შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის გარეშე (სრულად)


17-11-2019, 19:07
ავტორი ტურაგო
ნანახია 6 162

√ ჭაღარა ზღვის ტალღები აუჩქარებელი სიმშვიდით გორავდნენ ნაპირისაკენ. იმათი სასიამოვნო შრიალი თითქოს გამოძახილს, სატყუარას ჰგავდა რომ ღრმად, ღრმად გაჰყოლოდი შორს ფსკერისაკენ... დაუღალავად მონაცვლეობდნენ მსუბუქი ნაბიჯები ნაპირთნ ქვიშაში. ქარი, თუმცა თბილი წითელი კოპლებით გადავსებულ გამჭირვალე სარაფანს თითქოს სხეულიდან ჰგლეჯდა ტალღებთან აცეკვებულს, ყელზე მოხვული გრძელი, წითელი შარფის ერთი ბოლო ისე ფრენდა ჰაერში თითქოს უხილავ ხელებს უჭირავსო და ბალერინასაც სურვილისამებს მარიონეტივით ათამაშებსო...
არაფერზე ფიქრობს მოცეკვავე, დავიწყებისთვის, დაცარიელებისთვის მოძრაობს, ტალღები შიშველ ფეხის გულებზე ეფერება. გოგონას ეფიქრება რომ ტალღების ხმაში სიტყვები ესმის, თითქოს ზღვისკენ მიქცეული ტალღები მასაც ეძახიან "გ ა მ ო გ ვ ყ ე ვ ი" -ფიქრი წამებით იელვებს... ცარიელ ნაპირთან მარტოდ მარტო ტკეპნის ნაბიჯებს. ნაცნობი მამაკაცის სახე მოაგონდა, "ჯონათანი" წარმოთქვა ბუტბუტით გულმა
ბედის ირონიააო ცხოვრებამ დაიყვირა-მაშველთა კოშკურასთან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს ხელები ჯიბეებში ჩაეფლო, სიგარეტი ტუჩებს შორის მოექცია, სიგრის ბოლი უნისლავდა სახეს და თავადაც აზრების კვამლში გახვეულს ჰგავდა. თავისი ღრმა ლურჯი თვალებით ირგვლივ რომ სიწითლეები ერტყა ძაფებად შეჰყურებდა შორიახლოს მოძრავ ქალის სხეულს, გრძნობდა მღელვარების ფუთფუთს, მტკივნეული აზრის გაელვებას, სხეულზე დაყრილ ჟრუანტელს. მიიწევდა მისკენ და ამცირებდა მანძილს მათ შორის. შეჩერდა, ჯიბეებში მუშტები შეკრა, ფილმის ფირივით ჩაურბინა თვალწინ მოგონებამ თუ როგორ მიანარცხა კედელზე ყვავილების ლარნაკი, რომელშიც თავისივე ნაყიდი თეთრი ვარდები ეწყო(წვა იგრძნო თვალებში) კედლის კუთხეში აღებეჭდა იმ ქალის სახე ახლა რომ სევდნარევი მოძრაობით ტრიალებდა ჭაღარა ტალღებს შორის... ახლა მის სახეს ვერ ხედავდა, იქ კი კედელთან მდგომს მოგონებაში თვალებიდან ცრემლები სცვიოდა... როგორც იქნა მიუახლოვდა ზურგს უკან გაუსწორდა, იგრძნოო თითქოს ქალმა ცეკვა შეწყვიტა, წითელი შარფი დაბლა დაეშვა
-(სიგარა თითებში გადმოიტანა, თავი ჩაჰკიდა და ძლივსგასაგონად ამოისროლა იმისი სახელი) რიტა!
შეცბა, მოტრიალდა იქითკენ საიდანაც ხმა წამოვიდა, სახე აემღვრა, მაგრამ მაშინათვე გადაეკრა მის თვალებს სიმკაცრე...მათი ნაბიჯების ირგვლივ წუთიერი მდუმარება ჩამოწვა. ახლა ორთავეს ტერფებს ტალღა ასველებდა... რიტა შეტრიალდა, წასასვლელად წადგა ნაბიჯები, მამაკაცმაც იმისაგან დანატოვარ ფეხის ნაკვალევს დაადგა თავისი და უკან მიედევნა
-ნუ წახვალ! (გაბედა როგორც იქნა კვლავ მიემართა)
-(გაჩერდა, თუმცა აღარ მოუხედავს ისე გამოსცრა სიტყვები) რა ახლობელია ეს სიტყვა "ნუ წახვალ" გეძახდი ხოლმე გახსოვს ჯონათან?
-ხომ ხედავ რომ ვიტანჯები,განადგურებული ვარ რიტა!
ქალი დაბლა დაეშვა ქვიშაზე, მუხლებზე შემოიჭდო მკლავები და ზღვის ჰორიზონტს გასცქეროდა. ჯონათანიც მის გვერდით დაჯდა "რიტა"გაიმეორა ისევ
-რისთვის დაბრუნდი? ისევ ისე რომ წახვიდე მოულოდნელად როგორც გჩვევია? ისევ არეული სახლივით რომ დამტოვო?... მთხოვ გაგიგო როგორ იტანჯები,შენ რატომ ვერასდროს გამიგე მე ეს ჯონათან?
-შენი სიტყვები გეფიცები ყველაზე წმინდას, სხეულზე ბასრი დანებივით მხვდება, შეწყვიტე გთხოვ!
-ძვირფასს? (მშვისი ხმის ტემბრი დაებზარა) გესმის მაინც რას ნიშნავს ძვირფასი? შენ ვერასდროს გაიგე ღირებული სიტყვების ნამდვილი არსი, ისევე როგორც ვერ გაიგე ჩემი შენდამი გრძნობა. ხომ იცი რომ იტყვიან დაბრუნებას აზრი იშვიათად აქვსო, ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა.
სიო ორთავეს სხეულზე დარბოდა. დუმდნენ... ტალღები ნანაობდაა, ოღონდ მათ სხეულებს ვეღარ სწვდებოდა
-რიტა(თვალებაწყლიანებულმა გახედა) ეგოისტი ვიყავი. ახლა ვფიქრობ მეშინოდა ალბათ შენნაირი დიდებული კარიერის მქონე ქალის გვერდით რომ მე გავვუუფერულდებოდი. ამ აზრმა თავის ტყვედ მაქცია და კონტროლი დამაკარგვინა. ჩემი სისუსტე სასმელი და ზედმეტი მგრძნობიარე ბუნებაა.იქნებ ასე ნაადრევად არც ვიყავი მზად თანაცხოვრებისთვისს... რამდენი იქნებაა არა რიტა... იცი, ბოლო ხანებია თავს ცას ვადარებ, დღისით ის არის მარტო ვარსკვლავები არ სტუმრობენ მე კი"ვიღაცეები"მახვევია გარს, ღამით ცა ვარსკვლავებით მოვარაკებული ხდება, მე კი ოთახში მარტოდმარტო არყიანი ბოთლით ხელში ცარიელ კედელს შევყურებ და ვივიწყებ ყველას რადგან არავინ არსებობს შენს გარეშე
-მე ვეღარ დავიჯერებ რომ შენი მოსვლა კვლავ წასვლით არ დაგვირგვინდება, მე არ ვარ უბრალო ფიტული რომელსაც გრძნობები არ გააჩნია
რიტა წამოდგა, ჯონათანი მაჯაში წვდა მისკენ უბიძგა და გულზე მიიკრო, თვალებში ღრმა მწველი მზერით ჩააშტერდა
-ვერ მომატყუებ, ვერ მეტყვი რომ დამივიწყე
-ნუ მთხოვ კვლავ იმის დაწყებას რასახ თავად დაარქვი დასასრული. თვეების წინ როცა მითხარი"აღარ მჭირდები" და კარები ხმაურიანად გაიხურე, თითქოს შენი ხმა კედლებში დარჩა და საათობით მეორდებოდნენ... მერე ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი, თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და ვთქვი რომ აღარასდროს დავუშვებდი კვლავ მოგეტყუებინე, გაგეთელე ფეხქვეშ, შენ გარბოდი მე ყოველთვის მოგდევდი არ მეთმობოდი, მაგრამ თურმე ეს წყეული დასასრული ყველაფერს ერქმევა...
-საკმარისია, გთხოვ გაჩუმდი
-არა ჯონათან, თუ მოხვედი აქვე დავასრულოთ... იცი არანორმალურ გაბრაზებას ვგრძნობდი სამყაროზე, რადგან მეგონა დამცინა. ყოველთვის მჯეროდა წმინდა, ერთადერთი, სუფთა გრძნობის და შენ მის განსახიერებლად მიგიჩნიე.მერე წახვედი და ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო. ეს უსაზღვრო შეგრძნება როგორ გამექარწ....ბინა წარმოდგენა არ მქონდა. იმედები, სიყვარული, პატივისცემა, მოლოდინი, ბედნიერი წუთები, დაფლეთილ ნაწილებად დაიმსხვრა და ახლა როცა ჩემს წინ დგახარ და მეუბნები "დამიბრუნდი"არ კმარა გესმის, არ კმარა ამ ყველაფრის გასამთელებლად!
ბოლოჯერ ჩააშტერდა ღრმა ლურჯ თვალებში, მერე ზურგი აქცია და გაუყვა გზას... რამდენიმე წამი დაღვრემილი ადევნებდა თვალს ჯონათანი მიმავალს, შემდეგ თვითონაც პირი იბრუნა, მძიმე ნაბიჯებს ღრმად ფლობდა ქვიშაში... დაბლა დამჩნეული საპირისპიროდ მიმავალი ორთავეს ნაბიჯებისაგან ანახვეტი მტვრის ფხვნილი ქარმა ჰაერში შეაფშვნა ერთმანეთს, თუმცა პატრონებს ნაბიჯებისას ვერა ძალა აბრუნებდათ ერთმანეთისკენ.
რიტას გული, ხასიათი კარგა ხნის შეფარებული იყო სიბნელეს, გულშიც ბნელოდა. გრძნობდა თავადაც ამ შეგრძნებებს თუმცა საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას აღექვა ვის თუ რის გამო იყო ასე... უკვე ადამიანებით სავსე ქუჩას გააღწია. ქვიშიანი ფეხები დაარტყა დაბლა. შარფის ბოლოები ხელებზე შემოიხვია და სვლა განაგრძო. ეჩვენებოდა რომ მის ირგვლივ არავინ იყო. საკუთარი ნაბიჯების ხმას უგდებდა ყურს. ახლაც ისე მიედინებოდა ეს წუთები როგორც იმ ღამით პირველად რომ შეხვდა ჯონათანს. სამი წლის წინ ფერადი შუქებით აბრჭყვიალებულ დარბაზში იმ დროისთვის უცნობმა მამაკაცმა მისი შარფის ბოლოს დაეწაფა, მისკენ უბიძგა და ღიმილიანი, თბილი მზერით გაიხმო საცეკვაოდ. ახლაც იგრძნო თითქოს ყურთან მიფრქვეული თბილი ჰაერი იმ საღამოს მამაკაცის წარმოთქმული სიტყვების შემდეგ რომ დაეფინა კისერთან"არასდროს მინახავს ეგზომ ასეთი მშვენება". როდესაც იმ ღამით სახლში დაბრუნდა გრძნობდა რომ სუნამოს სურნელივით აეკვიატა ჯონათანის სახე, მასზე გაფიქრებაც კი სუნთქვას უხშირებდა... ის შეგრძნებაც მოაგონდა, თუ როგორ აუჩქროლდა გული როცა პირველად იხილა სცენიდან დარბაზში, პირვლ რიგში მჯდომი უკვე ნაცნობი მამაკაცის სახე.

ადამიანები უცნაურს ვუწოდებთ ცხოვრებას და განა ასე არ არის? (ფიქრობდა უკვე სახლის ზღურბლთან მდგომი) ვერ გაეგო და ბრაზობდა რატომ ვერ რიყავდა ფიქრებს, რატომ აძლევდა თავს უფლებას კვლავ წარმოედგინათ ჯონათანის სახე, მაგრამ იქნებ იმიტომ ეწამებოდა ამ წამებს რომ იმ წარსულის ტკბილ მოგონენებს დიდხანს არ ანებებდა მასთან ყოფნას, განა სითბოდ არ ეღვრებოდა სხეულში მათი გელვებები. სწორედ მათში მოგზაურობისას გრძნობდა რომ სადღაც ღრმად იძირებოდა, თითქოს უსწორმასწორო ტალღებზე გაწოლილს წყლის შრიალი ძილის პირულს უმღეროდა... ბუხრიდან შეშის ტკაცუნი მოისმა. რიტას ჩასთვლიმა, სიზმრის ზმანება ესტუმრა იმის გონებას, სიზმრად ხედავდა იმ დღეებს რომლებიც ჯონათანთან ერთად გაუტარებია, მერე უეცრად ზღვაში აღმოჩნდა წელამდე, ზღვის თავზე შავ ღრუბლებს შეეყარათ თავი, საკუთარი ხმა ესმოდა რიტას, თუ როგორ ეძახდა "ჯოოო",შორს შუაგულ ზღვაში დალანდა კადრი თუ როგორ სეირნობდნენ ის და ჯონათანი უმთვარო ღამით ქუჩაში,ესმოდა როგორ ეუბნებოდა "არასდროს დამივიწყო რიტა"ცისფერმა კესანებმა დაიწყეს ფიფქვა ზღვაში... მოუნდა ღრმად შეცურვა რათა დასწეოდა წარსულის მოგონებას თუმცა ვერ შეძლო, ის გაუჩინარდა... იქნებ მართლაცდა სიზმარშიც ცხოვრებას ვხედავთ.
კატამ სუფრაზე მდგომი ვაზა წააქცია, აფორიაქებულს გაეღვიძა, თვალები ხელით მოიფშვნიტა, იატაკზე დაღვრილ წყალს ტილო დააფინა, ვაზა შეასწორა და ბუხართან ჩამოჯდა, სახით ხელებში ჩაეფლო. მონატრება ხომ ყოველთვის ახსენებს თავს ადამიანს, არც რიტას შეეძლო ბრძოლა ამ გრძნობასთან. მარცხდებოდა ხოლმე ინსტიქტებთან, ის ფაქტი რომ ჯოს მონატრებას არ აღიარებდა თითქოს სხეულს შიგნიდან უწყლულებდა.

ჯო ახალგაზრდა მწერალი, რომელიც უარყოფითი შეგრძნებების მონად იქცა. ბუნებით თავისუფალს, მეამბოხეს "ოჯახი"ვერ გაეთავისებინა. მართლაც რომ დიდებული გრძნობით უყვარდა რიტა, თუმცა ხშირად გარბოდა მისგან, თავადაც არ იცოდა ხანდახან ასე რატომ იქცეოდა, უთქვამს კიდევაც რიტასთვის"გაგიჭირდება ჩემთან" მაგრამ სიყვარულს მინდობილ ქალს სჯეროდა დაბრჯოლებების გადალახვა.
ჯონათანი რომელიმე ახლომდებარე ბარს მიაშურებდა და სასმელს უძღვნიდა თავს.რიტა კი ამ დროს მის ნაწერებს კითხულობდა, გულში იკრავდა და მომლოდინეს ხშირად საწოლის ერთ მხარეს მიეძინებოდა.ეშინოდა არ დაეკარგა ჯონათანი და საყვედურებისგანაც თავს იკავებდა, თუმცა მაინც მოხდა ის რისიც ყველაზე ძალიან ეშინოდა, მათ ურთიერთობას მაინც ჩაეჭიდა დასასრულის კლანჭები.

*
სრული თორმეტი გახდა... ჯო საძინებელში ბოლთას სცემდა. საზიზღრად გრძნობდა თავს. მოსვენება დაკარგა. ფანჯარასთან მდგომი სიგარეტის ნამწვებს ფეხსაცმლის ცხვირით ჭ....ტდა. ისე როგორც არასდროს უნდოდა გაეგონა რიტას ხმა, ისევ უნდოდა სიახლოვე ეგრძნო მასთან... მოგონებები, მოგონებები... ყველა ერთდროულად გაჰყვიროდა მის გონებაში, საკუთარ შეცდომას უცოცხლებდნენ თვალწინ. უკვე გიჟს ჰგავდა, ხელებს ჰაერში იქნევდა მათ გასარეკად. ფანჯარასთან ჩაიკეცა. ხელის გულებით იწმენდდა ცრემლებს თვალებიდან. წარმოუდგა თვალწინ პირველი უმთვარო ღამის სეირნობა რიტასთან ერთად, ახლაც იგრძნო ის სითბო რომელიც მაშინ ქალის სხეულიდან ეფრქვეოდა, გაახსენდა როგორ შეაყოვნა უკვე სახლთან მდგომი რიტა, მისკენ მიიზიდა, ორი თითი ტუჩებზე გადაუტარა შემდგომ კი მის ბაგეებს ფაფუკად დაეწაფა... უზღვავ ტკივილის ნაკადად მოაწვა ყელში ვერ დაბრუნება ამ დღეების.
სულის გამოძახილმა სიტყვების სროლა დაიწყო რომელთა შინაარსები ნაკაწრებად ეტყობოდა სხეულზე:
"განვიცდი"
"აღარ მინდა"
"საკუთარ თავს დააბრალე"
"ვეღარ ვუძლებ"
"მტკივა"
"აღარ მოვა"
"დამსხვრეული ვარ"...
სხეული თრთოლვამ აუტანა, ყველა იმ კარის გამოხურვის ხმამაღალი ჯახუნი ესმოდა რომლებიც მისივე ხელით გამოუხურავს და ზურგი უქცევია კედელთან ატუზული ცრემლიანი რიტასთვის, რომელსაც ხელში ხშირ შემთხვევაში მისი ნაწერები ეჭირა. ეტკინა ეს ამდენი დაგვიანებები, უაზრო სიტყვები ეტკინა, საყვარელი ქალის ვერ დაფასება ეტკინა. გასწორდა "აღარ მოვა"ფიქრობდა, ფეხი რაფაზე შესგა, მაღლა ცისკენ აღაპყრო მზერა-ჩაიღიმა... ვარსკვლავების ლიცლიცი ცისფერ კესანებს მოჰგავდა "არასდროს დამივიყწო რიტა" ჩაიბუტბუტა ისე როგორც ამას ხშირად ეტყოდა ხოლმე მას. ხელები ფრთებივით გაშალა და გაფრკნდა...

მერე დრო გავა და არავინ იცის რა იქნება... ფიქრობდა ამ ამბით შეძრული ქალი. ცარიელ ჭურჭელს ჰგავდა. ვერაფრის დიდებით შეძლებდა აღეწერა თუ რას განიცდიდა. თითქოს მეტყველების უნარი ზეციურმა ძალებმა წაართვესო. ფერმკთალი სახით აცნობიერებდა "დანაკარგს", დაწყობილი სახის მიმიკები წამით ემღვრეოდა მერე ხელებს ერთმანეთს ჩასჭიდებდა და მოწოლილ ემოციებს ყლაპავდა.
... ხუთშაბათი დღე იდგა. უცნაური განწყობით წამოდგა რიტა საწოლიდან. დიდი სარკის წინ ჩამოჯდა, შეშუპებულ, სილურჯეშეპარულ თვალებს მიღმა ცდილობდა გაღწევას, მუჭები მომუშტა და ფრჩხილებით ისე იკაწრავდა ხელის გულებს ვერც კი გრძნობდა, სხეული თითქოს უგრძნობ ლოდად ქცეოდა, მარტოდ ობლად დარჩენილი სიყვარულის გრძნობის ხმით გაჰკიოდა შინაგანში სიმძიმედ ქცეული სული... დრო გავა და არავინ იცის რა იქნება,საკუთარ თავს მიაძახა თითქოს.
წითელი შარფი ორჯერ შემოიხვია ყელზე. კარები სუსტი თითებით გამოაღო. ქუჩაში გაეშურა, ხელები შარფს აღარ ეჭიდებოდა თითქოს ამის ძალა აღარ ჰქონდათ. ტაქსი გააჩერა, საიდანღაც წამოსულმა ნაცნობმა სურნელმა ცხვირი აუწვა, თვალები ცრემლებისაგან დაეორთქლა, ისე როგორც წვიმიან ამინდში უფერული მინები იბინდებიან ხოლმე. მანქანისკენ გადადგა ნაბიჯი, ჩაჯდა, ვერც კი შეამჩნია თუ როგორ დაეფინა შარფის ერთი ბოლო ასფალტს, დაიძრნენ, შარფი ბორბალს ჩაეხვია, დაგვიანდა, არც გაუბრძოლებია... წამებიც და ყველაფერი დასრულდა... მარყუჟად ქცეულმა შარფმა სუნთქვა შეაწყვეტინა საბრალო ქალს!... თითქოს ცაზე ღრუბელთა თეთრი ფთილები შეჩერდნენ მომხდარის სანახავად, მერე კი ისევ სიმშვიდით განაგრძეს ცურვა ცაზე.
იქნებ გვაქვს სხვა სიცოცხლე, იქნებ აქ ვერ გახარებულ გრძნობებს სადღაც სხვაგან უწერიათ ჭეშმარიტება, იქნებ... დრო გავა და ის გვაჩვენებს.






მიუხედავად იმისა რომ მე და ჩემი ისტორიები ცოტა შემფასებელს ვიცნობთ ჩვენ მაინც განსაკუთრებულ სიახლოვეს და მადლიერებას ვგრძნობთ მკითხველთან.
ორიოდ სიტყვით ისტორიაზე-რიტას დასასრული არის ისეთი როგორც შესანიშნავი მოცეკვავის აისედორა დუნკანის.



№1  offline წევრი ტურაგო

Daldoni Daldoni

მადლობა რომ წაიკითხე და შენი მოსაზრება გამიზიარე ☺

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

არაა საჭირო ფრჩხილებში ჩასვა, რას გრძნობდ პერსონაჟი და რა ინტონაციით თქვა.
დასასრულმა შოკი მომგვარა და მთელი ჩემი რაობა კიოდა "არა! შეუძლებელია!"
მაგრამ, მერე გავიაზრე...
არავინ იცის შემდეგი რამდენიმე წამის განმავლობაში რა ხდება.
არავინ არაფერი იცის.
თუმცაღა, ვინ იცის..

 


№3  offline წევრი ტურაგო

Catherine Di Perso
არაა საჭირო ფრჩხილებში ჩასვა, რას გრძნობდ პერსონაჟი და რა ინტონაციით თქვა.
დასასრულმა შოკი მომგვარა და მთელი ჩემი რაობა კიოდა "არა! შეუძლებელია!"
მაგრამ, მერე გავიაზრე...
არავინ იცის შემდეგი რამდენიმე წამის განმავლობაში რა ხდება.
არავინ არაფერი იცის.
თუმცაღა, ვინ იცის..



ჰოო ფრჩხილებში სიტყვების დამწყვდევას ვერ გადავეჩვიე(აკვიატებები გამომერევა ხასიათში)

გამახარე ჩემს ისტორიასთან რომ მოხვედი, წაიკითხე და გამიზიარე შენი შეხედულება... მადლობა!

 


№4 სტუმარი Qeti

Saintereso da tkiviliani istoriaa dasasruli simartle vtqva velodi ritas sikvdilsac magram asets ver warmovidgendi sevda momeria

 


№5  offline წევრი ტურაგო

Qeti
Saintereso da tkiviliani istoriaa dasasruli simartle vtqva velodi ritas sikvdilsac magram asets ver warmovidgendi sevda momeria


აისედორას სიკვდილის შემთხვევაზე რომ ვკითხულობდი მწუხარებასთან ერთად ისეთ ამოუხსნელ შემთხვევად მეჩვენა... ყოველთვის მახსოვდა და მინდოდა რომელიმე ჩემი ისტორიის პერსონაჟისთვის მერგუნა ასეთი დასასრული... მართლაც ცხოვრება წარმოუდგენელი შემთხვევებითაა აღსავსე
ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ჩემო კარგო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent