შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (18 თავი)


6-12-2019, 11:38
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 823

დიდხანს ვყავდი ასე ძლიერად მიხუტებული და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა სიცივისგან ავკანკალდი, მაშინვე გამიშვა ხელები და სახეზე დამაცქერდა კვლავ, ალბათ ცდილობდა სინანულის ან ბედნიერების ამოკითხვას ჩემს თვალებში და რომ ვერავითარ ემოციას ვერ გადააწყდა მანქანის კარი გამიღო
-დაჯექი-მითხრა რაღაც უცნაური ხმით, მე დავჯექი თუარა კარი მოაჯახუნა უხეშად, საჭეს ისე მიუჯდა არცკი შემოუხედავს ჩემთვის, მანქანა დაქოქა და ტრასაზე გიჟივით გააქანა, მე ცოტა დავიძაბე რადგან სიჩქარის შიში მქონდა, მითუმეტეს მაშინ როცა მანქანა ორასით მიქროდა, მე სანდროს მივაჩერდი და მის სახეს ვაკვირდებოდი -ნანობ? -უცებ შემომხედა და დამაკვირდა
-რას? -გამოვიშტერე თავი და თვალი ამარიდა გაბრაზებულმა
-იმას რაც მოხდა-კიდე შემომხედა დაბღვერილმა, მე მის მკაცრ მზერას ვერ გავუძელი და საქარე მინას მივაჩერდი
-არვიცი-ვუთხარი ბოლოს და მას შევხედე
-მარიამ ნუ მეთამაშები-მითხრა ისე რომ არც შემოუხედია, თან ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში
-არ გეთამაშები უბრალოდ დავიბენი-ვიმართლე თავი
-მარიამ იცოდე რომ სახიფათო თამაში წამოიწყე-მითხრა ეს და სიჩქარეს მოუკლო რადგან ტრასიდან გადავიდა
-სად მივდივართ?-დავინტერესდი რადგან გზა ძალიან გაფუჭებული იყო და ჩვენი პრადო ირწეოდა
-სადღაც-გამცა სრულყოფილი პასუხი
-სად სადღაც? -გავბრაზდი მე
-ჩათვალე რომ ახლა მე მოგოტაცე
-ისევ?- ვთქვი მის გასაღიზიანებლად
-მარიამ მარიამ! ზუსტად იცი როგორ გამომიყვანო მწყობრიდან-მომხედა ერთი და მკვეთრად და უხეშად დაამუხრუჭა, მანქანიდან გადავიდა და კარი გამიღო
-გადმოდი
-რაა? -შევიცხადე მე
-დროზე-ლამის მიბრძანა
-არა!- გავჯიუტდი მე რადგან ძალიან ღრმა ტალახში ჩაფლული იდგა სანდრო
-ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო
-ნუ სულელ...-სანამ რამეს ვიტყოდი ამიტაცა სავარძლიდან და რაღაც სახლისკენ წამიყვანა რომლისგანაც საკმაოდ შორს იყო მანქანა და ვერ ვხედავდი სიბნელეში ნორმალურად-დამსვი, არანორმალურო-ვუყვირე დაბნეულმა
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?-შემომხედა ღიმილით და ხელი გამიშვა, ტალახში ჩამაგდო და სოცილისგან ლამის მოკვდა
-იდიოტო, ავადმყოფო, შეშლილო,არანორმალურო- ვყვიროდი ბოლო ხმაზე და მის სიცილზე ტალახის ნაგლეჯენს ვესროდი
-კაი კაი-საწყნარდა როგორც იქნა და ხელი გამომიწოდა, მე ხელი ჩავაწევინე უხეშად და ჩემით ავდექი, მაგრამ ისეთი ჭუჭყიანი ვიყავი რომ ისტერიკა დამემართა, მოულოდნელად სანდრო ჩემსკენ წამოვიდა თავდახრილი და მხარზე გადამიკიდა წამში, არცკივიცი რა დამემართა, გავბრაზდი, გავგიჟდი, შევიშალე, გადავირიე -თუარ დაწყნარდები ისევ ტალახში აღმოჩნდები-მითხრა ჩემი კივილით შეწუხებულმა ამიტომ გავჩუმდი, კიბეებზე დამსვა და გასაღების აცმა ამოიღო, კარგახანს წვალების მერე მოარგო როგორციქნა საჭირო გასაღები და სახლში შევიდა, სინათლე აანთო და გაოცებისგან პირი დავაღე, ძალიან ,ლამაზი, მყუდრო, პატარა და კომფორტული სახლი აღმოჩნდა, დიდი ბუხრით, და დახვეწილი ავეჯით გაწყობილი
-არ შემოხვალ? -მითხრა კართან მდგომს და ბუხრის ანთებას შეუდგა, მე შევედი და კართანვე დავდექი მოკრძალებით, სანდრომ მალევე აანთო ბუხარი და მიმიწვია გასათბობად
-წავალ რამეს გინახავ- მითხრა და კიბეზე ავიდა, მე თვალს ვადევნებდი დაძაბული მის ყველა მოძრაობას და ვხედავდი როგორ არივდარია პატარა კარადა რომელიც იქვე კიბის ბოლოს იდგა, რომ ვერაფერი იპოვა ყველაფერი გამოყარა და იქვე მდგარ საწოლზე დაყარა -ვიპოვე-
ჩამომძახა და დაეშვა კიბეზე -პირსახოცი, და რაღაც კაბაა-მომაჩეჩა- აბაზანა იქითაა-მიმითითა გაუმჭვირვალე კარისკენ, მე ჯერ კარს მივაჩერდი მერე მას, სანდროს ისევ ღიმილი შეეპარა სახეზე -მარიამ მიდი, მეც უნდა მივიღო მერე შხაპი-მე ინსტიქტურად წავედი და შევედი, კარი გადავკეტე რატომღაც შიგნიდან და საშხაპე კაბინაში შევედი ისიც დავკეტე... რომ გამოვედი სანდრო დივანზე მჯდომი დამიხვდა და ტელეფონში ჩამძვრალი, ისე მოიქცა თითქოს ვერც შემამჩნია, ცოტა გავბრაზდი
-მე გამოვედი-ვუთხარი გაბრაზებით და ბუხართან დავჯექი სავარძელში, მაინც არ მომაქცია ყურადღება, ტელეფონიდან ცხვირი არ აუწევია -უკაცრავად-ხელი დავუქნიე და შემომხედა -მიბრძანდი თავისუფალია
- კარს დავკეტავ მეც, მეშინია არ შემომიხტე-მითხრა გაკრეჭილმა და მე ბალიში ვესროლე
-ჩვევაა-ვიმართლე თავი
-მეკი მეშინია არ იძალადო ჩემზე -მითხრა ირონიული ღიმილით და დამტოვა მარტო.
რომ გამოვისა წელს ზემოთ შიშველი ლამის გავგიჟდი
-უკაცრავად მეც აქ ვარ
-ვიცი-ცივად მომიგდო და ტელწფონში ჩაძვრა ისევ
-წავიდეთ აქედან-წამოვხტი ფეხზე
-ბენზინს თუ ჩამისხავ წაგიყვან-მითხრა სიცილით
-რაა?
-რადა ბენზინი გამითავდა და აქ ამიტომ მოგაბრძანე
-რა აუტანელი ხარ
-შენც-მითხრა ღიმილით და სამზარეულოში გავიდა, მე არ მიმიხედია უკან რას აჩახუნებდა და მალევე დამიძახა -მოდი აქ
ჩემთან-მე ავღშფოთდი და მივიხედე რომ მეჩხუბა და სუფრა რომ დავინახე გაწყობილი გული ამიჩუყდა, წამოვდექი და ფეხშიშველი მივედი მაგიდასთან
-საღოლ-შევაქე და შპაგეტი დავითრიე თეფშიდან ხელით და მოვტრიალდი, რის შედეგადაც სანდროს შევასკდი ფეხი ამიცურდა სრიალა იატაკზე, სანდროც გადმოვიყოლე და იატაკზე დავეცით
-რამეხომარ იტკინე-მკითხა ჩემს გვერდით გაშხლართულმა
-არა და შენ? -ვკითხე სიცილით, სანდრო წამოიწია და სანამ ავდგებოდი ზემოდან მომექცა, მე გავუძალიანდი მაგრამ არ გამიშვა და მეტად დამაწვა მთელი სიმძიმიფ სხეულზე, მე წამში ამერია გონება, დავიძაბე და სუნთქვა გამიხშირდა, თვალებში ჩავაცქერდი -გამიშვი გთხოვ- ვუთხარი ხმაარეულმა მანკი სახე უფრო ახლოს მომიტანა და თმაში შემიცურა ათრთოლებული თითები
-ვკვდები ისე მინდიხარ -მითხრა ჩურჩულით და მისი გულისცემა ვიგრძენი მკერდით, ძალიან ამიჩქარდა გული და სუნთქვა არეული ძლივს ვლუღლუღებდი
-გთხოვ...-ამოვთქვი და სანამ რამეს ვიტყოდი ტუჩებზე დამაცხრა, მკოცნიდა ძლიერად და მომთხოვნად, იმდენად ღრმად და ვნებით რომ ვერ გავუძალიანდი, მივენდე მის გაგიჟებულ გრძნონბებს , ტუჩებს რომ მოწყდა და ყელზე გადავიდა ხელები თავსზემოთ დამიჭირა უხეშად და ძლიერად, ისე რომ გატოკების საშვალება არ მომცა, ერთ წამს მოწყდა ჩემს ყელს და თვალებში ჩამაცქერდა რომ მიხვდა მეც ამ ვნებას აყოლილი სინანულის ნატამალიც არ შემრჩენოდა, ისევ ჩემს ყელს მიწვდა, მე ვიბრძოდი რომ ხელები დამეხსნა და რომ შევძელი და ხელი გავითავისუფლე თმაში ჩავაფრინდი ძლიერად მან მეორეც გამითავისუფლა და ორივე მის თმაში შევაცურე, მისი ხელები ჩემს ფეხებზე დათარეშობდნენ და ყველა ძარღვი ამიტოკა, როცა ხელები ზემოთ ამოაცურა და ღილები შეხსნა, მე ავხედე ვნებამორეულ ბიჭს და თვალები დავხუჭე, სანდრო მომშორდა და ადგა და მეც ამაყენა
-არასწორად ვიქცევი-თვალებში მიყურებდა და ვხედავდი მოწოლილ სინანულს, მე თავუ დავხარე, შემრცხვა და ცრემლები მომაწვა -შენ ამას არ იმსახურებ, მარიამ-მითხრა დანანებით და ჩემს წინ ცალ მუხლზე დადგა -ცოლად გამომყევი გთხოვ -მე დაბნეული, გაოცებული, გაოგნებული, დარცხვენილი, არეული დავყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი -მაპატიე რომ ასეთი რამ დავუშვი -მითხრა ისევ იგივე პოზიციაში მდგომმა -უბრალოდ თავს ვეღარ ვერევი, მეშინია შენი დაკარგვის... -წამოდგა და მომიკრო ათრთოლებულ სხეულზე -არაფერს მეტყვი?
-სანდრო-ამოვთქვი და ხმა ჩამიწყდა
-ვიცი რომ შეცდომა დავუშვი მაგრამ უბრალოდ თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ისე ძლიერ მიყვარხარ რომ ვერ დავუშვებ ასეთი რამ მოხდეს ჩვენ შორის და მერე სინანულმა დაგტანჯოს- მე უბრალოდ მივედი და ვაკოცე, კოცნა მეტად სასიამოვნო იყო ამ დაბნეულ წამებში, სანდრომ საერთოდ დაკარგა თვითკონტროლი, მე კი ვნებას დავემორჩილე და არ გონებას, მივენდე ამ გიჟურ გრძნობათა აფეთქებას და სანროს მივენდე...
დილით თვალები ძლივს გაახილა სანდრომ, მაგრამ მაშინვე დაეხუჭა, და ხელით დაიწყო მარიამის ძებნა, რომ მიხვდა მის გვერდით არ იწვა წამოხტა ტანსაცმელი ჩქარა ჩაიცვა დაფეთებულმა და მისი ძებნა დაიწყო, სახლში რომ ვერ მიაგნო მაშინვე გარეთ გავარდა, არც ეზოში ჩანდა მარიამი, არსად იყო მარიამი, თავზე წაივლო ხელი და მიწაზე მუხლებით დაეცა
-არა არ არა, ეს არუნდა გემეკეთებინა-ყვიროდა ბოლო ხმაზე სასოწარკვეთილი და ცრემლებმორეული -ასე არუნდა მოვქცეოდი ეს არ დაუმსახურებია, ჯანდაბა ჯანდაბა, ასე არუნდა მოვქცეოდი, არუნდა მოვქცეოდი-ყვიროდა გიჟივით და სახლში შევარდა გაავებული რაცკი რამ მოხვდა ხელში ყველაფერი დალეწა -ასე როგორ გავიმეტე, ასე როგორ მოვექეცი!? -ყვიროდა გაციფებული -ასე როგორ გავიმეტე, შევეხე და ინანა, ინანა და მიმატოვა! ხომ ვიცოდი ვიცოდი რომ ასე იქნებოდა!-ყვიროდა გაგიჟებული და ბოლოს ისეთი ამოიხრიალა რომ იატაკზე დაეცა უკვე ძალა გმოცლილი -მიმატოვა და წავიდა, ინანა, ინანა ჩემთან ყოფნა-ხაოდა ხმა ჩავარდნილი და მოწოლილ ემოციებს ვეღარ უმკლავდებოდა, ძალიან განიცადა რომ ასეთი შეცდომა დაუშვა, იცოდა რომ მარიამს არ უყვარდა მაგრამ მაინც ვნებაარეული გრძნობებს აყვა და მაინც დაიკასუთრა მარიამ, მაიც შეეხო, მაინც თავისი გახადა, მაინც ვერ გაუძლო მის სიახლოვეს და დაისაკუთრა მიასი სხეული მხოლოდ ერთი ღამით, მოხდა ის რისიც ეშინოდა, რის გამოც აქამდე თავს იკავებდა და მარიამს უფრთხილდებოდა, მოხდა ის რომ მაინც ვერ გაუწია წინააღმდეგობა ამ დიდი სიყვარულისგან მოზღვავებულ გრძნობათა აფეთქებას, მარიამის დაეუფლა და დაკარგა კიდეც სამუდამოდ... ამ ფიქრებმა ლამის ჭკვიდან შეშალა, ვერ პატიობდა თავს რომ ასეთი რამ გააკეთა, ასე რომ მოექცა მარიამს, მას ვინც სიცოცხლეზე მდტად უყვარდა და დაგარგა სამუდამოდ ერთი ღამის სანაცვლოდ... სანდრო უკვე სუგიჟის ზღვარზე მისული იყო ამ ფიქრებში გართული რომ ტელეფონის ზარმა გონს მოიყვანა და გამოაფხიზლა, გიჟივით წამოვარდა ფეხზე და კიბეებზე ავარდა, ტელეფონი მოძებნა საწოლში მიგდებული
-რა გინდა-მამაის უპასუხა აღრენილმა
-დედაშენი ვიპოვე
-მოხარია
-რამე მოხდა? -აკაკი მიხვდა რომ სანდრო ახლა საერთოდ სხვა სამყაროში იყო
-მოხდა
-შემიძლია დაგეხმარო?- მგონი აუხსნელად მიხვდა ყველაფერს, სანდრო კარგახანს დუმდა, ფიქრობდა ბოლოს ყოყმანის გარშე ამოხეთქა
-მარიამი იპოვე -და გათიშა აკაკი დაიმრუშკა მაგრამ მაიც დაურეკა გეგას
-მარიამი იპოვე რაც შეიძლება სწრაფად და მე მომიყვანე ეგ ლაწირაკი-გეგამ დავალება მიიღო მარტივი და გასაგები იყო მისთვის რომ დრო ოცდაოთხზაათზე ოდნავმეტი ქონდა, ამიტომ აამოქმედა საჭირო ხალხი არამარტო პირად დაქვემდებარებაში არამედ სახწლმწიფო სტრუქტურის საჭირო ხალხი, რადგან საქმე აკაკის შვილს სანდროს ეხებოდა რომელიც პირველი და მუდამ პირველი იყო აკაკის ცხოვრებაში, საქმეში, ფინანსებში და სიყვარულში.
ლუკას თათიას შეხვდა და და დაემუქრა რომ აკაკის სთხოვდა დახმარებას თუ არ ეტყოდა ვინაა მამამიაი, ისკი სიამოვნებით გათელავდა თათიას შვილის დახმარებით
-მემუქრები?
-ზუსტად
-იმ კაცით ვის გამოც გოგა მოკვდა?
-დიახ-ლუკას უხეშობას საზღვარი არ ქონდა
-ამას არ იზავ
-ვიზავ
-ამასს დედას არ გაუკეთებ
-გავუკეთებ და იმასაც ვეტყვი ბინის კრედიტს რომ ვერ იხდი და გოგას ძმაკაცები რომ გიხდიან პროცენტებს
-გინდა ის ერთადერთი სახლიც დავკარგოთ?
- ეგ სახლი და შენც თუ არ მეტყვი ვინ ვარ
-და თუ გეტყვი რომ მამაშენი არის კაცი ვინც ნამდვილი ნაგავია
-სიმართლე მინდა არ მაინტერსებს ნაგავია თუ არა
-გგონია ასე ადვილია?
-გეყოფა-იყვირა ლუკამ -მითხარი ვინაა მამაჩემი, უნდა ვიცოდე, იცოდე გავგიჟდები, შევიშლები, იცოდე რომ ყველაფერს გავაკეთებ გაიძულო სიმართლის თქმა, ეშმაკსაცკი მივყიდი სულს, უნდა ვიცოდე სიმართლე, უნდა ვიცოდე რახდება ჩემთავს, ვისი შვილი ვარ! გეყოფა ჩემი წამება და ტანჯვა,მაინც გავიგებ, მაინც დავადგენ იცოდე რომ ყველაფერს გავაკეთებ გავიგო ვისი შვილი ვარ, ნინაა მამაჩემი, სადაა და მე ვინ ვარ!
-ვინ? -თათიას გაეცინა -ბიძაშენი -უღრიალა ლუკას- გაიგე? ბიძაშენია მამაშენი ჩემი დის ქმარი გაიგე!!! -თათიას კივილმა შეარყია ლუკა, ლუკას ღირსება, ინტერესი და ადამიანობა -ლიზას ქმარია მამაშენი
-რას ბოდავ შეიშალე?
-როცა ოცი წლის ვიყავი დამათრო კლუბში, რომ მივხვდი რომ რაღაც მოხდა ჩვენ შორის ჩუმად გავიპარე სახლში და არავისთვის არაფერი მითქვამს, რომ გავიგე და მივხვდი როსული ვიყავი ვენები გადავიჭერი რადგან ვერ მოგიშორებდი უკვე ორი თვის ვიყავი, მაგრამ გადამარჩინეს და გოგამ მაიძულა ყველაფრის მოყოლა და ცოლად მომოყვანა მალევე შენ შვილად გაღიარა, მაგრამ მისი ძმა და რძალი სულ ეჭვებში იყვნენ რადგან შვითთვიანად გაგაცხადეთ არადა ცხრათვის დაიბადე სამიდა ექვსასი და ორმოცდათორმწტი სანტიმეტრი, ამიტომ ამომიძულეს და მიხვდნენ რაც ხდებოდა, ის ბიჭიც გადამეკიდა და ისე გააკეთა რომ ლიზა მოიყვანა ცოლად რომ მე გავემწარებინე, ლიზას გაზრდას ელოდა რომ ჩვენს ცხოვრებაში სულ ყოფილიყო, რადგან ვუყვარდი წლების მანძილზე,და რომ ვერაფერს გახდა ასე დამპლურად მომექცა და მერე ლიზას მოექცა ასე, თუმცა მერე შეუყვარდა ახალგაზრდა ლამაზი და ფულიანი გოგო და შემეშვა. გოგამაც არიცოდა მასზე, არავინ საერთოდ, ვუთხარი ვინ გამიკეთა ასე არვიცითქო, არც თამაზმა იცი რომ შენ მისი შვილი ხარ, ეჭვისც არ გასჩენია რადგან ჩვენ ოჯახში მოსვლას ვუკრძალავდით ქურდულ სამყაროსთან საქმი დაჭერისგამო -ლუკა უსმენდა და ეგონა რაღაც გამოგონილ მძაფრსიუჟეტიან ფილს უყვებოდა ზედმეტად ფანტაზიის მოყვარე დედა, კითხვა აღარ გასჩენია გაბრუებული, საოწარკვეთილი, იმედდაკარგული, გულმოკლული, იმედგაცრუებული წამოვიდა დედას სახლიდან იმდენად ღრმად და ძლიერად ეტკინა გული რომ საერთოდ ვერაფერი გააცნობიერა სად მიდიოდა რას აკეთებდა ან რა ხდებოდა, ტრასაზე გადავიდა და საშინელი ტკივილის შეგრძნებამ გონება დაუბინდა



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ისევ ერთიდაიგივე ვიფიქრე რამე ნორმალური მაინც მოხდებამეთქი მაგრამ ეს გოგო იმდენად დებილია თავისი უაზრო სიამაყით და სიჯიუტით სანდროც გადაიყოლაა, ისიც კი აღარ ვიცი სანდროსთან თუ დარჩება რადგან ამ ბიჭს ეს გოგო არ იმსახურებს.

 


№2 სტუმარი ana

ერთ წრეზე ტრიალებს ეს ისტორია, რაც ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია. . ეს გოგო კი უკვე ისეთი გამაღიზიანებელია, რომ უკვე ვეღარ ვიტან.

 


№3  offline წევრი nigita

ტელემუნდო პრეზენტას დაამსგავსე ისტორია რაც დამღლელია ეს გოგო კიდევ შტერი, საწყალი სანდრო ისევ მის თავს ადანაშაულებს...

 


№4  offline წევრი gabi du

სულით და გულით მინდა სხვა რამე ვთქვა. იმიტომ რომ მართლა აქვს პოტენციალი ამ ისტორიას სასიამოვნო გახდეს.

 


№5  offline მოდერი ნეაკო

თუ იმედები გაგიცრუეთ ვწუხვარ, თუ უინტერესო და ერთფეროვანი გამოვიდა ამაზეც ვწუხვარ, მაგრამ მე დავწერ იმას რაც მაქვს იდეაში და დავასრულებ ისე როგორც ჩაფიქრებული მქონდა, მადლობა საკუთარი აზრის გაზიარებისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითოეული თგვენგანის მოსაზრება

gabi du
სულით და გულით მინდა სხვა რამე ვთქვა. იმიტომ რომ მართლა აქვს პოტენციალი ამ ისტორიას სასიამოვნო გახდეს.

მადლობა კეთილი სურვილებისთვის

nigita
ტელემუნდო პრეზენტას დაამსგავსე ისტორია რაც დამღლელია ეს გოგო კიდევ შტერი, საწყალი სანდრო ისევ მის თავს ადანაშაულებს...

ვცდილობ გადმოვცე ის რასაც ვფიქრობ, მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ ადამიანმა ნამდვილ სიყვარულს ხელი არუნდა კრას, რამდენად გამომდის არვიცი, ალბათ არა მაგრამ ვეცდები მაინც

ana
ერთ წრეზე ტრიალებს ეს ისტორია, რაც ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია. . ეს გოგო კი უკვე ისეთი გამაღიზიანებელია, რომ უკვე ვეღარ ვიტან.

ძალიან მწყინს რომ ასე ერთფეროვანი და მოსაწყენია ისტორია თქვენთვის, მაგრამ რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ იმას ვწერ, უბრალოდ გადმოვცემ ჩემს აზრებს სულ ესაა

 


№6 სტუმარი Nino

Shevwuxdit amdeni tragediit :-)

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი უცნობი
ისევ ერთიდაიგივე ვიფიქრე რამე ნორმალური მაინც მოხდებამეთქი მაგრამ ეს გოგო იმდენად დებილია თავისი უაზრო სიამაყით და სიჯიუტით სანდროც გადაიყოლაა, ისიც კი აღარ ვიცი სანდროსთან თუ დარჩება რადგან ამ ბიჭს ეს გოგო არ იმსახურებს.

ვწუხვარ რომ დაგღალეთ ამ ერთფეროვნებით მაგრამ აზრიც ესაა რომ დაინახოს ბოლოსდაბოლოს მარიამმა რომ სანდრო არის ადამიანი ვინც არუნდა დაკარგო, უნდა დააფასო და დაებღაუჭო კიდეც, რადგან უველაფერს აქვს საზღვარი მოთმინებასაც და სიყვარულის ლოდინსაც... თქვენი მოსაზრებების გაზიარება კი ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის

Nino
Shevwuxdit amdeni tragediit :-)

ასე გამოვიდა რომ ცოტა ზედმეტად ტრაგიკული და იმედგაცრუებებით სავსე ისტორიაა, ვწუხვარ თუ დაგღალეთ ამდენი ცრემლით

 


№8  offline წევრი gabi du

თუმცა, ფაქტია, რომ რეალურ ცხოვრებაში მეტი ცრემლია ვიდრე სიხარული.

 


№9  offline მოდერი ნეაკო

gabi du
თუმცა, ფაქტია, რომ რეალურ ცხოვრებაში მეტი ცრემლია ვიდრე სიხარული.

მართალია მაგრამ ჩანს რომ მკითხველი სხვა რამეს ელის ისტორიიდან, მეკი დავტვირთე ალბათ ზედმეტი ტკივილით, მეტი სიყვარული და სიკეთეა საჭირო ისტორიაში ალბათ, რომ ჩემსავით კრიტიკის ქარცეცხლში არ მოხვდეს დამწერი

 


№10  offline წევრი თათუ♡

Rodis dadeb shemdegs?

 


№11  offline მოდერი ნეაკო

დღეს ავტვირთე და ალბათ აიტვირთება დღესვე

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

Აუ რა მსრაზმია უკვე. Მანქანა დაეტაკა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent