შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაზიერი /1/


11-12-2019, 15:29
ავტორი LUVანი.
ნანახია 746

ლაზიერი ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას...

როდესაც პატარა ვიყავი მამა მასწავლიდა ჭადრაკის თამაშს, იქიდან გამომდინარე რომ ოჯახში ერთადერთი შვილი ვიყავი და ჭადრაკი ჩემი წინაპრების შთამომავლური თამაში იყო, მამა აუცილებლობას მოითხოვდა რომ მეც მცოდნოდა. ბავშვობიდანვე ისე მივეჩვიე ამ თამაშს ძალიან შემიყვარდა, ყოველთვის ჩემი საყვარელი ფიგურით "ლაზიერით" ვიბრძოდი და რამდენიმე წელDი უკვე კარგი მოთამაშე და მოჭადრააკების ძლიერი მეტოქე გავხდი. 15 წლის ასაკში მივიღე ოლიმპიადაში მონაწილეობა და I ადგილზე გავედი, ამის მერე გავთამამდი და უამრავი გროსმედალი მოვაგროვე. იქიდან გამომდინარე რომ ჭადრაკის წესები კარგად ვიცოდი ის ჩემ ცხოვრებად ვაქციე, მას დიდი გონებრივი შესაძლებლობები და ლოგიკა სჭირდება, თუ ისინი არ გაგაჩნიათ ყოველთვის გაგიჭირდებათ ითამაშოთ დწორად, უშეცდომოდ და ძლიერად. ამ წელს ჩემს საქმეს განსხვავებულად მივუდექი სკოლა დავამთავრე და არფერს ვაპირებდი, არც სწავლის გაგრძელრბას მათ შორის, დავაპირე რომ ოჯახის ბიზნესს გავუძღვე და მამჩემთან ერთად სავადმყოფოების მფლობელი გავხდე. 18 წლის ასაკისთვის ზედმეტად დიდ ნიჭს ვფლობდი ბიოლოგიურ სფეროში, ჩემი მეგობარი ნენე ყოველთვის მეუბნებოდა რომ ჩემგან მარტო მოჭადრაკე კიარა საოცარი ექიმი გამოვიდოდა.

ნენე ის ცოტა უცნაური ადამიანია, ამიტომაც მიყვარდა ძალიან, მას ყოველთვის შეეძლო ჩემი დამშვიდება, ცუდი ფიქრებიდგან ჩემი გონების გათავისუფლება მისი ტკბილი საუბრით, მამაჩემის მეგობრების შვილებთან კარგად ვმეგობრობ მაგრამ ნენე განსაკუთრებულად მიყვარს. ის ყველაზე კარგად მიცნობს და იცის ყოველი ჩემი აზრი.

30 ივნისს სახლში ვიჯექი, გარეთ ძალიან ცხელოდა და ოთახში კონდინციონერის საშუალებით ვგრილდებოდი, მამაჩემის ზარის მოლოდინში ვიყავი და მოუსვენრობისგან ხან ერთ ოთახში გავდიოდი ხან მეორეში. მამაჩემს და მის მეგობრებს აქვთ ტრადიცია ყოველ ზაფხულს კუნძულზე გამგზავრების მათ ოჯახთან ერთად. ლაოს კუნძულზე ყოველი კუნჭული დაზეპირებული მქონდა ბავშვობიდან მთელი ზაფხული იქ ვატარებდი დროს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც კუნძულზე გამგზავრრბა მიხაროდა იყო ის რომ როგორც იქნა თორნიკეს ვნახავდი. თორნიკე არდია მამაჩემის მეგობრის შვილია ჩემზე 2 წლით უფროსია და უცხოეთში ცხოვრობს მას შემდეგ რაც სწავლა დაამთავრა, ზაფხულობით ყოველთვის ჩვენთან ერთად მოდის ლაოზე და შემოდგომის ჟამს კვლავ უკან ბერლინში ბრუნდება და ისევ ყველას თავს ანატრებს. 10 მშობელი და 5 ბავშვი თვითფრინავში ჯდება ივნისის ბოლო დღეს და მიდის ლაოს კუნძულზე, ეს უკვე ივნისისს ტრადიციაა.

ჭადრაკის ფიგურებს ვალაგებდი და ჩემოდანში ვდებდი, მაშინ როცა ტელეფონის ეკრანზე მამაჩემის ნომერმა გაანაათა სიხარულით ვუპასუხე და ყურადღებით მოვუსმინე მამაჩემის დაღლილ ხმას.
-გამოვიდე სახლიდან და პირდაპირ აეროპორტში მოვიდე?-გახარებულმა მხიარული ტონით ვუპასუხე მამას და მის პასუხს დაველოდე.
-სადარბაზოსთან გელოდები შენ და დედაშენს, სწრაფად ჩამოდით დაბლა თორემ რეისზე დავაგვიანებთ.-მამას ტელეფონს ვუთიშავ და დანაბარებს დედაჩემს ვეუბნები, ნახევარ საათში მშობლებთან ერთად შევხვდით მამაჩემის მეგობრებს და მათ ოჯახს, თვითფრინავის რეისზე ავედით და რეისი 137 გაფრინდა ლაოს მიმართულებით 3 საათსა და 40 წუთზე. ფრენა 1 დღე გრძელდებოდა ამიტომაც ეკონომ კლასში კომფორტის მიზნით მხოლოდ ჩემი ოჯახი და მამას მეგობრების ოჯახი მგზავრობდა. ნენეს რეისზე ხმა არ გაუცია, თითქმის ერთმანეთს არავინ ელპაარაკებოდა და ყველაზე გასაკვირი ის იყო რომ ამ სიჩუმეს არდიას ღიღინი არღვევდა. თვალს ვერ ვაშორებდი ბავშვობიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა როდესაც ვსაუბრობდით ახლა კი ღიღინებს, მხოლოდ ღიღინებს. საძილე ბალიშები დაგვირიგეს და მეც ჩემი გონება დავასვენე, ჩემი გაღვიძება სტუარდესას ხმამ შეძლო რომელიც გვამცნობდა რომ ლაოზე 10 წუთში დავეშვებოდით. ეს 10 წუთი იმაზე დიდხანს გაიწელა ვიდრე აქამდე.

უფროსები თავიანთი ოჯახებით კოტეჯებში მოთავსდნენ და სადილზე ერთ დიდ მაგიდასთან შევგროვდით ყველა.
-არამგონია 20%ზე მეტის განაწილება სწორი იყოს პარტნიორებთან.-უმხელს სხვას თავის აზრს ირაკლსი მამა სხვებს და ჭიქაში უკვე მესამედ ასხავს ღვინოს.
-ასე შენ ამბობ ლევან? შენ არ იყავი ინვესტორებს 40%ს რომ თავაზობდი რადგან სხვასთან არ დაეჭირათ საქმე?-უბრუნებს პასუხს ნენეს მამა.
-ეჰ გიორგი ეგ სხვა დრო იყო, მაშინ ბიზნესი უბრალოდ მედიკამენტების დამზადება არ იყო.
-არც ახლაა, და ვფიქრობ უკვე დათვერი.-ხელიდან ბოლო ჭიქას ართმევს არდიას მამა და თვითონ სვავს.
-შენ რატომ არ იღებ ხმას ილია? ნუთუ ასე კარგად მიდის 3 სავადმყოფოს მფლობელს საქმე?-ეკითხება კვლავ არდიას მამა მაამაჩემს და სოუსის ნახევარს ასხავს ზემოდან მის სპაგეტს.
-სხვაგავრად როგორ ლადო? მე ჩემს სამსქხურს ვალდებულებრივ ვეპყრობი, რატომ უნდა წავიდეს ცუდად ის საქმე რაც არ მიჭირს?-კითხვაზე კითხვით პასუხობს მამაჩემი თორნიკეს მამას მაშინ როდესაც მშვენივრად იცის როგორ არ მოწონს ეს მის მეგობარს. სიტუაცია დაძაბულად სჩანდა მაგრამ განეიტრალება ჩემმა საყვარელმა ბიძამ შეძლო.
-კარგით რა? როგორ დავიჯერო რომ საჭმელი გერგებათ როდესაც სამსახურის გარდა არაფერზე გაქვთ სალაპარკო?
-ეჰ ნიკოლოზ ეს შენ ფიქრობ ასე რადგან ბიზნესი არც კი იცი რა არის.-თითქოს კბენით უპასუხა ირაკლის მამამ და თვალებში შეხედა.
-ბავშვებო თუ მორჩით სადილს სწორი იქნება უფროსები მარტო დატოვოთ.-დედებმა გადაწყვიტეს მეტაფორულად საომარ ადგილს მოგვწყვიტონ და ქმრებს გაუხსნან გზა ერთმანეთი დაჭამონ. ლაოს ტყის სანაპიროსთან ვისხედით და როგორც ყოველთვის ირაკლის ტრაბახის სმენა გვიწევდა... არდია ერთი შეხედვით არ იმჩნევდა როგორ აბეზრებდა თავს მისი ასეთი ტრაბახი და ამიტომაც ხის ტოტს ტეხავდა გაუჩერებლივ და მისი ტკააცატკუცი ირაკლის ხმას ანეიტრალებდა.
-არ გინდათ ლაოს ტყეში შევიდეთ?-ირაკლიმ გამოთქვა აზრი რომელიც ყველას მხრიდან უარის თქმის ღირსი იყო და ასეც მოხდა.
-როგორ ფიქრობ ამ სიბნელეში თან შენნაირ მშიშარასთან ერთად რომელი იდიოტი წამოვა ამ უდაბურ ტყეში?-მკვახედ პასუხობს ჩემი ბიძაშვილი მარიამი და ხელებ გადაჯვარიდინებული ჩვენსკენ იხედება.
-ნამდვილად არ ვაპირებ.-პასუხობს ნენე მარიამს და არდიას პირდაპირ ჯდება.
-შენ ლულუ აპირებ გაყვე ირაკლის?
-კარგი რაა, მას ეშინია ეს ყველამ ვიცით საიდან მოიტანეთ რომ ეს იქ წავა?
-შენ გგონია რამე შემაჩერებს? საიდან მოიტანეთ რომ მეშინია საერთოდ?
-დაახლოებით 5 წლიდან გიცნობ ტრაბახის მეტი არაფერი იცი, არადა გეშინია ეს გულისსიღრმეში კარგად იცი.
-წავალ და დავბრუნდები ნახავ.
-ნელა იარე, ტყეში შეიძლება რამე სახიფათოს წააწყდე ფრთხილად იყავი-როფორც იქნა ამ დროის მანძილზე თორნიკემ ხმა ამოიღო და ირაკლი ასეთი ინიციატოვით გააცილა.
ბნელ უდაბურ ტყეში შევიდა ირაკლი და ნელნელა ხეეებს მოეფარა.
-იქნებ გაყვე?-უბრუნდება ნენე თორნიკეს და ცდილობს დაინახოს ირაკლი რომელიც უკვე ტყის მაღალ ხეებს მოეფარა.
-არ გინდა! შეიძლება რომელიმე ხესთან დაჯდა და როცა მოვა რამდენიმე საათში კარგად დაიკვნეხოს და იტრაბახოს მთელი ტყე მოვიარეო.- თორნიკემ გული არასასიამოვნო რეალობით დაგვიმშვიდა და მთვარიან ღამეს მაგიდაზე მჯდომებს, ირაკლის მოლოდინში ივლისსის დამახასიათებელი ლაოს ნიავი ტანს გვისუსხავდა...
-ირაკლიმ დილით დავბრუნდებიო დაიბარა, თქვენ რა აპირებთ მას აქ დილამდე ელოდოთ?-იკითხა მარიამმა და მის დასუსხულ მკლავებზს ხელები შემოიხვია.
-თქვენ წადით მე კი აქ დაველოდები.-მაგიდასთან მჯდარმა თორნიკემ კვლავ იკადრა ჩვენთან დალაპარაკება და სახლში გაგვიშვა.
კოტეჯში შევედი და ჩემს ოთახში საწოლზე წამოვწექი... ღამე კვალვ გარეთ გავედი, ტყის ნაპირთან მჯდარ თორნიკეს ჩასძინებოდა, მასთან ახლოს არც მივსულვარ ტყეში ისე შევედი...


მოგესალმებით ძვირფასებოო... გთავაზობთ დეტექტიური ჟანრის ახალ ისტორიას "ლაზიერი". იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1  offline წევრი ანა გუგე

საინტერესო ამბავი ხდებააა
მალმალე დაამატებ??
ველოდები მეე

 


№2  offline წევრი LUVანი.

ანა გუგე
საინტერესო ამბავი ხდებააა
მალმალე დაამატებ??
ველოდები მეე

კიმალე
--------------------
annikesarelli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent