შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული" თუ "სიძულვილი"?! (8 თავი)


7-05-2016, 00:24
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 2 100

2 დღე გავიდა...ნინა ფიქრობდა თუ რა ექნა,როგორ შეენარჩუნებინა სახლი.იამანი გეგმებს აწყობდა,როგორ სთხოვდა ცოლობას..აჩი ბრაზით აღსავსე თვალებით დადიოდა,მაგრამ ეს უფრო ეჭვიანობით იყო გამოწვეული.
-აჩი,ერთ წუთი(ელზა)-შვილი თავისთან დაიბარა.
-გისმენ დედა(აჩი)
-შვილო..გიორგის ფული სჭირდება,რომ სახლი გამოისყიდოს ბანკიდან,თორემ 3 დღეში გაუყიდიან.მართალია დახმარება არ უთხოვიათ,მაგრამ ის ჩვენი ოჯახის მეგობარია.ვფიქრობ უნდა დავეხმაროთ(ელზა)
-რამდენია საჭირო?(აჩი)
-6 000 დოლარი...ნინას უნდოდა ამ თანხის ავანსად გამორთმევა,მაგრამ ვერ ითხოვა..(ელზა)-აჩი საქმის მოგვარებას შეუდგა..ამ დროს კი იამანი დროს არ კარგავდა.
-ნინა,ბევრი ვიფიქრე...და...ცოლად გამომყვები?(იამანი)-ბეჭედი გაუწოდა.გოგო დაიბნა,არ იცოდა რა ეთქვა,მხოლოდ ის იცოდა,რომ იამანი არ უყვარდა.
-რას ამბობ იამან?(ნინა)
-მინდა,რომ ცოლად გამომყვე..მიყვარხარ(იამანი)
-მე...არ ვიცი,არ მიყვარხარ.(ნინა)
-უბრალოდ დამთანხმდი,ვიცი შეგიყვარდები(იამანი)-სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა იმ იმედით,რომ თანხმობას მიიღებდა..თუმცა ნინა ვერაფერს ამბობდა,აჩი ედგა თვალ-წინ..
-დრო მომეცი..(ნინა)
-ხვალ საღამომდე...საღამოს კი მოვალ და მამაშენს ვთხოვ შენს ხელს(იამანი)-გოგო სიტყვის უთქმელად წავიდა,რა უნდა ექნა? ყველაფერი თამო მოუყვა.
-რას აპირე?შენ ხომ არ გიყვარს?(თამო)
-არ მიყვარს..მაგრამ ახლა ჩემი ოჯახი რთულ მდგომარეობაშია,თუ დავთანხმდები,სახლს გამოისყიდის(ნინა)
-მაგრამ,ამ მსხვერპლის გარეშეც ხომ შეძელბ?(თამო)
-როგორ?(ნინა)-დაბნეული სახით შეხედა.
-ჩემ ძმას გაყევი ცოლად(თამო)-გაუბედავად უთხრა.
-რას ამბობ დაო?ეგ მსხვერპლი არ გამოდის?(ნინა)
-რატომ,დავიჯერო აჩი არ გიყვარს?(თამო)-ამაზე ნინას გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო,დაიბნა..
-რა მნიშვნელობა აქვს,მე რას ვგრძნობ..აჩის არასდროს არ უთქვამს,რომ ვუყვარვარ,მითუმეტეს ცოლობაზე...აჩის არ ვუყვარვარ(ნინა)
-მე არ გეთანხმები...ჩემი ძმა სხვანაირია,გრძნობებს ახვანაირად გამოხატავს(თამო)
-რა მნიშვნელობა აქვს..ვფიქრობ იამანს გავყვები..(ნინა)
ლუკას მათი საუბარი მოესმინა და აჩისთან წავიდა.
-აჩი,სერიოზულად უნდა გელაპარაკო(ლუკა)
-გისმენ(აჩი)
-ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხო,სიმართლე(ლუკა)
-ნუ მაშინებ,თამო კარგადაა?(აჩი)
-მითხარი,ნინა გიყვარს?(ლუკა)-პირდაპირ ჰკითხა და აჩის გული აუძგერდა.
-რატომ მეკითხები(აჩი)
-იმიტომ,რომ თუ გიყვარს,მაშინ დროა ამოძრავდე,რადგან შეიძლება ხვალ საღამოს იამანზე დაინიშნოს(ლუკა)-ამის გაგონებაზე აჩიმ თვალები ჭყიტა,სიბრაზით აენთო.
-რას ამბობ,ეს შეუძლებელია(აჩი)
-სრულიად შესაძლებელია!დღეს თამოს მოუყვა და შემთხვევით გავიგე.მგონი უნდა დაფიქრდე,რას იზამ(ლუკა)
-ნინას გადასაწყვეტია,თუ უყვარს გაყვეს(აჩი)-ყელში ბურთი ჰქონდა მიბჯენილი და ძლივს თქვა.
-გგონია უყვარს?იქნებ სხვა გზა არ აქვს და ვინც მოსწონს ზუსტად ის ადამიანია გაჩუმებული!(ლუკა)-სრულიად დაუფიქრებლად თქვა სიმართლე.
-რის თქმას ცდილო(აჩი)
-არ ვცდილო,გითხარი.იმედია მიხვდები და არ გაგიჭირდება,მისტერ აჩი!(ლუკა)-ამ სიტყვებით წავიდა მისგან.აჩი მთელი ღამე ლუკას ნათქვამზე ფიქრობდა,ნუთუ ნინასაც მოსწონდა?ნუთუ შეძლებდა,რომ ოჯახი შეექმნა და მისი ერთგული ყოფილიყო?ნუთუ რასაც გრძნობდა მართლა სიყვარული იყო და არა უბრალო გატაცება?!
მეორე საღამოს ნინასთან ნიშნობა გაიმართა,ყველა იქ იყო:ელზა,თამო,ლუკა მხოლოდ აჩი აკლდა. ირმა და გიორგი თითქოს ბედნიერები იყვნენ,მაგრამ შვილს იგივეს ვერ ატყობდნენ...
-დაო,ბედნიერი ხარ?(მარია)
-რა თქმა უნდა...(ნინა)-მშრალად უპასუხა და ფანჯარაში გაიხედა,რადგან მისი გული ჩუმად აჩის ელოდა,მაგრამ ამაოდ...ლუკამ და თამომ შენიშნეს,რომ ნინა უგუნებოდ იყო.
-ნინა,გარეთ რატომ იყურები?იამანი ხომ აქ არის(თამო)
-უბრალოდ..ჰაერი მჭირდებოდა(ნინა)-ძლივს მოიფიქრა მიზეზი,თუმცა,რა თქმა უნდა,არ დაუჯერებიათ.ლუკა გვერდით გავიდა და აჩისთან რეკავდა..შემდეგ ოფისში დარეკა სადაც უთხრეს,რომ ლონდონში გაემგზავრა დილით..
-აჩი არ მოვა.დროა ნიშნობა დავიწყოთ(ლუკა)
-რატომ,რამე მოხდა?(ელზა)
-დილით ლონდონში გაემგზავრა(ლუკა)-გაბრაზებული ხმით უთხრა.ნინას თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში,ძლიერი ტკივილი იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია. ნიშნობა ჩატრდა,ნინამ და იამანმა ბეჭდები გაცვალეს,მაგრამ თითქოს არავისს უხაროდა..
ნიშნობის შემდეგ 1 კვირა გავიდა.ქორწილისთვის ემზადებოდნენ.აჩი ჯერ არ დაბრუნებულიყო,ნინა კი მას ელოდა,თანდათან რწმუნდებოდა,რომ აჩი უყვარდებოდა,მაგრამ მასზე ბრაზდებოდა..თამო და ლუკაც ბრაზდებოდნენ აჩიზე,მის საქციელზე,აღარც დაურეკავთ მისთვის.
-ნინა,სად ხარ კაბაზე უნდა გავიდეთ!(თამო)
-დაო,მიდი და იქ მოვალ(ნინა)-5 წთ არ იყო გასული,რომ ნინას გზაზე გადასვლისას,მანქანა რამის დაეჯახა.შეშინებულმა გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა,საავადმყოფოს პალატაში იწვა და ექიმები სინჯავდნენ.
-აქ როგორ მოვხვდი?(ნინა)
-მანქანა მსუბუქად დაგეჯახათ(ექიმი)-ექიმის გასვლის თანავე აჩი შემოვიდა.
-ნინა,კარგად ხარ?(აჩი)-ამ ხმის გაგონებაზე,ნინას ტანში ჟრუანტელმა დაუარა,გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო...ღმერთო,როგორ მონატრებია ეს მკაცრი,მელოდიური,კაცური და ამავედროს თბილი ხმა.თითქოს გამოფხიზლდა და გამოცოცხლდა,მაგრამ უფრო უცნაური გრძმობა დაეუფლა.უნდოდა ხმა ამოეღო,მაგრამ სიტყვები არ მოსდიოდა,გაჩუმებული იყო იმ იმედით,რომ კიდევ ერთხელ გაიგონებდა ამ ხმას.
-მეჩვენება,ის აქ არ არის(ნინა)-ჩუმად იმეორებდა.
-ნინა..-ისევ დაუძახა,მაგრამ გოგოს ისევ არაფერი უთქვამს..-კარგად ხარ?(აჩი)-მიუახლოვდა და ხელი მოკიდა,ამაზე ორივეს სხეული აუთრთოლდა.
-აქ რა გინდა,შენ დამეჯახე?(ნინა)
-შემთხვევით..წამოდი წაგიყვან(აჩი)-გოგო დგებოდა,როდესაც აჩი მიეხმარა,მაგრამ ცივად გააშვებინა ხელი და პალატიდან გავიდა.
-წაგიყვან-მეთქი(აჩი)
-თვითონ წავალ,არ მინდა დახმარება(ნინა)-თუმცა აჩიმ ძალით ჩასვა მანქნაში და წაიყვანა მშვიდ ადგილას მივიდნენ.
-აქ რატომ მოიყვანე(ნინა)-მანქანიდან გადავიდა კარი მაგრად მიხურა.
-იამანზე დანიშნულხარ...გილოცავ(აჩი).
-მადლობ.რატომ არ იყავი?ყველა შენ მოსვლას ელოდებოდა(ნინა)
-შენც მელოდებოდი?(აჩი)
-კი.-ნინას უნებურად წამოსცდა.-გელოდებოდი,რადგან იამანს უშენოდ არ უნდოდა ცერემონიის დაწყება(ნინა)
-გიყვარს?(აჩი)
-რა?(ნინა)
-გიყვარს თუ უბრალოდ იმიტომ მიყვები,რომ შენ ოჯახს დაეხმაროს?(აჩი)
-რატომ მეკითხები(ნინა)-კითხვაზე კითხვითვე უპასუხა,რადგან ნამდვილ პასუხს არ/ვერ ეტყოდა.
-კითხვაზე არ გიპასუხია(აჩი)
-არა!არ მიყვარს!(ნინა)-განერვიულებულმა უთხრა.აჩიმ კი ამის გაგონებაზე ამოისუნთქა.
-შანსი,რომ გქონდეს სხვას გაყვებოდი?(აჩი)
-მაგალითად ვის?(ნინა)
-მე!(აჩი)-ამის გაგონებაზე ნინა დაიბნა.
-შენ?დამცინი?(ნინა)
-არა არ დაგცინი!შენ იამანს უსიყვარულოდ მიყვები!მის მაგივრად მე გამომყევი!(აჩი)-მკაცრად და უგრძნობლად თქვა,თუმცა გულის სიღრმეში ცეცხლი ენთო და არ ქრებოდა.
-იამანს როგორ ედრები!მას ვუყვარვარ!მართალია მე არ მიყვარს,მაგრამ ვეცდები შევიყვარო!-შენიშნა,რომ აჩი ამის გაგონებაზე მოიღუშა.-შენ გიყვარვარ?(ნინა)-აჩი გაშეშდა,რა უნდა ეპასუხა?ვერ ბედავდა..ნინამ ჩაიცინა და წავიდა.
-სად მიდიხარ,მოიცადე!(აჩი)-ხელი მოკიდა და მისკენ მიაბრუნა.
-ტაქსით დავბრუნდები!იმ ადამიანთან ერთად მგზავრობა არ მინდა,რომელიც ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნნობებში!(ნინა)
მთელი ღამე არც-ერთს არ ეძინა,დღევანდელ საუბარზე ფირობდნენ.
2 კვირა გავიდა..ხვალ ქორწილი იყო,გიორგი ხედავდა,რომ მისი შვილი ბედნიერი არ იტო,ელზაც ხედავდა,რომ აჩის უჭირდა და გრძნობები ერთმანეთში ერეოდა,მაგრამ ამის მიუხედავად ნინა აღარც უნახავს!იამანი ბედნიერი იყო,რადგან როგორც იქნა საყვარელ ქალზე ქორწინდებოდა.
-შვილო,ხვალ თხოვდები..იამანი გიყვარს,თუ იმიტომ მიყვები,რომ ფინანსური პრობლემები გვაქვს?(გიორგი)
-მამა,მამა,ნუ ღელავ..ეს ჩემი გადაწყვეტილებაა,მერწმუნე თქვენ არაფერ შუაში ხართ(ნინა)-ნაძალადევად უღიმოდა და სიმაართლეს არ ეუბნებოდა.
-ვხედავ,რომ ბედნიერი არ ხარ,ამიტომ ვდარდობ(გიორგი)-ნინა,მამას ჩაეუხუტა,შემდეგ სასეირნოდ გავიდა. ფიქრობდა და აჩის შეეჩეხა,არაფრის თქმას არ აპირებდნენ,მაგრამ აცის გულმა ვერ მოუთმინა.
-ხვალ ქორწილი გაქვს და აქ ხარ?(აჩი)
-არ მგონია,რომ ანგარიში უნდა გაბარო!(ნინა)
-კარგი,ბოდიში...მოდი დავსხდეთ.-სკამზე ჩამოსხდნენ.აჩი უყურებდა და ძლივს უყრიდა სათქმელს თავს.-ხვალ თხოვდები,ბედნიერი ხარ?(აჩი)
-ალბად(ნინა)
-ანუ იპოვე ის ადამიანი რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებ და შეუყვარებ?(აჩი)-პასუხის მოლდალიან ინდოდა,რომ მისთვის სასურველი პასუხი მიეღო.
-არ ვიცი(ნინა)-უკვე გვიანი იყო.
-ანუ გათხოვდები?(აჩი)
-კი და ცხოვრების ბოლომდე ქმრის ერთგული ვიქნები!პირობა დავდე და ვერ ჩავშლი ქორწილს..იამანის შეყვარება,რომც ვერ შევძლო,არასდროს ვუღალატებ(ნინა)-აჩის რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ნინა წავიდა.
ბიჭი მხოლოდ გამთენიისას წავიდა იმ ადგილიდან,მთელი ღამე ფიქრში გაატარა.ნინაზე ფიქრო არ ასვენებდა,თუმცა ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული უყვარდა,თუ არა....



№1 სტუმარი bkin

Rauazrobbaa colobaa kalishvilobis dakargvakiara

 


№2  offline წევრი im a crazy girl

Cabshe agar momwons es motxroba:(

 


№3  offline წევრი Tikko_Elikashvili

im a crazy girl
Cabshe agar momwons es motxroba:(

Saintereso agar aris tu ra mxriv? Modi ase moviqcet xval shemdeg tavs gamovaqveyneb da tu ar mogewoneba agar davdeb shemdeg

 


№4 სტუმარი teo

მე ვთვლი რო საინტერესოა და დადე ყველა თავი

 


№5  offline წევრი Tikko_Elikashvili

teo
მე ვთვლი რო საინტერესოა და დადე ყველა თავი

Chemtvis rogorc axalbeda mwerlistvis gasatvaliswinebelia tqveni azri. Tqveni survilisebr moviqcevi

 


№6  offline წევრი im a crazy girl

Tikko_Elikashvili
im a crazy girl
Cabshe agar momwons es motxroba:(

Saintereso agar aris tu ra mxriv? Modi ase moviqcet xval shemdeg tavs gamovaqveyneb da tu ar mogewoneba agar davdeb shemdeg

Ai ese vinmes rom ar moewonos arunda shewkvito motxroba me sheidzleba agar momwons magram shen sheni saqme unda daamtavro imedia shemdegi saintereso iqneba ufro<3

Tikko_Elikashvili
im a crazy girl
Cabshe agar momwons es motxroba:(


Saintereso agar aris tu ra mxriv? Modi ase moviqcet xval shemdeg tavs gamovaqveyneb da tu ar mogewoneba agar davdeb shemdeg


Ai ese vinmes rom ar moewonos arunda shewkvito motxroba me sheidzleba agar momwons magram shen sheni saqme unda daamtavro imedia shemdegi saintereso iqneba ufro<3❤️❤️

 


№7  offline წევრი Tikko_Elikashvili

im a crazy girl
Tikko_Elikashvili
im a crazy girl
Cabshe agar momwons es motxroba:(

Saintereso agar aris tu ra mxriv? Modi ase moviqcet xval shemdeg tavs gamovaqveyneb da tu ar mogewoneba agar davdeb shemdeg

Ai ese vinmes rom ar moewonos arunda shewkvito motxroba me sheidzleba agar momwons magram shen sheni saqme unda daamtavro imedia shemdegi saintereso iqneba ufro<3

Tikko_Elikashvili
im a crazy girl
Cabshe agar momwons es motxroba:(


Saintereso agar aris tu ra mxriv? Modi ase moviqcet xval shemdeg tavs gamovaqveyneb da tu ar mogewoneba agar davdeb shemdeg


Ai ese vinmes rom ar moewonos arunda shewkvito motxroba me sheidzleba agar momwons magram shen sheni saqme unda daamtavro imedia shemdegi saintereso iqneba ufro<3❤️❤️

Imedia mogewonebat

 


№8 სტუმარი teo

Agar agrdzeleb?

 


№9  offline წევრი Tikko_Elikashvili

teo
Agar agrdzeleb?

Xval aucileblad davdeb 2 tavs

 


№10 სტუმარი teo

რატო არ დებ დანარჩენ თვვს დავიღალე ლოდინით

 


№11 სტუმარი ))))

დადე შემდეგიიი რაა... არ მიატოვო ძან მომეწონწ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent