შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული {თავი 5 . ნაწილი I}


18-11-2019, 19:58
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 6 628

ზამთრის ცივი, პირქუში დღე იყო დილით უცნაურმა სიცივემ რომ გააღვიძა , სხეულში დავლილმა უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაფხიზლა და ვეღარ დაიძინა, საბანში გახვეული უმოძრაოდ უყურებდა ფანჯრიდან დანახულ ხედს. ნაცრისფერი იყო ქალაქი, თოვლის გარეშე , გაშიშვლებული ხეებით და ღრუბლიანი , ბნელი დღეებით . სიჩუმე იყო სახლში , დილისთვის დამახასიათებელი მყუდროება ნინოს კივილმა რომ დაარღვია.
16 წლისაც არ იყო მაშინ ანო თევდორაძე . სულ ბავშვი იყო თავისებური ფერადი ცხოვრებით და გეგმებით , ოცნებებიც ჰქონდა სულის ნაწილიც ჰყავდა რომელიც იმ დღეს დაკარგა. გულაჩქარებული მირბოდა,სხეულში დავლილ ჟრუანტელს ებრძოდა მანამ სანამ ტკივილისგან შეშლილ მშობლებს გადაეყარა. იმ მრავალი სიტყვიდან, რომელიც ნინომ ქვითინისას თქვა ესმოდა მხოლოდ სამი „ კიტამ მიშო მოკლა“ ანოს მიშო ანოს კიტამ მოკლა ეს იყო რეალობა რომელმაც წამიერად შვა მარტო’სულობა
გაშეშდა, სულიერად გაქვავდა, მისი ემოციები ყინულად იქცნენ. იმ დღეს გაიზარდა, არსებული ძალები მთლიანად მშობლებისკენ მიმართა, შვილმკვდარი ქალისკენ და საკუთარი თავი დაივიწყა. სხვა არავინ ჰყავდათ და სამი ადამიანზე ზრუნვა თავად უწევდა, ამ ყველაფერზე არ ფიქრობდა უბრალოდ საკუთარი დათმო . დრო გადიოდა, სულ უფრო მეტს თმობდა საკუთარ ემოციებს ტოვებდა ძალას იღებდა და თანდათან უფრო მეტად ცარიელდებოდა.
ვერ ფიქრობდა, მხოლოდ ტკიოდა , იბრძოდა, ზრუნავდა და ხალხის ხმას ისმენდა. იმ ხმებს რომელიც ჩაესმოდა ყველა მხრიდან, დაუჯერა გამომძიებელს, ადვოკატებს, მოსამართლეს, ყველას დაუჯერა კიტას გარდა. მხოლოდ მისი არ ესმოდა, მას არ ხედავდა, მას აღარ გრძნობდა . კიტა მოკლა, პირველმა მოკლა მენაბდე ! როდესაც სასამართლოში აყვირებულს, ძარღვებდაბერილს, სრულიად შეშლილს ზედაც არ შეხედა, როდესაც მისი სიტყვები არ გაიგო მენაბდე მოკლა . გააქრო ყველა და ყველაფერი რაც მენაბდეს გაახსენებდა, მოგონებებს რომელიც მასთან აკავშირებდა ისე მცირე , მაგრამ ასე ემოციურს . ყოველ ჯერზე , ყველა პროცესზე ბრძოლა იყო მარტოდ დარჩენილ ნანა და ირაკლი მენაბდეები თევდორაძეების წინააღმდეგ . იქ იჯდა, მათ მხარეს იყო და მათ მსგავსად არ ხედავდა განადგურებულ ოჯახს. ბრბოს მიერ მართული უსულო მარიონეტი იყო , რომელიც მხოლოდ საკუთარ ტკივილს გრძნობდა, მის მხარეს მსხდომების ყალბ და ნამდვილ ტკივილს. იქ იმდენი ადამიანი იყო, იმდენი კეთილმოსურნე გამოჩნდა, იმდენი ჩაება ბრძოლაში, იმდენმა გადაუარა მენაბდეების ოჯახს , მაგრამ რამდენს ჰქონდა რეალური ტკივილი არავინ იცის. იქ მათ შორის იყო მკვლელი? იქნებ იქ იდგა და ტკბებოდა საკუთარი შემოქმედებით, სიამოვნებას იღებდა ორი განადგურებული ოჯახის ცქერით. არ იცოდა , ანოს პასუხი არ ჰქონდა .
ანომ უღალატა , საკუთარ თავს და განუყრელ მეგობრებს. მიშოს და კიტას უღალატა, მათ მეგობრობას რომელსაც შორიდან ადევნებდა თვალს , მთელი ბავშვობა ხედავდა იმ ორს ერთად ,ყოველთვის ყველაზე მეტს ხედავდა მათში და შემდეგ ისე უღალატა როგორც სხვებმა. არადა ორივე ენდობოდა, ორივეს მისი იმედი ჰქონდა და მან უღალატა , ვერ დაიცვა, ბრბოს დაემსგავსა, განაცრისფრდა...
მარტო სული დარჩა , სიგარეტით ხელში გაცოცხლებული მოგონებებით და ფიქრებით, ფიქრებით წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. ქარიშხალი რომელიც გონებაში ტრიალებდა მთელს არსებას მოიცავდა , სულს უხუთავდა. მოჩვენებასავით დადიოდა ჩაბნელებულ სახლში , ყველაფერი თავდაყირა დააყენა სანამ არ იპოვნა წლების წინ გადამალული ყუთი რომელშიც გამოკეტა ფოტოებზე ასახული მოგონებები. ათრთოლებული თითები შეახო სურათზე გამოსახულ სახეებს და დაბინდული თვალებიდან ცრემლების ახალმა ნაკადმა იწყეს დენა. უყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ შეძლო დაევიწყებინა ... ტვინმა ერთ პატარა სეგმენტში გამოკეტა ყველა მოგონება რომელიც 16 წლამდე ჰქონდა, მიშოც კი დაივიწყა , მიშო როდესაც კიტას გვერდით იყო . შეძლო , ეს შეძლო , მაგრამ ღირდა? ის რაც ძალად მიაჩნდა ახლა გაქცევად აღიქვამდა. რომ არ დაევიწყებინა, რომ არ გაექრო იქნებ სიმართლე დაენახა და მოღალატედ არ ქცეულიყო. ახლა ვინ იყო? ანო თევდორაძე რომელსაც მარტოსულობამ თავი დააკარგვინა. სად იყო ანო თევდორაძე რომელმაც 15 წლის მიშოსთან და კიტასთან ერთად შეაჩერა ცხოვრება...
პირველად ვერ გაუძლო მარტოობას, სული თავის დაკარგულ ნაწილს ეძებდა და მიჰყავდა სხეული იქ სადაც ელოდა მეორე მარტო’სული.
.........
სახლის წინ იდგა სრულიად არეული გრძNობებით, გაცოცხლებული წარსულით და დაუფიქრებლად მიიწევდა წინ. ცარიელი იყო მისი მზერა, უმეტყველო ჰქონდა გამომეტყველება უბრალოდ მიაბიჯებდა სახლში რომელშიც მხოლოდ ერთხელ იყო და ინსტიქტს მინდობილი მხოლოდ კიტას ნახვას ელოდა.
თვალები დახუჭა , სახელურს შეეხო და ფრთხილად ჩამოსწია . ნანა რომ დახვედროდა იქ წარმოდგენა არ ჰქონდა რას გააკეთებდა , მაგრამ გაუმართლა და პირდაპირ კიტას ოთახში მოხვდა. ნაბიჯი გადადგა თუ არა მაშინვე შეეკრა სუნთქვა. წამით გონება დაებინდა, თვალები რომ გაახილა კარს იყო აკრული და ყელზე ძლიერად უჭერდნენ ბიჭის თითები. მისი თვალების დანახვისას ყველა ემოციამ იფეთქა, თითები მაჯებზე მოხვია და დაელოდა როდის გაიაზრებდა კიტა მომხდარს. შეშლილი მზერა ჰქონდა, ისე უყურებდა თითქოს მოჩვენებას ხედავდა, სხეულზე ეკვროდა ქალს და მიუხედავად იმისა რომ ყელზე აღარ უჭერდა მაინც ზედმეტად ახლოს იყო . სუნთქვა გაუხშირდა, ზემოდან დაჰყურებდა და სიტყვასაც არ ამბობდ
-კიტა- ბიჭს არ ესმოდა მისი ხმა. თითები ფრთხილად შეახო შეწითლებულ ყელზე და თავი დახარა
-შეიშალე ანო? - იმდენად ჩუმად თქვა ახლოს რომ არ ყოფილიყო ვერ გაიგებდა. მისი შეხებისგან გამოწვეულმა უცნაურმა ჟრუანტელმა სრულიად მოადუნა და დაძაბულობაც გაუქრა რასაც ბიჭზე ვერ ვიტყოდით-აქ რა ჯანდაბას აკეთებ- მუშტი ისე მიარტყა ხის კარს რომ ანო ინსტიქტურად შეხტა- ნაბიჯების ხმა რომ გავიგე მეგონა ... ჯანდაბა , ამის დედაც კინაღამ დაგახრჩე - ხელისგული კარზე მიაბჯინა და ხმას აუწია - აქ რა გინდა , რა გინდა ანო
-პატიება ...მე პატიება მინდა
-პატიება ? შენი აზრით 15 წლით ცხოვრების შეწყვეტა შეიძლება აპატიო? შენ ის დაიჯერე რაც ყველამ
-არ უნდა დამეჯერებინა...რომ არ დამეჯერებინა მიშოს მკვლელი ახლა თავისუფალი არ იქნებოდა - ისევ ისე ახლოს იყო, ისევ ისე თვალებში უყურებდა და აჩქარებულ გულისცემას ვერ იმშვიდებდა- კიტა , მე
-შენ აქ არ უნდა იყო! - უეცრად მოშორდა და მთელი სხეული გაეყინა ანოს. უცნაურმა სიცივემ მოიცვა მთელი მისი სხეული და უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა
-ჩვენ არ დაგვისრულებია
-დავასრულეთ ! - ზურგით იდგა. ღრმად სუნთქავდა , თავზე ხელი მიიბჯინა და ფანჯრიდან შემოსული ცივი ჰაერი ჩაისუნთქა
-უნდა ვილაპარაკოთ, უნდა მითხრა
-არაფერს გეტყვი, არ ვაპირებ საუბარს და საერთოდ აქ ყოფნის უფლება არ გაქვს- უეცრად გააფთრდა. შებრუნდა და მისკენ დაიძრა- აქედან წადი !
-გგონია იყვირებ და შემაშინებ?
-ყვირილზე მეტიც შემიძლია გავაკეთო და თუ არ გაქრები
-ტყუილია , შენ არ შეგიძლია მე დამიშავო
-ვინ ხარ შენ რომ დაგინდო ...
-კიტა - ტკივილი იგრძნო , მისმა სიტყვებმა შეაშინა. ხო შეეშინდა რომ ვერ დაინახავდა მის თვალებში საკუთარ თავს
-ხუთ წუთს გაძლევ აქედან გასაქრობად და საერთოდ , გიკრძალავ ჩემს სიახლოვეს გამოჩენას. დრო რომ მოვა ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და დასრულდება ... მე ხომ ისედაც დავსრულდი შენთვის
-იმ ღამით
-რომელი ღამე ექიმო? იმდენი წელი გავიდა ერთმანეთსაც ვეღარ ვცნობთ, უცხოები ვართ , სრულიად სხვა ადამიანები გავხდით
-რაღაც ხდება ... რაღაცას ელი- აკვირდებოდა აღელვებულს და შემდეგ დასკვნაც გამოიტანა.
-ექიმო , მიწვევთ - უარყო , მაგრამ ანოსთვის ყველაფერი ნათელი იყო .
-იმაზე მალე შევხვდებით ვიდრე წარმოგიდგენია-სახლი დატოვა, მაგრამ იქვე მოშორებით დარჩა. გული უგრძნობდა რომ რაღაც მნიშნელოვანი მოხდებოდა. იქნებ უბრალოდ წასვლა არ უნდოდა , იქ იყო და ტროტუარზე ჩამომჯდარი შორიდან უყურებდა მენაბდეს ეზოს. არ იცოდა რა დრო გავიდა ზუსტად , ისევ ფიქრებმა გაიტაცეს მაგრამ კარგად აღიქვამდა ქუჩაში გამეფებულ სიმშვიდეს როგორ მიარღვევდა მთვრალი კაცის ხმაურიანი ბუტბუტი. ადვილი ამოსაცნობი იყო ანოსთვის მისი მდგომარეობა. წონასწორობა დარღვეული, ბანცალით მიუყვებოდა ცარიელ გზას, სახლებს აკვირდბეოდა და თავისთვის საუბრობდა. შემდეგ კიტას სახლის შენ გაჩერდა და როგორც კი ამოიცნო საჭირო ლოკაცია მაშინვე ეზოსკენ დაიძრა. ანოც ინსტიქტურად წამოდგა, დიდხანს არც ამჯერად უფიქრია რამდენიმე წუთის დაგვიანებით მიუახლოვდა სახლს საიდანაც უკვე აღწევდა მთვრალის გამოწვეული ხმაური. სახლში შესვლას არ გეგმავდა, მაგრამ მოსმენილმა აზროვნების უნარი წაართვა , ერთ ადგილს მიაჯაჭვა , ფიქრის უნარი წაერთვა მხოლოდ ისმენდა
-კიტაა მენაბდეე...კიტა , რომელიც მიშოსთან ერთად უნდა მომეკლა-დამნაშავე თავად ეწვია კაცს რომელსაც ყოველ წამს ელოდა. სასჯელთან საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ ამას თავადაც ვერ იაზრებდა -ხომ ვიცოდი არ მომასვენებდი...სულ უფრო გაქნილი გაიძვერა იყავი ვიდრე თევდორაძე . იმ ს.რს შენ რო არ ჰყოლოდი თავს დაიბრიდავდა და ჩემი გასაკეთებელი არაფერი იქნებოდა. ისეთი საცოდავი იყო შენს გარეშე, თავიც ვერ დაიცვა იცი? წინააღმდეგობა ვერ გამიწია იმიტომ რომ უტრაკო იყო, არაფერს წარმოადგენდა, არავინ იყო და თავი მაგარ ბიჭად მოჰქონდა . არიფებს ატყუებდა, აბოლებდა არადა წუთში ჩავაძაღლე...თუმცა შენ საიდან გეცოდინება . წლების შემდეგ მოწვი რომ მე გავაკეთე
-შენნაირი ნაბიჭვრის ხელით არ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ხომ ხედავ ის მკვდარიც გჯობს. შენ აქ ლპები შე ნაბოზ.რო . რას დაემსგავსე ... ხშირად მოდის ხომ? სულ შენთანაა , გელაპარაკება ... მე მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე და ყოველ ჯერზე მეუბნებოდა აქ არ დარჩეო , თავი დააღწიე ციხის კედლებსო - მენაბდეს ძარღვები დასკდომამდე ჰქონდა, შეშლილი მზერით უყურებდა კაცს რომელიც ჭიაყელას ჰგავდა იმ წამს. ერთ დროს საკუთარი ბოროტებით რომ დაამარცხა ახლა ისე გასრესდდა , ისე მარტივად გადაუვლიდა
-სისხლი გიდუღს ხომ? გინდა მომკლა ? მაწამო და შური იძიო ... სულ ს.რზე გკიდია მიშო , პროსტა ციხის კედლების ხეხვა რომ გიწევდა ამდენი წელი ეგ გაგიჟებს. აქ რას გააკეთებდი ? ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი იქნებოდი, იქ ალბათ ბევრი გაიცანი ... მომიყევი როგორ იყო გხმარობდნენ თუ ატრ.კებდი - იწვევდა და ეს იმდენად აშკარა იყო კიტას ჯერ კიდევ უნარჩუნებდა მოთმინებას
-შენ გგონია რომ ხელს გავისვრი? თითსაც არ დაგაკარებ იმდენად დიდი ნ.ხვი ხარ ... ყველაფერი თავისთავად მოხდება , ნელ-ნელა დალპები და ბოლოს თავად ინატრებ სიკვდილს - თვალებში უყურებდა და ჭკუიდან გადაჰყავდა
-ყოველთვის მართალს ბაზრობდი , არ შეცვლილხარ- ხმამაღლა გადაიხარხარა და მერე ისევ წაბანცალდა- მაგრამ მაინც ხომ ჩაგსვი, გაგაბით მე და მურთიმ . იმდენად თესლი იყო ბიძაჩემი რო გაგიჩალიჩა... აზრზეც ვერ მოხვედით ისე გააქრო ყველაფერი . დანისთვის ხელი არ უნდა გეხლო , მაგრამ გაგაბი და შენც ჩიტივით გაები - ხარხარებდა , იმდენად საზიზღარი ხმა ჰქონდა ანოს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ვერ ხვდებოდა ვინ იყო, ან ისე ჰქონდა გონება გათიშული რომ უბრალოდ არ შეეძო მისი ამოცნობა. მოკეცილი იჯდა ცივ ბეტონზე, მოხრილ ფეხებზე ხელები შემოეხვია და ისე უსმენდა კაცის აღიარებას
-გახსოვს როგორ ძაღლურად მოკვდა შენი საყვარელი ბიძა? ისე იწამა როგორც იმსახურებდა- კიტამაც გაიცინა, ერთობოდა თითქოს არადა შიგნიდან იწვოდა- რა? გაგიკვირდა? გგონია იქ ვერაფერს ვიგებდი? რამდენი წელი ვერ მოძრაობდა, ვერ ლაპარაკობდა და უყურებდა მისი ახალგაზრდა ცოლი როგორ ჟ.მაობდა მის გამოზრდილ ძაღლთან. კიდევ ვინ იცის რა ნახა იმ წლების განმავლობაში, რამდენხანს ხედავდა თავის ჩადენილ ცოდვებს და ღმერთს სთხოვდა რომ დროზე დაესრულებინა მისი დამპალი ცხოვრება ... კარგად გაიხსენე და დარწმუნებული იყავი მასზე უარესი გელის
-საღოოლ - ტაში დაუკრა და შეძახილებიც მიაყოლა- მართლა არ მეგონა თუ მიხვდებოდი ოდესმე ... არადა ისეთი გულწრფელი ვიყავი რომ მოვდიოდი შენს მოსანახულებლად. რა სასაცილო იყავი იქ, სასოწარკვეთილი, საცოდავი , სუსტი მე რომ მთხოვდი დახმარებას და გჯეროდა რომ შენებს მხარს გავუმაგრებდი, მიშოსთვის შურს ვიძიებდი ....
-არიფი ვიყავი და მაჯობე...დამპალი მსახიობი იყავი ყოველთვის . როგორი არარაობაც დაიბადე ისეთად დარჩი ბოლომდე - ცდილობდა გამოეწვია, ისევ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული , მაგრამ კიტამ წამით ზურგი აქცია და შემდეგ სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის
- გამოდის ასეთი მაგარი ხარ რომ არაფერს დამიშავებ? ცოტა ძაან ს.რობა ხო არაა , უტრ.კო ჩმორივით უნდა მიყურო და ღმერთს ელოდო როდის გადამიხდის ... ციხეში ასე გასწავლეს? მიდი , ნუ აჯანჯლებ... რამდენი ხანია ვფიქრობ შენთან შეხვედრისას რას გავაკეთებ. ისიც კი წარმოვიდგინე როგორ დამარტყავდი პირველად , ხან მე გერეოდი ხან კიდევ შენ
-დიდი ხანია თიკას გარდა არავინ დაგილურჯებია ხო? რისთვის გინდოდა , მონად რომ გექცია და როცა მოგინდებოდა ფეხქვეშ გაგეფინა? ამისთვის ? ამის გამო მოკალი მიშო?
-რა სულელი ხარ... გგონია იმ იდიოტკა ქალის გამო მოვკალი? ისედაც მოხსნილი არ მყავდა? იმდენად დებილი იყო სულ ცოტა ძალდატანება და დამნებდა... მიშო რას იზამდა წაიყვანდა? შანსი არ იყო . შენ რომ მოხვედი უკვე შესრულებული მქონდა და პროსტა ქეიფს ვიწყებდით... თიკას დიდხანს ეჩალიჩე მახსოვს. მაინც როგორი გულკეთილი იყავი ჰა?- ისევ გაიცინა
-რა გინდოდა მიშოსგან... რა დაგიშავა ასეთი ან მე რატომ ამირჩიეთ . სხვას ვერავის შეტენეთ საქმე? დავიჯერო ნაბოზარ ბიძაშენს გაუჭირდებოდა სხვანაირად ამ საქმის მოგვარება? ჩემი ძმა მოკალით და მე შემტენეთ
-იმიტომ რომ შენც ვერ გიტანდი... ორივემ გამიმწარეთ ცხოვრება. ბავშვობიდან არ მაძლევდით მოსვენებას... იმ ს.რს მამა ომში დაუბრიდეს , მამაჩემი მასზე მეტს ზრუნავდა ვიდრე ჩემზე. ის დაჰყავდა ყველგან სადაც მე ვიყავი, მაუძლებდა მასთან მეგობრობას. ყველაფერს ასწავლიდა, ვერ გაიგო რომ მამამისი არ იყო... სულ აქებდა, სულ ყველაფერს უსრულებდა მე კი მეზობლის ბავშვივით დამათრევდა . ყველა მის ირგვლივ ტრიალებდა...ყველა , მე კი ს.რზე ვეკიდე . თავი დიდი ვინმე ეგონა, ყველა გოგოს ეგ ევასებოდა და მაგას თიკუნა შეუყვარდა, ერთი სულელი , იდიოტი გოგო რომელსაც ნებისმიერი დაკერავდა. მამაჩემი ისე გლოვობდა , გახსოვს როგორ გემუქრებოდა სასამართლოზე ? მეგონა ვინმეს შემოგიგზავნიდნენ და მოგკლავდნენ , მაგრამ გადარჩი .
-ჩემგან რა გინდოდა-თქო ... რატომ მე და არა სხვა ვინმე .
- შენ ... შენ მამენტ არაფერი დაგიშავებია, მაგრამ მე ორივე არარაობად მთვლიდით და კიდეც მიიღეთ თქვენ თქვენი წილი
-არარაობა ხარ, უმარტივესი საცოდაობა რომელმაც ცხოვრებაში ვერაფერი გააკეთა შურის, ბოღმის და ზიზღის გარდა არაფერი გაგაჩნია მაგ დამპალ სულში ნათელი წერტილი არ გაქვს. სულ მთლად გაიხრწენი და მიშო კიდევ ასჯერ რომ მოკლა, მეც ასჯერ ჩამსვან ან იქ გამიშვან მაინც ასეთი დარჩები . მკვდარი ბევრად მეტად უყვართ ვიდრე შენ, მკვდარი მეტად ძვირფასია ვიდრე ცოცხალი შენ -ისე უჭირდა თავის შეკავება, მუშტებშეკრული იდგა და ძლიეად აწვებოდა ტერფებს რომ უცებ არ მივარდნოდა . იქვე მოკლავდა, სულ ერთი ნაბიჯი რომ გადაედგა მერე ვეღარ შეჩერდებოდა, ვერ გაუძლებდა, თავს ვეღარ გააკონტროლებდა , მაგრამ უფლება არ ჰქონდა. ასე სულელურად ვერ მოიქცეოდა, ვერ დაემსგავსებოდა ცხოველს ის კიტა იყო, კიტა მენაბდე თავისი პრინციპებით და ცხოვრებით რომელსაც მეორედ არ დაანგრევინებდა მირცხულავას. ახლა რომ მოეკლა ისევ ის მოიგებდა, სისხლში ხელებს გაისვრიდა , გურამი კი დაისვენებდა, დაასრულებდა თავის დამპალ ცხოვრებას. სწორედ ეს უნდოდა იქ იმისთვის იყო კიტა გამოეწვია უნდოდა. მეორედ ვერ გაებმებოდა მის მახეში, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა
-სანამ მე თიკუნას ვარწმუნებდი მანამ წახვედი მიშოსთან... მთვრალი იყავი , გალეშილი და შენი გასწორებული გქონდა. გინდოდა მისულიყავი , გეთქვა რომ მისი ქალი შენი გახდა . გინდოდა გაგეგიჟებინა ხომ ასეა...ამიტომ წახვედი
-ხო , აბა რა. თიკუნა სულ ს.რზე არ მეკიდა? მთავარი სიამოვნება ის იყო იმ სულელის სანატრელ ქალს რომ ვჟ.მავდი ... თითს არ აკარებდა, ისე ექცეოდა როგორც ფაიფურის თოჯინას რა შტერი იყო თიკუნას ექცეოდა როგორც ქალღმერთს , ყველაზე სულელ და საცოდავ ქალს
-ამიტომ ექცევი ასე ღორულად ? მკვდარ მიშოს ისევ ებრძვი როცა შენს ცოლს სცემ საკუთარი ბავშვების თვალწინ? მაინც რა ჯიშის ცხოველი ხარ ასეთი...ასეთი ავადმყოფი როგორ ხარ - სუნთქვა ეკვროდა, თვალები ჩაუწითლდა და ძარღვები მალე დაუსკდებოდა . ამდენი წლის შემდეგ იდგა კაცის წინ რომელმაც ცხოვრება დაუნგრია, უსმენდა მის საუბარს, უყურებდა მშვიდად და არაფერს უშავებდა. არადა როგორ უნდოდა ნაწილებად დაეჭრა, წამებით ამოეხადა მისთვის სული . უნდოდა ფიზიკურად ენახა ის ტკივილი რასაც მისი სული განიცდიდა .. რამდენიმე წუთი გავიდა , მაგრამ საუკუნეს გავდა
-იმასაც მალე გავუყოლებ თავისი მიშოს გზას , სულ გაუბერა შენი გამოსვლის მერე. ჰგონია გავუშვებ და კი არ იცის რომ ყელს გამოვჭრი ... მიშიკო აზრზე არ იყო მე რომ მივედი , მეგონა ეტყოდი შენ კი ისეთი საყვარელი იყავი ბიჭს გული არ ატკინე და პირველი გამოვვარდი. ფიქრობდი თიკუნას დავაბრუნებ და მერე ვეტყვიო? აი მანდაც მიქარე იცი? ზედმეტად კარგი ბიჭი იყავი და ხო იცი ზედმეტი არაფერი ვარგაა - ოთახში დადიოდა და აქეთ-იქით იყურებოდა- კარი რომ გამიღო პირდაპირ შევედი და ვახარე მომილოცე თიკუნა ცოლად შევირთე-თქო ... ნეტავ გენახა როგორ დაყლ.ვდა იმენა გამოშტერდა. კაიფში იყო , სიცილი აუტყდა ...გამოდიოდა უკვე , მაგრამ მაინც ვერ გაიგო ნორმალურად. მერე ჩხუბი დავიწყეთ, ვეუბნებოდი როგორი სასიამოვნო იყო თიკუნასთან და ისიცი გიჟდებოდა. მერე აღარ მახსოვს მე დავარტყი თუ მან დამარტყა... რომ დავარდა ზევიდან დავაჯექი, ჯერ ყელში ვუჭერდი თითქმის გაითიშა მერე ის დედამოტყ.ული დანა დავინახე ...ისე მიყურებდა , ხელი თავისით გაიქცა . სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მიყურებდა ...მიყურებდა იმ თავისი ჭრელი თვალებით დანა რომ ჩავარტყი და დავატრიალე . მომეშვა, ჯანდაბა როგორ მომეშვა იცი? თუმცა საიდან უნდა იცოდე შენ ხომ არავინ გეზიზღება, არავინ მოგიკლავს და ვერ გაიგებ როგორ ასწორებს როცა აქრობ შენი ცხოვრებიდან იმას ვინც შენზე მეტად უყვართ- გონს აღარ იყო ერთ წერტილს უყურებდა და იქ ხედავდა წლების წინ მომხდარს. მერე მიშო გამოჩნდა
-დაგენძრა გურამიკოო...შენი დრო მოვიდააა- ხედავდა მომღიმარი თევდორაძის სახეს , ათასჯერ ნანახს და კიდევ უფრო ებინდებოდა გონება
-წადი შენი ... - ხელი აიქნია და მერე სახეზე ჩამოისვა თითები - ლამარას რომ ვნახულობ და საფლავზე გავდივართ ზოგჯერ ვნანობ. მეცოდება ის ქალი , მაგრამ სულ ცოტა ხნით ... ისე კარგი მსახიობი ვყოფილვარ... თევდორაძეების მთელი კლანი გავასულელე . გიორგის ჰგონია რომ მე ვიყავი მიშიკოს ყველაზე მაგარი ძმაკაცი და მე მტკივა ყველაზე მეტად ... უი მართლა შენი ანო ? რამდენჯერ დამიმშვიდებია აქვითინებული სხდომების დროს რომ მცოდნოდა ასეთი სექსუალური გახდებოდა თიკუნას არც გავხედავდი - ისევ ხარხარებდა, კიტას უკვე მზერაც დაებინდა და საერთოდ აღარ შეეძლო აზროვნება. ყელში ბურთი აწვებოდა, ბრაზი ახრჩობდა, სიძულვილი, შრისძიების წყურვილი და წამი დასჭირდა გურამთან მისასვლელად. გაშლილი ხელი მოუქნია და ისეთი ძალით ჩაარტყა რომ ცხვირიდან წამსკდარმა სისხლმა კედელიც შეღება. ღრიალებდა, წლების დაგროვილ ტკივილს ანთხევდა , იატაკზე დავარდნილს გამეტებით ურტყამდა მუშტებს . კონტროლ დაკარგული იქვე მოკლავდა ანო რომ არ დაენახა,მისი ხმა რომ არ გაეგო
-კიტა გთხოვ არ მოკლა...შენ მკვლელი არ ხარ კიტა - გაყინული იყო, ტვინი მართავდა მხოლოდ ემოციები სულ მთლად გაუქრა . მხოლოდ მენაბდე ადარდებდა იმ წამს და სხვა არავინ და არაფერი. სისხლიან ხელებზე შეეხო და თითები ძლიერად შემოხვია მკლავზე- მორჩა ... ყველაფერი დასრულდა კიტა . შემომხედე კიტა , გთხოვ
-დასრულდაა ...დასრულდა- იატაკზე გართხმული სისხლს აფურთხებდა და ხელით ცდილობდა მოეშორებინა წითელი სითხე. ფეხზე ძლივს წამოდგა და კიტას ჩაწითლებული თვალები ისევ აალდნენ , მონსტრს ჰგავდა იმ წამს რომელსაც ანოს წვრილი მკლავები იჭერდნენ- დასრულდაოოო არა პრინცესა? შენც ამათთნაირი ხარ ... მიშოს სისხლი გაქვს- იცინოდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა- შენნაირია მიშიკოოო ... დაგემსგავსაა
-უნდა მოვკლა...უნდა მოვკლა ასე ვერ გავუშვებ. არ იმსახურებს , არ შეიძლება სამართალს ველოდო .სისულელეა ლოდინი , ის უნდა მოკვდეს - კაცს უყურებდა და ჩამწყდარი ხმით ამბობდა სიტყვებს რომლებიც მხოლოდ ანოს ესმოდა , ანოსთვის იყო -შენ უნდა წახვიდე, აქ თითქოს არ ყოფილხარ . ყველაფერი დასრულდება - თვალებში უყურებდა და მის მზერაში გრძნობების ქარიშხალი ჩანდა - ყველაფერი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო... იქ დავბრუნდები აქაურობა მაინც სულს მიხუთავს
-მისთვის დასრულდა , მხოლოდ მისთვის შენთვის არა - ამღვრეული თვალებით უყურებდა და ხელს არ უშვებდა, კიდევ უფრო მეტად მიეკრო სხეულზე და თითები სახეზე შეახო-კიტა გთხოვ ,გონს მოდი
გურამი ბარბაცით დადიოდა, სისხლიან ხელებს ამოძრავებდა და რაღაც უხილავს უყურებდა. პერანგზე სისხლის ლაქები ჰქონდა, საშინლად გამოიყურებოდა თავის უშნო სხეულში გამომწყვდეული მახინჯი სულით. გონს არ იყო და ეს მხოლოდ სასმელის დამსახურება არ გახლდათ. გაითიშა, დაავიწყდა სად იყო, ვისთან ერთად, რა ხდებოდა მის ირგვლივ ხედავდა მხოლოდ მიშოს სახეს რომელიც თავს დასტრიალებდა. ქრებოდა და ჩნდებოდა , როცა არ ჩანდა მისი ხმა მაინც ესმოდა
-მორჩა გურამ ... დასრულდი . მიდი , მიდი გააკეთე რამე რომ წავიდე ... გურააამ მოიფიქრე რას იზამ რომ წავიდე . გურაამ , გურააააამ , გუგააა
-მოკვდი ... ხომ ხედავდი ყველაფერს რასაც ვაკეთებდი. ხომ გაგიჟდი მანდაც შე ... მორჩები ბოლოს და ბოლოს . დაინახე შენს თიკოს როგორ ვკარი ხელი? მიდიოდა , წასვლა უნდოდა და მგონი შენთან გამოვუშვიი - ხარხარებდა და კედელს ელაპარაკებოდა . მის სიტყვებს ვერ გაარჩევდით არც ესმოდათ .
-ხედავ? კარგად დააკვირდი კიტა , ის განადგურდა ... ახლოს მისვლაც არაა საჭირო , საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი
-განაჩენი ... როგორი მრავალფეროვანია ეგ განაჩენი , როგორი მძიმე და გადაულახავი . ერთხელ რომ გამოიტანენ მერე შეუძლებელია მოიშორო- სისხლიან ხელებს დაჰყურებდა, ანოს წვრილ თითებს მაჯაზე რომ ეხვეოდნენ ისევ - მალე ვინანებ რომ არ მოვკალი - ანოს მოშორდა, გაუჭირდა ,მაგრამ მაინც დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან. გურამისკენ დაიძრა პოლიციელები რომ შევიდნენ. ისევ ამ ფერებმა, სირენის ხმამ და ფორმიანებმა დაასრულეს , თითქოს ვიღაც მაღლიდან დასცინოდა. კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა კიტას ცხოვრებაში მაშინაც მოულოდნელად გამოჩნდნენ , მაგრამ ახლა იცოდა ვისთანაც იყვნენ . მაშინ კი ვერაფერს ხვდებოდა, გაციებული მიშოს სხეულს დაჰყურებდა, მისკენ მიიწევდა ,პოლიციელები მიათრევდნენ , იჭერდნენ და არ აძლევდნენ თევდორაძესთან მიახლოების უფლებას. ეს ფერები, ხმა და ფორმიანები რომლებმაც მენაბდის ცხოვრება ერთხელ დაასრულეს ახლა კი 15 წლის შემდეგ ნამდვილ დამნაშავეს აპატიმრებდნენ. მენაბდე მოწმე იყო , ოქროს მოწმე და თავისუფალი მიაბიჯებდა სრულიად მარტო . მხოლოდ ნანაზე ფიქრობდა იმ წამს , უნდოდა იქ ჰყოლოდა, თავისთან ახლოს რომ დაენახა შვება მის თვალებში. თავად ვერაფერს გრძნობდა, არაფერი შეცვლილა მიშო ისევ ცივ საფლავში განისვენებდა , 15 წლიანი პატიმრობა და დაკარგული ცხოვრებაც არ გამქრალა, მარტო იყო სადღაც შორიახლოს იდგა ანო თევდორაძე თავისი მშვიდი, ცივი გამომეტყველებით ,ანო რომელმაც საბოლოო ნაბიჯი გადადგა და მიიყვანა თამაში დასასრულამდე. დასასრული დასაწყისის პირველი ნაბიჯია ყოველთვის ,როდესაც ამქვეყნად ხარ და მაშინაც როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყნად, სრულიად უცნობ და გაუგებარ სამყაროში.
განყოფილებაში იყო ჩანაწერებით და მტკიცებულებებით რომლებსაც წესით კმაყოფილება მაინც უნდა აღეძრა მაგრამ ის ემოციებისგან გამოფიტული, ცარიელი იჯდა და ვერ აღიქვამდა გამარჯვებას . როდესაც ამდენად დიდია მსხვერპლი გამარჯვებასაც არარ აქვს ფასი.
ანოს უყურებდა , ქალს რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ გოგონას წინა ცხოვრებაში რომ დატოვა. პოლიციის განყოფილებაში მალევე გამოჩნდნენ გიორგი და ნინო თევდორაძეები. ლამარაც იქ იყო , შავებში შემოსილი მოხუცი ქალი გალეული ხელებით რომ ეყრდნობოდა გიორგის და ვერ გაერკვია რა ხდებოდა. ისმენდნენ და ვერ იჯერებდნენ, უცნაური სანახავი იყო კიტასთვის ყველა და ყველაფერი. დროში მონაცვლეობდა ,მათ რომ ხედავდა წამსვე ახსენდებოდა წლების წინ მომხდარი ამბავი . სხვანაირი იყო , მხოლოდ იმ დროს გაჩენილი მარტოსულობა არ ტოვებდა
-მოსე გამოვიდა - კოკოს ხმა გაიგო და მზერა მოაშორა თევდორაძეებს- კიტა გინდა რამე ...
-ადვოკატო , უკვე შენი დროა - ფეხზე წამოდგა, ახალგაზრდა კაცს მხარზე ხელი დაარტყა და მერე კოკოს გახედა- ჩვენ წავიდეთ ... ხომ აღარ გჭირდები მოსე?
-ყველაფერი გააკეთე უკვე, მაგრამ ... კარგი თუ წასვლა გინდა შეგიძლია წახვიდე. დანარჩენს მე მივხედავ აღარ იფიქრო ამ ყველაფერზე . მირცხულავა უკვე ციხეშია
არაფერი უთქვამს , მადლიერი მზერა მიაპყრო მეგობარს და ისე დატოვა იქაურობა რომ არავისთან უსაუბრია. კოკოსთან ერთად გავიდა შენობიდან, სიგარეტის ღერს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჟღენთილი ჰაერი. შინაგანი თრთოლვა ჰქონდა, გარეგნულად კი ქანდაკებას ჰგავდა. კოკო ჩუმად იყო , არაფერს ამბობდა და გვერდით მიჰყვებოდა. კესარია რომ დაინახა მანქანასთან წამსვე გახედა ბიჭს
-არაფერი მითქვამს
-ასე უცებ გავრცელდა ხმა?
-კესოს თავისი ინფორმატორები ჰყავს...ყველგან და ყოველთვის- ჩაიცინა და მანქანაში პირველი მოთავსდდა
-კიტა ... როგორ ხარ? - სიტყვებს ეძებდა აშკარად და არეული მზერით უყურებდა
-ნანასთან წახვალ და ყველაფერს ეტყვი? გააკეთებ ამას ჩემთვის ქალბატონო კესარია?-ისევ ეწეოდა და კვამლს სიტყვებს აყოლებდა . თვალები დააწვრილა და ისე შეხედა ქალს - ან ვინმე გაგზავნე რო ჩამოიყვანონ
-მე წავალ და დაველაპარაკები ... მოვუყვე?
-ყველაფერი რაც იცი
-ყველაფერი ?
-ხო და ისიც რომ ჩემთვის დასრულდა ეს ამბავი ,იმდენად დასრულდა რომ საუბარიც აღარ მინდა - სიგარეტი გადააგდო შემდეგ კესოს ლოყაზე აკოცა - საოცარი ქალი ხარ და გიკრძალავ ჩემ გამო დარდს- ისე უთხრა რომ არ მოშორებია შემდეგ დატოვა და საჭესთან დაიკავა ადგილი. მანამ არ წასულა სანამ კესოს მანქანა არ დაიძრა ,ჯერ უკან მიჰყვებოდა შემდეგ კი სხვა გზას გაუყვა, სახლისკენ მიმავალ გზას .
ეზოში დატოვა ანო , ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ . გრძNობდა მის მზერას, მაგრამ არ უყურებდა . წლების შემდეგ ადგილები გაცვალეს , მაგრამ კიტას შეეძლო ანოს გონებიდან წაშლა? ამდენი წლის შემდეგ ჰქონდა კი ამის ძალა? იცოდა რომ მიშოს გარდა ყველა თევდორაძე უნდა გაექრო ცხოვრებიდან.
........
ახალაია მძიმედ იყო. მაშინ როცა გურამს აპატიმრებდნენ სიცოცხლისთვის იბრძოდა . ჰქონდა კი მიზეზი ? რა იყო მისი ცხოვრება, რაში ჭირდებოდა დაბრუნება ამ წყეულ სამყაროში სადაც ყველაფერი ამდენად უშნო იყო . გონებადაკარგულს, სისხლის გუბეში მყოფს თავს ეხვივნენ შეშინებული ბავშვები , მათ ყვირილზე შეკრებილი მეზობლები და შემდეგ ექიმები . სასწრაფო დახმარების მანქანაში ისე შეცვივდნენ ბავშვები რომ მათი დატოვება ვერ შეძლეს, ან ვინ ჰყავდათ დედის გარდა . უკან მიჰყვებოდნენ, ხელზე პატარა თითებს უჭერდნენ და სიმწრის ცრემლები ცვიოდათ კამკამა თვალებიდან. ბავშვები იყვნენ, ორი ცოდვილის უცოდველი შვილები , ჯერ კიდევ სუფთა და ხელშეუხებელი იყო მათი სული , მაგრამ დამძიმებული მრავალი ტკივილით დასახიჩრებული. რა იყო მათ მეხსიერებაში სტრესის, დაძაბულობის, ყვირილისა და კამათის გარდა. ვინ იყო მამა ან დედა , ადამიანები რომელთაც უნდა დაეცვათ მათი სული მარტოობისგან . დედა იყო , დედა რომელიც იქ , კედლის მიღმა ექიმების დახმარებით იბრძოდა სიცოცხლისთვის , მათთვის იბრძოდა , ახალი ცხოვრებისთვის .
გურამ მირცხულავა საკანში იყო. გარეული ცხოველივით ოთხ კედელში გამოკეტილი ისევ ხედავდა მიშოს სახეს, მისი სიცილის ხმა ესმოდა და ცივ, ნესტიან კუთხეში ჩაკეცილი თავში მუშტებს იშენდა . ახალაიამ ბრძოლა მოუგო სიკვდილს და იქ, იმ კლინიკაში თავიდან დაიბადა . ბავშვების დანახვის შემდეგ დაიწყო ახალი ცხოვრება . ზოგჯერ მსხვერპლსაც შეუძლია თავის გადარჩენა, დგება გარემოება რომლის გამოყენებაც თავისუფლებას განიჭებს შემდეგ მთავარია სწორ გზას დაადგე . თიკუნამ ეს გზა იპოვნა, დაივიწყა ყველა და ყველაფერი , ხმამაღლა თქვა სიმართლე რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა , მოყვა ყველაფერი რასაც გურამი უშავებდა . მირცხულავას აღარავინ ჰყავდა, არაფერი გააჩნდა გარდა ორი მძიმე ბრალდებისა რომელიც ციხის მრავალწლიან ბინადრობას უწინასწარმეტყველებდა.
.............
ახალი ამბავი ქალაქში იმდენად სწრაფად გავრცელდა ,რომ რამდენიმე საათი გახდა საჭირო დამნაშავის უდანაშაულოდ ქცევისთვის. სამყაროს ამოტრიალება სწორედ ბრბოს შეუძლია, ხალხს რომელიც წამებში იცვლის შეხედულებას, ივიწყებს საკუთარ ცოდვებს , ქცევას, ნაბიჯებს რომლებსაც ზედ აბიჯებდნენ უდანაშაულო დამნაშავეს . ადამიანებს საკუთარი ცოდვების დავიწყება ყველაზე მარტივად შეუძლიათ ალბათ, ხო აი ასე ავიწყდებათ სიტყვები რომლებიც უთქვამთ, ბრაზიანი , უგულო მზერა რომელიც არ დაიშურეს ცოდვილებმა ცოდვილისთვის.
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, სხვებისთვის სამართლიანობამ იზეიმა კიტა კი ვერაფერს გრძნობდა . ჩუმად დატოვა დარბაზი, არავისთან საუბარი სურდა ზუსტად იცოდა სადაც უნდა წასულიყო სწორედ იმ დღეს და იმ დროს. სასაფლაოს ეზოების ხშირი სტუმარი იყო , უმეტყველო ცივ ქვებს უფრო დიდხანს უმზერდა ვიდრე ცოცხალ ადამიანებს , ალბათ იმქვეყნად მეტი ადამიანი ჰყავდა ვიდრე ამქვეყნად. პირველად მივიდა იქ , იმ ადგილას სადაც მისთვის ყველაზე ძვირფასი კაცი განისვენებდა.
მიდიოდა და გული უჩერდებოდა, არ იცოდა ზუსტად სად უნდა მისულიყო. დადიოდა და დაეძებდა ნაცნობ სახეს , ასე ძალიან რომ ჰგავდა . მკერდში ტკივილი იგრძნო მამის გამოსახულება რომ დაინახა , პატარა ბავშვივით უნდოდა ტირილი, მასთან ჩახუტება და თუნდაც საყვედურის მიღება. რამდენი რამ დააკლდა, რამდენი რამ ვერ მისცა კაცს რომელიც ერთადერთ შვილზე ამყარებდა მთელს იმედებს
-ხომ დაგპირდი ... გვიან შევასრულე სიტყვა . დააგვიანა ამ წყეულმა სამართალმა , ვერ მოგისწარი . ვერ მოგეცი თავაწეული სიარულის საშუალება, თორმეტი წელი გაატარე თავდახრილმა ამ უსულგულო ფიტულების გარემოცვაში . რომ იცოდე როგორ ვამაყობ შენით, რამხელა ძალას მაძლევდა შენი მზერა წამით რომ არ შეიტანე ჩემში ეჭვი ... ვიცოდი , ვიცოდი რომ გჯეროდა და ამით ვცოცხლობდი . ვერაფერი გავაკეთე შენთვის, ვერც მშვიდი სიბერე მოგეცი, ნანასთან ყოფნის საშუალებაც წაგართვი ... ნეტავ რამეს ცვლის იმ ს იქ ჩაყუდება? შევიშალე , მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა . იშვიათად ვსაუბრობდით დიდხანს , მაგრამ მიყვარდა ხომ იცი . მიყვარდა შენს თვალებში დანახული ჩემი ანარეკლი და ყველა სიხარული რაც კი განგაცდევინე იმ 20 წლის განმავლობში ... აქედან მიშოსთან უნდა წავიდე . სასაფლაოების ხშირი სტუმარი გავხდი მა - სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე , წამით შეეხო ქვზე გამოსახულ კაცის სახეს შემდეგ ზურგი აქცია და გაუყვა გზას შინისაკენ, ერთადერთი ადგილისკენ სადაც ელოდნენ ...


დღეს არ უნდა დამედო , მაგრამ ძალიან მჭირდება ახლა ემოციები
ვფიქორბ ამ თავმა მაინც უნდა აღძრას თქვენში გრძნობები რომლებიც აქამდე არ გაგიჩინათ
უცნაურია ვიცი
მაგრამ ასეთი გამოვა ბოლომდე ალბათ
ეს პირველი ნაწილის დასარულია ერთგვარად
შემდეგი თავიდან ნელ-ნელა შეიცვლებიან გმირებიც
მოკლედ მინდა , მჭირდება და ველი თქვენს შეფასებებს
იმას რასაც გაიფიქრებთ ყველაფერს მივიღებ ხომ იცით



№1  offline წევრი duchi_duchi

ვგიჟდები ისე მომწონს.სასწაული გოგო ხარ.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
ვგიჟდები ისე მომწონს.სასწაული გოგო ხარ.

უღრმესი მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი abezara98

აი, ამდენი ემოცია მგონი არც ერთ თავზე არ მქონია. გეფიცები ეს გულქვა ადამიანიც კი ამატირე. ლამის გადავირიე, მაინც როგორ შეიკავა თავი კიტამ, რომ გურამისთვის წამსვე არ მოესწრაფებინა სიცოცხლე. მაგრამ კიტა კიტაა. ერთადერთი და განუმეორებელი ❤❤❤ მან თავისი სიმართლე დაამტკიცა, ახლა დანარჩენი მსოფლიოს დროა და განსაკუთრებით ანოსი, რომ მოახერხონ იმდენი, კიტამ კვლავ მიაქციოთ ყურადღება! არადა, ხომ ვიცი არა, ჯერ ისევ ის 20 წლის გულკეთილი და საყვარელი ბიჭია, რომელსაც ახალგაზრდობა არ შეარგეს, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს ბოლომდე მისი ჩაკვლა და გატეხვა ❤❤❤ მე მჯერა მისი და პირველ რიგში შენი ოსტატობის ❤❤❤
ახლა კიტას ანომ უნდა მოიფიქროს რამე და ორივეს მარტო'სულობა გააქროს! მინდა, მჯერა და მოუთმენლად ველოდები მათ სახეცვლილებას ❤❤❤ რაღაც არამგონია, რომ მხოლოდ ერთადერთ თევდორაძეს დატოვებს საკუთარ გულში. არ მისცემენ ამის საშულებას! ძნელი იქნება პატიება, მაგრამ ანო მოახერხებს რამეს! ჭკვიანი გოგოა ^_^
შენ რა გითხრა? საოცრებათა შორის ყველაზე დიდი საოცრება ხარ! ❤❤❤ გელი! ❤❤❤

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
აი, ამდენი ემოცია მგონი არც ერთ თავზე არ მქონია. გეფიცები ეს გულქვა ადამიანიც კი ამატირე. ლამის გადავირიე, მაინც როგორ შეიკავა თავი კიტამ, რომ გურამისთვის წამსვე არ მოესწრაფებინა სიცოცხლე. მაგრამ კიტა კიტაა. ერთადერთი და განუმეორებელი ❤❤❤ მან თავისი სიმართლე დაამტკიცა, ახლა დანარჩენი მსოფლიოს დროა და განსაკუთრებით ანოსი, რომ მოახერხონ იმდენი, კიტამ კვლავ მიაქციოთ ყურადღება! არადა, ხომ ვიცი არა, ჯერ ისევ ის 20 წლის გულკეთილი და საყვარელი ბიჭია, რომელსაც ახალგაზრდობა არ შეარგეს, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს ბოლომდე მისი ჩაკვლა და გატეხვა ❤❤❤ მე მჯერა მისი და პირველ რიგში შენი ოსტატობის ❤❤❤
ახლა კიტას ანომ უნდა მოიფიქროს რამე და ორივეს მარტო'სულობა გააქროს! მინდა, მჯერა და მოუთმენლად ველოდები მათ სახეცვლილებას ❤❤❤ რაღაც არამგონია, რომ მხოლოდ ერთადერთ თევდორაძეს დატოვებს საკუთარ გულში. არ მისცემენ ამის საშულებას! ძნელი იქნება პატიება, მაგრამ ანო მოახერხებს რამეს! ჭკვიანი გოგოა ^_^
შენ რა გითხრა? საოცრებათა შორის ყველაზე დიდი საოცრება ხარ! ❤❤❤ გელი! ❤❤❤

გამიხარდი ისევ
საშინლად ვღელავ
და მინდა რომ მოგწონებოდათ ეს თავი
და ისეთივე ემოციური ყოფილიყო როგორც ჩემთვის
და მიხარია თუ გამომივიდა
heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი მარიამო26

უბრალიდ არ ვიცი რავთქვა...ამ თავამდე კომენტარი არ დამიწერია მარა ეს ისეთი სხვანაირი,ემოციებით გაჟღენთილი იყო რომ თავი ვეღარ შევიკავე.მეცოდება კიტაც ანოც ამდენი წლების დაკარგვის გამო.კიტას დავიწყების გამო ცოტა გავბრაზდი მაგრამ ამით ანომ თავისი სიძლიერე გვაჩვენა, ალბათ ასე სჯობდა მის შეზიზღებას. სამართალი აღსრულდა!!!ველლდები მომდევნო თავს და კიტასა და ანოს წყვილის განვითარებას. სასწაული გვყავხარ და ვიცი რომ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც ამ ისტორიას შეეფერება❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკო

საოცარი იყო...სასწაული...❤❤

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

მარიამო26
უბრალიდ არ ვიცი რავთქვა...ამ თავამდე კომენტარი არ დამიწერია მარა ეს ისეთი სხვანაირი,ემოციებით გაჟღენთილი იყო რომ თავი ვეღარ შევიკავე.მეცოდება კიტაც ანოც ამდენი წლების დაკარგვის გამო.კიტას დავიწყების გამო ცოტა გავბრაზდი მაგრამ ამით ანომ თავისი სიძლიერე გვაჩვენა, ალბათ ასე სჯობდა მის შეზიზღებას. სამართალი აღსრულდა!!!ველლდები მომდევნო თავს და კიტასა და ანოს წყვილის განვითარებას. სასწაული გვყავხარ და ვიცი რომ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც ამ ისტორიას შეეფერება❤❤❤

როგორ მიყვარს როდესაც ისტორიები გაუძულებთ კომენტარის დაწერას და აზრის გამოხატვას. ამ დროს ვრწმუნდები რომ გამომივიდა
მადლობა ნდობისთვის
იმისთვის რომ კითხულობთ
და ვეცდები ეს ისტორია შედგეს
heart_eyes heart_eyes

სტუმარი მაკო
საოცარი იყო...სასწაული...❤❤

heart_eyes heart_eyes
მადლობა

 


№8  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

მე იმდენი ემოცია მივიღე ვიცი მეოთხედსაც ვერ დაგიბრუნებ.
და მაპატიე.

როგორ.
როგორ შეგიძლია იყო ასეთი.

ასეთი იდეალური.
ასეთი არაჩვეულებრივი.
ასეთი საოცარი.
ასეთი "დიდი".
ასეთი ასეთი...

მარიამი ხარ რა.
და რაღა უნდა გვაკვირვებდეს ხო?

რეალურად არც არაფერი არ მიკვირს.
უბრალოდ ყოველჯერზე უფრო მიყვარდება შენი ნაწერებები.
მიყვარდები როგორც მწერალი.

არ ვიცი.
შოკში ვარ.
ემოციებიაგან დატვირთული.

დაძაბული ვკითხულობდი.
ვკითხულობდი.
კიდევ.
კიდევ.
და რატომ დამთავრდა?
აუტანელია ეს ყოველივე.
ამხელა მოლოდინის რეჟიმი.

ალბათ გაგეხარდებოდა ჩემი გაბრწყინებული თვალების დანახვა ახალი თავის ხილვისას.
დაინახავდი რამხელა ემოციას იწვევ.
არამარტო ჩემში.
ვიცი.

რა ვთქვა?

კიტა.
მისი დამოკიდებულება მამისადმი.
კიტა.
ვერ ნაპატიები ანოს უნდობლობა.
კიტა.
სიყვარული.
კიტა.
ტკივილი.
კიტა.
უბრალოდ ის.

კიტა ვერ გააქრობს ანოს.
მარტო მიშოს ვერ დაიტოვებს თევდორაძეებიდან.
არ უნდა მოხდეს ეს.
ამდენი ხნის შემდეგ.
ამდენხნიანი სიყვარულის შემდეგ.
ვერ რა.

რთულად მაგრამ მჯერა რომ აპატიებს.
ერთი შემატხვევა და.
მოხდება რამე.

მარიამ.
შენ.
ვიცი ყველაფერა გააკეთებ.
ისე გააკეთებ როგორც საჭიროა.
როგორც მოისურვებ.
თუ როგორც მუზა მოიტანს.

ანო.
არანაირი ანტიპათია.
აღარ რა.

ის მომენტი.
ის ფოტოები.
ის მოგონებები.

დავიწყებული კიტა.
მგონი უყვარდა.

ყველგან სიყვარულს რატომ ვეძებ.
არ შეიძლება ასე.
შენი პასუხი წინა კომენტარზე რა ზუსტი იყო.
გეთანხმები მარიამ.

ეს განსხვავებული ისტორია.
ბევრჯერ რომ ვერ წავიკითხავ ისეთია.
განა იმიტომ რომ ცუდია.
მგონი უნდა მიმიხვდე.

და მადლობა მარიამ.
მადლობა რომ ასე წერ.

შემდეგამდე.

 


№9  offline წევრი maviwyara

არც კი ვიცი რა ვთქვა. არ მინდა რო ანო და კიტა ცალკ ცალკე დარჩენ ძალიან მინდა ერთად იყვნენ. ყველაზე მეტად ჩემზე ორმა მომენტმა იმოქმედა აი ცრემლებამდე რო მიმიყვანა. პირველი იყო ანოს ისე დატოვება, მეორე კი მამამის საფლავზე ასვლა და მასთან საუბარი. ეს რაღაცნაირი გრძნობა აი როგორ ვთქვა არ ვიცი თითქოს ეს ყველაფერი მე მხდებოდა თავს.
--------------------
M.N

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

მე იმდენი ემოცია მივიღე ვიცი მეოთხედსაც ვერ დაგიბრუნებ.
და მაპატიე.

როგორ.
როგორ შეგიძლია იყო ასეთი.

ასეთი იდეალური.
ასეთი არაჩვეულებრივი.
ასეთი საოცარი.
ასეთი "დიდი".
ასეთი ასეთი...

მარიამი ხარ რა.
და რაღა უნდა გვაკვირვებდეს ხო?

რეალურად არც არაფერი არ მიკვირს.
უბრალოდ ყოველჯერზე უფრო მიყვარდება შენი ნაწერებები.
მიყვარდები როგორც მწერალი.

არ ვიცი.
შოკში ვარ.
ემოციებიაგან დატვირთული.

დაძაბული ვკითხულობდი.
ვკითხულობდი.
კიდევ.
კიდევ.
და რატომ დამთავრდა?
აუტანელია ეს ყოველივე.
ამხელა მოლოდინის რეჟიმი.

ალბათ გაგეხარდებოდა ჩემი გაბრწყინებული თვალების დანახვა ახალი თავის ხილვისას.
დაინახავდი რამხელა ემოციას იწვევ.
არამარტო ჩემში.
ვიცი.

რა ვთქვა?

კიტა.
მისი დამოკიდებულება მამისადმი.
კიტა.
ვერ ნაპატიები ანოს უნდობლობა.
კიტა.
სიყვარული.
კიტა.
ტკივილი.
კიტა.
უბრალოდ ის.

კიტა ვერ გააქრობს ანოს.
მარტო მიშოს ვერ დაიტოვებს თევდორაძეებიდან.
არ უნდა მოხდეს ეს.
ამდენი ხნის შემდეგ.
ამდენხნიანი სიყვარულის შემდეგ.
ვერ რა.

რთულად მაგრამ მჯერა რომ აპატიებს.
ერთი შემატხვევა და.
მოხდება რამე.

მარიამ.
შენ.
ვიცი ყველაფერა გააკეთებ.
ისე გააკეთებ როგორც საჭიროა.
როგორც მოისურვებ.
თუ როგორც მუზა მოიტანს.

ანო.
არანაირი ანტიპათია.
აღარ რა.

ის მომენტი.
ის ფოტოები.
ის მოგონებები.

დავიწყებული კიტა.
მგონი უყვარდა.

ყველგან სიყვარულს რატომ ვეძებ.
არ შეიძლება ასე.
შენი პასუხი წინა კომენტარზე რა ზუსტი იყო.
გეთანხმები მარიამ.

ეს განსხვავებული ისტორია.
ბევრჯერ რომ ვერ წავიკითხავ ისეთია.
განა იმიტომ რომ ცუდია.
მგონი უნდა მიმიხვდე.

და მადლობა მარიამ.
მადლობა რომ ასე წერ.

შემდეგამდე.



არ ვიცი , მართლა არ ვიცი თქვენამდე რამდენი ემოცია მოდის , მაგრამ მე რომ ბევრს ვიბრუნებ უკან ვიცი
ერთ-ერთი გამორჩეული მკითხველი ხარ მკითხველთა შორის
გაფასებ, მიხარიხარ და არ ვიცი როგორ აგიხსნა კიდევ რას ვგრძNობ რომ ჩნდები
მადლობა რომ ხარ
heart_eyes :heart_eyes

maviwyara
არც კი ვიცი რა ვთქვა. არ მინდა რო ანო და კიტა ცალკ ცალკე დარჩენ ძალიან მინდა ერთად იყვნენ. ყველაზე მეტად ჩემზე ორმა მომენტმა იმოქმედა აი ცრემლებამდე რო მიმიყვანა. პირველი იყო ანოს ისე დატოვება, მეორე კი მამამის საფლავზე ასვლა და მასთან საუბარი. ეს რაღაცნაირი გრძნობა აი როგორ ვთქვა არ ვიცი თითქოს ეს ყველაფერი მე მხდებოდა თავს.

heart_eyes heart_eyes წარმოუდგენლად მიხარია
და უდიდესი ემოციიებით მტვირთავთ რაც ასე ძალიან მწირდება ახლა
heart_eyes heart_eyes
ვეცდები რომ ესისტორია ბოლომდე შედგეს

 


№11 სტუმარი ნილდა

"ეს თავი მაინც აგვიღძრავს გრძნობებს"?
ვინმეს თუ აქამდე გრძნობები არ გასჩენია და ამას როგორც უბრალოდ მოთხრობას კითხულობს დასანანია.
ასეთი ამბები ხდება, ნამდვილად ხდება და მე ყველა გმირის სიხარული და ტკივილი მესმის.
მე პირადად მაკლდა ვნება და სიყვარული რომელიც თავად ახსენი რომ შემდეგ ნაწილში იქნება ის რაც შენ ასე სასწაულად გამოგდის .
ჰოდა ველი .
ველოდები დიდი თევდორაძის პატიების თხოვნასაც, იმსახურებს კიტა.
აუ კესო ძალიან საყვარელია

 


№12  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საოცარი თავი იყო, ნამდვილად საოცარი, უამრავი ემოციით დატვირთული. ყოჩაღ!

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ნილდა
"ეს თავი მაინც აგვიღძრავს გრძნობებს"?
ვინმეს თუ აქამდე გრძნობები არ გასჩენია და ამას როგორც უბრალოდ მოთხრობას კითხულობს დასანანია.
ასეთი ამბები ხდება, ნამდვილად ხდება და მე ყველა გმირის სიხარული და ტკივილი მესმის.
მე პირადად მაკლდა ვნება და სიყვარული რომელიც თავად ახსენი რომ შემდეგ ნაწილში იქნება ის რაც შენ ასე სასწაულად გამოგდის .
ჰოდა ველი .
ველოდები დიდი თევდორაძის პატიების თხოვნასაც, იმსახურებს კიტა.
აუ კესო ძალიან საყვარელია

კესო ნამდვილად საყვარელია
თევდორაძე პატიებას მგონი არ ითხოვს ... არ მიყვარს პატიების თხოვნა, არც მადლლობები და მსგავსი ბანალური სიტყვები , მაგრამ კიტა იგრძნობს ანოს სინანულს და გრძნობს კიდეც
ვნებას მაინც ვერ დაგპირდებით რა ვქნა
არამგონია მაქამდე მივიდეთ
heart_eyes heart_eyes

ablabudaa
საოცარი თავი იყო, ნამდვილად საოცარი, უამრავი ემოციით დატვირთული. ყოჩაღ!

heart_eyes heart_eyes
ვეცდები ბოლომდე ემოციური იყოს
ასეთი აღარ იქნება,მაგრამ მაიცნ

 


№14  offline წევრი Maia G.

მარიამ პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი წაკითხვას,პირველი თავის შემდეგ ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი.
რა ვთქვა,რა დავწერო,უკვე აღარ ვიცი....
ჩემი ახლანდელი მდგომარეობა,როგორ აღვწერო არ ვიცი,იმდენად მტკივა კიტა...
მაგრამ ანოს ტკივილი უფრო მეტკინა....იმის გააზრებამ,რომ კიტას უღალატა,არ ენდო,არ დაუჯერა.....
ამან დაშალა ანო....
პ.ს. რომელ გრძნობების "არ "გაჩენაზე ამბობ მარიამ? მე რომ ჩემი ტკივილი დამავიწყა? შენ მე მიშველე....
მადლობა ამისთვის მარიამ ❤❤❤❤

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Mai dire mai
მარიამ პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი წაკითხვას,პირველი თავის შემდეგ ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი.
რა ვთქვა,რა დავწერო,უკვე აღარ ვიცი....
ჩემი ახლანდელი მდგომარეობა,როგორ აღვწერო არ ვიცი,იმდენად მტკივა კიტა...
მაგრამ ანოს ტკივილი უფრო მეტკინა....იმის გააზრებამ,რომ კიტას უღალატა,არ ენდო,არ დაუჯერა.....
ამან დაშალა ანო....
პ.ს. რომელ გრძნობების "არ "გაჩენაზე ამბობ მარიამ? მე რომ ჩემი ტკივილი დამავიწყა? შენ მე მიშველე....
მადლობა ამისთვის მარიამ ❤❤❤❤

იმედი მაქვს შენი პრობლემა როგორმე მოგვარდება heart_eyes
ძალიან მიხარია თუ დაგეხმარე
ვეცდები მალე დავდო შემდეგი

 


№16 სტუმარი თინა

შენ გინდა რომ მე ვიტირო. თან ძალიან.
გელი, ყოველთვის. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვის გამოც ამ საიტზე ვაგრძელებ შემოსვლას. დაახლოებით ოთხი წელია ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვები და ყოველ ახალ ისტორიასა თუ ახალ თავზე გული მიჩქარდება. ერთადერთი ხარ, ვისი წაკითხვაც შეიძლება ღამის 3-ზე მომინდეს და გავათენო. ძალიან, ძალიან შეიცვალე, განვითარდი. თუნდაც ეს კონკრეტული თავი ნებისმიერ 3-4 წლის წინანდელ ისტორიას რომ შევადაროთ, ღმერთო, იმდენად განსხვავებული და დახვეწილია, მაგრამ შენ მაინც ყველგან ხარ. ყოვლის შემძლე მარიამი ხარ, როგორც შენი ყველა მარიამი. ეს სახელი შემაყვარე, მართლა. თითქოს ერთნაირი ისტორიები გაქვს, ჩვეულებრივი სცენარით, ბედნიერი დასასრულებით და უმაგრესი პერსონაჟებით, მაგრამ მხოლოდ შენს ისტორიებს აქვს ის მუხტი, რაც ძალიან, ძალიან მიზიდავს და ხშირად მაიძულებს თავიდან წავიკითხო. გამორჩეული ხარ, მარიამ. ალბათ ერთადერთი მწერალი ხარ, რომლის ვინაობის გაგებაც არ მდომებია და არ მიცდია. შენ ხარ უბრალოდ მარიამი, რომელზეც ეს ისტორიები საუბრობენ. 340 სიახლე გიდევს და ყველა წაკითხული მაქვს. ხვდები? :))
ძალიან მაგარი ხარ, მარიამ და ძალიან მიყვარხარ.
პ.ს რას არ მივცემდი, შენი მარიამების შეხვედრის სანახავად. ქროსოვერი მინდა, სასტიკად. ღმერთო, რაებს ჩაატარებდნენ :)))))

აუ, მარიამ, ახლა აღმოვაჩინე. 340 სიახლე და 3400 კომენტარი გაქქვს :))

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

თინა
შენ გინდა რომ მე ვიტირო. თან ძალიან.
გელი, ყოველთვის. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვის გამოც ამ საიტზე ვაგრძელებ შემოსვლას. დაახლოებით ოთხი წელია ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვები და ყოველ ახალ ისტორიასა თუ ახალ თავზე გული მიჩქარდება. ერთადერთი ხარ, ვისი წაკითხვაც შეიძლება ღამის 3-ზე მომინდეს და გავათენო. ძალიან, ძალიან შეიცვალე, განვითარდი. თუნდაც ეს კონკრეტული თავი ნებისმიერ 3-4 წლის წინანდელ ისტორიას რომ შევადაროთ, ღმერთო, იმდენად განსხვავებული და დახვეწილია, მაგრამ შენ მაინც ყველგან ხარ. ყოვლის შემძლე მარიამი ხარ, როგორც შენი ყველა მარიამი. ეს სახელი შემაყვარე, მართლა. თითქოს ერთნაირი ისტორიები გაქვს, ჩვეულებრივი სცენარით, ბედნიერი დასასრულებით და უმაგრესი პერსონაჟებით, მაგრამ მხოლოდ შენს ისტორიებს აქვს ის მუხტი, რაც ძალიან, ძალიან მიზიდავს და ხშირად მაიძულებს თავიდან წავიკითხო. გამორჩეული ხარ, მარიამ. ალბათ ერთადერთი მწერალი ხარ, რომლის ვინაობის გაგებაც არ მდომებია და არ მიცდია. შენ ხარ უბრალოდ მარიამი, რომელზეც ეს ისტორიები საუბრობენ. 340 სიახლე გიდევს და ყველა წაკითხული მაქვს. ხვდები? :))
ძალიან მაგარი ხარ, მარიამ და ძალიან მიყვარხარ.
პ.ს რას არ მივცემდი, შენი მარიამების შეხვედრის სანახავად. ქროსოვერი მინდა, სასტიკად. ღმერთო, რაებს ჩაატარებდნენ :)))))

აუ, მარიამ, ახლა აღმოვაჩინე. 340 სიახლე და 3400 კომენტარი გაქქვს :))


ვაიიჰ გამოდის რომ თავიდანვე მომყვებით მე და ჩემს გმირებს
ჩემი ძველი ისტორიები ვისაც წაუკითხავს ესენი იმათთან შედარებით ნამდვილად მწვერვალზე ასვლას ჰგავს . მეც გავიზარდე და ჩემი "პირმშოებიც" იცვლებიან
იზრდებიან, დიდდებიან, ხასიათიც ეცვლებათ და რა ვიცი იმედი მაქვს სევდიანი აღარ იქნება
ეს ისტორია რომ დასრულდება და მალე დასრულდება შემდგე სულ სხვა რამეს დავიწყებ
heart_eyes heart_eyes
უღრმესი მადლობა რომ ხარ ჩემი მკითხველი ამდენი ხნის განმავლობაში
ვეცდები რომ კიდევ დიდხანს დარჩე ჩემთან და ჩემს გმირებთან

 


№18 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან მაგარი გოგო ხარ მარიამ. ძალიან მომწონს ეს ისტორია და ზოგადად კიტა. ძალიან გამიხარდა, რომ ყველას საკუთარი მიეზღო. რა ვქნა არ ვიცი, მაგრამ კიტა და კესო ყველაზე მეტად მომწონს, ერთადაც და ცალ-ცალკე ???? გელოდებით.

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფი
ძალიან მაგარი გოგო ხარ მარიამ. ძალიან მომწონს ეს ისტორია და ზოგადად კიტა. ძალიან გამიხარდა, რომ ყველას საკუთარი მიეზღო. რა ვქნა არ ვიცი, მაგრამ კიტა და კესო ყველაზე მეტად მომწონს, ერთადაც და ცალ-ცალკე ???? გელოდებით.

ჯერ კიდევ არ დასრულებულა შურისძიების ამბავი
ვნახოთ ჩემი კიტა რას იზამს და რას ელოდება
კესო უსაყვარლესი ვინმეა , მნიშვნელოვანიც , მაგრამ არაა კიტასთვის მაპატიეთ
heart_eyes heart_eyes

 


№20  offline წევრი იზუკა

ძალიან გამიხარდა ახალი თავი.. სამართალი აღსდგა! აწი ველით ურთიერთობებს.. იმედია დათბება ჩვენი კიტა ❤

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

იზუკა
ძალიან გამიხარდა ახალი თავი.. სამართალი აღსდგა! აწი ველით ურთიერთობებს.. იმედია დათბება ჩვენი კიტა ❤

არ ვიცი როგორ დათბება
მაგრამ ვეცდები დამშვიდდეს უფრო
heart_eyes heart_eyes

 


№22  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხოოო ეს თავი ნამდვილად იყო ძალიან ემოციური და ზუსტად ის რასაც ველოდი.კიტამ ითმინა, ითმინა და ანოს ხსენებამ მაინც ამოწურა ყველა ძალა,რასაც იჩენდა გურამის წინაშე.მიხარია დამნაშავე რომ დაისაჯა,თუმცა ის ისედაც ციხეში იყო,მიშოს მოჩვენება არ ასვენებდა. უძალიანმაგრესი გოგო ხარ შენ ♥♥♥საოცარზე საოცარი
--------------------
ლანა

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ხოოო ეს თავი ნამდვილად იყო ძალიან ემოციური და ზუსტად ის რასაც ველოდი.კიტამ ითმინა, ითმინა და ანოს ხსენებამ მაინც ამოწურა ყველა ძალა,რასაც იჩენდა გურამის წინაშე.მიხარია დამნაშავე რომ დაისაჯა,თუმცა ის ისედაც ციხეში იყო,მიშოს მოჩვენება არ ასვენებდა. უძალიანმაგრესი გოგო ხარ შენ ♥♥♥საოცარზე საოცარი

მიშოს მოჩვენება კიდევ დიდხანს არ მოასვენებს
კიტას მგონი არც არაფერი გაუკეთებია , უბრალოდ მიმართულება მისცა პროცესს დასასრულისკენ
მადლობა ლანა
heart_eyes

 


№24 სტუმარი ana

emociebidab ver gamovdivar... vaime ramdeni vitire bolos mamastan ro mivida mand gansakutrebit. bolos nawerebsac dzlivs varchevid ise viyavi, ra saswauli gogo xar es emociebi mec mchirdeboda tundac sevdiani dzaan didi madloba shen ro aset magar ragaceebs wer❤️❤️❤️ velodebi shemdeg tavs rac sheidzleva male

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

ana
emociebidab ver gamovdivar... vaime ramdeni vitire bolos mamastan ro mivida mand gansakutrebit. bolos nawerebsac dzlivs varchevid ise viyavi, ra saswauli gogo xar es emociebi mec mchirdeboda tundac sevdiani dzaan didi madloba shen ro aset magar ragaceebs wer❤️❤️❤️ velodebi shemdeg tavs rac sheidzleva male

ცოტა სიბოროტე გამომდის რომ მიხარია თქვენი ცრემლები , მაგრამ ასეა და რა გავაკეთო ვერ მოგატყუებთ
მეც ვტიროდი და ახლა ვრწმუნდები რომ დამიწერია რაღაც
flushed flushed
დიდი ისტორია არ იქნება , მაგრამ კიდევ დარჩა რამდენიმე თავი

ana
emociebidab ver gamovdivar... vaime ramdeni vitire bolos mamastan ro mivida mand gansakutrebit. bolos nawerebsac dzlivs varchevid ise viyavi, ra saswauli gogo xar es emociebi mec mchirdeboda tundac sevdiani dzaan didi madloba shen ro aset magar ragaceebs wer❤️❤️❤️ velodebi shemdeg tavs rac sheidzleva male

ცოტა სიბოროტე გამომდის რომ მიხარია თქვენი ცრემლები , მაგრამ ასეა და რა გავაკეთო ვერ მოგატყუებთ
მეც ვტიროდი და ახლა ვრწმუნდები რომ დამიწერია რაღაც
flushed flushed
დიდი ისტორია არ იქნება , მაგრამ კიდევ დარჩა რამდენიმე თავი

 


№26  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აი ცუდი როგორ უნდა თქვას ვინმემ შენს შემოქმედებაზე ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს პირში როცა ასეთი გრძნობებით წერ. ზუსტად იმას გვაცდევინებ რასაც პერსონაჟები განიცდიან. ალბათ მეტ კომენტარს ვეღარ დავწერ თუმცა იცოდე როგორც სხვები მეც ბოლომდე მოგყვები. ♡

 


№27 სტუმარი სტუმარი მერი

ესეთი ემოციური წერა მარტო შენ შეგიძლია?? მეც გმირებთან ერთად განვიცდი ყველა გრძნობას...უბადლო ხარ მარიამო❤❤

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

Anuki96
აი ცუდი როგორ უნდა თქვას ვინმემ შენს შემოქმედებაზე ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს პირში როცა ასეთი გრძნობებით წერ. ზუსტად იმას გვაცდევინებ რასაც პერსონაჟები განიცდიან. ალბათ მეტ კომენტარს ვეღარ დავწერ თუმცა იცოდე როგორც სხვები მეც ბოლომდე მოგყვები. ♡

ცუდი მხოლოდ იმ შემთვევაშია შეფასება თუ პირად შეურაცხყოფას მაყენებენ სხვა ყველაფერი მისაღებია ჩემთვის გმირებს რაც ეხება იმიტომ რომ ძირითადად რომ ვწერყველა შესაძო მხრიდან ვხედავ და იშვიათად რამემ გამაკვირვოს
ამ ისტორიაზე არ შემხვედრია ჯე რკრიტიკული კომენტარი რა ვიცი ან კარგია და ან თავსიკავებენ :დ
დავასრულებ და მერე ვნახოთ რა იქნება
მადლობა
heart_eyes heart_eyes

სტუმარი მერი
ესეთი ემოციური წერა მარტო შენ შეგიძლია?? მეც გმირებთან ერთად განვიცდი ყველა გრძნობას...უბადლო ხარ მარიამო❤❤

მხოლოდ მე არ შემიძლია
მაგრამ რომ შემიძლია მიხარია
მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№29 სტუმარი mariami

bad boys and good girls ar dadeb?

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

mariami
bad boys and good girls ar dadeb?

არა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent