მაფიოზობანა (თავი 5)
-რ..რა ჩვენი შვილი? ვინ ჩვენი შვილი? -მთელი დღეა ვცდილობ,დავხატო ჩვენი შვილი და მგონი ეს საუკეთესო გამოვიდა. ნაკვთები ჩემი ექნება,მაგრამ ერთი შეხედვით მაინც შენ გგავს. -სულ გააფრინე ხო? არ არსებობს ჩვენი შვილი. -კაი,რას ამბობ?-ირონიული ღიმილით აათვალიერა ნიკოლოზი,ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. მაშინვე თავის ოთახში შევიდა და კმაყოფილი მზერით შეათვალიერა საწოლზე გადაფენილი კაბა.-მოვემზადოთ ნიკოლოზის აფეთქებისთვის!-ეშმაკურად შეათამაშა წარბები და მომზადება დაიწყო. საკმაოდ გამომწვევ და სექსუალურ, მაგრამ მაინც ულამაზეს კაბაში გამოწყობილ საკუთარ თავს სარკეში ათცალიერებდა და კომპლიმენტებით ავსებდა. ნიკოლოზის რეაქციის და გაგიჟებული მზერის წარმოდგენაზე სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. როცა საბოლოოდ მოსწყვიტა თვალი საკუთარ ანარეკლს,თეძოების რხევით ჩავიდა ქვემოთ. -მე გავდივარ.-წკრიალა ხმით მიაძახა ზურგით მდგომ ქმარს,რომელიც მაშინვე შემოტრიალდა. თავიდან ბოლომდე შეათვალიერა,მერე წარბები შეკრა და ძარღვები დაებერა. -არსად არ გადიხარ და მითუმეტეს ასე ჩაცმული!-კბილებს შორის გამოსცრა. -მე მგონი არაფერი მიკითხავს. შენთვის ისიც ზედმეტია,რომ ინფორმაცია მოგაწოდე.-ისევ ირონიული მზერით დააჯილდოვა ბიჭი. -სოფია,ნერვებს ნუ მომიშლი და ნუ მაიძულებ რამე ცუდი ჩავიდინო! ადი და გამოიცვალე,იმიტომ,რომ არსად არ მიდიხარ! -სულ რომ რქები ამოგივიდეს წასვლას ვერ გადამაფიქრებინებ...თუ გინდა შენც წამოდი! -მანქანაში დამელოდე!-გასაღები გადაუგდო და თვითონ თავისი ოთახისკენ დაიძრა. დაახლოებით ხუთ წუთში საჭესთან მოკალათდა და კმაყოფილ ცოლს გადახედა. -სად მივდივართ? -ახალი ბარი,რომ გახსნეს...რა ჯანდაბა ჰქვია,დამავიწყდა. -ვიცი. -ჰო და მანდ წავიდეთ. -კარგი.-კმაყოფილს ჩაეღიმა და მანქანა დაქოქა. -მანქანა გააჩერე!-მაშინვე წამოიწია სავარძელზე,როცა მიხვდა,რომ თბილისს გასცდნენ.-ნიკოლოზ,გააჩერე მეთქი! -ნუ წიკვინებ,თორემ ავარიაში მოვყვებით! -გადავხტები. -წარმატებები. -რის მიღწევას ცდილობ? ბავშვი ხომ არ გგონივარ? შენს ნებაზე შენი შვილები აპორწიალე! -რომელი შვილები,შენ რომ გამიჩენ? -ჰო,მაგათ ლოდინში არ ამოგძვრეს სული ფრთხილად იყავი! ცოლის რეპლიკებით გახალისებულმა სიცილით გააქნია თავი და გზას მიაჩერდა. -უკან დავბრუნდეთ რა!-არ ნებდებოდა გოგო. -დავბრუნდებით,ნუ ღელავ. -როდის? -როცა შენ მეტყვი. -მე ახლავე მინდა! -ჯერ ნახე,იქნებ სად მიმყავხარ?! -ჯანდაბა შენ! *** -გადმოდი.-კარები გაუღო და წინ გაუძღვა. -ნამდვილი ჯელტმენი ხარ. -სახლში შედი, მე შეშას მოვიტან და მოვალ. -საიდან უნდა მოიტანო?-თვალების ცეცება დაიწყო აქეთ-იქით. -გეშინია? -რა შუაშია? უბრალოდ ვიკითხე.-ცხვირი აიბზუა და სახლისკენ დაიძრა. -გასაღებად გასაღები დაგჭირდება.-გასაღები გადაუგდო და იმ წამს მოტრიალებულს პირდაპირ შუბლში მოხვდა. -იდიოტო!-შუბლი მოისრისა და გაცხარებულმა გახედა მოხარხარე ქმარს.-მეზიზღები!-მაშინვე სახლში შევიდა და კარები მაგრად მიაჯახუნა. -ეგ ბალიშები აქეთ მოიტანე,ცოტა ხანს ბუხართან დავსხდეთ თორემ გავიყინებით.-რამდენიმე წუთში შეშით დატვირთულმა შეაჭრა ითახში და სახლის თვალიერებით გართულ სოფიას მიაშტერდა.-ვის ვეუბნები?! -ჰო,მაცადე!-ბუზღუნით დაყარა ბალიშები და ქმარს მიაშტერდა.-კიდევ? -ახლა დაჯექი და ღვინოს მოგიტან. -ჩემს დათრობას და ხელახლა შეცდენას აპირებ?-ირონიული ღიმილით აათვალიერა ქმარი. -ხელახლა?-წარბები აწკიპა კაცმა. -არ მინდა ღვინო!-მაშინვე აარიფა მზერა. -დაგჭირდება,ცოტა უნდა მოდუნდე.-თვალი ჩაუკრა და სადღაც გაქრა. მერე კი ღვინით და ორი ჭიქით ხელდამშვენებული დაბრუნდა და ცოლის გვერდით ჩამოჯდა. -ის ვინ არის?-თვალით ანიშნა ბუხარის თავზე მითავსებული ჩარჩოსკენ. -მარიამი.-მოკლედ უპასუხა და ღვინის ბოთლი გახსნა. -ვინ არის? -აღარ არის. -ვწუხვარ... -ჩემი მამიდაშვილი იყო. -რა დაემართა? -ჯერ ეს დალიე და მერე ყველაფერს მოგიყვები.-ღვინით სავსე ჭიქა გაუწოდა,თვითონ კი მოგიზგიზე ცეცხლს გაუსწორა მზერა. -შემთხვევით არ ამირჩევიხარ. -დღესავით ნათელია... -გაჩუმდი და მაცადე,ისედაც არ ვიცი საიდან დავიწყო.-თვალები დაუბრიალა გოგოს,მერე კი მზერა ისევ ცეცხლისკენ მიმართა. თითქოს ასე თავისუფლდებოდა იმ საშინელი გრძნობებისგან რომლებიც გარს ეხვივნენ.-პირველად რომ დაგინახე მეორე კურსზე იყავი...არ დაგიმალავ,ძალიან მომეწონე. მაშინ გადავწყვიტე,რომ უნდა გამეცანი,მაგრამ ჯერ შორიდან უნდა გამეგო რაღაცები. პირველივე ინფორმაცია,რაც შენზე მომაწოდეს იყო ის,რომ მამაშენი გიორგია. -რატომ? -იმიტომ,რომ მაშინ უკვე დაწყებული იყო ომი ჩემსა და მამაშენს შორის. ეგ რომ გავიგე შენი დავიწყება გადავწყვიტე. შეუძლებელი იყო შენი ჩემს გვერდით ყოფნა. მერე კი საშინელი გეგმა დავსახე. ვიცი,შენს მიმართ უსამართლო იყო,მაგრამ გრძნობების გარეშე დარჩენილი,შურისძიებას მოწყურებული კაცისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა...ყოველი შემთხვევისთვის ასე ვფიქრობდი,სანამ ისევ მოგიახლოვდებოდი. -რა არის მიზეზი შენი და მამაჩემის ასეთი ურთიერთობის? -აი ის.-მარიამის სურათისკენ ანიშნა.-სწორედ ეგ არის მიზეზი. არც კი ვიცი...შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ რასაც ახლა გეტყვი სიმართლეა. სიმართლე,რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩაითრია ჭაობში,მათ შორის ვართ მეც და შენც. მამაშენიც იმ კაცების სიაში გადის,რომლებიც ახალგაზრდა გოგონებზე ნადირობენ. მამაშენმა მარიამი გააუპატიურა,მერე კი მარიამმა თავი მოიკლა.-ძლივს დაამთავრა სათქმელი და გაყინულ ცოლს მიაშტერდა. ერთ პოზაში გაშეშებული იჯდა და ახლა მას მიჰყინვოდა მზერა ცეცხლზე,თვალებიდან კი უზარმაზარი ცრემლები სცვიოდა. -მატყუებ! ნიკოლოზ,საკმარისია! არ ვიცი მამაჩემმა რა დაგიშავა,რა მოგპარა,რა წაგართვა,მაგრამ ნუ მაიძულებ რომ იმ კაცზე,რომელსაც ამდენი ხანია მამას ვეძახი ეს საზიზღრობა დავიჯერო! ნუ მექცევი ასე! -ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო.ნიკოლოზი კი სულ ტყუილად ცდილობდა მის დაწყნარებას. -ნუ მაიძულებ! ნუ მატყუებ! ნუ მექცევი ასე! ნუ....-მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ნივთების მსხვრევა,როცა საბოლოოდ გამოეცალა ძალა და კედლის კუთხეში ოთხად მოიკეცა.-ნუ მექცევით ასე! -დაწყნარდი.ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს,მაგრამ ახლა დაწყნარდი!-გულზე აიკრა ცოლი და მის მკლავზე რიტმულად დაასრიალებდა ხელს.-მიყვარხარ. -ისევ მატყუებ.-ტირილისგან მისუსტებული ხმით ძლივს ამოილაპარაკა.-ამას იმიტომ მეუბნები,რომ დავწყნარდე. -მიზეზი ეგ,რომ იყოს უბრალოდ დაწყნარდითი შემოვიფარგლებოდი!-ხმა გაუმკაცრდა. -მართლა ჩაიდინა ეს მამაჩემმა?-თითქოს უკანასკნელ იმედს ეჭიდებოდა,არ უნდოდა იმის დაჯერება,რომ მამამისი ნამდვილი არამზადაა. მიუხედავად ყველაფრისა,მის მიმართ სიყვარულს მაინც გრძნობდა და არ უნდოდა,რომ ეს სიყვარულიც გამქრალიყო. მამამისი იყო ერთადერთი ვინც ოჯახიდან გააჩნდა. -ჰო,სოფია. -ჯანდაბა!-ისევ აუტყდა ტირილი და საბოლოოდ ძალაგამოცლილს ნიკოლოზის მკლავებში ჩაეძინა. *** -სოფია,გაიღვიძე.-დაბოხებული ხმით ჩასძახა ყურში და ლოყაზე ნაზად აკოცა. -არ მინდა. -ნუ სულელობ. -ნიკოლოზ,არ მინდა...არაფერი არ მინდა,გთხოვ!-სუსტი ხმით ამოიკნავლა და ბალიში დაიფარა თავზე. -ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი. ეს არის ჩვენი რეალობა და როდესმე მოგიწევს თვალის გასწორება. -და ვინ თქვა,რომ ასეთი რეალობა მინდა? ვინ გითხრა,რომ ასეთი ცხოვრება მინდა? -შევცვლით ყველაფერს,მაგრამ ჯერ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. -უფ.-ამოიბუზღუნა და საწოლზე წამოჯდა.-მშია. -მე მოვამზადო ?-სიცილით ახედა ცოლს. -თუ არ შეწუხდები... -ოხ,შენ ვინ ხარ!-შუბლზე აკოცა და საწოლიდან წამოხტა.-კარადაში რამე იქნება,ჩაიცვი და ჩამოდი. ღიმილით გააცილა ქმარი და ითახი მიათვალიერა. მერე ფეხზე წამოდგა,კარადაში ნიკოლოზის სპორტული შარვალი,მაისური და მოსაცმელი იპოვნა და კომფორტულად გაეხვია მათში. თმა ხელით გაისწორა და ქვემოთ ჩავიდა. -პირველად ამზადებ საუზმეს?-გაკვირვებულმა მოათვალიერა არეული სამზარეულო. -მთლად პირველად არა,მაგრამ შეიძლება ასეც ითქვას. -გამეცალე,მე გავაკეთებ.-კვერცხის სათქვეფი გამოართვა და ქმარი გვერდით გასწია.-ესე იგი გიყვარვარ? -ნწ,ეგ იმიტომ გითხარი,რომ დამეწყნარებინე.-ეშმაკურად ჩაიცინა და მაცივარს ზურგით მიეყრდნო. -ვერ გიტან. -მაგრამ გაფრთხილებ,სიყვარულობანა მხოლოდ მაშინ,როცა მარტოები ვიქნებით,მხოლოდ იქ,სადაც მე გეტყვი! -აკი სიყვარულობანა არ მინდაო? ნუ გიყვარვარ,მე არ მიყვარხარო?! -უსიამოვნო თემებზე დღეს ნუ ვისაუბრებთ. -მართლა გიყვარვარ? -ნერვებს მიშლი! -არ შეიძლება უბრალოდ მიპასუხო? კი ან არა! წარბშეკრული უყურებდა ცოლის ინტერესით სავსე მზერას,მერე უსიტყვოდ მიეჭრა და ტუჩებზე დაეკონა. -მიიღე პასუხი? -ვაღიარებ,კარგი პასუხი იყო!-სიცილით აუწია ცერა თითი.-გამეცალე,თორემ ჩვენი საუზმე სადაცაა კრახს განიცდის. -მე აღარ მშია!-ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში. -მაგ მზერით ვერ დამატყვევებ.მე მშია! -ღორი ხარ!-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და სამზარეულოდან გავიდა. ....... ასეთი პატარა გამოვიდა ეს თავი და უდიდესი ბოდიში უნდა მოგიხადოთ ამის გამო. რაღაც პრობლემების გამო სულ აირია ჩემი გრაფიკი და უარესობისკენ შეიცვალა ყველაფერი. ძლივს ვასწრებ წერას. დღეში მაქსიმუმ ნახევარ საათს თუ მოვიცლი საწერად. სწორედ ამის გამო დამაგვიანდა. ბოდიშს გიხდით ამ პატარა თავისთვის,მაგრამ ვარჩიე რომ დრო აღარ გამეწელა. ისედაც ვერ შევძლებდი ხვალ საღამომდე რამის დაწერას. იმედია მაპატიებთ. ♥ პ.ს შესაძლოა კვირაში ერთხელ დავდო ხოლმე,მოზრდილი თავები. თქვენს აზრსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.