შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (9)


21-01-2016, 00:34
ავტორი neka
ნანახია 3 523

აბა ჩემო კარგებო შეპირებული!!!!
* * * * * *
გამეღვიძა, მაგრამ სულ სხვაგვარად... უჩვეულოდ, თითქოს რაღაც მოხდა და ჯერ ვერ ვიხსენებდი... უკვე ბნელოდა, მე კიდე ნატას საწოლში ვიყავი. ვხედავდი მისაღებში შუქი ენთო, რაღაცნაირად უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი ვისთვის დამეძახა, კახისთვის თუ ნატასთვის.. კახის არსებობა სულ სხვას მხდიდა ის კარგად ვიცოდი... სარკეში ჩავიხედე აშკარად მჭირდებოდა აზრზე მოსვლა, ოდნავ ავხმაურდი, რომ შემი გაღვიძება შეემჩნიათ, მერე ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა
_შეიძლება? -ნატა იყო, ცოტათი დავმშვიდდი
_მოდი ნატაშ -გავუღიმე ჯერ კიდევ დაღლილმა
_მართუს როგორ ხარ? ბევრ ხანს გეძინა, ახლა იცი რა ქენი მოწესრიგდი, მე ბინიდან ტანსაცმელს გამოგიტან და აზრზე მოდი ცოტათი
_ხო რა ეგრე ქენი, თორე შეეშინდებათ ჩემი, ნატაშ კახი სად არის?
_ოხ ვეღარ ძლებ ხო უკვე კახის გარეშე, აი პროსტა შენ სხვა დროს მოგთხოვ პასუხს.. ახლა შენს მდგომარეობას უმადლოდე რა.. -თან ხუმრობდა თან კიდე სერიოზულად. ამ ხუმრობაში მართლა იყო სიმართლის მარცვალი...
_კაი რა ნატაშ ხო იცი რანაირიც ვარ
_კახი და უტი გასულები არიან საქმეზე -საქმეზე ვინ გამახსენდებოდა თუ არა დიტო
_დამიბარა მართა რო გაიღვიძებს დამირეკეო, შენ არ იცი რანაირია, ძაან გახარებულია რა.. კახის ასეთს პირველად ვხედავ -გამეცინა სიამოვნებისგან.
მეტი სტიმული მომეცა ლამაზად ვყოფილიყავი, სულ რაღაც ოც წუთში ყველანაირად კარგად ვიყავი. ყავა გავაკეთეთ, ნატამ კახის დაურეკა, მე ჯერ კიდევ უცნაურად ვგრძნობდი თავს... კახის და და უტის ველოდებოდით ველოდებოდით, ბინაში უჩვეულოდ თბილი გარემო იყო.. კარგად მოვკალათდი სავარძელში და მათ მოსვლას დაველოდეთ. სულ რაღაც ოც წუთში ისინიც ამოვიდნენ. ზარის ხმაზე ავფორიაქდი შინაგანად. ჯერ უტი შემოვიდა
_მართასაც გაღვიძებია.. ხელში იმდენი რაღაც ეჭირა, თავი მარკეტში მეგონა
_თავი ხო არ გტკივა?
_არა, არა არაფერი მტკივა, ძაან კარგად ვარ
_კახი ამოდის ფეხით, მე ლიფთით ამოვედი, რამდენი ერთად ჩავეტენეთ არც ვიცი რა, კახი დარჩა ის პარკებიც შემომატენა -დაღლილი იყო, ეტყობოდა მოწყვეტით დაეშვა სავარძელში
არ გათავდა ჩემი ნერვიულობა, რით ვერ ამოვიდა, კარი ღია დაუტოვებია უტის და შეუმჩნევლად კარებთან აისვეტა... შევხედე, ისეთი კარგი იყო, ისეთი დასტოინი, ისე მიყურებდა მგონი ალი წამეკიდა, უცებ საიდანღაც უზარმაზარი თაიგული გამოაძრო, ამას არ ველოდი... არც არავინ ელოდა... ჯერ არავის ენახა კახი თავაძე ვარდებით ხელში. ახლოს მივედი და შევხედე
_გიხდება ვარდები -ვუთხარი და გავიცინე
_ვარდებიც ტო? მე შენი სიყვარული უფრო მიხდება -მერე ისე მოულოდნელად ჩამიკრა გულში.. არ ველოდი.. ისეთი თბილი იყო, ძლიერი.
_მომენატრე -ვუთხარი ყურში ჩუმად და ავხედე მის უზომოდ ეშხიან თვალებს, სიამოვნებდა ვიცოდი ჩემგან თბილი სიტყვები. გამიღიმა და მითხრა.
_შენ არ იცი მ ე როგორ მენატრები ხოლმე -ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ შუბლზე მაკოცა და მერე ცხვირზე... გამეცინა გულიანად და მერე თვითონაც იცინოდა
_დღეიდან ვერავინ გაგეკარება, ყველაფერი მოგვარებულია, ამას იმიტომ კი არ გეუბნები რომ ვტიპობ... შენ მინდა რომ მშვიდად იყო და არაფრის გეშინოდეს, მეც მშვიდად ვიქნები, რადგან სულ ჩემთან იქნები, იტოგში მარტო არასდროს იქნები რა.. -ის გამოსაცდელად მითხრა ალბათ
_ესეიგი სულ შენთან ვიქნები და ჩემით არსად შემეძლება წასვალ ხო.. -თვალები მოვჭუტე და ისე შევხედე
_კი ზუსტად ეგრე
_კომპრომისზე წასვლაზე თუ გსმენია რამე? -შევხედე გამომცდელი მზერით
_ეგ ვაბშე არ ვიცი რას ნიშნავს
_ხო და მე გასწავლი -წარბი ავვუწიე და გავუღიმე, ამაზე გააფრინე... ისე გაიცინა თავისი ბოხი ხმით, რომ მთელ სადარბაზოს ესმოდა მგონი
დიტოს ამბავი ისე მოაგვარეს არც კი მჯეროდა, ახლა მართლა არ მქონდა რაიმე საბაბი მენერვიულა. კახიმ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ყოველ დღე ვრწმუნდებოდი , რომ მე მისთვის ვიყავი გაჩენილი, ის კიდე ჩემთვის.. ქუჩაში ყველა მე მიყურებდა.. განსაკუთრებით უბანში , ის კახის გოგოაო ამბობდნენ... მე მეცინებოდა, ყველას აინტერესებდა ასეთი რა ვიყავი კახის რო გაგიჟებით ვუყვარდი.
* * * *
_გძინავს?
_რა ხდება კახუშ? -ღამის სამი საათი იყო, ვიცოდი რომ უნდა დაელია, მაგრამ ასე თუ დათვრებოდა არ მეგონა
_____
საყვარლებო გაგრძელება იქნება. კომენტარები არ გამოგრჩეთ, ხომ იცით როგორც მახარებთ ხოლმე.
ვერსად წახვალ (9)



№1 სტუმარი Nino k.d..

Pataraaa. Kargi iyo momwons aseti bichebi mxiaruli tan dastoini da tan taviaanti gogoebis dacva rom sheudzliat.

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

მაგარი იყო თუმცა პატარა

 


№3  offline წევრი სალი-სალი

Dzalian magari iyo.. Momewona.. Imedia male dadeb..

 


№4  offline წევრი natia-natia

მალე დადე რა

 


№5  offline წევრი neka

სალი-სალი
Dzalian magari iyo.. Momewona.. Imedia male dadeb..

მადლობა ❤️❤️❤️

Nino k.d..
Pataraaa. Kargi iyo momwons aseti bichebi mxiaruli tan dastoini da tan taviaanti gogoebis dacva rom sheudzliat.

გეთანხმები ❤️ ზუსტად ეგეთია ჩვენი კახი❤️

 


№6 სტუმარი MAriaM

ჩემი *___________* ერთი კახის ტყუპისცალი გამიჩითე და გამირიგე რა wink მიყვარხარ ვაბოდებ შენზე ხომ იცი? belay wink დიტო დიტო დიტუნა ეჰ.. ბედრუკო tongue wink რა დღეში ხარ ნეტავ wink დიტოზეც დამიწერე რა ^^ მაინტერესებს რა მოუვიდა ^^ ხო და როგორც ვთქვი დიდი იმედი მაქვს რომ უტის ნატას მიმართ გრძნობები ექნება ან სულაც სხვა ვინმე გამოჩნდება ^^ ყველა წყვილზე რომ "შეთხზა" მშვენიერი იქნება love wink მარიშკას *(თუ სწორად მახსოვს) და ნატუკას ისტორიასაც დაველოდები აუცილებლად love ველი ველი ახალ თავს.. გელი გელი მოგელი მე წუთი ყოველი wink love (გიჟი გოგონა)

 


№7 სტუმარი xawkaaa

აი ახლა წავიკითხე ყველა თავი ბოლომდე და ძაალიან მომეწონა მაგარაი ხარ ეგრე გაგრძელეე თხოვნა მაქვს კახის არაფერი დამართო .... მე ის ხომ შემიყვარდა love wink

 


№8  offline წევრი neka

xawkaaa
აი ახლა წავიკითხე ყველა თავი ბოლომდე და ძაალიან მომეწონა მაგარაი ხარ ეგრე გაგრძელეე თხოვნა მაქვს კახის არაფერი დამართო .... მე ის ხომ შემიყვარდა love wink

მადლობა love

MAriaM
ჩემი *___________* ერთი კახის ტყუპისცალი გამიჩითე და გამირიგე რა wink მიყვარხარ ვაბოდებ შენზე ხომ იცი? belay wink დიტო დიტო დიტუნა ეჰ.. ბედრუკო tongue wink რა დღეში ხარ ნეტავ wink დიტოზეც დამიწერე რა ^^ მაინტერესებს რა მოუვიდა ^^ ხო და როგორც ვთქვი დიდი იმედი მაქვს რომ უტის ნატას მიმართ გრძნობები ექნება ან სულაც სხვა ვინმე გამოჩნდება ^^ ყველა წყვილზე რომ "შეთხზა" მშვენიერი იქნება love wink მარიშკას *(თუ სწორად მახსოვს) და ნატუკას ისტორიასაც დაველოდები აუცილებლად love ველი ველი ახალ თავს.. გელი გელი მოგელი მე წუთი ყოველი wink love (გიჟი გოგონა)

გადამრევ მე შენ wink wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent