვით? ნამდვილად არა-სცადა, ბუნებრივად ეპასუხა და უფრო მეტად სარკასტული ყოფილიყო, ვიდრე დაბნეული მაგრამ ბიჭმა აშკარად შეატყო მღელვარების ნოტები ხმაში.
-კარგი, როგორც გინდა-უმნიშვნელოდ აიჩეჩა მხრები გაბრიელმა.-არ აღიარო, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რომ მე მაინც ვიგრძნობ.
-სისულელეა-მიუგო გოგომ და ყელის ჩასაწმენდად მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა. გაბრიელს მის რეაქციაზე ჩაეღიმა.-თუ გგონია, რომ შენი სიახლოვე ოდნავ მაინც მაღელვებს...
-ვცდები?-გააწყვეტინა ბიჭმა ეშმაკური ღიმილით და გამომცდელად დააკვირდა მარიტას შეხურებულ სახეზე.-მაშ, მითხარი, ლოყები რატომ აგიწითლდა? ან ხელები რატომ გიკანკალებს?
-ლოყები სიცხის გამო გამიწითლდა-ჯიუტად უპასუხა მარიტამ და თვალი გაუსწორა მტკიცე მზერით.-ხელები კი იმიტომ მიკანკალებს, რომ კოჭს ვუმიზნებ, შენ კი თამაშში ხელს მიშლი.
გაბრიელს მისი არგუმენტების მოსმენისას გაეცინა და მხრებში გასწორდა.
-კარგი, სუფთად ვითამაშოთ, არანაირი გადახვევა...
-მაგრამ ეს უკვე გააკეთე-შეეპასუხა მარიტა და თავი გვერდზე გადახარა.
-ესე იგი, თავად აღიარებ, რომ შენზე გავლენა მოვახდინე?-წარბები აზიდა ბიჭმა.
-არა, უბრალოდ სცადე და არ გამოგივიდა-დარწმუნებით შეუსწორა და მაგიდისკენ დაიხარა-მერვე კოჭი.
თამაში მანამ გაგრძელდა, სანამ ბოლოს, გადამწყვეტი ქულა არ გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად.
-ერთი იდეა მაქვს-წწარმოთქვა გაბრიელმა.-გამარჯვებისთვის რამე პრიზი დავაწესოთ.
-მაგალითად?
-დამარცხებული ერთ სურვილს უსრულებს გამარჯვებულს.-ეშმაკური ღიმილით მიუგო ბიჭმა.-აბა, თანახმა ხარ?
მარიტა, წარბებაზიდული, რამდენიმე წამი მისჩერებოდა ბიჭს.
-მარცხზე დაფიქრდი და წაგების შეგეშინდა?-დამცინავად ჩაეკითხა გაბრიელი.
-კარგი, იყოს ერთი სურვილი-მაშინვე ამოთქვა გოგომ და თამაში განაგრძეს.
მარიტა, გამომცდელად მისჩერებოდა ბიჭს, რომელიც მაგიდაზე მოქნილად დაიხარა და კია შემართა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ჩააგდებ?-წამოიწყო გოგომ.
-თუ ჩემს კონცენტრაციის გაფანტვაზე მუშაობას აპირებ, ტყუილად ნუ შეწუხები-ღიმილით ამოხედა გაბრიელმა და კოჭს დაუმიზნა. მარიტა, მისმა მიხვედრილობამ გააოცა და უკეთ დააკვირდა, როგორ ოსტატურად მოარტყა კია კოჭს.
გულში ლოცულობდა მარიტა, რომ კოჭი არ ჩავარდნილიყო და გამარჯვება გაბრიელისთვის არ გადაელოცა, მაგრამ, იმედის სხივი მაშინვე ჩაუქრა, როცა კოჭი ჩავარდა და ბიჭს თავმომწონე ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
-კარგი-ხელისგულები ასწია მარიტამ დანებებული მზერით-ორივემ გავიგეთ, რომ ერთი ქულით წავაგე და ახლა, დამცინავი კომენტარები და სხვა ცინიკური გამოხტომები არ გვინდა. როგორც შევთანხმდით, სურვილს ვასრულებ.
-არ მეგონა, ასე ადვილად თუ აღიარებდი დამარცხებას.-ღიმილით მიუახლოვდა გაბიელი და თვალებში მიაშტერდა.
-ჰო, შენს გასაკვირად, არც მშიშარა ვარ და არც ისეთი მხდალი, საკუთარი დამარცხება რომ არ ვაღიარო-თვალი გაუსწორა გოგომ და მტკიცედ მიუგო.
-ვხედავ-უპასუხა ბიჭმა და კია ადგილზე დააბრუნა-კარგი, დროა წავიდეთ.
-ახლა სად მივდივართ?-ჩაეკითხა გოგო გზაში.
-სახლში-გამოეპასუხა-თუ რამე იდეა გაქვს, მითხარი.
-არა, ძალიან მეძინება.
მარიტას სიტყვები მანქანაში გამართლდა და იქვე ჩაეძინა გოგონას. გაბრიელმა, როგორც სხვა დროს აკეთებდა, ფრთხილად გადაიყვანა და ოთახამდე ისე მიიყვანა, ოდნავადაც არ შეურხევია, რომ არ გაღვიძებოდა. საწოლზე სანამ დააწვენდა, გაუცნობიერებლად შეისუნთქა მისი თმის სურნელი და გვირილების სუნი შეიგრძნო.
-რა ბავშვური ხარ და თან გაბედული...-ამოილაპარაკა ჩურჩულით და ბოლოჯერ მიაპყრო მზერა მარიტას მშვიდ სახეს, მერე კი ამოიჩურჩულა-ტკბილი ძილი.
******************************
ერთ საღამოს, როდესაც მარიტამ სწავლა დაასრულა და ოთახიდან გამოსულმა,ძიების შემდეგ გაბრიელს ვერსად მიაგნო, მიხვდა, რომ სამსახურიდან ჯერ არ იყო მოსული ბიიჭი. გადაწყვიტა, მარტოს ევახშმა და მაცივრიდან ტაილანდური საჭმელი გამოალაგა, რომელიც გაბრიელს მოეტანა.
-საჭმელს ტოვებს და თავად ქრება-ჩაილაპარაკა გოგომ და მხრები აიჩეჩა.
ვახშმის შემდეგ, მისაღებში ჩამოჯდა და მომლოდინე სახით დაიწყო კარისკენ ყურება.
ბოლოს, მიხვდა, რომ ასე ლოდინი უაზრო იყო, ამიტომ, ტელეფონი აიღო და გაბრიელთნ დარეკა. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, ყურმილის მეორე მხარეს გოგოს ხმა მოესმა, გაბრიელის ნაცვლად.
-გისმენთ. -გაბრიელთან ვრეკავ?-დაეჭვებით იკითხა მარიტამ და ნომერს კარგად დააკვირდა ეკრანზე.
-კი, ნამდვილად-გაიცინა გოგომ, თუმცა მარიტას ნელ-ნელა უფრო და უფრო ეშლებოდა ნერვები და სასაცილოს ვერაფერს ხედავდა მოცემმულ სიტუაციაში.
-მაშინ, რატომ არ აქვს ტელეფონი პატრონს?-გაღიზიანებულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში, დოინჯი შემოირტყა. -ნუ ბრაზობ გოგონა, თუ იმის გამო ხარ გაბრაზებული, რომ შენთან ერთად ღამე გაატარა და შემდეგ აღარ დაგირეკა, მაგაზე ნუ იღელვებ, ყველას ასე ექცევა. მთავარია, მეორედაც დააინტერესო, ოღონდ სხვანაირად. მარიტას, მისმა უაზრო და უცენზურო საუბარმა ნერვები მოუშალა, თუმცა, ეს ბრაზი ნელ-ნელა გაბრიელის მიმართ გაღიზიანებამ გადაფარა და ყურმილი დაკიდა.
-მოღალატე...-ჩაილაპარაკა და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
გული კარნახობდა, რომ სამაგიერო გადაეხადა ბიჭისთვის, თუმცა არ იცოდა, როგორ. თავაც იგივე გაეკეთებინა? ეს ხომ საკმაოდ არაეთიკური და მორალსაცდენილი იქნებოდა, რომ იგივე გაეკეთებინა, რაზეც თავად გაბრაზდა? გადაწყვიტა, ბბიჭის დაუკითხავად წასულიყო სადმე, ნებისმიერ ადგილას, იმდენი ხნით, რომ გაბრიელი კარგად მიმხვდარიყო, რომ დამნაშავე იყო გოგოს მიმართ და მარიტა ასეთ საქციელს არ იმსახურებდა.
იმის გათვალისწინებით, რომ გარეთ საკმაოდ გრილოდა, გოგონამ ჯინსი, ნაქსოვი მაისური და საყვარელი ხორცისფერი პალტო შემოიცვა, მერე კი, ტელეფონი აიღო და ტროტუარს ჩაფიქრებული გაუყვა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ტრანსპორტი გამოიარა, მშვენიერ ღამის კლუბს მიაგნო, სადაც შეძლებდა, ხალხში გარეულიყო და იქაურ სიტუაციასაც გაეცნობოდა.
ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი დაიძრა კლუბისკენ და დაცვას სრულწლოვნების დამადასტურებლად პირადობა უჩვენა. კლუბში, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, უმეტესად მამაკაცებით გადავსებული, ქალებ კი, თითქმის ყველას საკუთარი განსხვავებბული სტილი ჰქონდა. მარიტა ინტერესით აკვირდებოდა სახეებს, მათ ჩაცმულობას, ქცევის მანერას და ეთიკას, თუმცა, განსაკუთრებბული ვერაფერი შენიშნა იმის გარდა, რომ ყველა მხოლოდ ერთმანეთის გაცნობას ცდილობდა.
ბართან მისული ჩამოჯდა მაღალ სკამზე და ბარმენს მიმართა:
-შეგიძლიათ ისეთი სასმელი შემომთავაზოთ, ორმოცდაათი პროცენტი რომ წყალი ექნება გარეული, ნაკლები სიმწარით და უფრო მეტად მომჟავო გემოთი?
ქალი უხმოდ მიაჩერდა ორი წამით, შემდეგ კი, ზურგსუკან თაროდან მაღალი ბოთლით სასმელი გადმოიღო და მცირე ზომის ჭიქაში ჩამოასხა.
-დალიე-გაუწოდა მარიტას.
გოგომ სასმელი გამოართვა და შეათვალიერა.
-ნუ ღელავ, მოწამლვას არ გიპირებ.-მიუგო ქალმა და ცალყბად ჩაიცინა.
მარიტამ, თვალი გაუსწორა ბარმენს და სასმელი დალია.
მიუხედავად ნაკლები ალკოჰოლისა, მაინც ეფექტური იყო პირველი ჭიქა გოგოსთვის.
შემდეგ, როცა კვლავ მიუთითა ბარმენს, მისთვის დაესხა, თანდათან მიეჩვია მომწარო-მომჟავო გემოს და აღარც განსაკუთრებულად უწვავდა პირს სასმელი.
რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ, ეიფორიაში ჩავარდნილი წამოდგა და რამდენიმე არეული ნაბიჯი გადადგა. სწორედ ამ დროს დარეკა მისმა ტელეფონმა და ეკრანზე გაბრიელის სახელი რომ შენიშნა, ცინიკური ღიმილით უპასუხა ზარს:
-ჰო, ძვირფასო, მოგენატრა მეუღლე?
-მთვრალი ხარ?-გაბრიელის გაკვირვებული ხმა ჩაესმა ყურში, თუმცა, ამას დიდად არ გაუოცებია გოგონა, სწორედ ეს სურდა.
-შვიდივე ჭიქით შენი და შენი შეყვარებულის სადღეგრძელო დავლიე.
-რამდენი?!-ბიჭმა ტონს აუწია და ამოიგმინა.-შენგან უკვე აღარაფერი გამაკვირვებს. სად ხარ მითხარი.
-უფს, ჩემს ქმარს ჯელტმენობა მოუნდა?-ირონიულად ჩაეკითხა მარიტა და კედელს მიეყრდნო.
-მარიტა, ნუ მეთამაშები, არ ვარ მაგის ხასიათზე.-მკაცრად ამოთქვა გაბრიელმა.
-ჩემთან თამაშის ხასიათზე არ ხარ, აბა, სხვასთან ხარ?
-ვერ ვხვდები ,საით უმიზნებ.-მიუგო გაბრიელმა.-კარგი, არ მითხრა მისამართი, თავად გავარკვევ.
ბიჭმა ყურმილი დაკიდა, მარიტამ კი, თავისთვის ჩაიცინა და კარისკენ დაიძრა.
კლუბიდან გამოსულმა, ცივი ჰაერი რომ იგრძნო სახეზე, ესიამოვნა. რამდენიმე წამი ასე იდგა გაჩერებული, მერე კი, სატრანსპორტო გზისკენ დაიძრა. მხოლოდ სამი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, მის ფეხებთან მანქანა რომ გაჩერდა და განათებული ფარების გამო, მხოლოდ მისკენ მომავალი მაღალი ფიგურა დაინახა მარიტამ.
-გაბრიელ, აქ რას აკეთებ?-ხელოვნურად შეიცხადა გოგონამ.
-მე მეკითხები?-წარბები აზიდა ბიჭმა.-შეხედე, ასეთ მდგომარეობაში ფეხით აპირებდი სახლში წამოსვლას, საერთოდ ნორმალურად აზროვნებ? -თუ ტვინის ფუნქციონირებას გულისხმობ, დაზუსტებით შემიძლია გითხრა, რომ ჩემი ტვინის ოცდაათ პროცენტს ვიყენებ. გაბრიელმა თავი გააქნია და გოგო მანქანაში ჩასვა, მერე კი, თავად მიუჯდა საჭეს და მანქანა სახლისკენ დაძრა.
-მოდი, ასე ვქნათ-წამოიწყო გაბრიელმა საუბარი, საკმაოდ მშვიდად.-მე კითხვებს დაგისვამ, შენ კი რაც შეიძლება ადეკვატური პასუხები გამეცი. გესმის?
-ადეკვატურში გულახდილიც შედის?
გაბრიელმა ღრმად ამოისუნთქა და კითხვების დასმა დაიწყო:
-რატომ გადაწყვიტე, რომ კლუბში წასულიყავი და იმდენი დაგელია, რომ ჩემთვის "ძვირფასოთი" მოგემართა?
მარიტამ, ისე გადაიკისკისა, გაბრიელი გაკვირვებული მიაჩერდა იმაში დასარწმუნებლად, რომ გოგონა არ გაგიჟებულა და ნორმალურ ჭკუაზე იყო.
-რა გაცინებს?
-არ გესიამოვნა ძვირფასო?-მისკენ გადაიხარა მარიტა და თვალებში ჩააშტერდა ბიჭს.
-ღმერთო-ამოიოხრა გაბრიელმა-რა შარში ვარ... შეგიძლია, გონება გათიშო და დაიძინო, ახლა შენთან საუბარს აზრი არ აქვს.
-მერე...
-ნუ ნერვიულობ, საწოლში მე გადაგიყვან-შეაწყვეტინა ბიჭმა.
-ამას არ ვამბობდი. თუ დავიძინე, როგორღა ამიხსნი, ვინ იყო ის გოგო, ტელეფონზე რომ მიპასუხა?-მეამიტი, ფართოდ გახხელილი თვალებით მიაჩერდა გოგონა.
გაბრიელმა წარბები შეიჭმუხნა და მის კითხვაზე ჩაფიქრდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაზე საუბრობდა მარიტა.
-მარიტა, დარწმუნებული ხარ, რომ გოგომ გიპასუხა და არაფერი მოგჩვენებია?
-გიჟი არ ვარ-დარწმუნებით მიუგო გოგონამ და ხელებგადაჯვარედინებული დაელოდა პასუხს.
-კარგი, როდის დამირეკე? -დიდი ხნის წინ... სანამ აქ წამოვიდოდი.
-მაგ დროს ბარში ვიყავი-ჩაფიქრდა გაბრიელი.-ჩემი ტელეფონი არავის აუღია,... მაგრამ, დახლზე დავტოვე რამდენიმე წუთი, მოსაწევად რომ გავედი. მივხვდი, რაზეც საუბრობ. სავარაუდოდ ბარმენი გიპასუხებდა და რაღაც სისულელეებს გეტყოდა. რატომ დაუჯერე უცხო ადამიანს?
-შენზე მელაპარაკებოდა და მაგიტომ-დაბღვერილმა უპასუხა.-მე რა ვიცოდი, თუ შენ არ იცნობდი...
-უცხოებს რომ არ უნდა ენდო, არც ეგ იცოდი?-საყვედურით სავსე მზერა მიაპყრო გაბრიელმა. -მაგ გოგომ მითხრა, რომ შენ ყველა ქალს ცუდად ექცევი.
-გჯერა?-ინტერესით გახედა მარიტას. გოგომ თავი ამოსწია და გაბრიელს გახედა.
რამდენიმე წამი უხმოდ მისჩერებოდა, მერე კი უპასუხა:
-უხეშად შეიძლება, მაგრამ არამგონია, ვინმეს გული ატკინო.
გაბრიელს, მის სიტყვებზე ჩაეღიმა და წინ შეატრიალა თავი. -მოვედით.
გაბრიელმა, კარი გამოხსნა და მარიტა გააფრთხილა, მის გარეშე არ გადასულიყო.
მანქანიდან გადმოსულმა, გოგოს წელს ხელი ჩაავლო და ხელში აიტაცა.
-ჰეი-წამოიყვირა მარიტამ და აფართხალდა.
-რა არ გასვენებს?-შეუბღვირა ბიჭმა.
-დამსვი, გული მერევა-კვლავ გაფართხალდა გოგონა.
-მოისვენე, მივედით უკვე. სახლის კარი შეაღო გაბრიელმა და კიბისკენ ფართო ნაბიჯებით დაიძრა.
მარიტა თავს ძლივს იკავებდა, გული რომ არ არეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რა უხერხული სიტუაცია შეიძლება შექმნილიყო.
გაბრიელმა მეორე სართულზე რომ აიყვანა და დასვა, მაშინვე ტუალეტისკენ გაიქცა. ბიჭმა ამოიოხრა და უკან მიჰყვა.
-გადი-ამოილაპარაკა უნიტაზისკენ დახრილმა მარიტამ, როცა შუბლზე გაბრიელის ხელი იგრძნო.
-არ ვაპირებ-შეუვალი ხმით მიუგო მან და თმა საგულდაგულოდ გადაუწია.
-ჩემზე ჯიუტი შენ ხარ-ხმადაბლა ამოთქვა გოგომ და წამოიწია. გაბრიელის ხელზე დაყრდნობილი გავიდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა.
-თავს როგორ გრძნობ?-სახეზე დააკვირდა ბიჭი. მარიტა, კვლავ გაფითრებული იყო, თუმცა სხვაგვარად უპასუხა:
-მშვენიერად. ჩემზე ნუ დარდობ, არაფერი მჭირს.
-ჰო, გეტყობა.-სკეპტიკურად მიუგო ბიჭმა და მის გვერდით ჩამოჯდა მზრუნველი სახით.-რატომ არ აღიარებ, რომ ზოგჯერ სხვა ადამიანის დახმარება გჭირდება?
-იმიტომ, რომ ასე არაა-ჯიუტად გაიმეორა მარიტამ-ჩემითაც შემიძლია, გავუმკლავდე სიტუაციას და თავს მივხედო.
-როგორც იტყვი-ირონიულად ჩაიცინა გაბრიელმა.-რაც უფრო ნაკლებს იბავშვებ, მით უფრო ნაკლებად დააზიანებ საკუთარ თავს.
-ამას ვინ მასწავლის?-წარბები აზიდა გოგონამ.-ის, ვინც ვერაფრით აღიარა რომ შესაძლოა, ხშირად თავადაც ცდებოდეს.
გაბრიელი და მარიტა ერთმანეთს უხმო, თუმცა მტკიცე მზერით მიაჩერდნენ. ორივემ იცოდა, რას ამბობდნენ და ერთმანეთის ნააზრევსაც ზუსტად ხვდებოდნენ. სწორედ ამიტომ არ ამბობდნენ არაფერს და კუშტად მისჩერებოდნენ ერთიმეორეს.
-დაიძინე.-ამოთქვა ბოლოს გაბრიელმა და გასვლა დააპირა, თუმცა, როგორც ყოველთვის, კვლავ მარიტას სიტყვებმა შეაჩერა:
-შენი ბოლო სიტყვა ეს არის?
ბიჭი მისკენ სერიოზული გამომეტყველებით შეტრიალდა და თვალი გაუსწორა მის თვალებს მოშტერებულ გოგონას მზერას, რომელიშიც სიფრთხილეც კარგად იგრძნობოდა და დაკვირვებულობაც.
გამბედავი ჩანდა მარიტა, როგორც არასდროს, თითქოს ახლა გაბრიელზე ბევრად ძლიერი იყო. თუმცა, თავს ნამდვილად გრძნობდა ასე. გრძნობდა, როგორ ემატებოდა ძალა მასთან კამათისას და შედავებისას, რადგან აღარ იყო ისეთი სუსტი, როგორც მანამდე. გაბრიელთან თანაცხოვრებამ და გამოვლილი ამბების შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ ასწავლა, როგორ ყოფილიყო საკუთარ გრძნობებზე ბევრად მეტი და მასზე, ვინც ამ გრძნობებს მასში იწვევდა.
-ჩემს გამოწვევას ცდილობ?-თავი ცერად გადახარა გაბრიელმა და სახეზე დააკვირდა მარიტას. გოგონას, წარბიც არ შეუხრია, ისე უპასუხა:
-შენთან საუბარს ვცდილობ.
ბიჭმა, ცალყბად ჩაიცინა და მის საწოლს მიუახლოვდა, მერე კი გოგოსკენ დაიხარა და მის სახეს გაუსწორდა თავისი სახით.
-ასე ბევრად უფრო სექსუალური ხარ, როცა ძლიერი ქალის იმიჯს ირგებ.-მიუგო გაბრიელმა ცბიერი ღიმილით და მის პასუხს მომლოდინედ დაელოდა ამაყი და თავდაჯერებული მზერით.
მარიტამ, ცალი წარბი აზიდა და ირონიული სახით მიაჩერდა წინ მდგარ ბიჭს.
-ჩემს მენტალიტეტს სცდი თუ ცდილობ, გავლენა მოახდინო კონცენტრაციაზე და დამაბნიო?
-რა მნიშვნელობა აქვს-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-რაც მთავარია, შენი გონება კომპლიმენტს თავისდაუნებურად, მაინც დაიმახსოვრებს და დაძინებამდე, ჩემი სიტყვები გემახსოვრება. ვინ იცის...
-შეწყვიტე-გააწყვეტინა მარიტამ მოსალოდნელი ბილწი აზრი.-ნუ გგონია, რომ შენმა სიტყვებმა ჩემზე გავლენა მოახდინეს.
-ბუნებრივი რეაქციაა, არ იმჩნევ-ჩაიცინა გაბრიელმა და წამოდგა, მას კი მარიტაც გაუსწორდა და წინ დამდგარმა, კუშტად შეხედა თვალებში მტკიცე მზერით.
-ვერაფრით დაამტკიცებ, რომ ასე არაა.
-მთავარია, გულს სჯეროდეს, პატარავ.-თვალი ჩაუკრა.
-შენს გულს ტყუილების სჯერა?-გამომცდელად ჩაეკითხა.
-ჩემს გულს იმის სჯერა, რასაც გონება ეტყვის. გონება კი თვალებს ენდობა, ამიტომ, მე რასაც ვხედავ, ის მჯერა.
-თვალებით ყველაფერს ვერ დაინახავ.-მტკიცედ მიუგო გოგომ და მისკენ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი.-ზოგჯერ გული უბრალოდ გრძნობს.
-მე მეოცნებე არ ვარ,-დარწმუნებით გამოეპასუხა გაბრიელი.-წარმოსახვით სამყაროში არ ვცხოვრობ და რეალობას თვალს ვუსწორებ. გირჩევ, შენც ასე მოიქცე, სანამ გზაზე რეალური პრობლემები გადაგეღობება.
-ზედმეტად დარწმუნებული ხარ შენს აზრში. უბრალოდ, გეშინია იმის აღიარების, რომ გულს თავისი ფუნქცია აქვს და შიშის გამო, საკუთარ თავს გრძნობების გამოხატვის უფლებას ართმევ. დაფიქრდი, იქნებ ზედმეტად მკაცრი ხარ საკუთარი თავის მიმართ.
გაბრიელმა, მარიტას მწვანე თვალებში არეკლილი საკუთარი თავი დაინახა და მაშინ გაიაზრა, რას ამბობდა გოგონა. უცნაურია, თუმცა, მიხვდა, რომ მართლაც სჭირდებოდა ემოციების და გრძნობების გამოხატვა. გრძნობდა, რომ თავს ვეღარაფერს უხერხებდა, რადგან უნაური ძალა ექაჩებოდა გოგოსკენ. ფიქრები, სასწაულებრივად ამოუფრინდა თავიდან და ამ დროს ბოლომდე გაიაზრა, თუ რას ეუბნებოდა გოგო წუთის წინ, თუმცა, აღარ შეეძლო ამის გამო შეკამათემა. ამის ნაცვლად, სულ სხვა რამ გააკეთა.
მარიტას, რომელთანაც სულ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა, კეფაში ხელი ჩაავლო და ტუჩებზე სწაფად დაეკონა. გოგოს ძარღვებში სისხლი გაეყინა. რას წარმოიდგენდა, თუ გაბრიელი ამას იზამდა. შეწინააღმდეგება არც კი მოჰფიქრებია, ისეთი უცხო გრძნობა დაეუფლა ამ კოცნისას, რომ ვერ გაიგო, რისგან იყო გამოწვეული რეაქციები, რომლებიც სხეულს გაბრიელისკენ ექაჩებოდნენ, მისგან მოშორება და ამოსუნთქვაც კი არ სურდა.
ფიქრებარეულს, როცა ბიჭი მოშორდა, თვალები ფართოდ გაახილა და გაფართოვებული გუგებით მიაჩერდა მომღიმარ გაბრიელს.
-რა გააკეთე?
-გაკოცე.-ეშმაკური ღიმილით უპასუხა მამაკაცმა და ხელებით მის კულულებს გაეთამაშა.-არ მოგეწონა?
-მგონი, სულ გაგიჟდი.-ამოილაპარაკა გოგომ, თვალების დაუხამხამებლად.
-შენი ძილის დროა-მის სხეულს მოშორდა ბიჭი და ოთახის გასასვლელისკენ დაიძრა. კართან მისულმა, თავი მოატრიალა და გოგოს თვალი ბოლოჯერ გაუსწორა-ახლაც არ იფიქრებ ჩემზე ძილის წინ?
როგორც კი გავიდა, მარიტა თავბრუდახვეული ჩამოჯდა საწოლზე და გაშტერებული მზერით მიაჩერდა კედელს.
-რატომ მაკოცა?-ჩაილაპარაკა და თითები ქვედა ტუჩზე გადაისვა.-ღმერთო, ჩემს ჭკუიდან შეშლას ცდილობს...
დასაძინებლად დაწოლილი, ნამდვილად გაბრიელზე ფიქრობდა და ბოლოს, ღრმად ჩაძინებულს, სიზმარშიც მისი ცბიერი, თუმცა, ამავდროულად თბილი და ლამაზი ღიმილი დაესიზმრა.
***********************
შემდეგი დღეები ნამდვილად კატა-თაგვობანას თამაშს გავდა. ორივე ერთმანეთს გაურბოდა, უფრო კი მარიტა არიდებდა თავს ბიჭს, რადგან ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო ბოლო საღამოს მომხდარის შემდეგ თვალებში თავისუფლად ჩახედვა და მასთან მცირედი გასაუბრებაც კი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთ დღეს, მაინც დაემთხვა მათი სახლში ყოფნის დროები ერთმანეთს და ეზოში, უნივერსიტეტიდან და სამსახურიდან დაბრუნებულები შეეჩეხნენ.
-მიბრძახდი-ხელით ანიშნა გაბრიელმა და კარში შეატარა.
მარიტამ, დაბნეულად თვალების ცეცებით გადადგა ნაბიჯი წინ და გვერდი აუარა მამაკაცს.
-საჭმელი რა გვაქვს?-პირდაპირ სამზარეულოსკენ დაიძრა გაბრიელი და მაცივრის კარი გამოხსნა.
-მგონი, არაფერი.-ამოთქვა მარიტამ დაღლილი ხმით და ჩანთა დივანზე დადო.
-ღმერთო-ღრმად ამოიოხრა გაბრიელმა და წელში გასწორდა.-წამოდი, წავიდეთ და ვიყიდოთ.
-კარგი-მხრები აიჩეჩა გოგომ და მორჩილად მიჰყვა უკან.
მთელი გზა გაჩუმებულები ისხდნენ, მარიტა ფანჯარაში იყურებოდა და ბიჭისკენ გახედვას ერიდებოდა, გაბრიელი კი, გზას უყურებდა წარბშეკრული სახით და დროდადრო გოგოსკენაც გაიხედავდა. ბოლოს, ისევ მან დაიწყო საუბარი:
-ჩუმად რატომ ხარ?
-რა?-გამოერკვა მარიტა ფიქრებიდაან და დაბნეული სახით ამოხედა გვერდით მჯდომს.
-გაჩუმებული რატომ ხარ-თქო.-გაუმეორა გაბრიელმა და ყურადღებით მიაჩერდა სახეზე.
-არ მაქვს სასაუბრო და ამიტომ-მოკლედ უპასუხა გოგონამ.
-სასაუბრო არ გაქვს?-ცივად ჩაიცინა ბიჭმა.-ნეტავ რატომ არ მჯერა...
-რა არის დაუჯერებელი ამაში?-წარბაწეულმა გახედა და გამჭოლი მზერით მიაჩერდა მის ირონიულ ღიმილიან სახეს.
-ის, რომ თემა გამოგელია-მიუგო გაბრიელმა.-ასეთი რამ შენ შემთხვევაში არ ხდება.
-უპრეცედენტო არაფერია-მხრები აიჩეჩა გულგრილად.-ისევე როგორც ჩემი სიჩუმე.
-მე კი ვფიქრობ, რომ საქმე სულ სხვა რამეშია-წამოიწყო გაბრიელმა და ცალი წარბი აზიდა. როცა მარიტას მზერა იგრძნო, განაგრძო:
-იმ კოცნის გამო ხარ ასე არა?
მარიტამ თვალები სხვა მხარეს გაატრიალა და სცადა, სახეზე ის უხერხული ემოცია არ ასახვოდა, რასაც იმ მომენტში განიცდიდა.
-შეშინებული შველივით დაფრთხი-შენიშნა გაბრიელმა.
-მორჩი მეტაფორებით საუბარს-გაღიზიანებით მიუგო გოგომ, რომ როგორმე გაბრიელი გაეჩუმებინა და უარესად არ ეგრძნო თავი მარიტას.
-ესე იგი, ასეა-ჩაილაპარაკა ბიჭმა და თავისთვის ჩაიღიმა გოგოს სიმორცხვეზე.-რა ბავშვური ხარ, მარიტა...
-შენ ხომ ხარ კაცური...-ამოთქვა გოგომ ჩუმად, გაბუტული ხმით, თუმცა ამაზე გაბრიელს მხოლოდ გაეცინა.
-ესეც ჩვენი ბუტიაობის მომენტი.
მარიტა ხმის ამოუღებლად იჯდა ხელებგადაჯვარედინებული და ფანჯარას გაჰყურებდა, თუმცა, გაბრიელმა ზუსტად იცოდა, რომ გოგოს აზრები მხოლოდ მისკენ გაურბოდა და იმ საღამოზე ფიქრობდა, როცა…
-კარგი, მისმინე...-დაიწყო ბიჭმა.-არ არის საჭირო, რომ იმ მომენტის გამო უხერხულად იგრძნო თავი.
-ჰო, აბა რა-სკეპტიკურად ჩაიბუტბუტა მარიტამ-ისე განვაგრძო შენთან ერთად ცხოვრება, თითქოს ოდნავადაც არ მომკარებიხარ.
-ისე ლაპარაკობ, თავი კრიმინალი მგონია-გაეცინა გაბრიელს.
-არ ხარ თუ?!
-მარიტა-კვლავ სცადა მისი დამშვიდება.-ასე მძაფრად ნუ აღიქვამ ყველაფერს.
-მე შენნაირი არ ვარ-ამოხეთქა გოგოს ემოციებმა და ჟესტების დახმარებით დაიწყო საუბარი-არ შემიძლია, ერთ დღეს ბიჭს ვაკოცო და მეორე დღეს ისე შევხედო თვალებში, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ მე შენ არ ვარ.
-ვიცი.-გამოეპასუხა გაბრიელი.
-ჰოდა, თუ იცი, გთხოვ ნუ მაიძულებ, ისე მოვიქცე, თითქოს უგრძნობი არსება ვარ.-მიუგო მარიტამ და გზას მიაჩერდა.
გაბრიელმა უხმოდ გახედა შეუვალი სახით მჯდარ გოგოს და წარბი აზიდა. მანქანა სუპერმარკეტის წინ გაჩერდა და გაბრიელიც გადასასვლელად მოემზადა, თუმცა, როცა შენიშნა, რომ მარიტა უშედეგოდ ეჯაჯგურებოდა ღვედს და ვერა და ვერ გაეხსნა, ამოიოხრა და მისკენ გადაიხარა. -გაუშვი-მიუთითა ღვედზე და გოგოც დანებდა.
-ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ რატომ ხდება?!-ამოიოხრა მარიტამ და უკმაყოფილო სახით გადავიდა მანქანიდან.
-იქნებ იმიტომ, რომ შენ თვითონ ეძებ უსიამოვნებებს?-წარბაწეული მიაჩერდა გაბრიელი, ტუჩებზე ათამაშებული ღიმილით.
მარიტამ სკეპტიკურად გამოხედა ბიჭს და ბრაზიანად მიუგო:
-ჰო, ნამდვილად, ალბათ შენც ამიტომ გადაგეყარე. გაბრიელს მის სიტყვებზე ჩაეცინა და კარში შეატარა.
-სხვა დროს მაგ სიტყვების გამო მოგხვდებოდა.-მშვიდად უპასუხა ბიჭმა და კალათა აიტააცა ხელში.
-არამგონია-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გოგონას სახეზე.-ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ ძალებში, ეს კი მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ამაყი ხარ და არა იმის, რომ ძლიერი ხარ.
-რათქმაუნდა-თავი გააქნიია ბიჭმა-ფილოსოფოსობა როდის დაიწყე პატარავ?
-სულელს ყველაფერი ფილოსოფიურად და ჩახლართულად ეჩვენება-სარკასტულად მიუგო მარიტამ და საკუთარი თავით კმაყოფილმა გაადაუსწრო გაბრიელს.
ბიჭმა მისი კომენტარი უპასუხოდ დატოვა და უკან მიჰყვა.
თითქმის ნახევარი საათი ათვალიერებდნენ პროდუქტებს და დაობდნენ იმაზე, თუ რომელი ფირმის ნაწარმი ეყიდათ. ბოლოს, დაზავდნენ და შეთანხმებულებმა, პროდუქტების არჩევის მოვალეობა გაინაწილეს.
სალაროსთან, ორივე თავისი კალათით დაბრუნდა და ერთმანეთს თავმომწონე მზერით გახედეს.
-იმედი მაქვს, კალორიების რაოდენობით არ აარჩიე ყველაფერი-გაადაულაპარაკა გაბრიელმა გოგოს.
-ყურადღებიანი რომ იყო, აქამდე შეამჩნევდი, რომ შესანიშნავი გემოვნება მაქვს საჭმელში.-საპასუხოდ სკეპტიკური მზერა სტყორცნა ბიჭს.
-შენზე კარგი კულინარი არსად მეგულება-ჩაიცინა ბიჭმა და როცა მარიტას დაბღვერილი მზერა იგრძნო, გოგოს თმა აუჩეჩა მხიარული გამომეტყველებით-ასე ნუ მიყურებ, მაშინებ.
-აბა რა, უშიშარ გაბრიელ დადიანს მარიტას მზერა აშინებს-ჩაილაპარაკა გოგომ ცინიკურად და თავი გააქნია.
-როლები გავცვალეთ?-წარბები აზიდა გაბრიელმა და როცა გოგო ვერ მიუხვდა, ახსნა სცადა-ასეთი ირონიული არასოდეს იყავი.
-ჰოდა, ახლა ვარ-მხრები აიჩეჩა მარიტამ გულგრილად, თუმცა, გულში სულ სხვა ემოციები უტრიალებდა.-შევიცვალე, არაფერია აქ უცნაური. როცა ადამიანთან ერთად დიდ დროს ატარებ, მას ემსგავსები.
გაბრიელმა სითბოჩამდგარი თვალებით გახედა მარიტას, რომელსაც თავი დაეხარა და ასე მიუყვებოდა გზას გასასვლელისკენ.
-ფრთხილად, არ დაეჯახო.-მკლავში ხელი წაავლო და კარზე შეჯახებისგან გადაარჩინა გოგონა.-უფრო ყურადღებიანი უნდა იყო.
-საჭირო არ არის მზრუნველი ქმრის როლის მორგება-გაღიზიანებით გამოეპასუხა მარიტა და კუშტი მზერრა შეაგება უკან მდგარს.-ჩემს თავს თავად მივხედავ.
-როგორც ხედავ, გაფანტული გონება ამაში ხელს გიშლის.-მიუგო გაბრიელმა არანაკლებ გაღიზიანებული ხმით და მიუთითა, კარში გასულიყო.
მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ და სახლისაკენ დაიძრნენ. მხოლოდ გზაში ამოიღო ხმა მარიტამ:
-გაბრიელ... ბიჭმა ყურადღებით სავსე მზერა მიაპყრო მისკენ მომართულ გოგოს სახეს.
მარიტამ, ნერვიულობისგან თითების მტვრევა დაიწყო, რაც გაბრიელს არ გამოპარვია და არ შეიმჩნია გოგოს დაძაბულობა, სცადა, უფრო გაემარტივებინა საუბარი:
-არ არის საჭირო, ჩემთან რაიმეზე საუბრის კომპლექსი გქონდეს.
-ჰო, მაგრამ შენ...
-?
-არც იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ მსგავს თემაზე გესაუბრო, მაგრამ იმაზე კარგად მიცნობ, ვიდრე ჩემი მეგობრები.
გაბრიელს გოგოს აღიარებაზე ჩაეღიმა და გულში ოდნავ კმაყოფილებაც იგრძო მარიტას სიტყვების მოსმენის შემდეგ. გულის სიღრმეშიც ხომ ამაზე ოცნებობდა, რომ გოგო მასთან გახსნილი და გულწრფელი ყოფილიყო. მიუხედავად მარიტას გულახდილობისა, გაბრიელმა იცოდა, რომ ის მაინც არ ამბობდა ბოლომდე იმას, რაც აწუხებდა და თავის გულში ინახავდა ყველა იმ პრობლემას, რაზე საუბარიც გაბრიელთან არ შეეძლო. სწორედ ამიტომ, მამაკაცი მიხვდა, რომ ამჯერად ამაზე საუბარი სურდა მარიტას და სცადა, რაც შეიძლება, მეგობრული ყოფილიყო მასთან.
-შეგიძლია, ნებისმიერ თემაზე ილაპარაკო, ეს არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში, თუ თავად არ გინდა ცვლილება. მარიტამ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ შვებისაგან ამოისუნთქა და გაბრიელს დაიმედებული თვალებით გახედა.
-გმადლობ. გაბრიელმა მკრთალად გაუღიმა და დაელოდა, როდის დაიწყებდა გოგო საუბარს.
-მაინტერესებს-წამოიწყო მარიტამ.-ოდესმე გიგრძვნია, რომ სულ სხვა ადამიანი ხარ, ვიდრე მანამდე იყავი? ოდესმე გიფიქრია იმაზე, რომ საკუთარ თავს ვერ ცნობ, ისეთი სხვანაირი ხარ და ხვდები, რომ ამის შეცვლა აღარ შეგგიძლია?
გაბრიელი უხმოდ მისჩერებოდა მარიტას გაფართოვებულ გუგებს, რომელიც თვალებში დაჟინებით შესცქეროდნენ და პასუხს ელოდნენ ბიჭისგან, ისეთ პასუხს, რომელიც დაამშვიდებდა გოგოს და გულიდან ლოდი მოეხსნებოდა, რომელიც ამდენი ხანია ტანჯავდა. უყურებდა ბიჭი და ხვებოდა, რომ ის, რაც წამის წინ მარიტასგან მოისმინა, თავადაც ემართებოდა და ამაზე საუბარი ვერავისთან გაებედა, თავის ყველაზე ახლო ძმაკაცთანაც კი. ახლა კი, თითქოს, გოგოს საუბარმა აგრძნობინა, რომ უცნაური და საშიში არაფერი იყო ამ ყველაფერში. გრძნობდა, როგორ შეიცვალა მთელი თავისი პიროვნებით, როგორ შეცვალა გოგოსთან ერთად ცხოვრებამ და როგორ აგრძნობინა ადამიანური ემოციები, გაუღვიძა ჰუმანური განცდები და სინაზე, რომელიც მანამდე არასდროს უგრძვნია. თითქოს მანამდე, ვერც კი გრძნობდა, როგორი მარტოსული იყო, ახლა კი თვალი აეხილა და სითბოს ფასი ისწავლა. ადამიანისგან ატაცებული პოზიტივი დაიჭირა და ხელში ჩაიბღაუჭა იმდენად ძლიერ, რომ აღარ სურდა გაშვება. ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი მარიტას გამო ხვდებოდა. ეს ადამიანი რომ არ შეხვედროდა, ამას ვერასოდეს განიცდიდა, იმიტომ, რომ მანამდე ადამიანური გრძნობები არ გააჩნდა, ვერ გრძნობდა, როგორ უცემდა გული. თითქოს, სასწაულებრივად დაიწყო სუნთქვა ისე, როგორც შეყვარებული ადამიანები სუნთქავდნენ. დიახ, სწორედ ასე იყო... გაბრიელს მარიტა უყვარდა, მთელი გულით და გრძნობით და თავადაც ხვდებოდა ამას, როგორ უღვივდებოდა გულში მთელი ეს გრძნობა ცხადად და ძლიერად. გოგოს უყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შეიძლებოდა, მაინც სურდა, ყველაფერი ეთქვა მარიტასთვის თავისი გრძნობების შესახებ. უნდოდა, გული ევედრებოდა, აღარ დაემალა და აღარ შეენახა ეს საიდუმლო. პირი გააღო, რომ სიმართლე ეთქვა, მაგრამ ამის ნაცვლად სულ სხვა რამ ამოთქვა:
-ცვლილების არ უნდა გეშინოდეს მარიტა. თავადაც ხომ იცი, რომ ადამიანი ოველდღე პიროვნულად იზრდება და მისი გონებაც ვითარდება.
-ჰო, მაგრამ ეს გონების განვითარება არ გავს-თავი ჩახარა და საკუთარ გადაკვანძულ ხელებს დახედა გოგომ.
-სტრესს გავლენის მოხდენაც შეუძლია ფსიქიკაზე.-უპასუხა ბიჭმა.-შენ კი ბოლო დროს მძიმე სტრესის გადატანა მოგიხდა.
-ანუ, ამბობ, რომ გონებრივი პრობლემები მაქვს?-გაოცებულმა ამოხედა.
-არა, მარიტა.-დაძაბულობის გასაქარწ....ბლად გაუღიმა გოგოს, რომელსაც საკმაოდ შეშფოთებული გამომეტყველება ეხატა სახეზე.-შეიძლება შენი პიროვნული ცვლილება მაგის ბრალი იყოს-თქო, ამას ვამბობ, შენ კი, როგორც ყოველთვის, ყველაფრის გადამეტება გიყვარს. აბა, არ მოდიხარ სახლში? მანქანიდან გადასულ გაბრიელს უკან აედევნა გოგონა და სახლში ჩაფიქრებული შევიდა.
დილით, გაბრიელი ადრიანად აწრიპინებულმა ტელეფონმა გააღვიძა. თვალდახუჭულმა გაშალა ხელი და ტუმბოდან ტელეფონი აიღო.
-რომელი ხარ?-ჩასძახა ზარის ავტორს უხასიათოდ.
- რა სერიული მკვლელის ხმა გაქვს-ღიმილიანი ტონით გამოეპასუხა ლევანი.
-მარტო ხმა არა, ხასიათიც, დროზე თუ არ მეტყვი ასეთ დროს რატომ მაღვიძებ.-შეუვალი ხმით მიუგო გაბრიელმა.
-ნეტავ მარიტა როგორ გიძლებს... მოკლედ, ამ დღეებში საგურამოში მოგვიწევს ასვლა, ირაკლის დაბადების დღეა და იქ ვაპირებთ მოწყობას.-ამოთვქვა ლევანმა ის, რისი თქმაც სურდა.
-მერე რა საჩქარო იყო მაგისგამო დარეკვა.-ამოიბუტბუტა გაბრიელმა და უკვე გამოფხიზლებული, უკმაყოფილო სახით წამოჯდა საწოლზე.
-ისე მეუბნები, თითქოს ყოველ დილით ხუთ საათზე შენ არ იღვიძებდე და ვარჯიშობდე. ისე, დღეს რა მოხდა, რომ ამ დრომდე გეძინა?
-აუ თუ ძმა ხარ, ნუ მკითხავ რა.
-რა იყო, ვინმე დაკერე და მთელი ღამე გაათენე?
-არა ბიჭო, რა დაკერვაზე მელაპარაკები, მთელი ღამე მარიტას ხმა მესმოდა, კონსპექტებს რომ სწავლობდა, არც იმას დაუძინია და მეც გავათენე.
-მოკლედ, შარია სტუდენტი ცოლი-გაეცინა ლევანს.-მაგრამ, რომ ვიცი, რა ჯიუტიც ხარ, აღარაფერს ვამბობ.
-კაროჩე, გამაგებინე როდის უნდა ავიდეთ აგარაკზე.
გაბრიელმა ტელეფონი გათიშა და ადგილზე დააბრუნა, მერე კი თავად წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა.
ოთახიდან გამოსულმა გაიაზრა, რომ გოგოს კვლავ ეძინა, საათი კი უკვე ათის ნახევარს უჩვენებდა. ღრმად ამოიოხრა და მარიტას ოთახის კარზე ნელა დააკაკუნა.
-მარიტა, გძინავს? ხმა რომ არ მოესმა, ოთახის კარი შეაღო და მშვიდად ჩაძინებული გოგოს დანახვაზე უნეურად ჩაეღიმა. მას მიუახლოვდა და საწოლისკენ ღიმილით დაიხარა.
-მარიტა-ჩურჩულით დაუძახა. არ უნდოდა, რომ ასეთი მშვიდი ძილიდან გამოეღვიძებინა, თუმცა, სხვა გზა არ ჰქონდა, კარგად იცოდა, როგორ უსაყვედურებდა საკუთარ თავ მარიტა დაგვიანების შემთხვევაში, მას კი არ სურდა, ცუდ ხასიათზე მყოფი გოგონაას დანახვა.
-მარიტა, გაიღვიძე-ოდნავ შეარხია მისი მხარი და დაინახა, როგორ გაახილა მარიტამ თვალები, მერე კი, პირდაპირ მის თვალებს მიაჩერდა.
-გაბრიელ, აქ რას აკეთებ?-ამოიბუტბუტა გოგონამ და დაკვირვებით ჩააშტერდა შავ თვალებში მისკენ დახრილ ბიჭს.
-შენი პირადი მაღვიძარის ფუნქციას ვასრულებ.-სკეპტიკურად გამოეპასუხა და წამოიწია.
-და ჩემს მაღვიძარად ვინ დაგნიშნა?-წარბი აზიდა მარიტამ და საწოლზე წამოჯდა.
გაბრიელს, გონებაში გაუელვა ფიქრმა, რომ ღირსი იყო გოგონა, დაეგვიანა და დანაშაულის გრძნობა თავად ეწვნია, რადგან მაინც ყველაფრით უკმაყოფილო იყო, მაგრამ გაბრიელი თანდათან ეგუებოდა გოგოს უცნაურ ხასიათს და ცდილობდა, ამის გამო ყოველ ნაბიჯზე არ ეჩხუბათ.
-ალბათ გერჩივნა, უნივერსიტეტში დაგეგვიანა და მერე დასჯილი ბავშვივით მჯდარიყავი სახლში-მიუგო გაბრიელმა.-მაგრამ რას ვიზამთ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს აფასებ, მაინც გიკეთდება.
მარიტამ, მხოლოდ ორწამიანი, უხმო მზერა მიაპყრო და საწოლიდან გადმმოყო ფეხები.
-უნდა გამოვიცვალო.-თქვა იმის სანიშნებლად, რომ ოთახიდან გაასულიყო გაბრიელი.
-მერე?-წარბებაზიდული მიაჩერდა გოგონას ბიჭი.
-შეიძლება ვერ ხვდები, რომ პირადი სივრცე მჭირდება, მაგრამ გამოცვლის დროსაც თუ უნდა მიყურო, ნამდვილად გქონია ფსიქიკური პრობლემები.-კბილებში გამოსცრა მარიტამ.
გაბრიელს, მის გაბრაზებულ, აწითლებულ სახეზე ჩაეცინა და კარისკენ დაიძრა.
-ისე რომ იცოდე, ჩემგან დასამალი მაინც არაფერი გაქვს. შეიძლეა აღარ გახსოვს, მაგრამ მე შენი ქმარი ვარ, პატარავ.
მარიტამ, აჭარხლებული ლოყებითა და ბრაზიანი მზერით გახედა გაბრიელს და სანამ ბრაზისაგან რაიმე სასწაულს იზამდა, გაბრიელმა კარი კმაყოფილმა გაიხურა. რატომღაც მოსწონდა, როცა გოგოს აბრაზებდა, რადგან ამ დროს საოცრად საყვარელი ეჩვენებოდა სახეგაწითლებული, გაბერილი მარიტა, რომელიც ბრაზს ვეღარ იკავებდა.
ოთახიდან გამოსულმა, კიბე ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა, რათა მარიტას გაკეთებული "მადამ ბოვარი" გაესინჯა. გემრიელ საუზმეს მიირთმევდა გაბრიელი, როცა მარიტა კიბეზე ჩამოვიდა გამოუძინებელი სახით და ყავა დაისხა.
-რა სახე გაქვს?-კითხვით მიმართა გაბრიელმა და სახეზე კარგად დააკვირდა.
-გამოუძინებელი ადამიანი არასოდეს გინახავს?-რიტორიკული კითხვით გამოეპასუხა გოგონა და ყავა მოსვა.
-თუ ასეა, რატომ არ გინდა, დაგეხმარო სწავლაში?
-იმიტომ, რომ მინდა ჩემი დავალება ჩემით მოვამზადო-შეუვალი ხმის ტონით უპასუხა მარიტამ.
ბიჭს, მის სიამაყეზე ჩაეცინა და წამოდგა.
-შენზე ჯიუტი ადამიანი არსად მინახავს-მიახლოებულმა, თითქმის ჩურჩულით ამოთქვა და გოგოს მისკენ მოშტერებულ თვალებში ჩააშტერდა.
-შენი თავი გავიწყდება.-გამოეპასუხა მარიტა და თავმომწონედ გაუღიმა.
-როგორ გიხდება სიამაყე-თვალის მოუცილებლად მიუგო გაბრიელმა და მიხვდა, რომ გოგო მისმა სიტყვებმა დააბნიეს.
მარიტამ თვალი ააცილა ბიჭს და ფიქრების მოკრებვას შეეცადა.
-მე მივდივარ.-დარჩენილი ყავა გადაღვარა და მისაღების დივანზე დატოვებული ჩანთა მხარზე მოიკიდა.-შეიძლება დამაგვიანდეს.
-დამირეკე როცა დაასრულებ და წამოგიყვან.
-არაა საჭირო.
-საჭიროა.-მტკიცედ გაუმეორა გაბრიელმა.
რამდენიმეწამიანი მზერა გაცვალეს, მერე კი, უხმოდ დატოვა მარიტამ სახლი, გაბრიელმა კი, ფანჯარაში გოგოს სწრაფად მიმავალ სილუეტს მოჰკრა თვალი.
********************************
საღამოს, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, შენობიდან გამოსულმა გოგონამ გაბრიელის მანქანა შენიშნა ავტოსადგომზე და გაკვირვებული სახით დაიძრა მისკენ.
-აქ რას აკეთებ?-კარი გამოხსნა და წარბაწეული მიაჩერდა შეუვალი სახით მჯდარ ბიჭს.
-ჩაჯექი-მტკიცედ მიუგო და ადგილზე ანიშნა.
-გკითხე რაღაც-ჯიუტად გაიმეორა მარიტამ და გვერდი დაუმშვენა საჭესთან მჯდარს.
-გერჩივნა საზოგადო ტრანსპორტში გეწვალა?-წარბაწიდული სახით გახედა გაბრიელმა.
-ყოველშემთხვევაში, გაუფრთხილებლად მოსვლას მერჩივნა, საკუთარი თავისთვის თავად მიმეხედა.
-შენგან დანებებას და სიტყვის უკან წაღებას არც ველოდი.
დარჩენილი გზა ჩუმად გაატარეს, სახლთან მისულები კი, სანამ მანქანიდან გადავიდოდნენ, გაბრიელმა თავი მარიტაასკენ მიატრიალა:
-მისმინე, თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე, დაახლოებით ერთი კვირის სამყოფი და როცა მორჩები აგარაკზე მივდივართ.
-რა?-გაოცებულმა გაუსწორა მზერა, მაგრამ გაბრიელი უკვე აღარ უთმობდა ყურადღებას მის რეაქციას და მანქანიდან ნახევრად გადასული, არც მარიტას ელოდებოდა.
გოგო სწრაფად გადახტა მანქანიდან და სახლისკენ მიმავალ ბიჭს უკან აედევნა.
-მოიცადე-დაუძახა და მკლავზე მოქაჩა.
გაბრიელი შედგა და მისკენ იმდენად სწრაფად შეტრიალდა, მისკენ დაძრული გოგონა ინერციით შეეჯახა ბიჭის სხეულს.
-ვინმე მოგდევს?-გაეცინა გაბრიელს.
-მაგას მე მეუნები?-გაიკვირვა გოგომ-მარათონის გამარჯვებულივით გარბიხარ. იქნებ ამიხსნა, რა გვინდა აგარაკზე?
-იქნებ ერთხელ მაინც გაძლო კითხვების დასმის გარეშე და უბრალოდ უსიტყვოდ გააკეთო ის, რასაც გეუბნები?
-შენი გაწვრთნილი შინაური ცხოველი კი არ ვარ-ხელები მკერდთან გადააჯვარედინა მარიტამ და დაბღვერილლმა ახედა გაბრიელს, რომელმაც მის შედარებაზე ჩაიფხუკუნა.
-ჰო, არ ხარ-ლოყაზე მოჩქმიტა, იცოდა, რომ ასე უფრო აღიზიანებდა გოგოს.-უბრალოდ ისე გიხდება დაუმორჩილებლობა, არ მინდა, რომ შეიცვალო.
-ძალიანაც რომ ეცადო, ვერ შემცვლი გაბრიელ დადიანო-ჯიუტად მიუგო გოგონამ, შეუვალი სახით.
-უკვე შეგცვალე, პატარავ.-ღიმილით უპასუხა გაბრიელმა და სახლისკენ შეტრიალდა.
-მართლა? შეცვლას რას ეძახი, შენი წყალობით იარაღის დანახვა რომ აღარ მაშინებს?-მარიტას კითხვა დაეწია ბიჭს და უკან მობრუნება აიძულა.
თავდაჯერებული გამომეტყველებით მიაჩერდა გოგოს არანაკლებ დარწმუნებულ მზერას და მტკიცედ წარმოთქვა:
-ჩემი დანახვისას შენს რეაქციას ვგულისხმობ. ზედმეტად გემჩნევა აღელვება, ემოციების დამალვა არასოდეს გამოგდიოდა, არ მეთანხმები?
მარიტას დაბნეულობა და გაბრიელის სიტყვებით გამოწვეული დაბნეულობა მაშIნვე სახეზე აღებეჭდა და სიტყვები ყელში გაეჩხირა.
-რაო, პატარავ, ენა ხომ არ გადაყლაპე?-გამარჯვებული ღიმილით ჩაეკითხა ბიჭი.-ადრე ასეთი დაბნეული და პასიური არ იყავი, გახსოვს?
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები.-კბილებში გამოსცრა თვალებდაწვრილებულმა გოგონამ.-სანამ ტრიუმფში არ დარწმუნდები, გამარჯვებას ნუ იზეიმებ.
მარიტამ გაბრიელს გვერდი აუარა და სახლში შევიდა. ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
-მაინც არ ნებდები ესე იგი...
****************************
საგურამოსკენ მიმავალ მანქანის სალონი ჯაზის მელოდიას გაეყრუებინა. ერთმანეთის გვერდით მჯდარ წყვილს, სახეზე არც ერთს ეტყობოდა, მაგრამ ორივეს მოსწონდა მუსიკა, რომელიც რადიოში ისმოდა და ჩაფიქრებულები გაჰყურებდნენ გზას.
-დავიღალე.-ამოიოხრა მარიტამ მგზავრობით დაღლილმა და თავი გაბრიელისკენ გაატრიალა, რომელიც ცალი ხელით საჭეს ჩაჰფრენოდა, მეორე კი მანქანის კარზზე ჩამოედო.
-მალე მივალთ.
-რამდენ ხანში?-მოუთმენლად ჩაეკითხა.
-ზოგჯერ მგონია, რომ პატარა ბავშვი მიზის გვერდით-ამოიოხრა გაბრიელმა და მაჯის საათს დახედა დროის გადასამოწმებლად-თხუთმეტ წუთში იქ ვიქნებით. არ დაგეძინოს.
გოგომ თავი გააქნია და ჩაბნელებულ გარემოს გახედა ფანჯრიდან.
-რაღაც რომ გკითხო მიპასუხებ?-კვლავ გაბრიელს გახედა.
ბიჭმა თავი დაუქნია და მანაც, ინტერესით ჰკითხა:
-აგარაკზე რა გვინდა?
-ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, აღნიშნვას ვაპირებთ.
-იმედი მაქვს, სახლიდან გასვლა არ მოგვიწევს.
გაბრიელს მის სიტყვებზე ჩაეცინა და ღიმილით გახედა შეწუხებული სახით მჯდარ გოგოს:
-სიცივის ასე გეშინია?
-წარმოდგენაც კი არ გაქვს, ჩემს იმუნიტეტს როგორ უშველო, ამიტომ ამაზე ხუმრობას არ გირჩევ.-დარწმუნებით მოუჭრა მარიტამ.
-ნუ იღელვებ, თუ გაცივდი, მე მოგივლი.-გამოპასუხა გაბრიელი.
-ვერ ვიტან, როცა ვიღაცაზე ვარ დამოკიდებული.-ამოთქვა მარიტამ უკმაყოფილოდ.
-ვიცი-ჩაეღიმა ბიჭს-საკმაოდ კარგდ გიცნობ, მაგას რომ მივხვედრილიყავი.
როგორც იქნა, ჰორიზონტზე ორსართულიანი ხის სახლი გამოჩნდა და მანქანაც მის წინ გააჩერდა გაბრიელმა.
-ფრთხილად გადმოდი, ფეხი არ დაგიცდეს, ტალახი იქნება.-გააფრთხილა მარიტა და ჩემოდნები ხელში აიტაცა.
-ჯანდაბა-ამოიოხრა გოგომ და მანქანიდან დამანჭული სახით გადავიდა.-ტალახიც დაემატა ჩემს ბედნიერებას.
-როგორმე სახლამდე უნდა მიაღწიო-გამამხნევებლად მიუგო გაბრიელმა.-ჩემი ხელით მიგიყვანდი, ჩემოდნები რომ არ მეჭიროს.
-გმადლობ, თავადაც შემიძლია-მტკიცედ ამოთქვა მარიტამ და წარბშეუხრელად დაიძრა სახლისკენ.
გაბრიელს ჩაეღიმა. იცოდა, როგორი ჯიუტიც იყო მარიტა და თავმოყვარე, იმდენად, რომ მის დახმარებას თავისი ნებით არ დასთანხმდებოდა. სწორედ ეს გამოიყენა მის სამოტივაციოდ. ამჯერად, გოგომ მასზე სწრაფად მიაღწია სახლის კარამდე და იქიდან გასძახა მომავალ გაბრიელს:
-თუ არ იჩქარებ, მოგიწევს, ჩემი გაყინული სხეული შეიტანო სახლში.
გაბრიელმა თავი გააქნია და მასთან მისულმა, წარბაწეულმა გადაულაპარაკა, სანამ კარს გააღებდა:
-კაცს შეაშურებ შენი წარმოსახვით.
სახლში შესვლისთანავე, ყურადღებით შეათვალიერა მარიტამ სახლი და ხის სარწეველა რომ შენიშნა, მაშინვე მასში მოკალათდა და ბედნიერი სახით დაარწია.
გაბრიელმა, გოგო რომ შენიშნა, სად იჯდა, ჩაეღიმა და ბუხრის ასანთებად შეშა მოაგროვა.
-ცეცხლის ანთებას აპირებ?-მას მიუახლოვდა მარიტა და გაბრიელთან ერთად დაიხარა ბუხრის წინ.
-თუ ასე ახლოს არ მოხვალ, უფრო მალე დავანთებ.-სახე მისკენ მიატრიალა გაბრიელმა სერიოზული გამომეტყველებით და დაბნეული მარიტაც უკან დაიწია.
-კარგი, მე ტანსაცმელს გამოვიცვლი.
-ოთახი მეორე სართულზეა, კიბიდან მარჯვნივ, პირველივე.
მარიტამ ოთახში აირბინა და რაც შეიძლებოდა, თბილი ტანსაცმელი მოირგო.
საბოლოოდ, ბამბბის თეთრ ნაქსოვ ჯემპრში და სპორტულ შარვალში გამოწყობილი დაეშვა კიბეზე და ფანჯარასთან მდგარი, ტელეფონზე მოლაპარაკე გაბრიელი რომ შეამჩნია, ბუხართან შეყოვნდა ხელების გაათბობად.
გაბრიელმა საუბარი დაასრულა თუ არა, თავი გოგონასკენ მოატრიალა.
-მოგშივდა?
-ძალიან-გულახდილად უპასუხა მარიტამ.
-კარგი, სახლში დარჩი, მე პროდუქტების საყიდლად წავალ.
-არ ფიქრობ, რომ მაღაზიისგან ზედმეტად მოშორებით ვართ?-დაეჭვებული ჩაკითხა გოგონა.
-ვიცი, სად ვიპოვო მაღაზია სახლთან ახლოს.
გაბრიელი კარისკენ დაიძრა, თუმცა, სანამ წავიდოდა, კვლავ მოტრიალდა მარიტასკენ.
-მარტო დარჩენის ხომ არ გეშინია?
გოგომ თავი გააქნია. მისმა მზრუნველობამ სიამოვნება მოჰგვარა, თუმცა, არ უნდოდა, გაბრიელის თანდასწრებით გაღიმებოდა, ამიტომ, თავი შეიკავა.
-კარგი, თუ შეგეშინდება, დამირეკე.-გააფრთხილა ბიჭმა და კარი გაიხურა.
მარიტა ცეცხლს მიაჩერდა და ყურებამდე გაეღიმა მარტო დარჩენილს.
***********************
უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო, მარიტა კი კვლავ ცეცხლთან იჯდა და გაბრიელს ელოდა. იტოვებდა იმედს, რომ მალე მოვიდოდა და დიდხანს არ დატოვებდა მარტოს.
საბოლოოდ, ლოდინით დაღლილი გოგონა ფეხზე წამოდგა და კედლებს გაუყვა. ნელა მიმოდიოდა ოთახში და ყველაფერს სათითაოდ ათვალიერებდა: კედლებს, რომლებზეც საუცხოო, ძალიან ძველი დროის ორნამენტები იყო გამოსახული და ამ კედლების ფერის შესაბამისად დაკიდულ ყანწებს, რომლებსაც შუაში გადაჯვარედინებული ხმლები ამშვენებდნენ. მონუსხული შეჰყურებდა ამ ყველაფერს და ბოლოს, კედელში გამოკვეთილ თაროსაც მიუახლოვდა, რომელზეც საქსოვი ძაფის გორგალი და მასთან ერთად ხის ჯოხები იდო.
მარიტამ ხელში აიტაცა საქსოვი ძაფი და ჯოხები და დროის გასაყვანად ქსოვას შეუდგა. რამდენიმე წუთში კარის საკეტის ხმა გაისმა და გოგომაც წამში შეატრიალა თავი უკან, რომ დაენახა, ვინ იყო. კარში გაბრიელი რომ გამოჩნდა, შვებით ამოისუნთქა მარიტამ, რამაც ბიჭი, ცოტა არ იყოს გაახალისა.
-რა გაცინებს?-დაბღვერილმა გახედა.
-შენ-გულწრფელად მიუგო ბიჭმა ღიმილით.
-რა მე?
-შენ მაცინებ. ჩემმა დანახვამ ასე გაგახარა?
-შენი საქმე არაა-მოკლედ მოუჭრა უემოციო ხმითა და სახით და ქსოვას მიუბრუნდა.
-გასართობი გიპოვია-მიუახლოვდა ბიჭი და პარკები მაგიდაზე დაალაგა.-ქსოვა საიდან იცი?
-ადრე ვისწავლე.-უპასუხა მარიტამ მოკლედ, მაგრამ, როცა გაბრიელის აზიდული წარბი შენიშნა, ამოიოხრა და განაგრძო-ბავშვთასახლის ეზოში ერთი მოხუცი დადიოდა ყოველდღე და ქსოვდა. მე ფანჯრიდან ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. მერე თითებით იგივე მოძრაობას ვიმეორებდი, მაგრამ ნამდვილი ძაფით და ჯოხებით არასოდეს მიცდია.
-კარგი მეხსიერება გქონია-შეაქო გაბრიელმა მისი ამბავის მოსმენით გაოცებულმა და მის წინ ადგილი დაიკავა ხის სკამზე დაფენილ რბილ ბალიშზე.-გამიგია, ქსოვა ამშვიდებს. სწორ საქმეს მიჰყავი ხელი, ხომ იცი.
მარიტამ წარბებქვეშ ამოხედა გაღიმებულ ბიჭს.
-ასე რომ მიყურებ, მგონია, მზერით მწვავ.-გაეცინა გაბრიელს.
