Du gehörst nur mir (შენ მხოლოდ ჩემი ხარ) (12)
შენ მხოლოდ ჩემი ხარ(12) -მარი გამოდი გვაგვიანდება.-მისაღებიდან გაკივის ანი. -მაცადეთ გოგო ხომ იცით სწრაფად ვერ მოძრაობ.-თავის გასამართლებლად მოიგონა. -კაი მარ ნუ გაგვაცინე, შენ მოატყუე შენაირებს.-სარკეთას მდგომა ხორგუმ გადაიკისკისა. -მარიამ შენი ქორწილია თუ ჩემი, დაიხურა მაღაზია, რას ემზადები ამდენს, მასე შენ ქორწილისთვის ერთი კვირით ადრე უნდა დაიწყო მომზადება.-კატომაც ჩააკვეტა სიტყვა. -კაით ხალხნო ნუ დამახრჩეთ გამოვედი.-კიბებზე ჩაირბინა. -ვიღაცამ ჩემთვის სწრაფად სიარული არ შეიძლებაო.-ზოზინით წამოდგა ანი. -ხოდა ვიღაცამ ჩვენ ვერ მოგვატყუებო.-სარკესთან მდომ ხორგუანს შეხედა მარიმ. -გოგო შენ კიდე რა იყო, ამ სარკეს ხო ვერ მოგაცილეთ, ვის ეპრანჭები ამდენს, რა ვერ შეიგნე რომ ცოტნეს ჩვეულრბრივიც უყვარხარ და არ არის საჭირო სარკესთან ერთად ძილი.-კატომ ხორგუ ხელით გაათრია სახლიდან. -მიყვარს გოგო რო ღადაობს.-არ დატოვა უკომენტაროდ. -ღმერთო ჩემო სად შეიკრიბა ამდენი იდიოტი ერთად.-მარიმ ჩაიჩურჩულა და ცას ახედა. -ამ სანდრომ სულ გამოაშტერა ეს გოგო.-რულთან მოთავსდა კატო. -მასე ყველას თავისი გადამრეველი გვყვას.-გაკრეჭილმა ანიმ შეხედა გოგოებს. -კაით ახლა მანამდე ხო ძალიან დალაგებულები მყავდით.-ხორგუ ისევ სარკეში ისწორებდა ტუჩსაცხს. -აუ ჩემი ახლა ვინმე რომ ჩვენს საუბარს ისმენდეს იფიქრებდა ესენი ვერ არიანო.-მარიმ გადაიკისკისა და სხვებიც აყვნენ -სიძე ძველო როგორ ხარ?-მხარზე ხელი დაკრა ლუკამ. -რავი ბიჭო ცოტას ვნერვიულობ, შარვალ-კოსტუმი უნდა ვიყიდო დღეს ხომ გამომყვები? -იასნა, ბიჭები გზაში არიან და დაველოდოთ? -ვინ ბიჭები? -ცოტნე,გიორგი, საბა და თორნიკე -საბა ვინაა ტო? -შენ ამ ქორწილმა სულ დაგავიწყა ყველაფერი, ბიჭო ჩვენი საბაჩკა, ამერიკიდან ჩამოვიდა გუშინ, სკლეროზი დაგეწყო შენ.-გადაიხარხარა ლუკამ. -აუ ბიჭო მართლა გადავყევი ამ ქორწილის საქმეებს, საბა რამ დამავიწყდა, გუშინაც გამიტყდა რომ არ ვნახე. -დაიკიდე ბიჭო, ესენი კიდე სად წავიდნენ ამდენ ხანს?-საათზე დახედა ლუკამ. -დაურეკე მიდი ტო რა. -ხო დაიცა.-ტელეფონი ამოიღო ლუკამ. -მოვედიით.-ბიჭები შემწკრივდნენ. -სიძე როგორ ხარ?-საბა სანდროსკენ წავიდა. -კარგად შენ როგორ ხარ, ბიჭო სად დაიკარგე მოყევი აბა რას შვრებოდი.-სანდროც ადგა და გადაეხვია. -რავი ბიჭო ძლივს გამოვიპარე. -გამოიპარე? -ბიჭო მამაჩემის სააქმევზე ხო ვიყავი წასული და ძლივს მოვაგვარე ყველაფერი, მგონი არასდროს აღარ მომიწევს წასვლა.-მდივანზე გადაწვა საბა. -კაით ახლა ადექით.-ლუკამ ყველა ფეხზე წამოყარა. -სად მიგყავართ ის მაინც მითხარით.-წუწუნით ადგა საბა ფეხზე. -ნაშებში უნდა წაგიყვანოთ, ალბათ მონატრებული გყავს ქართველები.- გადაიხარხარა სანდრომ. -კაი ტო მართლა სად მიგყავართ.-საბამ დასერიოზულდა. -სიძეს უნდა წავყვეთ მაღაზიებში. -კაით რა მეღადავებით, მაგრა მეზარება ახლა მაღაზიებში ხეტიალი. -რას იზავ მეჯვარე ხარ და შენც მოგიწევს რაღაც რაღაცეების ყიდვა.-მხარზე ხელი დაკრა სანდრომ. -მე რატო, კაით რა ნაღდათ არ მაქვს მეჯვარეობის თავი აი ლუკა იყოს.-წუწუნი დაიწყო საბამ. -ლუკა ვერ იქნება რადგანაც კატო არის მარის მეჯვარე. -კატო ვინაა?-გაკვირვებით შეხედა საბამ სანდროს. -ჩემი სიცოცხლეა.-რულთან მჯდომა ლუკამ გამოყო თავი. -არა არ მჯერა, შენ ვინმე გიყვარს?-გადაიხარხარა საბამ. -თანაც თორნიკეს დაა.-სანდრომ ჩაამატა. -სერიოზულად? დაიცა თოკო ეს შენს უნცორს დაზე ლაპარაკობს? რამდენიმე წლის წინ ვენაში რო ვნახე? -კი კი მაგაზეა საუბარი. -არა რა ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა ძმაო.-მხარზე ხელი დაკრა საბამ. -საბა დავიჯერო შენ მარტო ხარ?-ეშმაკურად შეხედა ცოტნემ. -ბიჭო კი მარტო ვარ ამ ამერიკამ სულ შემცვალა. -ბიჭო დღეს მაინც დაივიწყეთ გოგოები.-გიორგიმაც გამოყო თავი. -გაიღვიძე ვაჟბატონო, არა რა ამ ანიმ სულ შეცვალა ეს ბიჭი.-გადაიხარხარა თორნიკემ. -კაით მორჩით ახლა ლაპარაკას მოვედით უკვე.-ლუკამ მანქანა გააჩერა და ბიჭებიც გაეშურენ “საშოპინგოთ”. -მარიამ უკვე მერამდენე კაბას იზომავ.-თვალები გადაატრიალა ანიმ. -აუ აბა რა ვქნა, როგორი კაბაც მინდა ის არ მიხდება, თანაც მინდა მუცელი დიდად არ მეკვეთებოდეს.-წუწუნი დაიწყო. -მარიამ მე ვიცი როგორი კაბაც გინდა.-ფეხზე წამოდგა კატო და საქორწინი კაბებს შორის დაიწყო სიარული. -აი ვიპოვე.-კატო უკან კაბით ხელში დავბრუნდა, მაირამს ხელში მიაჩეჩა და გასახდელში შეიყვანა. -აბა გამოვდივარ.-გასახდელიდან კიოდა. -კაი მალეე.-დაღილი ხორგუ პასუხობს. ტანზე გამოყვანილი კაბით გამოვიდა მარიამი, არც მუცელს უკვეთდა, ისეთი იყო როგორიც უნდოდა, ცოტათი მკერდთან ამოჭრილი,უკან ზურგი პატა თოკებით იყო დამაგრებული, არც ძალიან გადატვურთული იყო. -oh my god.-პირღია უყურებდა ყველა. -მარიამ ულამაზესი ხარ. -მადლობა ჩემო გოგო მეც ძალიან მომწონს, ჩემი გადამრჩენელი ხარ კატო.-ღიმილით შეხედა დაქალს. -თავისთავად. -კაით ახლა კი თქვენთვის შეარჩიეთ კაბები.-დაღლილ გოგოებს მიაპყრო მზერა. -აუ ხო არ ღადაობთ მაგრად დავიღალე ახლა მაგის თავი ნაღადად არ მაქვს.-წუწუნი დაიწყო ხორგუმ. -არავითარი დაღლა არ გამაგონოთ დღეს ყველაფერს მისრულებ.-ძლივს დაითანხმა მარიმ გოგოები. -კაი მიდი მალე გამოიცვალე და წავიდეთ.-გასახდეში შეაგდო ანიმ. მარიმაც მალე გამოიცვალა და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იმდენ მაღაზიაში იყვნენ რომ ვერც კი დაითვეს, კაბების გარდა კიდევ ბევრი რამ შეარჩიეს. -ღმერთოო ფეხები.-წუწუნით დაესვენა კატო მდივანზე. -დღეს ჩემთან რჩებით ხო იცით. -ჯერ არ დავრჩენილვართ.-გადაიკისკისა ანიმ. -კაით მოდი ახლა რამე შევჭამოთ და მერე რაც გინდათ ის ვქნათ. -გოგო გზაში არ ჭამე? ბავშვიც შენაირი ღორი ჩანს.-გაკრეჭილმა ხორგუმ შეხედა მარის. -კი კი მართალი ხარ.-კარი შეაღო სანდრომ. -ოჰ ვაჟაბატონებიც მოსულან.-კატო თვალი გაახილა. -რა იყოთ რა მკვდრებივით ხართ.-სანდრო სამზარეულოსკენ წავიდა. -შენი მომავალი ცოლის დამსახურებაა. -როგორ გამაკვირვეთ.-უი მართლა ეს საბაა ვინც არ იცნობთ. -ეე საბა როგორ ხარ.-ფეხზე წამოხტა კატო და გადაეხვია. -რამხელა გაზრდილხარ ქალბატონო. -აბა ისეთი ხო არ დავრჩებოდი.-გოგოებს თუ არ იცნობ მაშინ გაგაცნობ ეს ხორგუა, ეს კიდე ანი. -როგორ არ ვიცნობ.-გოგოებიც გადაკოცნა. -ცოტნეს მეჯვარე უნდა იყოს.-ხორგუ გაიკრიჭა. -ლიზა და მისი დაქალი ამოვა მალე.-თორნიკე სამზარეულოდან გამოვიდა პუდინგით ხელში. -ლიზა ვინაა? -თოკოს სიყვარული.-პუდინგი ხელიდან ააცალა კატომ თორნიკეს. -ეე რას აკეთებ მომეცი აქ.-უკან დაედევნა დაიკოს. -კაი ახალი აიღე რა.-ყუყუნი დაიწყო კატომ. -დადექი და შენ აიღე.-პატარა ბავშვებივით დაიწყეს ჩხუბი. -კარგით მოდი ნუ ჩუხბობთ.-მარიმ ყველასთის გამოიტანა პუდინგი. -აი მგონი ლიზაც მოვიდა.-კარებზე ზარის ხმა გაისმა. -მე გავაღებ.-ფეხზე წამოხტა თორნიკე. -დედა შენი ძმა არ არის დალაგებული.-გვერძე მიუჯდა კატოს ლუკა. -ვიცი.-გადაიკისკისა და ლუკას მიეკრო. -როგორ მომენატრა შენი სურნელი.-ყელში თავი ჩაურგი ლუკამ და ყურში ჩაჩურჩულა. -მეც ძალიან მომენატრე.-უფრო მჭიდტოდ ჩაეხუტა. -გამარჯობათ.-ყველას მიესალმა ლიზა, მის დაქალი თიკა ყველა იცნობდა, ჩვენდა გასაკვირად საბასაც კი. -შენ აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა საბამ იკითხა. -მეც ეგ კითხვა მაწუხებს აქ რა გინდა?-უხეშად უპასუხა თიკამ და ყველა გაკვირვებული უყურებდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.