შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ივლისის ოცში ...


20-07-2019, 14:47
ნანახია 1 343

კვირა ყოფილა წლების უკან
(ოთხმოცდაჩვიდმეტს),
ივლისის ოცში რა ლამაზად გათენდა დედი.
ებრძოდი ჩემით გამოწვეულ ტკივილის შიშებს,
სანამ ჯანმრთელს არ ამიყვანდი მომტირალს ხელში.

ივლისის ცხრამეტს უცნაური იდგა საღამო,
მტრედები თითქოს გაიფიცნენ...
ჩუმად ეძინათ.
ზეცას ისმოდა სიხარულის ხმები საამო,
ანგელოზებს კი ციცქნა გოგო გულზე ეწვინათ.

მომდევნო დილით სულ მთლად გაქრა ოჯახში დარდი,
მხოლოდ მადლობის ხმა სწვდებოდა ზეცაში უფალს.
როგორც ამბობენ სათამაშო თოჯინას ვგავდი
და დავუბრუნდეთ მოგონებას,
რომ წლების უკან -

ივლისის ოცში გამთენიოს ბავშვი ატირდა,
ივლისის ოცში შეამჩნიეს უცხო მზე ცაზე.
ვერავინ მიხვდა წინა ღამით მტრედებს რა სჭირდათ
და ამ მტრედების სიჩუმეში - მე დავიბადე!

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი N.yviralashvili

ra kargia./::
gvian gilocav

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent