შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 10)


2-12-2019, 00:46
ავტორი n-strovet
ნანახია 1 209

მაგიდასთან ვსხედვართ, იდაყვაბი მაგიდაზე მაქვს დაყრდნობილი, თავი კი ხელებს შორის ჩახრილი თვალდაუხამხამებლად დავჩერებივრ ჩაის, რომელიც უკვე გაცივებულიყო. ჩემ წინ იაონე ზის და ისიც ჭიქას დაჰყურებს. ღმად არის ჩაფიქრებული. სრული სიწყნარეა თითქოს კვლავ გვეშინოდეს ხმის ამოღებისა და მყუდროების დარღვევის. ბოლოს იოანემ ღმამაღლა ამოიქვნეშა და დაარღვია კიდევაც გამეფებული სიჩუმე.
-მაინც, რატომ არ გსურს მასთან შეხვედრა?-ნერვულად ათამაშა კოვზი ხელში
-რა ვუთხრა?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, ისე, რომ პოზიცია, არც შემიცვლია.
-თუნდაც ის, რომ...მოგენატრა!
-არ ვიცი...მცხვენია-თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი-მე ისინი მივატოვე.
-შეცდომას ყველანი ვუშვებთ, ნისა-ჩემს დამშვიდებას შეეცადა
-შენც დაგიშვია მსგავსი შეცდომა?-დავინტერესდი და კვლავ სკამზე მოვთასდი.
-შეცდომას ყველანი უშვებს, მათ შორის მეც...იცი, ვინ არის, თენგიზ თურმანიძე?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე-ცნობილი ბიზნესმენია, შიგადაშიგ ქველმოქმედიც...მამაჩემია-გავაანალიზე, რომ იოანეს ორი წლის განმავლობაში არასდროს უხსენებია არა თუ ოჯახის წევრი მეგობრებიც კი და ძალიან დამაინტერესა ვინ იყო. ადამიანთან, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ, მხოლოდ სახელი ვიცოდი.-ვიცი რასაც ფიქრობ...შენ მე არ მიცნობ. ასეა, როგორ შეიძლება ჩემი წერსულის შესახებ იცოდე, როდესაც თავად გავურბივარ მას?
-თუ გსურს მომიყევი...კარგი მსმენელი ვარ-არ ვიცი ეს საიდან მოვიტანე, მაგრამ რაღც უნდა მეთქვა, რომ საუბარი გამეგრძელებინა.
-გარეთ წვიმს, ცხელი ჩაი, როგმელიც სამწუხაროთ გაგვიცივდა, ბუხარი ცეცხლით აკლია და საისტორიო გარემოა-ჩაიცინა-მდიდარ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა ვარ და შესაბამისად, როგორც დედისერთა ბავშვი გათამამებული და გატოტოჩინებული ვიყავი. არაფერი არ მაკლდა, ყველანი ჩემს სიამოვნებას ცდილობდნენ, მაგრამ შიდაგაშიგ მაძახებდნენ, რომ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა მქონოდა. ამით არასდროს დავიჩაგრებოდი, თუმცა ყურიც კი არ ვათხოვე დედას დარიგებებს..როდესაც თვრამეტი წლის გავხვდი ყველანაირი ფულის წყარო შემიწყვიტა მამაჩემმა. ერთადერთი შეღავეთი გამიკეთა და უნივერსიტეტში სწავლის ფულს თავად იხდიდა. მითხრა, რომ თავად უნდა გამომემუშავებინა ჯიბის ფული და ის მაქანის ბენზინის ფული, რომელიც დაბადებისდღეზე მაჩუქა..სამსახურს თავად არ მიშოვნიდა მე უნდა მეწვალა. ძალიან მომეწონა მამაჩემის გამოწვევა და დავთნხმდი ყველა კომპანია დავიარე თუ სადმე არსებობდა მთელს დედაქალაქში, მაგრამ ზოგი ასაკისა და გამოუცდელობის გამო, ზოგი კი თენგიზის შვილი, რომ ვიყავი მაგიტომ მეუბნებოდა უარს მამაჩემის შიში ჰქონდათ..რატო?...არ ვიცი. ბოლოს სწრაფის კვების ობიექტში დავიწყე მუშაობა, ხალხს ვემსახურებოდი, ბევრი გადავ....პე, ბევრი ვერ მოვითმინე და გამომაგდეს ჩხუბის გამო. ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში დავიწყე მუშაობა, თუმა იქედანაც წამოვედი, უფროსმა მის გოგოსთან შემისწრო-რომ გაახსენდა ეშმაკურად ჩაიცინა..ბოლოს მანქანების სახელოსნოში დავიწყე მუშაობა მთელი დღე ტაოტში და მტვერში ვიყავი ამოსვრილი. ხუთი ლარი თუ დამრჩებოდა მადლობელი ვიყავი, მამაჩემი კი კაპიკის მომცემი არ იყო...მოკლეთ მაგრად დავიღალე, ცუდ ბიჭებს ავყევი, ვეწეოდი, ვიკეთებდი, ჩემს საძმოს ჩამოვცილდი..ოჯახსაც ბოლოს კი აქ მოვედი..უფროსწორად მათ მომიყვანეს და მუშაობა დავიწყე. უნივერსიტეტი დავასრულე ისე, რომ არც მამაჩმს შევატანიე თანხა და არც მინახავს კიდევაც თვალით, თითქოს ამით ვსჯიდი. თავიდნა ძალიან მომწონდა ახალი სამსახური, ცოტა შრომა და ბევრი ფული...დაახლოებით სამი წლის, შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და მეც შენს მსგავსად დავინახე ჩემი ოჯახი და და მეგობრები არ მივედი...ზურგი ვაქციე და წამოვედი. დღემდე ვნანობ და ვფიქრობ, რა მოხდებოდა თუ მათთან მივიდოდი და დავენახებოდი, იქნებ მივეღე კიდევაც? ხოდა ჩემო, ნისა რატომ მოვყევი ეს და რას მოვაყოლე ეს თემა...სანამ დრო გაქვს და შანსი მიდი და ნახე ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ასე მნიშვენოლოვანია...შეიძლება საუკეთსო გზა იყოს ეს შენთვის...მარტო გაგიჭირდება უბრალოდ ვერ იცხოვრებ...თავად ცხოვრება დაგახჩობს, როგორც მე მაცჩობდა.
-გახჩობდა….ხომ შეძელი თავის დაღწევა? იქნებ მეც…-გამაწყვეტინა
-რითინ შევძელი, ნისა? იმით, რომ წამალზე დამოკიდებული გავხვდი...ცოდვაა უმეგობროთ კაცი, დატანჯავს ეს წუთისოფელი. ნუ ყოყმანობ ადექი და იბრძოლე ბედნიერებისათვის
-ბედნიერი ვარ...მე მაქვს ყველაფერი, რაც შემიძლია, რომ ვინატრო.
-ვის ატყუებ..საკუთარ თავს? კი ბატონო იცხოვრე ილუზიაში, მაგრამ ეს ილუზია დიდზანხ არ გასტანს.-ფეხზე წამოდგა და ჭიქებს ხელი დაავლო-ხელთავიდან გავაკეთებ ეს უკვე საკმაოდ ცივია.
იოანეს სიტყვებმა დამაფიქრა...მართლაც და ვის ვატყუებდი? მისაღებში გავედი და დივანზე დავჯექი, “აქეთ მოიტანე” გავძახე, იოანეს, პულტს ხელი დავავლე და ტელევიზორი ჩავრთე. საინფორმაციო გამოშვება იყო აქციაზე მყოფი ჟურნალისტი გაცხარებული საუბრობდა, სწრაფად გადავრთე და რაიმე საინტერესო გადაცემას ან ფილმს ვეძებდი, თუმცა თითქმის ყველა არცხე სპეციალური გამოშვება გადიოდა და ჟურნალისტები მოვლენებს გადმოსცემდნენ.
-რა ხდება?-წინ დამიდო ჭიქა
-არ ვიცი...არეულობაა...რაღც მოხდა ყველგან ამას აცხადებენ.
-მაჩვენე-ხელიდაბ გადამრთველი გამომართვა და ტელევიზორის ხმას აუწია.
“ვითარება კვლავაც დაძაბულია, ხალხი პანიკაშია ბოლოო კვირაში გავრცელებული ინფორმაცია სრულიად საზოგადოება შოკში გააგდო ხალხი, მთავრობისგან შესაბამის რეაგირებას ელის..აქვე უნდა გაცნობებთ, ამ სკანდალის მთავარმა გმირმა, ექიმმა სარა საროიამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და ხალხს მოუწოდა ნუ დაიჩერებენ ამ დეზიფორმაციას, რადგან ეს ყველაფერი სიცრუე და ისინი ჩვენს ჯამრთელობასა და მეცნიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. მე შეგახსენეთ რომ…..”
აღარ მომისმენია მეტი გაოცებული გავხედე იოანეს, რომელიც არანაკლებ გაოგნებული იყომ. მაგიდის ქვემოდან ლეპტოპი გამოიღო და ახალ ამბებში შევიდა.
-რა ხდება იო?
-როგორც ჩანს შენი გუნდი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. უმოქმედოდ-ლეპტოპი გამომიწოდა ნანახმა კი ნამდვილად გამაოცა...რეალური კადრები რაც “GRSSC-ში” ხდებოდა. სტატიები და კომენტარები უბრალოდ პიკზე იყო. ყველანი შოკირებული და სამართლის აღსრულებას ითხოვდა, გულში სიამაყის გრძნობამ გამიელვა იმის მიუხედავად, რომ ისინი ბევრად ძლიერები არიან, მათ შეძლეს ცეცხლის გაჩაღბა.-იქნებ შენც შეუერთდე?-მაცდურად შემომთავაზა და მეც ღიმლი შემაშრა
-შევუერთდე მათ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იბრძვიან?
-შენ არ ხარ, სარას გუნდის წევრი.
-თუმცა ვმუშაობ იქ საიდანაც სარას, მაქსის და საერთოდ მაგ კომპანიას “კრიშავენ”.
აღრაფერი უთქვამს მიხვდა, რომ უბრალოდ აზრი არ ჰქონდა ამ თემაზე საუბრს. მეამაყებოდა ის, რაც მათ გააკეთს, მაგრამ, როგორ შეძლეს, მხოლოდ ორნი არიან, თანაც ანა ფეხმძიმედ არის...ნეტავ ვისგან? “რა კითხვებია, ნისა, რა თქმა უნდა, დემესგან” თავი გამოიჩინა მეორე მემ.
დღეები ერთნაბეთს მიზდევდა, იოანე სამუშაოზე იყო გარდათული “სულისკვეთების” მთავარ დამფინანსებელს იკვლევდა, მე კიდევ მხოლოდ გვიანობით გავდიოდი სახლიდან, მეშინოდა ანასთან შეხვედრის...რა მეთქვა, როდეს შემხვდებოდა? თვალებშიდაც კი ვერ შევხედავდი. სახლიდან მოშორებით ბაღი იყო, იქ კი ხის მოსასვენებელი დაახლოებით პირველი საათისთვის, არავინ დადიოდა, ამიტომ ყოველთვის მივდიოდი და ვჯდებოდი. ვუყურებდი ფანჯრებიდან გამომავალ შუქს, რომლის შიგნით ოჯახი მყუდროდ და სიყვარულით ცხოვრობდნენ. უკვე ცხრამეტი წლის ვიყავი, მაგრამ ბავშვივით ვოცნებოდი ოჯახზე, არ მინდოდა იმ აზრის მიღება, რომ მე არასდროს არ მეყოლებოდა ნამდვილი ოჯახი. კვლავ იმ მსკამზე ვიჯექი და ბინებს გავყურებდი ,როდესაც იოანე დამიჯდა გვერდით მოსაცმლის ჯიბეებში ხელები ჩაალაგა და იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც მე ვიყურებოდი.
-მატო მინდა ყოფნა.
-ინფორმაციას მოგაწვდი და წავალ….ეამდენიმე დღეში წვეულება გაიმართება, სადაც ჩვენც ვართ დაპატიჟებული, იქ კი “ის” იქნება.
-რა უნდა გავაკეთო?
-ამჯერად შენ არაფერი არ მოგიწევს, მარტივილი დავალება დაგეკისრება-პირი იმის დასაღებად დავაღე, თუ რა დამევალება, მაგრამ მიმიხვდა და დროულად გამცა პასუხი-იქ გაიგებ.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ის კი ადგა და წავიდა. მე კიდევ ცოტახანი დავრჩი ადგილზე ბოლოს ძალიან შემცივდა და წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ რატომღაც დემეს სახლისაკენ მიწევდა გული, რამდენიმე წამი ვიყოყმანე ბოლოს კი წასვლა გადავწყვიტე, იმისდა მიუხედავად, რომ შორს იყო ფეხით წავედი და დავიმედდი, რომ ტაქსი გზაში შემხვდებოდა და გავაჩერებდი. მართლაც ფიქრებში გართული ვერც კი შევამჩნიე, როგორ მომადგა ტაქსი ფეხებთან და დამისიგნალა, საქარე მინაჩამოწია და საჭესთა მჯდომა გოგონამ გამიღიმა.
-ტაქსი ხომ არ გჭირდებათ-დაუფიქრებლად მივუჯექი გვერდით და გაყინული ლოყევი ოდნავ შემითბა.-დღეს საკმაოდ ციცა არა?
-კი...საკმაოდ!
-სად მივდივართ?-ინტერესით გადმომხედა.
-უბრალოდ წინ იარეთ….-მანაც თავი დამიკრა.
-ალბათ, გიკვირთ ქალი ტაქსისტი, არა?
-სულაც არა...რა არის ამაში გასაკვირი?
-რა ვიცი, ძირითადად წამყვანი პოზიცია ამ სფეროში მამაკაცებს უკავიათ-მხრები აიჩეჩ-21წილის ვარ შენ?
-ცხრამეტი..
-კარგია…-კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა-მაპატიე...სპიკერზე ჩავრთავ, არ შეიძლება საჭსთან ტელეფონი-გამეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნი, მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა, როდესაც ტელეფონის იქეთ მყოფი პიროვნების ხმა გავიგე.-გისმენ სებ
-სად ხარ ფერია-ეს ის ხმა იყო, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მენატრებოდა, გულამდე მივიდა, მაგრამ “ფერია” მე ეხლა სებეს საყვარელი ქალის მანქანაში ვზივარ?-მისმინე...ტას ვნერვიულობ მალე მოხვალ…?
-ჩემი მზრუნველიიი…..დაახლოებით ერთ სააში
-კარგი მაშინ დაგელოდები...არ დავიძინებ ჭკვიანად…-ეს უთხრა და გაუთიშა წამში დავალაგე ყველა სიტყვები, რაც მან თქვა და განსკუთრებით გამოვყავი, ის სიტყვები, რომელიც მე მკლავდა. ვიგრძენი, როგორ შემიჩერდხა გულის ფეთქვა, სუნთქვით კი უბრალოდ ვეღარ ვსუნთქავდი, მან შეატყო ეს და მორიდებით მკითხა
-კარგად ხართ?
-გააჩრე…!-ვერ გაიგო-უბრალოდ გააჩრეთ, ჩასვლა მინდა-მანაც მალევე გადაიყვანა მანქანა სავალი ნაწილიდან და გააჩერა. ფული მივეცი-ხურდა არ მინდა-ვუთხარი და სწრაფად გადმოვედი მაქანიდან, ისიც გადმომყვა შეშინებული და წინ დამიდგა.
-რა მოხდა ესე უცებ?-გაკვირვებული შემხედა
-არაფერი...უბრალოდ დეპრესიამ შემომიტია...ნუ მკითხავ ნურაფერს, მადლობა რომ მომიყვანე შეგიძლია წახვიდე.
-ასეთ მდგომარეობაში არ დაგტოვებთ!
-დამტოვეთ! -ისეთი კატეგორიული ვიყავი ვეღარ შემეწინააღმდეგა, უკან დაიხია მაქანაში დაბრუნდა და წავიდა.
მხოლოდ ახლა ამოვუშვი მთელი ემოციები, რასაც გრძნობდი იმისადა მიუხედავად, რომ სებე არც ჩემი შეყვარებული იყო და მეტიც არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, მაინც მეზიზღებოდა, ასეთი რამ, რომ გააკეთა. მისი თითოეული ქცევა ჩემს სასარგებლოდ ვიღებდი და ჩემდაუნებურად იმედიც ჩავიდე გულში...იმედი, რომელიც აქამდე გამომყვა...ჩემი თავიც მძულდა, სებეც და ეს გოგოც ვინც ასე სიყვარულით მოიხსენია. იოანეს დავურეკე და ტირილით ვთხოვე ,რომ აქედან წავეყვანე ნახევარ საათში ადგილზე იყო და გიჟივით მიყურებდა.
-რა მოხდა?
-ეხლა არა-თავი გავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.
მას შემდეგ ამ თემას აღარც მივბრუნებულვართ, მეოთხე დღე გავიდა იმ ღამის შემდეგ და იგივე ტკივილს ვგრძნობდი, თუმცა ახლა ჩემი თავისთვის ნამდვილად არ მეცალა. დღეს წვეულება იყო დღეს მერაბ გასვლანს უნდა შევედროდით, “სულისკვეთების” მთავარ ღერძს. იოანემ ფოტო მაჩვენა, რომ მცოდნოდა ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა.
-ერთი შეხედვით ძალიან კეთილი სახე აქვს...ვერ ვხდები, საიდან დაადგინეთ, რომ ასეთი ბოროტია?
-ყველა ვისაც კეთილი სახე აქვს, არ არის ისეთი, როგორი წარმოდგენაც გექმნება...მზად ხარ?-ერთიანად შემათვალიერა, კიდევ, ერთხელ.
-კი-თავი დაუქნიე ვიფიქრე ხელმკავს გამოვდებ-მეთქი, მაგრამ წინ გაიჭრა. გრძნობა არც უნდოდა აშკარად ეტყობოდა, რომ რაღცაზე ღელავდა, მაგრამ რაზე ვერ გამეგო.
წვეულებაზე შევედით და ყველას ყურადღბა ჩვენ მივიქციეთ
-ასე, რატომ იყურებიან?-დაძალდატანებით გაღიმებულმა გადავულაპარაკე
-ალბათ, მოვეწონეთ...რა ვიცი, ნისა
-კარგი-დღეს საკმაოდ გაღიზიანებული იყო ამიტომ დიდად კითხვებით თავს არ ვაბეზრებდი. იოანესი არ ვიცი, მაგრამ მე დამემართა სრული შოკი, როდესაც იმ შეხვედრაზე ლაშა და მერი დავინახე. შემამჩნიეს და გაღიმებულები ჩემსკენ წამოვიდნენ იოანემაც კი დამტოვა და მარტო დავდექი მათ წინაშე.
-როგორ მიხარია შენი ნახვა-ლაშამ მთელი ძალით ჩამიკრა გულში, მერიმ იგივე ჟესტი გააკეთა და მეც მათ საქციელზე გულში სითბო ჩამეღვარა.
-მეც მიხარია და ძალიან მომენატრეთ.
-და ეგრე უნდა დაიკარგო? რამდენი წელი გავიდა მას, შემდეგ ,რაც დაგვემშვიდობე ერთი, ორი ? სამიც ხომ არა?
-ვიცი და ძალიან მცხვენია ჩემი საქციელი, მაგრამ საქართელოში არც ვიყავი, ამიტომ ვერ გნახავდით ფიზიკურად.
-კარგი, ლაშა რა ახსნა-განმარტება გაუმართე ამ ბავშვს?
-მართალია...მიხარია, რომ კარგად ხარ. მთავარი ეს არის -მზრუნვეად შემომხედა ლაშამ-აღარ დაგაყოვნებ, შენი კამპანიონი გელოდება,. მოუთმენლად-იოანესაკენ მიმითითა, მეც მორჩილებით დავიქნიე თავი და იოანესაკენ წავედი.
მთელი საღამო მოუსვენრად იყო ამ თავიდან იმ თავში დადიოდა ბბოლოს ჩემთან მოვიდა და ფრთხილად ხელში წამალი შემაჩეჩა.
-ესეც შენი დავალება...შენ კაბინეტში უნდა შეხვიდე, მერაბ გასვლიანს ჭიქაში უნდა ჩუსხა, ამ პატარა ამოულაში მოთავსებული სითხე.
-ეს რა არის?-გაკვირვებით დავხედე პატარა ამპულას, რომელიც ხელში დავმალე, სწრაფად-რისი წამალია იო?
-არაფერი ისეთი...დროებით პარარიზება დაემართება, ამასობაში უფროსობა ილაპარაკებს მასთან, ესეც იმიტომ სჭირდებათ, რომ სხვანაირად არ ხერხდება ჩვენ უფროსობასთან შეხვედრა, იმწამსვე დაცვას ეძახის.
-კარგი...და დარწმუნბული ხარ, რომ ყველა უნდა ჩავასხა ჭიქაში?
-მე არაფერში ვარ დარწმუნებულო….ეგ ექიმმა გამოწერა და დავიჯერო შეცდებოდა?
-მართალი ხარ….მე იქ, როგორ შევაღწევ?
-შენზე ვუთხარი, რომ მათ პარტიაში გსურს გაწევრიანება...ბევრი რამ ვუთხარი უბრალოდ შენთან შეხვედრა უნდა აინტერესებს “პროგესულად მოაზროვნე ახალგაზრების აზრები”, როგორც თავად იტყოდა.
მეტი არაფერი აღარ მითქვამს, მართლაც მიხმო თავის კაბინეტში. შენობის ორი სართულით ქვემოთ ჩავედით დიდი ხის კარები, როგორც კი შევაღე ტყავის, ყავისფერ, ძველებურ სტილის, სავარძელში იყო მოთავსებული და მელოდა. ვკანკალებდი ხელები გამიოფლიანდა მთელ სხეული სხეული გამიცივდა. ვეცადე არ შემემჩნია, მაგრამ უშედეგოთ, თუმცა მას ეგონა, რომ რადგან პირადად შევხვდი, მიტომ მქონდა ასეთი რეაქცია. ძლივს წავატეხე ამპულას თავი. ვიგრძენი შუშის ნაფშვენები, როგორ შემივიდა კანში. მისი წიგნის გამოსაღებად უკან გაბრუნდა და ამ დროს მოვახერხე და ჭიქაში, რიმელშუიც წყალი ესხა ამპულაში მოთავსებული სითხე ჩავასხი.
საბოლოოდ იმდენი შეკითხვა დავუსვი და ვალაპარაკე სანამ ყელი არ გაუშრა და ერთი ჭიკა მთლიანად არ დაცალა. ამის შემმდეგ მალევე დავემშვიდობე და სწრაფად დავტოვე კაბინეტი. იოანე გაფაციცებით მიყურებდა და ელოდა, როდის დავიწყებდი საუბარს.
-ყველაფერი კარგად არის, უბრალოთ ხელი გავიჭრი..ცოტათინ
-იქ ხომ არ დაგეწვეთა სისხლი?-შეშინებული მკითხა
-ესე ღმა ჭრილობაც არ არის-გამეცინა
-და მაგის ნამსვრევები? წერტილის ოდენა მაინც?
-არა! არა და არა! ნუ ღელავ...ვერ ვხდები ასე რატომ გეშინია, უფროსწორად, რისი ან საერთოდ დღეს რა გჭირს?
-არაფერი წამოდი-ხელი გამისუფთავა ჭრილობაც არ იყო შუშას გაუსერავს უბრალოდ და მეტი არაფერი. დაახლოებით საათ ნახევარი შევყონდით ჯერ საპირფარეშოში. იოანემ ხელის დამუშავებას, ნახევარი საათი მოანდომა, მერე კი გარეთ გავისეირნეთ. უკან როდესაც დავბრუნდით დასამშვიდობლებლად სამი სასწრაფოს და დაახლოებით ხუთი პოლიციის მანქანა იყო გულში რაღაც ნაპერწკალმა გამკრა, იქეთკე დავიძარი, მაგრამ იოანემ შემაჩრა.
-ნისა, არ გინდა!
-იოანე ვიღაც ცუდად არის-მშვიდად ვუთხარი ხელი გავუშვი და ჩემი ფუშფუშელა კაბა, რომელიც ძირს მოფოფხავდა ხელში დავიკავე და ისე წავედი.
სასწრაფოს მანქანასთნ მივედი, ხალხში ძლივს გავძვერი, რომ შემეხედა ვინ ყო ცუდად და დავინახე საკაცეთინ გამოიყვანეს მამაკაცი, რომელზედაც თავზე გადაფარებული ჰქონდა.
“საწყალი გარადაცვლილა!” გავიფიქრე და თავი ჩახვხარე, სასწრაფოს ექიმებმა ჩემს წინ ჩამოატარეს გვამი აღარც ჩემიხედავს მისთავის, უბრალოდ რაღც ბრჭყვიალამ მომჭრა თვალი და როდესაც იქეთკენ გავიხედე დავინახე მერაბ გასვლიანის ბეჭდი, რომელიც გარდაცვლილს ეკეთა ხელზე….ანუ…..ის მერაბ გასვლიანი იყო...ღმერთო ჩემო, ის მერაბი…..შუძებელია!
გარდაცვლილი მერაბ გასვლიანი იყო!
..........
ესეც მომდევნო თავი ჩემო მეგობრებო ვეცადე მალე და დიდი თავი დამედო. იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი ანჯ

დამპალი იოანე...
ეს რატომ გაუკეთა..
როდის მიხვდება ეს გოგო რეებს აკეთებინებენ და წავა მათგან რა. -_-

 


№2  offline წევრი n-strovet

ანჯ
დამპალი იოანე...
ეს რატომ გაუკეთა..
როდის მიხვდება ეს გოგო რეებს აკეთებინებენ და წავა მათგან რა. -_-

იმედია მალე გაახელს თვალებს...მაგ მომენტს მეც ველი smile laughing
მადლობა შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი ნაამა

როდის დადებ?

 


№4  offline წევრი n-strovet

არჩვაძე
როდის დადებ?

ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ შევეცდები მალე დავდო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent