შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყება 1


29-11-2019, 21:18
ავტორი brunchi
ნანახია 1 339

-მია გთხოვ გონს მოეგე-მიყვირა მაკამ და შემანჯღრია-ნუ მიიღებ ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას
-რა ვქნა მაკა რა?!- არც მე დავაკელი ყვირილი-არ შემიძლია ამ ბავშვის გაჩენა, არ შემიძლია-ვიმეორებდი
-მია დაფიქრდი, რა დააშავა ამ პატარამ, რატომ უნდა მოუსწრაფო სიცოცხლე- უკვე მშვიდად საუბრობდა მაკა
-მაკა დამეხმარე, აღარ შემიძლია ვეღარ ვუძლებ, არ ვარ ასეთი ძლიერი რომ ამდენი რამ გადავიტანო-უკვე ვტიროდი
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია შენ არ ინერვიულო- მე და შენ ამ ლამაზ პაწუკას გავზრდით- თავზე ხელს მისმევდა მაკა
-მაქსიმემ რომ გაიგოს მერე რა ვქნა?!-ამოვსლუკუნე ჩემთვის
-მია, -მშვიდად დაიწყო საუბარი მაკამ- მგონია რომ მაქსიმეს აქვს უფლება იცოდეს ამ ბავშვის შესახებ
-არა გესმიის?! არაა-ვიყვირე და ფეხზე ავდექი-არ აქვს-ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის
-მია ბავშვის მამა მაქსიმეა რაც არ უნდა იყოს გაგიჟდება რომ გაიგებს შენ ეს ამბავი დაუმალე-მაკა ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე, მაგრამ გონება ისე მქონდა არეული ვერაფერს ვაანალიზებდი.
-მაკა უკვე ძალიან დავიღალე-დივანზე მაკას კალთაში თავი ჩავუდე და თვალები დავხუჭე
-დამშვიდდი ჩემო პრინცესა ყველაფერი კარგად იქნება-იმდენად მესიამოვნა ეს მყუდროება მალევე ჩამეძინა.
იმდენად უშფოთველად მეძინა მეც კი მიკვირდა, სიზმარიც კი ვნახე როგორ ვეფერებოდი ჩემს ჯერ არ დაბადებულ პატარას და შემრცხვა ჩემი თავის, რა სისულელეებს ვლაპარაკობდი ცოტა ხნის წინ, იმდენად მრცხვენოდა რომ არც კი ვიცი რომ დაიბადებოდა თვალებში როგორ შემეხედა. უბრალოდ იმდენად ვიყავი გამწარებული რას აღარ ვფიქრობდი, მაგრამ მაკა მართალი იყო რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა, სრულიად არაფერი, და სწორედ მის გამო არ ვნანობდი წარსულს, რაც ჩავიდინე მხოლოდ ამის გამო ღირდა.
მაგრამ ჩემი მშობლები რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ ალბათ ამ ამბავს ვერც გადაიტანდნენ, არ ვიცი მე თვითონ რა დამემართა, რატომ დავუშვი ასეთი საქციელი მაგრამ მხოლოდ ჩემი ანგელოზის გამო ღირდა ის ტანჯვა რაც გამოვიარე.

......

-მაქსიმე გონს მოეგე, შენ საერთოდ ნორმალური ხარ?- იყვირა ლევანმა და ფეხზე წამოხტა, მაქსიმე ხმას ვერ იღებდა, იცოდა დამნაშავე იყო და არ ჰქონდა უფელბა თავი ემართლებინა- რატომ დაუნგრიე იმ პატარა გოგოს ცხოვრება? რატომ დაასვი ამხელა დაღი?- არ ცხრებოდა ბიჭი-გითხარი ფრთხილად იყავი მაქსიმე, გაფრთხილებდი მაგრამ არ მომისმინე, რადგან მხოლოდ შენს სურვილებს იკმაყოფილებ და სხვა ყველა ფეხებზე გკიდია, ასე არ არის?!-უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა ლევანი
მაქსიმე კი თავჩაღუნული დამნასავესავით იჯდა და ხმას არ იღებდა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა დამნაშავე იყო მაინც არ ნანობდა წარსულს, რადგან თითქოს ეს ჟინი კი არა რაღაც სხვა იყო, რაღაც უხილავი აკავშირებდა ამ პატარა გოგოსთან, მისი ყოველი გახსენებისას ღიმილი უპობდა ბაგეებს, მაგრამ რომ წარმოიდგინა ახლა რა დღეში იქნებოდა მია ნამდვილად იგრძნო თავი დამნაშავედ,
უცებ ფეხზე წამოხდა და კარისკენ გაიქცა
-მაქსიმე სად მიდიხარ?-სიტყვა დააწია ლევანმა
პასუხი არ გაუცია ისე გამოაღო კარები და მანქანაში ჩაჯდა, დიდხანს ფიქრობდა რა ექნა, სახლში გაჩერება აღარ უნდოდა ამიტომ გეზი თავისი საყვარელი ადგილისკენ აიღო, იცოდა იქ უკეთ გაანალიზებდა ყველაფერს
მალევე მიაღწია დანიშნულების ადგილს, მანქანიდან გადმოვიდა და მიეყრდნო.
თავი ხელებში ჩარგო, იცოდა დამნაშავე იყო იცოდა უბრალოდ ვეღარ გაუძლო რომ სიფრიფანა გოგონა მის სიახლოვეს იყო, იმდენად ძლიერი იყო მისი დაუფლების სურვილი და მიასგანაც წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო უფრო გათამამდა, მაგრამ ვერ გაეგო რა გრძნობას დაებუდებინა გულის სიღრმეში და გარეთ გამოსვლის საშუალებასაც არ აძლევდა.

.... 2 თვით ადრე ....

-იმდენად მიმზიდველად გამოიყურები თავის შეკავება არ შემიძლია-ცუმად ცურჩულებდა მაქსიმე მიას ყურთან და ხელით ნაზად ეხებოდა მის ნაზ კანს
-ბატონო მაქსიმე-ხმა აუკანკალდა გოგონას-გთხოვთ...-ჩუმად ჩაილუღლუღა მან
-მია მია-ნუთუ არ გესმისნრომ რაც შენ აქ შემოაბიჯე სრულიად ამერია გონება-ყურზე ნაზად აკოცა და გოგონას გაკანკალებაზე ტუჩის კუთხე ჩატეხა,
მია მალევე გამოფხიზლდა მაქსიმეს ამღვრეული თვალებით გაეცალა და კარისკენ გაიწია
-რატომ გარბიხარ? დავიჯერო შენ არ გინდა?!-დამცინავად მიაჩერდა ბიჭი
მიამ თავი იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო დიდი სიამოვნებით გაგლეჯდა შუაზე
-თქვენ თუ გგონიათ ადვილად სეძლებთ ჩემს შებმას ცდებით- არ იცოდა საიდან ასეთი გამბედაობა, ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
არც კი იცოდა რატომ მოქმედებდა ეს ადამიანი ასე ძალიან, ამ კომპანიაში მოსვლის დღიდან გრძნობდა მაქსიმეს ასეთ ყურადღებას, მაგრამ არაფრად აგდებდა, იცოდა ასეთი ტიპების ხასსიათი და ცხოვრრების წესი, ამიტომაც თავს იკავდებდა ზოგადად ბიჭებთან ურთიერთობაშიც,
მაშინ როდესაც ბიძასთან ცზოვრობდა სულ არიგებდა რომ დღეს იშვიათია სანდო ადამიანი და მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ ერთგულება; სულ მისი სიტყვები და მაგალითები უტრიალებდა თავში და სწორადაც იქცეოდა.
მხოლოდ მაკა ჰყავდა სანდო ადამიანი, გარდა რამდენიმე ნათესავისა, ის რომ არა უფრო მეტად გაუჭრიდებოდა დიდ და ხმაურიან ქალაქთან შეგუება.
ის-ის იყო ლიფტში შევიდა რომ უკან დადევნებული მაქსიმეც მიყვა.
მიამ თვალები აატრიალა და არ კი შეუხედავს ბიჭისთვის, მაგრამ თვითონ ხომ გრძნობდა დაჟინებულ მზერას, როგორ უნდოდა მალე გასულიყო აქედან და სწორედ ამ დროს იწელებოდა ის წამები.
უცებ იგრძნო ზურგზე მძიმე დელი შეხება და გააკანკალა.
-ბატონო მაქსიმე ძალიან გთხოვთ თავზე ხელ ნუ ამაღებინებთ-მკაცრად დაატრიალა თვალები და ლიფტიდან გავიდა, მაქსიმემ კი ღიმილიამი მზერა გააყოლა
-ვნახავთ პატარავ- ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ მეოთხე სართულზე აბრუნდა

იმედია მოგეწონებათ ❤



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans.

 


№2  offline წევრი brunchi

სტუმარი Mariamimari
Saintereso chans.

მადლობა ❤ იმედია მოგეწონებათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent