მარტო'სული {6}
თევდორაძეების ოჯახში მსგავსი ქაოსი ბოლოს წლების წინ იყო . ისევ თავზარდაცემულები იყვნენ, ჭრილობა თავიდან გაეხსნათ და არც კი იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ლამარა მოთქვამდა, ნინო კიტას დარდობდა და თან რძალს ამშვიდებდა . გიორგი კი სიგარეტით ხელში მდუმარედ იდგა და ფანჯრიდან იყურებოდა. ყველაფერი ისე მოხდა გონს მოსვლა ვერ მოახერხეს, სასამართლოზე ისევ თუ მოუხდებდოათ მისვლა ვერ წარმოიდგენდნენ. ამდენად დამცირებულად თავი არასდროს უგრძვნია, გურამმა მისი მოტყუებაც შეძლო, წლების მანძილზე დასცინოდა, თვალებში ნაცარს აყრიდა და ვერაფერს მიხვდა. ბრაზი ახრჩობდა , ისე იყო გაგიჟებული სიტყვებსაც ვერ პოულობდა -მაინც არ მესმის შენ იქ , იმ დროს რა გინდოდა შვილო...რამე რომ დაეშავებინა მერე? -რაც დაგვიშავა იმაზე მეტს რას ჩაიდენდა დედა... -მენაბდესთან რა გინდოდა - გიორგი მიუბრუნდა უცებ და მზერა გაუსწორა -სიმართლე მინდოდა მამა ...სიმართლე რომელიც წლების წინ არ მოვისმინე . პატიება მინდოდა მისგან და თქვენც ეს უნდა გინდოდეთ. -რას ამბობ -სიმართლეს...მიშო ალბათ ორმაგად დარდობდა იქ როდესაც ხედავდა მის საუკეთესო მეგობარს როგორ ვექცეოდით ყველანი -ღმერთო რომ ვფიქრობ , რომ ვფიქრობ ბიჭი ამდენი წელი ტყუილად გამოვკეტეთ ციხეში ტვინში სისხლი მექცევა -ეს რა ვქენით...ეს რა გვიქნა იმ არაკაცმა. ჩემი ბიჭისგან რა უნდოდა... ჩემს თვალწინ გაიზარდა როგორ ვერ შევხედე, როგორ ვერ მივხვდი რამხელა ღვარძლი იყო მის გულში -ლამარა გეხვერწები დამშვიდდი...გემუდარები შეწყვიტე ტრილი თორემ ცუდად გახდები -როგორ , როგორ გავჩერდე ნინო სული მეწვის დიდხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი. უკვე სასამართლოც დასრულდა, განაჩენიც გამოიტანეს და მაინც გონს მოსვლა უჭირდათ. ყველა ამ ამბავზე საუბრობდა, ყველა ვინც იცნობდა თევდორაძეებს, მენაბდეს და მირცხულავებს მოსვენება დაკარგეს. გაოგნებულები იყვნენ, ამ ამბით შეძრულები და სასაუბრო თემაც კიდევ დიდხანს არ გამოელეოდათ. მთელი სიბრალული უკვე კიტასკენ იყო მიმართული, ყველა ცდილობდა მის ადგილას თავის დაყენებას, მაგრამ არავის შეეძლო წარმოედგინა სიცოცხლის დაკარგული 15 წელი ... ანომ ძლივს დააღწია თავი მშობლების სახლს, იქ შეკრებილ ხალხს და ხალხმრავლობისგან შორს , კითხვებისგან გამოქცეული მარტო მიუყვებოდა ქალაქის ცარიელ ქუჩებს. იმ დღეს შეამჩნია რომ გაზაფხული იყო , რამდენიმე წუთს გაჩერდა, თვალები დახუჭა და სურნელი შეიგრძნო. შორს, ხეებიდან მომავალი სურნელი ...გაზაფხული დადგა და ნელ-ნელა აცოცხლებდა გარემოს . რამდენ ხანს გაგრძელდებოდა სითბო და სიფერადე მასაც კი ჰქონდა ზღვარი როგორც ყველაფერს სამყაროში. ............. სანამ მანქანა ეზოში შეიყვანა მანამ გაიგო ხმები, მაქსიმალურად ეცადა თავის გაკონტროლებას და მშიდი სახის შენარჩუნებას. ეზოში რამდენიმე მეზობელი ქალის დანახვისას გაეღიმა კიდეც, იმდენად სასაცილო იყო მათი სულმდაბლობა -დედი მოხვედი? რომ დაიგვიანე ვინერვიულე -რაღაც საქმე მქონდა და შემაგვიანდა -ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა -დედა შვილო რას ვიფიქრებდით ის ბიჭი თუ ასეთი დამპალი სულის იყო . ამდენი წელი , ამდენი წელი როგორ თამაშობდა არადა ოჯახის კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა...სამი ანგელოზვით შვილი ჰყავს, ცოლიც მშვენიერი ქალია -აბაა ისე ვარ კიდე ვერ გაოვედი მდგომარეობიდან...რას აღარ უნდა ელოდო ადამიანისგან- ქალებმა დაიწყეს ჩვეული საუბრები. უკვე ახალი სამიზნე ჰყავდათ და თან ყალბ მწუხარებასაც ამჟღავნებდნენ -იმან არ გაიხაროს...რაღა გაახარებს შენი ცოდვით. როგორ დაგინგრია ამ პატიოსან ბიჭს ცხოვრება. მთელი ოჯახი მოგსპოთ ის მოისპოს მალე და ის არ გამოვიდა იქედან ცოცხალი...არც გამოვა ვინ გამოუშვებს იმას -არ გინდათ წყევლა-კრულვა ჩემს სახლში , თუ შეიძლება - ნანა მიუბრუნდა და გააჩუმა- გმადლობთ რომ მოხვედით , გამიხსენეთ ...გაგახსენდათ რომ გყავთ მეზობელი ჩემი სახით -რას ამბობ ნანა , ჩვენ სულ გვახსოვდი და გვეცოდებოდი -შესაცოდებელი არაფერი მჭირს, თქვენი შესაცოდებელი მითუმეტეს ... ჩემი ბიჭი ციხეში მჯდომიც სჯობდა თქვენს უქნარა შვილებს და საერთოდაც დავიღალე , ძალიან დავიღალე ამ ფარისევლობით. თქვენთვის სულერთია ვინ იქნება დამნაშავე , თქვენ მხოლოდ უმაქნისობის საათების როგორმე დაკავება გინდათ, რომ დაგავიწყდეთ საკუთარი პრობლემები- ჯერ კიდევ კიტას ხელი ჰქონდა თბილ თითებში მოქცეული და ისე ესაუბრებოდა გაოცებულ ქალებს ,სიმართლე რომ ეწყინათ და იუკადრისეს -როგორ გველაპარაკები ნანა ამ ხნის ქალი ხარ , თუ არ გრცხვენია -არაფრისაც არ მრცხვენია, სამარცხვინო არც ჩაგვიდენია არც ჩავიდენთ ... თქვენ გრცხვენოდეთ სხვისი უბედურებით რომ ერთობით და საერთოდ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება როგორ არ გბეზრდებათ -დედა დამშვიდდი , ცუდად არ გახდე -ცუდად ესენი მხდიდნენ ცინიკური მზერით, დამცინავი გამომეტყველებით , ცრუ გულისტკივილით და იმ ყველა სიტყვით რაც უთქვამთ აქამდე . დამღალა ყველამ და ყველაფერმა ...უნდა შეწყვიტოთ -სულ კარგად ბრძანდებოდეთ თუ არ გგნებავს ...ჩვენ ვიფიქრეთ დაველაპარაკებით-თქო და არ გინდა, ნუ გინდა ერთად წამოიშალნენ და ეზო დატოვეს. ალბათ კიდევ გააგრძელებდნენ ჭორაობას სადმე, რომელიმეს ეზოში ყავის ფინჯნებით ხელში. ნანა კი კიტას ჩაეხუტა და მშვიდად დაიწყო სუნთქვა , წლები მოაკლდა , სიცოცხლე გაუხანგრძლივდა ისეთი ბედნიერი იყო . -დე , გინდა აქედან წავიდეთ?- ვახშმის დროს უთხრა და ჭაღარა თმაზე გადაუსვა თითები- სადმე სხვაგან გადავიდეთ სადაც ეს ხალხი არ იქნება , არ გაგახსენდება აქ გატარებული დღეები -რომელი დღეები , მე სულ ვიცოდი რომ შენ უდანაშაულო იყავი. ამ სახლში იმდენი კარგი დღე გვაქვს გატარებული, აქ დაიწერა ჩემი და მამაშენის ცხოვრების წიგნი და აქედან უნდა გამასვენო მეც . შენ ალბათ არ გინდა შვილო აქ ყოფნა, მესმის შენი ... მესმის გეფიცები და თუ გინდა მარტოც გადადი , ჩემზე არ იფიქრო. მთავარია შენ იყო კარგად და სადაც გინდა იქ შეგიძლია წასვლა, მე არ მეწყინება ... ალბათ მარტო გინდა იცხოვრო. ვინღა ცხოვრობს მოხუც დედასთან - ხელები დაუკოცნა და ისევ ჩაეხუტა -არსად წასვლას არ ვაპირებ უშენოდ. მეც იქ ვიქნები სადაც შენ ... შენს გარდა მე არავინ მყავს დე, შენ ხარ ჩემი მთელი ცხოვრება . კარგად იყავი ხო? აწი , დღეიდან სულ კარგად უნდა იყო - დანაოჭებულ სახეს უკოცნიდა და მის სურნელს ღრმად ისუნთქვადა. ზოგჯერ ისე ემსგავსებოდა პატარა დაუცველ ბავშვს , რომელსაც მხოლოდ დედა ჰყავდა დამცველად. მისი შეხება იყო ფარი, მისი სიახლოვე სიმშვიდის მომტანი . წლები გადის, იზრდები, ძლიერდები, მაგრამ მისი მკლავების სითბო მაინც შეუცვლელი რჩება. უკვე თავად იკრავდა გულში , მაგრამ მაინც სულის სიმშიდეს გრძნობდა. არასდროს ეფერებოდა ამდენს, უხეშიც არ ყოფილა , მაგრამ არც ამდენი სითბოს გამოხატვა სდომებია ოდესმე ახლა კი მონატრებულს წამით არ უნდოდა მოშორებოდა ქალს. მისი დაკარგვის შიში ჰქონდა,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა -რას ვიფიქრებდი წლების წინ ,რომ ასე შეიძლებოდა შენი უდანაშაულობის დამტკიცება ... რატომ მამაშენს არ უთხარი ვინ იყო მკვლელი -აღარ გვინდა ამაზე... დავივიწყოთ -შენ დავიწყებას შეძლებ შვილო? -უნდა შევძლოთ იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება- ერთი იყო რასაც ამბობდა და მეორე რასაც გრძნობდა, მაგრამ ნანას ვერ აჩვენებდა სულის სიმარტოვეს. ძლიერი უნდა ყოფილიყო, უდარდელი და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება როგორც ნორმალურ პირობებში შეძლებდა ................. კესარიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა , ბილეთებიც შეიძინა და აეროპორტში წასვლამდე გაცილებაც მოუწყვეს ბიჭებმა. კლუბში იყვნენ ყველანი ვისი ნახვაც კესოს სურდა , ხმაურიანი წვეულება გამოუვიდა ქალბატონს და კარგადაც გაერთო. ეს იყო ერთადერთი საღამო როდესაც კოკო იყო მოწყენილი , დის გაცილებას და მუშაობის დაწყებას გლოვობდა. იმდენი დალია ფეხზე ძლივს იდგა , ბიჭები დასცინოდნენ,მაგრამ ვერაფერი მოახერხეს , განწყობა ვერ აუმაღლეს . -ვიცეკვოთ- კესოს ხელი მოხვია და პასუხის მიღებამდე დაიძრა მოცეკვავე წყვილებისკენ. ქალს თვალები უბრჭყვიალებდა, სასმელისგან მომატებულ ტემპერატურას კიტაც გრძნობდა და ღიმილზე ღიმილით პასუხობდა. ყელზე შემოეხვივნენ ქალის წვრილი მკლავები -კოკოს ისე გაუჩალიჩე რო ვერასდროს გადახარშავს -არ მაქვს დასვენების უფლება ? - წარბები მაღლა ასწია და ქვედა ტუჩს კბილები მოსდო -იქნებ ყველაფერი აურიოს -შენ არ იცი ეგ რა არანორმალურია... ყველაფერს ჩემზე უკეთ მიხედავს -მაინც სად მიდიხარ -გგონია გეტყვი?- გაიცინა და დატრიალდა . მელოდია რომ შეიცვალა ყველაფერი ჩაბნელდა, სხვადასხვა ფერის განათება ერთმანეთს ცვლიდა კესარია კი სხეულს მოხდენილად არხევდა -მხოლოდ მე - ცეკვავდა, თან ხელი მის წელზე ჰქონდა მოხვეული და თვალებში უყურებდა ქალს -საშინელი კაცი ხარ - ზურგით აეკრო და თავი მხარზე მიაბჯინა . ცეკვას აგრძელებდა , ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და კიტას თითები აღარ ეხებოდნენ -კესარია , მითხარი სად მიდიხარ თორემ არ გაგიშვებ - ქალის ყურთან საუბრობდა, ისე ახლოს იყო ტუჩებით ეხებოდა და სულ მთლად ურევდა გონებას -გეტყვი , თუ კოკოსთან იმუშავებ - თავი მისკენ შეაბრუნა და ტუჩები ყბაზე მიაწება -ნამდვილი ეშმაკი ხარ ... გინდა ორი კურდღელი ერთად დაიჭირო- გაიცინა და მუცელზე შემოხვია ხელები -ვნახოთ , ვიფიქრებ -საკუთარ თავს კურდღელს ადარებ ? -კესარია მოსემაც არ იცის? -არ იცის, მაგრამ მიპოვნის თუ საჭირო გავხდები - უეცრად მოშორდა და ცეკვა შეწყვიტა - წამომყვები? -სად - ვერ მიხვდა რას გულისხმობდა . თვალს არ აშორებდა და ცდილობდა გამოფხიზლებულიყო -სადმე ... ფრენამდე დიდი დროა - მკლავზე მოხვია ხელი და ამჯერად თავად წაიყვანა . სიცივე რომ იგრძნო სიცილი აუტყდა, თავი კიტას მხარზე დადო და იცინოდა. მენაბდესაც გაეღიმა , დადებითად მოქმედებდა მასთან ყოფნა , მაგრამ ეს არ იყო ის სიყვარული , სხვა იყო -პატარა ბავშვივით ხარ და რამდენს ეშინია შენი ქალბატონო კესარია -შენ ხომ არ გეშინია -ზოგჯერ მეც მაშინებ-თავზე აკოცა და მხარზე მოხვია ხელი- გაიყინები და მეც არ ამიღია ქურთუკი -დაიკიდე ...სადაც მივდივარ იქ ცხელა -კუნძულზე მიდიხარ ? -გეყოს ! -აი ისევ მაშინებ -კიტააა- გადაიკისკისა და ამ დროს ძალიან ლამაზი იყო. ჯერ უკანსვლით მიაბიჯებდა, ხელები გაშლილი ჰქონდა და ქარი თმას ურევდა . მაღლა ცისკენ იყურებოდა უცებ ღიმილი რომ შეწყვიტა და სერიოზული გამომეტყველება მიიღო-კიტაა -გისმენთ ქალბატონო კესარია -ისიც დასერიოზულდა ,მაგრამ მაინც ეღიმებოდა -მომიყვები იმ ღამეზე ? -რომელ ღამეზე -ღამეზე რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა ... იმ დაწყევლილ ღამეზე -კესარია როგორი ქალი ხარ, ყველაფრის გარკვევა გინდა -მომიყევი და გეტყვი მოსეს რატომ არ გავყევი ცოლად -რაა? - ისეთი მოულოდნელი იყო სიარული შეწყვიტა და თითქმის ყვირილით თქვა -მოსემ ცოლობა გთხოვა? -ათი წლის წინ , ბავშვები ვიყავით მაშინ -მერე? -მომიყევი და გეტყვი -ჩემი ამბავი სევდიანია და განწყობას გაგვიფუჭებს -ჩემიც სევდიანია, საყვარელ კაცს ცოლობაზე უარი ვუთხარი და ვაიძულე მეგობრად დარჩენილიყო- ნაყინს ვიყიდი ... აი იქ უგემრიელესი ნაყინი აქვთ- უცებ გაიქცა , კიტას არც დაელოდა . მალევე დაბრუნდა ხელში ნაყინის უზარმაზარი ჭიქებით და კოვზებით -არანორმალური ხარ -ვიცი, შენც ... ყველაზე ცუდი ამბები ყველაზე სულელურ ვითარებაში, ყველაზე ტკბილის თანხლებით უნდა მოყვე რომ დაივიწყო -გამოცდილება გაქვს? -დიახ ! -და შენი ამბავი რომელიც უნდა მომიყვე ყველაზე მძიმეა ? -ყველაზე რთული იყო ქუჩაში უმისამართოდ მიაბიჯებდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ სად მიდიოდნენ ან სად იყვნენ. უბრალოდ მიაბიჯებდნენ, ორი მთვრალი, ორი არანორმალური , სრულიად სხვადასხვა ფერი ჰქონდათ და მათი ურთიერთობაც სხვანაირი იყო -ერთ საოცარ გოგოს ვიცნობდი , რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა და იმ ღამით გადავწყვიტე აღიარება. სითამამისთვის რამდენიმე ჭიქა დავლიე და ნასვამმა საბოლოოდ გადავწყვიტე რომ იმ ღამით ვეტყოდი . ყოველგვარი რომანტიკის გარეშე მის სახლთან მივედი და ჩამოსვლა ვთხოვე . მალევე გამოჩნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რის თქმას ვაპირებდი, მარტოს საერთოდ არ მელოდა . ათასი სისულელე ვთქვი, მაგრამ მთავარი არ მითქვამს , ვერ მოვასწარი. დამირეკეს და მითხრეს თიკა გუგასთან ერთად გაიპარაო. გოგო დავტოვე , შუა ქუჩაში , სრულ გაუგებრობაში დავტოვე და გავიქეცი. მეგონა ახალაიას დავარწმუნებდი, მიშოსთვის არაფერი მითქვამს . გუგას არც კი დაველაპარაკე ... წარმოდგენაც არ მქონდა როგორი გარეწარი იყო . თავს შეყვარებულ ბიჭად მაჩვენებდა, თიკაც არ დამთანხმდა გაყოლაზე. აჟიტირებული იყო , მიშო არ ადარდებდა თავის ოცნებებში იყო . გუგა მხოლოდ მისვლისას ვნახე იქედან ისე წამოვედი აღარ დამინახავს . გზაში ავარიას გადავეყარე... მძიმედ იყვნენ და ვერ დავტოვე სანამ სასწრაფო არ მოვიდა . ქალაქში რომ დავბრუნდი თენდებოდა , მიშოსთან მისვლამდე სიტყვებს ვარჩევდი , ვფიქრობდი როგორ მეთქვა რომ მისი შეყვარებული ცოლად გაჰყვა ჩვენი ბავშვობის მეგობარს - ნაყინში კოვზს ამოძრავებდა და ამ საქმით ისე იყო გართული ტვინი კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. ყველაფერს მშვიდად ყვებოდა და გზას აგრძელებდა -მიშო უკვე ცოცხალი აღარ იყო ხომ? -მიშო აღარ იყო... დავიგვიანე . გზაში დამირეკეს, მითხრეს მიშოს ყველაფერი გაუგია და გიჟივითააო ამიტომ ბინაშიც სწრაფად შევედი. მერე ... მერე ვნახე სისხლის გუბეში იწვა . არ ვიცი დანას ხელი რატომ მოვკიდე , პოლიციელები რომ შემოვარდნენ სისხლიანი ვიყავი ხელში დანით და შეურაცხადი სახით... აი ასეთი იყო ის ღამე რომელიც სიყვარულით დავიწყე და უსიყვარულოდ დავასრულე -იმ ქალს არ ეტყვი რომ გიყვარს? -ვინ თქვა რომ ისევ მიყვარს -გიყვარს ... გამომეტყველება გეცვლება , გული სხვანაირად ფეთქავს როცა გიყვარს -შენ არ გიყვარდა და იმიტომ უთხარი უარი ღმერთკაც მოსეს? -ზედმეტად მიყვარდა, იმაზე მეტად ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა . მას არ ვუყვარდი , თავადაც არ იცის ცოლობა რატომ მთხოვა. გიჟი იყო, თავქარიანი ბიჭი რომელსაც იმ დროს ცხოვრებას ვერ დავუკავშირებდი. ვერ გავუძლებდით და მოვკვდებოდი სკანდალური განქორწინებით რომ დასრულებულიყო ჩვენი ამბავი -17 წლის იყავი ... უბრალოდ ქორწილი გადაგედოთ და ურთიერთობა გაგეგრძელებინათ -არა, უნდა დასრულებულიყო . ზედმეტად დიდი ცეცხლი გვქონდა ორივეს და რომ არ დაგვესრულებინა მერე ფეხმძიმეს მომიხდებოდა დაქორწინება - ნაყინი დაასრულა და კიტას გამოართვა - შენ არ გყვარებია ნაყინი , უგემოვნო ხარ -ისევ გიყვარს? -ხან როგორ ხან როგორ -ეგ როგორ- გაეღიმა -ზოგჯერ მგონია რომ იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მაშინ და ახლა უბრალოდ ვნება კი არ მაქვს, მართლა გაგიჟებით მიყვარს . ზოგჯერ კი უბრალოდ მისი მოკვლა მინდა - ეგ იმას ნიშნავს რომ გიყვარს -უკვე ოთხი საათია რაც იმას ნიშნავს რომ აეროპორტში წასვლის დროა ... იმედი მაქვს ორივემ ვიცით რომ ამ დიალოგისას ნათქვამი თითოეული სიტყვა სამუდამო საიდუმლოდ დარჩება -უკვე გამოფხიზლდი? -გამოცდილი ლოთი ვარ ... მე შენ ძალიან მომწონხარ იცი? -მე ყოველთვის მოვწონდი ქალებს , მაგრამ მათ სხვა კაცები უყვარდათ... თავიანთი კაცები ! -დიალოგი დიდხანს გაგვიგრძელდა აშკარად - წარბები შეკრა და ტელეფონი ყურთან ახლოს მიიტანა-ჩემო პაწაწო აეროპორტში მოდით, ბარგი შენს მანქანაშია და სხვას არ გამოყვე... წავედით- ტაქსი გააჩერა და კიტასთან ერთად ჩაჯდა. აეროპორტის შესასვლელთან იდგნენ, ქალბატონს ბარგი გადასცეს, დაემშვიდობნენ და შემდეგ უყურებდნენ შენობისკენ მიმავალს. -სად იყავით -გავისეირნეთ -ასე ს.რებივით ვიდგეთ? არ გავყვეთ და არ გავიგოთ სად მიდის? -კოკო ნუ ატრ.კებ. წამოდი - მოსემ ხელით უბიძგა და მანქანისკენ შეაბრუნა- დაისვენებს და აგაგდებს სკამიდან -არაფერიც . მე თუ დავჯდები , დავრჩები კიდეც. რომ დაბრუნდება გავათხოვებ და რაზეც გაუხარდება იმაზე დაჯდეს -ერთხელაც იქნება მაგ ენას ამოგთხი და უკან გაგთხრი ... ტუტუცო ლაწირაკო !- მოსემ შეუღრინა და მანქანის წინა კარი გამოაღო -მე თავი მისკდება და თქვენ ასე უცებ როგორ გამოფხიზლდით ჩხუბსაც რო ასწრებთ ტო- ნიკუშამ ჩაილაპარაკა და უკანა სავარძელზე მოთავსდდა -მოსე დაინდე ბავშვი არ იცის რას ბოდავს... წაგვიყვანე ახლა სახლებში თორემ ნელ-ნელა მოდის ბახუსი-კიტაც ჩაერთო საუბარში და შემდეგ მთელი გზა ჩუმად იყო ისედაც არ უყვარდა დიდად დალევა , შემდეგ მთელი 15 წელი ტაიმაუტი ჰქონდა და სასმელი ცუდად მოქმედებდა . ბიჭები სახლებში დაარიგა კოკომ და ბოლოს უკანა სავარძელზე მჯდომ კიტას გახედა -სახლში წაგიყვანო ? -შენც წამოდი ... ნანა წვნიანს მოგვიმზადებს , წავუძინოთ და მერე ვიფიქროთ შენ სავარძელზე -რა დამაძინებს თორემ ნანას ნახვა კი მინდა -როგორ უცებ დასერიოზულდი -შენ კი გამხიარულდი - თვალები აატრიალა და მომღიმარ ძმაკაცს შეუბღვირა. ნანა ალბათ ერთადერთი ქალი იყო ვინც დილაადრიან სახლში დაბრუნებულ მთვრალ შვილს ასე ხალისიანად ხვდებოდა. მის მეგობარსაც გულში იკრავდა და მათ გამოძინებამდე წვნიანსაც ამზადებდა. უხაროდა კიტას მეგობრებთან ერთად რომ ხედავდა, ბედნიერდებოდა როდესაც ისიც ჩვეულებრივად იქცეოდა , იცინოდა, საუბრობდა, სადღაც დადიოდა , სვამდა და სახლში გამოკეტის ნაცვლად ადაპტაციას ცდილობდა. კიტა ისე იქცეოდა, თითქოს პრობლემა არც ჰქონდა , ნანა ბოლომდე არ ტყუვდებოდა , მაგრამ ისიც საკმარისი იყო რასაც აკეთებდა. დრო გავიდოდა და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა , არ იცოდა თავად შეძლებდა ამ ყველაფრის ნახვას თუ ვერა, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ კიტა სულის სიმშვიდეს იპოვნიდა. ............. კოსტანტინეს რამდენიმე დღიანი მუშაობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა მთელი სამეგობროსთვის , რომ კიტამ მსხვერპლი გაიღო მეგობრის გვერდით დადგა ამ მძიმე განსაცდელის ჟამს. თავიდან არაფორმალური სახე ჰქონდა ყველაფერს, ისე უბრალოდ დადიოდნენ , მარტოს არ ტოვებდნენ ბატონს და ყველაფერთან შეჩვევაში ეხმარებოდნენ შემდეგ კი ფორმალურ თანამშრომლობაზეც დათანხმდა. ასე დაიწყო მუშაობა, რომელიც სწავლასაც არ გამორიცხავდა . არ იყო მარტივი საქმის შესწავლა , უამრავ ადამიანთან კონტაქტი რომელთაგან ნაწილს ეშინოდა კიდეც ყოფილი პატიმრის რომელიც არც ისეთი მხიარული ჩანდა . მაქსიმალურად ცდილობდა საქმიანი გარემო შეენარჩუნებინა და ზღვარი დაეცვა დესპოტსა და ჰუმანურ უფროსს შორის , მაგრამ დიდად არ გამოსდიოდა. კოკო საერთოდ სხვა ადამიანი იყო საქმეს როდესაც ეხებოდა სერიოზულობის მწვერვალზე ადიოდა , მაგრამ სხვა შემთხვევაში თანამშრომლებთან ძალზედ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა -ზაფხულიც მოდის და მე ვერ დავისვენებ ... -შეხვედრები სადმე ისეთ ადგილას დაგეგმე რომ თან დაისვენო -გენიოსი ხარ -ვიცი, გმადლობთ - ფურცლები მაგიდაზე დაუწყო და გასწორდა- ამათ ხელი მოაწერე. მე წავედი, ჩემი სამუშაო დრო დასრულებულია ... -ჯიგარი ხარ ... პრემიას იმსახურებ ჩემგან. შაბათს კლუბში გეპატიჟები -საიდან გაქვს ამდენი ენერგია თუ ვიცოდე - გაიცინა და სახეზე ხელები ჩამოისვა- წუხელ გადამათენებინე, დღესაც არ მიშვებ . მკლავ ტოო? -წადი , მიდი ხო რას წუწუნებ...გენაცვალე ცხოვრება რთულიაა -მე მივდივარ და შენ ? -მე ... მე საქმე მაქვს - მინის კარიდან გაიხედა და მოშორებით მაგიდასთან მჯდომ გოგოს შეხედა -ვისთანაც აქამდე არ ყოფილხარ ახლა უნდა დაკერო? -ვინ თქვა რომ არ ვყოფილვარ? -უკვე მეშინია ქალთან მიახლოება ყველა შენი ყოფილი საყვარელი მგონია -სახე დამანჭა და ზურგი აქცია -დაგირეკავ საღამოს -არც კი გაბედო ! დაღლილი იყო , ამდენწლიანი დასვენების შემდეგ ასეთი დატვირთული გრაფიკი და თან გონების გადაღლა ნამდვილად ართმევდა ენერგიას. სახლში დაბრუნებამდე სუპერმარკეტში შეიარა, რაღაცები იყიდა და საკმაოდ დიდი დროც გავიდა. დაღლილი იყო, მაგრამ ნანასთვის მოინდომა... სახლში შესულს დედა შეეგება , უცნაური გამომეტყველება ჰქონდა , დაბნეული და ცოტაც შეშინებული -დედი -მოვედი დე, სავახშმოდ სადმე წავიდეთ ... რა ხდება დე? - იქვე დააწყო ყველაფერი და ნანას ამღვრეულ თვალებს მზერა გაუსწორა -სტუმრები გვყავს შვილო ... არ გაბრაზდე , გთხოვ - შენ არ ინერვიულო, წამოდი ...ვნახავ ვინ გვესტუმრა ასეთი- შუბლზე აკოცა და მშვიდად შევიდა მისაღებში. ღიმილი ვერ შეიკავა თევდორაძეები რომ დაინახა ლამარა, ნინო და გიორგი დასჯილი ბავშვებივით ისხდნენ . ვინ წარმოიდგენდა ამდენი წლის შემდეგ იქ თუ მივიდოდნენ და თანაც ასეთ მდგომარეობაში . ცხოვრება ყველაფერს ცვლის, წამში ატრიალებს სამყაროს შენს ირგვლივ და არავინ იცის წინ რა გელის-როგორი სტუმრები გვყოლია დე -დალაპარაკება გვინდა , დიდ დროს არ წაგართმევთ -არ იყო საჭირო მომხდარს ვერ შევცვლით ... უნდობლობას ვერ გავაქრობთ და ვერც თქვენს მიერ ნათქვამსა და ჩადენილს ეშველება რაიმე ბატონო გიორგი -ღმერთო ჩემი მიშო ალბათ საფლავში ტრიალებდა ... ამდენი წელი , ამდენი წელი შენ გადანაშაულებდი და თურმე იქ , ის არაკაცი მიმყავდა მის საფლავზე . ღმერთო ამას რას მოვესწარი ასეთი ცხოვრება თუ ღირს საერთოდ აღარ ვიცი და არც მივყავარ ჩემ შვილს თავისთან - ლამარამ დანაოჭებული ხელები სახეზე აიფარა და ცრემლები გადმოსცვივდა. -ლამარა დეიდა შენთვის პირადად თქვენთვის არცერთი სიტყვა მითქვამს, არასდროს მიპასუხია შეურაცყოფისთვის რომელსაც გვაყენებდით ... არც არავინ მოსულა შენთან ხომ ასეა ? ყველა გავაფრთხილე რომ შენ მიშო დაკარგე და ვერ გამოიტანდი სწორ დასკვნებს . ახლაც იმ აზრზე ვარ , შენ აქ არ უნდა იყო - ქალს უყურებდა და გული ტკიოდა- მიშოს ნაცვლად მე უნდა მეზრუნა თქვენზე, მაგრამ ვერ მოვახერხე დროულად თავის დაღწევა -ნეტავ ახსნა შემეძლოს როგორ ვარ ...სული ორმაგად მეწვის შვილო. რა დაგვემართა, ან რატომ დაგვემართა როგორ ვერ შევნიშნეთ იმ არაკაცში ჩაბუდებული ურჩხული, როგორ ვერ დავინახეთ მისი დამპალი სული . ასე როგორ გვატყუებდა ყველას -მატყუარები არ იარსებებდნენ რომ არ ვტყუვდებოდეთ. არც დანაშაული იქებოდა ყველას რომ შეეძლოს თავდაცვა ... არავინ იცის ღმერთი რას გვიმზადებს - ფეხზე იდგა ისევ , არ შეეძლო მათ გვერდით დიდი დროის გატარება. გიორგის ვერ აპატიებდა იმ წლების განმავლობაში ჩადენილს . -რატომ არასდროს თქვი ვინ იყო მკვლელი ... იქნებ ეჭვი მაინც შემეტანა და ასე არიფივით არ გავეცურებინე - თავი დახრილი ჰქონდა და მანამ სანამ ლამარა ლაპარაკობდა ხელებს დაჰყურებდა მდუმარედ -არ ვიცოდი ვინ მოკლა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ მე არ მომიკლავს და იქედან დიდხანს ვერაფერს ვარკვევდი -როგორ არ იცოდი? -არ მინდა ამაზე საუბარი ... ყველაფერი გაირკვა , მორჩა ხომ ასეა არა? მე ხომ მაქვს უფლება ახლა მაინც ვიცხოვრო მშვიდად -წავალთ, მაგრამ არ ვიცი სიტყვებით კი არა ვერავითარი ქმედებით ვერ გამოვისყიდით დანაშაულს შენი და მიშოს წინაშე. ამ სიბერეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ჩადენილი ბოროტება ოდესმე უკან დაგიბრუნდება -არც ასეთი სამართლიანია ღმერთი აქვე რომ მიუზღოს ყველას - ზურგი აქცია ოთახში მყოფებს და სახლიდანაც გავიდა. არ შეეძლო დაევიწყებინა მათ მიერ ჩადენილი , განა საკუთარ თავზე დარდობდა . ახსენდებოდა როგორ ექცეოდნენ ირაკლის და ნანას , რამდენი საშინელება გააკეთა გიორგიმ მათ დასამცირებლად და საზოგადოებისგან გასარიყად. შანსს არ უშვებდა, ყველაფერს აკეთებდა წნეხში რომ მოექცია ისედაც განადგურებული ცოლ-ქმარი ვინ იცის კიდევ რამდენი ვერ გაიგო, რამდენს უმალავდნენ . უკანა ეზოში იდგა , ეწეოდა და დამშვიდებას ცდილობდა . ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც უახლოვდებოდა. გიორგი იყო , უცნაურად გამოიყურებოდა აღარ ჰგავდა იმ ძლიერ კაცს ყოველთვის ამაყად რომ იდგა ფეხზე -ხომ იცი რომ ჩემს ადგილას შენც იგივეს გააკეთებდი...მიშო სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და რომ გავიგე სისხლი გამეყინა -მე ციხეში ჩავსვი კაცი რომელმაც მიშო მომიკლა და ცხოვრება წამართვა! გგონია თქვენს მსგავსად მოვიქცეოდი ? არა ... მეეჭვება , მე მის მშობლებთან არ მივსულვარ და არ შემიფურთხებია სახეში შვილის გაზრდისთვის. რატომ? იმიტომ რომ ასეთი საცოდავიც არ ვარ სხვას რომ ავკიდო იმ ახვარის დანაშაული - ძარღვებდაბერილი, ანთებული თვალებით უყურებდა გიორგის და თავს ძლივს აკონტროლებდა -ვიცი , შევცდი ... მომატყუა იმ ნაბიჭვარმა. ყველა ს.რებივით გამოგვიყვანა და ამდენი წელი ბაირამობდა . ვერ წარმოიდგენ როგორ ვარ ახლა აქ დასჯილი ბავშვივით რომ ვდგავარ და -და რა პატიებას ელით ? -ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი მაღლა ცისკენ გაუშვა- მე არავისთვის არასდროს მიპატიებია ჩემთვის საყვარელი ადამიანების დამცირება შენ კი ბოლო მოუღე ირაკლის...სამსახურიდან გამოაშვებინე, მეგობრებთან დაამცირე, ყველაფერს აკეთებდი და მე ყველაფერი ვიცი . პატიება გინდა? წადი და მამაჩემის საფლავზე დაჩოქილმა ითხოვე პატიება ჩემთვის ყველაფერი დასრულებულია ბატონო გიორგი . არ მინდა რომ ოდესმე გადაიკვეთოს ჩვენი გზები -ვიცოდი , ვიცოდი რომ მიშოს ეჩხუბე მკვლელობის წინა დღეს... სასამართლოზე არ მითქვამს იმიტომ რომ ჩემ გარდა არავინ იცოდა და არ მინდოდა ამ ამბავზე საჯაროდ საუბარი ... ანოს გამო არ მინდოდა- არ უყურებდა კიტას, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ქუჩაში მიმავალ მანქანებს ადევნებდა თვალს. არ დაუნახავს მენაბდეს როგორ შეეცვალა გამომეტყველება, გულში ჩხვლეტა იგრძნო და სხეული დაეჭიმა- დარწმუნებული ხარ რომ არ გადაიკვეთება შენი და თევდორაძეების გზები? -მაინც რა იცით , გიორგი - ეცადა ღიმილით ეპასუხა ,ირონიით შენიღბულიყო , მაგრამ ხვდებოდა რომ არ გამოუვიდოდა -მიშოს უთხარი რომ ანოს მიმართ გრძნობები გქონდა და გეჩხუბა ... პატარააო , ტვინს აურევო გეუბნებოდა . მესმოდა, მაგრამ არაფერი გამიკეთებია მიშოსგან განსხვავებით ვიცოდი ,რომ სწორად მოიქცეოდი ...წავედი და მერე წლების განმავლობაში ვნანობდი , ვფიქრობდი ანოს გამო იჩხუბეთ და მოკალი. ათას რამეს ვფიქრობდი, ვგიჟდებოდი საკუთარ თავზეც და იმ უკან გადადგმულ ნაბიჯსაც ვნანობდი ... ირაკლის უკვე მოვუხადე ბოდიში , დიდხანს ვიყავი მის საფლავზე , პასუხს ალბათ მაღლა რომ შევხვდებით მერე მეტყვის - წასვლამდე მზერა გაუსწორა და შემდეგ ზურგი აქცია. მენაბდე დიდხანს იდგა ერთ ადგილას, შემდეგ ნანა გაახსენდა და სწრაფად დაუბრუნდა ეზოს წინა მხარეს. ქალი სახლის წინ იჯდა და ტიროდა -დედა -სახეზე აფარებული ხელები მოაშორა და ცრემლები შეუმშრალა- კარგი რა დედა ... როდის მორჩბიან, როდის დაასრულებენ -ხომ ამდენი დაგვიშავეს... ვინ იცის რამდენჯერ დამამცირეს. რამდენი უბედურება დაგვმართეს და მაინც როგორ მეცოდება ლამარა. სულ მეცოდებოდა , სულ გული მეწვოდა მიშოს მეც ხომ ვგლოვობდი , ორივეს გამო ვკვდებოდი დედი , მაგრამ მე ცოცხალი მყავდი. მოვდიოდი, გხედავდი, გეფერებოდი , ვიცოდი რომ იქ იყავი და ადრე თუ გვიან გამოხვიდოდი ის კი ... მას რა ეშველება დედი? არაფერი აღარ ეშველება შვილმკვდარ დედას პასუხი აღარაფერზე მოეთხოვება შვილო -ვიცი დედა, ვიცი და არაფერს ვამბობ . მითხარი რა შემიძლია , კიდევ შეიძლება რამე და არ ვაკეთებ? ამ წყეულ სამყაროში ადამიანები ყველაზე სუსტები და საცოდავები ვართ, რამდენი უნარიც მოგვცა იმდენი უბედურებაც გვიბოძა . რამდენჯერაც გაგვაცინებს იმდენჯერ აგვატირებს ... მე ჯერ ვერ გავიგე რა არის ამ სამყაროში არსებობის აზრი რისთვის ვცოცხლობთ საერთოდ როცა ერთ დღეს მაინც ვკარგავთ ყველას და ყველაფერს -წუთისთვის ღირს , ერთი წუთისთვის როცა ბედნიერებას გრძნობ ... ბრძოლა ბრძოლისთვის ღირს . სიცოცხლეს ყოველთვის აქვს ალბათ აზრი , სულ რჩება რაღაც რისი გაკეთებაც შეგიძლია . შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს მთელი ცხოვრება, ახალგაზრდა ხარ და უამრავი რამ უნდა გამოცადო , იგრძნო და გააკეთო არაფერი უთქვამს , დუმილი არჩია საკუთარი ფიქრების გამოხატვას. გაჩუმდა და არ უთხრა რომ მისთვის ცხოვრებას ფერები აღარ ჰქონდა, არ უთხრა რომ ერთი დიდი ტყუილი იყო ყოველი დღე რომელსაც იწყებდა , რომ უბრალოდ დაიღალა ცხოვრებაში არსებობით . ისევ მოხვია მკლავები, ისევ დაამშვიდა და მზერა გაუსწორა სივრცეს რომელშიც ვერაფერს ხედავდა, სრული სიცარიელე იყო ......... ანო რას გრძნობდა ამ დროს ... ანო როგორ იყო იმ ღამის შემდეგ იცით? ისევ დროში გაიყინა, ისევ მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ და ცდილობდა გაეძლო თავს დამტყდარი ემოციებისთვის. სიმართლე იცოდა, სამართალიც აღდგა, ალბათ მიშოს სულმაც მოისვენა და ნელ-ნელა საზოგადოებაში დატრიალებული ვნებათაღელვაც ჩაცხრა. სულ უფრო მშვიდად შეეძლო ქუჩაში გავლა, უფრო ნაკლები ვინმე აჩერებდა და ესაუბრებოდა მომხდარზე. ყველამ მიიღო ინფორმაცია და დამშვიდდა. მალე მოვიდოდა დრო როდესაც აღარავინ გაიხსენებდა წარსულში ჩადენილ ცოდვას, დანაშაულს რომელმაც კიტა მენაბდე შეიწირა. ანო გათავისუფლდა , მაგრამ ისევ მარტოსული იყო . თავისუფალი ემოციებით, დაბრუნებული წარსულის მოგონებებით, გაცოცხლებული ცხოვრებით , მაგრამ მაინც მარტო. თავს უფლება მისცა ისევ ეფიქრა კიტა მენაბდეზე,ერთბაშად დაუბრუნდა ყველა გრძნობა რომელიც მასთან აკავშირებდა უფრო მძაფრად , უფრო ძლიერი მუხტით დაატყდა თავს . ამჯერად არ შეეძლო მასთან მიახლოება, არ ჰქონდა გზა რომელიც კიტას დაუბრუნებდა. ის იმაზე შორს იყო ვიდრე ოდესმე და ანოს ისევ უმისობა აწუხებდა. არავინ იყო ანოს ფიქრების ობიექტი კიტა მენაბდის გარდა , თავადაც არ იცოდა რა სურდა სინამდვილეში,ან რა ხდებოდა მის თავს , მაგრამ ვერ აკონტროლებდა , არც სურდა ამ ყველაფრის შეჩერება. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო დარდი , მათ შორის რომელსაც ოდესმე შეუწუხებია ანო თევდორაძე ... არ უნდა დამედო ვიცი სრულად ვაპირებდი დადებას, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი განწყობა და ხასიათი უცვლელია სულარეული სულ არეულად არ ვიცი რამდენად მგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.