მაფიოზობანა (თავი 4)
°°°°°°° -ქმარო,გაიღვიძე!-ლოყაზე მიაკრო ტუჩები. -რა გინდა?-ამოიბუტბუტა ისე,რომ თვალები არ გაუხელია. -ჩემი დაპირება არ დამვიწყებია. ადექი,ხატვა უნდა გასწავლო! -კარგი რა,სოფია!-ამოიზმუვლა და მეორე მხარეს გადატრიალდა. გოგოც მაშინვე წამოხტა და ქმარს თავს დაესხა. უკვე გამოფხიზლებულმა ეშმაკურად აციმციმებული თვალებით აათვალიერა ცოლი და მის აწითლებულ სახეზე ხმამაღლა გაიცინა. -აბა რა გეგონა შიშველი რომ დამიდექი აქ?-ხარხარებდა ისევ,სოფიამ კი არ იცოდა სად დამალულიყო.-ჩაიცვი,თორემ ვერაფერს ვისწავლი. როცა ორივემ ჩაიცვეს,მანქანაში ჩახხდნენ. ამჯერად მძღოლის ადგილი სოფიამ დაიკავა და სახლისკენ გაუყვა გზას. სახლის კარებიც თვითონ გააღო და საიდუმლოდ მოწყობილ ოთახში შეუძღვა ქმარს. ბიჭს თვალები ლამის შუბლზე აუვიდა სახატავი ატრიბუტების და რამდენიმე ნახატის დანახვაზე. -თურმე ეს ქალბატონო ჩემს სახლში რა დღეში ყოფილა და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი! -ბევრს ნუ ლაქლაქებ,აქ მოდი.-თვალით ანიშნა სკამზე და ბიჭიც მაშინვე იქ გაჩნდა. -მართლა ისწავლე თუ იცოდი? -შენი აზრით? -ჩემი აზრით,ფარულ ნიჭს მიმალავდი!-ნახატები მოათვალიერა ბიჭმა და ცოლის გაბადრულ სახეზე გაეცინა. -ახლა კარგად მომისმინე....-დაიწყო გოგომ ახსნა და თან პრაქტიკულადაც აჩვენებდა თუ როგორ და როგორი ფუნჯით უნდა მოეხაზა სხვადასხვა კონტურები. უამრავი მცდელობის შემდეგ კი ორივემ დაღლილებმა დაყარეს ფუნჯები. -როგორი უნიჭო მოსწავლე ხარ!-დასცინა ქმარს. -ახლა ძალიან მეზარება,თორემ რომ მოვინდომო დაგჩრდილავ! - კალთაში ჩაისვა ცოლი და ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა. -ეჭვიც არ მეპარება...არაუშავს,რომ მოგენატრები აუცილებლად დამხატავ! -ოხ ეს ცინიზმი და ირონია!-გაიცინა ბიჭმა და ცოლიანად წამოხტა ფეხზე.-ცნობისთვის,ზუსტად ვიცი რომ ბავშვების ხატვა იდეალურად გამომდის! °°°°°°° ყოველ დღე,ყოველ წუთს ისე ულამაზებდნენ ერთმანეთს,რომ სულ დაივიწყეს როგორ მოხვდნენ ერთმანეთთან . იმდენად იყვნენ ბედნიერების მორევში ჩაძირულები,რომ ვერც კი ხვდებოდნენ,რომ ერთმანეთისთვის იმაზე მეტი გახდნენ,ვიდრე უბრალოდ საყვარეი ადამიანი შეიძლება იყოს. ერთს საღამოს,ფილმის ყურებისას მარიამმა ტელევიზორი გათიშა და გაკვირვებულ ნიკოლოზს ახედა. -მინდა,რომ იმ ცივსისხლიანებს ჩამოშორდე...მინდა,რომ მამაჩემს თავი დაანებო. -რამ შემოგიტია ახლა?მერამდენედ უნდა დავუბრუნდეთ ამ თემას?-მობეზრებული ტონით ამოილაპარაკა და წარბშეკრული მიაჩერდა ცოლს. -უბრალოდ მინდა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდე,ამაში რამე წარმოუდგენელია? არ მინდა მეშინოდეს იმის,რომ როდესმე ვიღაცას მოკლავ ან მოგკლავს. არ მინდა მეშინოდეს იმის,რომ ან შენ დაუშავებ მამაჩემს რამეს ან ის შენ. -თვალები ნელ-ნელა უცრემლიანდებოდა გოგოს. -ორსულად ხარ?-მოულოდნელად,მოურიდებლად ჰკითხა ცოლს. -საიდან მოიტანე? -ამ ბოლო დროს ყველაფერზე ტირიხარ,არ მომწონს შენი საეჭვოდ მოფუმფულებული ლოყები,მგონი ჯობია ექიმს გაესინჯო. -ააა ანუ ჩემი ლოყები არ მოგწონს და გინდა,რომ ექიმს გავესინჯო? კიდევ?-მაშინვე დივნიდან წამოხტა გოგო და ყვირილი დაიწყო. -ხვალ ექიმთან მივდივართ,ზედეეტი ლაპარაკის გარეშე!-უცნაურად ჩაეღიმა ნიკოლოზს და იმის წარმოდგენაზე,რომ შეიძლებოდა მამა გამხდარიყო ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. დილით ნიკოლოზმა გააღვიძა ცოლი და აიძულა სასწრაფოდ ჩაეცვა. საავადმყოფოში გულაჩქარებულები ელოდნენ,თუ როდის იხმობდა წყვილს ექიმი. უკვე მოთმინება ელეოდა ნიკოლოზს,როცა ექთანმა სოფიას გვარი ამოიკითხა და უთხრა ექიმი გელოდებათო. ელვის სისწრაფით აღმოჩნდნენ ექიმის კაბინეტში და სუნთქვაშეკრულები ელოდნენ მის პასუხს. -სამწუხაროდ,ნაყოფი არ არსებობს. ჯობია კიდევ სცადოთ. -გასაგებია.-უემოციო სახით დაუკრა თავი ექიმს და კაბინეტი დატოვა. -რა ტყუილად ატეხე განგაში,არ შეიძლება,რომ უბრალოდ მოვიმატო?-საჭესთან მჯდომ ქმარს უკმაყოფილო სახით გახედა. -ბოდიში,უბრალოდ... -ნიკოლოზ,შვილი მართლა გინდოდა? გინდოდა,რომ ორსულად ვყოფილიყავი?-ხმა აუკანკალდა გოგოს და თვალები ცრემლით აევსო. -არ ვიცი...კარგი,რა მნიშვნელობა აქვს? წავიდეთ სახლში,მერე შენთვის დამამშვიდებლები ვიყიდოთ და დიეტა შევადგინოთ,რომ მსგავსი ეჭვი აღარ გამიჩნდეს.-მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა. °°°°°°° -როგორც იქნა,იკადრე მოსვლა! -შენთვის დრო არ მაქვს,პირდაპირ თქვი რა გინდა ! -ნუთუ ცოლ-შვილთან გეჩქარებათ,ბატონო ნიკოლოზ?-ირონიით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა და ნიკოლოზის ლარივით დაჭიმული სხეულის დანახვაზე კმაყოფილს ჩაეღიმა.-როგორ არიან? -არავითარი ბავშვი არ არსებობს! სწორედ იმიტომ ვიყავი იქ,რომ ზედმეტი პრობლემების არარსებობაში დავრწმუნებულიყავი. -მე კი მგონია,რომ სუსტი წერტილი გიპოვე და ეს მე ძალიან მახარებს! -როგორც ჩანს,სამძებრო სამუშაოები ისევ უნდა განაგრძო...შენს ადგილას დავიღლებოდი. -თუ ბავშვი არ არსებობს,სოფიაც საკმარისი იქნება იმისთვის,რომ შენი სიმშვიდე დავარღვიო. -უკვე ვთქვი,რომ სოფია ჩემთვის სულ ერთია და მისით მხოლოდ გიორგის მანიპულირება შეგიძლია! -დამიმტკიცე....თუ რა თქმა უნდა შეძლებ! °°°°° -მოხვედი,ქმარო?-ღიმილით შეეგება ახლად გამოჩენილ ქმარს სოფია. -მე მგონი ძალიან შეიჭერი როლებში.-ცივად მიუგდო რამდენიმე სიტყვა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა. ძლივს გაიაზრა სოფიამ მისი სიტყვები,მერე კი თვალებგაფართოებული აედევნა უკან. -რას ნიშნავს შენი ეს გამოხტომა? -ვერ გავიგე?-წარბშეკრული მიუტრიალდა გოგოს. -რას ნიშნავს შენი ეს გამოხტომა მეთქი. კიდევ გავიმეორო? -მე მგონი გაგაფრთხილე,ზედმეტი გრძნობები და სენტიმენტები არ გვჭირდება მეთქი,ხომ ასეა? პირველივე დღეს გაგაფრთხილე,რომ ზედმეტად არაფერი გაგეკეთებინა და ჩემგან თავი შორს დაგეჭირა! შენც მითხარი,არ ვარ ის გოგო შენნაირებს რომ უწვება საწოლშიო და დღეს,მე და შენ კლინიკაში ჩვენი შვილის შესაძლო არსებობას განვიხილავდით. ხვდები ეს რას ნიშნავს? სად არის შენი თავმოყვარეობა და სიამაყე? აკი ჩემნაირები არ გიყვარდებოდა?! ახლა რატომ მეგებები ისე,თითქოს მართლა გვიყვარდეს ერთმანეთი. რატომ ამზადებ ჩემთვის საუზმეს და ვახშამს? რატომ მელოდები როცა ვაგვიანებ? სოფია,ჩვენ ოჯახი არასდროს გავხდებით! -კარგი. -კარგი? -სათქმელი აღარაფერი მაქვს. -კარგი. ახლა გადი და მარტო დამტოვე. უსიტყვოდ დატოვა ოთახი,ან კი რა უნდა ეთქვა?! ოთახიდან გამოსული ისევ უკან შებრუნდა,ნიკოლოზს სილა გააწნა და ისევ დატოვა ოთახი. °°°°°°° ეკო,ვიცი ჰო,რაც არ უნდა მითხრა მართალი ხარ. რამდენი რამე არ მომიყოლია შენთვის. ნუ გწყინს,უბრალოდ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა,რომ ვერ მოვასწარი შენთვის მომეყოლა. ბოლოს გითხარი ნიკოლოზს გავყევი მეთქი ცოლად,აქედანვე ეტყობა,რომ ნამვილი ცხოველია მეთქი,მაგრამ შევცდი. მართლა შევცდი. ცხოველები ისეთი საყვარლები,ისეთი ფუმფულები,ისეთი თბილები და გონიერები არიან,რომ მათ ნიკოლოზთან საერთო არაფერი აქვთ. ცოლად რომ გავყევი „თაფლობის ოთხი დღე“ გავატარეთ. მაშინ სულ სხვანაირი მეჩვენა,მაგრამ მეოთხე დღეს მარტო რომ გამომიშვა საქართველოში,მივხვდი,რომ შევცდი და მასზე რაიმე დადებითის ფიქრი სისულელე იყო. ცუდად რომ ვიყავი გვერდიდან არ მშორდებოდა,მერე ერთ ბიჭზეც იეჭვიანა,ვატყობდი რომ დამოკიდებულება ეცვლებოდა და თავს უფლება მივეცი რომ...მოდი ყურში გეტყვი. ჰო და დღეს საავადმყოფოში ვიყავით,ეგონა რომ ორსულად ვიყავი და იცი? მგონი უხაროდა. მაგრამ ბავშვი არ არსებობსო გვითხრეს. ამ საღამოს კი ფუტკარმა უკბინა,მოვიდა სახეაშლილი და მიცხადებს როლებში ნუ შეიჭერი და ნუ შეგიყვარდი,მე არ მიყვარხარო. მაშინ ძალიან გავბრაზდი,მაგრამ ახლა მეცინება. რა მითხრა გაიგე? გიყვარვარო! მე კიდევ არ მიყვარხარო... კარგი,გვეყოს სიცილი,ახლა უნდა წავიდე და სხვა დროს ვიჭორაოთ. ღიმილით დახურა იასამნისფერი ბლოკნოტი სახელად “ეკო“ და სარკეში საკუთარ ანარეკლს სიამაყით გაუსწორა თვალი. -ჩემს თავმოყვარეობას ვერ შელახავ ნიკოლოზ,ამის შანსი არ გაქვს! **** -საუზმე მზად არის ნიკოლოზ,შეგიძლია ჩამოხვიდე .-დაუკაკუნებლად შეაღო ოთახის კარი და პირდაპირ ნიკოლოზის ცხვირთან გაჩერდა,რომელიც ოთახიდან გამოსვლას აპირებდა. -ისედაც მოვდიოდი. -კარგი. უხმოდ მიუსხდნენ მაგიდას,მხოლოდ შუა ჭამის დროს მოინდომა ნიკოლოზმა ხმის ამოღება. -დღეს გვიან მოვალ,არ დამელოდო. -მეც მაგის თქმას ვაპირებდი.-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ჩაი მოსვა. -ვერ გავიგე?!-წარბები აწკიპა ნიკოლოზმა. -დღეს სახლში გვიან მოვალ და შეგიძლია არ დამელოდო. -სად მიდიხარ? -ვფიქრობ,არ არის შენთვის საინტერესო. -რომ მაინტერესებს მაგიტომ გეკითხები! -მაშინ მე გეუბნები იმას,რომ არ მინდა თქმა. -ცეცხლს ეთამაშები,სოფია!-თვალებში ცეცხლი ჩაუდგა. -ალბათ. -არსად არ გახვალ. -ვერ გავიგე?! -არსად არ წახვალ მეთქი,კიდევ გავიმეორო? -რა თქმა უნდა,სახლში ვიჯდები და დაველოდები ქმარს,რომელსაც არ ვუყვარვარ. -ბავშვობ. -შეიძლება. -ძალიან ცუდ თამაშს თამაშობ და გაფრთხილებ,ბოლოს შენ წააგებ! ხელსახოცი მაგიდაზე დააგდო და ოთახიდან გავიდა. გოგომ კი კმაყოფილმა გააყოლა თვალი და ირონიულად ჩაეღიმა. -ჯერ სად ხარ! °°°°° -დღეს,შეიძლება ითქვას,რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. დღეს არც ერთი,ძალიან მცირე შეცდომაც კი არ უნდა დაუშვათ,თორემ გაფრთხილებთ,ყველანი ჩავიძირებით! ნარკოტიკით ისე უნდა დაიტვირთოს გემი,რომ არაფერმა გამოიწვიოს ეჭვი. -მკაცრი ტონით საუბრობდა ჟღალწვერა და მაგიდის ირგვლივ მსხოდმეს სათითაოდ უყურებდა თვალებში.-ნიკოლოზ,ყველაფერი შენი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს! რამე რომ გაგეპაროს,გაზღვევინებ! -არაფერი გაიპარება. -იმედია. თუ კი დღეს იმ მახინჯთან კონტრაქტს გავაფორმებთ,შეგვიძლია ახალ ვილებზე ვიფიქროთ.-კმაყოფილმა გაიღიმა.-აბა თქვენ იცით. ოთახიდან პირველი ის გავიდა,შემდეგ კი დანარჩენები მიჰყვნენ,მხოლოდ გიორგი და ნიკოლოზი დარჩნენ ადგილებზე. -როგორ არის სოფია? -შენს შვილს არ ელაპარაკები? -შენგან მაინტერესებს.ის სულ რომ კვდებოდეს მაინც მეტყვის კარგად ვარო. -დაწყნარდი,იმაზე უკეთესადაა ვიდრე იმსახურებს. -ნიკოლოზ...მას ცუდად ნუ მოექცევი,არ იმსახ... -გაჩუმდი! თვალები ზიზღით აევსო,სანამ ბრაზისგან რაიმე საშინელებას ჩაიდენდა იქამდე ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოშორდა. პირდაპირ რომას ბარში წავიდა,თვალებით მოძებნა სასურველი პირი და მისკენ დაიძრა. -აქ რამ მოგიყვანა? -რამე დაასხმევინე რა,თორემ გასკდა თავი!-წამში მოიშორა ის ნიღაბი,რომელსაც მთელი დღე დაატარებდა და სანამ სასმელს მოიტანდნენ თავი ხელებში ჩარგო. -აჰა,მოგიტანეს წამალი.-სიცილით დაუდგა ჭიქა ცხვირწინ და მოთმინებით დაელოდა სანამ რამეს იტყოდა. -შარში ვარ! -სახეზე გაწერია. -მაგარ შარში ვარ! -რა უნდა? ახლა რაღას გთხოვს? -იმ რიჟაზე არ ვამბობ...სოფიამ ამომიყირავა ყველაფერი. -ოჰოო,ეს უკვე საინტერესოა!-კომფორტულად მოთავსდა სკამზე და დაინტერესებული იდაყვებს დაეყრდნო.-აღარ იტყვი? -გუშინ საავადმყოფოში მყავდა,მეგონა რომ ორსულად იყო... და მიხაროდა! -რას ნიშმავს გეგონა? ....კი არა და რას ნიშნავს გიხაროდა? მოკლედ...რა? -ისე იქცეოდა,მეგონა ორსულად იყო დაა ექიმთან წავიყვანე,სანამ პასუხს გვეტყოდნენ ლამის მოვკვდი ნერვიულობისგან და გულის სიღრმეში მინდოდა,რომ ორსულად ყოფილიყო. მინდოდა,რომ ჩემი შვილის დედა ის ყოფილიყო. ჩემი თავი რომ მაგაში გამოვიჭირე მაგრად მიტყდება.-გაეცინა- მაგრამ არ არის ორსულად. მერე იმ რიჟიკამ სუსტი წერტილი გიპოვეო,თუ ვცდები დამიმტკიცეო და იძულებული ვარ მისგან შორს ვიყო. იმდენად არეული ვარ ვერც ვხვდები რას ვაკეთებ. გუშინ ძალიან ცუდად ველაპარაკე და კაროჩე რა! -ასე არეულად მაშინ ლაპარაკობდი მეთერთმეტე კლასში რომ ლიზაზე იყავი შეყვარებული.-ახარხარდა რომა. -გინდა უცბად გაგარკვიო რაშია საქმე? -შენ თუ მაგას იზამ... -გიყვარს ნიკოლოზ,ისევ გიყვარს!-სასაცილოდ გაწელა სიტყვები და ძმაკაცის რეაქციაზე უფრო გახალისდა. რომას სიტყვების გამო სასმელი გადასცდა და ლამის დაიხრჩო. -რა სისულელეა!-ძლივს ამოთქვა ხმაჩახლეჩილმა. -იძახე ახლა რა სისულელეაო,ეგრეა და მორჩა! -ვიცი,რომ ეგრეა და მაგიტომ მაქვს დან*რეული. -ვითომ რატომ? -იმიტომ,რომ მე და ის ერთად ვერ ვიარსებებთ! -და რატომ? -ახლა ქალივით ჩამოგიჯდე და გეჭორავო? რომ ვამბობ შეუძლებელია თქო,ესე იგი შეუძლებელია! -ვაიმე ლატო? ზოდიაქოებით ვერ ეწყობით? -ახლა რამე შეურაცხმყოფელს გეტყვი! -არ მახსოვს ნიკოლოზი,რომლისთვისაც რამე შეუძლებელია...-თავისას განაგრძობდა რომა. -კარგი მე წავედი. -კარგად ცუნცულ...-სიცილით გააყოლა თვალი მეგობარს და წასული,რომ დაიგულა თავის საქმეს მიუბრუნდა. °°°° სახლში მისულს სიცარიელე დახვდა. გაახსენდა დილანდელი სოფიასთან საუბარი და ნერვებმოშლილმა თავი ძლივს შეიკავა,რომ რამე არ დაელეწა. მაშინვე აკრიფა ცოლის ნომერი და ოთახში დაიწყო იქით-აქეთ სიარული.მხოლოდ ათი წუთის შემდეგ ინება სოფიამ ქმრის ზარზე პასუხის გაცემა. -გისმენ. -მისმენ?-კბილებს შორის გამოსცრა.-რას მისმენ,გოგო,სად ჯანდაბაში ხარ? -საერთოდ არ მაინტერესებს შენი გამოხტომები.-მთვრალი სიცილი დააყოლა ნათქვამს. -სად ხარ? გირჩევნია შენი ნებით მითხრა,თორემ მოგძებნი და საშინელ დღეში ჩაგაგდებ! -მიდი ჩემო ვეფხვო!-ძალიან ხმამაღლა აუტყდა სიცილი და ნიკოლოზიც მაშინვე ,,სახელოსნოსკენ“ დაიძრა. -უკვე მოხვედი?-სიცილისგან აწითლებული ჰქონდა სახე -რა დამალობანას მეთამაშები?!-ძლივს იკავებდა თავს,რომ არ გასცინებოდა. -სანამ გაგიჟდები,იქამდე კარგად მომძებნე ხოლმე...აქ მოდი,ნახე რა საყვარელი გამოვიდა!-თვალით ანიშნა ტილოსკენ,რომელზეც ბავშვის გამოსახულება იყო ასახული.ნიკოლოზი გაშტერებული იდგა მოლბერტის წინ და ვერ ხვდებოდა,ვის უყურებდა,არა და ძალიან ნაცნობი იერი ჰქონდა. -ვინ არის? -ჩვენი შვილი.-გაკრეჭილი მიუტრიალდა გაშტერებულ ქმარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.