შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (19 თავი)


7-12-2019, 12:57
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 588

ლუკა მალევე გონს მოვიდა თავადვე წამოდგა და მოგროვილ ხალხს შორის გზა გაიკვლია.
გეგას ძებნა უშედეგო აღმოჩნდა და მარიამის კვალს ვერ მიაგნო, აკაკი ცოფებს ყრიდა, ლამის თავზე დაალეწა ყველაფერი დაბნეულ ბიჭს
-იპოვე და მომიყვანე, იპოვე და მომიყვანე!
-ყველაფერს ვაკეთებთ
-ვერ აკეთებთ! ის ლაწირაკი იპოვე რაც შეიძლება სწრაფათ და მომითრიე, სანდრომ თუ დაგასწრო მისი პოვნა იცოდე რომ ცხოვრებას გაგინადგურებ! -უღრიალა ბიჭს და მუშტი დაარტყა მაგიდას -გაეთრიე და სანამ არ მომითრევ აქ მოსვლა აღარ გაბედო! -მიუთითა კარისკენ და სავარძელში ჩაეშვა ,, მე დედამისმა მომიშხამა ცხოვრება, ჩემს შვილს კი მისი ამპარტავანი და თავხედი შვილი შხამავს, ამას არ შეგარჩენთ დედა-შვილს ორივე სპასუხს გაგებინებთ! "
სანდრო ძალიან ცუდად იყო, გადაწყვიტა რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე და სასმელში იხრჩობდა თავს, აკაკიმ თავისთან მიაყვანინა გალეწილი მთვრალი, მის ძმაკაცებს, რადგან მთვრალი საჭესთან ჯდებოდა და დაბორიალობდა ხოლმე ქალაქში, რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს მაგრამ ყოველთვის ბედის იმედად ვერ იქნები, ამიტომ თავისთან დატოვა, მამას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რადგან თუ საჭიროება მოითხოვდა აკაკი დაცვასაც იძახებდა მის დასაშოშმინებლად
-რას გავხარ-ზიზღით შეხედა გალეწილ მთვრალ სანდროს
-ზუსტად ისეთი ვარ როგორიც შეიძლება შენი შვილი იყოს-ამოხედა დივანზე მიგდებულმა ბიჭმა მამას
-ვერ ვხვდები იმ გოგომ ასე რით მოგაჯადოვა, რით დაგაშტერა, ასე როგორ შეძლო შენი დამორჩილება
-რით და სიყვარულით, გსმენია რამე მის შესხებ? -შეხედა სიცილით მამას
-სიყვარული კიარ აშტერებს აძლიერებს კაცს, ან იბრძვი ანთმობ რადგან არ გიმსახურებს
-ასე იოლი არაა
-არ უყვარხარ და მორჩა! უყვარხარ და მოვა! ესაა სულ
-მარიამი ასეთი მარტივი არაა
-იმიტომ რომ შენ აძლევ უფლებას გეთამაშოს კატა-თაგვობანა, ხვალ ვილაპარაკოთ, ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობაში რომ გიყურებ! -აკაკი შვილს გაეცალა, სანდრომ კიდევ ჩაცალა ვისკის ბოთლი და გაითიშა დივანზე.
-სანდრო-აკაკიმ შეანჯღრია და ძლივს მოიყვანა დილით გონს
-რა ჯანდაბაა-ამოიხავლა ჯერისევ მთვრალმა
-შხაპი მიიღე და აზრზე მოდი
-შემეავი-სანდეო წამოვარდა და გარეთ გავარდა
-საით? -კითხა აკაკიმ კართან მისულს
-რადგან მანქანა გადამიმალე ტაქსით წავალ, არ მაქვს შწნი სსიფათის ყურების თავი
-წადი, ისედაც ვიცი რომ ამ საქმის მოგვარების თავი არ გაქ! ,სანდრომ ხელი აიქნია ,არც მიაქცია ყურადღება მამას და ტრასაზე გავიდა, ტაქსი გამოიძახა, და სანამ მოვიდოდა სიგარეტს მოუკიდა ნერვიულად ,,სად ხარ მარიამ სად" სულ ეს ფიქრი უტრიალებდა ,,სად გეძებო? სად გიპოვო " ფიქრობდა დაღვრემილი სახით და ცდილობდა ყველა ის ადგილი და ადამიანი გაეხსენებინა სადაც შეიძლება წასულიყო, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა, მარიამს არასოდეს ულაპარაკია ამ თემაზე, სანდრომ არ ოცოდა არც მისი საყვარელი ფერი, არც საჭმელი, არც ქალაქი ან ადგილი, ამიტომ ტაქსი მოვიდა თუარა გეზი თათიასკენ აიღო.
ქალი გაოცებული დარჩა როცა კარში სანდრო დაუხვდა
-რა გინდა?
-გარიგების დადება
-ვერ გავიგე?
-შემომიშვებ?
-შემოდი-თათია გაიწია და სანდრო შევიდა სახლში სავარძელში დაჯდა და დაიწყო -
ბანკის ვალს გაგისტუმერებ თუ მეტყვი მარიამი სად შეიძლება წასულიყო
-მარიამი სადმეა წასული?-შეიცხადა ქალმა
-ხო, გრძელი ამბავია, მე გამექცა-ყოყმანის მერე უთხრა
-კარგი უქნია
-ქალბატონო თათია არ გვინდა ეს უაზრო ლაპარაკი, სად შეიძლება წასულიყო? შენ უფრო მოიფიქრებ რამეს
-სად და...რომც ვიცოდე მაინც არ გეტყვი, ახლა კი წადი აქედან და აქ მოსვლა აღარ გაბედო, მითუმეტეს ჩემი შვილით ვაჭრობა.
სანდრო იმედგაცრუებული წამოვიდა და ბარში დაჯდა, იქამდე სვავდა სანამ არ გაილეწა და სახლში ბარის მეპატრონემ არ გაგზავნა პორადი მანქანით.
სანდრომ უკვე გადაწურა იმედი, ყოველი დღე წლებათ ეჩვენებოდა, ყოველდღე სასმელიში იხრჩობდა თავს და ხასიათიც აერია, ყველაფერი დაიკიდა და მთელი დღე ან ბარში იყო ან სახლში ილეშებოდა
ერთ საღამოს საკმაოდ ნასვამი მიეგდო დაწოლზე და დაძინებას აპირებდა რომ კარზე დაუსრულებელმა ზარის წკრიალამა აიძულა ადგომა და კართან მივიდა აღრენილი, ეგონა ისევ აკაკი იყო და კარი გამოგლიჯა, კარგახანს იდგა შიკირებული და თვალებს არ უჯერებდა მის წინ ხელჩანთით იდგა მარიამი, ვერ იჯერებდა, ეგონა ეჩვენებოდა, და ხელით შეეხო სახეზე...
ვიდექი და მის რეაქციას ვუყურებდი... ბედნიერიც იყო და გაოცებულიც, ცოტა შეშინებულიც
-მოხვედი?! -ჩამეკითხა თითქოს
-მოვედი-ამოვთქვი უდარდელად თითქოს
-ჩემთან მოხვედი? -ისევ ეჭვით მკითხა
-შენთან მოვედი-დვუდასტურე
-ჩემსგამო? -მკითხა ისევ დაბნეულმა
-შენსგამო-ისევ მისი სიტყვებით ვუპასუხე
-დაბრუნდი?
-დავბრუნდი
-აქ ხარ
-კი აქ ვარ
-ჩემთან? -მე თავი დავუქნიე, სანდრო ეჭვით მიყურებდა ისევ, ალბათ ჩემს თვალებში საპირისპირო პასუხებს ხედავდა, ალბათ თვალებმა გამყიდეს ისევ -შემოხვალ? -
მკითხა დაღვრემილი სახით, მე თავი დავხარე და შევედი სახლში, ჩვენს შორის ისეთი გაუცხოება იყო რომ მეცკი დავიბენი
-დალევ რამეს? -ისევ ცივი მზერით მიყურებდა, მეგონა სანდრო კიარა სხვა ადამიანი იყო ჩემს გვერდით
-ყავას-ავხედე თავზე წამომდგარ ბიჭს რომელიც სამზარეულოში შევიდა უთქმელად, მალე მომართვა ყავა და ხელში მომაწოდა
-მეგონა სამუდამოდ წახვედი-მითხრა კარგახნის დუმილის მერე, მე ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა
-ასე რატომ იფიქრე? -გავიკვირვე ყალბად
-იმიტომ რომ ინანე ის რაც მოხდა, და ინანე იმიტომ რომ არ გიყვარვარ-შემომხედა ამღვრეული თვალებით
-ასე არაა-ამოვთქვი აღელვებულმა- უბრალოდ მარტო დარჩენა და ფიქრი მჭირდებოდა
-და რა მოიფიქრე?
-ასე რატომ მექცევი?-უკვე გავღიზიანდი მის უხეშობაზე
-შენი ნებით და სურვილით მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ წახვედი, გაიქეცი რადგან ინანე -პირდაპირ თვალებში მიყურებდა
-მე არ მინანია
-მატყუებ!-გაბრაზდა და ფეხზე წამოვარდა
-სანდრო
-მარიამ რატომ დაბრუნდი? რაა ნამდვილი მიზეზი?
-იმიტომ რომ შენი დაკარგვა არ მინდა, ვიცი რომ თავს იდანაშაულებ იმაში რაც მოხდა
-ხო ვიდანაშაულებ, ასე არუნდა მოგქცეოდი, ვიცოდი რომ ჩემი გრძნობების მოთოკვას თუ ვერ შევძლებდი და დაგიჩემებდი დაგკარგავდი, ზუსტად ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ვიცოდი რომ თუ შეგეხებოდი დაგკარგავდი, მაგრამ მაინც ვერ გავუწიე თავს კონტროლი და როგორცკი მარტო ჩაგიგდე ხელში შენი სისუსტით ვისარგებლე... ასე გამოვიდა და შენ გამექეცი...არ გადანაშაულებ არცერთი წამით... შენ გოგო ხარ, თან ვიცი რომ ღირსეული ადამიანი ხარ, მე რაც გავაკეთე არასწორი გავაკეთე შენთან მიმართებაში, ასე საყვარელ ქალს არ ექცევიან, ასე არ ექცევიან მას ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვართ, მათი სისუსტით არ სარგებლობენ და არ ეხებიან ასე... -სანდრო ისე ნერვიულობდა ხმა ჩაუწყდა და ამღვრეული თვალებით შემომხედა, მე დაძაბული ვიჯექი და აცრემლებული ვუყურებდი -მე ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, უფლება არუნდა მიმეცა საკუთარი გრძნობებისთვის რომ გონება დაებინდა ჩემთვის, უნდა შემძლებოდა შენს გვერდით ყოფნა, ასე მარტივად, მაგრამ თავს კონტროლი ვერ გავუწიე...
-სანდრო ბრალს არაფერში გდებ-პირველად ამ წამს ვუთხარი სიმართლე და მეც წამოვდექი ფეხზე -მე რომ არ მდომოდა ეს არ მოხდებოდა, შენ ძალა არ დაგიტანებია, შენ არ ხარ დამნაშავე მარტო იმაში, რაც შეგვეშალა, მეც ვარ დამნაშავე, მე თავად მოგეცი უფლება თავი დაგვეკარგა... არვიცი ასე რატომ მოვიქეცი... ვერ გეტყვი რომ იმ წამებში აღმოვაჩინე რომ მიყვარხარ და იმიტომ გავბედე ასეთი რამე, ეს ჩემზე უკეთ იცი, ისიც იცი რომ ასე იმიტომა არ მოვიქეცი რომ ჩემთვის ეს მისაღები და სწორი საქციელია... ამიტომ ვინანე, შემეშინდა... დავიბენი... არცკი ვიცი ეს ნაბიჯი როგორ გადავდგი... ძალიან მრცხვენია იმის რომ ეს გავბედე და თან ასე გაუაზრებლად
-ამიტომ ვიდანაშაულებ თავს-სანდრო მომეხვია და გულში ჩამიკრა- ვიცი რომ ტკივილი მოგაყენე
-არა მე მოგაყენე-ამოვისლუკუნე და ავტირდი
-სუუუ-ტუჩებზე ხელი მომადი და მაიძულა გაჩემება , უფრო მეტად მიმიკრო სხეულზე და მეტად ავტირდი.
ღამე გამეღვიძა დაფეთებულს და გაოცებულმა შემოვათვალიერე ოთახი რომ გამახსენდა სანდროს სახლში ვიყავი დავმშვიდდი, უცბათ მეგონა აკაკის ისევ იმ საწყობში ვყავდი სადაც რამდენიმე საათის უკანდა მითითებებს მაძლევდა თუ როგორ მემოქმედა, თუარადა ლუკას ციხეშე ჩააყუდებდა, მკვლელობის იარღი უკვე მის მანქანაში ეგდო, და მემუქრებოდა თუ სანდროსთან ურთიერთობას არ აღვადგენდი და ყველაფერს ისე არ ვიზავდი როგორც მას სურდა ლუკა ციხეში დედა ქუჩაში აღმოჩნდებოდა, მე კი სიკვდილს მანატრებდა... აეს აზრები რომ ვერ მოვიშორე და აკაკის საზიზღარი სახე ავდექი და მისაღებში გავედი
-არ გძინავ? -მკითხა დივანზე მწოლიარე სანდრომ
-ცუდი სიზმარი ვნახე და შემეშინდა
-ვერც მე ვიძინებ, მოდი ყავა დავლიოთ და ცოტა აზრზე მოვალთ, გინდა?.
სანდროს ბინაში დავრჩი რადგან ჩემმა ბინის გამქირავებელმა გადმომიყარა ნივთები ქუჩაში ქირის გადაუხდელობის გამო, ფული მე არ მქონდა და აკაისაც ეს უნდოდა ისედაც.
სანდრო ძალიან კარგად მექცეოდა მაგრამ ძალიან მიჭირდა მისი მოტყუება და ამდენი სიყალბე, ბოლოს აკაკიმ გამომიცხადა ცოლობას გთხოვს მალე და დათანხმდიო, მე ვაიძულებ ასე ფიქრსო.
ეს კაცი ნამდვილი ჯადო იყო, მაკაც შეირიგა სანდროც დააშიშმინა და შვილსაც აუწო ცხოვრება... მე არ მძულდა სანდრო მაგრამ არც მიყვარდა, არ მინდოდა მასთან თან უიმისობაც არ მინდოდა, ჯერ ისევ დარწმუნება მჭირდებოდა ჩემ თავში და ეს კაცი ასე რომ მზღუდავდა აგრესია მომეძალა, ისე გააკეთეს რომ ოჯახში მიგვიწვიეს მე ძმით და დედით, სანდრომ ცოლობა იქ მთხოვა, ყველას წინაშე, ცალ მუხლზე დაჩოქილმა ბეჭდით, ალბათ აკაკის ნამუშევარი იყო, მე მას გავხედე, მან თავით მანიშნა საქმეს მიხედეო, მე ჩავეხუტე ყალბად და თავი დავიქნიე სანდროს რადგან ხმას ვერ ვიღებდი, ეს იმდენად ძნელი გადასატანი აღმოჩნდა რომ ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ მეტკინებოდა გული, მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით ვებრძოდი და ძლივს შევიკავე თავი რომარ მეყვირა და მეღრიალა. ბეჭედი საქმრო ოჯახი, ყველაფერი ყალბი და ტყუილი, მხოლოდ სანდროა ბედნიერი, მხოლოდ მას გონია რომ ეს სპექტაკლი გულწრფელი დანამდვილი გრძნობებია.
აი აქ კი თავს ვერ მოვერიე და გავშეშდი, საქორწილო კაბების მღაზიის წინ უბრალოდ გავქვავდი, უბრალოდ მივეყინე ერთ ადგილს, ძალიან ცუდად გავხდი და ცრემლები წამსკდა
-გაგიჟდი-მაკა მომვარდა -დროზე ფეხი გამოადგი -მკლავზე ხელი წამავლო და ამათრია კიბეზე-მე თავდახრილი მივდევდი დედამთილს რომელმაც საპირფარეშოში ისე წამათრია მის დედას , დედაჩემს და მის დაქალებს არ დავუნახივარ -პირი დაიბანე დამშვიდდი და გამოდი დროზე-მითხრა მკაცრად-აზრზე მოდი, ხიოცი აკაკი არ გაპატიებს რამე თუ აურიე -მე სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი პირბელად შემზიზღდა, რადგან ასეთი უსუსური ვიყავი, რადგან არ შემეძლო გამეკეთებინა ის რაც მსურდა... ერთადერთი რაც იყო ჩემი ოცნება იყო ის რომ მქონოდა ქორწილი, მცმოდა საოცნებო თეთრი გრძელი ნაზი საქორწილო კაბა, მცმოდა დახვეწილი და გაშლილი კაბა, წარმოდგენილიც მქონდა მუდამ როგორი იქნებოდა ჩემი კაბა, და ახლა ამ ოცნებებსაც შეეხნენ, ყველფერი გაანადგურეს, ოცნებაც წამართვეს, ისიც შეძლეს ოცნებები დაემსხვრიათ, გონებიდან ამოეგლიჯათ, ადრე მეგონა ყველა პატარძალი ბედნიერი იყო, მაგრამ ახლა ვხდები რომ ასე არ ყოფილა, ვინიცის რამდენი ჩენაირი უბედური გოგო ყალბად იღიმის საოცნებო ქორწილში...
კარგახანს ვგლოვობდი თავს და რომ მომიკაკუნა მაკამ მეასეჯერ თავი ხელში ავიყვანე და გავედი
-აზრზე მოდი გაიგე? თავი აკონტროლე, სანდროს ასე ძლიერ რომ არ უყვარდე თავად ჩვენ დაგაშორებდით, მაგრამ შენსგამო თავს კარგავს, გიჟდება, უშენობას ვერ უძლებს, ამიტომ ვიქცევით ასე, ახლოს რომ გაგიცნობს დარწმუნებული ვარ მიხვდება რომ შენსგამო არ ღირს თავის ტანჯვა და თავად მიგატოვებს, რადგან ასეთი ამპარტავანი უგრძნობი ხარ, ბიჭი კვდება შენგამო შენ კი ერთი პატარა გრამი სითბო გენანება, წამოდი და აარჩიე ეხლა-მკლავზე უხეშად მომკიდა ხელი და შემათრია სალონში



№1 სტუმარი დონა

არ ვიცი ამ გოგოს სიდებილეს საზღვარი სადამდე აქვს, იმდონის უაზრო ამაყი და ამპარტავანია რომ საკუთარ თავში ვერ გარკვეულა რა უნდა ვინ უყვარს და საერთოდ ამ ცხოვრებისგან რას ელის, ცხოვრებას მან თვითონ იქცევს ჯოჯოხეთად. სანდრო მართლა არ იმსახურებს იმედია მიხვდება და დატოვებს ამ დებილ გოგოს აი მერე მიხვდება რომ დაკარგავს სანდროს რომ ყვარებია, მაგრამ სანდრომ აღარ უნდა მიიღოს მუხლებშიც რომ ჩაუვარდეს. ჩემთვის ერთი უგრძნობი პერსონაჟია მარიამიი.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ვცდილობ რომ გამოვხატო ის აზრი რომ ადამიანი იქამდე არ აფასებს ღირსეულ ადამიანს მის ცხოვრებაში სანამ არ დაკარგავს, მალე მარიამსაც ასე დაემართება და მარტოობა აიძულებს მიხვდეს რაუნდა ცხოვრებაში და ვინ სჭირდება, მარიამი ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, რაღაცნაირად გადარეული და დაბნეულია

 


№3 სტუმარი სტუმარი Grafo

ხოდა, სწორედ ის რომ მარტოობა აიძულებს რაღაცეების მიხვედრას ეგ არის არასწორი. მაგას ეგოიზმი ჰქვია და არა ადამიანის გამოსწორება. იმის შიშით რომ ისევ არ გამოსცადოს მარტოობა, სასოწარკვეთა ყველაფერს აკეთებს ადამიანი და ამას უპირებ მარიამსაც.
არაფერი საერთო არ აქვს ამ გოგოს საქციელს ნორმალურობასთან, უფრო ფსიქიკური პრობლემების შთაბეჭდილებას მიპოვევს მე, რომელიც გაიზარდა ასაკობრივად მაგრამ ვერ განვითარდა რადგან ტვინში პრობლემა აქვს.

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სანდრო და მისი ერთგულება აიძულებს მარიამს დაინახოს სინამდვილე

 


№5  offline წევრი თათუ♡

მალე დადებ?

 


№6  offline მოდერი ნეაკო

14 shi davdeb bolo tavs

 


№7 სტუმარი ჭორიკანა,

კომენტარებზე დავფიქრდი. სიყვარული კარაქიანი პური ხომ არაა? მოგინდება, გადაუსვამ პურზე კარაქსდა მიირთმევ. ვერც თავს აიძულებ, სხვა მხოლოდ იმიტომ შეიყვარო,რომ მას უყვარხარ.
თან კიდევ, გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები ვინმეს ან რამის მნიშვნელობას მაშინ ხვდებიან,როცა კარგავენ. ამ გოგოსკი ფიქრისდა თავში გარკვევის უფლებას არ აძლევენ.

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Მაკასგნ ველოი ცოტა ოსბავ მაინც ადამიანურ მოპყრობას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent