ბუმერანგი.მეორე ნაწილი 2 თავი.
-ცრემლების არ შეგრცხვეს,ცრემლები გულის ტკივილის ნიშანია. -ვინ ხარ,აქ რატომ ხარ. -შენ მარტო არ ხარ,შენს გვერდით მე ვარ ნიკოლოზ და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ დამნაშავის გამოსაშკარავებლად.. -ვინ ხარ, არ გიცნობ პირველად გხედავ. -ვიცი რომ არ მიცნობ და დაუჯერებელიც არის შენთვის ჩემი ვინაობა,მაგრამ მე ანამარია ბიბილური ვარ.ვიცი გაგიკვირდა და ადვილი არ არის დაიჯერო,მაგრამ ზოგჯერ სასწაულებიც ხდება,სასწაული რომელიც ერთ დღეს იმ კარში შეაღწევს სადაც სრული სიმართლე იმალება. -პირდაპირ მითხარი როსი თქმა გინდა,აღარაა დრო გამოცანების. -მომავლის მზეს ხშირად წარსულის შავი ღრუბელი ფარავს,მაგრამ ზოგჯერ სიბნელეში მზის სხივი აღწევს,დამიჯერე ეს სხივი ჩვენამდეც მოვა,შეიძლება დააგვიანდეს მაგრამ გჯეროდეს რომ მზე ჩვეთვინაც ამოვა.სანამ ნიკამ გაიაზრა გოგონამ რა უთხრა,ის უკვე წავიდა. -ნიკა წამოდი შვილო,ვერ ხედავ რომ სველდები? მის გვერდით ქოლგით ხელში იდგა კომისარი,ნიკამ შეხედა და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -სად წამოვიდე,მალიბუ აქ დავტოვო სახლში წამოვიდე და წვიმას დავემალო? -ნიკა რეალობას შეეგუე შვილო,ასე ვერ გაუძლებ და თავს ავნებ.ნიკამ უეცრად გაიზრა უცნობი გოგონას ნათქვამი და უკან მიიხედა, მაგრამ გოგონა აღარ ჩანდა. -კომისარო ახლა აქ გოგონა იყო,უცხო გოგონა. -შეიძლება იყო გოგონა,მაგრამ წავიდა მე რომ მოვედი აქ არავინ არ იყო. -დამელოდე,დამელოდე კომისარო მალე დავბრუნდები.კომისარმა გაოცებულმა შეხედა ნიკას,ნიკა კი გაიქცა და გზაზე გავიდა სირბილით,გოგონას კვალს ვერ მიაგნო.უეცრად შავი მერსედესი დალანდა, შეხედა რომ გოგონა ვინც ანამარია ბიბილურად გაეცნო იმ მერსედესს მიყავდა. -ვინ ხარ,ვინ გამოგგზავნა და რა გინდა. -ნიკაააა.მოესმა კომისარის ხმა და მისკენ მიბრუნდა. -მოვდივარ კომისარო. მშვიდი,წყნარი და ჩვეულებრივი ღამეა,არადა შინაგანი ხმა ყვირის რომ ჩვეულებრივი ღამეები არ არსებობს.მთელი ღამის განმავლობაში ხან შვილის პალატაში იყო ხან კი საავადმყოპფოს ჰოლში ცემდა ბოლთას.დიდი ნათელი მთვარე უკვე დაპატრონებოდა ცას და მასთან ერთად ხვდებოდა დილის ალიონს.ვერ წავიდა,ვერ დატოვა შვილი მარტო,შინაგანმა მოუსვენრობამ არ მისცა ნება წასულიყო სახლში,იდგა და გაყინული მზერით უცქერდა ფანჯრიდან უკუნეთ სიბნელეს. -აქ უნდა ვიყო,ჩემი ადგილი ჩემი შვილის გვერდით არის.მინის ანარეკლში თავის თავს დააკვირდა და თვალებშიდაც ჩახედა თავისივე ანარეკლს.დიახ თავის თავს სულის სიღრმეში ჩახედა, სადაც მხოლოდ ტკივილი დაინახა.შორიდან შეხედა ქალს, რომლის იმედიც ციცინათელასავით ხან უნათებს გზას და ხან ქრება.თვალები დახუჭა და ჩურჩულით თქვა. -ჩემი სულის მონადირემ ყველგან მახეები დამიგო,უფალო მხოლოდ შენს იმედზე ვარ. -შიში გულში არ გაივლოთ,უარი უთხარი შიშს და ყოველთვის იყავი მტკიცე,შეუდრეკელი და ძლიერი ქალი როგორც აქამდე.თუნდაც ვერავინ ვერ შეამჩნიოს შენი სიმტკიცე,შენ ყოველთვის დარჩი ჭეშმარიტების მხარეს და არ დატოვო შენს გარეშე შენი ჯვარი.ვიცი რომ გიჭირს,მაგრამ ვიცი ისიც რომ შენი შვილის გარეშე განვლილი შენი ცხოვრების გზა შენთვის სიკვდილის ტოლფასია.დამიჯერე ის კარგად იქნება,გჯეროდეს რომ ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება.იამ მხრებზე ძლიერი ხელები იგრძნო და იმ ძლიერმა ხელებმა იგრძნო როგორ ცახცახებდა მის ხელის გულებში ქალის სუსტი მხრები.ია ნელა-ნელა შემობრუნდა,თვალებში ჩახედეს ერთმანეთს და იას გულმა ძლიერად დაიწყო ფეთქვა.თვალები,ეს თვალები მისთვის ნაცნობია,ეს თვალები მისთვის ცხოვრების ტკივილია რომელსაც 22 წელია ტვირთად დაატარებს და მისტირის,მაგრამ ეს როგორ,ღმერთო ნუთუ შეიძლება ასეთი მსგავსება ადამიანებს შორის არსებობდეს? ნუთუ.......................თავი ხელში აიყვანა და მის წინ მდგარ ექიმს უთხრა. -მადლობა ექიმო ყველაფრისთვის. -სამადლობელი არაფერია,მე ჩემი მოვალეობა შევასრულე.ია უცქერდა ექიმის მომღიმარ სახეს და თითქოს იმ თვალებში გაფრთხილება ამოიკითხა. ,,გაიქეცი,გაიქეცი მთელი სისწრაფით.გაიქეცი და შენსკენ მომავალ ქარიშხალს გაერიდე''.უეცრად გონს მოეგო,ექიმს თავადაც გაუღიმა და შვილის პალატაში დაფიქრებული შევიდა,მისი გონებიდან კი ვერ ამოაგდო ის თვალები.ეს იყო თვალები წყლიანი და დიდი სითბოთი სავსე.უეცრად საწოლი შეირხა და შვილის ხმაც მოესმა. -დედა,არ წასულხარ ისევ აქ ხარ? -აქ ვარ შვილო,როგორ იფიქრე რომ დაგტოვებდი. -მამა? არ მოვიდა მამა? -მოვიდა შეშინებული,მაგრამ მე ვთხოვე რომ წასულიყო გინდოდა აქ ყოფილიყო? დავურეკავ და მოვა. -არა,არ მინდა მისი ნახვა,მან მისი არჩევანი გააკეთა უკვე,აირჩია შვილი და ქალი ვისთანაც გააგრძელებს სიცოცხლეს.იამ გაოცებულმა შეხედა შვილს და შეეკითხა. -ქალი? -ხო ქალი დედა,შენ სად ხარ და სად დაფრინავ. -ვინ ქალზე ამბობ ფატი. -ის ქალი ცოცხალია. -ვინ ქალი,გთხოვ ამიხსენი გასაგებად ვინ ქალს გულისხმობ. -ინდირა ვერულაშვილი,ბიბილური ცოცხალია დედა. -შენ საიდან იცი,რომ ის ქალი ცოცხალია. -ძია ზვიადიმ მითხრა გუშინ. -ზვიადიმ? მე რატომ არაფერი ვიცი. -შენ ბევრი რამ არ იცი დედა,მამა არ ამხელს ინდირა თუ ცოცხალია,არ ვიცი რატომ ან შეიძლება მათთან ერთად უნდა წასვლა,ისინი ხომ მისი ოჯახია. -არა,გაგა ასე არ მოიქცევა,არსად არ წავა. -მე მისი შვილი არ ვარ და არც არაფერს ვნიშნავ მისთვის,ალბად ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია დაგეგმა. -გაგას ბევრი შეცდომები აქვს შვილო,მაგრამ ბრალს ვერ დავდებ რომ შენ არ უყვარხარ,პირიქით გაგას ძალიან უყვარხარ რადგან მამობა შენით გაიგო. -დედა თავს ნუ ისულელებ,მე მისი უნიღბო სახე დავინახე და ჩემთვის ყველაფერი ნათელია.მამა შეიცვალა,ეს არ არის ის ადამიანი ვისზედაც მე ვგიჟდებოდი,ვგრძნობ რომ მე აღარ ვარ მისი პრინცესა.მე მან გამცვალა,მან და თორნიკემ ჩემდამი სიყვარული ერთი და იგივე ქალზე გაიყვეს.ერთს იმ ქალის შვილი შეუყვარდა და მამას კი ის ქალი დღემდე უყვარს. -მამას რაც შეეხება ძალიან სცდები შვილო,თორნიკე კი თავიდან იცოდი და გეუბნებოდი ძალით თავს ვერ შეაყვარებ ვერავის,ეს შეუძლებელია.სიყვარული თავად უნდა მოვიდეს და შენში დაიდოს ბინა.მას მალიბუ შეუყვარდა და ეს დანაშაული არ არის.ახლა კი მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ,რომ კარგად იყო და აქედან მალე გავიდეთ. -კარგი დედა,შევეცდები რეალობას თვალი გავუსწორო და ცხოვრების ახალი ფურცელი გადავშალო.აქამდე ვფიქრობდი,როგორი ამაყი ვარ ასეთი კარგი ოჯახში რომ გავიზარდე,ვუცქერდი მამას და თავდაჯერებულებას მმატებდა მისი არსებობა,მის გვერდით მდგარი ყოველთვის ამაყი ვიყავი.მეგონა ამ ყველაფერს არასოდეს არ დავკარგავდი,განა ვერასოდეს,არამედ არასოდეს,მაგრამ თურმე შესაძლებელია გავიდეს დრო,წლები და ეს არაჩვეულებრივი ოჯახი საიდუმლებების დიდი ყუთი აღმოჩნდეს,რადგან ყველაზე ბოლოს ხვდები თუ როგორ შემოგაძარცვეს შენი სიამაყე და ამპარტავნობა.მე ხელცარიელი,გულცარიელი და ყველასგან ყველაფრით ცარიელი დავრჩი. -მოითმინე,შენი გასავლელი გზა გრძელია შენს წინ და მწვერვალამდე რომ ახვიდე,დაღლასაც უნდა შეეგუო.ეს შენი გამარჯვება იქნება,შენი ოცნებების ასრულება.მოულოდნელად პალატაში შემოსულმა ექიმმა უთხრა ფატის და თბილადაც გაუღიმა,შემდეგ იას მიუბრუნდა და უთხრა. -ანალიზების პასუხები მზად არის,ყველაფერი წესრიგშია. -გმადლობთ ექიმო,როდის შემიძლია წავიყვანო სახლში. -ხვალ,ხვალ ისევ სისხლის ანალიზს ავუღებთ და შემდეგ გახვალთ ამ კარიდან. -ხვალამდე მოვიცდით,უნდა დავრწმუნდე რომ ყველაფერი კარგად არის. -ქალბატონო ია გავიგე რომ თავშესაფარი გაქვთ და როგორც მითხრეს ეკონომიურად რთული მდგომარეობა გაქვთ,მართალია რომ თავშესაფარს დახურვა ემუქრება? -სამწუხაროდ სიმართლეა,მაგრამ გვაქვს შემოთავაზებები და ვფიქრობ ბრძოლა მომიწევს ჩემი შექმნილი თვშესაფარის გადასარჩენად,ის ადგილი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.ექიმის თვალებში ნათელმა სხივმა გაიელვა იას მიუახლოვდა და უთხრა. -როცა ახალგაზრდა ვიყავი 20 წლის ბიჭი მეც მქონდა დიდი სურვილი თავშესაფარი მქონოდა,მაგრამ ვერ შევძელი ეს ჩემთვის შეუძლებელი გახდა. -რატომ,რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში. -ძალიან ბევრი რამ და ეს ისეთი თემაა გახსენებაც არ მინდა,მაგრამ ახლა შემიძლია თქვენთან ვითანამშრომლო თუ თქვენი სურვილი იქნება.მოდი ერთად შევეცადოთ თავშესაფრის ფეხზე დადგომას,მე ყოველგვარი თანხების გარეშე გთავაზობთ ვუმკურნალო ბავშვებს და თვეში ერთხელ ჩავატარო სამედიცინო შემოწმება. -დარწმუნებული ხართ არ დაზარალდებით? -არა,როცა სიკეთეს უანგაროდ აკეთებს ადამიანი ზარალზე არასდროს არ უნდა იფიქროს. -ეს ძალიან კარგი შემოთავაზებაა,მაგრამ ჯერ აქედან გავიდეთ და ჩემი შვილი დადგეს ფეხზე. -ფატი ძლიერი გოგოა და ფეხზეც სულ მალე დადგება,კარგად იქნება და ყველაფერს კარგად გადალახავს.ის ძლიერიც იქნება და მიზანსაც მიაღწევს,ახლა კი თქვენი ნებართვით სხვა პაციენტებს მოვინახულებ.ექიმი გავიდა და იამ თვალი გააყოლა,გულში კი გაიფიქრა. -მე შევძლებ გადავარჩინო ჩემი თავშესაფარი,ყველამ რომ მიმატოვოს,ყველამ რომ გვერდი მაქციოს ვერც წვიმა,ვერც ქარი და ვერანაირი დაბრკოლება ვერ შემიშლის ხელს.მის აღორძინებამდე ასჯერ რომ დავეცე ასმეერთედ წამოვდგები და მიზანს მაინც მივაღწევ,მე არ დავმარცხდები მარცხისთვის არ ვბრძოლობ,მე უნდა გავიმარჯვო. -დედა იცი რა გამახსენდა? ფატიმ დედას შეხედა და გულიანად გაიცინა,იაც გააცინა მისმა კისკისმა და შვილს სიცილით შეეკითხა. -გიხდება სიცილი შვილო,რა გაახსენდა ჩემს შვილს გულიანად რომ კისკისებს? -სულ წასული იყავით შენ და მამა და საღამოს,როცა თქვენი დაბრუნების დრო მოვიდოდა ძიძასთან ერთად ვალაგებდი სახლს,არეული რომ არ დაგხვედროდა. -ის თუ გახსოვს,ერთხელ მოხარშული მაკარონი რომ შეგაჭამე ძალის-ძალად. -როგორ არ მახსოვს,როგორ გთხოვდი გულს მერევა და ვერ შევჭამთქო და შენ რა მითხარი გახსოვს? აგერიოს,მაინც შეგაჭმევ.მას შემდეგ შემზიზღდა მაკარონი,მაგრამ თურმე რა კარგი იყო ის დრო და რა ბედნიერი ვიყავი. -ახლაც ბედნიერი ხარ შვილო,მე შენს გვერდით ვარ,დედა სულ შენს გვერდით იქნება. -ვიცი დედა შენ სულ,ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. -რაო ჩემო ქმარო,ხომ არ მოგბეზრდა საწოლში წოლა,გინდა გავერთოთ? ხატია ზვიადის საწოლს მიუახლოვდა და იქვე ჩამოჯდა. -მმმმმმმმმმმ.აფართხალდა ზვიადი საწოლზე. -ვერ გავიგე რას ამბობ და ნუ ფართხალებ,ხელებს ვერ გაიხსნი.როგორია საწოლზე მიბმა და აქ ყოფნა მე რომ მიმაბი და მიმატოვე რა იფიქრე,მელაპარაკებოდი და გეგმებს ადგენდი,ახლა შენ მომისმინე.როცა 16-17 წლის გოგონა ვიყავი ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდი,შენ ვერ მამჩნევდი რადგან ჩემზე შესამჩნევად დიდი ასაკის იყავი,მე კი ყოველთვის სიყვარულით გიცქერდი.ბავშვი ვიყავი და ადვილად მომხიბლა შენმა სილამაზემ,შენი ჩაცმის სტილმა, მაგრამ თურმე ვცდებოდი,რადგან არ ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი შენი სილამაზის მიღმა რამდენად საშიში და ბოროტი ადამიანი იმალებოდა.რატომ,რატომ მოკიდე ამ საქმეს ხელი შენ ხომ ყველაფერი გქონდა,რა არ გყოფნიდა.რამ გაგაბოროტა,რას ერჩოდი ჩემს ოჯახს,ჩემს პატარა დას ასე სასტიკად რატომ მოექეცი.როგორ შეგიძლია ამ საოცრად ლამაზ სხეულში ამდენ ბოროტებას მალავდე.ყველა სამხილი რაც ხელთ მაქვს შენს წინააღმდეგ არის და ციხე გელოდება.ზვიადის თვალები სიბრაზით აენთო,აფართხალდა თითქოს ხატიას აფრთხილებდა ,,ეს არ გააკეთო და არ დამღუპო ციხეში ვერ წავალ,იქ მოვკვდები''. -რა გინდა,რის თქმას ცდილობ ციხეში წასვლა არ გინდა? მიგიხვდი და მაოცებ,სასწაული ადამიანი ხარ,ვერც კი დათვლი შენს ბოროტ საქმეებს რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა,ზოგი იყიდე გაჩუმების მიზნით,ზოგთან არ გაჭრა შენმა ფულმა და სიცოცხლე ადრეულ ასაკში მოუსპე,ზოგი ციხეში უდანაშაულოდ გაუშვი და შენ ისევ მზად ხარ სხვა გაწირო,მხოლოდ აირიდო ციხეში წასვლა და თავი გადაირჩინო.გინდა ყველაფერი დავივიწყო? ზვიადიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,ხატიამ კი უფრი კარგად მოემგვანა და უთხრა. -მე თუ ყველაფერი დავივიწყე,შენც რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის,ჩემს გამო და ამისათვის მზად ხარ? ზვიადიმ აქაც დაუქნია თავი ხატიას. -ჩემს შვილს შენი გვარი უნდა მისცე,ის ხომ შენი ერთადერთი მემკვიდრეა.მხოლოდ ასე თუ შევძლებთ თანამშრომლობას,სხვა შემთხვევაში არა.დაფიქრდი და რომ დავბრუნდები,პასუხი თავად მითხარი.ხატია ფეხზე წამოდგა და ზვიადის უხმო თხოვნისა და ღმუილისა ის მაინც წავიდა,შემდეგ კი შემობრუნდა და უთხრა. -ვიცი რას ფიქრობ,ჩემი მოკვლა გინდა და ამას ისე გააკეთებ არც დაფიქრდები.შენთვის ეს არც პირველი მკვლელობა იქნება და არც უკანასკნელი,მაგრამ შენგან შვილი მყავს და ის გაიგებს ადრე თუ გვიან შენს ვინაობას.მიხარია რომ არ გიცნობს,რადგან შენ ხარ ადამიანი ვინც არანაირ ცოდვის აკიდებაზე არ ამბობს უარს,რადგან გგონია ვიღაც ზვიად რუხვაძე დაუმარცხებელი ხარ.შენზე მეტი ჭკვიანი ვარ,ჩემი შვილი უსაფრთხო ადგილზე არის და მიხარია,რომ ვერასოდეს ვერ მიაგნებ,მაგრამ დაიმახსოვრე მე თუ რამე დამემართება არსებობს ადამიანი ვინც ყველა ჩემს მიერ მოპოვებულ შენი დანაშაულებების სამხილებს პოლიციას გადასცემს.მზად ვარ ყველაფერი გაპატიო თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებ და ვინ იცის,იქნებ ოჯახიც გავხდეთ.შენ,მე და ჩვენი შვილი ერთად ვიცხოვრებთ ერთ სახლში და ერთი ოჯახი ვიქნებით.მაგრამ არა,შენ არასოდეს არ შეიცვლები.მინდოდა შენში ახალი ზვიადი შემექმნა,მაგრამ ვერ შევძელი ეს შეუძლებელია,რადგან შენ ახლაც ამ მდგომარეობაში მყოფი შენს შეკრულ მუშტებზე იხედები,მაგრამ ვერ ხვდები როგორ იმსხვრევა შენში შენი სტერეოტიპები და შენ სხვა გმართავს.შენ მთელი შენი ცხოვრება სხვისი თოჯინა ხარ და ვერც იმას ხვდები თუ როგორი სუსტი ხარ,რადგან შენ სხვისი აზრით ცხოვრობ,შენ შენი აზრი არ გაგაჩნია ისე როგორც სურვილები.ემოციებს ვერ მართავ,თუმცა ძალიან კარგად იცი რასაც აკეთებ რომ კანონით დაუშვებელს სჩადიხართ,მაგრამ კანონიც და სამართალიც თქვენს ხელშია ძმები რუხვაძეებისთვის არ არსებობს დაბრკოლება ისინი ყოველთვის და ყველასთან მართლები არიან.თქვენ მართავთ ზემოთ მაღალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს,არა თქვენ,არამედ თქვენი ფული და ისინიც ფულზე დახარბებულები თქვენს სურვილებს ზედმიწევნით ასრულებენ.ჩემი მოპოვებული სამხილების გამოაშკარავების შემდეგ ადვილი არ გეგონოს იმ იარლიყისგან თავის დაღწევა,რომელიც ზედ გამოჭრილია შენზე და შენს ძმაზე და არა მარტო თქვენზე,თქვენთან ერთად რამოდენიმე მაღალჩინოსანიც დაემშვიდობება მის თანამდებობას და კარიერას, მხოლოდ ერთ რჩევას დაგიტოვებ საყვარელო ქმარო,იმოქმედე გონებით,გეშინოდეს ღმერთის და ისწავლე განსხვავება სწორსა და არასწორს შორის.ხატია წავიდა,ზვიადი კი ჩაფიქრდა და ფიქრში რამდენიმე საათმა მდუმარედ გაიარა,მხოლოდ მისივე გულის ხმა ესმოდა. -,,დაფიქრდი,დაფიქრდი''.ხატიაც დაბრუნდა გაფითრებული და ზვიადისთან შევიდა რომელმაც ანიშნა რომ მისთვის აკრული პირი აეხსნა. -რა გადაწყვიტე,მოიფიქრე რას გააკეთებ? -ხატია მე დავფიქრდი შენს სიტყვებზე და თანახმა ვარ ჩემს შვილს ჩემი გვარი ჰქონდეს,ის ჩემი ერადერთი მემკვიდრე არის. -ამას იმიტომ ამბობ,რომ ხელები გაგიხსნა თუ მართლა დაფიქრდი და რასაც ამბობ გულით ამბობ. -არა,დავფიქრდი და უნდა დამიჯერო ჩემი გულწრფელობა. -მე მაშინ დაგიჯერებ,თუ ამ ქაღალდზე ხელს მოაწერ. -ეს რა არის,რაზე უნდა მოვაწერო ხელი. -როგორც ამბობ,გინდა შენი სიტყვების გულწრფელობაში დავრწმუნდე,ამიტომ ხელი უნდა მოაწერომ საბუთებს ა. -თანახმა ვარ.ხატიამ ხელები გაუნთავისუფლა ზვიადის და მეორე ოთახში მყოფ ადვოკატს დაუძახა. -მობრძანდით,თავად შეხედეთ ჩემი მეუღლე ძალიან ავად არის და ის მისი სურვილით,ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებს ამ ყველაფერს.ადვოკატმა შეხედა ზვიადის და ხატიას სიტყვებში დარწმუნდა,ზვიადიმაც ადვოკატის დახმარებით დასუსტებულმა აკანკალებული ხელით საჭირო ადგილზე თავისი ხელმოწერა დატოვა.უჭმელობისგან წაკითხვაც ვერ მოასწრო რაზე აწერდა ხელს,თვალები აუჭრელდა და ყურები დაუგუბდა,შორიდან ჩაესმა ხატიას ხმა. -გმადლობთ ბატონო ადვოკატო.ადვოკატი წავიდა და ხატია ზვიადის მიუბრუნდა. -შენს ძმას სჭირდები,მას შენი გვერდით დგომა ჭირდება და უნდა წახვიდე. -რა მოხდა,რა ჭირს ჩემს ძმას.ხატიამ ლეპტოპი მიუტანა ზვიადის და აჩვენა იმ დღეებში მომხდარი ახალი ამბები. -ის მარტოსულად გრძნობს თავს,მის გვერდით უნდა იყო. -თორნიკე დაიჭირეს მკვლელობაზე? ამ ადამიანის ატანა არასდროს არ მქონდა,მაგრამ თორნიკემ ვინმე მოკლა? ეს შეუძლებელია,ვერ დავიჯერებ. -და კიდევ არის რაღაც,რაც პრესას არ გაუშუქებია. -რააა,კიდევ რა მოხდა. -შენი ძმიშვილი................ -რა დაემართა ჩემს ძმიშვილს. -საავადმყოფოშია,მან თვითმკვლელობა სცადა. -რაააა? როგორაა,ახლა როგორ არის. -უკვე კარგად არის,ის გადარჩა.ზვიადი ადგა და ცხელი აბაზანა მიიღო,ხატიამ მაგიდა გაამზადა და მოშივებულზე კარგად დანაყრდა,ხატიას შეხედა და უნდოდა მასთან გულწრფელი საუბარი,მაგრამ კარზე ზარი იყო და თავად გააღო,მის წინ კი ფერდაკარგული გაგა იდგა. -ჩემს ძმას გაახსენდა რომ ძმა ჰყავს,სახლიც ცოდნია სად ვცხოვრობ ეს კი მართლა გამიკვირდა. -მოიშორე ეს ირონია,მოვედი გავიგო როგორ ხარ. -ჩემს მოტყუებას ნუ ცდილობ,მიატოვე შენი ოჯახი ცოლი და შვილი, რადგან გინდა შენს ახალ ოჯახთან ერთად გაიქცე ქვეყნიდან. -არა,ტყუილია და არასწორად მოგიტანეს ინფორმაცია. -ხო დაგიჯერე,კომპანიიდან გამომაგდე და ასევე სახლიდანაც,მე არსად არ ვარსებობ და ვგებულობ რომ შენს პირად მდივანს უტოვებ ანდერძით შენს აქციებს,ამას როგორ ამიხსნი ძმაო? არაფერს არ მეუბნები და როგორ დაგიჯერო,რომ უჩემობის ტკივილმა შეგაწუხა. -ვფიქრობ არ უნდა მოვსულიყავი. -სწორად მიხვდი,არ უნდა მოსულიყავი.შენ აქ მოსვლით დიდი,ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. -ზვიადი მო................. -მე დაგტოვებთ,თქვენ ისაუბრეთ.ხატიამ ჩანთა აიღო და წავიდა,კარი დაიკეტა თუ არა ზვიადიმ გაგას მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა. -მე მომისმინე,მინდა მითხრა რატომ დაუტოვე მას კომპანიის შენი წილი. -არა ერთხელ გაგეცით პასუხი ამ კითხვაზე. -მართალი ხარ,კარგადაც მახსოვს შენი პასუხი ის ხომ შენი ქალიშვილი იყო,ქალიშვილი რომელიც შენ არ გაგიზრდია.ჩემს ხელებზეა იმ პატარა გოგონას სისხლი და ეს შენი ბრძანებით მოხდა. -ჩემი ბრძანებით? მე გიბრძანე ოჯახი ამოწყვიტეთქო, მე გითხარი დავითი უნდა შეაშინოთქო და შენ მას ესროლე,სახლს ცეცხლი წაუკიდე.შენს გამო ვცხოვრობ წლებია ამ ცოდვით,მე იდიოტი კი ისევ და ისევ შენ გმფარველობ,შენს ყველა ჩადენილ დანაშაულს მოვყვები უკან და შენს ნაფეხურებზე დატოვებულ სიბინძურეს ვშლი. -გინდა მითხრა,რომ მე ვარ დამნაშავე? -სხვას ვის მოვთხოვო პასუხი ზვიადი? ის რაც მაშინ გააკეთე,რომ არ მომხდარიყო ის გოგონა დღეს ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებდა და არც ეს ყველაფერი არ მოხდებოდა,რაც მოხდა. -22 წელია მჯეროდა,რომ ის 4 წლის გოგონა ცეცხლში დაიწვა,რატომ დამიმალე რომ ის ბავშვი არ დამწვარა და რომ მისი დედა ინდირა ცოცხალი იყო. -რატომ? მეკითხები რატომ დაგიმალე? შენ რომ გცოდნოდა ისინი ორივე ცოცხლები იყვნენ,მათაც დახოცავდი და თუ არ გავამხილე რომ ისინი ცოცხლები იყვნენ,მხოლოდ იმიტომ რომ შენგან დავიცავი. -მიყურებდი თვალებში და მატყუებდი. -თუ კარგად დაფიქრდები,მიხვდები რომ სამივე დაგიცავით და ეს ყველაფერი შენს სასიკეთოდ გავაკეთე,იცი რატომ? ეს მრისხანება,სიბრაზე და სიბინძურეც მათზე არ გადმოგენთხია. -ვინ გადაარჩინა,ვინ გამოიყვანა ცეცხლიდან პატარა. -ალექსანდრემ,ალექსანდრე რომ არა ჩემი შვილი ცეცხლში დაიწვებოდა დავითთან ერთად. -ალექსანდრემ? ერთი წუთით, ალექსანდრე იმ პოლიციელის მამაზე ამბობ? ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვფრთხილობთ არავინ გაიგოს,იცის თვით დიდმა პოლიციელმა? -არა,ნიკოლოზმა ამ ისტორიის შესახებ არაფერი არ იცის,მართალია ალექსანდრემ გადაარჩინა პატარა,მაგრამ ამ თემაზე ნიკოლოზმა არაფერი არ იცის. -22 წელია იცი ეს ყველაფერი,იცი რომ პატარა გოგონა არ დამწვარა,იცოდი როგორ ვიტანჯებოდი და მაინც არაფერი არ თქვი. -რას ეძებ ზვიადი რა გინდა,ნუ დაგავიწყდება რომ ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება შენ დაიწყე.ყოველთვის შენს შეცდომას და შენი დანაშაულისათვის ისჯება უდანაშაულონი.ეს შენი ქორწინებაც დადიანის შვილთან იმ ღამისნაირიი შეცდომაა,დიდი შეცდომა და კედლებიც ,მალე ჩამოიშლება. -გაჩუმდი,გაჩუმდი ჩემი ქორწინება აღარ ახსენო. -სწორედ ამიტომ დაქორწინდა შენზე,რომ პასუხი გაგებინოს შენს შეცდომაზე. -გაჩუმდი,გაჩუმდი არ გესმის? -სხვას სანამ დაადანაშაულებ,ჯერ სარკეში ჩაიხედე.ზვიადის თვალები ჩაუწითლდდა,რადგან სიბრაზე თვალებში მოაწვა,გაგამ შეხედა და ჩუმი,წყნარი ხმით გააგრძელა. -საჩხუბრად არ მოვსულვარ,ჩვენს ზურგს უკან რაღაც მზადდება,მტერი ძალიან ახლოს გვყავს. -ვიცი,ამას უკვე დიდი ხანია ვხვდები.თამაში დაიწყო იდუმალმა მტერმა და ცუდად დაიწყო,არ ვიცით ვინ ვის ეომება და ან რა მიზეზით,რას გააკეთებ ეს რომ გავიგოთ. -არ ვიცი,მაგრამ ახლა ისე მჭირდები როგორც არასდროს. -მე აქ ვარ,შენს გვერდით. -არ გაბედო და არასოდეს არ მიმატოვო.უთხრა გაგამ და ზვიადის მკერდზე თავმიდებულმა ატირდა. ტკივილი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია,ტკივილი რომელსაც არ შეგიძლია გაექცე და დაემალო რადგან ის ჩვენ ფეხ და ფეხ მოგვდევს,ჩვენ ყველა ტკივილის მოლოდინში ვცხოვრობთ,მაგრამ მაინც გვიღირს სიცოცხლე.რობერტი,ალექსანდრე და ნიკოლოზი უხმოდ ისხდნენ და სამივეს ერთი ფიქრი ჰქონდა.ალექსანდრემ ჩაახველა და წამოდგა. -წავალ იზაბელას დავხედავ.ნიკოლოზმა შეხედა ალექსანდრეს და მკაცრი,შეუვალი ხმით თქვა. -ნუ ცდილობ გამექცე მამა. -შვილო.............. -შენ ყველაფერი იცოდი,ვხვდებოდი რომ რაღაცას მიმალავდი,მაგრამ ჩემი გონება ვერ ჩაწვდა იქამდე თუ რას მიმალავდი. -ნიკოლოზ ყველაფერს მოგიყვები,მაგრამ ახლა ინდირაზე ვფიქრობ არ ვიცით სად არის,სად გაქრა თითქოს მიწამ პირი გახსნა და თან ჩაიტანა.თქვა ალექსანდრემ. -მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს.თქვა რობერტიმ. -არა,ინდირა გაწონასწორებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ სისულელეს არ ჩაიდენს.თქვა ალექსანდრემ მაგრამ მისი ხმა ნიკას გაბრაზებულმა ხმამ გადაფარა და ორივეს გადახედა გაბრაზებულმა. -მაგალითად რა უნდა გააკეთოს. -წავა,მაგრამ არ მგონია ისე წავიდეს რომ არაფერი არ გვითხრას. -რა უნდა გითხრათ,რას ელოდებით მისგან ის ხომ არა რომ გაუხარდა თქვენი ნახვა შვილის დასაფლავებაზე. -ის არ უნდა იყოს ახლა მარტო,ჩვენ მასზე ვნერვიულობთ შვილო.თქვა რობერტიმ. -ახლა აქვს დრო მარტო ყოფნის რომ დაფიქრდეს,რა და როგორ გააკეთოს.უნდა იტიროს შვილი,რომელიც თავად არ გაუზრდია და ეს ტკივილი გასტანჯავს მას ცხოვრების ბოლომდე.ყველამ უნდა გაითავისოს თავისი ტკივილი,მაგრამ მარტო უნდა გაიაროს იმ ეკლიან გზაზე რომელმაც სისხლი ადინა ტერფებიდან სიარულის დროს.როცა საჭიროდ ჩათვლის მოვა და გნახავთ,ახლა ვიღაცას უნდა დაელაპარაკოს,ვიღაცას უნდა გადაუშალოს გული თორემ უთქმელობა ყველაზე დიდი ტკივილია.თქვა ნიკამ და ორივეს შეხედა. -შენ მართალი ხარ შვილო. -მართალი ვარ,მაგრამ ინდირას აქ არავინ ჰყავს ვისაც გულს გადაუშლის და ვისაც დაელაპარაკება,ვის მხარზედაც თავს დადებს და იტირებს.მას მხოლოდ თქვენ ორი ყავხართ და მხოლოდ თქვენთან შეუძლია იყოს გულახდილი,ამიტომ ის თქვენთან მოვა,სხვაგან წასასვლელი მას არც აქვს. -შენ ყოველთვის სწორად მსჯელობ,მართალი ხარ ინდირას ახლა სიმარტოვე ჭირდება. -ჩემთვის მაინც გაუგებარია,ინდირამ ეს რატომ გააკეთა რომ მალიბუ სულ მარტო დაასაფლავა და მისი საფლავი არ არის ი მისმამის გვერდით. -ამასაც ახსნა აქვს შვილო,მალიბუ არ იყო დავითის შვილი.ნიკამ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და ენის ბორძიკით შეეკითხა. -ეს,ეს როგორ............ -ინდირას ოდესღაც სქესი ჰქონდა გაგა რუხვაძესთან. -რის თქმას ცდილობ მამა. -მალიბუ გაგას და ინდირას შვილი იყო შვილო.ნიკა ფეხზე წამოხტა,ნერვიულად დადიოდა სახლში და ბოლოს აყვირდა. -რააააა? ეს შეუძლებელია,დაუჯერებელია.კიდევ რას მიმალავთ,რატომ დაგროვდა ამ საქმის გარშემო ამდენი ტყუილი მამა. -ჩვენც სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ,არც ჩვენ ვიცოდით. -გაჩუმდი,შენ ყველაფერი იცი და ბოლომდე არ ხარ ჩემთან გახსნილი,მითხარი რისი ან ვისი გეშინია,რატომ არ ხარ ჩემთან ბოლომდე გულახდილი.ბოლოს და ბოლოს თქვით სიმართლე რომელიც მე არ ვიცი,ახსნას ვითხოვ და ვფიქრობ იცით ამ სიმართლის გაგების სრული უფლება მაქვს. მამა გისმენთ,გელოდებით. -რა გითხრა შვილო,ჩვენც ახლა გავიგეთ. -არ გინდა კიდევ ტყუილი მამა და კიდევ გიმეორებთ კითხვას,კიდევ რას მიმალავთ. -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული,რომ კიდევ არის საიდუმლო რომელსაც არ გეუბნებით.უთხრა რობერტიმ ნიკას და თვალი აარიდა მის გაბრაზებულ თვალებს. -ყველაფერი რაც გაგვაჩნია,რაც მოგვიპოვებია ეს ყველაფერი იმ ტკივილის ხარჯზეა რაც და როგორც გადაგვიტანია,მაგრამ სწორედ ეს ტკივილი მაძლევს ძალას,რომ ცხოვრება გავაგრძელო მხოლოდ იმიტომ,რომ მალიბუს მკვლელი ვიპოვო და ამ საიდუმლოს ფარდა ავხადო.კარგი,თქვენ არ გინდათ დაიცალოთ და სიმართლე თქვათ,მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ მე ჩემი გზებით გავარკვევ სიმართლეს.თქვა ნიკამ და გაბრაზებულმა პიჯაკი აიღო და სახლიდან გავიდა.ჩუმად ისხდნდენ ალექსანდრე და რობერტი და ერთმანეთს უცქერდნენ,ორივეს ერთი ფიქრი ჰქონდა ნიკა სიმართლეს გაიგებდა. -საინტერესოა,ვფიქრობ და ვერ ვხვდები ვის უნდა მოეკლა მალიბუ.კომპანია სადეტექტივო ოფისად გადაიქცა,კიდევ რა გველოდება,რა უნდა გავიგოთ შეგიძლია ამ კითხვაზე მიპასუხო? ნათიამ მის კაბინეტში შესულ ნოდარის უთხრა,მაგრამ ნოდარი ფიქრებით სულ სხვაგან იყო და ნათიას ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გაუგონია. -სად მოგზაურობ,აქ არ ხარ? -ბოდიში ჩავფიქრდი. -ნოდარ უკვე მაღიზიანებს შენი სიჩუმე. -რა ვქნა ნათია რა გავაკეთო. -უმოქმედოთ ნუ ხარ,ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ. -ახლა სულ სხვა საფიქრალი მაქვს,დასაფლავებაზე ერთმა ქალმა მიიქცია ჩემი ყურადღება. -ვინ იყო ის ქალი,ვინ დაგაფიქრა ასე სერიოზულად. -ის ვინც ძალიან ჰგავდა ინდირას. -ნუ გამაცინე,22 წელი გავიდა და მართლა რომ გენახა დარწმუნებული ვარ ვერც კი იცნობდი. -შესაძლებელია,მაგრამ ასეთი მსგავსება? -ინდირა ვერულაშვილი მკვდარია მრავალი წელია და ისტორიაც დავიწყებას მიეცა,მაგრამ უკვე მეც მეშინია, რადგან არ ვიცით რა გველოდება ხვალ. -სიმშვიდე,მხოლოდ სიმშვიდე შეინარჩუნე. -აქ ამ კომპანიაში არის შესაძლებელი რომ მშვიდად ვიყო? -თავი უნდა გააკონტროლო და დაძაბულობა არ უნდა შეგატყოს არავინ. -წავალ ფატის ვნახავ საავადმყოფოში. -როგორც გინდა. -თორნიკე აუცილებელია გაიხსენო კიდევ სად იყავი იმ ღამით,როცა გოგიტა მოკლეს. -მე და მალიბუ მთელი ღამე ერთად ვიყავით,ის ღამე ერთად გავატარეთ და მზის ამოსვლაც ერთად ვნახეთ. -მალიბუსთან ერთად. -კი,მალიბუსთან ერთად. -თორნიკე ვიცი როგორი ძნელია შენთვის,მაგრამ სწორი ჩვენება უნდა მომცე. -სწორია ჩემი ჩვენება ვასო,მალიბუსთან ერთად ვიყავი ესაა მხოლოდ სიმართლე,მაგრამ სამწუხაროდ არ არის ვინმე ვინც დამიდასტურებს. -სამწუხაროდ მალიბუ ვეღარაფერში დაგვეხმარება,ამიტომ შენს საკეთილდღეოდ ჩვენება უნდა შევცვალოთ. -არა,არაფერს არ შეცვლი რადგან სიმართლე მხოლოდ ეს არის და არაფერს არ შევცვლი.ვასო იმ ღამით ვიყავი იმ ქალთან ერთად ვინც მიყვარდა და მიყვარს. -არ ვიცი რა გამოგვივა,მაგრამ მე ვიბრძოლებ შენი უდანაშაულობა დავამტკიცო,თუმცა არ ვიცი თუ შევძლებ თორნიკე. -დიდი,ძალიან დიდი ძალა ქვს უფალს ვასო.ის ხედავს როგორ ვარ დაშლილი ნაწილაკებად,მე შებორკილი ვარ ბორკილებით,მაგრამ შენ რაც შეუძლებლად მიგაჩნია და ყოყმანობ,გაშინებს რაღაც მე გარწმუნებ, სულ მალე მიხვდები რომ შეუძლებელი არც არაფერია.მე უდანაშაულო ვარ და არ მეშინია,ღმერთის მწამს სწორედ იმ ღმერთის ვინც სიმართლე ჩემთან ერთად იცის.მოწმე არ მყავს,მაგრამ უფალი მყავს და ის დამიცავს. -დამშვიდდი? -მეტყობა რომ დამშვიდებული ვარ? -ძმასთან საუბარმა არ დაგამშვიდა? -არა,არ დამამშვიდა. -მაშინ მე დაგამშვიდებ. -შენ? -მომისმინე,რაც ჩვენს შორის მოხდა იმ ყველაფრის შემდეგ არ მინდა ამ სახლში ვიცხოვრო შენთან ერთად.ალბად კითხვა გაგიჩნდა,რატომ? მე კი გიპასუხებ,ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში ისევ შენ დამეხმარე. -მე? -დიახ შენ.მე შენი წარსული მაშინებს,მე მაშინებს შენი არეული და დაულაგებელი ნერვიული სისტემა და ამიტომ მე აქ ვწყვიტავ შენთან ერთად ცხოვრებას.არ შემიძლია დავივიწყო და ნუ მთხოვ დავივიწყო ის რაც გააკეთე,როგორც მომექეცი.არ ვიცი საერთოდ გეწყინება ჩემი წასვლა თუ გეტკინება,მაგრამ ფაქტია რომ შენთან ერთად ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ. -შენ გგონია მნიშვნელობა აქვს რა გინდა შენ? გგონია ასე ადვილად ადგები და წახვალ როცა შენ გინდა? არა,შენ შეიძლება ახლავეს გააღო კარი და წახვიდე,არც მე დაგაკავებ და წადი,მაგრამ შენ ვერასდროს ვერ წახვალ ჩემგან.ჩემი გულის კარი 38 წლის მანძილზე მხოლოდ ერთმა ქალმა შეძლო და გააღო და ის ქალი შენ ხარ,ქალი ვინც მუდამ ჩემს გულში ხარ და იქნები.ხატიამ ჩანთა აიღო,კარი გააღო და უხმოდ გავიდა,ზვიადიმ კი ჭიქა რომელიც ხელში ეჭირა კედელს ესროლა და ნამსხვრევებად აქცია. -ანამარია გამოფხიზლდი,ეს შენ ხარ ვინც დაგმარხეს რამდენიმე დღის წინ,მაგრამ შენ აქ ხარ და ცოცხალი ხარ.გესმის? შენ აქ ხარ,რადგან უფლის მარადიული სულით ხარ სავსე.ვიცი რომ ძალიან გეტკინა,მაგრამ უნდა დამშვიდდე.მე შენს გვერდით ვარ,შენთან ერთად და გპირდები ეს ვინც გააკეთა ის ძალიან ძვირად გადაიხდის მალიბუს სიკვდილისთვის,ძალიან ძვირად. -ვერ მოვისვენებ სანამ მის მკვლელს არ ვიპოვი. -ვიპოვით,ერთად ვიპოვით. -ხომ დამეხმარები მის პოვნაში. -მე ვიპოვი მას,უკვე დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და მეც ვერ მოვისვენებ რომ არ ვიპოვო ის ვინც ეს ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგონა სიკვდილისთვის გაიმეტა. -მპირდები? -გპირდები საყვარელო,მაგრამ შენც უნდა დამპირდე რომ უკანონოდ არაფერს არ ჩაიდენ. -არა,მუდმივ კონტაქტზე ვიქნები. -ჩემი გოგო მე შენს გვერდით ვარ ყველგან და ყოველთვის. -ვიცი ძია რატი და ამიტომ ბოლომდე გენდობი. -ნიკოლოზ? აქ რას აკეთებ,რატომ არ გაჩერდი სახლში შვილო. ზაზამ გაოცებულმა შეხედა განყოფილებაში მისულ ნიკას. -სახლში რა გავაკეთო,გგონია იმ სახლში ადვილია ყოფნა სადაც ყველაფერი მალიბუს მაგონებს? -ვიცი რომ ადვილი არ არის,მაგრამ ჯერ კიდევ მგლოვიარე დღეები გაქვს. -არც ეს დღეები გადის ასე ადვილად,აქ რომ არ მოვიდე,მალიბუზე ფიქრი გულს შემიჭამს. -კარგი დამშვიდდი,ყველაფერი გაირკვევა.დასაფლავებაზე ინდირას შევხედე,თვალი ავარიდე და ზედმეტი ყურადღება არ მივიქციე. -კარგი გააკეთე,როგორც კი გაიგო შვილის ამბავი არც დაფიქრებულა, დაბრუნდა. -შემეცოდა და ისე მოვიქეცი თითქოს ვერ ვიცანი. -კომისარო რატომ ისჯება ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები. -ეს კითხვა მეც მაწუხებს,მაგრამ პასუხი არ მაქვს.ნიკა ინდირა იცნობდა მალიბუს? -არა,ახლოდან არ იცნობდა,შორიდან შეხედა რამდენჯერმე და სულ ეს იყო მისი სიახლოვე შვილთან. -მისი აქ ყოფნა ჯერ კიდევ საშიშია არ უნდა დაბრუნებულიყო. -არა,კარგია რომ დაბრუნდა,22 წლის უკან მომხდარი ისტორია უნდა განახლდეს და ინდირას უდანაშაულობა ყველამ უნდა გაიგოს. -ეს ჩვენ ვიცით მე და შენ,მაგრამ არ იცის გამოძიებამ. -ჰოდა გამოვიძიებთ ინდირას უდანაშაულობას, კომისარო გაგვიჭირდება,მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ. -ნიკოლოზ.............. -უდანაშაულო ადამიანი მოწყვიტეს შვილს,მოწყვიტეს სამშობლოს და მას სრული უფლება აქვს მის მიწაზე შიშის გარეშე იცხოვროს. -კარგი,გამოვიძიოთ და ახლა რადგან დაბრუნდი საქმეს უნდა მოკიდო ხელი,ეს შემნთვისაც კარგია ზედმეტად ფიქრის დრო არ გექნება.ვიცი რომ ამას არასოდეს არ გააკეთებ,მაგრამ საქმე და პირადული ერთმანეთში არასოდეს არ აურიო. -კომისარო წესების შეხსენება არ იყო საჭირო,რადგან კარგად მიცნობთ და იცით საქმე და პირადული არასდროს შემშლია. -შენ ახლა სულ სხვა მდგომარეობაში ხარ ნიკოლოზ და არ გეწყინოს. -ისე მოვიქცევი,რომ თითქოს არ გამიგონია რაც მითხარი. -ესე იგი გინდა მითხრა,რომ ყრუც ხარ და ბრმაც? -დიახ ასეა,მაგრამ ისეთ რამეს ნუ მთხოვ რაც თავადაც იცი ჩემგან გვერდის ავლა შეუძლებელია,სრული უფლება მაქვს ვიპოვო მალიბუს მკვლელი და ვიპოვი. -კარგი,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რამაც ძალიან გამაოცა.თორნიკე ქართველიშვილმა ჩვენებაში დაწერა რომ ის მალიბუსთან ერთად ქვეყნიდან მიდიოდა,იქ იმ დღეს მალიბუს საძინებელში ორი ჩემოდანი იყო გამზადებული,იქ ასევე ვიპოვეთ გაგა რუხვაძის ანდერძი და ის ანდერძი შენც მიიღე ,იმ დღეს ანდერძი რომ ნახე ამიტომ გაიქეცი? -გავიქეცი,მაგრამ დამასწრეს ვერ მივუსწარი, მომიკლეს ჩემი მალიბუ. -ნიკოლოზ სწორედ იმ ანდერძის გარშემო უნდა ვეძებოთ მკვლელი. -მართალი ხარ,ანდერძის გარშემო და პირველ რიგში ისაა დასადგენი ვინ დააგზავნა ყველასთან ეს ანდერძი. -გავიგებთ ყველაფერს,მაგრამ საინტერესო ის არის დიდი და ცნობილი გაგა რუხვაძემ რატომ დაუტოვა ანდერძით მალიბუს მისი აქციების სრული პაკეტი,იცი რამე ამ ყველაფრის შესახებ,ან როგორ უნდა ავხსნათ ეს ყველაფერი. -არ ვიცი,არაფერი არ ვიცი კომისარო. -მთავარი მინდა შეგეკითხო. -გისმენ. -მალიბუმ გითხრა რამე თორნიკეს შესახებ? -როგორც? -არაფერი გაგიგია მათი გრძნობების შესახებ? -ბოლო პერიოდი ვეჭვობდი რომ ორივეს უყვარდა ერთმანეთი და მქონდა მაგ საკითხზე საუბარი მალიბუსთან. -მერე? -მერე აღიარა,რომ უყვარდა.თორნიკეც მოვიდა ჩემთან და მითხრა,რომ უყვარდათ ერთმანეთი.თორნიკე კარგი ადამიანია ამიტომ ხელი არ შემიშლია მათთვის,გული კი ცუდს მიგრძნობდა -იცოდი ეს ყველაფერი და მე არაფერი არ მითხარი. -კომისარო მეც ეჭვმიტანილი ვარ? -მარტო შენ არა, ყველა ვინც მის გარშემო ტრიალებდა ყველა ეჭვმიტანილია. -მე კი მთავარი ეჭვმიტანილი მათ შორის. -უნდა გეთქვა,ჩემთვის უნდა გეთქვა ნიკუშა. -ვერ გითხარი,ვერ ამოვთქვი გულიდან რომ ქალი ვინც ჩემს სახლში,ჩემს გვერდით ოთახში იძინებდა თურმე ისე შემყვარებია თავადაც ვერ გავანაალიზე და როგორ მეთქვა,მე ხომ მას დას ვეძახდი. -მაგრამ ის არ იყო შენი და თქვენ სულ სხვა დედა და მამა გყავდათ,თქვენში არ იყო ერთი სისხლი და არ იყო თქვენი სხეულები ერთი სხეულის გაჩენილები.თქვენ სულ სხვა დედები გყავდათ ნიკოლოზ.ვიცოდი,ვხვდებოდი როგორ ძალიან გიყვარდა.შენს თვალებში ვხედავდი როგორ იჯანტებოდი და დარწმუნებული ვიყავი ეს ძლიერი გრძნობა რომელიც შენში ჩასახლდა არ იყო და-ძმური სიყვარულიდან გაჩენილი.ცეცხლი გიზგიზებდა მთელ შენს სხეულზე როცა მალიბუს ხედავდი და როგორ უნდა ვიფიქრო ის რომ შენ დაუშავებდი რამე ცუდს მალიბუს. -არასოდეს. -ვიცი,ვიცი,ვიცი. -არასოდეს ვატკენდი მალიბუს და ვფიქრობ ეს კარგად დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობაა,რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ მკვლელი. -ოპა,ოპა,ოპა.შენ ამ თემას არ შეეხები,მომეცი პირობა,რომ ამ თემას არ შეეხები. -გასაგებია კომისარო. -არა,ამ ერთი მშრალად ნათქვამი სიტყვით ვერ გახვალ ჩემი კაბინეტიდან,უნდა დამპირდე ნიკოლოზ.გთხოვ ნუ შეხვალ ღრმად ამ თემაში,ეს პოლიციის ანუ ჩვენი საქმეა. -თუ გინდა დაგიჯერო,შეეშვი ინდირას. -პირობებს მიყენებ? -არა,უბრალოდ ვამბობ,რომ მისი თავისუფლად ყოფნა ჩვენ ძალიან ბევრ რამეში წაგვადგება. -იცი რამე რაც მე არ ვიცი? -არა,მაგრამ ვგრძნობ და დამპირდი,რომ ინდირას არ შეეხები. -შენ დამპირდი რომ უჩემოდ არ იმოქმედებ და მალიბუს მკვლელს არ შეეხები და გადმომცემ თუ უჩემოდ იპოვი. -არა,ამას თავად ვიცი რომ არ გავაკეთებ. -შვილო თავს დაიღპავ და პოლიციიდანაც გაგაგდებენ. -გამაგდონ,მე უნდა ვიპოვო მალიბუს მკვლელი,უნდა ვიპოვო თუ ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი და ვინ არის მკვლელობის შემკვეთიც და შემსრულებელიც.ნიკა ადგა და კომისარი ჩაფიქრებული დატოვა. -შეიძლება შემოვიდე,მიმიღებთ? პალატის კარი ნათიამ შეაღო და ფატის ღიმილით მიესალმა. -ნათია? მობრძანდით. -როგორ ხარ,იცოდე შენი ადგილი გელოდება. ხომ არაფერი გჭირდება,არ მოგერიდოს ჩემთან არაფლის. -თუ რამე დაჭირდება ჩემს შვილს,მე აქ ვარ.უთხრა იამ ნათიას და გაბრაზებულმა შეხედა. -რა თქმა უნდა თქვენ უფრო ახლოს ხართ,მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ვსაუბრობთ ქალურ თემებზე.მიხარია რომ კარგად ხარ საყვარელო,ახლა კი თავს არ მოგაწყენ და დაგემშვიდობები ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა კომპანიაში უნდა გავიქცე. -მადლობა რომ მობრძანდით. -კარგად საყვარელო. დაუთვლელი,მილიონობით ფიფქი ეცემა მიწას,ცივი ქარი ქრის და თავშიშველი ქალი ქარს სახეს უშვერს,ქარიც ეფერება და ცრემლებს უმშრალებს.ესმის ტელეფონის ხმა,მაგრამ ძალა არ აქვს ზარს უპასუხოს,შემდეგ კი მამაკაცის ხმა ესმის. -,,ინდირა შენზე ვნერვიულობთ,ნახავ თუ არა ჩემს შეტყობინებას დამირეკე ეს ძალიან მნიშვნელოვანია''.შეტყობინება მიიღო,მაგრამ მისთვის არ ყოფილა ეს შეტყობინება ამაღელვებელი ამიტომ ტელეფონი გათიშა, ჯიბეში ჩაიდო და გზას გაუდგა დაფიქრებული,მოულოდნელად ვიღაცას დაეტაკა და თავი ასწია,მის წინ უცხო მამაკაცი იდგა,მაგრამ მამაკაცისთვის არ ყოფილა ის უცხო. -ინდირა? -უკაცრავად,ვიცნობთ ერთმანეთს? -წლები გავიდა,შენს ნატანჯ სახეს კი სევდის კვალი კვლავ შესამჩნევად ეტყობა.მამაკაცს დააკვირდა და შემდეგ თავადაც გაუპო ღიმილმა ბაგე. -ბეხუზა? მართლა შენ ხარ? -მე ვარ,მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ ინდირა. -როგორ მომაგენი,შენ საქართველოში ხარ უკვე? -ერთი წელია რაც აქეთ ვარ,გავიგე რაც შეგემთხვა. -გაიგე ჩემს ანამარიაზე? -ვიყავი დასაფლავებაზე,მაგრამ შენამდე შეგნებულად არ მოვედი. -22 წელი გავიდა იმ დღის შემდეგ და მთელი ეს წლები შვილზე დარდით ვიძინებდი და ვიღვიძებდი,ვოცნებობდი მასთან შეხვედრას.რომ დამხმარებოდი მაშინ,ჩემი შვილი ჩემს გვერდით გაიზრდებოდა და ჩემთან იქნებოდა.ჩემი შვილი ისე წავიდა დედას არც კი იცნობდა,არ იცოდა დედას როგორ ძალიან ენატრებოდა და არც ის იცოდა დედა ცოცხალი თუ ჰყავდა. -დაგინახე თუ არა ყველაფერი გაცოცხლდა და ჩემს თვალწინ გაიარა იმ მძიმე დღეებმა. -დავიწყება შეიძლება იმ მძიმე დღეების? -შენ,შენ მომეხმარე ციხიდან გამოვსულიყავი.შენ მომეხმარე ქვეყნიდან გასვლაში,მაგრამ არ მომეხმარე ჩემი შვილიც თან წამეყვანა. -შეუძლებელი იყო ბავშვთან ერთად წასვლა,იმ დროს მეც ახალი ფეხადგმული ვიყავი და მეც მეშინოდა არავის დავეჭირეთ.შენც კარგად იცი ინდირა რამხელა რისკზე წავედით ორივემ,მაგრამ გადავლახეთ რისკიც,სიძნელეც და ქვეყნიდან გავედით. -ბავშვის შესახებ რომ გაიგო მამა გახდებოდა ჯერ დაიკარგა და გაქრა,შემდეგ კი დამემუქრა.ჩვენი საუბარი შემთხვევით დავითმა გაიგონა და მან დაქორწინება შემომთავაზა,მეც დავთანხმდი და ჩემი შვილის მამა დავითი გახდა.ძალიან ადვილად გამიშვა მისი ცხოვრებიდან,შემდეგ კი ქმარიც მომიკლა და მე უდანაშაულო დამნაშავედ გამომაცხადა.მან და მისმა ძმამ ცხოვრება დამინგრიეს,ბუხუზა ეს მათ არ უნდა შერჩეთ. -ინდირა აქ შენი გაჩერება არ შეიძლებოდა,შენ უნდა წასულიყავი აქედან. -რუხვაძეებმა ჩემი ცხოვრება დაანგრიეს და უნდა გადაიხადონ ამის გამო. -შეუძლებელია ასე თავისუფლად იარო,რომ გიცნოს ვინმემ საფრთე გემუქრება. -მიცნონ,მომკლან და ჩემს შვილს იქ მაინც ვნახავ,ცხოვრებაში ერთხელ მოვკვდები და სიკვდილს გაღიმებული შევხვდები. -დამშვიდდი,დაწყნარდი და ფრთხილად იყავი.ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. -როდის მერე არის ნათია შენი მეგობარი. -დედა ვერ გავიგე ნათიას რატომ ვერ იტან,არ არის ცუდი ადამიანი. -გარედან ყველა ანგელოზის სახე აქვს,შემოვიდა თუ არა კომპანიაში იმ წუთებიდან არ მომწონს,რადგან გველივით სრიალებს ჩვენს გარშემო. -კარგი რა, რა უცნაური ხარ ზოგჯერ.გაეცინა ფატის და ტელევიზორი ჩართო სადაც თორნიკეს და მალიბუს ფოტოს აჩვენებდნენ,საწოლზე წამოიწია და გაოცებული უცქერდა,შემდეგ კი ცრემლნარევი ხმით თქვა. -დედაააა,რას ამბობს ვერაფერი ვერ გავიგე. -დამშვიდდი და ყველაფერს გეტყვი. -რა მოხდა დედა.ფატის ცრემლით აევსო თვალები და დედას უცქერდა. -იმ დღეს აქ რომ მოგიყვანეთ და მამა ვერ მოვიდა საღამომდე გახსოვს? -კი მახსოვს. -იმ დღეს შვილო საშინელება მოხდა. -რა მოხდა დედა,თორნიკე? -არა თორნიკე კარგად არის,მაგრამ იმ დღეს მალიბუ მოკლეს. -მოკლეს? ეს შეუძლებელია,დედა სასიკვდილოდ ვინ გაიმეტა 22 წლის გოგონა ის ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა იყო. -გაიმეტეს შვილო,გაიმეტეს რადგან უსისხლო და ცივსისხლიანი ხალხიც არსებობენ ჩვენს გარშემო. -არა,ეს დაუჯერებელია,რაღაც შეცდომაა. -მაგრამ შეცდომა არ არის შვილო,მალიბუ გუშინ დაასაფლავეს. -ნიკოლოზ სად ხარ,მკვლელობა მოხდა და გვჭირდები. -მოვდივარ.რამდენიმე წუთში ნიკა კომისარის წინ იჯდა და ყურადღებით უსმენდა. -წავედით დანაშაულის ადგილზე,ჯგუფი უკვე გაგზავნილია და ჩვენს გველოდებიან,მზად ხართ? კომისარი და ნიკა ერთად მივიდნენ დანაშაულის ადგილზე. -რა ხდება ლაერტი,ვიპოვეთ რამე? ის ვინ არის რომ ტირის. -მეუღლეა განქორწინებაზე არ იყო თანახმა,მაგრამ დღეს გადაწყვეტილება მიიღო და მოვიდა უნდა დალაპარაკებოდა. -გასაგებია,ნიკოლოზ ეს შენი საქმეა და მიხედე.ლაერტი შენ აქ მიაქციე ყველაფერს ყურადღება და არაფერი გამოგრჩეს. -გასაგებია უფროსო.ნიკა იქვე მდგარ მომტირალ ქალბატონს მიუახლოვდა და გვერდით დაუჯდა,მაგრამ უეცრად ქალი განწირული კივილით შემოვიდა. -მკვლელო,მკვლელო მოკალი და დაისვენე? -მე არა,შენ ვერ ეგუებოდი რომ ჩემთან ცხოვრობდა და ეს შენ გააკეთე,შენ ხარ მკვლელი და არა მე,გულში ჩაიხედე და დამნაშავეს იქ იპოვი. -ორივე ქალბატონი წაიყვანეთ,ცალ-ცალკე უნდა დაიკითხოს.თქვა კომისარმა,ნიკამ კი ერთი თვალის გადავლებით შეამოწმა ყველაფერი და თქვა. -მოწამლეს,და ამ ორიდან ერთ-ერთი არის მკვლელი,ვისაც ძალიან უნდოდა გარდაცვლილის სიკვდილი. -მართალია,საქმე თითქმის გახსნილია,მვლელი დღესვე გამოაშკარავბდება ჭიქაზე დარჩენილი ანაბეჭდებით. -რას აპირებ,სად დადიხარ დაბრუნდი სახლში არ გაბედო და რამე სისულელე არ ჩაიდინო,დამირეკე შენზე ვნერვიულობთ.ალექსანდრე შეტყობინებას ყოველ ხუთ წუთში უგზავნიდა ინდირას მაგრამ ის არ პასუხობდა და დუმდა,რადგან ღრმად იყო წარსულის ფიქრებში ჩაძირული.მოულოდნელად თავი ასწია,თითქოს ახლა გამოფხიზლდაო ცრემლები მოიწმინდა და თავის თავში დარწმუნებულმა თქვა. -დადგა ჟამი,შენი დიდება ჩაესვენოს ბატონო გაგა.შენ დღეს აგებ პასუხს ყველაფერზე,დიახ ყველა იმ ცრემლისთვის და ყველა იმ ტკივილისთვის რაც აქამდე გამოვიარე.ჩანთაში რაღაც მოძებნა და თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა ტელეფონი ამოიღო,ხელის კანკალით აკრიფა ნომერი და დაელოდა,სულ მალე მოესმა მამაკაცის ხმა რომელიც 22 წელია არ გაუგონია და დავიწყებული ჰქონდა. -გისმენთ,გელოდებოდი ვიცი რომ შენ ხარ ინდირა. -უნდა გნახო გაგა. -მეც მინდა შენთან შეხვედრა,ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი შენთვის,სად შევხვდეთ? -იქ სადაც ცხოვრება დამინგრიეთ და გამანადგურეთ შენ და შენმა ძმამ. -ნუ ამბობ ასე, ინდირა მე შენ სიცოცხლე შეგინარჩუნე. -შემინარჩუნე,გადამარჩინე მაგრამ დღეს საბოლოოდ მომკალი,მხოლოდ ერთიღა დაგრჩა უსულოს,გამოფიტულს და დაცარიელებულს მიწა მომაყარო და სამუდამოდ დამასამარო. -ინდირა...................... -გელოდები. -გამოვდივარ და მალე შეგხვდები.გაგამ ტელეფონი გათიშა და კაბინეტის კარი გაიღო სადაც ნოდარი შემოვიდა და თითქოს გაბრაზებული სახე ჰქონდა,მაგრამ გაგას მისთვის ნამდვილად არ ჰქონდა დრო. -რა მოხდა, ნოდარ მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ. -არ გეჩვენება,გაგა მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ. -და რატომ? -ეს სიმართლეა რასაც ამბობენ? -და რას ამბობენ? -რომ მალიბუ შენი ქალიშვილი იყო. -იყო და აღარ არის,რამე პრობლემა გაქვს ამის შესახებ? -მე ეს არ ვიცოდი. -ვინ მოგაწოდა ინფორმაცია. -ნათიამ მითხრა კამლაძემ. -ნათია კამლაძეს აქვს უფლება ჩემი პირადი ცხოვრება აკონტროლოს? ხმას აუწია გაგამ და ნოდარს თვალებში შეხედა. -არა,მაგრამ ახალი ამბით ისიც შოკირებულია. -ყველამ თქვენს პირად ცხოვრებას მიხედეთ,აქ ეკონომირი მდგომარეობა უნდა გააკონტრპლოს მაგ შენმა მოყვანილმა კამლაძემ და არა ჩემი პირადი ცხოვრება. -გაგა როგორც შენი პირადი ადვოკატი,არის კიდევ ისეთი რამ რაც უნდა ვიცოდე? -რამე მნიშვნელოვანი რომ იყოს,გეცოდინებოდა ნოდარ. -გასაგებია,დასაფლავებაზე არ იყავი,რატომ? -შვილი რომელიც წლების შემდეგ გავიგე ცოცხალია,სულ ცოტა ხნის წინ აქ მყავდა და ჩემი პირადი მდივანი იყო,როგორ ფიქრობ ნოდარ იქ რომ მოვსულიყავი ჩემი გული გაუძლებდა ამ დიდ ტკივილს? -ალბად ვერა,მაგრამ მე ვიყავი. -იყავი? რა მიზეზი გქონდა იქ მისულიყავი. -მიზეზი არ იყო საჭირო ის ჩვენთან მუშაობდა და ვალდებულად ჩავთვალე წავსულიყავი მის დასაფლავებაზე. -ცოცხალი არ მოგდიოდა თვალში და დასაფლავებაზე ჩათვალე სწორი იყო იქ შენი წასვლა? -იქ ერთი ქალი შევნიშნე,ქალი რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა. -რა გაგიკვირდა,რა არის გასაკვირი 26 წლის გოგონა მოკლეს და სიცოცხლეს გამოასალმეს არა მარტო ის ქალი ყველა ტიროდა ნაადრევად ჩამქრალ სიცოცხლეს. -ნაცნობი სურათია გეთანხმები,მაგრამ ის ქალი ძალიან ჰგავდა ინდირას.გაგამ გაოცებულმა შეხედა ნოდარის და ვითომ არ იცოდა ინდირას დაბრუნება თავადაც გაოცებულმ შეეკითხა. -ინდირას? -კი ინდირას. -ნოდარ დარწმუნებული ხარ? -არ ვიცი,მაგრამ მას ძალიან ჰგავდა. -მერე? -მერე,გთხოვ მითხარი გაგა შესაძლებელია ცოცხალი იყოს ინდირა ვერულაშვილი? -ალბად ხუმრობ ხომ? ნოდარ ეს ისტორია 22 წელს ითვლის და ამდენივე წელს ითვლის ინდირას გარდაცვალებაც და მიკვირს ასე რატომ აგიტანა შიშმა,მკვდრები ბრუნდებიან? -არ ვიცი,ეს ქალი ჩემი გონებიდან არ ამოდის.დამიჯერე,გაგა მე ის დავინახე. -ის თუ ცოცხალია და შენ ის 22 წლის შემდეგ ნახე,შეუძლებელია ასე ადვილად და ერთი ნახვით გეცნო.გახსოვს მისი სახე და მიამსგავსე სხვას.ასე რატომ გეშინია,არის ისეთი რამ შენსა და ზვიადის შორის ინდირას შესახებ რაც მე არ ვიცი? -გაგა მე ის გავასამართლე და უდანაშაულო ადამიანი დამნაშავედ გამოვიყვანე და როგორ ფიქრობ არ უნდა მეშინოდეს? ის თუ ცოცხალია,მე თავად საფრთხეში ვარ,გესმის? -არ არის ცოცხალი და თუ სასწაული მოხდა და ინდირა ცოცხალია,მისგან არ გელოდება საშიშროება,უფრო მეტი საშიში მტერი გვერდით გყავს და ჯერ ვერ ხვდები. -გვერდით? ვისზე ამბობ,ვისზე მიმანიშნებ. -ჯერ ვერ ხვდები,მაგრამ ვფიქრობ როცა მიხვდები გვიან იქნება შენი გამოფხიზლება. -გაგა საინტერესოა,ვინც ამ ისტორიაში იყო გარეული ყველა მოკლეს,თუ ინდირამ არ გაუსწორდა ამ ხალხს,მაშ ვინ დახოცა ისინი. -ინდირა გამორიცხე,ის მკვლელი არ არის და ეს შენც ძალიან კარგად იცი ნოდარ. -ასეთი მსგავსება? რომ შეგეხედა შენც დაეჭვდებოდი გაგა. -რომ შემეხედა დარწმუნებული ვარ ვერ ვიცნობდი,წადი ნოდარ საქმეებს მიხედე მე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები მაქვს. -გაგა. -გისმენ. -დარწმუნებული ხარ,რომ არაფერს მიმალავ? -ნოდარ გთხოვ მარტო დამტოვე.ნოდარმა ჯერ უსიტყვოდ უცქირა გაგას და შემდეგ უხმოდ გავიდა კაბინეტიდან,გულში ბოღმა ჩადებულმა კი ჩაილაპარაკა. -არასოდეს გაპატიებ თუ რამეს მიმალავ.ეგონა არავინ უსმენდა,მაგრამ გაგას ხმამ ადგილზე გააშეშა. -ვისაც არ შეუძლია ადამიანის პატიება ის თავად ანადგურებს იმ ხიდს,რომელზედაც უნდა გაიაროს.ნოდარ არასოდეს არ თქვა არასოდეს,რადგან შესაძლებელია დადგეს დღე რომ თავადაც მთხოვო პატიება და მეც არ გაპატიებ იმ დიდ შეცდომას ვინც აქ მოიყვანე შენი არჩევანით.ნოდარი შეცბა და უხმოდ გაშორდა გაგას,გაგას კი ჩაეცინა და უხმოდ,მაგრამ ირონიული ღიმილით დატოვა კომპანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.