წარსულის სიყვარული (ნაწილი 2. თავი 1)
მომავალი მხოლოდ ოცნებაა,წარსული კი რეალობა. მომბეზრდა ოცნებებით ცხოვრება,მართალია წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ ძალიან მინდა მომავალი რეალობა იყოს და არა ოცნება... ყველაფერი 10წლის წინ დაიწყო... პატარა,გამოუცდელი,თინეიჯერი ბავშვები ვიყავით,როგორც ყველა გოგო არც ჩვენ ორნი ვყოფილვართ გამონაკლისი,რომლებიც ქალაქის პოპულარულ ოთხეულზე გიჯდებოდა,უფრო სწორედ მათზე იყო შეყვარებული,მაისის ბოლო იქნებოდა თანაკლასელები მეათე კლასის დამთავრებას ავღნიშნავდით,შუა ქეიფის დროს ჩხუბი რომ ატყდა უფროს კლასელებს შორის და ასე გავეხვიეთ ყველაზე დიდ შარში,მე თქვენი მონა მორჩილი ნანუკა და ჩემი უახლოესი მეგობარი ანასტასია. -ნანუ - მთელი ხმით ღრიალებს ჯუღელი და სირენების ხმაც მწვდება ჩემ ყურთასმენას - მგონი დაჭრილია, ღმერთო,დროზე წავიდეთ აქედან - ხელს მკლავში ძლიერად მკიდებს დაბნეულს და გააზრებას ვერ ვასწრებ ისე მიმათრევს იმ ხმარეს საითან ბიჭები გაიქცნენ. შეშინებული,არეული, ჩუმი ნაბიჯებით ავედევნეთ,უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვი რომ ტასო აედევნა, მე კიდევ გათიშული მივყვებოდი ფეხდაფეხ, რესტორნის კუთხეს ამოეფარა ჩემი მეგობარი და ტანი ნახევრად გაყო მათ დანასახად, კაკი კედელს მხრით მიყრდნობოდა,ხელი მუცელზე მოეჭირა და სახე სიმწრისგან დამანჭავოდა -ამის დედას შ**ეცი - დაშნიანის ღრიალმა ყურები დამიბუგა და აკანკალებულმა გადავუშვი ნერწყვი სასრულეში - ბენდელიანო არ გაითიშო იცოდე, თორემ ჩემი ხელით გაგიყენებ მიქელას გზას! -ნუ მიღრენ ფისო - სიმწრის ამოიძახა და მეგობარს მხარზე დაეყრდნო -მანქანა გვჭირდება ლევან,სასწრაფოდ! - ნერვიულად შეიცურა ნიკოლოზმა თმაში ხელი - ამის დედაც -მე წაგიყვანთ! - არ ვიცი ჩემ დაქალს საიდან მოაფიქრდა ეს იდეა,თუმცა გააზრება ვერ მოვასწარი ისე გაქანდა მათკენ, წამებში ცხვირწინ აესვეტა და მოუთმენლად მიაჩერდა შეშლილი სახეებით მდგარ მამაკაცებს, ტანში უსიამოვნოდ გამცრა, იმ წამს არც მე და შეიძლება არც ტასოს არ უფიქრია იმ შედეგებზე რაც შეიძლებოდა ამ ამბავს მოყოლოდა,თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა იმ მომენტში,რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა,კერძოდ ჯუღელის საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს! ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გააზრება ვერ მოვასწარი,მანქანაში როგორ არმოვჩნდით დღემდე არ მახსოვს,თუმცა ანასტასიას მოხერხებულობა ყოველთვის მაკვირვებდა,არ ვიცი პოლიციელებით სავსე ეზოდან როგორ გაიყვანა მანქანა,მხოლოდ იმას ვიაზრებდი,საჭეს გიჟივით რომ ჩაფრენოდა და სიჩქარეს თანდათან უმატებდა,შეშინებულმა კარის სახელურს ძლიერად მოვეჭიდე და მის აკანკალებულ თითებს დავაკვირდი -ჩვენთან წავიდეთ,ჭრილობას როგორც შევძლებ დავუმუშავებ, თან უსაფრთხოდაც იქნებით - ხმაც კი ეტყობოდა როგორი ანერვიულებული იყო, მზერა სახეზე გადავიტანე,სარკიდან ბიჭებს რომ მისჩერებოდა თითქოს პასუხს ელისო და სადარბაზოსთან მთელი ძალით დაამუხრუჭა. სავარძელში მისვენებული ვუყურებდი როგორ ოსტატურად უმუშავებდა ჭრილობას სახე დაცვარულ,სიცხისგან აკანკალებულ და მასზე უაზრო ღიმილით მიშტერებულ მამაკაცს,გეგონებოდა მთელი ცხოვრება ამ საქმეს აკეთებსო,მაგრამ რაც მართალია მართალია,მას ყოველთვის შეეძლო ასეთ მომენტებში ეპოვა გამოსავალი და ძლიერად მდგარიყო,მე კი მაშივე ვითიშებოდი,ეგ კი არა სისხლის ისე მეშინოდა ეხლაც მის დანახვაზე თვალები მაგრად დავხუჭე და შევეცადე ფიქრები გამეფანტა შიშისგან გული რომ არ წამსვლოდა -მე მეტი არაფერი შემიძლია,რაც ვიცოდი ყველაფერი გავაკეთე,რამოდენიმე წუთში წამალს დავალევინებ - ათრთოლებული მოშორდა ბენდელიან და ნერვიულად აწრიალებულ ბიჭებს თავადაც განერვიულებული მიაჩერდა,სახუმარო ხომ არ არის შენი საყვარელი მამაკაცის ნახვა ამ სიტუაციაში,პლიუს საკუთარი ხელებით ეცადო მის გადარჩენას -ყველაზე მაგარი და ძლიერი გოგო ხარ! - ხელი თავზე შემოხვია ლევანმა და გულზე მიკრულს შუბლზე ეამბორა - მადლობა @@ სევდიანი გავყურებ ქალაქის ხედს ფანჯრიდან,ამასაც თუ ხედი ქვია,არ გენახოთ უკეთესი,ყველგან სოკოებივით რომ ამოსულა ეს ახალი კორპუსები,სად აქ ამ მთავრობას თვალები,მართალია ბებიაჩემი რომ ამბობს "დაფსებული აქვთ ნენე დიდ სკამზე მჯდარ ხალხს ჩვენთვის ყოლიფერი",მის გახსენებაზე ტანში მონატრების ჟრუანტელი მივლის და კიდევ უფრო მისევდიანდება სახე,რამდენი წელი გასულა,ათი? ჰო ათი, იმ ავად სახსენებელი დღიდან რაც მე და ტასომ ასე,უცებ გააზრებულად თუ გაუაზრებლად დავკარით ფეხი და მივატოვეთ ყველა და ყველაფერი ტკივილის დასავიწყებლად,მაგრამ ღმერთმა იცის შევძლებდით თუ არა ამას,ნუ ვცდიდით მაინც. პირობა დავდეთ რომ არასოდეს,არასოდეს არ დავბრუნდებოდით წარსულში,შევიძულებდით ყველა კაცს და გავხდებოდით წარმატებული ქალი. ახლანდელი გადმოსახედიდან მეცინება ჩვენს ბავშვურ აზროვნებაზე,მართალია ყველა კაცი მართლაც შევიძულეთ და წარმატებულიც გავხდით,თუმცა წარსულს და მის სიყვარულს ვერცერთი ვერ გავექეცით,ალბათ ეს იმაზეც აისახება რომ სულ რამოდენიმე დღეა ან შეიძლება კვირაც,არ ვიცი, უკვე არეული მაქვს ყველაფერი თავში,უკან დავბრუნდით,საკუთარი ფეხით დავუბრუნდით საკუთარ ბინას ან სიყვარულსაც, ეს დაბრუნება კი იმაზე ძნელი ყოფილა ვიდრე რომელიმე ვიფიქრებდით,რადგანაც,როგორ ყოველთვის გვემართება ხოლმე,ჩამოსვლა და ჩვენი შარში გახვევა ერთი იყო. ბედი რომ არ ექნება ადამიანს,მისი ახალი რომანის პრეზენტაციისთვის გიჟურად ვემზადებოდით,წიგნის მთავარი გმირის მკვლელობა რომ გვაცნობეს და ამას დამატებული ეჭვმიტანილად არც მეტი არც ნაკლები ჩემი დაქალი ისე გამოაცხადეს მთელი დღე ლამის გულწასულს ვასულიერებდი,ვიღას ახსოვდა ბენდელიანის კუდში დევნა ფოტოაპარატით, რომელიც ჯუღელის ახალ ჰობად იქცა ბოლო რამდენიმე დღეა, ეხლა მხოლოდ ერთი რამის გარკვევა გვჭირდებოდა,სიმართლე! ხო და ჩვენც კარგი გამომძიებელი ქალებივით გადავხედეთ ყველა ჩვენს ხელთ-არსებულ სამხილებს და საკუთარი ინიციატივით წამოვიწყეთ გამოძიება. ღმერთო ჩემო,მიკვირს საიდან აქვთ ამდენი მოთმინების უნარი ამ სამართალდამცავებს,ჯერ უნდა ფაქტები მოიძიო,შემდეგ ყველას გაესაუბრო,ერთმანეთს დააკავშირო და კიდევ ათასი ჭირი,ეს პრობლემები გვაკლდა ეხლა თითქოს სხვა თავზე საყრელად არ გვქონდეს,დივანზე ღონემიხდილი დავესვენე და კომპიუტერში შენახულ, მოგროვილი ყველა ფაილების ამობეჭდვას დაველოდე მსხვერპლის სესახებ რომ მოვიპოვეთ,თუმცა ვინ გაცდის დასვენებას,კარი ლამის ჩამოიღო ბრახუნით ანასტასიამ და მისაღებსი გაღიზიანებული შევარდა,შემდეგ მოყვა ქოთქოთს იმის შესახებ თუ როგორ მოუშალა არანორმალურმა ბენდელიანმა ნერვები და როგორი ველურივით დაეტაკა ტუჩებზე საკოცნელად -ნანუ შეხვედრაზე ხომ წამომყვები? - მავედრებელი სახით მიყურებს ანასტასია როდესაც ტელეფონზე საუბარს ასრულებს,გაკვირვებული შევცქერი მის ამ საქციელს -რა შეხვედრაზე, ან ვინ დაგირეკა? -მკვლელობის საქმეს დაშნიანის ცოლი იძიებს და რესტორანში დამიბარა სალაპარაკოთ,არა და დარწმუნებული ვარ ის უჯიშო ბენდელიანიც იქ იქნება - თვალებს მობეზრებულად ატრიალებს და ღრმად ხვნეშის -ძალიანაც კარგი,ლევანის ცოლს გავიცნობ და იმ იდიოტ ავალიანსაც ვაყრევინებ დორბლებს,ამიტომ წამოვალ! - თმაზე ნერვიულად ვისობ ხელს და თვალებს ეშმაკურად ვჭუტავ - დამელოდე ეხლავე გამოვიცვლი. რესტორნის ფოიეში ამაყად,ყელმოღერებული ვაბიჯებ და გაფაციცებით ვათვალიერებ ირგვლივ მყოფ ხალხს,თვალებით ვეძებ ჩემს სამიზნეს და აი ისიც,ცალ ხელში ღვინით სავსე ჭიქა უჭირავს და გულიანად იცინის,მის სიცილზე უნებუდად მეც მეღიმება და ჩემს გვერდით მდგარ ანასტასიას ხელს ვუჭერ მკლავზე,მოულოდნელად მამაკაცის თვალები ჩემსას ხვდება, ვხედავ როგორ ეცვლება სახის მიმიკა,ერთ დროს, მე რომ მაგიჟებდნენ იმ მზერით მბურღავს,პირს სასაცილოდ ოდნავ აღებს,ჭიქას მექანიკურად დებს მაგიდაზე და თვალებს საყვარლად ჭუტავს,მთელ ტანზე ტაო მაყრის და ვგრძნობ როგორ მემატება ტემპერატურა შიგნიდან, ცხადად შევიგრძნობ გული როგორ აკეთებს რამოდენიმე დარტყმას და უეცრად სიმსვიდის გრძნობა მეუფლება..."ღმერთი,ისევ მიყვარს,როგორ დაკაცებულა,ძალიან სექსუალური და სიმპატიურია" ვუკივი ჩემ თავ გონებაში,ტუჩებს კბილებით ვიწვალებ და ჩვენსკენ მომავალ ლამაზ ქალს ვეგებები -მიხარია შენი გაცნობა ნანუკა,მე სალომე ვარ ლევანის მეუღლე - ლაღად მხვევს ხელებს ბეჭებზე,მეკანიკურად ვცემ პასუხებს და ხელს ფრთხილად ვახებ -ნანუუ - მესმის ბენდელიანის ხმა და ვხედავ გიჟივით როგორ მოქრის ჩვენსკენ, რომელსაც უკან ლევანი და ნიკოც მოყვა -როგორ მოგმენატრე შე ჭინკა - გულში სათითაოდ ვეხუტები სამივეს და მზერა ისევ მაგისათან მჯდარ ავალიანზე გადამაქვს პ.ს....ჰელოუ ფიფუუულლ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.