შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქები (სრულად)


13-12-2019, 02:30
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 32 367

ფიფქები
-ვნერვიულობ-ხელებგადაჯვარედინებული დგას მამა მანქანასთან და ჯგუფად შეკრებილ ჯგუფელებს უყურებს
-რამდენჯერ გითხრა?-უკმაყოფილო, წარბებშეკრული უყურებს ელენე მამას
-გავიგე, მაგრამ მაინც ვნერვიულობ-არც მამა აპირებს დათმობას.
-გეყოთ, მოდი გაკოცო და წავედით-ვგრნობ, თუ არ ჩავერიე მამა და ელენე აუცილებლად დაიწყებენ კინკლაობას, ამიტომ ფეხისწვერებზე ვდგები და მამას წვერებიან ლოყაზე ვკოცნი, შემდეგ კი რუგზაკს ზურზე ვიკიდებ, ელენეს არ ჭირდება ფეხისწვერებზე აწევა, ისე კოცნის მამას, შემდეგ კი მხარზე ძველი ძმაკივით ხელს მხვევს და ჯგუფელებისკენ მივდივართ.
ზემოდან დამყურებს ჩემზე ერთი თავით მაღალი ტყუპისცალი და ხელში ტელეფონს ათამაშებს
-იცოდე ახლა, რომ დაინახავ არ გამოდებილდე-დამცინის როგორც ყოველთვის
-ხომ გითხარი, აღარ მიყვარს-ვწუწუნებ მე და ჯიბეებში ხელებს ვიწყობ, საშინლად ცივა, ამასობაში კი მეგობრებს ვუახლოვდებით.
მხიარულად ვკითხულობ ყველას და ჩანთას ზუკას მანქანაში ვდებ ელენესთან ერთად, რომლითაც ვაპირებთ წასვლას.
-ვის ველოდებით?-ვკითხულობ 15 წუთიანი უაზრო ლოდინის შემდეგ გაყინული
-ანდროს-მპასუხობს ლუკა, ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფელი.
თვალებს ვატრიალებ, ისევ ის აგვიანებს.
ჩემს რეაქციაზე ელენე ფხუკუნებს და მონდომებით ქაჩავს სიგარეტს.
რამდენიმე წუთში უკვე მანქანებში ვნაწილდებით.
რა თქმა უნდა, ზუკას გვერდით ბატონი ანდრო იკავებს ადგილს, უკან კი მე, ელენე და მაკა ვსხედვართ.
მანქანაში საახალწლო ჰანგები ბოლო ხმაზეა ჩართული, რომელსაც მთელი ხმით მღერიან მაკა და ელენე, უკან მეორე, ლუკას მანქანა მოგვყვება, რომელშიც ლუკა, ლაშა, ანანო და ქეთა სხედან. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჯგუფის ნახევარია, მაგრამ მეტს არ სურდა ჩვენთან ერთად გაეტარებინა ახალი წლის დღეები.
საბარგულში სპეციალურად ნაყიდი საახალწლო მოსართავები და უზარმაზარი ნაძვისხე გვაქვს, ასევე უამრავი სასმელი და სასუსნავი.
მიმართულება სტეფანწმინდისკენ გვაქვს აღებული.
სანამ სწორ გზას მივუყებით არც მანქანის მოგუდული სუნი, არც სიგარეტის სუნი და არც ერთმანეთში არეული რამდენიმე სუნამოს სუნი მაღიზიანებს, მაგრამ როგორც კი ჟინვალისკენ ვიწყებთ სვლას და გზა მიხვეულ-მოხვეული ხდება ელენეს ვუყურებ საწყალი თვალებით.
-მართლა მაშო?-უკმაყოფილოა ის
-რა ვქნა?-ვბლუყუნებ და შემდეგ ბოლო ხმაზე ვკივი რომ მანქანა გააჩეროს
მიუხედავად იმისა რომ შუაში ვზივარ, ისე გადავიარე ზედ ელენეზე, არც კი მიფიქრია, ჰაერი და მიწა რომ ვიგრძენი ღრმად ამოვისუნთქე და მანქანიდან გადმოსულ ხალხს გავხედე, ლუკასაც კი გაეჩერებინა მანქანა და ცნობისმოყვარედ მიყურებდა ყველა
-წამალი დავლიეო ხომ თქვი?-დოინჯშემორტყმული მიყურებს ელენე
-დავლიე-წარბებს ვკრავ მის ტონზე
-კარგი, არაუშავს, ისედაც ვაპირებდით ადგილების შეცვლას-მამშვიდებს ზუკა და მხარზე ხელს მხვევს.
ამჯერად ზუკას გვერდით წინ მე მსვამენ, ანდრო კი უკან გადადის.
წინ შედარებით კარგად ვგრძნობ თავს, ფანჯარასაც იმაზე ხშირად ვწევ, ვიდრე გათვალისწინებულია და ხშირად ვაგრილებ მათ, ელენეს ბუზღუნიც მესმის უკნიდან, მაგრამ დიდად არ მაინტერესებს ისე ვუშვერ სუფთა, ცივ ჰაერს სახეს და სანამ ცხვირი არმეყინება მანამდე არ ვწევ ზემოთ.
რაც უფრო ზემოთ მივიწევთ თოვლი უფრო იმატებს, ამიტომ ნელა გადავაადგილდებით და რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, სტეფანწმინდაში, ნაქირავებ კოტეჯში შევდივართ. მიუხედავად იმისა, რომ მეპატრონემ გაგვაფრთხილა ბუხრისთვის შეშა გვაქვსო, ჩვენ მაინც ჩვენი შეშით სავსე ტომრებით გადმოვედით მანქანიდან და ორსართულიან კოტეჯს მივაშურეთ
-ორ ოთახში გოგონები ვნაწილდებით და ერთში ბიჭები-კმაყოფილია ანანო
-ხო, აბა რა-ეცინება ზუკას ეშმაკურად და ჩხუბის შემდეგ, ორ ოთახს მაინც ბიჭები ინაწილებენ.
ჩემი ერთი ჩანთა იქვე კუთხეში მივაგდე და ფანჯრიდან გავიხედე, მთელი არემარე გადათეთრებული იყო, თუმცა არ თოვდა.
ქვემოთ ჩასულს ანანო და ელენე უკვე სამზარეულოში ტრიალებდნენ და პროდუქტს ანაწილებდნენ. ანანო და მაკა კი ჩუმად მიპარულიყვნენ ნაძვისხის ყუთთან და ხსნიდნენ. ქეთა იჯდა მხოლოდ ბედნიერი სახით დივანზე ლუკასთან ერთად და თავი მის მხარზე ედო
იქვე სავარძელში დავჯექი მეც მოწყვეტით და ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან
-მაშო, აეთრიე და რამე გააკეთე-როგორც კი დამინახა ელენემ დაიყვირა, რაზეც, რა თქმა უნდა, სიცილით გადავატრიალე თვალები, ვგავდი აბა მე ახლა რამის გამკეთებელს? ისედაც მგზავრობისგან გამოყოლილი ცუდი გუნება და დაღლილობა არ მასვენებდა.
-ნაძვის ხეს რომ ავაწყობთ საჩუქრები მერე დავურიგოთ ერთმანეთს-იდეა მოუვიდა ქეთას
-არაა, ახალწელს-უკმაყოფილოდ გამოხედა მაკამ
-აუ რა მოითმენს ახალ წლამდე, 3 დღეა კიდე, მე ახლა მინდაა-აყვა ქეთუს ანანოც, მეც მათ დავეთანხმე, სულაც არმინდოდა საჩუქარზე კიდევ დიდხანს მეფიქრა.
--
საღამომდე სავარძლიდან არ ავდგარვარ. ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვიყავი მგზავრობისგან, ვერც კი ვინძრეოდი, უბრალოდ ხან მათ კინკლაობას, ხანაც სიმღერას და ხანაც უაზრო სიცილს ვისმენდი და მეც მეღიმებოდა.
ელენემ და ანანომ მაგიდა გააწყვეს სანამ ბიჭებმა ბუხარი დაანთეს და ყველაფერი შემოზიდეს გარედან, უკვე ღამდებოდა მაგიდას რომ მივუსხედით და მივხვდი, მიუხედავად ცუდად ყოფნისა ვერაფერი შემაჩერებდა მთელი მაგიდა რომ არ გადამეჭამა
-ძალიან მშია-მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და კიდევ რამდენიმე წუთი ველოდე, ყველა რომ მოსულიყო მაგიდასთან ზრდილობის გულისთვის.
ელენე როგორც ყოველთვის ნერვებს მიშლიდა, ანანო მშვიდად მიირთმევდა საკვებს, ისევე როგორც ქეთა და მაკა, ბიჭებიც თავიდან მშვიდად შეექცეოდნენ, სანამ მაგიდაზე სპრაიტის და არაყის ბოთლი არ გაჩნდა.
-ჯერ საჩუქრები რაა-ამოვიწუწუნე როგორც ყველაზე დიდმა მოყვარულმა საჩუქრების, და ზოგადად ახალი წლის.
რამდენიმე წუთი კიდევ მოვასწარით იმაზე კამათი, როდის უნდა გვეჩუქებინა ერთმანეთისთვის საჩუქარი, თუმცა მაინც ჩემმა მხარემ გაიმარჯვა და ამჯერად ენერგიულად გავიქეცი კიბეზე, შეფუთული ყუთის ჩამოსატანად.
მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა საჩუქარი ბატონი ანდრეასთვის მეჩუქებინა, ვერაფრით დავითანხმე ელენე რომ ჩემთვის გაეცვალა „ადრესატი“, ალბათ მიხვდებით, საიდუმლო სანტას რომ ვთამაშობდით.
-პირველი მე გადავცემ-ფორმაში იყო ელენე და პირველობას არ თმობდა, არავინ შეწინააღმდეგებია, ბედნიერი სახით მივიდა ანანოსთან და ყუთი გადასცა, ანანომაც ბედნიერმა გახსნა საჩუქარი და ნაქსოვი თბილი კაშნე რომ ნახა, თან ისეთი ფერის, რომელიც არ ჰქონდა, სიხარულით კივილი დაიწყო, მაშინვე ყელზე მოიხვია და მის ხელში მყოფი პარკი სწრაფად გადასცა ადრესატს, მის გვერდით მდგომ ლუკას, ლუკამაც სიამოვნებით გახსნა შეფუთვა და მისი საყვარელი სუნამოს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, რა იდეალური იქნება ამ წუთას, თუ გეტყვით რომ ჩვენი სამეგობროს 9 წევრიდან იდეალურად იცნობდა ყველა-ყველას.
მას შემდეგ რაც ზუკამ საახალწლო შეფუთვით ყუთი გადმომცა გახარებულმა გადავუხადე მადლობა, ლოყაზე კოცნითაც დავაჯილდოვე და შემდეგ დავიწყე გახსნა.
არ ველოდი საჩუქარს, რომელიც იქ იდო, ზედმეტად ძვირფასი იყო, იმისთვის, რასაც ჩვენ „ვთამაშობდით“, ლამაზ ოქროსფერ ცეფზე აცმული ფიფქის კულონი იყო, ერთი შეხედვით რომ მარწმუნებდა რომ ოქრო იყო.
-მადლობა ზუკა, ძალიან ლამაზია-გავუღიმე კიდევ ერთხელ მას და კულონი ისე მოვიქციე თითებს შორის, თითქოს ვერ მივხვდი მის „ღირებულებას“, ყუთი ჩემს წინ მდგომ ანდროს გადავეცი და ამჯერად მას დავუწყე ყურება, მაინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მოეწონებოდა.
ყუთიდან ამორებული საათით ღიმილიანი სახით ჩაანაცვლა ძველი და თვალი ჩამიკრა.
ამის შემდეგ ყველამ დალევა დავიწყეთ უკლებლივ, გიჟებივით ვცეკვავდით და ვმღეროდით საახალწლო სიმღერებზე, დიდხანსაც ვერ გავქაჩეთ, მთელი დღის დაღლილებს 12 საათზე უკვე ყველას ერთმანეთში ახლართულს გვეძინა.
სულაც არ იყო გასაკვირი დილით გათენდა თუ არა რომ გაგვეღვიძა, პირადად მე მჟავე კიტრმა მიმიზიდა და იმას ვჭამდი სამზარეულოში დასიებული სახით რომ შემოვიდა ანდრო.
-დილამშვიდობის-მომესალმა და მეც სალამი დავუბრუნე, რამდენიმე წუთს ჩუმად იდგა და ყავისთვის წყლის ადურებას ელოდა, შემდეგ რამდენიმე წამი ჩემს ყელზე შეაჩერა მზერა და გაეცინა
-საჩუქარი რატომ არ გიკეთია? ურზდელობაა-მითხრა და თვითონ ის ხელი მაჩვენა, სადაც ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა.
როდის მოასწრო ამან გამოწყობა? მე ჯერ კიდევ პიჟამოებით და თმააწეწილი ვიჯექი მჟავე კიტრით
-დარწმუნებული ვარ ზუკას არ ეწყინება-გავუღიმე ნაგლად და კიდევ ერთი კიტრი შევახრამუნე.
პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, ელენე რომ შემოვიდა ოთახში და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი წარბაწეულმა. რა თქმა უნდა, ჩემს დას არ ესიამოვნა, ბატონი ანდროს ჩემთან ერთად დანახვა გასაგები მიზეზების გამო.
-რაო ანდრუ, აღარ ადუღდა შენი წყალი?-გამორთულ მადუღარაზე მიანიშნა ირონიულად ელემ, ანდრომაც ცინიკურად გამოხედა, ჭიქაში წყალი ჩაასხა და ჩვენს პირდაპირ დაჯდა.
-რაო ელუ, არ მოგწონს აქ რომ ვარ?-ირონიული იყო ანდროს ხმაც. ელენემ ერთი ამოიქშინა და ისეთი სახით გამომხედა, ამ იდიოტს ვაფშე ადრე როგორ უყურებდიო, მაგრამ მომწონდა და მიყვარდა და რა ვქნა?
-რა კარგია მაშო, ახალი წლის შემდეგ რომმ ბრუნდები პარიზში, ჯანდაბას, გადავიტან უშენობას-გამომხედა ღიმილით ელენემ და ჩანგალი წამართვა ხელიდან.
ხო, პარიზიო, პარიზი კარგია, მაგრამ მე აქ მირჩევნია.......
კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა მათი კინკლაობა, რომ არა სამზარეულოში შემოსული ზუკა, რომელიც ღიმილით, ყველანაირი ნაბახუსევის გარეშე მოგვიჯდა გვერდით და საუბრით გაგვამხიარულა.
--
-ცხენით მინდა გასეირნება, არ წამოხვალთ?-ვკითხე ბავშვებს, რომლებიც, ბანქოს თამაშით იყვნენ გართული, უკვე შუადღე იყო, გარეთ კიდევ არ თოვდა, მე კი ბანქოს თამაში არ მიყვარდა
-მე წამოვალ-ფეხზე წამოხტა მაკა.
-მარტო სად წახვალთ, არსად დაიკარგოთ-წარბები შეკრა ლუკამ
-არსად დავიკარგებით ლუკა-თვალები აატრიალა მაკამ და ჩემთან ერთად წამოვიდა შემოსასვლელში დაკიდებული ქურთუკებისკენ.
-მეც წამოვალ-ფეხზე წამოდგა ანდრო
-მეც წამოვალ, მაშინ-ანდროს ხმაზე ფეხზე წამოხტა ელენეც, მის საქციელზე გამეცინა.
-ლაო, ელელე, გესინია და ალავინ მოგტაცოს?-ენა მოუჩლიფა ანდრომ ელენეს, რასაც მისი გაღიზიანება მოყვა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრებოდა ანდროსკენ, რომ არა მის წელზე მოხვეული ზუკას ხელი
-გეყოთ, მე დავიღალე რა თქვენ მაგივრად, სადაც გინდათ იქ წადით-ნერვები მომეშლა მე, რა თქმა უნდა, მათ ქცევაზე, ნახევრად ჩაცმული ქურთუკი ისე მივაგდე ძირს, არც შემიხედავს და სირბილით ავედი მეორე სართულზე.
მახსოვს, ყველაზე მძიმე დროს ერთმანეთს გვერდით ვუდექით მე და ელენე, ანდროც, მიუხედავად იმისა რომ ცოტა გვიან შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, მაინც სულ მხარში გვიდგა სხვა ბავშვებთან ერთად. ერთ დროს საუკეთესო მეგობრებიც კი იყვნენ, როგორც მე და ანდრო შეყვარებულები, მაგრამ ყველაფერი გააქრო დრომ, მე შეიძლება ვაპატიე უკვე ანდროს მისი საქციელი, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ელენეზე, რომელმაც თითქოს ჩემზე მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი.
ლოგინზე წამოვგორდი და დასამშვიდებლად ჩემი „ფერმა“ გავხსენი მობილურში, უკვე ძროხებიც, ცხვრებიც და ქათმებიც მიხედილი მყავდა ელენემ რომ შემოაღო ოთახი და იძულებული გავხდი ტელეფონი გვერდით გადამედო.
-ბოდიში-მითხრა თავდახრილმა და გვერდით მომიჯდა
-მეც იგივეს გავაკეთებდი შენს ადგილზემ უბრალოდ ყელში ამომივიდა ამდენი ჩხუბი-ვუთხარი მშვიდად და ყოველთვის მხიარულ და ოხუნჯობის ხასიათზე მყოფ ელენეს გასამხიარულებლად ბალიში გავუქანე.
არ გაჭრა ჩემმა ხერხმა. გვერდით მომიწვა ის და ჩამეხუტა.
-თუ ისევ გიყვარს და შერიგება გინდა, ხომ იცი არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ ჯერ კიდევ მწყინს მისი სულელური საქციელი-ყელში მაკოცა მან, ხმა ვერ გავეცი, ან რა უნდა მეპასუხა, მხარზე ხელი შემოვხვიე და ჩემს გულზე დადებულ თავზე ფერება დავიწყე. მალევე მისი მშვიდი ფშინვა მომესმა, ნუთუ შეიძლება ადამიანს ყველგან, რამდენიმე წუთში ეძინებოდეს? ნელა გადავადებინე ბალიშზე თავი და მისთვის ხელი რომ არ შემეშალა ჩუმად დავტოვე ოთახი.
ისე ავიღე მისაღებში ქურთუკი და გავედი გარეთ აღარც შემითავაზებია ბავშვებისთვის წამოსვლა.
გვერდით სახლში სახლის პატრონი ცხოვრობდა, იმასთან მივედი და ვთხოვე, ცხენი ერთი საათით მოექირავებინა ჩემთვის, ასე წამოვიყვანე ნაცნობი ცხენი თავლიდან და გაუკვალავ თოვლში დავიწყე სეირნობა.
--
2016 წელი, ნოემბერი
ავტობუსში ფანჯარაზე თავმირდნობილი ვზივარ და ფიქრებით კვლავ მის გარშემო ვტრიალებ მინდა თუ არა, ელენე გვერდით მიზის და დაწმუნებული ვარ წარბშეკრული მიყურებს.
-რა ხდება?-ბოლოს, ძლივს მიმაბრუნა მისკენ და მკითხა
-ვიღაც მომწონს-რა აზრი ქონდა მისთვის რამის დამალვას, მაინც მიხვდებოდა, ტყუპისცალია ბოლოსდაბოლოს, ყველანაირი გარეგნული სხვაობის მიუხედავად.
-აბა თუ გამოვიცნობ-თვალები გაუბრწყინდა მას
-მიდი აბა-გამეცინა მის აღტაცებაზე.
-ჩვენს უნივერსიტეტშია?-მკითხა ჩაფიქრებულმა, მხოლოდ თავი დავუქნიე
-ჩვენს ფაკულტეტზე?
თავი დავუქნიე კვლავ
-ჩვენს ჯგუფში?
თავი დავუქნიე
-ლაშა?
სიცილით გავაქნიე უარყოფის ნიშნად თავი, ის ხომ ყველაზე „სიმპატიური“ და თავში ავარდნილი ტიპი იყო ჯგუფში
-საბა?
-არა
-გიორგი?
-არა
-ლუკა?
-არაა-უკვე ვხარხარებდი მასზე
-აბაა?-როგორც ჩანს არ აგონდებოდა მეტი არავინ
-არვიცი რა ქვია-მხრები ავიცეჩე ამჯერად მოწყებილმა
-მოიცა იმ ორი ტიპიდან რომელიმე ახლა რომ დაიწყეს სიარული?-გაუკვირდა მას, ხო გასაკვირია, თითქმის ორი თვე იყო გასული მას შემდეგ რაც სწავლა დავიწყეთ და მხოლოდ ახლა გამოჩნდნენ ლექციებზე.
-ხო, იმ ორიდან-დავეთანხმე მას, კიდევ ერთხელ გაუჩნდა ალბათ ჩემს ტყუპისცალს კითხვა, რომელი მათგანი
-იმედია, ის მაღალი სათვალეებიანი ტიპი მოგწონს-გაეღიმა მას
-კიდევ კარგი მიხვდი-ლოყაზე ვუჩქმიტე ნერვების მოსაშლელად
-მაგ საქმეს მივხედავთ-თვალი ჩამიკრა ჭკუისკოლოფმა
დიდი ხვეწნის შემდეგ დავამშვიდე აღელვებული ელენე და დავარწმუნე, არ მჭირდებოდა არანაირი გაცნობის სცენები ბიჭთან, უბრალოდ უნდა დავლოდებოდით სცენარის განვითარებას.
--
2019 წლის 29 დეკემბერი
გაყინული შევედი სახლში და ქურთუკი საკიდზე დავკიდე. შესულს ბავშვების გაბრაზებულ სცენაზე გამეღიმა და ანანოს და ლუკას შორის ჩავეკვეხე
-იმედი გვქონდა სადმე ტყეში დაიკარგე და მგლებმა შეგჭამეს-გესლიანი იყო ანდროს ხმა
-ოცნება ოცნებაა-თვალი ჩავუკარი და მაგიდაზე დაწყობილი ჯამებიდან ერთ-ერთს დავწვდი ჩიფსებით სავსეს.
-გეგეფრთხილებინეთ მაინც-ამოიწუწუნა ბოლოს მაკამ
-შემდეგზე გაგაფრთხილებთ-გავუღიმე გამოტენილი პირით.
-მაშ, რატომ არ გიკეთია ჩემი ყელსაბამი?-ზუკას ხმა მიწვდა ყურთასმენას, ჩამეცინა მის ყალბ კითხვაზე
-თავს ვიდებილებთ ზუკა?-გავხედე მკვლელი თვალებით, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი, ჩემი და არსად ჩანდა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ეძინა.
სპორტულის ჯიბეში ჩავიყავი ხელი, როდესაც მივხვდი, ნამდვილად იქ იყო ყელსაბამი, ფეხზე ავდექი და სამზარეულოში გავედი, ვიცოდი რამდენიმე წუთში ანდრო შემომყვებოდა, თუმცა შევცდი, მის მაგივრად თვალებდასიებული ელენე შემოვიდა და ჭიქით ჩაიცალა წყალი მუცელში.
-დას გაუმარჯოს-ხელი ამიწია დიდი ხნის უნახავივით და კვლავ გაბრუნდა მისაღებში, დიდხანს აღარ დავლოდებივარ ბატონის შემობრძანებას, უკან გავყევი ელენეს და იმ საღამოს ისევ მაგრად დავთვერით.
უკვე საკმაოდ მთვრალები ვიყავით აივანზე სიგარეტით ხელში, ანდროს რომ მოვკარი თვალი და მასთან გავედი, მისი სათვალე კვლავ დაორთქილიყო და ხელში ეჭირა, არმომწონდა სათვალის გარეშე, ვერც კი წარმომედგინა მის ცხვირზე დაკოსებული სათვალის გარეშე მისი სახე.
მივუახლოვდი და გვერდით დავუდექი.
ჯიბიდან ამოვირე ყელსაბამი და მის ხელისგულზე მოვათავსე.
-ეს ზუკამ გაჩუქა, მე არა-გაეცინა მას, ეტყობოდა ალკოჰოლი, ისევე როგორც მე
-ხოდა, მე შენ გჩუქნი-გამეცინა, თუმცა როდესაც მან ხელში შეათამაშა ოქროს ნივთი და ხელიდან გაუცურდა, შემდეგ კი ხის იატაკზე, ფიცრებს შორის ჩაცურდა, ორივე გაკვირვებული ვუყურებდით. შემდეგ, ორივეს სიცილი აგვიტყდა
-კიდევ გაჩუქებ, არ მოიწყინო-ლოყაზე მიჩქმიტა დიდი ხელებით.
-აკი მე არ მიჩუქნიაო?-ვითომ გამოვიჭირე სიტყვაში, და აქამდე არ ვიცოდი
-შედი, გაიყინები-არაფერი უპასუხია, ისე მიბიძგა ხელით კარისკენ. მეც მორჩილად წავედი კარისკენ, ვეღარ ვძლებდი მის გვერდით. ვხვდებოდი ტყუილი იყო ჩემს თავთან ნათქვამი ყოველი „მიყვარდა“, ყოველი „მომწონდა“. ახლაც მიყვარდა ის, ახლაც მომწონდა და ახლაც ჭკუა მეკეტებოდა ანდრო ჩხეიძეზე.
--
2016 წელი, 13 დეკემბერი
შუალედურიდან გამოსულები, ყველა დერებანში ვიდექით და ვსაუბრობდით ერთმანეთში.
-მოდით, საიდუმლო სანტა ვითამაშოთ-წამოაყენა იდეა თაკომ, ყველა აყვა, აყვა და მალევე ფურცელზე ყველას სახელი და გვარი ეწერა, მალე ქუდში ჩაყრილ სახელებს სათითაოდ იღებდნენ ბავშვები და მე ვიღაც ჩემთვის არც ისე ნაცნობი გოგო ამომივიდა, ნაცვლად ანდროსი, რომელიც ძალიან მინდოდა შემხვედროდა.
ჩუმად ვუჩურჩულე ელენეს, ვინ შეგხვდამეთქი, მაკაო, მიჩურჩულა მან, მეთქი მე ვიღაც სალომე.
რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, ქეთას შეხვედრია ანდრო, ძალიანაც წუწუნებდა, რა ვაჩუქოო. უაზროდ ვფიქრობდი მასზე ნოემბრიდან მოყოლებული და, უაზროდ ვუბურთავდი ელენეს ტვინს, თან არაფრით ვანებებდი მას, რომ „გაეცნო“ ჩემთვის, თორემ თვითონ დიდი ხანი იყო რაც იცნობდა და მეგობრობდა კიდეც.
უბრალოდ „მცხვენოდა“ და სადაც კი დავინახავდი მერჩივნა შორიდან მეყურებინა, ვიდრე დავლაპარაკებოდი.
--
2016 წელი, 29 დეკემბერი
პირველი წელი იყო, ოჯახთან ერთად რომ არ ვხვდებოდით ახალ წელს მე და ელენე, რამდენიმე ჯგუფელი, სულ 9 ვიყავით წასული ყაზბეგში, ახალი წლის გასატარებლად წასული.
მაშინ პირველად ვიმგზავრე და საერთოდ პირველად დაველაპარაკე ანდროს.
გზაში კვლავ ცუდად გავხდი და კვლავ მოუწია ანდროს უკან გადმოჯდომა, რაც არ გაუპროტესტებია, რა თქმა უნდა.
სახლში მისულებმა თითქმის ვერაფერს მოვაბით თავი, ბიჭებმა ცეცხლი ვერ დაანთეს დიდი შეშებით, იძულებული გახდნენ სახლის პატრონისთვის დაეძახათ, მათი დახმარებით ბუხარიც აგიზგიზდა. გოგონებს დიდი არაფრის კეთება გვიწევდა, მზა საჭმელი დააწყვეს მაგიდაზე მხოლოდ. მე, როგორც ყოველთვის, დივანზე მჯდომი მელოდი საჭმლის „გამზადებას“. ამ მოლოდინში გადაეყარა რამდენჯერმე ჩემი და ანდროს მზერები.
საჭმელიც კი ვერ ვჭამე წესიერად, მცხვენოდა „მისი“ თანდასწრებიტ ღორივით ჭამა.
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი ფანჯარაში ფანტელები რომ შევიშნე და იმხელაზე ვიყვირე, ყველა შეხტა
-თოოვს-ფეხზე წამოვხტი დაბურგერით ხელში გავვარდი მხოლოდ ჟაკეტის ამარა გარეთ.
თან გემრიელად ვილუკმებოდი, თან ფიფქებს ვუშვერდი სახეს.
ყველა გარეთ გამოვიდა. აღტაცებულები იყვნენ ჩემსავით.
სახლის პატრონმა, გარეთ რომ დაგვინახა, ღიმილით შემოგვთავაზა, ცხენებით გაგვესეირნა, ოღონდ დაამატა, მხოლოდ ორი ცხენი მყავს და რიგრიგობით მოგიწევთო, თან შორს არ წახვიდეთ არსად დაიკარგოთო.
მიუხედავად იმისა, რომ ცხენზე არასდროს ვიყავი ნაჯდომი, ისე მომინდა, მაშინვე ავიტეხე, პირველი მე უნდა გავისეირნო მეთქი.
ელენემ მაშინვე დაამატა, მაშინ შენ და ანდრო წადით ჯერ, დანარჩენები ჭამას დავასრულებთ, თქვენ ისედაც დამთავრებული გქონდათო
ყველა დაეთანხმა. სახლიდან ქურთუკი გამოვიტანე და ცხენზე დაჯდომისას მივხვდი, მარტო, ვერანაირად ვერ შევძლებდი მის მართვას, ყველა უკვე შესული იყო, ამიტომ იძულებული გავხდი ჩემი „სატრფოსთვის“ მეთხოვა დახმარება, მარტო კი არა, ისე მიჭირდა უნაგირზე თავის შეკავება, მაშივე ძირს ჩამოსვლა მომინდა.
-აუ, ჩამომიყვანე, გთხოვ-პირველი სიტყვები იყო, რომელიც მას ვუთხარი და ალბათ ძალიან საწყალი თვალებით გავხედე, მანაც, იღლიებში ამომდო ხელი და პატარა ბავშვივით გადმომსვა ცხენიდან
-ძნელი ყოფილა-ძირს მყოფნა მხრების ჩეჩვით ავხედე მაღალ ფიგურას, სიცივისგან ორთქლს რომ უშვებდა პირიდან და სათვალე სასაცილოდ დაორთქლოდა.
არაფერი უპასუხია, გაიღიმა და სათვალე მოიხსნა, უხერხულად.
-კარგი, თუ გინდა ერთად დავჯდეთ-სიჩუმის მერე ისევ ამოიღო ხმა
-იყოს, ვცდი ისევ-ვუთხარი და ფეხი კვლავ უზანგში გავუყარე, დაჯდომაში კვლავ დამეხმარა, მისი ყოველი შეხების ადგილზე ვგრძნობდი როგორ მიხურდებოდა კანი, ალბათ ლოყები წითელი მქონდა სირცხვილისგან, ისევე როგორც ცხვირი სიცივისგან და საშინელი სანახავი ვიქნებოდი.
რამდენიმე წუთი დამჭირდა რომ შევგუებოდი ცხენს, ანდროც მშვიდად იდგა და მელოდა. ბოლოს თავის ცხენზე შემოჯდა, ჩემი ცხენის აღვირი თვითონ დაიჭირა და თითქმის გვერდიგვერდ წავედით. დაძაბული ვიყავი, ერთი მხრივ ცხენზე პირველად ჯდომის გამო, მეორე მხრივ კი ისე ახლოს მოდიოდა ჩემთან ჩხეიძე, მისი ფეხი თითქმის ჩემს ფეხს ედებოდა და ცხელი ჟრუანტელიც არაყივნებდა.
-ნუ ზიხარ დაძაბული, გრძნობს ყველაფერს ცხოველი-მითხრა ჩურჩულით
ვცადე მოშვება, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თითქმის ოცწუთიანი ჩუმი სეირნობის შემდეგ აღვირიც მე მეკავა, და ისე ახლოს აღარ ვიყავით ერთმანეთთან. თუმცა ყინვამ მაიძულა მასთან „განშორება“. ქუდიც სულ სველი მქონდა ფიფქებისგან, ქურთუკიც, სახეც კი, რომელიც მუდმივად მიშვერილი მქონდა ქათქათა ფიფქებზე.
სახლში როგორც კი შევედით მაშინვე ბუხარს მივეჭერით ორივე და მივხვდი, მხოლოდ ჩემს გამო იყინებოდა ნახევარი საათი გარეთ ის, მონაცვლებით გადიოდნენ გარეთ ბავშვები, ბოლოს კი ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ცოტა დაგველია.
--
2016 წელი, 31 დეკემბერი, დილა
შუა ღამეს, რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა, ვერ გავიგე რა იყო, მაგრამ უნებურად წამოვდექი ფეხზე და ნახევრად ძილბურანში მყოფი წავედი საპირფარეშოსკენ, შუქი ავანთე თუ არა, მივხვდი გულისრევის შეგრძნება იყო, რაღაც უცნაური გრძნობა და მაშინვე უნიტაზზე დავემხე, თვალებზე ცრემლები მომაწვა, რამდენიმე ცდაზე კი უკვე მივხვდი, რომ ყველაფერი რაც მუცელში წინა ღამეს ჩავიტენე ახლა უნდა ჩამერეცხა.
კიდევ კარგი, ბატონი ანდრო რომ მომიახლოვდა, კბილები უკვე გამოხეხილი მქონდა და საპირფარეშოც მოწესრიგებული.
-რა ხდება?-გაუკვირდა აშკარად საპირფარეშოში ღამის ხუთ საათზე ჩემი კბილის ჩოთქით ხილვა
-ახლავე გამოვალ-ვუთხარი მოკლედ და კარი არც მიმიკეტავს, ჯერ პირიდან ქაფი გადმოვაფურთხე, შემდეგ რამდენჯერმე ჩავიგუბე წყალი პირში, შემდეგ კი ცრემლიანი თვალები წყლით ამოვიბანე.
გასვლას ვაპირებდი მისი ხელი წელზე რომ ვიგრძენი და დარმწუნებული ვარ, ჩემი რეაქცია იგრძნო, მის შეხებაზე.
-ცუდად ხარ?-გაუკვირდა მას
-ხო, მომწამლა მგონი რაღაცამ-ვუპასუხე და მის ხელს დავხედე
-კარგი, წადი დაიძინე, აღარ დაგაკავებ-სწრაფად ჩამოწია ხელი ჩემი წელიდან და ამჯერად თვითონ მომიკეტა საპირფარეშოს კარი ცხვირწინ.
რა დამაძინებდა, ძილი გატეხილი მქონდა, კუჭი ცარიელი, პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი და ელექტრო მადუღარაში წყალი ჩავასხი.
მაგიდაზე შემოვჯექი და უკვე შაქრითა და ლიმნით გატენილი ჭიქით დაველოდე წყლის ადუღებას.
უკვე ნახევარი ჩაი მქონდა დარჩენილი გამოფხიზლებული ანდრო რომ შემოვიდა ოთახში, კვლავ ფეხშიშველი, სპორტული შარვლითა და მაისურით.
-იცი მაინც რომელი საათია?-გაეცინა მას, ჩემს დანახვაზე და კარადა გამოაღო, ყავა გამოიღო ქილით და თვითონაც დაიწყო მზადება.
კედელზე დაკიდებულ საათს გავხედე
-ექვსის ნახევარი-ვუპასუხე ისე, თითქოს მართლა დრო აინტერესებდა.
-ფუნთუშა არ გინდა?-ყავა გაიმზადა თუ არა, მაცივარი გამოაღო და საგანგებოდ გადანახულ კონტეინერს მოხსნა თავი. ჩემი თანხმობის შემდეგ თეფშზე ორი ფუნთუშა იდო, ორივეს თავზე ნუთელა მოასხა და მიკროტალღურში შედო.
მგონი ამ ბიჭს ჩემნაირი გემოვნება აქვსთქო ვიფიქრე წამოერად
-შევამჩნიე კაფეტერიაში სულ შოკოლადით რომ ჭამ-მითხრა და ნუთელა ისევ მაცივარში შედო, ჟრუანტელმა დამიარა, აბა რას იზამდა, მე მეგონა ორი დღის წინ გავიცანი რეალურად ადამიანი, მან კი ისიც კი იცოდა როგორი ფუნთუშა მიყვარდა და რას ვჭამდი ხშირად კაფეტერიაში.
ჩემს გაოცებულ თვალებზე გაეცინა, ყავა მოსვა და რაღაცნაირი, ისეთი მზერით გამომხედა, მივხვდი, მარტო არ მომწონდა ეს უსაზიზღრესი ადამიანი, მგონი უკვე ჭკუას ვკარგავდი მასზე.
სათვალის უკან, მისი ყავისფერი თვალები თბილად მიმზერდნენ, მე კი მზერას ვერ ვწყვეტდი, არ შემეძლო, ვერ მოვარიდებდი მზერას, ვერც კი შევამჩნიე „დაბრმავებულმა“ როდის მომიახლოვდა, მხოლოდ მის თვალებს ვუყურებდი, და როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, მის ტუჩებს უკვე ვგრძნობდი ჩემსაზე, ალბათ წამიც და ყველა ჩემი სიზმარი რეალობად იქცეოდა რომ ჩვენს სმენას, მიკროტალღურის საზიზღარი წრიპინი მოყვა, გემრიელ სუნთან ერთად.
ყველაზე მეტად იმან გამახარა, წრიპინისთვის ერთი წამითაც რომ არმიუქცევია ყურადღება და ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, კინაღამ გონება დავკარგე, ხელები უნებურად შევუცურე კისერზე და ვერც კი მხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს.
როდესაც მომშორდა, დაპროგრამებულივით ჩამოვხტი მაგიდიდან და მიკროტალღური გამოვაღე, წამი დამჭირდა გასააზრებლად რა მოხდა და მივხვდი, დრო მჭირდებოდა მისთვის ისევ რომ „გამესწორებინა“ თვალი.
ისევ მაგიდასთან იდგა, ერთ-ერთი თეფში მის წინ დავდე და მე ამჯერად ნორმალური ადამიანივით მივუჯექი მაგიდას. ზუსტად ხუთი წუთი ვიჯექით მაგიდასთან უხმოდ და ფუნთუშას მივირთმევდით, სანამ ფეხზე არ წამოდგა
-ბუხარს დავანთებ-მითხრა და ოთახი დატოვა. მე კი ვისარგებლე შემთვევით და ოთახში ავიპარე, რა დამაძინებდა, მაგრამ გათენებას ველოდებოდი, ელენესთვის რომ მომეყოლა ყველაფერი. 8 საათიც არ იქნებოდა რომ გავაღვიძე და ჩურჩულით გავანდე ყველაფერი.
რომ გითხრათ, ახალი წლის ღამემ განსაკუთრებულად ჩაიარამეთქი, მოგატყუებთ, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული, მეგობრებთან ერთად ახალ წელს სხვა ხიბლი აქვს, მაგრან წინა ღამით უძილარს თვალები მეხუჭებოდა მაგიდასთან მჯდომს, რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ კი ისიც არ მახსოვს ოთახში ვინ ამიყვანა მძინარი.
--
2017 წელი, 1 იანვარი.
ყველაზე პირველი რომ ჩავედი დილით მისაღებში არ გამკვირვებია, დარწმუნებული ვიყავი, დილამდე სვამდნენ ბავშვები.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ შემომიერთდა ზუკა, და ნელნელა მიყვნენ სხვებიც.
შუადღე იყო უკვე, თვალებდასიებული ანდრო რომ ჩამობობღდა კიბეებზე.
-ძაან ცუდად ვარ-ამოიოხრა დივანზე მჯდომმა და თვალი მოავლო ოთახს
-ბიჭო, წადი დაიძინე, რას წამოხტი მერე-უკვე გამოფიხლებულმა ზუკამ სიცილით უთხრა
-რაღაც საქმე მაქვს, უნდა გავიდე-მაჯაზე დახედა საათს და შემდეგ ტელეფონში რაღაცას.
-კაი რა საქმე, ხვალამდე ვერ მოიცდის? პირველი იანვარია -ლუკაც არ იყო ანდროზე ნაკლებ დღეში
მაინც წავიდა სადღაც, ზუსტად ერთ საათში დაბრუნდა. დროც კი დანიშნული მქონდა. სამზარეულოში ვიჯექი და ფუნთუშას მივირთმევდი ნუთელასთან ერთად, კვლავ, რომ შემოვიდა და გვერდით მომიჯდა, ჩემს მხარეს იყო შემოტრიალებული მთელი სხეულით და უზარმაზარი ფეხები ჩემი სკამის გარშემო გაეშალა. ჩემი მარცხენა ხელი, თავის ხელში მოიქცია და რამდენიმე წამში ჟრუანტელმა დამიარა, ხელზე ცივი მეტალის შეხება რომ ვიგრძენი.
უნებურად დავხედე ჩემს მაჯას, თხელ, ნაზ სამაჯურზე, უბრალოდ სამი მეტალის რგოლი დაცოცავდა და თითოეულ მათგანზე ფიფქი იყო ჩამოკიდებული. ლამის გაოცებისგან პირი დავაღე, ისეთი ლამაზი და ნაზი იყო, უკვე 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, არასდროს რომ არ მოვიხსნიდი და საჩუქარი ადამიანზე არანაკლებ მიყვარდა.
საჩუქარს მიშტერებულს მისი მისი ცხელი სუნთქვა რომ სახე მომეფრქვა კიდევ უფრო გამიშტერდა თვალი მბრწყინავ მეტალზე.
ყვრიმალზევიგრძენი მისი ცხელი ტუჩები, შემდეგ კი ყურის ნიჟარისკენ გაცოცდნენ ისინი
-როდის მივხვდი იცი რომ მიყვარდი?-მისი ჩურჩული, ისეთი ხმადაბალი იყო, ძლივს მესმოდა, სამაგიეროდ ტუჩების მოძრაობას ვგრძნობდი კარგად.
გავიაზრე თუ არა რა მითხრა? ალბათ იმ წამს ვერა, რადგან მან კითხვა დამისვა, მე კი ვერ შევუბრუნე კითხვაზე კითხვა, ვერ გამოცება გამოვხატე, ვერც თვალი მოვაშორე სამაჯურს.
-ცხენზე მჯდომი, თეთრ სახეს, თეთრ, შენსავით, ნაზ და ლამაზ ფიფქებს რომ უშვერდი სახეს-მისი სიტყვები ბოლო იყო, რაც იმ დროს, იმ ოთახში მითხრა, კიდევ ერთხელ დამიტოვა კოცნა ყვრიმალზე და გაშტერებული დამტოვა ოთახში.
მხოლოდ ელენეს და მაკას შემოსვლის შემდეგ ძლივს გამოვფხიზლდი და გავიაზრე რე მითხრა, ამაში, რა თქმა უნდა, ელენეც დამეხმარა, რომელმაც სწრაფად წამომაგდო ფეხზე და მისროლა მისაღებში, რათა პასუხი გამეცა ანდროს გრძნობებისთვის.
ბუხართან იჯდა, სხვებიც იქ იყვნენ ამიტომ რა თქმა უნდა, მხოლოდ მივედი და ბავშვებს შორის, როგორც მჩვეოდა ჩავეკვეხე.
მერე ელენემ და მაკამ, ნელნელა გაყარეს მისაღებიდან ხალხი და კვლავ მე და ანდრო დავრჩით.
-მგონი შენი და გიჩალიჩებს-მითხრა ღიმილით და დივანზე ჩემს გვერდით გადმოჯდა
-ხო ვიცი-თავი დავუქნიე და კვლავ გავუსწორე მზერა. ჩუმად მიყურებდა, იცოდა პასუხი რომ უნდა მეთქვა, არ მაჩქარებდა, იჯდა და მშვიდად მელოდებოდა.
-გისმენ-ბოლოს გაეცინა ისევ და მისი თითები ჩემს ცხვირს შეეხო.
თითქოს მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა.
-მეც-მეთქი, ერთი ეს ვუთხარი და მის ყელში ისეთი სისწარით ჩავრგე თავი, ვერც გაიაზრა, სახეზე ვგრძნობდი ჭარხალივით წითელი ვიყავი, პირვლად „ვუხსნიდი „ სიყვარულს ბიჭს.
მისი ხელის შემოცურება ვიგრძენი წელზე, ტუჩები კი თმაზე და დიდხანს ვიჯექით ასე, გაუნძრევლად.
---
2017 წელი, 28 დეკემბერი.
ძლივს მივაღწიეთ ტატუ სალონამდე. ჯერ ის იჯდა სკამზე, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ბუმბულს უსვამდნენ კანზე და არა ტატუს ახატებდნენ.
მე ლავიწყე გადავწყივტე მისგან განსხვავებით, ასე, ჩვენი გაცნობიდან ერთი წელი „დავაგვირგვინეთ“ „ფიფქებით“
მოკლედ რომ ვთქვა ფიფქები დავიხატეთ რა.
--
2018 წელი, თებერვალი.
ვერ ვიტყოდი უარს ამ შანსზე, ვერ გავწირავდი ჩემს მომავალს, მძიმე იყო ჩემთვის და ძნელი დათანხმება საფრანგეთში სწავლის გაგრძელებაზე, ვერც ოჯახს ავუხსნიდი რატომ ვამბობდი უარს ასეთ შანსზე.
არ შეხვედრია ცუდად ანდრო ჩემს წასვლას. წელიწადნახევრით წასვლას.
მაგრამ დრომ ყველაფერი გააფუჭა, მანძილმა ყველაფერი გააფუჭა.
ხან მე არ მეცალა სასაუბროდ, ხან მას, როდესაც ვსაუბრობდით ვატყობდი, ნაწყენი იყო, არა ჩემი წასვლით, არამედ ჩემი „მოუცლელობით“, ჩემი რამდენიმე ახალი მეგობრით, თუმცა არაფერს იმჩნევდა, ის ძველი ანდრო იყო, რომელიც მიყვარდა, ეს პირველ თვეებში, მერე უკვე არვიცი, ერთ დღეს ელენემ დამირეკა აწითლებული თვალებით, ვერ მითხრა რა სჭირდა, ხან უნდოდა თქმა, ხან არა, ბოლოს, უთქმელად გამითიშა, მაგრამ მისი ზარი შუაღამეს რომ შემოვიდა ტელეფონზე მივხვდი, არ იყო საქმე უბრალოდ.
-ანდროს ავარია მოუვიდა, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ახლა კარგადაა, ფეხი აქვს მოტეხილი და ტვინის შერყევა-მომაყარა უცებ, გავგიჟდი, დავპანიკდი, ამიტყდა ტირილი, ვერ გავიგე, მეყიდა ბილეთი დღესვე, წავსულიყავი საქართველოში, თუ არა. თან ასეთ ცუდ პერიოდში, ერთი გაცდენაც რომ ჩემს მომავალს უკან წევდა.
რამდენიმე წამი დამჭირდა მხოლოდ მისი სიტყვებიდან ამ ფიქრებისთვის და ზუსტად 10 წამში ვიცოდი, საქართველოსკენ მიმავალ ბილეთს ვიყიდდი როგორც კი გავთიშავდი ტელეფონს
-ანის მანქანით მოუვიდათ ავარია, ანი იჯდა საჭესთან-დაამატა მან, ანი, ჩვენს ჯგუფელს გულიხმობდა 100-ი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
ეჭვიანობა ჩემთვის რა იყო აგიხსნით ახლა, არ ვეჭვიანობდი ანიზე მაშინ, ჯერ კიდევ რომ არ ვიცნობდი ანდროს, მაგრამ მომწონდა და მათ ურთიერთობა ჰქონდათ.
ვიცოდი როგორი ურთიერთობაც ჰქონდათ, არ ვეჭვიანობდი, ან რა უფლებით უნდა მეეჭვიანა, არც კი ვიცნობდი და არანორმალური იქნებოდა ურთიერთობა რომ არ ჰქონოდა არავისთან.
მერე უკვე როდესაც მივხვდი, ჩხეიძე ჩემთან იყო და არც კი მიღირდა მასზე ეჭვიანობა, არც კი მიფიქრია რამე.
მაგრამ ახლა კვლავ წამის მეასედში ჩავფიქრდი, რა უნდოდა მასთან.
-მის სანახავად ვიყავი, ვკითხე, რა გინდოდა მაგასთან-მეთქი-მიყვებოდა ელენე, მე კი ხმას ვერ ვიღებდი.
-მიპასუხა, არც შენი და არც შენი დის საქმე არააო, მოკლედ, 1 კვირაა უკვე, მაგ ორს ერთად ვამჩნევ და, შენთვის რომ არ მეთქვა ვერ მოვისვენებდი. მინდოდა მეთქვა და შენ კი ყველაფერი გაგერკვია მაგასთან. მე ძაან მეწყინა-მითხრა და არც მოუსმენია ჩემი პასუხი ისე გამითიშა.
ელენე არ იყო ადამიანი, ვინც ჭორის დონეზე მომიყვებოდა ჩემი შეყვარებულის საქმიანობას, ან ვინც რამეს გააბუქებდა, ან ის ვისაც ხშირად წყინდა, მისი გაბრაზება და სიმართლის თქმა ნიშნავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო.
როგორც წინა ათ წამში მქონდა გადაწყვეტილი, მაშინვე ვიყიდე ბილეთი, არვიცი როგორ, ფრენა სამ საათში იყო და არც კი ვფიქრობდი მოვასრებდი თუ არა აეროპორტში მისვლას რეგისტრაციის დასასრულამდე.
მაგრამ მივასწარი, 4 საათიანი ფრენის, შემდეგ კი სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ პირდაპირ საავადმყოფოში მივედი მასთან
ეძინა, თავშეხვეულს და ფეხზე თაბაშირდადებულს. სათვალის გარეშე კვლავ მეუცხოვა მისი დანახვა, თან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი სახის ნაკვთებიც კი შეცვლილი მეჩვენა, დაკაცებული, გადასხვანაირებული.
შუბლზე ნელა მოვუსვი ხელები და აკანკალებული ტუჩები მივაწებე ტუჩებზე.
წამში გაახილა თვალები, გაკვირვებული ჩანდა, რამდენჯერმე დაახამხამა კიდევ, შემდეგ კი შუბლი შეკრა, რაზეც როგორც ჩანს თავი ეტკინა და უფრო შეჭმუხნა შუბლი.
-რატო ჩამოხვედი?-არ იყო მისი დახვედრა შესაფერისი
-რომ გავარკვიო, რა ხდება-ვუთხარი და მის თავთან, სავარძელზე დავჯექი, მისი ხელი ხელებში მოვიქციე და ტუცებთან მივიტანე, არ ველოდი რომ ხელს გაწევდა, მართლა არ ველოდი და იმდენად მეწყინა, სულ რომ ანისთან ეღალატა, შეიძლება ასე არ გავბრაზებულიყავი. თვალები ცრემლებით ამევსო და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
-ალბათ მარტო რომ მოვყოლილიყავი ავარიაში არც ჩამოხვიდოდი-მითხრა და წამოჯდომა მაცა, დახმარება ვცადე, მაგრამ ისეთი თვალებით ამომხედა, წამში გავშრი.
-ალბათ ახსნას ელი, რა მინდოდა მასთან ერთად, მაგრამ არა, არაფრის ახსნას არ ვაპირებ, ჯერ შეგიძლია ორი კვირის გამოტოვებული ზარები შეამოწმო შენს მობილურზე.-მისი ხმა ირონიული იყო.მის ხმაშიც იგრძნობოდა ტკივილი, ბოღმა და ირონია, განა ვამტყუნებდი? ეს რომ მას გაეკეთებინა ალბათ იგივეს ვიფიქრებდი მე, მაგრამ მართლა არ მეცალა, მართლა გადარბენაზე ვიყავი, მართლა დღედაღამეს ვასწორებდი მეცადინეობაში, არ იყო ადვილი გამოცდების ჩაბარება უცხო ენაზე.
-ახლა კი, აქედან წადი, დაბრუნდი იქ, სადაც ახლა ხარ და შეგიძლია აღარც კი დაბრუნდე-ისე მითხრა, თითქოს სულერთი იყო მისთვის, კომოდზე დადებულ ტელეფონს და ყურსასმენებს დაწვდა და თვალები დახუჭა, ალბათ ერთი საათი მაინც ვიჯექი იქ ისე რომ არცერთი არ გავნძრეულვართ, თვალებიდან ღაპა ღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, ვადანაშაულებდი ჩემს თავს მაგრამ, მასაც ხომ შეეძლო ოდნავ მაინც გაეაზრებინა ჩემი მდგომარეობა? არა ამის მიუხედავად მაინც ჩემს თავს ვადანაშაულებდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, მე ვერ ვაპატიებდი მას იმ დანაშაულსაც კი, რომელიც მე ჩავიდინე, ოთახში ანი რომ შემოვიდა და ტუცებზე აკოცა, სადაც რამდენიმე საათის წინ მე დავუტოვე მონატრებული კოცნა, მაშინ იდინა მლაშე სითხემ უფრო ძლიერად ჩემი თვალებიდან როდესაც მის არაფრისმთქმელ მზერას გადავაწყდი და ფეხზე წამოვდექი.
-მართალი ხარ, აღარ დავბრუნდები-მშვიდად ვიტყოდი, რომ არა ჩემი გატეხილი ხმა, რომელიც მალე ზლუქუნში გადაიზარდა და ელენესთან გაშვებული ზარი.
დიდხანს მამშვიდებდა ტყუპისცალი საავადმყოფოს ეზოში, ბოლოს ისევ ჩემი მოთხოვნით ისე დავბრუნდი უკან იმავე საღამოს, მშობლებიც კი არ მინახავს და საერთოდ გავწვიტე ურთიერთობა ანდრიასთან.
ყველაფრის მიუხედავად ორი რამ ცხადი იყო ჩემთვის
ურთიერთობის დანგრევის მიზეზი თავდაპირველად ჩემი თავი მეგონა, მაგრამ მერე მიხვდი, არ ვიყავი ეს მე, მაშო, არამედ ანდრო იყო ყველაფრის თავი და თავი.
მე გავუგებდი, მე გავუშვებდი.
მეც გავბრაზდებოდი იმაზე რაც მე გავაკეთე, ანდროს ადგილზე, მაგრამ მაშინვე უკან არ ავეკიდებოდი სხვას.
მე უკან არ გავაბრუნებდი ჩამოსულს, მას შანსი ქონდა, რომ დავეტოვებინე იქ, მეთქვა სულ რაღაც 4 თვის მერე ყველაფერზე უარი და საქართველოში დავბრუნებულიყავი.
დამნაშავე მე ვიყავი, მაგრამ მაინც ის იყო, და არვიცი, როგორი წარმოდგენა მქონოდა ამის შემდეგ მასზე,არვიცი რა მეფიქრა, არ იყო ის ჩვეულებრივი ბიჭი და არ მყავდა წარმოდგენილი როგორც „ქალი ვიცი მე „კუხნაში“ და სწავლა რა ქალის საქმეა“ და რაღაც ათასი სტერეოტიპული სისულელე.
არვიცი რა დაემართა. მაგრამ იმოქმედა ალბათ წელიწადნახევარმა.
მეოთხე კურსი იწყებოდა საქართველოში რომ განვაახლე სწავლა, ჩეულებისამებრ. ანდრო ლექციებზე არ ჩნდებოდა, მითრეს მუშაობა დაიწყო და აღარ ცალია მხოლოდ გამოცდებზე დადისო.
დიდად არც მაინტერესებდა, მთავარი იყო სამეგობროს დავუბრუნდი, ჩემს დას ოჯახს. ელენე მაინც ჩემზე მეტად იყო გაბრაზებული, მის ტანით „პატარა“ დას რომ გული ატკინეს და რამდენიმე წუთითაც თუ გადაეყრებოდა ანდროს, ისე კინკლაობდნენ, თითქოს პატარა ბავშვები იყვნენ და სათამაშო ვერ გაიყვეს, ან ერთმა მეორეს რაიმე წაართვა და აღარ უბრუნებდა.
--
2019 წელი 3 იანვარი
ბავშვები შინ ბრუნდებიან, მე კი არ, ან ვერ.
ყველა წავიდა, მე დავრჩი, ამჯერად მასპინძლის სახლში დავიდე ერთ-ერთ ოთახში ბინა.
მოხუცი კაცი იყო, ცოლთან ერთად. მთელი დღე სიამოვნებით ვკითხულობდი წიგნს, ან ვსიერნობდი ცხენით, ან ბებოს დავყვებოდი სოფლის საქმეებზე.
მართალია ელენეს გული დაწყდა მაგრამ 12 იანვარს არ ჩავედი ჩვენს დაბადების დღეზე. თითქოს დეპრესია მქონდა, თან არც მქონდა. ანდროს გარეშე ყოფნას შორ მანძილზე უფრო ვიტანდი აშკარად ვიდრე ახლო მანძილზე.
ყოველწამს წარმოვიდგენდი, რომ მოდიოდა და უბრალოდ ბოდიშს მიხდიდა, მერე მეც ვთხოვდი პატიებას და ჩვენი წყვილი კვლა აღდგებოდა, ყველა სისულელეს დავივიწყებდი, მაგრამ არა და არ დგებოდა ეგ დღე.
13 იანვარი იყო ღამე, ძველით ახალი წელი მოდიოდა, ალბათ იცით, სოფლებში უფრო 13 იანვარს აღვიშნავენ ხოლმე ვიდრე თვითონ პირველს.
ოჯახიც განსაკუთრებულად ემზადებოდა.
12 სრულდებოდა გარეთ მოულოდნელი ფეიერვერკების ხმა რომ გაისმა და ყველამ გავიხედეთ უნებურად.
ანდრო იდგა გარეთ, ფეიერვერკები კი მის თავზე, ცაზე ფეთქდებოდა.
ანდრო იდგა ისეთივე, როგორიც მაშინ, როდესაც გავიცანი, უბრალო, საყვარელი და ჩემთვის ძვირფასი, უბრალოდ ჩემზე შეყვარებული ანდრო.
ნელი ნაბიჯით მივედი მასთან და მის წინ გამოშვერილ ხელს დავაკვირდი, რამდენიმე ფიფქი იყო ხელის გულზე, წყვილი საყე და ყელსაბამი, რომელსაც დამპირდა.
-მაპატიე, კარგი?-ჩემს პირს პირველი მოწყდა ეს სიტყვები, მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში მისგან ველოდი. მხოლოდ მერე მივხვდი, არ ქონდა აზრი ვინ დააშავა და ვინ იხდიდა ბოდიშს, რა სისულელისთვის არ ვიყავით ერთად წლები, უბრალოდ ჩვენ ერთად ყოფნა გვინდოდა, ერთად ყოფნა და სიყვარული, ერთმანეთის გარეშე არაფერი იყო ჩვენი არსებობა.
-მაპატიე, კარგი?-გაიმეორა მანაც ჩემი სიტყვები და მოულოდნელად, მაღალი სხეული მიწაზე მუხლით მდგომი რომ დავინახე, ვიფიქრე, რას აკეთებს ხომ არ გააფრინამეთქი, მერე მივხვდი ხელს მთხოვდა და დავმშვიდდი. ბეჭედის გახსნაც არ ვაცადე თანახმავარ მეთქი რომ ვუთხარი, რაზეც ეზოს გარედან ხარხარი მოისმა და 7 სხეული შემოვარდა ერთმანეთის მიყოლებით, სტვენით, აპლოდისმენტებით, ფეიერვერკებით, ბუშტებით და შამპანიურებით, მაგრამ მთავარი მისი ცხელი ტუჩები იყო, ჩემსაზე რომ ვგრძნობდი და ის ბეჭედი, თითს რომ დამიმშვენებდა დარწმუნებული ვარ ცხოვრების ბოლომდე, სიკვდილამდე, უკანასკნელ წამამდე......


მოკლედ, პირველ რიგში ვიცი რა საქონელიც ვარ, აუცილებლად, აუცილებლად დავდებ სრულად წინა ისტორიას, ოღონდ არ ვიცი როდის, ჩემს ლანძღვას აზრიც კი აღარ აქვს, მეც ვიცი რა უპასუხისმგებლო ვარ
ახლა კი საახალწლო განწყობას შემოგაპარებთ ნელნელა............



№1 სტუმარი სტუმარი ნინია

ჰმმმ
ამეტირა
ნახვამდის.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ნინია
ჰმმმ
ამეტირა
ნახვამდის.

❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

წინა ისტორიას აღარ აგრძელებ?

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ლიზა
წინა ისტორიას აღარ აგრძელებ?

კი გავაგრძელებ აუცილებლად❤️❤️იქეთ კვირაში სავარაუდოდ სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ

 


№5  offline წევრი Maia G.

რა ტკბილი გოგო ხარ ❤❤❤
მიყვარს შენი ისტორიები ❤❤❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Mai dire mai
რა ტკბილი გოგო ხარ ❤❤❤
მიყვარს შენი ისტორიები ❤❤❤

მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

თბილი და ტკბილი,შენებური როგორც ყოველთვის.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი მაკო
თბილი და ტკბილი,შენებური როგორც ყოველთვის.

დიდი მადლობა❤️

 


№9 სტუმარი Mari

Kargi iyo saaxalwlo ganwyoba shemiqmna velodebi areulobaas....

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Mari
Kargi iyo saaxalwlo ganwyoba shemiqmna velodebi areulobaas....

მადლობა დიდი❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

უფრი მეტი დიალოგი მინდოდა ანდროსთან :დ
ისე, მშვენიალურია. :)

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

პენელოპე
უფრი მეტი დიალოგი მინდოდა ანდროსთან :დ
ისე, მშვენიალურია. :)

:დდ მადლობა შემდეგ ისტორიაში ვეცდები შენი რჩევა გავითვალისწინო❤️❤️

 


№13  offline წევრი izabella

პატარა და თბილი ისტორია იყო❤❤❤

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

izabella
პატარა და თბილი ისტორია იყო❤❤❤

მადლობა დიდიიიი❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი kiki

kargi istoriaa

 


№16  offline წევრი TamoTi

ძალიან მომწონს მე შენი ისტორიები.პატარა საყვარელო და ემოციებით სავსე

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Tamuna Gogaladze
ძალიან მომწონს მე შენი ისტორიები.პატარა საყვარელო და ემოციებით სავსე

დიდი დიდი მადლობა <3 <3 <3 <3

 


№18 სტუმარი სტუმარი Eka

Dzaan magaria <3 jinvali rom davinaxe tvalebi amivida shublze dd ise ert kvirashi vtamashobt secret santas da kai ideaa :D <3

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
სიტკბო ელენე ❤❤ სიკვანუნი ელენე ❤❤
ტკბილი, მოცუცქნული, საყვარელი და პოზიტიური ისტორია ...

ჟოზეეეეეეეე :დ:დ

 


№20  offline წევრი მარ ია

????❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent