მთაწმინდის მთვარე {4}
გვიანობამდე იყვნენ ლომიძესთან. მარიამი უცნაურად იქცეოდა, გაუაზრებლად ბევრ სითბოს გამოხატავდა თორნიკეს მიმართ, სულ ლომიძის გვერდზე იყო, არ შორდებიდა. ხან ლოყაზე კოცნიდა, ხან ეხუტებოდა, თორნიკე კი სიხარულს და ბედნიერებას ასხივებდა. წამდაუწუმ ამოწმებდა ტელეფონს ბურდული, მაგრამ სასურველი ნომერი არ ჩანდა. ურეკავდნენ, ულოცავდნენ, მაგრამ იმის ნომერი არ ჩანდა ვისიც სურდა. უამრავ ვიდეოებს იღებდნენ გოგოები, მთლიანი ინტერნეტ სივრცე მოიცვა მათმა ფოტოებმა. მარიამი გიჟი აღმოჩნდა, არავის აძლევდა მოწყენის საშვალებას, ლუკაც ყველას ართობდა, ცეკვავდა და მღეროდა გაუჩერებლად. ბურდული კი მომღიმარი უყურებდა ძმაკაცის მოძრაობებს. მონატრებია ამ სცენის ყურება, ადრე ხომ ცანცარის და გართობის მეტს არაფერს აკეთებდნენ. -დიდიხანია ასეთი არ მინახავს. - თორნიკემ გადაულაპარაკა ბურდულს და გუგამაც წამსვე გახედა. -ამას მაინც არაფერი ეშველებოდა… მე ვჭირდებოდი და ეს გარემო. - სიცილით მოსვა ლუდი. -შენ? -სხეული არ მემორჩილება, არ უნდა არც გულს, არც სხეულს და ვაბშე არ მაქვს სურვილი ცეკვის. ბოლოს ალეკოს დაბადების დღეზე ვიცეკვე მგონი. -აუუ რამდენი ხანია ამდენი არ მიცეკვია ტოო… ვინ არიან ეს გოგოები, გამაგიჟეს. - სიცილით ჩაეშვა სავარძელში და მომღიმარ ბურდულს გახედა. - გეფიცები პროსტა დამევასნენ… არანაირი გარყვნილი აზრები. -შენ არა, მაგრამ იმათ? - სიცილი ვერ შეიკავა ბურდულმა. -ოო ეგ უკვე სხვა საქმეა. - წარბები აათამაშა გაკრეჭილმა. - ქალები რომ მხედავენ ეგრევე გარყვნილი აზრები უტივტივდებათ გონებაში ძმაო. -ვაა მართლა? -ხო აბა როგორ გგონია შენ. - სავარძლის საზურგეს მიეყრდო. -ეგ ახლა თორე ადრე მახსოვს რასაც ფიქრობდნენ შენზე. - ბოროტულად გაიცინა თორნიკემ, ბურდული კი მაშინვე ახარხარდა. მარიამი გაოცებული უყურებდა და ვიდეოს უღებდა ერთმანეთში მოსაუბრე ძმაკაცებს. -ეე რა პონტია. - უკმაყოფილოდ შეკრა წარბები. -გახსოვს ის გოგო? - ხელის ზურგი მიარტყა თორნიკემ გუგას. - რა ერქვა? -ნიაკო? -ხო ნიაკო. - ისევ ერთდროულად ახარხარდნენ, ლუკა კი წარბშეკრული აკვირდებოდა ორივეს, გულში კი სიხარულს გრძნობდა მათი შემხედვარე. -სხვათაშორის მაგ ნიაკომ ეგ იმიტომ თქვა რომ დავადე. -რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ გაგიბაზრა. - სიცილით ლამის მოკეცილიყო გუგა, უკვე ცრემლები სცვიოდა და ლუკას სერიოზულ სახეზე უფრო ბჟირდებოდა. - აუ ის გახსოვს? ქართულის მასწავლებელს რომ კერავდა? -ქრისტინეს? -ხო! - სიცილით დაეთანხმა ძმაკაცს დალუკაც ორივეს აყვა. -ეე თქვენ არ იცით რა მაგარი ძუ.ძუები ჰქონდა მაგ ქალს… ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა ახვა.რკა დირექტორი რომ არ შემოვარდნილიყო. - უკვე ვეღარ სუნთქავდნენ, მუცელზე იჭერდნენ ხელებს, ცრემლები გასდიოდათ და გადაბჟირებულები ჰაერის ჩასუნთქვას ძლივს ახერხებდნენ. -ვაახ ჩემი. - ძლივს ამოისუნთქა ბურდულმა და მათკენ დაძრულ მარიამს შეხედა. -რაზე იცინით? -ლუკას ცელქობებს ვიხსენებდით პატარავ. - უცებ ჩაისვა კალთაში და ლოყაზე აკოცა. -აუ შენ ვიზე რას ამბობ ბუჭო? არ მომაყოლო ახლა რაღაცები! -მომიყევი რა. - ტაში შემოკრა მარიამმა. -არა! გცემ იცოდე! - სიცილით გახედა ძმაკაცს. -გთხოვ რა, ერთი რამე მაინც. -ერთხელ ბარში ვართ, ხოდა გაიჩითნენ მაგარი გოგოები, იმენა ფეხები კისრამდე ჰქონდათ… - სიცილით დაიწყო მოყოლა ლუკამ და ბურდულსაც გაეცინა. -ეგ არ მოყვე! -კაი მოიცა რა იყო. - ლოყაზე აკოცა მარიამმა და ისიც გაჩუმდა. - მერე? -ხოდა გავიცანით, ვლაპარაკობთ რაღაცა, ეს მაგარი მთვრალია, ერთ გოგოს მოკიდა ხელი და ეგრევე კალთაში ჩაისვა. ნუ ეგ არაფერი. ხოდა ახლა ეს გოგო იცინის, მართლა მაგარი ლამაზია მარა ბიჭო ვუყურებ და ვატყობ რო რაღაც ისე ვერაა, ამას კიდ.ია, კოცნის ყველგან ის გოგო და ესეც იმენა გაბერილ უკანალზე უჭერს ხელს. -მთლად დეტალებში ნუ მოყვები ძმურად. - წარბები ოდნავ დააახლოვა ლომიძემ, ლუკამ კი ისე განაგრძო თხრობა თითქოს არც გაუგია. -ხოდა დადგა ეხლა წასვლის დრო, ვიშლებით, ეს ცალკე წავიდა მე ცალკე და ამან წაიყვანა ეს გოგო სახლში. მალე გუგა ჩემთან ამოვიდა და ვსვავთ რა, ცოტახანში იღება კარები და შემოდის გინებით შენი ქმარი. მე ეგრევე მოვწვი რაშიც იყო საქმე მარა ხოარ ვიტყოდი, ხოდა ეს იგინება იფურთხება, გუგა ეკითხება რა ხდება შე ჩემაო და ბოლოს ამოღერღა ტრანსი ყოფილა ეგ ჩემისა ჩაცმა არ დავაცადე ისე გავაგდე სახლიდანო. - როგორც კი დაამთავრა უცებ გადაიხარხარა და ბურდულიც გააცინა თავისი სიცილით. -ამას თხრობის უნარი არ აქვს პატარავ. - მაინც გაეცინა გახსენებისას და მარიამიც აკისკისდა. -კიდე მოყევით რა რამე… -მე და გუგა ვართ სახლში ორ გოგოსთან ერთად… მე გავედი ოთახში, მოვითავე ჩემი საქმე, იმ გოგოს ჩაეძინა, ხოდა ვზივარ ახლა არ ვიცი რა გავაკეთო. გავედი მისაღებში, დავინახე გუგა ზის, კალთაში ეს გოგო უზის და ლოკავს რასაც ქვია. ბიჭო ვიეჭვიანე, რა მეკეთებინა მარტო ტო, მივედი და ეს გოგო უცებ გადავსვი გვერდზე და გუგას ვაკოცე. ტიპი გამოშტერდა იმენა. -არანორმალური ხარ. - სიცილს ვერ იკავებდა სამუშია. -ერთხელ ავტობუსის გაჩერებაზე ვზივარ. - თავი მიადო საზურგეს გუგამ, მერე დაინახა გოგოებიც მათთან რომ მოგროვილიყვნენ და ჩაეცინა. - ღამე იყო, ავტობუსებიც აღარ დადიოდა. კალთაში მეჯდა გოგო… დაკერილი მყავდა უკვე და ისღა მაკლდა მეთქვა ჩემთან ავიდეთთქო. უცებ გაიჩითა ვიღაც კაცი… მოდის გინებით, აგინებს ამ გოგოს, მეც წამოვხტი ვიფიქრე გავაჩუმებ, რა პონტია მაინც შენთან ერთად რომ არის გოგო და ვიღაც აგინებს, მეთქი ერთ ორს მოვდებ კიდეცთქო და უცებ ხმა მესმის უკნიდან, მამაა… - ქალის ხმით თქვა და მაშინვე ახარხარდნენ გოგოები. - მეთქი რა მამა, წადი შენი სულ დამეკარგა ყველაფრის სურვილი. -მამაო რომ თქვა მერე რა მოხდა? - სიცილით იკითხა ელენემ. -თმების თრევით წაიყვანა, მეც ავდექი და დავაწექი სახლში. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. -აუ ელეე.. სურათი გადაგვიღე რა. - ტელეფონი გაუწოდა დაქალს, ჯერ თორნიკეს მუხლებზე იჯდა, შემდეგ გვერდზე გადაჯდა და რამდენიმე სამახსოვრო სურათიც გადაიღო ბიჭებთან. - პატარა ვარ ჯერ, შენ რომ გაიარე ეს გიჟობები მე ახლა უნდა გავიარო და შენც უნდა ამყვე. რომ მოგყავდი ცოლად პატარა გოგო არ იცოდი სურათების გადაღება რომ მეყვარებოდა? -რა გინდა? გეუბმები რამეს? - წარბები ასწია გაკვირვებულმა, თან ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -არა უბრალოდ ნამიოკად ჩაგირტყით. -ისედაც ვიცით პატარა რომ ხარ მარიამო… მხიარული რძალი გვყავს და კარგიცაა ეგ. - ლოყაზე უჩქმიტა გუგამ. -ელე ფოტოგრაფია, ხოდა დღეს ჩვენს განათებულ სახლში სურათები მინდა ბევრი. -დათვერი მგონი მარიამ. -ადექი გთხოვ. - ფეხზე წამომდგარმა თორნიკეც წამოაგდი, ელენეც სიხარულით უღებდა წყვილს სურათებს, სადაც ორივე იდეალურად გამოდიოდნე. -ეს გოგო წყნარი და ჩუმი რატომ მახსოვდა. - ჩუმათ კითხა გუგას. -ახალ გაცნობილ ხალხთან თავიდან ეგრეა, ვერ გააცინებ, რომ შეგეჩვევა მერე ყველა არანორმალურ ქცევას ავლენს. - გუგას ნაცვლად გასცა პასუხი ლიკამ და ლუკამაც მას გახედა. -ანუ სულ ასეთი იქნება. -ჰო. -ძალიან კარგი. იმდენი მოახერხა მარიამმა გუგაც კი აიყოლა, უამრავი სურათი გადაიღეს ერთად, ბოლოს ბურდულის ტელეფონიც ამღერდა. სწრაფად გავიდა აივანზე და მაშინვე უპასუხა. -გილოცავ გუგა! - სიხარულის ნოტები შერეოდა მის წკრიალა ხმას. -მეც გილოცავ პატარა. -ეს ბურთი… არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო! იცი რა ბედნიერი ვაარ? -მოგწონს? -ულამაზესია! სახლში როგორ შემოიყვანე? -რას მეკითხები ევა? -სად ხარ? მოხვალ? -მოვიდე? -მოდი! აღარაფერი უთქვამს ისე გაუთიშა ტელეფონი, სწრაფად შევიდა შიგნით და გასასვლელ კართან საკიდზე დაკიდული მანტო ჩამოხსნა. -სად მიდიხარ? -საქმე მაქვს. -ევა? - წარბები აათამაშა ლუკამ. -ჰო ევა. - ჩაიცინა, თან თავი გააქნია. - წავედი მარიამო, გნახავთ ამ დღეებში. - წელზე მოხვია ხელები ტანზე მიკრულ გოგოს. -კარგი. -შეხვედრამდე გოგოებო. - ხელი დაუქნია ყველას და სახლი დატოვა. უცებ ჩაირბინა კიბეები, მანქანაში მოთავსდა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. გული გაორმაგებულად უცემდა, გზაზე ელვის სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას და თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ ეჩქარებოდა. როგორც კი აბაშძის ბინასთან მივიდა მაშინვე დააკაკუნა, იცოდა არასწორად იქცეოდა, ნიკოს ღალატობდა, მაგრამ ვერაფრით ერეოდა თავს. უცებ გაუღო კარი ევამ, ხელში პატარა თეთრი დიდთავა კნუტი ეჭირა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ბურდულს. -მადლობაა! - წამსვე მოხვია ხელი კისერზე და ტუჩებში აკოცა. უკან სვლით შევიდა სახლში და ბურდულიც გაიყოლა. -მოგწონს? -ძალინ… სახელიც დავარქვი უკვე. - ლოყაზე მიიხუტა პატარა კნუტი, თან ბურდულს არ შორდებოდა. -რა ქვია? -ლუსი… იცი რამდენი ხანია მინდა ვიყიდო? სულ მავიწყდება, ან ვერ ვიცლი. პატარა რომ ვიყავი სულ მყავდა სახლში კატა. მახსოვს ექვსი წლის ვიყავი მილო რომ მომიყვანა მამამ, ნაცრისფერი იყო და სულ ჩემთან ეძინა. მამაჩემის წასვლის შემდეგ ისიც წავიდა და მაგის მერე კატა არ მყოლია, დედაჩემი ვერ იტანს კატებს, მაგრამ ხანდახან მაინც ეფერებოდა. ეს კიდე ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია რაც ამ ახალწელს მივიღე. - ლუსი დივანზე ფრთხილად დააწვინა და სავარძელში მჯდომ ბურდულს კალთაში ჩაუჯდა. - ხვალ ვუყიდი ყველაფერს რაც სჭირდება. -მიხარია რომ მოგწონს. - ლოყაზე მიეფერა, შემდეგ მკლავზე ჩამოატარა თითები, მტევანი მოიქცია ხელში და თითებზე აკოცა. - სად იყავი დღეს? -დაჩისთან ერთად ჩემს მეგობრებთან. - კანი დაეხორკლა ფეხზე რომ აატარა ხელი და კაბის ბოლოებიც აიყოლა. -დაჩი. - ჩაიცინა და უკანალზე ჩავლებული ხელებით თავისკენ მისწია. -გუგა… -ჰო… გამახსენდა. - უცებ მოაშორა ხელები და მომღიმარმა ჩახედა მწვანეებში ქალს. -შეიძლება რაღაც გკითხო? - ლოყაზე მიეფერა ბურდულს. -გისმენ. -რუსეთში რა გინდოდა? -ციხეში ვიჯექი. - ცოტახნის შემდეგ თქვა, თან თვალებში უყურებდა და მის რეაქციას ელოდებოდა. -რისთვის. -კაცი მოვკალი. - ისევ თვალებით ბურღავდა. შეამჩნია როგორ შეკრთა აბაშიძე, ვერანაირ ემოციას ვერ ხედავდა იმ ჭრელ თვალებში, უნდოდა შიშის მსგავსი რაიმე მაინც ამოეკითხა მაგრამ არაფერი იყო. ან არ ადარდებდა, ან კარგად ნიღბავდა გრძნობებს, რაც აქამდე არასდროს გამოსვლია გუგასთან ყოფნის დროს. -რატომ? - ისე მოულოდნელად ჰკითხა დაიბნა კიდეც ბურდული. -არ აქვს მნიშვნელობა. - ყბები შესამჩნევად დაეჭიმა, სახე აარიდა ევას და დივანზე მწოლ კნუტს შეხედა. თათზე ჩამოედო ყელი და მძინარე ხმამაღლა კრუტუნებდა. -როგორ არ აქვს? ყველა საქციელს აქვს ახსნა. - სახე ააწევინა და შავ თვალებში ჩახედა. იმ დროს ძალიან გავდა ნიკოს, ნიკოლოზისავით თბილი გამოხედვა ჰქონდა. ინსტიქტურად გაეღიმა, ხელის გულზე აკოცა ევას, შემდეგ მაჯაზე და მის მინაბულ თვალებზე გაეღიმა. -არ მინდა ამაზე საუბარი. -რა ჩაიდინა ასეთი? -ჩემი ძმაკაცი მოკლა. - თვალები დახუჭა, შუბლი მხარზე ჩამოადო ევას, ცოტახანი ასე ისხდნენ, მის სურნელს ისუნთქავდადა და შეძლებისდაგვარად თავს იმშვიდებდა. შემდეგ ყელში მიაკრო ტუჩები. მაშინვე შეაჟრჟოლა აბაშიძეს, თმებში შეუცურა თითები და თავი გვერდზე გადახარა. ისევ აკოცა, ამჯერად ხანგრძლივად მიაწება გავარვალებული ტუჩები, შემდეგ სწრაფად აიტაცა ჰაერში, წამებში შევიდა საძინებელში და ევასთან ერთად მოთავსდა საწოლზე. ბარძაყზე აატარა გრძელი თითები, კაბის ბოლოებიც აიყოლა და მალე მხოლოდ საცვლის ამარა დატოვა. ზევიდან დაჰყურებდა, ეფერებოდა გაუჩერებდალ, თითის ბალიშებით შეიგრძნობდა მის ნაზ კანს და სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლიდა. ხელი საცვლის ქვეშ ჩაუცურა, თან ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე, სულ დააკარგვინა აზროვნების უნარი ქალს, იცოდა შეწინააღმდეგების თავი არ ჰქონდა და მასთან ერთად თავით გადაეშვა სიამოვნების მორევში. -როგორ მიხვდი კატები რომ მიყვარს? - ზევიდან დააწვა ბალიშებზე მიყრდნობილს, სიგარეტი რომ მოექცია თითებს შორის და მოჭუტული თვალებით უცქერდა მომღიმარ ევას. -შენს ფეისბუქზე კატების გარდა არაფერია. - ჩაიცინა, შემდეგ მოწყვეტით აკოცა. - თან ისედაც ადვილი მისახვედრია რომ ცხოველები გიყვარს. -როგორ? -თბილი ხარ. -შენ არ გიყვარს? -მიყვარდა. -რა დაგიშავეს. -არაფერი, უბრალოდ არაფრის ხასიათზე არ ვარ… შინაგანად დაღლას და სულის სიმძიმეს ვგრძნობ. ვერ ან არ ვაკეთებ იმას რაც მინდა, არაფრის ხალისი არ მაქვს, თან ახალი ჩამოსული ვიყავი მამაჩემმა თავის კომპანიაში რომ შემტენა, ყველაფერი მე დამიტოვა შენ.ძრეულ მდივანთან ერთად. არავის ესმის რას ვგრძნობ, გონიათ რომ უკვე კარგად ვარ, უკვე შევეჩვიე ხალხში გამოჩენას, როცა ყველაფერი მეზიზღება ირგვლივ. მეზიზღება ჰალსტუხი ყელში რომ აქვთ წაჭერილი, სულ ორჯერ მეკეთა და მეგონა ვიხრჩობოდი. მთელი ცხოვრება დავცინოდი გაბღენძილ ხალხს, ვერ ვიტანდი იმათ გასიებულ მუცლებს გვერდს ახალგაზრდა ცოლები რომ უმშვენებდათ და ეს ცოლები სხვასთან გარბოდნენ იმის გამო რომ თავის ღორი ქმრები ვერ აკმაყოფილებდნენ. -საიდან იცი ამდენი? -მამაჩემი დამათრევდა აქეთ-იქით. ყოველთვის ჯინსებით მივდიოდი და ყველა მე მიყურებდა. -რა გაწუხებს გუგა? -არ მინდა ეს ყველაფერი. არ მინდა მამაჩემის ფულები. არაფერი მინდა დასვენების გარდა. მინიმუმ ერთი წელი მჭირდებოდა ყველაფრის გადასახარშად, მაგრამ არ დამაცადეს და უარესად ვხდები. -არაა საჭირო ჰალსტუხი ატარო, შეგიძლია უბრალო პერანგი ჩაიცვა, უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ, არ გინდა ნიღბები, სისულელა ეს ყველაფერი. მიეჩვევი და უარესად გახდები. - ლოყაზე ეფერებოდა, თან შავ თვალებში უყურებდა, იმ შავებში გონებას რომ აკარგვინებდა. -ასე ფიქრობ? - ჩაიცინა, ხელი ხერხემალზე ჩაატარა და თითები უკანალზე მოუჭირა. -ჰო. - თავი მკერდზე დაადო, ახალ მთვარეს უყურებდა ფანჯრის ჩარჩოებს შორის რომ მოთავსებულიყო და დიდ ნამუშევარს ჰგავდა. გუგას გულისცემას უსმენდა, გულისცემას რომელიც მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში. ბურდულის თითებს გრძნობდა თმებში და მთლიანად ითიშებოდა. - წამიყვან? -სად? -შენი ძმაკაცის საფლავზე. -ევა… -გთხოვ. -რატომ? -არ ვიცი… უცნაური გრძნობა მაქვს… თითქოს ხვალ აუცილებლად უნდა წამიყვანო. -დაჟე რამე ნიჭი კიდევ გაქვს შენ? -ნუ იცინი! არა მართალია გაკვდება სიცილი, მაგრამ ეგ არაა სასაცილო. წინათგრძნობა მაქვს და მინდა ხვალ საფლავზე წამიყვანო. -კარგი. - თავზე მიაკრო ტუჩები და თმაზე ფერება განაგრძო. თვითონაც მთვარეს უყურებდა, შემდეგ თოვლის ფანტელებიც დაინახა, ნელ-ნელა რომ უმატებდნენ სიჩქარეს და მიწისკენ მიიწევდნენ. - ევა. -ჰო. -თოვს პატარავ. - გაეღიმა მაშინვე რომ წამოსწია თავი ქალმა. ფეხზე წამოხტა და შიშველი მივარდა ფანჯარას. -ვაიმე თოვლი! - უცებ გამოაღო ფანჯარა და ხელები შეუშვირა ფიფქებს. კანი სულ დაეხორკლა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, იმხელა ფიფქები ცვიოდა სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. ბურდული მომღიმარი უყურებდა ფანჯარასთან მდგომ შიშველ ქალს, პატარა გოგოდ რომ გადაქცეულიყო და როგორც ბავშვს ისე უხაროდა პირველი თოვლის მოსვლა. უნდოდა თვითონაც შესძლებოდა ხატვა, მისი სხეულის თითოეული დეტალი დაეხატა და ყოველ დღე გაღვიძებისას თუ დაძინებისას მისთვის შეეხედა. მალე მიხურა ფანჯარა, გაყინული სხეულით საბნის ქვეშ შეძვრა და ბურდულს მოეხვია, ფეხები მის ფეხებში ახლართა, გაყინული თითები მკერდზე მიაბჯინა, ცხვირი კი გუგას ყელში ჩარგო. -ჯანდაბა რა ცივი ხარ. - გააკანკალა ბურდულსაც, მაგრამ ხელები მჭიდროდ მოხვია, თავის მკლავებში ჩამალა ქალის სხეული და წამებში გაათბო. ხმა აღარ ამოუღიათ, მშვიდად სუნთქავდნენ და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ. მხოლოდ ევასთან გრძნობდა თავს მშვიდად, ყოველ ჯერზე როცა ხედავდა ახალ ახალ ემოციებს გრძნობდა, მეტ აღმოჩენებს აკეთებდა და ნელ-ნელა ეს ქალი უფრო და უფრო მოსწონდა. *** -რა კარგი დღე იყო… - ძლივს საუბრობდა, ტანსაცმლის გახდას ცდილობდა ბარბაცით მოსიარულე და უაზროდ იცინოდა. - რამდენი დავლიე. - ძლივს მოიშორა ტანსაცმელი, საცვლის ამარა მიუახლოვდა საწოლს და მუცელზე დაწვა. - მცხელა. -როგორი მთვრალი ხარ პატარა. - თვითონაც გვერდზე მიუწვა, საბანი გადააფარა და წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მისწია. -მადლობა… დღეს გამაბედნიერე. - ტუჩებში აკოცა, შემდეგ ცხვირი გაუსვა ლოყაზე. -დაიძინე. - თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლზე მიაკრო ტუჩები. -ჰო დავიძინებ. - ცოტა ხნით გაჩუმდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად იწვნენ ერთად საწოლში ნახევრად შიშვლები და თავს იდეალურად გრძნობდნენ. - აქამდე რატომ არ მეძინა შენთან. - ფეხები აამოძრავა, უფრო ახლართა თორნიკეს ფეხებში, ხელი წელზე მოხვია და მკერდზე მიაკრო ტუჩები. -მოისვენე. - სხეული დაეჭიმა ლომიძეს, ისედაც თვეზე მეტი იყო ქალთან არ ყოფილა, ახლა კი საყვარელ ქალთან იწვა, მის შიშველს მკერდზე გრძნობდა სხეულზე და ყველაფერი ეწვოდა. - ჯანდაბა მარიამ გააჩერე ხელი. - უკანალზე წამოარტყა და მის კისკისზე თვითონაც გაეცინა. -ღმერთო როგორ მინდა მოვშორდე და არ გამომდის. - თავისთვის ამოიბურტყუნა, თორნიკეს კი გაეღიმა. - თორნიკე… -შჩჩ არაფერს ვაკეთებ, დავიძინოთ უბრალოდ. - შუბლზე აკოცა, შემდეგ მის თმაში ჩარგო სახე და მალე ჩაეძინა. *** დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, საწოლზე წამომჯდარმა შარვლის ჯიბეებში მოძებნა მობილური, ოთახიდან გავიდა და წამსვე უპასუხა ზარს. -გუშინ საახალწლო წვეულებაზე დაგავიწყდა მისვა! -გოგო შენ… ხოარ უბერავ? - ძლივს მოთოკა თავი რომ არ ეღრიალა. - ამ დილაუთენია რა დროს წვეულებაა? -ჩემი მოვალეობაა შეგატყობინო ყველაფერი! -ანა! - ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ ისევ გააგრძელა საუბარი. - კაცი გინდა, 30 წლის ასაკში ქალიშვილად ყოფნა ძნელია, შენს ნერვებზე მოქმედებს ხომ ხედავ? -ეგ შენი საქმე არაა! -ვაა მართლა? ხოდა არც შენი საქმეა მე რას ვიზავ სამსახურის გარეთ, მეორედ აღარ დამირეკო ცხრა საათზე სულ რომ ყველაფერი ინგრეოდეს! - უცებ გაუთიშა ტელეფონი, იქვე დივანზე მიაგდო, საძინებელში შესული საწოლზე ჩამოჯდა და ხელები სახეზე ჩამოისვა. მუცელზე მწოლ ევას გახედა მშვიდად რომ ფშვინავდა, ჩაეღიმა, შემდეგ საბანი მოაშორა ტანიდან და შიშველ სხეულზე ზევიდან დახედა. თითები ჩამოატარა გამოკვეთილ ნეკნებზე, შემდეგ ხერხემლის ძვალზე აკოცა. ოდნავ რომ შეირხა მიხვდა რომ გაეღვიძა, კოცნით აუყვა ზევით და ბოლოს მომღიმარ ტუჩის კუთხეში მიაკრო ტუჩები. -დილამშვიდობისა. - კარგად გაიზმორა, თან ზურგზე დაწვა და ზევიდან მოქცეულ ბურდულს ახედა. -დილამშვიდობისა პატარა. - მოშიშვლებულ მკერდზე მიაწება ტუჩები. -ვინ გაგაღვიძა ამ დილაუთენია? -ანამ. - ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე და ევას ტუჩებამდეც მიაღწია. -წავიდეთ საფლავზე? -დამაცადე ცოტახანი. - თეძოზე ჩავლებული ხელით ქვევით ჩასწია და მალე ისევ შეუერთდა მის სხეულს. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა აბაშიძე, მაგრამ ჯერ ტუჩებით ჩაუხშო სალაპარაკო ღრუ, შემდეგ მთლიანად დააკარგვინა საუბრის უნარი. -რას ამოიჩემე საფლავზე წასვლა. - ჯუჯღუნით მიდიოდა საფლავებს შორის, თოვლს ნახევრად დაეფარა მიწა, ზოგ ადგილას ტალახი იყო, ზოგან კი აქა-იქ ამოსულ ბალახზე თეთრი თოვლი. -არ გქონია ისეთი შეგრძნება თითქოს იქ უნდა წასულიყავი აუცილებლად? ან რამე უნდა გაგეკეთებინა, თითქოს სიკვდილ სიცოცხლის საქმე წყდებოდეს შენი მოქმედებით. - ხელი ჩაკიდა ბურდულს და შეეცადა ტალახისთვის ფეხსაცმელი აერიდებინა. -მქონია. -ხოდა ნუღა მეკითხები. -კარგი… ვნახოთ რა იქნება. - ძლივს ააღწიეს საფლავამდე, ადგილზე გაშეშდა შავ დუტში შემოსული ქალი რომ დაინახა, ხელი პატარა გოგოსთვის ჩაეკიდა, წითელი დუტის კურტკა რომ ჩაეცვა, ფეხზე წითელი ბათინკები მოერგო და ქვაზე დახატულ ალეკოს სურათს უყურებდა. -რა ხდება? - ჩუმათ ჰკითხა ევამ, ბურდულმა კი ინსტიქტურად გადადგა წინ ნაბიჯი, თან ევას არ უშვებდა ხელს. -ვინ ხარ? - ყველანაირი მისალმების, მილოცვის და მოკითხვების გარეშე ჰკითხა თვალებ გაფართოვებულ ქალს, თვალები რომ ამღვრეოდა და შავ თმიან ბავშვს ნახევარი ტანით ეფარებოდა. იმდენად გავდა ალეკოს ფიქრიც არ დასჭირვებია მაშინვე მიხვდა ყველაფერს. - შენ… შენ ხარ… ჯანდაბა! - სახეზე აიფარა ხელები ამოტივტივებული მოგონებების და ემოციების დასაფარად. წამსვე ალეკო გაახსენდა, თვალები აემღვრა, სულ ჩაუწითლდა და ყელში ბურთი გაეჩხირა. ძლივს იკავებდა თავს ცრემლები რომ არ გადმოსცვენოდა. ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ხელებიც მოიშორა. პატარა გოგოს უყურებდა, სულ პატარა ალეკო უტივტივდებოდა გონებაში მისი ყურებისას. გიო ხომ ბიჭი იყო, მაგრამ ისე არ გავდა კაპანაძეს როგორც ეს პატარა გოგო. -მე… უნდა წავიდე. - ხელი ჩაკიდა ბავშვს და წასასვლელად დაიძრა. მაშინვე მკლავზე წაავლო ხელი ანერვიულებულ ქალს და უკან დააბრუნა. -რისი გეშინია? სად გარბიხარ, ან სად იყავი… ეს… პატარავ, როგორ გავხარ მამაშენს იცი? - ბავშვის წინ ჩაიმუხლა, მისი პატარა ხელი მოიქცია თითებში და მტევანზე აკოცა. -ვიცი. - დამორცხვილმა თავი ჩახარა, შემდეგ ალეკოს ნაირი ცისფერი თვალები შეანათა ბურდულს. -რა გქვია? -ლიზა. -იცი შენმა მამიკომ რა მითხრა ბოლოს რომ ვნახე? -გუგა არ გინდა გთხოვ. -ჩემი სახელიც გცოდნია. - ქვევიდან ახედა ირონიული ღიმილით. -ყველაფერი ვიცი. -რა გითხრა მამამ? - ინტერესით აკვირდებოდა უცხო ძიას და მოუთმენლად ელოდა პასუხს. -ჩემს გოგოს მიმიხედე და რომ გაიზრდება უთხარი რომ ყველაზე მეტად მიყვასო. - წელზე მოხვია ბავშვს ხელი და თავისკენ მისწია. -მართლა? -ჰო მართლა. - თავი ჩახარა ბავშვს თვალზე მომდგარი ცრემლი რომ არ დაენახა, სწრაფად შეიწმინდა და ისევ ახედა. - ყველაზე ძალიანო პატარა. -შენ ვინ ხარ? -მამაშენის ძმაკაცი, შინი ტოლი რომ იყო მაშინ გავიცანი. -აქამდე რატო არ მოხვედი ჩვენთან? - თითქოს უცებ მოშინაურდა, კისერზე მოხვია ბურდულს მკლავები და ისე გაუსწორა თვალი. -აქ არ ვიყავი პატარავ, მაპატიებ? -თუ მოხვალ ხოლმე კი. - გაიღიმა და ბურდულსაც სუნთქვა შეეკრა. უკვე იცოდა რაც არ აძლევდა ამდენ ხანს მოსვენებას, ახლა კი თავს შესანიშნავად გრძნობდა. მიხვდა რომ ეს ბავშვი ჭირდებოდა იმ ადგილის შესავსებად რომელიც ალეკოს დაკარგვის შემდეგ ცარიელი იყო. არიან ადამიანები, ვისი წასვლითაც მიდის შენი ნაწილიც. არ კვდები, მაგრამ აღარ ხარ ის რაც იყავი. ასე იყო გუგაც მას შემდეგ რაც ძმაკაცი ხელებში ჩააკვდა. -ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. - ფეხზე წამოდგა და ბავშვიც აიყვანა. -საიდან გაიგე? -სანამ გაითიშებოდა მანამდე მითხრა. - არც შეუხედავს აცრემლიანებული ქალისთვის ისე თქვა, ვაბშვის ნაკვთებს აკვირდებოდა, თან ეფერებოდა. - უბრალოდ დღემდე არ მესმის რატომ გმალავდა. -ცუდი მახსოვრობა გქონია გუგა. - მკრთალად გაუღიმა ქალმა. ბურდული კი ყურადღებით აკვირდებოდა ქალს, ვერაფრით ამოიცნო, ვერაფრით გაიხსენა მისი ნაკვთები. - არ გახსოვს მამაო რომ იყავი? მაშინ პირველად შენ დაგვაქორწინე. - სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე, თან ცრემლები მოსდიოდა. -სალო? შენ ხარ გოგო? - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. სულ რაღაც შვიდი წლისები იყვნენ მაშინ, სალომე გაჩეჩილაძე ერთი წლით პატარა იყო ბიჭებზე, მათთან ერთად იზრდებოდა სანამ უფროსმა გაჩეჩილაძემ შემთხვევით ალეკოს მამა სასიკვდილოდ არ დაჭრა. კაპანაძე გადარჩა, არც მერაბისთვის უჩივლია, მაგრამ იმის შემდეგ სულ მოიძულეს გაჩეჩილაძის ოჯახი. სხვაგან გადაცხოვრდნენ, იმასაც ამბობდნენ რომ საზღვარგარეთ წავიდნენ. ახსოვს როგორი მოწყენილი დადიოდა ხოლმე სალომეს გადასვლით დამწუხრებული კაპანაძე. -ჰო მე ვარ. - ცრემლები შეიმშრალ და გუგასკენ გადადგა ერთი ნაბიჯი. -როგორ ვერ გიცანი ტო. - უცებ დასვა ბავშვი და სალოს ჩაეხუტა. -მეც ვერ გიცნობდი ალეკოს რომ არ ეჩვენებინა შენი სურათი. -მოდი იცი რა ვქნათ? - ცალკე მდგომ ევას გახედა, მომღიმარი რომ უყურებდა ბურდულის ყველა მოქმედებას. - სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ. -დღეს ყველაფერი დაკეტილია. -გავაღოთ. - მხრები აიჩეჩა, თან ევას ანიშნა მასთან მისულიყო. -გამარჯობა. - თბილად გაუარიმა აბაშიძემ და ხელი გაუწოდა სალომეს. - ევა. -სასიამოვნოა. -წავიდეთ. - ხელში აიყვანა ბავშვი, ერთი გადახედა ქვიდან მომზირალ ძმაკაცს, შემდეგ კი უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. მანქანით მიდიოდნენ, ევა და სალო გაუჩერებლად საუბრობდნენ, ლიზა კი შენობებს უყურებდა ფანჯრიდან, შემდეგ ტელეფინზე დაურეკეს და დედის ზარს მაშინვე უპასუხა. -ხო დე?.. არ მცალია ჯერ, საღამოს ამოვალ… რაა?.. როგორ თუ გათხოვდა?.. მერე რაა დედა! ნერვები არ მომიშალო ახლა! რა დროს გათხოვებაა?.. მერე აუცილებლად ოცდაორის უნდა გათხოვდეს? ხომ იყო თავის ნებაზე, მაინცდამაინც სახლში უნდა ჩაუჯდეს და ბავშვები უზარდოს? შტერი ეგ… აბა რისთვის დამირეკე ამ დილაუთენია? რა გინდა გავაკეთო? ხომ გიხარია რომ გაყვა ცოლად, ხოდა შემეშვით… საერთოდ არაფერს ვეტყვი დედა და დამანებე თავი ახლა. - ტელეფონი გაუთიშა და თითები მაგრად მოუჭირა საჭეს. - ჯანდაბა! - უნდოდა რაღაც დაელეწა, თავს ძლივს იკავებდა, ისიც მხოლოდ უკან მჯდომი ლიზას გამო. ევას თითები იგრძნო ხელზე და ინსტიქტურად მოუჭირა ხელი. -გუგა თუ გინდა სხვა დროს გნახავთ. -არა… საუბარი მირჩევნია თორემ რომ დავჯდე და დავფიქრდე გავჭედავ ალბათ. - მიხვდა ძალიან რომ უჭერდა ხელზე, მტევანზე აკოცა და წამით შავი თვალები გაუსწორა ევას. ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ, ყავა შეუკვეთეს, ლიზას და ევას კი ნამცხვრის დიდი ნაჭერი დაუდო წინ გუგამ. უყურებდა პატარა ალეკოს და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -როგორ მოხვდით ერთად? -არ ვიცი, ერთ დღეს უბრალოდ დამირეკა, თავიდან ვერ ვიცანი, შენი ქმარი ვარ ჩამოდი დაბლაო მითხრა და მეც მაშინვე გავვარდი სახლიდან, კიბეებზე ისე ჩავრბოდი ლამის დავგორდი. მთვრალი იყო ცოტა, ისედაც შეცვლილები ვიყავით და ძლივს ვცნობდი. მაშინ პირველად მაკოცა, მერე ყველაფრის უთქმელად ჩამსვა მანქანაში, ეკლესიაში წამიყვანა და არაფერი მკითხა ისე დავიწერეთ ჯვარი. სანამ რუსეთში წახვიდოდით უკვე ვიცოდით რომ გოგო იყო, ამოჩემებული ჰქონდა ელიზაბეტი უნდა დავარქვაო. -რატომ არ გვითხრა ჩვენ? -არ ვიცი. -და შენ რატომ არ გამოჩნდი ამდენ ხანს? ბავშვს ბებოპაპა ყავს, ძმა ყავს და შენ ისევ დამალული ხარ. -არ ვიცი როგორი დამოკიდებულება ექნება მარინას… -რაზე ამბობ სალო? ოცი წლის წინ მომხდარ ამბავზე ფიქრობ? -არ ვიცი. -ბავშვს მარტო როგორ ზრდი? -მე მაინც არ დავუჯდებოდი მარინას სახლში, არაფერი არ მინდა არავისი, ლიზას ისედაც აქვს ალეკოს გვარი. -ასე არ შეიძლება სალ. ბავშვი კოპიო მამამისია… ასე როგორ დაიმსგავსა ტო. -ვიცი, რომ ვუყურებ სულ ჩვენი ბავშვიბა მახსენდება. -ძმა მყავს? -კი პატარა გყავს, შენზე დიდია და ისიც სკოლაში დადის. -მეც მივედი სკოლაში. - შოკოლადიანი ყუჩები გაილოკა, თან ბურდულს უყურებდა. - ჩემი ძმის ნახვა მინდა, ჩემს მეგობარს ყავს დიდი ძმა და სულ ჩვენთან არის, გვეთამაშება ხოლმე, გიოს ეჩხუბა სკოლაში ჩემს გამო. -გიო ვინაა? - წარბები ასწია გუგამ, უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს იყო ადამიანი ვინც ამდენი ხნის მანძილზე სჭირდებოდა სულის დასამშვიდებლად. ინსტიქტურად გაუჩნდა მასზე ზრუნვის ვალდებულება. -ჩემი კლასელი, ვუყვარვარ და ყვავილი მაჩუქა. თოკო გაბრაზდა რომ გაიგო, უთხრა აღარ დაელაპარაკოო და მართლა აღარ მელაპრაკება. - მხრები აიჩეჩა ტუჩებ დაბრეცილმა, ბურდულს კი გაეცინა. ალბათ გაგიჟდებოდა ალეკო აქ რომ ყოფილიყო და ეს ყველაფერი მეოსმინა. -მერე? გინდა ვუთხრა მაგ თოკოს შენს ამბებში არ ჩაერიოს? - ქვედა ტუჩზე იკბინა და თვალებ გაფართოვებული ბავშვის დანახვაზე ჩაეცინა. -არა! მომწონს ეგრე რომ შვება, მაგრამ არავის უთხრა. - ბურდულისკენ გადაწეულმა ჩურჩულით ჩაილაპარაკა გუგასაც ყურებამდე გაეღიმა. -კარგი… - თვალი ჩაუკრა ბავშვს. - მერე განახებ შენს ძმას აუცილებლად. -შენსკენ რა ხდება გუგა? როგორ ხარ? -ვცდილობ შევეჩვიო ყველაფერს. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ევას გახედა შოკოლადის ტორტის ჭამაში გართულს ტუჩები რომ ესვრებოდა და დაუფიქრებლად ილოკავდა. ისე უნდოდა ეკოცნა სისხლი აუდუღდა. - საპირფარეშოში გადი, ორ წუთში გამოვალ. - ლოყაზე აკოცა და შეუმჩნევლად ჩასჩურჩულა ყურში. -მეც ვეხმარები. - გაიღიმა აბაშიძემ, შემდეგ ფეხზე წამოხტა. - საპირფარეშოში გავალ. - როგორც კი თქვა მაშინვე შებრუნდა, სალომს კი ღიმილი აეკრა სახეზე. -მიდი წაყევი. -რა? - უცებ შეხედა დაბნეულმა, მერე გაიცინა და ისიც საპირფარეშოსკენ დაიძრა. ევა კედელზე იყო მიყრდნობილი კარი რომ შეაღო ბურდულმა, წამსვე მიუახლოვდა და მაშვინე ტუჩებზე დააცხრა. - ჯანდაბა როგორ მჭირდები ახლა პატარავ. - ევას ტუჩებზე ამოილაპარა, შემდეგ მაღალწელიანი შარვლის შესაკრავი გაუხსნა და მოხერხებულად ჩაძვრა შასცლის ქვეშ. -გუგა არ გინდა… აქ არა გთხოვ. - თავი ამოაყოფინა ყელიდან და ამღვრეულ თვალებში ჩახედა. -ევა… - თვალებ ჩაწითლებული უყურებდა მწვანეებში და თავს ძლივს აკონტროლებდა. არაფერი უთქვამს აბაშიძეს, თმებში შეუცურა თითები, ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ მჭიდროდ მიეკრა ტანზე, უბრალოდ ჩაეხუტა და ბურდულსაც ნელ-ნელა სუნთქვა დაუმშვიდდა. ქალის სურნელს ისუნთქავდა, სიგარეტის კვამლივით ედებოდა ფილტვებს მისი კანის სურნელი, ამშვიდებდა, თავს უბრუნებდა და აზრზე მოყავდა. - მადლობა. - ევას სახე მოიქცია ხელებში და ტუჩები დაუკოცნა. -საჭირო არ არის ხომ იცი. - ლოყაზე მიეფერა, თითქოს მზერით აგრძნობინებდა ბურდულს რომ მისი ესმოდა. -ასეთ ადგილებში როცა ჩემთან ერთად ხარ ეცადე ტუჩებს არაფერი უქნა… და იმ ნამცხვრის ჭამა არც იფიქრო. -ნამცხვრები ჩემი სუსტი წერტილია, მითუმეტეს შოკოლადის. -გავიდეთ. - კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ მოწესრიგდნენ, ევას კარი გაუღი და პირველი გაატარა. მაგიდასთან მჯდომი სალომე მისკენ მიმავალ წყვილს უყურებდა და ღიმილს ვერაფრით იშორებდა სახიდან. - ლიზიკო მოსანათლი გვყავს ხო სალო? -ალეკოს უნდოდა რომ შენ მოგენათლა, ასე რომ ჰო, მოსანათლი გვყავს. -ყველაფერს მოვაგვარებ ამ დღეებში. მარინას და გიასაც ვანახოთ ბავშვი. -გუგა არ მინდა. -მე გავივე, ასე რომ არაფრის დამალვას არ ვაპირებ, გეყოფა ყველასგან დამალვა. შენ ხარ ალეკოს ცოლი… -მხოლოდ ღმერთის წინაშე. -მთავარი ეგ არის, თან კალიცოს ისევ ატარებ. -მართალია გუგა… ნუ მე არავის ვიცნობ, არ ვიცი როგორი ხასიათი აქვთ და საერთოდ აზრზე არ ვარ აქ რა ხდება, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე დიდი პრივილეგია შენ გაქვს. დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად უყვარდი ალეკოს, თან გყავს შვილი შენი საყვარელი კაცისგან, რომელიც სასწაულად ჰგავს იმ ბიჭს ქვაზე რომ იყო დახატული. ექვსი წელი იმალებოდი და რის გამო? ბავშვსაც მოაკლდა ნათესავების სითბო, იმათმა კი არც იციან გარდაცვლილი შვილის მსგავსი არსება თუ არსებობს. ვერასდროს ვიტანდი ტყუილებს და მნიშვნელოვანი იმფორმაციის დამალვებს. ბოლოს ყველაფერი ირკვევა, წაგებული კიდევ დამმალავი რჩება. თან ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. არ ვიცი, შეიძლება არც მაქვს ამ საქმეში ჩარევის უფლება, უბრალოდ ჩემს აზრს გეუბნები. -რას იზავ? - ცოტახანი ევას აკვირდებოდა ბურდული, შემდეგ სალომეს გადახედა. -ხვალ წავიდეთ. - ბევრი ფიქრის შემდეგ თქვა და ბურდულსაც წამსვე გადაურბინა ღიმილმა სახეზე. -ძალიან კარგი. - კმაყოფილს გაეღიმა, შემდეგ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და სახელის დანახვაზე მობეზრებულმა აატრიალა თვალები. ხმა გაუთიშა, ნომერი კი ისევ ჩანდა ეკრანზე. -უპასუხე. - თვალებით ანიშნა ევამ. -მეზარება. -მიდი, რა იცი რა ხდება. - თვითონ უპასუხა ზარს და ტელეფონი ყურზე მიადო ბურდულს. მაშინვე თვალები დაუბრიალა გაბრაზებულმა. -გისმენ ანა. -გუგა… - ისეთი ჩამწყდარი ხმა ჰქონდა მაშინვე მიხვდა ბურდული რომ ქალი ტიროდა, რაზეც გაუაზრებლად დააახლოვა წარბები. -რა გჭირს? -შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? -რატომ? მოხდა რამე? -მოდი რა გთხოვ. -ანა რა ჯანდაბა გჭირს? - უცებ დაუქნია ხელი მიმტანს და სწრაფად მისულს ანგარიში მოსთხოვა. -ცუდად ვარ. -ხოდა რატომ? -მოდი უბრალოდ. -კარგი… მისამართი გამომიგზავნე. - ტელეფონი გაუთიშა და იქვე მაგიდაზე მიაგდო. -რამე მოხდა? -მე რა ვიცი, პირველად გავიგონე ამ ქალის ასეთი ხმა. - თითქოს არც აინტერესებდა, სინამდვილეში საერთოდ არ უნდოდა წასვლა, ეზარებოდა ყველაფერი, მაგრამ მამამისისთვის მნიშვნელოვანი იყო ანა, ამიტომ ასეთ დროს მარტო ვერ დატოვებდა. -ანასთან მიდიხარ? -ჰო, დაგტივებთ თქვენ სახლში და წავალ, ვნახავ რა სჭირს. -კარგი. - მხრები აიჩეჩა, თან უკვე გაციებული ყავა უგემოვნოდ მოსვა. როგორც კი შეკვეთის გადაიხადა გარეთ გავიდენენ, მანქანით მიიყვანა სახლამდე სალომე და ბავშვი, შემდეგ ევას სახლისკენ დაიძრა. - ვაიმე ჩემი პატარა სულ დამავიწყდა. - მოულოდნელად წამოიყვირა და ბურდულმაც გაკვირვებულმა გადახედა. - ისეთი პატარაა დივნიდან ვერ ხტებოდა, რომ გადმივარდნილიყო? -მერე რა, კატაა. -პატარაა! - წარბშეკრულმა გადახედა ბურდულს. - რა გაცინებს გუგა? სერიოზულად ვნერვიულობ… შენი შვილი რომ დაგეტოვებინა მარტო სახლში არ ინერვიულებდი? -ნუ გამაგიჟებ ევა, შენ თუ ასე პანიკებში ჩავარდი უკან წავიყვან. -ცოტა ჩქარა წადი… საჭმელიც არ მაქვს.. რძეს დავალევინებ. -მართლა არ ხარ ნორმალური. -ვინმე გყავს? - მოულოდნელად ჰკითხა და ბურდულმაც გაოცებულმა გადახედა. -რეებს მეკითხები? - წარბები ასწია გაკვირვებულმა. -აბა ამდენ ხანს სად იყავი. -ხომ მითხარი აღარ მოხვიდეო? -მაშინ რატომ მაჩუქე ლუსი გუშინ. -მომინდა რომ გამეხარებინე ევა, რა კითხვებს სვავ? თუ რამე გაწუხებს და თქმა გინდა პირდაპირ მითხარი. -სხვასთან ხარ და მერე ჩენთან მოდიხარ? -ევა… -მითხარი უბრალოდ. -შენ მითხარი რომ არ გინდოდა ჩემთან ყოფნა. - არ შეუხედავს ისე თქვა, შემდეგ ევას კორპუსის წინ გააჩერა. -მადლობა. -სად გარბიხარ. - მანქანიდან ნახევრად გადასული უკან დააბრუნა და თავისკენ შეატრიალა. - შენს საქციელს ვერ ვხვდები. -აღარ მოხვიდე, დაივიწყე რომ ვარსებობ და არაფერი გამომიგზავნო. -ხოარ უბერავ გოგო? მარტო გინდა დამტოვო ახლა? -რას აკეთებ ჩემთან სექსის მეტს? გეყოლება ვინმე. - სწრაფად გადახტა მანქანიდან და კორპუსისკენ დაიძრა. თვალებ ანთებული უყურებდა ბურდული, ბრაზი აწვებოდა, ლამის გაკიდებოდა და რამე ისეთი დაეშავებინა რითაც ატკენდა. სწრაფად დაძრა მანქანა, ბორბლების წუილით გაკვეთა ქუჩა და მთავარ გზაზე გადავიდა. გაბრაზებული ფიქრებში იგინებოდა, ფიქრობდა რომ აღარ ნახავდა, მაგრამ გაძლებდა კი აბაშიძის გარეშე. უამრავი ქალი იყო ირგვლივ, მაგრამ ევასთან სხვანაირი აურა ტრიალებდა, სხვანაირ გარემოს ქმნიდა გარშემო, დადებითად მუხტავდა ადგილს სადაც იმყოფებოდა და ბურდულიც სახლში გრძნობდა თავს. მალე მივიდა გამოგზავნილ მისამართზე, კიბეები აირბინა, ბოლოს კი ყავისფერ რკინის კარზე დააკაკუნა. მალე გამოჩნდა სქელ ირმებიან მაიკაში და თბილ პიჟამო შარვალში გამოწყობილი ქალი, სქელი ფუმფულა ხალათი მოესხა, ცხვირი და თვალები ტირილისგან სულ გასწითლებოდა, თან ბურდულს შესცქეროდა. -რა გჭირს ანა? - თითქოს ხმა მოურბილდა, რაზეც უარესად აემღვრა თვალები ქალს. -შემოდი. - თავით ანიშნა შიგნით შესულიყო, შემდეგ წინ გაუძღვა ბურდულს. ვერანაირი სათამაშო ვერ აღმოაჩინა სახლში, არც ნაძვის ხე იყო, არც ნათურები, არაფერი ჩვეულებრივი კედლების და ავეჯის გარდა. გაუკვირდა, ვერ მიხვდა რატომ იყო ახალგაზრდა ქალი ასეთ გარემოში. სავარძელში ჩაჯდა და წინ მჯდომ ანას ყურადღებით დააკვირდა. - მე… თვრამეტის ვიყავი ჩემ ქმართან ერთად რომ გავიპარე. ძალიან მიყვარდა დათო… გიჟივით, აღუწერლად. ათას სისულელეს ვაკეთებდით ერთად. მხიარული და პოზიტიური იყო, ყველაფერს კარგი მხრიდან უდგებოდა და უდიდეს პრობლემას უცებ აგვარებდა. დედამისს არასდროს მოვწონდი, თავიდან შეეჩვია იმას რომ თავის შვილმა ცოლად მომიყვანა, მაგრამ ამას ისიც დაემატა რომ ბავშვი არ მიჩნდებოდა. ყოველთვის ნამიოკებს მირტყავდა ბავშვზე გველურად, ბევრჯერ ეჩხუბა დათო ამის გამო მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ორი შესანიშნავი წელი გავატარეთ ერთად, ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა და მთავარი იყო დათო მყავდა. შემდეგ უბედური შემთხვევა მოხდა ამ დაწყებლილ დღეს, ვიღაც მთვრალი მანქანით დაეჯახა და ორ წუთში დამაქვრივა. იმის მერე უარესად შევძულდი ჩემს დედამთილს, მეც აღარ მივდიოდი იმათთან, არაფერი დამრჩა დათოსგან ორ წლიანი მოგონებების გარდა. ჩემს მშობლებთან დავბრუნდი, სწავლის გასაგძელებლად მაღაზიაში დავიწყე მუშაობა და იქ გავიცანი გიორგიც. სიგარეტს ყიდულობდა ხოლმე. შემდეგ სივი გავაგზავნე სხვადასხვა კომპანიებში და ერთ-ერთი თქვენი აღმოჩნდა, მაშინვე ამიყვანა მამაშენმა, თავის მდივნად დამსვა და დამეხმარა წინსვლაში. ცხოვრების ხალისი ნახევრად დამიბრუნდა, დღეს კი მისი დამსახურებით ვარ ვინც ვარ. ათი წელია ერთ საქმეზე ვმუშაობ… მიყვარს ეს საქმე, არ მბეზრდება და კი, მე ვიყავი უფროსი მაგ კომპანიაში, მე ვაგვარებდი ყველა საქმეს და გიორგიც თვალდახუჭული მენდობოდა. შენი დილით გაღვიძებაც ჩემი საქმეა… საერთოდ ის კომპანია ჩემი სახლია, ეს კი მეორე სახლი. მე ჩემს საქმეს ვასრულებ პირნათლად, მაგაში ვერ შემედავები, რაც შეეხება ოფიციალურად მიმართვას, შენ ვერ მოგმართავ რადგან უფროსად ვერ აღგიქვავ. დამანახე რომ ხარ უფროსი, მოიქეცი როგორც უფროსი და როგორც მოისურვებ ისე მოვიქცევი მეც. უბრალოდ ნუ მესაუბრები ასე, ვერ ვიტან როცა ჩემს პირადს ეხებიან, მაგრამ... კაცი ნამდვილად მჭირდება! დავიღალე, გადამწვარი ვარ, არავის ნერვები არ მაქვს და მეზარება ურთიერთობის დაწყების, შინაბერა ქალივით მიდის ჩემი ცხოვრება, მე კი არაფერს ვაკეთებ რამის შესაცვლელად რადგან ჩემი განრიგი არ დავარღვიო… -ანა. - საუბარი შეაწყვეტინა ბურდულმა, ფეხზე წამოდგა და ისიც წამოყენა. - მოდი აქ. - თბილად გაუღიმა, დიდი მკლავები მოხვია ქალს და მაგრად მოეხვია. - არასდროს მჯეროდა ქალის და კაცის მეგობრობის, მაგრამ ჩვენ ვცადოთ… ჩათვალე შენი უახლოესი მეგობარი ვარ, როცა რამე დაგჭირდება პირდაპირ ჩემთან მოდი, ან დამირეკე და უცებ გავჩნდები შენთან… მართალია ჯერ კიდევ არ მევასები, მაგრამ რა იცი რა ხდება… დღეს კიდე ავდგეთ, ჩავიცვათ ჩვეულებრივი მოკვდავებივით და წავიდეთ ბარში, დავლიოთ, ვიცეკვოთ და დავივიწყოთ დამპალი წარსული. - თავზე აკოცა მომღიმარმა. უცნაურად გრძნიბდა თავს, თითქოს თვითონაც ეს სჭირდებოდა. მეგობარი ქალი სჭირდებოდა, რომელთანაც დარწმუნებული იქნებოდა რომ გრძნობები არ გაჩნდებოდა. -ვერ ხარ შენ. -რა იყო? არ გინდა ჩემნაირი მეგობარი? -დღეს ლამის მაგინე, ახლა ჩემი მეგობრობა გინდა? -ერთმანეთი გვჭირდება, მე ვინმე მსმენელი, შენ კიდე ვიღაც ვინც იმ სიბნელიდან გამოგიყვანს სადაც ზიხარ, ეს ვიღაც კი მე ვარ. - ხელები გაშალა გაღიმებულმა. -არსაიდან გამოყვანა არ მჭირდება, უბრალოდ ყელში ამომივიდა შენი საქციელი, ემოციებიც მომაწვა და მომინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დამეფქვა. -კარგი ახლა, წავიდეთ კლუბში? ოღონდ ჯერ ჩემებთან მივიდეთ, დარწმუნებული ვარ გაუხარდება მამაჩემს შენი ნახვა, თან ჩემი და გათხოვდა და ავღნიშნოთ. - საძინებლისკენ წაიყვანა, შიგნით შესულმა ანას კარადა გამოაღო და საკიდზე დაკიდული კაბების თვალიერებას შეუდგა. -გათხოვდა? - გაოცებული უყურებდა გუგას, არ იცოდა გაბრაზებულიყო დაუკითხავად რომ იქექებოდა კარადაში თუ მოეთმინა და ენახა რას აარჩევდა. -ხო, გუშინ, რომნატიულობა მოუნდათ ალბათ და ახალ წელს დაიტოვა სახლში ჩემმა სიძემ. - წარბ შეკრულმა შავი კაბა გამოიღო, შემდეგ იქვე მდგომ ანას შეხედა. - გაიხადე ხალათი, ოთხმოცი კილო მგონიხარ რომ გიყურებდა რანაირად გავიგო მოგიხდება თუ არა. - როგორც კი თქვა მაშინვე მოიშორა ფუმფულა ხალათი. - აქამდე არასდროს დავკვირვებივარ შენს ფორმებს, ახლაც ვერ ვხედავ და მოდი ეს კაბა ჩაიცვი. -გამაკვირვე. -ქალებზე დახამებული და დაუკმაყოფილებელი არ ვარ ყველა მდედრს ტრა.კზე ან მკერდზერომ ვუყურო… გავალ და რომ ჩაიცმევ მითხარი… ისე ეგ შარვალი მომწონს. -გიყიდი მერე მსგავსს. -ვიმახსოვრებ. - კარი გაიხურა და გავიდა. რას აკეთებდა თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ ბუნებრივად მოქმედებდა, აღარ უშლიდა ნერვებს ჯერჯერობით ანას საუბარი, ამიტომ სადამდეც გასწვდებოდა იქამდე იქნებოდა ამ ქალთან. - რა ქენი? შემოვიდე? -მოდი. - როგორც კი კარი გააღო სარკესთან მჯომ ქალს შეეჩეხა, მაკიაჟს იკეთებდა და სულ არ აქცევდა ყურადღებას გუგას მზერას. -წამოხტი დამენახე. -დამაცადე ორი წუთი. -ისე კარგი გემოვნება გაქვს. - ოთახი მოათვალიერა, შემდეგ ანას მიუახლოვდა, მაგიდას დაეყრდნო და დააკვირდა როგორ იკეთებდა მაკიაჟს. შემდეგ თვალები მკერდისკენ გადაიტანა, დეკოლტიდან დამაზად რომ მოუჩანდა, შემდეგ ქალის წრვილ წელს ჩააყოლა თვალები და გაიცინა. - გიხდება. -მადლობა… შენ სად იყავი ახალ წელს? -თორნიკესთან. -მერე? -ევასთან. -კნუტი ვისაც გაუგზავნე? -შენ რა იცი? - გაკვირვებუმა შეხედა ქალს. -ყველაფერი ვიცი რაც სამსახურში ხდება. -საბამ გითხრა? -პატარა ბიჭს რომ ავალებდი აბა რა გეგონა? მე ავარჩიე ეგ კნუტი… ისე მოეწინა? -უყვარს უკვე. დღეს ერთი საათით დატოვა მარტო და პანიკებში ჩავარდა, რამე არ იტკინოსი. -რა საყვარელია. -არანორმალურია. - ჯერ გაეღიმა, შემდეგ გაახსენდა გაბრაზება და წამსვე შეკრა წარბები. -რა მოხდა? -მიმატოვა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. -მეღადავები ხო? იცი რამდენი ხანი ვეძებდი იმ დიდთავას? -ანაა… ევა ჩემია, რამდენჯერაც არ უნდა თქვას აღარ მოხვიდეო მაინც მივალ და ისიც მიმიღებს. კატას კიდე შვილივით მოუფრთხილდება ნუ ნერვიულობ. - გასასვლელისკენ წასულს უკან გაჰყვა, შემდეგ კი მასთან ერთად დატოვა სახლი. ხედავდა ანა როგორ ნერვიულობდა ბურდული, მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა. არ ყოლია დედმამიშვილი, არ იცოდა როგორი გრძნობა იყო ეს ყველაფერი და ვერც იმას იტყოდა რომ ბურდულის ესმოდა. ხმის ამოუღებლად იმგზავრეს, ბოლოს სახლის წინ გააჩერა მანქანა და ანას გადახედა. ერთი შეათვალიერა სახეზე, დააკვირდა მის ემოციებს, შემდეგ ჩაიღიმა და თვალი გაუსწორა ანას. -მზად ხარ წარსული უკან დატოვო? -უკვე წლებია ახალი წელი არ აღმინიშნავს. -წავედით? -ჰო. - უცებ გადავიდა მანქანიდან, გუგაც გადაჰყვა და ერთად მივიდნენ სახლში შესასვლელ კარამდე. უცებ შევიდა ბურდული და ანაც უკან გაიყოლა. - დედაა! -მოხვედი?! - გახარებული გამოვარდა ქალი და მაშინვე მოეხვია შვილს. - უი ანა… გილოცავ ჩემო კარგო. -მადლობა. - თბილად გაუღიმა. მაშინვე იგრძნო რაღაც ახალი მუხტი, სიხარულით აივსო და მიხვდა რომ ეს მოლოცვები აკლდა. -მოდი შემოდით. - მისაღებისკენ წაიყვანა ორივე. ძალიან გახარებული ჩანდა, რამაც ცოტა დააეჭვა ბურდული და წარბშეკრული აედევნა უკან. მისი ეჭვებიც გამართლდა. იქ იყო სესილია თავისი “ქმრით”. იღიმოდა, თან ბურდულს უყურებდა და ცდილობდა მისი ემოციები წაეკითხა, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ხვდებოდა რას ფიქრობდა იმ წუთებში გუგა. ანა ყველას მიესალმა, ყველას მიულოცა, ბურდული კი ისევ ისე იდგა და სესილიას ათვალიერებდა. -გუგაა… - ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა ძმას. -გილოცავთ. - ოდნავ გაიღიმა, ლაითად გადაეხვია სესილიას, შულბზე აკოცა, შემდეგ დათას ჩამოართვა ხელი. - არ მეგონა დღეს სახლიდან თუ გამოხვიდოდით. - ჩაიცინა, შემდეგ კი სქვარძელში ჩაეშვა და ერთად მჯდომ წყვილს შეხედა. -თქვენ ერთად რა გინდათ? - თითით ანიშნა ერთმანეთზე წარბშეკრულმა გიორგიმ, ანამ კი მაშინვე გუგას გადახედა. -რა უნდა გვინდოდეს მამა? - ისევ ჩაიცინა, თან დას უყურებდა. თავს ვერ იკავებდა, ხედავდა როგორი ბედნიერი იყო, მაგრამ მაინც ნერვები ეშლებოდა ამ ყველაფერზე. - ანას გამოცოცხლებას ვაპირებ, მხიარული მდივანი მჭირდება. ცოტახანში დილითაც აღარ დამირეკავს ხოლმე და მეც სიმშვიდეს შევიგრძნობ. - გაღიმებულმა გადახედა ანას. -უი მართლა? - გახარებულმა წამოიყვირა ნინომ. - ძალიან კარგია. გვიანობამდე იყვნენ ბურდულების სახლში. ირაკლიც შეუერთდა თავისი ცოლ-შვილით, ყველა მხიარულობდა, აღნიშნავდნენ დის გაბედნიერებას ახალწელთან ერთად. თავიდან თავს იკავებდა გუგა, ბოლოს კი მაინც მოვიდა ხასიათზე და მაინც აჰყვა ყველას ლაპარაკში. ბოლოს ხელი დაავლო ანას, ყველას დაემშვიდობა და ბარში წაიყვანა. სვამდა, საუბრობდა ანასთან და უყურებდა მოცეკვავე სხეულებს. სულ ევა ახსენდებოდა თავისი სექსუალური კაბებით, მაშინ თავის სხეულზე მიკრული ნაზად რომ არხევდა ტანს. ჟრუანტელმა დაუარა იმ ღამის გახსენებისას პირველად რომ დაეუფლა, უაზროდ გაეღიმა და იმ წამს მოუნდა რომ ისევ თავის მკლავებში ჰყოლოდა. -გუგა… -ჰო. - ფიქრებიდან გამოიყვანა ანას ხმამ და წარბაწეულმა გადახედა. - ნახე ვინმე? -რას გრძნობ ევას მიმართ? - დააიგნორა ბურდულის კითხვა და რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა ის ჰკითხა. -ვნებას. - სასმელი მოსვა და ისევ გაურკვეველი მიმართულებით გაიხედა. -კიდე? -ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ როგორიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მიგვრძვნია. სხვა განზომილებაში გავდივარ როცა ევასთან ვარ. -მერე აქ რას ზიხარ? -აქ შენს გამო ვზივარ სხვათაშორის. -იცი რასაც გეკითხები! რატომ იკავებ თავს. -არეული ვარ. უფრო ღრმად რომ შევტოპო დამერხევა, ჩავიძირები და ვეღარ ამოვალ ჭაობიდან. -მერე ეგ კარგია. -არ არის. ჩემი უახლოვესი ადამიანის შვილია. არ ვიცოდი პირველად ამის შესახებ, მერე გავიგე და ახლა შუაზე ვიხევი უკვე. - სახეზე ჩამოისვა ხელები და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -ვინმე ისეთის შვილია? -ჰო. -თვითონ იცის? -არა. -ისე ძალიან ლამაზად ხატავს. -რა საყვარელი ყოფილხარ გოგო შენ, რას მეროჟებოდი. - ცხვირზე მოუჭირა თითები სიცილით. - ბართან რომ ზის ის ტიპი, რაც შემოვედით იმის მერე გიყურებს. -მართლა? - წარბები ასწია მაშინვე, უნდოდა მიეხედა, მაგრამ ცოტახანს იცდიდა. -ხო და მგონი ჩემი წასვლის დროა. -აქ მარტო უნდა დამტოვო? რანაირი მეგობარი ხარ? -რა გინდა ვერ გავიგე? აქ ვიჯდე და ის ტიპი ჩემთან ერთად მყოფ ქალს დაადგეს? ჯერ ერთი არც დაგადგება, ვერ გაბედავს. ამიტომ ავდგები და წავალ. -ჯანდაბას, ათი წელია სექსი არ მქონია, რისთვის ვიკლავდი თავს. - უცებ წამოდგა ფეხზე და პირდაპირ ბარისკენ დაიძრა. ღიმილით გააყოლა თვალი ბურდულმა, შემდეგ მთლიანად ჩაცალა სასმელი და ბარი დატოვა. გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, სიგარეტს მოუკიდა, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და სახლში წავიდა. *** თვალით აღარ უნახავს მას შემდეგ გუგა ბურდული, თითქოს საერთოდ გაქრა და დარჩა მხოლოდ გონებაში, ასევე ტილოზე აღბეჭდილ ნახატებზე, რომლის რაოდენობაც დროდადრო იზრდებოდ. მთლიანად რომ ამოწურა ყველა მოგონება მერე მიხვდა როგორ აკლდა ამ დროის მანძილზე. ვეღარაფერს ხატავდა, ვეღარაფერს გრძნობდა მონატრების გარდა. დივანზე წამოკოტრიალებული კინოს უყურებდა, მკერდზე ლუსი ეწვინა და ნაზად ეფერებოდა ფუმფულა ბეწვზე. კარზე ზარმა დაურღვია იდილია, იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო, გაზრდილი ქალბატონი დივანზე დასვა და კარისკენ წავიდა, მაგრამ სწრაფად ჩამოხტა ძირს ლუსიც, უკან აედევნა აბაშიძეს და სახლში შემოსულ ქალს ფეხზე გაეგლასუნა. -მომაშორე ეს არსება შენი ჭირიმე. - სწრაფად დაიძრა მისაღებისკენ ვარდებით ხელში. -ეს მე მომიტანე? - ხელში აიყვანა კატა და გაოცებული გაჰყვა უკან დააქალს. -ჰო აი სულ მე მოგიყანე… შენს კარებთან იდო. -ისევ? - უცებ გამოსტაცა ხელიდან და ვარდებს დასუნა. - ნეტა გამაგებინა ვინაა, ან საიდან იცის ამ ვარდებზე რომ ვაფრენ. -შენი ნახატები ნახა ალბათ, საიდან უნდა იცოდეს. - სამზარეულოში გასულმა ჯერ მაცივრის კარი გამოაღო, ერთი მოათვალიერა და ისიც დაინახა რაც ყოველთვის ეგულებოდა აბაშიძის მაცივარში. შოკოლადის ტორტი გამოიღო ორი ყავა გააკეთა და იქვე ჩამოჯდა. - იქნებ გუგა გიგზავნის? -არამგონია. -რატომ? ეს გასიებული ხომ გამოგიგზავნა. -ეგეთი არ არის, ვარდებს არასდროს მაჩუქებს ვიცი, ჩუქება რომც უნდოდეს მოვიდოდა და პირდაპირ მომცემდა… მაგრამ ბოლოს ისე დავშორდით არამგონია მოვიდეს. -ვაიმე ევა ტვინი წაიღე უკვე! - თვალები აატრიალა დაქალის წუწუნით დაღლილმა. მართალია ყოველთვის მის გვერდით იყო და იქნებოდა რაც არუნდა მომხდარიყო მაგრამ უაზროდ წუწუნი და არაფრის კეთება უკვე ჭკუიდან შლიდა. - გინდა გუგასთან? მაშინ აწიე ტრ.აკი, წადი და მიიღე ის რასაც გთავაზობს, თუარ გინდა ნუ იქცევი ისე თითქოს გამოგიყენეს და მიგაგდეს, შენ თვითონ არ უშვებ შენთან! -ხმას აღარ ვიღებ… რა ქენი, ნახე ლაშა? -ვნახე. - მაშინვე გაებადრა სახე და ევასაც გაეღიმა. -რაო რა თქვა? - ისე იყურებდოდა ნიტა, ადვილი მისახვედრი იყო რაც მოხდა წინა ღამეს, მაგრამ მაინც აინტერესებდა ყველფერი. -მართლა არ ყოფილა ყველაფერი ისე როგორც გაიგეო… მიყვარხარ და შენს მერე არავისთან ვყოფილვარ, თუ ჩემი არ გჯერა და არ მენდობი სათქმელიც არაფერი მაქვსო. ხოდა დავიტოვე, მაგის გარეშე რა გამაძლებინებს. -ხომ იციდჯ რომ არ უღალტია, რატომ აწვალებდი? -მიყვარს თავს რომ იმართლებს ხოლმე, მეფერება, მკოცნის და მეუბნება რომ ვუყვარვარ. აბა ისე ერთ სიტყვასაც ვერ ათქმევინებ. - ტუჩები დაბრიცა და ევაც გააცინა. შემდეგ ისევ გაისმა კარზე ზარი, სწრაფად გავიდა, კარები გამოაღო, მაგრამ იქ არავინ დახვდა. მერე ძირს დაიხედა, დაინახა ყუთი რომ იდო, სწრაფად აიღო და შიგნით შევიდა. - ერთ დღეში ორი საჩუქარი? -მგონი მანიაკი ავიკიდე. - სწრაფად გახსნა ყუთი, შიგნით კი ლამაზი ყელსაბამი იდო წერილთან ერთად. -“გამიხარდება თუ შენს ყელზე დავინახავ. მომენატრე.” - უცებ ამოიკითხა და გაოცებულმა შეხედა დაქალს. - ნიტა მიშველე. -იქნებ მართლა გუგაა და რომანტიულობამ შემოუტია. -მომენატრეო… ვინმე მყავდა და არ ვიცი? -მიდი დაურეკე და კითხე. -არ მინდა. -გაიგებ მაინც ეგ არის თუ არა. -ნიტაა! არ არის გუგა ვიცი! -მალე თორემ გცემ. - უცებ აიღო ევას ტელეფონი და თვითონ გადარეკა ბურდულთან, შემდეგ ევას მიაჩეჩა ხელში. ისედაც იცოდა ბურდული რომ არნიქნებოდა, მაგრამ უნდოდა ისევ მიეყვანა გუგა აბაშიძემდე, შემდეგ ევას კარგად ყოფნით თვითონაც მშვიდად განაგრძნობდა თავის საყვარელ კათან ყოფნას. -შენ ვერ ხარ? ახლა იფიქრებს რომ მომენატრა და მაგიტომ ვურეკავ… არ არის გუგათქო რომ გეუბნები რატომ არ გესმის? - გათიშვას აპირებდა მისი ხმა რომ გაიგო და ტანში სასიამოვნოდ გასცრა. -რა ხდება ევა? - თავიდან ეგონა მართლა მონატრების გამო ურეკავდა, შემდეგ აზრები შეეცვალა და წარბშეკრული დაელოდა როდის ამოიღებდა ხმას ქალი. - ევა! -არაფერი, ნიტას გამოეშვა ზარი შემთხვევით. -რა ხდება მითხარი? -არაფერი, წავედი არ მცალია. -ვიღაც საჩუქრებს უგზავნის! - უცებ წამოიყვირა ნიტამ, ევამ კი წამსვე გათიშა ტელეფონი. -შენ ნორმალური თუ ხარ. -ვნახოთ აბა რას იზავს. -რა უნდა ქნას, საერთოდ არ ეხება მაგას ეს თემა, ხომ გითხარი გუგა არ იქნებათქო… სპეციალურად დარეკე ხო? - ბოლოს მიხვდა და თვალებ დაწვრულებული დააკვირდა დაქალს. -მაინტერესებს რას იზავს. - ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ წავიდა. -სად მიდიხარ? გააფრინე? -ნუ ატეხავ პანიკებს, მოვა ის კაცი და აქ ხომ არ დავრჩები თქვენს საყურებლად. - არაფრის თქმა არ დააცადა ისე გამოაღო კარი და გარეთ გავარდა. -მოგკლავ. -მერე მომიყევი. - ლოყაზე აკოცა, შემდეგ კიბეებისკენ წასული მალე მიეფარა თვალს. ანერვიულებული დადიოდა სახლში, იმაზე ცალკე ნერვიულობდა რომ იცოდა გუგა მივიდოდა, ცალკე კი იდუმალ თაყვანისმცემელზე, რომელიც უკვე აშინებდა. ლუსი წინდაუკა. დაყვებოდა, ფეხებზე ეგლსუნებოდა და ბოლოს მაინც ააყვანინა თავი პატრონს. კრუტუნით ულოკავდა ცხვირს, თან თათს ლოყაზე ადებდა. ათ წუთში კარზე ბრახუნი ატყდა და ევაც მაშინვე მიხვდა ვინ იქნებოდა. კატა იქვე დასვა, თვითონ კი კარის გასაღებად წავიდა. გული ისე უცემდა ეგონა გაუსკდებოდა, ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და ცდილობდა ის ანერვიულება არ შეემჩნია. სახელურზე მაგრად მოჭერილი ხელით გააღო კარი და მონატრებულ შავ თვალებსაც შეეჩეხა, სიბრაზისგან რომ ანთებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.