მოლოდინი
-შენთვის რა არის სიყვარული? -არ ვიცი, სიყვარულის მნიშვნელობას ჯერ კიდევ ვერ მივხვდი და შენთვის? -ჩემთვის სიყვარული ვირუსია რომელიც შეიძლება ერთი, ორი წელი გაგრძელედეს ან მთელი ცხოვრება თან გსდევდეს. -და როდესმე გყვარებია? -კი ახლაც მიყვარს. -და რატომ არ ეუბნები? -ვუთხარი. -და მერე? -არ ვიცი -ეგ როგორ? -სანამ ცოცხალი იყო ვერ გავბედე თქმა, ახლა კი ყოველ დღე ვუხსნი სიყვარულს, მაგრამ პასუხს მაინც ვერ ვგებულობ. -რატომ ვერ გაბედე თქმა? -იმიტომ რომ შემეშინდა. -რისი შეგეშინადა? -მისი პასუხის, მისი უარის შემეშინდა, მეგონა რომ სხვა უყვარდა, მას მე მოღალატე ვუწოდე და გული საბოლოოდ გავუტეხე, მაგრამ ახლა ამას ყველაზე მეტად ვნანობ,თავის შეცდომას ადამიანი იმ დროს იაზრებს როცა უკვე გვიანა და ვეღარ გამოასწორებს. -რატომ უწედე მოღალატე? -რადგანაც მან შემცვალა, მინდოდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო, ვერ ვიტანდი სხვა რომ მის გვერდით იყო. -რამ გაგხადა მასეთი? -მისმა სიყვარულმა. -დარწმუნებული ხარ? ახლაც კი არ აღიარებ შენს შეცდომას.-ჩაეღიმა თუმცა ეს სიმწრის ღიმილი იყო. -იცი რატომ ვერ ვაღიარებ ჩემს შეცდომას? -კი ვიცი, შენაირი ბევრი პაციენტი მყოლია. -და რატომ? მე ამ კითხვას ჯერ კიდევ ვერ ვუპოვე პასუხი. -შენ ხარ იმ წყეულ წამალზე დამოკიდებული რომლის გამოსწორება ვერავინ ვერ შეძლო. -და ვერც შეძლებს, მე ყოველ ღამე იმის იმედით ვიძინებ რომ მას შევხვდები და ბოდიშს მოვუხდი. -და ზე როდესმე გიფიქრია?-ისევ ჩაეღიმა. -კი მაგრამ ისედაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩემზეა და არ მინდა კიდევ მეორე სიცოცხლე ვიკისრო საკუთარ თავზე. -და არ გიფიქრია შენი გამოსწორება როგორ გააბედნიერებდა მას იქაც კი. -მას მხოლოდ ჩემი ნახვა გააბედნიერებას, როცა ვნახავ ბოდიშს მოვუხდი და ვეტყვი თუ როგორ მიყვარს, შეიძლება არ მაპატიოს მაგრამ უკვე აღარ მეშინია მისი პასუხის, ახლა კი მოუთმენლად ველი სიკვდილს, ღმერთს ვევედრები მალე შემახვედროს.-ამ ყველაფერს მეუბნებოდა და ღიმილი სახიდან არც კი მოსცილებია. -და რატომ იღიმი? -მისი სახე მიდგას თვალწინ, ვცდილობ შევეხო მაგრამ ვერ ვეხები, მხოლოდ მისი ყურებით დავტკბე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.