შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიზობანა (თავი 1)


2-12-2019, 20:06
ავტორი Spongebob
ნანახია 2 680

-მარიამ,ასე ნუ იქცევი,დააგდე ეგ იარაღი!
-შენ ხომ დამპირდი? ხომ მითხარი,რომ ერთ დღეს ერთად ვიქნებოდით? ჰო და მინდა,რომ დღეს იყოს ეგ დღე.
-მარიამ,შეუძლებელია!-ყვიროდა კაცი და შეშინებული უყურებდა თვალცრემლიან გოგოს-დააგდე ეგ იარაღი და ჩამოდი,არ გადავარდე!
-მომიახლოვდი.
-რა?
-მომიახლოვდი მეთქი!
კაციც დაემორჩილა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სახურავის კიდეზე მდგომ გოგოს.
-ან მაკოცე ან ხელი მკარი.
-ვერ გავაკეთებ! შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ,თითქმის მამად გეკუთვნი,როგორ შეგიძლია,რომ გიყვარდე?
-შემიძლია და მორჩა!-კვლავ მიიდო იარაღი საფეთქელთან,ის ის იყო უნდა გამოეკრა სასხლეტზე თითი კაცმა რომ ხელი აუკრა და ჰაერში გაისროლა.
-ნუ სულელობ!-ცდილობდა იარაღი გამოეგლიჯა ხელიდან.-კარგი,ვიყოთ ერთად მაგრამ ახლა ხელი გაუშვი!
-მატყუებ!-იყვირა გოგომ და შემთხვევით გაისროლა. მალე ორივეს ტანსაცმელი სისხლით დაისვარა.
-ეს რა ჯანდაბა გააკეთე მარიამ?
°°°°°°°°°
დიდი,ოვალური ფორმის მაგიდის ირგვლივ ყველას თავისი ადგილი დაეკავებინა,მხოლოდ ერთი სკამი იყო ცარიელი. თითოეულ მათგანს დაძაბულობისგან ძარღვები დაჰბერვოდათ. ისეთი სახეები ჰქონდათ,აშკარა იყო,რომ ერთმანეთს დიდი სიამოვნებით გაგლეჯდნენ კბილებით.როგორც იქნა ჟღალწვერაც გამოჩნდა ოთახში,უსიტყვოდ დაიკავა თავისი ადგილი და შეკრებილებს თვალი მოავლო. ცოტა ხნით მზერა ჭაღარაშეპარულ კაცს მიაპყრო,მერე კი ახალგაზრდა,შავგვრემანი მამაკაცი აათვალიერა.
-აბა,მოიფიქრეთ?-დამცინავი ტონით იკითხა და იგივენაირად ჩაიცინა.
-მოსაფიქრებელი იყო რამე?!-არც შავგვრემანი ჩამორჩა და „მთავრის“ განრისხებული თვალების დანახვაზე კმაყოფილს ჩაეღიმა.
-ამას ჩემს ქალიშვილს ვერ გავუკეთებ!-ახლა ჭაღარამ მიიქცია ყურადღება.
-მაშინ მოკვდება.-უდარდელად აიჩეჩა მხრები ჟღალწვერამ.
-სხვა გზა არ არის? რა აუცილებელია მათი ქორწინება? ბატონო ოთარ,გთხოვთ!
-აბო,მისი ქალიშვილი ახლა კაფეში ზის,შენ წახვალ და სიტყვას შეასრულებ.-ყურადღება არ მიუქცევია კაცის თხოვნისთვის და მის გვერდით მჯდომ კაცს გახედა.-თუ გინდა,შეგიძლია გაერთო.-დაამატა ბოლოს და დარწმუნებული იყო,რომ გიორგისგან თანხმობას მიიღებდა.
-არა,ეს არ გააკეთოთ! დღესვე დაველაპარაკები და ხვალ ....-სიტყვა შუაზე გაუწყდა და შეშინებული თვალებით ახედა მაგიდის თავში მჯდარს,რომელსაც კმაყოფილებისგან ჩაეღიმა.
-და ხვალ?
-ხვალ ნიკოლოზს გაჰყვება ცოლად.-ყურები ჩამოყარა კაცმა.
-ახლა ხომ ხვდები,როგორი საცოდავი ხარ?-სახე დაუსერიოზულდა ოთარს.-ხომ ხვდები,რომ ჩემს ხელში ხარ?
-კი.-თავი ჩახარა კაცმა.
-კარგი,ხვალისთვის მოემზადეთ-თვალი მოავლო დანარჩენ წევრებს-ხვალ წყვილი ბედნიერედება!-საზიზღრად გადაიხარხარა და ოთახი ისე დატოვა ერთი სიტყვაც არ დაუმატებია. დანარჩენებიც წამოიშალნენ და მანქანებში გადანაწილდნენ.
-ნიკოლოზ!
თავისი სახელის გაგონებაზე,მანქანასთან მისული შავგვრემანი გაჩერდა და მომავალ სიმამრს უემოციო სახით მიაშტერდა.გიორგიც რამდენიმე წამში გაჩნდა მის წინ.
-გაფრთხილებ!თუ ჩემს შვილს რამეს დაუშავებ,თუ მას ზედმეტად შეეხები....
-შშშ,ფრთხილად იყავი,რამე არ შეგეშალოს! ტყუილად ნუ მემუქრები და ნურც მაფრთხილებ,იმიტომ,რომ უკანასკნელი ხარ ვისაც შეუძლია რამე ზიანი მომაყენოს,ასე რომ შენი არ მეშინია. -მშვიდად,მაგრამ მრისხანებით გაჟღენთილი ტონით ლაპარაკობდა-შენი ქალიშვილი მე არაფერში მჭირდება,ქალი უამრავი არსებობს...შენც კარგად იცი.-სიტყვის თქმა აღარ აცადა,მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. გიორგიც სახლისკენ მიმავალ გზას გაუდგა,გზაში კი გეგმებს აწყობდა, თუ როგორ ეთქვა გოგოსთვის.
სახლში მისულს მხოლოდ სოფია დახვდა სახლში.რაღაცნაირად გაუხარდა,მაგრამ მღელვარებამ კიდევ უფრო იმატა.
-მამა კარგად ხარ?-გაკვირვებული უყურებდა კარებში გაშეშებულ კაცს.
-უნდა ვილაპარაკოთ...-ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა.
-ისევ? ისევ რაღაც მოხდა?-დაღლილმა ამოიხვნეშა,დივანზე ჩამოჯდა და კაცს მიაშტერდა.
-სოფი,ჩემო გოგო,არც კი ვიცი როგორ გითხრა...
-პირდაპირ!
-უნდა გათხოვდე.-ექოსავით გაისმა კაცის სიტყვები.გოგომ ჯერ გაოცებისგან პირი დააღო,მერე კი სიცილი აუტყდა რომელიც ბოლოს ისტერიკაში გადაეზარდა.
-მისმინე,ვიცი ყველაზე საშინელი რამაა რასაც გეუბნები...ვიცი,რომ საშინელი მამა ვარ,მაგრამ ეს რომ არ გააკეთო მოგკლავენ!
-მომკლან.-უკვე დამშვიდებულმა,უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ამას ვერ დავუშვებ,აბო ისეთი ნაბი*ვარია, რომ სიკვდილამდე....-ისევ ჩაუვარდა ხმა კაცს,ხელები თავში დაიშინა და გაცეცხლებულმა ღრიალი დაიწყო.
-სულ ერთია.-იგივე გამომეტყველებით უყურებდა გააფთრებულ და განადგურებულ მამას.
-რას ნიშნავს სულ ერთია? მაგისთვის როგორ გაგიმეტო? მხოლოდ ფიქტიური ქორწინება იქნება. სოფი,გთხოვ!
-ვის უნდა გავყვე?-ეტყობოდა,რომ აზრის შეცვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
-ნიკოლოზს.
-ეგ ვინ არის?
-ერთ-ერთი,ყველაზე ცივსისხლიანებს შორის.-ხმაში შიში გაუკრთა.
-და ასეთი რა ჩაიდინე,რომ ამაზე წასვლა გიწევს?-სასოწარკვეთა შეერიაა ხმაში.
-მაგას ვერასდროს გეტყვი.მირჩევნია მოვკვდე,ვიდრე ეგ გაგო!
-კარგი,უთხარი რომ თანახმა ვარ.
-თანახმა ხარ?დარწმუნებული ხარ?
-და რომ არ ვიყო რამე შეიცვლება?-ირონიული ღიმილით დაეფარა სახე.
-გპირდები დაგიხსნი იმ ნაბი*ვრისგან!-შუბლზე აკოცა გოგოს და გულში ჩაიკრა.
-ეჭვიც არ მეპარება...

°°°°°°°°°
-იცი,რომ ზუსტად ათი წუთია აქ გელოდები?-უკმაყოფილება გამოესახა სახეზე.
-კარგი,ათი წუთი რა არის?-წარბები შეკრა მეორე ბიჭმაც და მანქანაზე მიყუდებულ ძმაკაცს მიაჩერდა.-იტყვი რა მოხდა?
-ვქორწინდები.-უემოციოდ ამოილაპარაკა.
-რას აკეთებ?
-გიორგის შვილი მომყავს სახლში.რამე ვერ გაიგე?
-გამოშტერება შეიძლება!-თვალებგაფართოებულმა შეიცხადა.
-შეიძლება,შეიძლება-სიცილით დაუკრა თავი.
-გოგოს გამოყენებას აპირებ?
-რას გულისხმობ?-მზერა გაუცივდა ბიჭს.
-იცი,რომ შეიძლება შეუყვარდე?
-ვინ მე?-ხარხარი ატეხა ბიჭმა-დამცინი?მე ვის უნდა შევუყვარდე?
-იმას,ვინც შენს გატეხვას შეძლებს!-თვალი ჩაუკრა ძმაკაცს.
-და რატომ ფიქრობ,რომ ეგ გიორგის შვილი იქნება?
-არ ვფიქრობ,ვიკითხე.
-კარგია,არც იფიქრო!-გაუღიმა და მანქანაში ჩასაჯდომად მოემზადა-და თუ შევუყვარდები,მხოლოდ დაიტანჯება!
-კარგი,მაგრამ ახლა ჩემთან წავიდეთ.-ისე ჩახტა მანქანაში არც უკითხავს.
-შენთან რა მინდა?-გაკვირვებულმა გახედა.
-უნდა გამოგემშვიდობო.
-სერიოზულად?
-ხო,რა არ შეიძლება?
-რა ვიცი,კარგი.-მხრები აიჩეჩა და ძმაკაცის ნებას დაჰყვა.
რომასგან ბარში წავიდნენ და პირდაპირ ბართან ჩამოსხდნენ.
-რატომ ქორწინდები იმ გოგოზე?
-სულ ჩემი ნებით არ ვქორწინდები?!
-ნუ,რა მნიშვნელობა აქვს...
-მამამისი ყავს გამოჭერილი იმ ახვ*რს და ერთობა.
-და მაინც და მაინც შენ რატომ?
-....
-შენც გამოჭერილი ყავხარ-სიცილით შეხედა ძმაკაცს.
-არა.
-აბა?
-ან აბოს უნდა გაჰყოლოდა ან მე.
-მერე?შენთან როგორ მოხვდა?
-მე ვიყიდე.-მხრები აიჩეჩა და სასმელი გამოცალა. რომას კი არაყი გადასცდა და ხველა აუტყდა.
-რა ქენი?-ჩაწითლებული თვალებით ახედა ძმაკაცს.
-ვიყიდე.
-რას ნიშნავს იყიდე,ნივთია?
-დაახლოებით.
-ნიკოლოზ,ძმობას გეფიცები ნელ-ნელა მათ ემსგავსები და ეს ძალიან არ მომწონს!
-არის რაღაცები,რაც არ იცი.
-და რატომ არ მეუბნები?
-იმიტომ,რომ ყველამ,ვინც ეს იცოდა მკვდარია.
-და შენ....
-ტყუილად ბევრ კითხვას ნუ დამისვამ,არაფერს გეტყვი.-თვალი ჩაუკრა ბიჭს და ბარმენს სასმელი მოსთხოვა-ხვალ ის გოგო ჩემთან გადმოდის და ყველაფერი იცვლება,ასე რომ მაცადე ჩემი ცხოვრებით ტკბობა.
-რატომ მგონია,რომ მაგ გოგოსთან...
-მაგ გოგოსთან არაფერი ყოფილა და არც იქნება!
-წესიერად თუ ამიხსნი რა მოხდა გპირდები გავჩუმდები!-ბავშვივით გამოუვიდა ნათქვამი,რითაც ნიკოლოზის გაცინებაც მოახერხა.
-ზოგჯერ რა ენაჭარტალა ხარ!-ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო-აბო ორმოცდა თხუთმეტი წლისაა,გოგო ოცდასამის,ამიტომ ვერ დავუშვებდი,რომ მამისტოლ კაცს გაჰყოლოდა. მის შესახებ ინფორმაციას ვიძიებდი,არ ჩანს ისეთი გოგო,რომელიც ვინმეს თავს დაუხრის და რა თქმა უნდა არც აბოს მისცემდა ყველაფრის უფლებას. აბო კი დიდი ნაბი*ვარია,შეიძლება ქორწილის ღამესვე მოეკლა ან ...რა ვიცი. ცოტა ხნით ჩემთან იცხოვრებს,როგორც ფიქტიური ცოლი. როცა ოთარი სხვა რამეზე გადაიტანს ყურადღებას ის თავის გზაზე წავა,მე ჩემსაზე.
-და ფული?...ანუ ვიყიდეო და...-დაბნეულობსიგან ძლივს უყრიდა თავს სათქმელს.
-აუქციონი იყო.-ჩაეცინა-ექვსასი ათასი გადავიხადე.
-და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთე,რომ გოგოს ბედი გაღელვებს?თან გიორგის შვილის?-ეჭვით სავსე თვალები გაუსწორა ძმაკაცის თვალებს.
-სწორედ იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი,რომ გიორგის შვილია!
-და რატომ?
-უბრალოდ ასე მინდოდა.
°°°
-მამა,ეს რა არის?-საწოლზე დადებულ,თავ ახდილ ყუთს უყურებდა და ნელ-ნელა ბრაზით ივსებოდა. გოგოს ხმისგან შეშინებული კაცი,მაშინვე ოთახში შევარდა და როცა თეთრ კაბას მოჰკრა თვალი დამშვიდებულმა ამოიხვნეშა.
-ლამის გული გამისკდა,მეგონა რამე ისეთი იყო!-საყვედურნარევი მზერით გახედა ქალიშვილს.
-რამე ისეთი? ამაზე „ისეთი“ რა უნდა იყოს,მამა? შენ რა,მართლა მათხოვებ?
-შენ ხომ დამთანხმდი...-დაიბნა კაცი.
-მე მხოლოდ საბუთებით გათხოვებას დავთანხმდი მამა! ეს რა ჯანდაბაა?
-სოფ,დაწყნარდი.აქ დაჯექი.-საწოლზე ჩამოსვა გოგო და თცითონაც გვერდით მიუჯდა.
-სხვა გზა არ არსებობს,თქვენ ფიქტიური ცოლ-ქმარი იქნებით,მაგრამ ყველაფერი ისე იქნება,თითქოს...
-ანუ ხვალ ქორწილი მაქვს?
-და ნიკოლოზთან გადადიხარ.
-არავითარ შემთხვევაში!-საწოლიდან ყვირილით წამოხტა.
-სოფი,გთხოვ!
-ვისთან მიშვებ მამა? საერთოდ ფიქრობ ჩემზე?
-არაფერს დაგიშავებს!
-რა იცი? მითხარი,საიდან იცი? ენდობი? როგორ შეგიძლია,იმათგან რომელიმეს ენდო?
-არ ვენდობი და ისიც ვიცი,რომ ნაძირალაა...მაგრამ შენ არაფერს გავნებს.
-მასთან არ გადავალ! არ გადავალ,გაიგე?-ყვირილით გავიდა ოთახიდან,ტყავის ქურთუკი მოიცვა და სახლი დატოვა.
შუა ღამით,შუა ქუჩაში მარტო მისეირნობდა.როგორ სჭირდებოდა გვერდით ვინმე ისეთი,ვინც მას მოუსმენდა,უფლებას მისცემდა მის მხარზე თავი დაედო და ხმამაღლა ეტირა. მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად იმისა,რომ არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი,მიუხედავად იმისა,რომ ერთ-ერთი მაფიოზის შვილი იყო,მიუხედავად იმისა,რომ მთელი დღეები თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე არ ოცნებობდა,ის მაინც გოგო იყო,გოგო,რომელიც სიყვარულს ელოდა.ყველაზე წმინდად ოჯახი მიაჩნდა,ყველაზე ლამაზ კაბად საქორწინო კაბას მიიჩნევდა.ყველაფერს სხვანაირად წარმოოდგენდა,რაც ამ თემას შეეხებოდა,მაგრამ...მაგრამ ახლა ის მიჰყვება იმ კაცს,რომელსაც არ იცნობს,რომელიც არ უყვარს,რომელიც მკვლელია,რომელიც ერთ-ერთია იმ საზიზღარი არსებებისგან...
-ქალბატონო სოფია,უნდა გამომყვეთ!-მოულოდნელად უცხო მამაკაცი წამოიმართა მის წინ და გამოფხიზლება აიძულა.
-ვინ ხარ?
-ბატონმა ნიკოლოზმა გამომგზავნა.
-გადაეცი,რომ არსად წამოსვლას არ ვაპირებ!-კბილებსშორის გამოსცრა და კაცს ზურგი აქცია.
-მაპატიეთ ქალბატონო!-ჩაილაპარაკა კაცმა,მაშინვე მასთან გაჩნდა და ცხვირზე რაღაც ნაჭერი ააფარა.რამდენიმე წამში კიმის მკლავებში გონებადაკარგული გოგო აღმოჩნდა.
გონს რაღაცის მძაფრმა სუნმა და კისერზე სველი ხელების შეხებამ მოიყვანა. თვალების გახელას აპირებდა,მაგრამ თავისტკივილისგან ვერც ეს მოახერხა. ცოტა ხანს თვალებდახუჭული იწვა,მერე კი ფრთხილად დააცილა ერთმანეთს ქუთუთოები.მის წინ სამოც წლამდე ქალი იდგა.
-როგორც იქნა!-სიხარულით შესძახა ქალმა-როგორ ხარ შვილო?
-მადლობა,კარგად.-ფრთხილად წამოიწია და ტკივილისგან დამანჭული სახით მოათვალიერა ოთახი.-სად ვარ?
-ბატონი ნიკოლოზის სახლში.
-თვითონ სად არის?-მრისხანება ჩაუდგა თვალებში
-არ ვიცი,თქვა მალე მოვალო,მე დაგტოვებთ.-მირიდებით დაუკრა ქალმა თავი და ოთახიდან გაუჩინარდა.ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა,როცა ოთახში ნიკოლოზი გამოჩნდა.
-საით,გოგონი?
-წესიერად მელაპარაკე და გამატარე!-არც შეუხედავს,ისე სცადა გვერდის ავლა.ბიჭმა კი მკლავში ჩაავლო ხელი და პირისპირ დაუდგა.
-წესიერად ილაპარაკე და დაჯექი!-ზედმეტად მკაცრი იყო მისი ხმა.
-არ მინდა და სალაპარაკოც არაფერი გვაქვს!
-არავის უკითხავს რა გინდა.დაჯექი და კარგად მომისმინე!
-არა!
-დროზე!-დაიგრგვინა კაცმა ისე,რომ შეწინააღმდეგება ვეღარ გაბედა და დივანზე ჩამოჯდა,მაგრამ მაინც გაბრაზებული უყურებდა.
-მეტყვი აქ რა ჯანდაბა მინდა?
-ხვალიდან აქ იცხოვრებ,ზედმეტი ისტერიკების გარეშე! არც იფიქრო ხვალ რამის გაფუჭებაზე,თორემ შენც და მამაშენსაც ცოცხლად დაგმარხავთ!
-შენ ბავშვი ხომ არ გგონივარ? პირველ რიგში პატივისცემას მოვითხოვ! ჩემთან მასე ლაპარაკი არც კი გაბედო,თორემ ნახავ ვინ გაგითხრის სამარეს!
-პატივისცემას დამსახურება უნდა.-მოულოდნელად შეეცვალა გამომეტყველება,სახეც დაუწყნარდა და ბონუსად თვალიც ჩაუკრა-დღეს აქ იმიტომ მოგიყვანე,რომ ამ საუბრით არ მინდა ხვალინდელი ბედნიერი დღე ჩავიშხამოთ.
-გისმენ ყურადღებით-ვითომ დაინტერესბული მიაშტერდა.
-პირველ რიგში ხვალისთვის მოემზადები და მხოლოდ საჭირო ნივთებს წამოიღებ,ტანსაცმელს ერთად ავარჩევთ ქორწილის შემდეგ. ღამით ცალ-ცალკე დავიძინებთ. არავითარი ვნება,სიყვარული და გრძნობები! არც კი გაბედო ჩემი შეყვარება,ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ! არც იოცნებო იმაზე,რომ როდესმე მოსიყვარულე ქმარი გავხდები,შენი სიყვარული ორივეს გაგვათბობს და მსგავსი სისულელეები. ყველაფერი ისე დამთავრდება,რომ არავინ დარჩეს გულნატკენი. აქედანვე შეეგუე იმას,რომ შენი მეგობრები და მსგავსი ვიღაცები შენს ცხოვრებაში აღარ იარსებებენ და სანამ ჩემი ცოლი იქნები,გააკეთებ იმას,რასაც მე გეტყვი. არა იმიტომ,რომ მე მინდა ასე,არამედ იმიტომ,რომ უსაფრთხოდ იყო. სანამ ჩემი ცოლი იქნები არავის შეეძლება,რომ რამე დაგიშავოს... ჩემს გარდა. თუ ჭკვიანად იქნები,შეიძლება გენდო კიდეც,მაგრამ კარგად დაიმახსოვრე,არ ვარ ის კაცი,რომელიც ქალის გამო სიცოცხლეს დათმობს!
-ჩემი აზრით ნაბი*ვარი ხარ!-გაუღიმა გოგომ და ფეხზე წამოდგა. მერე ოთახი მოათვალიერა და უზარმაზარ ფანჯარასთან დადგა.-ახლა მე მომისმინე! არ ვარ ის გოგო,რომელსაც შენნაირი არამზადები უყვარდება! არ ვარ ის გოგო,რომელიც გააკეთებს ისეთ რამეს რაც თვითონ არ უნდა,მხოლოდ იმიტომ,რომ ქმარს ასე უნდა! არ ვარ ის გოგო,რომელიც თავმოყვარეობის და ღირსების გათელვას ვინმეს შეარჩენს! არ ვარ ის გოგო,ვისაც შენნაირების ეშინია! შენგან პატივისცემას მოვითხოვ! გვექნება ჩვეულებრივი ურთიერთობა,არც ტკბილი,მაგრამ არც ისეთი როგორიც წესით უნდა გვქონდეს.და ჰო,არ ვარ ის გოგო,რომელიც საწოლში ჩაგიწვება!
-ესე იგი შევთანხმდით.
-ნახვამდის.
ღიმილით გააყოლა თვალი გამხდარ გოგოს,რომელსაც გარეგნობისგან განსხვავებით ზედმეტად მტკიცე ხასიათი ჰქონდა. როგორც კი სოფიამ ოთახი დატოვა მაშინვე დაუსერიოზულდა სახე და თავის საძინებლისკენ წავიდა.

ღმერთო ჩემო! არც კი მჯერა რომ მოვახერხე აქამდე მოტანა. პირველი ისტორიაა და ვფიქრობ ყველაფერი აქედან იწყება. თქვენი შეფასებები უმნიშვნელოვანესია ჩემთვის! იმედი მაქვს არ დაგეზარებათ



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ამ ბოლო დროს ეს ზე საზიზღარი და უყიფარი კაცები რატო მომეონს არ ვიცი რადგან ნიკოლოზზეც გავჭედე უკვეე, ისტორია უკვე ძალიან მომწონს წყვილიც ცეცხლი უნდა გამოვიდეს, აი ისეუნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი რომ ერთმანეთის იქეთ ვერაფერი რომ ვერ დანახონ, ნიკოლოზმა რომ ებლატავა არ ვარ ის კაცი ქალის გამო სიცოცხლე რომ გავწიროო ეს მონაგონარი იყოს სოფიას გამო ისეთების გაკეთება მოუწიოს და სოფიასაც პირიქით, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, გააგრძელეე და მალე დადეე

 


№3 სტუმარი სტუმარი Sana

მართლაც მაგრად დაიწყე????????მალე დადე შემდეგი თავიც????

 


№4  offline წევრი Spongebob

სტუმარი დარინა
ამ ბოლო დროს ეს ზე საზიზღარი და უყიფარი კაცები რატო მომეონს არ ვიცი რადგან ნიკოლოზზეც გავჭედე უკვეე, ისტორია უკვე ძალიან მომწონს წყვილიც ცეცხლი უნდა გამოვიდეს, აი ისეუნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი რომ ერთმანეთის იქეთ ვერაფერი რომ ვერ დანახონ, ნიკოლოზმა რომ ებლატავა არ ვარ ის კაცი ქალის გამო სიცოცხლე რომ გავწიროო ეს მონაგონარი იყოს სოფიას გამო ისეთების გაკეთება მოუწიოს და სოფიასაც პირიქით, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ,შემდეგ თავს მაშინვე დავდებ როცა 24 საათი გავა. მადლობა თქვენ ♥

სტუმარი თაკო
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, გააგრძელეე და მალე დადეე

აუცილებლად♥

სტუმარი Sana
მართლაც მაგრად დაიწყე????????მალე დადე შემდეგი თავიც????

მადლობა♥არ დავაგვიანებ

 


№5 სტუმარი სტუმარი მეოცნებე

უმაგრესია, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤????????

[quote=სტუმარი მეოცნებე]უმაგრესია, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤????

[quote=სტუმარი მეოცნებე]უმაგრესია, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤????????

[quote=სტუმარი მეოცნებე]უმაგრესია, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤

[quote=სტუმარი მეოცნებე]უმაგრესია, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤[

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent