შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი 3 თავი.


13-12-2019, 05:06
ავტორი zia-maria
ნანახია 2 811

ყველაფერი აირია,ყველა ვიღაცის ან რაღაცის შიში ჰქონდა და თავის თავში ჩაკეტილები გამოსავლის ძიებაში ხელს უშლიდნენ ერთმანეთს.მთელი თავისი ცხოვრების 35 წელი ჰარმონიაში და მის სიამოვნებაში გაატარა,თავის დადგმულ ხაფანგებში აბამდა ხალხს და ცხოვრებას უმწარებდა.სწორედ ეს იქცა მისი ცხოვრების შავ ლაქად,ცოდვა მოედო მთელ მის გონებას და ვისაც კი დაუახლოვდა ყველა ცოდვიანი გახადა.მათაც შავი ლაქა გაუჩნდათ სულში და მათაც მოედო ცოდვა სიმსივნესავით.ხატიას საუბრის და წასვლის შემდეგ დაფიქრდა მის განვლილ ცხოვრებაზე და ინანა,რამდენი მუდარით სავსე თვალები გაახსენდა,მაგრამ სინანულმა დაიგვიანა.ეგონა ვერავინ გაიგებდა მის ჩადენილ უმსგავსო და უპატიებელ გმირობებს,მაგრამ ერთ დილით მოაკითხა ცოდვის გადასახდელად უცნობმა.ეს ცოდვა იყო რომელსაც ემალებოდა უამრავი წელები და ძალიან ფრთხილობდა არ გაეგო მისი შავი საიდუმლო არავის.ახალი გაღვიძებული იყო და ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობდა კარზე ზარის ხმა რომ გაიგონა,ადგა და ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა ვერც გაიაზრა რა მოხდა,კართან ნიღბიანი უცნობი იდგა რომელსაც გაოცებული უცქერდა.
-დილიდან ხუმრობის ხასიათზე ხარ?
-მე არ ვხუმრობ,მოვედი რომ შენი ცოდვებისთვის დაისაჯო.უთხრა უცნობმა და იარაღი დაუმიზნა.იარაღის დანახვაზე ზვიადიმ შეეცადა კარი დაეკეტა,მაგრამ სამმა გასროლამ ის ღიად დარჩენილ კარში უგონოდ წააქცია.

უხმოდ მიდიოდა მოწყენილი და მხრებჩამოყრილი,ფიზიკურად არაფერი ტკიოდა,მაგრამ სული ტკიოდა,გული ტკიოდა და ტკიოდა ის სიმარტოვე რომელსაც უკვე რამდენიმე კვირა იყო განიცდიდა.ებრძოდა მარტოსულობას,მაგრამ ვერ შეძლო მისი დამარცხება,მასში მისი შინაგანი ხმა მთელი ხმით ტიროდა და მოთქვამდა,ტიროდა უხმოდ და ტირილის ჩუმი ქვითინი მხოლოდ მას ესმოდა.მალიბუს საფლავთან შეჩერდა,მხოლოდ ერთი სიტყვა ამოთქვა გულმა და მუხლებზე დაეცა,საათზე მეტი იყო ასე და ტიროდა.
-რატომ,რატომ მალიბუ რატომ.ვიღაცამ შეეხო და შეეცადა წამოეყენებინა,თავი ასწია და მის გვერდით კომისარი იდგა.
-უკან გამოგყევი,ვიცოდი აქ მოდიოდი.უნდა შეეგუო ნიკოლოზ ვიცი რომ ძნელია, მაგრამ უნდა გაიაზრო რომ მალიბუ აღარ დაბრუნდება.
-გული მტკივა,სული მეწვის აქ არ უნდა იწვეს მალიბუ და ვერ მოვისვენებ მანამ სანამ მალიბუს მკვლელს არ ვიპოვი.
-ვიპოვით,გპირდები რომ ვიპოვით.თავისივე ხელით მიიყვანა მანქანასთან და წინ დასვა.უხმოდ მივიდნენ განყოფილებაში და ორივე გულში მხოლოდ მალიბუს მკვლელზე ფიქრობდა.
   ნანგრევებად ქცეული ნასახლარი,გაშავებული კედლები და კედლებს შორის ამოსული უზარმაზარი ბალახები.სწორედ ამ ნანგრევებისკენ მიიჩქარის სხვადასხვა გზით ორი ადამიანი,ერთი ვისაც სიცოცხლე წაართვეს და ფიზიკურად მოკლეს ეს არის ქალი ვინც ცოცხლად გამოიარა ჯოჯოხეთი ახლა გამწარებული და კბილების ღრჭიალით,გაცხოველებული სუნთქვით მიიჩქარის დანიშნულ ადგილზე.მეორე კი ამ ცხოვრებას მორგებული და მის ფეხქვეშ გართხმული ყველა,რადგან მისი ფული ძლიერობს და ფულით ყიდულობს ყველას უკვე იქ იდგა და ელოდა ერთ დროს მისთვის საყვარელ ქალს.მივიდა და ჯერ სინანულით შეავლო შორიდან თვალი ნანგრევებად ქცეულ კედლებს.ინდირა შორიდან უცქერდა ადამიანს ვის სუნთქვასაც ერთ დროს საათობით უსმენდა და თავის სამომავლო გეგმებს უზიარებდა,მაგრამ სწორედ ამ ადამიანმა მიაყენა უზარმაზარი ტკივილი.საათზე დაიხედა და შემობრუნდა,შემობრუნდა და სწორედ მის უკან მდგარ ქალს თვალებში ჩახედა.
-ინდირა?
-მოვედი,მეც აქ ვარ. გახსოვს ეს ადგილი? აქედან დაიწყო ყველაფერი და აქ დასრულდება.ინდირამ იარაღი ამოიღო და გაგას დაუმიზნა,მაგრამ გაგა ადგილიდან არ განძრეულა,არც შეშინებია იდგა და უცქერდა მის მიერ განადგურებულ ქალს.

   ნიკოლოზმა მის მაგიდაზე დადებულ რამდენიმე საქმეს გადახედა და გული ვერ დაუდო,ადგა და გულმა ისევ სასაფლაოსთან მიიყვანა,იქ 22 წლის ქერა თმიანი გოგონა იდგა,ნიკოლოზისთვის არც შეუხედავს ისე უთხრა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი და გელოდებოდი.
-ვინ ხარ,აქ რას აკეთებ.
-მე ვარ ნამდვილი ანამარია ბიბილური.
-შეწყვიტე ზღაპარი და თქვი ვინ ხარ.
-გითხარი ვინც ვარ და გჯერა თუ არა ეს შენი გადასაწყვეტია.წლების წინ ბედნიერი ანამარია ბიბილური ვიყავი,მაგრამ სახელი და გვარი შემიცვალეს და ახლა ვარ მალიბუ არჯევანიძე.
-მალიბუ? შენ მალიბუ გქვია და გვარიც იგივე გაქვს,არჯევანიძე?
-აი ნახე ჩემი პირადობა,ჩემი სახელი და გვარი 22  წლის წინ შეცვალეს.
-ვინ ხარ,ანამარია? მალიბუ? როგორ დაგიძახო.
-ორივე სახელი ჩემია და ორივე სახელზე ვრეაგირებ.
-რა გინდა,რის მიღწევას ცდილობ.
-უნდა მომისმინო.
-რა უნდა მოგისმინო ან რატომ,გგონია შენს მოგონილ და შექმნილ ზღაპარს დავიჯერებ? მოიცადე შენ,შენ მოკალი მალიბუ?
-მეეეე? რისთვის და რატომ უნდა მომეკლა,ის ჩემი მეგობარი იყო და რა მიზეზი მქონდა მე ის მომეკლა? ჩვენ 13 წელი ერთად ერთ ოთახში ვცხოვრობდით.
-რას გულისხმობ,რომ ამბობ ცხოვრობდით,სად ცხოვრობდით ერთად.
-ტონი გააკონტროლე ნიკოლოზ ჩემთან საუბრის დროს.
-გააგრძელე.
-ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდით ერთად და მისი ნამდვილი სახელი იყო მარი ნიკოლაძე.
-საინტერესო ისტორიაა.
-გინდა ბოლომდე მომისმინო?
-მინდა,ბოლომდე უნდა გავიგო შენი ისტორია.
-მაშინ დაგელოდები,როცა გულით მომისმენ და მეც მაშინ მოგიყვები.ანამარია წავიდა და ნიკოლოზი ადგილიდან არ დაძრულა,მხოლოდ თვალით გააცილა მიმავალი და ჩაილაპარაკა.
-ვინ ხარ,რისი დამტკიცება გინდა.მინდა ბოლომდე მოგისმინო ძალიან დამაინტერესე რას მეტყვი.
-შენ გააკეთე ყველაფერი,შენ დაუშვი რომ მე ადამიანის ფიტული გავმხდარიყავი.ყველაფერთან ერთად გული ამომაცალე წაიღე,წამართვი ყველა და ყველაფერი რაც და ვინც გამაჩნდა.ჩემი ცხოვრება,ჩემი ოჯახი და გამასამართლე იმ დანაშაულისათვის რომელიც მე არ ჩამიდენია.მომსპე და გამანადგურე ქალი ინდირა ვერულაშვილი არ არსებობს,რადგან შენ მოკალი ის ქალი.პირველად მაშინ მომკალი როცა ბავშვის არსებობა გაიგე და ორსული მიმატოვე,მეორედ მაშინ მომკალი როცა ჩემი ქმარი მოკალი.მესამედ როცა ჩემს შვილს დამაშორე და ეს ყველაფერი არ გეყო,ვერ გაძეხი ჩემი წამებით.სახლიც წამართვი,დედაჩემის სახლი წამართვი და ყველაფერს ხაზი რომ გადავუსვა შენ გზიდან შენი საკუთარი შვილი ჩამოიშორე,ჩვენი შვილიც შენ მოკალი გაგა შენ ხარ მკვლელი.
-ინდირა უნდა მომისმინო.
-არა,არ მინდა შენი ხმა მესმოდეს,არ მინდა სუნთქავდე რადგან შენ ძალიან საშიში ადამიანი ხარ.დამპირდი რომ გაუფრთხილდებოდი,მაგრამ თავად მოიშორე ჩვენი შვილი.
-ვუფრთხილდებოდი,გავაკეთე ის რასაც ყველა მამა გააკეთებდა ინდირა.
-ტყუი,ტყულების ოსტატი ხარ ის მკვდარია და როგორ გაუფრთხილდი.მხოლოდ ის მყავდა,მხოლოდ მისი არსებობით მეც ვარსებობდი და ვსულდგმულობდი, ახლა? ახლა რა მიზეზით უნდა გავაგრძელო სიცოცხლე.
-იმ მიზეზით რომ ერთად ვიპოვოთ ჩვენი შვილი,მალიბუ არ იყო ჩვენი ქალიშვილი.ინდირა მომისმინე,გოგონა ვინც მოკლეს ის არ იყო ანამარია და ამაში დარწმუნებული ვარ.ინდირამ გაოცებულმა შეხედა გაგას და დაბნეულმა კითხა.
-რააააა? რას ბოდავ,მალიბუ არ იყო შვენი შვილი,აბა ვინ იყო.
-არ ვიცი.
-მაშინ სად,სად არის ჩვენი შვილი.
-გპირდები ვიპოვი,აუცილებლად ვიპოვი.

ნიკამ თავი ხელში აიყვანა და ანამარიას უკან გაყვა,მკლავში ხელი მოკიდა და მისკენ მიაბრუნა.
-რა გინდა,ხელი გამიშვი.მკაცრად დაუდგა ანამარია.
-გინდოდა ბოლომდე მომესმინა,მეც გისმენ.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,გპირდები ბოლომდე მოგისმენ.
-მე ჩემი ცხოვრება მომპარეს,გამომყევი თუ მართლა გაინტერესებს ისტორია ბოლომდე მოისმინო.ანამარია წინ გაუძღვა ნიკას და ისინიც იმ ნანგრევებთან მივიდა სადაც სულ რაღაც ერთი წუთის წინ ინდირა და გაგა საუბრობდა.
-წავიდეთ აქედან,დაგვინახავენ.
-სად წავიდეთ გაგა.
-წავიდეთ აქედან და ყველაფერს გეტყვი.
-არა,ჯერ მითხარი როგორ ან საიდან იცი რომ ის არ იყო ანამარია.
-ყურადღებით ვიყავი და მის ამბებს ხშირად ვკითხულობდი,მაგრამ მასთან მისვლას და ნახვას ვერ ვახერხებდი,სწორედ ამიტომ შევცდი.დამაგვიანდა,სიმართლე გვიან გავიგე.ნიჭიერი იყო,უმაღლესში ჩაირიცხა უფასოზე. შემდეგ გავიგე რომ ალექსანდრესთან გადავიდა საცხოვრებლად,ალექსანდრე მამასავით ყავდა,მაგრამ მისი ცხოვრების ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი.
-კომპანიაში მიიღე,თუ არ იყავი დარწმუნებული როგორ მიიღე და ამუშავე შენს გვერდით.
-ყველაფერს ვაკეთებდი,რომ ის ბედნიერი ყოფილიყო.
-გაგა არ მაინტერესებს სხვა არაფერი,ის რაც მითხარი შეგიძლია დაამტკიცო რომ ის არ იყო ჩვენი შვილი?
-დავამტკიცე უკვე,აი ეს ნახე.
-ეს რა არის.ინდირამ გაგას ქაღალდი გამოართვა გაშალა და გაგას შეხედა.
-დნმ-ის ანალიზი? არა,არ ემთხვევა უარყოფითია.ეს,ეს სიმართლეა? გაოცებული უცქერდა ინდირა გაგას.
-ეჭვი შემეპარა პირველად მის ასაკში,ის 22 წლის იყო.პირველად არ მივაქციე ყურადღება,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი.დრო და დრო შევამჩნიე რომ ქრებოდა ანგარიშებიდან თანხა და კომპანია კოტრდებოდა,ის ცდილობდა კომპანიის განადგურებას.ერთ დღეს დავიბარე და ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ შევთავაზე ცოტა დაგველია და დამთანხმდა,მისი წასვლის შემდეგ სწორედ იმ ჭიქიდან გავაკეთე ეს ანალიზი და ჩემი ეჭვები გამართლდა.
-ვინ იყო ის გოგონა,ვინც მალიბუს სახელით გაგეცნო გაგა.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი.
-მგონია კიდევ რაღაცას მიმალავ ან მეთამაშები და ან ძალიან გიხარია ჩემი განადგურებული სახის შეხედვა.
-მომისმინე ყურადღებით.თუ ჩემი არ გჯერა,შეგიძლია გააკეთო შენც იგივე ანალიზი,მხოლოდ მიცვალებულის ამოღება მოგიწევს და ეს ხმაურს გამოიწვევს,ეს არავინ არ უნდა გაიგოს რადგან თემა ძალიან სერიოზულია.ჩემს გარშემო მყოფ მტრებს ჰგონიათ რომ მალიბუს სიკვდილით გამანადგურეს,მალიბუ ჩემი ქალიშვილი იყო ეს განცხადება ხმამაღლა განვაცხადე და ჰგონიათ ასე დამამარცხეს.
-ეს რატომ გააკეთე,რატომ.
-ინდირა ვიღაცამ ჩვენი შვილი მოკლა,თუ მტერი გაიგებს რომ ეს ტყუილია და ანამარია ცოცხალია,უნდა ვიცოდეთ ორივემ რომ ჩვენი ანამარია საფრთხეშია,მტერი მას დაუწყებს დევნას.ის რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ სიმართლე არავინ არ უნდა გაიგოს.
-როგორ ვიპოვო,ან საიდან დავიწყო მისი პოვნა.
-გპირდები სამყაროს გადაბრუნება რომ მომიხდეს მას ვიპოვი,აუცილებლად ვიპოვი.
-მპირდები,მპირდები და დაპირებებს მაძლევდი მთელი ცხოვრება და ასეთი ლამაზი სიტყვებით მაჩუმებდი.შეიძლება არსებობს ვინმე ვისაც შენი სჯერა,მაგრამ მე აღარ,მე შენს მახეში აღარ გავებმები.

-შენ მართალი იყავი, იზაბელა შენთვის უნდა დამეჯერებინა.
-ახლა სინანული გვან არის,ნიკოლოზი განადგურებულია.

-შეიძლება იბრძოდი შენი სიმართლის დასამტკიცებლად და ახლაც იბრძვი,გტკიოდა და გტკივა,გინდოდა შეცვლა და ახლაც გინდა,მაგრამ მე ეჭვი მეპარება შენს სიმართლეში,მაგრამ მაინც მოგისმენ ბოლომდე.
-შენი ტელეფონი მომეცი.
-რატომ?
-ასეა საჭირო.ნიკოლოზს გაეცინა,მაგრამ ტელეფონი მისცა ანამარიას და უთხრა.
-გისმენ,გპირდები ტელეფონი არ შეგაწყვეტინებს თხრობას.
-მარილუ ჩემზე ოთხი წლით პატარა იყო,მაგრამ ერთ ოთახში ვცხოვრობდით.მე მოვუყევი მას ჩემი ცხოვრების ისტორია თუ როგორ მოვხვდი იქ.ერთ საღამოს სახლში შემოცვივდნენ ნიღბიანი ადამიანები და ჩემ მამიკოს ესროლეს,დედა გააუპატიურეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს.ყოველ საღამოს ჩემს ისტორიას ვუყვებოდი მან ეს ყველაფერი შეისწავლა და დაიზეპირა.
-მართლა? საშინელებაა,ეს ისტორია ძველ გაზეთებში წაიკითხე და დაიზეპირე?
-არა,გაზეთებში არ წამიკითხია,ეს ჩემი თვალით ნახული რეალური ისტორიაა,ეს ის ისტორიაა რაც დამამახსოვრდა 4 წლის ასაკიდან და მახსოვს დღემდე.
-ეს მალიბუს ისტორიაა,მისი განვლილი ცხოვრებაა რასაც შენ ყვები და არა შენი.გაბრაზებულმა შეხედა ანამარიას,ანამარიამ კი შეხედა და მშვიდად უთხრა.
-არა,ეს ჩემი ისტორიაა,მან მე ჩემი წარსული მომპარა და მისად გაასაღა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ვიდეოზე არაფერი არ აქვს ნათქვამი, თუ ვცდები?
-არა,ვიდეო არ უხსენებია,რა ვიდეოზე ამბობ.
-არსებობს მთავარი სამხილი ვიდეო, ვიდეო ჩანაწერი ასახავს იმ ღამის საშინელ კადრებს,მაგრამ სად არის არ ვიცი, დაიწვა? თუ ვინც მე გადამარჩინა მას აქვს და ინახავს.თუ იმ ვიდეო ჩანაწერს ნახავ,მიხვდები რომ არაფერს არ ვტყუი.მაგრამ მართლა არ ვიცი რატომ გიყვები ამ ყველაფერს,შენ ხომ არ დაიჯერე ჩემი მონათხრობიდან არც ერთი სიტყვა.
-არ მიყვები,ანამარია შენ ცდილობ დამაჯერო.
-მომისმინე,ნიკოლოზ მალიბუ მოკლეს იმიტომ რომ ის ჩემი სახელით ცხოვრობდა.
-მოკლეს,ეს მეც ვიცი და ახლა რა გინდა,რას ეძებ და რატომ.
-მინდა ვიპოვო მკვლელი,მინდა გავიგო რატომ მოკლეს მალიბუ და ვინ გასცა ბრძანება.
-მართლა? რა დამთხვევაა მეც ეს მინდა და უფრო მეტი,მინდა ჩემი ხელით მოვუსპო სიცოცხლე.ორივე ერთმანეთს თვალებში უცქერდა და არცერთი თვალს არ ახამხამებდა.
-არ შეწყვიტო ძებნა,რადგან რთულია შენში ებრძოლო შენს მეს,ის ჯერ კიდევ შენშია თუმცა შენ ვერ გრძნობ.გგონია წავიდა შენგან,მაგრამ არა ის შენ გელოდება,ამიტომ ნუ დაკარგავ შენი თავის რწმენას.ცხოვრებაში აქამდე ძალიან რთული გზებით მოვედი და სწორედ ამ სირთულეებმა გამაძლიერა.იყავი ძლიერი და მტკიცე თუ პირიქით გინდა იყოს იყავი დამარცხებული, დაუძლურებული და მერყევი.უთხრა ნიკოლოზს და წავიდა.
-კომისარო შეიძლება?
-შემოდი რობაქიძე,კიდევ ახალი გვაქვს რამე?
-ახალი და უცნაურიც.
-გისმენ.
-მაცნობეს,რომ ქართველიშვილმა ჩვენებაში დაწერა რომ გეგენავას მკვლელობის ღამეს ის მალიბუსთან ერთად იყო.
-ამაში რას ხედავ უცნაურს რობაქიძე.
-თუნდაც ასე ყოფილიყო,ვინ დაადასტურებს ამას მალიბუ ხომ მკვდარია.
-ის თუ მართალს ამბობს?
-კარგია თუ მართალს ამბობს,მაგრამ დაადასტურებს ვინმე?
-რობაქიძე ცოტა პატივისცემით ისაუბრე გარდაცვლილზე.
-უბრალოდ უკეთესი იყო სხვა რამ მოეფიქრებინა.
-თორნიკე ქართველიშვილი არ არის უჭკუო ადამიანი და მან იცის რასაც ამბობს,რადგან იცის ტყუილი რომ თქვას მას ისევ მისი ტყუილი დააზარალებს.
-გასაგებია.
-მე კი ვფიქრობ,რომ ის უდანაშაულოა.
-თქვენც?
-დიახ მეც,მას ძალიან კარგი სამსახური ჰქონდა კარგი ანაზღაურებით,ყველაფერი მიატოვა და საყვარელ ადამიანთან ერთად ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა,უეცრად მას მკვლელობაში დებენ ბრალს და რატომ?
-ნუ დავივიწყებთ მის ვერცხლის სამაჯურს,რომელიც ერთ-ერთი მკვლელობის დროს ვიპოვეთ.
-შენ მართალი ხარ,მაგრამ თორნიკეს დანაშაული ვერც მაშინ დავუმტკიცეთ,რადგან თორნიკე ქვეყნიდან იყო გასული და იმ დროს ის თურქეთში იმყოფებოდა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე.ამიტომ ძალიან დაკვირვება გვმართებს,წინ დიდი გზა გვაქვს.ბნელში ვზივართ,უკვე ნათლად ჩანს რომ ვიღაცას ქართველიშვილის განადგურება უნდა და თვით თორნიკეს ახლა რამდენი ბრძოლა და ტკივილის გადატანა უწევს.დარწმუნებული ვარ დამტკიცდება მისი უდანაშაულობა,გამოჩნდება ვიღაც გააღებს საიდუმლოებებით სავსე კარს.იმედი არ უნდა დავკარგოთ,ის იმედი რომელსაც დასასრული არ უჩანს.წადი სხვა გასართობი ნახე რობაქიძე ან საქმეს მოკიდე ხელი,რომლებიც თავზე საყრელად გვაქვს.რობაქიძე გავიდა,მაგრამ ისევ დაბრუნდა,ამჯერად სახეზე ფერდაკარგული.
-კომისარო,-...............
-ამჯერად რა მოხდა რობაქიძე.
-კომისარო, რუხვაძე სასიკვდილოდ არის დაჭრილი.
-რომელი რუხვაძე რობაქიძე.
-ზვიადი რუხვაძე.
-ისევ? ისევ დაჭრეს? ფეხზე ადგა კომისარი და რუხვაძესთან ერთად გავიდა კაბინეტიდან.

-ზვიადი,ზვიადი რა გემართება თვალი გაახილე გთხოვ.
-ნიღაბი,ქალი.............
-ზვიადი,ვინ გესროლა ეს რა დღეში ჩაგაგდეს.ხმამაღალი ხმით ტიროდა და მოთქვამდა ხატია და აკანკალებული ხელით ტელეფონი ამოიღო.

  ფრთხილად შეაღო ფატის პალატის კარი და ღიმილით შეხედა  სიცოცხლესთან მებრძოლ 21 წლის ფატის.
-შვილო როგორ ხარ.
-კითხულობ როგორ ვარ,გაინტერესებს თუ მოვალეობის მოხდის მიზნით მეკითხები.
-ეს რა პასუხია შვილო.
-მაშინ მინდა იცოდე,რომ ცუდად ვარ,ძალიან ცუდად.ისე ცუდად ვარ რომ სუნთქვაც კი მიჭირს.რატომ მოდი,რატომ კითხულობ ჩემს ამბავს ჩვენი ოჯახი ხომ დაიშალა.
-რაც არ უნდა მოხდეს,ყოველთვის გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ.
-ეს უკვე დაამტკიცე.
-დამშვიდდი,გთხოვ დამშვიდდი.
-მამა თორნიკე არ არის მკვლელი.
-ვიცი და მეც მჯერა მისი უდანაშაულობის.
-თუ მართლა გჯერა მისი უდანაშაულობის გთხოვ დაეხმარე.დაეხმარე რომ თავი დააღწიოს ამ გაუგებრობას.
-დამშვიდდი და გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რაც კი შემიძლია.დედაშენი გარეთ არ არის,მისი ნახვა მინდა.
-თავის სახლში წავიდა მოსაწესრიგებლად და მეც იქ წავალ აქედან რომ გავალ,ასე რომ მე და დედა აღარ შეგაწუხებთ ისედაც წლებია შენს მხრებზე ვზივართ,ახლა მარტო დამტოვე უნდა დავისვენო.გაგამ შეეცადა ფატის მოფერებოდა,მაგრამ ფატიმ თავი გვერძე მიაბრუნა და არ მისცა ნება მიახლოვებოდა,ამიტომ ჩამწყდარი ხმით დაემშვიდობა და წავიდა,საავადმყოფოდან გამოსულს კი უცხო ნომერმა დაურეკა.
-გისმენთ.
-ბატონო გაგა ხატია ვარ,ზვიადი დაჭრეს და საავადმყოფოში ვართ.
-როგორ არის.
-არ ვიცი საოპერაციაში შეიყვანეს.
-როდის მოხდა.
-მე წუხელ წავედი და დილით რომ მივედი თავის სისხლში იყო კარებთან წაქცეული.
-ცოცხალია?
-კი,მაგრამ უგრძნობლად არის.
-მოვდივარ.ტელეფონი გათიშა და გულში ჩხვლეტა იგრძნო,ხელი მიიდო გულზე და ცოტა ხნით შეჩერდა,სუნთქვა გაუხშირდა და იქვე ჩამოჯდა.
-გამაგრდი გაგა შენ ძლიერი ხარ,როცა უძლური გონიხარ სხვას სწორედ მაშინ ხარ ძლიერი,რადგან მიუხედავად შენი ბევრი შეცდომებისა განუზომელია ჩემი შენდამი სიყვარული.მშვიდად გაიარე შავბნელი ველი და შეეცადე აღმოაჩინო ნათელი,იბრძოლე ძმაო გადარჩენისთვის შენ მე მჭირდები.

-გაგა მართალს ამბობს,აქ არანაირი ნათესაური კავშირი არ არის მათ შორის.
-ალექსანდრე ვინ იყო ეს გოგონა,ვინ დავასაფლავეთ.ვინ ჰყავს და ვინ იცის როგორ ტირის მისი დედა ან სად არის ჩემი ანამარია .
-მე არ ვენდობი გაგას ინდირა.
-არც მე,მაგრამ ჩემი შვილი თუ ცოცხალია? მითხრა,რომ თუ ეჭვი მაქვს შემიძლია დნმ-ის ანალიზი მეც გავაკეთო.
-ეს კარგი იდეაა,მაგრამ ეს როგორ გავაკეთოთ უხმაუროდ და შეუმჩნევლად.მათ საუბარში იზაბელაც ჩაერია.
-მოვიფიქრე,ეს სულ ადვილია.
-როგორ.
-მალიბუს ნივთები ჯერ კიდევ მის ოთახშია,ეს ხვალვე შეგვიძლია გავაკეთოთ.თქვა ალექსანდრემ.
-სად არის ჩემი შვილი,ჩემი ანამარია.
-ნუ ავჩქარდებით,ყველაფერს გავაკეთებთ და გავარკვევთ მაგრამ სიჩქარე არ არის საჭირო ასე ეჭვს გამოვიწვევთ.
-საინტერესოა თუ იცოდა არ იყო მისი შვილი,როგორ უტოვებდა ანდერძით მის ქონებას.
-მითხრა,რომ თავადაც გვიან გაიგო.მიხვდა,რომ ვიღაც ეთამეშება მაგრამ არ შეიმჩნია.იდეა არ აქვს სად უნდა იყოს ანამარია.
-ცოტა დაველოდოთ და ჩვენც გავაკეთოთ ანალიზი,პასუხს დაველოდოთ და მოგვიანებით ვნახოთ რა მოხდება.მე კი დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ყველა დაისჯება,ცხოვრება ყველას გამოუტანს დამსახურებულ განაჩენს,ჩვენ მხოლოდ ლოდინი დაგვრჩა.ჩემო ინდირა,ყველაზე მეტად შენ დაიტანჯე საყვარელო.
-ყველამ,ამ ისტორიით ყველა დავიტანჯეთ და ყველამ ტკივილი მივიღეთ.მე დავკარგე ჩემი ოჯახი,თქვენ კი დაკარგეთ ის გოგონა ვინც გაზარდეთ,წლების შემდეგ ისევ შვილად მიიღეთ,გვარიც მიეცით და შეჰხაროდით.
-ვინც არ უნდა იყოს მალიბუ მე არ შემიძლია მისი დავიწყება,როგორ უნდა დავივიწყო მისი დიდი შავი თვალები და ლამაზი ღიმილი,ეს შეუძლებელია ჩემო ინდირა.იქნებ სულელურად მოგეჩვენოთ,ვფიქრობ რომ ის ვიღაცამ გამოიყენა და შემდეგ შეეშინდათ სიმართლე არ გამომჟღავნებულიყო და თავიდან მოიშორა.
-არც ესაა გამორიცხული,შენ სიმართლესთან ძალიან ახლოს ხარ იზაბელა ის ვიღაცამ გამოიყენა გაგას წინააღმდეგ,მაგრამ ვინ.თქვა ალექსანდრემ.

-გამარჯობათ,ვინ იპოვა პაციენტი ასეთ მდგომარეობაში.
-მისმა მეუღლემ.
-მეუღლემ? გაოცებულმა შეხედა კომისარმა რობაქიძეს.
-ახალი დაქორწინებულია და რომ გითხრა ვიზე დაქორწინდა,გაგიკვირდება.
-ვისზე დაქორწინა.
-გაოცდებით,მაგრამ გეტყვით კომისარო როხვაძე დოლიძის ქალიშვილზე დაქორწინდა.
-მოიცადე,დოლიძის ქალიშვილმა ხომ სამხილები მოგვიტანა,როგორ დაქორწინდა იმ ადამიანზე ვისაც მამის მკვლელობაში ადანაშაულებდა.ნიკოლოზმა იცის ეს ახალი ამბავი?
-არ ვიცი,ჩვენც ახლა გავიგეთ ნიკოლოზი წასული იყო და არ ეცოდინება.
-კარგი,მე დავურეკავ.კომისარმა ნიკოლოზს დაურეკა და ნიკამაც პირველივე ზარზე უპასუხა.
-გისმენ,კომისარო სულ ხუთი წუთია რაც განყოფილება დავტოვე,რატომ ვერ მელევი?
-სად არის ქობალია დაურეკე და დაბრუნდი უკან.
-რატომ,რა მოხდა.
-რუხვაძის მოკვლა სცადეს და ახლა საავადმყოფოშია რთულ მდგომარეობაში.
-გავიგეთ რამე ვინ ესროლა ან რატომ,გვაქვს ხელთ რამე სამხილი?
-ჯერ-ჯერობით არაფერი,შენ იცოდი რომ ის დოლიძის ქალიშვილზე დაქორწინდა?
-დაგაგვიანდა ამ ამბის გაგება კომისარო,ვიცოდი კი.გინდა მივიდე საავადმყოფოში? ლაერტის ნუ ელოდები საქმეზეა გასული,დააცადე იმ ადამიანს ცოტა სული მოითქვას.
-რა საქმეები აქვს.
-რომელზედაც თავად გააგზავნე.
-კარგი,მაშინ სახლში წადი და დაისვენე,დილით შევხვდებით.ნიკა კომისარს დაემშვიდობა და გაოცებული უცქერდა მისგან ცოტა მოშორებით მდგარ მანქანას რომლიდანაც გადმოვიდა ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი ვალერა კიზირია და რატი დოგანაძე.
-რატი? რატი დოგანაძე და ვალერა კიზირია? ეს ორი ერთად საქართველოში არიან? ეს მანქანა მალიბუს დასაფლავებაზე დავინახე რა საქმე ჰქონდა მას სასაფლაოზე, რატომ იყო მოსული.რატი,რატი რა გაქვს ჩაფიქრებული.

-საყვარელო,როგორ ფიქრობ მთა რომელიც ძალიან მაღალია ვერ შევძლებთ ავიდეთ მის მწვერვალზე?
-გაგვიჭირდება,მაგრამ ვფიქრობთ ავალთ.
-ესე იგი თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია,მაშინ მოიხსენი წარსულის ტვირთი და როცა ჩემთან ერთად ხარ ნურაფლის შიში გაქვს და ნუ მისცემ ტკივილს უფლებას გამეფდეს შენში.ვიცი რომ ჭრილობები დრომ ვერ მოგიშუშა,სისხლი ჯერ კიდევ წვეთავს,მაგრამ უნდა გამაგრდე მე აქ ვარ შენთან,შენს გვერდით და დამეყრდენი.რაც შეეხება მალიბუს მან შენი ტკივილიანი წარსული მიისაკუთრა და იმდენად მოეწონა თავისი როლი ჩაიძირა ამ ისტორიის სიღრმეში.
-ჩემი ბრალია,მე რომ არ მომეყოლა მან არაფერი არ იცოდა.
-თავს ნუ იდანაშაულებ,მაშინ ბავშვები იყავით.
-მართალი ხარ,ჩემს თავს დავპირდი რომ წარსულს დავივიწყებდი,მაგრამ არ ვიცი რა დამემართა.
-მე ვიცი რაც დაგემართა,შენ გტკივა და გიჭირს დაივიწყო ტკივილი,ტკივილი რომელიც თავს არ განებებს,მაგრამ თავს უნდა სძლიო და უნდა დაივიწყო ისე როგორც მე დავივიწყე.
-დაივიწყე,მაგრამ დრო და დრო მაინც გახსენებს თავს.
-პირველი პერიოდი ამოვიგდე თავიდან,მაგრამ რამდენიმე თვის უკან მოულოდნელად შევხვდი და.......................
-შეხვდი? ეს როგორ და მან გიცნო?
-მე თავად ავარიდე თავი მასთან შეხვედრას,ალბად შემეკითხები რატომო.
-დიახ,რატომ?
-ამდენი წლის შემდეგ ჩემი გამოჩენა ვიცი რომ მასზე ძალიან იმოქმედებს,ვფიქრობ ჯერ კიდევ არ არის შეხვედრის დრო წარსულთან პირისპირ.
-გინდათ დაივიწყოთ,მაგრამ დროს მაინც ელოდებით.
-22 წელი გავიდა და კიდევ რომ დამჭირდეს 22 წელი დაველოდები,რადგან ვიცი საიდუმლოს ფარდა ადრე თუ გვიან აეხდება.აბა მოემზადე და ვივახშმოთ,შენ გელოდებოდი.ნუ გეშინია ძვირფასო გჯეროდეს,რომ ყველა ქარიშხალი ჩადგება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.ჩაიცვი,მოემზადე კიდევ ნუ მალოდინებ,იცოდე რომ ძალიან,ძალიან მშია.ანამარიას გაეცინა და რატის შეხედა.
-ახლა მივხვდი რომ მეც მომშივებია,ამიტომ მალე შემოგიერთდები.

-ნეტავ რას ფიქრობდა ღმერთი,როდესაც ადამიანს ჰქმნიდა? ცოცხალ ქმნილებად აქცია,მაგრამ ზოგიერთ ადამიანს რატომ სურს უფლის მიერ შექმნილს წაართვას სიცოცხლე? იმედია მისი ბოლო ამოსუნთქვა ყელშიც ამოვა,დაილოცოს მისი მარჯვენა ვინც მას ესროლა.
-გეზიზღება ზვიადიც და ყველა იმ ოჯახის წევრი,ეგ არც მაინტერესებს მაგრამ მე სულ სხვა რამ მადარდებს და მანერვიულებს ნათია.
-რა განერვიულებს ჩემო ნოდარ?
-კიდევ ვის ესვრიან,ვინ არის შემდეგი.
-როგორ ვინ იქნება შემდეგი.გაუკვირდა ნათიას.
-ხომ ხედავ რა ხდება,ყოველ დღე ვიღაცას უმიზეზოდ ესვრიან და ყოველ დღე ვიღაც კვდება.
-უმიზეზოდ ესვრიან? შენ გინდა თქვა რომ ზვიადის უმიზეზოდ ესროლეს? ან შენ რატომ ნერვიულობ ასე ძალიან.ყოველ დღე თითო-თითოს ესროლონ,ასე უფრო გაგვიადვილდება გაგას თავიდან მოშორება და კომპანიის ხელში ჩაგდება.
-რას გულისხმობ,რა ჩაიფიქრე.
-მე არაფერი,თავად წყვიტავენ ერთმანეთს და ჩვენ არ ჩავერიოთ ასე უკეთესია და იოლია საქმის მოგვარება.ვერ ხედავ თავად რა ხდება? ამ რამდენიმე კვირაში ორი მკვლელობა მოხდა და ახლა ზვიადისაც მიადგა მტერი,რა გგონია ეს უმიზეზოდ ხდება?
-გამოდის ჩემი დროც მოვა სულ მალე.თქვა ნოდარიმ და ნათიას შეხედა.
-გეშინია?
-მეშინია? შენ როგორ ფიქრობ,როცა არ იცი დარტყმას რომელი მხარიდან მიიღებ არ შეგეშინდება?
-იცი რა მიკვირს? აქამდე როგორ გაუძლო ასეთ არეულობას ქალბატონმა იამ.
-გაგა ისე აგვარებს ყველაფერს ია ვერც კი გებულობდა,ახლა კი დაძაბული ურთიერთობა აქვთ და არ ვიცი რა მოხდება მათ შორის.

-ისევ საავადმყოფოშია,ისევ დაჭრეს,ისევ გაგამ უნდა ირბინოს.მიდიოდა და თავისთვის ბუზღუნებდა,რომ უეცრად მაღაზიიდან გამოსულ უცნობ მამაკაცს გულზე შეასკდა.
-უკაცრავად,რამე გატკინეთ? შეეკითხა შეშფოთებულმა მამაკაცმა იას და ორივე ხელებით დაიჭირა შეშინებული ქალი.იამ უცნობს შეხედა და გაოცებულმა უთხრა.
-თქვენ ხართ ექიმო?
-მე ვარ ქალბატონო ია და  ბოდიში მინდა მოგიხადოთ.
-რისთვის? ჩემი ბრალი არის,ყურადღება მქონდა გაფანტული და ყავაც გადაგასხით პიჯაკზე,მომეცით ნება გაგიწმინდოთ.
-რას ბრძანებთ,ანერვიულებული ხართ.თავხედობაში თუ არ ჩამითვლით აქ დავსხდეთ,ჩემს პიჯაკსაც მიხედავენ და თქვენ კი ყავაზე გეპატიჟებით.
-მაგრამ.............................
-მაგრამ არ მიცნობთ,არა უშავს კიდევ ერთხელ გავიცნობთ ერთმამეთს.მე რატი ვარ დოგანაძე.
-ია,ია ნასრაძე.
-გიცნობთ,თქვენ თავშესაფრის ხელმძღვანელი ხართ.
-დიახ,თქვენ საიდან იცით?
-გაზეთებს ვკითხულობ ქალბატონო ია.გაუღიმა რატიმ და ია დააბნია ამ ღიმილმა.
-ღმერთო ისევ ეს ღიმილი.წუთიერად გაითიშა და ის რატის ხმამ დააბრუნა რეალურ სამყაროში.
-რა გადაწყვიტეთ,მივირთვათ ერთად ყავა?
-ახლა სწორედ ეს თუ მიშველის. ღიმილით დაუბრუნა პასუხი იამ რატის და მისმა  ღიმილმა გული კიდევ უფრო ძლიერად აუფრიალა.რატიმ შეკვეთა მისცა,პიჯაკი კი ერთ-ერთ გოგონას გადასცა და თავად იას წინ დაჯდა.
-როგორ მიდის თავშესაფრის საქმეები,როგორც ვიცი რთული სიტუაცია გქონდათ.
-ჯერ კიდევ ვბრძოლობთ გადარჩენისთვის.
-ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს თავშესაფარი, ამდენ ენერგიას რომ ხარჯავთ?
-ძალიან მნიშვნელოვანია,ის ერთადერთია რაც წარსულთან მაკავშირებს და ის ჩემი ტკივილის მოგონებებია.
-საინტერესოა,ალბად მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.მეც მაქვს წარსული,წარსული რომელიც მხოლოდ ტკივილს მაგონებს,მაგრამ ამაზე არ გვინდა საუბარი,ახლა რაც მინდა,მინდა დაგეხმაროთ.
-ეს რამდენიმე დღის უკანაც მითხარით.
-რამდენიმე დღეს არ ვითვალისწინებ,ჩვენ ახლა შევხვდით ერთმანეთს და მინდა გულახდილად ვისაუბროთ.
-გისმენთ.
-მინდა დავეხმარო ვინმეს და კეთილი საქმე გავაკეთო,განა ეს ცუდია? მე ვფიქრობ,რომ სულაც არ ვაკეთებ რამე მიუღებელს რომ ჩემს პრინციპებს აღემატებოდეს.
-ეს არ მიგულისხმია,მაგრამ ჩვენ ხომ სრულიად უცხოები ვართ ერთმანეთისთვის.
-ქალბატონო ია მე ბიზნესმენი ვარ.ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საქართველოში და მინდა რაღაც გავაკეთო,გთხოვთ ნუ მეტყვით უარს.რაც შეეხება თქვენს ოჯახს მე ვიცნობ მათ,რა თქმა უნდა არა პირადად,არამედ მედიით და პრესის საშუალებით,ასე რომ ზოგადად ვიცი ეს ხალხი.ისიც ვიცი რომ ამ წუთებში თქვენი მეუღლის ძმა საავადმყოფოში წევს და სიკვდილს ებრძვის.
-ეს სიმართლეა,აღარ ვიცი რა გავაკეთო.ჩვენს გარშემო მხოლოდ მიცვალებულებია ეს ბოლო პერიოდი.
-არ დაგიმალავთ და გეტყვით,რომ ზვიადიმ ღრმად შევიდა მის ბინძურ საქმეებში და ეს მოსალოდნელიც იყო,რომ ასე მოხდებოდა.
-სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს მალიბუ,ის მეხმარებოდა და ძალიან კარგი იყო თავის საქმეში.
-გავიგე ესეც,ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო.
-მართალია,ჩვენს გარშემო ისეთმა ხალხმა დაიწყო ურთიერთობა,რომ თითქმის არც კი ვიცნობთ მათ.
-გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-არა ეჭვი არ მაქვს,მაგრამ ვფიქრობ უჩინარმა მტერმა მალიბუს სიკვდილით გაგა დასაჯა.
-როგორ?
-არ ვიცი რა საქმეებს ხლართავდა ან ხლართავს ორივე ძმები მაგრამ მე? ჩემი შვილი....
-დაწყნარდი,სულ ცახცახებ მე შენს გერდით ვიქნები და დაგეხმარები,თუ შენი სურვილიც იქნება.
-მაპატიეთ,მაპატიეთ რომ ასე................
-რომ ასე მალე გული გამიხსენი,მერწმუნე მე ცუდი განზრახვა არ მაქვს.პირიქით,მინდა დაგეხმარო და შევძლო სულ ცოტა ხნით დაგავიწყო პრობლემები.გაუღიმა რატიმ და ისევ ეს ღიმილი,ღმერთო ეს ღიმილი მისთვის ნაცნობია.დავიწყებული,მაგრამ მაინც მისეული რომელზედაც იყო დრო ჭკუას კარგავდა.ეს ის ღიმილია რომელიც მასში დარჩა და მისთვის ინახავს.წასვლა უნდოდა მაგრამ ვერ გაბედა,ერთი საათი ისხდნენ და საუბრობდნენ ისე თავისუფლად თითქოს საუკუნის მეგობრები იყვნენ,ბოლოს იამ საათს დახედა და გაოცებულმა თქვა.
-როგორ მალე გასულა დრო,უნდა წავიდე.
-ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა გადმოგცეთ ჩემი სავიზიტო ბარათი და დაველოდო თქვენს ზარს.
-მადლობა ამ სასიამოვნო ერთი საათისთვის,ეს მართლაც მჭირდებოდა.იამ ფეხზე ადგა და რატის ხელი ჩამოართვა,შემდეგ კი ნელა ნელა გაშორდა და თვალს მიეფარა,რატიმ კი ჩაილაპარაკა.
-დავბრუნდი,დავბრუნდი და ახლა ჩემი ჯერია მე გავანადგურო რუხვაძეები ისე როგორც მათმა გამანადგურა წლების წინ.ბუმერანგი დაბრუნდა რუხვაძეებო.შენ კი საყვარელო მინდა დაგიბრუნო და შენთან ახლოს ვიყო,მინდა დაგარწმუნო რომ არ მიმიტოვებიხარ ჩემი ნებით,ჩემი გონება გაუჩერებრივ მუშაობს, ფიქრობს და გამოსავალსაც იპოვის სულ მალე რადგან უშენოდ ცხოვრება ძალიან ძნელია,მე დავბრუნდი და შენთან ერთად ფრენა მინდა ზეცაში.მინდა, ცისფერ ღრუბლებში კოტრიალი, ახლა იცი როგორ ვარ? გიყურებ  როგორ მიდიხარ და მშორდები ნელა-ნელა,მე კი ვრჩები ისევ მარტოსული და ისევ ეული,მაგრამ ამ მარტოობას მალე მოეღება ბოლო.ბუმერანგი გაანადგურებს წარსულის ტკივილს და ნამსხვრევებად აქცევს მას,რუხვაძეებო მე ვარ თქვენი ბუმერანგი.








№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ოოოოო სუპერ გოგოს სუპერ თავი დაუდიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent