შეპყრობილი (9)
ყველაფერი გავაფუჭე, ადამიანი რომელიც მიყვარს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მარტო დავტოვე ცარიელ ქუჩაში და წამოვედი, დედა გაუჩერებლად მირეკავდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. ღამის 3 საათი იჰო როდესაც სახლში მივედი და სასტუმრო ოთახში მჯდარ დედას მივუახლოვდი, სახეზე ფერი არ ედო მაგიდაზე წამლების ყუთი და წყალი ელაგა. -ეს რა ამბავი მოგიწყვია? საერთოდ ყველა ერთად შეიშალეთ? დედა მე აღარ ვარ 17 წლის რომ რაღაც სისულელეები ვაკეთო შენ არ იყავი სულ რომ მეუბნებოდი 20 წლის რომ ვიყავი შენ გივლიდი უკვეო? პატარა ბავშვივით რას დამსდევთ უკან და რას დამფოფინობთ ყველა ყელში ამოხვედით თქვენი საქციელებიანა. -მისმინე სულელო გოგო დედასთვის შვილი არ იზრდება, შენ არ იცი მე რას გავდივარ როცა რაღაც გტკივა. მერე მოდიხარ და აქეთ მადანაშაულებ, ანი ვეღარ გცნობ იმ სანდრომ სულ შეგშალა. -ჰო შემშალა-ავუწიე ხმის ტონს და დედას ვუახლოვდები.-მაგრამ მორჩა ჩვენ დავამთავრეთ და ვნახოთ ახლაც სანდროს დააბრალებ? იმას რომ ნორმალური დედა აღარ ხარ უკვე 13 წელია? ნურავის ნუ აბრალი. ამაღამ ხო და ხვალ მამას დატოვებულ ფულს ჩემს წილს ავიღებ და სახლს ვიყიდი, აღარ მინდა პატარ ბავშვი მეგონოს ყოველ 5 წუთში თავი და გართობაში ხელი შემეშალოს იმიტომ რომ დედა ინერვიულებს. ოთახისკენ წავედი და კარები მივიჯახუნე. ტელეფონში სურათებს ვათვალიერებდი ახლა აღარც ვტიროდი, გული მტკიოდა მაგრამ ცრემლებს გზას აღარ ვაძლევდი. ყველა სურათს ვშლიდი რაზეც შეიძლებოდა სანდრო გამხსენებოდა. ლოგინზე დავწექი, სექტემბრის საღამო ყოველთვის მიყვარდა, სექტემბერში მთვარეც სულ სხვა გვარია. სასწაულად ლამაზი ღამე იყო, მსგავსი არასდროს არაფერი მახსოვდა, უვარსკვლავო ცაზე თეთრად ანათებდა მთვარე და თითქოს მელაპარაკებოდა და ჭკუას მარიგებდა, მთვარის სილამაზე თვალს მჭრიდა, ღამის უდიდესი ვარსკვლავია ყველაზე ლამაზი რამ მთელ დედამიწაზე მე და მთვარე განუყრელები ვართ ხანდხან ასე ვფიქრობ შინაგანად ისიც ჩემსავით ცივია, გარედან კი ცდილობს ყველა გაანათოს. გაზაფხულის და შემოდგომის ღამე ერთმანეთს ძალიან გავს ამ დროს არც ცივა და არც თბილა ყველაზე ძალიან ეს მიყვარს, მე გაზაფხულის შვილი ვარ პირველი მარტის შვილი და ყველაზე მეტად მიყვარს ეს წელიწადის დრო. ვუყურებ შემოდგომის მთვარეს და ვფიქრობ რა მელოდება? ცხოვრება უნდა განვაგრძო, ცხოვრება სანდროს გარეშე უნდა გაგრძელდეს, თავში ტრიალებს სხვადასხვა ვერსია როგორ უნდა ვიცხოვრო. ხვალ სახლი უნდა ვიყიდო აუცილებლად, აღარ ვაპირებ ვიცხოვრო ისე როგორც სხვას უნდა. ფიქრებში ჩამეძინა, სიზმარიც