შეხვედრა. (თავი 6)
მეორე დღესაც მოვიდა. იგივე დროს. არ ვიცი ზედმეტად ბედნიერი იყო, თუ მომეჩვენა. -აქ არ უნდა მოდიოდე, ტიტე.-გაბრაზებულმა ვუთხარი და კარში ისე ჩავდექი შიგნით რომ არ შემოსულიყო. გაიცინა, გამწია და ისე შემოვიდა ოთახში თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო. -არ ვაპირებ ლენკას ცოლად მოყვანას, თინანო.-გამომიცხადა და თვალები ამითამაშა. -რატომ?-თვალებში ჩავაშტერდი, რომ ამომეკითხა მართალს მეუბნებოდა თუ არა. -არ მიყვარს.-ისე გრაციოზულად გამოაცხადა, ვითომც არაფერი. -ჰოო? აბა აქამდე რატომ მოგყავდა ცოლად?-წარბი ავწიე და სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი. -ფორმალურად არის ეგ ყველაფერი. ბუბას და მაკას უნდათ ლენკა ცოლად მოვიყვანო, თავისი ბიზნესის გამო, მაგრამ გამოყ*ევდებიან, როცა ქორწილის დღეს ხახამშრალები დარჩებიან.-სიცილით მიმხელდა საკუთარ გეგმებს. ეჭვი შემეპარა მის ნათქვამში. -ტიტე, მოდი მითხარი ჩემგან რა გინდა? ჩემნაირი და ჩემზე მილიონჯერ უკეთესი გოგოები გყავს გვერდით. -მობეზრებულად ავატრიალე თვალები და ფეხზე წამოვდექი. -შენ მინდიხარ! შენნაირი და შენზე უკეთესი არ არსებობს ვაბშე. აი ვყ*ევდები შენ რომ გხედავ. რომ ლაპარაკობ შენი აზრები მაგიჟებს. შენი სიმშვიდე მაგიჟებს. -გამოვშტერდი. მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და ძალიან მესიამოვნა მისი ნათქვამი, მაგრამ მაინც ეჭვები მღრღნიდა. არ მეგონა, რომ ჩემთან ერთობოდა, პირიქით ვფიქრობდი რომ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და შეეძლო ისეთი რაღაცები ეთქვა ჩემთვის, რასაც ვერავის ეუბნებოდა. ამიტომ მომეჯაჭვა. ამ ფიქრებში ვიყავი ნელ-ნელა რომ მომიახლოვდა და ისე დამაცხრა ტუჩებზე გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. მეორედ. __________________________________________ მეორე დღეს ნატო ამოვიდა ჩემთან. ვგიჟდებოდი ამ გოგოზე. უნივერსიტეტის პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი და იმის მერე ერთად მოვდივართ. ასე რომ ვთქვა, განუყრელი მეგობრები ვართ. ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ პლიუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავსო და ეგ დაგვემართა ჩვენც. -ყველა ჩემს დაზე ჭორაობს. გაუთხოვარია, შეყვარებული დაშორდა და დაორსულდაო. აქამდე ყველა პატივს ცემდა და ახლა უცბათ გახდა ყველასთვის საძულველი. - ტიროდა ნატო და ჩემს მხარს ეყრდნობოდა. -ეგრეა, ნატო. ადამიანს ერთი ფეხი აგიცდება, შეცდომას დაუშვებ და ყველა ზურგს გაქცევს. თვითონ დაუშვებენ შეცდომას და შენგან ითხოვენ შეცოდებას, მაშინ როცა შენ ყველამ ფეხზე დაგიკიდა. ხახლმა ერთმანეთის გვერდშო დგომა არ იცის. როცა ყველაზე მეტას გჭირდება თანადგომა, ისე გაგწირავენ თვალს არ დაახამხამებენ. ნუ გიკვირს. მთავარია მაგ დროს ერთმა ადამიანმა მაინც გაგრძნობინოს, რომ მარტო არ ხარ და ამ ტვირთს მარტო არ ზიდავ. შენ დას ჭირდება ახლა შენი თანადგომა. ძლიერი უნდა იყო. - თმაზე ვეფერებოდი და ვცდილობდი დამემშვიდებინა. -შენს გარეშე რა მეშველებოდა.-გამიცინა და ცრემლი მოიწმინდა. -არც არაფერი.-მეც გავიცინე და სამზარეულოში გავედი. ხილი და ყავა გავიტანე და მაგიდაზე დავდე. მერე ფილმი ავარჩიეთ. ეს იყო ჩემი და ნატოს იდეალური განტვირთვა. ამ დროს ძალიან ბევრს ვხალისობდით, რადგან ყოველთვის კომედიური ჟანრის ფილმებს ვუყურებდით. - თორნიკე დამხვდა გუშინ სახლში.-შემაპარა ფრთხილად. -მერე?-ურეაქციოდ შევხედე. -ისევ შენზე დაიწყო ლაპარაკი. ვურეკავო და არ მპასუხობსო.-თორნიკე ნატოს ბიძაშვილი იყო, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ამის არ მჯეროდა, რადგან ჩემს გარდა კოდევ მილიონობით გოგოს წერდა. სულ იმას მეუბნებოდა შენ უბრალოდ მითხარი, რომ გიყვარვარ და ყველას შევეშვები საერთოდო. ამაზე მე ძალიან ვხალისობდი. საერთოდ არ ჯდებოდა თორნიკე ჩემს გემოვნებაში და ოდნავი სიმპატიაც არ მქონდა მის მიმართ. -სხვისი ნომრითაც მირეკავდა, მაგრამ არ ვუპასუხე. მინდა, რომ თავი დამანებოს. -მტკიცედ ამოვთქვი და უკვე დამთავრებული ფილმიდან სხვაგან გადავრთე. ჩემი ყურადღება ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენილმა ნაცნობმა სახემ მიიქვია. მწარედ გამეღიმა. მამაკაცს ბედნიერად მოექვია ქალისთვის ხელი და კამერებს უღიმოდა. -მოკლედ გვითხარით თქვენი ქორწილის შესახებ. -ჩვენს ქორწილზე მთელი ქვეყანა ილაპარაკებს ძალიან დიდხანს. ისე გვიყვარს ერთმანეთი, ეს გრძნობა ჩვენს ქორწილშიც ნათლად აისახება.-ბედნიერი სახით ლაპარაკობდა ქალი და მომღიმარ მამაკაცს უყურებდა. -არა საყვარელო? -რა თქმა უნდა.-გამომწვევად გაიცინა მამაკაცმა და ქალის ტუჩებს დასწვდა.იმ მომენტში თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, მაგრამ ყველანაირად ვეცადე ემოციები დამემალა. მწარედ გავიღიმე და მზერა ისევ ტელევიზორს გავუშტერე. -მოგეხსენებათ ახალგაზრდა ბიზნესმენის ტიტე ჩანქსელიანისა და ბიზნესმენ კახა კვინიკაძის ქალიშვილის, ლენკა კვინიკაძის ქორწილი სამ დღეშია დაგეგმილი...-მეტი აღარაფერი მომისმენია. ჩემს თავზე გამეცინა. სხვას არც არაფერს ველოდი. არ მქონდა პრეტენზია არაფერზე. არც მრცხვენოდა. არ მრცხვენოდა იმ ორი კოცნის გამო, რომელმაც მე უდიდესო სიამოვნება მომანიჭა, მაგრამ მაინც გული მეტკინა. -რა სულელია ეს გოგო, რა გრძნობა ქორწილშო აისახება, რას ლაპარაკობს.-ეცინებოდა ნატოს, მაგრამ მე რომ გამომხედა უცბათ დასერიოზულდა. -რა ხდება, თინანო? რა ფერი გაქვს? -არაფერი, წნევამ ამიწია ეტყობა.-ვიცრუე მე და მაშინვე სინდისმა შემაწუხა. ყველაფერი მოვუყევი და თითქოს დიდი ლოდი მომხსნეს მხრევიდან. არ მიყვარდა, როცა ნატოს რამეს ვუმალავდი. -რა უნდა ქნა?-ახლა მან დამიწყო თმაზე მოფერება. -არ ვიცი, დღეს საღამოს წავალ რაჭაში, ჩემებთან. დიდი ხანია არ ვყოფილვარ.თან ცოტა გულს გადავაყოლებ, ჩაივლოს ეს ქორწილი და ამბები და ჩამოვალ. -გავუღიმე და მისი კალთიდან თავი წამოვწიე. -კარგი იდეაა, მოგეხმარები ჩალაგებაში. - გამხიარულდა ნატო და ჩემი ოთახისკენ პირველი წავიდა. მეც გამეცინა და უკან მივყევი. __________________________________________ რვა საათი იყო რაჭისკენ მიმავალ ტრანსპორტში რომ ვიჯექი.ტელეფონი დამჯდარი მქონდა და უკაბელო დამტენი სახლში დამრჩა. ძალიან მიყვარდა მგზავრობა. ყოველთვის ფანჯარასთან ვიკავებდი ადგილს და ხედებით ვტკბებოდი მუსიკის ფონზე. უკვე მცხეთაში ვიყავით მიკროავტობუსში აჟიოტაჟი რომ ატყდა.ყურსესმენები მოვიხსენი და გაბმული სიგნალის ხმა გავიგე. მერე წამის მეასედში ჩაიქროლა ნაცნიბმს მანქანამ ჩემს ფანჯარასთან და წინ ჩაგვიდგა. -რას აკეთებს, ჰო არ გაგიჟებულა?-ბრაზობდა მძღოლი. საშინლად ავნერვიულდი. მიკროავტობუსი გვერდით გადააყენა მძღოლმა და სანამ გადავიდოდა, მანამ გაიღო კარი და სალონში თვით ტიტე ამოვიდა. -ბოდიშს გიხდით ბატონო, უბრალოდ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და თქვენი ერთ-ერთი მგზავრი მჭირდება.-სანდომიანად გაუღიმა კაცს და მერე განრისხებული სახით მე შემომხედა. ცალი წარბი ავწიე. ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი. -თინანო, ჩამოდი. -ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. ვიცოდი სერიოზულ ამბავს აწევდა, თუ მის ნებას არ დავემორჩილებოდი, ამიტომ ცირკის მოწყობა არ მინდოდა, ჩემი ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი. -დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. 100 ლარი გაუწოდა და ღიმილიანი სახით დაემშვიდობა მძღოლს. მე კი უხეშად მომკიდა ხელი და თავის მანქანაში ძალით შემტენა. -არ უნდა გეთქვა რომ მიდიოდი?-გააფთრებული შემოტრიალდა და მანქანა დაძრა. -უკაცრავად? რატომ უნდა მეთქვა? რაიმე ვალდებულება მაქვს შენს წინაშე და არ ვიცი? -წარბი ავწიე, როგორც ვიცოდო ხოლმე და გაბრაზებული დავაჩერდი. -კი, გაქვს. კიდევ კარგი ადრე მოვედი და სულ რაღაც 20 წუთით აგცდი. -ვინ გითხრა სად მივდიოდი?-ნერვევმა მიმტყუნა. -რა მნიშვნელობა აქვს. რომ დაადე თავი და წახვედი, იმის ღირსოც არ ვიყავი რომ გაგეფრთხილებინე? თან წინა დღეს შენთან ვიყავი და სიტყვა არ დაგცდენია. -გაბრაზებული უჭერდა ხელს საჭეს და თან მე მომჩერებოდა. -ტიტე, არ გვინდა ეს ფარსი. გუშინ შენც სხვანაირად ლაპარაკობდი, მაგრამ დღეს კი გნახე ტელევიზორში სიყვარულით დაბრმავებული. მანქანა გააჩერე. მე ჩემი გზით წავალ და შენ შენი გზით წადი. მალე ქორწილი გაქვს და მე არ უნდა დამდევდე. -სიმშვიდედ როგორ ვინარჩუნებდი არ ვიცი. რამდენიმე საათის წინ თავის საცოლეს კოცნიდა, ახლა კო ჩემთან ერთად იჯდა მანქანაში და ჩემი საქციელის ახსნას მთხოვდა. გაეცინა და არაფერი მითხრა. კოლოფიდან სიგარწტი უზომოდ გრძელი თითებით ამოიღო და მოუკოდა. -დაყრუვდი? გააჩერე მანქანა. სად მიდიხარ?- ყვირილზე გადავედი მე. -გიტაცებ. ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ რაღაც პრობლემა გამოხტა უცბათ და ვეღარ მოვახერხე დაწერა. ბოდოშო თუ შეცდომები გამეპარა, გადაკითხვა ვეღარ მოვახერხე. პ.ს თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში. :) ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.