შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (2 თავი)


18-11-2019, 15:24
ავტორი naattii
ნანახია 2 737

ვახშამს მიირთმევდა ოჯახთან ერთად მისი მობილური რომ ამღერდა. ანას მონაყოლ ხუმრობაზე სიცილი ყველამ ერთად შეწყვიტა და დალიმ მოღუშული მზერა მიაპყრო ტელეფონს.
-არც კი გაბედო ქალბატონო თინია_თვალების დაბრიალება ვერც კი მოასწრო ქალმა, ექიმს უკვე ტელეფონი ყურთან ქონდა. მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, გამოვდივარო და ფეხზე წამოიჭრა ქალი.
-ისევ იგივე?
-დედიკო, მაპატიე მაგრამ, იმის გამო, რომ შენ ვახშამზე მთელი ოჯახის შეკრება გინდა, ადამიანს ვერ მოვკლავ_მკაცრი ხმით ჩილაპარაკა და ოთახში დადებულ ჩანთას სტაცა ხელი. არც დაუხედავს რა ეცვა, პირდაპირ სადარბაზოში გავარდა და ლიფტის ლოდინს ფეხით ჩირბინა კიბეები. გარეთ გასულმა ტაქსის ძებნა დაიწყო წინ მდგომი შავი ჯიპის კარი რომ გაიღო
-ქალბატონო თინია, ჩვენ მიგიყვანთ, სასწრაფოა_უცებ მიაყარა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა ახოვანმა კაცმა და უკანა კარი გამოაღო.
-რაც შეიძლება სწრაფად_არც კი უფიქრია ისე შეხტა მანქანაში და თითების კაკუნი დაიწყო ჩანთაზე. არ ეგონა ასე თუ აასრულებდა მძღოლი მის ნათქვამს, ისე სწრაფად ატარა გვერდებ დალეწილი მიიყვანა გოგო საავადმყოფოში. მაშინვე სასწრაფოს მისაღებში შევარდა და ირგვლივ მიმოიხედა.
-ესაა ამათი საუკეთესო ქირურგი? ბაჭიის ჩუსტებითა და ლომის პიჟამოთი?_ბრაზით ამოილაპარაკა მკაცრი სახით მდგომმა ბიჭმა და ნაბიჯის გადადგმა დააპირა ძმა რომ გადაუდგა წინ
-აცადე რა ძმურად, ალბათ მართლა კარგია_მუდარით ახედა უფროსს და რომ დაინახა ნაბიჯი ისევ უკან გადადგა მოღუშულმა თითონაც გვერდით ამოუდგა.
-აბა რა გვაქვს_გზაშივე იყვირა თინიამ და ჩანთა და მოსაცმელი შემხვედრ მედდას გადასცა, ხალათითა და ფონეიდოსკოპით წამში აღიჭურვა და დაჭრილს დახედა.
-ირაკლი ცხვედიანი, 34 წლის, შემავალი ჭრილობა ხერხემლის არეში, ტყვია ჯერ კიდევ შიგნით აქვს და სავარაუდოდ პირდაპირ ნერვულ დაბოლოებებში.
-სავარაუდოდ? რენტგენის ფოტო მინდა_ცარიელ სტენდს გახედა თინიამ და სასწრაფოდ მოითხოვა.
-არ გადაგვიღია.
-როგორ?_თვალები შუბლზე აუვიდა ექიმს
-თქვენ გელოდებოდით_დანაშაულის აღიარებით აიტუზა ექთანი კუთხეში.
-რისთვის თაზო, ასეთ ჭრილობას ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა რომ მჭირდება არ იცოდი არა?_გაცეცხლებულმა დახედა ისევ პაციენტს და ეკრანზე შენელებული გულისცემა დაინახა.
-ჯანდაბა, ახლა ვერ მოგკლავ, ცოტა ხანში მაგასაც ვიზამ, ახლა სასწრაფოდ რენტგენი მინდა აპარატი მომიტანეთ, თქვენ კი საოპერაციოში დარეკეთ სასწრაფოდ ლევანი და თეა მომიყვანეთ და მისი სისხლის ჯგუფი გაიგეთ მინიმუმ ორი პაკეტი დამჭირდება_ხმამაღლა გაყვიროდა თინია და კაცის საწოლს ლიფტისკენ მიაგორებდა. რომ მიხვდა რაღაც ხელს უშლიდა ფეხზე დაიხედა და სიცილი აუტყდა.
-გეხვეწებით ვინმემ ჩემი კეტები მომიტანეთ რა_სიცილით გადახედა გვერდით მდგომ გოგონებს და მათაც ღიმილით დაუქნიეს თავი.
თინია მათი საყვარელი ექიმი იყო, ყველამ იცოდა მისი მეთოდები, საოცრად მკაცრი იყო, როცა საქმე მედიცინას ეხებოდა, ერთ პატარა შეცდომასაც არ გაპატიებდა და სწორიც იყო, მას არ ებარა ისეთი საქმე სადაც შეცდომის დაშვება შეიძლებოდა. მისი საქმე ლამის საიქიოში წასული ადამიანების მობრუნება იყო და აქ სუსტების ადგილი ნამდვილად არ იყო. თუ ვინმეს ისეთს დაინახავდა ვისაც უჭირდა, მაშინვე გაესაუბრებოდა და სხვა ადგილს არჩევინებდა, მთელ კოლექტივს მეგობრად მიაჩნდა და იცოდნენ მისი დახმარების იმედი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ქონოდათ.
-მოვიდნენ ლევანი და თეა?
-დიახ, მათაც მანქანა გაუგზავნეს და უკვე ამოდიან_კეტები შეუტანეს თინიას და უკვე რამდენიმე წუთში რენტგენის ფოტოს მიშტერებული ოპერაციის ჩატარებისა და გაჭრის ტრაექტორიას ეძებდა ტყვია ნერვული დაბოლოებების დაუზიანებლად რომ ამოეღო.
-რთული იქნება, ნახე პირდაპირ გულმკერდის მე-5 მალასთან ჩაუვლია.
-ხო, ერთი სანტიმეტრიც და პირდაპირ ძვალს ჩაუმტვრევდა.
-ვითომ გამოაძვრენ?_ზემოდან დახედა გოგოს.
-ყოველ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდები_ამოიხვნეშა თინიამ და პირჯვარი გადაიწერა. რამდენიმე წამიც და ოპერაცია უკვე დაწყებული იყო.
4 საათის განმავლობაში იბრძოდა თინია საოპერაციოში, 4 საათის განმავლობაში აწყდებოდნენ კედლებს ამბის მოლოდინში ძმები. კიდევ ერთი საათიც და როცა უკვე განთიადის ფერები შემოიპარა, მოთმინებამ უმტყუნა უფროს.
-აქ ტყუილად ჯდომას, წავალ და რამეს გავარკვევ, დედას მოვ........ რომ გავიგებ ეს ვინ გააკეთა.
-დაგირეკავ_თავი დაუქნია სევდიანად მომღიმარმა, იცოდა ახლა მის აქ უაზროდ სიარულს საქმის გარკვევა ერჩია. კიდევ ერთი საათი მოუწია ცდა და დაინახა კიდევაც დერეფანში მომავალი ნაცნობი ექიმი, რომელიც უკვე ძლივსძლიობით ადგამდა ფეხებს.
-ექიმო .... _საცოდავი სახით ამოხედა გოგოს.
-გადავრჩით_ბედნიერმა დაუქნია თავი ბიჭს და გაუცინა.
-აი გაღიარებ რა_ მხიარულად მოხვია ხელები და ჰაერში ააფრიალა, თინიასაც გაეცინა და ძირს ჩამოხტა. გიჟდებოდა ამ ბედნიერ წუთებზე.
-ახლა რეანიმაიაშია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ხერხემლის დაუზიანებლად ამოვიღეთ ტყვია, ანუ გავლის 80% აქვს, მთავარია ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა არ იმოქმედოს.
-მაგის ფსიქოლოგიას თავად მივხედავ_ხელი აიქნია ბიჭმა. -მოკლედ ექიმო, შენთან ვალში ვართ_სიცილით ჩაილაპარაკა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო -წავალ ჩემს ძმას მოვიყვან, სანამ გამოფხიზლდება აქ ვიქნებით, ეს ჩემი ნომერია, თუ რამე ძალიან გთხოვ მაშინვე დამირეკე არაფრის მოგერიდოს კარგი?_გოგოს თანხმობაზე მანაც გაიღიმა და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო.

ჭიქა ყავაც არ უშველიდა ახლა ისე გრძნობდა თავს, იმდენად დაძაბული ოპერაცია იყო, სანამ არ დასრულდა ვერ ამოისუნთქა. კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ახალი პაციენტი შეემოწმებინა და ფონეიდოსკოპით ხელში შეაღო ბიჭის ოთახის კარები. ის იყო აპარატები შეამოწმა, ჩვენებები ჩაიწერა და ნაკერების ნახვას აპირებდა კუთხეში რაღაც რომ გაირხა და შეშინებულმა თინიამ მთელი ხმით წამოიკივლა. უცნობმა ყურებზე აიფარა ხელი და შეწუხებული სახით გადმოხედა გოგოს, არადა არ რომ არ აპირებდა გაჩუმებას.
-დაამთავრებ?_მობეზრებული ჩაეკითხა ბოხი ხმით და თვალები დაუბრიალა.
-აქ რ გინდათ? აქ შემოსვლა არ შეიძლება, ეს რეანიმაციაა, თქვენ კი პირბადეც კი არ გაქვთ_აღშფოთებული შეეპასუხა კაცს და შიში გაუჯდა სხეულში უცნობი მისკენ რომ წამოვიდა. სიბნელეში სახის კონტურებს იმდენად ვერ ამჩნევდა, რამდენადაც მწვანედ მობრიალე თვალებს. ღმერთო რა თვალები ქონდაა. შეამჩნია როგორ აუჩქარდა გულისცემა, როგორ მიაწყდა სისხლის ნაკადი კაპილარების კედლებს, თითქოს მთელს სხეულს მოედო ბიჭის მზერა და ლოყებიც საპასუხოდ აუწითლდა. გადიდებულ ზღვისფერებს არ აშორებდა ბიჭი და რაც უფრო მწველი ხდებოდა მისი მზერა, მით უფრო უჩქარდებოდა თინიას გულისცემა.
-რამდენს ლაპარაკობ_ისევ წარბები შეკრა ბიჭმა.
-უტაქტო კითხვაა_არც თინიას დაუკლია.
-შეკითხვა არ ყოფილა_ისევ ზემოდან დააჩერდა გოგოს და წელში გაიმართა.
-აუჰ, მომტყდა კისერი, რამხელაა_ძლივს ააწვდინა ფიქრებში ბიჭს თავი და თითქოს ცოტა დაპატარავდა ზემოდან მთელი თავით მაღალმა ბიჭმა ქორისებრი მტაცებელი მზერით რომ დახედა.
-შენთვისვე აჯობებს მალე გამოკეთდეს_პაციენტისკენ ანიშნა თითით და სანამ თინია შეპასუხებას მოიფიქრებდა, მანამდე დატოვა პალატა.
-უხეში, უზრდელი_მუჭები ჰაერშია გააქნია ექიმმა. -მიდი თინია ბარემ თანამდებობისთვის შეუფერებელიც და სიყვარული ყველას უნდაში ხარ_თავი გადააქნია და პაციენტის შემოწმების შემდეგ გარეთ გავიდა.
ცხელი სითხით ხელში უახლოვდებოდა ნელი ნაბიჯებით სახურავზე ასასვლელ კარს და ვერაფერზე ფიქრობდა ორი წუთით დასვენების გარდა. უკვე გათენებულიყო და ისე ეხუჭებოდა თვალები გრძნობდა რამდენიმე წუთით მოუწევდა წაეთვლიმა. აქ ცოტა ცივ ჰაერზე დადგებოდა, ყავით გამოფხიზლდებოდა და ისევ ირაკლის შეუვლიდა პალატაში. ბოლო საფეხურზეც ადგა ფეხი და ეუცნაურა ღიად დატოვებული კარები. ფრთხილად გაყო თავი და ზურგით მდგომი კაცი დაინახა ხმადაბლა რომ საუბრობდა ტელეფონზე.
-ხო, აქ ვარ რამდენიმე საათია, მაინც გადაარჩინეს ის ნაბი*ვარი, მაინც რამდენი სიცოცხლე აქვს. ხო ვიღაც გოგოშკა ექიმმა ივაჟკაცა_ამ სიტყვებზე თინიას ავტომატურად აეწია წარბები, თუმცა ფიქრებს ყური არ დაუგდო, რამე სიტყვა რომ არ გამოპარვოდა, -ხო აბა რას ვიზამ, ან ექიმს მოვისყიდი, ან მე გადავიცვამ რამეს და სანამ ირაკლის ბოლო ამოსუნთქვას არ ვნახავ ფეხს არ მოვიცვლი_ბრაზიანი ხმით ამოილაპარაკა და როგორც კი მიხვდა რაც ხდებოდა პირზე ხელ აფარებული სასწრაფოდ გაბრუნდა კიბეებისკენ. ვერ მოზომა ხელში ცხელი ყავა რომ ეკავა და ოდნავ შეჰყვირა ცხელი სითხის გადასხმაზე. ამან კაცს მოხედვა აიძულა და მართალია, მხოლოდ მუქი თმის დაბოლოებებს მოჰკრა თვალი, მაგრამ იოლი მისახვედრი იყო, მისი დიალოგი ვიღაცამ გაიგონა.
შეშინებული დადიოდა ოთახში თინია და ვერაფრით იფიქრებდა რა გაეკეთებინა. როგორც ექიმი ვალდებული იყო პაციენტის უსაფრთხოებაზე ეზრუნა, თუმცა ვერ გადაეწყვიტა პოლიციისთვის რა როგორ ეთქვა. წამითაც არ დაუშვია, რომ ამით მასაც შეექმნებოდა საფრთხე, ხვდებოდა რაღაც ცუდში გაერეოდა, მაგრამ არ აინტერესებდა. ის ექიმი იყო, ფიცი ქონდა დადებული, რაც მხოლოდ საოპერაციოში დგომით და ნაკერების დადებით არ განისაზღვრებოდა. ბოლოს გონებაში რაღაც ამოუტივტივდა, ხალათის ჯიბიდან პატარა თეთრი ფურცელი ამოიღო და ნაბეჭდ ასოებს დახედა.
„საბა ხეცურიანი“
მაშნვე აკრიბა მითითებული ნომერი და ზარის გასვლას დაელოდა.
-გისმენთ?
-საბა გამარჯობა, თინია ექიმი ვარ საავადმყოფოდან.
-გისმენთ ექიმო, არ მითხრათ რომ რამე მოხდა?_შიში გაერია ხმაში ბიჭს.
-ირაკლი კარგადაა, ჯერ-ჯერობით, თუმცა აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა გნახოთ.
-ახლავე წამოვალ.
-არა, შიგნით არა, რომ მოხვალთ დამირეკეთ და გარეთ შევხვდეთ.
გაუკვირდა საბას ექიმის თხოვნა, მაგრამ დათანხმდა და მანქანა მაშინვე საავადმყოფოსკენ მიმართა. როგორც კი მისვლის ნიშნად დაურეკა, მაშინვე გაუთიშა და რამდენიმე წამში გამოჩნდა კიდევაც აღელვებული გოგო. პირდაპირ მისი მანქანისკენ გამოიქცა, არც შეუხედავს სხვა იჯდა თუ არა პირდაპირ უკანა კარი გამოაღო და შიგნით შეხტა.
-საბა, სერიოზული საქმე მაქვს.
-გისმენთ ექიმო_ბიჭის გვერდით მჯდომმა დაასწრო ხმის გაცემა და ნაცნობ ბოხ ხმაზე ადგილზე შეხტა თინია.
-შენ აქ რა გინდა?
-ვაა, ექიმო ჩემს თეოჩკას იცნობთ?_შინაურულად მიარტყა ხელი ძმას ბეჭზე და საპასუხოდ იმხელა დაღრიალებ მიიღო მაშინვე ასწია ხელები. -რა უხასიათო ხარ.
-საბა და თეოდორე ხეცურიანები_ხელი გამოუწოდა საბამ და გაღიმებულმა ჩამოართვა.
-ნუ ეს სვანი გასაგებია, ანუ არ ვცდებოდი, მაგრამ შენ გიშვილეს?_ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩაჩურჩულა ბიჭს და მისი გადახარხარებაც გამოიწვია. რასაც ქვია მზერით განგმირა თეოდორემ და დაუცაცხანა რისთვის დაგვიბარეო.
-ირაკლის მოკვლას აპირებენ_პირდაპირ და ხმამაღლა განაცხადა ექიმმა და ძმების წაშლილ სახეზე ისევ მოეპარა ნერვიულობა. დაწვრილებით მოუყვა განაგონი საუბრის შინაარსი და ამოისუნთქა. ახლა სინდისი აღარ შეაწუხებდა. ისე ისაუბრეს ნახევარი საათი მანქანიდან გადასულებმაც განიხილეს, არც ერთს შეუმჩნევია გზის მოპირდაპირე მხრიდან როგორ გადაუღეს ათობით ფოტო და თვალთვალი განაგრძეს.



№1 სტუმარი ნაინა

ვაიმეეეეე რა გითხრა, სასწაული გოგო ხარ

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ხვალამდე უნდა ველოდოთ მესამე თავს? ისეთ მომენტებში ამთავრებ თხრობას სული მიმდის. ♡♡

 


№3  offline მოდერი naattii

ნაინა
ვაიმეეეეე რა გითხრა, სასწაული გოგო ხარ

უუუღრმესი მადლობა <3
Anuki96
ხვალამდე უნდა ველოდოთ მესამე თავს? ისეთ მომენტებში ამთავრებ თხრობას სული მიმდის. ♡♡

სამწუხაროდ ოთხშაბათამდე არ მგონია მოვახერხო ვმუშაობ ხვალ მთელი დღე :(

 


№4 სტუმარი ნაინა

აუუუ რა მოიცდის ოთხშაბათამდის, ძალიან საინთერესოა

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

naattii
ნაინა
ვაიმეეეეე რა გითხრა, სასწაული გოგო ხარ

უუუღრმესი მადლობა <3
Anuki96
ხვალამდე უნდა ველოდოთ მესამე თავს? ისეთ მომენტებში ამთავრებ თხრობას სული მიმდის. ♡♡

სამწუხაროდ ოთხშაბათამდე არ მგონია მოვახერხო ვმუშაობ ხვალ მთელი დღე :(

სხვა რა გზაა დავიცდით :)

 


აქ შეწყვეტა შეიძლებოდა? რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე.
არადა რა საინტერესო ისტორიაა ❤
ეს თეოდორე რა კარგი ტიპია, სუფთა სვანი ❤

 


№7  offline წევრი Elea_Nora

როგორ ჩაიხლართა სიტუაციაა❤️ ძაან მომწონს❤️❤️ წარმატებები შენ ავტორო და ველი ახალ თავს❤️❤️

 


№8  offline წევრი წერო:)

ოოპააა
მშვენიალურია მომდევნოს ველოდებიი

 


№9  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
აქ შეწყვეტა შეიძლებოდა? რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე.
არადა რა საინტერესო ისტორიაა ❤
ეს თეოდორე რა კარგი ტიპია, სუფთა სვანი ❤

აბა რა ❤️ ვეცდები ასევე გავაგრძელოო
Elea_Nora
როგორ ჩაიხლართა სიტუაციაა❤️ ძაან მომწონს❤️❤️ წარმატებები შენ ავტორო და ველი ახალ თავს❤️❤️

ჩახლართვა შემდეგ თავში ნახე :D
წერო:)
ოოპააა
მშვენიალურია მომდევნოს ველოდებიი

მადლობააა ❤️

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოოოცრად მაგარია..
ეს დაძაბული სიტუაციაც ძალიან მომწონს..
მხიარული საბა მომწონს მაგრამ სვანი თეოდორე უკვე სხვა საქმეაააა...
ძაან მაგარია თანაც ვგიჟდები მწვანე თვალებზე :დ
მოკლედ ველი ახალ თავს და ძაან მომწონს ვაფშე ყველაფერი ^-^

 


№11  offline მოდერი naattii

ანი ანი
საოოოცრად მაგარია..
ეს დაძაბული სიტუაციაც ძალიან მომწონს..
მხიარული საბა მომწონს მაგრამ სვანი თეოდორე უკვე სხვა საქმეაააა...
ძაან მაგარია თანაც ვგიჟდები მწვანე თვალებზე :დ
მოკლედ ველი ახალ თავს და ძაან მომწონს ვაფშე ყველაფერი ^-^

დიდი მადლობააა ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი თეკო

ანუუ )) მომწონს ისტორია საინტერესო ჩანს მაგრამ.იმდენად პატარა თავებია ჩემი ნერვები ასეთი კარგი ისტორიის კითხვას ნაწილ-ნაწილ ვერ გაუძლებს , ამიტომ დაველოდები დასასრულს და სრულად ატვირთვას )) მესმის ავტორის რომ მეტს ვერ ახერხებს და იმედია არც ჩემს კომენტარს მიწყენს ❤

 


№13  offline მოდერი naattii

სტუმარი თეკო
ანუუ )) მომწონს ისტორია საინტერესო ჩანს მაგრამ.იმდენად პატარა თავებია ჩემი ნერვები ასეთი კარგი ისტორიის კითხვას ნაწილ-ნაწილ ვერ გაუძლებს , ამიტომ დაველოდები დასასრულს და სრულად ატვირთვას )) მესმის ავტორის რომ მეტს ვერ ახერხებს და იმედია არც ჩემს კომენტარს მიწყენს ❤

საწყენი არაფერია, მეტად დიდები არც დამიდევს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვახერხებ, ორი შვილი, სახლი სამსახური :D თქვენი ნებაა, ისტორიის დასრულების შემდეგ სულ ვდებ სრულად და მაშინ წაიკითხეთ ❤️

 


№14  offline წევრი Maia G.

დედას გეფიცები, არ ვსუნთქავდი ისე ჩავედი ბოლომდე :D ყოჩაღ! შენი ისტორიების კითხვისას სულ ასე მემართება ❤❤❤

 


№15 სტუმარი maco maco

ხოდა გამარაჯობა დანრუნებულხარ თამ მალე.. აბა დავიწყეეთ

 


№16  offline მოდერი naattii

Mai dire mai
დედას გეფიცები, არ ვსუნთქავდი ისე ჩავედი ბოლომდე :D ყოჩაღ! შენი ისტორიების კითხვისას სულ ასე მემართება ❤❤❤

უღრმესი მადლობა ❤️
maco maco
ხოდა გამარაჯობა დანრუნებულხარ თამ მალე.. აბა დავიწყეეთ

იმედია მოგეწონება :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent