შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გატაცება(დასასრული)


5-12-2019, 09:24
ავტორი eli 234
ნანახია 8 356

გონება დამებინდა,არ ვიცი იმ მომენტში რა მინდოდა,მაგრამ ვიცი რომ მისი სიკვდილი ნამდვილად არ მდომებია,არ მინდოდა მკვლელი გამხვდარიყავი,ვფიქრობდი რომ თავს სხვაგვარად ვერ დავიცავდი,იამანი იმხელა იყო :მხარბეჭიანი,დაკუნთული სხვა არჩევანი არ მქონდა ,მას უფლებას არ მივცემდდი დამუფლებოდა!
გონს რომ მოვედი ხელი სისხლიანი მქონდა დავინახე იამანი როგორ წამოდგა,მეშინოდა,მაგრამ არ ვიცი რა იყო ჩემი შიშის რეალური მიზეზი ის რომ კიდევ არ დამსხომოდა თავს ,თუ ის რომ მკვლელი არ გავმხდარიყავი იამანი მომიახლოვდა და ხელი წელზე მომხვია:
-რა გეგონა ლამაზო ასე მარტივად მომიშორებდი თავიდან?გეგონა მომკლავდი და შენ ასე თავისუფლად გააღწევდი აქიდან?
-მე,მე არ მინდოდა შენი მოკვლა ,გეფიცები ასე არ ყოფილა
-და აბა როგორ იყო?მეხუმრე და მე ვერ მივხვდი?
-მისმინე იამან შენი მოკვლა მართლა არ მინდოდა იმიტომ რომ მე მკვლელი არ ვარ თორემ შენ თუ რამე დაგემართება ეგ სულ არ მაინტერესებს ,ჯანდაბამდეც გზა გქონია,მაგრამ თავის დასაცავად თუ იგივეს გაკეთება დამჭირდება,გეფიცები იგივეს გავაკეთებ ,არც კი დავფიქრდები ისე გავაკეთებ ამას (ვხედავდი იამანს როგორ ენთებოდა საფირონისფერი თვალები თითოეულ ჩემს ნათქვამზე)
-მე ეს დანა ვერაფერს დამაკლებს ეს ჩემთვის არც პირველია და არც უკანასკნელი,მაგრამ მე შენდამი ასეთი ლმობიერი აღარ ვიქნები,ეს დაიმახსოვრე!
-მეხუმრები ხო?ლმობიერი როდის აქეთ იყავი?სისხლი მოგდის მაგ ჭრილობიდან და დაიმუშავე!
-ადექი და შენ თვითონ დაამუშავე,შენი გაფუჭებული შენვე უნდა გამოასწორო!
-რა ჩემი ბრალია გამაგებინე შენ თუ გინდოდა ჩემზე ძალა გეხმარა,რა გინდა ჩემგან? თავი დამეხარა?ადამიანი არ ხარ? რა დაგიშავე ასეთი!ვგრძნობ რომ არ გინდივარ,არც კი მოგწონვარ რისთვის ვარ აქ!
-მე გითხარი ჭკვიანად მოქცევის შემთხვევაშო პასუხს აუცილებლად გაიგებდი,შენ კი ჭკვიანი გოგო არ ხარ,შენზე ძალის გამოყენებას რაც შეეხება ზედმეტს არაფერს ვაპირებდი,თანაც შენ ჩემი კანონიერი ცოლი ხარ ამიტომაც ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა რამე რომც დამეპირა შენთვის!ახლა მე წავალ და მარტო დაგტოვებ,რადგან გულისხმიერებას გამოვიჩენ შენდამი,მიუხედავად იმისა რომ შენ არ დამინდე და გულისხმიერად გამიყარე დანა მუცელში!
-კი მაგრამ ჭრილობა ხომ გახსნილია!
-ისე ნუ კითხულობ თითქოს გადარდებდეს!
წავიდა და მარტო დამტოვა,მაგრამ მისი თითოეული სიტყვა დიდ იარას მაყენებდა გულში
ღამე არ დამეძინა,ამიტომ მისი ოთახის კარი შევაღე დიდი ყოყმანის შემდეგ ,დავინახე იამანის უცოდველი სახე,პატარა ბავშვივით ეძინა,მაგრამ ამავდროულად იარაღი ეჭირა ხელში.შემეშნდა ჩემთვის არ ესროლა,თუმცა არც ის მინდოდა ჩემს გამო რამე მოსვლოდა მივუახლოვდი,რათა ჭრილობა მენახა. ჭრილობა კარგად იყო დამუშავებული,ამას თვითონ ვერ მოახერხებდა,უამრავი კითხვა გამიჩნდა მაგრამ ახლა სულ ერთი იყო ჩემთვის მთავარი იყო რომ მე არაფერი მბრალდებოდა,ამიტომ კარი გამოვიხურე და გამოვედი! როგორც კი მეორე დღე გათენდა პირველი იამანი დავინახე სკამზე დამჯდარი , მიყურებდა თავის დიდრონი თვალებით . ჯერ ძალიან შემეშინდა,მერე კი ყვირილი მოვრთე:
–ჩემს ოთახში რა ჯანდაბას აკეთებ?დაუკითხავად რატომ შემოდიხარ?
–მეგონა შეგაგნებინე! ეს ოთახი და სახლი ჩემია ისევე როგორც შენ და როგორც მოვინდომევ ისე იქნება,რასაც ვიტყვი იმას გააკეთებ,დღეს პარასკევია ,ეს ტანისამოსი ჩაიცვი და მეჩეთში მივდივართ ეს მითხრა და ლამაზად დაკეცილ შავ ტანისამოსზე მიმითითა
–შენ რა დებილი გგონივარ?არ წამოვალ მაგ შენს სალოცავში
–და ჩემს სალოცავთან რა გინდა?შენ ხომ ღმერთის ღრმად გწამს?სად არის შენი ღმერთი როცა ასე ძალიან გჭირდება?რატომ არ გეხმარება?რატომ არ გისრულებს თხოვნას,რომ ჩემი კლანჭებისგან გიხსნას?თანაც ეს შენი საქორწინო პირობაა,ხომ არ დაგავიწყდა რომ დამპირდი პარასკეობით მეჩეთში ვივლიდით!
–მე არაფერი მავიწდება! ხოლო ღმერთს რაც შეეხება რატომ?რატომ არ მიხსნის შენგან? სასაცილო ხარ ,რადგან არ გესმის მისი,არ გინდა გაიგო!ღმერთი რომ ყველა თხოვნას ასრულებდეს იცი რა მოხდება?ყველაფერი აზრს დაკარგავს მაგალითად ჩემს ყველა გაფიქრებაზე რომ სურვილი ამიხდეს,მე ვიჯდე სახლში არ ვიმუშაო და გავხდე მილიარდელი,ან ვიღაცამ მაწყენინა და ვისურვო მისი სიკვდილი და ის მოკვდეს,შენ ამაში აზრს ხედავ?ყველაფერი ყოველთვის აიხსნება,ღმერთმა იცის როდის გჭირდება ნამდვილი დახმარება და რომც მოვკვდე მე მეცოდინება რომ ეს ასე იყო სააჭირო!
–აი ეს მესმის ,მაგრამ მოგიწევს ჩემს ტრადიციებს პატივი სცე და ჩემთან ერთად წამოხვიდე!
–არ წამოვალმეთქი ხომ გითხარი?არ მინდა არა!
–ჩემო სყვარულო მე რომ ვიტყვი წამოხვალ ,თუ გინდა უფრო მკაცრი ზომები არ მივიღო შენთან მიმართებაში!
–მეტი რაღა უნდა დამიშაო!ჩემს მოკვლას რომ არ აპირებ ეგ დიდიხანია გავიგე,მაგრამ მითხარი რა დაგიშავე,როგორ ხარ ასეთი უნამუსო! ჩემს თავის ვერ ვაკონტროლებდი ,თვალები მალევე ამიწყლიანდა,მაშინ კი იამანის გააფთრებულ მზერას გადავაწყდი!
–არ გაბედო და არ იტირო ჩემი თანდასწრებით,(ხმამაღლა მიყვიროდა)შენი საქციელი ყელში ამოვიდა და საკმაოდ ბევრის უფლებაც მოგეცი! ჩაიცვი ახლა ეს ტანსაცმელი და სიტყვა აღარ თქვა!
–შენ მე არ დაგემორჩილები და ეგ ტანსაცმელი შენს დას ჩააცვი დარწმუნებული ვარ მისი გამოგზავნილია!
–ისრა ნუ მამეორებინებ ჩაიცვი ახლავე თორემ მე ჩაგაცმევ!
–მსიქოპათი ადამიანი ხარ იცი?უზრდელი,უნამუსო არ იცი როგორ მოიქცე გოგონებთან!მაგრამ ალბათ დედიკომ არ გასწავლა! სიტყვა არ მქონდა დამთავრებული იამანი რომ მომვარდა და მაისური ერთი ხელის მოსმით გამაძრო,ჯერ ვერც გავიაზრე რა მოხდა ამ ყველაფერში მაშინ გამოვერკვი,როდესაც წელზე ხელი მომხვია და საწოლზე დამანარცხა,მხრების ძლიერი აწვა ვიგრძენი,იამანმა კი ყურში ჩამჩურჩულა:
–გინდა გაჩვენო გოგონებთან როგოც ვიქცევი?ჭკუას გასწავლი და მოგარჯულებ,შენ არ იმსახურებ კარგ მობყრობას!
–თავი დამანებე ავადმყოფო მომშორდი ფეხებს გამალებით ვურტყავდი,ვცდილობდი თავი დამეღწია!გამიშვი თორემ!
–თორემ რა ისევ დანით დამჭრი?თუ ამჯერად მზად არიყავი ასეთი სიტვაციისთვის!არსებობს გამოთქმა "კარგ მთქმელს ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდესო“!
–გამიშვი თორემ ვიყვირებ!
–სასაცილოხარ იცი?როგორი უსუსური ხარ დაგავიწყდა რომ აქ არავის უყვარხარ?ასეც რომ არ იყოს გგონია ისინი ჩემი კლანჭებისგან გიხსნიან,თანაც სახლში მხოლოდ ჩვენ ვართ!
–პოლიციაში მივდივარ გაიწიე აქედან
–პოლციაში რას იტყვი ჩემს ქმარს ჩემთნ ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა დააკავეთო?!ცოტა გონს მოდი მართლა პატარა გოგო ხომ არხარ?პოლიცია მე ვარ გესმის?თუ საჭიროა მოსამართლეც და პრეზიდენტიც!
–გამიშვი ველურო სამუდამოდ დაუსვი ამ ყველაფერს წერტილი ან მომკლაი ან გამიშვი!ის მაინც მითხარი რა დაგიშავე!თუ მომეკარები თავს მაინც არ ვიცოცხლებ!
–და ვინ მოგცა მაგის უფლება?შემიძლია მილიონჯერ გაგიმეორო!ჩემიხარ,ჩემი და ვერავინ გაბედავს ხელი გახლოს და არც შენ გაქვს იმის უფლება მოკვდე!მე არ მომიცია ამის ნებართვა!
–ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოძალადე ნამდვილად არ მეგონე!
–კარგი მთხოვე რომ გაპატიო და ჩემთან ერთად მეჩეთში წაგიყვანო!
–შენ რა ჭკუა საბოლოოდ დაკარგე?
–მისმინე ისრა მე მოძალადე არ ვარ,შანს გაძლევ და გამოიყენე ,თორემ მე არაფერში ვიქნები შემდეგ დამნაშავე!
–და გგონია თავს დაგიხრი ამდენი ბრძოლის შემდეგ?
–არვიცი მე უბრალოდ გულისხმიერება გამოვიჩინე შიშისგან ტუჩები ამიცახცახდა ეს იამანმაც შეატყო,ვხედავდი რომ არ უნდადა ამის გაკეთება, მაგრამ არც ის უნდოდა ჩემს თავნებობას და სიამაყეს ასე გაეთელა მისი ავტორიტეტი!თანდათან მომიახლოვდა იამანი და მისი ტუჩები ჩემს ბეჭებს შეეხო, გვერძე მიმოვიხედე იამანის მოშორებას როდესაც ვცდილობდი ტუმბოზე დადებული ნათურა დავინახე,დიდი წვალების შემდეგ მას დავწვდი და კისრის არეში ჩავარტყი,იამანი ფეხზე წამოვარდა და მეც იგივე გავიმეორე ,მაისურს დავწვდი და წამში გადავიცვი,კარები გავაღე და უკანმოუხედავად გავიქეცი.
როდესაც კიბეზე ჩავრბოდი საზიზღარი დანია შემეჩეხა და წინ გადამეღობა!
–საით გაგიწევია?ნებართვა აიღე უფროსისგან? შენ არავინ გეკითხება გამატარე ახლავე!
–ვერსადაც ვერ წახვალ,რას გევხარ მაკიაჟი სულ გაგეთხაპნა,მასე ჩაცმული თან თავსაფრის გარეშე გასვლა არ შეიძლება გარეთ , დღეს წმინდა დღეა,ახლავე იამანთან წამოხვალ!
–თავი დამანებე ავადმყოფო არსად არ მოვდივარ ხელი მტაცა და ჩემს ოთახში ძალით ამიყვანა!იამანი ისევ იქ იყო (რაც დანიას საერთოდაც არ ესიამოვნა,ვერ ვხვდებოდი ამ გოგოს ჩემთან რა უნდოდა,ვიცოდი რომ დედამისს,ჰავასაც ვძულდი,მაგრამ ამ გოგოს უნდოდა რომ ჩემი თავი იამანისთვის შეეზიზღებინა.)
–იამან მიხედე რას გავს მისი საქციელი!რა მოხდა აქ?
–არაუშავს ცოტა იმაიმუნა და სერთოთ შენ აქ რას აკეთებ?
–თქვენი საქმე თავად იცით,მაგრამ არაა საჭირო ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა თანაც ნებართვა როდის მჭირდებოდა აქ მოსვლაზე?
–საჯაროდ არც გამოგვაქვს შენ კითხვა დასვი მე გიპასუხე ახლა კი გადი და ჩემს ცოლს მეორედ ხელით არ შეეხო!თანაც ამიერიდან სანამ მოხვალ უმჯობესია გამაბრთხილო, ახლა ცოლი მყავს და დაკავებული ვარ,ამიტომ ლამაზი არაა დაუკითხავათ ჩემს სახლში მოსვლა, რა იცი იქნებ რას ვაკეთებ!
როგორც კი წავიდა დანია მაშინვე სააბაზანოსკენ გავიქეცი და კარი მაგრად ჩავკეტე,ვერ ვხვდებოდი იამანს რისი მიღწეა უნდოდა იმის უფლებას არავის აძლევდა მე დავეჩაგრე, თვითონ სიცოცხლეს მიმწარებდა.
–კარი გააღე ისრა დღეს მეჩეთში მაინც წავალთ და ვაგვიანებთ უკვე!
–გთხოვ თავი დამანებე,გემუდარები უჩემოდ წადი ძალიან ცუდად ვარ!
–არ შეიძლება ლამაზო,უნდა გამოხვიდე,თორემ კარს შემოვამტვრევ და როგორც ყოველთვის ტირილს მორთავ
–უნამუსო ადამიანი ხარ ეს ვუთხარი თუარა ძალა მოვიკრიბე და კარი გამოვაღე, იამანს ვუბრძანე რომ ოთახიდან გასულიყო ,მომზადების საშვალება რომ მოეცა!არ ვიცი რატომ,მაგრამ უსიტყვოდ დამაემორჩილა და გავიდა მე კი შავი ძაძებით შევიმოსე.გარეთ რომ გავედი დანია როგორც ყოველთვის მკვლელი მზერით მიყურებდა,იამანმა ხელი ჩამკიდა და მანქანამდე მიმიყვანა,ცხადია ხელი ძალით ჩამკიდა.როგორც იქნა მეჩეთამდეც მივედით,გარშემო მართლაც კარგი ბუნება იყო ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც შიგნით შევედით ხალხი დავინახე,რომლებიც ხალიჩაზე თავებდამხობილნი იყვნენ,ეს არც გამკვირვებია,რადგან ვიცოდი რომ ისლამში ასეთი წესი იყო,ისიც მქონდა გაგებული რომ მათ პარასკევის ლოცვას ნამაზი ერქვა,ძალიან დაბნეული და შეშინებული ვიყურებოდი გარშემო,არ ვიცოდი რა უნდა მექნა,იამანმა მანიშნა აიშას გავყოლოდი და მეც უსიტყვოდ დავემორჩილე. ვუყურებდი სხვა ხალხის ქცევებს გოგონები და მამაკაცები სხვადასხვა მხარეს ლოცულობდნენ,არ მინდოდა ცუდად მოვქცეულიყაი,რადგან გამიგია სადაც წახვალ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო,ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა,მაგრამ ყველა აქ მდგომისთვის მათი ლოცვა ცხოვრების აზრი იყო,დილით ლოცვით იწყებდნენ და მთელი დღის განმავლობაში ასე აგრძელებდნენ,მე ვუყურებდი მათ ქცევებს და მეც ვცდილობდი გამემეორებინა ,როდესაც ნამაზი დამთავრდა გარეთ გავედით,იამანმა მადლობა გადამიხადა:
–მადლობას რატომ მიხდი?
–ერთი ამბავი რომ არ ატეხე!
–ეს შენთვის და შენი რეპუტაციისთვის ნამდვილად არ გამიკეთებია,თანაც მახსოვს რაც დღეს კინაღამ გამიკეთე უბრალოდ ამ ხალხის რწმენას პატივი ვეცი,რადგან ანალოგიური ჩემს ქვეყანაში რომ მომხდარიყო არ მესიამოვნებოდა,ჩემი რელიგია აბუჩად აეგდოთ!
–კარგი ისრა როგორც გინდა ისე იყოს ახლა შენთან საკამათოდ დრო ნამდვილად არ მაქვს მე მეჩქარება კომპანიაში უნდა წავიდე და სახლამდე დანია მიგიყვანს.
–რა?ამ ალქაჯს არსადაც არ გავყვები!
–მარტო ვერსად გაგიშვებ და კარებთან დაცვაც იქნება,მე ბევრი მტერი მყავს შეიძლება რამე დაგიშაონ, ამიტომ ვერ გავრისკავ და დანია დღეს შენთან დარჩება!
-ვითომ გადარდებდეს რამე თუ მომივა,თანაც არმგონია დანიაზე დიდი ზიანი ვინმემ მომაყენოს ,მაგ ალქაჯის წამოყოლას მირჩევნია აიშა წამომყვეს!
–აიშას არ ცალია ექიმთან მიდის,თანაც გათხოვილია და ალბათ ურჩევნია თავის ქმართან ყოფნა!
–რატომ რა დაუშავეთ საწყალ გოგოს ისეთი რომ ექიმთან მიდის?დანიას რაც შეეხება ვიცი რომ გაუთხოვარია და რატომ არ ათხოვებთ,თქვენს ქვეყანაში გოგონებს 14 წლისას ათხოვებენ და დანია 30–ს იქნება,შესახედაობითაც ლამაზია,დროა გაათოვოთ!
–ჩვენ არაფერი დაგვიშავებია აიშასთვის ,ორსულადაა და კონტროლზე მიდის!ხო კიდევ დანიას გათხოვება შენი საქმე არაა და შენ თავს მიხედე,შენ თუ ხარ გათხოვილი მიტომ ასრულებ იდეალური ცოლის მოვალეობებს?
–აიშა ძალიან კარგი გოგოა და მისი ამბავი ნამდვილად გამიხარგდა.ჩემს გათხოვებას რაც შეეხება მე მზად არ ვიყავი, სულ რომ მყვარებოდი ჯერ 23 წლის ვარ და ჩემს ქვეყანაში ეს ასკაი საკმაოდ ადრეა გათხოებისთვის! მე და იამანი ვკამათობდით როდესაც ვიღაც მოხუცი მოგვიახლოვდა და იამანს მიესალმა!
–იამან გავიგე ცოლი შეგირთავს ვხედავ ძალიან ლამაზი გოგოა.
–უკაცრავად რომ გეჭრებით საუბარში, მაგრამ შეფუთული ვარ საახალწლო საჩუქარივით ჩემს თავს მე ვერ ვხედავ და თქვენ რა დამინახეთ, თვალები?
–ისრა ამაზე სახლში დაგელაპარაკები! შემდეგ იმ კაცს მიუბრუნდა და უთხრა : მოლა მან თქვა სასიამოვნოს ამის გაგონება!
–იამან შენ გგონია ვერ გავიგე მან რა თქვა? მე მხოლოდ ამ სალოცავს არ ვემსახურები განათლებაც მაქვს,მაგრამ პრობლემა არაა შემიძლია ავუხსნა!
–ისრა ძალიან კარგი სახელია ღამის გასეირნებას ნიშნავს,ღამის გასეირნებას საუდის არაბეთში და მის ლამაზ ღირსშენსანიშნაობებში!
–მე ეს სახელი სწორად შევარჩიე, რადგან ადამიანის გასეირნება მხოლოდ ერთ დღიანია,სწორედ ასეა ჩემი გასეირნებაც აქედან სულ მალე წავალ!
–ისრა იცი ჩვენი ქვეყნის ტრადიცია რაც არის ხომ! ალბათ იამანი ყველაფერს აგიხსნიდა ქალის უფლებებზე,გავვიგე რომ საქართველოდან ხარ ,გამიგია მაგ ქვეყნის შესაცებ საკმაოდ ბევრი რამ,გამიგია რომ ქალები ოდიდგანვე დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდნენ!ჩვენი ქვეყნის სიამაყე იცი რა არის შეგვიძლია ქალი დავიმორჩილოთ,ალაჰის წყალობით ჩვენ მათ ვარჩენთ და არაფერს ვაკლებთ,და შენც მადლიერი უნდა იყო იამანის,ჩვენი ქვეყანაში ასეთი წესია,თუ ამ ქვეყყანაში ცოლად ვინმეს გაყევი აქედან კუბოთი გაგიყვანენ!
–მისმინეთ მოლა თქვენი არ მეშინია და არც კუბოსი,გაინტერესებს ქართველმა ქალებმა რას მიაღწიეს სიჯიუტით?სწორედ ქართველი ქალებისა და ჩვენი მამაცი მეომრების დამსახურებაა საქართველო რომ დღესაც ფეხზე დგას!თქვენ ალბათ საქართველოს იცნობთ ისე როგორც რიგით ქვეყანას რომელიც ადრე არაბებმა დალაშქრეს,მაგრამ თქვენ არ იცით რომ ჩვენთან ქალებს ისე არ ექცევიან როგორც მსახურებს,ქართველი ქალები თავს იკლავდნენ ოღონდაც მტერს ხელში არ ჩავარდნოდნენ,ბევრი ქართველი ქალი ომშიც იბრძოდა და ხმალამოღებული მტერს ებრძოდა: შვილის,ქმრისა და სამშობლოს დასაცავად,ისინი მტკიცე და ჯუტი ხასიათის იყვნენ ეს ყველაფერი კი მაშინ ხდებოდა როცა თქვენი ქვეყნის ქალები არხეიინდ სახლში ისხდნენ და ბედს ნებდებოდნენ!აი ასეთები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ქალები და ასე ეხმარებოდათ მათ სიჯიუტე და სიმტკიცე,ამიტომ სანამ ჩვენზე რამეს იტყვით დაფიქრდით!
–მოლა კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს მისი საქციელის გამო,მაგრამ ჯერ ვერ ეჩვევა ვერაფერს და ცოტახანში,თავადაც მოგიხდით ბოდიშს,ახლა უნდა წავიდე და ჩვენთვის ილოცე! –კარგად იყავით მოლა ჩემთვის ლოცვა არაა საჭირო იამანისთვის ილოცეთ,თორემ შეიძლება შემთხვევით ვინმემ ხელი კრას და მანქანამ გაიტანოს ან ვინმემ შემთხვევით საწამლავი დაალევინოს! წამოვედით თუ არა იამანვე ხელი დამტაცა და მანქანაში ჩამსვა:
–შენ არ გქონდა მასთან ასე მოქცევის უფლება და ჩემი მადლობა უკან მიმაქვს,ყველას უნდა გააგებინო რომ მოგიტაცე?შენ გგონია აქ ვინმეს გაუკვირდება ქალის მოტაცება? რატომ ცდილობ ყოველთვის წყობიდან გამომიყვანო!მერე მე მიძახი მოძალადეს!
–იამან მოტაცებასა და გატაცებას შორის დიდი სხვაობაა,შენ მე გამიტაცე კიარ მომიტაცე,ქალს მაშინ იტაცებენ როცა უყვართ ან უბრალოდ მოსწონთ ის,შენ არც კი მოგწონვარ და სიყვარულზე არაფერს ვამბობ ანუ რა გამოდის შენ მე გამიტაცე რაღააც მიზნით და გინდა შური იძიო ჩემზე,მაგრამ შენს გეგმას ვერ განახორციელებ! იმანას აღარ უთქვამს რამე მძღოლს ანიშნა წაიყვანეო,მანამდე კი გვერდით დანია დამიჯდა.
–მისმინე ისრა ბევრ საუბარს არ დაგიწყებ,რადგან დღეს შენთან უნდა დავრჩე ჯობს ფეხებში არ მომედო და ერთ ოთახში შენთვის შეიკეტო!(დანია)
–შენი თავი ნამდვილად არ მაქვს დაღლილი ვარ და დაძინებას ვაპირებ მე ოთახში ვიქნები,შენ რაც გინდა ის გააკეთე,თუ გინდა მწერები დაითვალე,შენ ხომ არ მუშაობ და არც ქმარი გყავს,შესაბამისად საქმეც არაფერი გექნება! ამის შემდეგ არაფერი მითქვამს,გრძელი დღის შემდეგ შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი.(ძალიან ცუდად ვიყავი იმის გამო რომ დანიას ასე უხეშად ვექცეოდო,გაგიკვირდებათ ალბათ,მაგრამ ასეთი გულქვა არასდროს ვყოფილვარ,დანია იმის საშვალებას არ მაძლევდა მასთან კარგი ურთიერთობა დამემყარებინა,არ ვიცი იამანს რას უკეთებდა ისეთს რომ ცხოველს ხდიდა და ჩემთან გაცეცხლებული გამორბოდა,ყოველ ჯერზე იგივეს აკეთებდა და ტკბებოდა იმით ,რომ იამანი მხეცივით მექცეოდა,მიუხედავად ამისა,მე მაინც ვფქიქრობდი რომ მასში მაიინც იყო სიკეთის ნაპერწკალი,მცირეოდენი,მაგრამ მაინც) არ ვიცი რომელი საათი იყო,ხმაურმა გამომაღვიძა სავარაუდოდ ღამის 3 საათი იქნებოდა,ვიფიქრე დანია დახეტიალობდა,მაგრამ რამოდენიმე მამაკაცის ხმა იქნებოდა,იამანი ნამდვილად არ მოიყვანდა თავის მეგობრებს ამ შუაღამისას ეს სასტიკად ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ტრადიციებს! გადავწყვიტე გამერკვია რა ხდებოდა,საწოლიდან ჩამოვხტი თუ არა დანას დავუწყე ძებნა,აი იმ დანას რომლითაც იამანი დავჭერი,ჯერ კიდევ შენახული მქონდა,იმისათვის რომ, თუ საჭირო გახდებოდა ისევ გამომეყენებინა,და როგორც იქნა გამახსენდა,რომ ლეიბების ქვეშ მქონდა დამალული,სასწრაფოდ ავღე და ჩუმი ნაბიჯებით ოთახიდან გავედი.
დავინახე ორი მამაკაცი,რომლებიც დაბლა სართულზე იყვნენ თავი და სახე მთლიანად დაფარული ჰქონდათ ,ხელში იარაღები ეჭირათ,ძალიან შემეშინდა მათ ჩემი დანით ნამდვილად ვერ მოვერეოდი ვიფიქრე დანიასთან შევსულიყავი,მაგრამ მისი ოთახი პირველ სართულზე იყო ამიტომ ეს შეუძლებელი იყო,დავაპირე ისევ ოთახში შევბრუნებულიყავი და როგორც იამანს გავექეცი აივნის საშვალებით ისევ იგივე გამეკეთებინა,მაგრამ აქაც ჩემმა სიფეთხუმემ იჩინა თავი და ფეხი იქვეე დადებულ ლარნაკს წამოვდე,იმხელა ხმა ჰქონდა ახლა ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი მალევე გაისმა ხმა:
–არ გაიქცე თორემ გესვრი! ფეხები ამიკანკალდა,ასეც რომ არ ეთქვა ალბათ შიშით მაინც ვერ გავინძრეოდი,ჩემი უკანასკნელი იმედი მხოლოდ დანია იყო,მჯეროდა რომ ის გაიგონებდა მათ ხმაურს და დამეხმაებოდა,ვიცოდი რომ ვერ მიტანდა,მაგრამ სასიკვდილოდ გამიმეტებდა კი? თვალებიდან ცრემლის ზღვა წამსკდა,ვერაფერს ვაკეთებდი,უცებ ერთ–ერთი მადგანი მომმიახლოვდა და კისრის არეში ხელიმომადო არ ვიცი რა მოხდა უეცრად თვალები მიმელულა და ვიგრძენი როგორ ამიტაცა ხელში სწორედ იმ კაცმა რომელმაც გამთიშა.
|იამანი|
–ალი მანქანა მოამზადე მთელი დღეა კომპანიაში ვართ და სახლში უნდა გავიდე,ცოტახნით დავისვენებ და ისევ წამოვალ,წამოდი შენც თუ გინდა,თან ის სულელი გოგო უნდა ვნახო,იმედია სახლი არ გადაწვა და დანიასაც არაფერი დაუშავა!
–ჯერ ერთი იამან ის გოგო შენი ცოლია და არმგონია ემამ,უფროსწორად ისრამ რამე დააშაოს უმიზეზოდ!
–ნუ იცავ იცოდე მაგ გოგოს.ახლა უნდა გავიდე საჭესთან მე დავჯდები,შენ კომპანიაში დარჩი.
როდესაც სახლის კარი გავაღე სიცარიელე იყო,გამიკვირდა რომ ისრა დაბლა არ იყო რადგან როგორც წესი ერთ ადგილას ვერ ჩერდება,მაშინვე ზემოთ ავედი ისრას სანახავად,გული უცნაურად მიცემდა,მეშინოდა კიდევ არ გაპარულიყო,მაგრამ მე ხომ დაცვა კარებთან მყავდა მიგზავნილი ამიტომ ვერაფერს გახდებოდა.
ზემოთ ავედი თუ არა კარი შევაღე,ისრა არ დამხვდა,შემდეგ სააბაზანოს კარიც შევამოწმე,რომ არსად იყო დანიას დავუძახე:
–დანია ისრა სად არის?გეფიცები თუ კიდევ გაიპარა ან შენ რამე დაუშავე ჩემი ხელით მოგკლავ!
–გეფიცები იამან მე არაფერი ვიცი,საერთოდ არაფერი,ჩემს ოთახში არც კი შემოსულა,გარეთ კიდევ დაცვაა,იქნებ მათ იცოდნენ,ვერსად წავიდოდა კარგად ნახე?
–რომ არ მენახა შენ არც გკითხავდი! გაცხარებული ვიყავი ისრას გამო ,თავს მოტყუებულად და უმოქმედოთ ვგრძნობდი ერთი დღე დავტოვე და მან ჩემგან წასვლა მაინც მოახერხა,მიკვირდა საიდან ჰქონდა ამ გოგოს ამხელა გამბედაობა,ვიცი ბევრი გადაიტანა ,ამის მიუხედავად თითქოს უფრო ძლიერდებოდა!
დაცვა კარებთან იდგა:
–სად არის ისრა?
–ბატონო ამ კარებიდან არავინ გასულა და ცხადია არც შემოსულა!
–კიდევ ერთხელ ვიკითხავ სად არის ისრა!
–ბატონო ხომ გითხარით
–ეგ უკვე გავიგე,ახლა სხვა რამე მითხარით თორემ ამ იარარს შუბლში დაგაჭედებთ,ორი საათი გაქვთ,ამ დროში ან მომიყვანთ იმ გოგოს ან სიცოხლეს გამოგასალმებთ! არ ვიცი რა დამემართა თითქოს მთელი მუცელი მიხურდა,თან ძალიან ვნერვიულობდი მის გამო,მეშინოდა ვინმეს რამე არ დაეშავებინა,რადგან ამ ქალაქს არ იცნობდა და ამ ქალაქისთვის ზედმეტად უმანკო იყო, ჩემს დანარჩენ დაცვის დანაყოფსაც დავურეკე 40 ამდე კაცი იქნებოდა და ყველა საქმეში ჩავრთე!
მთელი დღე უშედეგოთ ვეძებდით,არც სავადმყოფოებში,არც თვითმფრინსავსა და მატარებელში მისი სახელი არ დაფიქსირებულა. მეორე დღეს უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა:
–გამარჯობა იამან,აბა როგორხარ?ხმაზე ვერ მიცანი ხომ?
–ვინ ხარ და რა გინდა!
–ვინ ვარ,ვინ ვარ!არასწორი კითხვაა,მაგრამ შემიძლია მინიშნება მოგცე აი ის ვარ ვისი საცოცლეც,ცხოვრების აზრი შენ მოკალი,აბა გაგახსენდი?
–რაგინდა იუსუფ!
–გაგახსენდი? რაც მინდა ახლავე გეტყვი! შვილი შვილისწილო და ცოლი ცოლის წილო,რა მინდა და სამართლიანობის აღდგენა,შენი ლამაზმანი მე მყავს,ჯერ არაფერი დამიშავებია,მაგრამ შეიძლება დაუშავდეს!
–იუსუფ ისრას ხელი არ დააკარო თორემ... –თორემ რა მომკლავ? ისე როგორც ჩემი სიცოცხლე მოკალი?
–მე არაავინ მომიკლავს იუსუფ,წყობიდან ნუ გამომიყვან თორემ შენთვის სიკვდილი დიდი ფუფუნება იქნება!
–ნუ მემუქრები იამან შენ ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ ვინმეს დაემუქრო!ახლა მე გაბრთხილებ ათი მილიონი დოლარი,ხვალვე უნდა გაამზადო და სადაც გეტყვი იქ მომიტანო!გასაგებია?
–ნუ მეუფროსები იუსუფ!ნუთუ არ გრცხვენია,რომ ამ დონემდე დახვედი?დებილი გგონივარ?კარგი ვთქვათ მოგიტანე ათი მილიონი დოლარი და რა შენ ჩემს ცოლს ასე გაუშვებ?შენ თავად თქვი რომ შურისძიება გინდა,ასე რომ მიდი ამოღერღე რაც გინდა!
–იამან არგინდა ეს ფილოსოფოსობა,შენ ახლა ჩემი მარიონეტი ხარ და რასაც მინდა იმას გააკეთებ!შენ ეგ ფული მომიტანე და მერე მე გადავწყვეტ გავუშვა თუ არა!
–იცი რომ ლაჩარი ხარ? პირისპირ ვერ მესაუბრები და ანგარიშს ვერ მისწორებ მშიშარა ხარ
კარგად გამოგდის დაჩაგრო და გაუსწორდე უსუსურ არსებას!
–ყოველთვის ვიცოდი რომ გამბედავი იყავი,მაგრამ შენი საქციელი უგუნურებას ურო ჰქგავს,კარგი როგორც არის,შენ გამოიყენე შანსი რომელიც მოგეცი,ახლა კარგადი იყავი,შენს ცოლუკას ვეღარ ნახავ,გინდა ასე?!
–ავადმყოფი ხარ იცი?!
–კი სადღაც გამიგია ეგ სიტყვები.ააა ჰომ შენმა საცოლემ როდესაც გაიღვიძა პირველი ეგ მითხრა რომ ავადმყოფი ვარ!
–იცოდე არაფერი დაუშავო,თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს,გიპოვი,მიწაშიც რომ დაიმალო მაინც ამოგთხრი ,სულ დავივიწყებ ჩვენს ადრინდელ მდგომარეობას და ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს ხელიც არ ამიკანკალდება!
ამის თქმა მოვასწარი და ტელეფონი უმალ გათიშა:
–ბატონო იამან თქვენ რომ დაგვავალეთ ერთი სეჭვო ადგილი შენიშნეს თქვენმა დაცვის გუნდმა,ის ადგილი ყოველთვის დაკეტილი იყო ხოლმე და დღეს ოცი კაცი დარაჯობს იმ ადგილს!
–სასწრაოდ უთხარი მოემზადონ და იმ ადგილას მივალთ,მშიშარაა იუსუფი და ოც კაციანი დაცვა აშკარად მისი საქციელია,ალბათ მე მელოდება!
|ისრა| თვალები რომ გავახილე და გონს მოვედი უცნაურ ქოხში ვიყავი და ვიღაც კაცი სავარძელში იყო ჩამჯდარი, ჩემს გაღვიძებას ელოდა, მაშინვე ფეხზე წამოვხვტი და კივილი დავიწყე:
–არანორმალურებო როგორ გაბედეთ,აქ რა მინდა?სადვარ?სასწწრაფოდ მიპასუხეთ სანამ ყველაფერი გადავწვი!
–გამარჯობა ლამაზო მე იუსუფი ვარ შენი საყვარელი ქმრის საუკეთესო მეგობარი! ეს მითხრა თუ არა პანიკური სიცილი დამეწყო:
–არა ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში არანორმალურები ცხოვრობდნენ,მაგრამ ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება,ხო კიდევ რომ იცოდე მე ქმარი ნამდვილად მყავს და ის რომ მოვა აქ აღარაფერი და აღარავინ დარჩება,მე მას ვერ შევაჩერებ!
–იამანზე მეუბნები?იამანის დიდი ხანია აღარ მეშინია,იცი რითი გავანადგურებ?მე მას წავართმევ ყველაზე ძვირფასს!
–შენ თუ ჩემს თავს გულისხმობ ძალიან ცდები,მე მისთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენ,უბრალოდ მესაკუთრეა და არ დაუშვებს ვინმემ ჩემი თავი წაართვას.მე მინახავს მისი გაბრაზება და თქვენ არ გირჩევთ ნახოთ,მითუმეტეს რომ საკუთარ თავზე გამოსცადოთ!მასზე შურის ძიება თუ გინდოდათ მისი საყვარელი დედა და დანია მისი საყვარელი და უნდა გაგეტაცებინათ.
–შენ მე ჭკუას ნუ მასწავლი!გაჩუმდი თორემ გავიხსენებ რომ ცოლი იამანის გამო დავკარგე!ხო კიდევ შენი ქმარი სულ მალე ისეთ საბუთებს მოაწერს ხელს სადაც მთელს მის აქციებს დაგარკავს და უეცრად ჩემს სახელზე აღმოჩნდება,მისი მთელი ქონება ათი მილიონი კი უბრალო ხაფანგია,ყურადღების გასაფანტად!
–კარგი ვთქვად თქვენ ერთი დიდი მეოცნებე ხართ,მაგრამ როგორ აპირებთ იამანს მოაწერინოთ ხელი,მაგ საბუთებზე?!
–ეგ საკმაოდ მარტივია,იამანი საკმაოდ კარგი ბიზნესმენია,მაგრამ მასაც აქვს ნაკლი ზედმეტად მიმნდობია,საბუთებს არასდროს კითხულებს,თავის ასისტენტს თვალდახუჭული ენდობა და ის არ იცის რომ ის ჩემი შეგზავნილია,ის გოგო თავიდან იმიტომ შევაგზავნე რომ იამანს შეჰყვარებოდა,მაგრამ მისთვის წამითაც არ შეუხედავს სხვა თვალით,შენ ძალიან ლამაზი ხარ ,მაგრამ ის გოგო არაფრით ჩამოგივარდებოდა!ვერაფერს ვხვდები როგორ ,როდის!მაგრამ მე მასზე შურს ვიძიებ და როგორც უკვე ვთქვი შენს თავს წავართმევ!
–პირველი არ ხარ ვისაც მასზე შურისძიება უნდა,მაგრამ შენ ძალიან ბინძურად თამაშობ, ცდილობ მას ზურგში დანა ჩაარტყა,მე ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს რომლებსაც ძალა არ ჰყოფნით ეს ყველაფერი პირადად მოაგვარონ!მე რა შუაში ვარ?გინდა კიდევ უკეთეს გეტყვი,მე გამიშვი,საქართველოში დამაბრუნე,ამაზე მეტად მას ვერაფერი გაამწარებს!
–შენ მე დებილი გგონივარ?არც ისე უსუსური ყოფილხარ როგორც ეს იამანმა თქვა,მოკლედ მე ახლა გავალ საბუთების საქმე მისახედია,მაგრამ მალე დავბრუნდები,ისე ძალიან ლამაზი ხარ მეც კი მომეწონე,ჭკვიანად მოიქეცი თორემ!
–თორემ რა მე გაგაფრთხილე იამანი მაგას არ შეგარჩენს მე კი თმის ღერიც რო ჩამომივარდეს მოგკლავს,არ გაცოცხლებს! ჩემი თავის მიკვირდა რატომ მქონდა იამანის იმედი,ძალიან მშვიდად ვიყავი,რადგან ვიცოდი რომ იამანი მიპოვნიდა და წამიყვანდა ჩვენს სახლში!არა ნამდვილად გავაფრინე ჩემს თავს რაღაც ხდებოდა,მაგრამ მეც არ ვიცი რა! წავიდა ის მანიაკი მე კი მაშინვე წამოვხტი გასასვლელის მოსაძებნად,მაგრამ ქოხში სადაც მე ვიყავი,ფანჯარაც კი არ იყო,სახლი ქვისგან იყო ნაგები,ხოლო კარი რკინის იყო,ამ სახლიდან გაღწევის არანაირი გზა არ ჩანდა,მაგრამ საწოლის ქვეშ რაღაც მოჩანდა,დავიხარე და ქვეშ ბოთლის ნატეხი დავინახე.ხელები შეკრული მქონდა ამიტომ ვეცადე პირით გამომეღო ამ დროს კი ტუჩიდან სისხლმა გამოხეთქა ,მიუხედავად ამისა მაინც გამოვიღე და ხელის გახსნა მოვახერხე,თუმცა ეს ნამსხვრევი მაინც არაფერში გამომადგა,ორ საათიანი წვალების შემდეგ ძალა გამომელია და მეც დავნებდი.
კარზე ხმაურის ხმამ გამომაფხიზლა,მაშინვე ფეხზე წამოვხტი ხელი დავავლე ბოთლის ნატეხს და ისევ სკამზე დავჯექი ისე თითქოს ხელები შეკრული მქონდა:
–მეც დავბრუნდი !
–და მერე მე რავქნა.
–რა აგრესიული ხარ პატარავ!
–პატარავს ნუ მეძახი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
–რატომ პატარავ იამანი გეძახის ასე?
–ხომ გაგაფრთილე:(ეს ვთქვი და მაშინვე მისკენ გავექანე,ბოთლის ნატეხით და მთელი სახე ჩამოვფხოკნე!
–ჯანდაბა!ჯანდაბა! ავადმყოფი ძუკნა ხარ,მაგისთვის დაისჯები! დავინახე,რომ ჩემსკენ დაიწყო სვლა,თვალებში მიბნელდებოდა,მაგრამ ჯერ კიდევ მქონდა იმედი,იმედი იმისა რომ იამანი აქედან გამიყვანდა. იუსუფი მომიახლოვდა,ძალიან ახლოს მოვიდა,გული ამოვარდნას მქონდა ,ვიფიქრე თითქოს ყველაფერი დასრულდა,მაგრამ ამ დროს აფეთქების ხმა გაისმა,და კარიც გაიღო ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა,მაგრამ ეს რეალობა იყო. დავინახე იამანი ,რომელსაც იარაღი ჰქონდა ხელში,ვერ აგიღწერთ იმ მომენტში რა ვიგრძენი,მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.
დავაპირე რომ გავქცეულიყავი,მაგრამ იუსუფმა დამიჭირა და თავზე იარაღი მომადო!
–მოახლოება არ გაბედო თორემ მოგიწევს მთელი ცხოვრება მის გარეშე გაატარო!
–იუსუფ გოგოს თავი დაანებე!შენ საქმე ჩემთან გაქვს და მეც აქ ვარ ,გოგო გაუში და ჩემს დაცვას გაატანე,ყველანი წავლენ მე ჩემს იარაღს გავატან და მე რაც გინდა ის მიქენი!
–რატომ იამან,ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა გავუშვა,შენ მასე მოექეცი ჩემს საცოლეს?შენ დაინდე?შეიწყალე?
–მე არაფერ შუაში ვარ იუსუფ და ეს შენც კარგად იცი! შენი საცოლე ძუკნა იყო,შენ ყველასთან გღალატობდა და მე როგორც შენი საუკეთესო მეგობარი ყოველთვის გაბრთხილებდი რომ ის შენი შესაფერისი არ იყო!
–გაჩუმდი!გაჩუმდი იმან,ერთი სიტყვაც აღარ თქვა!
–რატომ მწარეა სიმართლის მოსმენა? მოდი გავაგრძელოთ!შემდეგ შენს საყვარელ საცოლეს მოუნდა ჩემთან გართობა მე კი რათმაუნდა უარი ვუთხარი,ბევრჯერ სცადა ჩემი გადაბირება!მეუბნებოდა რომ შენ არ უყვარდი,მეუბნებოდა რომ ვერ გიტანდა,რადგან საკმარისად მამაკაცური არ იყავი,მას კი ძლიერი მამაკაცები უყვარდა,მეუბნებდა რომ შენ მისი კონტროლი არ შეგეძლოდა და ზედმეტად ბავშვური იყავი!არ ვიცი რა დაემართა მე მისთვის საბაბი არც კი მიმიცია,მას შევუყარდი ,მე მას საბოლოოდ ვუთხარი უარი ისიც ვუთხარი რომ შენ საუკეთესო ადამიანი იყავი და მას გააბედნიერებდი,რასაც მე ვერასდროს შევძლებდი,ვყთხარი რომ მე მკვლელი ვარ და ჩემთან ბედნიერი ვერასდროს იქნებოდა,შემდეგ კი ადგა და თავი მოიკლა აი ასე უბრალოდ თავი მოიკლა!მე რათქმაუნდა სინდისი მაწუხებდა,მაგრამ არა იმიტომ რომ მე მას უარი ვუთხარი,არც იმიტომ რომ თავი მოიკლა, სინდისი მაწუუხებდა იმიტომ რომ შენ გაგიცრუე იმედი,მიუხედავად იმის რომ მე არაფერი გამიკეთებია ,უბრალოდ შენს გვერდით არ ვიყაბი როცა გჭირდებოდი. ეს ყველაფერი ვიცი იუსუფ,მე შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი,ერთად გავიზარდე,სწორედ ამ მეგობრობის ხათროთ გთხოვ გაუშვი ისრა და ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო,მე შენ ძალიან მიყვარხარ ,როგორც ჩემი საუკეთესო მეგობარი,მაგრამ ისრა შენზე მეტად მიყვარს,ამიტომ თუ თქვენს შორის მომიწევს არჩევანი გავაკეთო,მე ისრას ავირჩევ!
მე მესმოდა იამანის თხოვნა,სწორედ ამ მომენტიდან მასზე ფიქრი სულ სხვანაირად დავიწყე,სულ სხვა კუთხით დავინახე იამანი,მაგრამ არა იმიტომ რომ მან ჩემს მიართ სიყვარული გამოთქვა,არამედ იმიტომ რომ იგი ერთგული მეგობარი იყო,შეიძლება მკველი,მაგრამ მას გული ნამდვილად ჰქონდა! დავინახე,როგორ გაუვარდა იარაღი იუსუფს და იატაკზე დაემხო,გათიშული და სასოწარკვეთილი ერთ წერტილს მიშტერებოდა.მე დრო ვიხელთე და მაშინვე იმანისაკენ გავიქეცი, მთელი ძალით ჩავეხუტე,ქვითინი დავიწყე,ვიცოდი რომ იამანს არ უყვარდა როცა მისი თანდასწრებით ვტიროდი,მაგრამ თავს ვერ ვაკოტროლებდი,თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე ჩემი ცრემლიანი თვალებით,იამანმა კი კისერში ხელი შემიცურა და ისევ გულზე მიმიკრა,ვხედავდი როგორ ეძაბებოდა თითოეული ძარღვი,ცოტახანში ხელი გამიშვა და მითხრა:
–წადი ისრა დაცვას გაყევი მე მოგვიანებით მოვალ!
–არა იამან გთხოვ ახლავე წამოდი!
–ისრა გააკეთე ის რაც გითხარი!
–გთხოვ იამან არაფერი დაუშავო ის ხომ შენი მეგობარი იყო,გთხოვ ნუ გაისვრი კიდევ ერთხელ სისხლში ხელებს,მითუმეტეს ჩემს გამო!გევედრები ასე არ მოიქცე!
–ეგ შენ არ გეხება,ნუ ღელავ მე ხომ გითხარი ყოველთვის დაგიცავდი,სიტყვა არასდროს გამიტეხავს და არც ახლა ვაპირებ გავტეხო!მშვიდად იყავი! –როგორ არ გესმის არანორმალურო!რომ დაგიჭერენ მე ვინღა დამიცავ?ან ამ დაწყევლილ ქვეყანაში რა უნდა გავაკეთო!არ მიმატოვო! ეს ვუთხარო თუ არა მკლავში ხელი ჩამავლო და როგორც ჩვევია მანქანაში ჩამტენა,თვითონ კი წავიდა!
–აბა ახლა მითხარი რა გინდოდა იუსუფ,აქ ვარ ყოველგვარი იარაღის გარეშე და შეგიძლია შენი იარაღი ხელში აიღო და მესროლო! –ეგ აქამდე რატომ არ მითხარი!რატომ არ მითხარი იამან,რომ ჩემი საცოლე ჩემზე ეგრე ფიქრობდა!
–რომ მეთქვა რა შეიცვლებოდა?გარდა იმისა რომ შენ განადგურდებოდი!
–ცდები იამან უამრავი რამ შეიცვლებოდა!მაგალითად ის რომ ჩემი საუკეთესი მეგობრის ცოლს არ გავიტაცებდი და არ შევაშინებდი,გეფიცები იამან არ ვაპირებდი მისთვის რამე დამეშავებინა,მისი შეშინება მინდოდა მხოლოდ!
–ვიცი იუსუფ ,მაგრამ შენი საქციელი უპატიებელია,ისრამ ძალიან ბევრი გადაიტანა ჩემს გამოც და ახლა შენ დაუმატე კიდევ!
–მაპატიე ძმაო ამის მერე ვეღარ მნახავ,არ გაუშვა ეგ გოგო ვხედავ რომ უყვარხარ,უბრალოდ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება,ხედავ რა მიქნა ლოყაზე?ყოველთვის ვიცოდი რომ მიუწვდომელი ყვავილები მოგწონდა,გულის სიღრმეში ისიც ვიცოდი რომ დამნაშავე არ იყავი,მაგრამ არ მინდოდა იმის დაჯერება დ აგაცნობიერება რომ ჩემს საცოლეს ფეხებზე ვეკიდე და ის მღალატობდა! –მისმინე იუსუფ მართლა კარგად გიცნობ და არც კი გაბედო,შენ უბრალოდ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო,ახალი გოგო და ახალი ისტორიები!
–ვიცი,ვიცი ძმაო უკვე საკმარისია მაგ გოგოსთვის 5 წელი ვიგლოვე უკვე დროა ვინმე ავირჩიო და ცოლად მოვიყვანო!
–შენ ხელი დაადე ვისაც გინდა და შენი გახდეება!ახლა მეჩქარება უნდა წავიდე კომპანიაში საქმეები მაქვს,მერე ისრასაც უნდა გავუარო შეშინებულია.
–კარგი ძმაო მაპატიე გთხოვ,მერე პირადად ვნახავ ისრას და მოვუბოდიშებ იქნებ მაპატიოს!
იამანის ხმა გავიგე,როდესაც ოთახში ვქვითინებდი.ცრემლები მოვიწმინდე,სახეზე წყალი შევისხი და დაბლა ჩავვარდი:
–იამან რა გააკეთე!
–არაფერი ისრა,არაფერი გამიკეთებია!
–გთხოვ მითხარი რომ არ მოგიკლავს!
–ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?
–მას მერე რაც ჩემზე თვქვი ვიფიქრე...
–რა იფიქრე ისრა,რა! გეგონა მართლა მიყვარხარ და ის რომ არჩევანს შენს სასარგებლოდ გავაკეთებდი?
–საზიზღარი ადამიანი ხარ!ერთი წუთით ვიფიქრე რომ გული გქონდა,ვიფიქრე რომ შენში ადამიანი ცოცხლობდა,მაგრამ ძალიან შევცდი! ვცდილობდი თავი მეკონტროლებია და თვალზე მოწოლილი ცრემლები შემეჩერებინა,მაგრამ როგორც ყოველთვის ეს არ გამომივიდა!
–მერე მე გითხარი რომ ჩემზე მასე გეფიქრა?ახლავე ადი ოთახში და გამოიცვალე, დღეს დედაჩემთან მივდივართ,იქ უფრო უსაბრთხოთ იქნები!
–ვისთან ვიქნები იამან უსაბრთხოთ დანიასთან?შენ შეიძლება დაბრმავებული ხარ შენი დისა და დედაშენის სიყვარულით ,მაგრამ არ გეგონოს ვერ ვხვებოდე იუსუფს ჩემს გატაცებაში ვინ დაეხმარა! კარგი მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ:ღამე შემოდიან გამტაცებლები სახლში და გვერდს უვლიან ექვს კაციან დაცვას,შემოდიან პირველ სართულზე,სადაც დანიას სძინავს და მათი ხმაური მე მაღვიძებს მეორე სართულზე ,დანიას კი არა,კარგი მოდი ისიც დავუშვათ რომ მე ფხიზელი ძილი მაქვს,მაგრამ მე როდესაც გაქცევას ვეცადე ლარნაკი გადმოვარდა და საკმაოდ დიდი ხმა ჰქონდა,სწორედ ამ ფაქტმა გამყიდა როდესაც ხმა გაიგონეს ,გამტაცებლები ბოლო ხმაზე ყვირიან არ გაიქცე თორემ გესვრი! ეს ყველაფერი კი ხდება პირველ სართულზე სადაც ორ ნაბიჯში დანიას მშვიდად სძინავს,ხო კიდევ ეს ხალხი პირდაპირ მეორე სართულზე ამოდიოდნენ,მათ ჩემი მოძებნა არც კი დაჭირვებიათ!საიდან იცოდნენ ამდენი ინფორმაცია სახლზე და ისიც რომ შენ სახლში არ იყავი,ვინაიდან სხვა შემთხვევაში ისინი სახლში შემოსვლას ვერ გაბედავდნენ!
აი ახლა ხვდები რისი თქმა მინდა?მე დეტექტივი არ ვარ,მაგრამ საკმაოდ დაკვირვებული ვარ,დანიას იმედი ბოლო წამამდე მქონდა,ვიცოდი რომ ვერ მიტანდა,მაგრამ მაინც მქონდა იმედი არ მეგონა ასე თუ გამიმეტებდა! სწორედ ასეთია შენი საყვარელი დაიკო!
–მას არაფერი უთქვამს ამ ყველაფრის შესახებ!
–და რას გეტყოდა იამან,თვალები გაახილე შენ ზღაპარში ცხოვრობ!მე ეს ყველაფერი იმიტომ არ მითქვამს რომ შენი და დასაჯო,უბრალოდ მაინტერესებს რატომ ვერ მიტანს!
–ადი და გამოიცვალე სასწრაფოდ!გავდივართ
–ბრძანება კარგად გამოგდის. მთელი გზა იამანი ჩაფიქრებული იჯდა,არც ბრძანება მიმიღია მისგან ,არც საუბრობდა,მე კი უცებ ჩემი ოჯახი ამომიტივტივდა თავში,ძალიან ავღელვდი,ვიცი რომ ისინი ჩემზე ძალიან ღელავდნენ,დედა ალბათ დარდისგან კვდებოდა,მამა კი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ ვეპოვნე,ჩემი ბუზღუნდა დაიკო კი ალბათ ცდილობდა ჩემზე ფიქრები თავიდან ამოეგდო. როგორც კი გავიფიფიქრე ეს ყველაფერი სიტყვები თავისთვის ამოვარდა პირიდან.
–იამან ჩემი მშობლები ძალიან მენატრება
–მერე რა გავაკეთო აქ ჩამოგიყვანო თუ თავად ჩაგიყვანო?ბიზნეს კლასი იყოს თუ სტანდარტული?
–რატომ ხარ ასეთი გულქვა?ხომ იცი რომ მშობლები ძალიან მიყვარს ისევე როგორც შენ!გთხოვ იამან გამიშვი უკვე საკმარისად ვიტანჯე,აღარ შემიძლია ,სული მეხუთება ამ ქვეყანაში,ის მაინც გააგებინე რომ კარგად ვარ და არ იჯავრონ!
–ისინი არ არიან მაგ ყველაფრის ღირსი და არვც შენი ღირსნი არიან!
–და აბა ვინ არის ჩემი ღირსი შენ?მე ისინი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და შენთან ათი საუკუნე რომ გავატარო მაინც არ შემიყვარდები!
–გაჩმდი ისრა,ტვინს მიჭამ უკვე!
–არ გავჩუმდები არა!მე მიყვარს ჩემი მშობლები,განსაკუთრებით მამაჩემი და ის ერთი წუთით არ შეწყვეტს ჩემს ძებნას,შენ არ ხარ ჩემი ოჯახი ,შენ არავინხარ ჩემი გარდა საშინელი მოგონებისა! იამანმა მანქანა ისე დაამუხრუჭა თავი სავარძელს მივარტყი,საშინად მეტკინდა,შემდეგ თვითონ გადმოვიდა და მანქანიდან გადმომიყვანა!
–შენი ოჯახი ძალიან გიყვარს არა?ისინი არიან კეთილები,პატიოსნები,სამართლიანებუ,მეკი შენთვის კოშმარივიარ არა?უგულო,ცივსისხლიანი მკვლელი ეს ყველაფერი მე ვარ ხომ!გინდა გაიგო აქ რატომ მოხვდი,რატომ მოგიტაცე,ალბათ ერთი სული გაქვს გაიგო ხომ!
–ეს ყველაფერი რას ნიშნავს,ან ახლა რატომ მეუბნები!ჩემი მშობლები რა შუაში არიან!
–ხომ გაინტერესებდა?! გეტყვი,ახლავე გეტყვი! შენი საყვარელი მამიკო მივლინებაში იყო საუდის არაბეთში,მაგრამ შენ არ გემახსოვრება 3 წლის თუ იქნებოდი!მე კი საკამოდ დიდი ვიყავი იმისთვის რომ ეს ყველაფერ დეტალურად მახსოვდეს,ხო იმას ვამბობდი რომ მე როდესაც 2 წლის ვიყავი მამა მომიკვდა და დედა მარტო დარჩა,ეს ყველაფერი დედაჩემმა ძალიან რთულად გადაიტანა,მამა საკმაოდ მდიდარი პიროვნება იყო და მთელი ქონება ჩვენ დაგვიტოვა,მამის სიკვდილის მერე მის კომპანიას ძალიან გაუჭირდა ხელმძღვანელის გარეშე,დედა კი მამის სიკვდილს განიცდიდა,სხვა არაფერი აინტერესებდა,თუმცა ერთ დაწყევლილ დღეს დედაჩემი მამაშენს შეეჯახა და ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია,დედას ძალიან მოსწონდა მამაშენი,ხშირად აცინებდა,კარგ საჩუქრებს ჩუქნიდა,ისევე როგორც მე,გათამამებული ვყავდი მამაშენს და მეც ყველაფრით მანებივრებდა,მართლა ძალიან შეუყვარდა დედაჩემს მაგ ,მამაშენს ძლიან უჭირდა და დედამ მთელი აქციები მის სახელზე გააფორმა,მამაშენი ეუბნებოდა რომ მას მალე ცოლად მოიყვანდა და ასე ატყუებდა დედას, სანამ საბოლოდ არ გაქრა მისი ცხოვრებიდან,მამაშენი 2 წლის შემდეგ თქვენთან დაბრუნდა,დიდი ფულით,დედას აღარაფერი ჰქონდა თავის სახელზე, ყველაფერი მამაშენს გადმოუფორმა,ჩვენს ერთ–ერთ ნაცნობს დაავალა მის შესახებ ინფორმაცია მოეძებნათ და გაირკვა კიდეც,მას თურმე ოჯახი ჰყოლია საქართველოში,ორი გოგო და საყვარელი მეუღლე,ამ ყველაფრის გაგების შემდეგ დედა შეიშალა,მე 10 წლის ვიქნებოდი როცა სასტიკი მუშაობა მიწევდა იმისთვის რომ დედა მერჩინა,მაგრამ დედაზე ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა,ერთ დღესაც კი ადგა და თავი მოიკლა!ეს ყველაფერი კი მამაშენის გამო მოხდა გესმის?
მე სულ პატარა ვიყავი შემდეგ ჰავამ შემიფარა და შვილად მიმიღო მისი შილი დანია კი ჩემთვის და გახდა,ბევრი ვიშრომე რომ მამასავით წარმატებულლი გავმხდარიყავი და ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და მასზე ათასჯერ უფრო კარგი ბიზნესმენი გავხდი,უფრო მდიდარი და გავლენიანი!დედაჩემის სიკვდილის დღიდან დავიფიცე რომ ,როგორც მე წამართვა დედა ,ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსება,ისე მეც წავართმევდი მას ყველაზე ძვირასს,დიდხანს ვაკვირდებოდი თქვენს ოჯახს და დავადგინე რომ შენ მათ შორის ყველაზე უმანკო იყავი,სწორედ ამიტომ მამაშენს ყველაზე მეტად უყვარდი!
–ტყუილია!შენ ცრუობ!საზიზღარი მატყუარა ადამიანი ხარ მაშინვე მივარდი იამანთან და მკერდზე მუჭების რტყმევვა დავუწყე
–მამაჩემი ამას არ გააკთებდა,მას ძალიან უყვარს დედა!მას არ უღალატებდა შენ ცუდი ადამიანიხარ იამან! ცრემლები ჩემს თვალზე განუწყვეტლივ მოგორავდა,მე კი არ ვჩერდებოდი და მთელი ძალით ვურტყავდი იამანს!
–მე არ ვცდები ისრა ვიცი ცუდად მოვიქეცი შენ არაფერ შუაში ხარ,მე იუსუფს ვეუბნებოდი რომ ანგარიში პირადად უნდა გაესწორებინდა მე კი რა გავაკეთე?იგივე ,მაგრამ ამას გვიან მივხვდი!
– შენ ცუდი ადამიანი ხარ იამან,შენ ადამიანიც კი არხარ ,როგორ შეგიძლია ასე იცრუო,ეს ყველაფერი მაშინ დედასაც ეცოდინებოდა დედა კი მასეთ ადამიანს არ შეეგუებოდა!
–აბა დაფიქრდი ისრა მამაშენი ასე მალე როგორ გამდიდრდა,ჩამოვიდა ჩემი სამშობლოდან და 3 კომპანიაში აქციები იყიდა! დედაშენს კიდევ არანაირი კითხვა არ გაუჩნდა თუ საიდან ჰქონდა ამდენი ფული!ეს ლოგიკურია?
–გაჩუმდი იამან,გაჩუმდი,გაჩუმდი,გაჩუმდი,აღარაფერი თქვა თორემ თავს მოვიკლავ!
–კარგი ჩუმადვარ მოდი აქ დამშვიდდი(იამანი ცდილობდა დავემშვიდებინე და გულში ჩავეკარი)
–არ მომიახოვდე გითხარი თორემ თავს არ ვიცოცხლებ!
–მე გითხარი,გითხარი რომ ამის თქმა არ მინდოდა,ვიცოდი რომ განადგურდებოდი,ვიცოდი რომ ოცნებები დაგემსხვრეოდა და შენი ოჯახი შეგძულდებოდა,ამიტომ არ გითხარი ეს ყველაფერი,მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მქონია რეალურად მამაშენის დასჯა მინდოდა,მაგრამ იმაზედაც ვბრაზობდი რომ მამაშენს შენ და შენი ოჯახი ძალიან უყვარდით,როცა შეიძლებოდა დედაჩემიც ასე ჰყვარებოდა! ვგრძნობდი რომ ძალა საერთოდ არ მქონდა ტირილითაც კი ვეღარ ვტიროდი,ბოლოს ის მახსოვს რომ ჩავიკეცე და იამანმა ხელში ამიტაცა. გონს რომ მოვედი ,სახეებს ბუნდოვნად ვარჩევდი,ცოტახანიც და უკვე აშკარად დავინახე გვერძე მჯდომი ჰავა და რათქმაუნდა დანიაც თან ახლა ის ფეხზე იდგა და თავზე დამჩერებოდა,იქვე იყო აიშაც! როცა გონზე მოვედი იამანი ვერსად დავინახე მე კიდევ უამრავი კითხვაა მქონდა მასთან,დარწმუნებული ვიყავი რომ მამაჩემი ამ ყველაფერს არ ჩაიდენდა, მითუმეტეს რომ დედა ამ ყველაფრის საქმის ყურში უბრალოდ ვერ იქნებოდა,ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ყოველთვის საუკეთესო უნდოდა ჩვენთვის,მთელს თავის დროს ჩვენ აღზრდას უთმობდა და ყოვეთვის გვარიგებდა რომროდესაც გავთხოვდებოდით ჩვენს ქმრებს ქალის პატივისცემა უნდა სცოდნოდათ. მამას რაც შეეხება მამა უთბილესი ადამიანი იყო ,ჩვენი ოჯახის მიმართ უდიდეს ყურადღებას იჩენდა,დედასაც ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა,ისინი თითქმის არასდროს ჩხუბობდნენ,თუ არ ჩავთვლით მცირე კინკლაობას,ეს გასაკვირიცაა ,რადგან ყველა ოჯახში არის გაუგებრობა,კამათი,რომელიც დიდი დავის შედეგად ადრე თუ გვიან გვარდება! აზრადაც არასდროს მომივიდოდა ,რომ მამა ასე უბრალოდ ქალს მიაგდებდა და მის ბავშვს ლუკმა–პურის გარეშე დატოვებდა! როდესაც გამოვფხიზლდი პირველი დანიას დამცინავი ხმა გავიგონონე:
–ახლა ხომ არის გასაგები ყველაფერი აქ რატომ ბრძანდები!ხოდა იმედია თავს იგრძნობ დამნაშავედ და ჩვენ დაგვემორჩილები!
–შენ არ ხარ კარგად დანია სამკურნალო ხარ!თავი რატომ ვიგრძნო დამნაშავედ? თქვენ გრცხვენოდეთ,რომ ამხელა ტყუილს იგონებთ და ინტრიგებს ხლართავთ!რას გინდათ მიაღწიოთ!ან საერთოდ მე რა შუაში ვარ,რატომ მეთამაშებით! ახლა ქალბატონმა ჰავამაც იკადრა ხმის ამოღება დანია კი როგორც ყოველთვის მისი თარჯიმანი იყო:
–კიდევ არ გრცხვენია და ჩემ შვილთან ხმას უწვევ?უნამუსო გოგო ხარ,გათამამებული და გაუზრდელი,თუმცა მამაშენის შვილი არ ხარ?საიდან უნდა იცოდე ზრდილობა რა არ ის! ახლა ენა დაიდუმე და ჩვენ დაგვიჯერე, დღეიდან აქ გადმოდიხართ საცხოვრებლად და რადგან უკვე ყველაფერი იცი თუ აქ რატომ ხარ შეგიძლია ჩვენს მოახლეებს დაეხმარო! ძალიან ცუდად მომხვდა ჰავას სიტყვები გულზე „მამაშენის შვილი არ ხარ?“ მითუმეტეს რომ ყველა ზიზღის თვალით მიყურებდა დანიას სიცილი კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ჩემთვის ,საწოლიდან წამოვხტი და ყვირილი დაიწყე:
–უზრდელივარ ხომ?ახლა გაჩვენებთ რა ალის უზრდელობა,ხო კიდევ გიჟადაც შემრაცხეთ და ნახეთ როგორია ნამდვილი გიჟი! იქვე დამდგარ ლარნაკს დავწვდი და მათკენ ვისროლე,ვხედავდი აიშას თვალებს რომელიც მუდარით იყო სავსე,თითქოს მეუბნებოდა რომ დავწყნარებულიყავი,მაგრამ მე ჩემსას ვაგრძელებდი შემდეგი სამიზნე ოთახში დადებული სავარცხელი იყო რომელიც პირდაპირ დანიასკენ ვისროლე და შუბლში გავარტყი,შემდეგ უკვე აღარც მახსოვს რეები ვისტროლე ,ყველაფერს ან ძირს ვყრიდი ან ვინმეს ვსვროდი,ბოლო ნივთი რაც თავის ადგილზე იდო ლანგარი იყო ,რომელიც უკე ჩემს ხელთ იყო ,თუმცა ჰავას რაღაცის თქმა სურდა და თითქოს მაჩერებდა:
–ისეთ რამეს ნუ გააკეთებ შემდეგ რომ ინანო,სადაცაა იმანი დაბრუნდება და ასეთ მდგომარებაში რომ დაინახავს სახლს იცოდე არ გაცოცხებს,შეხედე,შეხედე დანიას რა უქენი შუბლიდან სისხლი მოსდის!
–და ეგ უნდა მაინტერესებდეს?სწორედ მისი წყალობით გამიტაცეს,შენ რა გგონიია დაია ვერ მივხვდებოდი?
–მერე რა მაგ ყველაფერს იამანი მაინც არ დაგიჯერებს !თანაც სიმართლე გითხრა კარგად გავერთე,არ მეგონა იუსუფს ასე მარტივად თუ დავითანხებდი,რომ შენ გაეტაცებინე!
– იცი რა საცოდავი ხარ დანია? სიმართლე გითხრა აქამდე ვერ ვხდებოდი ასე რატომ გძულდით შენ და ჰავას, უფრო მეტად კი შენ,მაგრამ როცა გავიგე რომმ იამანის ნამდვილი და არ იყავი მაშინ მივხვდი რატომაც გძულდი!იმიტომ რომ იამანზე გიჟივით ხარ შეყვარებული,იამანს კი შენ საბრალო საერთოდ არ აინტერესებ ის გიყურებს ისე როგორც დას,შენ კი ვერ იტან როცა მას ჩემს გვერდით ხედავ!ასეა ხომ? როდესაც ჩემი სათქმელი წარმოვთქვი უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა!
–რა იყო რა ხდება ახლა აღარ გაქვთ დიდი გული ?შენ რას იტყვი დედიკო ჰავა,რატომ გძულვარ ასე?რადგან ხედავ შენი შვილი როგორ იწვის იამანის სიყვარულით? –ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ ისრა იცოდე არ შეგარჩენ მასეთ ლაპარაკს და შენ რა გგონია შენ უყვარხარ იამანს? (დანია)
–მე არ მითქვამს რომ ვუყვარვარ და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვუყვარდე ! თქვენ მე სიცოცხლე გამიმწარეთ,ყველას ნდობა დამაკარგვინეთ,გიჟი გამხადეთ და შედეგებზე პასუხი ახლა თქვენ აგეთ ,ახლა მე ვიძიებ შურს სათითაოდ ყველაზე,იამანს გატაცების დღიდან დავპირდი რომ ყველა თქვენგანი პასუხს აგებდა და ცოტახან დამელოდეთ და ჩემი თითოეული ნაბიჯის გეშინოდეთ ეს ვთქვი და ლანგარი რომელიც ხელში მეჭირა სარკეს ვესროლე,მისი ნაფშვენები კი მთელს ოთახში მიმოიფანტა!მერე ავდექი და იმ ოთახიდან სწრაფი ტემპით გავარდი. კიბეებზე როდასაც უნდა ჩავსულიყავი გზად იამანი შემეჩეხა:
–სად მიდიხარ ისრა?
–ისრა არა ემა! სად მივდივარ ეგ შენი საქმე აღარ არის! იმანმა ხელი მკლავში წამავლო და როგორც ყოველთვის ზემოთ ამიყვანა!
–ფეხიდან სისხლი მოგდის არანორმალურო!სად მიდიხარ! და კიდევ რადგან ყველაფერი გითხარი და ისიც რომ შენსში შევცდი და შური შენზე არ უნდა მეძია ეს იმას არ ნიშავს რომ გაგიშვებ!
–და რატომ?(ამ კითხვის დროს თვალებიდან ცრემლები თავისთვის წამსკდა)რატომ არ გამიშვებ იამან კითხვა დაგისვი?ვიცი რომ იტყუები შენ რაც მითხარი მადედან ერთი სიტყვისაც არ მჯერა,მაგრამ მასეც რომ იყოს მე ხომ არაფერ შუაში ვარ?გამიშვი ,გეფიცები არავისთან დაგაბეზღებ,ჩემებსაც კი არ ვეტყვი რომ შენ გამიტაცე ,შენც ხომ აღიარე რომ ჩემზე არ უნდა გეძია შური!
–ეგ ვაღიარე,მაგრამ შენ უკე ჩემი ცოლი გქვია და ამას ვეღარაფერი შეცვლის!თუ გახსოვს მოლამაც აღნიშნა ჩვეს ოჯახში რომ შემოდის ქალი და ცოლის სახელი ერქმევა,ის აქედან მხოლოდ ძაძებით გადის! ეს მან სრული სერიოულობით თქვა ასე რომ შენ სამუდამოდ ჩემი ხარ!მეგონა შეეგუე უკვე ამას!და კიდევ თავიდან ვუბრუნდებით ამ თემას?
–იცი იამან შენში ძალიან შევცდი და ამის გამო ჩემი თავი მძულს!იცი ერთი წამით ვიფიქრე რომ შენ გული გქონდა,ვიფიქრე რომ სიყვარული შეგეძლო,ვინმეზე ზრუნვა! მაგრამ შენ გული არ გაქვს,არც სიყვარული შეგიძლია და არც ვინმეზე ზრუნვა! ვიცი სიცოხლე ბევრჯერგადამირჩინე ,მაგრამ მე არ მითხოვია ეს ყველაფერი შენთვის,შენ უბრალოდ ეგოისტი ხარ,არგინდა ვინმემ შენზე თქვას ცოლი ვერ დაიმორჩლაო! ან რად გინდა ჩემნაური ცოლი,მე არ მიყვარხარ და არასდროს შემიყვარდები,არც შვილებს გაგიჩენ და არც შენზე ვიზრუნებ!რატომ კარგავ ცხოვრების წლებს ჩემზე?როცა შეიძლებოდა მზრუნველი ოჯახი გყოლოდა 2 ან 3 შვილით !
–შენ მაგაზე არ იდარდო!შემიყვარებ,შემიყვარებ მერედა როგორ ჩვენს, შვილებს რაც შეეხება ორზე და სამზე გაცილებით მეტი გვეყოლება!
–ოცნებებში ნუ წახვალ ეგ აბსურდია!
–მისმინე პატარა ოდესმე გინახავს რამეს დაგპირებოდი და ისე არ მომხდარიყო,პირობა არასდროს დამირღვევია და მე გპირდები რომ უზომოდ შემიყვარებ! ახლა კი შენს ფეხს მივხედოთ!
–ფეხში მინის ნამსხვრევი გაქვს ,როგორ მოახერხე?
– ეგ შენს საყვარელ ოჯახს კითხე!
–რატომ რამოხდა! სწორედ ამ დროს ყველა იამანის ოთახში შემოცვივდა და ყველამ ერთად დაიწყეს ჩემი ლანძღვა:
–იმან მოაშორე ეგ გოგო ამ სახლიდან,ყველაფერი დალეწა,უზრდელი და თავხედია მე ათასჯერ მითქვამს რომ გაუშვა ეგ გოგო,თანაც უკვე ყველაფერი გარკვეულია,შეგიძლია ახალი ოჯახი შექმნა,ახალი მოსიყვარულე ცოლით,ეს საზოზღარი გოგო კი გაუში ან ვინმეზე გაათხოვე! (ჰავა)
–მე შენთვის ოდესმე მიკითხავს რჩევა?!(იამანმა ისე უყვირა ჰავას,მოულოდნელობისაგან შეხტა)ვინმემ ამიხსნას აქ რა ხდება !როგორც ვხვდები აიშას გარდა აქ სიმართლეს არავინ მეტყვის!აიშა გისმენ
–მე...მე...
–აიშა მეტჯერ არ გამამეორებინო!
–კარგი ვიტყვი,ბოლოსდაბოლოს ამდენი წელია ვდუმვარ ,ამდენი წელია მამცირებენ და სიცოცხლეს მიმწარებენ,ბედნიერად ცხოვრებას არ მაცლიან,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი შეიცვალა,გამოჩნდა იმედი და ეს იმედი ჩემი შვილია, არღარავის მივცემ უფლებას მე ან ჩემი შვილი დაგვჩაგროს!მე ყველაზე მეტად მესმის ისრას მდგომარეობა,რადგან ის ახლა გადის იმ გზას რაც მე ოდესღაც გავიარე,მაგრამ მე სანუგეშოდ სიყვარული მქონდა, მაჰირის დიდი სიყვარული და ის მე მაძლიერებდა,ისრა კი სულ მარტო იბრძვის! მე იმას ვიტყვი რომ ყველაფერში დამნაშავეები ჰავა და დანია არიან,დანიამ თავის პირით აღიარა,რომ იუსუფს მისი თავი გაატაცებინა!დანია საშინელი ადამიანია!
–ყველამ დაგვტოვეთ!(იამანი) როდესაც პასუხი ვერ მოისმინა კვლავ გაიმეორა ,უფროსწორად დაიარიალა ,ყველანი გარეთ გავიდნენ. ოთახში მხოლოდ მე,იამანი და დანია დავრჩით!
–ყველა გადით ნიშნავს რომ შენც უნდა გახვიდე ისრა! მე მინდოდა იქ დავრჩენილიყავი და მომესმინა იამანისთვის,რომელიც დანიას კარგად გალანძღავდა,მაგრამ არ დაუშვებდი რომ დანიასთვის რამე დაეშავებინა და მის გამო მკვლელი გამხდარიყო ,ამიტომ წასვვლა არ მინდოდა და ჩემი ფეხი მოვიმიზეზე.
–მე...,მე.... ფეხი ძალიან მტკივა,ვერ დავდივარ აქ ვიქნები ,ხელს არაფერში შეგიშლით!
–ორი წუთის წინ კიბეებზე რომ ჩარბოდი არ გტკიოდა,მაგრამ კარგი რა პრობლემაა. იამანი ჩემთან მოვიდ და თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ხელში ისე ამიტაცა
–რას აკეთებ ვირო დამსვი ახლავე!ჩემი შეხება არ გაბედო!
–შენი აზრით ახლა მაგ ხასიათზე ვარ? ოთახში ამიყვანა და თვითონ უკან გაბრუნდა ,კარი კი კარგად ჩარაზა.
–კარგად მომისმინე დანია რასაც ახლა გეტყვი!შენ ჩემი ცოლი გაატაცებინე,შენ გინდოდა რომ იუსუფს მოეკლა ის,ასეა?
–მე არაფრის დამალვას აღარ ვაპირებ!კი ეგრეა და კიდევ ერთხელ რომ მომიწიოს ამის გაკეთება ისევ გავაკეთებ!მე ეს შენი სიყვარულის გამო გავაკეთე!მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!ვიცი რომ შენც გიყვარვარ,მაგრამ ახლა გარკვეული მოვალეობები გაქვს ისრას გამო და არ შეგიძლია ჩემთან ყოფნა ,მაგრამ მე მას აუცილებლად მოვიშორებ და მერე შევძლებთ ერთად ყოფნას!
–შენ ავადმყოფი ხარ იცი?შენ ჩემი და იყავი ოდესღაც ,როცა კეთილი გული გქონდა ,ახლა კი ეგეც აღარ ხარ,მე შენთვის იმედი არასდროს მომიცია,ყოველთვის მეუბნებოდი რომ გიყვარდი,მაგრამ მე ყოველთვის უარით გპასუხობდი,ეს ყველაფერი კი სანამ ისრას გავიცნობდი და მასზე თვალთვალს დავიწყებდი მანამდე იყო,ამიტომ ისრა რომც არ ყოფილიყო შენ არ შემიყვარდებოდი!შენ და იყავი ჩემი და!მე კი ძმა,შენ არ გქონდა იმის უფლება სხვაგვარად გეფიქრა ჩემზე!
–არა შენ ჩემი ძმა არ ყოფილხარ არასდროს,ჩემი ბიოლოგიური ძმა მაჰირია!და ჩემზე იმ დამპალი გოგოს გამო ამბობ უარს?ის ხომ გძულს!მთელი აარსებით გძულს ვიცი ასეა!
–და მასე რატომ ფიქრობ?მე ის მთელი არსებით კიარ მძულს მიყვარს!გიჟივით მიყვარს,ისე რომ მას ვერსად გაუშვებ ჩემი სიყვარული მთელი ცხოვრება პლატონური რომ დარჩეს,მაინც მეყვარება,არასდროს მივცემ იმის უფლებას რომ ჩემს გარდა სხვა შეიყვაროს,რადგან ის ჩემია,მე ის არანორმალურად მიყვარს!შენთვიის კი მე უბრალო აკვიატება ვარ რომელიც სულ მალე გაქრება!
–მის ადგილას ახლა მე უნდა ვყოფილიყავი,ეგ სიტყვები კი ჩემზე უნდა გეთქვა,მთელი ცხოვრება მინდოდა შენზე მექორწინა შენს გარდა არავინ მყვარებია!შენს გამო გათხოვებაზე ყველას უარით ვისტუმრებდი!
–გათხოვება გინდა? ძალიან კარგი ქორწილი აუცილებლად იქნება,სამზადისი დაიწყეთ! –რას გულისხმობ იამან? ნუთუ ვქორწინდებით?
–მე არა შენ ქორწინდები!
–რა?რას გულიხსმობ,მე შენს გარდა არავისზე არ დავქორწინდები!
–მაგასაც ვნახავთ! სხვათაშორის შენ და შენი მეუღლე ძალიან კარგად შეეწყობით ერთმანეთს,რომ გაიგებ ვინაა შენი საქმრო სიხარულით ალბათ მეეცხრე ცაზე იქნები!
–იამან მითხარი რომ ხუმრობ!შენ ამას არ იზავ ხომ?
–ცდები ,ძალიან მწარედ ცდები დანია,გეყოს ის რაც ისრას დაუშავე!
–მე?კიდევ მე მეყოს? მოიცა იქნებ რამე მეშლება,მოდი გადავხედოთ:ერთი წლის განმავლობაში მე ვუთვალთვალებდი ემას,შემდეგ მე გავიტაცე,ჩემი ბრალია ისიც რომ მაგ დღეს ხევში გადავარდა,შემდეგ მე დავამცირე უამრავჯერ,მე გავხდი მისი ცრემლების მიზეზი...
–საკმარისია დანია მეტი არაფერი თქვა!
–არა რატომ! მართალს ვამბობ მე დავაშორე ოჯახს,მე მოვწყვიტე იგი თავის დაიკოებს და საყვარელ მამას....
–სიტყვა აღარ თქვა თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ!
–ხო კიდევ სახელიც მე შევუცვალე,იმის გამო რომ ეს სახელი მამამ დაარქვა!და მოკლედ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე შენ არაფერი ჩაგიდენია! იამანი და დანია ისე ჩხუბობდნენ მათი ხმა ზემო სართულზე ამოდიოდა ვიცოდი ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა ამიტომ ჩემს ძველ ხერხს მივმართე და ფანჯრიდან ვისკუპე მაშნვე დაცვა ამედევნა!ირონიაა არა? ორი სამი თვის წინ ეს დაცვა იმაზე მომზდევდა რომ სახლიდან გავრბოდი!ახლა კი იმაზე დამედევნენ სახლში რომ ვცდილობდი შეღწევას!აზრადაც არ მომსვლია სახლიდან გაქცევა. თავში იმის მეტი არაფერი მიტრიალებდა მათ ოთახში შემეღწია და იამანი შემეჩერებინა რათა სისულელე არ ჩაედინა ! არ ვიცი ეს რაში მადარდებდა იამანმა იმდენი ცუდი რამ გამიკეთა ,თანაც ჩემს მშობლებს უმოწყალოდ დებდა ბრალს სრულიად სისულელეში! როგორც იქნა დაცვას გვერდი აუარე და სახლში შევარდი,უკან აიშა და ჰავა მომზდევდენ შეაჩერე იამანიო, მართლაც იმ მომენტში შევედი ოთახში როდესაც იამანმა დანიას კისერში წაავლო ხელი,არც კი დავფიქრდი ისე დავწვდი იამანის ხელებს ,იამანს სწრაფი რეაქცია ჰქონდა ჩემს შეხებაზე,მაგრამ დანიასთვის ხელი მაინც არ უშვია ,იამანმა ჩემსკენ გამოიხედა და თვალებში ჩამაცქერდა:
–გაუშვი იამან ნუ მოკლავ!გთხოვ ხელი გაუში...
–არა ჩემო ცხოვრება, მან ძალიან ბევრი დაგიშავა და გატკინა!მე პირველივე დღიდან გახსოვს რას დაგპირდი?
–გთხოვ ხელი გაუშვი,მოკვდება!(სწორედ ამ მომენტში დანიამ ხველება დაიწყო,თითქოს თავს მაცოდებდა ,დამიხსენიო)
–მგონი კითხვა დაგისვი!
–კი მახსოვს ,გთხოვ გაუშვი კვდება ,ცხოველი კი ხარ მაგრარ მკვლელი მაინც ნუ გახდები ,გთხოვ!
–რას დაგპირდი პირველად როცა სახლში მოგიყვანე?(თითქოს ხელი ცოტა შეუშვა დანიას და მანაც ამოისუნთქა)
–დამპირდი რომ ყველასგან დამიცავდი,შენგან კი ვერავინ დამიცავდა!
–მართალია! გახსოვს!მაგრამ ალბათ ისიც გახსოვს რომ ჩემს პირობას ყოველთვის ვასრულებ !ხოდა ახლა ზუსტად ამას ვაკეთებ!
–მე გითარი თავი დაგენებებინა,მაგრამ რაც გინდა ის გააკეთე მიდი მოკალი,მოკალი და მეც დავისვენებ,შენც და მთელი ოჯახი!შენ სიკვდილით დაგსჯიან,მე ამ წყეულ ქვეყანაში მოვკვდები შენს გარეშე,ჰავას კი იმის დარდი მოკლავს შვილი მომიკლაო,შენი ძმა მაჰირი შენს საფლავთან ერთხელაც არ მოვა და თუ მოვა ზედ დაგაფურთხებს,აიშაც კი არ გაგიხსენებს!გინდა ასე?გეკითხები! ახლა ადექი და ესროლე! ჩემმა სიტყვება თითქოს დიდი იარა მიაყენეს გულში იამანს.ხელი უშვა დანიას და გარეთ გავარდა,ამჯერად მეც მას გავყევი!
–წადი ისრა,უკან ნუ მომყვები!
–რატომ ნუ მოგყვები?ვხედავ რომ მართლა ცდილობ დამიცვა,მაგრამ მე ძალადობას ვერ ვიტან,ასე ვერასოდეს დამიცავ!
–ეგ არაფერ შუაშია ემა(ეს სახელი ბოლოს მაშინ დამიძახა როდესაც პირველად მომიყვანა ამ სახლში)მე ვნანობ იმას რაც შენ გაგიკეთე,არ ვაღიარებდი რომ ვნანობდი,მაგრამ დანიამ რაც თქვა დღეს ყველაფერი მართალია,მე არავარ შენი ღირსი,მე თითქოს შურისძიება მინდოდა მამაშენზე იმით რომ ყველაზე ძვირფასს წავართმევდი,მაგრამ მამაშენზე მეტად მე დავიტანჯე იმით რომ შენ გაგაუბედურე,თავიდან როდესაც შენ წამოგიყვანე იუსუფმა მითხრა ......
–რა გითრა?
–მოკლედ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა!მინდა რაღაც გითხრა და ამ ყველაფერს სამუდამოდ დავუსვა წერტილი!მე ვერავის ვაიძულებ ჩემნაირი მონსტრი შეიყვაროს მითუმეტეს შენ და ვიცი არც არასდროს შემიყვარებ,მე ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი რაც დაგიშავე,რაც ჩემს გამო გამოიარე!მინდა საქართველოში დაგაბრუნო,ხვალვე.ცხოვრებაში პირველად ვარღვევ პირობას,პირველად ვნებდები,მე დაგპირდი რომ შემიყვარებდი,მაგრამ შევცდი,შენ ვერასოდეს შემიყვარებ,რადგან მე მონსტრივარ. ბილეთების საქმეს დღეს მოვაგვარებ და ხვალ გაგიშვებ!
–მოიცა რა თქვი?მომესმა?
–არა ემა ,შეგიძლია წახვიდე,თავისუფალი ხარ ჩემი კლანჭებისგან,შენ აღარ ხარ ჩემი,შეგიძლია დაუბრუნდე შენს მშობლებს,პროფესიას და იპოვო ისეთი ვინმე ვინც გაგაბედნიერებს,შენზე იზრუნებს და დაგავიწყებს ჩემთან გატარებულ ყოველ წამს და წუთს! შემდეგ კი შენ მას შვილებს აჩუქებ და უბედნიერესი ოჯახი გექნებათ,როგორც ეს შენ გინდოდა,ამას ხომ გამუდმებით მახსენებდი!
–კი მაგრამ იამან,ამას რატომ აკეთებ?იცოდე კიდევ თუ ჩემი დამცირება და გამასხარავება გინდა!იცოდე საკმარისია!
–არანაირი ტყუილი და დამცირება ,მეტს ნუ ჩაეძიები თორემ შეიძლება გადავიფიქრო!
–კარგი ხო,გპირდები ჩუმად ვარ,მე წავალ მოვემზადები. დიდი სიხარულით გავეცალე იქაურობას შემდეგ ჩემს ოთახში ავვარდი და სულელივით ხტუნვა დავიწყე ,შემდეგ კი პანიკური ტირილი მოვრთე,ალბათ იფიქრებთ ვიცოდი რა მატირებდა,მაგრამ არა! თითქოს გული მწყდებოდა აქიდან რომ მივდიოდი,იამანი გულწრფელი ჩანდა,მას ნამდვილად კარგი გული ჰქონდა,მაგრამ რაში სჭირდებოდა ის ტყუილი ჩემს მშობლებზე?თითქოს გული შემეკუმშა როდესაც იამანმა მითხრა ჩემი აღარ ხარო,თითქოს დამაკლდებოდა ჩვენი თითოეული ჩხუბი როდესაც მეუბნდებოდა:“ შეიგნე ჩემი ხარ და ჩემს იქით გზა არ გაქვსო“,კიდევ ის ალერსიანი და კმაყოფილი გამოხედვა როდესაც თავისას გაიტანდა და ნიშნის მოგებით შემომხედავდა. მაგრამ იამნს მხოლოდ სინდისის გრძნობა სწვავდა,ალბათ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება!
მეორე დილით იამანმა ყველა დაგვიბარა ძირს ჩავსულიყავით,ალაბთ ათი წუთი ველოდეთ ყველა ,და აი იამანიც გამოჩნდა:
–ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის ,მნიშვნელოვანი საქმე მქონდა და ამიტომ დამაგვიანდა.ორი ახალი ამბავიი მაქვს ოჯახისთვის და კითხვები არ მიიღება არც
პროტესტი!
–პირველი ის რომ დანია თხოვდება,მის საქმროს კი ქორწილში ნახავს და მეორე ის რომ ემილი თავისუფალია,დღეს ის საქართველოში წავა და ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება!
–კი მაგრამ შენ არ გაქვს იმის უფლება ასე მომექცე,ჩემი ძმა არ მოგცემს იმის უფლებას სრულიად უცხო მამაკაცზე გამათხოვო!(დანია)
–ხო მაჰრის რაც შეეხება,ქორწილი ერთ თვეში იქნება, ეს თავად მაჰირმა მოისურვა ასე მანამდე მივლინებაში იქნება და ვერ მოახერხებს ჩამოსვლას!ახლა კი თქვენის ნებართვივ მეჩქარება,ხო კიდევ ემა შენ ალი წაგიყვანს აეროპორტში!
–კი მაგრამ შენ...მე....
–არმცალია ემა ახლა კომპანიას უნდა მივხედო წავიდა იამანი და მეც კვლავ ავედევნე :
–რაღაც ჩვევად გექცა უკვე უკან გამოყოლა,რახდება დარჩენა ხომარ გადაწყვიტე?
–შენ რატომ არ მაცილებ აეროპორტამდე?
–უკვე ვთქვი არმცალიამეთქი!
–ნუ ცრუობ იამან,ვიცი ეგ არაა მიზეზი ...
–აბა სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
–არ ვიცი იქნებ შენ მითხრა?თითქოს ჩემზე გაბრაზებულიხარ!
–გაბრაზებული არ ვარ,მაგრა სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცე?საქართველომდეც ხომარ გამოგყვე ,საუკეთესო მეგობრებიც ხომარ გავხდეთ და ბოლოს ვიღაც ბიჭთან შვილი რომ გეყოლება,თქვენი ტრადიციის მიხედვით ხომარ მოვნათლო კიდეც!
–ეგ არ მიგულისხმია.....
–აბა რა იგულისხმე ემა რა!
–ბოდიში რომ გკითხე მაგრამ ის რაც ჩვენს შორის იყო:მტრობა ,სიძულვილი,დაპირისპირება ,თითქოს ბოლო ხანებში განელდა და მემგონი ასეთი დამშვიდობების ღირსი არ ვიყავი
–და აბა როგორი დამშვიდობებაობება გინდოდა? ნელ–ნელა იამნი ჩემსკენ მოიწევდა, მე კი უკან–უკან ვიხევდი,ბოლოს კი კედელს ავეკარი,იამანი ტუჩებზე დამწვდა და მეც ჟრუანტელმა დამიარა,თითქოს ადგილზე გავშეშდი,თითქოს არც შევეწინააღმდეგე და ბედს მივენდე,თუმცა ჩემში მაინც გაიღვიძა ზნეობრივმა ღირებულებებმა ,ამიტომ როდესაც ტუჩები მომაშორა მწარე სილა გავაწენი!
–მინდა რომ ეს კოცნა სულ გახსოვდეს!
–საზიზღარო,მანიაკო,ველურო!
–აი სწორედ ეს მომენატრება შენში გადარეულო,ახლა კი უნდა წახვიდე. გულის სიღრმეში მინდოდა ეთქვა გთხოვ ,დარჩი ნუწახვალო,მინდოდა ეთქვა რომ ყველაფერი კარგად გვექნებოდა,მინდოდა ეთქვა რომ შევუყვარდი,მაგრამ არა ასე უბრალოდ უნდადა ჩემი გაშვება,ეს კოცნა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა,მეგონა მისთვისაც ,ეს თითქოს მის გამოხედვაში ჩანდა,მაგრამ შევცდი ისე წავიდა იამანი უკან არც კი გამოუხედავს,ჩვენი ურთიერთობა ისე დამთავრდა არც კი დაწყილა! შემდეგ იყო გამომშვიდობება აიშასთან რომელსაც გული ძალიან წყდებოდა და ქვითინებდა ჩემი წასვლის გამო:
–გთხოვ ნუ წახვალ,დარჩი გთხოვ!ვიცი იამანს უყვარხარ და ვერაფერს გეუბნება,ის ძალიან ამაყია რომ გითრას!(აიშა)
–გთხოვ შენ ნუ ინერვიულებ,ორსულად ხარ და შენს პატარას გაუბრთხილდი!იმანს რაც შეეხება მას მე არ ვუყვარვარ ასე რომ იყოს უბრალოდ მივხვდებოდი!
–შენს გარეშე რა გავაკეთო,ჩვენს ცხოვრებაში ბედნიერება შემოიტანე ახლა მიდიხარ და ბედნიერებაც თან მიგაქვს!
–შენი კი,მაგრამ სამაგიეროდ ჰავა და დანიას ცხოვრებაში შემოვა ბედნიერება,თანაც ხომ თხოვდება დანია. ამის თქმაზე ორივემ კარგად ჩავიქირქილეთ,დანიამ კი შურის თვალით შემოგვხედა!
–ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან მაინც მიგატოვებდა იამანი,მას შენ არ უყვარხარ,პირიქით შენი დანახვაც კი გულს ურევს!
–კარგი დანია და ჰავა, იყოს ეგრე,მიპატიებია თქვენთვის ყველაფერი,რაც კი დამიშავეთ და ვუერთდები თქვენს ბედნიერებას.მინდა დანია გათხოვება მოგილოცო და დიდი სიყვარული გისურვო,ისეთი სიყვარული როგორითაც იამანი გიყვარს,გისურვებ შენი ქმარი შენზე ბევრად კეთილი და სამართლიანი იყოს! ეს ვთქვი და უკანმოუხედავად აეროპორტს მივაშურე. აეროპორტში რომ მივედი თვითმფრინავში ჩასხდომა დაწყილი იყო,მეც დავიკავე ჩემი ადგილი და ყველაფრის გაანალიზება დავიწყე. თითქოს ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ეს მინდოდა,მინდოდ იამანს გავეშვი და კვლავ ჩემს ცხოვრებას დავბრუნებოდი,ვინ იცის როგორ ძლიერ მყავდა მონატრებული ჩემი მშობლები,პატარა დები და ნათესავები,ჩემი პაწაწინა პაციენტები,მააგრამ იამანზე რომ ვფიქრობდი თითქოს ის ერთი მთელს სამყაროს მერჩივნა,ნუთუ სისულელე ჩავიდინე და იამანი შევიყვარე?ჩემს თავში უამრავი კითხვა ტრიალებდა,მაგრამ ჩემს თავს მე თითონ ვერ ვცემდი ამ კითვებზე პასუხს!უკვე თვითმფრინავიც აფრინდა ვიღაც ბიჭმა კი გამიღიმა და მკითხრა:
–თქვენს თავს ესაუბრებით?
–უკაცრავად ვერ გავიგე?
–ხმამაღლა საუბრობდით და ვიფიქრე მე არ მესაუბრებოდით
–ააა უკაცრავად,დიდი ბოდიში მემართება ხოლმე ასე და ჩემს თავს ვესაუბრები
–არა ბოდიშს ნუ მიხდით,საბოდიშოა არაფერია,ანდრო
–მე ისრა მქვია,უფროსწორად ემა
–ორი სახელი გაქვთ?
–არა ეს სახელი უცებ ამომიტივტივდა.თქვენ რას აკეთებდით არაბეთში?
–საკუთარი ბიზნესი მაქვს,პარტნიორთან მქონდა შეხვედრა,კონტრაქტი გავაფორმეთ და ახლა საქართველოში ვბრუნდები! და თქვენ რა საქმე გქონდათ ამ ქვეყანაში?ქალებისთვის ცოტა მძიმეა აქ ყოფნა,საშინელი ქვეყანაა
–სიმართლე გითხრათ ოდესღაც მეც მასე ვფიქრობდი,მაგრამ როდესაც ჩემი თვალით ვნახე აზრი მთლიანად შემეცვალა,როგორც სანახაობრივად ულამაზესი ქვეყანაა თავის ღირსშესანიშნაობებით.
–და მაინც რა გინდოდათ იქ ,თუ საიდუმლო არ არის რაღათქმაუნდა!
–მოგზაურობა. დრო ძალიან გაიწელა,მალე მინდოდა ჩავსულიყავი და ოჯახი მენახა,თან გულზე რაღაც ლოდივით მაწვა.
დამქანცველი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვქღწიე,თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა ჩვენს ქვეყანას რაღაც განსხვავებული მშობლიური სუნი ჰქონდა.ჰაერმა, რომელიც პირველი დამეჯახა თითქოს ყველა ტკივილი დამავიწყა. ალიმ,რომელმაც აეროპორტამდე მიმაცილა ფული მომცა,რათა სახლამდე დაუბრკოლებლად მიმეღწია,იამანმა დაავალა როგორც თავად მითხრა,მაგრამ ალი იმდენ ფულს მაძლევდა სახლამდე მისაღწევად კიარა მთელი ცხოვრება უზრუნველად საცხოვრებლად მეყოფოდა,მე რათქმაუნდა იმდენი ფული ავიღე რაც გზაში დამჭირდებოდა,ვიცი იამანი ალბათ გაცოფთებოდა,იფიქრებდა აქაც თავის გაიტანაო,მაგრამ მისი გაბრაზება ნამდვილად არ მინდოდა.
ანდრომ ჩემი ნომერი ჩაიწერა,ყოველი შემთხვევისთვის რომ დამჭირდესო და მეც მივეცი ჩემი ნომერი,ზოგადად უცხო მამაკაცისთვის ჩემი სახელიც კი არ მითქვამს ხოლმე,მაგრამ ეს ალბათ იამანის ჯინაზე გავაკეთე. სახლში ტაქსით წავედი,გზაში კი ვხედავდი უამრავ განცხადებას სადაც ჩემი დაკარგვის შესახებ იყო გამოკრული,ტაქსის მძღოლიც უცნაურად მიყურებდა,მაგრამ ბოლოს ალბათ იფიქრა ის არ იქნებაო და თვალი ამარიდა,როდესაც ჩავედი დედა გარეთ იყო,შიგნით შევედი ,მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონია,თანდათან მივუახლოვდი და დავუყვირე:
–დედა მე დავბრუნდი! როგორც იქნა გონს მოეგო და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა ,ჩამეხუტა და გულში ჩამიკრა;
–სად იყავი ჩემო გოგონა,იცი როგორ მომენატრე,იცი როგორ ვჯავრობდით მთელი ოჯახი?მამაშენი ლამის დარდს გადაჰყვა,შენს დებს კი ძალიან ენატრებოდი,სად იყავი ემა!
–დედა გთხოვ ახლა არგვინდა ცოტახნით შგნით შევიდეთ,ძალიან მომენატრეთ ყველანი .(ორივე ცრემლად ვიღვრებოდით)
-როდესაც შიგნით შევდიოდით დედამ გონება დაკარგა მე კი ყვირილი დავიწყე რომ დამხმარებოდნენ,სახლში არავინ იყო ამიტომ მეზობლები გამოცვივდნენ,სასწრაფოც გამოიძახეს და საავადმყოფოში წაიყვანეს დედა,მეც თან გავყევი. ექიმმა მითხრა რომ სანერვიულო არაფერი იყო,უბრალოდ დიდი სტრესი გადაიტანა და ნერვიულობა არ შეიძლებოდა მისთვის,ალბათ მამასაც შეატყობინეს ისიც რომ მე აქ ვიყავი და ათ წუთში მამა საავადმყოფოში იყო,რომ დამინახა გახარებული გამოიქცა და მთელი ძალით ჩამიხუტა,ორივემ ტირილი დავიწყეთ:
– სად იყავი შვილო, სად! ვინმემ მოგიტაცა?მითხარი ახლავე!
–მამა საკმარისია,ყველაფერს მოგიყვებით ერთად,ჯერ დედა გაწერონ.ჩემი დები სადღა არიან?
–ერთი პროკურორთან,მეორე ბაღში მაგრამ უკვე ორივეს შევატყობინე და სახლში მიდიან,დედაც წავიყვანოთ და წავიდეთ!ყველაფერი უნდა მომიყვე,ვერ ვიჯერებ რომ დაბრუნდი!
–მამა მე არსად გავქცეულვარ,დედას ექიმი სინჯავს და გაწერენ ახლავე,ისეთი არაფერიაო,უბრალოს სტრესია და მალე გაუვლისო.
–ვიცი შვილო რაც შენ წახვედი,დარდისგან ლამის შევიშალეთ,მთელი საქართველო გადავატრიალეთ,ცალკე პოლიცია,ცალკე კიდევ ჩემი ხალხი,მაგრამ შენ თითქოს აორთქლდი!
–პოლიცია რას აღარ მეუბნებოდა თითქოს შეყვარებულთან ერთად გაიპარე,ან რადგან ასეთი ბიზნესმენი ვარ მძარცველებმა გაგიტაცეს,მაგრამ რადგან გამოსასყიდი არ მოითხოვეს,ყველაფერი ბუნდოვანი გახდა! მეტი არაფერი მითქვამს მამისთვის მანქანაში ჩავჯექით და დედაც და მამაც მთელი გზა მეფერებოდნენ და თავზე ხელს მისვამდნენ,მეც მონატრებული მქონდა მათი სურნელი. სახლში რომ შევედი ჩემი გადარეული დები დამხვდნენ,ორივე ბედნიერებისაგან ტიროდა,მეც არ ვიცოდი რითი მენუგეშებინა ისინი.
–დაიკო უსენოდ ძალიან მოვიწყინე,გპილდები აღალასდროს გაგაბლაზებ,აღალ წახვიდე ლა
–აღარ წავალ ჩემო მაშიკო,გპირდები სულ შენთან ვიქნები
–მეც ძალიან მომენატრე ემა,უშენოდ ძალიან მიჭირდა.. .
–ყველაფერი კარგადაა ტასო,უკვე ვუთხარი მაშიკოს და ვეღარავინ დამაკარებს ხელს,არსად ვაპირებ წავიდე! ამის შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე მშბლებს ,დედა თითქოს დადუმდა ხმას ვერ იღებდა,მამამ კი ხელი დაჰკრა მაგიდას,რაღაც ჩაიბურტყუნა და გავარდა,ტასო კი ბედნიერი მზერით მიყურებდა,უფროსწორად უყურებდა ჩემს ბეჭედს,რომელიც რატომ არ მოვიხსენი ახლაც არ ვიცი! შემდეგ დედამ იმხელა დამიყვირა ბეჭედი რომ მომეხსნა,ცხოვრებაში არასდროს უყვირია ამზელა ხმაზე,თითქოს არ მინდოდა მომეხსნა ბეჭედი,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა:
–დედა ეს ბეჭედი რომც მოვიხსნა რამე შეიცვლება?მე უკვე გათხოვილი ვარ,გათხოვილი ქალი მქვია!
–ნუ გეშნია ემა ყველაფერი შეიცვლება,მამაშენი არ აცოცხლებს მაგ ვიგინდარას,რა გააკეთა იძალადა შენზე?
–არა დედა არ შემხებია! მაშიკოა აქ და არ გინდა მასთან ამაზე საუბარი!
–ტასო გაიყვანე სასწრაფოდ მაშა !
–მითხაი კიდევ რა უნდოდა!
–ხომ გითხარი სიმართლე არ უთქვამს რაღაცას ბოდავდა ,თითქოს მამამ დედამის თავი შეაყვარა და ქონება წაართვა..
–მერე შენ რა დაიჯერე?(ისტერიული სიცილი)
–რათქმაუნდა არა დედა,რომ დამეჯერებინა ახლა აქ ვიქნებოდი?
–მართალი ხარ ემ,ამ ყველაფერს მამაშენი მოაგვარებს,შენ კი ნელ–ნელა ყველაფერი დაგავიწყდება,არ იდარდო!
–დედა იცოდე,იმ ბიჭს არაფერი უნდა დაუშვდეს, მას რომ თმის ერთი ღერიც ჩამოუვარდეს გეფიცები აქ არ გავჩერდები!
–კი მაგრამ რას ამბობ ემ,ნორმალური ხარ?რა გიქნა იმ ბიჭმა ასეთი?დაგემუქრა?
–არ დამემუქრა დედა,არა!მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია,ის გამწარებულია დედის სიკვდილით,მაგრამ გაუგებრობაა რაღც, და ვიცი ამას თავის ახსნა ექნება,მამასაც გადაეცი რომ თუ გავიგებ მას რამე დაუშავა ვეღარასდროს მნახავთ!
–არ მითხრა რომ ის ნაძირალა შეგიყვარდა!
–რას ამბობ დედა,როგორ შეიძლებოდა გამტაცებელი შემყვარებოდა!უბრალოდ მე მას დავპირდი თუ გამიშვებდა არავისთან დავასმენდი და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა,მე კი არ ვაპირებ ჩემი პირობა დავარღვიო,თანაც ის ბიჭი არაბეთში ყველაზე მდიდარი შეიხია,მის ქვეყანაში უამრავი უკანონობა ხდება,მას თან სულ დაცვა ახლავს და მამას შანსიც კი არ აქვს მის წინააღმდეგ,გთხოვ მამას ნუ აამხედრებ იამანის წინააღმდეგ თორემ ის ბიჭი დაუნდობელია,ბევრი ადამიანი ჰყავს მოკლული და არც მამას დაინდობს,მითუმეტეს რომ დედამისის მკვლელობას მას აბრალებს!
–კარგი ემ,რამეს მოვიფიქრებთ,შენ დაღლილი იქნები .ზემოთ ადი შხაპი მიიღე და დაისვენე.
ოთახში როდესაც ავედი ყველაფერს ნაცნობი სურნელი ჰქონდა,მაგრამ თითქოს მაინც უცხო იყო აქაურობა,თითქოს უცნობ სამყაროში ვიყავი,ისეთში რომელშიც ჯერ არასდროს ვყოფილვარ,თითქოს სიცარიელით იყო აქაურობა სავსე,ამ ყველაფრის გაფიქრებაზე იამანი მახსენდებოდა და თვალზე ცრემლი მადგებოდა,ჩემს თავზე ვბრაზობდი,როგორ შეიძლებოდა ცივსისხლიანი მკვლელი შემყვარებოდა,ამ ფიქრებში მყოფი საწოლზე მოვიკუნტე და ღრმა სიზმრებში გადავეშვი.
ალბათ თორმეტ საათს მაინც მეძინა,როდესაც თვალი გავახილე თავი ისევ სიზმარში მეგონა,კიდევ არ მეჯერა რომ სამი თვის შემდეგ კვლავ ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდი,ამიტომ თავი გავიმხნევე და ენთუზიაზმით აღსავსე ტასოს ოთახში შევაბიჯე,მას რათქმაუნდა ღრმად ეძინა,როგორც წესი შუადღის ოთხ საათამდე გაუნძრევლად ძინავდა ხოლმე ,ახლა კი შუადღის პირველი საათი იყო,გადავწყვიტე ისე გამეღვიძებინა როგორც ადრე ბავშობაში ვაღვიძებდი,ამიტომ ერთი ვისკუპე და მის საწოლზე დავემხე.ტასომ მაშინვე წივილი მორთო:
–ემა როგორც ყოველთვის,არ შეგიძლია ნორმალურად იძინო?რა გეჩქარება დღეს ხომ კვირაა ...
–შენ რა ოთხ საათამდე ძილი ნორმალური გგონია? ტასო საწოლიდან წამოიწია და ინტერესიანი თვალებით დამიწყო ცქერა,ისე თითქოს რაღაცის კითხვას აპირებდა და არც შევმცდარვარ
–იამანი გიყვარს?
–ტასო გეყოს რა! სისულელეს ამბობ,მართალია ჩემთვის ხელი არ დაუკარებია, მაგრამ საკმარისად მაწვალა,ასეც რომ არ იყოს მის სინდისზე უამრავი ადამიანის სისხლია,არ მინდა ასეთ ადამიანთან რამე მაკავშირებდეს!
–კარგი ნუ ღელავ ჩემო პატარა,დამშიდდი,მე ვიფიქრე...
სიტყვა "პატარას" დაძახებაზე უაზრო ტირილი დავიწყე:
–რა?რა იფიქრე ტასო?!მეორედ პატარა აღარასდროს დამიძახო გასაგებია?! ტასოს მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება,თითქოს ძალიან ეწყინა ჩემი ასეთი დამოკიდებულება და მეც მაშინვე დავიწყნარდი:
–მაპატიე დაიკო,შენ ჩემი უფროსი და ხარ ასე არ უნდა მომემართა ,მაგრამ ძალიან ცუდი მოგონებები მაკავშირებს იმ ბიჭთან და უბრალოდ გთხოვ აღარასდროს ახსენო იმ ბიჭის სახელი და საერთოს ის ბიჭი გთხოვ! თუ გინდა(ამ დროს თვალზე გადმოგორებული ცრემლი მოვიწმინდე)შენ რომ გიყვარს იმ სავაჭრო ცენტრში წავიდეთ და ვიშოპინგოთ,ისე როგორც ჩვეულებრივ,გინდა?
–საზიზღარი ხარ ემ,ყოველთვის იცი როგორ შემირიგო,კარგი ახლავე მოვემზადები და ქვემოთ ჩავიდეთ,ჯერ ვისაუზმოთ და მერე პირდაპირ წავიდეთ!
–რა დროს საუზმეა უკვე პირველი საათია,მაგრამ დედას მაგიდა გაწყობილი აქვს სასიამოვნო სუნი ტრიალებს,მანამდე მე ქვემოთ ჩავალ და მამასაც ვნახავ!
–კარგი წადი ჩემო გადარეულო. ქვემოთ ჩასვლისას,დედ–მამის ხმა მომესმა,თითქოს რაღაც სერიოზულს განიხილავდნენ,ორივე დაძაბული და გაღიზიანებული ჩანდა,თუმცა რომ დამინახეს ორივეს სახე შეეცვალათ და თითქოს ალერსიანად გამომხედეს:
–ემ,გაიღვიძე? მოდი ყველამ ერთად მივირთვად,იქნებ ტასოც გააღვიძო.
–ტასო გავაღვიძე ,მაშა სად არის?
–მეგობართან გავგზავნე,ვიფიქრე საუბრარი გენდომებოდა ჩვენთან!
– დედა,რაც მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი გითხარი,საუბარი აღარაფერზე მინდა!
–ფოსტა პირადად მოიტანეს და წერილი შენს სახელზე იყო ,გუშინ აღარ შეგაწუხეთ ტკბილად გეძინა.
–კარი ახლა მომეცით გავხსნი,ვნახავ!
–მოკლედ ჩვენ უკვე გავხსენით და კარგი ამბავი მაქვს შენთვის,აქ განქორწინების საბუთებია! ის ბიჭი გეყრება თანაც ისე რომ მასთან შეხვედრა არ მოგიწევს უბრალოდ ხელს მოაწერ და მთელი პროცედურა დასრულდება,შემდეგ კი ვინმე შენს შესაფერის იპოვი,იმას ვინც გაგაბედნიერებს და მასთან შექმნი რეალურ ოჯახს! დედას სიტყვებმა იმხელა ტკივილი მომაყენეს,მეგონა მთელი გულში ნემსები ჩამარსვეს:
–დედა თქვენ რატომ გახსენით ჩემი საბუთები,თქვენ რა უფლება გქონდათ!მამა რა დაუშავე იმანს,ჯობს შენი პირით მითხრა,თორემ მერე მე აუცილებლად გავარკვვ!
–გეფიცები შვილო მე არაფერი დამიშავებია,ვერც კი მივაკვლიე მის კვალს!
–ცრუობ მამა,ის ამას თავის ნებით არ იზავდა,ის მე არ გამშორდებოდა,ასე ადვილად ვერ დამთმობდა გესმის?! გრძნობამორეული ჩემს ოთახში ავარდი და საბუთებიც თან გავიყოლე. ორი წუთი არ იყო გასული ტასო რომ შემოვიდა:
–დაიკო გავიგე დაბლა თვქენი საუბარი,ვიცი რომ მძიმეა შენთვის ეს ყველაფერი,მაგრამ რას იზავ?
–არაფერიც არ არის ტასო მძიმე!გაინტერესებს რას ვიზავ? აი ასე ... ავდექი და ასე უბრალოდ მოვაწერე ხელი გაყრის საბუთებს
–რა გააკეთე ემ,ასე უბრალოდ...
–დიახ ასე უბრალოდ. გითხარი რომ ის მე არ მიყვარს,მითუმეტეს რომ მასაც არ ვუყვარვარ,პირიქით მისთის ერთი უბრალო გასართობი ვიყავი,თამაში რომ მობეზრდა სათმაშო უბრალოდ დათმო,აი ასე მარტივად და სწორედ ასე მარტივად დავთმე მეც! ახლა კი დროა ჩვენ საშოპინგოთ წავიდეთ,ეს საბუთები მომაშორე და ადვოკატს მიეცი,შემდეგ კი წავიდეთ,ხვალ ისევ სამსახურში გავდივარ.
–კარგი ემ როგორც იტყვი.. მოკლედ მე და ტასომ მთელი სავაჭრო ცენტრი მოვიარეთ და საკმაოდ ბევრი რამ შევიძინეთ ,ერთ–ერთი მაღაზიიდიან გამოვდიოდი როდესაც ვიღაც მაღალ ბიჭს შევეჯახე და მთელი ჩვენი პარკები ძირს დაცვინდა,ის ბიჭიც სწრაფად დაიხარა და აკრეფაში დაგვეხმარა.მადლობა უნდა გადამეხადა როდესაც ბოლო პარკიც მომაწოდა,ზემოთ ავიხედე და აი ის ბიჭი დავინახე რომელიც თვითმფრინავში გამომელაპარაკა. სწორედ ამ დროს ჩვენი დაცვა წინ წამოვიდა,იარაღზე ხელმოკიდებულნი,მე კი ვანიშნე უკან დაეხიათ. დაცვა მამამ დაიჟინა რომ ამიერიდან სულ ჩვენს გვერდით იქნებოდნენ მსგავსი რამ რომ არ განმეორებულიყო და რა თქაუნდა მასთან კამათს აზრიც არ ჰქონდა.
–თქვენ ხომ ემა ხართ?
–დიახ,კარგად დაგიმახსოვრებივართ ,ბოდიში მაგრამ თქვენს სახელს ვერ ვიხსენებ
–არაუშავს,ანდრო,ჩემი სახელია ანდრო
–აა დიახ,ახლა გამახსენდა,როგორც ჩანს კიდევ შევხვდით ერთმანთს
–მე ბედისწერის მჯერა,თუ შეიძლება სავახშმოდ რომ დაგპატიჟოთ? ეს კითხვა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო,უცებ გავიყინე,მაგრამ ტასოს მიერ ხელის კვრამ ისევ გონს მომიყვანა,თითქოს ტასო მანიშნებდა,უარის თქმა არც კი გაბედოო
–დიახ რატომაც არა? გაიცანით ეს ჩემი უფროსი და ტასოა...
–ძალიან საყვარელი და გყავთ ამის შემდეგ დროსა და ადგილზე შევთანხმდით და უკან დავბრუნდით . სახლში რომ მივედით ყველაფერი ამოვალაგეთ,იმდენი რამე გვქონდა ნაყიდი,მოკლედ მთელი გარდერობი განვაახლეთ. ტასოს მაინც ჭამდა კითხვები:
–შენ არ აპირებ ხო ანდროს შეხვდე?
–რატომაც არა,სრული უფლება მაქვს მას შევხვდე,თავისუფალი ადამიანი ვარ,თანაც სიმპათიური ყმაწვილია.
–კი მაგრამ ემ ყველაზე კარგად მე გიცნობ!ვიცი მას შეუყვარდები,თანაც ძალიან შენ კი არ შეგიყვარდება,მერე შეიძლება სინდისის ქენჯნამ დაგტანჯოს და ცოლად გაჰყვე,საბოლოოდ კი ისეთი ცოლ–ქმარი იქნებით როგორიც დედ–მამა,აი ისე თითქოს თავს აჩვენებენ ერთმანეთი ძალიან უყვართ,სინამდვილეში კი მოვალეობის გამო ვერ შორდებიან ერთმანეთს.
–მაგას რატომ ამბობ?ჩვენს მშობლებს ძალიან უყვართ ერთმანეთი
–კარგი რა ემ თავს რატომ იტყუებ?ისინი იდეალური ცოლ–ქმრის როლს თამაშობენ,თუმცა
შენ ძალიან მეამიტი ხარ და არასდროს გიცდია მათი საუბრისთვის ჩუმად მოგესმინა,აი მე კი ძალიან ბევრჯერ გამიგია მათი კამათი,იამანს რაც შეეხება ჩემი აზრით ძალიან კარგი ადამიანია,მან სახლამდე უვნებლად გამოგიშვა და გაყრის საბუთებიც მოგცა,რათა ახალი ცხოვრება დაგეწყო,მე ვფიქრობ შენც გიყვარს ის ისევე როგორც მას!ვიცი მითხარი რომ არ მეხსენებინა,მაგრამ მე შენი უფროსი და ვარ და უფლება მაქვს,აგიხსნა ,დაგარიგო. ხო ანდროს რაც შეეხება ძალიან პირფერი ადამიანი ჩანს,შენ ყველაზე კარგად იცი რომ ადამიანებში არასდროს ვცდები!
როდესაც ტასომ საუბარი დაამთავრა ისე წავიდა არაფერი მათმევინა,მაგრამ სათქმელიც აღარ დამიტოვა,არც მე მინდოდა ახალი ურთიერთობა,მაგრამ იამანი მართლა ძალიან შემიყვარდა,მის დასავიწყებლად კი ახალი სიყვარული მჭირდებოდა და მეც დავიწყე ანდროსთან შეხვედრები,რამაც ექვს თვეს გასტანა,იმაზე უფრო მეტი დრო გავიდა ვიდრე იამანთან გავატარე.და აი მორიგი პაემანი ანდროსთან: ანდრო ყოველთვის კარგ ადგილებს პოულობდა პაემნისთვის,მაგრამ ეს ადგილი განსაკუთრებით გამორჩეული იყო,შიგნით რომ შევედი,დაინახე ანდრო ვიღაც გოგოს როგორ ეჩხუბებოდა,როცა მიუახლოვდი ის გოგო სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას,ანდრომ კი ერთი სიტყვის თქმაც არ მაცადა ისე შემობრუნდა ჩემსკენ
–ემ თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?(ამ დროს კი ძალიან ლამაზი ბეჭედი გაშალა ჩემს წინ)მეტი აღარ შემიძლია,ძალიან შემიყვარდი ამ დრის განმავლობაში,მინდა რომ მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ,ცოლად თუ გამომყვები გპირდები მთელი ცხოვრება ბედნიერი და უზრუნველი იქნები,გთხოვ გახდი ჩემი!
–კი მაგრამ,ეს,ეს... ძალიან მოულოდნელია ჩემთვის ჯერ ხომ მხოლოდ ექვსი თვე გავიდა.
–კი ვიცი,მაგრამ რაზე უნდა მოვიცადოთ მე მიყვარხარ,ვიცი რომ შენც და რა აზრი აქვს ლოდინს?
–მისმინე ანდრო უნდა დავფიქრდე,თან ძალიან კარგად,არ მინდა ეს ნაბიჯი ისე გადავდა შემდეგ ვინანო .
–მალე უნდა მოიფიქრო,თორემ დედას ჩემთვის არჩეული ყავს საცოლე,ასე რომ თუ შენ არ გამომყვები...
–თუ არ გამოგყვები რა მას მოიყვან? კარგი,კარგი მოვიფიქრებ და გეტყვი პასუხს. მთელი გზა ვაანალიზებდი თუ რა ხდებოდა ჩემს თავს,მართალია ანდროს ხშირად ვხვდებოდი,მაგრამ ამ შეხვედრებს პაემნად ვერ აღვიქვავდი,მას ყველაფეფრს ვუყვებოდი და გულს ვუშლიდი,მაგრამ მე ის საერთოდ არ მიყვარდა,გულში ისევ იამანის სიყვარული მქონდა,ამ ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებდი,დრო გადიოდა თუმცა არც იქ გატარებული დრო მავიწყდებოდა,ჩვენ დავშორდით ერთმანეთს ,მაგრამ არა ჩემი გრძნობები.გზაში ტასომ დამირეკა:
–რა ხდებოდა ადროსთან?
–ცოლობა მთხოვა
–მოიცა რა ?სად ხარ ახლავე მითხარი და მოვალ
–არა ვერ მოხვალ ,მარტო მინდა ყოფნა
–იმედია სისულელე არ ჩაიდინე და არ დასთანხმდი
–ვუთხარი მოვიფიქრებთქო,პასუხს ელოდება
–მოსაფიქრებელი რა არის ის შენ არ გიყვარს და მივდივართ იმ საუბრამდე,რომელიც ექვსი თვის წინ გვქონდა,მე გაგაბრთხილე ,გითხარი,ახლა რას აპირებ?
–უნდა დავთანხმდე სხვა გზა არ მაქვს?იმ ბიჭმა რა დააშავა?
–არაფრის თქმა არ გაბედო სანამ მე არ მოვალ,მისამართი ჩამიგდე და მოვალ
–ხომ გითხარი ტასო
–არაფერიც! ვერ დავუშვებ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო!
–კარგი ხო მოგწერ,თან სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ თორემ მშია! არ ვიცი საიდან მაგრამ ტასოს ათი წუთიც კი არ დასჭირვებია ჩემთან მოსასვლელად:
–მოვედი აქ ვარ,მოვასწარი?
–რას მოასწარი?
–იმედია უჩემოდ პასუხი არ გითქვამს!გთხოვ არ გინდა,შენც ნუ მოიტყუებ თავს!
–არ შეიძლება ტასო არა,უსამართლობაა მე ადამიანს თავი შევაყვარე და ახლა მივატოვო?არ
შემიძლია გესმის? ტყუილად შენც ნუ ცდილობ გადამაფიქრებინო ! ჯობს მანამდე რამე შევუკვეთოთ,თორემ მართლა ძალიან მშია
–კარგი რადგან არ იშლი ახლა რაღაცას გეტყვი და უნდა შემპირდე რომ არ გაიდაირევი!
–ჯერ მითხარი და მერე გაიგებ გადავირევი თუ არა!
–ჯერ პირობა!
–რა არის ასეთი რომ პირობას მადებბინებ?კარგი ჰო გპირდები!
–მოკლედ იქედან დავიწყებ რომ მე ეს ამბავი ჯერ კიდევ ბავშობიდან ვიცი,რადგან შენზე ხუთი წლით უფროსი ვარ, დედ–მამა გამუდმებით ჩხუბობდნენ ხოლმე,განსაკუთრებით მაშინ როცა მე შვიდი წალის ვიქნებოდი,ამიტომ მე ყველაფერი მესმოდა და შემეძლო გარკვეული დასკვნები გამეკეთებინა!
–ეგ რა შუაშია,ამ თემასთან?მაშინებ ტასო!
–საუბარი არ გამაწყვეტინო და მისმინე ყურადღებით!მათი ჩხუბის დროს ხშირად მესმოდა არაბეთი,ვიღაც ქალი და ბავშვის სახელი,გამუდმებით მასზე ჩხუბობდა დედა,ერთი პერიოდი სახლშიც არ უშვებდა მამას!მესმოდა დედა რომ ტუქსავდა მამას,შენ არაადამიანი ხარო,როგორ მიატოვე ორი წლის ბავშიო,როგორ დატოვე ულუკმაპუროდო,მოკლედ მაშინ მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი,მაგრამ როცა შენ არაბეთიდან დაბრუნდი და ეს ამბავი მოყევი,შენ არ გჯეროდა იამანის,მაგრამ როცა ყველაფერი მოყევი, მაშინვე ის ბავშვობის მოგონებები ამომიტივტივდა და მივხვდი რომ იამანი ასი პროცენტით მართალია! ტასოს ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი,თან გიჟივით ვიცინოდი
–შეუძლებელია,ვიცი არ გინდა გავთხოვდე,ამიტომ მოიგონე ეს სისულელე ხომ ასეა?
–სამწუხაროდ არა ემა ეს სიმართლეა,ვიცი ძალიან რთულია,მაგრამ შენ გაქვს უფლება იცოდე ვინ ცრუობს და ვინ არა!
–გთხოვ მითხარი რომ ტყუილია,გეფიცები არ გავთხოვდები იმ ბიჭზე ოღონდ მითხარი რომ რაც თქვი ტყუილია!(მთელი კაfე ჩვენ გვიყურებდა,განსაკუთრებით მე,გიჟის გამომეტყველება მქონდა და ცრემლები ღაპაღუპით მოსჩქეფთა ჩემს თვაალზებზე)
–ტასო გქთხოვ აქედან წამიყვანე!ძალიან ცუდადვარ! ტასომ ხელი მომკიდა და ძლივსძლივობით გამიყავნა გარეთ,
–არა გეფიცები ვერ ვიჯერებ,როგორ გააკეთა მამამ ეს!მე ხომ მას ასე ვაღმერთებდი,უმანკო და პატიოსანი ადამიანი მეგონა,როგორ დაუნგრია იამანს ცხოვრება,მამაჩვენი მკვლელია ტაო?გესმის სასტიკი მკვლელი!მის გამო იამანის დედამ თავი მოიკლა,იამანი კი სულ მარტო დარჩა გესმის?როდესაც მე გამიტაცა მონსტრი იყო,ძალიან ცუდად მექცეოდა და არც ამბობდა რა სჭირდა,ვეკითხებოდი რა დაგიშავეთქო,ვიცოდი რომ ჩემი სილამაზის გამო არ გაუტაცებივარ,რადგან ზედაც არ მიყურებდა,შეხებაზე რომ არაფერი ვთქვა,უბრალოდ ჩემს შეშინებას ცდილობდა ხოლმე!ვხვდებოდი რომ ცუდი გული ნამდვილად არ ექნებოდა,მაგრამ როდესაც ეგ ყველაფერი თავის პირით მიამბო,გიჟად შევრაცხე არ ვაპატიაე!თითქოს მომწონდა კიდეც არაბეთში ყოფნა და სწორედ მაშინ მითხრა ეგ ყველაფერი როცა იქაურობას შევეჩვიე! იამანი მამაჩემის სახელის გაგონებასაც კი ვერ იტანდა და როცა გაიგო ჩემი სახელი მამამ დამარქვა,ქორწინების შემდეგ სახელი შემიცვალა და ისრა დამარქვა,უფროსწორად არჩევანის თავისუფლება მომცა და ეს სახელი მე შევარჩიე! კარგი ვთქვათ მამა ასე ნაძირალასვით მოიქცა,მაგრამ დედამ როგორ აპატია ეს საქციელი!ორივე არაადამიანურად მოიქცნენ და ორივე დამნაშავეა იამაის წინაშე! სასწრაფოდ ბილეთები დაჯავშნე არაბეთის მიმართულებით,მანამდე კი ორივეს დაურეკე სახლში დამხვდნენ!
–ემა შენ ახლა კარგად ვერ აზროვნებ,გთხოვ დამშვიდდი და მერე მიიღე გადაწყვეტილება,ასეთ მდგომარეობაში ამხელა გზაზე ვერ გაგიშვებ!
–საკმარიად ვიფიქრე და ამას კარგი არაფერი მოუტანია,საკმარისად ვატკინე გული იამანს! თუ მარტო ვერ მიშვებ შეგიძლია შენც წამოხვიდე!
–მართლა?არ ხუმრობ?
–არ ვხუმრობ ტასო ჩვენ მშობლებს ჭკუას ვასწავლი!
–კარგი ბილეთებს ახლავე დავჯავშნი ,მაგრამ გთხოვ ძალიან უხეშად ნუ მოექცევი მშობლებს,ვიცი ყველაფერ ცუდს იმსახურებენ,მაგრამ შენ ორივეს ძალიან უყვარხარ და ძალიან ეტკინებათ გული!
–ტყულად მეუბნები ტასო,მე მათ არ შემიცოდეს ,როდესაც გაიგეს რომ ანდროს ვხვდებოდი,ორივე ცდილობდა რაც შეიძლება მალე დავექორწინებინეთ,ერთი სული ჰქონდათ ანდრო ხელს როდის მთხოვა,ეს ყველაფერი კი იცი რატომ?იმიტომ რომ გულის სიღრმეში იცოდნენ იამანი რომ შემიყვარდა,ისნი ფიქრობდენ რომ თუ ანდროზე გავთხოვდებოდი არაბეთის და იამანის ამბავს სამუდამოდ წერტილი დაესმებოდა,აი ასეთები არიან ჩვენი მშობლები,ისიც იცოდნენ რომ იმ ბიჭს ვერასდროს შევიყვარებდი ,მაგრამ მათთვის მთავარი ის იყო რომ ამ ამბავს არ გაეჟონა!
ტასომ მანქანა გამოიყვანა და სახლში წავედით,გზაში ყოველი გზით ცდილობდა დავემშვიდებინე,მაგრამ ამაოდ,უფრო და უფრო ვბრაზდებოდი! სახლში მისვლისთანავე ჩვენი მშობლები გარეთ გამოცვივდნენ!ტასო კი გავაბრთხილე სიტყვა არ თქვა მათთვის ჩემს გარეშე!
–მოხვედით შვილო?ასე სწრაფად რატომ დაგვიბარეთ?
–თქვენთვის ორი ამბავი მაქვს კარგი და ცუდი!მოდი კარგით დავიწყებ: მოკლედ ანდრომ ცოლობა მთხოვა
–მართლა შილო,ძალიან კარგი ამბავი გვითხარი,მე და დედაშენი სამზადის შევუდდგებით,ყველაზე დიდ ქორწილს გადაგიხდით,უბედნიერესი იქნები ანდროსთან,ის საკამოდ კარგი ყმაწვილია!
–ცუდ ამბავს არ იკითხავთ?
–რა ხდება ემა ,რაღაც ძალიან უცნაურად საუბრობ!ვინმემ რამე გაწყენინა?იცოდე თუ ასეა,ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს!
–თქვენთვის ცუდი ამბავი ის არის რომ ანდროს ცოლად არ გავყვები! ახლა ჩემს კარგ ამბავსაც გეტყვით,არაბეთში ვბრუნდები და არასოდეს არ გაბედოთ ჩემი მოძებვნა,რომ გავიგო რომ ერთი კაცი მაინც დამადევნეთ უკან,ცხოვრებაში ვეღარ მნახავთ!
–კი მაგრამ რა მოხდა ემა?გთხოვ დამშვიდდი! არაბეთში რა გინდა?
–იამანი,იამნი მინდა მამა,მე ის მთელი გულით მიყვარს,ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შემიყვარდა,მაგრამ თქვენს შესახებ რომ მითხრა ,ჩემი გრძნობები გულში ჩავიკალი და ჩემი თავის შეზიზღება დავიწყე,იმის გამო რომ მატყუარა შემიყვარდა,მატყუარა და ცილისმწამებელი!მაგრამ ახლა ორმაგად მძულს ჩემი თავი იმიტომ რომ,იამანს არ ვენდე,ვერ მივხვდი რომ ეს ტყული მას არაფერში სჭირდებოდა,ვერ მივხვდი რომ ჩემი გატაცება მას სხვა არაფერში აწყობდა,გონება დაბინდული მქონდა,მაგრამ მადლობა ღმერთს, ერთმა ადამიანმა გადამარჩინა უსიყვარულოდ გათხოვებას!ხო კიდევ ტასოც ჩემთან ერთად წამოვა და რამდეხანაც გადაწყვეტს იმდენხანს დარჩება!მაშიკოს კარგად მიხედეთ,გეფიცები პატარაა და დედის ხელი სჭირდება, სწორედ მაგიტომ არ მიმყავს.ახლა რომ თქვენ დაგაშოროთ,მე შემიძულებს რომ მშობლებს დავაშორე,თუმცა თქვენისთანა ადამიანები შვილებს არ იმსახურებენ!
–საიდან მოიტანე რომ იამანმა მართალი გითხრა?
–კიდევ ბედავ და ხმას იღებ მამა? რა ადამიანიხარ ასეთი?შენს გამო იამანის დედამ თავი მოიკლა,მას მთელი ქონება წაართვი და ბავში საკვების კარეშე დატოე! მკვლელი ხარ მამა!მე შენ გაღმერთებდი ხომ იცი როგორც მიყვარდი,შენ კი დედა წმინდანი მეგონე,ასეთ კაცს როგორ აპატიე,როგორ უწოდებ მაგის მერე ქმარს?თავმოყვარეობა არ გაგაჩნია? ახლა კი თქვენის ნებართვით,მაგრამ თქვენისთანა ხალხთან საუბარს არ გავაგრძელება,თვითმფრინავზე გვაგვიანდება!
–ტასო ბარგი ჩაალაგე და წავიდეთ !
–შენ არ მოგაქვს არაფერი?
–იქ მხოლოდ შავ სამოსს ატარებენ,თანაც დაგავიწყდა ხუთი თვე იქ გავატარე და იამანმა უამრავი მასეთი სამოსი მიყიდა!
–და შენ მართლა დათმობ აქ ასეთ ცხოვრებას?
–როდესაც ვინმე შეგიყვარდება,ეს კითხვა მერე დამისვი და მეც მერე გაგცემ პასუხს! ტასომ მალევე ჩაალაგა ყველაფერი და ისე წამოვედით მშობლებს არც დავმშვიდობებივართ,დედა მწარედ ქვითინებდა და ბოდიშებს გვიხდიდა,მამას კი წარბიც არ შეუხრია! მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა მამა ასეთი ულმობელი ყოფილიყო!
–როგორც იქნა აეროპორტამდე მივაღწიეთ სადაც ისევ ნაცნობი გრძნობა დამეუფლა,თითქოს შიში,შიში იმისა რომ საქართველოს უკანასკნელად ვხედავდი,მაგრამ თითქოს მაინც ბედნიერი ვიყავი იმით რომ იამანს ვუბრუნდებოდი,ვიცოდი დიდი ბრძოლა მომიწევდა იმ ოჯახის მოსარჯულებლად,ვიცოდი ბევრ დამცირებაც მელოდა,მაგრამ თითქოს ჩემი გული ამითაც ბედნიერი იყო,თითოეული ნაბიჯი რეგისტრაციისკენ კიდევ უფრო მიჩქროლებდა გულს და თანდათან უფრო ვიაზრებდი თუ ვინ ვიყყავი მე იამანის გარეშე,ვხვდებოდი რომ სიყვარულმა ჩემთვის აქამდე დალუქული ყველა კარი გააღო,ეს იყო რაღაც ღვთიური გრძნობა,რომელიც ყველა განსაცდელს და ტკივილს გავიწყებდა,ეს იყო გრძნობა რომელიც სიმხნევეს მმატებდა და შემეძლო მისი გულისთვის ყველა და ყველაფერი დამეთმო,შემეძლო დამევიწყებინა ჩემი ღირსება,თავმოყვარება,სიამაყე რომელიც იამანის გაცნობამდე ჩემს ცხოვრებაში წინა პლანზე იყო,მაგრამ ახლა შემეძლო ამ აეროპორტში მეყვირა რომ იამანი ძალიან მიყვარდა,მაგრამ ვუყვარდი კი მას მე? ამის გაფიქრებაზე კვლავ გული მეკუმშებოდა ,თვითმფრინავშც სხვა არაფერზე ვფიქრობდი,მაგრამ თითქოს ტასომ ამოიკითხა ჩემი მწუხარება და შეეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა:
–იამანი მარტო ცხოვრობს ემა?
–არა დაიკო,მას ჰყავს საშინელი დედობილი,ასევე მისი შვილი რომელსაც იამანი თავდავიწყებით უყვარს რაც შეეხება მის ძმას რომელიც ასევე ამ ქალის შვილია და მისი ცოლიც ძალიან კარგი ადამიანები არიან,როდესაც არაბეთში ვიყავი მხოლოდ მათ ვეცოდებოდი,იამანიც კი როდესაც საშინლად მექცეოდა და გულს მტკენდა აიშა ყოველთვის მამხნევებდა,რჩვევებს მაძლევდა, მისი წყალობით თავს ცოტათი მაინც ვგრძნობდი სახლში, მაგრამ ახლა არ ვიცი რა მინდა არაბეთში(უეცარი ტირილი წამსკდა თვალებიდან) მე მან განქორწინების საბუთები გამომიგზავნა,იქნებ არც კი ვუყვარვარ,შეიძლება ვძულვარ კიდეც ჩემი მშობლების გამო,რომ არ ვუყვარდე?თან ეს ჩემი სიამაყე,რომ არ ვუყვარდე მოვკვდები,მე ამხელა ანაბიჯს ვდგავ და მასთან მივდივარ ,მერე რა გავაკეთო?
–ნუ ღელავ ემ დამშვიდდი,შენი მონაყოლიდან გამომდინარე შეუძლებელია არ უყვარდე,მართალია არ ვიცით იქ რა მდგომარეობა იქნება,მაგრამ გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,შენ ძლიერიხარ,ჩემზე ბევრად ძლიერი ამიტომ იქ რა სიტვაციაც არ უნდა დაგხვდეს ვიცი რომ ყველაფერს გაუმკლავდები და რასაკვირველია მეც სწორედ ამისთვის ვარ შენს გვერდით!
–მადლობა დაიკო რომ არსებობ როგოც იქნა დამღლელი ფრენის შემდეგ არაბეთში ჩავაღწიე,შემდეგ ტაქსი გამოვიძახე და სახლში შევაბიჯე,იმ სახლში საიდანაც ექვსი თვის განმავლობაში დაუღალავად ვცდილობდი გამოღწევას,ფეხი რომ შევდგი კვლა ვ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი,სახლში მხოლოდ აიშა დავინახე რომელსაც თვალები სულ დაწითლებოდა,მანაც უეცრად მოიხედა და ჩემსკენ წამოვიდა:
–ემა აქ რას აკეთებ?
–რას ვაკეთებ?სიმართლე გითხრა მეც არ ვიცი! მაგრამ ის ვიცი რომ იამანი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა,მის გარეშე არ შემიძია,აქ ამის სათქლმელად მოვედი,მოვედი რომ ეს ყველაფერი ვუთხრა,არ შემომიშვებ?
–ეს გოგო ვინ არის?
–ეს გოგო ჩემი დაა
–ძალიან კარგია რომ მიხვდი იამანი გყვარებია,მაგრამ ახლა გვიანია,ძალიან გვიანიც კია (აიშასაც გადმოგორდა თვალზე ცრემლი)
–რა ხდება აიშა ,რატომ ტირი ან დანარჩენები სად არიან?
–მისაღებ ოთახში არიან,თუმცა ჯობს უკან დაბრუნდე შენი დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნებათ!
–რა ხდება აღარ იტყვი?რას ნიშნავს უკან დავბრუნდე,ძალიან დიდი გზა გამოვიაე იმისთვის რომ იმანი ვნახო და ახლა მეუბნები დაბრუნდიო?ის ჩემი ქმარია და სანამ არ ვნახავ არსად წავალ!
–ახლა არის შენი ქმარი?განქორწინების საბუთებზე ხომ მალე მოაწერე ხელი?ნუთუ ერთხელაც არ იფიქრე რას გრძნობდა იამამანი?
–აიშა შენც ზურგი მაქციე?რა დავაშავე ასეთი?მაგრამ თუ იამანს არ ვუყვარვარ მინდა მისი პირიდან გავიგო ეს სიტყვები,მინდა თავად მითხრას რომ აქიდან წადიო,სხვა შემთხვევაში ამას არ გავაკეთებს,შენ თუ არ მიშვებ მე შევალ ,გამეცალე,შენ კი ტასო აიშასთან დარჩი! კარი რომ შევაღე დაინახე დანია ძირს იჯდა და იამანის ფოტოს დაჰყურებდა,ჰავაც ჩაფიქრებული იჯდა,მაჰირი კი ერთ წერტილს მიშტერებოდა,როდესაც შევედი ყველამ ცივი მზერა მომაბყრო,დანია ფეხზე წამოხტა და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა,ყელზე ხელი ისე წამავლო გააზრებაც კი ვერ მოვასწარი,თუმცა მაჰირმა ხელი მაშინვე გააშვებია :
–როგორ გაბედე აქ მოსვლა შე ალქაჯო,იმის მერე რაც მოხდა სინდისი არ გაქვს?(დანია)
– როგორ გავბედე? მე არაფრის ახსნას ვაპირებ თქვენთვის მხოლოდ იამანს დაველეპარაკები!
–დაგვცინი ხომ? შეხედე მაჰირ დაგვცინის! ახლა გინდა იმანი?შენი ქმარი სად არის?ხომ აპირებდი გათხოვებას შენს ქვეყანაში? რატომ არ გათხოვდი?რა მოხდა ასეთი?
–ეგ შენი საქმე არ არის! მაჰირ ვიცი ესენი არ მეტყვიან და შენ მაინც მითხარი სად არის შენი ძმა,ძალიან გთხოვ უნდა დაველაპარაკო!
–ახლა გ ვიანია ისრა გთხოვ წადი
–არსად არ წავალ იამანს ყველაფერი უნდა ვუთხრა
–რა უნდა უთხრა ალქაჯო! მკვლელი ხარ გესმის?მკვლელი!(დანია)
–რას ბოდავ?რა მკვლელი!
–ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი იცი შენი ბრალია იამანი რომ მოკვდა!როდესაც განქორწინების საბუთები გამოგიგზავნა შენ ხელი მოაწერე,ეს ყველაფერი კი შენს გამო გააკეთა,უნდოდა ბედნიერი ყოფილაყავი,ფიქრობდა რომ თუ მასთან იქნებოდი გული ისევ გეტკინებოდა,შენ კი არც დაფიქრდი ისე მოაწერე იმ დაწყევლილ საბუთებს ხელი,თანაც იმ დღესვე,იამანი საქართველოში ჩამოვიდა და ჩუმად გადევნებდა თვალყურს,ის ყოველდღე ხედავდა როგორ ხვდებოდი შენ საყვარ ბიჭს,ხედავდა როგორ დადიოდი მასთან პაემნებზე ,იცი რას გრძნობდა ამ დროს იამანი? ის სვავდა ყოველდღე სვავდა,ადამინს აღარ გავდა ბოლო დღეს მთვრალი თავის კომპანიაში წავიდა,შემდეგ კი კომპანია აფეთქდა,სწორედ იმ კომპანიაში გამოიწვა იამანი,ექსპერტიზის აზრით ეს ხანძარი მან განგებ გააჩინა,მისი ფერფლიც არ დარჩა შიგნით,ეს ყველაფერი კი შენი ბრალია,შენს გამო მოიკლა თავი! მკვლელი ხარ და როგორ აპირებ ახლა ცხოვრებას? გავთიშე ვერ ვინძრეოდი,ტირილითაც კი ვერ ვტიროდი,ბოლოს ყვირილი მოვრთე:
–შეუძლებელია,ეს შეუძლებელია,იამანი ასე არ მიმატოვებდა,მე ის მიყვარდა,მასაც ვუყვარდი,იამანი არ მოკვდებოდა,შენ მატყუარა ხარ (ბოლო ხმაზე ვყვიროდი,სახეს ვიხოკავდი,მაჰირი ცდილობდა ჩემს შეჩერებას მაგრამ უშედეგოდ,ბოლოს ყვირილისგან დაქანცულმა გონება დავკარგე ,ოთახში კი აიშა და ტასო შემოვიდა,ტასომ რომ ამ მდგომარეობაში დამინახა მანაც ყვირილი მორთო:
–თქვენ რა ადამიანები ხართ ასეთი? რა დაგიშავათ ჩემმა დამ ასეთი?მისი ბრალი საერთოდ არაფერია,ყველა დაფიქრდით თუ როგორი არაადამიანები ხართ,ჯერ იამანმა გაიტაცა ჩემი და ,ექვსი თვე სიცოცხლეს უმწარებდა ისიც და თქვენც,დამფრთხალი ჩიტივით გრძნობდა ჩემი და თავს ამ ქვეყანაში,მერე ისიც არ იკმარა იამანმა და მეორე დღესვე ქორწილი გადაიხადა!იცით გოგოსთვის ქორწილი რამდენს ნიშნავს?თქვენ გეკითხებით დანია,შეგიძლიათ დედათქვენსაც გადაუთარგმნოთ?თქვენც ქალებიხართ და ალბათ უნდა იცოდეთ!მიუხედავათ ამ ყველაფრისა ჩემ დას სიგიჟემდე შეუყვარდა იამანი,მან თავის პრინციპეპს უღალატა,სიამაყეს გადააბიჯა და მაინც ჩამოვიდა აქ,მერე კი რა ესმის,ის რომ მისთის უძვირფასესი ადამიანი გარდაიცვალა თანაც მის გამო!შეგრცხვეთ თქვენ! ტასო გაუჩერებლად ყვიროდა და ცდილობდა რაიმე აეხსნა მათთვის, აიშა კი ცდილობდა ჩემს გონზე მოყვანას,ამ დროს კი კარებში აჰმედი შემოვიდა,ის აჰმედი რომელიც იამანს ეხმარებოდა ჩემს გატაცებაში. მაჰირმა სცადა ტასოს შეჩერება ,რომელი პანიკას არ წყვეტდა ,მაგრამ ამაოდ ტასო არ ჩუმდებოდა,შემდეგ თვალით ანიშნა ახალ მოსულ აჰმედს,როგორმე დაემშვიდებინა,მანაც კისრის არტერიაზე ხელი დაადო და წამში გათიშა:
–შენ ნორმალური ხარ აჰმედ რა უქენი გოგოს!(მაჰირი)
–შენ ნუ ღელავ ასე აჯობებდა მისთვის,ნერვული შეტევა ჰქონდა და ცოტას დაიძინებს შემდეგ კი გონს მოვა !
–მაჰირ ემას რა ვუყოთ?გონს არ მოდის!
–საავადმყოფოში წავიყვანოთ,ახლავე გამოვიყვან მანქანას,აჰმედ შენ ემა მანქანამდე მოიყვანე!(მაჰირი)
–კარგი,ახლავე(აჰმედი) გონს საავადმყოფოში მოვედი,როდესაც თვალი გავახილე გულმა სიცარიელე იგრძნო ,ის სიცარიელე რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეავსებდა ჩემს გულში!ახლა ჩემს თვალებზე ცრემლი ჩანჩქერივით მოგორავდა,ტირილის ხმაზე ყველანი ოთახში შემოცვივდნენ დანიას ჰავასა და ტასოს გარდა ,ისინი როგორც ჩანს საავადმყოფოშიც არ მოსულან!
–გთხოვ დამშვიდდი ემა,ექმიმმა თქვა რომ შენი ნერვიულობა არ შეიძლება!(აიშა)
–ჩემი და სად არის?
–ნუ ღელავ შენი და ახლა კარგადაა,სახლში,შენს ოთახში ისვენებს!
–გთხოვთ გადით და მარტო დამტოვეთ!
–არ შეიძლება ემა,გთხოვ ასეთ რამეს ნუ ითხოვ(აჰმედი)
–აჰმედ შენც აქ ხარ? იამანი სად არის?ამდენხანს რატომ არ მოვიდა?რომ გაიგოს საავადმყოფოში ვარ ინერვიულებს!გთხოვ წამიყანეთ აქედან
–იამანი აღარ არის ემა,მან დაგვტოვა!
–გაჩმდი!გაჩუმდი აჰმედ! ის ცოცხალია,არ მომკვდარა!მან მე პირობა მომცა ,დამპირდა რომ ყოველთვის მისი ვიქებოდი,დამპირდა რომ არსად წასვლას არ აპირებდა,რადგან ჯერ მხოლოდ ახლა მიპოვა! ცრემლები არ ჩერდებოდნენ და უფრო და უფრო მისველებდნენ სახეს,ბოლოს აჰმედმა ექიმს დაუძახა და კვლავ გავითიშე! გონს რომ მოვედი პალატაში მხოლოდ დანია იყო,არვიცი აქ რას აკეთებდა,მაგრამ ის ვიცი რომ ჩემი ჯამრთელობის გასაგებად ნამდვილად არ იყო მოსული:
– აქ რას აკეთებ?(მე)
– ალბათ მიხვდი რომ შენს მოსანახულებლად არ მოვსულვარ!უბრალოდ შენთან ერთი კითხვა მაქვს! როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?!შენ ხომ იამანი მოკალი!როგორ აპირებ ამ ტვირთით ცხოვრებას!მამაშენმა მას დედა მოუკლა!თქვენ მთლიანად გაანადგურეთ მისი ოჯახი!იამანს გონება დაბინდული ჰქონდა და როცა შენ წახვედი ერთი თვის თავზე მე ცოლად იუსუფს გამაყოლა!მეც დამინგრია ცხოვრება,მე იამანი სიგიჟემდე მიყვარდა, შენზე მეტად,ვიცი მასაც ვუყვარდი მაგრამ შენით იყო შებყრობილი,რა გაუკეთე მას ასეთი?!შენს ადგილას რომ ვიყო თავს არ ვიცოცხლებდი!კაცი მოკლაი და მერე ამბობ რომ გიყვარს!
–გაჩუმდი დანია!გაჩუმდი მე არ მომიკლავს იამანი,ის არც კი მომკვდარა!
– და აბა სად არის?რეალობას თვალი გაუსწორე შენ მკვლელი ხარ! დანიამ ამით დაასრულა თავის სათქმელი და იქაურობას გაეცალა,მისმა სიტყვებმა ჩემზე დიდი მსიქოლოგიური გავლენა იქონია,იმაზე ფიქრიც კი დავიწყე რომ იამანი მართლა ჩემს გამო მოკვდა,გულის სიღრმეშიც ამას ვფიქრობდი,მაგრამ ჩემს თავთან არ მინდოდა აღიარება!სული მეხუთებოდა,ამ პალატაში ვეღარ ვჩერდებოდი,ამიტომ წვეთოვანი ხელიდან მოვიხსენი და გარეთ გავედი,შემდეგ საავადმყოფოს რუკას დავხედე და სულ ბოლო სართულის ზემოთ სახურავზე აივანი იყო,ვიფიქრე სწორედ იქ შევძლებდი განმარტოებას,გარეთ არავინ იდგა ექიმების გარდა,ალბათ სახლში წავიდოდნენ , ექიმებს თავი ავარიდე და სახურავზე ავედი,როდესაც გადავიხედე შიშისგან გული მისკდებოდა,მე ხომ სიმაღლის შიში მქონდა!ვცდილობდი როგორმე განმეანალიზებინა რა ხდებოდა ჩემს თავს,მაგრამ ყველა ვარიანტში დამნაშავე მე ვიყავი და პასუხიც უნდა მეგო ამაზე!თავში მიტრიალებდა ის აზრი რომ მე მკვლელი ვიყავი,თან ჩემი საყვარელი ადამიანის,მის გარეშე ცხოვრებას თან ამ ტვირთით აზრი არ ექნებოდა ამიტომ უცებ ახლოს მივიწიე აივანთან და კვლავ გადავიხედე, ვფიქრობდი გადავმხტარიყავი,მაგრამ სიცოცხლე ხომ ყველას უყვარს?ძალიან მიჭირდა ამის გაკეთება ,მაგრამ უნდა გამეკეთებინა,საბოლოოდ ჩავისუნთქე და აივნის რიკულზე დავდექი,ალბათ მეთხუთმეტე სართულზე ვიქნებოდი,ერთი არასწორი მოძრაობა და გადახტომაც არ დამჭირდებოდა ისე გადავვარდებოდი! თვალები დავხუჭე და მოვემზადე უკანასკნელი წუთებისთვის,ის იყო უნდა გადავმხტარიყავი,უკნიდან ვიღაცამ ხელი დამტაცა და მის ხელებში ჩავვარდი,სახეზე რომ შევხედე ვიფიქრე ანტიდეპესანტების ,დამამშვიდებლებისა და სხვადასხვა წამლებისგან უკვე ჰალუცინაციები მქონდა დაწყილი!
–იამან შენ ნამდვილი არ ხარ ,მე შენ მოგკალი და ახლა ჩემი ჯერია,მე უნდა დავამთავრო სიცოცხლე!
–მე არ მოვმკვდარვარ გიჟო გოგონა,მითუმეტეს შენ არ მოგიკლივარ საიდან მოიტანე ეგ სისულელე! და ასეც რომ ყოფილიყო რა უფლებით იკლავდი თავს! შენ არანორმალური ხარ მითქვამს!როგორ გაბედე ,ნუთუ საერთოდ გამოგელია ჭკუა! ზუსტად ისე აპირებდი ჩემს მიტოვებას როგორც დედამ მიმატოვა,შენ რომ რამე მოგსვლოდა არვიცი ....არვიცი...
–შენ მიყვირი?მართლა ნამდვილიხარ? მივვარდი და იამანის სახე ხელებში დავიჭირე მთელ სახეზე ვუსვავდი ხელებს რომ დავრწმუუნებულიყავი ცოცხალი იყო,შემდეგ მაგრად ჩავეხუტე,როდესაც მისი სურნელი შევიგრძენი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ის მოჩვენება არ იყო,გულამოსკვნილი ტირილი მოვრთე,თან იამანის გულზე მქონდა თავი მიყრდნობილი და მის გულისცემას ვუსმენდი:
–მართლა ცოხხალი ხარ?მეგონა მოკვდი იცი რა გადავიტანე?!მეც და შენმა ოჯახმაც ყველა განიცდიდა შენს გამო და ყველა მე მაბრალებდა!
–ასეც რომ ყოფილიყო შენ თავი უნდა მოგეკლა?!ნუთუ არ გახსოვს პირველად რომ ჩამოგიყვანე აქ რა გითხარი!მე გითხარი რომ შენ სიკვდილის უფლება არ გქონდა სანამ მე არ გიბრძანებდი ამას! შენ კი როგორც ყოველთის ჯიუტი გოგო ხარ!
–იამან მე მართლა ძალიან შემეშინდა რომ დაგკარგავდი,რადგან...
–რადგან რა? ხო მართლა შენ რას აკეთებ არაბეთში?
–მე...მე....,აქაურობა მომენატრა,მე კიარა შენზე მომიყევი როგორ გადარჩი ან სად იყავი ამდენხანს!ან მე საიდან გაიგე აქ რომ ვიყავი!
–მე არც ვყოფილვარ იმ დაწყევლილ შენობაში,თათბირი მქონდა თან ძალიან გვიან ,თანამშრომლები ყველა წასულები იქნებოდნენ მაგ დროისთვის მხოლოდ ინვესტორები და მე უნდა ვყოფილიყავით,მაგრამ ჩემო გოგონა,როდესაც გავიგე იმ ბიჭმა ცოლობა გთხოვა ლამის ჭკუიდან შევიშალე,ჩემი ემოციები უნდა მომეთოკა ამიტომ გადავწყიტე ორი დღით დაჩაზე წავსულიყავი,სადაც არც ინტერნეტია,არც ტელევიზორი!ასე ხშირად მივდივარ ხოლმე დაჩაზე თანაც გაუბრთხილებლად,მაგრამ როდესაც კომპანია აფეთქდა ყველამ იცოდა რომ მე შიგნით ვიყავი,რეალურად შიგნით არავინ ყოფილა,არც ინვესტორები და არც თანამშრომლები ,დღეს ჩამოვედი იქედან და სწორედ მაშინ გავიგე ჩემი კომპანიის შესახებ,შემდეგ სახლში დავბრუნდი იქ ჰავა დამხვდა ერთი საათი არ მიშვებდა ,მაგრამ შემდეგ სახლში შენი დაც ვნახე რომელსაც ეძინა, ჩემს მისვლაზე გაეღვიძა და გახარებული ისიც ჩამეხუტა,შემდეგ მითხრა რომ შენი და იყო და შენ საავადმყოფოში იყავი,მე როგორც შემეძლი ისე სწრაფად მოვედი შენამდე,სანამ საავადმყოფოში შევიდოდი კიდევ კარგი ზემოთ ამოვიხედე და შენ დაგინახე,ამის შემდეგ შენც იცი რა მოხდა! მაგრამ შენ უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა გცოდნოდა რა მოხდებოდა შენ რომ აქიდან გადამხტარიყავი!აი მერე კი მე არ ვიცოცხლებდი თავს!
–ირონიაა მაგრამ რომეო და ჯულიეტა ვიქნებოდით
–კარგია თუ გეღიმება,ახლა წავიდეთ მკურნალობა უნდა დაამთავრო, მერე სახლში წავიდეთ და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები აქ რატომ ჩამოხვედი ან რატომ ჩაიშალა თქვენი ქორწილი!
–მე...,მე...
–რა შენ ,შენ ?შემდეგში ვერ დამიძვრები ახლა კი მოდი ჩემთან ხელში აგიყვან თორემ
სუსტადხარ და წაიქცევი!
–არმინდა იამან დამსვი ჩემით წამოვალ!
–მე ხომ არ მიკითხავს?ამიტომ გაჩუმდი და დამემორჩილე! ამ სიტყვებზე ჩამეღიმა რაც იამანს არ გამოპარვია,თუმცა აღარაფერი უკითხავს ისედაც აწითლებული ვიყავი სახეზე,მაგრამ იამანის ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა,რადგან ვიცოდი რომ დაბრუნდა და კვლავ ყველაფერი საწყის დაუბრუნდა. იამანმა მთელი დერეფანი ხელში აყვანილმა გაიარა,ჩემი პალატის კართან გაფართოებული თვალებით გვიყურებდნენ ყველა,მათ ხომ მკვდარი ეგონათ იამანი,როდესაც მივუახლოვდით აღარ იცოდნენ იამანს ჩახუტებოდნენ თუ კითხვები დაეყარათ,სანამ ხმას ამოიღებდნენ იამანმა დაასწრო:
–ემას პალატაში შევიყვან სუსტად არის და მერე ყველაფერს აგიხსნით!
–დამსვი იამან პატარა ბავშვი ხომ არ ვარ!
–დიახაც შენ ჩემი პატარა ბავშვი ხარ!
–ასეც რომ იყოს შენი აღარვარ! გახსოვს?ეს თვითონ მითხარი!თანაც ჩვენ ცოლ–ქმარიც კი აღარ ვართ!
–და შენი აზრით უბრალო ფორმალობა და ქაღალდები წყვეტს ჩვენს ცოლ–ქმრობას? მე აღარაფერი მითქვამს! იამანმა პალატაში შემიყვანა ექთანს დაუძახა და უხმოდ დატოვა იქაურობა,შემდგე ყველაფერი აუხსნა გარეთ მყოფთ მესმოდა აჰმედის შეძახილები,რომელსაც მისი მეგობარი ყველაფერს ერჩივნა,ასევე მაჰირი რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ძმა,დანიას რაც შეეხება მისი ტირილი და მოთქმა გულს მირევდა,ვიცოდი ისევ გიჟივით უყვარდა იამანი,მიუხედავად იმისა რომ მას უკვე ქმარი ჰყავდა:
–დანია შენი მეუღლე სად არის?
–ის...ის... კონფერენციაზეა ერთი კვირით წასული და არაბეთში არ იქნება!
–აჰემდ შენ ემას და მოიყვანე სახლშია ,მე რომ ვიყავი არ წამოვიყვანე და ახლა ჰავასთა მარტოა და ხომ ხვდები შენ გაბარებ! აიშა,მაჰირ თქვენც წადით სახლში და დანიაც გაიყოლეთ,თუ იუსუფი არაბეთშია მარტო რომ არ დარჩეს სახლში ჩვენთან წადით! (იამანი)
–შენც წამოდი იამან დაღლილი იქნები ემას ექიმები მიხედავენ ეს საუკეთესო საავადმყოფოა,თანაც ნახვის საათები ექვსზე მთავრდება და ათი წუთის შემდეგ არავის შეუშვებენ!(დანია)
–შენ უნდა მასწავლო სად დავრჩე და ჩემი ცოლი ვისთან დავტოვო!?გააკეთე ის რაც გითხარი!(იამანი)
–ყოფილი ცოლი(დანია)
–მისმინე დანია შენ ქორწინების საბუთებს თუ გულისხმობ ეს უბრალო ფორმალობაა რაც ემასაც ვუთხარი ის ყოველთის ჩემი ცოლი იყო და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე და სანამ კარგ ხასიათზე ვარ აღარაფერი თქვა ისე გადი აქედან! აჰმედს ჩაეღიმა იამანმა სიტყვის თქმის საშვალება რომ აღარ დაუტოვა დანიას,რადგან აჰმედი ვერ იტანდა დანიას!
როდესაც ყველა წავიდა იამანი ჩემს პალატაში შემოვიდა მე კი გულმა ფეთქვა ისევ ძველებურად დამიწყო,თვალები დახუჭლი მქონდა,რადგან ვიცოდი ისევ ჩამოსვლის მიზეზს მკითხავდა მე კი არ შემეძლო სიყვარულში ასე მარტივად გამოვტყდომოდი. იამანი საწოლზე ჩამოჯდა და თმაში შემიცურა ხელი,შემდეგ ნელი მოძრაობით თმაზე მეფერებოდა:
–ვიცი რომ არ გძინავს პატარვ ,რომ გეძინოს ჩემს შეხებაზე არ დაიძაბებოდი,მაგრამ არაუშავს დრო ბევრია მაინც მეტყვი რატომ ჩამოხვედი აქ დამავიწყდა რომ თავს ვაჩვენებდი თითქოს მეძნა,მეც სულელივით წამოვხტი და იამანს ახსნა დავუწყე:
–ხომ გითხარი მართლა მომენატრა აქაურობა,ვიცი აბსურდულად გეჩვენება ადრე მძულდა, მაგრამ როდესაც შევისწავლე მივხვდი რომ არცთუ ისე ცუდია,თანაც ჩემი დაც ჩამოვიყვანე, რათა ყველაფერი დამეთვალიერებინა!
–ისევ ცუდი მატყუარა ხარ,მე ხომ გეუბნები პატარა ხარმეთქი,რამე უფრო დამაჯერებელი მოიფიქრე! ხო მართლა დღეს აქ დავრჩები შენთან ხვალ კი ექიმმა მითხრა რომ გაგწერს ასე რომ მე წაგიყვან და საღამოს სიურპრიზი გელოდება.
– სიურპრიზები მიყვარს რა უნდა მაჩუქო?ხო მართლა შენი აქ დარჩენა საჭირო არ არის,კარგადვარ მართლა,შენებთან წადი ისინიც ძალიან განიცდიდნენ ,ყველას მკვდარი ეგონე არაა მარტივი!
–არაფრის ჩუქებას არ ვაპირებ გარდა ერთისა რაც უკვე გაჩუქე(იამანმა გულზე დაიდო ხელი,ამ ჟესტზე კი ლოყები ამიხურდა),ჩემებს რაც შეეხება შენც ჩემი ხარ ისინი კი გამიგებენ! ახლა ცოტა მიიწიე ძალიან დავიღალე და მეც მინდა დაძინება!
–გაგიჟდი?სხვა პალატაში არის ცარიელი საწოლები და იქ დაისვენე!
–მე აქ მინდა!მიიწევი თუ მე მიგწიო?!
–ასე არ შეიძლება,წადი იამან
–შენთან თხოვნა არ ჭრის ამიტომ მე მიგწევ ერთი ხელის მოსმით საწოლის ბოლოში აღმოვჩნდი შემდეგ კი თვითონ მომიწვა ,ახლოს მიმიკრა და თავი ჩემს თმებში ჩადო,ჩემი ლაპარაკი კი თითქოს არც ესმოდა:
–იამან ასე გავიჭყლიტე,თანაც თავისუფლად ვერ ვწევარ და ვერც დასვენებას შევძლებ!
–უნდა მიეჩვიო,ასე დაძინება ხშირად მოგიწევს!
–იამან გეყოს!
–შენი ძილის დროა,ექიმმა გითხრა დაისვენეო! არ ვიცი ებ ბიჭი რას მიკეთებდა ასეთს მეც ვეღარ შევეწინააღმდეგე და თვალები მიმელულა,ღამე ისე ტკბილად და მშვიდად მეძინა,კარგა ხანია ასე არ მძნებია.დილა რომ გათენდა ცხელი ზაფხულის მზემ თვალი მომჭრა,ისე კაშკაშებდა თითქოს რაღაცას ზეიმობდა, იამანი არსად ჩანდა,დაახლოებით ერთ საათში ექიმი შემოვიდა:
–ემა ყველაფერი რიგზეა კარგად ხართ უბრალოდ თქვენს თავს გაუბრთხილდით,როგორც ვხვდები ამ ბოლოდროს ბევრი რამ გადაიტანეთ,ამიტომ თქვენ სერიოზული დასვენება გჭირდებათ და არა ნერვიულობა ისე კი თვისუფალი ხართ შეგიძლიათ ახლავე წახვიდეთ,ხო მართლა თქვენი მეუღლე დაბლა გელოდებათ მითხრა რომ პირდაპირ აქ ჩამოვიდესო! ექიმს მადლობა გადავუხადე სწრაფად ჩავიცვი და საავადმყოფო დავტოვე,როგორც კი გავედი იამანის მანქანა დავინახე,მივედი და კარი გავაღე უკან ტასო იჯდა,წინ კი იამანი და აჰმედი:
–დაიკო როგორ ხარ?(ტასო)
–კარგად ტასო შენ რაშვები ხომ არ ინერვიულე?
–არა ემ ყველაფერი კარგადაა
–შენი და გუშინაც იყო მოსული ღამით,აჰმედს დავავალე მოეყვანა,მაგრამ ორივეს ჩაგვეძინა
და აჰმედმა გვერძე პალატაში უპოვნა ადგილი,დილით კი ექვსი საათის შემდეგ შენი და გეწვა გვერდით,ვერ გაიგე მძინარა?(იამანი)
–ემა სულ გაწითლდი,ჩემს დაიკოს ძალიან ფხიზელი ძილი აქვს,მაგრამ არა გუშინ ღამით!
–კარგით ნუ დასცინით ცოდოა გოგო(აჰმედი)
–რა საყვარელი ხარ აჰმედ(ტასო) მთელი გზა ვმხიარუულობდით,ერთმანეთის ამბებს ვყვებოდით,იამანსაც პირველად ვხედავდი ასეთ ბედნიერს და ბავშურს,რადგან მის სახეზე ღიმილი ეს ნამდვილად საუკუნის მოვლენა იყო;
–იამან ჩვენ სადმე სასტუმროში დაგვტოვე რამოდენიმე დღე იქ ვიქნებით!(მე)
–მგონი ექიმი შეცდა და საავადმყოფოდან ჯერ არ უნდა გაეწერე!რას ქვია სასტუმროში დარჩებით!(იამანი)
–მისმინე იამან ჩვენ ცოლ–ქმარი აღარ ვართ შეიგნე ეს! და შესაბამისად მე რა მესაქმება ჩემი ყოფილი ქმრის გვერდით?!
–ემა გთხოვ წყობიდან ნუ გამოგყავარ მე უკვე გითხარი ის საბუთები ჩემთვის არაფერს ნიშნავს შენ უკვე გქონდა შანსი ცოლად გაყოლოდი იმ პიროვნებას ,მაგრამ შენ ეს არ გააკეთე და ისევ აქ დაბრუნდი,როგორ გგონია რატომ გამოგიგზავნე განქორწინების საბუთები?რატომ გაგიშვი სახლში?! მე შენ ძალიან შემიყვარდი არ მინდოდა ეს ასე მეთქვა მაგრამ შენ არ ისვენებ!შემიყვარდი და ვერ დაუშვებდი კიდევ დამეტანჯე,მინდოდა ჩემზე უკეთესი გეპოვნა,ის ვისთანაც იძულებით არ შექმნიდი ოჯახს,აი ამიტომ გამოგიგზავნე ის დაწყევლილი საბუთები!და შენ?შენ რატომ მოაწერე ხელი?
–იამან არ გვინდა აქ გთხოვ! ჩვენს გარდა არიან ადამიანები
–და აბა სად გვინდა ისე გამირბიხარ,ყველა კითხვას თავს არიდებ!შენ რატომ მოაწერე ხელი იმ საბუთებს ?მერე არც იმ ბიჭს გაყევი ცოლად და აქ დაბრუნდი?რატომ გააკეთე ეს!?
–იმიტომ რომ...
–აი ხედავ?შენს გრძნობებში საერთოდ არ ხარ დარწმუნებული?ჩამოდიხარ ჩემთან თან პრეტენზიას მიცხადებ იმ საბუთების გამოგზავნის გამო,თან ჩემზე ნერვიულობ რის გამოც საავადმყოფოში ხვდები დანარჩენს არც გავაგრძელებ! და არც არაფრის აღიარება გინდა!
–ასე არ არის მე მიყვარხარ გესმის?მართლა ძალიან მიყვარხარ! არ მჯეროდა რომ მე ეს ვთქვი,ამ ყველაფერს კი მოყვა აჰმედის და ტასოს ოვაციები,ტაში და შეძახილები,შემდეგ კი იამანი მანქანიდან გადმოვიდა და კარი მეც გამიღო:
–მე და ემა ცოტას გავისეირნებთ და სახლამდე ჩვენით მოვალთ მანამდე თქვენ შორს არ წახვიდეთ და თქვენც მალე დაბრუნდით სახლში იამანმა ხელი გაომიწოდა და მეც დავემორჩილე :
–იამან ტასოს და აჰმედს შორის რა ხდება?რაღაც ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს
–ალბათ ხდება რაღაც,ერთმანეთს კარგად გაუგეს,თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება,აბა გამიმეორე წეხან რა მითხარი!
–მე...მე... შენ მიყვარხარ ,ყველაფერს აგიხსნი ,მე იმ საბუთებს ხელი იმიტომ მოვაწერე რომ გავბრაზდი,შენ რომ ის საბუთები გამომიგზავნე ვიფიქრე არ გიყვარდი და უბრალოდ შეგებრალე, ვიფიქრე რომ ეს იყო მიზეზი რის გამოც საქართველოში გამომიშვი, შემდეგ თითმფრინავში იმ ბიჭს შევხვდი და შენ რომ დამევიწყებინე მასთან შეხვედრები დავიწყე,ჩემმა მშობლებმა კი ისე მოაწყვეს რომ მე მას ცოლად გავყოლოდი,ხო მართლა მინდა იცოდე რომ მე მაშინაც ძალიან მიყვარდი სანამ საქართველოში გამომიშვებდი,არ მინდოდა ეს ჩემი თავისთვის მეღიარებინა რადაგნ მეგონა ცრუობდი ჩემს მშობლებზე, მაგრამ შენ მართალი აღმოჩნდი მე კი შევცდი!ჩემი მშობლები მონსტრები აღმოჩდნენ,ყველაზე მეტად კი იცი რას ვნანობ?შენ რომ არ გენდე!მე შემიძლია ათსჯერ გითხრა და ვიყვირო მე შენ ძალიან მიყვარხარ!
არ მჯეროდა მე მართლა შევძელი და იმანს გრძნობებში გამოვუტყდი,ცრემლებს ვერაფერს ვუხერებდი და ისევ გზას მიიკვლევდნენ ჩემი ლოყებისკენ იამანი კი ჩემს ტუჩებს ისე დაეწაფა,გონს ვერ მოვსულიყავი,შემდეგ ლოყებს მიკოცნიდა და ცრემლს მიშრობდა, უფრო ავქვითინდი და იამანს ჩავეკარი,ემოციებს თავს ვერ ვუყრიდი.
–მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ,შენს გარეშე ერთი დღეც არ მინდა ვიცხოვრო,არ ვიცი რას მიკეთებ მაგრამ შენთან უფრო კკარგი ადამიანი ვხდები ,მე მაშნაც კი მიყვარდი როცა თვალთვალი დაგიწყე ,სანამ გაგიტაცებდი მანამდე შემიყვარდი,მაგრამ პრინციპები არ მაძლევდა საშვალებას შენს მოტაცებაზე უარი მეთქვა,აჰმედიც კი ამჩნევდა იმას რომ მიყვარდი,ადრე მკითხე გახსოვს?რატომ მეო! შემეძლო შენი უფროსი და წამეყვანა,მაგრამ როდესაც დაგინახე პირველივე დანახვიდან მომეწონე,პრინციპული იყავი და არავის გავდი,შენში უმანკოება და სისუფთავე დავინახე,რეალური მიზეზი ეს იყო რატომაც წამოგიყვანე აქ და არა ის რომ მამას გამორჩეულად უყვარდი!
–არ მჯერა რომ მე ეს ვთქვი(მე))
–რა არ გჯერა?(იამანი)
–აი ის(მე)
–ვეტაფერი გავიგე ემა ,აღარ იტყვი?
–ვითომ ვერ მიხვდი! ის რომ მე შენ მიყვარხარ!
–რატომ გრცხვენია მაგ სიტყვების?ვიცი რომ შეყვარებული არასდროს გყოლია,ისიც ვიცი რომ ბიჭებს ძალიან იშიათად ემეგობრებოდი,ვფიქრობ აქედან არის შენი კომპლექსები გამოწვეული,მაგრამ გპირდები მე გამოვასწორებ ყველაფერს და შენს ყველა კომპლექსს დაგავიწყებ!
–იამან!
–იცი რა ვიფიქრე ? მოდი ჯვარი ახლავე დავიწეროთ!(იამანი)
- გაგიჟდი?
–ხო შენ გამაგიჟე! კარგად დაფიქრდი მხოლოდ მე და შენ ,ხო კიდევ რადგან მოწმეებიც აუცილებელია ტასოც და აჰმედიც ჩვენს გვერდით იქნებიან!
–გიჟხარ იამან ნამდვილი გიჟი და მეც მაგიჟებ !
–ანუ ეს თანხმობაა!მაშინ ემა ერთი წუთით (იამანმა იქვე მდგარ ხეს ორი პატარა ტოტი მოაწყვიტა და შეკრა)ამ ბეჭედით მე შენ გთხოვ ცოლობას გამომყვები ცოლად?
–ხის ტოტის ბეჭედი ორიგინალურია!თანახმა ვარ გადარეულო! იამანი კვლავ ჩემს ტუჩებს დაეწაფა,უკან დავინახე რომ ტასო და აჰმედი მოდიოდნენ ვცადე თავი დამეხსნა იმანის მხურვალე ტუჩებისგან მაგრამ ამაოდ!
–იამან გამიშვი !
–რატომ კოცნის გეშინია?! ამ დროის განმავლობაში ტასო და აჰმედიც მოვიდნენ და კვლავ ტაშით და ოვაციებით აიკლეს იქაურობა!
–აი ამაზე გეუბნებოდი ახლა მაინც გამიშვი!
–არ გაგიშებ მოდი ჩემთან(იამანმა გულში ჩამიკრა და აჰმედს და იამანს მიუბრუნდა)საუკეთესო მომენტი ჩაგვიშხამეთ,რითი დაგსაჯოთ!
–მაპატიე იამან არ გვინდოდა,ეს აღარ განმეორდება!(ტასო)
–შენს დას რა უთხარი ჩემზე ასეთი მართლა რომ შეეშნდა(იამანი)
–მოკლედ მოვიფიქრეთ მე და ემა დღეს ვქორწინდებით ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ზედმეტი ხალხის გარეშე,თქვენ კი ჩვენი მოწმეები იქნებით! და კვალ ოვაციები
–ეგ ამბავი ძალიან გაგვიხარდა ,თუმცა ჰავა რას იტყვის? დანია და ჰავა გაგიჟდება რომ არაფერი უთხარით!შენი ძმაც და აიშაც! (აჰმედი)
–დანია და ჰავა ყველაფერზე ბრაზდება,აიშას რაც შეეხება ნახე რამხელა მუცელი აქვს სადაცაა იმშობიარებს!ჩემი ძმა გამიგებს!მოკლედ ყველაფერი მოგვარებულია საღამოს ვიკრიბებით ქორწინების სახლში მანამდე კაბა შეარჩიეთ პატარძალმაც და მეჯვარემაც!(იამანი)
–შოპინგი,როგორ მიყვარს შოპინგი(სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ტასომ)
–გეყოს ტასო,კაბა არაა საჭირო,რადგან ყოველგვარი ფორმალობის გარეშეა ქორწილი კაბაც არ მინდა,თანაც მეცვა უკვე პირველ ქორწილზე თეთრი კაბა!(მე)
–ააა იმ კაბაზე ამბობ?!ხო მართლა გახსოვს იმ დღეს ძალიან შეგაშინე კაბა რომ დაჭერი!ის კაბა ჰავასი არ ყოფილა,ის კაბა ჩემი ბიოლოგიური დედის იყო!ამიტომ განვრისხდი და არ ვიცი რა დამემართა!
–არ ვიცოდი იამან!რა აღარ ვთქვი იმ კაბაზე,მე მართლა არ ვიცოდი,არ მინდოდა ჰავას კაბა ჩამეცვა და არ ვიცი,მაგრამ ჰავამ რატომ იცრუა რომ მისი კაბა იყო!
–მე ვთხოვე(იამანი)მოკლედ დავივიწყოთ რაც იყო,მაგრამ შენ თეთრ კაბას მაინც ჩაიცმევ!
–კარგი,კარგი თანახმა ვარ სხვა გზა არის?
–მაშინ ალის გამოვგზავნი და ის წაგიყვათ საყიდლებზე!ჰო კიდევ ჩვენ რაღაცაზე გავჩერდით,ახლა დამიძვერი,მაგრამ საღამოს ვერსად წახვალ! (იამანი) სახეზე ჭახალივით წითელი ფერი დამედო
–მე ხომ გითხარიკომპლექსებზე(იამანი)
–გეყოფა!გაჩუმდი ახლა არანორმალურო(მე) მთელი დღის განმავლობაში მე და ტასო ჩემს კაბას ვვარჩევდით,მაგრამ ჩემი საოცნებო კაბა არა და არ ჩანდა,ბოლო მაღაზიაშიც შევდიოდით რადგან უკვე ოთხი საათი იყო ჩვენ კი ხელი ექვზე უნდა მოგვეწერა,მანამდე უამრავი საქმე იყო მოსაგვარებელი:ფეხსაცმელი,თაიგული,მაკიაჟი. იამანს კი ვუთხარი რომ არ მინდოდა ასეთი ქორწილი მაგრამ გულის სიღრმეში მე ხომ ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი,მინდოდა გრძელი და თვალისმომრელი კაბა მცმოდა!დრო თითქმის აღარ იყო თანაც ტასოს კაბაც შესარჩევი იყო!
ბევრი რჩევის შემდეგ თვალი მოვკარი მეორე სართულზე მდგარ მანეკენს რომელსაც იდეალური კაბა ეცვა,თვალი მომჭრა მისმა სისადავემ და ამავე დროს ბრწყინვალებამ,გადავწყვიტე რომ სწორედ ის მომეზომა,დამხმარემ კაბა მანეკენს გააძრო ჩაცმაში დამეხმარა,როდესაც სარკეში ჩემი თავი დავინახე მივხვდი რომ ეს იყო ჩემი ოცნების კაბა,ერთი შეხედვით ძალიან უბრალო ,მაგრამ ქსოვილი უმაღლესი ხარისხის იყო,კაბის უკანა ზურგი კი მთლიანად ამოღებული,წინ ყელი მთლიანად დაფარული იყო ,სახელოებზე კი ბრილიანტივით ღილები ჩაუყვებოდა,კაბის გამყიდველიც კი გაოცებული მიყურებდა:
–ეს კაბა ბევრს არ ჩაუცვამს,ყურადღებასაც ნაკლებად აქცევდნენ,რადგან ძალიან უბრალო ჩანდა,ფასი კი საკმაოდ დიდი აქვს(გამყიდველი)
–მაინც რა ღის ეს კაბა?
–ოციათასი დოლარი
–ეს თანხა წარმოუდგენლად ძვირია,რაღაც აბსურდია(მე)
–დიახ,მაგრამ ეს კაბა მსოფლიოში მხოლოდ ერთია შეკერილი სხვა ასლი არ არსებობს და გარანტიას გაძლევთ არც იქნება!
–ამხელა თანხის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ,რადგან ქორწილზე მხოლოდ ოთხი ადამიანი ვიქნებით!
–წავიდეთ ტასო ვერაფერი შევარჩიე,შენი კაბა მაინც ავარჩიოთ!
–კი მაგრამ დაიკო ეს კაბა შენთვის იყო შეკერილი,ისე გიხდებოდა,თანაც კაბა შენ არ შეგირჩევია და მე ჩავიცვა?
–თუ იამანს უნდა კვლავ საქორწილო კაბაში მნახოს,დედამისის კაბას რამეს მოვუხერხებ!
–კი მაგრამ როგორ ის ხომ ნაკუწებად აქციე?
–შენ მაგაზე არ იდარდო რამეს მოვიფიქრებთ! საქორწილო კაბების სახლიდან უკმაყოფილო წამოვედი,ის კაბა მართლა ძალიან მომეწონა,მართლაც რომ არაჩვეულებრივი იყო,მაგრამ ის თანხა რაღაც კაბისთვის აბსურდული იყო,იმ დღეს კიდევ გავიარეთ კაბების სახლში,ტასომ იოლად მოირგო თავის მოსაწონი კაბა,შიგნით მართლაც რომ იდეალურად გამოიყურებოდა,შავი გამოყვანილი კაბა მართლაც რომ ხაზს უსვამდა მის იდეალურ სხეულს,მეც მომეწონა ერთი თეთრი კაბა რომელიც უმოკლესი იყო,მაგრამ საკმაოდ ელეგანტურილვიფიქრე რომ სულ არაფერს ეს მაინც ჯობდა და სწორედ ის ვიყიდე,შემდეგ სალონშიც შევიარეთ და მაკიაჟი გავიკეთეთ,მე ძალიან სადა და უბრალო მაკიაჟი მინდოდა ამიტომ სახეზე ბევრი არაფერი წამისვავს,თმაც ზემოთ ავაწევინე და მსხვილი ხვეუკები ბეჭებამდე ჩამოვაშვებინე,როდესაც ამ ყველაფერს მოვრჩით,სალონში აჰმედი შემოვიდა,რომელსაც ხელში დიდი ყუთი ეჭირა :
–ეს საქორწილო საჩუქარია იამანისგან,გახსენი შიგნი ბარათიც დევს პირადად მისგან!(აჰმედი)
–კარგი ვნახავ!
–გიჟო გოგონა ეს ჩემგან,უარი არ მიიღება წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწილის შემდეგ სასჯელს გამოგიცხადებ!(იამანი)
–ხომ ვამბობ არანორმალურია! ეს ხომ ის კაბაა
–არ არსებობს,ის კაბაა ემა სასწრაფოდ ჩაიცვი დროც აღარ არის,წერილში რაწერია აბა მაჩვენე (ტასო)
–მემგონი ეგ ჩვენი საქმე არ არის!ისე ძალიან თვალისმომჭრელი ხარ დღეს(აჰმედი)
–მხოლოდ დღეს?(ტასო)
–მოიცა,მოიცა თქვენს თავს რამე ხდება?(მე)
–რძალო დრო აღარ არის გამოიცვალე თორემ იამანი მე მომკლავს ხომ იცი ლოდის ვევ იტანს!
–ამ კაბას ვერ მივიღებ იცი რა ღირს ალი?
–იამანმა მითხრა რომ ამას იტყოდი და შემდეგ მე დამაბარა გადმომეცა რომ სასჯელი ღამით იქნება ,დანარჩენს თვითონ მიხვდებაო!
–ოხ იამან!ოხ ალი!კარგი ჩავიცვავ დამაცადეთ მეც შევარდი გასახდელში და ის უზარმაზარი კაბა ჩავიცვი,რომლიც ჩაცმაშიც ოთხი სტილისტი მეხმარებოდა,გარეთ რომ გავედი ყველა გაოგნებული მიყურებდა ;
–შენ,უბრალოდ სიტყვები არმყოფნის,შესანიშნავი ხარ დაიკო,იამნს ყბა ჩამოუვარდება შენს დანახვაზე!
–მართლაც რომ(აჰმედი) საქორწილო სახლშიც მივაღწიეთ და შიგნიც შევედით,იამანი როგორც პუნქტუალური მამაკაცი იქ მელოდებოდა,როდესაც მივედით თვალს არ მაშორებდა ისე დაჟინებით მიყურებდა:
–შენ უბრალოდ შეუდარებელიხარ!(იამანი)
–შენც ძალიან კარგად გამოიყურები,თუმცა ეს კაბა ძალიან ზედმეტია
–არაფერიც,იმ თანხაზე თუ ღელავ,ეგ თანხა მე ერთი დღეც არ მყოფნის ასეცრომ არაფერია,თანაც მთელი ზურგი მოხსნილი აქვს საქმე გამიმარტივდება!
–რას გულისხმობ!
–მშვენივრად იცი რასაც! და შენ ისევ გაწითლდი! ცერემონია მალე დამთავრდა,ჩვენ საქორწილო ფიცი დავდეთ და როგორც წესია შევფიცეთ რომ ყოველთვის ყველა სიტვაციაში ერთმანეთის გვერდით ვიქნებოდით! შემდეგ მთელი დღე არაბეთის ქუჩებში ვსეირნობდით და ასე გამოწყობილებს ყველა ჩვენ გყვიყურებდა,ბოლოს კი სახლში დავბრუნდით,კარი რომ გავაღეთ ყველამ იმხელაზე იყვირა: სიურპრიზი უამრავი ადამიანი იყო სახლში,ქეიფი ყველას დაწყილი ჰქონდათ,შემდეგ ჩვენც შევუერთდით:
–იამან ჩვენ ხომ შევთანხმდით!
–ვიცი ჩემო გოგოვ რომ ასე შევთანხმდით ,თუმცა მე მახსოვს ჩვენი პირველი ქორწინება და ისიც ვიცი როგორ ქორწილზე ოცნებობდი ამიტომ კიდევ მაქვს ერთი სიურპრიზი! იამანს საუბარი არ ქონდა დასრულებული როცა ჩემი მშობლები ოთახში შემოვიდნენ! მათ დანახვაზე გული საშინლად შემეკუმშა და ხელი იამანს მოვუჭირე:
–იამან ამათ აქ რაუნდათ?
–ეს სიურპრიზი იყო ემა ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო მამაშენის აქ დანახვა ,მაგრამ ისინი
შენი მშობლები არიან,მე კი მათი ქალიშილი მიყვარს და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ!ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა მათთან შეხვედრა!ჩვენს ქორწილს რა შეეხება მინდოდა შენთვის დაუვიწყარი ყოფილიყო,მინდოდა ყველაფერი წესების დაცვით ყოფილიყო!
–მე ხომ არ მითხოვია ეს!იამან წამიყვანე აქედან,მათი დანახვაც არ მინდა! იამანს ხმა არ ამოუღია,ჩემი მშობლები მოვიდნენ და ქორწინება მოგვილოცეს,როდესაც ტასომ ისინი დაინახა ჩემსკენ წამოვიდა და თვალით მანიშნა დავმშვიდებულიყავი!
–მისმინეთ აქ უამრავი ხალხია და ვერ დაგელაპარაკებით!ამიტომ როგორ მოხვედით ისე წადით უკან!მეორედ თვალშიც კი არ მომხვდეთ!
–გთხოვ გვაპატიე ემა მე და მამაშენს,არ გვინდოდა ეს ყველაფერი ასე გამოსულიყო(დედა)
–ნამუსი არ გაქვთ?პატიებას მე მთხოვთ?პატიება მე კიარა იამანს სთხოვეთ,უნდა დაუჩოქოთ და ისე სთხოვოთ გაპატიოთ რაც მას დაუშავეთ და მის დედას!მამა შენ როგორ გაბედე აქ ჩამოსვლა ,კარგი ვთქვათ იამანმა გადააბიჯა თავის ღირსებას ისიც ჩემს გამო და დედის მკვლელი აქ მოიწვია შენ რა ნამუსით ჩამოხვედი აქ?!
–დროზე გაეთრიეთ აქედან!
–დამშვიდდი ემა გთხოვ მე შენს სანერვიულოდ არ მომიყვანია ესენი აქ! (იამანი)
–კარგი ემა ჩვენ წავალთ მაგრამ მინდა იცოდე,იამან შენც გეუბნები ვერაფრით გამოვისყიდი იმას რაც მე დედაშენს დავუშავე!შენ დაგიშავე! მე მართლა შემიყვარდა დედაშენი,მაგრამ სახლში შვილი მყავდა,მოვალეობები მქონდა ამიტომ შვილებს ვერ მივატოვებდი! (მამა)
–არ გაბედო!არ გაბედო და შენი შვილები არ გარიო ამაში!ისინი სუფთა არიან შენგან განსხვავებით!მათ არაფერში მიუძღვით ბრალი!შენ კი დედაჩემის ხსენების უფლება არ გაქვს!ცოლი გვერდით გყავს და იძახი დედაშენი შემიყვარდაო,რაც სრული აბსურდია თქვენ კი ქალბატონო როგორ იტანთ ამდენ დამცირებას!მე აქ ამაზე სალაპარაკოთ არ მომიწვევიხართ!
–კარგი იამან არ ღირს მათთან საუბარი ისინი არ უნდა მოგეწვია ხომ ხედავ ყველაფერი გააფუჭეს! წავიდნენ დედაც და მამაც,თითქოს ერთ მომენტში გამიხარდა მათი დანახვა, ერთი წამით გავიფიქრე რომ მარტო არ ვიყავი,თითქოს მათმა მოსვლამ სიცარიელე შემივსო,მაგრამ როცა მახსენდებოდა მათი ამაზრზენი საქციელი,სიბრაზისაგან ლამის გავმსკდარიყავი! ვხედავდი დანიას სახეს რომელსაც ჩვენი ქორწილი საერთოდა არ ახარებდა,ქორწილის განმავლობაში ბორგავდა და ყოველ წუთას ტელეფონზე რეკავდა! მოკლედ ქორწილში დანიასა და ჰავას თუ არ ჩავთვლით ყველა ძალიან გაერთო,სანამ ყველა დაიშლებოდა იამანმა,გარეთ გამიყვანა და მითხრა რომ კიდევ ერთი სიურპრიზი ქონდა რომელიც ნამდვილად მომეწონებოდა და მართლაიც აღმოჩნდა სახლის გვერდით პატარა ქოხი იყო რომელიც მთლიანათ ყვავილებით იყო მორთული,შიგნით რომ შევედით მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი,და იატაკი მთლიანად ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი,გაოიცებისგან სიტყვებს ვერ ვმალავდი იამანს ისე ჩავეხუტე ცოტაც და გავჭყლიტავდი:
–როდის მოასწარი ამდენი რამის გაკეთება,ან როდის გახდი ასეთი რომანტიკოსი?
–გულის სიღრმეში ყოველთვის ვიყავი რომანტიკოსი მაგრამ ჩემი ბოღმა და სიბრაზე ამ ყველაფერს ახშობდა და აუფერულებდა მინდა გითხრა რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!მინდა ათასჯერ და ათიათასჯერ გაგიმეორე!შენ ჩემს ცხოვრებაში სინათლე შემოიტანე,დამანახე თუ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს ამიტომ მე შენ კიდევ მილიონჯერ გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ ,წინ ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება გვაქვს!
–არ მჯერა შენ მე ქართულად მითხარი ეს სიტყვები?!რამდენხანს სწავლობდი?!
–არ ვსწავლობდი,ქართული ვიცი ცოტა
–და ეს ცოტაა!?
–და ბოლოს მინდა ამ ოთახში შეხვდიდე და ეს ნახო! კარი რომ გავაღე მთელი ოთახი წითელი ვარდებით იყო სავსე,ჩემს სიხარულს ვერ ვმალავდი,არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ემოცია:
–რამდენი ვარდია ,სად უნდა წავიღოთ ?
–მილიონი არ არის როგორც ნიკო ფიროსმანის,მაგრამ შენს სილამაზეს შევადარებდი ვარდს რადგან:
მშვენიერება კიდევ უფრო მშვენიერდება,
ჭეშმარიტება თუკი ამკობს ძვირფას ვარაყად,
ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება,
რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არა ჰყავს.
–იამან არვიცი რაგითხრა შექსპირი,ნიკო ფიროსმანი!იცი როგორი ბედნიერივარ?!თურმე რამდენი რამე არ ვიცოდი შენ შესახებ!შენ მე ვარდები კიარა მთელი სამყარო მაჩუქე,
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.
აი რა იყო მიზეზი იმისა რამაც ჩემი ფიქრები თავდაყირა დააყენა,რამაც შეცვალა ჩემი შეხედულებებბი იმაზე რომ ბედისწერას ჩვენ თვითონ ვქმნით!ეს იყო ბედისწერა რომელიც ჩემთვის იყო განზრახული,ეს იყო ბედისწერა რომელმაც დიდი სიძულვილი და დარდი,სიყვარულად და ბედნიერებად აქცია!
ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ: მოხდა ის რომ მე და იამანმა მთელი ცხოვრება ბედნიერად ვიცხოვრეთ არაბეთში,ჩვენს ხუთ შვილთან ერთად,რომელიც იამანს ასე ძალიან უნდოდა,რაც შეეხება ტასოს და აჰმედს ისინი დაქორწინდნენ და საქართველოში გადავიდნენ საცხოვრებლად,აიშას გოგო გაუჩნდა რომელსაც ისრა დაარქვეს, როგორც იქნა მაჰირი და აიშა მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად , ჰავას კი მოშორდნენ,რაც შეეხება დანიას იგიშ ეეგუა ბედს და თავის მეუღლესთან ერთად ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო,ჰავა კი სულ მარტო დარჩაა ძველ სახლში,ალბათ ასე ურჩევნოდა კიდეც,ჩემს მშობლებთან ისეთი ცუდი ურთიერთობაც აღარ მქონდა,რათქმაუნდა არ მიპატიებია მათთვის ყველაფერი,მაგრამ შვილიშვილების ნახვის უფლება მათაც ჰქონდათ! არასდროს მეგონა არაბეთში თუ ოდესმე დავრჩებოდი და იქაურობა შემიყვარდებოდა,მაგრამ,შენი სამშობლო იქ არის სადაც შენი საყვარელი ადამიანები არიან, რათქმაუნდა საქარველოში ხშირად ჩავდიოდი , ჩემმა შვილებმაც გამართულად იცოდნენ ქართული და მისი ტრადიციები! ასე დასრულდა ჩვენი დიდი სიყვარულის პატარა ისტორია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოკლედ არ მინდოდა ეს ისტორია დაუსრულებელი დამეტოვებინა,თანაც იყვნენ ადამიანები რომლებსაც ჯერ კიდევ უნდოდათ ეს ისტორია დამთავრებულიყო ამიტომ დავდე დიდი ხნის შემდეგ და ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდით.ჩემი ისტორია განსხვავებულია იმით რომ თითქმის მთლიანად დიალოგებით არის აწყობილი და მხოლოდ ორი ადამიანის სიყვარულს ეხება,არ ვიცი შესაძლობა ბევრი ხარვეზი იყოს აბზაცებთან დაკავშირებით კონტექსტთან და ა.შ,მაგრამ მაინც ბედნიერი ვიქნები თუ თქვენ მოეწონებათ,ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შეფასებას,იმას რასაც ფიქრობთ ამ ისტორიაზე,წყვილზე.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აუ რამდენი ხანი ველოდებოდი ამ ისტორიას და როგორც იქნა დადე,გამიხარდა რომ ისე არ დატოვე,ძალიან მომეწონა,საყვარელი წყვილი არიან,მაგრამ მე ვისურვებდი კიდევ უფრო განგევრცო მათი ისტორია ,სხვა მხრივ მართლა ძალიან ვისიამოვნე

 


№2 სტუმარი მაარ.კ

კარგი იყო <33

 


№3  offline წევრი izabella

ხარვეზების მიუხედავად, სიუჟეტი იყო ძალიან საინტერესო, წარმატებები.

 


№4  offline წევრი eli 234

ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ ♡♡♡♡

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ვაუ ეს რა ისტორია იყო,მოკლედ ამ ისტორიას და შენ დიდი ემოცია მოგაქვთ,შენ შეგიძლია ადამიანში ემოცია გამოიწვიო ეს დიდი ნიჭია,ისტორია შესანიშნავია მათი სიყვარული არაჩვეულებრივი და გიჟური,ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ისეთი რომ ვერ მოსწყდები.

 


№6  offline მოდერი Someone wandering

ძალიან კარგი იყო.
მიყვარს იამანი.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ჩემი აზრით ძალიან მაგრა წერ,გრამატიკულად გამართული,არაორდინალური ,საინტერესო ისტორიაა,მხიარული და პოზიტიური დადებითი ემოციებით მავსებს, ბრავო და ველოდები შემდეგ ნაწილს

საუკეთესო ისტორია რაც წამიკითხავს

 


№8 სტუმარი mari

zaaannn momewona

 


№9 სტუმარი Მარი

[quote=eli 234]ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ ♡♡♡♡
Კიი ანუ აი ძააანნნნნნ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent