ბიჭი ფანჯრიდან თავი 20
- ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო... - ერთიდაიგივეს იმეორებდა გაოცებული კატო. ბოლთას სცემდა და გონებაში მილიონ ვერსიად დაფანტული აზრებისთვის თავის მოყრას ცდილობდა. ცალმხრივი სიყვარულის სიმწარე თავადაც უხვად ჰქონდა ნაგემი (ყოველშემთხვევაში მაშინ ხომ ეგონა, რომ ცალმხრივად უყვარდა) და საერთოდ არ გასჭირვებია ლანას ადგილას წარმოედგინა თავი. - რაზე დარდობს ჩემი დედოფალი? - ზურგიდან აეკრო ტატო. - ღმერთო ჩემო, რატომ ადექი? - შეიცხადა კატომ და შეეცადა მამაკაცის სიახლოვით გამოწვეული ჟრუანტელი მიეუკანასკამებინა. - ექიმმა ნება დამრთო. შენ რა გინდა, რომ სულ ვიწვე? ხეიბარი ხომ არა ვარ? - რომ არ მინდა სულ იწვე, იმიტომაც ვამბობ - ჯერ ადრეა იქით-აქეთ ხეტიალი. - მოხერხებულად შებრუნდა ქმრისკენ და კისერზე შემოხვია ხელები. რამდენიმე მოკლევადიანი კოცნით მოთაფლა და პალატაში შეაბრუნა. მართალია უკვე მესამე კვირს დაეწყო ათვლა საავადმყოფოში მოთავსებიდან და ექიმის თქმით ეს საკმარისზე მეტიც იყო სტაციონარული მკურნალობისთვის, მაგრამ კატო იმდენად შეაშინა საყვარელი მამაკაცის დაკარგვის და ვერასდროს ნახვის... ვერ ჩახუტების შესაძლებლობამ, რომ თანახმა იყო საავადმყოფოში გადმოცხოვრებულიყო, ოღონდ ტატო დაეგულებინა საიმედო ხელში. *** - კატო, ლეილასთან არ ყოფილხარ? - კითხა ტატომ, როცა როგორც იქნა საკუთარ სახლში, საძინებელში დაბრუნდა და მოხერხებულად მოეწყო საწოლზე. - არა. - მოკლედ უპასუხა გოგომ. - უნდა ნახო... ძალიან ცუდად არის. ალბათ ვეღარც იცნობ. ძალიან ნანობს რომ ვერ გიგებდა. - სინანული დაკარგულ წლებს, ბავშვობას, ბედნიერებას დამიბრუნებს? - ამ ლოგიკით ვერც მე დაგიბრუნებ დაკარგულ წლებს, უჩემოდ რომ გაატარე ჩემი მიზეზით და ვერც შენ დამიბრუნებ წლებს, შვილისგან შორს რომ გამატარებინე... მაგრამ ახლა ისევ აქ ვართ, ჩვენს სახლში და იმ ოთახში, რომელიც ყველაზე საშინელი სცენის მოწმე გახდა. - ეს რა შუაშია. - ხელი აიქნია კატომ და შეეცადა მზერა აერიდებინა ქმრისთვის. - იმ შუაშია, რომ თურმე სინანული ზოგჯერ ყველაფერს ცვლის. გთხოვ მიდი მასთან. ჩათვალე, რომ ეს თხოვნაა ჩემი. - მაშინ იმის დროც დამდგარა შენი და სახლში დააბრუნო. - მოულოდნელად თემა შეცვალა კატომ და ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში. - არ გამოვა ეგ ამბავი. - რატომ? -იმიტომ. - ტატო! - სახლში ერთ ჭერ ქვეშ ვერ ვიცხოვრებ ადამიანთან, რომლისაც სულ შემეშინდება, რომ ჩემს ცოლ-შვილს რამეს ავნებს. - იქნებ ისიც ნანობს. - არ იქნება ასე. - ჯიუტად და დარწმუნებით თქვა ბიჭმა. - რატომ დაუშალე იოსკას სიყვარული? ჩემი აზრით მშვენიერი წყვილი იქნებოდნენ. - ტაატაომ გაკვირვებით შეხედა. - შენ საიდან იცი ამის შესახებ? - რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ვიცი... და კონტრშეკითხვით თემისთვის თავის არიდებას ნუ ცდილობ. - იოსკა არასდროს შეამჩნევდა ლანას და იმ სიმწარისთვის ვერ გავიმეტე რასაც ისეთი ადამიანის სიყვარული ჰქვია, რომლისთვისაც არასოდეს გახდები მნიშვნელოვანი. ავუკრძალე მასზე ფიქრიც კი და მეგონა ბავშვური გატაცება იყო და მალე გადაუვლიდა. - სინამდვილეში კი გააბოროტე ტატო. ასე დაუფიქრებლად როგორ მოიქეცი. - კატო გამიგე რასაც ვამბობ. იოსკა ძმასავით იყო და არის ჩემთვის. იმ კონკრეტულ სიტუაციაში ვიცოდი, ლანა ვერ გახდებოდა ქალი, რომელიც მის დაუმორჩილებელ და ბოჰემით სავსე ცხოვრებას ფეხს აუწყობდა ან მითუმეტეს მოარჯულებდა. საბოლოოდ გული ეტკინებოდა მე კი იძულებული ვიქნებოდი ორი ძვირფასი ადამიანი ერთდროულად დამეკარგა. - სხვის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოგაშლევინო... იცი, რომ სანამ შენ აქ კანონებს ბეჭდავ შენი და ბაზარში ხილ-ბოსტნეულს ყიდის? - ტატოს თითქოს ტყვიამ გაუგლიჯა ისედაც მტკივანი გული. ერთხანს სიტყვა ვერ ამოიღო. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ კატომ ძალიან კარგად იცოდა როგორ ებრძოდა ახლა საკუთარ თავს. შეებრალა კიდეც მაგრამ არჩია მარტო დაეტოვებინა და თავად გადაეწყვიტა რა ერჩივნა. უხმაუროდ დატოვა ოთახი და შვილი მოიკითხა, რომელიც ბოლო პერიოდში ცოტა არ იყოს უყურადღებოდ ყავდა დატოვებული. თუკი ადრე მხოლოდ მასთან ატარებდა მთელ თავის დროს ახლა შეამჩნია, რომ დღის განმავლობაში არც იცოდა რას აკეთებდა ბებიასთან და გადარეულ იოსკასთან ერთად. *** - გამარჯობა მამიდა. - გაფითრებულ და გაოცებულ ლანას წინ დაუდგა ხუთიოდე წლის ბიჭი და ხელი გაუწოდა. გოგო გაშრა უცებ ვერ მიხვდა ვინ იყო ბავშვი და მამიდას რატომ ეძახდა. - გაგიმარჯოს პატარავ. აქ საიდან გაჩნდი? - გაუღიმა ბავშვს და თავადაც უნდოდა შეეგებებინა ხელი, მაგრამ თავისი დახეთქილი და დაკოჟრილი ხელი, რომ გაახსენდა გადაიფიქრა. - იოსკა ძიამ მითხრა, რომ ჩემი მამიდა ხარ და ამიტომ მოვედი. - იოსკამ? მამიდა?... - ჰო. მითხრა ყველაზე ლამაზს ვისაც დაინახავ ის არის შენი მამიდაო. - ტიკტიკებდა ბაჩო და ვერც ი წარმოიდგენდა მისი ყოველი სიტყვა როგორ ნემსებივით ერჭობოდა გულში ისედაც დაჩიავებულ გოგოს. ცრემლებმა დაუკითხავად გადმოკვეთეს ჯებირები. გრძელ წამწამებს დაეკიდნენ და სწრაფად გაიკვლიეს გზა ღაწვებიდან მკერდის ღარისაკენ. - გთხოვ ნუ იწვალებ თავს და ნურც მე მაწვალებ. წამოდი ჩემთან. - მის წინ უკვე იოსკა იდგა და მზერით უკოცნიდა სახის კუთხე-კუნჭულს. ლანამ გულში ჩაიკრა ბაჩო. გასაშვებად არ ემეტებოდა კოცნიდა და ეფერებოდა პაწაწინა სხეულს და მილიონჯერ მაინც გაუმეორა, რომ ძალიან უყვარდა. - იმედია, ოდესმე ჩემი მისამართითაც მოვისმენ ამ სიტყვებს შენი ბაგეებიდან. - ბავშვი ხელიდან ააცალა და თავად ჩაიკრა გულში ქალის ათრთოლებული სხეული. - ვიცი, რომ ჩემს გამო ბევრი გეტკინა მაგრამ უნებურად. გევედრები შეეცადე მაპატიო. გთხოვ წამოდი ჩემთან. - ჩემი ძმის ნების წინააღმდეგ ისედაც ბევრჯერ წავედი და ამით მხოლოდ უბედურება მოვიწიე. ამჯერად აღარ მინდა ჩემმა საქციელმა კიდევ ერთხელ ატკინოს. ტკივილამდე მიყვარხარ, მაგრამ მაპატიე. მე აქ დავრჩები. იქ, სადაც ყოფნაც დავიმსახურე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.