შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული {7}

25-11-2019, 21:43
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 5 623

..........
ცარიელ ოთახში იჯდა , ოთახში რომელიც მისთვის კარგად იყო ნაცნობი . 15 წლის განმავლობაში უთვალავჯერ ეწვია ამ ადგილს , ადრე ბადრაგს მიჰყავდა და იქ მშობლები ელოდნენ . იყო დრო თავად ბატონი მირცხულავაც ესტუმრა , ახლა კი მშვიდად იჯდა სკამზე და ელოდა. რკინის მაგიდაზე იდაყვებით იყო დაყრდნობილი და კარს უყურებდა, ნაბიჯების ხმა ესმოდა , საოცარი გრძNობა ჰქონდა . იმ წამს გრძნობდა კმაყოფილებას, სწორედ იმ მომენტში იგრძნო გამარჯვება ხელბორკილებით რომ შეიყვანეს მირცხულავა და მასთან მარტო დატოვეს. უყურებდა განადგურებულს, შეშლილს და მიწასთან გასწორებულს , უყურებდა და იღიმოდა
-ვინ თუ არა შენ ... - ჩუმად თქვა და კარს მოშორდა- რისთვის მოხვედი , გინდა დატკბე სანახაობით?
-არ მიყვარს ვალში ყოფნა, შენც ხომ მომინახულე ხოდა გადავწყვიე მოვსულიყავი და გამეგო შენი მდგომარეობის შესახებ . როგორ ხარ გურამ? როგორ დაგხვდნენ ბიჭები, როგორ შეეჩვიე ახალ სახლს - უყურებდა და იღიმოდა . ჭკუიდან გადაჰყავდა პატიმარი
-ბევრი მეგობარი გყოლია , მაგრამ ფეხებსაც ვერ მომჭამენ ... მოიცა შენ რა გინდა ამათ დამბრიდონ და შენ სუფთად დარჩე?
-რა ფიქრებში ხარ ... ისედაც არ დაგეძინება და კიდევ ჩემს შურისძიებაზე ფიქრობ ? ცოდო ხარ, ცოდო
-წადი შენი...იქ დამაყენე მალაპარაკე , თურმე გაბ.ზდი ციხიდან იმიტო გამოგიშვეს რომ პოლიციელებთან იყავი შეკრული ? დამაფრქვევინე ყველაფერი, ჩაიწერე და სასამართლოზე გამომიჭენა შენმა ადვოკატმა. დიდხანს გეგმავდი ამ ყველაფერს?
-როდესაც შენნაირი ჭია გყავს დასაჭერი , ყველაფერი მარტივია . თავად მოხოხდი ჩემთან ... მადლობა მინდა გითხრა , დროულად რომ არ მოსულიყავი მე მოვიდოდი და ჩემი გეგმა ბე მეტი სისხლით იყო
-ის სულელი ქალიც შენ ამიმხედრე... შენ ელაპარაკე და ახლა იყენებ ჩემს წინააღმდეგ . როგორ ვერ მოვწვი, როგორ წამოვეგე შენს ანკესზე
-თიკუნა უკვე კარგადაა... სახლში დაბრუნდნენ . მშვიდად ცხოვრობს უშენოდ. მალე ბავშვებსაც დაავიწყდები , ისედაც ვერ გიტანენ შენს სანახავადაც კი არ მოვა ვინმე . აქ დალპები , ჩაძაღლდები და მერე ჩაგაგდებენ სადმე , ზემოდან დააფურთხებენ შენს კუბოს . მააშენსაც კი რცხვენია შენი , შესაძლოა ისიც კი არ მოვიდეს, უარი თქვას ... პირობას გაძლევ პირადად მოვალ , მოვალ და ჩემი ხელით დაგაყრი მიწას შენი ძვლები ძაღლებმა და ღორებმა რომ არ ათრიონ . მანამდე აქ ცოცხლად დამარხული იქნები, სულ მალე ყველა დაგივიწყებს თითქოს არც არსებობ
-მოკეტე ... მოკეტე გესმის? ჩემ ბიჭებს არ დავავიწყდები ...იციან როგორ მიყვარს და მოვლენ . წაკლა დედამისი არ უშვებს , მაგრამ მალე გაიზრდებიან და მომხედავენ. რისთვის გავაჩენინე, რა გგონია თავს ვევლებოდი და იზრუნებენ ჩემზე. შენ , შენ ყბედობ ტყუილად ციხის გარეთ ხარ მაგრამ სული გძვრება მარტოს... ნანაც მალე წავა მამაშენთან და მერე ? მერე რა გეშველება-კონტრლი დაკარგა, ხმას აუწია და ყვირილი დაიწყო
-ცოტა მოგვიანებით უნდა მოვსულიყავი... ჯერ კიდევ ვერ გაგიაზრებია სად ხარ და რა ნეხვში ზიხარ. აშკარად ვიჩქარე , არადა მეგონა ეს თვეები საკმარისი იქნებოდა - ყურადღებას არ აქცევდა მის სიტყვებს. უყურებდა როგორ დაეცვარა შუბლი და სწრაფად მოისვა ხელისგული. ცუდად იყო , ჩაწითლებული თვალები,ჩაშავებული უპეები და ჩაცვენილი ყვრიმალები. არ ჭამდა, არ ეძინა, ფსიქოლოგიურად განადგურებული მალე ჭკუიდან გადავიდოდა , სულ ცოტაც იყო საჭირო , სულ ერთი ნაბიჯი აკლდა - კიდევ გინახულებ, არ იდარდო...- ფეხზე წამოდგა როგორც კი ბადრაგი გამოჩნდა და სახეარეულს ხელი დაუქნია- ხო მართლა, მიშო მომიკითხე
-ოხ მე შენი დედა ვატირე...უნდა მომეკალი. უნდა მომეკალი შე ... უკან უნდა გამეყოლებინე იმ შენს მიშიკოსთან მიმეწვინე შენც და ის შენი ექიმიც - ბადრაგს მიჰყავდა ის კი გაგიჟებული ყვიროდა, ოთახიდან რომ გაიყვანეს მერეც ღრიალებდა კიტა კი მშვიდად იჯდა და კიდევ ერთ პატიმარს ელოდა. რამდენიმე წუთში მიიყვანეს , ბორკილები როგორც კი მოხსნეს მაშინვე გადაეხვია და მხარზე ძლიერად დაარტყა ხელისგული
-კიტაა ჯერ არ გელოდი ... ხო არ მოგენატრა აქაურობა- თავზე გადაუსვა კაცმა ხელი და მამობრივი მზრუნველობით შეხედა
-მოვედი , დღეს ყველას ვერ ვნახავ...არაო უფროსმა , მაგრამ ბიჭებს უთხარი არ დაგივიწყებთ-თქო
-დავსხდეთ მოდი ...მომიყევი როგორ ხართ
-გეცოდინება
-იმ კრისას დაჭერის ამბავი ვიცი...სხვა როგორ ხარ
-კარგად ... ვეჩვევი იქაურ ცხოვრებას
-მახო ნახეთ?
-გამოსვლის დროს , დავხვდით და მერე წავიდა .ცოლ-შვილთან წავიდა და ალბათ დიდხანს აღარ გამოჩნდება. თქვენ რას შვებით
-კოსმოსში გაფრენას ვაპირებთ მალე ... რა უნდა ვქნათ ,ტო - ხმამაღლა გაიცინა და მერე თავზე გადაისვა ხელი- მართალი იყავი , ის ნაბოზ.რი მალე გააფრენს . ყველას გვესიზმრება მოკლულები , კი იცი შენც , ბევრჯერ მითქვამს , მაგრამ ეს ვაფშე გასულია . ჩვენც ვუწყობთ ხელს , როგორც შეგვიძლია . ნეტავ იცოდე როგორ ეშინია , ხმას არ იღებს, ვირთხასავითაა გასუსული და ყველაფერზე წავა ლიჟბი არაფერი დაუშაონ. მაინც არ მესმის რატომ არ გინდა რომ დავბრიდოთ...ხომ იცი ჩემთვის მაინც სულერთია - მისკენ გადაიხარა და შედარებით ჩუმად უთხრა- აზრი ხო არ შეგიცვლია
-არა , მოკვლა რომ მდომოდა იცი მეც შევძლებდი - სერიოზული იყო, შეუვალი მზერა ჰქონდა - საკუთარ ხორცს უნდა იგლეჯდეს ისე უნდა იყოს ... მარტო გაგიჟება არ უშველის , სიკვდილზე ოცნება დააწყებინეთ და მერე , რომ მიხვდებით ზღვარზეა ისევ უნდა ვნახო
-შენი საქმისა შენ იცი ძმაო, მაგრამ მე შენს ადგილას მოვიშორებდი და მშვიდად ვიცხოვრებდი. ახლა ისევ ვერ ისვენებ, ისევ ელოდები , მისი ყოველი ნახვა არ გაგიჟებს?
-რომ ვხედავ და არ ვკლავ , ვძლიერდები . ყოველ ჯერზე როცა ვუყურებ და არაფერს ვაკეთებ ძალა მემატება
-არა ჩემო ძმაო, მე ეგ ძალა არ მაქვს. ეგ რომ მქონოდა იმ ნაბოზვრებს არ გავტრუპავდი და ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი
-ხომ იცი მოსეს შეუძლია შინაპატიმრობაზე იჩალიჩოს
-კარგი რაა...ცარიელ სახლში გამოვიკეტო მარტო? და რა ვაკეთო ... აქ ბიჭებს მივხედავ, ახლებს მივიღებ, ძველებს გავუშვებ მერე მოვა ჩემი დროც
-ეგ დრო ყველასთან მოვა ...- ჩუმად თქვა და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა- დრო ამოიწურა... ბიჭები მომიკითხე
-ის გადარეული მომიკითხე , უთხარი შემოგვიაროს
-გადავცემ - გაუღიმა , დამშვიდობებისას ისევ გადაეხვია და კიდევ ერთხელ დატოვა შენობა რომელიც ასე ეზიზღებოდა. აშინებდა და სულს უხუთავდა ახლა კი ისე ტოვებდა როგორც ჩვეულებრივ, რიგით დაწესებულებას
..........
აივანზე საუზმობდა , ყავის ფინჯანი მინის მაგიდაზე დააბრუნა და სიგარეტის ღერი აიღო. დრო ისე სწრაფად გავიდა , იმდენი რამ მოხდა ივლისის სიცხე წვავდა ქალაქს ანოც გრძნობდა ზაფხულის მწველ მზეს. წლების შემდეგ ისევ ათბობდა ზაფხული, ამ დროს ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდა და მზის სხივებთან ერთად ღიმილით იწყებდა დილას.
კარზე ზარის ხმა გაიგო და სწრაფად გაიქცა გასაღებად. გოგონებს ელოდა და ღიმილით დახვდა სადარბაზოში მდგომ ლინდას ნაყინს რომ აგემოვნებდა და საერთოდ არ ადარდებდა არავინ დედამიწის ზურგზე
-მალე მეც შემჭამს- სალომე პირველი შევიდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა
-როგორ მიყვარხარ რომ იცოდე- მუცელზე მოეფერა გოგოს და ლოყაზეც აკოცა
-მეც მიყვარხარ ... რა კარგი ამინდია არა?
-საოცარი...
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, როგორც ყოველთვის ცხოვრება სტკივა- სალომეს დასცინა და სავარძელში მოკალათდდა- სიგარეტს ნუ დამანახებ გაფრთხილებ
-არ ვეწეოდი, ისე ავიღე...რა გეგმები გაქვთ ?
-არავითარი... ვისვენებ უბრალოდ
-სალომე რა გჭირს? პირდაპირ დაიწყე
-კიტა
-რა?
-კიტა მჭირს
-ვერ მივხვდი
-ამ კაცის ინტერესი მკლავს... თავიდანვე ხომ მკლავდა , მაგრამ ახლა განსაკუთრებით მაინტერესებს. მე ხომ თქვენგან დამოუკიდებლად შევისწვალე , ვხედავდი როგორ არიდებდნენ მეზობლები თვალს, როგორ აუკრძალეს ბავშვს მასთან მიალოება. ხო დავინახე როგორ მივიდა წაქცეულ ბავშვთან , ატირებული დაამშვიდა, უღიმოდა, ეფერებოდა და გიჟივით გამოვარდნილმა ბებიამ ხელიდან აართვა. მერე იყო ის საოცარი ამოტრიალება , კიტა გამართლდა და მკვლელი ციხეშია, თანაც ისე რომ სრულიად უნიკალურმა მენაბდემ ასევე საოცრად იძია შური, დაელოდა- აივანზე დადიოდა და საუბრობდა - ისევ მასზე საუბრობენ, ისევ მიჰყვებიან მის ცხოვრებას, უკვე მუშაობს , წარმატებულადაც როგორც ამბობენ, დედაზე ისე ზრუნავს რომ ვუყურებდი დილით როგორ გააწყო აივანზე საუზმე და ნანას გაღვიძებამდე გაამზადა ყველაფერი შემრცხვა დედაჩემთან . ისეთი მშვიდია , ისეთი გაწონასწორებული ... ღმერთოო საოცარი ვინმეა და უკიდეგანოდ გგავს - შეჩერდა , მზერა გაუსწორა ფიქრებში წასულ ექიმს და შემდეგ დაჯდა- იცი რატომ გგავს?
-არ ვიცი... არამგონია
-საერთო ტკივილი გაქვთ, საერთო სულის ტკივილი რომელმაც საერთო დაავადება დაგმართათ , ექიმო თქვენ საერთო პათოლოგია გაქვთ
-სალომე რა მოიგონე
-მარტო’სულობა გჭირთ
-გეყოფა , გთხოვ - სიგარეტის ღერი აიღო , ლინდას თვალებს რომ შეხედა ფეხზე წამოდგა, მოაჯირს მიუახლოვდა და სწრაფად მოუკიდა. ზურგით იდგა, ხედს უყურებდა და ათრთოლებული სხეულის დამორჩულებას ცდილობდა
-იცი , სალომეს ვეთანხმები ... კიდევ დავამატებ იმას ,რომ საკმარისი იყო უკანდახევა, ლოდინი და უმოქმედობა
-თქვენ რა პირი შეკარით, იფიქრეთ ერთად დამადექით და არგუმენტებს მაწვდით? მაინც რა უნდა გავაკეთო ... რა შემიძლია
-გრძნობების გაცოცხლება , ფრთების შესხმა და გაფრენა
-სალომე
-უნდა დაელაპარაკო... უნდა შეხვდე, უნდა იკონტაქტოთ და დარწმუნებული ვარ დამშვიდდებით
-ასეთი მარტივი არ არის
-შენთვის რთული არაფერია
-თქვენ მე არ მიცნობდით კიტას დაკარგვამდე...მენაბდე ჩემთვის ყოველთვის რთული იყო. რომ ვხედავდი აზროვნებას ვწყვეტდდი
-ახლა სხვა ხარ, აღარ ხარ ის ანო ... იმ ანოზე მეტი ხარ , მეტს გრძნობ და ძალა გაქვს
-დანაშაულიც მაქვს
-კარგი სალომე , შევეშვათ გთხოვ.. ცუდად ხდება ხომ ხედავ
-მე გავჩუმდები, მაგრამ ვერ ვისვენებ . ასეთს რომ ვუყურებ და ძლივს წამალი ვიპოვნე , როგორ გავჩერდე-იმდენად გულწრფელები იყვნენ გული გაუთბა. უყურებდა და ეღიმებოდა
-რა კარგია რომ მყავხართ ... ზაფხულია, მზე, სითბო - გოგონებს შორის ჩაჯდა , ორივეს მოეხვია და თბილი ჰაერი ჩაისუნთქა
-და ზღვა -ლინდამ ღიმილით თქვა და მუცელზე მოისვა თითები- მომავალ ზაფხულს ჩემი გოგოც წავა ზღვაზე
-კიტასაც უყვარდა ზაფხული , მზე და ზღვა
-აიღე შვებულება და წავიდეთ ერთი კვირით მაინც
-არ შემიძლია ჯერ-ჯერობით მაინც ... თანაც ლინდას ხომ არ დვატოვებთ. მალე ბავშვს გააჩენს, საერთოდაც როდის მივდივართ პატარა ბატონისთვის ნივთების შესაძენად? წამოდით ვიშოპინგოთ
-სერიოზულად?
-უკიდურესი ზომა , ყველა ქალის საყვარელი განტვირთვის სახე უნდა გამოვიყენოთ. თანაც საუკუნეა გარდერობი არ განმიახლებია
მთელი დღე გოგონებთან ერთად გაატარა, მათთან არ იწყენდა, არც ფიქრობდა ბევრს და მშვიდადაც იყო . სახლის კარს როგორც კი ხურავდა მაშინვე მოდიოდნენ ფიქრები , რომელთაც თან სულის სიმძიმე მოჰყვებოდა.
ზაფხულის მიწურულს დაიბადა ბატონი ვაჩე რომელმაც ახალი მუხტი შესძინა ყველას ცხოვრებას. საოცარი შეგრძნება ჰქონდა , სულ მასთან უნდოდა ყოფნა, სახლში რამდენიმე წუთით მიდიოდა და ძირითადად ლინდასთან გადაცხოვრდა. სალომესაც რომ მოეძალა სენტიმენტები უკვე მიხვდნენ რომ ეს ბიჭი ყოვლისშემძლე იყო.
...........
საოცარი სისწრაფით მიქროდნენ დღეები . კიტა შეეჩვია ახალ ცხოვრებას, სამსახურს, ნაცნობებს და გარემოს. ერთი შეხედვით მშვიდი, თავისუფალი, რუტინულად დამღლელი დღეები ჰქონდა . სამსახური, სახლი, მეგობრები ხშირად ერთობოდა კიდეც ისე როგორც ყველა სხვა მის ირგვლივ . ხალხმაც დაივიწყა ყველაფერი , ახალი სამიზნე გაუჩნდათ , ვიღაც სხვა იყო მათი ჭორაობის ეპიცენტრში . კიტა პოპულარობას სულაც არ კარგავდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ეცნობოდა და მასთან ურთიერთობის შემდეგ ყველა დადებითან განწყობილი რჩებოდა.
ბიჭებთან ყოფნა მაინც ყველაფერს ერჩია და ამჯერად მოსეს დაადგნენ . ჩვეულებისამებრ სასმელით ხელში კარის წინ ჩამწკრივდნენ და ელოდნენ როდის გაუღებდა ბატონი კარს. საეჭვოდ იგვიანებდა , კიტამ უკან მდგომებს გადახედა და წარბები შეკრა
-გავაღო?
-იქნებ სახლში არაა ტო
-ფანჯარა ნახე ...
-დავურეკე და სახლში ვარო, რას ჩალიჩობს?
-დაკეტილია ყველაფერი- კოკომ სახლი დაათვალიერა და ეზოში დადგმულ სკამზე ჩამოჯდა- წასვლა მაგრად მეზარება, ცოტა კი გრილა ,მაგრამ ჩამოჯექით
-რაღაც ხდება - კიტამ ფანჯრაში შეიხედა და მერე ისიც ჩამოჯდა
-ნუ ატრ.კებ , არაფერი ხდება..არ იცი რა ტიპია? როდის იყო ამბობდა სად დადიოდა
-მარტო მე ვატყობ რო კესოს წასვლის მერე აურია?
-აუ ნიკუშა ნუ რომანწიკოსობ ძმურად რაა... მორჩა მაგათი ამბავი , არ იცი ჩემი და რანაირია? ისეთი ჯიუტია სულ რო გაგიჟდეს სიყვარულისგან აღარ შეურიგდება
-მოსემ არ მოინდომა თორემ
-რა გინდა თქვა , რომ კესარიას აჯობებს?
-როგორ გეტყობა რო სიყვარულის აზრზე არ ხარ- კიტამ გაიცინა და სიგარეტის ღერი აიღო- ყველა ბრძოლა ორ შეყვარებულს შორის პირობითია, რაღაც წაქეზების მაგვარია , მეტი მუღამისთვის რაა
-რა გინდათ მითხრათ რომ მოსე რომიოდ გადაიქცა და კესოს მონატრებამ დაასევდიანა?
-მოსე კი არა მეც მაგრად მენატრება ტო ... სად წავიდა ამდენ ხანს - ნიკუშამ თქვა და ერთ-ერთი ბოთლი გახსნა
-მალე დაბრუნდება - კიტამ ზუსტად იცოდა ქალბატონის ჩანაფიქრის შესახებ და ეღიმებოდა ბიჭების ემოციებზე
-შენ რაღაც გითხრა იმ ღამით და არ გვეუბნები ... ხომ არ იცი სად წავიდა
-არ ვიცი , ვერ დავაცდენინე... აი მოსეც მოდის - მანქანა რომ გამოჩნდა ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა. ბატონი უცნაურად გამოიყურებოდა, თითქოს სადღაც სხვაგან დაფრინავდა. ისე მივიდა კართან არც კი შეუნიშნავს ეზოში მსხდომები
-ნახეს უცხო მოყმე ვინმე ... რაო მოსეჯან , რად დაღონებულხარ?- ნიკუშა უცებ მივიდა, ხელი მოხვია და შეაშნა კიდეც
-შენ შ.გ ხო არ გაქ შე ჩემა საიდან გაჩნდი
-შეგეშინდა გვრიტო? სად დადიხარ ტო, რა სახით მოძრაობ მშვიდობაა?
-ვაა თქვენც აქ ხართ? შემოდით
რამდენიმე წუთი ელოდნენ ბატონი როდის მოეწყობოდა , ჩამოჯდებოდა და საუბარს დაიწყებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. უბრალოდ სვამდა და ეწეოდა, ადროვეს, ელოდნენ მოთმინებას იცენდნენ სანამ დათვრა, შემდეგ კი თავად დაიწყო საუბარი
-იმან რაო როდის ვბრუნდებიო - კოკოს გახედა და თავი უკან გადასწია. ჭერს უყურებდა და ეწეოდა- დასვენებაცაა და დასვენებაც გავიდა მთელი წელი
-არ დაურეკავს რა ხანია... ბოლოს რომ ველაპარაკე ვიღაც ბიჭს უნდა შევხვდეო მითხრა და ქორწილში თუ დაგვპატიჟებს გავიგებთ სად წავიდა-კოკომაც არ დააკლო და სულ გააგიჟა
-ხო არა? ქართველები აღარ მოსწონს და სადღაც წავიდა კაცის საპოვნელად? საკმარისი სიყვარული იცის ალბათ იმან ...ისეთი ჩვენ, უბრალო მოკვდავებს რომ არ შეგვიძლია - ხმამაღლა გაიცინა და ისევ გაავსო ჭიქა - რომ დაგირეკავს უთხარი მოსეს ექსკლუზიურად გაუგზავნე მოსაწვევ-თქო
-შენ ხო არ გაუბერე ბიჭო რა მოსაწვევი... არ იცი კესო როგორია? ვიღაცას ეფლირტავება ალბათ ეს კიდე აჭარბებს. უნდა გაათხოვოს და ვერ ისვენებს- ნიკუშამ გულწრფელად დაამშვიდა,მაგრამ არ გამოუვიდა
-იფლირტაოს , იგულაოს , იცხოვროს , დატკბეს რა ენაღვლება სულ ფეხებზე არ ჰკიდია ყველა და ყველაფერი? საქმეები შენ დაგიტოვა, შენ კიტას ჩაგაბარა და წაბრძანდა
-შენ კი მშვიდად ელოდები როდის მოიხედავს შენკენ ... - კიტამ სულ რამდენიმე სიტყვა უთხრა თავისი მშვიდი ტონით და გააცოფა ბატონი
-შენ საერთოდ გაჩუმდი რა ... სიყვარულის დაკარგვაზე ვინ ვინ და შენ არ უნდა მელაპარაკებოდე. რამდენი თვე გავიდა რაც გამოხვედი , იქედან რაც სიმართლე გაირკვა ? დადიხარ ამ გაყინული სახით და ერთხელ არ ნახე ის გოგო ... რა? რას მიყურებ გგონია არ ვიცი? მოხარშულს გიცნობ, ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებ და ახლოს არ მიდიხარ. ერთხელაც არ დაენახე . შენ და შენი მტკივნეული , დამპალი შურისძიება
-გეყოს !
-მწარეა სიმართლე ძმაო?
-მწარე ვიცი რაც იქნება თუ არ გაჩუმდები და მოგიწევს მერე გრიმის გამოყენება სილურჯის დასაფარად - ჭიქა დაახეთქა და ფეხზე წამოდგა- კარგად ბრძანდებოდე, რომ გამოფხიზლდები მერე დაგელაპარაკები . გლოვას თუ მორჩები და ტვინს გაანძრევ კიდე დამავალებ, ყველას დაგვავალებ !
წავიდა და არც უცდია ვინმეს მისი შეჩერება, იცოდნენ აზრი არ ჰქონდა. არ გაბრაზებულა, მაგრამ აღარ უნდოდა დარჩენა, თითქოს სინამდვილეს შეეჩეხა. მანქანაში ჩაჯდა და მთელი ქალაქი შემოიარა ,ცდილობდა სხვა გზა ეპოვნა , მაგრამ არ გამოუვიდა. იქ წავიდა სადაც ანო იქნებოდა. დამნაშავესავით უთვალთვალებდა, მანიაკივით ადევნებდა თვალს და ნათლად ხედავდა მის მდგომარეობას, მარტო სულს სხვას ვერაფერს ... გრძნობდა , მაგრამ არ უახლოვდებოდა. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ უკან იხევდა და სულ უფრო შორს მიდიოდა
.............
რთული მორიგეობა ჰქონდა, შემოდგომამ წვიმებმა და მალულად მოპარულმა სიცივემ ჯანმრთელობაზეც იმოქმედა . რამდენიმე ექიმიც ავად იყო და რამდენიმე დღე კლინიკა არ დაუტოვებია. სახლში დაბრუნებს შემდეგ რამდენიმე საათი ეძინა , კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. გასაღების გადატრიალებამდე ლოცულობდა რომ პაციენტი არ ყოფილიყო , ისე იყო გამოფიტული სახლიდან გასვლის ძალა აღარ ჰქონდა. კარი გამოაღო და ზღურბლზე მდგომი გიორგის დანახვისას გაეღიმა
-მააა აქ რას აკეთებ?- მოეხვია და შემდგე უკან დაიხია რომ შეეტარებინა- დიდი ხანია აკაკუნებ?
-მეგონა ძილში გაიპარე შვილო ...ცოტაც და სამაშველოს გამოვიძახებდი
-ხომ იცი დაღლილი ვარ- მკლავზე მოეხვია და ლოყაზე აკოცა. მონატრება იგრძNო უეცრად,დიდი ხნის უნახავი ჰყავდა და მობილურით საუბარი აშკარად არ იყო საკმარისი- რა მომიტანეე ?- პარკებში ჩაიჭყიტა და ყველაფერი ამოალაგა- რა საჭირო იყო ახლა ამათი ამოზიდვა როგორი კაცი ხარ
-იმდენი ხანია დაკარგული ხარ ვიფიქრე საჭმელიც არ გექნებოდა...დედაშენი ნერვიულობს, ინახულე თორემ გამიგიჟდება ცოლი
-აუუ მაა , ვიცი ცუდი გოგო ვარ. მომდევნო კვირაში სამი დღე ვისვენებ და დავრჩები კიდეც - მის გვერდით გადაჯდა და ისე ჩაეხუტა როგორც ბავშვობაში. უცნაურად გრძNობდა თავს, მაგრამ ბოლომდე ვერც იაზრებდა
-ჩემო პატარა - თვალები დახუჭა როგორც კი თმაზე შეეხო კაცი და გაინაბა. გიორგი იყო კაცი რომელსაც უპირობოდ უყვარდა , რომელიც უმიზეზოდ უყვარდა და ეს გრძნობაა სწორედ ის სამუდამოდ რომ გრძელდება დრო რომ ვერ ახუნებს , ღალატი რომ არ ემუქრება - დასვენება გჭირდება , აუცილებლად
-ასე ცუდად გამოვიყურები ?
-შენ სულ საოცრად გამოიყურები მა - შუბლზე აკოცა და ოდნავ გაუღიმა - ვერ გეტყვი აღარ უმუშაო-თქო, მაგ საქმის გარეშე მოკვდები ვიცი , მაგრამ ხომ შეიძლება დასვენებაც არა?
-შეიძლება ... როგორ არ შეიძლება, აუცილებლად დავისვენებ . აი ზამთარს შვებულებას ავიღებ
-ვნახოთ , იქნებ ამ წელს მაინც დატოვო შენი ურიცხვი პაციენტები
-მაა ... გინდა ვახშამს მოვამზადებ . შენი საყვარელი თევზი მაქვს , უცებ მოვხარშავ და
-არ მინდა , უბრალოდ ჩემთან იყავი არსად წახვიდე- მკლავები მოხვია და თვალები დახუჭა
-რამე მოხდა?- უცებ გასწორდა და ღიმილიც წაეშალა სახიდან- მამა , არ დამიმალო იცოდე
-არაფერი , დამშვიდდი
-მშვიდად ვარ მამა, უბრალოდ მითხარი რა გაწუხებს ხომ იცი ჩემი იმედი სულ უნდა გქონდეს
-ვიცი და მაქვს კიდეც ... ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ქალი ხარ სამყაროში. ვამაყობ მე შენით და ამ გრძნობას ვერაფერი შეცვლის
-ღმერთო ჩემო, გიორგი თევდორაძის მსგავსი თბილი დიალოგი მეორედ მოსვლის მაუწყებელია- კაცის გახალისება სცადა, ისევ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა- უზომოდ მიყვარხარ - ჩუმად უთხრა და მერე დიდხანს უსმენდა დუმილში გაჟღერებულ გულისცემის ხმას. გრძNობდა რომ გიორგის რაღაც თემაზე საუბარი სურდა, იცოდა იქ მხოლოდ მონატრების გამო არ მივიდოდა და ელოდა როდის დაიწყებდა საუბარს
-მენაბდესთან ვიყავით ... გითხრა ნინომ?
-არ უთქვამს
-შეცვლილია , სხვა ადამიანია . ცარიელია
-გაგიკვირდა?-ხმა ჩაუწყდა, არ უყურებდა . ცდილობდა დაემალა ემოციები რომელიც კიტას ხსენებამ გამოიწვია
-არა , უბრალოდ ვერ ავიტანე ასეთი ... გული მეტკინა. საკუთარი თავი შემძულდა
-ჩვენ არ ჩაგვისვამს ციხეში ხომ იცი...განაჩენი მოსამართლემ გამოიტანა . მტკიცებულებები გურამმა და მურთაზმა გააყალბეს
-მოსამართლეს გადავუხადე რომ 20 წელი მიესაჯათ ... მის შეწყალებასაც ხელს ვუშლიდი. პატიმარი ვიპოვნე რომელსაც მისი სიკვდილამდე ცემა დავავალე. ყველაფერს ვაკეთებდი რომ ვერ ესუნთქა, ვერ ეარსება . ახლა როცა ვიცი რომ ნამდვილ მკვლელს ამ დროს დიდი სიყვარულით ვხვდებოდი, ხელს ვართმევდი, მასთან ერთად ვქეიფობდი, ვეხმარებოდი...მიშოს დანატოვარივით ვუყურებდი , მის საფლავზე მისვლის უფლებას ვაძლევდი და ბიჭი რომელიც ჩემ თვალწინ იზრდებოდა სასიკვდილოდ გავიმეტე
-მამა რას ამბობ - ინსტიქტურად მოშორდა , ყელში ბურთი გაეჩხირა. ვეღარ სუნთქავდა, მკერდში ისეთი ტკივილი იგრძნო ეგონა მალე ძვლებიც ჩაემსხვრეოდა- ამას არ გააკეთებდი
-გავაკეთე ... კიდევ ბევრი წვრილმანი , მაგრამ საშინელი რამე გავაკეთე მენაბდეების გასანადგურებლად
-ამას ახლა რატომ მეუბნები... კიტასთან მიხვედი პატიება სთხოვე და რა გითხრა
-მითხრა რომ არ ადარდებს რაც მას დავუშავე, მაგრამ არ მაპატიებს იმას რაც მის ოჯახს გავუკეთე . თავი არარაობად მაგრძნობინა , ისეთია ... სულიერად ამაღლებული და მაინც ცარიელი
-როგორ მიხვედი მასთან ... როგორ მიხვედი ყველაფრის შემდეგ-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა, ძალა აღარ ჰქონდა. ღმერთო როგორი სუსტი იყო ახლა როცა ორ საყვარელ ადამიანს შორის იყო.
-არ ვიცი ...არ უნდა მივსულიყავი?
-ხომ იცოდი რომ აზრი არ ჰქონდა...
-აზრი ყველაფერს აქვს ...თუ არ ცდი , ვერასდროს გაიგებ გამოგივა თუ არა
-მამა ... რატომ მომიყევი
-უნდა იცოდე რამხელა დანაშაული გვაქვს თევდორაძეებს მის წინაშე ... უნდა იცოდე რომ მერე არ დაგვიცვა
-არ დაგიცვა ... იქნება ოდესმე ისეთი მდგომარეობა რომ მე შენ არ დაგიცავ ?
-შენ ხომ სამართლიანი ადამიანი ხარ
-სამართალი ... სამართალი არ არსებობს , სასამართლოშიც მხოლოდ კანონია და მარიონეტები რომლებიც ამ კანონის მიხედვითაც ვერ მოქმედებენ . პირობითია სამართალიც და ყველაფერი რაც დანაშაულს ეხება მამა
-გახსოვდეს შენ დამნაშავე არ ხარ, შენ დაზარალებული ხარ - კიდევ ერთხელ აკოცა და წასასვლელად მოემზადა- და კიდევ , თუ საჭირო გახდება ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყო საკუთარი თავის გარდა , შენი სიმართლის უნდა გჯეროდეს და იბრძოლო სულის თავისუფლებისთვის . მე სულ შენთან ვიქნები , არასდროს ...არასდროს გაქცევ ზურგს . ხომ ხარ ამაში დარწმუნებული
მდუმარედ უყურებდა, ესეც საკმარისი იყო . გიორგი წავიდა და დატოვა ფიქრებ არეული ანო. გაუნძრევლად იჯდა და თავიდან იაზრებდა მოსმენილს. გიორგი ტყუილად არასდროს არაფერს ამბობდა, არ უყვარდა ზედმეტი ლაპარაკი და მის თითოეულ სიტყვას რაღაც დანიშნულება ჰქონდა.
დამნაშავე იყო , მაგრამ მაინც აპატია , იპოვნა მიზეზი მისი გამართლებისთვის , მიზეზი რომელიც კიტას ბრალდებისას არ გამოჩნდა.
განა ასეთი მარტივი იყო პატიება? და თუ იყო მაშინ კიტას რით ვერ აპატია, ამდენი წლის შემდეგ მაინც როგორ ვერ აპატია . როგორ ვერ გაამართლა განაჩენის გამოტანამდე ...

ნუ მე ხო ნორმალური არ ვარ
ერთი თავიც არ მრჩება რეზერვში და დღესაც ვდებ
თქვენი ბრალია რა , მარტო თქვენი
ისე დამმუხტეთ მალე მოვიდა ლომკა და აჰააა
ხვალ რო დამედო შეიძლება რამე ჩამემატებინა დ აუკეთესი გამოსულიყო , მაგრამ ვფიქრობ ახლაც ბევრს იტყვის.
ვნახოთ , ვნახოთ როგორი იქნება თქვენი რეაქციები
მიყვარხართ უკიდეგანოდ

№1  offline წევრი Anansio

სულ ვკითხულობდიი,მაგრამ ამ საშინელი გრაფიკის გამო ვერ ვწერდი კომენტაარს❤️სულ სხვა სამყაროაა,სხვა გრძნობათა ბუნებაა❤️ძაალიან რეალურიაა და იმდენად ნამდვილი რომ მეც მტკივა მათი მდგომარეობა❤️აქ ყველა პერსონაჟი განსაკუთრებულიაა...როგორი მძიმეაა და ამავდროულად საოცრად საინტერესო❤️❤️შოკში ვარ❤️❤️ვფიქრობ,ეს სულ არეული ადამიანები იმსახურებენ ერთმანეთს,სიმშვიდეს და სიყვარულს❤️❤️❤️ერთაად❤️❤️❤️სხვას ვერაფერს ვიტყვი ჯერ არადა ყველა პერსონაჟს და განვითარებულ მოვლენას ვიბეჭდავ და ვინახავ❤️❤️❤️გელოდებიიი ❤️❤️❤️ოქროსხელება მარიამ!!!❤️❤️❤️

№2  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio

ოქროსხელება მარ8ამი გაახარე შენი გამოჩენით
❤❤❤❤❤
ვეცდები აუცილებლად გავაქრო ამათი მარტოსულობა სიყცარულის ხარჯზე იქნება თუ არ აარ ვიცი ვნახოთ

№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არგელოდი და გამიხარდა ძალიან♥️
ანო ანო ანო ეს გოგო ტრიალებს სულ ჩემს თავთან რაგავაკეთო?
როგორი ემოციებია უბრალოდ ვერ ავღწერ რა არშემიძლია...
მარტოსული მგონი ანოზე უფრო ითქმის .. თან ყველა ყავს მაგრამ მაინც ყველაზე მარტოა ...
როგორ მომეწონა მოსემ რომ მიახვედრა ანოზე ძალიან გამიხარდა მართლა .. ვხვდები რომ ძნელია ძალიან ძნელია კიტასთვის მაგრამ სიყვარულსითვის უნდა გადადგას რა ნაბიჯი მწამს მე რომ გრძნობას გაამარჯვებინებენ აი მწამს და მჯერა რომ ასე უნდა მოხდეს და ანომ და კიტამ ერთმანეთი იპოვნონ ასეთ დროს ! არცერთი არუნდა იყოს მარტო არ იმსახურებენ!
მამა-შვილურ საუბრებზე ცალკე მოვკვდი რამდენად დამნაშავეც არ უნდა იყოს გიორგი შვილისთვის მაინც მამაა და ყველაფერზე წინ აყენია მე მესმის ყველაზე მეტად და ვერც გავამტყუნებ არ შემიძლია.. მოსესაც ეშველება მე ვატყობ! ეგ მეორე წყვილია ვისი იმედიც მაქვს რომ ამ ისტორიას გაამხიარულებენ!
ეჰჰ მარიამ შენკიარა მგონი ჩვენვართ ისე დამუხტულები რომ ისტორიისგან ცოტაც და მგონია ავფეთქდები იმხელა ემოციებს ასხივებ .. არვიცი რაიქნება როგორ წავა ან განვითარდება მოვლენები უბრალოდ ფაქტია რომ შეუდარებელი ხარ და შეუდარებელი პერსონაჟები გყავს!
ახლა არვიცი რაძალა მაქვს მოთმენის უნარი რომ შემრჩენია მაგრამ ფაქტია გელოდები მთელი გულიტ და სულით წარმატებები♥️♥️♥️

№4  offline წევრი Tkemali

წინასწარ ვითხოვ პატიებას თუ უტაქტოდ გამომივა , მაპატიე თუ ზედმეტად შევიჭერი მწერლის პირად სივრცეში...მაგრამ სულარეულ ანოში ავტორს რატომ ვხედავ? და ჰო, ადამიანური გრძნობების და ემოციების ოსტატი ხარ!

№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სასწაული თავი იყო, არ ნელდება ემოციები, კიტა მართლა ძალიან მაგარიპერსონაჟი გამოგივიდა. ნელ-ნელა მგონი ანოს და კიტას ირგვლივ იკვრება წრე, მაგრამ სიმართლე გითხრა რამდენად მინდა ამ მოცემულო ის გათვალისწინებით მათი ერთად დარჩენა ვერ ვხვდები ❤️მადლობა რომ დღეს გაგვახარე ასე მოულოდნელად ახალი თავით ❤️❤️❤️

№6  offline მოდერი sameone crazy girl

ablabudaa
სასწაული თავი იყო, არ ნელდება ემოციები, კიტა მართლა ძალიან მაგარიპერსონაჟი გამოგივიდა. ნელ-ნელა მგონი ანოს და კიტას ირგვლივ იკვრება წრე, მაგრამ სიმართლე გითხრა რამდენად მინდა ამ მოცემულო ის გათვალისწინებით მათი ერთად დარჩენა ვერ ვხვდები ❤️მადლობა რომ დღეს გაგვახარე ასე მოულოდნელად ახალი თავით ❤️❤️❤️

თუ არ გამოვა ალბათ არ იქნრბიან და დარჩებაგრძნობაც წარსულში
ვნახოთ ჯერ მეც არ ვიცი
მთავარია რმ მოსაწყენი არ გახდა თქვენთვის

Tkemali
წინასწარ ვითხოვ პატიებას თუ უტაქტოდ გამომივა , მაპატიე თუ ზედმეტად შევიჭერი მწერლის პირად სივრცეში...მაგრამ სულარეულ ანოში ავტორს რატომ ვხედავ? და ჰო, ადამიანური გრძნობების და ემოციების ოსტატი ხარ!

ისე ითხოვდით პატიებას გული გამისკდა ვიფიქრე რაღაც ძალიან არ მოსწინსთქო
მე ალბათ ყველა გმირში ვარ რაღაც დოზით არამხოლოდ ქალებში ზოგჯერ კაცებთანაც არის ჩემი თვისების ნაწილი ან გრძნობის ისე არ გამომივა ალბათ არცერთი ისტორია იმედია ეს ყველაფერი ცუდად არ აისახება ისტორიაზე
მადლობა აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤

ტკბილიწიწაკა
არგელოდი და გამიხარდა ძალიან♥️
ანო ანო ანო ეს გოგო ტრიალებს სულ ჩემს თავთან რაგავაკეთო?
როგორი ემოციებია უბრალოდ ვერ ავღწერ რა არშემიძლია...
მარტოსული მგონი ანოზე უფრო ითქმის .. თან ყველა ყავს მაგრამ მაინც ყველაზე მარტოა ...
როგორ მომეწონა მოსემ რომ მიახვედრა ანოზე ძალიან გამიხარდა მართლა .. ვხვდები რომ ძნელია ძალიან ძნელია კიტასთვის მაგრამ სიყვარულსითვის უნდა გადადგას რა ნაბიჯი მწამს მე რომ გრძნობას გაამარჯვებინებენ აი მწამს და მჯერა რომ ასე უნდა მოხდეს და ანომ და კიტამ ერთმანეთი იპოვნონ ასეთ დროს ! არცერთი არუნდა იყოს მარტო არ იმსახურებენ!
მამა-შვილურ საუბრებზე ცალკე მოვკვდი რამდენად დამნაშავეც არ უნდა იყოს გიორგი შვილისთვის მაინც მამაა და ყველაფერზე წინ აყენია მე მესმის ყველაზე მეტად და ვერც გავამტყუნებ არ შემიძლია.. მოსესაც ეშველება მე ვატყობ! ეგ მეორე წყვილია ვისი იმედიც მაქვს რომ ამ ისტორიას გაამხიარულებენ!
ეჰჰ მარიამ შენკიარა მგონი ჩვენვართ ისე დამუხტულები რომ ისტორიისგან ცოტაც და მგონია ავფეთქდები იმხელა ემოციებს ასხივებ .. არვიცი რაიქნება როგორ წავა ან განვითარდება მოვლენები უბრალოდ ფაქტია რომ შეუდარებელი ხარ და შეუდარებელი პერსონაჟები გყავს!
ახლა არვიცი რაძალა მაქვს მოთმენის უნარი რომ შემრჩენია მაგრამ ფაქტია გელოდები მთელი გულიტ და სულით წარმატებები♥️♥️♥️

უზომოდ მიხარია რომ ანო ასე დაინახეთ თავიდან მგონი კიტა იყო მხოლოდ აშკარა მარტოსული ახლა კი ანოს მარტოსულობაც მკაფიოდ გამოიკვეთა
მომდევნო თავი იქნება გარდამტეხი ალბათ და მერე შეიცვლება რაღაცებ9
მოსეს ეშველება მაგრამ არ ელოდოთ მათ ამბავს ვრცლად უბრალოდ არ დაიკარგებიან იმიტომ რომ კიტას ცხოვრების ნაწილები არიან მოსე და კატოც .
გიორგის და ანოს ურთიერთობის აღწერისას მგონი მართლა მე ვიყავი. მადლობა ღმერთს მამას არ აქვს რაიმე მსგავსი დანაშაული , მაგრამ ალბათ იგივრდ ვრტყოდი რაც ანომ თქვა
ვერ ვერევი სკაუთარ თავს წერის დროს ჩნდება მარიამი
მადლობა ჩემო კარგოოო
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№7  offline წევრი whidout name

ნამდვილად ბევრის მთქმელი იყო.მთავარია ხალხის აზრს არ ავყვეთ და ყველაფერი გამოვა მთავარია დავუჯეროთ საყვარელ ადამიანს და ვეცადოთ ტკივილმა არ დაგვაბრმაოს მაგრამ, ანოს, ანოს ეს ყველაფერი არ გამოუ იდა აყვა ბრბოსს და გაითვალისწინა მათი აზრი.რითაც ვფიქრობ ყველაზე ცუდი შეცდომა დაუშვა თუმცა უშეცდომო არავინაა.
კიტა მაინც სხვა განზომილებაა ჩემთვის მისაბაXი სამაგალითო ადამიანი რომელოც ყველასათვის მაგალითი უნდა იყოს თუ როგორ ვიყოთ ძლიერები და მომთმენები,როგორ შევინარჩუნოთ ემოციები მაგრამ კიტა ემოციების გარეშეა ამდენმა ზურგშექცევამ და დადანაშაულებამ თავისი გააკეთა,უნდობლობამ რომელიც მისმა საყვარელმა ადამიანებმა გამოიჩინეს სულ მთლად დაუკარგა ფერები.
საინტერესო და ბევრის მთქმელი ისტორიაა რომელსაც ვფიქრობ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ.❤❤

მარიამო, შენ არ იცი რამდენი ვიხალისე გურამზე :) ჯერ სადაა აწი იწყება არავიწყება :დ

კიტა რომ მეამაყება ხომ გითხარი უკვე? ხოდა კიდევ ართხელ ამაყი დედასავით ვიყავი იმ კაცს, რომ უთხრა ვძლიერდები ცოცხალს, რომ ვხედავ გურამსო❤ ჩემს ბიჭს არ შეუძლია კაცის მოკვლა. ყველაფრის მიუხედავად მას დიდი და სიყვარულით სავსე გული დააქვს❤
მოსეს სიტყვებმა შეაფხიზლასავით მაგრამ საკმარისი ვერ არის სიცარიელის შესავსებად და ასე იქნება სანამ მისი ფერადი სამყარო გვერდით არ ეყოლება.
მარიამი, მოსეს პერსონაჟით ძალიან დავინტერესდი. ყოვლისშემძლე ტიპია მგონი :)

ანო, ანოს ცხოვრებაში თითქოს ფერები და სითბო ბრუნდებაო, მაგრამ არც მასთანაა ეს ყველაფერი საკმარისი. ორივე, კიტაც და ანოც ნახევრად სავსე ჭურჭლებს გვანან. ორივეს ყავს გვერდით ადამიანები რომლებიც ცხოვრებას აზრს სძენენ, მაგრამ სულის სიმარტოვეს ვერაფრით უშველეს. ერთმანეთის წამლებიც და საწამლავებიც ისევ ეგენი არიან ❤

გიორგის საქციელისგან შოკში ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ რა ნამუსით მივიდა კიტასთან? პატიების მოლოდინი ქონდა თუ რა? და მაინც მიუხედავად ამისა გიორგი ძალიან კარგი მამაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილის ბედნიერებისთვის. მისი ბოლო სიტყვებშიც კი იგრძნობოდა ეგ, როცა შეფარვით კიტასკენ უბიძგა ანოს. ანოც, ტიპური მამას გოგოა და ყველაფერ აპატიებს მამას და წასვლისთანავე გაამართლა კიდეც.

"-სამართალი ... სამართალი არ არსებობს , სასამართლოშიც მხოლოდ კანონია და მარიონეტები რომლებიც ამ კანონის მიხედვითაც ვერ მოქმედებენ . პირობითია სამართალიც და ყველაფერი რაც დანაშაულს ეხება მამა
-გახსოვდეს შენ დამნაშავე არ ხარ, შენ დაზარალებული ხარ - კიდევ ერთხელ აკოცა და წასასვლელად მოემზადა- და კიდევ , თუ საჭირო გახდება ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყო საკუთარი თავის გარდა , შენი სიმართლის უნდა გჯეროდეს და იბრძოლო სულის თავისუფლებისთვის . მე სულ შენთან ვიქნები , არასდროს ...არასდროს გაქცევ ზურგს . ხომ ხარ ამაში დარწმუნებული"

"განა ასეთი მარტივი იყო პატიება? და თუ იყო მაშინ კიტას რით ვერ აპატია, ამდენი წლის შემდეგ მაინც როგორ ვერ აპატია . როგორ ვერ გაამართლა განაჩენის გამოტანამდე" ამ შეკითხვას, რომ გასცემს ანო პასუხს, შემდეგ იქნება ბევრი სითბო და თბილი ფერები❤
იცი, როგორ არიან? აი, წუთ-წუთზე რომ უნდა გაუწყდეს რომელიმეს მოთმინების ძაფი და ამოხეთქონ ლავას მსგავსად.

მარიამო, მოეთათბირე შენს მუზას და მაქსიმუმ ზეგ ახალი თავი დაგვახვედრე. ამ ორის გაორებული გრძნობით დატოვება დიდი ცოდვაა და უშველე რამე :) ❤
გყვარობ და გელი❤

№9  offline მოდერი sameone crazy girl

whidout name

ძალიან მინდა რომ დასასრულამდე გაგრძელდეს ეს ემოციები და არ დავიკარგოთ მე და ჩემი გმირები არ გადვაუხვიოთ გზიდან
მინდა მართლა სიეთი გამოვიდეს რო ხშირად გაგახსენდეთ ჩემ სხვა ისტორიებს შორის და წაკითხვაც მოგინდეთ ხოლმე
ანო იმაზე მარტოა ვიდრე ოდესმე იყო
კიტა უფრო ერევა თავსაც და ცხოვრებასაც ვიდრე ანო
მიხარია ეს რომ ჩანს და ალბათ შემდეგი თავი კიდევ უფრო ემოციური იქნება
აი შემდეგ რა იქნება ეგ აღარ ვიცი იმიტომ რომ ერთი სიტყვაც არ დამიწერია
მადლობა რომ კითხულობ, რომ მიზიარებთ აზრს და მახარებთ
heart_eyes

№10 სტუმარი სტუმარი თამო

აუ მარიამ რო ვიწყებ და სულ რო არ მყოფნის.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ასეთ საოცარ ისტორიებს რომ ქმნი.

№11  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო, შენ არ იცი რამდენი ვიხალისე გურამზე :) ჯერ სადაა აწი იწყება არავიწყება :დ

კიტა რომ მეამაყება ხომ გითხარი უკვე? ხოდა კიდევ ართხელ ამაყი დედასავით ვიყავი იმ კაცს, რომ უთხრა ვძლიერდები ცოცხალს, რომ ვხედავ გურამსო❤ ჩემს ბიჭს არ შეუძლია კაცის მოკვლა. ყველაფრის მიუხედავად მას დიდი და სიყვარულით სავსე გული დააქვს❤
მოსეს სიტყვებმა შეაფხიზლასავით მაგრამ საკმარისი ვერ არის სიცარიელის შესავსებად და ასე იქნება სანამ მისი ფერადი სამყარო გვერდით არ ეყოლება.
მარიამი, მოსეს პერსონაჟით ძალიან დავინტერესდი. ყოვლისშემძლე ტიპია მგონი :)

ანო, ანოს ცხოვრებაში თითქოს ფერები და სითბო ბრუნდებაო, მაგრამ არც მასთანაა ეს ყველაფერი საკმარისი. ორივე, კიტაც და ანოც ნახევრად სავსე ჭურჭლებს გვანან. ორივეს ყავს გვერდით ადამიანები რომლებიც ცხოვრებას აზრს სძენენ, მაგრამ სულის სიმარტოვეს ვერაფრით უშველეს. ერთმანეთის წამლებიც და საწამლავებიც ისევ ეგენი არიან ❤

გიორგის საქციელისგან შოკში ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ რა ნამუსით მივიდა კიტასთან? პატიების მოლოდინი ქონდა თუ რა? და მაინც მიუხედავად ამისა გიორგი ძალიან კარგი მამაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილის ბედნიერებისთვის. მისი ბოლო სიტყვებშიც კი იგრძნობოდა ეგ, როცა შეფარვით კიტასკენ უბიძგა ანოს. ანოც, ტიპური მამას გოგოა და ყველაფერ აპატიებს მამას და წასვლისთანავე გაამართლა კიდეც.

"-სამართალი ... სამართალი არ არსებობს , სასამართლოშიც მხოლოდ კანონია და მარიონეტები რომლებიც ამ კანონის მიხედვითაც ვერ მოქმედებენ . პირობითია სამართალიც და ყველაფერი რაც დანაშაულს ეხება მამა
-გახსოვდეს შენ დამნაშავე არ ხარ, შენ დაზარალებული ხარ - კიდევ ერთხელ აკოცა და წასასვლელად მოემზადა- და კიდევ , თუ საჭირო გახდება ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყო საკუთარი თავის გარდა , შენი სიმართლის უნდა გჯეროდეს და იბრძოლო სულის თავისუფლებისთვის . მე სულ შენთან ვიქნები , არასდროს ...არასდროს გაქცევ ზურგს . ხომ ხარ ამაში დარწმუნებული"

"განა ასეთი მარტივი იყო პატიება? და თუ იყო მაშინ კიტას რით ვერ აპატია, ამდენი წლის შემდეგ მაინც როგორ ვერ აპატია . როგორ ვერ გაამართლა განაჩენის გამოტანამდე" ამ შეკითხვას, რომ გასცემს ანო პასუხს, შემდეგ იქნება ბევრი სითბო და თბილი ფერები❤
იცი, როგორ არიან? აი, წუთ-წუთზე რომ უნდა გაუწყდეს რომელიმეს მოთმინების ძაფი და ამოხეთქონ ლავას მსგავსად.

მარიამო, მოეთათბირე შენს მუზას და მაქსიმუმ ზეგ ახალი თავი დაგვახვედრე. ამ ორის გაორებული გრძნობით დატოვება დიდი ცოდვაა და უშველე რამე :) ❤
გყვარობ და გელი❤

როგორ უცებ გამოჩნდი და გამახარე
აი თუ დავწერ ამ ღამით იმას რაც დიდი ხანია ტვინში მაქვს და ვერა და ვერ გავბედე დაწერა დავდებ ზეგ...წესით ეს თავი უნდა დამედო ზეგ, მაგრამ მე ხომ ვერ ვძლებ უთქვენოდ და რა კარგია რომ ვერ ვძლებ თორემ ამ ღამით მოვიწყენდი აშკარად
თქვენ კი ისე გამაბედნიერეთ დამათენდება წერაში მგონი , ან ფიქრში და მერე დავწერ
მოკლედ მალე დავწერ იმედია ...
ანო მამიკოს გოგოა და გიორგიც ჩვეულებრივი სუსტი ადამიანია, სიძლიერეს ამოფარებული თითქოს შურისმაძიებელი, გამბედავი ძლიერი მაგრამ ძალიან სუსტი. არავის აქვს იმდენი ძალა რამდენი კიტას
მიხარია მატი დიალოგიდან რომ დავინახე ნაწყვეტები
მოკლედ ბევრი აზრი მაქვს, მქონდა , მაგრამ როგორ შევასრულებ არ ვიცი
ძალიან მინდა და იმედია სურვილი და მონდომება გააკეთებს ყველაფერს
heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამო
აუ მარიამ რო ვიწყებ და სულ რო არ მყოფნის.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ასეთ საოცარ ისტორიებს რომ ქმნი.

ზოგჯერ მგონია რო სრულად უნდა დამედო, მაგრა მერე ვფიქრობ რომ სრულად წასაკითხად ზედმეტად მძიმეა და ეს ემოციები უნდა გადანაწილდეს
heart_eyes

№12  offline წევრი imagine25

არაჩვეულებრივი ხარ ❤❤

№13  offline მოდერი sameone crazy girl

imagine25
არაჩვეულებრივი ხარ ❤❤

heart_eyes kissing_heart kissing_heart

№14  offline წევრი ნანა73

ამ ბოლო თავების წაკითხვისას, ჩემს თავს ვატყობ სხვაგან მივდივარ... საერთოდ შენს ბოლო სამ, ოთხ ისტორიაში ასე მემართება. თავებად დებ და ყოველი ახალის წაკითხვისას რეალობას ვტოვებ... კიტა ვარ... ანო ვარ... გიორგი ვარ... ეს იშვიათად ხდება. შენც მმართებ ამას და ძალიან მიყვარს ეს მდგომარეობა! ვიცი ემოციური ვარ, მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა. ❤️❤️❤️

№15 სტუმარი ana.

აუუ მარიამ ძალიან მაგარი იყო <3 მოუტმენლად ველოდები დროს როდესაც ერთმანეთს მარტობას შეუვსებენ და გაბედნიედებიან <3 არასდროს არ მყოფნის რომ ვკითხულობ :(
გელოდები გელოდები გელოდები :დ

№16  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
ამ ბოლო თავების წაკითხვისას, ჩემს თავს ვატყობ სხვაგან მივდივარ... საერთოდ შენს ბოლო სამ, ოთხ ისტორიაში ასე მემართება. თავებად დებ და ყოველი ახალის წაკითხვისას რეალობას ვტოვებ... კიტა ვარ... ანო ვარ... გიორგი ვარ... ეს იშვიათად ხდება. შენ მმართებ ამას და ძალიან მიყვარს ეს მდგომარეობა! ვიცი ემოციური ვარ, მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა. ❤️❤️❤️

ჩემს განწყობას და ემოციურ მდგომარეობას მიჰყვებიან ისტორიებიც
თანდათან მძიმდება მგონი რაც სულაც არ მომწონს
მე წერის დროს სავარძელი და მაგიდაც ვხდები მგონი
და თუ თქვენ ასე ხდებით ისტორიის ნაწილი ეს არის უდიდესი მიღწევა ჩემთვის
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გამიზიარეთ თქვენი ემოციები
heart_eyes heart_eyes

ana.
აუუ მარიამ ძალიან მაგარი იყო <3 მოუტმენლად ველოდები დროს როდესაც ერთმანეთს მარტობას შეუვსებენ და გაბედნიედებიან <3 არასდროს არ მყოფნის რომ ვკითხულობ :(
გელოდები გელოდები გელოდები :დ

ჯერ კიდევ არ ვიცი ერთმანეთს შეუვსებენ სულის სიმართოვეს თუ უბრალოდ აპატიებენ და დაასრულებენ
არ ვიცი მართლა რა გამოვა
და წინასწარ ამიტომ არ მოგცემთ იმედებს
მადლობააა
heart_eyes heart_eyes

№17 სტუმარი Baron

ანოს ისე ძალიან უყვარს მამა და გიორგიმ ისე ძალიან დააშავა კიტასთან, არ ვიცი მათი ჯაჭვი როგორ შეიკვრება. მონდობილი ვარ მთლიანად შენზე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

№18  offline მოდერი sameone crazy girl

Baron
ანოს ისე ძალიან უყვარს მამა და გიორგიმ ისე ძალიან დააშავა კიტასთან, არ ვიცი მათი ჯაჭვი როგორ შეიკვრება. მონდობილი ვარ მთლიანად შენზე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

ხო ნამდვილად გავართულე ყველაფერი , მაგრამ აკრძალული, მიუწვდომელი და შეუძლებელი რომ გახდება შესაძლებელი კმაყოფილი დავრჩები
heart_eyes

№19 სტუმარი ლიამი

მენაბდე ისეთი მაგარი პერსონაჟი გამოგივიდა.
იმდენად ყოველმხრივ სრულყოფილი, რომ ვერავისთვის ვერ ვიმეტებ.
მაგრამ არც მარტო დასარჩენად მემეტება.
გმირებს რაც შეეხება, ისე ნათლად გადმოსცემ მათ გრძნობებს, აზრებს, ემოციებს შეუძლებელია მკითხველმაც არ იგრძნოს ეს ყველაფერი.
გელოდები.

№20  offline მოდერი sameone crazy girl

ლიამი
მენაბდე ისეთი მაგარი პერსონაჟი გამოგივიდა.
იმდენად ყოველმხრივ სრულყოფილი, რომ ვერავისთვის ვერ ვიმეტებ.
მაგრამ არც მარტო დასარჩენად მემეტება.
გმირებს რაც შეეხება, ისე ნათლად გადმოსცემ მათ გრძნობებს, აზრებს, ემოციებს შეუძლებელია მკითხველმაც არ იგრძნოს ეს ყველაფერი.
გელოდები.

ბოლოში თუ არ გაჭედავს ჯერ ჯერობით მეც ყველაზე მეტად მომწონს (როგორი თავ'მდაბალი ვარ)
შესაძლოა მარტო დარჩეს, მაგრამ მარტოსული აღარ იყოს
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას
მადლობა
heart_eyes

№21 სტუმარი სტუმარი nancho

ზე ემიციური იყო,მიყვარს შენი პერსონაჟები,პატიება აუცილებელია საკუთარი სულის სიმშვიდისთვის,

№22 სტუმარი დომენიკ

მოვლენების განვითარება არ აქვს ამ ისტორიას? ერთ ადგილზე ვდგავართ ამდენი ხანია :(

№23 სტუმარი ლილი

იცი რაღაც მხრივ მესმის გიორგის. მან ხომ იმ მომენტში არ იცოდა კიტა რომ უდანაშაულო იყო გამწარებული მამა იყო და საღი აზრი არ მოეთხოვებოდა ის დნაშაულის გრძნობა კი ეხლა რაც მის სულს აწევს ვფიქრობ საკმარისი სასჯელია მისთვის.

№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nancho
ზე ემიციური იყო,მიყვარს შენი პერსონაჟები,პატიება აუცილებელია საკუთარი სულის სიმშვიდისთვის,

აიი სრული ჭეშმარიტებაა , მაგრამ რთული
heart_eyes heart_eyes

დომენიკ
მოვლენების განვითარება არ აქვს ამ ისტორიას? ერთ ადგილზე ვდგავართ ამდენი ხანია :(

არ აქვს
კარგია თქვენს ცხოვრებაში მოვლენები დროის მსგავსად თუ ცვლიან ერთმანეთს
ალბათ დილის რუტინის გარდა არაფერს იმეორებთ შეიძლება ითქვას რომ მშურს მეც და ჩემს გმირებსაც
heart_eyes

ლილი
იცი რაღაც მხრივ მესმის გიორგის. მან ხომ იმ მომენტში არ იცოდა კიტა რომ უდანაშაულო იყო გამწარებული მამა იყო და საღი აზრი არ მოეთხოვებოდა ის დნაშაულის გრძნობა კი ეხლა რაც მის სულს აწევს ვფიქრობ საკმარისი სასჯელია მისთვის.

შეცდომების დაშვება პირადად ჩემთვის ყველაზე მარტივი რამეა ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეა
და დიდი ძალა უნდა გქონდეს რომ სწორად იფიქრო ასეთ დროს . მაშინ ალბათ სწორიც ეგონა მოკლედ არ ვიცი გიორგის ამბავი ნამდვილად მნიშნელოვანია იმდენად უყვარს ანოს
heart_eyes

№25 სტუმარი სტუმარი nancho

თუკი ამ ისტორიას და პერსონაჟებს რეალობას მოვარგებთ,სიღრმისეულად დავფიქრდებით,დავინახავთ ადამიანების იმ ზედეპირულობას,რასაც არ მოსმენა ჰქვია,რასაც უნდობლობა ჰქვია,რასაც პრობლემის არ ჩაღრმავება ჰქვია,და ვიღებთ ასეთ შედეგებს,უდანაშაულო ადამიანების დადანაშაულებას.

№26 სტუმარი სტუმარი ლიკა

საოცარი გოგო ხარ )))

№27 სტუმარი სტუმარი სოფა

რეალობისგან საერთოდ მთიშავს შენი ისტორიები??

№28  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nancho
თუკი ამ ისტორიას და პერსონაჟებს რეალობას მოვარგებთ,სიღრმისეულად დავფიქრდებით,დავინახავთ ადამიანების იმ ზედეპირულობას,რასაც არ მოსმენა ჰქვია,რასაც უნდობლობა ჰქვია,რასაც პრობლემის არ ჩაღრმავება ჰქვია,და ვიღებთ ასეთ შედეგებს,უდანაშაულო ადამიანების დადანაშაულებას.

ნამდვილად ასეა
მოსმენა რომ შეგვეძლოს
სულ ცოტა ხნით მაინც რომ დავფიქრდეთ ალბათ ბევრ შეცფომას აღარ დავუშვებთ

სტუმარი ლიკა
საოცარი გოგო ხარ )))

❤❤❤❤❤❤❤
მადლობაა

სტუმარი სოფა
რეალობისგან საერთოდ მთიშავს შენი ისტორიები??

წერის დროს მეც ვტოვებ სამყაროს და კარგია თუ თქვენზეც ასე მოქმედებს

№29 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორც ყოველთვის ემოციური და სულში ჩამწვდომი თავი იყო.შეუდარებელი ხარ.

№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკო
როგორც ყოველთვის ემოციური და სულში ჩამწვდომი თავი იყო.შეუდარებელი ხარ.

heart_eyes heart_eyes
მიხარია
მადლობა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent