შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა ( ნაწ. V)


5-12-2019, 12:24
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 178

პასუხით სრულიად გაოგნებული ვიყავი. მინდოდა მივბრუნებულიყავი და თვალებში ჩამეხედა. დავრწმუნებულიყავი მის სიტყვებში, რომ ეს ჩემი წარმოსახვა არ იყო.
ზუსტად არ ვიცი, ამაზე რამდენ ხანს ვფიქრობდი. ასეთი თბილი ჩემთან მგონი ჯერ არ ყოფილა.
მალე მისი მშვიდი ფშვინვაც გავიგე. მისი ბავშვური ძილი ყოველთვის მაგიჟებდა.
გამოდის სიყვარულში გამომიტყდა. ერთიანად ავივსე სიხარულით და მეორეს მხრივ ბრაზი არ მეშვებოდა. მისი და ტასოს ურთიერთობას ასე არ დავტოვებდი...

ანდრეა*:

ცხოვრებაში ასე კარგად მეორედ მეძინა. თვალები ენერგიით სავსემ გავახილე. დიდიხნის გათენებული არ იქნებოდა. მარიამს გავხედე, ჩემგან ზურგით იწვა და მისი წითელი თმები აქეთ-იქეთ იყო მიმოშლილი. წამოვდექი და როლინგი გადავიცვი. საწოლს მეორე მხრიდან მოვუარე და სიცხე ხელით გავუსინჯე. წესით აღარ უნდა ჰქონოდა.
სააბაზანოს მივაგენი თუ არა, თავბრუს ხვევა დამეწყო. ეს რა ირონიაა?!
წამოვახველე.
არა, ოღონდ ახლა არა. ყველაფერი მოვასუფთავე, საკუთარი ქურთუკი მოვძებნე და გარეთ გავვარდი. ცივმა ჰაერმა გონზე მომიყვანა. ხარბად შევისუნთქე, მაგრამ ჩემი ორგანიზმი ამ ჰაერსაც არ იღებდა.
- ჯანდაბა, მიდი!
მუშტი მთელი ძალით მივირტყი მკერდზე. სისხლი იქვე გადავაფურთხე და საჭეს მივუჯექი. ნელა ვატარებდი. საკუთარი თავი ავარიისთვის მენანებოდა.
იოანესთან გავაჩერე.
უეჭველი ეძინებოდა. კარებზე დავუბრახუნე.
- გაიღვიძე, მიქაძე!
დაახლოებით ორ წუთში კარები ხალათით გამიღო. თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამეცინა.
- იმედი მაქვს, შენი სიფერმკრთალე სიცივის ბრალია.
სახლში შევაჭერი და ქურთუკი შევიხსენი.
- ანდრეა, რა ხდება.
დაბნეული უკან მომდევდა. ნუთუ ასეთი რთულია ჩემი ატანა?
- წუთების წინ შეტევა მქონდა.
სახე დაუსერიოზულდა და წარბები ერთმანეთს დაახლოვა.
- წაგიყვან ექიმთან.
- მაგისთვის არ მოვსულვარ!
ტონი ისეთი მქონდა, ჩემგანაც მიკვირდა.
თავი გააქნია.
- ანდრეა..
- ექიმები ვერაფერს მიშველიან! შევეგუე უკვე.
- რეებს ბოდიალობ?- ახლა თვითონ გაამკაცრა ხმა.
- წამებით გამივასწარი, ხვდები? წამებით!
- იქნებ, მაინც წავსულიყავით.
- ამის დედაც რა..- ხელი ავიქნიე და სახლიდან გამოვვარდი. ვერ მიგებდა! რათქმაუნდა, ჩემი საუკეთესი ძმაკაცი ვერ მიგებდა!
სახლში შევედი თუ არა, ლიზასთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე ავედი ოთახში და უჯრა გამოვხსენი. ყველაფერი გადმოვყარე. პატარა მოყვითალო აბები უნდა ყოფილიყო.
ვიპოვე! ხელში დავიჭირე და თვალი გავუსწორე.
- მორჩა მაგარი ბიჭის თამაში!- საკუთი თავი წავაქეზე და ექიმის დანიშნული ანტიბიოტიკი მაშინვე გადავყლაპე.
ბოლთას ვცემდი. წუთებს გონებაში ვითვლიდი. მალე შვებაც ვიგრძენი. ღრმად ამოვისუნთქე და სიგარეტს მოვუკიდე.
ცოტა მომეშვა, დავწყნარდი და დაბლა ჩავედი.
მშვენიერია! "შეყვარებული"წყვილი დივანზე ნებივრობდა.
თორნიკესთვის არც შემიხედავს, ისე გავედი სამზარეულოში და სენდვიჩი გავიკეთე. ამ ნაბიჭვვრის ნერვები ახლა არ მქონდა.
ბუტერბროტს გემრიელად შევექცეოდი. ასე ნელა მგონი არასდროს მიჭამია. ძირფესვიანად ვიცვლებოდი.
ტელეფონზე ზარი გაისმა. მარიამი მირეკავდა. ახლა ვერ დაველაპარაკებოდი. ტელეფონს ხმა გავუთიშე და ჯიბეში დავაბრუნე.
თეფში ნიჟარაში ჩავდე. არმინდოდა აქედან გასვლა. იმ სირრის სახეს მერჩივნა ყველაზე საშინელი ქალი დამენახა!
უცნობ - ნაცნობი ხმა მომესმა. უაზროდ დგომას თავი დავანებე და გავედი.
- ლილუ?
ლიზა იაზვურად მიღიმოდა. თორნიკესთვის არ შემიხედავს. მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი გამოწვევა ყველაფერზე მეტად უნდოდა.
- უნდა ვილაპარაკოთ. - მომახალა ლილუმ.
გაოცებულ გაოგნებულმა თავი დავუქნიე და გავყევი. როგორც ჩანს, გარეთ გადიოდა. ქურთუკს ხელი დავავლე და გავედით.
- გუშინ რა გჭირდა, გამოკეთდი?
შეპარვით ვკითხე. ძმაკაცის შეყვარებული იყო და თავაზიანობა მაინც მმართებდა.
- ცოტა გაციებული ვარ. - ღრმად ამოისუნთქა და შემობრუნდა.
- რამდენი ხანია?
- რა? - წარბები შევჭმუხნე, რას გულისხმობდა?!
- რამდენი ხანია შეტევები გაქვს?
სახე მომილბა, მას ხმა უკანკალებდა. ჯანდაბას იოანე!
- რა? გეშლები ლილუ..- ყალბად გავიცინე და სახლში შესვლა დავაპირე. მკლავზე ხელი მომკიდა. ეს ქერა უკვე ნერვებს მიშლიდა.
- მისმინე ქერავ, შენი საქმე აქ არაფერი არაა და შენს პატარა ცხვირს ნუ ყოფ!
თვალები გაუფართოვდა. წამით ცრემლებიც მოადგა, მაგრამ მალევე გაქრა მისი თვალებიდან. ხელს არ მიშვებდა და ზომიერად სუნთქავდა.
- ჩემს დაქალს ავადმყოფთან მომავალი არ სჭირდება.
- ასეთ შეტევას არ ველოდი! ყოჩაღ ყოჩაღ.
ყელში მობჯენილი ბრაზი როგორღაც უკან გადავისროლე და თვალებში შევხედე.
- რა უნდა გავაკეთო?
- უნდა წამომყვე.
ღრმად ამოვისუბთქე და თვალები ავატრიალე. მანქანისკენ ვანიშნე. ორივე ჩავჯექით და ქვაფენილს მოვაცილე.
- საით?
- დიღომში, საავადმყოფოებთან.
მაშინვე დავატორმუზე.
- მანდ არ წამოვალ!- ვგრძნობდი ძარღვები როგორ დამეჭიმა კისერზე. მზად ვიყავი ახლავე გადამესვა მანქანიდან, რომ არა იოანე.
- წამოხვალ!
ხელები ჰაერში ავწიე და საჭეს დავარტყი მსუბუქად.
- დედაჩემი მუშაობს, უცხოსთან არ მიმყავხარ.
თავი "დამჯერი" ბავშვივით დავუქნიე და გაზს ფეხი დავადგი.
სიგარეტი ამოვიღე და ტუჩებ შუა მოვიქციე. ლილუმ მაშინვე პირიდან გამომტაცა. გზას თვალს ვერ ვაშორებდი, ცალი თვალით, ყვირილით გავხედე ლილუს.
- რა ჯანდაბას აკეთებ!!! - უკვე მეტისმეტი იყო. თავს მართლაც ავადმყოფ ბავშვად მაგრძნობინებდა.
- არ მოწევ.
- რათქმაუნდა დედიკო!
ამოვილაპარაკე და მანქანა გავაჩერე. ხმა არცერთს ამოგვიღია, ისე მივედით კლინიკამდე. შესასვლელში გავაჩერე.
- არაფერი უთხრა. - წარბები ავუწიე. თვალები უმალ ჩაუქრა. მიხვდა, რაზეც მქონდა საუბარი.
- მარიამი ვერაფერს გაიგებს..
თავი დავუქნიე და შენობაში შევედით. მთელი გულით მეზიზღებოდა აქაურობა და ეს სპეციფიური სუნი. ყველას მოღუშულმა სახემ კი უარესად გამხადა.
მე მათთნაირი არ ვიყავი!
თვალი გავუსწორე ჩემს ანარეკლს დიდ სარკეში და ლილუს 212-ე ოთახში შევყევი.
- დედა..- გადაეხვივნენ ერთმანეთს. სულელი ბავშვივით ვიდექი და ველოდებოდი, როდის გააცნობდა ჩემს თავს.
- აბა, ვინ მომიყვანე?- გადმომხედა ახალგაზრდა ქალმა და სათვალე საჩვენებელი თითით გაისწორა.
- ანდრეა ავალიანი- ხელი გავუწოდე, მანაც ჩამომართვა. ისევ უკან დავიხიე, მაგრამ ქერა არადა არ მეშვეებოდა და დაჯდომისკენ მიბიძგებდა. ღმერთო! როგორ უძლებს იოანე!
თვალები ავუტრიალე და ჩამოვჯექი.
- აბა, რა გაწუხებს ახალგაზრდა ბიჭს?
გამეცინა..
- რა აღარ...- სიტყვა ლილუმ გამაწყვეტინა.
- მე გარეთ დაგელოდები- თავი დავუქნიე და თვალი გავაყოლე.
- მადლობ- ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
- ამას შენთვის არ ვაკეთებ.
შებრუნდა და კარი გაიხურა.
ექიმს, ლილუს დედას თვალი გავუსწორე. მიღიმოდა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
- მოკლედ, დიდად ექიმების მოყვარული არ ვარ და...
- დამშვიდდი ანდრეა და მომიყევი რა გაწუხებს.თუ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ, შეგიძლია მაკა დამიძახო.
- ემფიზემა.
ქალს სახე შეეცვალა და თვალებში ჩამაშტერდა.
- დარწმუნებული ხარ?!
- არ მეშლება.
- ექიმთან იყავი?
- თვეების წინ.
ამოიხვნეშა და რაღაც ჩაინიშნა.
- შეტევა ბოლოს როდის გქონდა?
- სადღაც ორი საათის წინ. - მაშინვე წარბები მაღლა აზიდა და ათვალის ზემოდან გადმომხედა.
- ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემოწმება უნდა გაიარო, წამლებს დაგინიშნავ.
- აზრი აქვს?
გაეღიმა და თავი დამიქნია.
- ჩემს მითითებებს მიყევი და რამდენიმე თვეში არაფერი შეგაწუხებს.
თავი დავუქნიე, რატომ ვიქეცი პატარა, დამჯერ ბავშვად არც მე ვიცოდი. საკუთარ გონებაში ნამდვილი ომი მქონდა.
- სიგარეტს ეწევი?
- 10 წელია თითქმის.
ჩემს აღიარებაზე კოპები შეკრა.
- თავი უნდა დაანებო.
- ვცდილობ.
- მოსაშველებელ აბებს დაგინიშნავ.
იმის გაფიქრებაზეც, რომ ავადფმყოფივით აბები უნდა მეყლაპა, საკუთარი თავი მზიზღდებოდა.
- სულ ესაა- ფურცელი გამომიწოდა. გამოვართვი, მადლობა მოვუხადე და გამოვედი. ლილუ იქვე იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.დამინახა თუ არა, ფეხზე წამოდგა და ტელეფონი მომაწოდა.
- შენი ძმაკაცია.- განმიმარტა, სახე მომილბა და მობილური გამოვართვი.
- გიჟი შეყვარებული გყავს!- შევჩივლე, ლილუმ ჩაიხითხითა.
- ვიცოდი დაგიყოლიებდა.
- ხო, დასაყოლიებელი არაფერი მჭირდა.
- დღეს დილას საკუთარი თავისთვის რომ შეგეხედა, მაგას არ იტყოდი.
- გვიან შეგეხმიანები.- გავუთიშე და ქერას ტელეფონი დავუბრუნე.
- დედაჩემმა რაო?
- რავი, იცოცხლებო.
იმდენად სერიოზულად ვუპასუხე გაეცინა და იდაყვი გამკრა. მანქანაში ჩავსხედით, ლილუ სახლში დავტოვე და აფთიაქში გავიარე. რაც საჭირო იყო ყველაფერი ვიყიდე.
სახლში მივედი თუ არა, ცელოფნიდან ამოვყარე და თანმივდევრობით ჩავაწყვე უჯრაში.
- მანდ რას ალაგებ?
- რაგინდა ლიზა?!
მხრები აიჩეჩა და კორიდორი გაიარა. იმედი მქონდა, მისი ძვირფასი ბიჭი ჩემს სახლში არ დაბორიალობდა.
ჩამოვჯექი და საკუთარ ტელეფონს დავხედე.
4 გამოტოვებული ზარი. გასაგები იყო. დარეკვას აზრი არ ჰქონდა.
უცბად მივალაგე ყველაფერი. კიბეები ჩავირბინე და მანქანაში ჩავჯექი...

მარიამი*:

გაბრუებული ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, საშინლად მოწყენილი ვიყავი. სიმარტოვითაც და ანდრეას უყურადღებობისგანაც. ალბათ ისევ მასთანაა..
კარზე ზარი გაისმა. ბუზღუნით წამოვდექი და გავაღე.
ანდრეა?!
ძაღლი ახსენეო.. თუ როგორცაა. არაფერი მითქვამს, არც თვალებში შემიხედავს, კარს მოვშორდი, რომ შემოსულიყო და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
უკან არ ვიხედებოდი. გავიგე, როგორ დახურა კარი, შემდეგ ნაბიჯები და ბოლოს წინ დამიდგა.
-ისევ გაბრაზებული ხარ?- ბოლოს და ბოლოს მკითხა.
-არა.-ვიცრუე.გაბრაზებული სულაც არ ვარ,უბრალოდ გული მეტკინა.
-რა თქმა უნდა არ ხარ,გეტყობა. ბავშვივით ნუ იქცევი.- ხელი აიქნია და ჩამოჯდა.
- სად იყავი?- პასუხის მოლოდინში ხმა მიკანკალებდა.
პასუხს არ მიბრუნებდა. არც აპირებდა რაიმეს თქმას.ამოვიხვნეშე.
- ნაკლებად უნდა მაღელვებდეს ეს ამბავი...თუ გინდა გადამაგდე, ტასოსთან წადი,გაერთე ან სექსით დაკავდი..- თავის შეკავება ვერ მოვახერხე, ისე ვთქვი ეს სიტყვები. მეზიზღება ის გრძნობა,რომელიც ტასოს და ანდრეას ერთად წარმოდგენაზე მეუფლება. მათზე,რომ ვფიქრობ მუცელი მტკივდება. რა აქვს ტასოს ასეთი ? დიდი მკერდი? კარგი საჯდომი?
-ამას არ ვაკეთებ…. ანდაც, რა შენი საქმეა.-დაცინვით მიპასუხა პაუზის შემდეგ და ფეხზე წამოდგა.
რა?!
-აბა რაა ანდრეა! .-ამოვილუღლუღე. ჩუმად უნდა დავრჩენილიყავი.
-ასე არაა მარიამ-თავი დაიცვა.
-მართლა ანდრეა? ისე ჩანს,რომ თითქოს ეს ჩემს გამოა. იცი,აღარ მაინტერესებს უკვე. ვიცოდი,რომ აღარ გაგრძელდებოდა.-ბოლოს მაინც ვაღიარე მის წინაშეც და, ჩემს თავთანაც.
შუბლზე ხელი მოისვა, კარებს თვალი გაუსწორა, ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს და გარეთ გავარდა.
ეს რა ჯანდაბა იყო?!
გაშეშებული ვიდექი და ჯერ კიდევ ვააზრებდი მომხდარს.
კიდევ კარგი, სიცხე ისევ ისეთი მაღალი აღარ მქონდა, თორემ უეჭველი იყო, ჭკუიდან გადავიდოდი.

ანდრეა*:
მანქანაში ვიჯექი და გზას გავყურებდი.
ეს რა ჯანდაბა გავაკეთე?
ამის დედავატირე! სიმართლეს ვერ ვეტყოდი. ვერა და მორჩა.
მანქანა ეზოში დავაყენე.
სახლში არ მინდოდა, ნერვებზე აშლილს ლიზა კიდევ დამიმატებდა.
უკვე ბინდდებოდა, გზას ფეხით გავუყევი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
პირველივე ბარში შევედი და ჩამოვჯექი. სიწყნარე იყო.
სასმელი შევუკვეთე და სიგარეტი გავაბოლე.
ათი წუთიც არ იყო გასული, რომ გვერძე ვიღაც მომიჯდა. თვალი გავაპარე, ლამაზი სხეული ლამაზი ნაკვთებით. გავუღიმე მაგრამ არაფერი მითქვამს. ჩემი საქმე გავაგრძელე. მალევე ვიგრძენი მუხლზე ხელი როგორ დამადო.
- ხასიათზე არ ვარ ლამაზო.
მშვიდად ვუთხარი და ჭიქა ჩავცალე. ხელი არ აუღია. თვალები ავატრიალე და წამოვდექი. ამას ვერ მოვიშორებდი. ვიცნობდი მისნაირებს.
ბარიდან გამოვედი.ვერსა ვისვენებდი, არსად მასვენებდნენ.
საათს დავხედე, ცხრა ხდებოდა.
ამოვიხვნეშე და ბარბაცით გავუყევი სახლის გზას.
თითქმის მისული ვიყავი, წინ რომ ერთი ტიპი გადამიდგა. ავათვალიერე, აშკარად არ ვიცნობდი. აგდებულად შევხედე და გვერდი ავუარე. ასეთებს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი.
- ავალიანი! -გაკვირვებული შევბრუნდი. სამი ჩემზე ოდნავ ასაკოვანი ბიჭი მე მიყურებდა. დამცინავად დაიწყო ლაპარაკი შუაში, ყველაზე დიდმა. არამეგობრული ღიმილი გადაკვროდა სახეზე, თუმცა არც მე მქონდა მეგობრული.
- პრობლემები არ გჭირდება- მშვიდად ვუთხარი და გაბრუნება დავაპირე.
- შენ არ გჭირდება, შე ნაბი*ვარო. - შუაში მდგომმა სახეში მუშტი დამარტყა. ჩემზე ბევრად დიდი იყო. ინერციით უკან დავიხიე და წავბორძიკდი.
- შე ნაბო*ვარო!- დავუღრიალე.
ახლა ვანახებდი ამას!!
თვალები დავხუჭე,ღრმად ამოვისუნთე და მისკენ გავიწიე, თუმცა იმ ორმა მაშინვე ხელები დამიჭირა და საცემი მეშოკივით გამამზადა. ვერ ვერეოდი. ვერ ვიგერიებდი.
პირველი დარტყმა მუცლის არეში იყო, მეორე ყბასთან ახლოს. როგორც შემეძლო, ვილანძღებოდი მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. სახეს ვეღარ ვგრძნობდი. რაც არ უნდა ძლიერად მჭეროდა თავი, მუცლის წვა არ მიცხრებოდა.
- თავი დაანებეთ!
მომესმა ნაცნობი ხმა. იოანე?! აქ რა ჯანდაბა უნდა.
–წავედით –გასცა ბრძანება იმ ტიპმა, რომელიც გამეტებით მცემდა და უკან დაიხია.ინერციით თავი ვერ შევიკავე და ასფალტზე დავვარდი. ვიგრძრნი პირიდან სითხე როგორ გადმომივიდა. თვალები იოანესკენ გავაპარე.
- ვინ იყვნენ?
თავი გავაქნიე. ლაპარაკის ძალა არ მქონდა. თავი გაიქნია მანაც, ცალი ხელი მომხვია და წამომაყენა. თავის მანქანასთან მიმიყვანა და შიგნით ჩამსვა.
- ანდრეა.- ნიკაპზე ხელი მომკიდა. დავინახე სისხლი როგორ მომწმინდა.
მაშინვე მანქანაში ჩაჯდა. დაქოქა. ქუჩებით ვატყობდი, რომ თავისთან მივყავდი. არც შევმცდარვარ. სახლში ძლივს შემათრია და საძინებელში დამტოვა.
სარკეს გავხედე, საშინელი დასანახი ვიყავი.
- რა მოგიხერხო....
- კარგად ვარ- წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ნეკნები ერათიანად ამტკივდა.
ამოიხვნეშა და მეორე ოთახში გავიდა.

მარიამი*:
უკვე დაძინებას ვაპირებდი, რომ ტელეფონმა დამირეკა.
- ლილუ ლილუ- ამოვილაპარაკე და ტელეფონს მივუახლოვდი.
- იო? მშვიდობაა?
- მარიამ სასწრაფოდ უნდა მოხვიდე.
- ახლა?- გამიკვირდა, ლილუს სჭირდა რამე?
- ანდრეა ცუდადაა.
ყურები დამიგუბდა.
ტელეფონი გავთიშე. რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და მისაღებში გავედი.მაინც როგორ ხდება ასე? ყოველი ჩხუბის შემდეგ რატომ ჩნდება რაღაც, რაც ერთმანეთთან გვაახლოვებს? ძალით ხომ ვერ გახდებოდა ცუდად?!ზუსტად ვიცოდი, ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდებოდა, ყოველდღე ჩხუბი უკვე მარაზმს ემსგავსებოდა.
- დედა ლილუსთან ვრჩები.
თავი დამიქნია. არაფერი უთქვამს. პირველივე ტაქსს გავყვევი.
– იო? –დავუძახე და მის სახლში შევაჭერი.
მიქაძემ თვალები ძლივს ძლიობით გაახილა.
–შეგიძლია შემოხვიდე? ანდრეა საშინლადაა ნაცემი. –როგორც კი ეს მითხრა, მანტო გავიძრე და ოთახში შევვარდი. ადგილზე გავშრი. იმდენად სისხლიანი და დასიებული იყო, ვერ ვცნობდი.
-სპირტს და წყალს მოვიტან, რომ სახე გავუსუფთავოთ - მითხრა იოანემ .თავი დავუქნიე,იქამდე მასთან ახლოს მივედი,ფეხზე გავხადე,მინდოდა მაისურიც გამეხადა,რადგან მუცელზეც არანაკები სისხლი იყო.თუმცა ვერ გავბედე. არ მინდოდა, რომ უფრო მეტკინა.
-ოდნავ წამოიწევი,რომ მაისური გაგხადო? -ხმადაბლა ვკითხე,უძლურად თავი დამიქნია. მასთან ახლოს მივედი,დავეხმარე რომ წამომჯდარიყო,შემდეგ მისი თეთრი მაისურის ბოლოებს შევეხე,თეთრის გარდა ეს მაისური ყველანაირი ფერის იყო. ძირითადად კი, შავი და წითელი ირეოდა.ფრთხილად ავწიე,ხელები გამოვაწვინე,შემდეგ კი თავზეც გავხადე. მისი მუცელი და ზურგი საშინელ დღეში იყო,თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და მის მკერდს დაეცა. თავი დავხარე. ახლა ყველაფერი ერთიანად მატირებდა!
-მარიამ-ამოიჩურჩულა,გული შემეკუმშა იმ ხმის გაგონებისას,რა ხმითაც ჩემი სახელი წარმოსთქვა. ამ დროს იოანე შემოვიდა,ხელში დიდი ჯამით წყალი ეჭირა მეორე ხელში კი სპირტით სავსე ბოთლი. მივუშვი, თვალს ვადევნებდი როგორ უსუფთავებდა სისხლისგან სხეულს.ანდრეას კი სახე ეჭმუხნებოდა,რადგან დარწმუნებული ვიყავი ეს ძალიან არასასიამოვნო გრძნობა იყო.მიქაძე საყვედურებს აძლევდა,ამბობდა რომ შარიანია,თან მასზე გული შესტკიოდა.
-შეგიძლია სპირტით შენ დაუმუშავო? მე არ შემიძლია -ამოიხრა იოანემ .სასწრაფოდ დავუქნიე თავი და მასთან მივედი. მიქაძის ადგილას დავჯექი. ბამბა ავიღე და სპირტში დავასველე,შემდეგ კი ფრთხილად მუცლის ჭრილობებზე გადავუსვი.თან სულს ვუბერავდი,რაზეც რამდენჯერმე ჩაიცინა კიდეც. ვხვდებოდი, რომ ძალიან ეწვოდა,ამიტომ მინდოდა მისთვის ტკივილი ოდნავ შემემსუბუქებინა.
-თუ გინდა, დაწექი შენ - ვუთხარი იოანეს. კედელთან იდგა და აშკარა იყო რომ ეძინებოდა.
-არა,ვერ დავტოვებ მას -ჩუმად გამცა პასუხი.
-ანდრეასთან მე ვიქნები -ჩურჩულით წარმოვთქვი.
-მართლა? -გაუკვირდა ანდრეას.
- ყველაფრის მიუხედავად- ღრმად აომვისუნთქე, თავი დავუქნიე და ჭრილობებს მივუბრუნდი.როდესაც მუცელი დავუმუშავე მის ხელებზე გადავედი.
სახვევები რომ გათავდა, მეორე ოთახში გავედი ამოსატანად. დაბრუნებისას მათ საუბარს მოვკარი ყური, რომელიც როგორც ჩანს არ უნდა მომესმინა:
- თორნიკეს ნაჩალიჩარია. ბოლო-ბოლო ნაწლავების გადმოყრით დამემუქრა და რამე ხომ უნდა გაეკეთებინა.
მართლა ვგიჟდებოდი, სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ იყო!
ოთახში გაოგნებული შევედი, მაგრამ არ შევიმჩნიე რომ მათი საუბარი მოვისმინე. იოანე ოთახიდან გავიდა,თან მითხრა რომ ხშირად შემოგვაკითხავდა და ავალიანს დახედავდა.როდესაც მის დახეთქილ ტუჩებს მივუახლოვდი, ხელი ამიკანკალდა და ცრემლების ახალი ნაკადი წამომივიდა თვალებიდან. წინ დამიდგა ის სცენა, როგორ ურტყამდნენ მას. თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე,შემდეგ კი ტუჩზე მოვუსვი სპირტიანი ბამბა,ანდრეას სახე დაემანჭა,შემდეგ ხელი მომკიდა და თავი დამახრევინა,ოდნავ ამოიწია,სახიდან თმა გადამიწია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. თავი ბალიშზე დავადებინე,თავი დავხარე და მთელი გრძნობით ვაკოცე. ხელი წელზე მომხვია,ოდავ დამქაჩა და მის მკერდზე მომათავსა.
არ მინდოდა, მისთვის რაიმე მეტკინა.აფრთხილად მაკოცა,შემდეგ კი მის გვერდით მომათავსა.
უამრავი კითხვა მაწუხებდა. უამრავ რამეზე მინდოდა მეჩხუბა მისთვის მაგრამ ახლა რრთადერთი რაც მსურდა ის გავაკეთე. ხელები მუცელზე დავაწყვე, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ჩემს თავზე.

***


მეღვიძა, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თვალები არც კი გამიხელია. ჩემს ქვემოთ რაღაც რიტმულად, ზევით-ქვევით მოდიოდა. ხელები ავამოძრავე, რომ ბალიში გამესწორებინა. მაშინვე თვალები ვჭყიტე, როდესაც გავიაზრე რომ ეს ბალიში არ იყო. სამაგიეროდ, წინ დაკუნთული სხეული დავინახე. თავიდან დაზაფრული მივჩერებოდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა გუშინ რაც მოხდა. სხეულზე თითები ნაზად გადავუსვი, რადგან არ მინდოდა სტკენოდა იმდენი ჩალურჯება ჰქონდა. თავი ნელა წამოვწიე და ანდრეას დალურჯებული და დასიებული სახე რომ დავინახე, გული შემეკუმშა. ხელი ავწიე და მის სახეს შევეხე,ნატკენ ადგილებზე ვეფერებოდი და გული მტკიოდა ასეთ მშვენიერ ნაკვთებს ახლა სილურჯეები რომ ფარავდა. ისე იყო ნაცემი, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია და ერთხელაც არ დაუწუწუნია,სწორედ ამიტომ მის მიმართ პატივისცემის გრძნობით აღვივსე.
წამოვიწიე და იქაურობა მივათვალიერე. საშინელი სიჩუმე იყო. კარი გავაღე და მისაღებში გავედი.
- იო?
ხმას არავინ მცემდა. მის საძინებელშიც შევიხედე, ლოგინი გასწორებული ჰქონდა. ტელეფონი მოვძებნე და ლილუს გადავურეკე.
- დედაშენმა უკვე ორჯერ დამირეკა, რატომ არ პასუხობ?
შემომჩივლა დაქალმა და ლამის გული ამომიხტა.
- იოანეა ჩემთან- განმიმარტა წუთიერი დუმილის შემდეგ.
- გამოდის ყველაფერი იცი. მალე უნდა წავიდე სახლში...
-გაიღვიძა?
- ჯერ არა. ბავშვივით ძინავს.
ჩამეცინა.
- მიდი,მიდი. მიხედე.
ინსტიქტურად თავი დავაქნიე და გავთიშე. უხერხულად ვგრძნობდი თავს. აბაზანაში გავედი და ოდნავ მივწესრიგდი. ისევ ოთახში დავბრუნდი, სადაც ანდრეას ეძინა.
არშემეძლო მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.
სამზარეულოში გავედი და მაცივარი გამოვხსენი. დარწმუნებული ვიყავი, იოანე არ გაბრაზდებიდა საუზმე რომ მომემზადებინა.
გადავწყვიტე ომლეტი გამეკეთებინა. კეთების პროცესში ვიყავი, როდესაც წელზე ორი დიდი ხელის შეხება ვიგრძენი და გამეღიმა. თავი კისერში ჩამიდო და ნაზად მეამბორა. თუმცა მისი მდგომარეობა რომ გამახსენდა, შევხტი და მივუტრიალდი. ჯინსების ამარა იდგა. იღიმოდა მაგრამ შიგნიდან ბრაზი მჭამდა.
-მმ.. გემრიელი სუნი დგას.. რას აკეთებ?
-ომლეტს. და შენ არუნდა იწვე?
-მჰჰმ.. - დაიზმუილა, ხელები მჭიდროდ მომხვია და მაგრად ამაკრო მის ზურგს. შევკრთი, როდესაც გავიაზრე რა იყო ის ამობურცულობა, რომელიც უკანალზე მომაჭირა. სახეზე სულ მთლიანად წამოვწითლდი და მისი მარწუხებიდან დახსნა ვცადე, მაგრამ ამაოდ. კიდევ უფრო ძლიერად ამეკრო.
გულისცემა ამიჩქარდა და თავში ათასი აზრი მომაწვა ერთდროულად. ამას რატომ აკეთებდა?!
ანდრეა ჩემს კისერში სველი კოცნების დატოვებას აგრძელებდა, რაზეც სიამოვნებისგან მბურძგლავდა.
-მოვედი, - შემოსასვლელი კარის მოჯახუნების ხმა გავიგეთ და ორივენი დამფრთხლები შევხტით. ავალიანი როგორც იქნა მომშორდა და მეც საუზმის კეთება გავაგრძელე.
-არ მითხრა რომ სადილს აკ.. - შემოსასვლელიდან იოანეს ხმა ისმოდა და სამზარეულოში რომ შემოვიდა გაჩერდა, ლილუც მასთან ერთად იყო - აჰ! როგორ ვერ მივხვდი, - ჩაიხითხითა.
-მმ.. რას აკეთებ? - თვალებდახუჭულმა მკითხა ლილუმ და ხარბად შეისუნთქა ჰაერი.
-ომლეტს.
-ასეც ვიცოდი, სუნზე მივხვდი, -ანდრეას ჩაეცინა,
- გამოვიცვლი და ახლავე მოვალ – გაგვაფრთხილა იოანემ და სამზარეულოდან გავიდა. ლილუმ თვალი ჩამიკრა და შეყვარებულს გაყვა.წამის მეასედებში ისევ ვიგრძენი ანდრეას ხელები თეძოებზე.
-ზოგჯერ როგორი გამაღიზიანებელია.. - ჩაიდუდუნა და ისევ ჩემს სხეულს დააცხრა საკოცნელად.
-რატომ?
-კარგი მომენტების ჩაშლა ძალიან კარგად გამოსდის..
თვალები გადავატრიალე, მაგრამ მაინც გამეცინა. ანდრეა ისევ მომშორდა, როცა ნაბიჯების ხმა გაიგო. მეც ამასობაში საუზმე, უფრო სწორად სადილი, მოვამზადე და თეფშებზე გადავანაწილე, რომლებიც უკვე მრგვალ მაგიდაზე დამელაგებინა. ანდრეა ოთახში გაბრუნდა და წამებში მაისურით დაბრუნდა. სუფრის თავში იოანე დაჯდა, მე მის გვერდით ანდრეა კი ჩემს გვერდით. ლილუ პირდაპირ მეჯდა და ცერად აპარებდა ანდრეასკენ თვალებს.
- რამე ხდება?- ვიკითხე უხერხულად.
- არაფერი- სწრაფად გამცა პასუხი ანდრეამ.
- ჯვრისწერას ერთ თვეში ვგეგმავთ- ამოილაპარაკა იოანემ.
- რამაგარია- სიხარულით ტაში შემოვკარი.
- პატარა გვრიტებზე არ ფიქრობთ ჯერ?- ჩაიხითხითა ავალიანმა როდესაც თეფში მოასუფთავა.
- შენ არ ჩაგრევთ- უპასუხა ლილუმ, რაზეც ჩუმი სიცილი ამიტყდა.
ბარძაყზე მაშინვე უხეში ხელის მოჭერა ვიგრძენი. რეფლექსურად ტუჩზე ვიკბინე და ფეხები შევატყუპე. ახლა მან განაგრძო ჩუმი სიცილი. წყვილი რაღაცაზე საუბრობდა მაგრამ ყურადღებას ვერ ვიკრებდი, რომ მათთვის მომესმინა. ხელი ხელზე დავადე და როგორც იქნა შემიშვა. მაშინვე ხარბად ჩავისუნქე ჰაერი და წყალი მოვსვი.
- უნდა წავიდე, დედაჩემი გაგიჟდება- მაგიდიდან წამივდექი და ანდრეას ლოყაზე ვაკოცე.
- მეც მოვდივარ- წამომეწია ლილუ.
- დროებით მარიამ- გამომემშვიდობა იოანე. თავი დავუქნიე. მხკლოდ ანდრეას არ ამოუღია ხმა და გაღიმებული მიყურებდა. მასთან ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული.

ანდრეა*:
სკამზე გაუნძრევლად ვიჯექი და გოგონების წასვლას თვალს ვადევნებდი.
კარები გაიხურეს თუ არა, ფეხზე წამოვდექი და იოანეს დაძაბულმა გავხედე.
- ტელეფონი მათხოვე.
- რად გინდა?
თვალები ავატრიალე.
- ჩემი დამჯდარია.
- ანდრეა!- გააფთრებულმა შემომხედა.
- დახვედრის მოწყობა როგორ უნდა, ვანახებ მაგ ნაბი*ვარს!
ვეღარ მოვითმინე და შევიკურთხე.
- ანდრეა მოეშვი.- წყნარად მითხრა და იქვე ჩამოჯდა.
- მოვეშვა? ზედ შემომხედე- სახისკენ ვანიშნე.
ამოიხვნეშა.
- ასე არ გამოვა. ფორმაში ჩადექი და მერე მოვიფიქრებთ რამეს.
- რათქმაუნდა!
ამას ასე არ დავტოვებდი. ისე მინდოდა თორნიკეს ცემა, უკვე ხელები მექავებოდა.
- სახლში გამიყვან?- ვკითხე ბოლოს მშვიდად. თავი დამიქნია. მანქანამდე უხმოდ მივედით.
სახლის კარი იმ იმედით გავაღე, რომ ლიზა არ დამხვდებოდა.
მართალიც აღმოვჩნდი. ოთახში ავედი და უჯრა გამოვხსენი, ორი აბი ამოვიღე და წყალი მივაშველე. ასე მალე შედეგს არ ველოდი. თავს მაინც დამძიმებულად ვგრძნობდი. წამლებს დავყურებდი და საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი უფრო მეზრდებოდა.
საწოლზე წამოვჯექი და მაისური ავიწიე, სხეული საშინლად მქონდა დაჟეჟილი. არ შევარჩენდი!
დაბლიდან კარის ბრახუნის ხმა მომესმა. ფიქრები გავფანტე და ხმას გავყევი.
- ლიზა?
გულში რაღაცამ გამკრა, როდესაც აცრემლიანებული დავინახე.
- არა ანდრეა! არაფრის მოსმენა არ მინდა!
ჩამეცინა და ბოლომდე ჩავიარე კიბეები. ვისკი გადმოვიღე და დავუსხი.
- დალიე- გაუკვირდა, თუმცა გამომართვა და მოსვა. მაკიაჟი საშინლად გათხაპვნოდა, ეტყობა კაი ხანი ტიროდა.
გვერძე ჩამოვუჯექი. ვიგრძენი როგორ ამათვალიერა.
- რა დაგემართა?
- შენი ისტორია უფრო სახალისო იქნება- გამეცინა და ინტერესით გავხედე.
- თორნიკეს დავშორდი- გულში სიხარულის ნაპერწკლები ამენთო, მაგრამ მიზეზის მოსმენა მაინც მსურდა.
- ვიჩხუბეთ და დამარტყა. მე წამოვედი.
სახე მომექუფრა.
-რას ნიშნავს დაგარტყა?!
მხრები აიჩეჩა და თავი მხარზე ჩამომადო. ზურგზე ხელს ვუსმევდი, რომ დამემშვიდევინა.
- თავიდანვე ვიცოდი, ნაბი*ვარი რომ იყო.
- არ ეჩხუბები?
- თავისას მიიღებს- ახლა ერთით მეტი მიზეზი მქონდა, რომ ცემაში მომეკლა.
ფიქნებიდან ლიზას შეხებამ გამომაფხიზლა.
ტუჩები ტუჩებზე მომაბჯინა. დეჟავუს გრძნობა დამეუფლა. ჩემი "და" ზედმეტად სექსუალური იყო, მაგრამ მისი თავი არ მქონდა. ხელები მხრებზე მოვკიდე და გავწიე.
- რას აკეთებ?- სიცილით ვკითხე.
ისევ გამოიწია საკოცნელად,მაგრამ გავაჩერე.
- არა ლიზა, მეორედ არგვინდა კარგი?
ფეხზე წამოვდექი და გამოვეცალე.
ვგრძნობდი, თვალს არ მაშორებდა სანამ კედელს მივეფარე. ღრმად ამოვიხვნეშე და სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. სახეზე დასიება იმდენად აღარ მეტყობოდა რასაც სილურჯეებზე ვერ ვიტყოდი.
ტელეფონი ამოვიღე და თორნიკეს გადავურეკე. მიპასუხა, მაგრამ თვითონ არ ყოფილა.
- თორნიკეს დაუძახე! - კბილებში
- არ სცალია- ისევე აგდებულად ნიპასუხა ბიჭმა. თვალები ავატრიალე.
- გადაეცი რომ უტრ*კო ნაბი*ვარია.
- თვითონაც გადმოგცა რაღაც.
- ხომ ვთქვი, უტრააკოათქო.
- შენს გოგოს კარგად გაუფრთხილდი.
გამითიშა.
პირგაპობილი დავრჩი. ჩემით თამაშს არ შევარჩენდი. სახლის ვირთხასავით იმალებოდა სოროში.
სარკეს მივუბრუნდი, თვალები ჩაშავებული მქონდა. ასეთი იმიჯი უფრო საშიშს მაჩენდა, მაგრამ ეს არაფრად მჭირდებოდა. ლოგინი ავშალე და შევწექი. საშინლად მოთენთილი მალევე გავითიშე..

მარიამი*:

მაღვიძარა მაღვიძებდა. დიდიხანია ეს ხმა არ მსმენია. რათქმაუნდა, სკოლაში ვიყავი მისასვლელი.
თვალები გადავატრიალე და მოვისრისე.
ტელეფონს დავხედე, ანდრეასგან არცერთი შეტყობინება არ მქონია. ამოვიხვნეშე და სააბაზანოში გავედი. ცოტა მოვწესრიგდი და ვისაუზმე. ლილუზე წინასწარ ვიცოდი, დღეს დედამისს მიყვებოდა თანამშრომლის დაბადებისდღეზე.
სკოლამდე ფეხით წავედი, თანაც დილის სუსხი მაფხიზლებდა თანდათან.
სახე გამინათდა, როდესაც ეზოში სანდრიკა დავინახე. ბიჭებთან ერთად კედელს მიყრდნობილი ეწეოდა და იცინოდა.მაშინვე მათკენ ავიღე მიმართულება. დამინახა თუარა, სკოლელებს ხელი აუწია რომ დამშვიდობებოდა და ჩენკენ წამოვიდა.
- რიჟა, სკოლას დაუბრუნდი?
- ოხ სანდრიკ. გამოცდაზე ხელის მოსაწერად მოვედი, თორემ ხომ იცი აქაურობაზე ალერგია მაქვს- გავეკრიჭე და ერთად ავიარეთ კიბეები.
- კავალერი სად გყავს? - ვიგრძენი, მის კითხვაზე ერთიანად როგორ დამბურძგლა.
- ის... ცოტა დაკავებულია.. - სიტყვები ერთმანეთს როგორღაც გადავაბი.
- მარიამ!- წინ გადამიდგა და თვალებში ჩამხედა.
- ვიჩხუბეთ- ამოვიოხრე და კუთხეში მივდექი, რომ სხვა მოსწავლეები გამეტარებინა.
- მიზეზი?
- ანასტასია.
- გამაგიჟებს ეგ გოგო რა- ხელი აიქნია და კლასისკენ წავიდა. მის სულელურ ლაპარაკზე ყოველთვის მეცინებოდა. თავი გავაქნიე და შევყევი. დამრიგებელი უკვე იქ დაგვხვდა. ბევრი დრო არ დაგვჭირდა, ნახევარ საათში ორივე გაგვანთავისუფლეს.
- სახლში მიდიხარ?- მკითხა მკვახედ. მხრები ავიჩეჩე.
- მინდოდა ანდრეასთან გამევლო... - გამოვუტყდი და თავი დამნაშავესავით ჩავხარე.
- ნუ ხარ სულელი! - თვალები დამიბრიალა.- წამო ,ყავა დავლიოთ რა.
თავი დავუქნიე. მართალი იყო, უნდა დამეჯერებინა. თუ ანდრეას მოუნდებოდა, თვითონ დამიკავშირდებოდა. შემართებით, მყარად ვდგამდი ნაბიჯებს და ვაპირებდი სანდრიკასთვის მომესმინა. თითქოს, ასეთი საქციელით საკუთარი თავისთვის რაიმეს დამტკიცებას ვცდილობდი.

კაპუჩინოს არაჩვეულებრივმა არომატმა თითქმის ყველაფერი დამავიწყა. თითები ჭიქას შემოვხვიე გასათბობად.
- აბა?
- რა აბა?- გავიკვირვე,სიგარეტს მოუკიდა.
- აქ მართლა ყავის დასალევად კი არ მოგიყვანე. კაპუჩინო სატყუარა იყო. მოყევი, რა ხდება თქვენ შორის.
თვალები გადავატრიალე. ძმაკაციც ასეთი უნდოდა!
- მომაწევინე რა.
- როდის აქეთია?- გაიკვირვა და კოლოფი სანთებელასთან ერთად მომაწოდა. კითხვა დავუიგნორე და მოვუკიდე. ნიკოტინმა ოდნავ დამაშვიდა.
ვსვავდით და ვეწეოდით, თითქმის ყველაფერი მოვუყევი, იმ ინტიმური მომენტების გარდა... ჩაფიქრებული, ცალი ხელით თავს იფხანდა.
- მგონი, მართლა უყვარხარ.
- გულს მტკენ, სანდრიკ- სიცილით ვუთხარი. მასაც გაეცინა და ტელეფონს დახედა.
- აუ გაკვეთილზე ვაგვიანებ, სახლში წადი კარგი?
- კარგი- თავი დავუქნიე დამჯერი ბავშვივით.
-მასზე საუბარს, ალბათ კიდევ გავაგრძელებთ.
სანამ ჰორიზონტს არ მიეფარა, გაშტეტებული ვიჯექი. საათს დავხედე, კარგი დრო გასულიყო ამ საუბარში...
ფეხზე წამოვდექი და სახლის გზას დავადექი. ცოტა საკვირველი იყო, მიკვირდა ანდრეას მართლაც რომ არ ვახსენდებოდი. დიდი იმედი მქონდა, ისევ ტასოსთან ერთად არ ერთობოდა. ფიქრებში გართული რაღაცას შევეჯახე, უფროსწონად ვიღაცას. საკმაოდ დიდი სხეულის პატრონი იყო. თავი ავწიე და სახე გავუსწორე.
- მე.. მაპატიეთ...- დაბნეულმა მიმოვიხედე და გვერდით გავიწიე. უცნობი გვერძე ამომიდგა.
- არა, პირიქით, ჩემი ბრალია გოგონა.- გავუღიმე და გზას გავხედე. მივდიოდი, თუმცა უცნობიც ფეხს მიბამდა და არ მშორდებოდა.
- რამით დაგეხმაროთ?- გავჩერდი და ვკითხე- წარბები ასწია და ჩაიღიმა. ვერ გავიაზრე, მკლავში ხელით როგორ მწვდა და სადღაც გამათრია.
- როგორ მენანები, მაგრამ აუცილებელი მსხვერპლი ხარ- ვითომ სინალულით ჩაილაპარა, ჩემთვის გაურკვეველ საკითხზე.
- მე არ..
სიტყვა გამიწყდა, როდესაც თავისი ტუჩები ჩემსას მოაჭირა. ამ წამს მთელი არსებით შემზიზღდა ეს არსება. ავწრიალდი და თავი ძლივს გამოვითავისუფლე მისი კოცნისგან. ამღვრეული სახით ავხედე მის გამაღიზიანებელ სიფათს და სახეში შევაფურთხე.
ამაზე უფრო აუვარდა სიცილი, რამაც უფრო გამამწარა და გულზე მუშტების რტყმა დავუწყე.
- თავქარიანი ავალიანის გამო გემართება ყველაფერი.- მჭიდროდ მომკიდა ხელი საჯდომზე და მომიჭირა. ვოცნებობდი ვინმეს გამოევლო, ნებისმიერს, მაგრამ ამ უკაცრიელში არავინ ჩნდებოდა.
- არაადამიანო! შენ არ იცი, როგორ მძულს შენნაირი ღორები!
წამით ხელები შემიშვა და გაფართოებული თვალებით შემომხედა.თითქოს, ჩემგან არ ელოდა სიტყვიერ თავდასხმას. შემდეგ კი მისი სახე სრულიად აწითლდა, ძარღვები დაეჭიმა. მარჯვენა ხელი ასწია, რასაც შეშინებულმა შევხედე, თავი უნდა დამეცვა, მაგრამ ვერ კი გავაანალიზე ისე სწრაფად და ძლიერად დამარტყა. თავი ვეღარ შევიკავე, დარტყმის მიმართულებით წავიქეცი და საფეთქლით რაღაც ცივზე და მაგარზე ჩამოვარტყი თავი....
“ავალიანის გამო გემართება ყველაფერი”
“ავალიანის გამო გემართება ყველაფერი”
გონებაში ექოდ მესმოდა ერთი და იგივე ფრაზა, რომელიც არ ჩერდებოდა.
რაღაცაში ვიყავი და ვირწეოდი. თვალების გახელას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა,ისე მქონდა ქუთუთოები დამძიმებული. თითქოს, ცივ რაღაცაზე მიმაწვინეს ოღონდ ნელა. შინაგანად კანკალმა ამიტანა,შიშისგან დახუჭული თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ძალიან მეშინოდა ისევ არ გაერტყა ჩემთვის. ახლაც კი ვგრძნობდი, მის დიდ ტორებს ლოყაზე. შიგნიდან ყველაფერი ამიხურდა, თვალები ერთმანეთზე ძლიერად მივაჭირე, რომ არ გამეხილა მაგრამ შიში ძალიან ძლიერი იყო. მინდოდა ხელი ამემოძრავებინა და მომესინჯა რაზე ვიწექი, ან სად. თუმცა, ტვინი სრულიად გათიშული მქონდა. არც გარშემო ხმები მესმოდა.
არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა რაც უცნობმა აქ დამტოვა და ასე გაშეშებული ვიწექი. ბევრი ცრემლი ვღვარე ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ახლა დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავი.
ფეხზე ძლივს წამოვდექი და გარშემო მიმოვიხედე. ზემო ვერაზე, გაზონზე ვიწექი. უკვე ბინდდებოდა, დავიჯერო ამდენი დრო გავიდა?!
ხელი თავზე მოვისვი და ხელზე სისხლი რომ შევნიშნე ცოტა შევშინდი. შარფი კისრიდან მოვიხსენი და თავ-საბურავივით მოვიხვიე. სახლამდე ბარბაცით მივედი და კარი ფრთხილად შევაღე. დედაჩემი როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იყო მoსული სახლში. ტელეფონი ამოვიღე და დავხედე. ანდრეას ოთხი გამოტოვებული ზარი ცოტა მაშინებდა. ახლა ვერც დავურეკავდი და ვერც დაველაპარაკებოდი. მინდოდა, ლოგინში შევწოლილიყავი და სამუდამო ძილს მივცემდი, მაგრამ ეს აფსურდი იყო, ასე ადვილად ვერ გავექცევოდი ყველაფერს.
სააბაზანოში შევედი,შუქი ავანთე. ბჟუტავდა,მაგრამ მაინც გაანათა ჩაბნელებული ოთახი. სარკესთან მივედი და ჩემ აწითლებულ ლოყას დავაკვირდი, რომელსაც ნათლად ემჩნეოდა სილურჯეც. ამოვიოხრე, როდესაც მარჯვენა საფეთქელზე სისხლი მოვიბანე. ალბათ დაცემის ბრალია. ხელები ცივი წყლით დავისველე და ახურებულ ლოყაზე მივიდე. ცოტათი მესიამოვნა.
გავიგე საპირფარეშოს კარები როგორ გაიხსნა. თავი ნათიამ შემოყო,როდესაც ასე დამინახა ჩემსკენ აფორიაქებული წამოვიდა.ხელი ისევ აწითლებულ ლოყაზე მედო.
-რა მოხდა?რა გჭირს? -მკითხა ანერვიულებულმა, ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი ჩამომაშვებინა ლოყიდან. როდესაც აწითლებული ლოყა დაინახა შოკისგან პირი დააღო.
-ღმერთო, მარიამ... რა მოგივიდა?
პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ნიკაპი ამიკანკალდა, მიმიკების გაკონტროლებას ვცდილობდი, მაგრამ საშინლად ჩავფლავდი და თავი მის მხარზე მტირალმა ამოვყავი....

-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.. - ჩემს დამშვიდებას ცდილობდა დედაჩემი და თმაზე ხელს ნაზად მისვამდა. პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი.
ოთახში შემიყვანა და საწოლზე ჩამომაჯინა. ვგრძნობდი, ტირილისგან თვალები როგორ მისივდებოდა.
- ყინულს მოვიტან- მითხრა აფორიაქებულმა და სამზარეულოში გავარდა. კარის ზარის ხმა გავიგე. შემდეგ ნაცნობი ხმაც. ავფორიაქდი. სარკეში ჩავიხედე, დაფარვას ვერაფრით მოვასწრებდი. ახლა არ მინდოდა ანდრეას ვენახე. საწოლზე წამოვწექი და კედლის მხარეს გადავბრუნდი. პატარა ბავშვივით მოვიკუნტე. მინდოდა მიწა გამხეთქვოდა და შიგნით ჩავეტანე.
ნაბიჯების ხმა ნელნელა იზრდებოდა.
- მარიამ!
ჩემი საყვარელი ხმა გავიგე, თუმცა არ გავნძრეულვარ. თვალებს მთელი ძალით ვაჭერდი, რომ ცრემლები შემეკავებინა.
მხარზე ხელი შემახო და ჩემს გადმობრუნებას ეცადა, მაგრამ მოვიშორე.
- გთხოვ, წადი.
საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. იმის მაგივრად რომ შებრუნებულიყო და დავეტოვებინე, ორივე ხელი მომკიდა და უხეშად გადმომატრიალა ზურგზე. თვალებში შევხედე თუ არა, ცრემლები წამსკდა და სახეზე ხელები ავიფარე.
ხმას არ იღებდა. თავი წამომაწევინა და მიმიხუტა.
დედაჩემი ყინულით დაბრუნდა და ანდრეას მიაწოდა, ანდრეამ კი ლოყაზე მომადო.
სიცივე მესიამოვნა.
- უნდა თქვა, რა მოხდა მარიამ!
თავი დავუქნიე ანერვიულებულ დედაჩემს და ხმა ამოვიღე.
- სკოლაში ვიჩხუბე...- ვიცოდი ნათია დაიჯერებდა. მეათე კლასსში მქონდა მსგავსი შემთხვევა.მის მერე მეძახის ჯაჭვლიანი თხას. წამში გამახსენდა დირექტორის კაბინეტში დაბარებული დედაჩემის გაბრაზებული სახე, მაგრამ რა წამსვე ეს ვუთხარი სახე მოულბა.
-დამშვიდდი, კარგი?
- ხო...- თბილი ხმით ვუთხარი ნათიას, მანაც თავი დამიქნია და კარები გაიხურა. ანდრეას თვალებში შევხედე.
- ვინ დაგარტყა?
- დედაჩემს რა ვუთხარი ხომ გაიგე...
- მე ტყუილების არ მჯერა, მარიამ!
- არც მე ანდრეა.- მშვიდად ვუპასუხე.
- ახლა ამ სიტუაციაში ბრალს მდებ თუ მეჩვენება?!
მხრები ავიჩეჩე და ოდნავ მოვშორდი.
-მაგაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ! ახლა მითხარი ვინ იყო!
- არვიცი, 25წლამდე იქნებოდა... ტანით დიდი. არვიცნობ გეფიცები!
ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა.
- ჯანდაბა! რამე დაგიშავა? შეგეხო?
ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო.
- გთხოვ ხმას დაუწიე..- დედაჩემზე ვანიშნე- არრა.. არაფერი დაუშავებია, მხოლოდ მაკოცა..-ლამის გაუპატიურების მთელ მცდელობას ვერ მოვუყვებოდი.
- გაკოცა?!
-მოვიშორე და შემდეგ... დამარტყა.
- ჯანდაბა! დარწმუნებული ხარ, რომ არ იცნობ?
- შენ გახსენა...- ხმადაბლა ამოვილუღლუღე. ადგილზე გაშეშდა. თვალებში ჩამაშტერდა. სწრაფად მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- საქმე მაქვს და მალე მოვალ, კარგი?
- არა, ახლა არ დამტოვო...- შევევედრე. თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. თავი დამიქნია, საწოლზე ჩამოჯდა და ჩამიხუტა.
ყინული ლოყიდან მოვიცილე და ახლა საფეთქელზე მივიდე.
- მაშინ გავიგე, რასაც ამბობდი...- გავბედე და ვუთხარი. ხმა არ ამოუღია. არც განძრეულა.
- ვინ გცემა...- ხმადაბლა ვკითხე. ღრმად ამოისუნთქა.
- თუ იცი, რაღატომ მეკითხები?- ხმა მაშინვე გაუმკაცრდა.
- ფიქრობ.. ფიქრობ მეც მისიანმა დამარტყა?
- მაგაზე შენ არ იფიქრო.
წამოვიწიე და თვალებდი შევხედე, წარბები ავუწიე.
- არათქო!
- ანდრეა!
- რაგინდა?! შენთან ვარ და ხელახლა რატომ იწყებ?
- რაც გააკეთე არ მიპატიებია!
ფეხზე წამოვდექი. ისიც ადგა და ჩვენს შორის მანძილი შეამცირა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მაკოცა.
გაკვირვებულმა და შოკში ჩავარდნილმა უნებლიედ კოცნითვე ვუპასუხე.იმ ამაზრზენი არსების შემდეგ, ნამდვილი მალამო იყო ანდრეა ჩემთვის. ვაკოცე თუ არა, ტვინში მაშინვე ათასმა მოგონებამ ცუნამივით დამარტყა.თურმე რამდენად მომნატრებოდა ეს შეგრძნება. ერთიანად ავეკარი მის სხეულს, მან კი კიდევ უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები წელზე. ჩემდა გაუცნობიერებლად, ჩვენს შორის ვნება იმდენად გაღვივდა, რომ ორივეს სხეულს ცეცხლის ალივით წაგვკიდებოდა და უმოწყალოდ გვწვავდა.
უნებურად უკმაყოფილებისგან ამოვიკვნესე, როცა კოცნა შეწყვიტა და თავი მომაშორა.
-ამის შემდეგ, კიდევ იტყვი რომ არ გიპატიებია?- უარყოფას აზრი არ ქონდა, სწორედ ვიქცეოდი თუ არა, ანდრეასთვის უკვე ნაპატიები მქონდა. თავი დამორცხვილმა დავხარე და ჩამოვჯექი.
- მინდა საქმის კურსში ვიყო.
- რა?- იმდენად გაკვირვებული სახე მიიღო, ლამის გამეცინა.
- ხო, საუბარს ან რაიმეს თუ აპირებ მეც წამოვალ.სახლში ჯდომა და ლოდინი არ მინდა.
- საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ.
ჩაიცინა. თვალები ავატრიალე.
- ჯაჭვლიანს ვეტყვი და გამოგყვება.
- მარიამ, არ გაჩერდები?!
- მე თუ იმის გამო არ მიგყავარ რომ გოგოვარ, სანდრო ბიჭია!
- დიდად გულზე არ ვეხატები.
ხმამაღლა ამოვისუნთქე.
- დაიძინე და დაისვენე. ხვალ მოვალ და ვილაპარაკოთ.
- არაფერი ქნა!- გავაფრთხილე.
- დაწყნარდი ქალბატონო- გამიღიმა და ოთახი დატოვა.
თავგზა არეული ვიყავი. დედაჩემთან გავედი და წინ დავუჯექი.
- შენი შეშინება არ მინდოდა- დავამშვიდე.
- მინდა მჯეროდეს რაც მითხარი.
- სიმართლეა დედა. ხო იცი უსამართლობას ვერ ვიტან. შეგიძლია ლილუს კითხო.
თავი ყოყმანით დამიქნია მოიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. თმა გადამიწია და ნაკაწრები შემითვალიერა.
- ხვალ მუშაობ?- შეპარვით ვკითზე. თავი დამიქნია უსიტყვოდ.
ცოტახნით დედასთან ერთად ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. არმინდოდა მისგან შორს წასვლა. ვიცოდი ნერვიულობდა ჩემზე.
როცა დასაძინებლად წავიდა, მეც საკუთარი ოთახისკენ დავიძარი და სანდრიკას გადავურეკე:
- რას შვრები, სანდრო?
- მამაჩემი მოვიყვანეთ საავადმყოფოდან და ვართ რა. შენკენ?
- ხვალ გცალია?- ყოყმანით შევეკითხე.
- რა ხმა გაქვს?- სწორედ ეს არის ბავშვობის მეგობრების მინუსი. რაც არ უნდა იმსახიობო, მთელი გულით რომც მოინდომო, მაინც ვერ მოატყუებ.
- არა, ისეთი არაფერი. სალაპარაკო მაქვს.
- საღამომდე მცალია, მოვალ დილასვე.
- ჯიგარი ხარ.
სიცილით ვუპასუხე და გავუთიშე. ახლა რა გამეკეთებინა? დაქალი მეკლდა. მაგრამ ლილუს მხიარულებას არაფრის დიდებით ჩავაშხამებდი.
საშინელი დღე მქონდა, რატომ მემართებოდა ყველაფერი უცნაური მე? თავი ისე რომ დამერტყა რომ მოვმკვდარიყავი დედაჩემს რა ეშველებოდა?!
საკუთარ თავს ვსაყვედურობდი და ვბრაზობდი. არმინდოდა უსარგებლო არარაობად ყოფნა.
***
- მარიამ სანდრო მოვიდა- ბუნდოვნად გავიგე ნათიას ხმა და თავი დაფეთებულმა წამოვწიე საწოლიდან. სანდრიკას ხმა უკვე მესმოდა. დედაჩემს ესაუბრებოდა, სარკეს გავხედე. იმაზე საშინლად გამოვიყურებოდი, ვიდრე გუშინ. სილურჯე უფრო გამმუქებოდა.ფეხზე წამოდგომას და მოწესრიგებას ვაპირებდი, როდესაც ჯაჭვლიანი უკვე ლაპარაკით შემოვიდა ჩემს ოთახში.
- დედაშენმა უთხარი რომ მაგვიანდებოდ...- თვალი გამისწორა და სახე დაასერიოზულა- ამის დედამოვტ*ან.
გაშეშებული იდგა და მიყურებდა. ცალი ხელით თმა წინ გადმოვიყარე, რომ სილურჯეები დაეფარა.
- დილამშვიდობის- ვუთხარი ყოყმანით და ტუჩები უხერხულად მოვკუმე.
- რადაგემართა? არ მითხრა რომ ავალიანმა...
- რათქმაუნდა არა! - სიტყვა გავაწყვეტინე. მომიახლოვდა და იქვე ჩამოჯდა. თვალს არ მაშორებდა.
- ასე ნუ მაკვირდები...
- მოყევი.

ყველაფერი მოვუყევი, ყველა დეტალი. პირღია შოკირებული მისმენდა და შუალედებში სიგარეტს უკიდებდა. ბოლო ღერი მასთან ერთად მოვწიე და მოყოლაც დავასრულე..
- გავყვები ანდრეას.
ამოვიხვნეშე და თავი ხელებში ჩავრგე. ძალაუნებურად წამომივიდა ცრემლები.
- მარიამ...- თბილი ხმით მითხრა და ჩამეხუტა.
- ძალიან მიყვარს სანდრო..
ღრმად ამოისუნთქა და ზურგზე ხელი გადამისვა.
როდესაც დავწყნარდი, მომშორდა და შორიდან დამაკვირდა.
- პატარა საქმეები მაქვს. მარტო დარჩენის ხომ არ გეშინია?
ჩამეცინა და თავი დავუქნიე უარის ნიშნად.
კარებამდე მივაცილე და პარანოიისგან თავის ასარიდებლად, საკეტი ორჯერ გადავატრიალე.
ტელეფონი ამიწკრიალდა.
- გისმენ.
- როგორხარ?- თბილი ხმით მკითხა ანდრეამ. გამეღიმა.
- რავი... შენ როგორ ხარ?
- უნდა დავილაპარაკოთ, მე და იოანე მოვიდეთ თუ შენ გამოხვალ, როგორ გირჩევნია?
- აქ მოდით. გვიანობამდე მარტო ვარ.
- კარგი დროებით.
- კარგი..- გათიშვა დავაპირე მაგრამ გამაჩერა.
- მარიამ- დაბნეული ხმა ჰქონდა.
-გისმენ.
- მიყვარხარ.
მისი იოგებიდან წამოსული ეს სიტყვები იმდენად რბილი და დამათრობელი იყო,რომ იქვე ჩამოვჯექი. მეორედ მითხრა. ეს გამოტყდომას გავდა. ჩემი პასუხი ჯერ არ მოუსმენია, ალბათ არც ელოდა ან არ აინტერესებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეფონს არ გამითიშავდა..
ახლა ვიცოდი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოსულიყვნენ. დედაჩემის ოთახში შევედი და მცირე მაკიაჟის დასტა ავიღე. სარკეში ჩავიხედე და დალურჯებული ადგილები პუდრით დავიფარე. ბოლომდე მაინც არ ფარავდა, მაგრამ რეალობას ჯობდა. ამოვიხვნეშე და სამზარეულოში გავედი....

ანდრეა*:

- ჩემი ხელით დავახრჩობ!
ბრაზს ვეღარ ვაკავებდი და მიქაძეს ვუზიარებდი.
- მოვაგვარებთ, მთავარია გავიგოთ სად არის.
ყოველთვის მაგიჟებდა მისი სიწყნარე სერიოზული საქმეების მიმართ.
- ალბათ, რომელიმე სოროში იმალება. ბარემ გოგოსავით გამოცვალოს ნომერი!
სიბრაზე სიცილში გადამივიდა. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. როგორც ყოველთვის დამამშვიდა. თვალდახუჭული ვეწეოდი და მიქაძეს ვუსმენდი.
- ლიზას უნდა კითხო. ეცოდინება მისი "სამალავი".
თავი დავუქნიე. მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. გონივრული გეგმა მჭირდებოდა.
მაგას ვანახებდი, როგორ უნდა სხვისი ცხოვრების არევა!

მარიამი*:
დრო საშინლად ნელა გადიოდა. თავს ჩემდა გასაკვირად სუსტად არ ვგრძნობდი. პირიქით, ხან რას მივადექი ხან რას. აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. მერამდენე ღერი იყო, უკვე სათვალავი ამერია. ზემოდანვე შევნიშნე ბიჭები როგორ უახლოვდებოდნენ ჩემს კარებს. სიგარეტი სწრაფად ჩავწვი. შემოსასვლელში გავედი და კარები გავაღე.
არვიცი რატომ, მაგრამ ანდრეას დანახვისას ვიგრძენი სახე როგორ გამიბრწყინდა. მისგან განსხვავებით. ზედმეტად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა. კარს გამოვეცალე, რომ შემოსულიყვნენ. ვერც გავააზრე როგორ დაიხარა და რბილი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე. წარბი ამიწია. მივხვდი რატომაც, სიგარეტის სუნს მალევე იგრძნობდა.
იოანეს მთელი ძალით მოვეხვიე.
- ხიფათიანო- ხუმრობით მითხრა. გამეღიმა და სამივე მისაღებში გავედით. უაზროდ ჩართული ტელევიზორი გავთიშე და უხერხულად ჩამოვჯექი.
- მალე სანდროც მოვა.
- რაო?- კითხვით გადმომხედა ავალიანმა. უცნაური მეჩვენებოდა.
- წამოგყვება.
- მოკლედ ბევრი ფოთიალი არ გვინდა, რა. მშვიდად დავილაპარაკებთ. - ხელებით ახსნა დაიწყო იოანემ.
- ხო, მშვიდად... - ჩაიცინა ანდრეამ. თვალები ავატრიალე. მისი ცინიზმი საზღვრებს სცდებოდა. ვერც ვამტყუნებდი. სავარძელს მთელი ძალით უჭერდა ხელს. ხომ ვთქვი.
უცნაური., როგორც ვამ,ბობდი.
- მე წამოსვლა მინდა.
- ხომ გითხარი ერთხელ- გადმომხედა ანდრეამ. წარბები ავუწიე და იოანეს გავხედე.
- მეც თქვენთან ვარ- სერიოზული სახით შემოვიდა ოთახში ლილუ. ბიჭებისთვის არც შეუხედავს, ისე მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. შემდეგ ოდნავ მომშორდა და სახე შემითვალიერა.
იოანეს მიუჯდა გვერძე და მიეხუტა.
- ლილუ, ბევრი რამ გამოტოვე- სიცილით მიუგო ანდრეამ.
- ყველაფერი ვიცი. ავალიანო.
- რა?- გამიკვირდა.
- თუ გინდა რამე დამიმალო, ჯაჭვლიანს არ უნდა უთხრა- ღიმილით გადმომხედა ლილუმ. თავი გავაქნიე. დღეს ჩემი გონება ინფორმაციას ნელა ისრუტავდა. თვალდახუჭული ვიჯექი და სამი ადამიანის ერთმანეთში კამათს ვუსმენდი. თვალები გავახილე თუ არა, თავბრუ დამეხვა.
- ერთი წუთით...- ხმადაბლა ჩავილაპარაკე და სააბაზანოში გავედი. საკუთარი გულისცემა მესმოდა. სარკეში ანარეკლი მემღვრეოდა. სრულიად დაბნელებული დავეცი ცივ მეტლახზე და ვაღებინე.
თავი ამტკივდა. გონზე მალევე მოვედი და იქაურობა მოვაწესრიგე.
- მარიამ?- კარი შემომიღო ლილუმ. დაბლიდან ავხედე მშველელი თვალებით.
- რამოხდა? - ჩაიკუზა რომ სახე ჩემთვის გაესწორწბინა. ადგომის თავიც არ მქონდა.
- ღებინება.
თვალები გაუფართოვდა. სადღაც ერთი წუთის განმავლობაში უხმოდ მაკვირდებოდა.
- ორსულად ხომ არ ხარ?- ჩურჩულით მკითხა.
- ლილუ!- როგორც შემეძლო ისე მკაცრად ვუთხარი. ჩაეცინა.
- ვიხუმრე- თავის გამართლებას ეცადა და წამომაყენა.
მისაღებისკენ გავედით.
- კარგად ხარ? - მკითხა ანდრეამ.
- კი- თავი დავუქნიე და თვალებში შევხედე. მიუხედავად იმ აფორიაქებისა რასაც მასსში ვხედავდი, დამაწყნარა. გვერძე მივუჯექი.
- სანდროო..- შეეგება ლილუ ჯაჭვლიანს. გავუღიმე. ჩვენს წინ დაჯდა. სანდრიკამ და ავალიანმა უცნაური მზერები გაცვალეს.
- მე გავარკვევ სად იმალება და წავალ. რამე თუ დამჭორდა დაგირეკავთ.
- მარტო არწახვალ!- ამოვიხავლე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
- წამოგყვები, თან არც ვიცნობ მაგ ტიპს და უცნობ სახესთან უფრო გამოჩნდება.
- ვეთანხმები - სიტყვით დაემოწმა იოანე სანდროს. ავალიანმა ამოიხვნეშა და სავარძელს მიეყრდნო. მის სახეს ვაკვირდებოდი. შესიებები კიდევ ეტყობოდა. ცოტა სასაცილოდ მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ ორივე "გალამაზებულები" ვიყავით.
-ლიზა უნდა ვნახო.
თავი დავუქნიეთ ყველამ. ჩემკენ გადმოიწია და მაკოცა. წამოდგა. მეც მას მივყევი და მასთან ერთად გარეთ გავედი.
- რას აკეთებ?- გაკვირვებულმა შემომხედა.
- სალაპარაკო მაქვს.
თვალები აატრიალა.
- ახლა არა, მარიამ
- ჩემი პასუხი არ მოგისმენია.
- რა?- ვხვდებოდი, უფრო და უფრო იბნეოდა.
- მეც... მეც მიყვარხარ.
დაჟინებული თვალებში ვუყურებდი. კოპები ნელნელა გახსნა და თვალის გუგები გაუდიდდა. ტუჩის კუთხეში ღიმილიც უთამაშებდა მაგრამ არ ტყდებოდა. შუბლზე მაკოცა და უკან მოუხედავად ჩაჯდა მანქანაში.

ანდრეა*:
საჭეზე კოცენტრირების მოხდენა მიჭირდა. შინაგადად უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას ვგრძნობდი. თავში მარიამის ხმა და სიტყვები მიტრიალებდა, მაბნევდა და არ მშორდებოდა.
წილი ბედნიერება წინ მელოდა, როდესაც თორნიკეს ვაზღვევინებდი.
- ლიიიზ- დავიყვირე სახლში შევლისთანავე.
- რა?- სამზარეულოდან მომესმა ხმა. შევედი. თვალებჩაშავებული იჯდა და ყავას სვამდა.
- გამიკეთებ?
თავი დამიქნია. სკამზე ჩამოვჯექი და თვალი გავაყოლე.
- შენი "ექს" შეყვარებულის მისამართი მინდა.
შეკრთა და გაკვირებულმა შემომხედა. წარბები ავუწიე და ხელები გადავუშალე, რომ ალაპარაკებულიყო.
- რად გინდა? !
- ყვავილები უნდა ვაჩუქო- თვალები ავატრიალე. მანაც ჩემი ჟესტი გაიმეორა და ყავა წინ დამიდო.
- მოდი გამოვიცნო, ზარებს არ პასუხობს?
- ვიღაც სი*ებს მალაპარაკებს.
- მაშინ არც სახლში იქნება.
გვერდულად დამიდგა და ფანჯარას მიაშტერდა.
- ჯანდაბა!- შევიკურთხე და ყავა მოვსვი. ლიზას გავხედე, ისევ იმავე პოზიციაში იდგა. თვალები მოვჭუტე.
- რაღაც იცი, ხო? - ფეხზე წამოვდექი და წინ გადავუდექი. თვალებში არ მიყურებდა. - ლიზა!
- არა ანდრეა!- ანერვიულებულმა მითხრა. არ მოვეშვი და გზა ჩავუკეტე.
- ერთი ადგილია... ერთ ოთახიანი, უბრალო ბინა.
- მერე?- ნერვებმა მიმტყუნა. საშინლად ნელა საუბრობდა.
- მანდ მივდიოდით ხოლმე- თავი ჩახარა. მოვშორდი.
- მაგ სოროში რატო?- ხელი ავუქნიე. თავი გააქნია და ახლა იატაკს მიაშტერდა.
თვალები გამიფართოვდა.
- არ მითხრა, რომ მაგ ნაბი*ვართან წევხარ- ბოლო ხმაზე დავუღრიალე. თვალები დახუჭა და ცრემლები წამოუვიდა.
- დედამოვტ**ნ!!!
ჭიქას გავკარი ხელი და ძირს დაიფშხვნა. ლიზას ვეღარ ვუყურებდი.
- მისამართი მითხარი.
მივაშტერდი. ხმას არ იღებდა.
- მითხარი ეს დედამოტ**ული მისამართი!
შეკრთა.
- დოლიძის 72.
პირი გავაღე, მაგრამ ისევ დავკუმე. ტუჩები ზიზღით აქეთ - იქეთ დამირბოდა. შესაფერისი მზერა შევატოვე და გასასვლელისკენ გავედი.
- ანდრეა, მიყვარს!- უკან გამომეკიდა ტირილით.
- გადაიყვარებ!- ზიზღითვე ვუპასუხე და კარი გავიჯახუნე.
მანქანა დავქოქე და გამწარებული, ხუთ წუთში მარიამთან ვიყავი.
- გავარკვიე- შევედი თუ არა, ვუთხარი ოთხივეს.
- სად არის?- მკითხა მარიამმა.
- დოლიძეზე.- ვუთხარი ბიჭებს- მოსაღამოვდეს და მივალ.
- მაინც ვფიქრობ, რომ სანდრო უნდა მივუშვათ- შემომთავაზა იოანემ.
- რათქმაუნდა არა! ის არაფერ შუაშია - მიუხედავად ცუდი ურთიერთობისა მაინც არ მინდოდა ამ ბიჭს რაიმე დამართვნოდა.
- არმაქ პრობლემა, მე დაველაპარაკები- თვალები ავატრიალე და სახეზე ხელი მოვისვი.
- ვაიმე გაჩერდით!- გაგვაჩერა ლილუს ხმამ. ფეხზე წამოდგა და ჩაახველა.
- მე წამიყვანეთ. დაველაპარაკები.
- აი ეგ გამორიცხე- "მოუხაზა" იოანემ. ჩამეცინა და ლილუს ძალით დამწუხრებულმა გავხედე.
- ანდრეა, უნდა წამიყვანო!- იოანეს გავხედე. ლილუ გამაფრთხილებლად მიყურებდა.
- არა ლილს, არ გამოვა ეგ.- ხელი ავუქნიე.
- ჰმმ, დღეს დილას ხომ არ დაგავიწყდა დაგელია შენი...
- იოანე, მიეცი წამოსვლის უფლება- სიტყვა გავაწყვეტინე ლილუს და მიქაძეს მივმართე. ამოიხვნეშა. მარიამს გავხედე. ურეაქციოდ იჯდა. ეტყობოდა რომ გონებით სხვაგან იყო და არ გვისმენდა. მადლობა ღმერთს!
- კარგი, მაგრამ სანდროსთან ერთად მიხვალ. - უთხრა იოანემ.
- თუ რამე, დაიწიკვინე და მანდ გავჩნდები.- სიცილით ვუთხარი ლილუს. თვალები აატრიალა.
- და მე?- მარიამმა იკითხა მშვიდად.
- აი შენ სახლში რჩები და არც შემეწინააღმდეგო- ვუთხარი დაუყოვნებლივ. თავი დამიქნია უკმაყოფილოდ.
ვეცადე შეუმჩნევლად გავსულიყავი მეორე ოთახში, გამომივიდა კიდეც, ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოვიღე და გადავამოწმე, კარგად იყო გალესილი თუარა.შორიდანვე დავლანდე ქერა როგორ მიახლოვდებოდა.მაშინვე ვაშლს დავავლე ხელი და გათლა დავუწყე.
-შეჭამ?
შევთავაზე და პატარა ნაჭერი ჩამოვუჭერი. უხმოდ გამომართვა და ჩაკბიჩა.შემდეგ გაფართოებული თვალებით შემომხედა, ჯერ მე, შემდეგ დანას.
- ეს მარიამის დანა არ არის..
- ჩათვალე არ დაგინახავს.
მკაცრად ვუთხარი და გამოსვლა დავაპირე როცა გამაჩერა
- კრიმინალის თამაშის როლი ძალიან გინდა ანდრეა?- ხმადაბლა მესაუბრებოდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა ბრაზი- არ დავინახო ეგ დანა იქ, თორემ გეფიცები, მარიამს ყველაფერს ვეტყვი!

****
8-ს რამდენიმე წუთი ეკლდა. მანქანაში მე და იოანე ვისხედით. სანდროს და ლილუს ვაკვირდებოდით. 72-ე ნომერს უახლოვდებოდნენ. ძმაკაცს გავხედე. ნერვიულობდა.
- არ უნდა ჩამერია, მაგრამ მარიამს სიმართლეს ეტყოდა.
- ვიცი მაგის ხასიათები,შანსიც არ გქონდა- ხელი აიქნია და ფანჯარაში გაიხედა.
- ჯიბეში დანა მიდევს,ყოველი შემთხვევისთვის. ხელის გასვრა არ მინდა.
კარებზე სანდრომ დააკაკუნა. ცალი ხელი საკეთზე მედო, რომ უცებ გადავსულიყავი მანქანიდან.
კარი გაიხსნა. თუმცა გარეთ არავინ გამოსულა. დაძაბული ვუყურებდი და ნელნელა კარის საკეტს ვქაჩავდი.
ერთმანეთს გადახედეს. ჯერ სანდრო შევიდა, შემდეგ ლილუ.
- არა არა! ეს არ იყო გეგმაში!- დავიღრიალე და საჭეს ხელი დავარტყი.
მიქაძე ფანჯარას მიშტერებოდა, თითქოსდა რამის დანახვას ცდილობდა.
ათი წუთი ფუჭად გავიდა. აღარ დავაყოვნე, მანქანიდან გადავედი და უყოყმანოდ წავედი კარისკენ. უკან იოანე მომყვებოდა. კარი სწრაფადვე შევაღე და თვალები ვჭყიტე.
- შენ?!




№1 სტუმარი სტუმარი ლუნა

ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდებიიიი
როგორო მაინტერესებს ვინ დახვდათ იმ სახლში ანდრეას ასეთი გაკვირვება რომ გამოიწვია.
ისტორია არის რაღაც სასწაული, ზოგაად შენი ისტორიები ისე ძალიან მიყვარს, ვფიქრობ ხოლმე ყოველთვის რომ ბევრ ნახვას იმსახურებს. სასწაული გოგო ხარ შენ და არ აყვე ხალხის ბუზღუნს. არც ისე აგვიანებ ხოლმე,რაც მთავარია თუ დებ დებ.
აბაა გელოდები მთელი გულით

 


№2  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლუნა
ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდებიიიი
როგორო მაინტერესებს ვინ დახვდათ იმ სახლში ანდრეას ასეთი გაკვირვება რომ გამოიწვია.
ისტორია არის რაღაც სასწაული, ზოგაად შენი ისტორიები ისე ძალიან მიყვარს, ვფიქრობ ხოლმე ყოველთვის რომ ბევრ ნახვას იმსახურებს. სასწაული გოგო ხარ შენ და არ აყვე ხალხის ბუზღუნს. არც ისე აგვიანებ ხოლმე,რაც მთავარია თუ დებ დებ.
აბაა გელოდები მთელი გულით

უდიდესი მადლობა საყვარელო ასეთი მხარდაჭერისთვის! ❤️

 


№3  offline წევრი Hickie

სიგიჟე და სიფსიხეე მესმის. გული მიგრძნობს ეხლა იწყება რაც იწყება.
წარმატებები ❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Hickie
სიგიჟე და სიფსიხეე მესმის. გული მიგრძნობს ეხლა იწყება რაც იწყება.
წარმატებები ❤️

ნამდვილად კარგად გიგრძნობს გული :დ მადლობა ❤️

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

ვაიმე შენ გადამიყვან ჭკუიდან მეე...რამომენტებშიი წყვითავვ.. უმაგრესიაა აი ძალიან კარგია <3 <3 ვაიმე ოღონდ მარიამი ორსულად არ იყოოოოსსს და

 


№6  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia 13
ვაიმე შენ გადამიყვან ჭკუიდან მეე...რამომენტებშიი წყვითავვ.. უმაგრესიაა აი ძალიან კარგია <3 <3 ვაიმე ოღონდ მარიამი ორსულად არ იყოოოოსსს და


დაგამშვიდებ და გეტყვი, ჯერ ადრეა მარიამის ორსულობა :დ ❤️

 


№7 სტუმარი )))

es ra qeni ra. momentshi gachere lamis gulma mdzudgaaa. ????

 


№8  offline მოდერი Moonlight17

)))
es ra qeni ra. momentshi gachere lamis gulma mdzudgaaa. ????

ვეცდები მალე ავტვირთო გაგრძელება :*

 


№9 სტუმარი Nini

ძალიან მაგარი გოგოხარ. შენი სტილი მომწონს. მიუხედავად იმისა რომ წინა ისტორიისგან განსხვავებით ეს ბევრად სხვა სტილის და ჟანრის ისტორიაა(ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს) კარგად ვითარდება მოვლენები. ერთადერთი ზოგჯერ წს ლილუ მაღიზიანებს ძალიან და ანდრეას ჯანმრთელობის ამბები მაბნევს. რატომ მალავს ვერ ვიგებ ვითომ მაგარი ბიჭივით რომ უჭირავს თავიი.
მოკლედ გელოდებით ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკუნა

მალე დადე გთხოვ ძაან მაგარი ისტორია არის???

 


№11 სტუმარი სტუმარი Keti

მოკლეედ, ისეთი აჟიტირებული ვარ, ისეთ მომენტში გაწყვიტე რომ მეტი არ შეიძლება.
აი, ხვალ მაქვს დაბადებისდღე და ძალიან გამახარებ თუ ამის გაგრძელებას წამაკითხებ , ისეთ ინტრიგაში ვარ აუცილებლად გამოვნახავ ამისთვის დროს.
სხვა რა მეთქმის?
მიუხედავად იმისა რომ ბევრი კითხვებია, სიუჟეტური ხაზიც დაძაბულია, ისტორია მაინც შეკრულია და საინტერესო.
ასე ვფიქრობ, სრულად აღქმას ისტორიის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შემდგომ გავიაზრებ, ამიტომ ვგეგმავ სრულად წაკითხვას დასასრულის შემდეგ.
მოკლედ გელოდები და არ დაიკარგო

 


№12  offline მოდერი Moonlight17

Nini
ძალიან მაგარი გოგოხარ. შენი სტილი მომწონს. მიუხედავად იმისა რომ წინა ისტორიისგან განსხვავებით ეს ბევრად სხვა სტილის და ჟანრის ისტორიაა(ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს) კარგად ვითარდება მოვლენები. ერთადერთი ზოგჯერ წს ლილუ მაღიზიანებს ძალიან და ანდრეას ჯანმრთელობის ამბები მაბნევს. რატომ მალავს ვერ ვიგებ ვითომ მაგარი ბიჭივით რომ უჭირავს თავიი.
მოკლედ გელოდებით ❤️

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ❤️ რაც შეეხება ისტორიას, ანდრეა არის ბიჭი, რომელსაც თვითონვე ვერ გაუგია როგორ მოქმედებს და თავის თითოეულ ქმედებას ახსნას ვერ უძებნის. ლულიც თავისებური ტიპაჟია, შეიძლება ითქვას რომ ზედმეტადაც კი. ჩემი წინა ისტორია, რაღათქმაუნდა კატეგორიულად განსხვავებულია. იქ უფრო სხვა მუტრი იგრძნობა, ვიდრე აქ.❤️

სტუმარი მაკუნა
მალე დადე გთხოვ ძაან მაგარი ისტორია არის???

მადლობა საყვარელო ❤️

სტუმარი Keti
მოკლეედ, ისეთი აჟიტირებული ვარ, ისეთ მომენტში გაწყვიტე რომ მეტი არ შეიძლება.
აი, ხვალ მაქვს დაბადებისდღე და ძალიან გამახარებ თუ ამის გაგრძელებას წამაკითხებ , ისეთ ინტრიგაში ვარ აუცილებლად გამოვნახავ ამისთვის დროს.
სხვა რა მეთქმის?
მიუხედავად იმისა რომ ბევრი კითხვებია, სიუჟეტური ხაზიც დაძაბულია, ისტორია მაინც შეკრულია და საინტერესო.
ასე ვფიქრობ, სრულად აღქმას ისტორიის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შემდგომ გავიაზრებ, ამიტომ ვგეგმავ სრულად წაკითხვას დასასრულის შემდეგ.
მოკლედ გელოდები და არ დაიკარგო

პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს, ულევ წარმატებას გისურვებ ❤️ ყველანაირად ვეცდები გაგახარო ამ დღეს!

 


№13 სტუმარი ნათის

როდიის დადეებ

 


№14  offline მოდერი Moonlight17

ნათის
როდიის დადეებ

ხვალ ან ზეგ დაიდება

 


№15 სტუმარი სტუმარი irma

rodis dadeb???

 


№16  offline წევრი sofo_sofia 13

როდის დადეებ?

 


№17  offline მოდერი Moonlight17

გოგოებო, რამდენიმე საათში დავდებ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent