იძულება (ნაწილი 4)
- ვერ გიტან სანდრო, მეზიზღები. გიორგის ან მიშოს თავიდან ერთი პატარა თმის ღერი რომ ჩამოვარდეთ შენი მიზეზით, გეფიცები, მშობლების სულს გეფიცები რომ ჩემი ხელით მოგკლავდა თან ხელიც არ ამიკანკალდება.- არ ვიცი საიდან მოდიოდა ეს სიმამაცე, მაგრამ მე ამ სიტყვებში დარწმუნებული ვიყავი და გავაკეთებდი კიდეც. სანდროს კი წარბიც არ შეუტოკებია ჩემს სიტყვებზე, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უხმოდ გავიდა ოთახიდან. მე კი ლოგინზე დავჯექი და ერთ წერტილს გავუსწორე თვალი. ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას და ლოყებს მისველებდნენ. უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო რომელშიც დიდ ადგილს შიში იკავებდა, მეშინოდა სანდროსი მაგრამ ამას არ ვიმჩნევდი. უკვე 15 წუთი იყო გასული რომ ოთახში ლამაზი, საყვარელი გოგონამ შემოყო თავი. სადღაც 18 წლის თუ იქნებოდა. ალექსანდრეს და იყო. ეს საიდან დავასკვენი? ზუსტად მის ნაირი, მწვანე დამატყვევებელი თვალები ჰქონდა. -შეიძლება?- თვალებიდან ცრემლები წამში მოვიწმინდე და ღიმილით დავუქნიე თავი.- იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე წარმომედგინა, როდესაც სანდრომ თქვა რომ ცოლი მოჰყავდა. იოანა მე სანდროს და ვარ თებეა და მე ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ მან შენში ფული გადაიხადა. -ანუ არც მალავს ამ საქციელს და ასე ამაყოფს თავის საქციელით?- სიმწრისგან ჩამეცინა და ფრჩხილებზე დავიწყე წვალება. - მისმინე, შენ არაფერი იცი და ნუ განსჯი მას ასე. ვიცი რომ ჩემი ძმა ციდან მოვლენილი ანგელოზი არ არის, მაგრამ მას ეს გადაწყვეტილება უცბათ არ მიუღია, ოხ მოდი ავდგები და ქალს ვიყიდი რომელიც გამაბედნიერებსო. არა დამიჯერე მან ეს ყველაფერი შენს გამო გააკეთა. - ცხოვრება დამინგრია. და მან ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთა? კარგი რა, ნუ მაცინებ, გთხოვ. მადლობაც ხომ არ გადავუხადო? - ირონიულად გავუღიმე. - როგორც ვიცი, შენი ძვირფასი ბიძაშვილი ვიღაც 79 წლის კაცზე აპირებდა შენი თავის მიყიდვას და ჩემმა ძმამ შეჩერება სცადა, მაგრამ ნიკა ჯიუტად უარზე იდგა და ბოლოს როდესაც ვეღარაფერი ვეღარ მოიფიქრა ალექსანდრემ 2ჯერ მეტი გადაიხადა შენში. -გაოცებული ვუსმენდი ამ ყველაფერს და ჩემს ყურებს ვერ ვუჯერებდი, არ მჯეროდა რომ იმ მხეცმა რომელიც წეღან ჩემს წინ იდგა გადამარჩინა რომ ვიღაც ბაბუს ცოლი არ ვყოფილიყავი. - და შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? ან საერთოდ ალექსანდრე აქამდე საიდან მიცნობდა? - ჩემსა და ჩემი ძმის შორის არანაირი საიდუმლო არ ძლებს დიდხანს, ბოლოს მაინც ვუყვებით ერთამანეთს.- გაეღიმა ძმის ხსენებაზე - ხოლო საიდან გიცნობდა? ერთ-ერთ კონცერტზე უნახიხარ და მაშინ ჩაუვარდი გულში. მის მერე დიდხანს გაკვირდებოდა და ვერცერთხელ ვერ დგამდა ნაბიჯს. ჩემი ძმა ადვილი ადამიანი არ არის თუ გაუგებ და მის გულში ჩაიხედები მიხვდები როგორი თბილი და ბუნჩულა ბიჭია. - გაიცინა. კარი გაიხსნა და კართან ალექსანდრეს გამოჩნდა. - იფიქრე ჩემს ნათქვამზე. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, რძალო! - ბოლო სიტყვები მკაფიოდ გამოთქვა, გამიღიმა,ფრთხილად წამოდგა და ალექსანდრესთან მივიდა. თითის წვერებზე აიწია და ძმას ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი კარებში გაუჩინარდა. - თუ ასეთი კეთილი ხარ რას მერჩი მე, შეგეძლო უბრალოდ გაგეშვი. რა საჭირო იყო ეს სპექტაკლი?- ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი. - რა გინდა იოანა? ვირო მადლიო ისე გამოგდის, რა გინდოდა რომ შენ გამო***ვებული ბიძაშვილისთვის ნება დამერთო რომ ვიღაც ფულიან ბაბუზე გაეყოლებინა შენი თავი? მადლობას უნდა მიხდიდე საერთოდაც რომ ცოცხალი ხარ და ხელი არ დამიკარებია შენთვის, აქამდე უკვე მაგარ დღეში ეყოლებოდი ჩაყენებული.- ლოგინზე მოეყვეტით დაეშვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. ვეღარაფრის თქმა ვერ შევძელი და სააბაზანოში შევიკეტე. ცრემლებმა გზა თავისთ გაიკვალეს და ჯებირებს გადმოსცდნენ. აქედან უნდა წავიდე მაგრამ როგორ ისმის კითხვა. ისიც არ ვიცი სად ჯანდაბაში ვარ, მაგრამ ის დანამდვილევით ვიცოდი რომ ამას ნიკას არ ვაპატიებდი. როგორც თებეას ნათქვამიდან გავიგე სანდრო ადრეც ვყავარ ნანახი მაგრამ ამას არ აღიარებს და ისე იქცევა სრულიად უცხო ვიყო მისთვის, არა კი ვარ მარა მაინც. თითქმის 1 საათი ვიდექი და სარკეში ჩემს ანარეკლს ვუყურებდი. P.S. ვიცი ვიცი ძალიან დავიგვიანე და ბოდიშს გიხდით ასევე ბოდიშს გიხდით რომ უძალიანესად პატარაა. უბრალოდ დიდიხანი რომ არ დამიდია მაგიტომ დავდე. ვაგრძელებ წერას და ვეცდები ხშირად დავდო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.