შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (3 თავი)


19-11-2019, 18:38
ავტორი naattii
ნანახია 2 920

სოფლის სახლიდან მოდიოდნენ იმ დღეს. კარგად გაერთნენ, ხშირად იცოდნენ სამმა განმარტოება, მთელი ღამე ათენებდნენ, ეწეოდნენ, თავს ირთობდნენ, ხუმრობდნენ, სვამდნენ. იმ ავად გასახსენებელ დღესაც მსგავსი შეკრება მოაწყვეს, ირაკლი უკრაინიდან დაბრუნდა და სასაუბრო ნამდვილად ბევრი ქონდათ. უკან, ქალაქის გზაზე კი ორი მანქანა დაეწიათ, მაშინვე გადმოიღეს ავტომატები და უმისამართოდ ისროდნენ, სანამ გონს მოვიდოდა რომელიმე ირაკლის მანამდე მოხვდა, როგორღაც თავი დაიძვრინა თეოდორემ და ირაკლის გადარჩენა დაისახა მიზნად, ამ ჭირვეული ექიმის გათვალისწინებით კი ნამდვილად გამოუვიდა, ახლა კი ეს პატარა ბავშვი ეჯდა წინ და თავისი ნებით რეოდა საქმეში, საიდანაც არავინ იცოდა როგორ დააღწევდა თავს.
-იციან რომ გაიგონე?_შუბლი მოიქექა საბამ და ტელეფონის ამოღება დააპირა, თუმცა თეოდორე უკვე რეკავდა საჭირო ნომერზე ირაკლისთვის დაცვა რომ დაენიშნა.
-სახეზე არა, მაგრამ ცხელი ყავა გადავისხი და ამითი ცოტა ვიხმაურე_ღაწვები აუწითლდა თინიას.
-ჰმ_მხოლოდ ჩაფხუკუნებით შემოიფარგლა თეოდორე, საბამ კი მუშტი გააქნია
-ჯანდაბა, ეგ კარგი არ არის.
-მოკლედ, მე ჩემი საქმე გავაკეთე. დანარჩენი თქვენ იცით_ორივე ძმას ერთად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. ორი ნაბიჯი ქონდა გადადგმული საბას ძახილმა რომ შეაჩერა და ბიჭს მოუბრუნდა.
-გმადლობ თინია ექიმო, არავინ იცის ეგ ინფორმაცია, რომ არა ირაკლის მეორედ თუ ვუშველიდით, ახლა ფრთხილად ვიქნებით, იმედია ჩვენ გამო საფრთხე არ შეგექმნება_გაუღიმა საბამ და კიდევ გადახდილი მადლობით თბილად მოეხვია გოგოს. გაღიმებულმა დაუბრუნა თინიამაც იგივე და მიხვდა, რომ არა შექმნილი ვითარება საბას სახით მშვენიერი მეგობარი ეყოლებოდა. არც ამჯერად შეუმჩნევია არცერთს მანქანაში მოთვალთვალე ფოტოგრაფი, ორივემ თავიანთ საქმეებს მიაშურეს.
შუადღის ორი იქნებოდა დერეფანში პოლიცია რომ გამოჩნდა. თინიას კაბინეტისკენ აიღეს გეზი, თუმცა რასაკვირველია პაციენტთან შესვლაზე მკაცრი უარი მიიღეს. კაბინეტიდან აცილებდა გამომძიებლებს ძმები რომ დაინახა. მინიშნება არ დაჭირდა, ისედაც მისკენ წამოვიდნენ და მაშინვე კაბინეტის კარები მიხურეს.
-შენ რა პოლიციას დაურეკე? უტვინო ხარ?_ნებისმიერს შეაშინებდა იმ წუთს თეოდორეს სახე და მზერა, ნებისმიერს გარდა .....
-უტვინო თავად ხარ, უზრდელო, თავი შეიკავე მსგავსი განცხადებებისგან, თორემ კინწისკვრით გავარდები გარეთ, ეს საავადმყოფოს წესია, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შემოვიდა და ავტომატურად დაირეკა პოლიციასთან_თითის აწევაც არ დავიწყებია თინიას.
-დავიჯერო შენ მემუქრები?_თითი გოგოს აღნაგობას უკვე დამცინავი მზერითა და ტონით ააყოლა და გულში გაეცინა აფოფრილ ექიმზე.
-შენ .........
-ბავშვებო ნუ ჩხუბობთ_სიტყვა შეაწყვეტინა პომიდორივით გაწითლებულ და სიბრაზისგან ანთებულ თინიას საბამ და შუაში ჩამდგარმა ხელით გასწია ორივე მამლაყინწებივით აწოწიალებული სხეული უკან. -კიდევ დიდხანს მოგიწევთ ერთმანეთის ყურება და თავიდანვე ნუ ჩახოცავთ ერთურთს_სიტყვით გამოვიდა საბა და დაიმსახურა კიდევაც მისკენ მიმართული ორი წარბ აწეული მზერა. ღიმილით აკვირდებოდა როგორ იზიდავდა ამ ორს რაღაც ერთმანეთისკენ და ერთი სული ქონდა შეცვლილი ძმა ენახა.
-თინია ექიმო_ექთანმა შეაწყვეტინა სამივეს ყოველგვარი ფიქრები -გამოძახებაა.
ამ სიტყვის ქმა და თინიას ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო, როგორც ჩვეოდა ისე გარბოდა დერეფანში და უკან მოყოლებულ მზერას მთელი ზურგით გრძნობდა. აღტაცებული შეჰყურებდა თეოდორე რამდენად წამში შეეძლო მისი თქმით ამ პატარა გოგოსგარდაქმნა და რამდენად მრავალფეროვანი სახეები ჰქონდა, გაბრაზებული კნუტი, თავი ვეფხვი რომ გონია, ჭკვიანი ექიმი, რომელიც პაციენტისთვის ყველაფერს გააკეთებს, პატარა ბავშვური გოგო, რომელიც ვარდისფერი კურდღლებიანი ჩუსტებით დადის. არ შეიმჩნია, მაგრამ წამიერად წარმოიდგინა როგორი იქნებოდა თინია, როდესაც სექსუალური და სერიოზული ქალის როლს მოირგებდა.
-თქვენთან გასაუბრება პოლიციას სურს._მედდამ შეაწყვეტინა ფიქრები და ორივე ძმა ხმის ამოუღებლად გაჰყვა ქალს უკან.

ორი დღე გადიოდა რაც თინია სახლში არ იყო მინასვლელი. მიჩვეული იყო გადარბენაზე ყოფნას და სიკვდილამდე დაღლილი ნამდვილად არ იყო, თუმცა თვალები მაინც ეხუჭებოდა. ექიმისთვის ასე ყოფნა საშიში იყო პაციენტთან ამიტომ დაიბარა ერთი საათით დავიძინებო და განმარტოვდა. ოთახის საკმაოდ მოძველებულ დივანზე წამოწვა, თვალები დახუჭული ძლივს ქონდა უკვე ეძინა. რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო არაფრით ასვენებდა ძილში მობრიალე მწვანე თვალები.
ერთ საათზე ცოტა მეტი იქნებოდა გასული სასწრაფოდ შემოსული ტრავმის გამო რომ გააღვიძეს. მაშინვე გავარდა და ავარიაში მყოფ პაციენტთან ამოყო თავი. რამდენიმე წუთი იწვალა, პაციენტსაც ათასი წამლითა და აპარატურით აწვალებდა, ცდილობდა სიკვდილის ხელებიდან გამოეგლიჯა, არ მიეცა ასე ახალგაზრდა სხეულისთვის დანებების უფლება, თუმცა სულ ტყუილად. პაციენტი დაკარგა. 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომლისთვისაც ცხოვრება ახლა იწყებოდა და მთელი სიამოვნება უნდა გამოეტოვებინა. თითქოს თავ აწეულმა გამოაცხადა სიკვდილის დრო, თუმცა მაშინვე მოშორდა თავდაჯერება შეშლილივით ატირებული თავგატეხილი გოგონა რომ დაინახა. ბიჭის ტოლი იქნებოდა და როგორც კი თინიამ დრო დააფიქსირა მაქსიმეს ძახილით გააყრუა საავადმყოფო. თითქოს ვეღარავინ ამჩნევდა როგორ დიოდა წარბიდან სისხლი, თითქოს ვეღარავინ ხედავდა საკაცეზე დასვენებულ უკვე უსულო სხეულს, თითქოს აღარ არსებობდა სხვა პაციენტი და ექიმი, წამით ყველამ იგრძო ახალგაზრდა გოგონას ტკივილი, რომელიც ცხოვრებამ არ დაინდო, და მაინც რაა ცხოვრება? მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი და მორჩა, ცხოვრება აღარაფერია.
-პოლიციაში დარეკეთ ის ნაბი*ვარი იპოვონ_გამწარებულმა ამოთქვა თინიამ და გოგოს ხავილს კაბინეტში დაემალა. აკანკალებული მიეყრდნო მიხურულ კარს და ცრემლებ მომდგარ თვალებზე მაგრად მიიჭირა ხელი. უფლება არ ქონდა ეტირა, არ შეიძლებოდა სისუსტე გამოეჩინა. თავს მობილოზებისკენ მოუწოდებდა მაგიდაზე დადებულმა კონვერტმა რომ მიიქცია მისი ყურადღება. მაშინვე მიუახლოვდა და წარბებშეკრული დასწვდა ქაღალს, თითქოს ფრთხილად გახსნა, მაგრამ მაინც წამებში მიმოიყარა ფოტოსურათები სამუშაო მაგიდაზე. მისი და საბასი იყო, სწორედ იმ ღამეს გადაღებული მანქანაში რომ ისაუბრეს, გაფართოებული თვალებით დაჰყურებდა ფოტოებს და გაკვირვებას ვერ მალავდა, ბოლოს მათში ჩადებულ პატარა ბარათსაც მიაგნო და ყველაფერი გასაგები გახდა.

"ენას კბილი დააჭირე, თორემ შენ ბიჭს ვეღარ ნახავ".

-დაგაგვიანდაათ_ მთელი ხმით დაიბღავლა გამწარებულმა, მუშტები დაჰკრა მაგიდას და ყველაფერი ძირს გადაყარა. როდის მოახერხა ამხელა შარში გახვეულიყო? ხელებში ჩადო თავი მაგიდას დაყრდნობია და ფიქრი დაიწყო. არც გადაწყვეტილების მიღება გაჭირვებია, მაშინვე დახედა ტელეფონს, თუმცა ეჭვით მიაგდო გვერდით და ოთახიდან გავარდა.
-ნათი, ტელეფონი დამიჯდა და შეგიძლია მესიჯი გამაგზავნინო? _ ისეთი შეშლილო თვალებით მიადგა პირველივე მედდას უყოყმანოდ გამოუწია აპარატი და გვერდით გადგა.

"ცოტა ხნით არ მნახოთ, გვითვალთვალებენ. თინია"

მაშინვე გააგზავნა საბას ნომერზე, გაგზავნილი წაშალა და ღიმილით დაუბრუნა ტელეფონი პატრონს.
დაძაბული გახდა, როდის დაემსგავსა მისი ცხოვრება ბოევიკს? უკვე ყველა პაციენტი მოთვალთვალე ეგონა, თითოეულ კამერაში ხედავდა საკუთარ თავს და ლამის სახის მალვა დაეწყო. ერთ საათში მიხვდა, რომ ასე ვერ იმუშავებდა და ისევ კაბინეტში უნდოდა თავის შეფარება მორგიდან რომ მოუვიდა გამოძახება. გაუკვირდა, ლევანი არასდროს იძახებდა, იქ კი მეფე ლევანი იყო. მაშინვე ჩავიდა და როგორც კი კარი შეაღო ხავილი ამოუვიდა ყელიდან ისე შეეშინდა მკლავში მოჭერილი ხელის გამო.
-დავყრუვდით_თვალები დახუჭა და თავი გადააქნია თეოდორემ. -ამაზე იძახდი მამაციაო?- იქვე მდგომ ძმას გახედა, რომელმაც თითქოს მკაცრი მზერით დააჯილდოვა. თითქოს.

-გაიღე მოწყალება და ამოაღებინე ადამიანს ხმა_თვალები გადაატრიალა საბამ.
-ჩვენი ფოტოები გამომიგზავნეს და მითხრეს გავაქრობთო_საბას მიმართა პირდაპირ.
-მაგათი დედას ..............._ფეხი კრა ბიჭმა იქვე დადებულ საკაცეს -შენთან მაინც რაღა უნდათ?
-რა ენდომებათ? ისეთი დიალოგი მოისმინა ჯერ კიდევ ცოცხალი რომაა სერიოზულად მიკვირს_მხრები აიჩეჩა თეოდორემ და არც შეიმჩნია სად იყო ისე მოუკიდა სიგარეტს.
-და ამას ასე იოლად ამბობ?_თვალები გაუფართოვდა თინიას.
-რთული წინადადებით როგორ იქნება მითხარი ისე გეტყვი_სიგარეტის კვამლისგან მოჭუტული თვალით მოხედა ქალს.
-უნდა დავიცვათ, მოსაფიქრებელია რამე_თავს იქექავდა საბა და ისე დადიოდა ოთახში.
-რატომ? ჩვენ რა შუაში ვართ_მხრები აიჩეჩა უფროსმა
-ღადაობ ხო?_ლამის სახე მოქცეულებმა გამოხედეს საბამ და თინიამ
-არა რატო?
-მისმინე ყმაწვილო_ნაბიჯი გადადგა განრისხებულმა თინიამ -ამ მდგომარეობაში თქვენ გამო ვარ, ძმაკაცი გადაგირჩინე, გაჩერებული გული ავუმუშავე, ურთულესი ოპერაცია გავუკეთე, მეორედაც გადავარჩინე, გითხარით რაც გავიგონე და ახლა გინდა დამიკიდო?_საჩვენებელი თითი უკაკუნა მკერდზე და იმხელა ხმაზე ლაპარაკობდა და ურტყამდა თითს ავტომატურად მიიყვანა ბიჭი უკანა ნაბიჯებით კარებამდე. ღიმილით უყურებდა გვერდიდან საბა წყვილს და უკვე გეგმებს აწყობდა მათ შესახებ. რატომღაც რამდენიმე წლით წინაც კი იხედებოდა და ისეთ მომავალს ხედავდა თეოდორეს და თინიას გაფიქრებულიც კი რომ არ ექნებოდა. აქამდე თუ ვინმე გაიცნობდა თეოდორეს, პირველივე შეპასუხების შემდეგ გარბოდა, თინია კი პირველი იყო, რომელმაც მხოლოდ შეპასუხებაზე კიარ დახარა თავი, შეწინააღმდეგებაც კი გაბედა. იცოდა თეოდორე გოგოს არაფრით მიატოვებდა, მაგრამ არ კმაროდა, რაღაც მეტი იყო საჭირო. გენიალური იდეა დაებადა და თვალები გაუბრწყინდა. მაშინვე გადახედა წინ მდგომ წყვილს და გეგმა უფრო მეტი სიზუსტით მოხაზა გონებაში.
გაოცებულმა დახედა ზემოდან თეოდორემ აღელვებულ გოგოს და პირი დააღო რომ ეპასუხა, თუმცა თინიას ტელეფონი გამოძახებაზე აყვირდა და მაშინვე დახედა.
-ირაკლი გონს მოვიდა_გაღიმებულმა ახედა ძმებს და სამივე ქარივით გავარდა დერეფანში. ამჯერად თინიამ გამონაკლისი დაუშვა და რეანიმაციაში ბიჭებიც შეიყოლა, სუსტი ღიმილით უყურებდა ირაკლი ბიჭებს და თინიას გადახედა წარბ შეკრული რომ ამოწმებდა ეკრანებს.
-ამას როგორ გრძნობ?_კალმის წვერი დაუსვა ბიჭს ფეხზე.
-აუჩ_ხელოვნურად შეიცხადა ბიჭმა და ბედნიერ ძმებს გადახედა.
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა_ამაყად გასწორდა თინია წელში.
-ეს ანგელოზი ვინაა? დაკავებულია?_წარბები აუთამაშა ირაკლიმ გვერდით მდგომ ბიჭებს.
ისევ დააღო თეოდორემ რაღაცის სათქმელად პირი და ისევ შეაწყვეტინეს:
-ეს ანგელოზი_ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საბა გოგოს და ხელი მოხვია მხრებზე, -ჩემი საცოლეა და ვალდებულნი ვართ დავიცვათ_ძმას გაუსწორა მზერა და თინიას შეყინული ღიმილის გარდა სწორედ ის დაინახა რაც უნდოდა: თეოდორეს ჩამქრალი და გამუქებული თვალები!. „ძალიანაც კარგი, თამაშს გახსნილად ვაცხადებ“-გულში ხითხითებდა საბა და მთელი ძალით იკრიჭებოდა.
---------------------------
ჩემი საბუკას გულშემატკივრები დამენახეთ, ამ მოხერხებული ბიჭის :დ :დ



№1 სტუმარი Άννα

აქ ვართ,კარგიააა,ვგრძნობ წინ საინტერესო ამბები გველოდება....

 


№2  offline წევრი nigita

ყოჩაღ საბა ერთი ეგეთი აამეგობროში ყოველთვის საჭიროა ???? ველოდები შემდეგ თავს ვატყოპ წინ საინტერესო ამბები გველოდება მე მომწონს თეოდორე და თინა ????????

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi istoriaa, saba iqneba magat shoris dadxabulobas vinc gantvirtavs☺️ momwons Saba ukve

 


№4  offline წევრი ნანა73

კარგიაა! ძალიან მომწონს რასაც წერ ❤️

 


№5  offline მოდერი naattii

Άννα
აქ ვართ,კარგიააა,ვგრძნობ წინ საინტერესო ამბები გველოდება....

ვეცდებიიი ❤️
nigita
ყოჩაღ საბა ერთი ეგეთი აამეგობროში ყოველთვის საჭიროა ???? ველოდები შემდეგ თავს ვატყოპ წინ საინტერესო ამბები გველოდება მე მომწონს თეოდორე და თინა ????????

მადლობაა ❤️❤️❤️
სტუმარი Mariamimari
Kargi istoriaa, saba iqneba magat shoris dadxabulobas vinc gantvirtavs☺️ momwons Saba ukve

მიყვარს განსხვავებული ძმები ❤️
ნანა73
კარგიაა! ძალიან მომწონს რასაც წერ ❤️

მადლობააა ❤️

 


ძმებზე ისტორიები საინტერესო გამოგდის და თან ეს ძმები ერთმანეთზე უკეთსები რომ არიან ეგ მომწონს ძალიან heart_eyes საბა ჰყავთ საოცრება heart_eyes
ირაკლის ამბავს რაც შეეხება არამგონია ასე მარტივად გამოძვრნენ ჩვენი "ბავშვები" მაგრამ იმედია არც ძალიან დაშავდებიან.
აი, თინიას მსგავს ექიმებზე ვგიჟდები kissing_heart თან ამ პატარა ქალს რამხელა გული აქვს blush თეოდორი თვალებს რომ აბრიალებს მე მაშინებს და ეს ძალიან მშვიდად თვის ადგილზე სვავს laughing
შემდეგ თვს ველი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აბა ხვალ ვერაო? :) მაინც დავწერე კომენტარი ♡♡

 


№8 სტუმარი ნაინა

აუუუუ რა მაგარი გგო ხარ,მადლობა შენ რომ გამახარე

 


№9  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ძმებზე ისტორიები საინტერესო გამოგდის და თან ეს ძმები ერთმანეთზე უკეთსები რომ არიან ეგ მომწონს ძალიან heart_eyes საბა ჰყავთ საოცრება heart_eyes
ირაკლის ამბავს რაც შეეხება არამგონია ასე მარტივად გამოძვრნენ ჩვენი "ბავშვები" მაგრამ იმედია არც ძალიან დაშავდებიან.
აი, თინიას მსგავს ექიმებზე ვგიჟდები kissing_heart თან ამ პატარა ქალს რამხელა გული აქვს blush თეოდორი თვალებს რომ აბრიალებს მე მაშინებს და ეს ძალიან მშვიდად თვის ადგილზე სვავს laughing
შემდეგ თვს ველი.

ჩემი რომელი პერსონაჟი გამომძვრალა მარტივად :D
Anuki96
აბა ხვალ ვერაო? :) მაინც დავწერე კომენტარი ♡♡

სამსახურის გზა მაქვს ცოტა გრძელი და დრო ვიშოვე :D
ნაინა
აუუუუ რა მაგარი გგო ხარ,მადლობა შენ რომ გამახარე

უღრმესი მადლობა შენ ❤️

 


№10 სტუმარი maco maco

მორიგი სიგიჟე...

 


№11  offline წევრი Gemini mood

Vso dgeidan fani var am istoriis❤❤❤velodebi gijivit shemdeg tavs ❤❤saswauli xar nati

 


№12  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამიხარდა ახალი ისტორია რომ დაიწყე, ეს ცოტა განსხვავებული ჩანს, ველოდები მოუთმენლად ❤️

 


№13  offline წევრი წერო:)

საბა თავიდანვე მომწონდაა დდდ

 


№14 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ვაიმეეე დედააა..
აი საბას ვაფანატებ :დ :დ :დ
ძალიან მაგარი იყოოო...
ემოციური სახალისო დაძაბული იმენა ყველანაირი..
ასე გააგრძელე რა...
დღეს არ ველოდი ახალ ტავს და რომ დავინახე ერთი გემრიელად კი შევყვირე :დ
აუუ ძაან მომწონს თეოდორეს და თინას ჩხუბის სცენებირაა.
და ეს ეშმაკუნა საბააა...აუ ძალიან მომწონს...
საბა საოცრებააა... სხარტი მხიარული ეშმაკუნა ^-^
ერთი სული მაქ ახალი თავი დაიდოს ♡♡

 


№15 სტუმარი სტუმარი სოფა

აუუუუ სუპერ ოსტორიაა მალე დადე

 


№16  offline მოდერი naattii

ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი ემოციები ❤️ ძალიან მაბედნიერებთ და ყველანაირად ვეცდები ბოლომდე ასე გავაგრძელო ❤️

 


№17 სტუმარი likuna

უფფ როგორ მიყვარს შენი მხიარული ბიჭები❤ საბაც შეემატა მათ სიას ❤

 


№18  offline აქტიური მკითხველი Anuki96

naattii
ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი ემოციები ❤️ ძალიან მაბედნიერებთ და ყველანაირად ვეცდები ბოლომდე ასე გავაგრძელო ❤️

შემდეგ თავსაც თუ ატვირთავ ჩვენც გავიხარებთ და შენც :) ♡♡

 


№19  offline წევრი Yavisfertvala

აუ აი ძაან შოკიაააააა. ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, რაღა დაგიმალო და ნახევარი წაკითხული მაქვს მგონი ???? აუ მალე დადე რა

 


№20  offline წევრი haddes

აუუუუ სად ხარ ამდენ ხანს მთელი დღეა ისტორიას ველი... ამომხდა სული... მალე დადე რა... მიყვარს შენი ყველა ისტორია და რა თქმა უნდა ესეც... გამიხარდა ახალი გმირები რომ შექმენი...

 


№21  offline წევრი Sana

მალე დადე შემდეგი????❤????საუკეთესოა❤

 


№22  offline მოდერი naattii

ვისაც წინა ისტორიიდან ახსოვს ყოველდღე სულ ვერ ვახერხებ დადებას, ძირითადად ყოველმ მეორე დღეს ვდებ ხოლმე. შუადღისთვის იქნება ახალი თავი. უღრმესი მადლობა მოლოდინისთვის ❤️

 


№23  offline წევრი ankakuna

vaimee miyvars sabaaaa vgijdebi masze da ar vici ra vtqva ar vici ra vtqvaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent