შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიოზიბანა ( თავი 3)


5-12-2019, 12:04
ავტორი Spongebob
ნანახია 2 310

-ხვალ საქართველოში ვბრუნდებით.-მოულოდნელად,აივანზე ვახშმობისას გამოაცხადა ნიკოლოზმა.
-ჩვენი თაფლობის თვე მხოლოდ ოთხი დღე გაგრძელდა?
-მგონი,ზედმეტიც კი იყო.
-ვუბრუნდებით ჩვეულ სახეს,კარგია.-ტუჩები დაბრიცა სოფიამ.
-რამე არ მოგწონს?
-არა,საიდან მოიტანე. მე აღარ მშია,გემრიელად მიირთვი.-ჩანგალი მაგიდაზე დააბრუნა და ოთახში შევიდა. რაღა თქმა უნდა ნიკოლოზიც უკან აედევნა.
-ისევ იგივეს გამეორება მიწევს?
-უკვე მგონია,რომ თუთიყუშად გადაიქეცი.კარგად მახსოვს შენი სიტყვები და საჭირო არ არის,რომ ყოველ წუთს შემახსენო. რატომ პანიკდები მაშინვე,როცა რაღაც ადამიანურის გაკეთება მინდა?
-არ ვპანიკდები. ბარგი ჩაალაგე,მე გავდივარ!-კარებთან მისული სოფიას ხმამ შეაჩერა.
-ისევ იმ ქალთან მიდიხარ?
-პრობლემაა?
-მე გითხარი,რომ ეს ჩემს თავმოყვარეობას ლახავდა,მაგრამ თუ კი ეს ფეხებზე გკი*ია,შეგიძლია წახვიდე.
-რატომ მოქმედებს ეს შენს თავმოყვარეობაზე?-კარები მიხურა და ზედ ზურგით აეკრო.
-იმიტომ,რომ ქალი ვარ! რაც არ უნდა იყოს,როგორი არარეალური ცოლ-ქმარიც არ უნდა ვიყოთ,ქალისთვის ყოველთვის დამამცირებელია,როცა ქმარი სხვა ქალთანაა.
-მე მგონი ღვინომ ძალიან იმოქმედა.
-ჰო,შავი ღვინო ჩემზე მოქმედებს,ერთი ჭიქაც საკმარისია იმისთვის,რომ გავითიშო.
-კარგი დაიძინე,მე არ დამელოდო.
-კარგი.-უდარდელი ტონით უპასუხა და საწოლში შეძვრა. ნიკოლოზი გააკვირვა მისმა გამოხტომამ,მაგრამ სიმთვრალეს დააბრალა და ოთახი დატოვა. მანქანაში ჩაჯდა,წასვლა დააპირა,მაგრამ გადაიფიქრა.შავგვრემანი ქალის მაგივრად კი რომას დაურეკა.
-ხვალ მოვფრინავთ,აეროპრტში დაგვხვდი და სოფია წაიყვანე.
-შენ რას მიკეთებ?
-მე ოთართან მაქვს საქმე,უკვე ზედმეტები მოსდის.
-კიდევ დაგირეკა?
-ჩემი და სოფიას ფოტო გამომიგზავნა.რესტორანში რომ ვისხედით,იქ გადაუღიათ.
-მხოლოდ სურათი იყო?
-ან შენ გააკეთებ გასაკეთებელს ან მეო.
-და მაგაზე ავარდი? ხომ იცი,რომ მაქსმიალურად ცდილობს შენს გამწარებას?!
-თუ კი ახლა არ მოვთხოვ პასუხს,შეიძლება მართლა დაუშავოს რამე...
-დამშვიდდი,სოფიაზე ნუ იღელვებ,არაფერი მოუვა.-გამხიარულდა რომა.
-რა იყო ახლა ეს?
-არაფერი,ცოლს მიხედე.
ნერვებმოშლილმა გათიშა ტელეფონი,მანქან დაქოქა სა შავგვრემნისკენ მიმავალ გზას გაუდგა.
°°°°°
დილით სოფიამ გაიღვიძა,მის გვერდით გაშხლართულ ნიკოლოზს ზიზღით დახედა და სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან. ტანსაცმელი სხვადასზვა ჩემოდნებში ჩააწყო და მერე კი კომფორტული ტანსაცმელი მოირგო ტანზე. ნიკოლოზის გაღვიძებაზე არც უფიქრია,აივანზე სავარძელში მითავსდა და სოციალურ ქსელში გადაეშვა.
-შეგეძლო გაგეღვიძებინე!-დაბოხებული ხმით უსაყვედურა ქმარმა.
-ვიფიქრე,დაღლილი იქნებოდი.-ამოისისინა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
-ერთხელ მაგ ტელეფონს დაგიფშვნი!
-წარმატებები.-ირონიით გაჟღენთილი ტონით ამოილაპარაკა.-თუ დროზე არ გაემზადები,ფრენაზე დავაგვიანებთ.
-მე დღეს აქ ვრჩები.
-უკაცრავად?
-შენ შეგიძლია წახვიდე,ბილეთი კომოდზე დევს.
-კარგი.
-ბედნიერი მგზავრობა!-უთხრა და ძილის გასაგრძელებლად საწოლს დაუბრუნდა.არ იცოდა,რას მოელოდა სოფიასგან,მაგრამ ვერ წარმოიდგენდა თუ მართლა წავიდოდა.ვერც სოფია იჯერებდა,რომ ეს მართლა ხდებოდა,მაგრამ თავის ჩემოდანს დაავლო ხელი,გასაღები ნომერში დატოვა და წავიდა.აფრენამდე ეგონა,რომ ნიკოლოზი მივიდოდა,მაგრამ ვერსად დალანდა. თბილისის აეროპორტიდან გასვლას აპირებდა წინ ახალგაზრდა მამაკაცი,რომ აესვეტა.
-სოფია ხო?
-დიახ.-დაბნეულმა დაუკრა თავი.
-მე რომა ვარ,ნიკოლოზის მეგობარი,მითხრა რომ უნდა დაგხვედროდი.
-იცი,არ მინდა შენი შეწუხება,ჩემით წავალ...
-და ამისთვის ნიკოლოზი პასუხს მომთხოვს! ნამდვილად არ მჭირდება პრობლემები.წამომყევი.
-კარგი.-ღიმილით აედევნა უკან ბიჭს და მანქანაში მის გვერდით დაიკავა ადგილი.
ხალხის თვალიერებისგან დაღლილმა რომამ კი შემთხვევით მოჰკრა თვალი,თუ როგორ ტოვებდა სოფია აეროპორტს ოთარის ერთ-ერთ კაცთან ერთად და მაშინვე განგაშის ზარი ჩაერთო.
-ჯანდაბა,სოფია! ასეთი უტვინო როგორ ხარ?-მაშინვე თავისი მანქანისკენ გაიქცა და წინ წასულ მანქანას უკან გაჰყვა. გზაში უამრავჯერ სცადა ნიკოლოზთან დაკავშირება,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-იმედი მაქვს მყარად ზიხარ სოფია!-ღრმად ჩაისუნთქა და სისწრაფეს უმატა,ცოტა ხანში კი მის წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა და ორივე მანქანა სავალი გზიდან გადავარდა.
მიუხედავად იმისა,რომ ცდილობდა თავი დაეჭირა,მაინც მიიღო დაზიანებები.წარბიდან სისხლი თქრიალით სდიოდა,მარცხენა ხელში ჩაფშვნილი შუშის ნამსხვრევები ჰქონდა შერჭობილი. მანქანიდან სასწრაფოდ გადავიდა და სოფიას მხარეს,კარები გამოგლიჯა.
გოგონა საშინელ მდგომარეობაში იყო,ძლივს სუნთქავდა. სახეზე უამრავი ნაკაწრი ჰქონდა. მუცელში კი საკმაოდ მოზრდილი შუშა ჰქონდა შერჭობილი.
-ღმერთო,არ მოკვდეს!-შეშინებული დაჰყურებდა სოფიას სისხლით მითხვრილ სახეს.-გესმის ჩემი?
გოგომ თანხმობის ნიშნად ოდნავ ამოიკრუსუნა.
-კარგი,არ შეგეშინდეს,ყველაფერი კარგად იქნება!
სასწრაფო გამოიძახა და მის მოსვლამდე კიდევ სცადა ნიკოლოზთან დაკავშირება.
-რა კუჭი აიშალე,რა გინდა? რომ არ გპასუხობ...
-სოფია კვდება,იდიოტო! სად ჯანდაბაში ხარ? შეეშვი მაგ ოთარს და მოეთრიე აქ!
-რას ნიშნავს კვდება? რა ოთარი,მილანში ვარ! სოფიას რა სჭირს?
-მოიცა,ეგ როგორ?
-სოფია როგორ არის მეთქი? რა დაემართა?-ლამის ტელეფონიდან გადმოხტა.
-საავადმყოფოში გადაგვყავს,მერე დაგირეკავ.-ტელეფონი გათიშა და ექიმები სოფიასკენ წაიყვანა.
ფრთხილად დააწვინეს საკაცეზე და მანქანაში აიყვანეს. რომაც მას გაჰყვა და შეშინებული,ჯერ კიდევ შოკში მყოფი დაჰყურებდა გოგოს.
°°°°°°
-სოფია როგორ არის?
-სად ხარ?-განადგურებული ხმა ჰქონდა რომას.
-აეროპორტში ვარ,მოვფრინავ.სოფია...ცოცხალია? არ მომკვდარა,ხო? ხმა ამოიღე,ნუ გამაგიჟებ,ბიჭო!
-არ ვიცი. ჯერ არაფერი ვიცი. მძღოლი მოკვდა,სოფიაზე არავინ არაფერს ამბობს. ნიკოლოზ,არ მომიკლავს არა?
-დამშვიდდი,დიდი გაიძვერაა,გადარჩება!
-მაგას მე მეუბნები თუ საკუთარ თავს? რამე რომ დაემართოს?
-თვითმფრინავში ვჯდები და მალე მანდ ვიქნები. გაუძელით...
თვალებჩაწითლებული,ძალაგამოცლილი ბიჭი კედელთან ჩაცურდა .ერთი კაცის სიკვდილი უკვე მის კისერზე იყო,მაგრამ ამაზე არც კი ფიქრობდა,ალბათ იმიტომ,რომ დამნაშავე იყო.მაგრამ სოფია...მას რომ რამე დამართნოდა... საოპერაციოდან ექიმის გამოსვლამ გამოაფხიზლა და მაშინვე ფეხზე წამოხტა.
-როგორ არის?
-ბევრი სისხლი დაკარგა,ოპერაციისას გული გაუჩერდა,თუმცა მოვახერხეთ მისი კვლავ ამუშავება.არსებობს დიდი ალბათობა იმისა,რომ ოპერაცია ვერ გადაიტანოს,ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ!-მონოლოგის შემდეგ კვლავს საოპერაციოს დაუბრუნდა ექიმი და განადგურებული რომა მარტო დატოვა.
-არ გაბედო ჩემ გამო სიკვდილი!-ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.-რა ჯანდაბა ვქნა? მისი გადარჩენა მინდოდა და ახლა .... იდიოტი ხარ რომა,ნამდვილი იდიოტი!
°°°°°°
აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. რომა ისევ კედელთან იჯდა,თავი ხელებში ჩაერგო და სამყაროს მოწყვეტილიყო.
-როგორ არის?-ძლივს ამოილაპარაკა.
-დავკარგეთ!-განაჩენივით გაისმა ბიჭის ხმა-ჩემ გამო მოკვდა,მაპატიე კარგი? მხოლოდ ოთარისგან დაცვა მინდოდა,სხვას ვერაფერს გავაკეთებდი,გთხოვ მაპატიე! არ მინდოდა...
გაშტერებული უყურებდა სახეწაშლილ რომას და ვერც ხვდებოდა რა უნდა ექნა. სიბრაზე,სინანული,დანაშაულის გრძნობა,ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა....
-თვითმფრინავი დასაშვებად ემზადება,გთხოვთ შეიკრათ ღვედები!-საიდანღაც გაისმა ქალის წკრიალა ხმა და რომაც და საავადმყოფოც ერთ წამში გაქრა. გაშტერებულმა მოათვალიერა გარემო და როცა მიხვდა,რომ ყველაფერი სიზმარი იყო,შვებით ამოისუნთქა.
-შენი სიკვდილიღა მაკლდა კოშმარად!-ჩაიბუტბუტა თავისთვის და უსაფრთხოების ღვედი შეიკრა.
ბარგი მძღოლს გაატანა,თვითონ კი საავადმყოფოში წავიდა. საავადმყოფოს შესასვლელთან ჟღალწვერა დახვდა,რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა და ძლივს მოთოკა თავი,რომ იქვე არ მოეკლა.
-ამას არ შეგარჩენ! ეს ასე არ დამთავრდება!-განრისხებული უქნევდა თითს.
-რას არ შემარჩენ? შენმა მეგობარმა ჩემი ერთგული ხელქვეითი მოკლა და შენ მე რას არ შემარჩენ?
-შენი ერთგული ხელქვეითი შენსავით ნაბი*ვარი იყო,ამაში დარწმუნებული ვარ! რას ერჩი იმ გოგოს,რა გინდა?
-მე გაგაფრთხილე,ან შენ გააკეთებ ან მე მეთქი. რადგან მარტო გამოუშვი,ვიფიქრე,რომ მე დამითმე ეს სიამოვნება.-ვნებამორეული ხმით ამოილაპარაკა,ეს კი ნიკოლოზისთვის ზედმეტი აღმოჩნდა.მაშინვე გაუქანა მუშტი სახეში.
-აღარ გაბედო მსგავსი რამ,თორემ შენი ხელქვეითი საკმარისი აღარ იქნება!-კბილებს შორის გამოსცრა და შენობაში შევიდა. მიმღებში სოფიას სახელი და გვარი იკითხა,გოგონამ კი მესამე სართულზე გაუშვა. სიზმართან შედარებით გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა რომა,მაგრამ მაინც იკითხებოდა მის სახეზე უძილობა,დაღლილობა,ნერვიულობა...და ნაკაწრები.
-როგორ არის?
-კარგადაა,ახლა გაღვიძებას ელოდებიან.
-შენ როგორ ხარ?
-არ მკითხო,ოპერიაციის დროს ლამის მოკვდა. რამე რომ დამართნოდა...
-კარგი,დამშვიდდი,მთავარია ცოცხალია. შენ არ აპირებ,რომ გაესინჯო?-მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი.
-უბრალოდ დაჟეჟილობები მაქვს,არ მაქვს ახლა ზედმეტი რაღაცების თავი.
-როგორც გინდა.
-პაციენტი გონს მოეგო,შეგიძლიათ მოინახულოთ.-უთხრა სოფიას პალატიდან გამოსულმა ექთანმა და ბიჭებს გაეცალა.
ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა და ფრთხილად შეაღო კარი. სახე მოეღუშა მისი მდგომარეობის დანახვისას.
-მოგენატრე? -სუსტად,მაგრამ ირონიულად ამოილაპარაკა გოგომ.
-ჩვეულ ფორმაში ვართ,მშვენიერია!
-ჩემზე ზრუნვით თავს ნუ დაიღლი,შეგიძლია წახვიდე და...რაც გინდა ის გააკეთო.
არაფერი უთქვამს ნიკოლოზს,მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა და მოჭუტული თვალებით მიაშტერდა გოგოს.
-ახლა ასე უნდა მიყურო?-ძლივს მიატრიალა კისერი.
-გააჩერე თავი,თორმე შეოძლება კისერი მოგტყდეს.
-რატომ მიყურებ?
-ხატვა,რომ შემეძლოს დაგხატავდი.-მოულოდნელობისგან გაკვირვებულმა თავის წამოწევა დააპირა,მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შეძლო.
-აქედან,რომ ავდგები გასწავლი.
-ხატავ?
-არა,ვისწავლი და მერე გასწავლი.
-აქ უნდა გამეცინა?
-რა ვიცი-მხრაბის აჩეჩვა სცადა,მაგრამ რა თქმა უნდა ვერც ეს შეძლო.
-გიხდება თეთრი ფერი-თვალით თაბაშირზე ანიშნა.
-კომპლიმენტების მამა ხარ.-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი და ფრთხილად მიატრიალა კისერი.-შენი მეოგაბრიც შენნაირად ნიჭიერი ყოფილა.-სიცილი აუტყდა,მერე კი ტკივილმა შეახსენა თავი და სახედამანჭული იცინოდა.
-შენ კი ყველასგან გამორჩეული სულელი და გულუბრყვილო.ყველას,რომ არ უნდა ენდო არ უსწავლებიათ? რომას სხვა გზა არ ჰქონდა.
-ვიცი და მადლობელი ვარ.-ისევ იცინოდა.-მართლა,მინდა მადლობა გადავუხადო. დაუძახე და შენ აღარ დამენახო,ისედაც ცუდად ვარ.
-და მე რას გიშავებ?
-მაღიზიანებ!
უემოციო სახით დახედა ცოლს,მერე ფეხზე წამოდგა და დერეფანში გავიდა.
-როგორ არის?-მაშინვე ჰკითხა რომამ.
-შენი ნახვა უნდა.
-რატომ?
-რა ვიცი მე,შედი და გაიგებ!-ნერვებმოშლილმა მიაყარა და ლიფტისკენ წავიდა.
ფრთხილად დააკაკუნა კარზე და გოგოსთან შევიდა. მის დანახვაზე წარბები შეკრა და თავი ჩახარა.
-მოდი,მოდი,რა დასჯილი ბავშვივით დგახარ?-სიცილით უთხრა სოფიამ.
-ვიცი არაფერს შეცვლის მაგრამ მაინც მოგიხდი ბოდიშს,უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.
-ვიცი და ბოდიშის მოხდა არ არის საჭირო. პირიქით,მადლობა უნდა გადაგიხადო.
-მადლობა?-გაკვირვებულმა ახედა გოგოს.
-ჰო,მადლობა. შენ,რომ არა,ალბათ ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.-გაუღიმა ბიჭს.
-რა გიქენი,ამ ლამაზ გოგოს!-მანაც დამშვიდებულმა გაუცინა.
-ბოდიში,ხელს რომ გიშლით,მაგრამ ჩემი აქ ყოფნა საჭიროა.
-მე გავალ.-ფეხზე წამოდგა რომა,ნიკოლოზს თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
-უკვე გითხარი,რომ შენი სახის დანახვა არ მინდა?
-და მე გითხარი,რომ დიდი ხანია,სხვის სურვილებს არ ვითვალისწინებ?
-ვირი ხარ.
-მადლობა,შენც.-გაუღიმა და თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა.-თუ გაჩუმდები,შევეცდები,რომ დავიძინო. ფრენამ ძალიან დამღალა.-კისერი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და თვალები დახუჭა.
°°°°°

დილით რამდენჯერმე შევიდა ექთანი გოგოს გასასინჯად,მაგრამ ისე ეძინათ ორივე ცოლ-ქმარს,რომ მათი გაღვიძება უდიდესი ცოდვა იქნებოდა. ნიკოლოზი სავარძელზე იჯდა,მაგრამ თავი სოფიას საწოლზე ედო,სოფიასაც მისკენ ჰქონდა თავი გადახრილი და მის თმებზე ეწყო თითები.ბოლოს სოფია ჭრილობამ შეაწუხა და ამოიკვნესა. მის ხმაზე კი ნიკოლოზი ფეთიანივით წამოხტა და გოგოს მიაშტერდა.
-კარგად ხარ?
-ჭრილობა მეტკინა.-სიმწრისგან თვალები მაგრად დახუჭა.
-ექიმს დავუძახებ.-მაშინვე დერეფანში გავარდა.
ექიმიც დაუყოვნებლივ გაეშურა პაციენტის მოსანახულებლად,ნიკოლოზი პალატიდან გამოაგდო და გოგოს გასინჯვა დაიწყო. უთხრა,რომ ტკივილები მოსალოდნელი იყო და ამაში საგანგაშო არაფერია. მერე სახვევიც შეუცვალა,გამოჯანმრთელება უსურვა და პალატიდან გავიდა.
°°°°°°°
საავადმყოფოში ერთი კვირა გაატარეს. რა თქმა უნდა ნიკოლოზი გვერდიდან არ სცილდებოდა სოფიას. ამას რატომ აკეთებდა თვითონაც არ იცოდა,მაგრამ ხვდებოდა,რომ სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. სოფია რომ გამოწერეს მაშინვე დიდი სიხარულით ჩასვა გოგო მანქანაში და სახლში წაიყვანა. არც იქ ტოვებდა მარტო,როცა თვითონ არ იყო,რომას ან ლალის ავალებდა მასზე ყურადღების მიქცევას. რა თქმა უნდა ამით სოფიას უკმაყოფილებას იწვევდა,მაგრამ მაინც აგრძელებდა მასზე ზრუნვას. ნელ-ნელა ხვდებოდა,რომ მის თავს რაღაც ხდებოდა,მაგრამ თავისი საქციელი მხოლოდ დანაშაულის გრძნობას და სინდისის ქენჯნას დააბრალა და სასწრაფოდ გაექცა ამ თემაზე ფიქრს. როცა სოფია საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და მის კანზე ყველანაირი სილურჯე გაქრა,ნიკოლოზი მიხვდა,რომ მისი სოფიასადმი ყურადღება საერთოდ არ იყო გოგოს ცუდად ყოფნის ბრალი და საკუთარი თავი გამოიჭირა. საშინლად არ ესიამოვნა ეს ფაქტი და გადაწყვიტა,რომ გოგოსთვის თავი აერიდებინა. სამსახურში უფრო დიდ დროს ატარებდა,დილით ადრე გადიოდა სახლიდან,საღამოს კი გვიან ბრუნდებოდა. ყურადღება არც ერთხელ მიუქცევია,მის ლოდინში,დივანზე ჩამოძინებული სოფიასთვის,პირდაპირ დასაძინებლად მიდიოდა ხოლმე. დასვენების დღეებში ცდილობდა,რომ მისგან თავი შორს დაეჭირა,თავიდან გოგო ვერ ხვდებოდა რა დაემართა,მაგრამ მერე აღარც თვითონ აქცევდა ყურადღებას და ამით ნიკოლოზს აგიჟებდა.
ერთ საღამოს სამსახურიდან ადრე დაბრუნდა.
სახლში,რომ მივიდა სოფიას ხმა საძინებლიდან გაიგო და გაკვრივებული მაშინვე მისკენ დაიძრა.
-რაო პატარავ?-სასაცილოდ იჩლექდა ენას.-დღეიდან მე შენი დედიკო ვიქნები,შენ კი ჩემი ბიჭი. მართალია,სახლში შენი მამინაცვალიც ცხოვრობს,მაგრამ არ ინერვიულო,არ მივცემ უფლებას,რამე დაგიშავოს.
ლამის გული გაუსკდა ამ სიტყვების გაგონებაზე და სასწრაფოდ შეხსნა ოთახის კარი. გაოცებული მიაშტერდა ცოლს და მერე საწოლი მოათვალიერა,რომ სადმე ბავშვი დაენახა. მერე ძაღლის ყეფამ გამოაფხიზლა და ისევ ცოლს გახედა.
-აი მოსულა ჩვენი მამინაცვალიც!-სიცილით დახედა მასზე აკრულ ძაღლს.
-საიდან მოიყვანე ეგ რაღაც?-წარბები შეკრა ნიკოლოზმა.
-ჯერ ერთი,ეს რაღაც არ არის და მასზე წესიერად ილაპარაკე! ქუჩიდან ავიყვანე.
-ქუჩიდან?-წარბები აწკიპა.
-დიახ,ქუჩიდან. რამე პრობლემაა?
-დღესვე მოაშორებ სახლიდან!
-იცოდე,მეც წავალ!
-ჩემს სახლს,სადმე თავშესაფარი აწერია და არ ვიცი?
-თავშესაფარი რა შუაშია,უბრალოდ...
-კიდევ რამდენი უპატრონო არსება უნდა შევიფარო?-ირონიული გაუხდა მზერა.
-ვერ გავიგე?! თუ უპატრონოში მე მგულისხმობ,შეგახსენებ,რომ შენ თვითონ მომიყვანე აქ და არც გიცდია ქორწილის ჩაშლა. მე არ მითხოვია,შენთან წამიყვანე,სახლი არ მაქვს,მაჭამე და მასვი მეთქი.-ყვიროდა გოგო და ქმრის ღიმილზე კიდევ უფრო ეშლებოდა ნერვები.
-ნუ ცხარობ საყვარელო,დაწყნარდი!-თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა. მიხვდა,რომ სოფიასთან ვერაფერს გახდებოდა,ამიტომ ლეკვზე აღარც დაუძრავს სიტყვა. მიხვდა,რომ მისი სიტყვებით სოფიას ძალიან აწყენინა. რა გზა აღარ გამონახა,რომ მისი გული მოელბო,მაგრამ ვერაფერს გახდა. გოგოსაც სიამოვნებდა იმის ყურება,თუ როგორ ცდილობდა ნიკოლოზი მის შემორიგებას,ამიტომ შერიგებას არ ჩქარობდა.
ერთ საღამოს,როცა რომას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ,საიდანღაც სოფიას ძველი ნაცნობი,ვინმე ლუკა ლორია გამოჩნდა.გოგოც დიდი სიხარულით ჩაეხუტა ბიჭს. ქმარსა და მის მეგობრებს ბოდიში მოუხადა და ცოტა ხნით ლუკასთან გადაჯდა. გულწრფელი ღიმილით შესციცინებდა გოგო ლუკას და ეს ნიკოლოზს საშინლად აღიზიანებდა. ფეხზე წამოდგა,ცოლს ხელი ჩაავლო და უსიტყვოდ მოაცილა ტერიტორიას. მანქანაშიც უხმოდ ჩაჯდა და როცა სოფიამაც დაიკავა ადგილი სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს.
-უკვე მეასედ გეკითხები,სად ჯანდაბაში მივდივართ?-წიკვინებდა გოგო და ჩუმად მჯდომ ქმარს გაბრაზებული უყურებდა.
-ვინ არის?
-ვინ? ლუკა?
-ხო.
-ჩემი მეგობარია მეთქი,რამდენჯერ გავიმეორო?
-აღარ დაგინახო მაგასთან,თორემ გაწყენინებ.
-და რატომ? რა არ მოგწონს?
-არ მომწონს ეგ შენი მეგობარი,შეყვარებულობის პერსპექტივით!
ქალაქისგან ოდნავ მოშორებით,მოზრდილი სახლის წინ გააჩერა მანქანა და მხოლოდ მაშინ გახედა ცოლს.
-გადმოდი.
გოგოც უსიტყვოდ დაემორჩილა მის მითითებას და უკან აედევნა. კარების დაკეტვისთანავე წვდა მაჯაში გოგოს,მისკენ მიიზიდა,წელზე ხელი შემოჰხვია და თავისი ტუჩებით მისი ტუჩები მოძებნა. სოფია თავიდან გაშეშებული იდგა,მაგრამ უნებლიედ ისიც აჰყვა კოცნაში. როცა მიხვდა,რომ ჰაერი აღარ ყოფნიდა ქმარს მოშორდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-მე მგონი შენ თვითონ დაივიწყე შენი გაფრთხილება,ბატონო ნიკოლოზ!-ირონიული ღიმილით აათვალიერა ბიჭი,ნიკოლოზმა ტუჩის კუთხე უდნავ ჩატეხა და ისევ აიკრა ცოლი.





ჰმმმმ....ნუთუუუუ?
პ.ს ძაალიაან ....უზომოდ ბედნიერი ვარ იმით,რომ მოგწონთ ჩემი ისტორია♥ვერც კი წარმოიდგენთ ალბათ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თითოეული თქვენგანის შეფასებას. მადლობა♥



№1  offline წევრი დარინა

მილანიდან მარტო რომ გამოუშვა დოფია ნიკოლოზსი მინაყვა მომინდაა, რას დარბოდა იმ შავგრემან კაცპასთან, ცოტა კიდევ აწვალოს და გააგიჟოს ეჭვიანობისგან ნიკოლოზი ღირსიაა, ძალიან მომწონს გადარეული წყვილია სოფია რომ არ უთმობს არაფერს და აგიჟებს კი იმსახურებს ეს ჩვენი ბატონიი, ველოდები ერთმანეთზე გაგიჟებულ წყვილს.

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ღმერთO გავგიჟდები ამათ შემხედვარეე, ვაიმე რა იყო ეს დასასრული, უიიიი რა ყოფილა თურმე სოფია უყურე ერთი შენ, გამაგიჟA მე ამ წყვილმა, მალე დადე რა შემდეგი თავი მოუთმენლად გელოდებიიიი, წარმატებები <3 <3 <3

 


№3 სტუმარი maco maco

უგრძნობი, უემოციო ნიკოლოზი ერთი როდის მოვა ჭკუაზე კიარადა მოიყვანს სოფიაა,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent