შეხვედრა. (თავი 7)
-რას ქვია მიტაცებ? დროზე გააჩერე მანქანა!-პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, უბრალოდ ტონს ავუწიე და მობეზრებულად გავხედე.ხმა არ ამოიღო. -ტიტე, მე ის ადამიანი არ ვარ, ვისთანაც დროის გასაყვანად ან გასართობად მიხვალ. -მანქანა ისე სწრაფად დაამუხრუჭა გააზრება ვერ მოვასწარი. კარი ისევ ჩაკეტილი ქონდა და არ აღებდა. -გგონია შენთან ვერთობი? -წარბი ამიწია და მკვლელი მზერით შემომხედა. -აბა რას ნიშნავს შენი საქციელი? მოდიხარ ჩემს სახლში, როცა გინდა, მკოცნი, მერე მეუბნები რომ ცოლის მოყვანას არ აპირებ და სინდისი დამშვიდებული უნდა მქონდეს, რადგან ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ მეორე დღეს ტელევიზორში ძალიან ბედნიერი ეხვევი შენს საცოლეს. მე არ მინდა ვინმეს ოჯახი დავანგრიო. ცოლიან ან შეყვარებულიან ადამიანებთან ურთიერთობა მსგავსი ფორმით არ მინდა. არაკაცი ხარ. მე მკოცნი და მერე იმ ტუჩებით მიდიხარ და შენს საცოლეს ეფერები. არასწორია ეს ყველაფერი. -ისეთი მშვიდი ვიყავი და ამ ყველაფერს ისე მშვიდად ვამბობდი მეც კი მიკვირდა. -ლენკას დედაც მოვტ*ან. არ მიყვარს ეგ გოგო არააა. არ ვაპირებ მაგის ცოლად მოყვანას. 3 დღეში ქორწილო მაქვს და იმის მაგივრად, რომ საქმეებზე დავრბოდე შენ მიმყავხარ სვანეთში და იქიდან 2 კვირა არ ვაპირებ ჩამოსვლას. ყველაფერს აგიხსნი, რომ ჩავალთ. მანამ კი შენი ხმა არ გავიგო!-მკაცრად მითხრა, თვალები დამიბრიალა და მანქანა ადგილიდან დაძრა. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი. ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არ ქონდა. ჩემს გაშვებასაც ვიცი არ აპირებდა. თავი მინაზე მიმედო და ხედებს ვათვალოერებდი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და ვხედავდი როგორ ეჩხვლიტებოდა ტუჩის კუთხე. მეც გამეღიმა და გავხედე. -ღმერთო, როგორ მიშლი ხანდახან ნერვებს. -გაეცინა და თავისი უგრძესი თითები სახეზე ჩამოისვა. -მიდი ახლა, მომიყევი შენს თავზე. სულ ჩემზე რომ გელაპარაკები ხოლმე. მითხარი რაზე ოცნებობ?-გაიცინა. -კოსმოსში გაფრენაზე. -სიცილით ვუთხარი და თვალებში დავაშტერდი. -კარგი, ტო. რა კოსმოსში გაფრენა რამე რეალური მითხარი. -გაიცინა და იმ მომენტში ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მომეჩვენა. მომეჩვენა არა, იყო! -21-ე საუკუნეში ადამიანს კოსმოსში გაფრენა გიკვირს? -წარბი ავწიე და გავიცინე.ცოტა ხანს გაღიმებული დამაშტერდა.-წინ იყურე. -თვალებით ვანიშნე. -მართლა, რაზე ოცნებობ? ახლო მომავალში ახდენის პერსპექტივით. -მოგზაურობა მინდა. ახალი ადგილების აღმოჩენა და ახალი თავგადასავლები. უცხო ქალაქში დაკარგვა და ფეხით ქუჩების შემოვლა. მთების დალაშქვრა და ზღვების და ოკეანეების გადაცურვა მინდა. ღამეების კოცონთან თენება საყვარელ ადამიანებთან ერთად. პატარა კაფე მინდა შვეიცარიის მთებში და ხის ქოხი თუშეთში ან სვანეთში. კიდევ ლაპლანდიაში წასვლა მინდა, იმიტომ რომ, ვგიჟდები თოვლზე, ახალ წელზე,ზამთარზე და თოვლის ბაბუის ზღაპარზე.-ღიმილით დავასრულე სათქმელი. -სახე როგორ გიბრწყინავს, მაგ ყველაფერზე საუბრისას. - თითქოს რაღაცით აღფრთოვანებულმა მითხრა და სახე გაუნათდა. -აუცილებლად აგიხდენ ყველა ოცნებას. -ადამიანს იმას ნუ დაპირდები, რასაც ვერ შეასრულებ. -გავიცინე და თავი გავატრიალე. -მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას.-თვალი ჩამიკრა. სახეზე ეტყობოდა უძინარი იყო. ხშირად ისმევდა სახეზე ხელს, რომ გამოფხიზლებულიყო. -თუ გინდა მე ვატარებ მანქანას.-შევთავაზე და მზრუნველად გავუღიმე. -რატომ?უკან რომ დამაბრუნო? - ეჭვისთვალით გამომხედა და სიგარეტის ღერის ტუჩებით ამოიღო კოლოფიდან. -არა, აშკარად გეძინება. -გავიცინე. წამით არ მომიშორებია თვალი. -კარგი.მზრუნველო. -გაიცინა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. მეც გადავედი და მძღოლის ადგილას დავიკავე ადგილი. ტიტემ სავარძელი ბოლომდე გადაწია უკან, ზედ გადაწვა და თვალები დახუჭა. მე მუსიკა ჩავრთე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მიხვდა და თვალები არ გაუხელია ისე მითხრა. -სპეციალურად ამ დღისთვის და შენთვის შევარჩიე. -გაიღიმა და კომფორტულად მოთავსდა. მანქანაში მე, ტიტე და მუსიკა იყო. შესანიშნავი ტრიო. ორივე ჩუმად ვიყავით. ვერ ვხვდებოდი ჩაეძინა თუ ჯერ კიდევ ცდილოდა დაძინებას. ახლა ზუსტად ვიცოდი ეს ის ადგილი და მდგოარეობა იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მნიშვნელობა არ ქონდა რა მოყვებოდა შედეგად. - Take my hand, take my whole life too For i can't help falling in love with you. ________________________________________ -სად წავიდა შენი ვაჟი? - დივანზე მოწყვეტით დაეშვა უფროსი ჩანქსელიანი. საშინლად გაბრაზებული ჩანდა. -რა ხდება?-გაკვირვებული მაკა გამოვიდა. -უკვე მეორე დღეა შენი შვილი არ ჩანს. თავისთვისვე აჯობებს დროულად გამოჩნდეს. ხვალ ქორწილია.-კბილებში გამოცრა ბუბამ. -ისე ამბობ შენი შვილიო, თითქოს მარტო მე გავაკეთე. - ხელი აიქნია ქალმა. -ნეტა ვის გავს? გამოჩნდება. -სად მოვძებნო, სად წავიდოდა? გაგიჟებას გავს კახა. ტვინი მომიტ*ნა უკვე. წეღან დამირეკა რა ხდებაო? დავამშვიდდე. მიწიდან ამოვთხრი დაა მაინც მივიყვან იმ ქორწილში.-ხელი მაგრად დაარტყა მაგიდას და იმ წამს შემოსულ დაცვის უფროსს გახედა. -ტიტე იპოვეთ, ლევან. რაც შეიძლება სწრაფად. ცემაც რომ მოგიწიოთ და ძალით წამოყვანა, წამოიყვანეთ! - ბრძანება გასცა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული. -კახას ინვესტიცია სასიცოცხლო მნიშვნელობის არის და ჩემი ხელით მოვკლავ ტიტეს მის გამო გარიგება რომ ჩაიშალოს! __________________________________________ ხანდახან არის მომენტი, როცა გინდა დრო გაჩერდეს, ერთ მომენტზე გაიყინოს და იმ წამით დატკბე. მეც ასე ვიყავი. მეორე დღე იყო ტიტესთან ერთად და არ მინდოდა დამთავრებულიყო. -ლენკა 5 წლის წინ გამაცნო მამაჩემმა. არასდროს არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთად აღმოვჩნდით. არასდროს მინდოდა სერიოზული ურთიერთობები. არც ლენკასთან მქონდა სერიოზული ურთიერთობა. პროსტა, ისე მოხდა, რომ მამაჩემს თავისი კომპანიისთვის ინვესტორი დასჭირდა. ითათბირეს კახამ და ბუბამ და გადაწყვიტეს დავექორწინებინეთ. მე თავიდანვე უარი განვაცხადე, მაგრამ მამაჩემი საკმაოდ გავლენიანია და ჩემი ბიზნესის ჩაძირვით მემუქრებოდა. მე კიდევ აღარც მახსოვს ბოლოს როდის გამოვართვი ფული ბუბას. სულ ჩემით ვმუშაობდი, მერე ბიზნესიც დავიწყე და არ მინდოდა ჩემი წვალებით ნაშოვნის ასე ერთ წამში გაფლანგვა. ამიტომ დავთანხმდი, იმ იმედით რომ რაიმეს ვიპოვიდი საშანტაჟოდ. დიდი ხანი ვეძებე და ზუსტად იმ დღეს ვიპოვე, როცა აქ ჩამოვედით. ახლა თავისუფალი ვარ.-სიცილით დაამთავრა თავისი ამბის მოყოლა. -არ მესმის შვილს, როგორ უნდა დააძალო ისეთი ადამიანის ცოლად შერთვა, რომელიც არ უყვარს.-გავიკვირვე და ყავა მოვსვი. -არასდროს გვქონდა მამა შვილური ურთიერთობა. 6 წლიდან იმას მაყურებინებდა, როგორ აწამებდა თავის მევალეებს და თვალების დახუჭვის საშუალებას არ მაძლევდა. 15 წლამდე წესიერად ვერ გავდიოდი გარეთ თავისი კაპრიზების გამო.მას მხოლოდ ფული ადარდებს. დედაჩემიც ასეა. არასდროს მიგვრძნია რომ დედა მყავდა. სულ ბებიაჩემი მზრდიდა, მაგარი ჯიგარია. აუცილებლად გაგაცნობ.- თვალები აუციმციმდა და ჩემს გვერდით დაჯდა. - ამ ყველაფრის შემდეგ შენ ძალიან ძლიერი ხარ.დამოუკიდებლად მიაღწიე ყველაფერს და რაც მთავარია ადამიანობა არ დაგიკარგავს. -გავუღიმე და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. ტანზე ბუსუსებმა დააყარა და გამეღიმა. უკან უნდა დამებრინებინა ხელი, რომ დამიჭირა და მთელი ძალით მიმიხუტა. -არ მჯერა, რომ გიპოვე... ვიცი პატარა თავი. ხვალ დაიდება დიდი თავი გპირდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.