-მაგრამ ეს შენს ცინიკურ ხუმრობებზე არ მოქმედებს.-კუშტად მიუგო მარიტამ. -შენ მოქმედებ-თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და ცეცხლს მიაპყრო ჩაფიქრებული მზერა.
-მთელი დღეები მარტო მოგვიწევს ყოფნა?-კითხვით მიმართა მარიტამ და ინტერესჩამდგარი თვალებით გახედა ბიჭს.
-რა იყო, წინააღმდეგი ხარ?-წარბი აზიდა გაბრიელმა.
-უკვე საკმაოდ მივეჩვიე შენთან ერთად ცხოვრებას და ამასთან გამკლავებას.-ხელოვნური ღიმილით მიუგო გოგონამ.
-და ენაც საკმაოდ შემაჩვიე.-დაამატა.-არ ვიქნებით მარტოები, იმედი უნდა გაგიცრუო. ხვალ ან ზეგ ბიჭებიც ამოვლენ.
-ვინ ბიჭები? -ლევანი და ირაკლი. ირაკლის დაბადების დღე სამ დღეშია, აქ ვაპირებთ აღნიშნვას.
-სახლში რატომ არ დამტოვე?-ინტერესით ჩაეკითხა მარიტა და თვალი გაუსწორა მისკენ მომართულ გაბრიელის შავ თვალებს.
-სახლში გერჩივნა? -აქ მერჩივნა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ ვყოფილიყავი.
-ჰოდა, ჩათვალე, რომ შენი სურვილი გამოვიცანი.-მოუჭრა გაბრიელმა და წამოდგა. მამაკაცმა საჭმელი სამზარეულოში შეიტანა. მარიტაც წამოდგა და ამოლაგებაში მიეხმარა.
-კატლეტები გირჩევნია, თუ თევზი ტომატის სოუზში?-კითხვით მიუბრუნდა გაბრიელს.
-შენ რომელიც გაგიადვილდება.-უცვლელი მიმიკით უპასუხა.
მარიტამ მხრები აიჩეჩა და თევზი ღრმა თეფშში მოათავსა გასალღობად. რამდენიმე წუთში, სახლში გემრიელი სუნი დატრიალდა. სამზარეულოში მოფუსფუსე გოგონას გაბრიელიც ეხმარებოდა და თევზისთვის საკმაზს ამზადებდა. ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი მზარეულები შიგადაშიგ გახედავდნენ მეწყვილეს და შეუმჩნევლად ეღიმებოდათ. ორივესთვის სასიამოვნო იყო წამებში დატრიალებული ოჯახური იდილია და პროცესი, როცა ერთად აკეთებდნენ რაღაცას. ორივე გრძნობდა, როგორ ეპარებოდათ გულში სითბო ამის გამო და აბედნიერებდათ ეს წამები.
-მზად არის-ტაფა ცეცხლიდან გადმოდგა მარიტამ და თევზი თეფშზე გადმოიღო. გაბრიელმა რამდენიმე პროდუქტი დაამატა ვახშამს და მაგიდაზე ერთმანეთის პირდაპირ დასხდნენ.
-მოგწონს?-გამომცდელად მიაჩერდა გოგონა გაბრიელს.
-ჩემს შეფასებას ელი?-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ბიჭს.
-ზედმეტად ნუ იამაყებ ამის გამო.
-მერე ვინ თქვა რომ ვამაყობ?-გაიკვირვა გაბრიელმა.-კარგი, ვაღიარებ, ბავშვობის გემო აქვს შენს შემწვარ თევზს, კულინარიაში არც ისე ცუდი ხარ.
-არც ისე ცუდი?-წარბები აზიდა მარიტამ.-შენს ბავშვობის გემოს ასეთ შეფასებას აძლევ?
-მეტს ელოდი?-ეშმაკური ღიმილით ჩაეკითხა.
-მეტ გულახდილობას ნამდვილად ველოდი.-გამოსცრა კბილებში და გემრიელად დააგემოვნა თევზი.
გაბრიელი, მისმა გაბრაზებამ გაახალისა. მისი აზრით, მარიტას, ზედმეტად უხდებოდა აწითლებული ლოყები და სიბრაზისგან დაბერილი ძარღვები ყელზე. უფრო მეტად საყვარელს და გულწრფელს ხდიდა ბრაზი და ამის გამო ზოგჯერ ბავშვს ემსგავსებოდა ისედაც ბავშვური გოგონა. გაბრიელს, ყველაზე მეტად ეს მოსწონდა მასში-რეალურობა, რაც სხვებისაგან მკვეთრად გამოარჩევდა.
ვახშმის დასასრულს, გაბრიელის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და ბიჭი საპასუხოდ უკვე კარგად დაბნელებულ ეზოში გავიდა.
მარიტამ მაგიდიდან საჭმელი და ჭურჭელი აალაგა და ფანჯრიდან ჯიბეებში ხელებჩაყოფილ, ტელეფონზე მოლაპარაკე გაბრიელს გახედა.
-ნეტავ ამ ყინვაში როგორ არ სცივა…
ჭურჭლის დარეცხვას რომ შეუდგა, სწორედ მაშინ შემოვიდა გაბრიელი სახლში და მარიტას დანახვაზე, მტკიცე ტონით მიმართა:
-შეეშვი, ხელები გაგეყინება.
-არაუშავს, გავითბობ.-ჯიუტად შეეპასუხა მარიტა.
გაბრიელი გოგოს მიუახლოვდა და გაუმეორა:
-გითხარი, თავი დაანებე-თქო.
-ჰოდა მეც გიპასუხე.
ბიჭმა, მაჯაში ხელი სტაცა მარიტას და ინერციით შემობრუნებული გოგონა მასზე საკმაოდ მაღალი გაბრიელის წინ აღმოჩნდა. მარიტა, გაფართოვებული გუგებით მიაჩერდა რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულ ბიჭის თვალებს და ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა:
-რას აკეთებ, გაგიჟდი?
-რატომ ხარ ასეთი გაუგონარი?-წყნარად ჩაეკითხა ბიჭი ისე, რომ მისთვის დაჟინებული მზერა არ მოუშორებია.
-გადარეული ხარ-ამოიჩურჩულა დაბნეულმა გოგომ.
გაბრიელს, მის დაბნეულობაზე ჩაეღიმა და ხელი შეუშვა, რომლითაც მისი მკლავი ეჭირა. განტავისუფლებულმა მარიტამ, მაშინვე უკან დაიხია, თუმცა ადგილი აღარ დარჩენოდა დახლამდე.
-მაინც ვერსად გამექცევი.-მოგებული იერით გამოხედა გაბრიელმა უკან დახეულ გოგოს.
-გაქცევას არც ვაპირებ-სცადა, სიმტკიცე შეენარჩუნებინა, თუმცა, სახე კვლავ წაშლილი ჰქონდა,მისი ამგვარი ქცევა კი გაბრიელს უფრო მეტად ახალისებდა.
-ჰო? არც უკან იხევ არა?
-უკან დახევა სუსტების საქციელია, მე კი სუსტი არ ვარ-თავდაჯერებულმა ამოთქვა, რათა გაბრიელის უაზრო სტერეოტიპები უარეყო, რომლითაც ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად მმიიჩნევდა.
-შენზე გაბედული ადამიანნი არსად მინახავს-ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა გაბრიელს ტუჩებზე.
მარიტა ვერ მიხვდა, გაბრიელის ეს სიტყვები სკეპტიკური იყო, თუ გულწრფელი, ამიტომ როგორც ყოველთვის, პირველ ვარიატს დათანხმდა და მტკიცედ მიუგო:
-ჯობია ირონია დამალო, ხომ იცი, შენგან ცინიზმს ადვილად ვითვისებ.
მარიტამ გვერდი აუარა ბიჭს და ჩვეული გრაციოზულობითა და მშვიდი მანერულობით დაიძრა მისაღებისკენ.
გაბრიელმა ღიმილით გააყოლა თვალი გოგოს და მის თავდაჯერებულობაზე მხოლოდ თავი გააქნია.
**************************
დასაძინებლად დაწოლილ მარიტას ჯერ სიცივე არ ასვენებდაა და არ აძლევდა ძილის საშუალებას, შემდეგ კი, სიცივეს უცნაური ხმებიც დაემატა, რომელიც გარედან შემოდიოდა. იცოდა, რომ ტყესთან ახლოს იყვნენ, ამიტომ უარესად შეშინდა. საბანშემოხვეული წამოდგა და სწრაფად მიიჭრა ბიჭის ოთახთან.
რამდენჯერმე დააკაკუნა, სანამ კარი არ გამოხსნა შორტებში გამოწყობილმა გაბრიელმა თვალების ფშვნეტით და შეშლილი თვალებით არ მიაჩერდა გოგოს, რომელმაც წუთის წინ გამოაღვიძა.
-მარიტა, აქ რას აკეთებ?-ყურადღებით აათვალიერა თავზეც საბანწამოცმული გოგო და წარბებაზიდული მიაჩერდა პასუხის გასაგებად.
-ეს ხმები გესმის?-ამოიჩურჩულა მარიტამ და გაჩუმდა, რომ გაბრიელსაც გაეგო ღმუილის ხმები, რომელიც გარედან შემოდიოდა.
-რა ხმები მარიტა, მთვარეული ხარ?-მისი სახის წინ ხელი გააქნია, რომ დაეზუსტებინა. მარიტა გაღიზიანებული მიაჩერდა ბიჭს, რომელსაც მისი არ სჯეროდა და ბრაზინად გაუმეორა:
-მგლების ხმები ისმის.-თითი გაურკვეველი მიმართულებით გაიშვირა და საბანი ძირს რომ არ დავარდნოდა, სწრაფად დასტაცა ხელი მის კუთხეს.-ტყესთან ახლოს ვართ, ანუ ჩვენთან ახლოს ცხოველები არიან.
-მერე?-ხელებგადაჯვარედინებული, კარის ჩარჩოს მიეყრდნო ცალი მხრით, არხეინი სახით მომზირალი გაბრიელი.
-რა მერე?-თვალები გაუფართოვდა გოგონას მისი გულგრილი რეაქციის დანახვისას.
-ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? არამგონია იმის მომხრე იყო, რომ ტურები და მგლები სათითაოდ დავხოცო ან თავად შემჭამონ, როგორც ყველაზე გემრიელი ლუკმა მარიტას ხელიდან.
გოგო მიხვდა, რომ გაბრიელი მართალი იყო, თუმცა მაინც ნაწყენი თვალებით გახედა. გამოსავალი მხოლოდ ის იყო, რომ ყურადღება არ მიექცია ამ ხმებისთვის, თუმცა ეს შეუძლებლად მიაჩნდა, როცა იცოდა, რომ მასთან ახლოს გარეული, საშიში ცხოველები ბინადრობდნენ.
-მომისმინე-მისკენ დაიხარა გაბრიელი და მარიტას აიძულა, მზერა გაესწორებინა მისთვის.-შეგიძლია ჩემთან დარჩე, მაგრამ იცოდე, ძილში არ იფართხალებ, თუ არა და იატაკზე ძილი მოგიწევს.
-მშვიდი ძილი მაქვს-მიუგო მარიტამ მშვიდად და ოთახში შესულმა, მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრა გაბრიელის სიტყვები.-მოიცადე, ერთად უნდა დავიძინოთ?
-პრობლემა რაში მდგომარეობს?-თავი გაატრიალა მისკენ ბიჭმა.
მარიტა, დაბნეული მიაჩერდა მამაკაცს და შემდეგ ორადგილიან საწოლს. ვერ გაეგო, დაწოლილიყო თუ არა.
-მორჩი მორცხვობას და დაწექი, გაცივდები მასე-მოკლედ მოუჭრა გაბრიელმა და საწოლზე მიუთითა, მერე კი თავად დაწვა ერთ მხარეს.
მარიტა ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ზედაპირზე ნელა ჩამოჯდა.
-ნუ გეშინია, არ ვიკბინებით არც მე და არც საწოლი-თვალდახუჭულმა ამოთქვა გაბრიელმა-და არამგონია ეგრე გაშეშებულს დაგეძინოს.
მარიტამ ღრმად ამოისუნთქა და მოდუნდა. საწოლის კუთხესთან იმდენად ახლოს იწვა, რომ მხოლოდ ერთი გამოძრავება აკლდა გადავარდნამდე. მისკენ გადატრიალებულმა გაბრიელმა შეამჩნია, როგორ გამოძრავდა მარიტა და გადავარდნას მისმა ჩაჭიდულმა ხელმა გადაარჩინა. ბიჭმა მაჯაში ხელი სტაცა და თავისკენ მოქაჩა გოგოს სხეული.
-თავის გატეხვას აპირებდი?-მკაცრად უსაყვედურა და მერე გამომეტყველება შეურბილდა-არ გამოგივიდა.
-ამაღამ მშვიდი ძილი არ მიწერია-ამოიოხრა მარიტამ და თვალები დახუჭა.
********************
დილით, არაკომფორტულობის შეგრძნებამ გააღვიძა გოგო და თვალებდაჭყეტილი წამოიწია საწოლზე. ყელზე დაფენილმა გაბრიელის მძიმე მკლავმა საშუალება არ მისცა, რომ თავისუფლად ემოძრავა და შებოჭილი, ძლივს წამოჯდა.
-გაბრიელ-ფრთხილად შეარხია ბიჭის სხეული და ჩუმად დაუძახა, რომ გაეღვიძებინა. როგორც ჩანს, გაბრიელს ღრმა და მშვიდი ძილით ისე ეძინა, რომ მარიტას ხმა არ ესმოდა, ამიტომ, გოგო უფრო მეტად შეეცადა გაეღვიძებინა და რაც შეეძლო, ძლიერ შეაქანა.
მაგრამ, შედეგი არც ამან გამოიღო. პოზაც კი არ შეუცვლია გაბრიელს, ისევ მშვიდად ფშვინავდა. გოგომ ღრმად ამოიოხრა და დაფიქრდა. როგორ შეეძლო მისი გაღვიძება? მხოლოდ ერთი გზა დარჩენოდა ამის გასაკეთებლად და იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ენანა, თუმცა, მთელი დილის საწოლში გატარებას ნამდვილად ერჩია.
მძინარე გაბრიელს, ლოყა აუწვა მარიტას ხელისგულმა. გოგომ თავადაც იგრძნო, როგორ ეწვოდა ხელი და ტანჯული სახით შეუბერა ხელისგულს.
გაბრიელმა, თვალები ნელა გაახილა და გოგოს მიაჩერდა, რომელსაც თავისი ხელი ეჭირა და საბრალო სახით უყურებდა.
-შენ ნორმალური ხარ?-ბიჭიც წამოჯდა საწოლზე და მარიტას გაუსწორა მზერა.
გოგომ, დამნაშავე სახით ამოხედა ბიჭს და მაშინვე საწოლიდან წამოხტა, როგორც კი მისი ხელი მოშორდა.
-სად გარბიხარ?-გამომცდელად მიაჩერდა გოგოს და მისი პიჟამოები შეათვალიერა.-გკითხე და პასუხი გამეცი.
-სხვანაირად ვერ გაღვიძებდი-უდანაშაულო გამომეტყველებით აიჩეჩა მხრები.
-კარგი მიზეზია იმისთვის, რომ შემოგერტყა-სარკასტულად მიუგო და თავადაც წამოდგა საწოლიდან.
მარიტამ, ტუჩების კვნეტა დაიწყო, როცა პასუხი ვეღარ მოიფიქრა, რამაც გაბრიელს ღიმილი მოჰგვარა.
-შეგიძლია გახვიდე, სანამ უხერხულობისგან ცეცხლი მოგეკიდა სახეზე-ეშმაკური ღიმილით მიმართა გაბრიელმა და თავისი საყვარელი მაისური გადაიცვა.
მარიტამ, დაბღვერილი მზერა შეაგება მის გამარჯვებულ მზერას და ოთახიდან გავიდა,. თუმცა, ორ წამში კვლავ შემოესმა კარზე კაკუნის ხმა გაბრიელს.
-მოდი-ღიმილით გასძახა კარის მეორე მხარეს მდგარ გოგონას.
მარიტა, გაბუტული მზერით შემოვიდა, ისე, რომ ბიჭისთვის მზერა არც კი გაუსწორებია, საწოლზე დაფენილ თავის საბანს ხელი დასტაცა და კვლავ გავიდა. გაბრიელმა, მხიარულად გადაიხარხარა გოგოს ბავშვურ საქციელზე და შარვალიც მოირგო ტანზე.
******************
-რას შეჭამ?-სამზარეულოში შესულ მარიტას გაბრიელის ყურადღებიანი კითხვა მიეგება და მხრები აიჩეჩა გოგომ.
-რასაც შენ.-მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა.
-როგორც ჩანს, უკვე მენდობი-ჩაიღიმა გაბრიელმა და ტაფაზე კატლეტები დადო შესაწვავად.
-უბრალოდ შენს კულინარიისადმი მონდომებას ვახალისებ.-ხელოვნური გულგრილობით უპასუხა მარიტამ და ჩაი მოსვა.
-პროფესიონალი ფსიქოლოგები პაციენტებთან მკურნალობის მეთოდებზე არ ლაპარობენ-თავდაჯერებული სახით მიუგო გაბრიელმა-ამიტომ, არც ასეთი ჭკვიანი ხარ, საყვარელო.
-შენ კი საკმაოდ ჭკვიანი ხარ, იმის გათვალისწინებით, რომ მიხვდი, რა ამპლუაშიც ხარ.-გამარჯვებული ღიმილით გაუსწორა მზერა მარიტამ და სკამიდან წამოდგა.-ხომ არ გინდა, დაგეხმარო?
-ჯობს, უბრალოდ დაელოდო, როდის იქნება მზად.
-ჩემში ეჭვი გეპარება?-წარბები აზიდა გოგომ.
-ჰო და ხმამაღლა ვერ გეუბნები, მეშინია, ისევ არ შემომარტყა, როგორც დილას.-ჩაიცინა გაბრიელმა და მარიტა მიხვდა, როგორც დასცინოდა, თუმცა, თავისმა დილანდელმა საქციელმა კვლავ გააწითლა.
-როდემდე უნდა გაიხსენო?-ნაკლებად თავდაჯერებული ტონით ჰკითხა და თვალი აარიდა.
-ამაზე საუბრისას ლოყები ისე გიწითლდება, ალბათ, არასოდეს მომბეზრდება.-ეშმაკური ღიმილითმიუგო და კატლეტები თეფშზე დაალაგა.
ერთმანეთის პირდაპირ ისხდნენ და გემრიელად საუზმობდნენ. მარიტა ხმამაღლა არ აღიარებდა, თუმცა, ნამდვილად ფიქრობდა, რომ გაბრიელი მშვენიერი კულინარი იყო.
გოგომ ტუჩები რომ გაილოკა, ბიჭს ჩაეცინა და მარიტამაც მაშინვე გახედა მომღიმარ გაბრიელს.
-რა?
-შეფასება არ მომისმენია შენგან.
-ჩვეულებრივია-მიუგო გოგომ.
-ანუ ჩვეულებრივ, ყოველთვის ასე ილოკავ ტუჩებს?-წარბი ასწია გაბრიელმა და დაინახა, როგორ გადასცდა მარიტას ლუკმა ამის მოსმენისას.
-ფრთხილად-წყალი მიაწოდა გოგოს, რომელსაც ხველება აუტყდა.-სულ ასეთი ხიფათიანი როგორ ხარ?
-შენთან ვცხოვრობ გაბრიელ-მხრები აიჩეჩა მარიტამ-გიკვირს, რომ ხიფათიანი ვარ?
ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი მის რიტორიკულ სიტყვებზე და ჭამა განაგრძო.
ჭამა თითქმის დასრულებული ჰქონდათ, როცა კარის ხმა შემოესმათ და მისაღებში ხმაურიანად შემოვიდნენ ბიჭები.
გოგო ჩვეული, უცვლელი გამომეტყველებით დააკვირდა სახლში ახლადშემოსულებს, რომლებიც, როგორც ჩანს, რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ლევანი და ირაკლი ჯერ გაბრიელს გადაეხვივნენ, მერე კი, მარიტას მიესალმნენ.
-მარიტა გქვია ხომ?-დასაზუსტებლად, მაინც ჰკითხა ირაკლიმ და თბილი, ღიმილიანი მზერა მიაპყრო გოგოს. მარიტამ თავი დაუქნია და კითხვით გამოეპასუხა: -შენ ირაკლი ხომ? -კი, ირაკლი. აბა, გაბრიელი როგორ იქცეოდა, სანამ მოვიდოდით, ხომ არ გაგაბრაზა?-ძმაკაცს ხელოვნური სიმკაცრით გახედა. -მაგას ეკითხები?-წარბი აზიდა გაბრიელმა.
-რა პრობლემა გაქვს? -არანაირი-ხელები ასწია თავის მართლების მიზნით.-ველოდებოდი, საცოლეს მოიყვანდი და გაგვაცნობდი, მაგრამ...
-ზედმეტადაც ნუ მოინდომებ-გაეცინა ირაკლის-ჯერ რა დროს საცოლეა.
-ჰო, ჯერ საკმარისად არ დაბერებულხარ-ჩაიცინა ლევანმა და დივანზე კომფორტულად მოთავსდა.-აბა, მარიტა, შენს განკარგულებაში გვიგულე მთელი დარჩენილი დრო.
-როგორც იტყვით-გამოეპასუხა მარიტა არანაკლებ მტკიცე ხმით.
******************
საღამო ახლოვდებოდა, როცა დასასვენებლად წამოწოლილი მარიტა საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გასულს, ბიჭების ხმა მოესმა მისაღებიდან.
მათთან გასულმა, გაბრიელი რომ ვერ შეამჩნია, წარბშეჭმუხნულმა შემოიარა ყველა ოთახი, თუმცა, ვერსად ნახა.
დაეჭვებული დაბრუნდა ოთახში და გადაწყვიტა, თმა მოეწესრიგებინა, რომელიც უკვე აშკარად აჩეჩვოდა. თმის ფენი ვერსად ნახა და გაბრიელის ოთახიც მოათვალიერა.
-სად წაიღო-ჩაიბუზღუნა და ოთახიდან გამოსულმა, სააბაზოს მიაშურა. კარი დაუფიქრებლად შეხსნა და მის წინ აღმართულ ბიჭს თავით შეეჯახა მკერდზე.
გაბრიელმა, უკან გადაქანებული გოგონა სწრაფად დაიჭირა, რომ კარისთვის არ მიერტყა თავი.
მარიტამ, თავი სწარაფდ ასწია და შეამჩნია, პირსახოცშემოხვეული გაბრიელი როგორ ედგა წინ და სველი თმიდან წყლის წვეთები ჩამოსდიოდა ტანზე. დაბნეულმა მარიტამ თვალი მოაშორა და დახრილი მზერით ამოილაპარაკა:
-ცხელა...
-ისეთი გაწითლებული ხარ, დაგცხება, აბა რა მოგივა-ჩაიცინა გაბრიელმა.-შემოსვლამდე დაკაკუნებაზე ან უბრალოდ სიფრთხილის გამოჩენაზე არ გიფიქრია?
-კარი რატომ არ გქონდა ჩაკეტილი?-ჯიქურ გაუსწორა მზერა მარიტამ.-რა იცი, ვის როდის მოუნდება აბაზანით სარგებლობა...
-ისე თავდაჯერებული ლაპარაკობ, თითქოს წუთის წინ შენ არ იდექი დასჯილი ბავშვივით გაწითლებული და შერცხვენილი.-ღიმილით მიუგო გაბრიელმა და გამომცდელად მიაჩერდა.
გოგონა, უარესად გააწითლა მისმა კომენტარმა და ტუჩების კვნეტას მოჰყვა.
-აბა, მეტყვი რისთვის მეწვიე თუ დიდხანს იდგები ასე?
-ჯერ ერთი, შენ არ გწვევივარ-მტკიცედ მიუგო გოგონამ-და მეორე, ფენი ვერსად ვნახე, დარწმუნებული ვარ, შენ დადებდი ძნელად მისაგნებ ადგილზე.
-დარწმუნებული ხარ?-ჩაიცინა გაბრიელმა-კარგი ვნახოთ, ჩემს ოთახში დამელოდე და გამოვალ მალე, თუ რათქმაუნდა, აქ არ გირჩევნია ყოფნა.
მარიტამ, გაღიზიანებით გამოხსნა კარი და სააბაზანომდე ოთახამდე ფეხების ბაკუნით მივიდა, ოთახში შესული კი, ხელებგადაჯვარედინებული გაშეშდა დაბღვერილი სახით.
-ასეთი გაბრაზებული უფრო რომ მესაყვარლები იცი?-უკნიდან გაბრიელის ხმა მოესმა და სიტყვები რომმ გაიაზრა, თვალები შუბლზე აუვიდა.
ბიჭმა, მის რეაქციაზე ჩაიცინა და განაგრძო:
-გაოცებული ხომ საერთოდ.
-რას აკეთებ?-ამოთქვა მარიტამ და ეჭვნარევი მზერით მიაჩერდა გაბრიელს.
-რას ვაკეთებ?-წარბაზიდულმა გაუსწორა თვალი და გოგომ იგრძნო, როგორ უელავდა თვალები შავად.
-ჩემს დაბნევას ცდილობ კომპლიმენტებით?-გამომცდელად დააკვირდა.
-როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები საკმაოდ გაბნევს.-ჩაიცინა გაბრიელმა.-შენ კი ამის გასამართლებლად მიზეზებს იგონებ.
-არა, თავად ცდილობ, რომ საკუთარ თავში დამაეჭვო.-მტკიცედ უპასუხა მარიტამ.-რომ ჩემზე გავლენა მოიპოვო და შენზე დამოკიდებული გამხადო.
-და შენ არ გინდა, ჩემზე დამოკიდებული იყო?-მას მიუახლოვდა და დამთბარი ხმის ტონით ჩაეკითხა გოგოს, რომლამდეც მხოლოდ სანტიმეტრები აშორებდა.
-არ მინდა.-დაბალი ხმით ამოილაპარაკა მარიტამ და გაფართოვებული თვალის გუგებით ახედა ბიჭს.
-იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ხარ, არა?-უფრო მეტად დაიხარა გოგოსკენ და მარიტამაც იგრძნო მისი სიახლოვე.
-ჩემივე სიტყვებით რატომ მეთამაშები?-ჩურჩულით ამოთქვა მარიტამ და თვალებში იმდენად დაკვირვებული მზერით შააშტერდა, რამდენადაც შეეძლო.
გაბრიელს, მის მოხერხებულობაზე ჩაეცინა და უკან დაიხია.
-შენი ჭკუაც კი გამომწვევია.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამდენად მიმზიდველია გონებამახვილობა ადამიანებში-გამარჯვებული სახით მიუგო მარიტამ და თვალის მოუშორებლად გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი.-ახლა მითხარი, რა უქენი ფენს?
ბიჭი კარისკენ შეტრიალდა და ანიშნა, გამომყევიო.
მარიტამ უხმოდ მიჰყვა, მაგრამ ტუალეტს რომ მიუახლოვდნენ, მაინც ამოიღო ხმა:
-აქ არ იქნება, თმის გაშრობის შემდეგ ჩემს ოთახში დავაბრუნე.
-შეამოწმე-ხელით ანიშნა გაბრიელმა და კარში შეატარა. მარიტამ, დარწმუნებით გამოხსნა კარი და მაშინვე თაროზე შემოდებული ფენი შენიშნა.
დანებებულმა, სირცხვილი იგრძნო და უკან გამოტრიალდა.
-უცნაური რამეა ეს მეხსიერება, არა?-ყალბი ემოციით გააქნია გაბრიელმა თავი.-რატომ გაწითლდი, პატარავ?
-შენი საქმე არაა-გაბუტული ხმით მიახალა მარიტამ და მიბრუნდა, მაგრამ გაბრიელმა მკლავში ხელი ჩასჭიდა და მისკენ შეატრიალა.
-ყოველთვის რატომ გარბიხარ?
-იქნებ იმიტომ, რომ ჰუმანურობა არ გაგაჩნია და არც კი გიცდია ოდესმე თავი უკეთ გეგრძნობინებინა, ან ჩემს შეცდომაზე ყურადღება არ გაგემახვილებინა.-ნაწყენი მზერით მიაჩერდა გოგონა ცრემლჩამდგარი თვალებით და გაბრიელმა იგრძნო, როგორ აუჩქარდა მარიტას პულსი, მკლავზე ჩაჭიდული ხელით.
-მაპატიე.-ხმადაბლა, თუმცა, საკმაოდ გულწრფელად ამოთქვა ბიჭმა და გოგოს თბილი მზერა ესროლა.
მარიტას წყენა გაოცებამ გადაფარა, როდესაც ბიჭის ბოდიში მოისმინა. არ ელოდა, რომ გაბრიელი ამას იტყოდა. გაფართოვებული თვალებით მიაჩერდა მას თვალის დაუხამხამებლად.
-ასე რატომ მიყურებ?-გაეღიმა გაბრიელს.
-რანაირად?-ჩაეკითხა მარიტა უცოდველი ხმით.
-უცნაურად.-გამოეპასუხა ბიჭი.
-გეჩვენება-მხრები აიჩეჩა გოგონამ და მხარი აუარა.
გაბრიელმა, ეშმაკურად ჩაიღიმა და უკან მიჰყვა მარიტას თავის ოთახამდე.
********************
როდესაც უკვე დაბნელდა, მარიტას მზარეულობის მუზა მოაწვა და შოკოლადის ორცხობილების გამოცხობა განიზრახა. სამზარეულოში, კულინარიით დაკავებულს, გაბრიელის ხმა შემოესმა კარიდან და ფქვილით მოსვრილი ტანით შეტრიალდა მისკენ.
-რა დასვრილი ხარ-სიცილით მიუახლოვდა გაბრიელი და ლოყიდან ცერა თითით ჩამოწმინდა ფქვილი.-მოგისწრია ფქვილით თამაში.
-თამაშს ეძახი?!-წარბებაზიდულმა გახედა.
-ჰო, მართალია, თუ შარს არ ვეძებ, ჯობია შენ არ შეგეწინააღმდეგო.-ეშმაკური ღიმილით უპასუხა და დააკვირდა, როგორ ასხამდა ცომს საცხობ ფორმაში.
-რათქმაუნდა შეგიძლია, შენი აზრი გამოთქვა.-მშვიდად მიუგო მარიტამ.-მაგრამ სამართლიანად და დასაბუთებულად.
-მეტი დასაბუთება და სამართალი რად უნდა ჩემს ნათქვამს, მთლიანად ფქვილში ხარ ამოგანგლული.-მიუგო გაბრიელმა და მარიტასგან სკეპტიკური მზერაც მიიღო.
-ასეთი პრეტენზიული თუ იქნები, მოგიწევს, თავად გააკეთო.
-დიდი სიამოვნებით-წამოდგა გაბრიელი და მიუახლოვდა.
-არ გაბედო-წამოიყვირა გოგომ და ცომი რაც შეეძლო შორს გაწია.-სულ ცოტა მტვერიც რომ ჩაყარო, ვერ გადამირჩები.
-კარგი, დაწყნარდი-გაეცინა გაბრიელს და უკან დაიხია-არ ვეხები.
გოგომ, ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა ბიჭის ქცევა და ფორმაზე ლამაზად დალაგებული ცომი ღუმელში შესვა.
-ამოისუნთქე-ანიშნა გაბრიელმა ღიმილით.-მგონი, ცოტა დაძაბული ხარ.
-სრულიად არა-უარყო მარიტამ მტკიცედ და ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო დახლს ზურგით.
-მართლა?-ცბიერი ღიმილი შეეტყო გაბრიელს ტუჩებზე.
ფეხზე წამოდგა და გოგოს მიუახლოვდა. მარიტას, რატომღაც, ბიჭის მიახლოებისთანავე პულსაცია აუჩქარდა და ნერვიულად დაიწყო ტუჩების კვნეტა.
-ჰო-ჩუმად ამოილაპარაკა.
-რატომღაც, სხეულის ენა სხვანაირად საუბრობს-შეეწინააღმდეგა გაბრიელი საკმაოდ თავდაჯერებული ტონით.-ხმა გიკანკალებს, თითებს კი გაუჩერებლად ათამაშებ.
მარიტამ მაშინვე შეწყვიტა თითებით თამაში და გაბრიელს გაუსწორა თვალი. ბიჭმა განაგრძო:
-ტუჩებს ისე იკვნეტ, რომ ლამის მოგძვრეს. მაგრამ მე მომწონს, გამომწვევია.
-გარყვნილო-ამოთქვა მარიტამ და დამსკდარ ტუჩებზე ხელი გადაისვა.
-ვერ დაგეთანხმები.-შეუსწორა ბიჭმა.-გამომწვევად შენ იქცევი, ჩემზე შთაბეჭდილოების მოხდენას შენ ცდილობ. აბა, რომელია ჩვენს შორის გარყვნილი?
-რათქმაუნდა შენ.-მიახალა გოგომ.-მხოლოდ იმიტომ, რომ მე ასეთი რამე თავშიც კი არ გამივლია, შენ კი, ამის გარდა ვერაფერზე ფიქრობ.
-დამიჯერე, არც ისე ადვილია, შენს გვერდით რამე სხვაზე ვიფიქრო და არა შენზე-დასერიოზულებული ხმით მიუგო გაბრიელმა და მარიტამ იგრძნო, როგორ დააყარა ტანზე ეკლებმა ამ სიტყვების მოსმენისას.
-ჩემით მანიპულირებ?-გამომცდელად ჩაეკითხა და თვალებში დაკვირვებით მიაჩერდა.
-ყველა სიტყვაში მანიპულირებას რატომ ხედავ?-კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.-ამდენად არ მენდობი?
-არავის სიტყვებს არ ვენდობი-მიუგო გოგონამ.-სიტყვებით ყველას შეუძლია მოგხიბლოს და შენი ნდობა მოიპოვოს. მაგრამ, მთავარი მაინც სულ სხვა რამეა.
-შენთვის რა არის მთავარი?-გამჭოლი მზერა მიაპყრო გოგოს მწვანე, დამაბნეველ თვალებს.
-ადამიანის გულწრფელი გრძნობების დანახვა.-თვალის დაუხამხამებლად გამოეპასუხა მარიტა.-მთავარია, რომ მართლა გრძნობდეს და ფიქრობდეს იმას, რასაც ამბობს.
-და გგონია, რომ წამიერი სისუსტე არასოდეს გაიძულებს, რომ ადამიანს ბრმად ენდო?-გამომცდელად ჩაეკითხა ბიჭი.-რომ, თუ ოდესმე ვინმე შეგიყვარდება, მაინც არ დაუშვებ, რომ ამ ადამიანს უბრალოდ ისე მიუძღვნა შენი გული, რომ ნორმალურად არც კი იცოდე მისი გრძნობების შესახებ?
მარიტა ჩუმად იდგა და პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. მან უბრალოდ არ იცოდა, რა ეპასუხა, არ იცოდა, რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით, რადგან გაბრიელის სიტყვებმა აიძულეს, რეალობისთვის თვალი გაესწორებინა და ის ალტერნატიული სამყარო აღმოეჩინა ყოველდღიური გონიერი გადაწყვეტილებების მიღმა, რომელშიც სიყვარული ადამიანს ყველაფერს აკეთებინებდა. სიყვარულს შეეძლო, ადამიანისსთვის გონებაც წაერთმია და სწორედ ამიტომ იყო ეს ყველაზე საშიში გრძნობა ამ ქვეყნად, მაგრამ თან ყველაზე ლამაზი.
-მხოლოდ ფიქრით ვერაფერს გახდები-განაგრძო გაბრიელმა და თბილი, სიყვარულით სავსე ღიმილიანი მზერით გადაუწია თმა ყურზე გოგოს-თუ თავად არასოდეს გიგრძვნია, წინასწარ ვერაფერს იტყვი, რა შეიძლება გაგაკეთებინოს სიყვარულმა.
-კარგი-ღრმად ამოისუნთქა გოგომ.-მოვრჩეთ ამაზე საუბარს, თორემ, ორცხობილები დამეწვება.
-თითქოს მანამდე არაფერი დაგწვია-ჩაიცინა ბიჭმა და სანამ მარიტასგან მკვახე პასუხს მიიღებდა, ოთახიდან გავიდა.
გოგომ, ღუმელიდან ორცხობილები გამოიღო და მისაღებში, დესერტით ხელში გავიდა.
-შენ მოამზადე?-დასაზუსტებლად ჩაეკითხა ლევანი, სანამ გასინჯავდა.
-კი, მაინც ფრთხილად იყავით-მარიტას გაბრიელმა დაასწრო და ბიჭებს თვალი ჩაუკრა.
მარიტამ, სიბრაზისგან გაწითლებული სახით გახედა გაბრიელს და კბილებში გამოსცრა:
-სანამ ჩემს შესაძლებლობებს დააკნინებდე, ჯერ შენი უნარების არსებობაში დარწმუნდი.
ირაკლიმ, ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი მარიტას, ლევანმა კი, როგორც იქნა, ორცხობილა გასინჯა.
-ღმერთო, ეს რა არის.-თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა.-გაბრიელ, დანებდი ძმაო, მაგარი ცოლი გყავს.
მარიტამ, ნიშნის მოგებით გახედა ბიჭს და ტკბილეული ირაკლისაც გაუწოდა.
რადგან არაფერს აპირებდნენ, მითუმეტეს სახლიდან გასვლას, გადაწყვიტეს, რაიმე ფილმი ჩაერთოდ და დრო ასე გაეყვანათ. გაბრიელმა, ტელევიზორთან შენახული დისკები გადმოიღო და დანარჩენებს გაუწოდა, რომ მათ აერჩიათ.
-რა ჟანრში გვინდა?-იკითხა ლევანმა, სანამ ძიებას დაიწყებდა.
-საშინელების და დეტექტივის გარდა ნებისმიერი-გამოეპასუხა დინავზე კომფორტულად მოკალათებული მარიტა. მას ფილმის არჩევაში თავი არ შეუწუხებია, ყველაფერი ირაკლის და ლევანს მიანდო, თუმცა, ბოლო მომენტში გაახსენდა, რომ ბატუბუტის მომზადება კარგი იდეა იქნებოდა და დივნიდან ისე წამოხტა, გვერდით მჯდარი გაბრიელი შეაშინა.
-მე ბატუბუტს მოვხალავ, სანამ თქვენ ფილმს აარჩევთ.
-მაგისთვის წამოხტი სინათლის სისწრაფით?-წარბაწეული მიაჩერდა ბიჭი.
-მაპატიე, თუ შენნაირი "დინჯი" არ ვარ-ირონიულად მიუგო და სამზარეულოში ნარნარით გავიდა.
გაბრიელი, უკან მიჰყვა გოგოს და როცა დაეწია, უკვე დახლთან მიახლოებული შეაჩერა და მისკენ შეატრიალა.
-მგონი ძალიან დაგიგრძელდა ენა.
-არამგონია,-წარბშეუხრელად უპასუხა გოგომ ისე, რომ თვალი არ მოუცილებია მისი მზერითვის.-ჩემი ენის სიგრძე მე არ მაწუხებს.
-რატომ გიყვარს შეპასუხება?-მისკენ დაიხარა და გოგონას სახეს თავისი სახე გაუსწორა.
მარიტა, არეული მზერით მიაჩერდა სანტიმეტრებით დაშორებულ ბიჭს. გული ლამის ამოვარდნოდა სხეულიდან, ისე უცემდა მისი სიახლოვისგან. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამე დამართნოდა, როცა ჩვეულებრივ, არასოდეს ხდებოდა სხვასთან საუბრისას ამდენად სუსტი და დაბნეული. ეჩვენებოდა, რომ გაბრიელი მას ცვლიდა და ეს აგიჟებდა.
-პასუხს არ გამცემ?-გაბრიელმა, თავი შეახსენა და გამოაფხიზლა გონებაგაფანტული გოგონა.-თუ გირჩევნია, ჯერ ემოციებისგან დაიცალო?
-არანაირი ემოცია არ გამაჩნია, მითუმეტეს შენს მიმართ.-გაღიზიანებით მიახალა მარიტამ და მკერდზე თითი მიაბჯინა გაბრიელს. თუმცა, როცა გაბრიელმაც და თვითონაც ამ ხელს დახედეს, გაიაზრა, რას აკეთებდა და თითი ჩამოუშვა.-და ჩემს ემოციებს შენი განხილვა არ სჭირდება.
-მე ვფიქრობ, რომ სჭირდება-მშვიდად და რბილი ტონით უპასუხა გაბრიელმა.-იმიტომ, რომ ჩემთან სიახლოვეზე ზედმეტად უცნაურად რეაგირებ.
-მართლა?-აღელვება არ შეიმჩნია მარიტამ და ცინიკურად ჩაეკითხა.-პარანოია ხომ არ გეწყება გაბრიელ?
-კარგი, ირონიის მიღმა დამალე შენი გრძნობები-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და უკან დაიხია.-მაგრამ, სანამ შენს თავს უმალავ, სხვები უკეთ ამჩნევენ.
ბიჭის სამზარეულოდან გასვლის შემდეგ, მარიტა უკეთესად დაფიქრდა მის სიტყვებზე და სიმართლის მარცვალი რომ აღმოაჩინა, ამან ძალიან შეაშფოთა. გაბრიელი მართალი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა გოგო ამის აღიარებას, რადაც არ უნდა დასჯდომოდა.
მის დანახვაზეც კი უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს სხეულისქვეშ ჭიები უძვრებოდნენ და ჟრუანტელიც ამიტომ უვლიდა კანზე. უცნაურად უთბებოდა მუცელი მასთან ახლოს ყოფნისას, როდესაც გვერდით ეჯდა, როდესაც ხელით ეხებოდა და თუნდაც, უბრალო თბილი მზერის დროს.
-გაბრიელი ხომ თბილი არ იყო...-ამოიჩურჩულა თავისთვის გოგონამ და გაიაზრა, რომ მხოლოდ თავად არ შეცვლილა. პირველ რიგში, ის, რამაც ბიჭის მიმართ გრძნობები გამოიწვია, თავად გაბრიელის ცვლილება გახლდათ. ეს იყო ყველაფრის საწყისი მიზეზი და გოგოს ყურადღებასაც ეს ფაქტი იპყრობდა.
-ღმერთო, რა დავაშავე-საფეთქლები ნერვიულად დაიზილა და ღრმად ამოისუნთქა.-ახლა რა უნდა ვქნა, როცა... მე რა, გაბრიელი შემიყვარდა?
გახევებული იდგა მარიტა და იმის შემდეგ, რაც ეს სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა, ვერ იაზრებდა, რა ხდებოდა მის თავს. როგორ შეეძლო, რომ ასეთი ადამიანი შეყვარებოდა, ამდენი რამის შემდეგ. თუნდაც, იმის შემდეგ, რაც დაინახა, როგორ დახოცა ბიჭმა ამდენი ადამიანი.
-და მე გადამარჩინა.
ყველაფერი მარტივი იყო-მარიტას ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაბრიელს გადაეყარა. რამდენად უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ერთად გამოვლილი დროის მანძილზე, უფრო და უფრო ეჩვეოდა გოგონა ბიჭთან ერთად ცხოვრებას და მის ატანას, შემდეგ კი, ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში გადაიზარდა. მერე რა მოხდა? მის შეყვარებამდე როგორ მიაღწია?
-თეორიულად, მე ის არ უნდა შემყვარებოდა, რადგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ან თავიდანვე უყვარდებათ ერთმანეთი, ან საერთოდ არა. მე და მას არანაირი საერთო არ გვაქვს, არც ერთნაირი პრინციპები და მენტალიტეტი, განსხვავებული გემოვნება და ხასიათი. ორივე ერთნაირი ჯიუტები ვართ, რაც ამცირებს იმის შანსებს, რომ ერთმანეთს ვეწყობოდეთ. არც ერთი არ მივდივართ დათმობაზე, რაც კამათის და უთანხმოების რისკებს ზრდის, მაგრამ...
-მაგრამ შენ მაინც გიყვარვარ-გაისმა გაბრიელის ხმა მის ზურგს უკან. მარიტა, მთელი სისწრაფით შეტრიალდა გაბრიელისკენ და რეტდასხმულმა, დახლს ჩასჭიდა ხელი, რომ არ წაქცეულიყო.
-გაბრიელ...
-გისმენ.-თვალი გაუსწორა ბიჭმა. სრულიად სერიოზული იყო, არაფერი ემჩნეოდა ბედნიერების, თუმცა, არც უბედურების.
-ყველაფერი გაიგე?-პულსაჩქარებულმა, ძლივს ამოთქვა კითხვა და თვალებში მოლოდინით სავსე მზერით მიაჩერდა.
-რას გულისხმობ?
მარიტა ვერ ხვდებოდა, მაგრამ გაბრიელს ნამდვილად მისი აღიარება სურდა. სწორედ ამიტომ ეკითხებოდა შემოვლითი გზით და არა პირდაპირ. სხვაგვარად, თავადაც გამოუტყდებოდა გრძნობებში. მაგრამ, მისთვის მთავარი ის იყო, რომ გოგოს თავისი სიამაყისთვის გადაებიჯებინა და თამამად ამოეთქვა თავისი გრძნობები. სწორედ ისე, როგორ თამამად და გულწრფელადაც ამბობდა ყოველთვის, როგორი გულახდილიც იყო ყველანაირ ასპექტში. გაბრიელს ხომ გოგოში სწორედ ეს გულახდილობა ხიბლავდა ყველაზე მეტად.
მარიტამ, ნერწყვი შესამჩნევად გადაყლაპა და დაბალი ხმით ალაპარაკდა:
-იმას ვგულისხმობ, რომ... მე, შენზე რომ ვსაუბრობდი ხმამაღლა, ეს ყველაფერი მოისმინე?
-დამიკონკრეტე, რაზე მეკითხები.
-გაბრიელ, კარგი რა.-ტირილის ნოტები შეერია მარიტას ხმას. ნამდვილად ემჩნეოდა, როგორ ნერვიულობდა, მაგრამ გაბრიელი დანებებას არ აპირებდა.
-მარიტა-თბილი ტონით ამოთქვა მისი სახელი-შეგიძლია ყველაფერი მითხრა, რასაც ფიქრობ. როდის იყო, შენ სიმართლის თქმის გეშინოდა?
გოგომ ღრმად ამოიოხრა და თვალებში მიაჩერდა ორ ნაბიჯში მდგარ ბიჭს. მართალი იყო გაბრიელი, მარიტა არასოდეს ერიდებოდა სიმართლის ხმამაღლა თქმას. არც ახლა აპირებდა რამის დამალვას და გულში იმედს იტოვებდა, რომ ეს გულახდილობა წყალში არ ჩაეყრებოდა იმედგაცრუებითა და უარყოფით.
-კარგი, გეტყვი.-დაიწყო საუბარი.-არ ვიცი, ეს როდის მოხდა, ან რატომ. მაგრამ, მიუხედავად ყველანაირი თეორიული უზუსტობისა და არაპროპორციული ურთიერთობისა...
-მარიტა, პირდაპირ თქვი-გააწყვეტინა გაბრიელმა.
-შემიყვარდი-სწრაფად ამოთქვა გოგონამ და ტუჩების კვნეტით გაუსწორა თვალი ბიჭს.
გაბრიელს, ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ, ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა და სხივჩამდგარი თვალებით მიუახლოვდა გოგოს.
-რას აპირებ?-დაბნეულად იკითხა მარიტამ.
გაბრიელმა გოგოს სხეული თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა.
მიუხედავად თეორიული აუხსნელობისა, მარიტამ მაინც იგრძნო გაბრიელის პასუხი რაც იქნებოდა და გულში სითბო ჩაეღვარა.
-რატომ არ მეუბნებოდი?-ჰკითხა, როცა მის სხეულს მოშორდა.
-არამგონია, შენთან ამაზე საუბარს აზრი ჰქონოდა. სავარაუდოდ, არასერიოზულად აღიქვამდი და მერე მომიწევდა, მთელი დღეები შენგან "გრძნობებით მანიპულატორის" ძახილი ამეტანა.
მარიტამ, მხარზე ხელი მიჰკრა ბიჭს, მაგრამ თავადაც გაეცინა მის სიტყვებზე.
-აბა, მოხალეთ ბატიბუტი?-თავი მათკენ გაატრიალა ლევანმა, როცა მისაღებში გავიდნენ.
მარიტამ, ბრაზიანად გახედა გაბრიელს.
-ასე რატომ მიყურებ?-უცოდველად ამოთქვა ბიჭმა.
-რისთვისაც გავედი, ის დამავიწყდა შენ გამო-ბრაზიანად მიუგო მარიტამ და უკან გაბრუნდა.
-რა შარში ვარ.-თავზე ხელი გადაისვა გაბრიელმა, თუმცა მიუხედავად ამ "შარისა", გაბადრული ჩაჯდა სავარძელში და სამზარეულოში გრაციოზულად მოძრავ მარიტას მიაყოლა თვალი.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1 სტუმარი სტუმარი კრავაი

მმმ ძაან მაგარი იყო ყოჩაღ ავტორს????

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილიკო

მომეწონა ))) საყვარლობა ისტორია იყო ))

 


სტუმარი კრავაი
მმმ ძაან მაგარი იყო ყოჩაღ ავტორს????

ძალიან დიდი მადლობა blush

სტუმარი ლილიკო
მომეწონა ))) საყვარლობა ისტორია იყო ))

გმადლობ heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

აუ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო. გაბრიელის პერსონაჟს ძაან მოუხდა მარიტას ბავშვური პიროვნება. მოკლედ, ჩემი აზრით, საკმაოდ ვრცელი და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორია იყო.

 


№5 სტუმარი kati

Meore nawilic ra.

 


სტუმარი ნათია
აუ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი იყო. გაბრიელის პერსონაჟს ძაან მოუხდა მარიტას ბავშვური პიროვნება. მოკლედ, ჩემი აზრით, საკმაოდ ვრცელი და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორია იყო.

მიხარია, რომ ასე მოგეწონათ heart_eyes

kati
Meore nawilic ra.

ვნახოთ... blush

 


№7  offline წევრი Maia G.

ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო❤❤

 


№8 სტუმარი Sofiko

აუ ძაან საყვარლობაა, შემდეგი თავის დადებაზე არგიფიქრიათ?

 


№9 სტუმარი Lik

ძალიან მომეწონაა, წარმატებები

 


Mai dire mai
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო❤❤

გმადლობ <3

Sofiko
აუ ძაან საყვარლობაა, შემდეგი თავის დადებაზე არგიფიქრიათ?

არ ვაპირებდი, თუმცა, შესაძლოა...
Lik
ძალიან მომეწონაა, წარმატებები

მადლობაა heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

ცოტა ცეცხლი გვაკლდა..
სხვა ყველაფერი კარგი იყო მომეწონა ^-^

 


№12  offline წევრი სესო

ძალიან მაგარი იყო და ეს ისტორია იმსახურებს გაგრძელებას♥️♥️♥️♥️♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომეწონა❤️ გული დამწყდა რო დამთავრდა. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას.

 


სტუმარი ანი
ცოტა ცეცხლი გვაკლდა..
სხვა ყველაფერი კარგი იყო მომეწონა ^-^

ჰო, შესაძლოა ცეცხლი მართლა აკლდა... მადლობა გულწრფელი შეფასებისთვის <3
სესო
ძალიან მაგარი იყო და ეს ისტორია იმსახურებს გაგრძელებას♥️♥️♥️♥️♥️

გავითვალისწინებ heart_eyes
სტუმარი მარიამი
ძალიან მომეწონა❤️ გული დამწყდა რო დამთავრდა. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას.

ვნახოთ, რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები. <3

 


№15 სტუმარი სტუმარი თაკო

გაზაფხულის წვიმას აღარ აგრძელებთ? იმის შემდეგ უამრავი სიახკე გაქვთ ატვირთული და არცერთი დასრულებული.რას გვერჩით? :(

 


№16 სტუმარი ნიკო

სრული მარაზმი და გულისამრეობა სიუჟეტი თორემ არაჩვეულებრივი წერის უნარი გაქვს .
უბრალოდ ფანტაზია არ გივარგა.
ასეთი კაცები როგორიც გაბრიელია 13 წლის ბლატატა ბავშვებსაც აღარ მოწონთ.
და ის ცალკე საკითხია კიდე გოგოს საქმრო ყავდეს გაიტაცონ და ესე მარტივად დაივიწყოს და სხვა შეიყვაროს როგორც ნიკოლოზმა დაივიწყა მარტივად .
მოკლედ ბოლომდე მხოლოდ იმიტო წავიკითხე რომ რამე საღს ვნახავდი მეგონა და გულწრფელად ვნანობ დაკარგულ დროს.

 


ნიკო
სრული მარაზმი და გულისამრეობა სიუჟეტი თორემ არაჩვეულებრივი წერის უნარი გაქვს .
უბრალოდ ფანტაზია არ გივარგა.
ასეთი კაცები როგორიც გაბრიელია 13 წლის ბლატატა ბავშვებსაც აღარ მოწონთ.
და ის ცალკე საკითხია კიდე გოგოს საქმრო ყავდეს გაიტაცონ და ესე მარტივად დაივიწყოს და სხვა შეიყვაროს როგორც ნიკოლოზმა დაივიწყა მარტივად .
მოკლედ ბოლომდე მხოლოდ იმიტო წავიკითხე რომ რამე საღს ვნახავდი მეგონა და გულწრფელად ვნანობ დაკარგულ დროს.

მშვენიერია, გულწრფელობის ასეთი უნარი რომ გაგაჩნიათ. რაც შეეხება აზრს, რომელიც დააფიქსირეთ, შესაძლოა ჯანსაღ კრიტიკადაც კი მიმეჩნია, შეურაცხყოფის ნოტები რომ არ მეგრძნო თქვენს ტონში. მაგრამ, მაინც მიხარია, თუ თქვენი ნეგატიური ენერგია აქ მაინც გაანთავისუფლეთ და ალბათ, ახლა, იმისათვის, რომ ზედმეტი დრო დაგაკარგვინათ ჩემმა მოთხრობამ, გულიდან ამოსული საკმაოდ წრფელი კომენტირებით იმედი მაქვს, საკუთარ აგრესიას ოდნავ მაინც დაიოკებთ. გმადლობ შეფასებისთვის, უკეთეს კრიტიკას ვერც ვინატრებდი. blush

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

მაინტერესებს,რატომ წერ ,,,კარები შეხსნა,,,, კახური ჟარგონით და არა ,,კარები გააღო გრამატიკულად. ნუ მაფიქრებინებ ,რომ გრამატიკაზე წარმოდგენა არ გაქვს.

 


სტუმარი ნანა
მაინტერესებს,რატომ წერ ,,,კარები შეხსნა,,,, კახური ჟარგონით და არა ,,კარები გააღო გრამატიკულად. ნუ მაფიქრებინებ ,რომ გრამატიკაზე წარმოდგენა არ გაქვს.

შეგიძლია იფიქრო ისე, როგორც გინდა, მე კი უბრალოდ შემიძლია გირჩიო, რომ ამ საიტზე მოთხრობები მხოლოდ იმიტომ კი არ იკითხო, რომ წვრილმანები ეძებო და აკრიტიკო, არამედ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღო.

 


№20 სტუმარი ნი-კე

გააგრძელეთ რა ..ასე დასრულებას არ იმსახურებენ..

 


№21 სტუმარი ნი-კე

ასე ნუ დაარულეთ რა..ცოტა უკეთეს დასასრულს მაინც იმსახურებენ,,,ძალიან მოწყვეტით დასრულდა..ისე ძალიან კარგია...

 


№22 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian magaria iyo momewona zalian sainteresoa dasasruli ar mindoda ase kidev mindoda gagzeleba da sul kekitxa madloba da warmatebebi ????????????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent