შენელებული გულისცემა (1 თავი)
გამწარებული გარბოდა თეთრ დერეფანში და სასოწარკვეთილ მზერებს ყურადღებას არ აქცევდა. ცდილობდა არ მიექცია, არადა თითქოს ხმამაღლა ესმოდა როგორ ლოცულობდნენ ჯგუფებად შეკრებილი ადამიანები, რომ მათი ნათესავის ან მეგობრის პალატისკენ არ ყოფილიყო წასული. ავადმყოფობა რთული თემაა, კეთილ ადამიანსაც კი აიძულებს ცუდი აფიქრებინოს და ასურვებინოს სხვისთვის. როცა იმაზე, ლოცულობ ოღონდ შენი პალატისკენ არ გარბოდეს ექიმი და სხვა ნებისმიერისკენ, ეს უკვე უდიდესი ცოდვაა, თუმცა იმ წუთში ამას ვერავინ გრძნობს. არც თინია ჰგავდა ტიპიურ ექიმს, არც მათ სერიალებში თუ წიგნებში რომ წაგვიკითხავს. ვერასდროს გებულობდა როგორ დადიოდნენ ექიმები მაღალ ქუსლებზე, მაკიაჟით და მუდმივად გამოწკეპილი ატლასის მაისურსა და მოკლე კაბაში. ერთადრთი იმის შემოწმებას ასწრებდა სახეზე ხომ არ ეცხო რამე ან უკუღმა ხომ არ ჩაიცვა სიჩქარეში მაისური, ან სულაც ცალცალი ფხსაცმელი ხომ არ ამშვენებდა. სულ სირბილში მყოფს საროჩკა თითქმის ყოველთვის აჩაჩული, თმა გაწეწილი და ფეხები დაბალძირიან კეტებში ქონდა, სათვალე დაკოსილს ვერასდროს ნახავდით კლასიკურად ჩაცმულს თუ განსაკუთრებულ ადგილზე არ მიდიოდა, არც ტონალური და მსგავსი გაპრანჭვები ახასიათებდა, დიდი დიდი დრო ტუჩის ფანქრისა და ტუშისთვის ყოფნოდა. რა ექნა? რეანიმაციის ქირურგი გახლდათ თინია, როდესაც ეკრანზე წითლად აინთებოდა პალატის ნომერი და საქმე მძიმე იყო, არ ეცალა სხვა რამისთვის, წამებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მის სამსახურში და არ აპირებდა ვინმე მოეკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალ ქუსლებზე გამოპრანჭულს, მოკლე კაბით სამსახურში მოსიარულე მამრებზე უნდოდა ყურადღების მოპარვა. -აბა ბატონო ვახტანგ, ცუდი არაფერი გაიფიქროთ, უკვე ერთი კვირაა თქვენი შვილები და შვილიშვილები აქ ცხოვრობენ, თუ ახლა ღმერთს ხედავთ, ზრდილობიანათ მოიკითხეთ და მაშინვე დაემშვიდობეთ, იმიტომ, რომ თქვენს გაშვებას არ ვაპირებ_ჩუმად ჩაჩურჩულა კაცს და ხმამაღლა დაიყვირა, -150-ზე დამუხტეთ. -სუფთაა_ხელოვნურად ეცადა გულის ამუშავებას და მხოლოდ მესამე ჯერზე გამოუვიდა, 60 წელს გადაცილებული, საკმაოდ სიმპატიური კაცი უკან მოაბრუნა და მშიდად ამოიოხრა, -დამჯერი ბატონი ვახტანგიი_სიცილით მოუთათუნა ბეჭზე ხელი და კაცი ისევ მიუერთა გვერდით მდგომ აპარატებს. -თინია ექიმო, არ დაგვღუპოთ_აცრემლებული შემოეგება გზაში ვახტანგის ცოლი. -ნუ ღელავთ, ამჯერადაც გამოვძვერით, გული გაუჩერდა, თუმცა ამუშავება მოვახერხეთ, დავაკვირდეთ, იმედია მალე შეეგუება გული შუნტს_გაუღიმა ქალს და იგრძნო უცებ როგორ მოეკრა სითბო. -გაიხარე შვილო, შენი წყალობით ვარ ცოცხალი, ჩემი ვახოს გარეშე რად მინდა სიცოცხლე_ცრემლები მოიწმინდა ქალმა და როგორც იქნა გაუშვა თინიაც. დაღლილი შევიდა სამორიგეოში და ცოტა ხანს წამოწვა. საათი დილის ხუთს უჩვენებდა, ცვლა ათზე მოვიდოდა, ცოტას წაიძინებდა და შემდეგ შემოვლას დაიწყებდა, თუმცა არ დასცალდა, მორიგი პალატის ნათურა აციმციმდა წითლად და თინიაც წამში დერეფანში გარბოდა. დაღლილი სახით დატოვა დილით სამსახური და გაჩერებისკენ წავიდა. გაუმართლა, სასურველი მარშუტი მალე მოვიდა და მანაც მაშინვე დაიკავა ადგილი. 20 წუთში უკვე სახლის კარზე აკაკუნებდა ელოდა როდის გააღებდა დედა. -მოდი დედიკო_მალევე შეუშვა ფუმფულა ქალმა და თან ახალი გაკეთებული ხარჩოს სუნი გამოიყოლა. -აუ დე რა სუნებიაა_ლამის თვალდახუჭული შეყვა სურნელს სამზარეულოში და გაეღიმა. ეს წვნიანი ყველაზე მეტად უყვარდა, მაშინვე დაიბანა ხელები და მაგიდას მიუჯდა. -ანა სად არის?_უმცროსი და მოიკითხა პირგამოტენილმა. -უნივერსიტეტში. -დღეს შაბათია თუ ცუდად მახსოვს_თვალებ მოჭუტული დაფიქრდა თინია და დედას გადახედა. -შაბათია ხო, მაგრამ მაგათ ფაკულტეტზე დღესაც არის ლექციები და ჩასატარებლად წავიდა_მოწყენილმა გადააქნია თავი ქალმა და წინ დაუჯდა ქალიშვილს. ღრმად ამოიხვნეშა თინიამ, იცოდა ახლა რაც დაიწყებოდა. -დედიკო 30 წლის ხარ, შენი და ნუ კარგი სამი წლით უნცროსია, მოვკვდი დედა თქვენი შვილების ლოდინში, ჯერ სწავლაო, მერე პრაქტიკაო, ახლა სამსახურში უნდა მოვეწყოო, აღარ მოვიდა დედა ოჯახის დრო? დამრჩებით დედა შენაბერები და რა უნდა ქნათ მერე_ცრემლი მოერია ქალს თვალებში. -დედა გავდგე ქუჩაში და გათხოვება მინდა ქმარს ვეძებთქო დავიყვირო თუ რას მთხოვ? მთხოვნელების რიგი მიდგას და მე ვარ უარზე? ხომ იცი, რომ არავინ მყავს?_დღითი-დღე უჭირდა დედასთან ორივე დებს მსგავს თემაზე კამათი. -ხომ იყო მოსული ლეილას ბიჭი?_წარბი აუწია ნათელამ. -რომელი დედა, ვარდისფერი "ბაბოჩკა" რომ ეკეთა და ქვემოთ შორტები?_არც ქალიშვილი ჩამორჩა წარბების აზიდვაში. -აბა თქვენ თვითონ მოძებნეთ. -სად დედა_დაღლილმა ამოილაპარაკა თინიამ. -აი სწორია, სად ნახავ, მთელი დღეები იმ შენს ავადმყოფებთან ატარებ, გავიგე დედა მკურნალობ, მაგრამ იქ ხომ არ ცხოვრობ. გარეთ როდის გაისეირნე ბოლოს? მეგობრები როდის ნახე? ან ვინც დაგივიწყა ვის ნახავ. ან იმ შენს საყვარელ სახლში ხარ, ან აქ და გძინავს. ასე არ ვიცი შვილო. -ერთადერთი დედა ხარ, ვინც შვილებს ქუჩაში გასვლისკენ და გართობისკენ მოუწოდებს_გაეცინა გოგოს და აბუზღუნებულ დედას ლოყაზე აკოცა, დაადნო და ოთახისკენ გასწია დასაძინებლად. საღამოს ხუთი იქნებოდა რომ გაიღვიძა, ლოგინშივე ეცადა სხეული დაჭიმულობისგან ეხსნა და სხარტად წამოდგა რამდენიმე წამში. სანამ კისერს წრიულად ამოძრავებდა ოთახში ანა შემოვიდა და ლოყაზე აკოცა. -გამოიძინე? -კიი, იმედია დღეს არ დავჭირდები და ღამეც დავიძინებ, შენ რას შვები?_დას გახედა და გვერდით ჩმოუჯდა, რატომღაც ანა უცნაურად ცმუკავდა. -რავი თინი, რაღაც არ მასვენებს_შუბლი მოიქექა უნცროსმა და ლოგინის თავს მიეყუდა. -მომიყევი, მოხდა რამე?_იგივე გაიმეორა თინიამაც და დას ხელი დაადო. -ერთი ბიჭი მომწონს_ლოყებ აწითლებულმა დახარა თავი ანამ. -გაგიჟდი გოგო? მერე ასე პანაშვიდზე მჯდომის სახით რატომ მეუბნები? არ მითხრა იმას არ მოვწონვარო, თორემ დავიბარებ ტვინი რომ შევუმოწმო_აღშფოთებით გაიცინა თინიამ. -........................... -ანა რა ხდება?_დის გაჩუმებაზე უკვე თვითონაც დაასერიოზულა სახე. -ღმერთო_ხელები აიფარა სახეზე ანამ. -ნუ მაშინებ_ხმა ჩაუწყდა თინიას. -ჩემი სტუდენტია, მეოთხე კურსელი, ჩემზე 4 წლით უმცროსი_ხელები არ აუწევია სახიდან. -მერე?_ისევ დას მიაშტერდა თინია. -მერე? კიდევ გინდა რამე? მეტი რაღა უნდა იყოს? ჩემი სტუდენტია, უმცროსია, მე მისი ლექტორი, ღმერთო როგორ დამემართა_ლამის ცრემლები გადმოსცვივდა ანას -მომკალი და ასეთ ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ ამ ამბავში, რაზე ნერვიულობ? არ მოწონხარ? -მემგონი სამკურნალო შენ ხარ, ჩემი სიტყვები არ გესმის? ჩემი სტუდენტია და თან პატარა. -ანა ხვდები რა სისულელეზე ნერვიულობ? რა მნიშვნელობა აქვს კაცი იქნება 4 წლით უფროსი თუ ქალი? რაში გიშლის ხელს? შვილებს ვერ გაუჩენ? ისეთი ბებერი ხარ ნაოჭებისგან თვალებში ვეღარ იხედები და შენთან გამოჩენა შერცხვება? გავიგე სტუდენტია, მეოთხე კურსელი თუა რამდენიმე თვეც და დაამთავრებს. მორჩა. კიდევ რაში ხედავ პრობლემას? მას მოსწონხარ? -არ ვიცი, ჯერ ასე ღიად არ გვისაუბრია, საკურსოს ვაწერინებ და ორი თვეა უნივერსიტეტს გარეთაც ვხვდები და უკვე ვატყობ რომ მომწონს, ისიც ყურადღებას მაქცევს, მაგრამ ასე არ გვისაუბრია, ვფიქრობ თავს იკავებს ისიც. -ანიჩკა, წინასწარ ითხრი თვალებს იმაზე, რაც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს_თავი გააქნია თინიამ, -ჯერ გაარკვიე, დროს მიენდე და თუ ურთიერთობა სერიოზულობას შეიძენს არაფრის გამო დაიხიო უკან, ახალ სამსახურსაც იპოვის ადამიანი, ოჯახიც კი შეიძლება ახალი იპოვო, მაგრამ სიყვარული არა, თანაც ხომ იცი დედა როგორ დაგიდგება გვერდით? კიდევ დიდხანს ამშვიდებდა თინია დას, ამდენი საუბრით ბიჭის ფოტოც გამოძალა და ფაქტია სასიძო მოეწონა, გიორგის არაფერი ჰქონდა დასაწუნი, 22 წლის ბიჭი იყო, რომელიც სწავლას მუშაობას უთავსებდა და ცუდად ნამდვილად არ გამოდიოდა. ანას თვალების ჩაწყნარებას დაელოდნენ და ოთახიდან გავიდნენ. ამ დროს კი სასწრაფოს მანქანა სირენების კივილით მირბოდა გზაზე და უმძიმესი პაციენტი მიჰყავდა თან , სასწრაფოს უკან შავი, დაბურულ მინებიანი ჯიპი მოჰყვებოდა და წამით არ ჩამორჩებოდა სიჩქარით. როგორც იქნა საავადმყოფოსაც მიადგნენ და გაფრთხილებული ექიმებიც საკაცით შეეგებნენ დაჭრილს. როგორც კი სასწრაფოს მისაღებში შევიდნენ ჯიპიდან გადმოსული ორი ახალგაზრდაც უკან მიყვათ და ისეთი სახეებით იდგნენ გაგდება ვერავინ გაუბედა. -ჯანდაბა, ხერხემალთანაა ტყვია გავლილი, ნერვული დაბოლოებები იქნება დაზიანებული_სისხლიანი ხელი შუბლზე მოხვდა სასწრაფოს მორიგე ექიმს, -ნეიროქირურგი მინდა, ვინ არის დღეს მორიგე?_ექთნებს გადახედა შეკითხვით წარბებ შეკრული ბიჭი საყელოში რომ წვდა და მოუჭირა: -კარგად მომისმინე ექიმო, სულ არ მაინტერესებს მორიგე ვინ არის, ან სასწრაფოდ გამოიძახე საუკეთესო ვინცაა ან ისე გადაგწვავთ თვალს არ დავახამხამებ_ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა ექიმს და აშკარა იყო კარგადაც შეაშინა. -თინია, თინია გამოიძახეთ_მაშინვე გადახედა უკან შეშინებული სახით მდგომ ექთნებს და ისინიც მაშინვე მიცვივდნენ ტელეფონს. ----------------- მოკლედ, იმისდა მიუხედავად, რომ დაბრუნებას ჯერ საერთოდ არ ვგეგმავდი და ცოტა მოგვიანებით კონსტანტინეს ან ბახალას ისტორიის გეგმებს ვაწყობდი, ჩემმა მუზამ მაგრად დამცინა და სრულიად ახალი პერსონაჟები მოითხოვა, სრულიად ახალი ისტორიისთვის. იმედია გახსოვართ, ამჯერადაც ჩემთან იქნებით და ვეცდები ყველაფერი ისე გამოვიდეს როგორც აქამდე გამომდიოდა, უღრმესი მადლობა თქვენ და მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.