კი არ მესიზმრა. დილით როცა გავიღვიძე მზე ჩენს ფანჯარას მოსგომოდა. ოთახში სასიამოვნო სითბო ტრიალებდა. თბილ ხალიჩაზე ტიტველი ფეხებით გავიარე და სააბაზანოში შევედი. როდესაც სააბაზანოდან გამოვედი ოთახში ჩემს საწოლზე მჯდარი სანდრო დამხვდა. -შენ აქ რა გინდა? -უნდა ვილაპარაკოთ. -სათქმელი აღარაფერი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა ამ ფაქტს ვეგუებით მეც და შენც. -ასე მარტივად არ გაგიშვებ. -ჰაჰ... შენ უკვე გამიშვი. -სისულელეებს ნუ ამბობ, კარგად იცი რაც მინდა იმას ყოველთვის მივიღებ. -ჩემთან სატანად ყოფნა და მუქარები არ გაგივა, შენზე უარესი ვარ. -არა არ ხარ, და არც მე ვარ სატანა. -სანდრო წადი, საერთოდ აქ ვინ შემოგიშვა? -წუხელ ფანჯარა ღია დაგრჩენია. ფანჯარას გავხედე რომელიც მთელი ღამე ღია იყო, ახლა კი მის დასახურად გავიწიე მაგრამ წინ მისტერ იდეალურობა გადამიდგა. -რატომ კეტავ? -მეორედ რომ არ შემოიპარო -ანუ ჩემი წასვლა არ გინდა. ცინიკური სახით და ღიმილით გაბრუნდა და ჩემს საწოლზე მოკალთდა. -მოდი ჩემთან... -რა ჯანდაბა გინდა, გითხარი გაეთრიეთქო. საოცრად სულელური მომენტი იყო, პირსახოც შემოხვეული ვდგავარ ჩემს საწოლთან და ვუყვირივარ ბიჭს რომელსაც ვიცი მაინც ვერაფერს შევაგნებინებ. -გადი რომ გამოვიცვალო და მერე მაინც მოეთრიე. -ჩემი გრცხვენია? -ნაბ//ვარო... ხელი მოვკიდე და კარუს ზღურბლამდე მივიყვანე. -აქედან შენ თვითონ გაიგნებ გზას. -მართალია შაქარი სად დევს? -რა შაქარი. -ყავას გავიკეთებ სანამ გამოცვლი. ნერვებმა იმ დონემდე მიმტყუნა რომ ხელი ვკარი და კარები მოვიჯახუნე. კარადსთან მივედი და შავი შარვალი და ყვითელი კაპიუშონიანი მაისური ჩავიცვი. როდესაც ოთახი დავტოვე სამზარეულოსთან მივედი. -მე უნდა წავიდე და ვფიქრობ დადგა დრო შენც მიბრძანდე. -სად მიდიხარ? -არ არის შენი საქმე. სახლიდან გავედით და სანდრო მის მანქანასთან მივიდა. -წაგიყვან -არა... ა რ ა, გაეთრიე გზა ფეხით განვაგრძე და იმ ბინის სანახავად წავედი რომელიც 15 წლიდან მინდა რომ ჩემი იყოს, ვერის უბანში საოცრად ლამაზი თეთრი 1 სართულიანი სახლი ძაალიან მომწონდა, ინტერიერი უკვე ჩემს ილუზიებში საოცარი იყო. იმაზე მეტი დააფასეს სახლი ვიდრე მეგონა, მაგრამ ქირა არ მინდოდა აუცილებლად უნდა მეეყიდა, რაც იყო იყო პატრონს 9000 გადავუხადე და სახლის დაცლა ვთხოვე შაბათ კვირამდე. 4 დღე არც ისე ცოტა იყო ვფიქრობ უნდა მოესწროთ ყველაფრის გადატანა. სახლისკენ მიმავალმა კაფეში შევიარე და ყავა დავლიე, ახლა ბედნიერი ვიყავი, მე ხომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებდი. 4 დღის შემდეგ.... -იმედი მაქვს ეს სახლი ბედნიერებას მოგიტანთ, ჩვენ აქ 12 წელია ვცხოვრობთ და ბევრი კარგი მომენტი გვაქვს დანერგილი. შუახნის ოდნავ შეჭაღარავებული გამხდარი კაცი მიწვდის გასაღებს და ხელები მიკანკალებს. იმდენად გახარებული ვიყავუ ჯერ კიდევ მიჭირდა გამეეანალიზებინა რომ ეს სახლი ჩემია. ოცნება ამიხდა. როგორც იქნა ავიღე ჩემი ვერცხლისფერი გასაღები და კარები გავაღე. მართალია ჯერ მხოლოდ ცარიელი კედლები იყო მაგრამ იქაურობა ყველაზე ლამაზი მეგონა იმ წამს. რამდენიმე დღეში მთელი ჩემი ოთახიდან ავეჯი სახლში წამოვიღე, მაგიდა და დივანი დავდგი სასტუმრო ოთახში და სამზარეულო ისედაც მოწყობილი იყო მხოკოდ მაგიდა და სკამები უბდა მეყიდა და ჩემი მაცივარი გამომეტენა, ყუთიდან ჭიქებს ვალაგებდი როდესაც კარებზე ზარის ხმა გავიგე. -გამარჯობა...-ჩემს წინ იდგა სანდრო და თვალებში ვერ მიყურებდა, ხელში ლამაზი ყუთი ეჭირა. -მოდი... -ვაუ... ანი ეს... ეს ძალიან ლამაზია. -მადლობა, ეს სახლი ჩემი ოცნება იყო -ნელ ნელა შეგივსია. - ნუხო 1 კვირა რემონტი იყი სახლში ახლა კი მთლიანი სახლი მოვაწყვე სამზარეულოში მაგიდები და სკამები დამრჩა საყიდელი. -ვფიქრობ ეს აქაურობას უნდა მოუხდეს. სანდრო ხელში მაწვდის ყუთს და ინტერესით მოცული მის გახსნას ვიწყებ, ულამაზესი ნაახატი იდო ყუთში, მწვანე კომში ხე, ღამის ცა და ვარსკვლავები მდინარე... მდინარის გაღმა ციცინათელების შუქი და ხესთან მდგარი ბიჭი და გოგო. ჩემი ცრემლები ნახატს დაეწვეთა, მაგრამ სანდროს რონ არ დაებახა თავი შევიკავე და ნახატის დაკიდება გადავწყვიტე. -საოცარია იმისს ცოდნა რომ ის ნახატი ცოცხალი ისტორიაა. -კი საოცარი ღამე იყო... მაგრამ გააფუჭე. ყავა დავლიეთ და სანდრო გავისტუმრე, როდესაც სასტუმრო ოთახში შევედი ვუყურებდი ნახატს რომელიც ტელევიზორის მაღლა კედლის მეორედს იკავებდა, ცრემლები მომდიოდა და გული თავიდან მტკიოდა. ხუთშაბათი საღამო იყო 31 დეკემბერი ჩემს ახალ სახლში პირვლად ავღნიშნავდი ახალ წელს. ქეთი ირაკლი დედაჩემი და სხვა ჩემი მეგობრები დავპატიჟე, 12 საათს ერთად ველოდებოდით და როდესაც ეს დრო დადგა ერთმანეთს სიხარულით ვულოცავდით, საჩუქრებს ვუცვლიდით და 2 საათი იყო როდესაც ყველა გავისტუმრე. სტუმრები ახალი წასულები იყვნენ როდესაც კარზე ზარი იყო. -გილოცავ ახალწელს. -სანდრო?... მე მეგონა რომ აღარ მოხვედი, დამიკიდე-განეცინა და შემოსასვლად გზა დავუთმე. -ვერ შემოვალ, გამომართვი ჩემი საჩუქარი. ეს მცირედია მაგრამ კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს. -სადაა? -ამაღამ საბერძნეთში მივდივარ, აგისრულდაა ოცნება მე შენი ცხოვრებდიან მივდივარ. ვერც კი ავღწერ იმ დროს ჩემი ჯერ ისედაც დაფლეთილი გული ფერფლად როგორ იქცა, ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა. -ახლა? -ხო 1 საათში ფრენაა. სანდრო კარგად აკვირდებოდა ჩემს აწითკებულ თვალებს და ისე მიყურებდა თითქოს კითხულობდა ჩემს ტკივილს, რასაც იმ წამს ვგრძნობდი. მისი თვალებიც არ იყო მშრალი წყლიან და ნაღვლიან თვალებში ვუყურებდი, საშინელი გრძნობა მქონდა, სანდრომ ჩემი სახე მის ხელებში მოქაცია და შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი წავიდა, მინდოდა შემეჩერებინა, მეთქვა არ წახვიდე შენს გარეშე გამიჭირდებათქო მაგრამ სიამაყემ მძლია. ჩემმა სიამაყემ გადაფარა ჩემი გული და ისე ნელა ცემდა თითქოს ამბობდა დროა შეეგუო და ისწავლო მის გარეშე ცხოვრება. ბალიშზე მედო თავი და ჩემს გრძნობებს გასაქანი მივედი, ვტიროდი ბოლო ხმაზე და ემოციებისგან ვიცლებოდი, გული იმდენად მტკიოდა მეგონა მოვკვდებოდი, ის მიდიოდა და არ ვიცოდი როდის დაბრუნდებოდა ან დაბრუნდებოდა თუ არა საერთოდ, მენატრებოდა უკვე საათს რომ გავხედე უკვე ძალიან გვიანი იყო კარგა ხნის წასული იქნებოდა, ჩემი თავი მძულდა რომ ის გავუშვი, კიდევ ვის შევიყვარებდი მასსავით, ის იყო მთელი ჩემი სამყარო მე მისით შეპყრობილი ვიყავი. ის იყო მზე რომელიც მთვარის ანუ ჩემი ცხოვრების ნაწილს ანათბედა და ათბობდა ახლა კი ის წავიდა და მე მის დასარჩენად არაფერი გავაკეთე. გარეთ გავიხედე ფანჯრიდან. -გამარჯობა მთვარევ, მე მასთან არ ვარ მაგრამ მინდა ყოველთვის იცოდეს რომ ძალიან მიყვარს, გააკეთე ეს ჩემთვის გამოჩნდი ყოველ საღამოს რომ შემოგხედოს და მე გავახსენდე. ფანჯარას მოვშორდი და კვლავ ბოლო ხმაზე ტირილი დავიწყე. ბოლო დღეებში მეგონა დამავიწყდა ის გუკისტკივილი რაც მქონდა მაგრამ ახლა ეს მოვიდა და გული თავიდან გამიტტეხა. -ვპირდები ჩემს თავს რომ დავივიწყებ და ცხოვრებას განვაგრძობ. 3 წლის შემდეგ.... -ანი! -მოვდივარ დამელოდე. სახლის კარებს ვკეტავ და ირაკლის მანქანისკენ მივრბივარ. -ღმერთოოო.... როგორი ზოზინი გყვარებიააა. -ვიცვამდი ირაკლი. მანქანის სარკეში ტუჩსაცხს ვისვამდი, ირაკლი კი მიყურებდა და ჩემს ტუჩის მოძრაობაზე სიცილით კვდებოდა. -არსად გადამჩეხო წინ იყურე. -პირადი მძღოლი კი არ ვარ შენი... რაღაცეებს რომ ბრძანებლობ. -იოდიოტო. ლამპარის კაფესთან გავჩერდით და მანქანიდან გადავედი და კაფეში შევედი. -ძლივს სად ხარ ამდენ ხანს?-გაბრაზებული გიგივმოდის ჩემსკენ და ჩემს ბაგეებს ნაზად ეწაფება. -ნეტა გენახათ 1 სააათი იცვლიდა. -მაპატიე საყვარელო...-კიდევ ერთხელ ვკოცნი და ქეთის გვერდზე დავჯექი. მე ინტრიგით უნდა აგავსოთ ეგრე გადავწყვიტე დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.