შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატოს სიზმრები (სრულად)


1-12-2019, 19:58
ავტორი ANABARATASHVI
ნანახია 4 747

პირველი სიზმარი 2წლის წინ ვნახე.
მწვანე მინდორზე, ხის ძირას ვიჯექი.
ხის შრიალს ვუსმენდი. უეცრად ავტომანქანა მომიახლოვდა. შავი ფერის, ჩემს წინ გაჩერდა. მიკვირდა, იმ ადგილას როგორ მომაგნეს.
მერე ვიღაცამ მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და მანქანაში აღმოვჩნდი. იმ უცნობის ერთად, რომელმაც მანქანა დიდი სისწრაფით გააქროლა, და მითხრა
-გიპოვე ხომ ხედავ?!

მეორე სიზმარი, ერთი თვის მერე ვნახე.
ზღვის პირას ვიყავი, გემებზე, და ზღვის სურნელზე ვფიქრობდი. ისევ ის უცნობი, გვერდით მომიჯდა და მითხრა - ზღვა მიყვარს, მაგრამ ზღვის ტალღებს არ ვამართლებ, ნაპირს რომ ტოვებენ.
მე ისე ვკითხე არც გავნძრეულვარ...
-რატომ? ეს ბუნების კანონით ხდება, და ცუდი არაფერია. ტალღა ხომ ყოველთვის უკან უბრუნდება ნაპირს!
მან კი მშვიდად მიპასუხა...
-ჰო ალბათ მართალი ხარ, მეც ამ ტალღებს ვგავარ.
როცა მისკენ შევტრიალდი, მზის სხივების გარდა აღარაფერი იყო.

მესამე სიზმარი
მაღალ, მრავალ საფეხურიანი კიბეზე, უნდა ავსულიყავი. კიბე სულ ოქროსფრად იყო და ულამაზესი ჩუქურთმიანი ხელჩასაჭიდი ქონდა... რატომ ვერ ავდივარ? დავიწუწუნე. უეცრად იმ უცნობმა ხელში ამიყვანა და მითხრა...
-აქ ბევრი ვერ ამოვა, რომ ახვიდე, სუფთა გული უნდა გვქონდეს.
მე დავიბენი, და ვუთხარი...
-ესე იგი, მე არ მაქვს სუფთა გული?!
ჩაიცინა და მითხრა ...
-არა კატო, ყველაზე სუფთა გული გაქვს.
უფრო დაბნეულმა ვკითხე ...
-მაშ, რატომ ვერ, ავდიოდი ამ კიბეზე?!
მიმიხუტა და მითხრა ...
-მიზეზი ჩემშია, მე მსურდა, კიბეზე ამეყვანე.
მთელი წელი აღარ დამსიზმრებია. ის უცნობი ხშირად მენატრებოდა. ვიცი ეს სიგიჟეა მაგრამ ასე იყო.






ერთი თვის წინ, ისევ დამესიზმრა მეოთხედ.
ვიღაცის დაბადების დღე იყო, მის კალთაში ვიჯექი, ხელები მუცელზე ჰქონდა მოხვეული. მის სუნთქვას, ისე ვგრძნობ, თითქოს რეალური იყოს.
სახე ახლოს მოსწია, ჩემს ყურთან და მითხრა ...
-მაპატიე, ამდენ ხანს რომ არ მოვედი. მაგრამ, ახლა იცოდე, აღარასდროს დაგტოვებ!
მე მხოლოდ მისი თმის ფერი დავინახე, ღია თაფლისფერი, თან კულულა.
გაღვიძებულს, მიხაროდა. ის მაინც გავიგე, რა ფერის თმა აქვს.

ბოლოს, მეხუთე სიზმარი, წუხელ ვნახე.
ვიღაცის ქორწილი იყო, მუსიკას ვუსმენდი. და უეცრად, სადღაც, კუთხეში გამიყვანეს. ხმაზე ვიცანი, ის უცნობი ბიჭი იყო, კუთხეშ მომიმწყვდია უცებ და მითხრა …
-მარტო რატომ ხარ? იცი რომ არ მიყვარს, როცა მარტო ხარ.
და ისევ გამეღვიძა.

მეექვსე სიზმარი.
ფილმს ვუყურებ, და ვტირი. იმის მიუხედავად რომ, კომედიური ჟანრის ფილმია. ვერ ვხსნი, რატომ ვტირი. უეცრად, არსაიდან, მეხვევა მისი ხელები, და მეუბნება ...
-ხშირად ტირილი სჯობს, ყალბ სიცილს, და ისევ გამომეღვიძა, მთელი დღე ვფიქრობ, მისი სიტყვების არსს.

შუადღისას ცოტა დავიძინე, და მეშვიდე სიზმარიც ვნახე.
სადღაც, ამოუცნობ ადგილას ვიყავი. ჩემს წინ, უამრავი ყვავილი იყო. რაც მიკვირდა, ვარდი არ იყო. ბევრი ფიქრის შემდე, გვირილა ავიღე.
და ისევ, ის იდუმალი ხმა გავიგონე, რომელიც მეუბნებოდა...
-გგონია ყვავილები უგრძნობები არიან?
გაოცებული ვიყავი, ეს რატომ მკითხა, და ვუთხარი...
-სულაც არ ვთვლი ასე, ან რატომ მეუბნები ამას?
მომიახლოვდა, გვირილა ხელიდან გამომართვა, ისე ნელა რომ, მეგონა შენელებული კადრის ეფექტი იყო. ბევრი ატრიალა ხელში, შემდეგ მითხრა...
-წინ უამრავი ყვავილი გიდევს, ვარდის გარდა, შენც ეს გვირილა აიღე, და გგონია ვარდი ვერ იგრძნობს, რომ მას ამ მხრივ მაინც უღალატეს!?
ვერაფერს ვამბობდი, თითქოს დავმუნჯდი, ვცდილობდი მისი სახე დამენახა. მაგრამ ისევ მზის სხივები ეფინებოდა, მის სახეს. მხოლოდ მის ნატიფ, თითებს ვხედავდი. რომელიც გვირილას ისე არწევდა ხელში, თითქოს ეფერებაო.
ისეთი შეშინებული გავიღვიძე, ლამის დავიკივლე.

მეერვე სიზმარი.
ისევ უცხო ქალაქში დავხეტიალობ, ბოშათა ბანაკს ვუახლოვდები…უამრავ სამკაულს ვხედავ, მაგრამ ვერცერთს, ვერ, ვირჩევ.
ბოშა ქალი მიახლოვდება, მეუბნება…
-მშვენიერო, ვერ აარჩიე?
მე ისე რომ, სამკაულებს თვალს არ ვაცილებ, ვპასუხობ…
-სამწუხაროდ, ვერ ვირჩევ.
ბოშა ქალი, უახლოვდება სამკაულებს, და ერთერთს მიდებს, ხელის გულზე.
-ყოველთვის ის სამკაული აირჩიე, რომელიც, შენთვის ძვირფას ადამიანს გაგახსენებს.
ხელის გულზე კი, ულამაზესი, იასამნისფერი ბრჭყვიალა ბეჭედი მიდევს.
გაღვიძებულმა ვიფიქრე, ეს ფერი, რატომ აარჩია სიზმარში, იმ ბოშა ქალმა. ვერც იმას ვხდები, ვინ უნდა გამხსენებოდა.

მეცხრე სიზმარში, ისევ ქუჩაში ვიდექი, ისე წვიმდა, ყველა სადღაც გარბოდა, ჩემს გარდა. ვიდექი ერთ ადგილას, და რაღაცას ველოდი, ან იქნებ ვიღაცას.
არავინ მოვიდა, სიზმარი წამიერია, მაგრამ მე იქ წვიმაში, უსასრულოდ დავრჩი.

მეათე სიზმარი,ახალი წლის ღამეს ვნახე.
ჩემს ირგვლივ, უამრავი წერილი იდო, მაგრამ არცერთი არ განსხვავდებოდა რამით. მხოლოდ ერთს ეწერა... "კატოს".
უცნაურია, ავიღე, გავხსენი, და მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა... (კესანე).
გაღვიძება რთული იყო, რადგან ვიცი, კესანე რომ ერთ რამეს ნიშნავს... (არასოდეს დაგივიწყებ) ვფიქრობ ალბათ იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც არ უნდა დავივიწყო.

მეთერთმეტე სიზმარი.
ისევ ის, კულულა ბიჭი, სახეს ნისლის გამო ვერ ვხედავ, მომიახლოვდა და მითხრა ...
-მგონი რაღაც გაინტერესებს ჩემზე, ასეა კატო?
ქარი, თმას სახეზე მაფარებდა, და უფრო მიჭირდა მისი დანახვა.
ვფიქრობ, ნეტავ საიდან იცის ამდენი თქო?
თმა გადავიწიე და ვუთხარი ...
-კი მაინტერესებს!
ის, ჩემს გვერდით დაჯდა, და მითხრა...
-აბა მკითხე რაც გსურს.
რატომღაც გული ამიჩქარდა, და ძლივს ვკითხე
-რა გქვია? ან სულ მე რატომ მესიზმრები?
შენს სახეს, რატომ ვერ ვხედავ?
არ ვიცი რამდეხანს, მაგრამ რაღაც დროის მერე, მიპასუხა ...
-ვახო მქვია, შენთან იმიტომ მოვდივარ რომ, შენი სული მარტოა.
ჩემი დანახვა შეუძლებელია, რადგან ეს რაღაც, კანონებს ცდება. იმედია მკაფიოდ გიპასუხე.
უეცრად, შიშმა შემიპყრო, და ვუთხარი...
-კი, ყველაფერი გავიგე. მაგრამ, ერთი კითხვა კიდევ მაქვს, შეიძლება გკითხო?
წამოდგა, სადღაც, უსასრულობაში იყურელბოდა, და მითხრა...
-მკითხე...
მე ტირილი მომინდა, თავს დაუცველად ვგრძნობდი,
მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვკითხე.
-სულ დამესიზმრები? თუ შენც წახვალ?
მოტრიალდა, ისე სწრაფად ჩამეხუტა, ამის აღწერა, შეუძლებელი მგონია.
-კატო მე ხომ გითხარი, არასოდეს მიგატოვებ! მაშინაც შენთან ვიქნები, სული ცარიელი რომ აღარ გექნება.
ასე ვნახულობ ვახოს, როცა ძალიან მჭირდება, და მასთან ერთად ათას ადგილას ვხვდები.
ვიცი სიზმარი, ბევრისთვის ილუზიაა, მაგრამ მე ვფიქრობ, მაშში დიდი აზრი დევს.






მეთორმეტე სიზმარი
ნისლი, სიცივე, წვიმა,
მე კი, ვახოს ერთად, უზარმაზარ ავტომანქანით, ისეთ ცუდ გზაზე მივდივარ, მიკვირს, ასეთ ნისლში გზას როგორ ხედავს.
მთელი ძალით, ვეკვრები ავტომანქანის სავარძელს, და ოდნავ ვიხედები ფანჯრიდან, უფსკრულს ვხედავ. ავტომანქანის ერთი შეცდომაც და...
სიზმარი გაივლის, მეღვიძება, გულში შიშს ვერ ვინელებ.

მეცამმეტე სიზმარი.
მწვანე ბილიკზე დავხეტიალობდი, ქარის ნაზ, შეხებას ვგრძნობდი სხეულზე.
უეცრად, ვახო შევნიშნე, ჩვენს წინ უზარმაზარი ჩანჩქერი იყო.
მივედი, კარგ ხასიათზე ვიყავი, მან მითხრა...
-ხომ არ დაიღალე?
მე ჩავიმუხლე, მდინარეში ვიყურებოდი. ულამაზესი, სუფთა, ანკარა წყალი იყო.
მეც ღიმილით ვუპასუხე:
-არა ვახო არ დავღლილვარ.
მომინდა მდინარეში ჩავსულიყავი, და უეცრად, სევდამ დაისადგურა ჩემში,
ვახომ ისევ მკითხა
-რაო კატო, რატომ მოიწყინე?
მეც იმ წამს მივუგე
-ვგრძნობ, უკვე მალე მომიწევს გაღვიძება, მე კი აქედან, ჯერ წასვლა არ მსურს.
გაღვიძებულს, თვალები ცრემლიანი მქონდა, და დიდხანს ვეღარ შევძელი დაძინება.

მეთოთხმეტე სიზმარი
ჩემი დღეობის, დღე იყო, ბევრი ახლობელი თუ ნათესავი მოდიოდა, უცნაურად ის მეჩვენა რომ, ყველა ისევ ბეჭდებს მჩუქნიდა, და ყველა ისევ ისეთი, იასამნისფერი იყო. მხოლოდ, ბეჭდის ფორმები იცვლებოდა.

მეთხუთმეტე სიზმარი
ქალაქში ვარ, სადაც ყველას ვიცნობ, ყველა ადგილს.
ისე წვიმს, ვერ ვინძრევი, ამ დროს ვიღაც მეძახის...
-კატო! კატო! წამომყევი. მეც მივყვები ჩემს მეგობარს, რომელმაც, სადღაც დანგრეულ შენობაში შემიყვანა, და მითხრა...
-სანამ წვიმა გადაიღებს, აქ შევაფაროთ თავი. კარგი?
მე სიცილი ძლივს შევიკავე, რადგან იქაც ისევე ვსველდებოდით, როგორც გარეთ. ჭერიდან, წვიმის წყალი ჩამოდიოდა.
მან ისევ მითხრა, ვიცი აქაც ვსველდებით, მაგრამ ისე არა, როგორც გარეთ.
მე ცოტა შემრცხვა, ჩემი საქციელის. ბოდიშის ნიშნად, მაგრად ჩავეხუტე, ჩემს მეგობარს.









მეთექვსმეტე სიზმარი
უცხო სახლში, ბევრი ადამიანის ერთად მივედი. ყველამ, ჯგუფებად დანაწილდნენ, საძინებლებში.
მე ვისაც არ ვთხოვე, უარი მივიღე. ამიტომ, მარტოდ მარტომ ავირჩიე ოთახი. სადაც, ულამაზესი კარადა, და საწოლი იდგა. ამან, სევდა ვერ გამიფანტა, რადგან მე იქ, მარტო ვიყავი.

ჩემი, კატო ლორთქიფანიძის ცხოვრება, უფერული, უღიმღამოა.
რაც მშობლიური ქალაქიდან წამოვედი, ჩემ ცხოვრებამ, ფერების აღქმა დაკარგა.
დილის რვა საათზე, სამსახურში მივდივარ, და საღამოს, ათ საათზე ვბრუნდები.
არც მეგობრები მყავს აქ, და არც მეგობარი ბიჭი.
მხოლოდ ღამით ვარ ნამდვილი, ცოცხალი, მეოცნებე, და მხოლოდ იქ მყავს ერთი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი! ვიცი ყველა გიჟად ჩამოთვლის, რადგან სიზმარში გაცნობილ წარმოსახვას, მეგობარს ვუწოდებ.
უკვე ერთი კვირაა, აღარ დამსიზმრებია. არც ვახო, არც სხვა რამ...
ისევ ოფისი, სახლი, სადაც მარტო ვცხოვრობ.
სახლში მისული, ისე დაღლილ, დაქანცული ვიყავი, შხაპი მივიღე თუ არა, საწოლში ჩავწექი.

მეჩვიდმეტე სიზმარი:
უეცრად, ისევ იმ დარბაზში აღმოვჩნდი, ისევ ის მუსიკა ჩამესმოდა, მაგრამ ამჯერად, მარტო არ ვიყავი. ჩემს ირგვლივ, ბევრი გოგონა იყო, ყველა რაღაცაზე იცინოდა, მე სასაცილოს ვერაფერს ვამჩნევ, და ვბრაზდები.
ისევ ისე, კუთხეში გამიყვანეს უეცრად. ვახო მომიახლოვდა, ისევ ახლოს, ისე რომ, მისი სუნთქვა მესმოდა
გაშლილი თმა გადამიწია, და ყურში მითხრა...
-კატო, ნუ იქნები სულ გაბრაზებული, ამჯერად მარტო არ ხარ, მაგრამ შენში, მეტ ბრაზსს ვხედავ.
ისე დავიბენი, ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი, და ვთხოვე...
-გამიშვი ვახო, წასვლა მინდა!...
როცა თვალები გავახილე, ისე ვკანკალებდი, თითქოს ვინმეს ან რამეს შევეშინებინე.
მაგრამ მერე ფიქრი, სხვა რამეზე გავამახვილე, საიდან გაიგო ვახომ ჩემი სახელი? ოხ კატო, რა ბავშვივით ხარ ხოლმე, სიზმარში ხომ ყველაფერი შესაძლებელია.
სამსახურში შესვენების დრო გამოვიყენე, და შინ მივედი. რამე უნდა მეჭამა, შხაპი მივიღე, ჯერ დრო მქონდა, მდივანზე დავწექი და...

მეთვრამეტე სიზმარი.
ზღვის პირას ვარ, მინდა შიგნით ღრმად შევიდე! მაგრამ ვერ ვბედავ. ჩემი გაუბედაობა მაბრაზებს, და უბრალოდ უსასრულო ზღვას გავყურებ, რომელიც ისეთი ლამაზია, ყურება არასდროს მომბეზრდება.
უეცრად, გვერდით, ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა...
-რაო კატო, ისევ ვერ ბედავ, შორს გაცურვას?
მის ამ ნათქვამს, უფრო გამოვყავარ მოთმინებიდან, და გაბრაზებული ვეუბნები...
-დიახ ვერ ვბედავ, ყველა ერთნაირი გამბედავი ვერ იქნება!
ჩაეცინა, და მითხრა -შენი ცხოვრებაც ამ სიტუაციას ჰგავს, უამრავი რამ არის შენს წინ, შენ კი, ერთ ადგილს, ვერ ცილდები! აღიარე, ასეა კატო?
მოვიწყინე, ცრემლები მახრჩობდა, რადგან მივხვდი, სრულ სიმართლეს მეუბნებოდა. და ისეთი, ჩუმი ხმით ვუპასუხე, მეც ძლივს გავიგონე
-მართალი ხარ ვახო, მაგრამ ეს სულ ასე არ იყო, ადრე მე...
მაღვიძარამ გამაღვიძა, შესვენება სრულდებოდა, მე კი ისევ იქ, ერთ ფეროვნებაში მომიწია დაბრუნება.




მეცხრამეტე სიზმარი
ძლიერ წვიმს, მე კი დაუსრულებელ, და ატალახიანებულ გზაზე მივდივარ. ბავშვობის მეგობრის ერთად. ის, ისე მხიარულად ყვება რაღაც ამბავს, თითქოს ეს ამინდი, და გარემო, მარტო მე მრთგუნავდა.
ასე ვიარეთ ბევრი, სანამ ერთ ძველ, სახლთან არ შევჩერდი. მეცნო, თითქოსდა ადრეც ვარ აქ ნამყოფი. მაგრამ ამ გზაზე, ამ ადგილას, არასდროს ვყოფილვარ. მაშ, რატომ მეცნობა ასე ძალიან? ეზოში შესვლას, ვერ ვბედავ, და მხოლოდ, ჭიშკარზე ატუზებული ვუცქერდი სახლს.
ამბობენ სიზმარი წამიერია, და მეტი არაფერიო, მაგრამ მე მგონია, სიზმარი არ არის წამიერი, და ის რამოდენიმე წუთს გრძელდება.
გაღვიძებული, საკუთარ თავს ვუბრაზდები, რატომ ვუღრმავდები, ამ ჩემს უცნაურ სიზმრებს. დღეს, ღამე წვიმს, მე კი მიყვარს, წვიმაში ძილი.


მეოცე სიზმარი
ისეთ, ბურუსით მოცულ ადგილას ვიდექი, ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. ცოტა ხანში, ჩემს გვერდით, ვახო გაჩნდა. ძალიან სევდიანი იყო, სადღაც, უსასრულობაში ჩაკარგულმა მკითხა...
-ოდესმე, ვინმე ისე მოგნატრებია რომ, ეს მონატრება, ტანჯვად გცეულიყოს?!
არ ვიცი, ეს რატომ მკითხა. სევდიანი ხმით ვუთხარი...
-კი, მომნატრებია, და შეიძლება ითქვას რომ, ყოველ წამს მენატრება!
უცებ მოტრიალდა, და ძლიერ ჩამიხუტა.
-მე მხოლოდ ერთი მენატრება, და ის შენ ხარ კატო.

სამსახურში დიდი ალიაქოთი ატეხეს, ახალი უფროსი გვეყოლება. წინა უფროსის შვილმა, ბიზნესი ჩაიბარა, და ყველას აინტერესებს, როგორი ადამიანია.
განსაკუთრებით კი, გოგონები ელოდებიან, მის ხილვას.
ნეტა როგორ გამოიყურებაო!?
მე კი მთელი ყურადღება, ჩემს მოვალეობაზე მაქვს გამახვილებული. ის რაც, სხვა გოგონებს ასე აინტერესებთ, მე მხოლოდ რიგით ცვლილებას ვუწოდებ.
შინ მოსულმა,
შხაპი მივიღე, და საწოლში ჩავწექი.






ოცდამეერთე სიზმარი
ჩემი საყვარელი მომღერლის კონცერტზე ვარ, უამრავ ხალხში ვირევი, მაგრამ მუსიკა კარგად მესმის...ჩემთან ერთი ქალი მოვიდა...
-კატო, სად ხარ დაკარგული?
ვიფიქრებდი რომ ვინმეში ავერიე, მაგრამ ჩემი სახელი იცოდა. ცოტა დაბნეულმა ვუპასუხე.
-მე ყოველთვის იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო!
უცნობმა ქალმა, დასევდიანდა და მითხრა...
-ეჰ, ჩემო კატო, ცდები, და იმედს ვიტოვებ, მალე მიხვდები ამას.

ოცდამეორე სიზმარი
ისე მცივა ვერ ვთბები, ეს რა ადგილას მოვხვდი? მზე ანათებს და მაინც ცივა!
-ნუთუ ვერ ხვდები სად ხარ?
ეს ისევ ვახოს ხმაა… ზურგით დგას, მის თმას, ქარი ისე ათამაშებს, ოქროს მონეტები მაგონდება, მზეზე რომ ბრწყინავენ. ყურადღებას ვიკრებ და ვპასუხობ
-არა, არ ვიცი სად ვარ! და როგორ უნდა ვხვდებოდე?
ისევ მზეს უყურებს და ისე მპასუხობს
-ეს შენი სულია კატო, სადაც მზეა, მაგრამ მაინც ცივა.

სამსახურში, ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვზივარ, და ვფიქრობ! ოხ, ეს ჩემი სიზმრები, ნუთუ რაიმე აზრი აქვთ, მათ ჩემს უფერულ ცხოვრებაში
სირბილით მორბის ნატა ჩემს მაგიდასთან,
ისე სწრაფად მეუბნება, სათქმელს ძლივს ძლიობით ვიგებ.
-კატო, ახლი უფროსი ჩამოსულა! ნახე თუ ჯერ არა? ამბობენ ძალიან სიმპატიური ბიჭიაო...
ისევ თავისი დაიწყო, მისთვის აქ მოსული ყველა ახლად მომუშავე ბიჭი სიმპატიურია. და ეს უკვე მერამდენეა, მის მიერ ნათქვამი ფრაზები. უკვე სათვალავი ამერია. ვცდილობ გაღიზიანება დავმალო, და მშვიდად ვპასუხობ...
-ხომ იცი, მე ეგეთებს ყურადღებას არ ვაქცევ! მითუმეტეს, ის ჩვენი უფროსი იქნება.!
ნატალი ტრიალდება, მიდის მაგრამ ჩერდება და მეუბნება
-გამოფხიზლდი კატო და ცხოვრებით დატკბი.
შინ მისულს, არაფრის ძალა არ მაქვს. პირდაპირ საწოლში ვწვები.

ოცდამესამე სიზმარი
მასკარადი… ყველა ნიღბებით და კოსტიუმებით არიან.
მეც დიდი, ფუშფუშა მოიისფრო კაბა მაცვია, და ამავე ფერის ნიღაბი მიკეთია.
უცებ, გვერდით ვახო ჩნდება, მასაც ნიღაბი უკეთია, მუსიკის ხმა გვესმი და ვახო მეკითხება
-კატო, პატივს დამდებ და იცეკვებ ჩემს ერთად?
მეღიმება და ვპასუხობ
-დიდი სიამოვნებით.
ცეკვას ვიწყებთ. ვცდილობ ვახოს სახე დავინახო, მაგრამ მისი ნიღაბი, მთელ სახეს უფარავს და მე სევდიანი ხმით ვეუბნები
-როდის დავინახავ შენს სახეს?
ვახო მისკენ უფრო მეტად მწევს, და ისეთი ტკბილი ხმით მპასუხობს, გული ამოვარდნას ლამობს
-კატო, კატო ხომ იცი წესები? იქნებ უკვე გყავარ ნანახი მაგრამ არ გახსოვს!
მუსიკა მრთავდება თუ არა, ვახო მშორდება და უჩინარდება.
ვერ მოვასწარი მეკითხა, რას გულისხმობდა.

სამსახურში თავის ტკივილი მაწუხებს, წყლის დასალევად გავდივარ საერთო ოთახში, სადაც შესვენებისას გოგონები ყავას სვამენ, და ათას სისულელეზე ჭორაობენ.
მე, ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ არ ვგავარ მათ? მე სხვებზე სისულელეების საუბარს მირჩევნია, კარგი წიგნი წავიკითხო, ან მუსიკას მოვუსმინო. არც ბიჭებს ვაკვირდები აქ შემოსულებს.
მე უბრალოება მიყვარს, არც ათას საშინელ კრემ საცხს ვისმევ, უბრალოდ ტუჩებზე მიყვარს ფანქრის გადავლება, ესაა სულ ჩემი მაკიაჟი.
აქ ყველა იმას მეუბნება, რომ ზედმეტად კლასიკურად ვიცმევ, ან ზედმეტად უფროსივით (ასაკს ვგულისხმობ).
მაგრამ მათ არ ესმით, თავს ასე ვგრძნობ კომფორტულად. დღის მიწურულს შინ ვბრუნდები, წიგნს ვიღებ “ასე უყვარდათ უწინ” ცოტას ვკითხულობ. მერე კი ვნატრობ, ნეტავ ჩვენს დროშიც, უყვარდეთ ასე ძლიერ და უანგაროდ.
სახლში მისული ვწვები და თბილ ადიალაში ვეხვევი, რომელიც ძალიან მიყვარს.




ოცდამეოთხე სიზმარი
ისევ ბოშათა ბანაკში ვხდები, ისევე მაცვია როგორც მათ, და ერთერთი მოხუცი ქალი, ხელით, ჭაღარა შერეული თმით და მუქი ყავისფერი თვალებით, მანიშნებს მასთან მივიდე, მეც უსიტყვოდ ვემორჩილები. მის წინ მუხლებზე ვჯდები, ის კი მეუბნება
-ხელი გამომიწოდე კატო, არ გსურს ცოტა რამ გაიგო შენს მომავალზე?
მე ხელს, მის ხელზე ვდებ, და ღიმილით ვპასუხობ
- კი, მაინტერესებს.
დიდხანს უყურებს ხელისგულს და მეუბნება
-მალე, შენი ცხოვრება შეიცვლება.
არა, უკვე დაიწყო, და მალე შენ თვითონ დაინახავ.
(ოფლში გაწუწული ვიღვიძებ, და ვდგები. სამზარეულოში გავდივარ, მთელ ბოთლ გაყინულ წყალს, ერთი ამოსუნთქვით ვსვამ.


დილის 8:30 წთ
-აუ რა, უკვე სამსახურში ვარ, ჩემს გარდა აქ ყველა გვიან მოდის, დარაჯებს თუ არ ჩავთვლი. ძალიან დამღლელია, მთელი დღე იჯდე კომპიუტერთან, ხშირად დღე ისე გადის ვერც კი ვამჩნევთ.
უცებ, ზურგიდან, შოკში ჩავარდნილი და გაბრაზებული ნატალის ხმა მესმის
-კატო, შენ ისევ ასე ადრე მოხვედი?!
მე ისე ვპასუხობ, კომპიუტერს თვალს არ ვაცილებ
-ნატალი ხომ იცი, დაგვიანება არ მიყვარს, და ჯობს ადრე მოვიდე ვიდრე დავიგვიანო!
ნატალი ჩემს სამუშაო მაგიდას, ზურგით ეყრდნობა გაბრაზება უვლის და ღიმილით მეუბნება
-კატო იცი, შენ და ჩვენი ახალი უფროსი, ძალიან შეეწყობოდით ერთმანეთს!
ეს გოგო გადამრევს! მისკენ ვტრიალდები და ვეკითხები
-ეს საიდან დაასკვენი?
ნატალის სიცილი უტყდება, და ძლივს მეუბნება სათქმელს
-ისიც შენსავით არავის იკარებს, ისიც გამთენიისას მოდის სამსახურში და....
ეს შედარებები მაღიზიანებს უკვე, დავიღალე, ნატალის გაბრაზებული ვაწყვეტინებ საუბარს და ვეუბნები
-გეყო ნატალი! ჯობს შენს საქმეს მიხედო, არ მაინტერესებს რას აკეთებს ჩვენი უფროსი, და ეს საუბარი აქ დავასრულოთ! ნატალი ისევ იღიმება, და მარტო ერთ რამეს მეუბნება
-ოდესმე გაიხსენებ ჩემს ნათქვამს, და მაშინ მიხვდები რის თქმაც მსურდა.
ქუჩაში ვდგავარ, ავტობუსის გაჩერებასთან. მოულოდნელად, ჩვენი ოფისის მანქანამ ჩამოიარა. ჩემს წინ გააჩერა, მძღოლმა კი მითხრა
-თუ გსრურთ შინ მიგიყვანთ?
მე დავიბენი, ამდენი წელია ვმუშაობ ფირმაში, და ჩემდამი ყურადღება არავის გამოუჩენია.
მე მშვიდად ვუთხარი
-არა, მადლობა. მირჩევნია ავტობუსს დაველოდო.
მძღოლმა ისევ შემომხედა, და მითხრა, - ეს უფროსის თხოვნაა!
-უცნაურია, ახალი უფროსი ძალიან ყურადღებიანია, მისი იდეა თუ არის, უარს ვერ ვიტყვი, გავუღიმე და მადლიერი ხმით ვთქვი
-კარგი, რახან ასე გსურთ.
-მთელი გზა, ხმა არ ამომიღია. თუმცა უცნაური შეგრძნება მქონდა.
თითქოს ამ ავტომანქანაში, ვიღაც ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი იყო!
ჩემს სახლთან მისული, გადასასვლელად ვემზადები, როცა ხმა გავიგონე...
-სასიამოვნო იყო, შენს ერთად მგზავრობა.
მე შოკში ჩავვარდი, ეს, ეს ხმა ხომ…
არა შეუძლებელია! ალბათ მომეჩვენა, ძალა მოვიკრიბე და ძლივს ვთქვი...
-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო, მადლობა სახლთან მოყვანისათვის.

-კატო, დღეს ახალი ამბავი გაიგე?
მომახალა სამსახურის კარებში, ახლად მოსულმა თანამშრომელმა.
მე უარის ნიშნად, თავი გავაქნიე.
-ეს როგორ გამოგრჩა? ხვალ, სამსახურის პერსონალი, რესტორანში დაგვპატიჟა უფროსმა. წარმატებული წლის აღსანიშნავად.
- ოჰ, ეს სულელური წვეულებები, როგორ არ მიყვარს. ჩემს სამუშაო მაგიდასთან მისულმა ვუთხარი
-ხომ იცი, წვეულებები არ მხიბლავს, ასე რომ არ ვაპირებ წამოსვლას.
მას გაეცინა და სიცილით მითხრა
-ამჯერად მოგიწევს, ეს აუცილებელია, თან უბრალო წვეულება არ იქნება!
-ჰმ, რას გულისხმობს? ყველა ბიზნეს წვეულება, ერთნაირი მოსაწყენია დამაინტერესა და ვკითხე
-მაშ, როგორი წვეულება იქნება?
ცერებზე დადგა, დაბზრიალდა და მითხრა
-კარნავალი იქნება, ყველანი ნიღბებით, და სხვადასხვა კოსტიუმებით უნდა ვიყოთ!
-დაუჯერებელია! ნუთუ რაც სიზმრად ვნახე?! არ ა, უნდა ვკითხო
- ვისი იდეა იყო, ამ კარნავალის მოწყობა? ისევ გადაიკისკისა, და მითხრა
-ახალი უფროსის იდეაა.
იმ დღეს, სამსახური ადრე დავასრულე, და შინ წავედი.





ოცდამეექვსე სიზმარი
ისევ ბოშათა ბანაკში დავხეტიალობ, მუსიკის ჰანგები ჩემს გულამდე აღწევს. უეცრად, ისევ იმ მკითხავმა დამიქნია ხელი, იმის ნიშნად რომ მასთან მივსულიყავი.
მეც მივედი, მის წინ ჩავჯექი, და მისი მიმიკით მივხვდი, ისევ ხელის გულზე დახედვა სურდა, მეც გავუწოდე ხელი... მან მითხრა...
-იმას ნახავ ვინც ილუზია გგონია. დავიბენი, ავდექი და გავიქეცი. ბევრი ვირბინე და სულ იმ ბოშა მკითხავის სიტყვები მესმოდა.

კაბის საყიდლად წასულიმა, ქუჩაში ბოშათა ბანაკი დავინახე, ისევ ჩემი სიზმარი გამახსენდა. ნეტავ ვინ უნდა ვნახო? კარგი, ჯობს კაბა შევარჩიო. ერთ-ერთი ძველი კოსტიუმების მაღაზიაში შევედი, სადაც უამრავი კაბა თუ აქსესუარები იყო. დახლთან კი, კეთილი სახით ქალი მიყურებდა.
რიგი არ იყო, როგორც ეს სხვა მაღაზიებში ხდება ხოლმე.
ქალმა ჩემსკენ წამოვიდა, ალბათ მიხვდა რომ ვერაფერს ვარჩევდი.
-ხომ არ დაგეხმარო გეთაყვა?
მის სახეს, ღიმილი არ მოშორებია. მის ღია ცისფერ თვალებში, დავინახე რომ მართლა გულით სურდა დახმარება.
-კი, მადლობელი ვიქნები. მიჭირს ამდენი კაბისგან ერთის არჩევა!
ვთქვი ისევ დაბნეული სახით.
ამ მომღილარმა სახემ, თვალებით ყველა კაბა დაათვალიერ, უცებ მომიბრუნდა და მკითხა
-რა ფერი გიყვართ?
ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე ვუპასუხე...
-ატმის ფერი!
ქალმა ტაში შემოჰკრა, ისეთი კმაყოფილი ხმით მითხრა
-გადასარევია! შენთვის ერთი ულამაზესი კაბა მეგულება, დარწმუნებული ვარ მოგეწონება. ორიოდე წუთი დამელოდე, კაბა მეორე სექციაში არის და გამოვიტან.
მე ღიმილით თავი დაუკარი და ვთქვი
-კარგი, დაგელოდებით.
სანამ ცისფერ თვალება ქალი კაბას მოიტანდა, ფეხსაცმელი ავარჩიე. დაბალ ქუსლიანი, ასეთებს ალბათ მეოცე საუკუნის დასაწყისში იცვამდნენ. კაბით ხელში გამოვიდა ქალი, ჩემს წინ გაჩერდა და მითხრა
-აი, ნახე ეს კაბაა!
მართლაც მშვენიერი კაბა იყო, გრძელი, სად და ოდნავ გაშლილი...
გამეღიმა და ქალს ვუთხარი.
ძალიან მომწონს, ვიყიდი, შეგიძლიათ ნიღაბიც მიშოვოთ? ამ ფერის.
გახარებულმა ქალმა, ისევ მიტრიალდა და ჩაილაპარაკა.
-ახლავე, ახლავე!
-ჰუ, მგონი მზად ვარ დღევანდელი საღამოსთვის, სახლში წავალ და მოვემზადები.
კაბა, ფეხსაცმელი, თითქოს ჩემს ტანისთვის შეუკერავთო. რატომ ეს ფერი? იმიტომ რომ, არ მინდა გამორჩეული და თავალშისაცემი ვიყო! არ მიყვარს როცა მაშტერდებიან.
ეს კი ხშირად ხდება. ტაქსი მოვიდა დროა წავიდე.

“Wow’’ ეს შენობა მართლა სასახლეს ჰგავს, ჩუქურთმებიან ჭიშკარში შევედი და ბილიკს გავუყევი, რომელიც უზარმაზარ სასახლეს უკავშირდება. ნეტა ყველა მოვიდა? ნუ ღელავ კატო! უკვე მარმარილოს კიბეზე ავდივარ, ღელვა ასმაგად მემატება, არ მესმის რატომ? უზარმაზარ კართან, რომელიც ოქროს ფერი ულამაზესი ორნამენტებითაა გაფორმებული, ორი მამაკაცი უდგას წინ.
მივუახლოვდი თუ არა კარებს, თითქოს გავშეშდი... რა მჭირს? რატომ მეშინია?
კარები გაიღო, მე სახეზე ნიღაბი მოვირგე და შევედი.
უეცრად ჩემი საყვარელი მუსიკა დაიწყო, არ მესმოდა რატომ მაინც და მაინც ეს მუსიკა?!
„ნინო ბაშარული-ს - ის ვაჟი“.

ვინ იცოდა რომ ეს სიმღერა მიყვარს?!
კარგი კატო, დამშვიდდი, უბრალოდ დამთხვევაა. ოფიციანტი მომიახლოვდა და დასალევი შემომთავაზა, მაგრამ ღიმილით უარი ვუთხარი არ ვსვამ.
მუსიკას ვუსმენ, ის ისე მახსენებს...
კარგი რა კატო, რა გჭირს? ეს რეალობაა! და აქ ვახო არ მოვა.
მგონი ამ ოთხი წუთის განმავლობაში ჩემს თავს იმდენი ვესაუბრე, სათვალავი ამერია. სჯობს უბრალოდ მოვდუნდე და სხვებს ვუყურო.
უეცრად ზურგიდან ხმა მესმის
- შეიძლება საცეკვაოდ გაგიწვიოთ? ვტრიალდები, მაღალ, მხარბეჭიან მამაკაცს ვხედავ ჩემს წინ, რომელსაც ისეთი ნიღაბი გაუკეთებია, მხოლოდ მის თვალებს ვხედავ. ვგრძნობ გულწრფელად მთხოვა, არ მინდა ყველამ ჩემზე ისაუბროს, ისეთი წუნია და მარტოსულია ცეკვაც კი არ იცისო... ამიტომ გავიღიმე და ვუპასუხე
-დიდი სიამოვნებით.
დარბაზის შუა ნაწილში გავედით, მას ჩემი ხელი ჰქონდა თავის ხელში მოქცეული. ადრე ასე ვინმე რომ მოქცეულიყო უკან მოუხედავად გავიქცეოდი.
ისევ თვალს თვალში მიყრის და მეკითხება
-ტანგო გიცეკვიათ?
ოჰო, ესეც სიურპრიზი, ისევ ჩემი საყვარელი ცეკვა, ნეტავი საიდან იცის? მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი და ღიმილით ვპასუხობ...
-კი, ტანგოს კარგად ვცეკვავ.
იწყება მუსიკა თუ არა, მის ხელს ჩემს წელზე ვგრძნობ. მთელი ცეკვის მანძილზე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მასთან ბევრჯელ მიცეკვია.
სამი წუთი გამოვეთიშე სამყაროს და უბრალოდ პარტნიორს ავყევი.
მუსიკა დასრულდა, მთელ დარბაზში ტაშის ხმა გაისმა მან კი მითხრა
-არასდროს დავივიწყებ ამ ცეკვას მადლობ კატო.
ისე ჩქარა მიდის, ვერ ვასწრებ ვკითხო ვინ არის. ისევ მარტო დავრჩი დარბაზის ცენტრში. მინდოდა დავდევნებოდი მაგრამ ეს არ გავაკეთე, მას რომ სდომოდა მეტყოდა მის სახელს. უცნაურია ჩემი ცხოვრება, ჯერ სიზმრები, ახლა ეს დამთხვევები და ის უცნობი ნიღბიანი მამაკაცი.
არა, ამჯერად უნდა გავარკვიო რა ხდება.
ვეძებ იმ მამაკაცს ვისაც ვეცეკვე მაგრამ ამაოდ.მახსოვს მას სამი მუშკეტერის ერთ-ერთი ფორმა ეცვა. ესეც ჩემი საყვარელი გმირები არიან... რამდენი დამთხვევაა? ნუთუ მართლა... არა შეუძლებელია!.
ერთერთ მომსახურე პერსონალს ვაჩერებ და ვეუბნები...
-შეგიძლიათ დამეხმაროთ?
ის ახალგაზრდა გოგონა ღიმილით მპასუხობს...
-დიახ, რითაც შემიძლია დაგეხმარებით.
მე ისევ ირგვლივ ვიყურები, იმ იმედით რომ სადმე მას მოვკრავ თვალს, მაგრამ ამაოდ. ისევ გოგონას ვუბრუნდები და ვეუბნები
-რამოდენიმე წუთის წინ ტანგო იცეკვეს წყვილმა, მამაკაცს სამი მუშკეტერის ფორმა ეცვა ხომ არ დავინახავთ საით წავიდა?
გოგონა ისე მიყურებდა, თითქოს პასუხი მე უკვე ვიცოდი, მაგრამ მაინც დამნეულმა მითხრა...
-არა ქალბატონო, არ დამინახავს, მაგრამ იქნებ მეორე დარბაზში გავიდა სიგარეტის მოსაწევად.

„მოწევა სახიფათოა თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისათვის.“ ეს წარწერა გარეთ კართან დავინახე, ალბად მართლა იქ იმ ოთახში შევიდა სიგარეტის მოსაწევად!
გოგონას მადლობა გადავუხადე და მეც იმ ოთახისაკენ გავემართე.
ოთახის კარი ფრთხილად შევაღე, შევედი თუ არა ყველას ყურადღება მივიქციე რადგან არ ვეწეოდი...თვალებს ისე ვახამხამებდი თითქოს რაღაც საოცარს დავეძებდი... უეცრად დარბაზიდან მუსიკის ხმა მომესმა ... „ფრანის - მე დ ა შენ“ .
ისევ ამაოდ ვეძებდი ამ ოთახში, ბოლოს მობილური ამოვიღე უკვე 22:00 საათს მიჩვენებდა
დარბაზში გავედი ახლა უფრო განათებული მეჩვენა.
როგორ მინდა გავიგო ვინ იყო ის ყმაწვილი, ახლა რომ სიზმარში ვიყო ვახო დამეხმარებოდა. მაგრამ ეს რეალობა და იმედს ვიტოვებ სანამ წვეულება დასრულდება ვიპოვი.
იმედი გადამეწურა, მგონი ვერ ვიპოვი! ზურგიდან ხმა მესმის, და ყურებს არ ვუჯერებ ხმა სცენიდან მოდის რომელიც დარბაზის კუთხეშია.
-დღეს დიდი პატივი დაგვდო უმშვენიერესმა მომღერალმა, ნინო ბაშარულმა ჩვენთვის ემღერა. გთხოვთ მადლობა ტაშით გადაუხადოთ
ჩემი გაოცება იმანაც გამოიწვია რომ, მან თავისი ყველაზე პოპულარული სიმღერა იმღერა ,,ის ვაჟი“...რომელიც ჩემთვის უსაყვარლესია.
ეს უკვე მეტისმეტად მეჩვენა და წასვლა დავაპირე. შემდეგ კი უეცრად რაღაცას მივხვდი... იმ კაცის ხმა, მისი ხმა ძალიან ჰგავდა...ვახოს ხმას მაგრამ იმ წუთას ვერ გავათვითცნობიერე.
წავბორძიკდი თავბრუ დამეხვა მხოლოდ ერთ რამეს ვამბობდი...
-ეს შეუძლებელია, ის ხომ მხოლოდ ჩემს სიზმრებში მოდის, ეს ყველაფერი კი რეალობაა!. არ ვიცი საით წავიდე, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს. საკუთარ თავს ვეკითხები, ჩურჩულით ისე რომ ვინმე თუ შემომხედავს მხოლოდ ოდნავ ტუჩის მოძრაობას შენიშნავს.
-ნუთუ ეს შესაძლებელია?
აუცილებლად უნდა ვიპოვო, ვინც არ უნდა იყოს!.
ასე დავხეტიალობ იმ უცნობის ძიებაში უკვე ერთი საათია.
დროა გავჩერდე და დაველოდო ნიღბების მოხსნის მომენტს, მართალია სახეზე არ ვიცნობ მას მაგრამ მისი ნიღაბი და კოსტიუმი კარგად მახსოვს! მთელ დარბაზს შემოვუარე და უეცრად იატაკზე ზუსტად ისეთივე ნიღაბი დავინახე როგორიც იმ უცნობს ეკეთა. შავი მაგრამ ოქროს ორნამენტებით შემკული.
იქვე ჩემი თანამშრომელი დავინახე, რომელსაც უკვე ნიღაბი მოეხსნა. ნიღაბი ავიღე და მასთან მივედი, მხარზე ხელი დავადე მოტრიალდა თუ არა კითხვა დავუსვი
-ხომ არ იცი ეს ნიღაბი ვის ეკუთვნის?
გაოცებული მიყურებდა მერე ნიღაბს დახედა და თვალები გაუბრწყინდა!
და მკითხა
-კატო ეს შენ საიდან გაქვს?
ბევრი არ მიფიქრია ნიღაბს დავაცქერდი და ისე ვუპასუხე
-იატაკზე ეგდო და ავიღე რათა პატრონს დავუბრუნო.
კისკისი ატეხა ნინიმ, როცა ცოტა დამშვიდდა მითხრა
-კატო ეს ჩვენი შეფის ნიღაბია.
მის გამომეტყველებას ვერ გავუძელი, ირონიულს და დამცინავს ამიტომ მხოლოდ მადლობა გადავუხადე და ისევ იმ ადგილს დავუბრუნდი სადაც ნიღაბი იყო.
ნეტავ რატომ გაუჩინარდა? უცნაურია, ჯერ მოვიდა მეცეკვა მერე გაქრა. მისი ნიღაბი კი ახლა მე მიჭირავს ხელში! მისი თვალები კარგად მახსოვს, მუქი ცისფერი უფრო მწვანეს მიუგავდა.
ხელები კი ისეთი მოვლილი და თბილი, ახლაც კი ვგრძნობ მისი ხელის სითბოს.
უცნაურია რომ მისი პოვნა ასე ძალიან მინდა.
უბრალოდ გული მკარნახობს რომ აუცილებლად უნდა ვიპოვო, ის ჩემს ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
მგონია რომ ლოდინს აზრი არ აქვს და დროა უკვე შინ წავიდე, მაგრამ ამ ნიღაბს რა ვუყო? იმ უცნობისაა. იქნებ დაცვას დავუტოვო მაგრამ ჰმ, არა თან წავიღებ და სწორედ ეს ნიღაბი მაპოვნინებს იმ უცნობს.
ან იქნებ ვიცნობ? სამსახურში ხომ მოიკითხავს ვინმე!? ან იტყვის რომ ნიღაბი დაკარგა... ამ ფიქრებიდან ახალგაზრდა ყმაწვილმა გამომიყვანა, რომელსაც ხელში კონვერტი ეჭირა და მითხრა
-უკაცრავად ქალბატონო კატო, ეს წერილი თქვენთან გამომატანეს!
უცნაურია წერილები ქაღალდით? ოცდამეერთე საუკუნეში?
იქვე პატარა ტახტი იდგა, ახალგაზრდა ყმაწვილს წერილი გამოვართვი და ტახტზე დავჯექი
გავხსენი და კითხვა დავიწყე ...





*კატოს*
მოგესალმები კატო, მადლობა ვერ გითხარი ცეკვისთვის,ვერც ის რომ ულამაზესი ხარ! ეს კაბა ძალიან გიხდება. ვიცი რომ მეძებ, მაგრამ ჯერ არ არის ჩვენი შეხვედრის დრო და ის ნიღაბი შენ რომ გაქვს გთხოვ რომ შემინახ, აუცილებლად გამოგართმევ როცა შევხვდებით.
ახლა კი დაგემშვიდობები. პატივისცემით *ვისაც ეცეკვე*.
რა უცნაურია, ანუ მთელი ეს დრო მიყურებდა? ეს თამაში რაში ჭირდება? კარგი კატო დამშვიდდი,მოვა დრო და ყველაფერს მას კითხავ.
არაფერი მესმოდა, თითქოს ირგვლივ ყველაფერი ჩამუქდა და უფერული გახდა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდ აღარ შემეძლია აქ გაჩერება უნდა წავიდე შინ.
გარეთ გავედი ირგვლივ ხეების შრიალი და ჩიტების ხმები ტრიალებს.
როცა უკვე ავტომანქანების ხმაც შეერია მე ხელში ჩაბღუჯულ წერილს დავხედე და უეცრად რაღაცამ გამიელვა თავში! მისი თმის ფერი კისრის არეში მოუჩანდა ოქროსფერი სწორედ ისეთი როგორიც...
არა შეუძლებელია, ვახო მხოლოდ ჩემი სიზმრების ნაწილია! შეუძლებელია ის აქ ჩვენს რეალობაში იყოს... ამ ფიქრებისგან ტაქსის ხმამ გამომაფხიზლა რომელიც ჩემს წინ გაჩერდა მძღოლმა მშვიდი ხმით მითხრა
-ქალბატონო გნებავთ წაგიყვანოთ?
მე გამეღიმა, ისე გამოვვარდი შენობიდან, სულ დამავიწყდა ტაქსის გამოძახება...
-კი, მადლობა.
ავტომანქანაში საკმაოდ თბილოდა მე წერილი და ნიღაბი ჩანთაში ჩავალაგე და თმის აწევა გადავწყვიტე, როცა ისევ მძღოლის ხმა გავიგონე
-არ აიწიოთ ასე უფრო უხდება თქვენს სამოსს! უკმეხობაში ნუ ჩამომართმევთ უბრალოდ ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ.
ხელი თმას მოვაშორე და გავიღიმე, ახლაღა მივხვდი ეს კაცი საიდანღაც მეცნობა მაგრამ მე ისევ ვერ ვიხსენებ საიდან...
-არაფერი მწყენია, მადლობას გიხდით კომპლიმეტისათვის.
უკვე ჩემი ბინის კარს ვაღებდი როცა ჩანთა დამივარდა ასაღებად რომ დავიხარე შიგ მეორე წერილიც იდო! სწრაფად შევედი შინ და წერილის კითხვა დავიწყე
*კატოს*
გაგიკვირდა? ეს წერილი მაშინ ჩაგიდე ჩანთაში, როცა შენ, სხვა ოთახებში მეძებდი. ვერ გიყურებ სევდიანს და გულჩათხრობილს ერთი რჩევა მინდა მოგცე კატო, დატკბი ცხოვრებით რადგან ის ისეთი ხან მოკლეა ვერც მოასწრებ გააზრებას და დასრულდება.
ჩვენ კი ისევ შევხვდებით. *ის უცნობი*
ო, ღმერთო ეს ადამიანი გადამრევს!!! უკვე ნერვების მოთოკვა მიჭირს, რა უფლება აქვს ჭკუა მასწავლოს!? კარგი წავედი, დავიძინებ ძალიან დამღლელი დღე მქონდა.

ჩემი სამსახურიდან საკუთარ თავზე გაბრაზებული გამოვედი, იმიტომ რომ თანამშრომლებს არ უხსენებიათ ნიღბის დაკარგვა.
ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა, შინ მისვლა და ძილი.
სახლში მისულმა პირდაპირ საძინებელ ოთახი შევედი, გამოვიცვალე თმა დავივარცხნე
ისევ წერილს მოვკარი თვალი და გაბრაზებულმა დავწექი.

ოცდამეხუთე სიზმარი
ისევ იმ დარბაზში ვარ... აქ რას ვაკეთებ ისევ?! ხელში ნიღაბი მიჭირავს და თუნდაც ერთი ადამიანის გამოჩენას ველოდები.
უეცრად ნიღაბი ხელიდან წამართვეს ისე რომ ვერ მოვასწარი გაძალიანება.
გაბრაზებული ხმით ვიყვირე
-დამიბრუნე ნიღაბი!
ირონია ნარევი მაგრამ ჩემთვის ნაცნობი ხმა ალაპარაკდა
-ეს ხომ სხვისი ნიღაბია? თუ ვცდები კატო.
ოხ ეს ვახოა! ისევ ის...
მეც ცოტა ირონია ნარევი ხმით ვუთხარი
-მერე შენ რა? ახლავე დამუბრუნე!
გადახარხარების ხმა ექოსავით გაისმა და შემდეგ ჩვეული მშვიდი ხმით მითხრა
-იქნებ ეს ნიღაბი უკვე პატრონს..
-არა მომეცი!
გაოფლილი გავიღვიძე, წამოვხტი უჯრა გამოვაღე და ნიღაბი ადგილზე დამხვდა. მთელი მეორე დღე იმას ვფიქრობ ვახოს რის თქმა სურდა?!
მთელი ღამის უძინარი ახლა ისევ ოფისში ვზივარ, ისევ იმაზე ვფიქრობ ვახო რას გულისხმობდა!? ყველა თანამშრომელს აქვთ ნიღბები მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა ოფისში ვისზეც არაფერი ვიცი, მაგრამ მასთან ვერ მივალ და ვერ ვკითხავ ის ხომ ჩვენი უფროსია, თან მხოლოდ ერთხელ ვნახე ისიც ზურგით იდგა.
აჰა, ჩემი უფროსი მაგრამ მას თუ მივადგები კაბინეტში და ვეტყვი უკაცრავად ეს ნიღაბი თქვენი ხომ არ არის მეთქი? არა, არა კატო ეს რამ მაფიქრებინა? თან ერთხელაც კი არ მინახავს, ნუ მის ზურგს თუ არ ჩავთვლით.
ნეტა რატომ წამოვიღე ნიღაბი აქ? ჯობს ისევ სამსახურზე ვიფიქრო ალბათ იმ უცნობს ვერასდროს ვერ ვიპოვი.
მაგრამ ვახოს სიტყვებს ვერ ვიგდებ თავიდან.
ისევ საღამოს სურნელს ვგრძნობ, მალე მოვრჩები საქმეს და შინ გავეშურები.
ნიღაბს შევინახავ, უბრალოდ კარგი მოგონებისათვის წერილთან ერთად.
ჯობს მოვეშვა იმაზე ფიქრს ვისი დაწერილია წერილი ან ვის დარჩა ნიღაბი.

დღეს სამსახურში არ წავსულვარ, მთელი დილა თავს შეუძლოდ ვგრძნობ მაგრამ ამ უცნაურ გრძნობას ენით ვერ აღვწერ.
ჩემი ბინის მუქ ლურჯ ჭერს და ირგვლივ მიმოფანტულ ძველ წიგნებს,აქაურობა ძველებური სახლის შთაბეჭდილებას ქმნის.
კედლები ნაცრისფერი და გახუნებულია.
ჩემი ავეჯი მხოლოდ ერთ კარადას, მაგიდას, სავარძელს, და საწოლს შეადგენს.
არ მიყვარს გადაჭედილი რომ აქვთ სახლები ნივთებით.
მხოლოდ წიგნებისთვის არ მენანება აქ ადგილი.
ისევ ეს უცნაური ტკივილი ნეტავი რატომ ვარ ასე?
როცა ბოლოს ეს შეგრძნება მქონდა საყვარელი ადამიანები...
არა კატო, არა ! დამშვიდდი და მოეშვი ჯობს ისევ კითხვა გავაგრძელო.
უცნაური შეგრძნება არ მინელდება არც კითხვა მშველის, უკვე გვიანია, ღამის თორმეტი საათი გარეთ ისევ წვიმს.
ჩემში სევდამ იმატა და გადავწყვიტე დამეძინა.



ოცდამეექვსე სიზმარი
ცეხლია, ცეცხლი ირგვლივ
დაეხმარეთ!!
მესმოდა უცნობი ქალის განწირული ყვირილი. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი მაგრამ ნელ ნელა ხმას მივყევი და ჩემი სამსახურის შენობის წინ აღმოვჩნდი, შენობა მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული... ამ დროს ჩემთან უცნობი ქალი მომვარდა ტიროდა და მუდარა ნარევი ხმით მითხრა
-დაეხმარე შენ შეგიძლია კატო მხოლოდ შენ!
არ ვიცი რა ძალამ მაიძულა ცეცხლ მოკიდებულ შენობაში შესვლა ირგვლივ ნისლია და მხოლოდ ერთი რამ მესმის
-კატო დამეხმარე!
ეს ხომ ვახოა მაგრამ აქ რა უნდა? კარგი რა კატო ახლა ამის დროა უნდა უშველო შევძახე საკუთარ თავს!.
ვახოს ხმა ჩემი უფროსის კაბინეტიდან მოდიოდა, ისეთი ნისლი იყო გზა ძლივს გავიკვლიე...
როცა კარი შევაღე ვახო უხმოდ გაშოტილი დავინახე იატაკზე, მივვარდი ჯანდაბა რატომ ვერ ვხედავ მის სახეს ისევ რატომ ვერ ვხედავ? ან ის ნიღაბი რატომ უკეთია? ახლა კითხვების დრო არ არის უნდა გავიდეთ ამ შენობიდან მთელი ძალა მოვიკრიბე და ვახოს მხრებში ჩავავლე ნელი სვლით კარისკენ გავათრიე, უკვე მეც მიჭირს სუნთქვა მაგრამ უნდა შევძლო ვახო უნდა გადაგარჩინო! ნახე უკვე გასასვლელთან ვართ სულ ცოტაც გაუძელი.
ამ ფიქრებისგან ვახოს უმწეო ხმამ გამომაღვიძა რომელმაც სუსტი მაგრამ მტკიცე ხმით მითხრა
-კატო ერთ რამეს დამპირდი!
მე ოფლში ვცურავდი და ამან უფრო გამაბრაზა როგორ შეუძლია ამ დროსაც რაიმე მომთხოვოს?
მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს მეც ძლივს ვუპასუხე
-მთხოვე რაც გინდა!
ვახოს სუსტი ხმა ჰქონდა, ვხვდებოდი საუბარი უჭირდა მაგრამ სათქმელი მაინც მითხრა.
-კატო დროა მიპოვო, არა სიზმრების სამყაროს არ ვგულისხმობ, აქ ეს წესებია ვერ დამინახავ მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თუ მიპოვი იქ აუცილებლად მნახავ გპირდები!
მე ისევ მივიზლაზნებოდი ვახოს სხეულის ერთად კარისაკენ ძალიან დაღლილი ხმით ვთქვი
-და სად გიპოვი? სად ხარ? იქ იმ რეალობაში!
უკვე გარეთ ვიყავით, მე ვცდილობდი სუფთა ჰაერი მესუნთქა მაგრამ ნისლის მაგვარი რაღაც შემოერტყა ვახოს, მან უკვე ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ხმით მითხრა როგორც ჩვევია
-შენთან ძალიან ახლოს ვარ კატო, ოღონდ მოინდომე და მიპოვი!
მალე რეალურ ცხოვრებაშიც უნდა წავიდე იქიდან სადაც ახლა წესით უნდა მეძებო ამიტომ იჩქარე!.
არაა ღმერთო ეს რა იყო? ვახო რეალურია? არა, არა ეს შეუძლებელია! ისე ოფლიანმა გავიღვიძე საწოლიც კი სველი იყო. ჩემ თავს მილიონჯერ ვკითხე სად უნდა იყოს ვახო? სად ვეძებო?
დამშვიდება მჭირდება უკვე ალიონია, ცა ულამაზეს ფერებშია რასაც წვიმის ხმა ემატება ამან მართლაც დამამშვიდა... კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე უკვე დილის
06 : 58 წუთია.
შინ ვერ გავძლებ, მგონი ვიცი სადაც უნდა დავიწყო ძებნა, ეს კი ჩემი სამსახურია ! დიახ გული მეუბნება რომ იქ ვიპოვი ვახოს.
სამსახურში მისული მთელ სიზმარს დეტალურად ვაანალიზებ...მივხვდი რომ ვახომ მინიშნებები დამიტოვა წუხანდელი სიზმრით! მე ის კაბინეტი უნდა ვნახო, ჰო, ეს რთული საქმეა რადგან ჩვენს იდუმალ უფროსს არავის ხილვა არ სურს! ნეტავ რატომ არ ჩნდება? რის ეშინია? ისიც კი არ მინახავს როდის მიდის ან მოდის..
მაგრამ როგორმე ხომ უნდა შევაღწიო იმ კაბინეტში? იფიქრე კატო, იფიქრე საბუთებზე ხელის მოწერას მოვიმიზეზებ!
უკვე მისი მდივნის კარებთან ვარ, თმა გავისწორე და თამამად დავაკაკუნე კარზე, იქიდან თითქმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა გავიგონე
-შემობრძანდით.
პატარა მყუდრო ოთახი, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ქალი საწერ მაგიდასთან იჯდა და რაღაც საბუთებში იქექებოდა...
რამდენიმე წამი ველოდე და რომ ვერ შემამჩნია შიჩუმე მე დავარღვიე
-მაპატიეთ რომ გაცდენთ, უფროსის ნახვა მსურს! ვთქვი რაც შეიძლება სერიოზული ხმით.
ქალმა თავი ნელა აწია შემთვალიერა გაიღიმა და მითხრა
-კატო საბუთები აქ დატოვე, მე შევუტან. შენ,შენს საქმეს დაუბრუნდი!
არა ნამდვილად გადარევა სურთ ამ ადამიანებს ჩემი,მე შიჯიუტემ შემომიტია და ამჯერად ბრაზ ნარევი ხმით ვუთხარი
-არა, მეც უნდა დავესწრო ხელის მოწერის მომენტს ეს მნიშვნელოვანია!
ისევ გაიღიმა და უფრო მშვიდად მითხრა
რადგან ასე გსურს ხვალ მოდი, უფროსი დღეს ადრე წავიდა.
სიბრაზე ტვინში სისხლის მიყინავდა და ოთახიდან ისე გამოვედი არაფერი მითქვამს.
რატომ მეთამაშება ბედი?
ისე ახლოს მეგონა თავი მიზანთან და ახლა რა? კიდევ ერთი დღე უნდა მოვითმინო ეს კი ნამდვილად არ მომწონს.
ისევ ჩემს სამუშაო მაგიდას დავუბრუნდი საბუთები მაგიდაზე დავდე და დასამშვიდებლად მუსიკის მოსმენა გადავწყვიტე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი მუსიკის:
„ვაჟა ტუღუში-ქუჩაში ერთხელ“ ყველაზე მეტად ამ მუსიკის მოსმენა მამშვიდებს. ისეთი რეალური და გულწრფელი სიტყვებია, ჩემს სულს ყოველთვის მალამოდ ედება.
მუსიკის მოსმენამ და სამუშაო დღემ ერთად დაასრულა დღე, მე სახლში მისულს ისე ტკბილად ჩამეძინა რომ ვერც გავიაზრე.
ისევ ეს აუტანელი ღამე. ორი ღამეა არ მიძინია ნორმალურად. არ მინდა მენატრებოდე, არ მინდა, გთხოვ გაქრი ვახო გთხოვ!.

სრულიად გამოშტერებული გოგო ვარ! ეს ისეც ვიცოდი მაგრამ რამ მაფიქრებინა რომ ვახოს წასვლით ბედნიერი ვიქნებოდი? ან იმ სამყაროში სადაც მე ვხდები ხოლმე იქ უფრო ბედნიერი ვარ! კარგი კატო, დამშვიდდი, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.
სანამ სამსახურში მივალ, ერთ-ერთ საყვარელ მუსიკას მოვუსმენ „NANA- (darkman)Remember the Time“ მოვიძიე ჩემს პლეიერში,როცა ვინმე ან რამე მენატრება ამ მუსიკას ვუსმენ.
იმედს ვიტოვებ დღეს მაინც ვნახავ უფროსს.

ღმერთო ჩემო ეს რა ქალია? უკვე მესამედ გამომიშვა უარით. უფროსთან არ მიშვებს და ამის უაზრო მიზეზები არ ელევა.
კარგი იყოს თამაში, როგორც მას სურს, დღეს ძალიან გვიან წავალ და ვნახავ როგორ გამოვა თავისი კაბინეტიდან ჩვენი იდუმალების მოყვარული უფროსი.
რახან დრო მაქვს მუსიკას მოვუსმენ, ამჯერად კიდევ ერთი ჩემი საყვარელი მომღერლის „Justin biber-Sorry“ ჩავრთე. მუსიკას ვუსმენ თან უფროსის კაბინეტს თვალს არ ვაცილებ.
უკვე საღამოს 10 საათი ხდება, თითქმის ყველა წავიდა. ის კი ისევ არ გამოსულა თავისი კაბინეტიდან.
მდივანიც ისე დარაჯობს რომ კარსაც კი ვერ ვუახლოვდები.
რამდენჯერაც ვცადე იმდენჯერ მკითხა
-შვილო კატო, არ დაგისრულებია საქმე?
მთელი ნერვები ემოციები მოვთოკე და ვუთხარი
-არა დღეს ბევრი საქმე დამიგროვდა, თანაც...
სათქმელს თითქოს მიმიხვდა სიტყვა გამაწყვეტინა...
-უფროსსაც ბევრი საქმე აქვს და ვერც დღეს ნახავ.
მე იხტიბარი არ გავიტეხე დავუბრუნდი ჩემს სამუშაო მაგიდას და ისევ ველი..
ამჯერად კი მუსიკაც არ მშველის.
ამიტომ მაგიდის უჯრა გამოვაღე და წიგნი ავიღე რომელსაც შესვენების დროს ვკითხულობ
„ნინო მკლავიშვილის- შენ საკმარისი არ ხარ“
ყოველი თავის დასასრულს კარისკენ ვაპარებ თვალს.
მაგრამ ისევ არავინ ჩანს... მდივანიც კი წავიდა მაგრამ მისი უდიდებულესობა არ ჩანს და ეს მაცოფებს!
წიგნი უჯრაში დავაბრუნე, რადგან უკვე ღამის 12 საათი იწყებოდა მე კი საშინლად დავიღალე და ერთი სული მაქვს საწოლში ამოვყო თავი.
დილით სამსახურისკენ იმავალ გზაზე იმას ვფიქრობდი, როგორ ახერხებდა ჩვენი უფროსი ასე უხილავად შემოსვლა,გასვლას. მის კაბინეტს კიბე ან უკანა გასასვლელი არ აქვს რადგან მინით არის მთელი შენობა გარშემორტყმული.
ეზოდან ოფისს ხშირად ვათვალიერებ, ასევე მის კაბინეტს.
ამ დღემაც უნაყოფოდ ჩაიარა,ვერც უფროსი ვნახე და ნატას ხუმრობებსაც ვერ ავარიდე თავი. ამ ფიქრებში უკვე სახლის კარი გავაღე, ჩანთა და შარფი იქვე კარადაზე დავდე, შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. გული კი გაიძახოდა... კატო, შენ მაინც შეძლებ მის ნახვას.




ახალი წელი ახლოვდებოდა და ყველას ერთ კვირიანი დასვენება გვისაჩუქრეს!
რატომღაც ყველაზე მეტად, ახალი წელი მიყვარს..
მეც დრო ვიხელთე და ნაძვის ხე, ლამაზი სათამაშოები, და ჩიჩილაკი ვიყიდე. ჰო ერთი ბოთლი თეთრი ღვინოც..
ახალ წელს ტელევიზორს მოვშორდი აივანზე გავედი ხელში ერთი ჭიქა ღვინით და ულამაზეს ფეიერვერკის ყურებით დავტკბი..
მერე ცოტა ხანს გრინჩს ვუყურე ამ ტრადიციას უკვე მრავალი წელია არ ვარღვევ..
უკვე ძალიან დავიღალე ღვინომაც თავისი გაიტანა, ტელევიზორი გავთიშე და საწოლში მშვიდად მოვკლათდი...შემდეგი სიტყვები წარმოვსთქვი
-ახალ წელს გილოცავ ვახო(ახალ წელს გილოცავთ ბატონო უცნობო უფროსო).

ახალი წლის ღამეს მდივანზე ჩამეძინა და ოცდამეშვიდე სიზმარი ვნახე.
ო, არა რა ახლაც კი ოფისი? უეცრად ნაცნობი ხმა გავიგონე
-ჰმ, მეგონა გიყვარდა აქ ყოფნა! ვცდები კატო?
ისევ ვახო?! არა ეს ბიჭი გადამრევს, სიბრაზე მომერია მაგრამ გამიხარდა აქ მარტო რომ არ ვარ. მეც მშვიდად ვუპასუხე
-კი, მიყვარს უბრალოდ ამ ბოლოს...
არ დამასრულებინა სიტყვა ვახომ და თვითონ თქვა
-ამ ბოლოს ძიებაში ხარ! საკუთარი თავის და ასევე იმ ადამიანის ვინც იმ კაბინეტშია, თითით უფროსის კაბინეტზე მიმანიშნა.
მე არ მინდოდა ზედმეტი ახსნა განმარტება მიმეცა მისთვის
ამიტომ ვუთხარი
-მისი ნახვის სურვილი შენ გამოიჩინე ვახო, და ახლა ვერ ვხდები რას ითხოვ ჩემგან?
ვერ ვხედავდი მის სახეს ზურგით იდგა მაგრამ როგორღაც მივხვდი რომ გაეღიმა და მითხრა
-ჰო ასეა, მე მინდა იპოვო ის! მაგრამ არასწორ გზას ადგახარ ძიებასა და ცხოვრებაშიც.
უეცრად შაშხანის აფეთქების ხმამ გამომაფხიზლა სიზმრიდან.
სულს ძლივს ვითქვამდი, სულ ასე მემართება როცა ვახო მესიზმრება! ნეტავ რას გულისხმობდა როცა არასწორ გზაზე მითხრა!? კარგი უკვე ღამის სამი საათია ჯობს საწოლში დავიძინო.
უშედეგოდ ჩავლილ კვირამ, ისე დამღალა რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, იმ საიდუმლოებით მოცული ადამიანის ნახვა!
ან ზედმეტად სიმპატიურია და არ ჩნდება რადგან ყველა გოგო პრანჭვას დაუწყებს ან კიდევ..
კიდევ მიზეზს ვერ ვპოულობ!
მასზე ფიქრი უკვე ჩვევად მექცა და ეს თან მსიამოვნებს თან მაღიზიანებს
არ მესმის რატომ ვფიქრობ ამდენს, ჩემთვის უცხო ადამიანზე !?
ნეტა რატომ ვითვალისწინებ ჩემი წარმოსახვის რჩევებს!?
და ამის დედაც... რატომ მგონია რომ ის სულ ახლოსაა რეალობაშიც კი!
განსაკუთრებით მაშინ მეუფლება ეს გრძნობა როცა უფროსის კაბინეტს ვუყურებ.

კვირამ ჩაიარა,სამსახურში დავბრუნდი და უჩვეულოდ მხიარული ნატა შევნიშნე...
ნეტავ რა ხდება?
-კატო დილა მშვიდობისა
მითხრა მშვიდი და მხიარული ხმით.
-დილა მშვიდობის ნატა როგორ ხარ?
ვკითხე ინტერესით
-მადლობა კატო, ძალიან, ძალიან კარგად ვარ!
თქვა და წრეზე დატრიალდა.
-და მიზეზსს არ მეტყვი?
ვუთხარი სიცილით
-ხვალ საღამოს ნიშნობა მაქვს!
მითხრა ცოტა მორცხვად.
-გილოცავ ნატა ! გულით და სულით ძალიან მიხარია შენს გამო!
ავდექი და გადავეხვიე.
-კატო, ვიცი წვეულებაზე სიარული არ გიყვარს მაგრამ ჩემს ნიშნობაზე მოხვალ?
მითხრა მუდარა ნარევი ხმით!
არ ვიცი რატომ მაგრამ გამეღიმა, ისეთი ბავშვური ისეთი გულწრფელი იყო.
კიდევ ერთხელ ჩავიხუტე და ვუთხარი
-აუცილებლად მოვალ, გპირდები თან სიძე ხომ უნდა გავიცნო!
რომელი საათისთვის მოვიდე ?
-მადლობა, მადლობა კატო! ხვალ საღამოს 8 საათზე.
-კარგი მოვალ.
გამიღიმა ჩამიხუტა და მითხრა
-წავედი უფროსსაც ვეტყვი ისიც უნდა დავპატიჟო!
გაოგნებისგან გავშეშდი
და ძლივს ვთქვი
-ჩვენი უფროსიც?
ნატამ გაიცინა და როცა სიცილით გული იჯერა
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, უკვე უფროსის კაბინეტისკენ მიმავალმა.

ჰუ, არ ვიცი რა მჭირს!?
რატომ ვნერვიულობ? მე ხომ ნატას ნიშნობაზე მივდივარ...
მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს...
კარგი ჰო, დავმშვიდდი ეს წითელი კაბაც მგონი მიხდება. რომელიც ნატუკამ გამომიგზავნა რადგან ყველა გოგოს წითელი კაბა უნდა ეცვასო. მე გავაფრთხილე გრძელი ყოფილიყო.
თმაც გავიშალე, უბრალო შავი ფერის ბაფთა დავიმაგრე თმაზე.
ახლა კი დროა წავიდე.
წინ ლამაზი საღამო მელის, ამას გული მიგრძნობს.
ნატას პატარა კოხტა სახლი აქვს, მაგრამ უკან უზარმაზარი ეზო, აუზი და საბავშვო გასართობებით სავსე. ადრე აქ მეც ხშირად მოვდიოდი სანამ...
კარგი კატო, დღეს არ გაიხსენო.
კარი მსახურმა გამიღო, ვიწრო დერეფნის ბოლოს კი, უკან გასასვლელი კარი მე თვითონ გავაღე.
მიმოვიხედე, ისევ ის მწვანე მინდორი, აუზი მაგრამ საბავშვო გასართობები აღარსად იყო.
უკვე ბევრი ჩვენი თანამშრომლი მოსულიყო,უეცრად მივხვდი რომ გრძელი კაბა მხოლოდ მე მეცვა. ყველას თავაზიანად მივესალმე და ნატასკენ გავემართე.
მის გვერდით სიმპატიური მამაკაცი იდგა, რომლის თვალებიც ნატას გარდა ვერავის ვერ ხედავდა.
-ჰეი, ნატ რა ლამაზი ხარ!
გავუღიმე და გადავეხვიე.
-არც შენ გამოიყურები ცუდად, პირიქით დედოფალი შენ უფრო გეთქმის!
ნატამაც ისე ჩამიხუტა თითქოს მთელი საუკუნე არ გვენახა ერთმანეთი.
მერე თავისი საქმრო ზურა გამაცნო. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.
მე კოქტეილის ჭიქა ავიღე და მათ გავეცალე.
უეცრად სევდამ შემომიტია. კუთხეში ყველასგან მოშორებით ვიდექი, როცა ყურთან სუნთქვა ვიგრძენი, ცხელი ჰაერი, თმა ნელა ნაზად გადამიწიეს და მითხრეს
-კატო ნუ ხარ მარტო, შეიგრძენი ცხოვრების სიტკბო.
სანამ გონს მოვედი და მიტვტრიალდი,მხოლოდ მუქი ლურჯი პიჯაკი შევნიშნე.
მისკენ გაგქევა მოვინდომე მაგრამ რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა.
იგივე ხმა, იგივე სიტუაცია ნუთუ ჩემი სიზმარი მეორდება?
მაგრამ წარმოსახვა ვერასდროს ვერ გახდება რეალური. მივტრიალდი და ნატას ძებნა დავიწყე.
როცა ნატას წავჩურჩულე გამომყევი მეთქი მანაც უსიტყვოდ გამომყვა!
ძლივს ვსუნთქავდი და ყოველ წუთში კოკტეილს ვსვამდი
-რა მოხდა კატო?
მითხრა ცოტა შიშ ნარევი ხმით
-აქ მუქ ლურჯ პიჯაკიანი მამაკაცი იყო?
ვკითხე სულ მოუთქმელად და კიდევ ერთხელ მოვსვი კოქტეილი.
-ოოუ, შეხედე კატო აქ ყველას ლურჯი პიჯაკი აცვია!
მითხრა გაბრაზებულ შეშფოთებული ხმით.
-ჰო მაგრამ ის, ის სხვა უფრო მუქი იყო
როცა ეს ვთქვი ჩემს ხმაში ბავშვური სიჯიუტე ვიგრძენი.
-ოხ კატო, კატო!
რა მოხდა არ მეტყვი?
მითხრა უკვე მუდარა ნარევი ხმით ნატამ
-დღეს არა ნატ, მიდი დაუბრუნდი საქმროს ხვალ სამსახურში მოგიყვები.
ულამაზესი საღამო იყო, ნატას და ზურას გაუმართლათ, ძალიან უხდებიან ერთმანეთს..
უკვე დროა შინ წავიდე, თან მგონი წვიმას აპირებს.
ტაქსით შინ მისული, მარტო იმ უცნობზე ვფიქრობდი. უკვე თერთმეტ საათს გადაცილებული იყო...
მე კი ვერ ვიშორებ მასზე ფიქრს.
როგორც სიზმარში ისევ იგივე განმეორდა! ვიცი,ვიცი რომ ასეთების არ უნდა მჯეროდეს მაგრამ იქნებ ვახო ჩემი ილუზიის ნაწილი არ არის! მე ხომ ის დღეც დამესიზმრა 20 წლის წინ,მტკივნეული და რეალობად ქცეული.
7 წლის ვიყავი, ნატასთან მივდიოდით. მშობლების ავტომანქანაში კარგად მოვკალათდი..
უჩვეულო ნისლი იყო და ეს მომწონდა დედამ გამომხედა და მითხრა -კატუსი მალე მივალთ.
გავუღიმე და ვუთხარი
-ხომ მალე დაბრუნდებით?
ხომ იცით არ მიყვარს დიდი ხნით რომ მიდიხართ!
დედას გაეღიმა ფეხზე მომეფერა და მითხრა
-მხოლოდ 1 დღით კატო, პირობას გაძლევ!.
მერე მე ნატას ეზოში ჩამოვედი,კიბეზე ავდიოდი როცა ხმაურმა უკან მიმატრიალა,
ამჯერად ნისლის მაგივრად ცეეცხლის კვამლი გამეფებულიყო.
როცა დილით ეს დედას ვუამბე მითხრა...
-კატო ყველა ახირებას, ყველა მიზეზსს დავიჯერებ მაგრამ ამას ვერა.
ნეტა დაეჯერებინათ
მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მათ შორის მეც.
თექვსმეტ წლამდე დეიდასთან ვცხოვრობდი, მაგრამ მე მარტო ყოფნა მინდოდა. მძულდა ყველა ის ადამიანი ვინც როგორც გიჟსს ისე მიყურებდა, მის მერე სულ მარტო ვარ, ის სამსახური სადაც მე ვმუშაობ ნატამ მიშოვა, რადგან ასე მაინც იქნებოდა ჩემთან
ახლოს.
ამ ფიქრებში ჩამეძინა.
მეორე დღეს სამსახურში კაბა თან წავიღე, რათა ნატასთვის დამებრუნებინა..
ჯერ არ მოსულა ამიტომ ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და ისევ ის გამახსენდა! ჯანდაბა რა დამემართა? რატომ გავშეშდი როცა შემეძლო გავკიდებოდი!
ნეტავი ვინ იყო? ან ის სიტყვები საიდან... ოჰ, ეს ფიქრები მალე ჭკუიდან შემშლის.
ნატას კიდევ ერთხელ უნდა ვკითხო რომელი თანამშრომლები ან მეგობრები დაპატიჟა.
კიდევ ერთი ამოცანა, მადლობა ცხოვრებავ!.
ოხ, მობრძანდა ქალბატონი?
ნეტავი როგორ ახერხებს რომ სულ კარგ ხასიათზე იყოს!
-ნატა! ერთი წუთით მოდი!
დავუძახე, მისი შემხედვარე სახეზე მეც ღიმილი გადამეფინა.
-გისმენ კატუს
მითხრა მხიარული ხმით
-აი კაბა,ალბათ უნდა დააბრუნო.
პარკი გავუწოდე სადაც კაბა იდო.
-ეს კაბა შენია! გაჩუქეს!
ეს თქვა თუ არა დატრიალდა, მაკოცა და თმა ამიჩეჩა...
-როგორ? მაჩუქეს? ვინ?.....არა,არ მინდა მადლობა.
ვუთხარი გაკვირვებული მაგრამ ცოტა ნასიამოვნები ხმით.
-ნუ ხარ ჯიუტი კატო!
დატკბი იმით რასაც ცხოვრება გაძლევს, და ნუღარ იმალები! წარსული წარსულში დატოვე! მითხრა და წამოდგა, წასასვლელად მოემზადა...
-არ მეტყვი ვინ მაჩუქა?
ვკითხე მუდარა ნარევი ხმით
-მოვა დრო და თვითონ გეტყვის ვინც გაჩუქა.
ახლა მეჩქარება საქმეები მაქვს.
მაგრამ სულ გაურკვევლობაში რატომ უნდა ვიყო? ან ამ კაბას კიდევ სად ჩავიცვამ?
კარგი იყოს ისევ შინ წავიღებ. ახლა კი ჯობს საქმე დავასრულო.
უკვე კომპიუტერს ვთიშავდი როცა ისევ ნატამ მოირბინა
-ოჰო, ნატა რა ხდება!?
ახლა შენ უკვე შინ უნდა იყო! ვუთხარი გაკვირვებულმა.
-კარგი რა კატუსა ბავშვი კი აღარ ვარ!?
მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა..
-ასე რად მიყურებ ნატა?
მეც გამეღიმა
-ერთ კვირაში ქორწილია. ჰო და მინდა ჩემი მეჯვარე იყო!
ამის თქმა და მისი ბავშვური კნუტის თვალების შემოხედვა ერთად მოხდა!
-ოხ ნატა, ნატა! კარგი ვიქნები შენი მეჯვარე.
ვუთხარი უკვე წასასვლელად მომზადებულმა
-ურაა! მადლობა კატუს!
ნატა სიხარულისაგან ბავშვივით დახტოდა.

შინ ტაქსით მივედი, გული მწყდებოდა რომ ამ ორი დღის მანძილზე ისევ ვერაფრით ვნახე ჩემი უფროსი.
შინ მისულმა შხაპი მივიღე, ცოტა სპაგეტი მივირთვი და საწოლში მშვიდად ჩავწექი როდის ჩამეძინა არ მახსოვს.

მთელი კვირა ვცდილობდი თუნდაც ერთხელ დამენახა ჩვენი უფროსი.
გვიანობამდეც კი დავრჩი მაგრამ უშედეგოდ. ეს ფაქტი მაცოფებს.
მეორე ის რომ, იმ დღეს უცნობის ვინაობაც ვერ გავარკვიე.
ხვალ ნატას ქორწილია, დღეს დავეთხოვე სამსახურიდან კაბა უნდა ვიყიდო.
არც ვახო მსტუმრებია სიზმრად, და არც არაფერი ხდება ჩემს ისევ უფერულ ცხოვრებაში.
ამ ფიქრებში გართული როგორ მივედი მაღაზიამდე არც კი ვიცი.
აუ, ამდენი საოცარი კაბისგან ერთი როგორ ავარჩიო? მე ხომ უბრალო კაბა მინდა.
პატარძალს ვერ გადავფარავ.
ოჰო ნახე, ნახე ეს რა საოცარი ფერის კაბაა!
ღია მწვანე, ოდნავ გაშლილი, ზურგიც ღია აქვს გავიშინჯავ..
ასეთი კმაყოფილი შენაძენით ჯერ არ ვყოფილვარ, ეს ღია მწვანე კაბა ჩემიააა!
ვარცხნილობას რაც შეეხება უბრალოდ გავიშლი, და დედის დატოვებულ მუქ მწვანე თმის სამაგრს გავიკეთებ.
სახლში მისულმა კაბა ფრთხილაად გავშალე საწოლზე, და მისი ცქერით ვტკბებოდი.
უკვე საღამოს 7 საათია მუსიკას ჩავრთავ. „ჯგუფი თბილისი- არტისტი“ როგორ მიყვარს ეს სიმღერა, ნუ არა მარტო სიმღერა ამ ჯგუფის ვოკალისტი ძალიან მომწონს.
კაბა კარადაში ფრთხილად ჩამოვკიდე, სამზარეულოში გავედი და ჩემთვის ერთი ჭიქა რძიანი შოკოლადი მოვიმზადე.
ტელევიზორთან მოვკალათდი და ჩემი საყვარელი ფილმი ჩავრთე „Step up“ -ის მესამე ნაწილი.


უკვე მზად ვარ,კაბაც კარგად მაქვს ტანზე, თითქოს ჩემთვის შეუკერავთ. უკვე ულამაზეს სასტუმროში ვიყავით, როგორც წესი აქედან იწყება ფოტო სესია, თუმცა ნატამ არ მოინდომა ფოტო სესიაზე მეჯვარეც ყოფილიყო მის ერთად.
ამიტომ მე სხვა არაფერი დამრჩენია მისი ცქერის გარდა. ისეთი ლამაზია თეთრ კონკიასეულ კაბაში,თავზე პატარა გვირგვინით და გაშლილი თმით,ნამდვილ პრინცესას ჰგავს.
ფოტო სესიამ კარგად ჩაიარა.
ახლა ხელმოსაწერად მივდივართ, ყველას სათითაოდ მანქანა გვემსახურება, ეს ორიგინალური იდეა რა თქმა უნდა ნატას ეკუთვნის. მეჯვარეებიც კი სხვადასხვა მანქანით მივყვებით მეფე-პატარძალს.
დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც უნდა გავიგო რაღაც მნიშვნელოვანი.
მაგრამ ჯობს ჩემს წინათგრძნობაზე არ ვიფიქრო. ისე უცნაური ისიც არის რომ ნატას ქმრის მეორე მეჯვარე ჯერ არ დამინახავს, არც ფოტო სეესიაზე და არც სასიძოს მახლობლად არ მისულა ვინმე. ალბათ ხელის მოწერის დროს მოვა.
ჯვრის წერა მცხეთაში იყო, ღმერთო ასეთი საოცარი სიმშვიდე რამდენი ხანია არ განმიცდია! ტაძარში უკვე მრავალი წელია არ ვყოფილვარ...
სანამ მეფე-პატარძალი შემოვიდოდა მე ყველა ხატს ვემთხვიე და უფალს პატიება ვთხოვე...
მასზე რომ ვბრაზობდი ეს არ იყო სწორი და ამას ახლა მშვენივრად ვხვდები.
მეფე პატარძლი შემოვიდა, ყველა რიტუალი დასრულდა და სიძის მეორე მეჯვარე ისევ არსად ჩანს.
ნატასთან ისე ვერ განვმარტოვდი რომ მეკითხა რა ხდებოდა!
ჩვენ, ისევ ავტომანქნებში ჩავსხედით. მე ასე მშვიდად დიდი ხანია არ ვყოფილვარ და უეცრად ჩემი კიდევ ერთი საყვარელი მომღერლის სიმღერამ გაჟღერდა
„Marc Anthony-dream at Night“ ამან კი უფრო მშვიდი და რომანტიულ ხასიათზე მომიყვანა.

დარბაზში მე შევედი პირველი, ნატამ მთხოვა მენახა მეფე-პატარძლის კუთხე ხომ ნორმალურად იყო.
თან ისე შევედი რომ იქ მყოფი უკვე მოლოდინე სტუმრებს არ დავენახე.
როცა ყველაფერი გადავამოწმე უკან წასვლისას ლურჯ (მუქ ლურჯ) პიჯაკიან მამაკაცს მოვკარი თვალი. და არ ვიცი რა დამემართა, იქვე გავშეშდი.
-მობრუნდი, გთხოვ მობრუნდი რომ შენი სახე დავინახო!
ჩემი გული ამას ითხოვდა, მაგრამ ხმის ამოღების ძალა არ მქონდა. უეცრად ტელეფონის ხმამ მომიყვანა გონს. ნატა მწერდა მოდიო.
მეც ძალა მოვიკრიბე და ისევ გარეთ ნატასკენ წავედი.
მაგრამ თავში ის მიტრიალებდა, მისი ხმა, მისი ზურგი იმდენჯერ გავიხსენე ყოველი წერტილი დავიზეპირე მგონი.
და მივხვდი რომ ის დარბაზში მყოფი სხვა იყო. უკვე დარბაზში ვართ, მე როგორც წესი პატარძლის გვერდით ვზივარ. მთელი ორი საათი გავიდა და სიძის მეორე მეჯვარე არსად ჩანს...ჩემ მოთმინებამ ფარხმალი დაყარა და ნატას გადავუჩურჩულე
-ნატა შენი ქმრის მეორე მეჯვარე რატომ არ მოვიდა?
როგორც შემეძლო ბრაზსს ვფარავდი როგორ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო იყოს?
ნატამ გადმოიხარა ხელი ჩამკიდა და მითხრა
-როცა დრო მოვა, ისიც მოვა.
მე დავიბენი და ცოტა გავბრაზდი და ნატას ვუთხარი
-ამოცანებით საუბარი როდის მერე დაიწყე? ან რის დროს გულისხმობ?
ნატამ ისევ ეშმაკურად გაიღიმა და მითხრა
-დრო მოვა და გაიგებ...
ახლა კი ცოტა მეც უნდა ვიცეკვო.
მე სხვა გზა არ მაქვს უნდა დაველოდო.
ისე რა უცნაურია!?ვახოს სახე ჩემთვის დღემდე უცნობია... მერე უფროსი დაემატა, რომელიც არ გვენახება! და ახლა ეს მეჯვარეც? სულ გამოცნობითაა სავსე ჩემი ცხოვრება.

ძლივს, ქორწილი სრულდება. მალე შინ წავალ! სულ არ მეღიმება მაგრამ როცა თანხმდები იმას რომ იყო მეჯვარე, მერე წუწუნი არ უნდა დაიწყო.
უკვე შინ მიმავალი უფალს მადლობას ვეუბნები რომ ქორწილი მხოლოდ ერთ დღიანი იყო...
ისევ ეს მუსიკა? “ჯგუფი თბილისი-არტისტი” რა უცნაურია?
თუმცა ჩემს ცხოვრებაში რა არის ნორმალური? ამ ბოლოს ძალიან წუწუნა გავხდი!?
ჰო ასეა, რატომ მინდება ისევ სიზმარში დაბრუნება და...
ჰო, ვახო მენატრება, საკუთარ თავთან მაინც უნდა ვიყო მართალი და ვაღიარო რომ ვახო მენატრება! ნეტავ არსებობს მისნაირი ადამიანი?
იქნებ არსებობს კიდეც, ოღონდ მე იმ ადამიანს შევხვდები თუ არა ბედისწერამ იცის.
ავტომანქანამ გზას გადაუხვია, თავიდან ვიფიქრე რომ ეს უბრალოდ მოკლე გზა იყო, მაგრამ შემდეგ როცა არ დასრულდა ვიწრო ბილიკი, შიშმა შემიპყრო და მძღოლს რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე
-სად მივდივართ? გზა ხომ არ შეგეშალათ?
მძღოლმა თავაზიანი თბილი ხმით მითხრა
-არა ქალბატონო კატო, ასე მითხრეს რომ ერთ ადგილას უნდა მიგიყვანოთ.
გაოცებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა და მხოლოდ ეს ვკითხე
-ვინ?
მძღოლს გაეღიმა და ისევ თბილად მითხრა
-ამის თქმაც ამიკრძალეს, ჩემი მოვალეობა თქვენი ადგილზე უსაფრთხოდ მიყვანაა!
მე სხვა გზა არ მქონდა გარდა ერთისა, მომეთმინა და მენახა ვინ მოისურვა ჩემი ნახვა.
როგორც იქნა ავტომობილმა სვლა შეანელა, როცა გააჩერა სანამ გარეთ გავიხედავდი მძღოლმა თავაზიანი და თბილი ხმით მითხრა
-მოიცადეთ რაღაც უნდა გადმოგცეთ!
მიტრიალდა, რამოდენიმე წამის შემდეგ კი ღიმილით გასაღები გამომიწოდა.
მე გაკვირვების პიკზე მისულმა ვუთხარი
-ეს გასაღები რად მინდა?
მძღოლს ისევ ისე გაეღიმა და მითხრა
-არ ვიცი, მე მხოლოდ მისი თქვენთვის მოცემა დამავალეს.
გასაღები გამოვართვი და მანქნიდან გადასვლისას მადლობა გადავუხადე მძღოლს თავაზიანობისათის.
ეს გზა მეცნობა, აქ ადრეც ვყოფილვარ? არა მგონი მეჩვენება ეს ხომ…შეუძლებელია! რატომ აქ? ვის სჭირდება ჩემი ძველ სახლში დაბრუნება? ან რატომ?!
აუცილებლად უნდა გავიგო რა ხდება!
მოხრეშილ ბილიკს ბორძიკით გავუყევი, რადგან მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ამ გზაზე ძალიან მიჭირდა.
ამავდროულად გონებაში იმდენი მოგონება მიტრიალებდა, რომ თავბრუც დამესხა.
უკვე ეზოში ვარ, ჩემს წარსულში. აქ არაფერი შეცვლილა! ამ ადგილს იმდენი წელი გავურბოდი, მეგონა თუ ნაკლები მოსაგონარი მექნებოდა გულიც ნაკლებად მეტკინებოდა.
თუმცა მწარედ შევცდი. პატარა კიბეზე ავედი და ამდენი წლის მერე პირველად გავაღე ჩემი ნამდვილი სახლის კარი.
სახლის სადაც 14 წელი ვიცხოვრე... აქ ისევ მათი ხმები მესმის, ჩემი მშობლების.
ალბათ ძალიან გაუხარდებოდათ ჩემი აქ ნახვა.
შუქი გამორთულია, მხოლოდ სანთლის შუქს ვხედავ სასტუმრო ოთახში და იქ შევდივარ.
სასტუმრო ოთახის კარებში შევჩერდი... მგონი აქ ვიღაც არის მაგრამ ვინ?
მაგიდას მივუახლოვდი სანთლის გვერდზე წერილი იდო, ავიღე და კითხვა დავიწყე
*კატოს*
კატო ვიცი ახლა ძალიან ბრაზობ, და ათასი კითხვა გიტრიალებს გონებაში.
ვიცი აქ მოსვლა შენთვის რამდენად მტკივნეულია!
მაგრამ დროა ის გაიხსენო რაც დიდი ხანია დაივიწყე.
გახსოვს ის დღე როცა ავარია მოხდა?
მაგრამ იმ ავარიის დროს მარტო შენი მშობლები არ დაღუპულან, კარგად გაიხსენე კატო! შენ ხომ ყველაფერი დაინახე!?
ჰო და სამწუხაროდ იმდენად მტკივნეული მოგონებაა შენთვის რომ, შენს გონებას მისი გახსენების უფლებას არ აძლევ!
ახლა მე გთხოვ გაიხსენე ის დღე, და ჰო, სიზმარიც რომელიც წინა ღამით ნახე.
თუ ყველაფერს გაიხსენებ, შენს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა!
და იმ კითხვასაც ახლა რომ მოგდის გონებაში, ვინ დაწერა ეს წერილიო.
ის დღე გაიხსენე კატო! “ჯ”.
ეს რა არის? რატომ უნდა ამ წერილის ავტორს ისევ ის ტკივილი და ტანჯვა გამოვიარო?
არ მინდა, არ გავიხსენებ! წერილი ნაკუწებად ვაქციე და ისე ჩქარა გავედი გარეთ, ვერც კი გავაცნობიერე.
რის გახსენებას მთხოვენ ამდენი წლის მერე, მე მხოლოდ ის მახსოვს რაც ვნახე. ორი ავტომანქანის შეჯახება, რომლიდანაცა ერთ-ერთი ჩემი მშობლების ავტომანქანა იყო.
მივრბოდი გზაზე ატირებული და ისევ ის სცენა მეორდებოდა. ხმა, ხმა რომელიც შველას ითხოვდა! ადგილზე გავშეშდი, აი რა დამავიწყდა როცა შეჯახება მოხდა, მეორე ავტომანქანაში ჩემი თანატოლი ბიჭი იყო, ის ბიძაჩემმა გამოიყვანა ნახევრად ცეცხლ მოკიდებული ავტომანქანიდან.
და ძიამ მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში, მახსოვს მეც მათ გავყევი, რადგან მეგონა იქ საავადმყოფოში ჩემს მშობლებს ვნახავდი.
უცნობ ბიჭს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა ქონდა, ძია მის მოსანახულებლად რომ შევიდა პალატაში მეც გამიყოლა.
სახე უფერული, რთულად სუნთქავდა და თავი მთლად დაბინტული ჰქონდა.
როცა თვალები გაახილა მე დამინახა, სუსტი ძლივს გასაგონი ხმით მითხრა
-ნუ ტირი, ანგელოზები არ ტირიან.
მე ტირილს ვუმატე გავბრაზდი და ბოლო ხმაზე დავიყვირე
-მე ანგელოზი არ ვარ, მე კატო ვარ! რომელმაც მშობლები დაკარგა.
ძიამ ძლივს გამიყვანა პალატიდან, იმდენად მძულდა ის ბავშვი, მაშინ მისი და ჩემი მშობლების შეცდომის გამო ის შემძულდა, მისი და ყველას დავიწყება იმდენად მინდოდა გამომივიდა კიდეც. ნუთუ ახლა ამდენი წლის შემდეგ ის ბიჭი მეძებს? ან იქნებ მიპოვა და ეშინია რომ ისევ მას დავადანაშაულებ.
სახლში უნდა დავბრუნდე ახლავე ! უკან ავედი, სასტუმრო ოთახში. ამჯერად უკვე აღარ მქონდა წარსულის მოგონების შიში, და ის ბავშვური სიბრაზე! რაც მოხდა იმან მარტო მე კი არა ის ბიჭიც დააზარალა! ჩემსავით უდედ-მამოდ დატოვა ცხოვრებამ.
მე სულელი მაშინაც და ამ დღემდეც ათას რამეს ან ვინმეს ვაბრალებდი ყველაფერს რაც მოხდა. ნეტავ შემეძლოს რაიმეს გამოსწორება, თუმცა გვიანი არასდროს არ არის.
ჩემი სიზმრები უკვე 8 თვეა გრძელდება და უფრო მეტად ვრწმუნდები რომ სიზმარში ვახო სიმართლეს მეუბნება, რომ მარტო არ უნდა ვიყო.
უეცრად კარის გაღების ხმა გავიგონე. ნაცნობი, ჩემთვის ძალიან ნაცნობი ხმა


-გამარჯობა კატო, მიხარია აქ რომ გხედავ.
შევტრიალდი და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი ეს ხომ ის...
-კატო არ გინდა ამდენი ფიქრი, ვიცი მიცანი მე ის პატარა ბიჭი ვარ შენ რომ საავადმყოფოში ეჩხუბ, მრავალი წლის წინ.
მე ერთდროულად გაოცებულმა და დაბნეულმა ვკითხე
-როგორ მიპოვეთ?
გაეღიმა, იქვე მდგარ სკამზე დაჯდა და საუბარი დაიწყო
-არც დამიკარგიხარ!
ჰო, მე ამ წლების მანძილზე მქონდა კონტაქტი იმასთან, ვისაც შენთან ურთიერთობა ჰქონდა.
გინდა კიდევ ერთი საიდუმლო გითხრა?
მე უფრო გაოცებულმა შევხედე და ვთქვი
-საიდუმლო? რაზე საუბრობთ?
ისევ გაეცინა, სახეზე ხელი ჩამოისვა და მითხრა
-კატო შენთვის ხომ საიდუმლო იყო შენი უფროსის ვინაობა! თუ ვცდები? მას ხომ ეძებდი, ბოლო თვეები მის გამო გვიან მიდიოდი სამსახურიდან ხომ ასე იყო?
ამჯერად გაოცებისგან ცოტა თავბრუდამესხა და მეც სკამზე დავჯექი მის პირისპირ და ძლივს გასაგონად ვთქვი
-თქვენ საიდან იცით ამდენი?
დიახ ჩემი უფროსი არასდროს მინახია, მის ნახვას ბოლო თვეები მართლაც ვცდილობდი მაგრამ უშედეგოდ.
მან წინ გადმოიხარა ისევ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და მითხრა
-რატომ უშედეგოდ!?
შენი უფროსი ახლა შენს წინ ზის და გესაუბრება.
მე ტანში ჭრუანტელმა დამიარა, სიცივეს და სიცხეს ერთდროულად ვგრძნობდი მთელ სხეულში, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვკითხე...
-რატომ არ გსურდათ მენახეთ?
მან ისევ წელში გაიმართა და მითხრა
-კატო მე ის პატარა ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული გოგონა მახსოვდა! და მერეც ისეთი ჩაკეტილი გახდი, ვიცოდი რომ გაგეგო ვის ფირმაში მუშაობდი იმ წამსვე წახვიდოდი სამსახურიდან.
ეს ადამიანი მართალია…არ ვიმუშავებდი რომ მცოდნოდა...
უკვე გონს მოსულმა მშვიდი ხმით ვუთხარი
-მაპატიეთ, თქვენი სახელი არ ვიცი არც ადრე ვიცოდი.
ფეხზე წამოდგა რამოდენიმე წუთი უბრალოდ ფანჯრიდან იყურებოდა შემდეგ ისევ დაჯდა და მითხრა
-ჯაბა მქვია! და გთხოვ შენობით მომართე!
მე გამეღიმა და ვთქვი
-კარგი ჯაბა.
ჯაბამ ამჯერად სერიოზული სახე მიიღო და ისე მითხრა
-კატო ნუღარ გაურბიხარ ხალხს! ნურც ჩაიკეტები ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
მე მინდა შენი მეგობარი გავხდე, რათქმაუნდა თუ შენ ამის სურვილი გექნება.
ჯაბა ადგა მიიხედ მოიხედა და თავაზიანი თბილი ხმით მითხრა
-კატო მგონი სჯობს შინ წაგიყვანო! სანთელი ილევა და საკმაოდ ცივა.
მე ისევ გაოცების ზღვარზე ვიყავი, ისე მესაუბრება თითქოს ყოველდღე მხედავდა.
კარგი გეყო ფიქრი! ჯაბა მართალია შინ უნდა დავბრუნდე. მეც თავაზიანად ვუთხარი
-მართალი ხართ, სჯობს წავიდეთ.
უკვე ავტომანქანაში მის ერთად ვიყავი, ერთმა აზრმა გამიელვა და იმ წამსვე ვკითხე
-მეჯლისზეც თქვენ...
სათქმელი ვერ დავასრულე რატომღაც თვალს ვერ ვუსწორებ.
საჭეს ფრთხილად გადააფარა გრძელი ნატიფი თითები და ისე მითხრა არც კი შემოუხედავს
-მასკარადზე იქაც მე ვიყავი!
მე სახეზე ხელი ავიფარე და ისევ ვკითხე.
-კიდევ სად იყავით ჩემს ერთად?
გაეღიმა, ვიგრძენი რომ ეს საუბარი სიამოვნებდა და მხიარული მშვიდი ხმით მითხრა
-ნატას ქორწილში....
მე გონს მოსვლა მიჭირდა, ამდენ საიდუმლოს ერთად გაგებამ თავბრუ დამახვია.
გონს მხოლოდ ავტომანქანის დამუხრუჭებამ მომიყვანა.
ჯაბამ გამომხედა გამიღიმა და მითხრა
-აი შინ მოგიყვანე! ნუ გაქვს გაკვირვებული სახე, ნურც შეშინებული! მე უბრალოდ ვიცი რა გადავიტანე და არ მსურს ცხოვრება მარტოობაში გავლიო.
მე მიგულე გვერდით, ვიცი რომ არ გიყვარს როცა რამეს გაძალებენ ამიტომ მე გთხოვ გაიღიმე! იცხოვრე ისე როგორც ყველა ცხოვრობს! ჰო, ხშირად წაიქცევი ცხოვრების გზაზე მაგრამ ისევ წამოვდექი და განაგრძე გზა.
მე მის მუქ ყავისფერ თვალებში გულწრფელობა ამოვიკითხე, რამაც უნებლიე ღიმილი მომგვარა.
უკვე სულიერად მშვიდმა ღიმილით ვუთხარი
-მადლობა შინ რომ მიმიყვანეთ, მადლობა იმ სიტყვებისათვის რაც მითხარით მჭირდებოდა ვინმეს ეთქვა.
შემდეგ უკვე ჩემს საძინებელში ვიაზრებდი მომხდარს და მეღიმებოდა, შხაპი მივიღე და ამდენი წლის შემდეგ პირველად ჩამეძინა უშფოთველად.
ისევ ზღვის პირას ვზივარ როგორ თბილა!
-კატო ვხედავ კარგად ხარ!
მე ვიცოდი ეს ვახო იყო და მხიარულად ვუპასუხე
-ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
-ეს ძალიან მახარებს კატო, დროა დაგემშვიდობო, შენ აღარ იქნები მარტო, რადგან ის ადამიანი იპოვე, ვისზეც მთელი ამ დროის მანძილზე მიგანიშნებდი. ხო ვიცი, პირობას ვეღარ ვასრულებ, შენთან ვეღარ მოვალ ! ხომ იცი,წესები ასეთია და მისი დარღვევის უფლება არ მაქვს ! ...ერთხელ კიდევ გეტყვი დატკბი ცხოვრებით!
ამ სიზმარს დღეს ძალიან თბილად ვიხსენებ, იმ ღამეს დამესიზმრა როცა ჯაბამ პირევლად მიმიყვნა შინ.
ახლა სულ სხვა ცხოვრება მაქვს, მეგობრები ბევრი შევიძინე, ჩემი მშობლების სახლსაც ვუვლი. ნატა და მისი ქმარი ჩემი ხშირი სტუმრები გახდნენ.
ჯაბა? ჰო, დღეს ჯაბა ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია, და ვიცი რომ ეს ურთიერთობა სამუდამოა! მაგრამ გულს და გონებას ყოველ ღამე ენტრება ვახო, ბიჭი ჩემი სიზმრებიდან და იმედს ვიტოვებ რომ ის ისევ მოვა ჩემს სიზმარში, რადგან ცხოვრება სიურპტიზებითა და მოულოდნელობებით არის სავსე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent