თავქარიანი - ნაწილი V
თავი 5 –ზურა! დავით! რას იტყვით, დროა უკვე შეკრების მიზეზი განვახორციელოთ არა?–შვილებს ხელი სიამაყით გადახვია კახიმ და მედიდურად გადახედა დარბაზს იარუსიდან. – დრო მოვიდა ხალხმა გაიგოს ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი მშენებელ–ინჟინერი. –მეც ასე ვფიქრობ, მამა. ამისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. დროა საზოგადოებას ვანახოთ ვინ არიან დადიანები. –მაშინ, მე დაბლა ჩავალ, ორგანიზატორს შევუთანხმდები, რომ ხალხი ერთად შეკრიბოს. –მშენიერია, ჩვენ პარტნიორებს მოვინახულებთ და დარბაზში შეგხვდებით. –წავიდეთ. ზურა ორგანიზატორს მოელაპარაკა, შეთანხმდნენ, რომ 30 წუთში ყველა ტრიბუნასთან მოიყრიდა თავს. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა; ისე – როგორც დაგეგმილი იყო. რა იცოდნენ, რომ წინ მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ელოდათ. დავითი და კახი უცხოელ პარტნიორებთან იმ დროს მივიდნენ, როცა ისინი განცალკევებულ ოთახში რაღაცაზე საუბრობდნენ. ხუთი ადამიანი იტალიურად და ინგლისურად ერთსა და იმავე თემას განიხილავდა და კონსესუსამდე ვერ მიდიოდა. ერთ–ერთმა მათგანმა დავითსა და კახის თვალი შემთხვევით მოჰკრა და მეგობრებს ანიშნა, რომ შეეწყვიტათ საუბარი. ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. პარტნიორებმა ერთმანეთს გადახედეს, მიხვდნენ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, აუცილებლად უნდა შეეტყობინებინათ ახალი ინფორმაცია. დავითი და კახი ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებენ, ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს. ერთ–ერთმა იტალიელმა პარტნიორმა– ფრანჩესკო სალვატორემ, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა დავითისთვის და კახისთვის არსებული მდგომარეობა გაეცნო. –ბატონო კახი! ბატონო დავით! მნიშვნელოვანი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი. მამა–შვილმა ერთმანეთს გადახედა. ორივე დაიძაბა; მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო. –რა ხდება, ბატონო ფრანჩესკო?–სიმშვიდეს ინარჩუნებს კახი. –ბატონო კახი, ახლახანსჩვენმამთავარმა ინვესტორმა დარეკა, რომლის წარმომადგენლადაც მევიმყოფები საქართველოში, ადამიანი– რომელიც ამ საქმეში ასორმოცდაათ მილიონ დოლარს დებდა, ახლა უარს აცხადებს პროექტის დაფინანსებაზე, –რაა? –გაოგნებულმა დავითმა და კახიმ ერთდროულად წამოიძახეს. –კი მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერზე შევთანხმდით, ყველა დეტალი კარგად გააანალიზეთ და თანხმობაც მივიღეთ. ეს უბრალო საქმე არ არის, ბატონო მარკო. საქმე ათეულ მილიონებს ეხება. ახლა რა შეიცვალა? –ამბობს, რომ თქვენ მიერ წარმოებული ერთ–ერთი შენობა დაინგრა, არასათანადოდ წარმართული მშენებლობის გამო. თქვენ კი ამ ყველაფერს ურცხვად გვიმალავდით. თუმცა ახლა ყველაფერი გამოაშკარავდა. –ტყუილია, ცილისწამებაა ის რასაც თქვენ ამბობთ! - გაცხარდა დავითი. –ბატონო დავით, თუ შეიძლება ღირსება შეინარჩუნეთ და პატივი ეცით საკუთარ თავს. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს და ისინი ჩვენს ხელშია. – ფრანჩესკომ მობილურში ანახა შესაბამისი საბუთების დასკანერებული ვერსია. –კახის წვერი აუცახცახდა... ეს საბუთები მან სეიფში საგულდაგულოდ შეინახა. ვის შეიძლებოდა აეღო და თანაც ამ ინვესტორისთვის გადაეცა ისინი? –შეუძლებელია,ამას ვერ გააკეთებს!ხელშეკრულებაზე უარს ვერ იტყვის, ახლა ვეღარ დაიხევს უკან. ყველაფერი გამზადებულია, ამდენი თვეა ამ პროექტზე ვმუშაობთ,ამდენი ხარჯი გავწიეთ და მოსამზადებელი სამუშაობის დასაწყებად ხელშეკრულებაც დავდეთ. –სინამდვილეში, მას შეუძლია ამის გაკეთება, ხელშეკრულებაში ჩადებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულება გაუქმდება. როგორც ჩანს ამას ყურადღება არ მიაქციეთ.აი ნახეთ.– ფრანჩესკომ ხელშეკრულების ასლი გაუწოდა და ის პუნქტი ანახა, რომელზეც მათ ესაუბრებოდა. –მამა დავიღუპეთ!–სასოწარკვეთილს აღმოხდა სიტყვები დავითს. – ამ ხელშეკრულებაში ყველაფერი ჩავდეთ. რომ გაუქმდეს, ფაქტობრივად, გავკოტრდებით. ჩვენი ოჯახი ჩაიძირება. კახიმ ისედაც იცოდა ეს ამბავი, რომ არსებობდა 0.1% იმისა, რომ ქონება დაეკარგათ და უსახსროდ დარჩენილიყვნენ თუ პარტნიორები უარს იტყოდნენ პროექტზე. მაგრამ ყველაფერი ისე შესანიშნავად მიდიოდა, რომ ამაზე აღარც უფიქრია. ახლა კი, როცა თავისმა შვილმა თქვა ის სიტყვები, რისიც ყველაზე მეტად უნდა შეშინებოდა, თავზარი დაეცა. –არა, ასე ვერ მოიქცევა. რაღაც გზა აუცილებლად უნდა არსებობდეს ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. - სასო წარეკვეთა კახის. –თავს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააღწევ, ბატონო კახაბერ!–მირიანის ბოხი ხმა გაისმა დადიანების ზურგს უკან. დავითი და კახი შემობრუნდნენ. არ იცოდნენ ვინ იყო ეს მაღალი, წარმოსადეგი, ინტელიგენტი მამაკაცი, რომელიც მათ წინ თავაწეული იდგა. მას პირველად ხედავდნენ. ეს ადამიანი გამჭოლი მზერით უყურებდათ, პირზე კი კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. ახლა მის ხელში იყვნენ მისთვის საძულველი ადამიანები. –შენ ვინ ხარ?– დავითმა ეჭვნარევი ხმით იკითხა. –„ვინ ვარ? რომ იცოდეთ ვინ დგას თქვენს წინ....“ – როგორ უნდოდა პირში მიეხალა მათთვის ყველაფერი. ნეტავ ახლა სცოდნოდათ თავისი ვინაობის შესახებ, რომ ის ბავშვი იყო, რომელიც არ შეიბრალეს და ახლობელ ადამიანებს ჩამოაშორეს, ის ბავშვი იყო დადიანების „ღირსეული“ გვარის წარმომადგენლებმა რომ გაიმეტეს უცხო ქვეყანაში უცხო ხალხთან გასაზრდელად. ბავშვი, რომელიც მისმა მშობლებმა თავის მეგობრებს ჩააბარეს, ხოლო უბედურიშემთხვევის შემდეგ აღარ მოისურვეს დაობლებული ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის აღება. ის ბავშვი იყო, რომელიც მრავალ განსაცდელს გადაეყარა უცხო ქვეყანაში, და რომ არა ერთი საბედისწერო შემთხვევა, ვინ იცის, იქნებოდა თუ არა მისგან რაიმედარჩენილი. –მე ის ინვესტორი ვარ, რომელზეც ახლახანს გესაუბრებოდნენ. ჩემი სახელიაჯანმარკო მორეტი. –კი, მაგრამ, თქვენ.... –საქმეზე გადავალ. – ტონს აუწია მირიანმა. კახის პირზე სიტყვა შეაშრა.– თუ გინდათ, და ვიცი რომ გინდათ, რომ პროექტი დავაფინანსო, ამისთვის ერთი პირობა მაქვს. თუ მას შეასრულებთ, ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, თუ არა – მაშინ არამხოლოდ ქონებას დაკარგავთ, საქვეყნოდაც მოგეჭრებათ თავი, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არ არის თქვენისთანა დიდებული ოჯახისთვის სახარბიელო. მამაკაცები დადუმდნენ. ყველაფერი ამ პირობაზე იყო დამოკიდებული. ოღონდ დღევანდელი დღე შემდგარიყო და ყველაფერზე დასთანხმდებოდნენ. –გისმენთ! –სიმტკიცის შენარჩუნება სცადა კახიმ. –თქვენი შვილიშვილი – ანასტასია დადიანი მინდა. პროექტის სანაცვლოდ მას ვითხოვ! დადიანები გაოცდნენ. რას არ წარმოიდგენდნენ, მაგრამ ამას ვერა. –რას იტყვით, თანახმა ხართ ჩემი წინადადება მიიღოთ? დავითმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მამას შეხედა. სანამ კახი ფიქრობდა, თუ რაა მოემოქმედებინა, მან გასცა პასუხი. –არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ! მირიანმა კახის შეხედა, ის ყოყმანობდა. მამაკაცი ახლა მისგან ელოდა პასუხს. –მამა, ამოიღე ხმა. ტასოს და ძმას ასე ხომ არ მოვექცევით, არა? –დავითი დაჟინებით ითხოვდა მამისგან პასუხის გაცემას. კახიმ ჯერ დავითს გახედა, შემდეგ მირიანს და მოჭუტული თვალებით მიაშტერდა. –ამას გავაკეთებთ! –კახიმ მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა. მირიანი კმაყოფილი იყო მისი გადაწყვეტილებით. როგორც სჩვეოდა, გვერდულად, ოდნავ იღიმოდა კიდეც. შეთანხმების ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა. იგივე გაიმეორა კახიმაც. დათოს რამე უნდა მოემოქმედებინა. ახლა მისი ჯერი იყო... –მამა, გთხოვ, არ გინდა, ასე ნუ მოექცევი მათ! –დავით, მერე ვილაპარაკოთ, უკვე ყველაფერი გადავწყვიტე. წინ ვერც შენი ძმა დამიდგება და ვერც ის გოგო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დადიანების ოჯახის სახელს ჩირქი არ მოეცხოს. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა! ასეც იცოდა მირიანმა. კახი უარს ვერ იტყოდა მის წინადადებაზე. –დავითმა ოთახში მყოფთ თვალი მოავლო და კარი გაიჯახუნა. –ამ საღამოს ხელშეკრულების დადებისას კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შეატყობინებ ძვირფას საზოგადოებას. –რა საჭიროა ამ საღამოს, მოგვიანებით იყოს. –ამ საღამოს! –მირიანმა საათზე დაიხედა და დინჯად განაგრძო – ზუსტად 10 წუთში, გახვალ და ძვირფას მეგობრებს სასიხარულო ამბავს შეატყობინებ, თან ისეთ სახეს მიიღებ, რომ აღფრთოვანებული ხარ ამ ამბით. ყველაფერი ნათლად ავხსენი? კახიმ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. სხვა გზა არ ჰქონდა. ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც ეს იტალიელი ეტყოდა. –10 წუთში კალმით ხელში ტრიბუნასთან გელოდები. დავითი გარეთ გამოვიდა თუ არა, დერეფანს გაუყვა. ირგვლივ შეათვალიერა, უყურებდა თუ არა ვინმე. ახლოს არავინ იყო. –აი ასე, აი ასე, დავით!–გახარებული ცქმუტავდა მამაკაცი. – ახლა შენ მამაშენზე მეტი ფული გაქვს. ჯანმარკოსთან შეთანხმება შესანიშნავი იდეა იყო. მაღიარე მამა, საუკეთესო მოსწავლე გყავს. სწორედ მე დავგეგმე შენი გაცურება ამ საღამოს. ეს იტალიელი საწადელს აისრულებს, მე კი ამის სანაცვლოდ ძალიან ბევრ ფულს მივიღებ. უცებ, საპირფარეშოს კარიდან გამომავალი ძმა დალანდა. თავი ხელში უნდა აეყვანა და მოეჩვენებინა, ვითომ, ძალიან განიცდიდა მომხდარს. ბოლთის ცემას და მუჭის კედელზე რტყმას მოჰყვა.მისკენ მომავალმა ზურამ იყნოსა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. –ძმაო რა ხდება? დავითი ჰალსტუხს ნერვულად იხსნის, თავს აჩვენებს, რომ სუნთქვა უჭირს. –ძმაო, მამას სურს ანასტასია, ჩვენი ოქროს გოგო იმ ინვესტორს მიათხოვოს. –რა?გესმის რას ამბობ? სად არის მამა? მიპასუხე, სად არის!–საყელოში სწვდა ძმას ზურა. –აქ რა ხდება?– კახი წამოვიდა მათკენ. –მამა, დავითი რას ამბობს? –იმას რაც სიმართლეა. მალე ქორწილი იქნება. ტასოს და ჩვენს ინვესტორ ჯანმარკოს როგორც ჩანს ერთმანეთი უყვართ.თურმე, ისინი აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. როცა შენი გოგო იტალიაში იმყოფებოდა, მაშინ გაუცვნია, შემდეგ დაახლოვებულან და აი ახლა კი, ამ საღამოს ჩვენმა ინვესტორმა მისი ხელი მთხოვა. –რაა? –გაოგნებული უყურებს ზურა მამამისს და ვერ დაუჯერებია, რასაც ყურებით ისმენს. –ასეა! მეც დავთანხმდი. რადგან გოგო თანახმაა, ვაჟი კი არ დაიწუნება, წინ რა უდგას ქორწინებას?! თანაც ჩვენს საქმესაც წაადგება ასეთი ნათესაობა. –მამა, გესმის მაინც რას მეუბნები? –ყურებს ვერ უჯერებს უმცროსი დადიანი. –შვილო, მე რა, შენი მტერი ვარ? თუ არ გჯერა შენს შვილს დაელაპარაკე. -ასეც მოვიქცევი, მამა! - ზურა ტასოს მოსაძებნად გაიქცა. როგორც კი თვალს მიეფარა, კახიმ დავითი კედელს ააკრა და დაემუქრა: –არ გაბედო, და შენს ძმას არაფერი უთხრა! ვიცი, რომ ეს შენ გააკეთე! შენ აიღე საბუთები ჩემი სეიფიდან. –მამა!.. –ხმა! კრინტი! არაფერი თქვა, თორემ აქვე დაგახლი შუბლში ტყვიას და ერთხელაც არ დავფიქრდები, რომ ჩემი შვილი გქვია. არ გაბედო და ენა არ მიუტანო შენს ძმას, თორემ შენს ქალიშვილსაც იმავე ბედისთვის გავიმეტებ. –კარგი... როგორც იტყვი, მამა! როგორც შენ იტყვი! –იცოდე, დღეიდან თვალს არ მოგაცილებ!–კახიმ მტრული მზერა ესროლა უფროს შვილს და გაშორდა, სიტყვით გამოსასვლელად უნდა მომზადებულიყო. დავითმა თავის ბედს შეუკურთხა და ისიც მამამისის გზას დაადგა. ზურამ ანასტასია იარუსზე იპოვა; მირიანთან ერთად განმარტოვებითმამისგან ზურგით იდგა. –ტასო, შვილო! – ტასომ ნაცნობი ხმის გაგონებაზე ცრემლები ჩუმად შეიმშრალა და მამას ღიმილიანი სახით ახედა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. –მამა, გაიცანი, ეს ჯანმარკოა... –ესეიგი შენ ხარ! –სიტყვის დამთავრებაც კიარ აცალა შვილს, თუმცა, იქნებ, ამით ტასოს აუტანელი ყოფა შეუმსუბუქა კიდეც... ზურა თვალებს არ უჯერებდა. ანასტასია, მართლაც, იცნობდა მათ ინვესტორს და მასთან ერთად ხელჩაკიდებული იდგა. –დიახ, მე გახლავართ, ბატონო ზურა. მოხარული ვარ, თქვენი გაცნობის პატივი რომ მერგო წილად. ზურამ მას ხელი ჩამოართვა. თუმცა საპასუხოდ აღარაფერი უთქვამს. შვილს მიმართა: –ნუთუ მართალია ის რაც გავიგე? ისე ქორწინდები, მე იმის შესახებაც არ ვიცი, შეყვარებული რომ გყავს? –მამა!.. – ცრემლები მოაწვა გოგონას, არუნდა მისთვის გულის ტკენა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ ამას არ გააკეთებს, მამამისი მოკვდება. მას ჯანმარკო მოკლავს. იძულებულია, ითამაშოს, თანაც ისე, რომ ეჭვი არ გამოიწვიოს. –არ ვიცოდი როგორ მეთქვა... –შვილო, დარწმუნებული ხარ? –სახე ხელებით დაუჭირა მამამ შვილს და ყორნისფერ, აწყლიანებულთვალებში ჩახედა. –ხომ იცი, მე მხარს დაგიჭერ, თუ ეს გაგაბედნიერებს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებს, ეს შენ ხარ ტასო. მაგრამ თუ რაღაც ისე არ არის, თუ ვინმე გემუქრება, მითხარი და ცას და მიწას გადავატრიალებ შენს გამო. ტასოს ცრემლები წასკდა. როგორ უნდოდა ყველაფერი ეთქვა, მაგრამ არ შეეძლო... მამამისის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. -არა, მამა... ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. ცმან ცოტა ხნის წინ მთხოვა ხელი და მეც დავთანხმდი. -ტასომ თავი ჩახარა... მეტს ვეღარ მოიტყუებოდა. –ჩშშშ... არ იღელვო, ჩემო პრინცესა, მამა შენს გვერდითაა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მოისურვებ. ზურა შვილს ეხვევა და თავზე ჰკოცნის. მირიანი მუშტებს კუმავს. ხომ შეიძლებოდა, ახლა მამამისიც ასე ჩახუტებოდა. არაუშავს, ყველაფრისთვის შურს იძიებს. მამაკაცმა ჩაახველა, არ არის მიჩვეული მეორე ხარისხოვან როლში ყოფნას. ზურა შვილს მოშორდა. მისკენ გაიხედა და ახლოს მივიდა. –შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? –რა თქმა უნდა! იქით გავიდეთ. მამაკაცები განცალკევდნენ. –მისმინე, ანასტასია ჩემი გულია, ჩემი სული და ცხოვრება. მოუფრთხილდი, რადგან თუ მას ერთი ღერი თმა მაინც ჩამოუვარდებათავიდან, თუ ის შენ გამო ერთხელ მაინც იტირებს და მე ამას გავიგებ, ვფიცავ, ისე მოგკლავ, ხელი არ ამიკანკალდება. –არ არის საჭირო მუქარა, ბატონო ზურაბ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სიცოცხლეს დავთმობ მის გამო. ჩემი მისდამი სიყვარული უსაზღვროა. თუ მას ვინმე აწყენინებს, ის ადამიანი ავტომატურად ჩემი მტერი გახდება, რაც, მერწმუნეთ, საერთოდ არ არის სასიამოვნო. ჩემი მხრიდან ტასოს საფრთხე არ ელის. პირიქით... ამიერიდან მე ვიქნები მისი ფარი ყველგან და ყოველთვის. . –როგორც მამას ერთი სათხოვარი მაქვს: იფიქრე ჩემი შვილის ბედნიერებაზე. მან ბევრი სიმწარე გადაიტანა. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე მისი დაცვა. გთხოვ, უმკურნალე მის ჭრილობებს და იზრუნე, რომ მისი სახე მუდამ მოცინარი იყოს. მისი ღიმილი მზესავით ბრწყინვალეა. –სწორედ მისი ღიმილია მიზეზი, ჩემი აქ ყოფნისა. სწორედ ამ ღიმილის გამო ასე ვეტრფი მას. არ იღელვოთ, ის სანდო ხელშია. ზურამ მამაკაცის საუბრის დროს მის თვალებში ის ნაპერწკალი დაინახა, რომელსაც გულიდან ამოვარდნილი სიყვარულის ქარიშხალი აღვივებს. ჯანმარკოს გადაეხვია. დარწმუნდა, რომ შვილი შესაფერის ადამიანს მიჰყვებოდა ცოლად. საზოგადოებას დარბაზში ერთად მოეყარა თავი. სიტყვით გამოსვლის დროა. ქალბატონები მეუღლეებთან ერთად შამპანიურისა და ღვინის ბოკლებით ხელში ელოდებიან პრეზენტაციას. ყველამ იცის, რომ დღეს მნიშვნელოვანი გარიგება დგება, მაგრამ არავინ იცის დეტალების შესახებ. მოლოდინი პიკს აღწევს. უკვე დროა პრეზენტაციისა. კახი შვილებთან და პარტნიორებთან ერთად ტრიბუნასთან ადის. მირიანი დარბაზის ნაკლებად განათებული მხრიდან ადევნებს ყოველივეს თვალს და იქიდან აკვირდება არსებულ მდგომარეობას. კახი სიტყვას იწყებს: -ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით. მადლობა, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს ჩვენს გვერდით ხართ. მეტს აღარ გალოდინებთ, ვიცი, ყველას გაინტერესებთ, ამიტომ პირდაპირ სათქმელზე გადავალ... დღეს, აქ, ამ დარბაზში - სიტყვას წელავს კახი.- დაიდება შეთანხმება, რომელიც ქვეყნისთვის კეთილ საქმეს მოემსახურება. ჩემმა გუნდმა, შეთანხმებას მიაღწია იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამშენებლო კომპანიის ინვესტორ ჯანმარკო მორეტთან. – კახიმ, სპეციალურად, გამოკვეთილად წარმოთქვა პარტნიორის სახელი და გვარი. დარბაზში გაოცების შეძახილები აღმოხდათ. ჯანმარკოსთან თანამშრომლობა ხომ ბევრი მათგანის ოცნება იყო. ახლა კი, როცა კახის სიამაყით ნათქვამი სიტყვები გაჟღერდა, უმეტეს მათგანს შურის და იმედგაცრუების გრძნობა დაეუფლა. ამ ადამიანმა თვეებში შეძლო ის, რაც მათ წლები არ გამოსდიოდათ. რა თქმა უნდა, ეტიკეტის ნორმები მოითხოვს, რომ ასეთი დამოკიდებულება საჯაროდ არ იქნას გამჟღავნებული, ამიტომაც აბლოდისმენტებით აჯილდოვებენ მშენებელს წარმატებული შეთანხმების მიღწევისთვის. -დღეს საფუძველი ჩაეყრება პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ქალაქში 80 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საქართველოში არსებულ უდიდესი სასტუმრო კომპლექსისა და რეკრეაციული ზონის მოწყობას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი სასტუმროა, თუმცა ახლო რადიუსში შეუძლებელია ერთდროულად 5000 ადამიანის ერთად დაბინავება. ჩვენი პროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება ერთ სასტუმროში ერთდროულად 7550 სტუმრის მომსახურება. კომპლიმენტებს არ იშურებს საზოგადოება, დარბაზი აბლოდისმენტებით აჯილდოვებს მამაკაცს. დაუჯერებელია ის, რასაც კახი ამბობს. -ეს ყველაფერი არ არის მეგობრებო, 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, იქნება მთლიანად ეკომეგობრული და ჭკვიანი სახლის პრინციპზე დაფუძნებული. აქ მოსულ სტუმარს, საშუალება ექნება თავის ნომერი მართოს მხოლოდ პულტით, ზედმეტი გადაადგილების გარეშე. დარბაზში ანშლაგია. შესანიშნავი პროექტი, შესანიშნავ იდეაზე დაფუძნებული... პრეზენტაცია ფანტასტიურად მიდის. მირიანი კმაყოფილია თავისი თავით. ერთდროულად სამ საქმეს გააკეთებს. რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრების სიყვარულზე დაქორწინდება. ამის გარდა შურსაც იძიებს დადიანებზე და თან უმაღლესი დონის სასტუმროს გახსნის, რაც მისი კომპანიის ცნობადობას მსოფლიო მაშტაბით ერთიორად გაზრდის. მამაკაცმა ტასოს გახედა. გოგონა მტკიცედ დგას განცალკევებულ ოთახში და სარკეში უყურებს თავის უზადო ანარეკლს. მიუხედავად ახალი ამბისა, ისე გამოიყურება, თითქოს ახლახანს ცხოვრების გარდამტეხი გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვებს არ მიეღოთ. თუმცა დაკვირვებული თვალისთვის მაინც შესამჩნევია, რომ რაღაც ხდება. მამამისმა, სამწუხაროდ, ვერ გაიგო შვილის გულისნადები. სამაგიეროდ, მირიანმა, მამაკაცმა რომელმაც ახლახანს გოგონას ხელი ითხოვა, ზუსტად იცის ანასტასია რასაც განიცდის. მიუხედავად იმისა, რომის ახლა ასე იტანჯება, ჯანმარკო დარწმუნებულია, რომ შეძლებს გოგონას გულის მოგებას. მართალია, ამდენი წელი მისგან მოშორებით ცხოვრობდა და ნაწყენი იყო, რომ არ დაემშვიდობა, ერთი გაღიმებაც არ აღირსა ბიჭს წასვლისას, მაშინ, როცა სამუდამოდ ერთად ყოფნის ფიცი ჰქონდათ დადებული, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ვერ შეძლო მისი გულიდან და გონებიდან ამოგლეჯა. ყოველ ჯერზე, როცა მის დავიწყებას ცდილობდა, გოგონას ყორნისფერი ტალღოვანი დალალები, აბრეშუმივით კანი, ნატიფი სახე, მეტყველი მაყვლისფერი თვალები და მზესავით მანათობელი ღიმილი უდგებოდა თვალწინ. როგორ შეეძლო წაეშალა ყოველივე ეს მეხსიერებიდან. უყურებს ტასოს და ახსენდება ერთად გატარებული ბავშვობის სათუთი მოგონებები; დრო, როცა ყველა ადამიანი კარგი ეგონა, როცა ყველაფერში ხედავდა სილამაზესა და პოზიტივს. განსაკუთრებით ხშირად კი გულის სწორთან ერთად განვლილ ბედნიერ წუთებს იხსენებს... უყურებს გოგონას და ისევ ისეთივე ლაღ, ბავშვურ, სათნო და კეთილ ბავშვს ხედავს მასში, როგორიც უწინ იყო. ცხოვრების სიმწარეს მის ნაზ გულზე კვალი ისე ღრმად არ დაემჩნია, როგორც ეს მირიანის შემთხვევაში მოხდა. უყურებს ანასტასიას და ვერ ძღება მისი თვალიერებით. ის ბავშვი აღარ არის, ახლადშეღერებული ქალია, ნაყოფი, რომელის გემოც ჯერ არავის გაუსინჯავს... ბავშვური ნაკვთები ქალური ფორმებით შესცვლია გოგონას. აბრეშუმივით ნაზი, სწორი გრძელი ფეხები აქვს, გამობურცული მრგვალი საჯდომი, სწორი მუცელი, სავსე მკერდი, გედივით მოღერებული თეთრი ყელი... არა მალე სულს დაღაფავს თუ ასე ყურებას განაგრძობს... კარს ხურავს და იბარებს, რომ მალე დაასრულონ გოგონას მოწესრიგება. ამასობაში, კახი მონოლოგს ასრულებს და ფრანჩესკოს გადასცემს სიტყვას. იტალიელი აყოვნებს მისვლას. ინჟინერს ღიმილიანი სახე ნელ–ნელა ეცვლება, იქით იყურება სადაც წეღან ჯანმარკო იდგა. მამაკაცი აკვირდება კახის. იგი მავედრებელი მზერით ითხოვს გადარჩენას. მირიანს მოსწონს, რომ ისეა დამოკიდებული კახი ინვესტორზე, როგორც ოდესღაც თავად იყო მასზე. მირიანი რწმუნდება, რომ კახი სიტყვას არ გადავა და ფრანჩესკოს მობილურზე მიანიშნებს. შეტყობინებას გზავნის. მირიანის მეგობარი კახისთან მიდის, დადიანი ფიქრობს, რომ ჯანმარკომ ხელისმოწერის უფლება მისცა და სახე ებადრება. თუმცა იტალიელი ისე რომ ვერავინ ვერაფერ მიხვდეს, ტრიბუნაზე მობილურს უდებს და წაკითხვაზე მიანიშნებს, თვითონ კი პროექტს კიდევ ერთხელ ზოგადად მიმოიხილავს. მამაკაცი კითხულობს შეტყობინებას და მზერა განრისხებული უხდება; თავისი კუთვნილი საღამო მას აღარ ეკუთვნის. ხვალ უმეტესობას აღარ ეხსომება კახის გაწეული შრომა ამ პროექტის მისაღებად. შეტყობინებაზე უნდა დასთანხმდეს, თუ უნდა, რომ ქონება შეინარჩუნოს და ამაღამ თავისი კუთვნილი სახლიდან არ გამოასახლონ. მამაკაცს ულვაში უცახცახებს სიბრაზისგან, მაგრამ თავი ხელში აჰყავს, შეტყობინებაზე პასუხს აგზავნის და კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, როგორც კი ფრანჩესკო სიტყვას ასრულებს. – მეგობრებო, ამ მშვიდ, ლამაზ და თბილ საღამოს კიდევ ერთი სიურპრიზი მოგიმზადეთ! ჩვენი ოჯახისთვის ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. პირველი, როგორც გითხარით, დაიდება ისტორიული შეთანხმება, რომელიც თაობებს დარჩება და მეორე, დღეს თქვენ აქ არ მოსულხართ როგორც მხოლოდ ზემოაღნიშნული გარიგების მოწმეები, დღეს თქვენ ჩემი შვილიშვილის – ანასტასია დადიანის და ჩვენი იტალიელი ინვესტორის – ჯანმარკო მორეტის საქორწინო წვეულებაზე იმყოფებით, როგორც მოწმეები ამ დიდი და წრფელი სიყვარულის შეკავშირებისა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.