შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი - ნაწილი 4


30-11-2019, 01:51
ავტორი tsira1808
ნანახია 1 549

თავი 4
ლუკა დღეს ტასოს მეწყვილეა. ქალაქში არსებული საცობების გამო, ღონისძიებაზე მიმსვლელთა შორის ისინი ბოლონი არიან. ვერ ხერხდება, რომ ანასტასია თავის ბიძაშვილებთან ერთად გამოჩნდეს წვეულებაზე. შესაბამისად, კახის ბრძანებით, ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში ლუკას უწევს ტასოს პარტნიორის როლის მორგება. რა თქმა უნდა, დაგვიანების გამო სათითაოდ რეკავს დადიანების ოჯახის თითოეული წარმომადგენელი, თუმცა, ტასოც და ლუკაც მშვიდად შეხვდნენ ამ ამბავს და აუღელვებლად პასუხობდნენ, თუ რამდენ ხანში მოახერხებდნენ დანიშნულების ადგილას მისვლას.
საღამოს ცხრის ნახევარი სრულდება... ბოჰემური დარბაზი სტუმრებს თავისთან იხმობს. ხალხის ყურადღებას გარემოს შემდგომ კლასიკური მუსიკის ჰანგები იპყრობს. ჩელო, ვიოლინო, კლავიში, გიტარა, საქსაფონი და ამასთან ერთად ცნობილი მუსიკოსები. თითქოს ყველა საკრავი გაერთიანებულა და ერთხმად ცდილობენ თავიანთი სათქმელის მსმენელამდე მიტანას... დარბაზში ნაღებ საზოგადოებას მოუყრია თავი. მამაკაცების საქმიანი საუბარი ჰარმონიულად ერწყმის მოდურად და ელეგანტურად გამოწყობილ ქალბატონთა ხალისიან ტემბრს, რომელთა უმეტესობის საუბრისა და ქილიკის თემაც სხვა, მათი გემოვნებისთვის შეუფერებელი და არასასურველი ვიზუალის მქონე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გამხდარან, თუმცა, ეს უკანასკნელნი,რატომღაც,მაინც საჭირონი არიან ლამაზმან კრიტიკოსთათვის თავიანთი მეუღლეების წარმატებული საქმიანობის სიკეთით გასაგრძელებლად.
წვეულება უკვე დაწყებულია. ნინა, ელენა და ანა ოჯახთან ერთად ამაყად წარსდგნენ სტუმრების წინაშე. თავიანთი სილამაზის დამსახურებით ბევრი მამაკაცის ყურადღება მიიპყრეს, მათ შორის დაქორწინებულებისაც კი... ელენა და ნინა მეუღლეებისგან ახლაც განებივრებულნი არიან სიყვარულითა და სიამაყით სავსე მზერით, რადგან, ჯერ ერთი, ეს ორი ლამაზმანი დადიანების ოჯახის რძალია, ხოლო მეორე, ძმებს-ზურასა და დავითს სამარადჟამოდ ჰყავთ დასაკუთრებული ეს ორი ქალბატონი და საერთოდ არ უშვებენ აზრად მეუღლეების ვინმესთან გაზიარებას. რაც შეეხება ანას, ის ელენას და დავითის ქალიშვილია, ქერა, ცისფერთვალება, ბამბის ქულასავით თეთრი და ბარბივით ლამაზი. გამორჩეული გარეგნობა აქვს, ადვილად დასამახსოვრებელი, ოდნავ სლავური გამომეტყველებითა და თვალისმომჭრელი ღიმილით. ეს გოგონა ისეთივე მშვენიერია მენტალურად, როგორც გარეგნულად. კეთილი, სანდომიანი, ტკბილად მოსაუბრე და უბოროტო. ანა დედასთან და ნინასთან ერთად დგას ერთ-ერთ მაგიდასთან, და თავშეკავებულად ესალმება მაღალი საზოგადოების მისთვის ნაცნობ თუ უცნობ წარმომადგენლებს. დადიანების მამაკაცებიც ერთად შეკრებილან, იმ განსხვავებით, რომ ისინი თავიანთ პარტნიორებთან ერთად,კიდევ ერთხელ, კმაყოფილებით სავსე განიხილავენ თავიანთი პროექტის იდეას ღვინის ბოკლით ხელში. ეს პროექტი ხომ მათ მთლიან ქონებას 3-ჯერ გაზრდის.
ერთიანად იცვლება მდგომარეობა დარბაზში, როცა ნათურებით განათებულ, ყვავილებით გაფორმებულიიარუსიანი კიბის თავზე ანასტასია და ლუკა გვერდიგვერდ ჩნდებიან. ხალხის ყურადღება მხოლოდ მათკენაა მიპყრობილი, მუსიკაც კი დუმდება. მაღალი საზოგადოება არამხოლოდ ტასოთია დაინტერესებული, არამედ შესაშური აღნაგობის მქონე ლუკათიც. უცხოელმა პარტნიორებმა დადიანებთან საუბარი შეწყვიტეს და მწველი მზერა მიაპყრეს წითელ კაბაში გამოწყობილ ამორძალს. ლუკა თავს უხერხულად გრძნობს,არ არის მიჩვეული ამ მდგომარეობას, ოდნავ იშმუშნება. ტასო ამჩნევს მამაკაცის მღელვარებას და ჩუმი ჟესტით ანიშნებს,დამშვიდდეს. მდგომარეობის განმუხტვას გოგო თავის თავზე იღებს. ღიმილით შესცქერის მეწყვილეს და ხმადაბლა ეუბნება, რომ დროა დაბლა ჩავიდნენ და სტუმრებს შეუერთდნენ. ზუჰაირ მურადისა და ელი სააბის კოლაბორაცია თავის გზას პოულობს და ზემოხსენებულ კრიტიკოს ქალბატონებს აღფრთოვანებისა და ფარული შურის გრძნობას აუფლებს. ყოველი ქალბატონი ასკანერებს ტასოს ვიზუალს, მის კაბას, მაკიაჟს, ვარცხნილობას, ფეხსაცმელს, რათა მომდევნო დღეებში, შესაძლოა კვირებში, თვეებში ან, სულაც, წლებში, განიხილონ ყოველივე, რაც ამ გოგონას, მის ოჯახსა და წვეულებას უკავშირდება.
ტასო ღონისძიებას უერთდება. ადგილს იკავებს თავის ოჯახთან ახლოს, ფურშეტის მაგიდასთან. ლუკა განსატვირთად ალკოჰოლის მოტანას სთავაზობს გოგონას, რაზეც ტასო სიამოვნებით სთანხმდება. საღამოს პარტნიორი 20 წამის გასულიც კი არ არის, რომ ტასოსთან მისასალმებლად თუ გასაცნობად მოსულ მარტოხელა მამაკაცთა უშველებელი რიგი დგება. პირველად ისინი მიდიან, ვინც ტასოს უკვე იცნობს და თავის შეხსენება სურს, მათ კი გოგონას გაცნობის მსურველები მოჰყვებიან. ამ ადამიანებს შორის არიან მსხვილი ბიზნესმენები, მაგნატები, პოლიტიკოსები... არცერთისვიზუალი და გვარიშვილობა არ დაიწუნება, თუმცა ტასო ვერცერთ მათგანში ხედავს მეორე ნახევარს, რომელსაც ბედს დაუკავშირებს. ამიტომ, თავაზიანად აბრუნებს პასუხს მოკითხვაზე და როგორც შეუძლია სწრაფად და კულტურულად ასრულებს საუბარს. კარგ ხასიათზეა და არ სურს ვინმემ განწყობა გაუფუჭოს ამ განსაკუთრებულ საღამოს, რადგან დილა ისედაც საშინელი ჰქონდა. თუმცა ვინ აცლის... ძლივს დაწყობილი ნერვები კვლავ ყალყზე უდგება, როცა იმ მამაკაცს ხედავს წვეულებაზე, რომელმაც დღეს სიცოცხლე გაუმწარა. თანაც უბრალოდ კიარ დგას და უყურებს, მისკენ მოდის ირონიული ღიმილით. ტასოს გასაცნობად მოსულ ხალხს რაღაცას ეუბნება და ისინიც უმალ იშლებიან. ტასო სახტად რჩება.
-ვიცი, მოგენატრე.-ცალყბად იღიმის მამაკაცი და დაჟინებით ჩაჰყურებს გიშრისფერ, ბრაზისგან გაფართოებულ უძირო თვალებში გოგონას.
-შენ რა ღვთის რისხვა ხარ თუ რა?! ზეციდან ჩემს გასაწამებლად შენ გამოგიშვეს?
- არ მითხრა, რომ ჩემზე არ ფიქრობდი!- კვლავ ირონიული ბარიტონი...
-აბა რა... შენს იქით საფიქრალი გამომელია! თავხედი! - გოგონამ ცხვირი აიბზუა და გვერდით გაიხედა. ამით აგრძნობინა, რომ არ სურდა მის კამპანიაში ყოფნა. ამასობაში, მიმტანმა სასმელი ჩამოატარა, ტასომ ლანგრიდან შამპანიურის ბოკალი აიღო.
-ახ, ტასო! რამდენიც არ უნდა დამალო, ყველაფერს შენი თვალები მეუბნებიან. ისინი არ ცრუობენ.
- ჩემი სახელი საიდან გაიგე? არა, მოიცა! უკეთესი კითხვა მაქვს, რა იცოდი ამ საღამოს სად ვიქნებოდი? –გოგონამ გამჭოლი მზერა ესროლა. – შენ რა მითვალთვალებ? უკან დამყვები?
მამაკაცი აზარტშია, იღიმის, ტასო მისით დაინტერესებულია. დუმილს აგრძელებს, აინტერესებს, კიდევ რმდენი კითხვის დასმა შეუძლია გოგონას.
-არა ნამდვილად მანიაკია...-თავის თავსს გასცა პასუცი ტასომ. -ახლა კარგად მომისმინე, თავი დამანებე, აღარ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს, თორემ ვფიცავ ლუკას ვეტყვი, და ის მოგხედავს, თან საკმაოდ მტკივნეულად.
-მირიანმა თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა...ტასო საოცრად გაბრაზდა მაგრამ ამავდროულად მოინუსხა მამაკაცის სიცილით.
-„საოცრად სიმპათიურია! როგორ უხდება ღიმილიც... მაგრამ რაზე ვფიქრობ! დღეს მან მანქანით გამიტანა!“–
-ახლა შენ მომისმინე კარგად! –რბილად დაიწყო მირიანმა. – მე ვერც შენი ლუკა დამაკლებს ვერაფერს, და ვერც შენი ბაბუა – კახაბერი! -მირიანმა ზიზღით წარმოსთქვა ტასოს ბაბუის სახელი. მზერა მკვეთრად შესცვლოდა. სიცილით განათებული სახე სადღაც გამქრალიყო და მის ადგილას ბრაზს დაესადგურებინა. – ხო, და კიდევ, არათუ აღარ გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში, ჩემს სახეს ყოველდღე დაინახავ.
–რა? – ტასომ დაიყვირა და პირთან მიტანილი სასმელი გადასცდა და ხველება აუტყდა.
მამაკაცმა ირგვლივ მიმოიხედა. როცა დარწმუნდა, რომ ყურადღება მაინც და მაინც არ მიუქცევია ხალხს მათთვის, ტასოს მიაპყრო კვლავაც იდუმალი ირონიული მზერა და განაგრძო:
-შშშ... ფრთხილად, არ დაიხრჩო. არ გინდა ასე ხმამაღლა, მე კი მომწონს, შენი სიბრაზე, ის თუ როგორ იცვლი სახეზე მიმიკებს. როცა ჩემთან კამათობ, მერწმუნე, ძალიან მომწონს, მაგრამ აქ და ახლა არ გვინდა, ისედაც ბევრი დრო გვექნება ამისთვის. - მამაკაცმა თვალი ჩაუკრა ტასოს, ხელზე ეამბორა და გაშორდა.
ტასო სახტად დარჩა... რას ნიშნავს ეს? ამ ადამიანს კიდევ შეხვდება? თან დარწმუნებულია, რომ ტასო კვლავ იკამათებს მასთან, მაგრამ რატომ? გოგონას თავში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, მაგრამ პასუხი არცერთზე აქვს. არც იცნობს ამ ადამიანს, სახელიც კი არ იცის, მაგრამ მართლა სასჯელივით გაჩნდა მის ცხოვრებაში. ხასიათი წაუხდა... აღარ იღიმის, მხოლოდ ესალმება რამდენიმე ნაცნობს და თვალებით ისევ მამაკაცს ეძებს. უცებ არსაიდან ლუკა ჩნდება მის წინ.
-ჰეი, ვინმეს ეძებ? აღარ იღიმი,ანერვიულებულიც ჩანხარ.... რა მოხდა?–ლუკა ღიმილით ესაუბრება გოგონას, მაგრამ როგორც კი ხვდება რომ რაღაც მოხდა, უმალვე სერიოზულდება.
-ლუკა, ის აქაა... –გოგონამ აღელვებული მზერა მიაპყრო მამაკაცს.
-ვინ, ტასო?- ინტერესით ჩაეკითხა ერთგული მეგობარი.
-ის ვინც დღეს სიცოცხლე გამიმწარა, ვისზეც გზაში გიყვებოდი.
ლუკას არ მოეწონა ასეთი დამთხვევა, მაგრამ გოგონას დასამშვიდებლად არაფერი შეიმჩნია.
–ტასო, ალბათ ისიც მაღალი საზოგადოების წევრია; რადგან ასეთი მანქანა ჰყავს, ეს მოსალოდნელიც იყო. რატომ გიკვირს, რომ აქ არის?
–ტასოს ჭკუაში დაუჯდა ლუკას ნათქვამი, იფიქრა მართალიაო, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა. მამაკაცის ნათქვამი სიტყვები არ ასვენებდა. თუმცა, ამჯერად ლუკას აღარაფერი უთხრა უცნობთან საუბრის შესახებ, იფიქრა ბიჭი მას მიზანში ამოიღებდა და არ უნდოდა ძმადნაფიცი რამე შარს გადაჰყროდა მის გამო.



№1  offline წევრი izabella

გამოჩნდი როგორც იქნა. დიდ ხნიანი დაგვიანებებით აღარ დაგვტანჯო იცოდე. ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და სულ გელოდები.

 


№2  offline წევრი tsira1808

ძალიან სასიამოვნოა, ასეთი მხარდაჭერა ჩემთვის.მოხარული ვარ, რომ მოგწონთ "თავქარიანი" და ელოდით შემდეგ ეპიზოდს❤❤ ახალ თავს უკვე ვწერ, ვეცდები მალე ავტვირთო. ვფიქრობ, ბევრად საინტერესო ამბები გელით წინ.

 


№3 სტუმარი Mako

Sainteresoa,velodebi shemdeg tavs,zalian ar daagvianot

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო ხდება უფრო და უფრო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent