შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (4 თავი)

21-11-2019, 16:03
ავტორი naattii
ნანახია 2 693

-ღმერთო ჩემო, თეოდორე, ექიმს დაუძახე, წამლებისგან მოლანდებები მაქვს ვითომ საბას არ არსებულ საცოლეს ვიცნობთ_თვალები დახუჭა ირაკლიმ.
-ის თუ მოჩვენებაა მე ნამდვილი როგორ ვიქნები?_წარბები უფრო შეკრა უფროსმა და წყვილისკენ მიმართული მზერა დააწვრილა.
-მაგდენი ვეღარ ვიფიქრე_მიბნედილი საუბრობდა ირაკლი
-რას ხლართავ საბა?
-ხომ გეუბნებოდით ერთი გოგო მომწონსთქო, თქვენ კიდევ მეხვეწებოდით გაგვაცანიო, თინია კიდე ისეთ რეჟიმშია როცა ვთხოვდი ვერასდროს იცლიდა, სად ხალხის გადარჩენა და სად გართობა_ლაღად აიჩეჩა მხრები ბიჭმა და საჩხუბრად მომზადებულ ძმას ჯიქურ შეხედა.
-პირველად რომ ვნახეთ რატომ მაშინ არაფერი თქვი?_დაკითხვას არ წყვეტდა თეორე.
-აუ თეოჩკა კაი რა, ირაკლი სიკვდილის პირას იყო, რომელს გვქონდა სიყვარულით ჟღურტულის თავი_სახელდახელოდ აცხობდა ტყუილებს.
-მოლოცვის მეტი არაფერი დამრჩენია_ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა ირაკლიმ და ოდნავ გახელილით მიაშტერდა რამდენიმე წამში გვერდით მდგომ ბიჭს, რომელიც მზერას არ აცილებდა გაწითლებულ და პირდაღებულ ექიმს.
-ჩვენ გავალთ ახლა, რამდენიმე დღეა წამითაც ვერ მოვესიყვარულე და მომენატრა_უფრო ახლოს მიიზიდა გოგო და გაღიმებულმა დატოვა უკუსვლით პალატა.
-ყველამ შენ როგორ უნდა გაჯობოს_ფხუკუნი ვერ შეიკავა დაწოლილმა.
-მოკეტე_ბრაზით ჩაილაპარაკა თეოდორემ და ფანჯარას მიუახლოვდა. ქალაქში უკვე ბინდდებოდა და ულამაზესი სანახავი იყო მეოთხე სართულიდან ჩამავალი მზის სხივები.
გაყინული სახით, ჯერ კიდევ მომღიმარი მიყვებოდა ექიმი საბას გვერდით და ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ ის ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ გაიგონა უბრალოდ მოესმა, დაესიზმრა ან მოელანდა. ყველაფრად აღიქვამდა სინამდვილის გარდა.
-ჰუჰ, მთავარი გავაკეთეთ_ვითომ ოფლი მოიწმინდა საბამ და უკვე მიკეტილ კარებს მიეყრდნო ზურგით. წამებში გაიგონა ბოლო ხმაზე ატეხილი კისკისი და გაკვირვებულმა გამოხედა მოხარხარე თინიას, რომელიც უკვე ფეხების ბაკუნზე იყო გადასული.
-მე და შენ_სულს ვეღარ ითქვამდა სიცილისგან და თითებს იშვერდა მისსა და ბიჭის შორის. -ღმერთოო, ამდენი ბოლოს როდის ვიცინე_კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა მისი ისტერიკა და დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა ჩასაწყნარებლად. მოთმინებით ელოდა ხელებგადაჯვარედინებული ბიჭი და ჩაწყნარებას ელოდა.
-გააფრინე ხო?_როგორც იქნა აზრზე მოვიდა და მაშინვე დაუპირისპირდა მომლოდინეს.
-მისმინე_ამოიოხრა საბამ და ნელა მიუახლოვდა ხელებ აწეული, -შენ წარმოდგენა არ გაქვს აქ რაც ხდება, წერილი რაც გამოგიგზავნეს დასაწყისია, ჩვენთან მტრობის გამო ადამიანის მოკვლასაც არ მოერიდნენ_ირაკლის პალატისკენ გაიშვირა ხელი.
-მე რა შუაში ვარ? მე უბრალოდ ოპერაცია გავაკეთე.
-და მოწმე ხარ, რომელმაც ისეთი დიალოგი მოისმინა, რომ ერთ-ერთი მათგანის ციხეში გაშვება შეიძლება.
-მაგრამ, თუ ასეთ ხალხს მტრობთ, თქვენთან გარევით უფრო საფრთხეში არ ვიქნები?_თვაები გაუფართოვდა თინიას.
-მაპატიე ექიმო, მაგრამ უკვე ისედაც გარეული ხარ_მოწყენილი სახით აცნობა ქალს და წინ ჩამოუჯდა.
-და რას აპირებ?
-ისედაც გამოგიგზავნეს წერილით იმის დასტური, რომ ჩემი საცოლე გონიხარ, მოდი ამ თეორიას მივყვეთ, ამითი ცოტა შეჩერდებიან, მიხვდებიან, რომ არ ხარ უბრალოდ ხელწამოსაკრავი ექიმი, არამედ ხეცურიანების რძალი.
-ეს პრივილეგიაა?_წარბები აწკიპა გოგომ.
-რასაკვირველია_მაშინვე გაიჯგიმა ბიჭი და ორივეს ერთდროულად აუტყდათ სიცილი.
-ხომ ხვდები რომ ეს ვითომ ქორწინება ......_ფრთხილად დაიწყო თინიამ
-რა თქმა უნდა, არც ერთ საზღვარს არ გადაცდება, წიგნში არ ვართ და არც მელოდრამაში იძულებითი ქორწინების მსხვერპლებს ერთმანეთი რომ უყვარდებათ, მე პირადად შენთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი_ღიმილით გამოუწოდა ხელი.
-სხვათაშორის ეგ მარტივად აიხსნება, ყველაზე მეტად შეჩვევა იწვევს სიყვარულს, მიჯაჭვულობა და სიყვარული კი გვერდიგვერდ დგანან_ღიმილით ჩამოართვა ხელი თინიამაც.
-მაშ გახდები ჩემი ოფიციალური საცოლე?_სიცილით მიმართა გოგოს და ვერ შეამჩნიეს როგორ მოდგა ჩუმად კარს თეოდორე.
-რა თქმა უნდა ვიქნები, ჩემი შენდამი სიყვარული ხომ ასეთი უსაზღვროა_ხითხითით დათანხმდა და ვერცერთმა გაიგონა ჩუმად მოყურადებული ბიჭის კბილებმა როგორ გაიღრჭიალა სიმწრისგან.
მესამე დღე გადიოდა რაც თინია სახლს განაკარებიც კი არ იყო, თვალებს ქვეშ ჩაშავება უკვე კილომეტრიდან ემჩნეოდა, დაწითლებული თვალები, ამდენი მომხდარისგან გაფანტული გონება.
-თინია ექიმო, ათი წუთი გაქვს საავადმყოფოს დასატოვებლად_წამში გამოაფხიზლა წინ მდგომი მთავარი ექიმის ხმამ.
-ლეუშ როგორ ხარ?_მხიარულად მოიკითხა მეგობარი.
-თინია ექიმო.._ხმა გაიმკაცრა კაცმა
-აჰ, ანუ სამსახურს ეხება, გისმენთ ლევანი ექიმო_მაშინვე გაეჯგიმა თინიაც.
-პატარა ბავშვი ხარ რა_თავი გადააქნია უფროსმა და ზემოდან დახედა ტანდაბალ გოგოს -ათ წუთში აქედან აორთქლდი და ორი დღე საოცარი გამოძახებაც კი რომ მოგივიდეს, აქ არ დაგინახო, არ მინდა ჩემმა საუკეთესო ქირურგმა ლიცენზია იმიტომ დაკარგოს, რომ სკალპელი და მომჭერი აერია ერთმანეთში.
-არის უფროსო_მხედრული სალამით და სიცილით დაემშვიდობა უფროსს და კაბინეტს მიაშურა. ირაკლი უკეთ იყო, დაცვა კართან მორიგეობდა, სასწრაფო პაციენტი არავინ ყავდა, ამიტომ შეეძლო მშვიდად დაეტოვებინა საავადმყოფო და სახლში დაესვენა. მხიარულად დაუქნია ხელი დაცვის ბიჭებს და მარშუტების გაჩერებისკენ წავიდა.
-ოჯახოო_შეძახილით შეაღო კარი და დაიხარა ფეხსაცმლის გამოსაცვლელად.
-ჩემთან მოდი მა, დედაშენი არ გელაპარაკება_დაცინვით გადახედა ცოლს თამაზმა და ხელები გაშალა ქალიშვილის ჩასახუტებლად.
-უი, მეორე შვილიც მყოლია_წარბები შეყარა დედამისმა და დემონსტრაციულად აქცია ზურგი.
-საღამო მშვიდობის თინი_მოწყენილი ღიმილით დახვდა ანა და კიდევ ერთხელ მოიხოცა გაწითლებული ცხვირი სალფეთქით.
-რა გჭირს?_უკან გაყვა დას
-ალერგია აქვს, იქნებ ერთხელ დასაც უმკურნალო თუ მხოლოდ უცხოებს და დასახიჩრებულებს იღებ_მკაცრად საუბრობდა ქალბატონი დედა.
-ანა, აბა გამომხედე_ოთახში შეჰყვა დას და კარი მიხურა ზურგს უკან. -ორივემ ვიცით, ეს ალერგია რომ არაა, რა ხდება?
-შეყვარებული ყავს_ტირილით ამოილაპარაკა გოგომ და მორიგი ცრემლების ნაკადი გადმოუშვა.
-რა იცი?
-დავინახეე, თანამშრომლები ვსადილობდით და იქ შემოვიდა, ისეთი ლამაზი გოგო ედგა გვერდით, იმდენს კოცნიდა ლოყაზე_სახეზე აიფარა ხელები ანამ, -ასე როდის შემიყვარდაა.
-იქნებ მეგობარია?_იმედს არ კარგავდა თინია
-და შენ მეგობრებს კისერში კოცნი?_დაზე უნდოდა ჯავრი ეყარა , თუმცა არ გამოუვიდა. დამწუხრებული მოეხვია თინია დას და მთელი ძალით მიიხუტა.
-ვწუხვარ ჩემო გოგო, ალბათ შენი ბედი სულ სხვა ადამიანია.
-შენთვის სათქმელად იოლიააა_მორიგი სალფეთქი მოისროლა იატაკზე და ახალს სტაცა ხელი.
ნახევარი საათი ამშვიდებდა თინია დას და გამხნევებას ცდილობდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო როგორ გამოსდიოდა. ბოლოს ამდენ ტირილში ჩაეძინა და მანაც ამოისუნთქა. ძილში მაინც დაისვენებდა ცოტას და გამოშუშდებოდა. ჩაფიქრებულმა დატოვა ოთახი და კართან დოინჯ შეყრილ დალის დანახვაზე შიშისგან შეხტა.
-დედა გულს მიხეთქავ.
-რას გვიმალავ ქალბატონო?_წარბი აუწია ქალმა
-დედა, საშინლად დაღლილი ვარ, ძალიან გთხოვ გამოვიძინებ და მერე ვიკონცერტოთ კარგი?_მობეზრებული ჩამოშორდა ქალს, უკვე მართლა ბეზრდებოდა ყოველ ჯერზე მუდმივად ერთი და იმავეზე ჩხუბი.
-ესეიგი ვკონცერტობ არა? მე დედა ვარ, თქვენთვის საუკეთესო მინდა, შენ კი ცხოვრებას ინგრევ_ხმას აუმაღლა ქალმა.
-რითი დედა? ჩემს საოცნებო სამსახურში რომ ვმუშაობ? ხალხს რომ ვმკურნალობ? ადამიანებს დაღუპვის საშუალებას რომ არ ვაძლევ? ოჯახებს რომ ვეხმარები ცხოვრების მიზანი და ხალისი არ დაკარგონ ამითი ვინგრევ? იცი რომ გუშინ 10 წლის ბიჭი დაინვალიდებას გადავრჩინე? სამი დღის წინა გამოძახებაზე 23 წლის ბიჭი მოვაბრუნე საიქიოდან, იმის წინ 60 წლის კაცი, რომელსაც მთელი ოჯახი საავადმყოფოს დერეფანში სულმოუთქმელად ელოდა როდის მოვიდოდა გონს და რა ვქნა? ბოდიში დედაჩემი სახლიდან არ მიშვებს ვერ მელევა და სხვა ექიმი იპოვეთთქო? ეს ჩემი საქმეა დედა და უნდა ამაყობდე, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგის სახელი მაქვს_ხმას ვეღარ აკონტროლებდა თინია.
-დალი გეყოფა_უკნიდან მოსულმა თამაზმაც ვეღარ შეიკავა თავი და შვილს გვერდით ამოუდგა.
-მე მხოლოდ კარგი მინდა, ბედნიერი ოჯახი სადაც ისე იგრძნობ თავს, რომ საავადმყოფოს ზარი გახარების ნაცვლად შემაწუხებელი იყოს, რადგან შენ საყვარელ ქმარს და შვილებს უნდა მოშორდე. მინდა ბედნიერი იყო გასაგებია?
-ხოდა ვარ დედა, გაიგე რომ ამ საქმით ვარ ბედნიერი და ჯერჯერობით მეტი არაფერი მჭირდება.
-რაც გინდათ ის ქენით, ეს კიდევ შენს სახელზე მოვიდა_კონვერტი მიაჩეჩა შვილს ხელში და სამზარეულოში მიიმალა.
თვალებზე მომდგარი ცრემლი მაშინვე გაიქრო თინიამ და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა დასამშვიდებლად. რამდენიმე წამში კონვერტსაც მოახია თავი და მაშინვე მიხვდა გამომგზავნი ვინ იქნებოდა პატარა ბარათი რომ გადმოვარდა. წამში გადაავლო თვალი დაბეჭდილ ასოებს და ხელი პირზე აიფარა. კიდევ ერთხელ გადაიკითხა ნაწერი, იქნებ რამე შეიცვალოსო, თუმცა არა, იგივე ასოები და იგივე წინადადება დახვდა.
„მე გაგაფრთხილე, რაც მოხდება იცოდე შენს კისერზეა“
-ღმერთო ოღონდ საბა და თეოდორე არა_გიჟივით მივარდა ჩანთას და მონდომებით დაიწყო მიგდებული მობილურის ძებნა.

№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა გავაკეთო თინიას დედის გამოსვლებია რ მომწონს ძალიან, მესმის რომ ნერვიულობე შვილზე მაგრამ ზრდასრული ადამიანია რომელიც თავად წუვეტს რა გააკეთოს, არ მიყვარს ადამიანები რაც არ უნდ აახლობლები იყვენენ ასე ეროდნენ სხვის ცხოვრებაში და განსაზღვრავდნენ მათთვის კარგი რა არის. ძალიან ვიხალისე საბაზე და თინიაზე ერთად :დ თირსია თეოდორე, რა საინტერესოა ასეთი ვინ ემტერებათ

№2  offline წევრი Sana

ძაან პატარა იყო????

არადა ერთ მომენტში ვიფიქრე თინიას და საბას ეტრფის თქო და შევცდი ვითომ? smirk grimacing
თინიას დედის გამოსვლამ დიდად არ მომხიბლა, თითქოს ბედნიერება და წარმატება მარტო გათხოვება და შვილების ყოლა იყოს. ხოდა ამ ჩვენმა თინიამაც ვეღარ მოითმინა და დედას ცოტა ეუხეშა, სამაგიეროდ აღარ ჩაერევა მეტად თინიას პირად საქმეში blush
ეს ძმები ხეცურიანები - საბა და თეოდორი- ერთმაეთზე უკეთესები არიან kissing_heart ჯერ ირაკლის არ ვიცნობთ და უნდა გაგვაცნო, ბოლოსდაბოლოს მაგის დამსახურებაა თეოდორი რომ ბრაზისგან კბილებს აჭრიალებს და თინია საბას "საცოლეა". laughing ძალიან ჭკუამხიარულები არიან ეს ორი ერთად და შესანიშნავი მეგობრებიც იქნებიან kissing_heart
ეს ყველაფერი კი კარგი, მაგრამ ვინ ჰყავთ ძმებს ასეთი მტერი, რომ მარტო ირაკლი კი არა ყველანი საფრთხეში, რომ არიან? ეჭვი მაქვს ირაკლის მოსკოვში "გულაობის" ბრალია ყოველვე.
ხოდა ველოდებიამ ყველაფრის პასუხს.

№4 სტუმარი

დღეს არ იქნება?ვ

№5 სტუმარი სტუმარი ნათია

კარგი ისტორია, მაგრამ გეტყვი იმას რაც წაკითხვის სურვილს მიკარგავს. ცუდად არ გაიგო იღონდ.
ანუ ეს საბას და თიანიას ურთიერთობა... ძმა რომ უნდა აეჭვიანოს... ძმა არის ძმაკაცი ხომ არა. მითუმეტეს ასეთ განცხადებას რომ აკეთებს. ამხელა კაცები გყავს პერსონაჟებად და მე არ გამიგია ასეთი ბავშვური საქციელი ამხელა ასაკში. ასე რომ გთხოვ მალე დაასრულე ეს სპექტაკლი, მაგას ისევ ჯობდა ნერვები დაეგლიჯათ ერთმანეთისთვის.
ცუდად არ მიიღო შენთვის გეუბნები ისტორია უფრო საინტერესო რომ გახდეს. წარმატებები.

№6  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია

მოდი მაშინ ცოტა შესავალს გავუკეთებ. ჩემთვის დედმამიშვილობა განსხვავებული თემაა, თუ დასთან და ძმასთან ძმაკაცივით და დაქალივით არ ხარ და გულს ვერ უშლი და ვერ ელაპარაკები, ჩათვალე ურთიერთობა არ ქონიათ. ჯერ ძმების კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე, ამიტომ ამასაც ავხსნი, საბას ძმისთვის ჭკუის სწავლება უნდა კარგი გაგებით და არა ცუდის მხრივ. არ ცდილობს ძმა იმითი გააუბედუროს, რომ თითქოს რძალი შეუყვარდა, მას უნდა დაანახოს რომ ცხოვრება არც ისეთი წმინდა და სწორია როგორსაც თეოდორე აღიქვამს და ცხოვრობს. მოდი ვთქვათ, ის ვარდისფერი სათვალით დადის, საბა კი ზედმეტად რეალისტია. ამიტომ ვფრთხილობ ყოველთვის როცა საბას და თინიას მომენტებს ვწერ, არ მინდა ოდნავადაც გადავამეტო და რამე გულის ამრეობაში გადავიტანო, მათ წმინდა მეგობრობა აკავშირებს და მეტი არაფერი. თინიას და თეოდორეს სახით იმისი თქმა მინდა, რომ სიყვარული არავის უყურებს, არ ექვემდებარება საზღვრებს, არ ემპრჩილება წესებს და კანონებს. გიყვარდება და მორჩა. დაინახავ, იგრძნობ, გიყვარს და ვერ ივიწყებ. მერე ან ბედნიერებისთვის იბრძვი, ან გაურბი ყველაფერს რაც მას გახსენებს :))))

№7 სტუმარი სტუმარი Unknow

ძალიან მაგარი ისტორიაა და სულ ველოდები ...ვისაც არ მოსწონს სიუჟეტი დახუროს გვერდი და სხვა წაიკითხოს ...მაგრამ არა ხომ უნდა გამოხტეს ვიღაც და თავისი ....ობანაზრები მოახვიოს ავტორს თავს...

№8 სტუმარი სტუმარი თამო

შემდეგი თავი როდის დაიდება?

№9  offline წევრი ankakuna

me rom ambob miyvars sabatqo xo mara axla miuxedavad imisa rom erti winadadebit movixible irakliti mainc egec momewona

ყველამ შენ როგორ უნდაა გაჯობოსო რო თქვა მაგრად ვიცინე მოკლედხ საბუჩა და ირი მაგრად მომწონს ხოდა მალე ალბათ თეოდორეც მომეწონება
თინიას დედა უკვე მეოთხე თავია სრულ უგუნურობას იჩენს მაგრამ რაღაც გაგებით ისიც მართალია უნდა რომ შვილს ხედავდეს
მოკლედ შენ ისტორიებს თვალს ვადევნებ და თითქმის ყველა წაკითხული მაქვს
წარმატებები საყვარელოო

№10 სტუმარი სტუმარი ნათია

naattii
სტუმარი ნათია
კარგი ისტორია, მაგრამ გეტყვი იმას რაც წაკითხვის სურვილს მიკარგავს. ცუდად არ გაიგო იღონდ.
ანუ ეს საბას და თიანიას ურთიერთობა... ძმა რომ უნდა აეჭვიანოს... ძმა არის ძმაკაცი ხომ არა. მითუმეტეს ასეთ განცხადებას რომ აკეთებს. ამხელა კაცები გყავს პერსონაჟებად და მე არ გამიგია ასეთი ბავშვური საქციელი ამხელა ასაკში. ასე რომ გთხოვ მალე დაასრულე ეს სპექტაკლი, მაგას ისევ ჯობდა ნერვები დაეგლიჯათ ერთმანეთისთვის.
ცუდად არ მიიღო შენთვის გეუბნები ისტორია უფრო საინტერესო რომ გახდეს. წარმატებები.

მოდი მაშინ ცოტა შესავალს გავუკეთებ. ჩემთვის დედმამიშვილობა განსხვავებული თემაა, თუ დასთან და ძმასთან ძმაკაცივით და დაქალივით არ ხარ და გულს ვერ უშლი და ვერ ელაპარაკები, ჩათვალე ურთიერთობა არ ქონიათ. ჯერ ძმების კარგად გაცნობა ვერ მოვახერხე, ამიტომ ამასაც ავხსნი, საბას ძმისთვის ჭკუის სწავლება უნდა კარგი გაგებით და არა ცუდის მხრივ. არ ცდილობს ძმა იმითი გააუბედუროს, რომ თითქოს რძალი შეუყვარდა, მას უნდა დაანახოს რომ ცხოვრება არც ისეთი წმინდა და სწორია როგორსაც თეოდორე აღიქვამს და ცხოვრობს. მოდი ვთქვათ, ის ვარდისფერი სათვალით დადის, საბა კი ზედმეტად რეალისტია. ამიტომ ვფრთხილობ ყოველთვის როცა საბას და თინიას მომენტებს ვწერ, არ მინდა ოდნავადაც გადავამეტო და რამე გულის ამრეობაში გადავიტანო, მათ წმინდა მეგობრობა აკავშირებს და მეტი არაფერი. თინიას და თეოდორეს სახით იმისი თქმა მინდა, რომ სიყვარული არავის უყურებს, არ ექვემდებარება საზღვრებს, არ ემპრჩილება წესებს და კანონებს. გიყვარდება და მორჩა. დაინახავ, იგრძნობ, გიყვარს და ვერ ივიწყებ. მერე ან ბედნიერებისთვის იბრძვი, ან გაურბი ყველაფერს რაც მას გახსენებს :))))

მეც ზუსტად ის ვიგულისხმე რომ ძმები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ, მეც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ჩემს დედმამიშვილებთან და ვფიქრობ ეს საქციელი არასწორია. მე რატომღაც პირიქით დავინახე რომ საბა უფრო ვარდისფერი სათვალიდან უყურებს სამყაროს ვიდრე თეოდორე.
რაც შეეხება გამოხტომებს :დ ცუდი არაფერი მითქვამს, ჩემი აზრი გამოვხატე სხვა მკითხველების მსგავსად, არც ის მითქვამს რომ არ მომწონს.
მადლობა.

№11  offline მოდერი naattii

ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღები და გასათვალისწინებელია, აღარ გავწელავ სიმართლის გაგებას ისე ძალიან და ცოტა შევცვლი. პირიქით, კომენტარები მიტო არსებობს აზრი რომ დააფიქსიროთ ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent