ამილახვარი და სხვა კატასროფები (6)
ამილახვარი და სხვა კატასტროფები (6) გოგოები თავიანთ სახლებში წავიდნენ და გამოძინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ მოულოდნელად კატოს ტელეფონზე გაისმა ზარის ხმა. -ვაიმე ეს თუ სანდროა ვერ გადამირჩება.-ხელებით ტელეფონს ეძებს საწოლზე, როგორც იქნა იპოვა, ტელეფონზე არ დაუხედავს ისე უპასუხა.-ალოო.-ჩამწყდარი ხმა ძლივს ამოიღო კატომ. -ძვიფასო მიცანი.-მოულოდნელად კატოს ნაცნობი უსიამოვნო ბოხი ხმა ჩაესმის ყურში. -შე... შენ როგორ მირეკავ, ჩემთან დარეკვას როგორ ბედავ.-ძლივს წარმოთქვა სიტყვები კატერინამ და საწოლიდან უნებურად წამოხტა. -რაც გამიკეთე მაგისთვის ჯერ პასუხი არ გიგია ხომ არ დაგვიწყებია საყვარელო.-ტელეფონში ვიღაცამ ირინიულად ჩაიცინა. -მოგკლავ, მოგკლავ ვერ გადამირჩები, მეორედ აღარ დამირეკო თორემ მაგარი პრობლემები გექნება.-კატერინამ უკვე ყველაფერი გაიზრა და ეცადა არ ჩეემჩნია ის ნერვიულობა რასაც მისი სხეული განიცდიდა. -კაი კაი აბა შემდეგ შეხვედრამდე.-დიდი ხნის მეგობრივით დაემშვიდიბა და არაფრის თქმა აღარ დააცადა კატოს. -ჯანდაბა ჯანდაბა.-კატო საწოლზე ჩამოჯდა, შიგნიდან სხეული სულ ეწვოდა,ისე იყო ეგონა ცეცხლს უკიდებდა ვინმე, საწოლზე დაეცა,საბანი თავზე გადაიფარა და ცრემლების ცუნამი წამოუვიდა. მთელი 2საათი ისე იყო არც კი განძრეულა არავინ იცის თუ რაზე ფიქრობდა მოულოდნელად კი ფიქრებიდან გამოყავს თიკას. -კატო, კატო.-ხელით ანჯღრევს თიკა. -ჰო.-თავიდან იშორებს საბანს და ძლივს ამოისლუკუნა ორი სიტყვა. -გოგო რა გჭირს.-თიკა ჩამოუჯდა გვერძე და კატერინას ჩახედა ჩაწითლებულ თვალებში. -ის დავრუნდა.-შიშით ძლივს თვქვა კატერინამ და ის თიკას ჩაეხუტა. -კიმაგრამ როგორ ეგ ხომ დაიჭირეს და საიდან გამოყო თავი.-თიკა გაშტერდა, ყველანაირად ცდილობდა კატერინა დაემშვიდებინა. მალევე სხვებიც შემოდიან რაღაცაზე იცინოდნენ მაგრამ კატერინას სახეს დანახვაზე ღიმილი მოშორდათ სახიდან. -რა გჭირს კატერინა?-გვერდით მიუჯდა ქეთუ და ხელსახოცი მიაწოდა დაწითლებული თვალების ამოსაწმენდად. თიკამ გოგოებს ყველაფერი მოუყვა და ბჭობდნენ თუ რა უნდა ექნათ.კატოს ისიც უთხრეს რომ სანდროსთვის უნდა ეთქვა,მაგრამ მას არ უნდოდა ალექსანდრეს რომ გაეგო. დაახლოებით 1საათში ისევ გაისმა ტელეფონზე ზარის ხმა, კატერინას არ უნდოდა დაეხედა თუ ვინ იყო მაგრამ თავის და უნევურად პირდაპირ უპასუხა. -ალო.-ჩამწყდარი და ნამტირალები ხმით პასუხობს. -რა იყო კატო იტირე?-გაკვირვებული ხმით მეორე მხრიდან ისმის ამილახვარის სასიამოვნო ხმა ყოველივე შემთხვევაში კატოს სასიამოვნდოდ მოეჩვენა. -არა არა უბრალოდ ხმა წავიდა,გოგოები არიან ჩემთან და სიცილისაგან წამოვიდა ხმა.-თვალებს იმშრალებს და თავის ნაზ ხმას ურევს ჩაწყვეტილ ხმაში. -ჰმმ, კაი მაშინ 15 წუთში გამოგივლით ბიჭები,ოღონდ ფეხით ვიქნებით და სადმე გავისეირნოთ. -კაი 20წუთში ჩამოვალთ.-კატო წამოხტა ფეხზე და თვალების სიწითლე რომ დაეფარა მაკიაჟის გაკეთება დაიწყო. რათქმაუნდა სხვებმაც დაიწყეს მომზადება ოღონდ მათ კატოს ტანსაცმლის ჩაცმა მოუწიათ რადგან სახლში გასვლის დრო აღარ იყო. 20წუთში გოგოები ქვევით იყვნენ მაგრამ ბიჭები არ დახვდათ. -არა რა გოგო რომ აგვიანებდეს გამიგია მაგრამ ბიჭის დაგვიანება არა.-ქეთუ გამოვიდა სიტყვით. -დაიცადეთ დაიცადეთ იმ ბუშტებს იქ რა უნდა.-მოულოდნელად თვალი მოგკრა თათამ და ბუშტებუსკენ წავიდა, რათქმაუნდა კუდებიც გაყვნენ. -სიუპრიზი.-მოულოდნელად გამოხტა საბა თაიგულით და ბუშტებით. -შენ რა სულ გაგიჟდი გული გამისკდა.-წინ წასულმა თათამ ხელი ჩაკრა მხარში.-ეს რეები დაგიჭერია რა იყო ბუშტევის გაყიდვა დაიწყე.-თათამ ჩაიცინა და ვითომ ვერაფერს მიხვდა. -როგორი ხუმარა ხარ.-ირონიულად გაუღიმა და მოულოდნელად უთხრა “მიყვარხარ”-ო, თათა გაშტერდა ვერ გაეგო რა უნდა ექნა თითქოს დრო გაჩერდა და მოულოდნელად ჩაეცინა. -მეღადავები ხო.- ძაან ირონიულად გამოუვიდა და თითქოს არ დაიჯერა. -რა გეღადავები, მართლა “მიყვარხარ”.-საბამ გაკვირვებით შეხედა და კიდე ერთხელ გაუმეორა. -ძლივს როგორც იქნა თქვენი გაუმხელელი სიყვარულით მე დავიტანჯე შენ გენაცვალე, არც ერთი არ უმხელდით ერთმანენთს და როგორც იქნა საბამ გადმოდგა პირველი ნაბიჯი.-გვანცა წამოვდა წინ და ტაში დაუკრა. -მეც.-თათამ ძლივს ამოღერღა და საბას ჩაეკრა. უკნიდან მიეპარნენ თავიანთ წყვილებს ბიჭები. -რას აკეთებ გული გამისკდა.-თიკამ ხელი ჩაკრა მხარში ლუკას. -რავი ვდგავარ შენ.-ყურებამდე აიტანა ღიმილი ლუკა. -არა რა იუმორის მეფე ხარ.-თიკამაც ჩაუცინა. რათქმაუნდა ლოლიტაში წავიდნენ, ბევრი იცინეს და იმხიარულეს, კატერინას თითქმის მთლიანად დაავიწყდა დილაზე მომხდარი ამბავი მაგრამ მან არ იციოდა თუ რა ელოდა წინ. *** ნისლიანი დილა გათენდა, ფარდებ ჩამოფარებულ ოთახში თითქმის არაფერი მოჩანდა, ყველაფერი ჩაბნელებული იყო, თეთრ საბანში გახვეული კატო მოულოდნელად წამოვარდა თითქოს მოჩვენება დაესიზმრაო, გვერძე მდგარ ტუმბოზე წყლიანი ჭიქა აიღო და წყლის ერთი ყლუპი ძლივს მოსვა,ისევ საწოლში დაბრუნდა,საბანში მთლიანად გაეხვია და დაძინება სცადა. -კატუშ.-ოთახის კარს აღებს ალექსანდრე ყურებამდე გაკრეჭილი. -მგონი უკვე მოჩვენები დამეწყო.-თვალები დაჭყიტა და თავისთვის ჩაილაპარაკა. -ხომ ხედავ უკვე სიზმარშიც კი მხედავ.-სანდრომ ჩაიცინა და თავზე დადგა. -არა არა ეს ნაღდათ არ მეჩვენება.-კატო წამოფრინდა ასე რომ ვთქვათ და ამილახვარს გაკვირვებით შეხედა. -რა იყო ჯერ არ გინახივარ?-ახლა ოთახის დათვალიერება დაიწყო. -ეეე აქ როგორ შემოხვედი?-ახლა უფრო გაკვირვებით მიაშტერდა სანდროს. -ბებიაშენმა მითხა თავიდან ძინავსო და სახლში შემომიპატიჟა, მერე ვისაუვრეთ, ბოლოს კი რომ აღარ გაიღვიძე ჩემით შემოვედი.-ალექსანდრე ისევ ყურებამდე იკრიჭებოდა და ვითომც არაფერი ისე ყვებოდა. -ვაუ შენ მე ყოველ დღე მაოც და მაოც.-საწოლიდან წამოდგა კატერინა და ირონიულად გაუღიმა. -კაი აბა მიდი ჩემო ცხოვრების აზრო ჩაიცვი და გავისეირნოთ.-სანდრო საწოლზე დაეხეთქა და კატოს ხელით მიანიშნა სააბაზანოსკენ. -მაიმუნი ხარ მაიმუნი ახლა გაგისკდა სიყვარულის ბუშტი? არა რა რაც შენ გაგიცანი ნორმალურად ძილი არ მეღირსა.-კატო კარადაში იქექებოდა და თან იღიმებოდა. -ახლა გამისკდა ხო სიყვარულის ბუშტი.-სანდრო წამოდგა კატოს ხელი მოკიდა და საწოლზე წამებში აღმოჩნდა. -ოხ სანდრო ვერ გადამირჩები.-კატომ ძლივს ამოისუნთქა აბა იმხელა კალათბურთელი რომ დაგაწვება. -თუ გინდა რომ გაგიშვა მითხარი რომ გიყვარვარ.-სანდრომ ისე გაიღიმა “blendamed”-ის რეკლამაში რომ იღიმებიან. -არა რა პატარა ბავშვი ხარ.- ხელის ამოძრავება სცადა კატომ მაგრამ უშედეგოდ. -აბა მეტყვი თუ არა.-ისე გაღიმებული სანდრო. -კაი კაი, ჩემო ცხოვრების დიდო საჩუქარო მიყვარხარ.-დიდი მსახიობივით წარმოთქვა კატომ წინადადება. -ჰმმ კაი მაშინ გაგიშვებ.-გვერძე გადაგორდა და კატომ ძლივს ამოისუნთქა. -მადლობა ღმერთს.-წამოდგომა სცადა მაგრამ ისევ საწოლზე აღმოჩნდა. -ახლა ჩამეხუტე.-ხელები გაშალა პატარა ბავშვივით. -არა რა ხომ გეუბნები აღუა ხარ აღუა.-კატერინა ერთი წამში ამილახვარის მკლავებში მოექცა, მისი გულის ცემა და სუნთქვა ერთდროულად შეიგრძნო, ხოლო მისი სურნელის შეგრძნობისას მიხვდა თუ როგორ უყვარდა ალექსანდრე.-ხომ არ გამიშვებდი რომ ჩავიცვა? -კაი მიდი აბა 5წუთში გამოდი.-დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გაუშვა და თან რაღაც ჩაჩურჩულა ყურში. -ვერახარ შენ ვერა.-კატერინამ გადაიკისკისა და სააბაზანოსკენ გასწია. რათქმაუნდა ხუთ წუთში არ ჩაუცვამს და სანდროს ყუყუნითაც დაიტანჯა. ალექსანდრეს კატოს ლოდინში საწოლზე ჩაეძინა. -კატო სად ხარ?-ხმაურით შედიან გოგოები ოთახში და მოულოდნელად ხედავენ სანდრო გადაჭიმულია თითქმის მთელ საწოლზე და ზევით მაიკა აქვს გახდილი. -ვაიმე ამას თქვენც ხედავთ თუ მე მეჩვენება.-თვალებ გაშტერებული მისჩერებოდა თათა ალექსანდრეს. -არა არ გეჩვენება.-ქეთუს ქვედა ყბა ნაღდათ ქვევით ქონდა ჩამოვარდნილი და ლიზამ თითით აუწია. -ვა გოგოებო მოხვედით.-თმის სწორებით გამოდის კატო სააბაზანოდან. -კატო აქ რახდება ჩვენდა უკაცრავად?.-დოინჯი შემოირტყა თიკამ და თავისი ყავისფერი თვალები კატერინას წამწვანო წაყავისფრო თვალებს გაუსწორა. -ვაიმე რა სულელები ხართ, უბრალოდ დილა ადრიან თავზე დამადგა და სანამ მე ვიცვამდი ჩაეძინა ალბათ.-კატო სანდროს მიუახლოვდა და გაღვიძება სცადა. -კიდევ კარგი თორემ ... -სიტყვის დამთავრება არ აცადა გვანცას სანდრომ რომ წამოხტა და მაიკა ზლოზინით გადაიცვა. -ჰე აბა სად მივდივართ.-ლიზამ გამოთქვა მოსაზრება. -ჩემო ბიძაშვილო მარტო ჩვენ ვაპირებდით წასვლას მაგრამ ვატყობ უთქვენოდ აქედან ვერ გავაღწევთ ამიტომ თქვენ მოიფიქრითეთ სად წავიდეთ.-ალექსანდრემ კატოს გადახვია ხელი და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში ბიჭებისთვისაც რომ გაეგებნებინა. -პიკნიკზე გავიდეთ ქალაქ გარეთ.-დიდი პოეტივით საჩვენებელი თითი მიიტანა ტუჩთან ქეთუმ. -ამ წვიმაში პიკნიკზე რა მინდა სულ გაგიჟდი?-კატომ გადაიკისკისა. -მოდით რა ჩემთან წავიდეთ წყნეთში აგარაკზე.-ამილახვარი გაიმართა წენში ისე თითქოს ამ მოსაზრებისთვის რამე პრიზს გადაცემდნენ. -კაი აზრია ახლა წამოდით რაღაცეები ვიყოდოთ ბიჭებიც შემოგვიერთდებიან და წავიდეთ.-კატერინამ ჩანთას მოკიდა ხელი კარებისკენ გასწია. -ბებო ჩვენ გავდივართ და დღეს აგარაკზე ვრჩებით ,თუ გინდა შენ მამიდასთან დარჩი.-კატო ბებოს ჩაეხუტა და ხელის ქნევით წავიდა კარებისკენ. კატერინას ბებო ყველას უყვარდა, სანდროდან დაწყებული გოგოებით დამთავრებული ცალ ცალკე ჩაეხუტა და დაემშვიდობა ბებოს, თან სანდროს ჩუმად ჩაჩურჩულა გოგოებისთვის მოევლო თორემ ესენი სულელები იყვნენ, სანდროს ჩაეცინა და მანაც რაღაც ჩასჩურჩულა ყურში. უკვე მზად იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ ბიჭებს ელოდებოდნენ. -ვაიმე გავიყინე სად წავიდნენ ამდენ ხანს? ასეთი სიციცე მე მაისში არ მახსოვს.- თიკამ ყუყუნი და იქით-აქეთ სიარული დაიწყო. -აუ მართლა რა სიცივეა გზაში გავიყინებით.-თათა მთლიანდ გალურჯებული იყო თავისი ცისფერი თვალებივით. -მოდი ჩავჯდეთ მანქანაში და ისინი კი მოდიან თავიანთი მანქანებით და მერე გადავნაწილდებით.-ალექსანდრემ გააღო მანქანის კარი და თან მაშინვე გამათმობელი ჩართო,ზოგი ლიზას მანქანში ჩაჟდა ზოგი ალექსანდრეს. -სადმე პლედები ვიყიდოთ თორემ ასე ჩვენ გავიყინებით.-ბოლომდე აუწია კატომ გამათმობელს. გოგოებმა სიცივისაგანა ხმა ვეღარ ამოიღეს და თავი დაუქნირეს. დაახლოებით 10წუთში გამოჩნდა 2 მერსედესის და 1 ბეენვეს მანქანა. როგორც იქნა გადანაწილდნენ მანქანაში და წყნეთისკენ გასწიეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.